კაი ძველ თემას კი ვაცოცხლებ, მაგრამ ფაქტიურად ისევ აქტუალურია ეს საკითხი...
მოკლედ USA2GEORGIA-თი ჩამომივიდა ამანათი ამაზონზე ნაყიდი (მაჩუქეს). ბევრი რომ არ ვწერო, მუშაობს 110 ვოლტზე და ტრანსფორმატორზე რომ არ ვიჩალიჩო გადავწყვიტე უკან მიმებრუნებინა.
გამოვაგზავნინე Return Label და წავიღე საქართველოს ფოსტაში (USA2GEORGIA-ში განაცხადეს რომ მხოლოდ ჩამოაქვთ), ნივთი არის 5.5კგ, ამერიკაში გაგზავნის ფასი მითხრეს
368 ლარი, რაც თვითონ ნივთის ღირებულებაზე დაახლოებით 2-ჯერ ძვირია. მერე თავიანთ საიტზევე არსებული კალკულატორით გადავამოწმე და რეალურად მასე ითვლიან.
ინექსი ვნახე და საიტზე მხოლოდ ევროპაში გაგზავნა უწერიათ.
ნუ მერე წავედი გუგლზე, ვიპოვე შემდეგი პოსტი ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/BaramiLogistics/po...76144849154938/მეთქი ეგაა, მეშველა, დავრეკე ბარამში და აქაც ზუსტად იგივე ფასია რაც ფოსტაში - $112 ამერიკაში წაღებაო
დარწმუნებული ვარ ამერიკაში რომ მიფრინავდე და ეს ბარგში ჩააბარო ამდენს არ გამოგართმევენ...
ხოდა, სანამ ამერიკის საელჩოსთან დამიტოვებია საჩუქრად, იქნებ იცით ვინმემ ადამიანურ ფასად უკან გაგზავნის რამე საშუალება?
გმადლობთ წინასწარ