Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამები > Cisco webex meetings


Posted by: Sie`Hermine 29 Mar 2020, 14:45
მოკლედ ამ აპლიკაციის გადმოწერისას მთხოვს რაღაც საიტის მითითებას. ვიდეოები დავსერჩე და ვერ მოვიძიე ვერანაირი განმარტება რა უნდა ჩავწერო ამ გრაფაში.. გთხოვთ დამეხმაროთ სასწრაფოაuser posted image

Posted by: Niku7a 29 Mar 2020, 18:14
Sie`Hermine
არ უნდა არაფერი, guest-ი იქნები შენ, ლინკი რო მოგივა კონფერენციის, იმას დააჭერ და შეხვალ ჩვეულებრივად, თუ არადა უნდა დარეგისტრირდე webex ზე და 1-2 დღის მერე შეგეძლება რო host-ი გახდე.


OFFTOPIC:
მხარე ხო არ ხარ სასამართლოში? givi.gif


Posted by: Sie`Hermine 29 Mar 2020, 19:51
Niku7a
ხო მხარე ვარ, იმედია შუა პროცესის დროს რამე ჩეპე არ დამემართება givi.gif
ანუ დაველოდო მეილზე შეტყობინებას ხო?

Posted by: Niku7a 29 Mar 2020, 20:43
Sie`Hermine
ანუ შენ უკვე დაყენებული გაქვს იმ დონეზე რო ჩვეულებრივად ჩაერთო კონფერენციას (ამ შემთხვევაში პროცესს), მაგრამ თუ გინდა რომ შენ იყო ხოლმე "მასპინძელი" და შენ გაუგზავნო სხვებს მოწვევა (ისევე როგორც სასამართლო გიგზავნის), მაშინ მანდვე არის რეგისტრაცია, გაივლი და ეგაა, უბრალოდ დიდი მოთხოვნის გამო შეიძება 2-3 დღე არ მოგივიდეს დასტური, იმიტომ რომ გადატვირთულები ვართო webex-მაო wink.gif

მოკლედ ამ მოცემულობით ხვალ ჩვეულებრივად ჩაატარებ პროცესს, სასამართლო გამოგიგზავნის ლინკს, იმას დააჭერ და ეგაა.

მობილური ვერსიაცაა და შეგიძლია ისიც დააყენო თუ ლეპტოპის კამერა არ გივარგადავუშვად ან კიდე სულ მთლად დისტანციურად ხარ givi.gif


OFFTOPIC:
მე მაქვს host ვერსია და თუ გინდა გაგატესტინებ, ჩაგიგდებ ლინკს და ნახე როგორ მუშაობს smile.gif


Posted by: Sie`Hermine 29 Mar 2020, 22:10
Niku7a
თუ დამჭირდება მოგწერ რავი, ჯერ არ ვგეგმავ მასპინძლობას.. მადლობა
და იცი კიდევ რა მაინტერესებს? სასამართლოს მეილს ვინ მიაწვდის?

Posted by: Niku7a 29 Mar 2020, 23:00
Sie`Hermine
არ შეგხმიანებიათ თანაშემწე ან ვინმე? თქვენ შეეხმიანეთ აბა... რაღაცა გზით ხომ უნდა მოგაწოდონ ლინკი...


QUOTE
მადლობა

არაფრის, რისი მადლობა smile.gif

Posted by: Sie`Hermine 29 Mar 2020, 23:46
პირველშია პროცესი, ალბათ წინა დღეს შემეხმიანებიან...

პროსტა თელავია და რავიცი, იმედია მოაბამენ თავს, თუ არადა გადავადებინებ ამხელა გზაზე წამსვლელი მე არ ვარ...

Posted by: Niku7a 30 Mar 2020, 00:57
Sie`Hermine
სავარაუდოდ ეგრე იქნება smile.gif
ხო თელავში მშვიდობიანობის დროს წასვლა დაგეზარება კაცს, არათუ ეხლა biggrin.gif წესით მოაბამენ, წინა კვირიდან ეგრე ვატარებ მე.

აბა წარმატებები smile.gif

Posted by: Sie`Hermine 30 Mar 2020, 19:18
Niku7a
არ გადაგედოთ პროცესები? სამოქალაქოები გადაიდო სულ, სისხლებიც საპატიმროების გარდა აპრილის ბოლომდე, ზოგი მაისამდე..

მადლობაsmile.gif))

Posted by: Niku7a 30 Mar 2020, 21:57
Sie`Hermine
სამოქალაქოები კი, გადაიდო, ადმინისტრაციულები დარჩა, 2 რიცხვისა დაემატა კიდევ სადაც ვადების პრობლემაა.. smile.gif

Posted by: Sie`Hermine 30 Mar 2020, 22:27
Niku7a
ჰო ეგრეა სისხლი და ადმინისტრაციულები
დაჟე ადმინისტრაციულში საჩივარზე პასუხის წარდგენის ვადაც არ გადადეს...

დღეს მქონდა ზუმით ორი ონლაინ ლექცია... იმედია ესეც ეგეთივე მარტივი აპლიკაცია იქნება..

Posted by: Niku7a 31 Mar 2020, 00:55
Sie`Hermine
ზუმთან არ მქონია შეხება ჯერჯერობით.. მაგრამ ეს მარტივი აპლიკაციაა საკმაოდ smile.gif

Posted by: Sie`Hermine 31 Mar 2020, 13:54
Niku7a
მადლობა და წარმატებები


☝️

Posted by: პითონი 31 Mar 2020, 18:55
Sie`Hermine
მარტივია ვებექსიც და ზუმიც.
ელემენტარულია, გადადიხარ გამოგზავნილ ლინკზე ან წერ კოდს და ირთვება მითინგის ოთახი.
ამოწმებ ხმას და ვსო.
ასევე ჩართვისას გარჩევინებს მგონი მობაილს და კომპიუტერს და უნდა აირჩიო კომპიუტერი.


მაქვს ვებექსის ადმინისტრირებასთან შეხება და უმარტივესია მომხმარებლის მხარე.

Posted by: Sie`Hermine 12 Apr 2020, 01:10
პითონი
კი ვიცი, ძაან მარტივი ყოფილა ორივე..
წინასწარ მინდოდა ინფორმაციის შეგროვება, რომ მომზადებული ვყოფილიყავი უბრალოდ...

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Jun 2020, 10:42
ამაზე მურტალი პროგრამა მეორე არ მინახავს რატო უინდა იყოს ასე სულელურად გართულებული რეგისტრაცია ნერვები არ შემატოვა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)