ჰაი.
როგორ ხართ?
ამ კვირას არჩევნებია!
არ ვიცოდი, წიგნი თუ არ იშოვებოდა, ფესტივალებზე ვხედავდი და მეგონა, მაღაზიებშიც იყო (((
ეხლა ერთ წიგნადაა შეკრული, პირველად ჩანთით გამოიცა, ცალ-ცალკე რვეულებით.
მე ის ერთი დიდი წიგნი მაქვს. აგარაკზე მქონდა წაღებული. ბევრი ამბავია ერთად აკინძული, ისეთია, დაჯდები ზაფხულში და ხან ერთიანად წაიკითხავ და ხან ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ხოდა პატარა ბარათებიც დავჭერი მაშინ, დავაწერე რვეულების სახელები, მერე აკას ახსნის მიხედვით იმ თემების გმირები და სახელები, როგორც თვითონ აქვს დახარისხებული, ჩავალაგე წიგნში.
მოკლედ, მაგრად გავერთე )
ამ წაკითხვაზე ალბათ რუკას შევავსებ )))
არარსებული კუნძულია. ოცნებასავით. რო გინდა, რომ იყოს ესეთი. იმედის კუნძული, ეგრეც ჰქვია. რატომაც არა. გემრიელი, პატარა კუნძული თავისი ისტორიით, გეოგრაფიული აღწერილობებით, პოლიტიკით, დედოფლით, გვარებით, უბნებით, კაფე-ტერასებით, ინტით, სასაფლაოებით, სალოცავებით, შუქურით, ოთხი და მეტი ჯურის ხალხით, ტურისტებით, ტრადიციებით, მოსახლეობით-ყველაფრით.... ქართული და არც ქართული, უფრო მეტი. დახვეწილი, დალაგებული, ლამაზი, კარგი, მყუდრო, გემრიელი და მაინც ქართული. თავისი არეულობებით და დალაგებულობებით. ომებით. ინტრიგებით. ქალაქის გახლეჩვებით. მესამე დიდი ძალის ჩარევებით. ჰეეე აქ ამბებიააა... ისეთი ამბები, როგორ ამბობს?-ქისაში ჩაყრილი მარგალიტებივით ჩხრიალებსო. ხო არი ეგეც-როგორ ამბობს. ერთი საქმეა, რას ამბობს. მეორე-როგორ. ხოდა აქ კარგად ამბობს ამბებს. გემრიელად. მოსმენა რო არ გბეზრდება. და იქ ყოფნა გინდება.
მიყვარს ეს ისტორიები. კარგად ვკითხულობ.