მთლად ეგრეც არ არის, შეიძლება dhcp-ის რამდენიმე თავისუფალი IP ჰქონდეს იმ მომენტში (ყოველთვის არ აბამენ მაკზე) და შეიძლება გაგიმართლოს და სხვა მოგცეს, იმავე რეინჯიდან, რომელიმე შენი მეზობლის მაგალითად.
შანსი არის, თუმცა დიდი არა.
შემიძლია პატარა რჩევა მოგცე, რა გზა შეგიძლია ცადო, თუ მოწყობილობა ხელს გიწყობს და ცოტა ტექნიკური კუთხით შეეცდები გარკვევას.
ოღონ უკვე თუ ბევრი ურეკე და იციან, რომ ის ტიპი ხარ, ვისაც ძალიან უნდა IP-ის შეცვლა, მიხვდებიან რომ რაღაცას ჩალიჩობ.. სჯობს ცოტა დაიცადო და 1-2 კვირაში დარეკო.
მე სულ სხვა რამეს ვაკეთებდი და შემთხვევით წავაწყდი, ვაცვლევინე და ვაცვლევინე IP-ები, არადა უკან აღარ დამიბრუნეს მერე არაფრით, რას გაიგებ
ე.ი. მე მაქვს მაგთი. მაგათ dhcp სერვერია აქვთ 10-იან ქსელში. (შარშან ეგრე ქონდათ)
როუტერზე ეკეთებ ACL-ს და WAN-ის ინტერფეისზე კეტავ 10-იან ქსელს. შედეგად როუტერი ვეღარ იღებს IP-ს.
შემდეგ რეკავ პროვაიდერში და ეუბნები, რომ პრობლემა გაქ.
იმათთან ჩანს, რომ როუტერი IP-ს ითხოვს, მაგრამ სერვერი რომ პასუხობს, "რაღაც" პრობლემაა.
ერთ-ერთი პირველი რასაც აკეთებს ოპერატორი თრაბელშუთინგის დროს - ცვლის IP-ს
საუბრისას რომ შეატყობ რომ შეცვალა (იძახიან ხოლმე, ახლა ეს ვქენი, ახლა ის ვქენი, მაგრამ რატომღაც მაინც იგივეა), თიშავ ამ ACL-ს და როუტერიც აიღებს ახალ IP-ს.
შენც კმაყოფილი ხარ და ოპერატორიც