#53710087 · 2 Nov 2018, 14:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Funet
გაალღვე,თუ გაყინულია,მალე რომ გალღვეს, შეგიძლია ოდნავ თბილ წყალში ჩადო,შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხე,დაასხი იმდენი წყალი რომ ფარავდეს, მოხარშე და რომ მოიხარშება,გადმოდგი,ისევ გადაავლე წყალი და ცალკე რამე თეფშე დააწყვე,რომ გაგრილდება ,დაჭერი სასურველ ზომაზე.
აიღე ტაფა,დადე კარაქი(რამდენიც გინდა) ან ზეთი დაასხი, გაფრცქვენი ორი ხახვი,დაჭერი და მოშუშე ამ ტაფაში,ოღონდ დაბალ ცეცხლზე... შემდეგ რომ მოიშუშება, ეს კუჭები ჩააწყვე ტაფაში,ამ ხახვთან ერთად მოშუშე ცოტა ხანს. ძალიან მშრალი რომ არ გამოვიდეს,შეგიძლია ცოტა წყალიც დაუმატო.
ბოლოს დაამატე მარილი,პილპილი,წითელი წიწაკა და მწვანილიც თუ გაქვს,ქინძი უხდება ისე ... ისე სუნელებიც თუ გაქვს რამე,მოუხდება. არ ვიცი,შენ რომელი გიყვარს,თორემ გირჩევდი.
გამახსენდა ძველი დრო : )))))
This post has been edited by Taisiaa on 2 Nov 2018, 14:33
--------------------
Real Men Eat Plants.
|