Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > აკა მორჩილაძე ვოლ.2


Posted by: narmonana 28 Aug 2016, 19:44
http://radikal.ru/fp/8be72ebace404876b46e20bc68d37835


აკა მორჩილაძე არის ყოვლად უჯიგრესი თანამედროვე ქართველი მწერალი,ალაგ-ალაგ სტატიების მწერი და მგონი ლექტორობდა კიდეც, მის ნამდვილ სახელს აქ არ დავწერ,კაცი ფსევდონიმს რომ ირქმევს არამგონია სიამოვნებდეს ნამდვილი სახელის აქეთ-იქით კითხვა თუ გაგონება.
აკა მორჩილაძე დაბადებულა თბილისქალაქში 1966 წელს,ვაკის რომელიღაც სკოლაში უსწავლია,და შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტეტი დაუმთავრებია,ეს ნასწავლი ალბათ მერე ბევრგან გამოადგა.90-იანების ბნელ დროებაში სწერდა მიმოხილვებს სხვა და სხვა გაზეთისათვის და ზამთრობით დიკენსს კითხულობდა სანთლის შუქზე.ჩემის ცოდნით მისი პირველი რომანი გასეირნება ყარაბაღში იყო,პოსტ მოდერნისტულ-რეგიონალური რომანი.რომელიც კავკასიის ბედრკული შვილების დარდებს გვიყვება.შემდეგ კი მიყვა და პასტა-ფურცელი არ გაუგდია ხელიდან.მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია "გასეირნება ყარაბაღში" "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" "მადათოვის ტრილოგია" "სანტა ესპერანსა" და ასე შემდეგ.




პ.ს


ობოლეს აუდიო წიგნი


წინა თემა.
https://forum.ge/?f=18&showtopic=33581814
მოდერს შეუძლია დახუროს ის ან დახუროს ეს.როგორც მისი შინაგანი გადასწყვეტს

Posted by: vaho 28 Aug 2016, 21:32
QUOTE
, თვითონ კი ამბობს,არა ვარო.


რა არ ვარო...

Posted by: narmonana 29 Aug 2016, 07:02
vaho
მწეერალიოოო....................

Posted by: vaho 29 Aug 2016, 10:09
ხოო.

ყალბი თავმდაბლობაა.

ყალბი კი არაფერი ვარგა.

ეგ თუ მწერალი არაა, მაშინ ხვედელიძე და ბუღაძე მაიო სოლნიშკოს დისტრიბუტორები ყოფილან ...

Posted by: George Best :) 29 Aug 2016, 17:44
ვაბშე აღარ მისწორდება ახალი წიგნები
შეეშვას წელში ხუთი წიგნის წერას,ერთი დაწეროს და ნორმალური

Posted by: actionscript 29 Aug 2016, 21:39
ზოგი კი ამბობ სანტა ესპერანსა არის ყველაზე კარგი ნაწარმოებიო გარკვეული ლიტერატურული ექსპერიმენტების ამბავში და რამე
მაგრამ მაიდ ინ ტიფლის არის აკას პიკი
მსგავსს ვეღარ დაწერს, როგორ დავწერო გაუვარდა მეთქი, ძალიან დიდი პატივს ვცემ ამ კაცს, მაგრამ აშკარად ახლოსაც არ ყოფილა დანარჩენი ნაწარმოებები

ტიპიური აკა არის ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, გასეირნება ყარაბაღში
ნავაროჩენი აკა არის მადათოვები და სანტა ესპერანსა

ისე ქემერაც არ იყო ცუდი ტიპი თავისი ნევროზებით

Posted by: Ezekia 29 Aug 2016, 22:31
QUOTE
ზოგი კი ამბობ სანტა ესპერანსა არის ყველაზე კარგი ნაწარმოებიო



მომწონს მე სანტა ესპერანსა. ძალიან.

ძალიან მომწონს მეიდ ინ ტიფლისიც. ძალიან.

მესაიდუმლის ქამარიც.

მორიდებული ზურმუხტიც მომეწონა.

მადათოვიც.


ყარაბაღზე და ფალიაშვილზე და პასიანსებზე და ქემერებზე მეტად.



Posted by: narmonana 30 Aug 2016, 00:24
actionscript
სანტას,მესაიდუმლეს და მეიდ ინ ტიფლისს ვერ ვანსხვავებ.

პროსტა სანტა გრანდიოზულია და მეიდ ინ ტიფლისში მოგელაა.



ისე დაკვირვებიხართ,რა მაგარი პაპები ყავს წიგნებში?

კოწია ვისრამიანი, ობოლეს ტიმოთე ბაბუა.სულთანა მამლუქიდან

მამები ძირითადად ინდიფერენტული,ბუ სასტავია,პაპები კიდე ძალიან მომგვარებლები და ყველაფრის შემძლეები არიან

Posted by: actionscript 30 Aug 2016, 21:27
narmonana
QUOTE
ისე დაკვირვებიხართ,რა მაგარი პაპები ყავს წიგნებში?

კოწია ვისრამიანი, ობოლეს ტიმოთე ბაბუა.სულთანა მამლუქიდან

მამები ძირითადად ინდიფერენტული,ბუ სასტავია,პაპები კიდე ძალიან მომგვარებლები და ყველაფრის შემძლეები არიან

ვაა
ეს რა კაი რაღაც დაგიჭერია
ბაზარი არაა, მე ესე არ შემიმჩნევია მაგრამ ეხლა რო გავიხსენე რაც წაკითხული მაქვს აკასი ყველგან ეგრეა, დაჟე ქემერას მამა ხო ძერსკი ტიპია ვითომ მარა ეგეც მაგარი ###ა

Posted by: narmonana 30 Aug 2016, 21:34
actionscript
QUOTE
აჟე ქემერას მამა ხო ძერსკი ტიპია ვითომ მარა ეგეც მაგარი ###ა

კი კი,რო ეძნელება ურთიერთობა.


უფროს თაობას თითქოს რაღაც ძალა აქვს.სანტაში იძახის ნიკა ერთგან,სკოლაში რომ ვიყავი,ბებიაჩემს ხელი ჰქონდა შემოყოფილი კარებში,ნუ გეშინია აქა ვარო.

"შენ თავგადასავალში" ბებერი ჰემინგუეი/ოტო სკორცენი. განჯინებიდან შმაისერებს რომ გამოაძრობს.


ფეჰ,მოგელას ბაბუაა.რა ერქვაა?კონსტანტინეე?


აა,კოლია

Posted by: wrangler7 2 Sep 2016, 10:01
სარბიელის გამოცემა არ დაუწყიათ ისევ?

Posted by: giojavaxa 2 Sep 2016, 13:44
maid in tiflis მართლა მაგარია..

წაკითხვის მერე ,გატეხილში ან უხასიათოდ როცა ხარ,თან თუ ნაღდი მკითხველი და წიგნის მოყვარეც ბრძანდები, გგონია,რომ წუთი წუთზე ბარნოველი ლევიკო შემოვა ოთახში ,ჰკითხავს მოგელას :ეეე,მოგელ კაი რა,შენ კორტასარიც არ გაგიგონიაო. მოგელა ეტყვის :ძმაო,ვიცი,მე კორტასარა ,ბუხაიძეზე ცხოვრობს,წამლის ბარიგააო.

გაგახსენდება და დაგავიწყდება ყველანაირი ნეგატივი, მაგარია მოკლედ რა.

და კიდევ ბადუნა ფავნელი love.gif love.gif

Posted by: Henyd0r1 2 Sep 2016, 14:27
მარტო ფალიაშვილი და ფეხბურთის სტატიები მაქვს წაკითხული. რამე ელექტრონულად თუ არის, დადეთ რა.
ან თანმიმდევრობით ბიბლიოგრაფია ჩაინიკებისთვის

Posted by: narmonana 2 Sep 2016, 18:40
Henyd0r1
ზემოთ ნახე,ობოლეს აუდიო წიგნია.კაი ტკბილი რამე.


კაროჩე ყველგან ვარეკლამებ ხოლმე აკას,თანამშრომლები რომ მთხოვენ წიგნებს ან რამე ეგეთი.ძირითადად არ მოსწონთ ხოლმე და მივხვდი რატომაც.ქართულია.

აანუ ქართული შტუჩკები აქვს,ქართული მუღამები.სანტა ხომ სადღაც კუნძულზე ხდება და მაინც ძალიან ქართულია,

ხოდა სულაც არ მიკვირს ხოლმე,ბანკის კლერკ შტერ გოგოს რომ არ მოეწონება ა ობოლეს ვერ დაამთავრებს.იმიტომ რომ მოსწყინდება.

მეიდ ინ ტიფლისებზე და სანტებზე ხომ საუბარიც არ მაქვს.

Posted by: George Best :) 3 Sep 2016, 03:55
იმ დღეს ტოტალიზატორში გავედი,ორი ლარი მქონდა სულ
რკინის ლარიანი და ხურდები,ძველი სტუდენტური მაქვს,ვადა გაუვიდა,მარა მასწავლეს რო 20 თეთრიანს თუ ჩააგდებ,ბილეთს იღებო
ხოდა იტოგში გავედი ტოტოში,40 თეთრი ტუდა აბრატნი,სიგარეტი არ მქონდა,60 თეთრი სამი ღერი
შევედი ვფიქრობ,ვფიქრობ 4 გუნდი ავიღე ლარიანში ბოხუმი-ჰანოვერი X,ბრედა ვიღაც X2,გიმარაეში მეტობა და ბარტონი დერბის 1
ტუდა სუდა,დაჯდა ბილეთი 68 ლარი მოვიგე,გაასწორა,მერე მეორე ორი წიგნი ვიყიდე,მეორე დღე გაიჩითა,პახ მოსაწევი,მერე მესამე დღე კიდე პახ მოსაწევი
მერე აღმოვაჩინე რო მეიდ ინ ტიფლისი გამახსენდა,სახლი წიგნებით,აი ყველგან რო წიგნებია,ქაღალდის ტოტალიზატორის ბილეთები,მოსაწევი და პრიკლუჩენიები
მერე დავფიქრდი და ვერ გავიხსენე,ტაოტალიზატორში იმიტო ვდებ მოგელა რო მახსოვს ქაღალდის ბილეთებს თუ მუღამის გამო
მარა რაც არის არის,ძაან ასწორებს რა მოგელა
შირაზის ვარდს ცალკე ამბები უნდა,თავისთავად

Posted by: giojavaxa 3 Sep 2016, 15:41
მოგელა ,ლევიკო, შირაზის ვარდი და ხუთი საბჭოელი ქალი love.gif love.gif love.gif

Posted by: narmonana 3 Sep 2016, 17:50
საბოლოოდ რა მოუვიდა ლევიკოს?მოიკლა თავიი?


თუ უბრალოდ ენატრებოდს და სანამ იქ იყო ერტობოდა და თავის ამბავს უყვებოდა

Posted by: giojavaxa 4 Sep 2016, 15:53
ლეუშა ჩემთვის არ მომკვდარა. უბრალოდ ადგა და წავიდა


Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 4 Sep 2016, 19:44
narmonana
QUOTE
აკა მორჩილაძე არის ყოვლად უჯიგრესი თანამედროვე ქართველი მწერალი

არ შემიძლია არ დაგეთანხმო//
აბიტურიენტობის ჟამს შენი თავგადასავლიდან პატარა ნაწყვეტს "შევეჩეხე"///
მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა იმ ნაწყვეტმა მთლიანი წიგნის წაკითხვა მაიძულა boli.gif

Posted by: narmonana 4 Sep 2016, 19:51
ლილიტის_ქალიშვილი
QUOTE
ბიტურიენტობის ჟამს შენი თავგადასავლიდან პატარა ნაწყვეტს "შევეჩეხე"///

biggrin.gif

ჩემი პირველი ეგ იყო.ალბათ ოცჯერ მაქვს წაკითხული...

რა ვიცოდი რა იყო პოსტმოდერნიზმი და ეს რო წავიკითხე,მანამდე ჟიულვერნებში და გამსახურდიებში გაზდილმა,მეთქიიი ეეეს რა არიის.

giojavaxa
უბრალოდ.რისთვის წავიდა....საერთოდ არ ვიცით რამე სჭირდა თუ არა.არაფერი არ სჭირდა,ბავშვი ყავდა აქ.

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 4 Sep 2016, 20:51
narmonana
QUOTE
ეს რო წავიკითხე,მანამდე ჟიულვერნებში და გამსახურდიებში გაზდილმა,მეთქიიი ეეეს რა არიის.

მოგეწონა?
უცნობი შეგრძნება?

Posted by: narmonana 4 Sep 2016, 23:55
ლილიტის_ქალიშვილი
ჰო აბაა.გავშტერდი.კაცი წიგნებში და ფილმებში დადის.

ეს მგონი ჩემი ცხოვრების მთავარი მუღამია.როცა ერთი რაღაცის გმირს.მეორეგან ვნახავ.მოულოდნელად.


ამ წიგნში კიდე რამდენია.ფრითი ვუმენიდან დაწყებული ჰემინგუეით დამთავრებულიი.


ჰეემინგუეეიიი შერეული ოტო სკორცენთააან.რომელიც რუსების გასაყრელად მირბის.

Posted by: მთავარსარდალი 7 Sep 2016, 12:42
QUOTE (vaho @ 29 Aug 2016, 10:09 )
ყალბი თავმდაბლობაა.

ყალბი კი არაფერი ვარგა.

იქნებ სხვა გაგებით თქვა, არათავმდაბლურით. "მწერალი არ ვარ" და "კარგად ვერ ვწერ" სხვადასხვა რამაა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი სასწაულად ცეკვავდა თურმე, მაგრამ რომ ეთქვა მოცეკვავე არ ვარო, ყალბ თავმდაბლობაში ჩამოართმევდი?

QUOTE
ხვედელიძე და ბუღაძე მაიო სოლნიშკოს დისტრიბუტორები ყოფილან ...
შორს არ ხარ ჭეშმარიტებისგან gigi.gif

Posted by: narmonana 9 Sep 2016, 13:42
...და პლეხანოველმა მოგელამ მეთევზე იცნო.ბრეზენტის ძველი ქურთუკი ეცვა,რეზინის ჩექმები.
- ბიჭო,ლეუშ,აქა ხარ,ტო?
ხოლო მეთევზემ კი ტუჩებზე მიიდო თითი.
-როგორ გამისწორდა ტო..ხო სულ ვამბობდი,მეთქი,პონტია...მოტეხილია.დ აუტყდი,ხო?
ბარნოველმა ლევიკომ თავი დაუქნია.
-ჩემს მეტი ვინ გიპოვიდა..
-შენს მეტი ვინ მიპოვიდა.

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 9 Sep 2016, 17:39
QUOTE
ბუღაძე

საშინლად არ მომწონს////
ავხსნა რატომ თუ ისედაც ყველაფერი ნათელია?

Posted by: narmonana 9 Sep 2016, 17:45
ბუღაძე იმიტომ არ მომწონს რომ სექსებს აღწერს ძალიან ყალბად.
რაც წამიკითხავს რა biggrin.gif დალშე კარგად ლაპარაკობს ხოლმე

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 9 Sep 2016, 19:04
narmonana
QUOTE
სექსებს აღწერს ძალიან ყალბად.

ნუ დაგავიწყდება რომ ის საბჭოეთის შვილია, სადაც სექსი არ იყო ///


drug.gif drug.gif drug.gif

Posted by: ფორსტმანი 9 Sep 2016, 19:08
QUOTE
ის საბჭოეთის შვილია, სადაც სექსი არ იყო ///

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: narmonana 9 Sep 2016, 21:23
ლილიტის_ქალიშვილი
არა biggrin.gif ნახე რა პონტია.იქ დაწერს რო ირაკლიმ ძუძუებზე აუსვა ხელი და უცებ ბუღაძეს წარმოიდგენ და ფიქრობ რომ ეს კაცი რანაირად აუსვამს ძუძუებზე ხელს და ვსიოო.ყველაფერი ფუჭდება

Posted by: giojavaxa 13 Sep 2016, 01:07
გადაფრენა მადათოვზე და უკან დავიწყე..მაგარი რამე ჩანს

ხვალ დავამთავრებ და დავწერ შთაბეჭდილებას

Posted by: giojavaxa 19 Nov 2016, 21:42
კაი იყო გადაფრენა მადათოვზე..


ვეშაპსა და გაქრების გული ვერ დავუდე..

ჯერჯერობით

Posted by: narmonana 2 Dec 2016, 13:01
ილიაუნის ლექტორი რომ დაიღუპა,ლევიკო გამახსენდა უცებ................

Posted by: Ezekia 2 Dec 2016, 20:49
ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ?

აკას წიგნებიდან.


Posted by: vaho 2 Dec 2016, 21:45
QUOTE
ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ?

აკას წიგნებიდან.


დიქსლის ყუთი ჰქვია, მგონი.

ჩემი ცოლი ღილებს ინახავს შიგნით.

მონპანსიეს ყუთივითაა...

Posted by: dongabo 2 Dec 2016, 21:57
ინტერნეტში დევს აკა მორჩილაძეს წიგნები?

Posted by: giojavaxa 2 Dec 2016, 22:06
narmonana
ძალიან სამწუხაროა რა..

Posted by: narmonana 2 Dec 2016, 23:10
Ezekia
არაოფიციალურად სანტა კანეშნა.


ოფიციალურად ყველაააა!!!

Posted by: Ezekia 3 Dec 2016, 00:24
narmonana

რატო 'კანეშნა' smile.gif

ბევრს არ მოსწონს სანტა.

არადა მეც ეგ მიყვარს. ე.წ. სერია მთლიანად
user.gif

Posted by: narmonana 3 Dec 2016, 09:29
Ezekia
იმიტომ რომ სანტა ყველაზე ტკბილია და თან ეს კუნძული და ამ კუნძულის ამბები..უუჰჰ,..მერე რა პერსონაჟებიი..

Posted by: Alisaka 3 Dec 2016, 13:18
Ezekia
აკას პირველად შობა ღამის ალქაჯები წავიკითხე,აი,ძაან მჯეროდა რომ ძალიან,ძალიან მაგარი იქნებოდა,წერის სტილით ძალიან მომეწონა,მაგრამ თითონ წიგნმა-ვერ გამაგიჟა
მორიდებული ზურმუხტი მოგეწონათ?
მე კი
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებიც წაკითხული მაქვს,მეტი არაფერი...............
წავიკითხავ,ახლა თემა რომ ვნახე,მოინდა წაკითხვა და დავგეგმავ ყველას smile.gif

Posted by: burke 3 Dec 2016, 13:23
Ezekia

QUOTE
ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ?
აკას წიგნებიდან.


ყველაზე ბევრჯერ მაქვს გასეირნება ყარაბაღში და ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები წაკითხული
რომანი კი არა პოეზიაა, განწყობისეული, რეფრენად რომ უნდა გასდევდეს თბილისსს,
თავისი პერსონაჟებით, სულით, დიალოგებით, სასოწარკვეთილებით

აკას ყველაზე მაგარ რომანი ჩემთვის უდაბნოს გლახებია.

ობოლე ძალიან მომწონს. ფოლკლორია რა smile.gif

სხვები მეტ ნაკლებად. უფრო სწორად სხვები ბევრჯერ წამიკითხავს და მომწონს, მაგრამ როგორც ლიტერატორული
ღირებულებით დიდი არფერი მგონია, უბრალოდ, აკაა, ჩემია და ის თბილისიც და ის ამბებიც ჩემია

ქართულის რვეულები უიშვიათესი წიგნია - თბილისზე ასე კარგად გრიშაშვილს აქვს დაწერილი მგონი მარტო
ცოტა აკასავით დავწერე, აბდაუბდა მაგრამ ეს მინდოდა მგონი


smile.gif

Posted by: narmonana 3 Dec 2016, 15:52
burke
აივნიანი ქალაქი ნახე.ვიღაცეები აკას მაგედან გადმოწერასაც კი აბრალებდნენ.


Alisaka
ზურმუხტი ისეთი წიგნია.მეორედ წაკითხვაზე უფრო მეტად რომ მოაქვს

Posted by: giojavaxa 4 Dec 2016, 16:30
-ეი,პლეხანოველა მოგელა,სადა ხარ... მეშინია ამ სიბნელეში...

-აქა ვარ-პლეხანოველი მოგელა უკვე დივანზე მიგდებულიყო.

შირაზის ვარდი ვანიჩკას ოთახის კართან იდგა ,უკნიდან შუქი სცემდა.
-მოჩვენებასავით ხარ-უთხრა პლეხანოველმა მოგელამ.
-იცი რა ? მართლა ჯობია,რო წახვიდე....
-ისედაც წასვლა მინდოდა.რა დამრჩენია აქ ?

Posted by: narmonana 4 Dec 2016, 22:13
QUOTE
-ეი,პლეხანოველა მოგელა,სადა ხარ... მეშინია ამ სიბნელეში...

-აქა ვარ-პლეხანოველი მოგელა უკვე დივანზე მიგდებულიყო.

შირაზის ვარდი ვანიჩკას ოთახის კართან იდგა ,უკნიდან შუქი სცემდა.
-მოჩვენებასავით ხარ-უთხრა პლეხანოველმა მოგელამ.
-იცი რა ? მართლა ჯობია,რო წახვიდე....
-ისედაც წასვლა მინდოდა.რა დამრჩენია აქ ?

დედაც ვატირე,მერამდენედ წავიკითხოო.იმდღეს გადავიკითხე კიდე ერთხელ

Posted by: jadgschloss 4 Dec 2016, 23:02
მარტო მე მომწონს ყველა ნაწარმოები აკასი?

სანტა ისე რაღაც განსაკუთრებულია მაინც.. პირველი გამოცემა მაინც, სულ სხვაა, ჩანთაში რომ წიგნაკებია <3

ბუ ვისრამიანი :*

Posted by: narmonana 4 Dec 2016, 23:04
jadgschloss
QUOTE
მარტო მე მომწონს ყველა ნაწარმოები აკასი?

ეგრე ვაარ მეეც.ყველა ძალიან ტკბილია.

სანტაში სულ რაღაცეები მაქვს ჩადებული და ჩამალული...

Posted by: კალიგულა0 5 Dec 2016, 22:39
გთხოვთ ვინმეს თუ გაქვთ ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები მომყიდეთ რა

Posted by: vaho 6 Dec 2016, 09:47


ეს კაი იყო, მაგრამ დანარჩენებში კრიზისი იგრძნობა..........

Posted by: Ezekia 6 Dec 2016, 21:58
QUOTE
მორიდებული ზურმუხტი მოგეწონათ?
მე კი

QUOTE
ზურმუხტი ისეთი წიგნია.მეორედ წაკითხვაზე უფრო მეტად რომ მოაქვს


ხო. კი. yes.gif

QUOTE
აივნიანი ქალაქი ნახე


??? ვისია?


QUOTE
მარტო მე მომწონს ყველა ნაწარმოები აკასი?


მეც
user.gif

Posted by: narmonana 6 Dec 2016, 23:17
Ezekia
http://www.biblusi.ge/item/proza-/37067-aivniani-qalaqi.html?lang=ka-GE

Posted by: Ezekia 6 Dec 2016, 23:40
narmonana, ააა, ეს ყოფილა...

კარგია? user.gif

Posted by: narmonana 6 Dec 2016, 23:58
Ezekia
ჰოო,კაია.ნახევრად მაქვს წაკითხული..თბილისის ამბავია რა,სოფლიდან გამოქცეული ბიჭის.ბევრი რეალური ადამიან იყავს პერსონაჟად.

Posted by: Ezekia 9 Dec 2016, 20:32

https://zigota.wordpress.com/2009/05/17/აკა-მორჩილაძე-კაიბიჭი/

Posted by: narmonana 16 Dec 2016, 12:43
QUOTE
აკა მორჩილაძე – კაიბიჭისცხოვრება@hotmail.com

ჰო,ეს მოკლე მოთხრობაც მაგარი რამეა.

აკასავით არავის შეუძლია შავი სამყაროს გარომანტიკულება.მოგელები,ქემერები,პასეანსები და ამბები.რაღაც სიტკბოს აძლევს



მე კიდე ბიბლუსის ფაქდაკლებაზე სადაღაც მიგდებული ტავერნა ათი სექტემბერი ვიპოვე,3 ლარად. biggrin.gif არადა რამდენი მქონდა ნაძებნი და აღარ იყო მაღაზიებში.


Posted by: კალიგულა0 18 Dec 2016, 19:27
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლბი არგაქვთ არავის

Posted by: giojavaxa 21 Dec 2016, 13:58
ქართულის რვეულებს მივუბრუნდი ბოლო რამდენიმე დღეა....

კარგი რამეა.. გირჩევთ წაიკითხოთ..


Posted by: roleqsissaatimachuqes 28 Dec 2016, 20:14
ობოლე არ მაქვს წაკითხული, არც დიქსლი და არც კიდე რა? არ ვიცი და რომელს მირჩევთ?

Posted by: jadgschloss 29 Dec 2016, 10:12
roleqsissaatimachuqes

ყველას wink.gif



.................................................

Posted by: roleqsissaatimachuqes 29 Dec 2016, 19:54
jadgschloss
ყველას ეხლა მთალდ უბირიც არ ვარ და მასეთი მდიდარიც

Posted by: narmonana 29 Dec 2016, 20:52
roleqsissaatimachuqes
ობოლე აუდიო წიგნია იუთუბზე,ნახე

დიქსლი წიგნი არცაა,რაღაც ინტერაქტიული გამოცდილება biggrin.gif სანტა თუ არ გაქვს წაკითხული,არ ღირს.
დალშე ყველააა!!!

Posted by: roleqsissaatimachuqes 29 Dec 2016, 22:22
narmonana
QUOTE
ობოლე აუდიო წიგნია იუთუბზე,ნახე

ვნახე მადლობა, ვუსმენ უკვე.

QUOTE
დიქსლი წიგნი არცაა,რაღაც ინტერაქტიული გამოცდილება  სანტა თუ არ გაქვს წაკითხული,არ ღირს.

სანტა წაკითხული მაქვს, მაგრამ ეგ არ მომწონს დიდად რავი.

მე უფრო სხვა წიგნები მომწონს, ყველა წიგნი მომწონს სხვა .

Posted by: narmonana 29 Dec 2016, 22:23
roleqsissaatimachuqes
სანტა თუ არ მოგწონს დიქსლიც სანტაა.სამარია პოლოზე და ჯეზიკა დი რაიდერზეა.


Posted by: roleqsissaatimachuqes 30 Dec 2016, 15:59
narmonana
ბოლოს გადავიკითხე ძველი გულებისა და ხმლისა და კიდევ ერთხელ ძალიან მომეწონა.

ასევე მომწონს მცირე დეტექტივი რომ აქვს "სხვა" ესე ქვია თუ არ ვცდები.

Posted by: George Best :) 30 Dec 2016, 16:02
სანტა სადღაც ნახევრამდე მივაგდე,მარა დიქსლით მაგრა ვიკაიფე და ძაანაც მომეწონა :დ

Posted by: narmonana 30 Dec 2016, 16:42
roleqsissaatimachuqes
მეც ამ წამს მოვრჩიი მაგაასს...

ჯიგარის დამწველი რამეაა.

George Best smile.gif
სანტაში გადი ბოლოშიი როგორმე biggrin.gif

ახლაც თან მაქვს რვეულები და ვკითხულობ.

Posted by: roleqsissaatimachuqes 30 Dec 2016, 17:30
narmonana
კი ეგრეა. და ამ წიგნის ენაც მომწონს ძან. საერთოდ მე-19 საუკუნის ენით სადაც წერს, ის წიგნები უფრო მომწონს.

ისე სვეტები ცოტა მოძველდა არა? sad.gif

Posted by: narmonana 30 Dec 2016, 18:19
roleqsissaatimachuqes
სვეტები არც წამიკითხავს.მაგრამ ეგ თემა თუ მოგწონს.მეცხრამეტე და რამე.მორიდებული ზურმუხტია სიტკბოებაა

Posted by: roleqsissaatimachuqes 30 Dec 2016, 20:07
narmonana
ჰოო სხვათა შორის ეგ არ წამიკითხავს. მადლობა კარგი გამახსენე, ეგ წიგნი საერთოდ არ მახსოვდა.

ადრე სხვა მუღამი მქონდა აკას კითხვის მაინც. იგივე სარბიელის დროს ამ სვეტებს ველოდებოდი.

მაგრამ ახლა რომ იტყვიან სულს ემატებაო, ის რაც ნაღდი აქვს.

Posted by: George Best :) 3 Jan 2017, 07:16
narmonana
QUOTE
სანტაში გადი ბოლოშიი როგორმე 

არაა ცუდი აზრი ხო იცი :დ შევეცდები
ეს ფილმები რო გადაიღეს,აკას სცენარებით,ნახე?როგორია?
მე ისიც ვერ გავიგე,პროსტა სცენარები დაწერა თუ,სიტყვაზე მეიდ ინ ტიფლისი გააკინოეს
ერთი დღე მინდა და კი ვნახავ ყველა ფილმს ერტბაშად

QUOTE
ადრე სხვა მუღამი მქონდა აკას კითხვის მაინც. იგივე სარბიელის დროს ამ სვეტებს ველოდებოდი.

ძაან კაი იყო სვეტები
ახლა ვეღარ წერს ეგრე,ათიანს სუ ვკითხულობ და ვერა რა
ბოლო წიგნებიც არ მომწონს
იმედია რამე მხეცობას მოარტყავს ისევ და არ დავიწყებია წერა,გინდა სვეტს გინდა წიგნს

Posted by: fexburtistelefoni 15 Jan 2017, 12:24
George Best smile.gif
QUOTE
ძაან კაი იყო სვეტები

გეთანხმები, კარგი იყო. კრივზეც რა ლაზათიანად წერდა.

გუშინ ბასტერი, მშვიდი ცხოვრების მასტერი წავიკითხე წიგნიდან და მერე ჩავრთე ტაისონ ბასტერის ჩხუბი და ვუყურებდი. smile.gif

მაგარი იყო სვეტები, ეხლა რაღაც მშრალად და ჟურნალისტურად წერს, ლიბერალში რასაც ვხედავ ხოლმე. მაგაშიც გეთანხმები.

ისე კარგი კაცია და ზოგადად კარგი მოვლენაა საქართველოსთვის, ერთერთი ყველაზე კარგი ალბათ გინდ 90-იანი წლებიდან მოყოლებული.

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 16 Jan 2017, 02:18
მახსოვს ადრე შენი ტავგადასავლის რაღაც მონაკვეთი წავიკითხე და ძალიან დამაინტერესა მთლიანმა წიგნმა მაგრამ რატომღაც მერე გადამავიწყდა, უნდა მოვიძიო/////

Posted by: narmonana 16 Jan 2017, 11:38
ლილიტის_ქალიშვილი
ჩემი საყვარელი წიგნია.

ათასჯერ წაკითხული და ჩანიშნულებიანი წიგნი მქონდა,მოცვეთილი ხელშIი,შენი თავგადასავლის და შეყვარებულს ვაჩუქე,ჩემი ნაწილი გქონდეს თქო biggrin.gif

ერთ კვირაში დავშორდით.ეხლა ვარ მაგ წიგნის გარეშე biggrin.gif

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 16 Jan 2017, 15:17
narmonana
QUOTE
,ჩემი ნაწილი გქონდეს თქო biggrin.gif

ერთ კვირაში დავშორდით.ეხლა ვარ მაგ წიგნის გარეშე

აუ, ახლა ვიცინით, მაგრამ რამხელა ტრაგედიაა სინამდვილეში?

მეც მქონია მსგავსი ვითარება რაიმე შენთვის მნიშვნელოვანს რომ სჩუქნი ადამიანს და მერე რომ არ აეწყობა ურთიერთობა sad.gif

Posted by: narmonana 17 Jan 2017, 10:05
ლილიტის_ქალიშვილი
ჰოო,რას ვიფიქრებდი და ჰოპ......ტეხამს

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 17 Jan 2017, 15:37
narmonana
QUOTE
ჰოო,რას ვიფიქრებდი და ჰოპ......ტეხამს

ჰო, რომ წარმოვიდგინე ძალიან დავიძაბე :////

Posted by: Biutiful 23 Jan 2017, 06:40
ბიელსა შემაყვარა აკამ love.gif
გიჟი და არასასურველი ბიელსა, აკას მერე, გადაიქცა http://liberali.ge/articles/view/20571/modgmit-veqili-rosarios-kargi-ubnidan love.gif

George Best smile.gif
ნახე ეს წიგნი ?
user posted image


იმედია, ისე არ მოვკვდები, აკას რომ ფეხბურთზე არ ვესაუბრო პირადად

Posted by: giojavaxa 23 Jan 2017, 13:01
მთავარი წიგნი აკას შემოქმედებიდან მაინც რომელია ? სანტა ესპერანსა ?

მადათოვიც მაგარია არადა

Posted by: narmonana 23 Jan 2017, 13:02
giojavaxa
ჰო,სანტას წიგნები ალბათ.ჩემთვის.

სანტა,ქამარი და მეიდ ინ ტიფლისი.

სანტა ოპუსია.


Posted by: narmonana 30 Jan 2017, 14:19
George Best smile.gif
დავიწყე იმ ფილმების ყურება,დღეები და ღამეები

კაი რა,ზოგი ძაან ზოგი ისე რა.

პროსტა აკას სუნთქვას ვერ ვგრძნობ

Posted by: George Best :) 30 Jan 2017, 16:44
Biutiful
ბიჭო უმეტესობა სტატიები წაკითხული მაქვს და აღარ ვიყიდე
1996 წელს გამოცემული წიგნი მაქვს აკასი,პლ-ზე რო წერს,ის მართლა ასწორებს :დ

narmonana
მე ვაპირებ ერთი დღე მთლიანად ჩავუჯდე და ვნახო ყველაფერი,ოღონდ რა ვერ გავიგე,აკას მოთხრობა რომანებზეა ეგ ფილმები,თუ უბრალოდ სცენარები დაწერა სპეციალურად ამ პროექტისთვის?

Posted by: narmonana 30 Jan 2017, 18:16
George Best smile.gif
სცენარებია სპეციალურად...არაა წიგნის მიხედვით და შევატყე რომ ოოდნავ მიფუჩეჩებულიაა.
ოდნავ რა,მაგრად.

ან სცენარი კაია და ვერ იღებენ წესიერად.შშმ ქურდზე ნაწილი მგონი სულ იმპროვიზაცია იყო და შმანძი იმპროვიზაცია თან.ბანძი დიალოგებია.

დირეხტორზე მაგრად მომეწონა.ერთი ეგაა.პაპუაშვილი მსახიობად ჯობია იყოს ისევ

Posted by: DATOIA 10 Feb 2017, 12:30
წინა თემაშიც დავწერე და აქაც დავწერ.
რომ ვუფიქრდები, ასე გენიალურად, პატარა მონაკვეთში როგორ უნდა აღწერო 90-ები და მაგ პერიოდგამოვლილი ქართველები ურთულესი საქმე მგონია.

მაიდ ინ ტიფლისში, ტაქსისტის სცენა, ყოფილი გვარდიელი და ყოფილი საძმოელი, სროლა, ერთი ამბავი და ამათ უკვე იმდენად აქვთ გამჯდარი, მIჩვეულები არიან რომ
რაღაც კასეტა გაქვს ჩემიო მგონი მაგას ეკითხება lol.gif, დაახლოებით ის პონტია ქართველები ცხენზე აჩენდნენ ბავშვებსო ლეგენდა რომ დადიოდა, არანაირი დაძაბულობა,
შიში, აღელვება, ტყვიის ზუზუნი დედის იავნანასავით ჩაესმით ამ ჩემისებს biggrin.gif მერე იშლებიან და ვითომც არაფერი სახლებში ლიგის მატჩის საყურებლად იშლებიან

რავი ობოლე, გასეირნება, აგვისტოში რომ ხდება და თითქმის ყველა რომანი წაკითხული მაქვს, ტიფლისზე მაგარი ჩემთვის არცერთი არაა.
ჯერ მთავარი ამბავი, მერე ეს ისტორიები, ტონკი ჩარტყმები. რომ იკითხავენ 100 წლის შემდეგ 90-ების საქართველო როგორი იყოო ეს წიგნი უნდა დაუდო და მიხვდება თავისით biggrin.gif

Posted by: jadgschloss 10 Feb 2017, 12:57
მეიდ ინ ტიფლის არ წამიკითხავს აკასი.
ვიცი რომ ძალიან გემრიელია და ვინახავ ამ ლუკმას.

Posted by: narmonana 10 Feb 2017, 19:30
###### მაგათ მეექვსედს!©ბარნოველი ლევიკო

Posted by: George Best :) 10 Feb 2017, 19:56
QUOTE
რავი ობოლე, გასეირნება, აგვისტოში რომ ხდება და თითქმის ყველა რომანი წაკითხული მაქვს, ტიფლისზე მაგარი ჩემთვის არცერთი არაა.
ჯერ მთავარი ამბავი, მერე ეს ისტორიები, ტონკი ჩარტყმები. რომ იკითხავენ 100 წლის შემდეგ 90-ების საქართველო როგორი იყოო ეს წიგნი უნდა დაუდო და მიხვდება თავისით

+1

QUOTE
მაიდ ინ ტიფლისში, ტაქსისტის სცენა, ყოფილი გვარდიელი და ყოფილი საძმოელი, სროლა, ერთი ამბავი და ამათ უკვე იმდენად აქვთ გამჯდარი, მIჩვეულები არიან რომ
რაღაც კასეტა გაქვს ჩემიო მგონი მაგას ეკითხება , დაახლოებით ის პონტია ქართველები ცხენზე აჩენდნენ ბავშვებსო ლეგენდა რომ დადიოდა, არანაირი დაძაბულობა,
შიში, აღელვება, ტყვიის ზუზუნი დედის იავნანასავით ჩაესმით ამ ჩემისებს  მერე იშლებიან და ვითომც არაფერი სახლებში ლიგის მატჩის საყურებლად იშლებიან

მართლა ძაან მაგარი სცენაა,აი ძალიან

QUOTE
###### მაგათ მეექვსედს!©ბარნოველი ლევიკო

სინამდვილეში ძალიან ცუდი ადამიანი ვარ-ეგეც ლევიკოს შემოქმედებაა :დ

Posted by: giojavaxa 11 Feb 2017, 03:40
მზეს მიფიცხება უყვარდა პლეხანოველ მოგელას

Posted by: vaho 11 Feb 2017, 22:01
რა უცნაურია.

ეს მოგელა რატო გევასებათ ყველას.

ყველაზე სუსტია არადა.

სანტას ფრჩხილად არ ღირს...

Posted by: narmonana 11 Feb 2017, 22:03
მოგელა უფრო კაი ტიპია თუ დათა ვისრამიანი biggrin.gif

Posted by: roleqsissaatimachuqes 11 Feb 2017, 22:04
გიო თბილისშია. იმ დღეს ვაკეში დაინახა ჩემმა მეგობარმა.

Posted by: giojavaxa 24 Feb 2017, 01:14
QUOTE (narmonana @ 16 Jan 2017, 11:38 )
ლილიტის_ქალიშვილი
ჩემი საყვარელი წიგნია.

ათასჯერ წაკითხული და ჩანიშნულებიანი წიგნი მქონდა,მოცვეთილი ხელშIი,შენი თავგადასავლის და შეყვარებულს ვაჩუქე,ჩემი ნაწილი გქონდეს თქო biggrin.gif

ერთ კვირაში დავშორდით.ეხლა ვარ მაგ წიგნის გარეშე biggrin.gif

შეყვარებულს maid in tiflis ვათხოვე.. ასე მგონია სულის ნაწილი გავათხოვე
* * *
მეგობარია სტამბულში.. აკას ციტატა გავუგზავნე ქაღალდის ტყვიიდან

"სტამბული კი არის ქალაქი ,სადაც იღვიძებ და ეძებ იმას,
რაც ყოველი ფეხის ნაბიჯზეა,მაგრამ-გადაცმული და მსახიობივით იქცევა"

Posted by: giojavaxa 26 Feb 2017, 00:52
ფალიაშვილზე და ბარნოვზე გავიარე.. ძაღლები და ლევიკო გამახსენდა

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 26 Feb 2017, 04:22
QUOTE
ფალიაშვილზე და ბარნოვზე გავიარე.. ძაღლები და ლევიკო გამახსენდა

biggrin.gif

Posted by: wrangler7 26 Feb 2017, 15:38
რას ვერ აპატიებდით აკას? pop.gif

Posted by: giojavaxa 27 Feb 2017, 00:31
wrangler7
აგვისტოს პასეანსს და ქაღალდის ტყვიას ალბათ რავი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Kebo 27 Feb 2017, 00:43
QUOTE
რას ვერ აპატიებდით აკას? 


ძველი გულებისა და ხმლისაში ერთი გმირის სიკვდილს

ვისაც წაკითხული აქვს მიხვდება
არ მინდა სპოილერი biggrin.gif

არადა მიყვარს ეგ ნაწარმოები ძალიან

Posted by: giojavaxa 28 Feb 2017, 00:59
მე თვითონ ვერა ვარ კაი ბიჭი,მაგრამ ერთხელ ისე მოხდა კაი ბიჭებში ვიჯექი

Posted by: wrangler7 28 Feb 2017, 01:37
სარბიელს რატო არ უშვებენ ვერ ვხვდები, გამომცემლობა აფერხებს, აკას არ უნდა თუ რა მაფიაა მანდ, ვინმეს ფბზე ან სადმე არ გყავთ, ჰკითხეთ,ლომკა მაქვს იმენა და დარწმუნებული ვარ მარტო მე არ ვიქნები მასე

Posted by: narmonana 28 Feb 2017, 10:01
უუუუუუ მამაააა,13-ში საჯარო ლექცია აქვს ფრი უნიში..........


Kebo
QUOTE
ძველი გულებისა და ხმლისაში ერთი გმირის სიკვდილს

biggrin.gif ბადუნაზე ამბობ?

ყველანი კარგად კვდებიან მანდ მგონი



Posted by: Kebo 28 Feb 2017, 12:53
narmonana

ხო...

არ უნდა მოეკლა
mad.gif

ვერ ვპატიობ

Posted by: narmonana 28 Feb 2017, 14:38
Kebo
კაი ტიპები სულ კვდებიან ხომ იცი,ბადუნაზე ღირსეული პერსონაჟი ყავს ვინმე ? biggrin.gif

ბადუნა ცოცხალი რომ დარჩენილიყო,აკას მთელი მოტკბო ტრაგიზმი იკარგებოდა

Posted by: giojavaxa 1 Mar 2017, 02:11
ნახეთ ეს..

https://www.facebook.com/events/1185113344943542/?active_tab=discussion
* * *
narmonana
ჩემს შეყვარებულს MAID IN TIFLIS მოეწონა ძალიან...

Posted by: narmonana 1 Mar 2017, 12:44
giojavaxa
QUOTE
ჩემს შეყვარებულს MAID IN TIFLIS მოეწონა ძალიან...

ეჰჰ,გაგიმართლა biggrin.gif



QUOTE
ნახეთ ეს..

კი,გუშინ ვნახე,ზემოთაც დავწერე

თუ წავედი ტიფლისზე მოვაწერინებ ხელს

Posted by: giojavaxa 1 Mar 2017, 20:27
ქართულის რვეულებზე და ტიფლისზე მოვაწერინებ მე... ^_^

Posted by: giojavaxa 13 Mar 2017, 23:51
ქართულის რვეულებზე და ტიფლისზე მოვაწერინე მე ხელი ... ^_^

Posted by: George Best :) 16 Mar 2017, 13:50
-რა ვიცი,მოიტანე,ჩაასხი ვითომ ლორდი კავენდიში ვარ,სიგარასაც ჩავაწებ შიგ და თქვეობით დაგელაპარაკები,"გუშინ საუცხოო დერბი შედგა ასკოტში,გარნა,ვერაფერუ მოვიგე,კოკნიმ და მისმა მხედარმა გამიცუდეს"..მოიგონე რამე და მიპასუხე ,ჩქარა...
დეგენერატი რა იცის ეს შემოტევა-მოიგონე რამე,მოიგონე რა მოგივიდა?
-რა მოვიგონო?
-რამე ინგლისური,ვთქვათ "ჩემი პინჩერი ავადაა სერ ჯონ".
-ჩემი პინჩერი ავადაა,დეგენერატო...


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
თესლი დიალოგებია,მაგრა მევასება

Posted by: narmonana 16 Mar 2017, 13:58
George Best smile.gif
ტავერნა ათი სექტემბერი?
giojavaxa
კაი იყო?მე უცებ ### ხასიათზე დავდექი და სულ დავიკიდე,მეთქი არ გავკარი აკას?!

მერე კი ვინანე biggrin.gif

Posted by: George Best :) 16 Mar 2017, 14:03
narmonana
QUOTE
ტავერნა ათი სექტემბერი?

ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები,ერთ დღეში გადავიკითხე მეორეჯერ,იმენა ასეთი დიალოგები არსად არ აქვს მგონი :დ

პავერკ ბარიეროვ,ვიდიოტ კონსტანტინ ნადირაშვილი,-გაიხსეა ზაზამ-ო,ო მაგ დროს კარგი რაღაც იყო სოლჟენიცი კითხულობდა რაღაცეებს/
საზიზღარი რამეა-ვერ მოვითმინე მე
-რა სოლჟენიცინი?
-არა,ვირთხა,აი აქვეა კარებთან და კვდება,ამაღამ მოკვდება და აყროლდება..

-ჰო მართლა ალიკამ დამირეკა
-რავი კარგად ვარო,გოგო მყავსო,მამამისი ექიმია და თევზაობს და სანადიროდ დადის აფრიკაშიო
-ჰემინგუეის შვილი გაიცნო?
-არა ექიმიაო

QUOTE
Нам с тобой голубых небес навес,
Нам с тобой станет лес
Глухой стеной,
Нам с тобой из заплёванных
Колодцев не пить,
План такой нам с тобой.

ვა,ასწორებს ცოი

Posted by: narmonana 16 Mar 2017, 22:15
George Best smile.gif
biggrin.gif biggrin.gif ეგ ვირთხის თავი ზაან მაგარია

Posted by: giojavaxa 17 Mar 2017, 23:06
narmonana
QUOTE
კაი იყო?მე უცებ ### ხასიათზე დავდექი და სულ დავიკიდე,მეთქი არ გავკარი აკას?!

მერე კი ვინანე

ბევრად უკეთესადაც შეიძლებოდა..

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 24 Mar 2017, 21:57
giojavaxa
QUOTE
"სტამბული კი არის ქალაქი ,სადაც იღვიძებ და ეძებ იმას,
რაც ყოველი ფეხის ნაბიჯზეა,მაგრამ-გადაცმული და მსახიობივით იქცევა"

love.gif

Posted by: AnneSh 25 Mar 2017, 17:43
"სანტა ესპერანსა" მომწონს ყველაზე მეტად love.gif

Posted by: narmonana 25 Mar 2017, 21:46
AnneSh
გუდ გირლ.........

Posted by: Ronnie James Dio 26 Mar 2017, 21:16
აკას - Made In Tiflis მინდა ვიყიდო. წიგნის მაღაზიებში აღარ არის, რადგან ძველი ტირაჟი ამოეწურათ და ელოდებიან ახალს. თუ გაქვთ ვინმეს ან სადმე გეგულებათ, ვიყიდი დიდი სიამოვნებით თუნდაც იმაზე ცოტათი ძვირად ვიდრე ახალი ღირდა.

Posted by: whiskey 27 Mar 2017, 19:15
მაგარი კაცი smile.gif

თან ვითომბევრი არაფერი იცის (მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცის ამბავში და თავის თავში კიდევ მეტი უნდა) თან ძალიან უგზო-უკვლოდ ბევრი იცის თან ვითომ არაა ჩამოყალიბებული , ამ დროს ფანტასტიურად აყალიბებს ყველაფერს ..მოკლედ , უნდა რომ იყოს ისეთი , არის ასეთი , თან რაღაც ნიუკლუჟია და თბილი , თან ვითომ დისტანციური smile.gif) კონტრასტული კაცია თან უბრალო

დავიბენი ახლა მეც smile.gif


Posted by: George Best :) 18 Apr 2017, 00:06
maid-ტრანსლეით გეზე ვნახე და ქალიშვილს ნიშნავს
ქალიშვილი თბილისში ვითომ??

რა მაგარია,მეორეჯერ ვკითხულობ მხოლოდ და
გენიალურია
ამბები,სიტუაცია,თბილისი,მოგელა,მოგელას სახლი,პლანის თავგადასავლები,მოგელა რო კომფორტს იწყობს ხოლმე და მაგის ფიქრებიანი პრიკლუჩენია
ასე თუ ისე ვერკვევი ლიტერატურაში და ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ რო დიდი ნაწარმოებია ეს წიგნი,მართლა დიდი

ბავშვებმა პლანი არ უნდა მოწიონ-თქვა ბარნოველმა ლევიკომ
იოგურტი ჭამე,სასარგებლოა-მიუგო პლეხანოველმა მოგელამ

ძალიან დიდი და ღრმა მუღამებია ამ წიგნში
პირველ რიგში თბილისის,აი ეგ მუღამები ან იცი,ან თბილისი არ იცი,ახლა ნელ-ნელა რო ქრება ეგ ამბები
ახლა რო ვხედავთ,პროპკებიანი,ბინძური დედაყლე ქალაქი,ეგეთი რო არაა და პლეხანოველი მოგელების,მაგ წიგნის ხალხით და ამბებით როა,აი ის თბილისი და ახლაც რო ამ პროპკებში,შეგიძლია იპოვო,ცოტას თუ მოინდომებ და ივლი,პირკლუჩენია სუ გაქვს ამ ქალაქში,ბალახით ხო იასნა და უბალახოდაც
კარგია,ძაან კარგია აკა და ეს წიგნი
გენიალურია

Posted by: actionscript 18 Apr 2017, 11:21
QUOTE (George Best :) @ 18 Apr 2017, 00:06 )
maid-ტრანსლეით გეზე ვნახე და ქალიშვილს ნიშნავს
ქალიშვილი თბილისში ვითომ??

რა მაგარია,მეორეჯერ ვკითხულობ მხოლოდ და
გენიალურია
ამბები,სიტუაცია,თბილისი,მოგელა,მოგელას სახლი,პლანის თავგადასავლები,მოგელა რო კომფორტს იწყობს ხოლმე და მაგის ფიქრებიანი პრიკლუჩენია
ასე თუ ისე ვერკვევი ლიტერატურაში და ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ რო დიდი ნაწარმოებია ეს წიგნი,მართლა დიდი

ბავშვებმა პლანი არ უნდა მოწიონ-თქვა ბარნოველმა ლევიკომ
იოგურტი ჭამე,სასარგებლოა-მიუგო პლეხანოველმა მოგელამ

ძალიან დიდი და ღრმა მუღამებია ამ წიგნში
პირველ რიგში თბილისის,აი ეგ მუღამები ან იცი,ან თბილისი არ იცი,ახლა ნელ-ნელა რო ქრება ეგ ამბები
ახლა რო ვხედავთ,პროპკებიანი,ბინძური დედაყლე ქალაქი,ეგეთი რო არაა და პლეხანოველი მოგელების,მაგ წიგნის ხალხით და ამბებით როა,აი ის თბილისი და ახლაც რო ამ პროპკებში,შეგიძლია იპოვო,ცოტას თუ მოინდომებ და ივლი,პირკლუჩენია სუ გაქვს ამ ქალაქში,ბალახით ხო იასნა და უბალახოდაც
კარგია,ძაან კარგია აკა და ეს წიგნი
გენიალურია

როგორ მისწორდება შენი პოსტები ამ თემაში alk.gif

მაგრამ ის ქალაქი აღარ არსებობს
91-იანი ვარ და შეიძლება ჩემთვის არც არასდროს არსებობდა, მაგრამ მე მახსოვს რაღაც პერიოდები და ვაკავშირებ
სხვანაირად ამხელა კავშირი ვერ მექნებოდა წიგნთან


ეს გამახსენდა უცებ
And no matter what they did to build this city up again... for the rest of time... it would be like no one ever knew we was even here.


Posted by: narmonana 18 Apr 2017, 11:26
George Best smile.gif
ჰო ჰო,რაღაც ეგეთ პონტში ქალი თბილისში

ალბათ შირაზას გულისხმობს

ან ლევიკოს ქალებს

სახლია მაგ წიგნში მთავარი,მალულა თამარა შემიფარე ნიავო.

ხო იცი რო ამბობენ,დუბლინელებში დუბლინია მთავარი პერსონაჟიო.

ისეა აქაც კოლიას აშენებული სახლი.

წინიდან ვითომ არაფერი და უკან მთელი ჩორნი ხოდები და მტკვარი.

4-5 ჯერ მექნება წაკითხული biggrin.gif ნაწილ-ნაწილ

Posted by: giojavaxa 19 Apr 2017, 09:47
უხ თქვენ რა გითხარით

ხელმეორედ წაკითხვა მომანდომეთ,დღეს ქარია და ღრუბლიანი ამინდი..

ხვალ დავიწყებ თუ მზე იქნება, პლეხანოველ მოგელასაც მზეს მიფიცხება უყვარდა

Posted by: mr.alegory 19 Apr 2017, 10:42
მიყვარს ეს მწერალი

--------------------------------------------------------------

Posted by: narmonana 19 Apr 2017, 20:47
აკებიი.აკლია კიდე რაღაცეები ვგონებ

http://www.radikal.ru

Posted by: narmonana 5 May 2017, 17:09
და უცებ დაიღრიალა პლეხანოველმა მოგელამ.ისე დაიღრიალა,რომ იმის ყვირილი ცას მისწვდა.ცას მისწვდა,აგლიჯა ნაზნი ღრუბელნი,სანტა სიტის თავზე მთრთოლვარენი,დამგვანებული ზოგნი დიდ თეთრ ადამიანებს,იისფერი რომ გადაჰკრავდათ რატომღაც.ზოგნი - ცხოველებსა და ჩიტებს,ზოგნი ყვავილებს,ციხესიმააგრეებს,სახლებსა და ქუჩებს,მთრთოლვარენი და უცნაურად მოძრავნი,უცნაურად რომ ერეოდნენ ერთმანეთს და თვალისთვის შეუმჩნევლად გარდაისახებოდნენ სულ სხვადასხვა რამეებად:მოქანცული და გრძელწვერა კაცი -ლამაზ გოგოდ.სახლი -სატვირთო მანქანად.ლომები კი თითქოს ყვავილებად.ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ამჩნევდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და იქიდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.
...
- არ წამოხვიდე,არ წამოხვიდე! - კიოდა სადღაც შირაზის ვარდი.

Posted by: George Best :) 9 May 2017, 04:04
DATO1
QUOTE
რომ ვუფიქრდები, ასე გენიალურად, პატარა მონაკვეთში როგორ უნდა აღწერო 90-ები და მაგ პერიოდგამოვლილი ქართველები ურთულესი საქმე მგონია.

მაიდ ინ ტიფლისში, ტაქსისტის სცენა, ყოფილი გვარდიელი და ყოფილი საძმოელი, სროლა, ერთი ამბავი და ამათ უკვე იმდენად აქვთ გამჯდარი, მIჩვეულები არიან რომ
რაღაც კასეტა გაქვს ჩემიო მგონი მაგას ეკითხება , დაახლოებით ის პონტია ქართველები ცხენზე აჩენდნენ ბავშვებსო ლეგენდა რომ დადიოდა, არანაირი დაძაბულობა,
შიში, აღელვება, ტყვიის ზუზუნი დედის იავნანასავით ჩაესმით ამ ჩემისებს  მერე იშლებიან და ვითომც არაფერი სახლებში ლიგის მატჩის საყურებლად იშლებიან


ახლა მეორეჯერ რო წავიკითხე ამ ეპიზოდს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე
ძალიან მაგარი რამეა და სიტუაციის ზე აღწერა
ტყვიებს ისვრიან,დედისტყვნა ხდება,პლეხანოველი მოგელა კიდე სიგარეტს უკიდებს,ჩვეულებრივი პონტია,აი ლუდი დალია და მერე სიგარეტი მოუნდა,ან მანჩესტერის ორიანი უნდა,კანტონამ შეაგდო,ანერვიულდა ბილეთი მართლა ჯდებაო და კიდე მოუკიდა
ის ქალი რო მიყვას,არ დაგბრიდონ დეიდაო,ამან თეატრტში ვიყავიო და მოგელა რო ეკითხება,სალომეას დადგესო?
მართლა ისეტი პონტი რო იყო ეს სროლები,როგორც ლუდის სმა
უნცროსი ბერიაშვილის ის თესლი კითხვა ლიგას თუ მიუსწრებდნენ
ამ ეპიზოდ ეპიზოდებით იმ დროის ცხოვრება რა კარგია
მართლა დიდი წიგნია
და ის მეუფე კიდო,ის მეუფე,მოგელას დედა რო ამბობს მაგარი კაციაო

QUOTE
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ამჩნევდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და იქიდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.

love.gif love.gif love.gif love.gif

ე,ნაშა როგორ ხარ? მოგელას ბაზარი გოგოსთან :დ

მოგელას და შირაზის ვარდის სიყვარული ძველი ამერიკული ნუარების,ალბათ კინოს ისტორიაში ერთადერთი,მასაზე გათვლილი მარა მაინც გენიალური კინოების მუღამია
ზუსტად იმ შავ-თეეთრი ფილმების გენიალური მუღამებია,აკასაც უწერია კაკრას მაგ წიგნში
ჰომფრი ბოგარტები,რიტა ჰეივურდები და დიდი ინგრიდ ბერგმანები,მაგეებმა იცოდნენ მაგ ფილმებში ეგეთი სიყვარულები,მერე ბოგარტები ან კვდებოდნენ,ან სიგიჟეებს აკეთებდნენ

Posted by: narmonana 12 May 2017, 08:53
ჩვენი ფერები კინოს ფერებია და არა მადამ დე სავინის წერილებისა.დიდი ბოდიშI,მაგრამ სხვას ვერაფერს გავიხსენებ - -მხედარი მოჰქროდა ისე,როგორც ჰარი შემოვარდება მექსიკელთა სოფელში.გახსოვთ,ყველანი რომ უკან გაბრუნდებიან,ჰარი კი უარობს.მაგრამ რაღა კინოა,თუ ჰარი არ დაბრუნდება?ჰოდა,შემოაგელავებს ცხენს სოფელში,დაიწოს იმის დამწველი...
და მოქანდა,თავხედურად მიაგდო ცხენი ჰაიგეიტელს,მკვირცხლად დაქვეითდა და მე ვიცანი ეს მოხუცი,მთელი საფრანგეთის ხმლის ქვეშ გამოვლილი კაცი.ბატონი დე ჟუსაკი!
-რაო?- ჰკითხა თითქოს შემცბარმა ჰაიგეიტელმა,-აქეთ რა ქარმ გადმოგაგდო?
-ისროდნენ...
-დაბერებულხარ.
-შენ კიდევ,ომობ,ისევ ომობ,-დე ჟუსაკი მე მიყურებდა.
-გაიარე,აჰა შენი აღვირი,-უთხრა დაცინვით ჰაიგეიტელმა,-კარგი სახლი,ლამაზი ცოლი,სხვა რა სჭირდება ტკბილ სიბერეს...
-ეს ჩემი ბიჭIა,ხომ იცი,-თქვა უცებ დე ჟუსაკმა.
-მიდი მიდი,გაიარე,-აღვირი მიუგდო ჰაიგეიტელმა,- ერთს გავისვრით და მერე შენთვის დამილოცნია,შენისთანაა ზუსტად...

===============

- დასავლეთისკენ,-ამოიოხრა ბატონმა დე ჟუსაკმა და მოვიხედე.
სანახევროდ გადმოცურებულიყო უნაგირიდან,მასაც ზურგში მოხვედროდა,სისხლი შერეოდა ტილოს სველ პერანგს.
ჩამოვქვეითდით.ბატონი დე ჟუსაკი ფრთხილად დავაწვინეთ სველ მიწაზე.
- ვკვდები, - ძლივს ამოისუნთქა, - მისმინე ჯეფერ,მე არ მინდა ტყუილა სიკვდილი.მითხარი,სისულელისთვის ხომ არ ვკვდები?
-არა,ცრემლი გადავყლაპე.
-იქ რა იყო?
-ოქრო,-ვუთხარი ცივად,იმიტომ რომ ასე უნდა მეთქვა.
-ოქრო,-გაიღიმა - ისეთები ჩაერთნენ ამ საქმეში,რომ გამიკვირდა...კლოდანს კი სძინავს თბილ ლოგინში.გამოვიპარე.

=========

მეორეც - იცი რა დავინახე?დავინახე,როგორ წამოიჭრა საწოლიდან მოხუცებული ხმლოდანი ჟუსაკი და როგორ მოსდევდა ამხედრებულს ცოლი..
-კლოდანს ეძინაო,- ცრემლი მომადგა...
-ეძინაო?ტყუილი...მოსდევდა მოჰკიოდა...ხომ იცი ფრანგების ამბავი?

Posted by: დოჩანა 8 Jul 2017, 18:39
კნეინა არადელ იშხნელისა გამახსენდა. არა რა ძლიერი მწერალია, მართლაც.

აი ის წიგნი, გაქრები მადათოვზე რომ ქვია აკაკი და ძაღლი რომ შემოდიან. ძლიერია ძლიერია, იმედია არ მეშლება სათაური.

Posted by: narmonana 9 Jul 2017, 12:01
George Best smile.gif
მწერლებზე და წიგნზებზე წაკითხული გაქვს.სტატიები რა.



ესე ჯიგრიანად ვინმე წერდეს წიგნებზე არ მინახავს,როგორც კი ხელში დავიჭერ,ეგრევე იმის წაკითხვა მინდება,რაზეც წერს biggrin.gif

გუშინ ავტობუსში ვკითხულობდი ფოლკნერის სტატია და მეთქი ეხლა რო არ წავიკითხო,მოვკვდები

Posted by: Ezekia 14 Aug 2017, 02:55
ვინმემ იცით თვრამეტი ძველი გვარი სანტა ესპერანსადან?

თუ რამდენია?

ვერ ვიძინებ... ცხვრებსაც ვეღარ ვითვლი...






Posted by: narmonana 14 Aug 2017, 07:34
1.ვისრამიანები
2.ქარიანები.
3.ასადლიანები.
4.ნიანიანები.
5.მათიანები.

6.უსო დი მარეები
7.და კოსტები

თურქებს არ აქვთ ეგრე გვარებ მგონი..............

ფეჰჰ biggrin.gif

Posted by: Ezekia 14 Aug 2017, 22:35
QUOTE

1.ვისრამიანები
2.ქარიანები.
3.ასადლიანები.
4.ნიანიანები.
5.მათიანები.

6.უსო დი მარეები
7.და კოსტები



+
1.ვისრამიანები
2.ქარიანები.
3.ასადლიანები.
4.ნიანიანები.
5.მათიანები
6.თავარიანები
7.ფითრიანები



8.უსო დი მარეები
9.და კოსტები
10.საულები თუ დი საულები
11.იმპერიალე
12.პალავიკინო

13.ჰასან ბეი


კიდე არიან...




Posted by: narmonana 15 Aug 2017, 09:44
Ezekia
ააა,საულებიი,იქ რესტორანში იტალიელები რომ ჭამენ ერთად მოლუსკებს თუ კიბორჩხალებს და დედოფალზე ლაპარაკობენ


იჰჰ...

Posted by: Ezekia 15 Aug 2017, 12:42
narmonana

დიახთ.
იქაა ხუთივე იტალიური ოჯახის გვარი ნახსენები.





Posted by: Salome ♥ 4 Oct 2017, 20:36
გამარჯობა smile.gif
დღეს ვიყიდე „მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი“ და მანამდე „სანტა ესპერანსა“ უნდა წავიკითხო?

Posted by: narmonana 5 Oct 2017, 15:03
Salome ♥
არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა

საიდან დიქსლის ყუთი?

Posted by: George Best :) 8 Oct 2017, 08:02
narmonana
QUOTE
გუშინ ავტობუსში ვკითხულობდი ფოლკნერის სტატია და მეთქი ეხლა რო არ წავიკითხო,მოვკვდები

გენიალურად აღწერს ფოლკნერს და ჰემინგუეის,ზოგს კარგად,ზოგს ისე რა

სუ მახსოვს ერთი ფრაზე,უკაცრიელ კუნძულზე რო იყო,ვის ინატრებდი რომელიმე კარამაზოვს თუ ჰეკ ფინსო
აი ტიპმა დახაზა მაგ ფრაზით
ყველას დდშვც სადაც ჰეკ ფინია
აი რასკოლნიკოვის გრძნობების დდშვც ისევ,ჰეკ ფინი biggrin.gif


ვაბშე სხვა რამის დასაწერად შემოვედი არადა
ერთ-ერთი მათრობელა ბალახის ზემოქმედების ქვეშ,პლეხანოველი მოგელა იჯდა და ფიქრობდა,თვითფრინავი ვარ ჩაჯდეს და ვისაც უნდა ყველას წავიყვანო

ბრატსი იცით როგორი სექტემბერი მქონდა?
აი ცუდი,ფული არ მაქვს,სამუშაოს ველოდები,ვყლეობ,ვგდივარ ტყუილად იტოგში ### ვარ,მარა იჩითება მოსაწევი რა პლახენოველი მოგელას დონის
ხოდა ვბოლდები,მაგრა ვბოლდები
და იჩითება ცვეტში ეგ პრიკლუჩენიები,აი უბანს 20 წრე დავარტყი,რაღაცებს ვპოულობ,იმ დღეს ვაბშე აღმაშენებლის ძეგლი როა იქიდან ქავთარაძემდე ავედი ფეხით,სულ რაღაცები ხდება,პახოდუ ბევრი წიგნი მაქვს,ვკითხულობ და აი მგონია რო ცხოვრებაში პლეხანოველი მოგელა დამყვება,გუშინ ბილეთი დავსვი და ეგრე რა
მგონია რო მეიდ ინ ტიფლისი ძაან დიდი წიგნია,თბილისელი კაცი რო წაიკითხავს ვერ დაივიწყებს ვერასდროს და სუ დაუბრუნდება,ყველგან ყოველთვის
აი ბენჯი რო ვერ დაგავიწყდება და კედი
ვერც რასკოლნიკოვი,დოსტოს და ფოლკნერს ხო ვერ დაივიწყებ
ეგრეა მეიდ ინ ტიფლისი ერთხელ თუ წაიკითხე,პლეხანოველი მოგელა სუ ხარ
და სუ გინდა შირაზის ვარდი გიყვარდეს

actionscr1pt
narmonana

სუ გაიჩითეთ ხოლმე ამ თემაში რა
სუ ვიბაზროთ

Posted by: გათახსირებული 8 Oct 2017, 18:49
user.gif givi.gif
კაროჩე გძეტა რომელიღაცა წელია,ყლეზე დაიკიდეთ. მოკლედ, მე და კახა ზედემეტ სახელად (წიწიბურა) მივდივართ რუსთაველზე.

შემდეგ სადღაც ტრაკში წავედით. კაროჩე გვეპსია რაა,ხოდა ვერ ვნახეთ მისაფსამი ადგილი. მერე სხვა რამეც მოგვინდა...
მაგარ გასაჭირში ვართ და იქვე იყო რაღაც დანგრეული შენობა. შევარდით გახარებულები და რას ვხედავთ კაროჩე გძეტა 18 წლის გოგოს ტყ... ორი ბიჭი.

წიწიბურამ ღმერთი სამობითაო და წავალ მივეხმარებიო. მე ვუთხარი კაცო-ო! შენ ხომ არ ანძრევ ? დავაი მივაფსათ და დავახვიეთ აქედან!

ამ დროს წიწიბურამ ჩანთას მოჰკრა თვალი...ზურგჩანთა იყო რა ,პატრა და ლამაზი...

ეტყობოდა გოგოს რომ იყო. წიწიბურამ ოე, ძმაო დროზე მოვტეხოთ ეს ჩანთა და წავედითო!
მე მეფსიას ვყვირივა ,მაგრამ იმათ ჰკიდიათ...ხერხავენ იმ გოგოს ბილდაბირის ხერხივით biggrin.gif
კაროჩე მოფსით და ჩანთაც წამოვიღეთ. გზაში წიწიბურამ დაიწყო ჩანთის დათვალიერება იმ იმედით ,რომ იპოვიდა ფულს ან ბულკს მაინცgivi.gif
კაროჩე წიგნების მეტი ვერაფერი ვიპოვეთ. წიწიბურას ერთი წიგნი ჰქონდა მარტო წაკითხული. კერძოდ, "მგლები",ხვდებით ალბათ რატომაც.
ბევრი რომ არ გავაგრძელოდ, ფუ ბლინ-----დაიძახა წიწბურამ და მე მომიგდო წინგები. ერთი წიგნი მეცა თვალში ეს იყო "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები".
იმავე ღამეს დავიწყე კითხვა და ასე გავიცანი აკა მორჩილაძე. ძალიან მომეწონა. სპექტაკლი ნანახი არ მქონდა. ზაზას პერშონაჟში მთლიანად 90 წლების თაობა, და ქართველი ერის ამოცნობა შეიძლება. ძალიან მაგარი ნაწარმოებიაlove.gif

პ.ს წიწიბურა ეხლა ოცნებაში მუშაობსuser.gif ასე რომ,მართალია ის წიგნი მე წავიკითხე და წიწბურამ არაა და ამით წიწბურას გაანვითრებას ხელი არ შუშლია. მინდა ვთქვა,რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. მე უდიდესი სიმოვნება მიივიღე მაგ წიგნიდან და მადლობა იმ გოგოს! და იმედია იმანაც ისამოვნაgivi.gif

Posted by: actionscript 8 Oct 2017, 21:08
George Best smile.gif
bis.gif alk.gif alk.gif

დღეს ვკითხულობდი ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორიის ბოლო ტომს
როსტომ ხანზე წერია რამდენიმე ფურცელი, ეგრევე აკას აზრები გამახსენდა მაიდ ინ ტიფლისიდან, მანდ უწერია ძალიან მაგარი "ღადაობები" მაგ პერიოდზე და როსტომზე თუ არ მეშლება
უნდა გადმოვიღო წავიკითხო
რა მაგარია ტიპმა ისტორია რო მაგრად იცის და ისე გაპარებს თავის ნაწარმოებებში რო ცხოვრებაში არ დაგავიწყდება...

გათახსირებული
lol.gif lol.gif lol.gif up.gif
მაგარი ისტორიაა, ნაღდია? biggrin.gif

Posted by: გათახსირებული 9 Oct 2017, 09:41
actionscr1pt
ისეთვე ნაღდია , როგორც ბიძინას. დაპირებები. boli.gif სხვათაშორის, პირადად მქონდა ბედნიერება, გავსაუბრებოდი ბატონ აკას. ძალიან განათლებული და სასიამოვნო მოსსუბრეა. ჩემი აზრით,90-ნი წლების მემატიანეა. ყველაზე კარგად აქვს თავისი მოთხრობებში აღწერილი ის ბნელი,ცივი, სისხლიანი პერიოდი, რომელმაც შეიწირა ის თაობა და ქვეყანას დიდი ტკბილი მიაყენა. თუმცა, კარგიც რაც იყო და ამავე დროს ,ცოტა რომანწიკულიც..
ბრწყინვალედ აქვს გადმოცემული (თავისებური იუმორით). აკას პერსონაჟებში ამოიკითხავ მთლიანად ქართველ ერს! უიმედოს,პესიმიზმით სავსე, მაგრამ პატარა ოპტიმიზმისთვისაც , რომ აქვს ადგილი გადანახული. ერთადერთი რაც არ მევასება აკაში- ეს გახლავთ ზედმეტად ერთფეროვანი სიუჟეტები. ბევრი მისი მოთხრობა გავს ერთმანეთს.

Posted by: Voldemor 9 Oct 2017, 17:20
მადათოვის ტრილოგია რა თანმიმდევრობით წავიკითხო?

Posted by: Moby-Dick 13 Oct 2017, 17:31
Voldemor
1. გადაფრენა მადათოვზე და უკან
2. გაქრები მადათოვზე
3. ვეშაპი მადათოვზე

Posted by: Solveig 16 Oct 2017, 01:48
actionscr1pt
QUOTE
ტიპმა ისტორია რო მაგრად იცის და

QUOTE
რო მაგრად იცის 

biggrin.gif

ისტორიკოსია განათლებით და ეგ თუ არ იცოდა, აბა, რა უნდა იცოდეს smile.gif


Posted by: actionscript 16 Oct 2017, 12:36
Solveig
QUOTE
ისტორიკოსია განათლებით და ეგ თუ არ იცოდა, აბა, რა უნდა იცოდეს

ვიცი ეგ ამბები

მე პროსტა აღვნიშნე რომ:
ასწორებს ტიპი ისტორია ვინც იცის ისტორიკოსიც და მეშაურმეც wink.gif
მე ფინანსების განხრით ვმუშაობ და დალევის დროს ქეშ ფლოუზე და მოგება-ზარალზე რო გესაუბრო მაგრა შეგაწუხებ დამიჯერე biggrin.gif

სხვა მუღამი აქვს მაგ ხალხთან ურთიერთობას
ანუ იმის თქმა მინდოდა რო საუკეთესო შემთხვევაში ისტორიის ცოდნა "ხასიათში გადადის" და ტიპაჟსაც სასიამოვნოდ ცვლის

მაქვს მაგის რამდენიმე მაგალითი, როგორც ისტორიკოსის ასევე "მოყვარული ისტორიკოსის"
სამწუხაროდ ეს კაცი ლაივში არ ვიცი როგორია მარა ნაწერებიდან სავარაუდოდ მაგრა გაასწორებდა ამასთან დალევა smile.gif

პროსტა მაგის თქმა მინდოდა...

Posted by: Ezekia 16 Oct 2017, 21:40
narmonana
QUOTE
მწერლებზე და წიგნზებზე წაკითხული გაქვს.სტატიები რა.



ესე ჯიგრიანად ვინმე წერდეს წიგნებზე არ მინახავს,როგორც კი ხელში დავიჭერ,ეგრევე იმის წაკითხვა მინდება,რაზეც წერს

გუშინ ავტობუსში ვკითხულობდი ფოლკნერის სტატია და მეთქი ეხლა რო არ წავიკითხო,მოვკვდები



++++


ვკითხულობ, სიამოვნებაა.

პირველად რომ წავიკითხე, დიკენსის ბიოგრაფია მოვძებნე და ვკითხულობდი)) ეხლაც "რამე იმის წაკითხვა მომინდება, რაზეც წერს" ))



Posted by: nigo 17 Oct 2017, 09:34
თუკი რამე გამეგება ლიტერატურაში და ტყუილად არ მისწავლია, აკაზე მაგარი მწერალი დღეს არ გვყავს.

ის ფილმები, რომლებიც ვითომ აკას მიხედვით გადაიღეს , ჯობია დადონ არქივში და აღარ გამოაჩინონ. ერთადერთი პირველი, ისიც ზაზა პაპუაშვილის დამსახურებით.

ეს ზაზა პაპუაშვილი იმხელა მსახიობია და სად წავიდა sad.gif

კაცმა თითონ დაისამარა თავი sad.gif

აკა ჩემს გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს და როცა თბილისშია დადის იქვე "ნუგეშის'მაღაზიაში ან "ნიკორაში" .ერთი თვის წინ ანტრეში იჯდა , სულ მინდა მივიდე და ვუთხრა, რომ მთელი ოჯახი, სამი თაობა ვკითხულობთ მის წიგნებს და არცერთს არ ვტოვებთ. ჯერ კიდევ იქედან" ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები"კვირის პალიტრაში ,რომ იბეჭდებოდა.კვირაში ერთხელ. თითონ ძალიან მორიდებულია. მეც არ ვარ ის ტიპი ადამიანს რომ მივვარდე.
"აბოლე"-ში რომ აქვს, ჩემი ძმა მუსიკალურ სკოლაშI ბეთხოვენს ეტანჯებოდაო, მინდა ვუთხრა, რომ" ლაჟვარდოვან ზურმუხტშიც" მეც ცოტა გეტანჯე, მაგრამ ძალიან მაგარი-კი იყავი-თქო.
biggrin.gif
გამიხარდა ეს თემა რომ ვნახე. love.gif

Posted by: B l a c k J a c k 17 Oct 2017, 11:31
შეხვედრა არის აკა მორჩილაძესთან. 19 ოქტომბერს, 1800. აგრარული თუ თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსში, დიღმის ტრასაზე. ფეიბუკზე დევს ლინკები ვისაც გაინტერესებთ.

Posted by: tomhardy 17 Oct 2017, 12:39
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები როგორი წიგნია? წაკითხვა მინდა და...

Posted by: narmonana 17 Oct 2017, 13:38
tomhardy
კლასიკაა ოთხმოცდაათიანების biggrin.gif


nigo
QUOTE
თუკი რამე გამეგება ლიტერატურაში და ტყუილად არ მისწავლია, აკაზე მაგარი მწერალი დღეს არ გვყავს.


არადა ლექტორებისგან რამდენჯერმე გამიგია რომ შეეძლო მაგარი მწერალი გამხდარიყო,მაგრამ სხვა გზა აირჩიაო.

მაგრამ რომ ვკითხე სანტა ესპერანსა არცერთს ჰქონდა წაკითხული

სადაა,გვაჯახოს ერთი წიგნი..

ეხლა მაგისტრატურაზე კრიტიკას გავდივარ,ლიტერატურის და სემესტრის ბოლოს რამე ჩვენებური მწერლის დიდი კრიტიკა გვაქვს დასაწერი,მეიდ ინ ტიფლისს ვფიქრობ...

Posted by: nigo 17 Oct 2017, 14:47
narmonana
ძალიან ბევრს არა აქვს წაკითხული. შთაბეჭდილებას მარტო "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებით' იქმნიან. არადა რა მაგარი ნაწარმოებია ,იგივე პერიოდის "აგვისტოს პასეანსთან ერთად" და პირველად როცა გამოვიდა, ლიტერატორებს მხოლოდ გინებაზე ჰქონდათ აქცენტი.
არადა , გინება მხოლოდ იქ, სადაც პერსონაჟი სხვანაირად ვერ იმეტყველებდა . მიტეხავს -არ მსიამოვნებს რომ დაეწერა და "მისწორდება" მომწონს.წარმოიდგინე რა იქნებოდა,რაღაც სიყალბე.
ვახუშტი კოტეტიშვილს კი ესმოდა, ამბობდა ენა ვითარდება და ყველა სიტყვა ჟარგონი კი არ არისო. რა პონტია,რომ იკითხავ? ეს არ ნიშნავს -რა ამბავიაო-სულ სხვა მუღამი აქვს პონტსო-
მოკლედ პირველი წიგნები და მოთხრობები ასაკოვანმა ხალხმა 50+ ვერ მიიღეს, ზოგიერთებმა. მერე ისეთები წერა, რომ აი, რა გითხრა ერთი სიამოვნება და იმის იქით, მაგრამ რად გინდა "ჩრდილი გზაზე" ვერ წავაკითხე.
ან მე-19 საუკუნის მოთხრობები. ნურადინ ფრიდონის ჩახვევები და რომელი ერთი გითხრა. ჩემი ცოლის მოთხრობა" არ არის ძალიან, ძალიან მაგარი ?


ახლა წავიკითხე "ფანტაზიორობს" ინგლისში ,წიგნს გინდა აქედან წაიკითხავ, გინდა ბოლოდან"ტავერნა ათი სექტემბერი"-"ქალაქის მელიები"კაცი გაფრინდა ფანტაზიებში და ექსპერიმენტებში და ეს ჩვენი სნობური საზოგადოება, აუ ფამუკი თუ არ წაიკითხე ან არუნდატი როი და ა.შ. მოკლედ რაა. ისიც წაიკითხე ,შენიც ნახე რამდენად გაიზარდა , რა ჩამოყალიბდა ამ 25-წელიწადში . მაგრამ არა "ვეხვეწები ზოგიერთს "კაგდატა ინ ჯორჯია" მაინც წაიკითხეთ , ერთ საათში ჩაამთავრებთ და 90-იანების ეპოქა აქვს დატეული-მაგრამ არა რა.

როცა არ კითხულობენ, საიდან იციან, კარგი მწერალია თუ ცუდი. ნახეს უნიჭოდ გადაღებული ფილმები ადრე და ახლა საზოგადოებრივის ეს პროექტი, სირცხვილი და თავის მოჭრა.

Posted by: Solveig 17 Oct 2017, 20:55
nigo
QUOTE
ის ფილმები, რომლებიც ვითომ აკას მიხედვით გადაიღეს , ჯობია დადონ არქივში და აღარ გამოაჩინონ.

მართალი ხარ, ბანძობაა ყველა.

პაპუაშვილიანიც დიდი ვერაფერია. არც პაპუაშვილი მომეწონა მაინცდამაინც.

actionscr1pt
QUOTE
მე ფინანსების განხრით ვმუშაობ და დალევის დროს ქეშ ფლოუზე და მოგება-ზარალზე რო გესაუბრო მაგრა შეგაწუხებ დამიჯერე biggrin.gif

ეგ რა შუაშია. შეიძლება, ნებისმიერმა იცოდეს ისტორია და ყვებოდეს ისტორიულ ამბებს-ისტორიკოსი იქნება, თუ ფინანსისტი. მთავარი ისაა, თხრობის ნიჭი ჰქონდეს და აკას აქვს. რა თქმა უნდა, პროფესიით ისტორიკოსობა დამატებითი პლუსია.

თუმცა, მე არ ვარ მისი მკითხველი. ძაღლები და გადაფრენა მადათოვზე წავიკითხე. მადათოვი ძაღლებზე ნაკლებად მომეწონა. მერე რაღაცებს შევავლე თვალი ერთი-ორჯერ და საერთოდ აღარ "მოიტანა". ჰოდა, შევეშვი..

"ძაღლები" ალბათ იმიტომ მომეწონა ასე, რომ მეც მაგ უბანში გავიზარდე და რა ყოფაც არის აღწერილი, მაგის მოწმე ვიყავით ყველა, ვინც იქ ცხოვრობდა.

შარშან მეგობარმა მომიტანა "ქართულის რვეულები". წავიკითხე, მაგრამ ჩემთვის ახალი და ღირებული აღარაფერი წერებულა შიგ.
თუმცა, შედარებით გაუცნობიერებელი მკითხველისათვის არაა ცუდი.

Posted by: nigo 18 Oct 2017, 09:58
Solveig
მე ვიგულისხმე, რომ ის პირველი ასე თუ ისე პაპუაშვილმა "გაქაჩა" მსხვილი კადრით ერთი საათი.

ახლა აკას ვსაუბრობთ, მაგრამ პაპუაშვილის და ნინო კასრაძის დუეტი რომ მახსენდება "დარისპანის გასაჭირში" რუსთაველში.

ამ ორი, უნიჭიერესი მსახიობის კარიერა დაემთხვა იმ საშინელ 90-იანებს.
მთელ დარბაზში , გაყინულში, მაქსიმუმ ათი ადამიანი იჯდა. პალტოსა და ბუტებში.
ერთადერთი სპექტაკლი, სადაც ტევა არ იყო, ეს ლაშა თაბუკაშვილის "მერე რა რომ სველია, სველი იასამანი "მაგრამ ის მაინც უფრო ადრე იყო, მერე გაუარესდა სიტუაცია.

თუმცა ახლა აკაზე ვსაუბრობთ.ძალიან, ძალიან მაგარია და მენანება , რომ ცოტა კითხულობს და ცოტას ესმის.
ამას წინათ წავიკითხე "თურქის, გვარი დამავიწყდა "სტამბოლელი ნაბიჭვარი" კი, კარგია, მაგრამ საშუალოზე ნაკლები და გადარეულია მთელი თბილისი.ან მანამდე
"ალი და ნინოზე " აღარ ვამბობ, აგერ ძეგლი დაუდგეს და ფილმი გადაიღეს, თანაც რას sad.gif

ჰოდა, რა "ალი და ნინო" და "სტამბოლელი ნაბიჭვარი" როცა ასჯერ უკეთესი მწერალი გყავს .ჩემი სუბიექტური აზრია.

Posted by: Solveig 18 Oct 2017, 20:10
nigo
თეატრში მართლა შესანიშნავი იყო პაპუაშვილი.
QUOTE
ერთადერთი სპექტაკლი, სადაც ტევა არ იყო, ეს ლაშა თაბუკაშვილის "მერე რა რომ სველია, სველი იასამანი "მ

მიყვარდა ეს. ძალიან გამეხარდა, რომ სრულად აღმოვაჩინე youtube/ზე. სიამოვნებით გავიხსენე ახალგაზრდობა..
QUOTE
ამას წინათ წავიკითხე "თურქის, გვარი დამავიწყდა "სტამბოლელი ნაბიჭვარი" კი, კარგია, მაგრამ საშუალოზე ნაკლები და გადარეულია მთელი თბილისი.ან მანამდე
"ალი და ნინოზე " აღარ ვამბობ, აგერ ძეგლი დაუდგეს და ფილმი გადაიღეს, თანაც რას

შაფაქის არის სტამბოლელი ნაბიჭვარი biggrin.gif არ მაქვს წაკითხული, მაგრამ აღწერილობების მიხედვით, მდედრი კოელიო მგონია შაფაქი და ამიტომ აღარ დავეშურე.
ალი და ნინოც იგივეა დაახლოებით. გასართობად წასაკითხი რომანი.
QUOTE
ასჯერ უკეთესი მწერალი გყავს

ჩემი მოკრძალებული აზრით, ლოკალური მნიშვნელობის მწერალია აკა მორჩილაძე.
შეიძლება, მაგათ ჯობდეს, მაგრამ ეგაა სულ.

Posted by: actionscript 18 Oct 2017, 22:50
Solveig
QUOTE
ეგ რა შუაშია

ხოდა მეც ეგ გითხარი smile.gif

QUOTE
ჩემი მოკრძალებული აზრით, ლოკალური მნიშვნელობის მწერალია აკა მორჩილაძე.
შეიძლება, მაგათ ჯობდეს, მაგრამ ეგაა სულ.

smile.gifsmile.gifsmile.gif
მეტი რა უნდა იყოს რას სთხოვ?
სერვანტესი რო არაა ისედაც ვიცით

Posted by: Solveig 19 Oct 2017, 12:35
actionscr1pt
QUOTE
მეტი რა უნდა იყოს რას სთხოვ?

არავის არაფერს ვთხოვ. უბრალოდ, სიღატაკესა და ნარკომანიაში ჩაძირულ ლათინური ამერიკის ქვეყნებს რომ ჰყავთ ცნობილი მწერლები, მინდა, რომ 1-2 ჩვენც გვყავდეს, ვინც მსოფლიო პოპულარობას მოიპოვებს.
აკას ჰქონდა გარკვეული უნარები სამაგისოდ, მაგრამ რაღაცები ქართულადაც ძნელი წასაკითხი და გასაგებია და, უცხო ენაზე სათარგმნად-მით უმეტეს...


ეჰ, მიხეილ ჯავახიშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას რომ საბჭოთა საქართველოში არ ეცხოვრათ, მართლა ჰქონდათ მსოფლიო აღიარების შანსი... ოთარ ჭილაძესაც ანალოგიურად. რომანი დაწერისთანავე თუ არ გაპოპულარულდა, მერე უკვე იკლებს ინტერესი-რაც არ უნდა შესანიშნავი ნაშრომი იყოს. აქტუალობაც იკლებს, ეპოქაც ცვლება და მკითხველის გემოვნებაც -თავისთავად.


Posted by: Salome ♥ 19 Oct 2017, 14:54
narmonana
ვიღაც ყიდდა წიგნების ჯგუფში.

Posted by: narmonana 19 Oct 2017, 15:06
http://liberali.ge/articles/view/31852/top-5-qartuli-romani

ობოლე შეიყვანა ტოპ 5-ში

ვინაა ეს კაცი ვაბშე biggrin.gif

რა ობოლეე

Posted by: GreenWestHam 19 Oct 2017, 19:22
რანაირი თვალები ჰქონდა... როგორც გადახუნებული მწვანე კენჭები ზღვის პირას, სიფრიფანა ტალღა რომ გადაუვლის და ოდნავ რომ შეინძრევიან და იოლად რომ იშორებენ სისველეს მზის გულზე, ახალი ტალღის მოლოდინში.

მაიდ ინ ტიფლისი არის ამ კაცის მთელი გენია. სკოლის სახელმძღვანელოებში რომ უნდა შეიტანო, ისეთი. აი კაწირინა ფუქსის თავი რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, იმდენჯერ ვყლევდები biggrin.gif


Posted by: nigo 23 Oct 2017, 09:52

narmonana
QUOTE
ობოლე შეიყვანა ტოპ 5-ში

ვინაა ეს კაცი ვაბშე 

რა ობოლეე


დღეს წავიკითხე ფეისბუქზე, მეც გამიკვირდა.
ისე, ძალიან ხასიათების კაცი გახდა ბერძენიშვილი.
არ ვიცი, შეიძლება მე ვერ ჩავწვდი, მაგრამ ზაზა ბურჭულაძის "ტურისტის საუზმე" რატომაა შედევრი

Posted by: dongabo 23 Oct 2017, 10:28
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები-ს წაკითხვა მინდა. ონლაინ ვერსია თუ არსებობს? მაგრად მაინტერესებს ეს ნაწარმოები

Posted by: giojavaxa 23 Oct 2017, 23:50
QUOTE (narmonana @ 16 Jan 2017, 11:38 )
ლილიტის_ქალიშვილი
ჩემი საყვარელი წიგნია.

ათასჯერ წაკითხული და ჩანიშნულებიანი წიგნი მქონდა,მოცვეთილი ხელშIი,შენი თავგადასავლის და შეყვარებულს ვაჩუქე,ჩემი ნაწილი გქონდეს თქო biggrin.gif

ერთ კვირაში დავშორდით.ეხლა ვარ მაგ წიგნის გარეშე biggrin.gif

შეყვარებული დამშორდა.

არ წააკითხოთ მეიდ ინ ტიფლისი შეყვარებულს.

Posted by: narmonana 24 Oct 2017, 09:16
giojavaxa
ვწუხვარ ამიგოო.....

დაწყევლილი ავტორი ყოფილა მორჩილაძე........

nigo
QUOTE
ისე, ძალიან ხასიათების კაცი გახდა ბერძენიშვილი.

კარOჩე,ჩემი აზრით რამე თანამედროვეს შეყვანა უნდოდა რა

ხოდა რატომღაც ობოლე შეიყვანა,მიუხედავად იმისა რომ გაცილებით სერიოზული რომანები აქვს ამ კაცს და დარწმუნებული ვარ ბერძენიშვილს წაკითხული ექნება

ობოლეზეც იყო გაგიჟება ერთი პერიოდი ხალხში



იგივე სამხრეთულ სპილოზე რომ ვთქვათ,სასტავი მოვლენად აღიქვამს არადა ღარიბი კაცის მეიდ ინ ტიფლისია biggrin.gif

სამხრეთულ სპილოშიც ძმაკაცებია მთავარი თემა,იქაც ამოტენილია პოპ-კულტურიდან რეფერანსებით,იქაც თბილისის ქუჩებზეა.


Posted by: giojavaxa 24 Oct 2017, 16:22
მამლუქი მაგარია , გუშინ ვფიქრობდი მაგ რომანზე და კარგია.

Posted by: nigo 25 Oct 2017, 08:53
narmonana

რა ვიცი, "ობოლე "კი მიყვარს, მაგრამ ტოპ ხუთეულისთვის სხვა ბევრად უფრო ძლიერი ნაწარმოები შეეძლო აერჩია.
რაც შეეხება ზაზა ბურჭულაძის "ტურისტის საუზმეს," შეიძლება მე ვერ ჩავწვდი და პრეზენტაციაზე ბერძენიშვილმა, ამისთანა ჯერ არაფერი დაწერილა თანამედროვე ლიტერატურაშიო.დაახლოებით ასე თქვა.

Posted by: giojavaxa 29 Oct 2017, 21:30
ძველი ამბავია, სადღაც მარტის.
აკა იყო ჩამოსული თბილისში , თავისუფალ უნივერსიტეტში.
კითხვა პასუხის დრო რომ დადგა ვიღაც ბიჭმა ჰკითხა, როგორ ფიქრობთ ზაზა ნიცაში წავიდოდაო?
აკამ უპასუხა : ზაზა ვინააო.
აი თქვენი ზაზა, ფალიაშვილიდანო.
აა,ხო ეგ სად წამსვლელი იქნებოდა, რომც არ მომკვდარიყო ბირჟაზე იდგებოდა მთელი დღეო.

დღეს მარჯანიშვილზე გავიარე, ზემოთაც დავწერე რაც მოხდა ამ ერთი თვის წინ ჩემკენ და გამახსენდა რომ მარჯანიშვილზე ველოდებოდი ხოლმე შეყვარებულს.
მერე ის ბოლო წინადადება გამახსენდა ძაღლებიდან
" მერე ვიჯექი მანქანაში და ვტიროდი მარჯანიშვილის მოედანზე.
თქვე ბოზებო,მოვდივარ !"

მერე მოგელაც გამახსენდა და ის დრო იყო მზეც ანათებდა, მზეს მიფიცხება მომინდა,მაგის დედაც რო ვატირე.

Posted by: Oliver 4 Nov 2017, 17:02
QUOTE
ზაზა ბურჭულაძის "ტურისტის საუზმე" რატომაა შედევრი

ტურისტის საუზმე არ წამიკითხავს და შევეცდები ვიყიდო უახლოეს მომავალში. ისე ბურჭულაძის მინერალური ჯაზის წინასიტყვაობაც ბერძენიშვილისაა და იქაც ძალიან აქებს.

Posted by: George Best :) 4 Nov 2017, 21:11
QUOTE
მერე მოგელაც გამახსენდა და ის დრო იყო მზეც ანათებდა

ცოტა სასაცილო ბალახები და ქილა კოკა კოლა,შავი სათვალითურთ

Posted by: giojavaxa 5 Nov 2017, 19:26
George Best smile.gif
მომენატრა შენი და narmonana -ს პოსტები.
ხშირად შემოიარეთ ხოლმე აქეთ.

"გარაჟთან ვიდექით.იმან ,ჰო ,გოჩამ ცეცხლი დაანთო და თან ვთბებოდით,თან ვეწეოდით.ზაზამ რომ გამოიარა,უკვე ბნელოდა და ციოდა კიდეც."

Posted by: narmonana 5 Nov 2017, 19:34
აქ ვარ აქ

კაროჩე ადრე ამ სამხრეთულ სპილოს ხო მეიდ ინ ტიფლისს ვადარებდი

ახლა იმენა ობოლეს გავს biggrin.gif

გადმოვაკოპირებ

"ქნებ მკითხველს არა,მაგრამ მე ძნელია რომ არ გამახსენდეს აქ აკა მორჩილაძის „ობოლე“,რომელიც ძალიან გავს ამ წიგნს თავისი აგებულებით.აგიხსნით რატომ: ისევ როგორც აქ,ობოლეშიც გვყავს მთავარი გმირი მომავლის გარეშე,არ ვიცით რისი გაკეთება უნდა ან რას გააკეთებს ის მომავალში,მაგრამ გვაქვს სასხლეტი,რომელიც პერსონაჟში აღვიძებს წარსულს, „სამხრეთულ სპილოში“ ეს თაზოა, „ობოლეში“ კი ნათესავი,რომელიც რეკავს ღამით და ატყობინებს რომ მათ ძველ სახლს,სოფელში სახურავი ჩამოენგრა.ამის შემდეგ იწყებენ მოქმედებას პერსონაჟები და ისევე როგორც სამხრეთულ სპილოშიც, „ობოლეშიც“ მთელი წიგნი მოგონებებზეა.ყოფილ ცოლებზე,ახალგაზრდობაზე,ბავშვობაზე,სოფლის სახლის გაცვეთილ პირსახოცებზე და ასე შემდეგ. აქვე დავამატებ, რომ ორივე ვესტერნული „show down-თ „ მთავრდება რომელსაც,რა თქმა უნდა, არ აქვს ტრაგიკული დასასრული."


არ ვიცი მართლა რა ქვია ამ ჟანრს,როცა კაცები ცდილობენ რომ ემოცია გადმოსცენ...

ობოლეში რა პონტია ხო,იმენა მთლად თბილი და უბრალო,ბაბოებზე და ბაბოს შენახულ კბილის ჯაგრისებზე.

სპილოშიც ეგრეა,ოღონდ იქ კაცი,ლოკალურად ბაზრობს,ძირითადად თბილისზე და თავის ამბებზე.

დგანან და რაღაცეებს გიყვებიან,ძაან ჯიგრულად.სუფრაზე რომ მოგიყვება ვინმე.

ხოდა თან ორივე იმენა "ბახა-ბუხით" მთავრდება,რაღაც მუღამი აქვთ ეტყობა იმის რომ ცოტა გული აგიჩქროლონ biggrin.gif

მეც მაქვს ეგ წიკები,თუ რამეს ვწერ,როგორ ნელაც არ მიმყავდეს თხრობა,ბოლოში სულ მინდა რომ დავაექშენო.

ხოდა სასტავი რომ ეძებს იმ სამხრეთულ სპილოში(კი,ტვინი წავიღე,მაგრამ ამ ბოლო დროს სულ ცდილობენ რომ რაღაც ღრმა დაინახონ წიგნში და რაღაც რევოლუციური) მაგრად მეცინება.ეს ქიქოძე უბრალოდ ცდილობს რომ თავისი ემოცია მოგცეს biggrin.gif

იქნება ლექტორი დავკერო რომ მოიყვანოს ლექციაზე.აკას ხასიათის ვინმეა

Posted by: George Best :) 5 Nov 2017, 22:48
ასწორებს ეგ მართლა,ლოთები აქვს მოთხრობა ძაან კარგი
ახლა ფესტზე სპილოც უნდა ვიყიდო

QUOTE
"გარაჟთან ვიდექით.იმან ,ჰო ,გოჩამ ცეცხლი დაანთო და თან ვთბებოდით,თან ვეწეოდით.ზაზამ რომ გამოიარა,უკვე ბნელოდა და ციოდა კიდეც."

გიჟი თავია ეგ
იარაღებს რო ისვრის ყველა და უცებ ვირთხას ვერ ბრიდავენ
რა სტრანი რამეა,მამენტ დაცინვაც არაა,უბრალოდ სიტუაციის აღწერაა,არ იყო ის სასტავი,დრო გაეძრო ეგეთი,ყველას უნდა ესროლა ერთი ზაზა რო დარჩა,ვისაც სროლა არ უნდოდა,სხვებს მოუწიათ,თორე რეალურად 6 კაცი სადარბაზოში ვირთხას ვერ კლავდა

კარგია ფალიაშვილი

ტიფლისიც
ვაბშე კარგი იყო აკა
ბოლოს ბევრს წერდა და სისულელეებს
ახლა აღარ წერს
აღარც ათიანში
მე კიდე მომენატრა

წიგნი მაქვს ძაან ძველი,სარბიელის 6-7 სტატიაა,გასკოინზე უწერია მაგარი რაღაცები

პლეხანოველი მოგელა,ზაზა და ნიცა კიდე ალბათ ისეთია მთელი ცხოვრება რო გაგყვება

რამოდენიმე დღის წინ დავბოლდი,მზის პირას მოვკალათდი,უცებ გამახსენდა რო სადღაც კოკა-კოლა იყო
დავისხი და ზუსტად მივხვდი რეებს ფიქრობდა მოგელა,თავის პრიკლუჩენიებსი,ვიხსენებდი და მისწორდებოდა
კაწირინა ფუქსი რო დაბერდება,თუ დაბერდება
კარგია ეგრე რო წერ,ეგეთი მუღამებით

giojavaxa
სუ გავიჩითოთ ხოლმე
აკას ამბები გავიხსენოთ,არ დავბრიდოთ თემა

Posted by: giojavaxa 6 Nov 2017, 22:40
"მთავარი ხომ მაინც ის არის ,რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება.
მეტი არაფერი" -- ქართულის რვეულების შესავალი.

Posted by: narmonana 7 Nov 2017, 11:46
"საერთოდ არ გავბრაზებულვარ.არ იფიქრო,რომ რაღაცაზე გავბრაზდი.ასეთ რამეებზე არ ბრაზდებიან.უბრალოდ მივხვდი,რომ დამთავრდა და ძალიან ვნანობ,რომ სწორად ასე დამთავრდა და ასეთ დროს.მე რაღაცა გამეგება ქაღალდზე ასოების გამოყვანის და შენ ვერაფრით შეატყობ ამ ნაწერს რომ მე ვღელავდი,ან ვცახცახებდი,როცა შენ გწერდი,ან კიდევ ვნანობდი რაღაცას"

Posted by: giojavaxa 7 Nov 2017, 17:39
narmonana
აუ.. გამცრა ერთიანად.
რა მაგრად მოიტანა.

საიდანაა ?

Posted by: narmonana 7 Nov 2017, 18:41
giojavaxa
სანტა ესპერანსა არ იცი?სანდრო და კოსტა რომ წერს სალომეას.

უცებ სალომეამ ლუკას წინ ჩაიჩოქა,გაუპარსავ,ჩხვლეტია ლოყებზე მოავლო ხელები და შუბლზე აკოცა.
- ვაჰ , - თქვა ლუკამ.
-გაფრთხილდი ლუკა,არ მოკვდე...
სალომეა წამოდგა და უკან წავიდა,ქარიანების ბაღისაკენ,
- მე ადრე დავიბადე! - დაიღრიალა უცებ ლუკამ, - მე ადრე დავიბადე!ჯანდაბას ... მაინც შემოგხედავ ხოლმე! მაინც შემოგხედავ.მეტი არაფერი...ლუკას მეტი არც უნდა...ლუკა ადრე დაიბადა. საერთოდ, თანახმა ვარ.რა განსხვავებაა? როგორც ის სანდრო და კოსტა,ისე მეც..თანახმა ვარ.."

Posted by: giojavaxa 7 Nov 2017, 22:07
არ მაქვს წაკითხული სანტა.
ეხლა უნდა ვიშოვო 2 -3 კვირაში.
დიდი ხანია მხატვრული არ წამიკითხავს არაფერი ჯერ ესერთი გული არ მიმდის და მეორეც სამეცნიეროებს ვკითხულობ.

წეღან გავედი უბნიდან და ჩანთაში კაი ბიჭის ცხოვრება გავიყოლე.

გზაში მაგრად გამართო.

Posted by: giojavaxa 16 Nov 2017, 22:40
აქ იყოს ამბავი ჩემი ცოლის რომანისა.
წყნეთური ამბების,მაწვნისა და წიგნების.

Posted by: giojavaxa 26 Nov 2017, 02:16
დღეს ბებიაჩემი ყარაბაღს კითხულობდა.

Posted by: giojavaxa 3 Dec 2017, 22:48
ყველაფერი მახსოვს,ყველაფერს ვიგონებ. ყარაბაღელ ლოთ მხატვარს, პოლკოვნიკის გაშეშებულ კისერს,ღამეს,როცა სომხების მანქანაში შევხტი და რა ვიცი,კიდევ რას. არაფერი არ ვიცი. არ ვიცი როგორ ხდება ეს ყველაფერი, როგორ რიგდება ასეთი რამე, როგორ ვხვდებით და ვჭირდებით ერთმანეთს,ვინ აწყობს ამ უცნაურ შემთხვევებს და ვინ დაგვტრიალებს თავზე. არ ვიცი,რატომ მივლიან,რატომ მყავს ახალი მანქანა და რატომ ჰგავს ეს ყველაფერი "დინამოს" სტადიონის საპირფარეშოს. რატომ არაა სიმშვიდე და ყველაფერი უკუღმა რატომ კეთდება.
ვწევარ და ვთვლემ.

მოგზაურობა ყარაბაღში.

Posted by: giojavaxa 6 Dec 2017, 21:07
George Best smile.gif
narmonana
მესაიდუმლის ქამარი დავიწყე,ჯერ მხოლოდ პირველი 55 გვერდი შემომეკითხა და მოაქ,მაგრად მოაქვს.

"ჟენვიევ ბლომ უკვე იცოდა,რომ შეუმჩნებელი და არარსებული იყო,როგორც ქალი და როგორც თავგადასავალი".

Posted by: narmonana 6 Dec 2017, 22:14
giojavaxa
და ტი შტოო.ასწორებს,სანტას გაგრძელებასავითაა....


სარი ბეგის ამბები,იქ რო ქეიფობენ მესაიდუმლესთან

მაგარია კაროჩე

Posted by: giojavaxa 6 Dec 2017, 22:26
მაგარი ამბებით დახუნძლული წიგნი ჩანს.
დავწერ შიგდაშიგ შთაბეჭდილებებს.
სანტას ზამთრის ცივი ღამეებისთვის ვინახავ.


Posted by: giojavaxa 8 Dec 2017, 21:32
ის ბევრს იცნობდა სანტა სიტიში და ეს ნაცნობობა აღარაფერში უნდოდა, სანტა სიტი მისი ძველი სინამდვილის ქალაქი იყო, ხოლო როგორ ამოიზარდა  იქიდან ახალი სინამდვილე ამაზე ფიქრი საშინლად ღლიდა.

Posted by: narmonana 15 Dec 2017, 00:14
მაგრამ ახლა მინდა,რომ ღია ზღვაში გაგათრიო და იქ დაგტოვო,რათა ჩემი სრულიად არაჩვეულებრივი დამოკიდებულება შენს მიმართ იქ,სიკვდილის წინ უფრო ცხადლივ დაინახო.

Posted by: Margot 15 Dec 2017, 01:00
სამწუხაროდ არაფერი მაქვს წაკითხული. ისე გემრიელად წერთ, დავინტერესდი.

Posted by: giojavaxa 18 Dec 2017, 01:49
ვეშაპებზე მონადირე იერუსალიმში დაიარება ყოველ აღდგომას და მიაჩნია,რომ არასდროს არაფერი მოუპარავს.

უმაგრესი იყო. სარი-ბეგი,ჟენვიევ ბლო, მესაიდუმლე, ლუკასი, პიეტრო ანდრეა დი საული, სიდონია სამარია პოლო, ბაღდადელი ქურდი, თათინა,ეზე. ბელინო და სხვები.

ძალიან თბილია. სანტა სიტი ჩვენი ქალაქია. ჩვენიანებისაა,ვინც ყოველთვის არის იმათიანი.
love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: narmonana 18 Dec 2017, 12:39
giojavaxa

ჯერ ლუკა არ გაგიცნია შენ კარგად
სანტა ესპერანსა ეგაა.ამდენი განსხვავებული ხალხი და ყველანი გემრიელად ერთმანეთში არეული

ურთიერთობა,აი ეგ აქვს ყველაზე მაგრად დაწერილი აკას..ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა

გინდა ინტის იგროკებიის,გინდა სუნგალების,გინდა სხვადასხვა ნაციების

ცუდად,მარტო ჩვენებური ქართველები ყავს გამოყვანილი

რესტორანში პურის მარაგს რო ამოწურავენ biggrin.gif
პირველად რომ ვკითხულობდი სასტუმროს ეპიზოდზე ძააან ბევრი ვიცინე

Posted by: giojavaxa 18 Dec 2017, 15:24
ვისრამიანს ვიწყებ დღეს და მერე სანტა ესპერანსას ჯერი დგება.

ზამთრის არდადაგებზე უნდა წავიკითხო.

სალომეა ვისრამიანი და ლუკასი მაინტერესებს

Posted by: giojavaxa 19 Dec 2017, 21:44
"პლეხანოველმა მოგელამ ვერაფრით გაარჩია რომლები იყვნენ ტყუპები,მაგრამ მღელვარების დროს დადუმება იცოდა და აღარ უკითხავს,რომლები იყვნენ იმათში ტყუპები"

Posted by: Ezekia 19 Dec 2017, 22:19
giojavaxa

რა ვისრამიანს იწყებ?

Posted by: giojavaxa 20 Dec 2017, 00:02
Ezekia
შუა საუკუნეების ქართულ ტექსტს ,სპარსულიდან ნათარგმნს.

Posted by: Ezekia 20 Dec 2017, 17:28
QUOTE
შუა საუკუნეების ქართულ ტექსტს ,სპარსულიდან ნათარგმნს.


giojavaxa, ნამდვილ ვისრამიანს ანუ???



spy.gif

Posted by: giojavaxa 20 Dec 2017, 19:59
Ezekia
დიახ,დიახ.სწორად მიხვდით

Posted by: დოჩანა 5 Jan 2018, 21:25
რამე ისეთი რომ დაწეროს, რომ გარღვევა გააკეთოს , ვერა ხო?

Posted by: giojavaxa 6 Jan 2018, 19:04
დოჩანა
ხალხი ამბობს სანტაა ეგეთიო, მე რომ მკითხოთ maid in tiflis-ით უკვე გააკეთა
* * *
შობის ღამეს გილოცავთ.

"მე შემიძლია, მოგიყვე, სულ იოლად, ალქაჯების ერთი პატარა ამბავი. ამბავი ღამისა და ქალაქის ქუჩებისა. ამ ამბავში ერთი დოლიძელი ბიჭი ვიქნები, ერთი ბახტრიონელი გოგო და ერთი ვაკელი ჯეელი. უფრო კი, სამი ბახტრიონელი გოგო და მათი შობა, რომელიც სადღაც, განათებულ ნამდვილ ქალაქებში, ამბერის ჩრდილებში, მართლაც თენდებოდა. ჩვენ კი, დავდიოდით ქალაქის ქუჩებში, ლუდხანიდან ლუდხანაში და ეს ქალაქი სულაც არ იყო ნამდვილი ქალაქი. ჩვენ ვეძებდით დუბლინს ჭავჭავაძეზე და ამ დროს არ გვახსოვდა, რომ ის ძველი, გაქექილი წიგნი, ზღაპარი იყო. და, ვერ დავთვერით. როგორ დათვრები და როგორ შეხვალ წიგნში, რომელიც კუჭის ტკივილით შეწუხებულმა კაცმა დაგიტოვა. თითქოს მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდე, იქაური განცდები თან შორსაა, თან კი აგერ, ორ ნაბიჯზე..."

შობა ღამის ალქაჯები.

Posted by: narmonana 7 Jan 2018, 10:11
ისე ყოფილა,რომ თოვლში ქუთაისშიც მოვხვედრილვარ სწორედ ახალ წლებზე და ბევრ
სხვა არასაკურორტო ადგილასაც.ძალიან უცნაურად და რაღაცნაირად მახსოვს ქუთაისის
სადგური,სადაც ხალხი რიგრიგობით თბებოდა რკინიგზის სუნით გაჟღენთილ პატარა
ოთახში.იქ ძველებური „პლიტა“ იდგა,ზედ კაცი პურის ნატეხებს აწყობდა და სწრაფადვე
იღებდა.რელსებიც კი დათოვლილი იყო,მატარებელიც,გზაც და ყველაფერიც.გემრიელი
რამე იყო,ყინვაც კი უხდებოდა.

https://drive.google.com/file/d/0B0xXfJdxKzFsWC0tdEx3MFRWM3c/view?usp=sharing

Posted by: giojavaxa 10 Jan 2018, 22:48
"საერთოდაც კი ქალაქი პლეხანოველი მოგელასთვის სამი რამ იყო : რუკა,ამინდი და მუღამი.თუ რომელიმე ამათგანი არ ჰქონდა,ქალაქი არ არსებობდა"

Posted by: დოჩანა 10 Jan 2018, 23:02
QUOTE
"საერთოდაც კი ქალაქი პლეხანოველი მოგელასთვის სამი რამ იყო : რუკა,ამინდი და მუღამი.თუ რომელიმე ამათგანი არ ჰქონდა,ქალაქი არ არსებობდა"

up.gif


ხოსრო მირზას თავი არის უმაგრესი.

Posted by: narmonana 14 Jan 2018, 22:13
ვააამახლა იყო ინტერვიუ.ახალ რომანს უნდა ველოდოთ ერთ-ორ თვეში

Posted by: GreenWestHam 15 Jan 2018, 14:43
მაგრად არ გამისწორდა ეგ ინტერვიუ

რაღაცა უაზრო და ცარიელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა. არადა არაა ეგეთი

სავარაუდოდ, სულაკაურის გამომცემლობის შეკვეთილი სიუჟეტი იყო და ამანაც დაიკიდა. თუ ეგრე არ არის, მაგრად გამიტყდება biggrin.gif

Posted by: guriaaa 15 Jan 2018, 14:58
QUOTE (GreenWestHam @ 15 Jan 2018, 14:43 )


სავარაუდოდ, სულაკაურის გამომცემლობის შეკვეთილი სიუჟეტი იყო და ამანაც დაიკიდა. თუ ეგრე არ არის, მაგრად გამიტყდება biggrin.gif

yes.gif

კი, "ვალი მოიხადა" გამომცემლობის წინაშე..

მართლა სძულს ინტერვიუები და საჯარო სვეცკაობა..


არადა ერთი სიამოვნებაა მასთან საუბარი ნებისმიერ სხვა გარემოში, ნებისმიერ თემაზე...

Posted by: nigo 17 Jan 2018, 15:22
მარეკ დუდაევი მოკლეს ცხინვალში, გადავიკითხოთ "აგვისტოს პასეანსი".

ქემერა არ გაქვთ წაკითხული?
ძალიან მაგარია ნახალოვკელი ქემერა.
ისეთი პასაჟებია biggrin.gif

ახლა თავიდან ვკითხულობ" ჩრდილი გზაზე" თინეიჯერებს უნდა წააკითხონ და ყველა ისტორიულ კვლევაზე კარგად მიხვდებიან ,რა იყო საბჭოთა კავშირი.

Posted by: Perske 18 Jan 2018, 20:10
QUOTE
ძალიან მაგარია ნახალოვკელი ქემერა

up.gif

Posted by: merkantila 18 Jan 2018, 20:38
მისი ახალი რომანის პირველი თავები წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ტრილოგიადაა ჩაფიქრებულიო, მაგრამ ჯერ ეს რაც არის ძალიან საინტერესოა... სულაკაური აპრილში ჩაუშვებს გაყიდებში ამ ახალ რომანს

Posted by: nigo 19 Jan 2018, 07:08
merkantila
რა ჰქვია ახლა რომანს?

გუშინ დავამთავრე "ჩდილი გზაზე"-კარგად არ მახსოვდა.
ძალიან საინტერესოდ წერს სტალინის დროიდან 90-მდე.
დაყოფილი აქვს ათწლეულებად.დოკუმენტური პროზაა.
ვისაც არ გაქვთ წაკითხული, ყველას გირჩევთ.Perske
Perske

ისე მიყვარს ეს გზააბნეული ქემერა, თითქოს ჩემი ახლობელი იყოს. smile.gif

Posted by: merkantila 19 Jan 2018, 10:16
nigo
კუპიდონი კრემლის კედელთან


Posted by: giojavaxa 19 Jan 2018, 16:59
maid in tiflis წავიკითხე ხელახლა.რა მაგრად გავს სიუჟეტები მესაიდუმლის ქამრიდან ტიფლისს. სარი ბეგი,სუნგალები, იონეს კუნძულები და ა.შ

ცალკე შირაზის ვარდისა და მოგელას სამიჯნურო ამბები, ხოსრო მირზა,ბერია და სხვ ამბები და ა.შ

მოკლედ მაგარია აკა რა.

სანტა მიდევს სახლში ერთი სული მაქვს როდის მოვიცილებ საქმეებს რომ გემრიელად ჩავუჯდე.

Posted by: wrangler7 19 Jan 2018, 21:23
იმედია, როგორც ყოველთვის 349 ლარი არ ეღირება drug.gif

Posted by: vaho 19 Jan 2018, 22:28
QUOTE
349 ლარი არ ეღირება


აპრილში გამოვა გაყიდვაშიო და მაისის ბოლომდე შეიძლება მოცდა.

ფესტივალზე 50 თეთრს დააკლებენ ალბათ და 348 ლარი და 50 თეთრი ეღირება.

შეღავათია მაინც...

Posted by: nigo 20 Jan 2018, 14:21
ჭავჭავაძის პროსპექტზე, წიგნის მაღაზიის გვერდით არის ერთი ბიბლიოთეკა. მოქმედი.
აკას ყველა ახალი წიგნი ჰქონდათ და იქედან მომქონდა ხოლმე. ნაყიდებიც ბლომად მაქვს. ვისაც გინდათ ჩაეწერეთ და უპრობლემოდ წაიკითხავთ.

Posted by: Ezekia 20 Jan 2018, 20:37
nigo

QUOTE
ჭავჭავაძის პროსპექტზე, წიგნის მაღაზიის გვერდით არის ერთი ბიბლიოთეკა. მოქმედი.


სად? უფრო ზუსტად? წიგნების რომელი მაღაზიის გვერდით? user.gif





Posted by: nigo 20 Jan 2018, 20:43
Ezekia

ახლა ვიხსენებ ამ მაღაზიის სახელს და ვერაფრით. ერთერთი პირველი მაღაზიაა,რომელიც გაიხსნა.
მოკლედ ტურისტული სააგენტო "ლევონ თრეველი",მერე მაღაზია "ჩიბო"და იმის გაყოლებაზე .არ მისული ბაზალეთის ქუჩაამდე. მოკლედ ბიბლუსის მოპირდაპირე მხარეს .
ვიპოვე გუგლში "პარნასი" რამ დამავიწყა smile.gif პარნასს უნდა გაჰყვეთ და იქვეა.

Posted by: GreenWestHam 20 Jan 2018, 22:11
ჭავჭავაძე რათ უნდა კაცო, მერიის ბიბლიოთეკაა ეგ, ყველა უბანშია თითო. 2-კვირიანი ვადით შეგიძლია გამოიტანო

საიტიც ჰქონდათ ადრე, სადაც ყველა უბნის ბიბლიოთეკის მისამართი ეწერა, თუმცა ახლა გათიშულია

https://www.facebook.com/tbilisismtavaribiblioteka/

აგერ ფეისბუკი და ვინც დაინტერესდება, დაგაკვალიანებენ

Posted by: Ezekia 21 Jan 2018, 01:50
nigo

მადლობაა up.gif love.gif

GreenWestHam

კი, ვიცი მთავარი ბიბლიოთეკა, დავდივარ. სხვაგანაც დავდიოდი, მაგრამ ახალი წიგნები ყველგან არაა ან ზოგჯერ ადგილზე არაა, გატანილია. მოკლედ, ამჯერად ამ ბიბლიოთეკით დავინტერესდი და დეტალები დავაზუსტე)


Posted by: nigo 21 Jan 2018, 06:49
GreenWestHam
Ezekia

როგორც მე მახსოვს. ამ კონკრეტულ ბიბლიოთეკას "პარნასი" აძლევდა საჩუქრად.ახლა ნამდვილად არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ მაშინ ერთი 10 წლის წინ ,ჩემი ბიჭისთვის და ჩემთვისაც ,სულ იქედან მომქონდა ახალი წიგნები.
ისე, რა კარგი იქნება , ტომებით გამოუშვან . რამდენი წიგნი თავიდან მაქვს საყიდელი ,ვათხოვებ ვინმეს და მორჩა.
ძალიან პატარა ტირაჟით გამოვიდა აგვისტოს ომის შემდეგ ყარყარაშვილის წიგნი და დამიკარგეს.აღარც არის.
საშა ჩიკვაიძის ძალიან საინტერესო მოგონებები იყო "ჭადრაკის დაფა"/მოკლედ , აწი უნდა ჩავიწერო თუ ვინმეს ვათხოვებ და ხელიც მოვაწერინო, თამასუქივით რა.



biggrin.gif

ისე, რა მაგარია, ოჯახის სამი თაობა ერთი და იმავე წიგნს რომ კითხულობს.

ისე, მე წელიწადში ერთხელ ჰეკლბერი ფინი რომ არ წავიკითხოლ არ არსებობს. biggrin.gif და კიდევ ანდერსენის და გაუპის ზღაპრები.ამხელა ქალი ვარ biggrin.gif
ამბობენ დათო წერედიანმა თარგმნა ძმები გრიმებიო. უნდა ვიყიდო. წარმომიდგენია, ზღაპრის მოყვარულს წრედიანის თარგმანი, როგორ სიამოვნებას მომანიჭებს.

Posted by: DATOIA 21 Jan 2018, 21:41
აუ ადრე მაქვს წაკითხული და ვერ გავიხსენე რომელი რომანია:

მოკლედ რეგიონში ვითარდება მოვლენები ანუ ტრადიციული თბილისის სიტუაცია არაა, ნიტო ზესტაფონი ნიტო ქუთაისი, ამ ლოკაციებში ხდება მოქმედება, პირველ პირში წერს და აღწერს გმირის ცხოვრებას.
ცოლი რომ მოიყვანა და ა.შ. ხოდა ვიღაც უცნაურ ტიპთან აქვს ურთიერთობა ან ირანელია ან თურქი, რომელიც ყოველთვის
რაღაც ბრძნულ რჩევებს აძლევს ხოლმე და ცხოვრების მნიშვნელოვან/გადამწყვეტ ეტაპზე ეხმარება ხოლმე. სენსეია მოკლედ ამის biggrin.gif

ხოდა მგონი აკასია და ვერ ვიხსენებ სახელს, მახსოვს ბევრი კარგი დეტალი იყო შიგნით ჩადებული და ხელახლა მინდა გადავიკითხო.
იქნებ ვინმემ გაიხსენოთ და დამიწეროთ biggrin.gif

Posted by: vaho 21 Jan 2018, 21:52
მამლუქია ეგ..........................

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%98_(%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98)

Posted by: DATOIA 21 Jan 2018, 21:56
QUOTE (vaho @ 21 Jan 2018, 21:52 )
მამლუქია ეგ..........................

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%98_(%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98)

ეგაა bis.gif

მადლობა



Posted by: დოჩანა 28 Jan 2018, 22:23
რამე მორჩილაძური მინდა. ახხალი ოღონდ.

ბევრი რამ არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რაც მაქვს ვფიქრობ საკმარისია ჩემთვის

Posted by: giojavaxa 2 Feb 2018, 03:07
დოჩანა
Maid in tiflis
მესაიდუმლის ქამარი
ძველი გულებისა და ხმლისა
სანტა ესპერანსა

Posted by: narmonana 3 Feb 2018, 13:03
giojavaxa
არ წაიკითხე სანტაა?.....


ახდა ჩემი ოცნება და მომეცა საშუალება,რომ აუდიტორიის წინაშე სანტა ესპერანსა განვიხილო biggrin.gif

უნივერსიტეტში

Posted by: giojavaxa 3 Feb 2018, 18:45
narmonana
ვკითხულობ ,კარგი ჩანს.

ახლახანს დავიწყე

Posted by: დოჩანა 7 Feb 2018, 15:51
giojavaxa
QUOTE
Maid in tiflis

QUOTE
ძველი გულებისა და ხმლისა

ესენი წაკითხული მაქვს, და მიყვარს ორთავე.

QUOTE
მესაიდუმლის ქამარი

ეს არ მაქვს

სანტა ესპერანსა სწრაფად გადავიკითხე ადრე არაფერი არ მახსოვს

Posted by: pusho13 17 Feb 2018, 12:11
ვიპოვე თემა როგორც იქნა

მეიდინ თბილისის
და მადათოვოს ტრილოგიის ყიდვა მინდა და აქედან მოსულა გამოწერა https://saba.com.ge/books/details/118

რამდენხანში მოაქვთ და უფრო იაფად ხო არ არის სადმე ?

Posted by: დოჩანა 17 Feb 2018, 12:13
მესაიდუმლის ქამარი კაია?
თუ სანტა უნდა გქონდეს წაკითხული ეგ რომ წაიკითხო?

Posted by: Ezekia 17 Feb 2018, 19:46
pusho13

ეგ ელექტრონული ვერსიებია. იყიდი და გექნება ელ.წიგნი. შესაბამისად, მოტანითაც არ მოგიტანენ. მე ვკითხულობ ელ.ვერსიებს, ამიტომ მაქვს მანდედან რაღაცეები ნაყიდი. თუ არ ხარ შეჩვეული და ვერ კითხულობ, არ ღირს ყიდვა.



დოჩანა
ალბათ უნდა გქონდეს წაკითხული, იმიტომ, რომ ეგეც სანტა ესპერანსაზეა. არ ვიცი, ცალკე როგორ აღიქმება, მე უკვე წაკითხული მქონდა ესპერანსა, როცა ქამარი წავიკითხე. ძალიან მიყვარს, ყველა აგარაკზე მიდევს სათითაოდ
facepalm.gif biggrin.gif


Posted by: pusho13 19 Feb 2018, 17:28
Ezekia

მადლობა გამოხმაურებისთვის , აღარ მაქვს ქინდლი და ელექტრონულიც არ მინდა ისე გავივლი მარაზიაში

და ვნახავ იაფად სად ჯობია ისე ყიდვა? რამდენიმე წიგნი მინდა


კიდევ ერთხელ მადლობა

Posted by: Moby-Dick 20 Feb 2018, 17:52
Ezekia
QUOTE
მე უკვე წაკითხული მქონდა ესპერანსა, როცა ქამარი წავიკითხე. ძალიან მიყვარს, ყველა აგარაკზე მიდევს სათითაოდ
 

ფეოდალი ყოფილხარ რა გინდა ეყაროს წიგნებიც biggrin.gif

Posted by: giojavaxa 20 Feb 2018, 18:43
დოჩანა
არა,არა. გაიგებ ჩვეულებრივ.

Posted by: დოჩანა 20 Feb 2018, 21:14
giojavaxa
მადლობა. ესე იგი, მაშინ ვიყიდი და წავიკითხავ მესაიდუმლის ქამარს.

სანტა ესპერანსაც კი მაქვს წაკითხული, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს.

Posted by: Ezekia 20 Feb 2018, 23:50
pusho13
QUOTE
და ვნახავ იაფად სად ჯობია ისე ყიდვა? რამდენიმე წიგნი მინდა


არ ვიცი, სად იქნება იაფად... სულაკაურის გამომცემლობისაა უმეტესობა, თუ არ ვცდები. მაგათ თუ აქვთ თავის მაღაზიაში რამე ფასდაკლება, არ ვიცი... რიდერსლენდზეა კარგი ფასდაკლებები, მაგრამ მორჩილაძეს თუ დებენ, ეგეც არ ვიცი) აპრილის ფესტივალზე თუ გამოიტანენ, იქ იქნება ფასდაკლებები. "სანტა ესპერანსაშია" 15%იანი ფასდაკლება შაბათს თუ კვირას, რაღაც საათებში... კიდევ რა ვარიანტები შეიძლება, აბა?...

Moby-Dick

biggrin.gif მემამულე biggrin.gif კითხულობ? მე არ მკითხო ოღონდ facepalm.gif punch.gif user.gif


Posted by: giojavaxa 23 Feb 2018, 02:17
სანტა დავიწყეეე...

თავიდან ვერ მოაქვს, ძველი ამბებია და უინტერესოა ცოტათი.

Posted by: narmonana 23 Feb 2018, 20:15
giojavaxa
პირველი ფერი სულ ისტორიაზეა.ბექსთორის ქმნის ასე ვთქვათ და.....


Posted by: giojavaxa 4 Mar 2018, 00:08
ჩემი მიხვედრით სიყვარული ყოფილა ტანჯვის მსგავსი რაღაცა, ოღონდ აუწერელ ოდენობის ჰაერით სავსე დიდი ბურთებით გამოვსებული რაღაც . ეს ბურთები კი ერთმანეთს ეხეთქებიან და ყოველი შეხეთქებისას ადამიანი გრძნობს აუწერელ ნეტარებას , რომელსაც მას მიუღწეველი მიზნის არსებობა ანიჭებს.

Posted by: giojavaxa 8 Mar 2018, 16:50
ბიძაჩემი ასევე ამტკიცებს,რომ კედლები სუნთქავენ და სახლები ისევე გვანან პატრონებს,როგორც ძაღლები თავიანთ პატრონებს.

Posted by: narmonana 9 Mar 2018, 10:17
დაბანეს ჩვენი ძმი ჯორჯ ბესტი?.........................
* * *
ყველაზე თესლი ტიპები ვინ იცით აკას წიგნებში.დაახლოებით ისეთი

ვალერა როა,ყარაბაღში.შაშხანას რო გაატანს პაპამისისას,აზზე ხართ,სომეხია და მაინც სომხების წინააღმდეგ გაატანს.

ან კიდე ის ტიპი,ძველი გულებისა და ხმებისადან,ბედუნას რო შეხვდება დუქანში,ყაჩაღი და წადი ამათთან ჩემი ანგარიშები მაქვსო,

ან ის,მორიდებული ზურმუხტიდან,მეწისქვილე ცალფეხა.

მმმ.კიდე ვინ,უი,მეიდ ინ ტიფლისიდან,მოგელას რო მოელანდება რუსული რესტორნის ტუალეტში,პაძეშკას რო მიცემენ ქართველები.


Posted by: giojavaxa 10 Mar 2018, 19:41
narmonana
2018 წელს საერთოდ აღარ დაუპოსტავს.

***

ძველი გულებისა და ხმლებიდან-გოგია ნუკრაძე და მანველოვი
maid in tiflis-დან ყველაზე თესლი ტიპები მაინც მოგელა და ლევიკო არიან.
მამლუქიდან-თვითონ მამლუქი
ქაღალდიის ტყვიიდან-მამა ონოსიფორე biggrin.gif

* * *
"საერთოდ ცხოვრება ხიფათია, ერთი გვარიანი,შარვალგამოხეული ხიფათი.მე ასე მგონია"

Posted by: miishooo91 11 Mar 2018, 17:44
giojavaxa
გიო როგორ ხარ? ლიტ.ჯი-ზე "გადაფრენა მადათოვზე და მერე უკან" დავითრიე და კარგია? ღირს ხო წაკითხვად?

Posted by: giojavaxa 11 Mar 2018, 18:15
მადათოვი ტრილოგიაა და კარგია,მაგრად იკაიფებ.

მე მაქვს სამივე ნაწილი და გათხოვებ.

Posted by: დოჩანა 11 Mar 2018, 18:17
giojavaxa
მადათოვი კაია მართლაც.

მესაიდუმლის ქამარი და ობოლე მინდა წავიკითხო, პრინციპში ობოლე იუტუბზეც დევს აუდიო წიგნის სახით.

და მოსმენა შეიძლება.

ცოტა ხანი გემბლინგისგან დასვენება მინდა და ამაში ვფიქრობ წიგნები დამეხმარება.
მორიდებულ ზურმუხტზე რას იტყვით? კარგია?

მე ძან მომწონს გაქრები მადათოვზე, ნუ ვეშაპი მადათოვზეც კარგია.
შენი თავგადასავალიც კარგია.
კარგად წერს აკა ზოგადად.
ზოგი რაღაცები არ მომწონს მისი, მაგრამ ეგ არაფერი.

Posted by: giojavaxa 12 Mar 2018, 00:41
დოჩანა
narmonana-მ ახსენა წინაზე მორიდებული ზურმუხტი,კარგია როგორც ვიცი.
პოსტ-მოდერნია თავითან ბოლომდე,პერსონაჟები სხვადასხვა რომანებიდან შემოდიან და ქალაქებს სახელი აქვს შეცვლილი და მაგარი კაიფიაო.

Posted by: narmonana 12 Mar 2018, 00:43
მორიდებული ზურმუხტიი?კაცურია ძაან

მაგრამ დომხალი,პირველ წაკითხვაზე ვერაფერი გავიგე,მეორე წაკითხვაზე გამისწორდა ძალიან.

მაგარი პერსონაჟები არიან და ამბავიც კაია....




Posted by: giojavaxa 13 Mar 2018, 22:49
მე სტამბულში ვიყავი,ბევრს ვფიქრობდი..
<..>
გოიმი რა არის ?
გოიმი არი.. გოიმი არი.. აი,ბებერი ვისრამიანია გოიმი. კაია ვისრამიანია გოიმი.
დათა ?
არა,დათა და სალომე არა.
ესე იგი...მე
შენ პატიოსანი ბიჭი ხარ. გოიმი რატო ხარ?
მე მინდა,რომ შენ,ნიკა...
* * *
<...>
ქართველებს ბებიები უყვართ. ბებიამ გამზარდა. პატარა რო ვიყავი,სკოლაში მომყვებოდა და კლასის კარებში ხელი ქონდა შემოყოფილი,კაროჩე აქა ვარო..აზზე ხარ ?

Posted by: narmonana 13 Mar 2018, 23:19
giojavaxa
QUOTE
ქართველებს ბებიები უყვართ. ბებიამ გამზარდა. პატარა რო ვიყავი,სკოლაში მომყვებოდა და კლასის კარებში ხელი ქონდა შემოყოფილი,კაროჩე აქა ვარო..აზზე ხარ ?

ეს რა მაგარია არაა?ნიკა რო ბაზრობს

აზზე ხარ,ბებიას რო აქვს ხელი შემოყოფილი

სუ მეტირება

Posted by: giojavaxa 14 Mar 2018, 01:12
narmonana
შენ წერდი ადრე უფროსი თაობა სხვანაირია აკას შემოქმედებაში,უფრო ჯიგრებიო.
ეგრეა რა..

ლუკაც უფროსი კაცია,ჯიგარია, უფროსი ვისრამიანიც მეკაიტიპება,აგათია ბებია ხომ ძმაა.

მეც ემოციურად ვუდგები ხოლმე.

სანდრო და კოსტა რომ წერს წერილს სალომეას აი ეგ მომენტი არ მინდა რომ მოვიდეს,თორემ ვიცი მაგრად დავიმწუხრები.
ძალიან ახლოა წერილის ზოგიერთი ნაწილი ჩემს ბოლო დროინდელ მდგომარეობასთან და რიავიცი,რიავიცი.

ბუზია და ლუკა გამიგებდნენ

Posted by: narmonana 14 Mar 2018, 09:16
giojavaxa
ეხხ.ბუზიას რა ზავიძენია აქვს.თუნუქის თეფშები და ხელში ყოველთვის ლიმნის ნაჭერი,თავის ხელით რომ დაგიწუროოს თეფშზე.სიტკბოებაა.


სანდროს და სალომეას ურთიერთობაც ხო ერთი ამბავია.საწყლები.

Posted by: giojavaxa 15 Mar 2018, 01:49
პირველად ვარ ასე.
წიგნი რამდენადაც ახლობელია,იმდენად უცხოა.
მუღამიც მაგაშია ეტყობა.

ისე გავედი 766 გვერდიანი წიგნის 515 გვერდამდე რომ ვერ გამიგია თავი და ბოლო.
* * *
ზოგჯერ maid in tiflis-ს ვუბრუნდები ხოლმე,ალალბედზე ვშლი და იქედან ვიწყებ კითხვას.
-რა გიჟები ხართ,მოგელ ,შენ და ლევიკო
-ვართ-ძლივს თქვა პლეხანოველმა მოგელამ და კიბეზე ჩაქანდა სათვალის უკან ყველაფრის მიმმალავი
* * *
მე ლუკა მქვია და წიგნს ვწერ.
ერთხელ ქალი შემიყვარდა. სულ ახალგაზრდები მიყვარდებოდა,თანაც ისეთები,ნავსადგურში რომ ვერ წიყვანდი,მე კიდე ნავსადგური მიყვარდა.
<...>

Posted by: narmonana 15 Mar 2018, 21:38
giojavaxa
კაი შორს გასულხარ..

ზეპირად ვიცი სანტა,ძალიან ბევრგან მაქვს ჩაკეცილი ფურცელი,რომ საყვარელი ადგილების გადაკითხვა შევძლო.და შიგნით მიდევს ათასი ფურცელი,ფოტო და მოსაგონარი რამეები.მართლა ცალკე კუნძულია..

მარტია,რომ ააკითხავს სალომეას ოთახში,გვიშველე დედაშენი გაგვაჩერებინეო

მაგარი ვინმეა სალომეა

Posted by: giojavaxa 15 Mar 2018, 22:29
narmonana
მივედი მანდამდე.

როგორც ჩანს სალომეა კაიაზე გიჟი გამოდგება ხო ?

Posted by: Ezekia 15 Mar 2018, 23:06
narmonana
QUOTE
მაგარი ვინმეა სალომეა


მაგარი რა მხრივ)



giojavaxa
ლუკა და ბუზია. love.gif love.gif


Posted by: დოჩანა 15 Mar 2018, 23:09
რა გემრიელად ლაპარაკობთ მე მინდა რამე გავიხსენო და გავიხსნებ ძველი გულებისა და ხმლისაში ბარდღუნიებს რომ ეძახის შვილიშველბს პერსონაჟი, რა ქვია მაგ პრსონაჟშ, მგონი წოწორია სკვამი.
მეგრელების თვისებაა ეგ )
სხვათა შორის ძალიან მაგარი რომანია ძველი გულებისა და ხმლისა.

Posted by: giojavaxa 15 Mar 2018, 23:14
დოჩანა
ზღვაზე რომ წერს და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს განსხავავებაზე მაგ დროს ლამისაა გული ამომივარდეს ხოლმე.
მაგარია აკა,მაგრად გრძნობს რა.
ისტორიკოსი და ეგრე გრძნობდეს იშვიათია.

Posted by: narmonana 16 Mar 2018, 10:36
Ezekia
იმ მხრივ,რომ ამ თითქმის განადგურებულმა ქალმა,შეძლო აეყვანა თავი ხელში და დედამისის გაფუჭებული საქმე უსისხლოდ მოატრიალა

Posted by: Ezekia 17 Mar 2018, 18:48
narmonana
ხო, რავიცი... მაგარი ქალი დედამისს თუნდაც თავის საქმეს ასე არ გააფუჭებინებდა და თავს არ გაანადგურებინებდა. მაგარი ქალი სანდროს გაყვებოდა, მაგარი ქალი ნიკას არ გაყვებოდა, მაგარი ქალი იმავე ნიკასგან ბავშვს არ გააჩენდა, თუ მერე თავისივე გამნადგურებელ კაიასთან დასატოვებელი გახდებოდა ის ბავშვი, მაგარი ქალი ძმას დაეხმარებოდა რამეში... ბევრ რამეს არ გააფუჭებდა მაგარი ქალი. სალომეს ამისთვის ძალა არ ეყო, თუ გვარს ვერ უღალატა, თუ რა იყო, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ დიდად კი აერია ყველაფერი. მასაც და მის ძმასაც. ცოდოები არიან ძალიან. ადამიანურად. ცოდოა უბედური ადამიანი. გაუხარელი, რასაც ქვია. ოღონდ ასე რომ არ მომხდარიყო, მთელი ამბების ხიბლი დაიკარგებოდა, რა თქმა უნდა, მთელი წიგნის სიტკბო და სიმლაშე. მკითხველის ეგოისტობით უნდა ვაღიარო, ძააანაც საინტერესოდ და კარგად წარიმართა ყველაფერი, ზუსტად ასე რომ წარიმართა. არაერთხაზოვნად.. სადაც კრისტალი კარგები და კრისტალი ცუდები არ არიან. შენ მაგარი გგონია სალომე, მე-არა. ერთი უბედური, მუდამ გაბრუებული ქალია, რომელსაც ყველაფერი ჩამოენგრა თავზე-სიყვარულიც, ოჯახიც, საგვარეულოც და სამშობლოც, და ჰა, რაღაცის გადარჩენას ეცადა. ბოლოს. როდისღაც. თავისი სახელის და ძალაუფლების გამოყენებით. ვის უნდა გაეკეთებინა ეს, თუ არა სალომეას? და გააკეთა რა. ოღონდ იმ ყველაფრის მერე, რის მერეც გააკეთა, თუ რის ფასადაც გააკეთა, მაგარი არ ეთქმის. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. იმჰო, თუ როგორცაა)

Posted by: giojavaxa 17 Mar 2018, 20:09
"მშვიდად ვარ და ეცადე,შენც მშვიდად იყო. მგონი, უსუსური წერილია. იცოდე,რომ მიყვარხარ. მე შენ მიყვარხარ,სალომეა ვისრამიანო. მართლა მიყვარხარ,სულ მიყვარხარ,რაც თავი მახსოვს, სულ შენ მიყვარხარ და მინდა,რომ სწორედ ასე მოვკვდე.
მიყვარხარ."

Posted by: wrangler7 17 Mar 2018, 21:37
სარბიელს არ გამოუშვებენ? თუ მივცე სანაგვეს ის ორი ნაწილიც?
უბრალოდ დაბეჭვდა უნდა, რა გახდა ასეთი ბლიააად

Posted by: giojavaxa 21 Mar 2018, 04:22
დავამთავრე სანტა ესპერანსა.
მაგარი იყო.
მოგვიანებით კიდევ დავწერ ჩემს აზრს.

Posted by: დოჩანა 25 Mar 2018, 15:01
ფებურთზე ან სხვა სპორტის სახეობაზე ბოლო ხანს არაფერს წერს? სიამოვნებით წავიკითხავდი.

Posted by: giojavaxa 25 Mar 2018, 15:06
აკას ახალი სტატია

არის ასეთი ძველი და დავიწყებული ტერმინი, ძველი კაცი. ძველი ბიჭი კი არა. ძველი კაცი. ეს ძველი კაცი ბევრ და სხვადასხვა რამეს მოიცავს და აუცილებლად კარგს. ეს არის სხვა წრთობა, სხვა სინდისი, სხვა ნამუსი, სხვა გამოცდილება, სხვა ქცევა, სხვა ზრდილობა, სხვა ჭკუა. არის კიდევ ერთი დავიწყებული ტერმინი, კარგი ქართველი. ამ ორ სიტყვას მაშინ მოიხმარდნენ ხოლმე, როცა ადამიანზე განსაკუთრებით გულით უნდოდათ რამის თქმა და მაინცდამაინც მის საქმიანობას კი არ გულისხმობდნენ, არამედ იმას, რასაც ის ძველი კაცი წარმოადგენდა. არის ასევე დავიწყებული ანეკდოტი, ძველად კარგი ცხენები გვყავდაო და ხოო, მარა იმ ძველ ცხენებზე ის ძველი ქართველები შესხდნენ და წავიდნენო.



http://indigo.com.ge/articles/people/zveli-cxenebi

Posted by: giojavaxa 2 Apr 2018, 00:43
მოკლედ ძალიან კარგი იყო სანტა,თავიდან ჭირდა.მიუხედავად იმისა,რომ ისტორიების კითხვას შეჩვეული ვარ,მაინც ვერ წაიღო,მაგრამ მერე წავიდა ლიწინ-ლიწინით..ძალიან გაასწორა..

პარალელები არის საქართველოსთან ძალიან მაგარი.

10/10

Posted by: Ezekia 2 Apr 2018, 00:49
giojavaxa

ხალხი ხო არ გეცნო? ) მოყევი რა, პარალელებზე...








Posted by: giojavaxa 2 Apr 2018, 03:20
Ezekia
სანტა ესპერანსადან ბრიტანული ჯარების გასვლა ძალიან ჰგავს სსრკ-ს დაშლას და საინტერესო ისაა,რომ ორივეგან სამოქალაქო ომი ჩაღდება.

16 საგვარეულო და კაიას მიერ შეკრული ჯარი მხედრიონს მაგონებს რატომღაც.

მძიმე წიგნია, ემოციები ამბებადაა ქცეული და სევდანარევი კაიფი ახლავს თან..
ზოგჯერ მეც დავიყვირე ლამის "სალომეა ვისრამიანო მიყვარხარ"


ლუკა მომენატრება, ლუკასა და ბარნოველი ლევიკოს გადაკვეთა იქნებოდა საინტერესო და სანდრო და კოსტასა და მოგელას შეხვედრა,ორივე შეყვარებულია,ორივეს მსგავსი ხვედრი აქვს სიცოცხლის აღსასრულისა.

კაიფია მოკლედ აკას შემოქმედება სევდანარევი, უახლესი ისტორიის ამსახველი, კულტურული ტრავმებით სავსე ამბები და თავგადასავლები

Posted by: SUBADARI 4 Apr 2018, 17:53
ობოლე წავიკითხე. ერთი ამოსუნთქვით. მშვენიერი იყო. სხვა არაფერი მაქვს აკასი წაკითხული და ჩავუჯდე უნდა მის ნაწარმოებებს. აი ნაღდი ქართულიო ამაზე იტყვის ადამიანი

Posted by: Ezekia 8 Apr 2018, 14:05
"XV საუკუნის დასაწყისში ცხუმში მყოფ გენუელებსა და ოდიშის ერისთავს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ამის შესახებ 1464 წლის 12 სექტემბერს ფეოდოსიის ყურეში არსებული ახალშენის- კაფას ხელისუფლებამ საგანგებოდ აცნობა შავიზღვისპირეთის გენუელთა ფაქტორიების მმართველ ორგანოს „წმინდა გიორგის ბანკს“, კერძოს მის რვავე პროტექტორს. ირკვევა, რომ ბანკი საქართველოსთან კონფლიქტს ძალიან მოერიდა. ამიტომ 1465 წლის მაისში გენუიდან გაგზავნილ წერილში ბანკის პროტექტორებმა შავ ზღვაში ვაჭრობით დაკავებულ იტალიელებს ოდიშის მთავართან მორიგება მოსთხოვეს: „შევისწავლეთ რა ყველაფერი, ჩვენ ვფიქრობთ- ნათქვამია წერილში,- რომ უპირველეს ყოვლისა თავი უნდა შევიკავოთ მდგომარეობის ყოველგვარი გამწვავებისაგან, რის გამოც ვაჭრებს შეიძლება საქართველოში ვაჭრობა აეკრძალოთ... რათა მშვიდობა, რომელიც ამჟამად ქალაქს აქვს, არ დაირღვეს. ჩვენი ვალია ვიმოქმედოთ და არა გამომწვევად. თქვენ უნდა შეისწავლოთ ვითარება, მაგრამ არ უნდა მოკიდოთ ხელი იარაღს. არ უნდა წააქეზოთ გენუელები, რადგან შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც გააფუჭებს სამეგრელოსთან ვაჭრობის საქმეს. სასარგებლოა წერილები გააგზავნოთ, დარწმუნება და შეთანხმება გამოიყენოთ.... გენუელებისათვის იარაღისა და ძალის გამოყენების უფლებას არ გაძლევთ და კიდევაც გიკრძალავთ, მაგრამ ეს აკრძალვა დარჩეს საიდუმლოდ“ ამ ინსტრუქციის შესაბამისად კაფას ადმინისტრაციამ სამეგრელოს ერისთავთან ლიპარიტ I დადიანთან კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარა. ეს კარგად ჩანს „წმინდა გიორგის ბანკის“ იმ ინსტრუქციიდან რომელიც 1465 წლის 4 დეკემბერს ფეოდოსიაში გაიგზავნა: „თქვენ კარგად მოაგვარეთ საქმე ბენდიანთან- ვკითხულობთ ინსტრუქციაში- სამეგრელოს მფლობელთან. მაგრამ თუ ამისათვის ხარჯები იყო საჭირო, ჩვენ მოვითხოვთ ამ ხარჯების დაფარვას წილგროვებით, ან კიდევ იმათზე განაწილებას, რომლებიც ჩავლენ და ივაჭრებენ მის სამფლობელოში“

გიორგი კალანდიას პოსტია, სანტა ესპერანსა გამახსენა ))

ქრისტე აღდგა. მრავალს დაესწარით.

Posted by: დოჩანა 8 Apr 2018, 20:15
ობოლეს აუდიო წიგნის მოსმენა ღირს?

Posted by: giojavaxa 10 Apr 2018, 00:36
Ezekia
ვახ..

გუშინ დავუყევი თბილისს,კერძოდ ქალაქ პლეხანოვს,აი როგორც მოგელა ამბობს ხოლმე ტიფლისში.
მომიწია ბაქოს კუჩაზე გავლა,კარგარეთელზეც გავიარე და კვირა დღეს,აღდგომა დღეს კალანდია დავინახე მუზეუმის ეზოში,სადაც დირექტორობს.

მერე გამოვედი მარჯანიშვილისკენ,მაკდონალდში ვიჯექი,wifi-ც დავიჭირე და კალანდიას ციტატა დამხვდა აქ. biggrin.gif

Posted by: Ezekia 23 Apr 2018, 20:22
giojavaxa
ჰეეე რა მაგარიააა )))

მომწონს ესეთი დამთხვევები, რატომღაც მიხარია ხოლმე) მგონია, რომ რაღაც კარგია))


Posted by: George_Best 19 May 2018, 23:52
რავა ხართ ჯიგრებო?

რა ხდება ახალი და კარგი

რამე პლეხანოველი მოგელასებრთა ჯიშისებრი ხო არ გვაქვს რამე?

ბავშვებმა პლანი არ უნდა მოიწონ მავნებელიაო ლევიკომ თქვა ერთხელ
პლეხანოველმა მოგელამ რა უპასუხა იცით?

Posted by: დოჩანა 19 May 2018, 23:54
QUOTE
პლეხანოველმა მოგელამ რა უპასუხა იცით?

ვინც პლანს არ ეწევა ტყვია დაეწევაო .

Posted by: George_Best 19 May 2018, 23:56
დოჩანა
QUOTE
ვინც პლანს არ ეწევა ტყვია დაეწევაო .

არაა,პლეხანოველი მოგელა კოვზირა ე.წ მძიმე კაცისნაირი ბოროტი კი არ იყო,ბნელებს და სასტავის დედის ტყვნას კი არ ემხრობოდა
უბრალოდ მარტივად მიუგო
იოგურტი ჭამე,სასარგებლოაო

Posted by: giojavaxa 20 May 2018, 17:42
George_Best
გაუმარჯოს კაცურ კაცს.

კი ეგრე უპასუხა მოგელამ.

ერთხელ კონგოს ეკითხება მოგელა,კონგო რომელი გოდა ხარო?
მოგელ ხო არ გამო^$ლევდი კლასელები არ ვიყავითო ?!

love.gif love.gif
* * *
George_Best
ახალი წიგნი დაიდება აკასი.

კუპიდონი კრემლის კედელთან,გაასწორებს მგონი..

Posted by: Sergi_Roberto 21 May 2018, 02:48
გამარჯობა, აკას წიგნების ელ ვერსია არ გაქვთ? ობოლეს გარდა სულ ერთია რომელი იქნება
smile.gif იქნებ დამილინკოთ

დოჩანა
კი ღირს, როგორც მახსოვს არც ისე ცუდი აუდიოა

Posted by: narmonana 31 May 2018, 20:45
არ #####ა ტვინი ამ კაცმა?!

ვის რათ უნდა სტალინი და ტროცკი........

ახლა ვკითხულობ და ვაბშე არ მისწორდება

Posted by: Ezekia 31 May 2018, 21:50
narmonana

აუუუუ ყიდვას ვაპირებ...

არაა??(((



Posted by: narmonana 31 May 2018, 22:05
Ezekia
რავი თუ გინდა,იყიდე,ვიღაც ტიპი გურულად ყვება ვიღაც რევოლუციონერებზე,ჯერ მაგამდე მივედი მარტო,,,მაგრამ წიგნის შუაშიც იგივეა.........
ვერღარ ვკაიფობ ეგეთებით.........

Posted by: Ezekia 31 May 2018, 23:37
narmonana



sad.gif sad.gif sad.gif

როგორი მოლოდინები და ამბები მქონდა...

ვნახავ აბა, წესით ხვალ უნდა გავაღწიო



Posted by: ვიღაც 12 Jun 2018, 12:33
QUOTE (narmonana @ 31 May 2018, 22:05 )
Ezekia
რავი თუ გინდა,იყიდე,ვიღაც ტიპი გურულად ყვება ვიღაც რევოლუციონერებზე,ჯერ მაგამდე მივედი მარტო,,,მაგრამ წიგნის შუაშიც იგივეა.........
ვერღარ ვკაიფობ ეგეთებით.........

გურულად თუ იმერულად კაცო? იმ დღეს მაღაზიაში ვატრიალე,გადავიკითხე რამდენიმე გვერდი და მივხვდი არ გამისწორდებოდა და აღარ ვიყიდე,რამე სანტა ესპერანსას ნაირი დაწეროს რა,ეს ბოლო წიგნები მე არ გამისწორდა,არც ობოლე და არც მორიდებული ზურმუხტი.ეს ქემერა თუ რაღაც არც მიყიდია.

Posted by: დოჩანა 20 Jun 2018, 10:48
გუშინ მიყიდა ჩემმა გოგონამ კუპიდონი კრემლის კედელთან

ძაან წიგნია

Posted by: babaiaro 20 Jun 2018, 13:37
QUOTE
ქემერა თუ რაღაც არც მიყიდია.

ვიღაც

ქემერა ძალიან კარგია.
მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლიაო ვერ იტყვი biggrin.gif
მაგრამ თუ ორიათასიან წლებში პერიოდულად ტოტალიზატორში შედიოდი რომ კითხულობ ისე ცხადად აღიდგენ სურათს თითქოს თავიდან დაბრუნდი იმ დროს.
სულ დასაწყისში აქვს ტოტალიზატორის სუნის აღწერა.
მართლა რაღაც სპეციფიური სუნი იდგა ხოლმე.
ალბათ ეხლაც დგას ნაკლები დოზით, რადგან ნაკლები ხალხი დადის.
იმდენად ზუსტია რომ მარტო ეგ რომ გქონდეს წაკითხული აკას ტექსტებიდან მიხვდები რა მაგარი მწერალია.
რა ზუსტად ეხერხება ემოცების და განცდების გადმოცემა.


Posted by: დოჩანა 21 Jun 2018, 13:00
babaiaro
ხო ეგ სუნი და არამარტო ეგ სუნი.
ბევრ რამეს აცოცხლებს.
თან ენაა ბუნებრივი როგორც ლაპარაკობენ ეგ მაზავშიკები და ტოტალიზატორშიკები.
ქემერას ისტორიები ჩურთესთან ერთად რომ რუსეთშია ჯარში ეგეც საკაიფოა.
მოკლედ კარგი წიგნია .
კარგად იცის და მოხერხებულია წერაში.

ეს კუპიდონი კრემლის კედელთან ჯერ არ ჩამიმთავრებია და თითქოს ისეთი არაფერი, მარა მაინც კარგად იკითხება.

Posted by: vaho 21 Jun 2018, 13:09
საზმაუზე რო არეკლამებენ, რა არის?

რაღაც მომავალი სეზონიდანო.

გადაცემების ციკლია თუ სერიალია რამე აკას სცენარით?

Posted by: narmonana 21 Jun 2018, 17:46
vaho
რაზეა?

საზმაუსთვის 3 წელია არ შემიხედავს.........


Posted by: PALERM00 30 Jun 2018, 12:16
სანტა ესპერანსაააა
ხეტია იმენა პატარა ბოროტი გენიოსია) ის პატარა სიკეთეც არ უნდა გამოეჩინა ://

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: George_Best 1 Jul 2018, 03:47
QUOTE
ალბათ ეხლაც დგას ნაკლები დოზით, რადგან ნაკლები ხალხი დადის.

ისევ იგივეა
და ის ხალხიც ისევეა
არ იცვლება ეგ და არც შეიცვლება
ახლა ოღონდ ფეხბურთის გარდა ბევრი სამაიმუნო რამე დაემატა,ფეხბურთის ის ძველი ბიძაკაცები ცოტანი დარჩნენ,მარტო მსოფლიო სპორტებით,ცოტა ფულიანი ბიძაკაცები კენოზეც გადაერთვნენ 21 მერე 61 იცის,იქით რალია,მერე კომპიუტერები დგას და ნარდის ფრიროლი შეგიძლია ითამაშო,ან ნარდი ლარიანი ხელი
მარა თამაშების დროს,კუთხური მესი შე ###ო,რონალდო წაიქეცი ყვითელი მიიღე #####ო,იგუიან შე ###ო რაღა ახლა გაიტანე,ეგ გენიალური შეძახილები და დუხი კიდე არის
ღმერთმა ნუ მოგვიშალოს,ცხოვრების ძვირფასი ნაწილი და ქართული თესლი ანდერგრაუნდი დაიკარგება მაგით ასე მგონია
ანთროპოლოგიას ვსწავლობდი ადრე,ხოდა ტოტალიზატორების მოთამაშეები რო შევთავაზე ლექტორმა დარბაზიდან გამაგდო,მარა ვერც ერთი თავმოყვარე ანთროპოლოგი ვერ დაიწუნებს ამ ამბავს მგონია

Posted by: babaiaro 17 Jul 2018, 11:00
George_Best
QUOTE
ისევ იგივეა
და ის ხალხიც ისევეა

ჰოო რაღაცეები რომ არ იცვლება კარგია.
შუქი რომ ქრებოდა მაშინ დავდიოდი ხოლმე ხშირად და მეტი კუთხური მეკიდა ყოველთვის biggrin.gif

პირველად მახსოვს 2001 წელს წავედი, ლექცია გავაცდინე რომ როგორც იქ ამბობდნენ მეჟკანტინენტალნი კუბოკი მენახა.
ბავარია ვს ბოკა
დილის 2 საათი და შუქი იყო მაგრამ მაშინ არცერთი არხი არ აჩვენებდა რომელიც სახლში მქონდა
შოკი მივიღე როცა 90 წუთი მორჩა 1:1 და ყველა ვინც უყურებდა ჩემს გარდა ან წავიდა, ან კიდევ თავის ფურცლებს მიუბრუნდა ეს რიკემლემე რა სლე ყოფილას ძახილით
შეიძლება რიკელმე მართლაც ### იყო მაგრამ არა იმ თამაშში, იმ თამაში ღმერთი იყო, მაგრამ კაი 3.2-იანი კუში გააფუჭა რადგან მარადონასავით მთელი ბაერნი არ მოატყუა
მართლაც განსაკუთრებული ხალხია, შენი ლექტორი თვითონ ყოფილა გასაგდები

ძალიან იცის რომელიმე სოციალური ჯგუფის ხასიათის შტრიხების დაჭერა
სუნგალები მეტყველებენ ზუსტად ისე როგორც ტიპები რომლებიც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცების ან ბრენდული სასტუმროს დაცვაში მუშაობენ (მარიოტი, შერატონი)
რომ არ ჭირდებათ ინგლისურის ცოდნა
მარტო უფროსს რომ მიესალმონ რომელსაც პიტერა ქვია
მაგრამ მაინც იყენებენ საუბარში ისეთ სიტყვებს როგორცაა ვთვათ შიფტი



Posted by: George_Best 21 Jul 2018, 04:22
babaiaro
აი კვირა ან შაბათი დღე რო თენდება,ხოდა საქმე არ მაქვს არაფერი,არც ფული,არც ვინმე რო მომიკითხოს,რამე მითხრას
სახლში ლარიანს ვპოულობ,ან ვშოულობ ,ან ვერც ფეხით მივტასაობ დელისზე,ვჯდები და პლ-ს რამე თესლ იგრას ვუყურებ
იქ ის ბიძიები სუ არიან,ჰარი კეინი რამე მხეცობას იზამს,მარა დედას აგინებენ,ან პირიქით ჰენდერსონი ყვითელს უაზროდ აიღებს შენ ჯიგარი ხარ :დ
QUOTE
შენი ლექტორი თვითონ ყოფილა გასაგდები

ახალგაზრდა გოგო იყო,არ იყო ნამყოფი ტოტოში,ვერ დაწვა,ან ის გაუტყდა რო ანთროპოლოგია ვიღაც წვერიანი ბნელი გრუზინის ტვინში ისე ჩავიდა რო ის სამყარო აღმოაჩინა(აღმოაჩინა რა იცოდა უფრო სწორად ასე გამოვა მგონი :დ),რომელზეც თვითონ არ ქონდა ნაფიქრი biggrin.gif

QUOTE
ძალიან იცის რომელიმე სოციალური ჯგუფის ხასიათის შტრიხების დაჭერა

ყველაფერი იცის
როგორ მომენატრა
რამე პლეხანოველი მოგელასნაირი ისევ დაგვიწეროს რა sad.gif

QUOTE
პირველად მახსოვს 2001 წელს წავედი, ლექცია გავაცდინე რომ როგორც იქ ამბობდნენ მეჟკანტინენტალნი კუბოკი მენახა.
ბავარია ვს ბოკა
დილის 2 საათი და შუქი იყო მაგრამ მაშინ არცერთი არხი არ აჩვენებდა რომელიც სახლში მქონდა
შოკი მივიღე როცა 90 წუთი მორჩა 1:1 და ყველა ვინც უყურებდა ჩემს გარდა ან წავიდა, ან კიდევ თავის ფურცლებს მიუბრუნდა ეს რიკემლემე რა სლე ყოფილას ძახილით
შეიძლება რიკელმე მართლაც ### იყო მაგრამ არა იმ თამაშში, იმ თამაში ღმერთი იყო, მაგრამ კაი 3.2-იანი კუში გააფუჭა რადგან მარადონასავით მთელი ბაერნი არ მოატყუა

love.gif love.gif love.gif
აკას ამბავია იმენა :დ

ბრატსი მეიდ ინ ტიფლისი ვინმესთვის გიჩუქნიათ?
მე ვაჩუქე ადრე ერთს
მე არ მაქვს,მქონდა თვითონ და იმას ვაჩუქე
მერე გამოვართვი და კიდე მე წავიკითხე
ხოდა იმას ჯერ არც წაუკითხავს და არც არასდროს წაიკითხავს ასე მგონია biggrin.gif

Posted by: Ezekia 22 Jul 2018, 01:54
კუპიდონი წავიკითხე კრემლის კედელთან.
მოულოდნელი სიამოვნებით.
ანუ ცუდს ველოდი უფრო, და მოულოდნელად რაღაცნაირად კარგად წავიდა.
არ მეგონა, თუ ის იმერული დიალექტი თუ კილო არ გამაღიზიანებდა.
ან ეს შინსახკომ-ჩეკა-ტრალალა არ მომბეზრდებოდა.
ან ეს მატარებელში გაწელილი ამბავი.
მიყვარს მატარებელი.
ამბავიც კარგად წავიდა, ის გემრიელი გამოთქმებიც იყო, აკასთან რო მხვდება, საიდანღაც შემოცურებული ფენებიც, კოხტად რომ ედება და აფერადებს მთავარ სათქმელს, ძველი ამბები, ხლართები, ქარგები, ქარგულობები, ახლები, მთავარი სათქმელი-წითელი წაფით ნაგვირისტები, რო არ დაგეკარგოს და თვალში გეჩხირებოდეს იმ წითელი საპოშკებივით...
მოკლედ, წავიკითხე კარგად. მთლად ისეთი ნეტარებით ვერა, როგორც სხვა ზოგიერთები, მარა საშვებულებოდ მქონდა გადადებული და კი შემომეკითხა შვებულებამდე.

მეშლება თუ ესეც ტრილოგიის ნაწილია??



Posted by: Voldemor 23 Jul 2018, 16:30
სარბიელის სტატიებს აღარ უშვებენ?

Posted by: babaiaro 25 Jul 2018, 15:23
George_Best
QUOTE
აკას ამბავია იმენა :დ

ეჰჰ რამდენი ეგეთი პრიკლუჩენია მქონდა როგორც მოგელა იტყოდა biggrin.gif
შუქი რომ ქრებოდა და დავწანწალებდი აქეთ იქით საყურებლად.


პირველი რაც წავიკითხე აკასი ზუსტად ეგეთი პრიკლუჩენია იყო სარბიელში დაწერილი როგორ ჩაქრა 1984 წელს შუქი საფრანგეთი-პორტუგალიის ნახევრფინალის დროს და როგორ უყურა ამან ცეხში ვიღაც ტიპებთან რომლებიც ამბობდნენ რომ თუ ფრე მორჩება პორტუგალია გადის შემდეგ ეტაპზე რადგან საფრანგეთი მასპინძელიაო და მერე როგორ არ ეძინა მთელი ღამე, რადგან როცა ახალგაზრდა ხარ და ნაკლები პრობლემი გაქვს თან ფეხბურთიც გიყვარს შეუძლებელია ეგეთი თამაშის მერე დაიძინო.
ზუსტად იმ თამაშის წინა დღეს დაწერილი სტატია იყო ზიდანმა რომ მოარტყა ხელზე ბურთი აბელ შავიერს და მერე პენალი გაიტანა.
უი მთელი 16 წელი გასულაო წერდა.
16 წლის მერე ალბათ კიდევ შეხვდებიან ევროპის რომელიღაც ლამაზ ქალაქში ერთმენთს საფრანგეთი-პორტუგალია მე ისევ პორტუგალიისკენ ვიქნები და ალბათ ისევ წააგებსო.
ეგ ვერ გამოიცნო შიგ პარიზში მისცეს smile.gif))
მაგრამ ისე კი არა მგონია ეს მძიმე პორტუგალია მოსწონდეს, მე აღარ მომწონს არადა მეორე ნაკრები იყო ჩემთვის smile.gif

მოკლედ ისეთი მაგარი სტატია იყო და ისე მოიტანა როცა ვკითხულობდი მაგით უფრო ვიკაიფე, ვიდრე მერე საღამოთი გამართული ნახევაფინალით smile.gif
და მივხვდი რომ რაც არ უნდა კარგი წიგნები ვიკითხო ამაზე ჩემიანს ვერ ვიპოვი biggrin.gif

მადათოვს რომ ვკითხულობდი გაოგნებული ვიყავი რასაც ველოდი 10 ჯერ იმაზე უკეთესი გამოდგა.
მაგრამ მოგელა მაინც ყველაზე მაგარია. აი მანდ თავის თავსაც აჯობა.
რაღაც დაუფასებელია თან, მე მგონი საბაც კი მისცეს მაგის გამო მაგრამ ეხლა რამდენს აქვს წაკითხული 1 პროცენტს ხო ალბათ?
არადა ჩვენი დროის შედევრია. მერე ან გაიგებენ მაგის მუღამს ან არა. უფრო არა.






Posted by: George_Best 4 Aug 2018, 15:46
babaiaro
QUOTE
რაღაც დაუფასებელია თან, მე მგონი საბაც კი მისცეს მაგის გამო მაგრამ ეხლა რამდენს აქვს წაკითხული 1 პროცენტს ხო ალბათ?

აი ისეთია რა
ჩვენ რო მოგვწონს,და შეიძლება ბიძაკაცებს
ქალების ამბავი არ მგონია,გინებები და ბიჭური პონტები
რაღაც ძაან ისეთია
ჰო მეც მგონია რო ჩვენი შვილები ამით ვერ იკაიფებენ
სხვებით შეიძლება
აი ფალიაშვილის ქუჩის ძარლები კიდე შეიძლება,მარა უნდა მოუყვე რო ომი გვქონდა ქალაქში და ისროდნენ და ათი წლის შემდგე თაობას ეგ როგორ უნდა გააგებინო biggrin.gif?
ვერც უცხოელი გაიგებს
ტოტოებიც ნელ-ნელა გადაშენდება
იმ 1 პროცენტს გვექნება გულში,როგორც თვითონ იტყოდა :დ

Posted by: narmonana 9 Aug 2018, 18:44
თქვენი აზრით აკას რომელი ნაწარმოებისაგან გამოვიდოდა კარგი ეკრანიზაცია,კინო ან სერიალი?

ჩემი აზრით,"შენი თავგადასავალი" ძალიან კარგი მატერიალია სერიალისათვის,მსუბუქი,კაი იუმორიანი ერთი სეზონი გამოვიდოდა,თავისი ლონდონელი ქართველებით,ზანგი სემით და ლიტერატურული გმირებით

ძველი გულებისა და ხმლებისგან კინო გამოვიდოდა ძაან საკაიფო...ტიფლისის გაუმჯობესებული ვერსია...

და მეიდ ინ ტიფლისიდან ვაბშე რამე არტჰაუსს გამოვიყვანდი...აი ვინმე რომ იკითხავდა,თბილისი რა არის აბაო,და ამ ფილმს აჩვენებდნენ

ლეუშას რომ ხვდება თევზის ბაზარში,მაგ ადგილზე ყველას აეტირებოდა იმენა

Posted by: George_Best 10 Aug 2018, 03:05
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებისგან გამოვიდოდა გენიალური ნუარი
ოღონდ,ძველი ამერიკული სტილის ნუარები რო იყო ეგეთი,ოღონდ ქეთა რიტა ჰეივურდი ვერ იქნებოდა,აი ქეთა სოფი მარსოა,ზაზა კიდე ვანს უფონ ე თაიმ ინ ე ვესთში რო ვწერიანი -შაიანია,ბოლოს რო იბდრიდება ეგ იქნებოდა




narmonana
შენ აღარ მომწონხარ ამ ბოლო დროს,უსათაუროს მოდერობა მგონია რო თავსი აგივარდა და ყველაფერი დაივიწყე [


Posted by: narmonana 11 Aug 2018, 13:08
George_Best
QUOTE
შენ აღარ მომწონხარ ამ ბოლო დროს,უსათაუროს მოდერობა მგონია რო თავსი აგივარდა და ყველაფერი დაივიწყე [

ხმერთმა დამიფაროს biggrin.gif

არაფერი დამივიწყებია

QUOTE
ონდ,ძველი ამერიკული სტილის ნუარები რო იყო ეგეთი,

ვირთხის მოკვლის სცენა კაი სასპენსი იქნება

Posted by: Ezekia 13 Aug 2018, 00:06
QUOTE
თქვენი აზრით აკას რომელი ნაწარმოებისაგან გამოვიდოდა კარგი ეკრანიზაცია,კინო ან სერიალი?


მე მგონია, სანტა ესპერანსას ამ ებიც გარგი გადასაღებია და ლამაზად საყურებელი... როცა ვკითხულობდი, ბევრი მოქმედი პირი მსახიობების სახით წარმოვიდგინე
facepalm.gif user.gif კარგი ამბებია, კარგად დასურათდებოდა...

ეს ბოლო წიგნიც კარგი გადასაღები იქნებოდა, შავ-თეთრი მატარებელი, ბოლი, მოფუთფუთე ხალხი და წითელი საპოშკები. სტალინი ხანდახან, ბუნდოვნად, და დგდგ ფონად...

მადათოვის ამბები-ძაან მაგარი! აი, ძაან მაგარი...

მამლუქიც... მამლუქი ცოტა ისეთი, თითქოს ბევრს არაფერს ელოდები, რაღაც არეული დრო, ერთფერი, მუქი-და მაგარი კანცოვკა. კარგი გამოვიდოდა ალბათ.

არაა? რას ფიქრობთ ამ ვარიანტებზე? ))


Posted by: narmonana 13 Aug 2018, 12:59
Ezekia
QUOTE
მე მგონია, სანტა ესპერანსას ამ ებიც გარგი გადასაღებია და ლამაზად საყურებელი... როცა ვკითხულობდი, ბევრი მოქმედი პირი მსახიობების სახით წარმოვიდგინე
   კარგი ამბებია, კარგად დასურათდებოდა...

აი მე კიდე ეგ ვერ წარმომიდგენია..ზედმეტად დიდია ფილმისთვის და ზედმეტად რთული სერიალისათვის..ბევრი სთორილაინია ზედმეტად

მაგრამ ერთი რომ აიღონ მარტო კაი იქნებოდა,პირველ რიგში თვითონ კუნძულებია კაი ადგილი დაეგ გაასწორებდა.
QUOTE
მამლუქიც... მამლუქი ცოტა ისეთი, თითქოს ბევრს არაფერს ელოდები,

ნუ მამლუქის სტილის ფილმები მაგრად გადის ახლა ჰოლივუდში...მამის ფიგურა კაცი,რომელიც მთავარ გმირს იცავს,გაასწორებს.პროსტა შეცვლა დასჭირდება,ძაან მოკლედ აქვს მთელი ცხოვრება დაწერილი..


ძირს სიმინდის რესპუბლიკა იქნება ძაან კაი.ქართველები ლონდონში,ეს საწყალი გლეხი ბიჭი და პლეხანოველი,რამე რუმე.

Posted by: Ezekia 14 Aug 2018, 00:29
narmonana არადა სანტა ესპერანსა წარმომიდგენია სერიალად, თან საკაიფო სერიალად, თავისი ყველა ამბით, დიქსლის ყუთებით და მესაიდუმლის ქამრებით facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif დავწერე კიდევაც, ბევრი მოქმედი პირის სახედ მსახიობები მყავდა მეთქი შერჩეული ))) ლუკა ერთი პუტკუნა კაცი იყო, ჭაღარა, წვრილი ცისფერი თვალებით და წითელი ცხვირ-ლოყებით, არც მსახიობის სახელი ვიცი, არც ფილმის სადაც მინახავს, მაგრამ ლუკას რომ ვკითხულობ, წინ ის კაცი მიდგას)) სალომეა არ ვიცი და მისი შეყვარებული ცნობილი ფრანგი მსახიობია, მაღალი შუბლით და შუაზე გადაყოფილი მოგრძო თმით. მოგრძო თმა აქვს მარტიასაც, ოღონდ ჭაღარა, მოკლედ აჭრილი გვერდებზე და კეფაზე, და ბოლოები კისერს უფარავს-რაღაც უაზრო მოდა იყო ეგეთი ვარცხნილობების 80-90იანებში. ხეტია დაბალი, გორგოლა, დაჭყეტილი თვალებით, დიდი ულვაშით, მელოტი კინკრიხოთი და გვერდებზე გაწეწილი თმით. ლუარსაბის ტიპი. ბუ-რობერტ სტურუა)) კაიას ადა მარშანიას ტუჩ ნიკაპი აქვს-მუდამ უკმაყოფილო...)))) ჯესიკა, იგივე ეზეკია, რენე რუსოს ტიპია, აგათია დედოფალი-საყვარელი!! გამხდარი, ჭაღარა მოხუცი, პარკინსონშეპარული ოდნავ მოცახცახე თავით... ძაან გამიგრძელდება ))) ქარიანების ნაპირიც ვიცი, ბერძნებიც, ტერასაც... ბუზიას სასადილოც... სულ ვიცი. ერთი მუსიკა არ ვიცი, მუსიკაში ვიჭედები... მგონია, ლამაზი სერიალი იქნება.

კი, სიმინდის რესპუბლიკაც კარგი იქნება. მაგრამ მგონია, რომ მადათოვი მაგარი გამოვიდოდა. რავი.


Posted by: Katana_ 14 Aug 2018, 08:08
თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელი არის?
rolleyes.gif

Posted by: narmonana 14 Aug 2018, 08:39
Ezekia
ლუკა
user posted image
QUOTE
. მოგრძო თმა აქვს მარტიასაც,

ნუ,ცოტა ახალგაზრდა,სულ ცოტა
user posted image
QUOTE
. ხეტია დაბალი, გორგოლა, დაჭყეტილი თვალებით, დიდი ულვაშით, მელოტი კინკრიხოთი და გვერდებზე გაწეწილი თმით.

ხეტია პაატა გულიაშვილმა უნდა ქნას,იმენა ქლესა ტიპს კარგად ითამაშებს..
QUOTE
აგათია დედოფალი-საყვარელი!! გამხდარი, ჭაღარა მოხუცი, პარკინსონშეპარული ოდნავ მოცახცახე თავით

biggrin.gif
user posted image
რომ წარმოვიდგენ ეკრანიზაციას,იმენა მეტირება,ისეთი კაი იქნება biggrin.gif

ალესანდრო და კოსტა მოფამფალებული ტიპი მგონია,პატარა ღიპით...

და მონიკა,უჰჰ...ახლა სანტაზე ლაპარაკი მომინდა,ადრე დავთვერით და ერთ ტიპთან ვლაპარაკობდი კაი ხანს სანტაზე

Posted by: Ezekia 14 Aug 2018, 12:21
narmonana
ჰეეე, ჩემებისგან სრრულიად განსხვავებული ტიპაჟებია, ა ი საერთოოოდ ))))

რა მაგარია up.gif up.gif up.gif user.gif


Posted by: IronBank 14 Aug 2018, 12:58
კუპიდონს ვკითხულობ და ხომ არ ოცით ქართული თარგანის გამოცემა იგეგმება?

Posted by: Katana_ 14 Aug 2018, 15:09
"გასეირნება ყარაბახში" პირველი ნაწილი ასე თუ ისე ძალიან კარგი გამოვიდა
დაჟე წიგნზეც კარგი up.gif

Posted by: Greta 20 Aug 2018, 00:01
ობოლე ვიყიდე, რიხინრიხინით მიდის, გემრიელად იკითხება.
ჩემდა სამარცხვინოდ ბევრი არაფერი წამიკითხავს მორჩილაძის, ისიც წლების წინ, რაც წამიკითხავს.
მაგრამ ამან ისე მასიამოვნა, აწი ჩავუჯდები სხვებსაც.


Posted by: narmonana 20 Aug 2018, 09:45
Ezekia
აუ აუუუ,ობოლეც რა მაგარი ფილმი გამოვიდოდა?მთელი ხაჭაპურებით,ისტორიებით და ბოლოში გავარდნით

რამდენი ხანია არ წამიკითხავს,შეყვარებულს ვათხოვე და მეორე დღეს დამშორდა biggrin.gif
ხოდა იმას დარჩა....ეგ და შარფი


ბოზი biggrin.gif

Posted by: giojavaxa 20 Aug 2018, 18:06
აქ რა კაი ამბები ყოფილა ჩემს არყოფნაში.


მოგელა რომ ლევიკოს ეუბნება შენ გარდა ვინ მიპოვიდაო.


აგათიას როლს სესილია ითამაშებდა მაგრად ან ნინო ჩხეიძე მაგრამ კაი დროსია ახლა.


ან ის ქალი კიდე ცხელი ძაღლის მუზეუმების სეზონში როა.


ხეტიას ითამაშებდა ერეკლე საღლიანი ან პარლამენტარი როა მსახიობი ჯაფარიძე მაიტა ნასოსიდან.


კუპიდონი დავიწყე დღეს, 60 გვმდე მივედი.
კარგი ჩანს.

ამინდები ვერაა პლეხანოვზე კაი,ვერ მიეფიცხებოდა მოგელა მზეს

Posted by: Chocolate Jesus 20 Aug 2018, 18:24
ბოლო "ჩრდილი გზაზე" წავიკითხე ))

ძაან მომეწონა და მამაჩემს ვურჩიე, 48იანია :დ

რეებს მაკითხებო, ყველაფერი ზეპირად ვიცი აქ რაც წერიაო :დ

მოეწონა yes.gif

მე ძაან ვისიამოვნე.
მიყვარს აკა.


Posted by: galaqtikosi 20 Aug 2018, 21:55
მესაიდუმლის ქამარს ვკითხულობ და რაღაც ვერ მოაქვს ჯერ.. sad.gif

Posted by: narmonana 20 Aug 2018, 21:57
galaqtikosi
სანტა წაკითხული გაქვს?სანტას გარეშე რავი..იქნებ ეგრეც არ მოგეწონოს

მე მომეწონა,კაი ჩახლართული ამბავია

Posted by: galaqtikosi 20 Aug 2018, 22:01
narmonana
მწერლებსა და წიგნებზე, აგვისტოს პასიანსი, ჩრდილი გზაზე, ობოლე, ჩემი თავგადასავალი, ესენი მაქვს მხოლოდ წაკითხული..

Posted by: narmonana 20 Aug 2018, 22:03
galaqtikosi
მესაიდუმლის ქამარი და სანტა ესპერანსა ორივე ერთ ქვეყანაშI,სანტა ესპერანსაში ხდება.ხოდა თუ კარგად არ იცნობ იმ წიგნის სამყაროს,იქნებ ეგრეც ვერ მოიტანოს..

Posted by: galaqtikosi 20 Aug 2018, 22:04
narmonana
სანტას თითქოს ბოლოსკენ ვიტოვებდი, ანუ ჯერ სანტა ჯობია და მერე ქამარი?

Posted by: shaknike 20 Aug 2018, 23:15
QUOTE
კუპიდონი დავიწყე დღეს, 60 გვმდე მივედი.
კარგი ჩანს


მიუხედავად იმისა, რომ იმერელი ვარ და რაც თავი მახსოვს (почти) ეგ დიალექტი ჩამესმოდა,
დამღალა მთხრობელმა rolleyes.gif ცალკე დამახასიათებელი თემიდან თემაზე ხტუნაობა, მიდებ მოდება, ბჭუტური biggrin.gif
***
ეგი იმან იქანე იმაზე იცოდა მაგი ამბავი აპა არააა?

* * *
https://www.youtube.com/watch?v=HV6cS4an2sE&t=207s

Posted by: ჯიმ"მორისონი 25 Aug 2018, 18:30
მოგწონთ ეს ახალი რომანი ? rolleyes.gif
შვამდე მივედი და ვეღარ ვკითხულობ sad.gif

Posted by: Ezekia 25 Aug 2018, 21:25
კუპიდონი? მე მომეწონა. არ ველოდი სხვათა შორის, ესეთი თხრობა რო იყო, ვიფიქრე, დამღლის მეთქი. არ დამღალა და კარგადაც ჩავედი ბოლომდე. მაგ პონტში ქემერა უფრო გამიჭირდა თავის დროზე. მოყოლის მანერის გამო.

Posted by: shaknike 26 Aug 2018, 01:36
ჯიმ"მორისონი
Ezekia
მთელი მსვლელობა დაჭერილი ხარ ქეისით დაინტრიგებული ბოლობოლო რა მოხდება, თორე მსვლელობაში არც არაფერი არ ხდება...
მაგრამ ფინალი გადაწონის... ბოლო გვერდებშია მთელი ოსტატობა...

Posted by: ჯიმ"მორისონი 26 Aug 2018, 12:58
shaknike
ვითომ ? ყველა წიგნში რომ ვიღაცა ყვება ამბავს mo.gif


Posted by: giojavaxa 30 Aug 2018, 00:57
გაასწორა კუპიდონმა,ბოლომ დაგლიჯა

Posted by: დოჩანა 30 Aug 2018, 00:58
კუპიდონის ფინალი მართლა სასწაულია.

Posted by: ჯიმ"მორისონი 30 Aug 2018, 09:32
მოგეწონათ ესიგი უმეტესობას,ხომ ეგრეა ? rolleyes.gif

Posted by: Gemin 7 Sep 2018, 22:54
QUOTE
სანტა ესპერანსა

გამარჯობა. ხომ ვერ მათხოვებთ? smile.gif

Posted by: Ezekia 10 Oct 2018, 21:52
აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნისას



http://liberali.ge/articles/view/40002/aka-morchiladzis-sityva-frankfurtis-tsignis-bazrobis-gakhsnisas

user posted image

Posted by: Moby-Dick 10 Oct 2018, 22:50
QUOTE (vaho @ 21 Jun 2018, 13:09 )
საზმაუზე რო არეკლამებენ, რა არის?

რაღაც მომავალი სეზონიდანო.

გადაცემების ციკლია თუ სერიალია რამე აკას სცენარით?

1-2 დღის წინ მოვკაი თვალი პირველ არხზე, ბეღელთან იჯდა რაღაცას ყვებოდა, ვეღარ გავაგრძელე ყურება, მაგრამ ეგ გადაცემა უნდა იყოს დაიწყო ეტყობა
* * *
მოვძებნე, მე რაც ვნახე ეგ მეხუთე სერია ყოფილა უკვე
აქედან იწყება ესე იგი


Posted by: user117 11 Oct 2018, 12:51
user posted image
______________________

Posted by: narmonana 12 Oct 2018, 14:08
პლეხანოველმა მოგელამ ხმადაბლა უთხრა:
- სბოგამ...


როგორ წარმოვიდგენ იცით?იმენა თვალწინ მიდგას სულ biggrin.gif

Posted by: burke 17 Oct 2018, 17:18
Katana_

QUOTE
"გასეირნება ყარაბახში" პირველი ნაწილი ასე თუ ისე ძალიან კარგი გამოვიდა
დაჟე წიგნზეც კარგი


რა სისულელეა smile.gif
წიგნის მეათასედიც არ არის ფილმი

smile.gif

Posted by: Heart_of_Darkness 28 Oct 2018, 20:33
დღეს, მადათოვის ტრილოგია ვიყიდე ბუკინისტთან, 5 ლარად.
,,გადაფრენა მადათოვზე და უკან" დიდიხნის წინ მაქვს წაკითხული,
სულ მაინტერესებდა სხვა ნაწილებში რა ხდება.


ძველ თბილისურ ამბებს რომ აცოცხლებს აი, ეგ მომენტი მომწონს აკასთან.

Posted by: George_Best 11 Nov 2018, 02:50
პლეხანოველმა მოგელამ ბარნოველი ლევიკოს ერთ-ერთი ნაშა საფლავზე ტაქსით წაიყვანა
კაწერინა ფუქსი თუ სწორად მახსოვს
წამოსვლისას,კაწერინა თავისი ხოდით წავიდა
ტაქსისტმა კაწერინას გახედა და მოგელას უთხრა
-ლამაზად დაბერდება
მოგელამ სიგარეტს მოუკიდა და უპასუხა
-თუ დაბერდება საერთოდ
* * *
narmonana
giojavaxa
actionscr1pt


დაბრუნდით
ამოვწიოთ თემა
რამე ვიბაზროთ

Posted by: narmonana 11 Nov 2018, 11:25
George_Best
ბოლო პოსტში მე მაგ მომენტზე მიწერია biggrin.gif

მაგარი ვინმეა კაწერინა..ქართულად დამიძახეო,რომ ეუბნება........

აქამდე სანტა თუ მომწონდა,გადმოვდივარ მეც ნელ-ნელა მეიდ ინ ტიფლისისკენ.....

სცენა წარმოიდგინე ძმაოო,სცენა,არაა კინო?ქალი დგას სასტუმროს შესასვლელთან და "- სკაჟი მაიო იმია!" და მოგელაც ხმამაღლა ამბობს "- კაწირინა,კაწირინა!"


Posted by: GreenWestHam 11 Nov 2018, 14:47
George_Best
narmonana
ეე კაწერინას თვალებია მანდ მთავარი მუღამი
ერთი ცხოვრება ღირდა მაგ თვალების სანახავად

Posted by: burke 15 Nov 2018, 12:02
ფალიაშვილის ქუჩიას ძაღლებში მოქმედება ხხდება 1993 წლის 4 დეკემბერს

ზაზა რომ დგას სარკეში ასე ამბობს, გუშინ წინ პაბლიტო ესკობარი მოუკლავთ მედელინშიო
დავგუგლე და პაბლიტო 2 დეკემბერს მოკლეს, 1993-ში

ხო, კიდევ ერთი ფაქტობრივი შეცდომა, ნაწარმოები დაწერილია 1995 წელს, ანუ ფალფ ფიქშენი გამოსული იყო მაშინ
მაგრამ ვატოს , რომელიც მრგვალ ბაღში ესაუბრება ზაზას ნანახი ვერ ექნებოდა ფიზიკურად, იმიტომ რომ 1 წლის მერე გადაიღო ტარანტინომ ფილმი
ხოლო რასაც პეტრუჩიო ამბობს ნეპრაშონნიზე ეგ შესაძლებელია, 1992 წელს არის ეგ გადაღებული biggrin.gif

გავიმეოროთ ბუმბერაზი კლასიკოსები bis.gif

Posted by: giojavaxa 27 Nov 2018, 00:37
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
რომ გაწერია მოგელას ფრაზა არაა ეგ ?

Posted by: narmonana 27 Nov 2018, 09:14
giojavaxa
ჰოო biggrin.gif შანტაჟისტი რო უტყნავს ტვინს


Posted by: shaknike 27 Nov 2018, 10:11
burke
4 დეკემბრის "გუშინწინ" 2 დეკემბერი არაა?

Posted by: giojavaxa 8 Dec 2018, 00:30
"ის ბევრს იცნობდა სანტა სიტიში და ეს ნაცნობობა აღარაფერში უნდოდა, სანტა სიტი მისი ძველი სინამდვილის ქალაქი იყო, ხოლო როგორ ამოიზარდა იქიდან ახალი სინამდვილე ამაზე ფიქრი საშინლად ღლიდა."


ჟენვიევ ბლომ უკვე იცოდა,რომ შეუმჩნებელი და არარსებული იყო,როგორც ქალი და როგორც თავგადასავალი".

Posted by: Pablo Aimar 8 Dec 2018, 04:41
burke
და რა იცი,ის ესკობარი რო არ მოკლეს,რომელმაც თავის კარში გაიტანა გოლი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე biggrin.gif?

Posted by: Ezekia 18 Dec 2018, 00:25
მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი -

ამის ელექტრონული ვერსია არსებობს??


Posted by: giojavaxa 19 Dec 2018, 00:20
Facebook memory-ში ამოაგდო

"პლეხანოველმა მოგელამ ვერაფრით გაარჩია რომლები იყვნენ ტყუპები,მაგრამ მღელვარების დროს დადუმება იცოდა და აღარ უკითხავს,რომლები იყვნენ იმათში ტყუპები."

Posted by: qarsaoti 20 Dec 2018, 03:32
ბადუნა ფავნელის ამბავი გამახსენდა, სასამართლოში რომ ამტკიცებს, ის მიწა ორბელიანებისააო და იმატმა გაგვსაჯონო, აჰ და კიდევ, არსენა ოძელაშვილს რომ გამოთქმულ ლექსს ეტყვის მეორე დატყვევებული.. უმაგრესი მწერალია აკა

Posted by: B l a c k J a c k 20 Dec 2018, 09:22
მე უფრო და უფრო მომწონს აკა. ფეისბუქ ჯგუფში იყიდებოდა მისი წიგნები, მეთქი ავიღებ რამდენიმეს. ვიღაცა მივიდა და ყველა იყიდა :დ მეთქი იმედია მოასწრებს წაკითხვას:დ

Posted by: Ezekia 20 Dec 2018, 20:43
აკას ყველა წიგნი გაქვთ?

ეხლა რომ გადის მაგის გადაცემები, უყურებთ ვინმე?


Posted by: narmonana 20 Dec 2018, 20:51
Ezekia
ააჰაამ, ალბათ ორი წიგნის გამოკლებით.....


ხუთ სერიას ვუყურე, ძაან წვალობს ლაპარაკისას და ვბეზრდები biggrin.gif
* * *
ძველი აკა მომენატრა,გამოგონილი მთავარ8 გმირი რომ ყავს, ჯიგარიი..
* * *
qarsaoti
QUOTE
აჰ და კიდევ, არსენა ოძელაშვილს რომ გამოთქმულ ლექსს ეტყვის მეორე დატყვევებული.. უმაგრესი მწერალია აკა

ეგ ხო ვენერას სიზმარია........

Posted by: Ezekia 20 Dec 2018, 21:17
narmonana
QUOTE
ააჰაამ, ალბათ ორი წიგნის გამოკლებით.....


ვახ!
* * *
რაღაცა მეტი დავწერე და მარტო ვახი დაიპოსტა ))

შემგროვებელი ხარ ფაქტიურად up.gif


Posted by: narmonana 20 Dec 2018, 21:21
Ezekia
აბაა biggrin.gif ქაღალდის ტყვია არ მაქვს და კიდე რაღაც პატარა წიგნი ადნაჟდი ვ თბილისი თუ რაღაც ეგეთი
კაგდატა ინ ჯორჯია

ჰო კიდე ობოლე არ მაქვს,შეყვარებულმა წაიღო და წავიდა biggrin.gif მაგრამ ხომ მქონდაა

ყარაბაღის და სანტას პირველი გამოცემები მაქვს და დიქსლი კანეშნა...კოლექციის ბადახშებიი biggrin.gif

Posted by: Ezekia 20 Dec 2018, 21:38
narmonana
QUOTE
ყარაბაღის და სანტას პირველი გამოცემები მაქვს და დიქსლი კანეშნა


მაგარია up.gif


მე არ მაქვს ყველაფერი. არც მიფიქრია, სიმართლე გითხრა. აი, ბლექჯექმა რო დაწერა
QUOTE
ფეისბუქ ჯგუფში იყიდებოდა მისი წიგნები, მეთქი ავიღებ რამდენიმეს. ვიღაცა მივიდა და ყველა იყიდა

მაგის მერე დავინტერესდი ))

რაღაცეები ელექტრონულად მაქვს მარტო, რაღაც საერთოდ არ მაქვს-წავიკითხე და მორჩა, არ მომინდა, მქონოდა. ერთი კი მინდოდა და ვერ ვიშოვე, ელექტრონული მქონდა და ისიც მივაკარგე რაღაცნაირად. ქაღალდის ტყვია არ მაქვს მაგალითად. არც ყარაბაღი ))

Posted by: B l a c k J a c k 22 Dec 2018, 23:54
მესაიდუმლის ქამარში არის იოანელი მწერლების და მათი ფსევდონიმების ჩამონათვალი. სადაც არის თომ სევერიანე და ტიმ სევერიანი. ვითომ არაფერი , მაგრამ გუშინ შევიძIნე წიგნი: იასონის მოგზაურება და ვისი დაწერილი აღმოჩნდა: ტიმ სევერინის :დ

ბრიტანელი მკვლევარი, რომელმაც 12 ნიჩბიანი ხომალდით აიღო გეზი კოლხეთისკენ და დაამტკიცა, რომ იასონს შეეძლო ჩასვლა მსგავსი ხომალდით. ვითომ მოსეს წიგნებია, არა და :დ

Posted by: narmonana 22 Dec 2018, 23:55
B l a c k J a c k
QUOTE
მესაიდუმლის ქამარში არის იოანელი მწერლების და მათი ფსევდონიმების ჩამონათვალი. სადაც არის თომ სევერიანე და ტიმ სევერიანი. ვითომ არაფერი , მაგრამ გუშინ შევიძIნე წიგნი: იასონის მოგზაურება და ვისი დაწერილი აღმოჩნდა: ტიმ სევერინის :დ

ეგაა პოსტმოდერნიზმის კაიფი,ტიპი ერთმანეთში ურევს გამოგონილს და ნამდვილს biggrin.gif იმ დონემდე მიდიხარ რომ გამოგონილი ნამდვილი გგონია და ნამდვილი გამოგონილი biggrin.gif


Posted by: ახალგაზრდა 28 Dec 2018, 18:12
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები წავიკითხე თვითმფრინავში
გული კი მიგრძნობდა ცუდს მთელი წიგნის განმავლობაში მაგრამ დასასრულმა მაგრად დამგრუზა

Posted by: qarsaoti 29 Dec 2018, 00:38
QUOTE (narmonana @ 20 Dec 2018, 20:51 )

qarsaoti
QUOTE
აჰ და კიდევ, არსენა ოძელაშვილს რომ გამოთქმულ ლექსს ეტყვის მეორე დატყვევებული.. უმაგრესი მწერალია აკა

ეგ ხო ვენერას სიზმარია........

ხოო მგონი ეგაა, ზემოთ ერთი კაი ცივი წყალი გამოგვიდისო, და თუ ჩემმა სიტყვებმა გაგაბრაზა, აბრძანდი და მიირთვიო, აი მაგ მომენტზე ვიძახი

Posted by: დოჩანა 29 Dec 2018, 13:45
მაიდ ინ ტიფლის მოვიტანე გუშინ, დამიბრუნა მეგობარმა. დავიწყე კითხვა , ეხლა სულ სხვაა , ვიდრე პირველი წაკითხვისას იყო,... მაგარია მოკლედ ძალიან.

Posted by: დოჩანა 31 Dec 2018, 17:27
ვულოცავ ავტორს ახალ წელს და ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ.

ტელეგადაცემათა ციკლი იონას საქართველოც სრულიად შესანიშნავია

Posted by: nigo 3 Jan 2019, 19:33

დღეს ვფიქრობდი სანტა ესპერანსას გადავიკითხავ_მეთქი და გამქრალა სახლიდან sad.gif

ჩემი მეზობელია ,გვერდით სადარბაზოში.როცა თბილისშია ,ხშირად ვხდები " ანტრეში"სახლის წინაა.
ახალ წლებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე.მე არ ვარ ისეთი ,მივიდე და რამე ვუთხრა.არადა,ვგიჟდები ,ვერც ცნობენ.აზრზე არ არიან რამხელა მწერალია.

ბოლოს ვერ მოვითმინე და მინდოდა ,რამე მაგარი მეთქვა.ის,რომ სამი თაობა ვკითხულობთ,რომ იონას საქართველოს არ ვტოვებ და მილიონი რამის თქმა მინდოდა.
ამის მაგივრად ვეუბნები,ობოლეში რომ წერთ,ჩემი ძმა მუსიკალურ სკოლაში ბეთხოვენს ეტანჯებოდაო,ამ სიტყვით უწერია,მე ასე ვეტანჯე " ლაჟვარდოვან ზურმუხტს მაგრამ ძალიან მაგარი პასაჟები კი ზეპირად კი ვიცი_ მეთქი.ისე დაიმორცხვა,მოკლედ უაღრესად თავმდაბალია.

Posted by: narmonana 3 Jan 2019, 22:15
nigo
QUOTE
ლაჟვარდოვან ზურმუხტს მაგრამ ძალიან მაგარი პასაჟები კი ზეპირად კი ვიცი_ მეთქი.

კი, თავმდაბალი არის, თორე გეტყოდა რამეს, წიგნის სათაური რომ დაუმახინჯე biggrin.gif

Posted by: nigo 4 Jan 2019, 06:54
უი,ეს აქ დამიმახინჯებია,თუმცა რა ვიცი,იქნებ იქაც.კი ვეტანჯე კია biggrin.gif

Posted by: narmonana 4 Jan 2019, 14:24
nigo
სიმართლე გითხრა მეც....მაგრამ მეორე წაკითხვისას ძალიან კარგი იყო,აკას წიგნების ხუთეულშიც შედის ჩემთვის...კარგი პერსონაჟების გამო.....

Posted by: დოჩანა 4 Jan 2019, 22:37
ეჰ ეს მესაიდუმლის ქამარი ცოტა მოსაწყენი სევდიანი საკითხავი ჩანს.
ობოლე უფრო სხარტი რამე უნდა იყოს.

Posted by: Ezekia 5 Jan 2019, 15:41
დოჩანა
QUOTE

ეჰ ეს მესაიდუმლის ქამარი ცოტა მოსაწყენი სევდიანი საკითხავი ჩანს


QUOTE
მესაიდუმლის ქამარი

არადა როგორ მიყვარს.

Posted by: დოჩანა 5 Jan 2019, 15:53
Ezekia
პირველი წიგნის დასასრულამდე მივედი
მესაიდუმლე რომ ბლოს სახლში წაიყვანს ეგ თავვი მომეწონა. იმედია მერე უფრო სახალისო გახდება კითხვა.

როლსტონი დაპატიჟეს სარი ბეგის სუფრაზე სამ ატმის ხესთან.

Posted by: გამოწვევა 18 Jan 2019, 12:54
ახალი წიგნის გამოსვლის დრო აღარ მოვიდა? ბოლოს კუპიდონი გამოიცა.
რა იქნება შემდეგი?

Posted by: გამოწვევა 20 Jan 2019, 12:36
დავამთავრე მესაიდუმლის ქამარი. კარგი რამ იყო. ახლა ობოლე უნდა დავიწყო

Posted by: DEME_GAMOUSHVI 20 Jan 2019, 12:40
მაგრად მევასება ეს კაცი მაგრამ სანტა ესპერანსა სამჯერ დავიწყე და გავჩერდი
შენი ტავგადასავალიც დიდად არ მომეწონა
და სხვა რომელს მირჩევთ?

Posted by: გამოწვევა 20 Jan 2019, 21:34
DEME_GAMOUSHVI
ყველას , ყველა კარგია.

Posted by: დოჩანა 24 Jan 2019, 23:04
საქართველო კარგად ესმის აკა მორჩილაძეს

Posted by: დოჩანა 26 Jan 2019, 22:48
მაგრად ესმის საქართველო აკა მორჩილაძეს
* * *
არ გესმით? კარგად ესმის საქართველო მეთქი

Posted by: George_Best 28 Jan 2019, 06:51
აუ
ბევრი ვსვი და მაგრა ავურიე რა
ხო ურევენ ხოლმე ტიპები ვიჩხუბე,დაჟე ერთ ტიპზე ვფიქრობდი გავიდე დავჩეხო მეთქი
აი ეგეთი ### აზრები მაქვს

ხოდა მეგობარი მყავს ერთი და აი მე რო არუელი მაქვს გმომათრია გარეთ,ეგრე რატო ხარო ის ესო,არაყი მიყიდა და მივლის და მე ვიყიდე სიგარეტი და არ მაქვს სანთებელა
და აი მე და ეს გოგო დავდივართ თბილისში,ღამეა ცივა და ხან ვის ვთხოვ მომიკიდე,ხან ვის და თან არაყს ვსვამ biggrin.gif
და გამახსენდა იასნა აკას ფალიაშვილი აი ზაზა რო სიგარეტს ჩალიჩობს,რო უნდა იყიდოს და მიანც ვერ იყიდა
ხოდა ეგ რო გამახსენდა მოვუყევი ამას და აუ თან ვკაიფობთ რო აი დამბრედენ მე სანთებელა თუ არ ვიყიდე
და ეს თბილისი რაღაც აკას თბილისა,გვიანია რა და ### პროპკები და შეგრძნებები ვაბშე არაა
და ბოლოს ვიყიდეთ სანთებელა
გუშინ ძამაკაცი დამაგდგა და გაიყოლა ის სანთებელა biggrin.gif

გიოჯავახა
ფუმფულა დათვი რო უწერია ნიკის ქვეშ ის ცოტა რთული ნიკი აქვს ვერ გამოქვავ იოლად :დ
და ნარმო
ეგ ხალხიიი
სად გაქრით
აკაააა ხალხი მუღამი არ დაიაკრგოთ

Posted by: დოჩანა 28 Jan 2019, 15:30
სარბიელში სეზონურად კეპი და თბილი ქუდი რომ ეხურა ხოლმე ავატარზე, ასწორებდა

Posted by: Voldemor 28 Jan 2019, 17:50
George_Best

QUOTE
აკას ფალიაშვილი აი ზაზა რო სიგარეტს ჩალიჩობს


მაგარი მომენტია, ქურთის ქალი კუპონზე რო არ ყიდის მაგნას :დ და მერე რედაქციაში რო ოთხმოცს მოაწევინებენ biggrin.gif

საკუთარ თავს რო უსვამს რიტორიკულ შეკითხვას - აბა ვინც მწეველია სიგარეტის ყიდვა არ ავიწყდებაო?

მრგვალ ბაღთან სიგარეტის ყიდვას სხვა მუღამი აქვს, ტაიმს სკვერია - კაკუჩა

Posted by: დოჩანა 28 Jan 2019, 19:43
George_Best
დღეს დელისის კრისტალში დაგინახე მგონი შენ იყავი წვერებში

Posted by: Ezekia 13 Feb 2019, 21:00
ხარჭაშნელი ეპისკოპოსი. აქ სიარული ძალიან ძნელია.

ვინ გვყავს ეხლა ხარჭაშნელი ეპისკოპოსი



ხარჭაშნელი

ხარჭაშნელი


ხ ა რ ჭ ა შ ნ ე ლ ი


ესეც ლამაზი სიტყვაა

* * *


nigo
QUOTE
ჩემი მეზობელია ,გვერდით სადარბაზოში.როცა თბილისშია ,ხშირად ვხდები " ანტრეში"სახლის წინაა.


რომელ ანტრეში, პატივცემულო, იქნებ ჩვენც შევხვდეთ შორიდან შემთხვევით, როცა თბილისში იქნება user.gif




Posted by: დოჩანა 15 Feb 2019, 23:30

მურის ციხისთავების შთამომავალია მთავარი გმირი. თბილისში ცხოვრობს, გვიანობამდე ძინავს, სახლის სახურავი მურის ციხესტან ახლოს მდებარე სახლის, შესაკეთებელი გახდება და მოუხდება ორიოდ დღით წასვლა იქ. ჩავა და იწყება თავგადასავალი და მოგონებები იქაურობასთან დაკავშირებული. ძმა ამერიკაში ყავს, კომპოზიტორია და ჰოლივუდში მუშაობს.

იქ მეზობელი დახვდება მკვდარი, თავიკაცია მეზობელი ერთერთი იმ ტირილის და სასაფლაოზეც სვამენ საფლავებს დაივლიან.

კარგი საკითხავია, ეროვნული კოლორიტით აღსავსე რომანია. ჯერ არ დამიმთავრებია . წიგნში ერთი მადონეა, როგორც ჩანს იმ სროულობის დროინდელი ბანდიტია. იმის მამაა გარდაცვლილი.

მანამდე მესაიდუმლის ქამარი წავიკითხე. სანტა ესპერანსას ციკლიდანაა ეგ რომანი. მანამდე კიდევ კუპიდონი კრემლის კედელთან.

Posted by: გრამიტონ 16 Feb 2019, 18:50
QUOTE (დოჩანა @ 15 Feb 2019, 23:30 )
კუპიდონი კრემლის კედელთან.

ორიოდე სიტყვა მითხარით ამაზე, ვისაც წაგიკითხავთ.
მადათოვს მოვრჩი და დიდად აღფრთოვანებული ვერ ვარ.
აკასი სხვა არაფერი წამიკითხავს ჯერ.

Posted by: giojavaxa 10 Mar 2019, 02:33
"საერთოდ კი , ქალაქი პლეხანოველი მოგელასათვის სამი რამ იყო : რუკა , ამინდი და მუღამი. თუ რომელიმე ამათგანი არ ჰქონდა , ქალაქი არ არსებობდა.
რუკა ნიშნავდა იმას , რომ პლეხანოველ მოგელას თანდათან უნდა შეესისხლხორცებინა ქალაქი ; ამინდი ნიშნავდა იმას , რომ პლეხანოველ მოგელას პალტო არასოდეს ჰქონია და ქალაქი , სადაც პალტო დასჭირდებოდა , მისთვის ციხეს ნიშნავდა. მუღამი კი ნიშნავდა იმას , რომ პლეხანოველ მოგელას ტანით უნდა ეგრძნო ქალაქი და ქალაქსაც თვალების ჟუჟუნით უნდა მიეხმო იგი"
* * *
ამასობაში maid in tiflis ხელახლა გამოიცა,ხოლო მადათოვის ტრილოგია კვლავ ერთ წიგნად მოგვევლინა.
* * *
George_Best
narmonana
სად დაიკარგეთ?

Posted by: burke 12 Mar 2019, 15:02
George_Best

მე მგონი ნელ ნელა ქრება აკას თბილისი. უფრო სწორად ჩვენ 90 იანები სალხი ვართ, იქ გავიზარდეთ და მახლობელია იქაური ამბები.
კობახაც უსიგარეტობა და ვერის ბაღი, გიუშკის ფიქრები და მოგელას პერიპეტიები. ახალ თაობისთვის უცხოა ის ამბები და შესაბამისაც თბილისიც იცვლება,
ხდება უფრო ქაოტური და ვირტუალური. შეიძლება ადამიანის ინდივიდუალური პრობლემები იგივე დარჩეს, მაგრამ როგორც 60 იანი წლების თბილისი
აღარ დაბრუნდება, ისე გააირა 90 იანი წლების თბილისმა smile.gif

საინტერესოა 30-40 წლის მერე როგორ მოხდება აკას აღქმა. მე მგონია რომ სულ რაღაც 3-4 წიგნი შემოგვრჩება
ის რაც უნივერსალურია და როგორც თვითონ აკა იტყოდა ბნელ ზანდუკებში გადაკეტილი smile.gif

Posted by: giojavaxa 16 Mar 2019, 23:15
burke
ეგრეა.

თბილისი 90-იანების და 2000-იანების მოგონების არანაირ საშუალებას აღარ დატოვებს,უსახური კორპუსებითა და ნაგებობებით ძნელია გაიგო წარსულის ხმა.

Posted by: mepar 16 Mar 2019, 23:23
არასდროს არ დავინტერესებულვარ ამ ავტორით ასე მგონია რომ იმ წერის ნიჭით დაჯილდოებული გოჩა მანველიძეა, ქაღალდის ტყვია რომ გადიოდა სერიალი, ცხადია სირობა გადაიღეს მაგრამ ესსენსი ხომ გადმოგცცეს, ხოდა მის მერე გამიჩნდა ესეთი გრძნობა

Posted by: vaho 17 Mar 2019, 18:50
QUOTE
ქაღალდის ტყვია რომ გადიოდა სერიალი, ცხადია სირობა გადაიღეს


ნამეტანი გაწელეს. საათნახევრიანი ფილმი კაი გამოვიდოდა...

Posted by: giojavaxa 17 Mar 2019, 21:51
mepar
სად გოჩა და სად აკა.
კარგი რა.

ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები ან აგვისტოს პასეანსი ნახე,ნახავ მერე ვინ ვინაა.

Posted by: Pablo Aimar 22 Mar 2019, 23:33
სწორს ბაზრობთ,ქრება რა გაქრა უკვე
და ძაან საკაიფოა რო გაქრა,ჩვენი ბავშვობა და რაღაც მესმის,მარა სროლები რო აღარაა და შირაზის ვარდი წინა ცხოვრებაში ვიღაცის ცოლი რო იყო,მაგის გამო აღარ ეკითხება ხალხს ეგ მაგარია
უბრალოდ იმ ცუდ რაღაცებთან ერთად,ცოტა კარგებიც ქრება,იმიტო რო აი პლეხანოვის მოქალაქე ვარო მოგელა ახლა ვეღარ იტყოდა ასე სიამაყით,გაზაფხული მურტალი რამეა,კატებს სექსი უნდებათ,დეპრესიონერები თავს იბრიდავენ,მე კიდე თბილისი მევასება და ფეხით დვიჟენიას ვიწყებ ხოლმე ამ ქალაქში,ხოდა წლიდან წლამდე,წლიდან წლამდე უარესი ხდება,აღარ არის ის მუღამი,ფეხით სიარულითაც ცოტა ადგილი დარჩა ისეთი რითიც იკაიფებ და გაერთობი
აკას კიდე მგონი მწერლური შარი აქვს,ბოლო კარგი წიგნი როდის დაწერა თვითონაც არ ახსოვს,საშუალოსავით ზურმუხტი იყო,დიდი ვერაფერი ისიც
დაჟე სვეტებსაც ვერ წერს
მე კიდე მოგელას ვკითხულობ ახლიდან,მაგარია მოგელას განწყობები და სიტუაციები,ოღონდ 10 გვერდზე მეტს ვერ ვკითხულობ,მერე სუ მოწევა ან დალევა,ან ქალაქში სიარული,ან რამე ეგეთი მინდება ხოლმე
გოჩა მანველიძეს აკას რო ადარებს,ეგ ტიპი პოლიტ განყოფილების იუზერია,შეგიძლიათ დაცინოთ,ან უბრალოდ დაიკიდოთ,მოგხსენებათ მაგ განყოფილების მასტები დიდი ინტელექტით ვერ გამოირჩევიან

Posted by: benevento_1x 2 May 2019, 04:54
QUOTE
არასდროს არ დავინტერესებულვარ ამ ავტორით ასე მგონია რომ იმ წერის ნიჭით დაჯილდოებული გოჩა მანველიძეა, ქაღალდის ტყვია რომ გადიოდა სერიალი, ცხადია სირობა გადაიღეს მაგრამ ესსენსი ხომ გადმოგცცეს, ხოდა მის მერე გამიჩნდა ესეთი გრძნობა

რამდენი ბანს დამადებენ და ახალი ნიკი მენება,ამ პოსტის პოლიტ განყოფილელი ავტორი უნდა მივფეისპალმო
mepar
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 2 May 2019, 08:58
QUOTE
არასდროს არ დავინტერესებულვარ ამ ავტორით ასე მგონია რომ იმ წერის ნიჭით დაჯილდოებული გოჩა მანველიძეა, ქაღალდის ტყვია რომ გადიოდა სერიალი, ცხადია სირობა გადაიღეს მაგრამ ესსენსი ხომ გადმოგცცეს, ხოდა მის მერე გამიჩნდა ესეთი გრძნობა

lol.gif

ობოლე მომეწონა ყველაზე მეტად.
იმერეთში ზუსტად ეგეთი იუმორის და მენტალიტეტის ხალხია.

ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
მადონას (ასე ჰქვია მგონი ) და მთავარი გმირის დიალოგი ფინალში არის ძაან კაიფი და რაღაცნაირი ტრაგიზმით სავსე.

პლანს რომ ეწევიან და მადონა გადაუშლის გულს.
რა ყვერებიან ქალია მადო <3

ვერცეთმა კაცმა ვერ გამიბედა რამეო არადა მეც ქე მინდოდა გამეგო რაფერი იყო ის ამბავიო biggrin.gif
ვიღაც გლეხი ხომ მაინც მითხოვდა და ბოვშვები მეყოლებოდაო.

მთელი თანამედროვე და 18 საუკუნის ისტორია საქართველოს ლამის გადმოცემული მაგ წიგნში.
რამდენ რამეს ნახავს ობოლე
ის რუსის მომენტიც რა მაგარია

თუ არ ვცდები ნამდვილი ამბავია.

ახლა დავიწყე სანტა ექსპერსო
ეგ არ მაქვს წაკითხული და ბოლო რომ გამოსცა ნახევარი წავიკითხე.

ამ დღეებში მოვრჩები სანტას და შემდეგ წავიკითხვა იმასაც.


საერთოდ აკა არის ჩემი აზრით ძალიან მაგარი მემატიან...
ეპოქებს აღწერს საოცრად.

მოგელას თბილისზე ითქვა უკვე
ბევრს არ გვახსოვს 90-იანების დასაწყისი თბილის,მაგრამ აკას წიგნებში ისე ზუსტად არის გადმოცემული ყველფერი რომ თითქოს შენც იმ ეპოქის შვილი ხარ.




Posted by: Heart_of_Darkness 2 May 2019, 11:53
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 2 May 2019, 08:58 )
მადონას  (ასე ჰქვია მგონი ) და მთავარი გმირის  დიალოგი ფინალში არის ძაან კაიფი და რაღაცნაირი ტრაგიზმით სავსე.

პლანს რომ ეწევიან და მადონა გადაუშლის გულს.
რა ყვერებიან ქალია მადო <3

ვერცეთმა კაცმა ვერ გამიბედა რამეო არადა მეც ქე მინდოდა გამეგო რაფერი იყო ის ამბავიო  biggrin.gif
ვიღაც გლეხი ხომ მაინც მითხოვდა და ბოვშვები მეყოლებოდაო.

biggrin.gif
ჯამში აკას ერთი ათი წიგნი მაქვს წაკითხული, შეიძლება მეტიც, არ დამითვლია,
მეტი უნდა მქონდეს დაპოსტილი ამ თემაში.
წელს ,,ობოლე" წავიკითხე და მომეწონა, ძალიან ქართულია, თანამედროვეა.
ჩვენი ყოვლდღიურობაც ეგ არის, გვინდა, არ გვინდა.
კი, აკა არ წერს, დიდ პროზას, ათეული წლის შემდეგ, სკოლებში არ მგონია ,,ვაჟა, ილია, აკაკი, გალაკტიონი და... აკა" იყოს ლოზუნგად, მაგრამ It doesn't matter.
თანამედროვე საქართველოს ატმოსფეროს, განწყობას და დამოკიდებულებას გადმოსცემს კარგად.
პირველად აკას ,,სხვა" წავიკითხე, იმასთან შედარებით ,,ობოლე" სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია.
პატარა ნარატივი, თანამედროვე იმერულ ყოფაზე.თუნდაც, მთავარი გმირი, სახლიდან რომ გამოდის და საცვლებს აუცილებლად, შავ პარკში რომ დებს, ,,სხვებმა რომ არ დაუნახონ და ვერ მიხვდნენ რა არის" მოტივით, ეგეც ლოკალური კონტექსტია.
ის მომენტი მომწონს, მთავარი გმირი, თავის ერთ ნაცნობზე რომ წერს, დასავლეთი რომ მოენატრება, თბილისიდან გადის, უღელტეხილს გაივლის, გაჩერდება, იქაურ ჰაერს ჩაისუნთქავს და მერე უკან ბრუნდება.
შეიძლება ზუსტად ეგ არის ნოსტალგია ადგილისადმი, სამშობლოსადმი...

,,სანტა-ესპერანსას" კითხვა დავიწყე სამჯერ, მაგრამ ვერცერთხელ დავამთხვიე ჩემი განწყობა ისე, რომ ამ წიგნის კითხვა ბოლომდე მივიყვანო. წელს ალბათ წავიკითხავ user.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 2 May 2019, 12:13
Heart_of_Darkness
როგორც ჩვენთან ამბობენ: რაფერ დაგემართა ესეთი ლაკონური რეჩი რომ მოსცხე ?
biggrin.gif

აკა ადრე მქონდა ბავშვობაში გაგონილი....
გაგონილი რაა უბრალოდ სპექტაკლი ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები ვიცოდი.
შემდეგ აკათი დავინტერესდი იმედზე მიყავდა გადაცემა და იქედან დავიწყე მის შემოქმედების გაცნობა.

90-იანებში ვინც დაიწყო წერა ჩემი აზრით,საუკეთესოა აკა
ნუ ტურაშვილს და იმ ბუღაძეს და რატი ამაღლბელს რათქამ უნდა, ბევრად სჯობს და არც უნდა შეადარო კაცმა...
მაგრამ რაღაცნაირი მწერალია

ეპოქას კარგად აღწერს,გმირებიც ისეთი არიან ბავშვობაში რომ გინახავს შენს სამეზობლოში ან სანათესაოში...
ანუ ძალიან რეალისტური გმირებია
ვერცერთზე ვერ იტყვი მწერალმა გამოიგონა ან სხვადასხვა ადამინების პოტრეტებიდან გამოძერწაო...
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მის წიგნებში ნამდვილად ისეთი საქართველოა,რომელიც არსებობდა და ახლაც არსებოს,მაგრამ ამის იქეთ არ მიდის....

მე ყოველ შემთხვევაში მსგავსი შთაბეჭდილება მრჩება...

ბოლომდი ვერ ხსნის გმირებს,რაღაცნირი კლიშების ქვეშ ყავს მოქცეული....


აუ,ცოტა ტვინი არეული მაქვს

ვერ ვწერ იმას რის თქმა მსურს და სანამ ბესტი გამეჩითა ღამე ნაჯახით ხელში ვიტყვი რომ
კარგი მწერალია,მაგრამ აი ძაან გადამრიე და უი დედა ეს რა გენიოსი გვყოლია არ არის



Posted by: Heart_of_Darkness 2 May 2019, 17:58
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 2 May 2019, 12:13 )
როგორც ჩვენთან ამბობენ: რაფერ დაგემართა ესეთი ლაკონური რეჩი რომ მოსცხე ?

ხმაურიან ადგილას ვიყავი და ბევრის დაწერაზე კონცენტრაცია გამიჭირდა biggrin.gif
QUOTE
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები
ეს ძალიან სუსტი იყო ჩემთვის.
QUOTE
ეპოქას  კარგად აღწერს,გმირებიც ისეთი არიან ბავშვობაში რომ გინახავს შენს სამეზობლოში ან სანათესაოში...
ანუ ძალიან რეალისტური გმირებია
ვერცერთზე ვერ იტყვი მწერალმა  გამოიგონა  ან სხვადასხვა ადამინების პოტრეტებიდან გამოძერწაო...
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ  მის წიგნებში ნამდვილად ისეთი საქართველოა,რომელიც არსებობდა და ახლაც არსებოს,

იქნებ მეტი არც არაფერია ჩვენს ყოველდღიურობაში?
QUOTE
ბოლომდი ვერ ხსნის გმირებს,რაღაცნირი კლიშების ქვეშ ყავს მოქცეული....

იქნებ პერსონაჟებიც რეალური ადამიანების პროტოტიპები არიან და რა ქნას ავტორმა, თუ მის გარშემო არსებული ადამიანები უფრო მეტს, სიღრმეებს, ვერ ქაჩავენ? rolleyes.gif

Posted by: giojavaxa 3 May 2019, 00:02
იშვიათია მწერალი ეგრე ლამაზად ,მარტივად და გემრიელად წერდეს ,თან ლონდონიში რომაა და აქაურობა მაგრად ენატრება ხოლმე

ობოლედანაა

,,წარსულის არ მეშინია, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მომავლისა არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის მოვკვდები, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის ვიცოცხლებ, იმიტომ რომ ქართველი ვარ. წმინდა გიორგი მეყვარება, ისე, რომ არ ვიცი ვინ არის, იმიტომ რომ ქართველი ვარ. საშინელ ტყუილებს ვიტყვი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. და უცებ, სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო, მართალი და სასურველი, იმიტომ რომ ქართველი ვარ."

Posted by: ჯიმ"მორისონი 3 May 2019, 11:55
Heart_of_Darkness
QUOTE
იქნებ მეტი არც არაფერია ჩვენს ყოველდღიურობაში?

იქნება არის ,მაგრამ ქართველმა მწერლებმა გამოკეტეს თავიანთი შემოქმედება ერთი და იგვე თემებში
smile.gif

Posted by: Heart_of_Darkness 3 May 2019, 17:51
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 3 May 2019, 11:55 )
იქნება არის ,მაგრამ ქართველმა მწერლებმა გამოკეტეს თავიანთი შემოქმედება ერთი და იგვე თემებში
smile.gif

შესაძლებელია.
საინტერესოა, რა აკლია თანამედროვე ქართულ ლიტ-რას?

Posted by: narmonana 3 May 2019, 18:45
Heart_of_Darkness
QUOTE
საინტერესოა, რა აკლია თანამედროვე ქართულ ლიტ-რას?

თვიითმყოფადოობააა

რატომღაც ყველას იმისი მუღამი აქვს რომ ულისეს მიბაძოს,ქუჩებში აბოდიალოს ხალხი და ბერძნული მითები ჩარიოს როგორღააც


მოსაწყენია ძალიან

Posted by: ჯიმ"მორისონი 3 May 2019, 19:46
Heart_of_Darkness
ნარმოს ვეთანხმები გარკვეულ წილად და ასევე დავამატებდი: არ ვიცი მე მეჩვენება თუ არა,რაც ამ ბოლო დროს თვალი შევავლე თანამედროვე დამწყებ ქართველ მწერლებს ერთი დიდი პრობლემა დავიანხე. თითქმის ყველა დამწყები მწერლის ნაწარმოებშI გმირები იქცევიან არადეკვატურად და ასევე იმ ენაზე არ საუბრობენ,რომელიც რეალობასთან იქნება ახლოს.

არ შეიძლება წიგნში ყველა პერსონაჟი მეტყველებდეს ერთ ენაზე და ლამის ფილოსოფიას აძრობდენ...
არ იგრძნობა როცა კთხულობ მაგალითად უბრალო გამყიდველის და სტუდენტის დიალოგს,რომელია სტუდენტი და რომელი გამყიდველი...
თითქოს ორივე ერთი ადამიანია. 12 წლის ბავშვიც ისე მეტყველებს,როგორც 50 წლის მრავალ ჭირნახული ადამიანი.

რაღაც ძაან ბევრი კოელიოს დონის სიბრძნებით ბჟუტურობენ
smile.gif

პ.ს მე ვაკლივარ. მალე გამოვჩდნები არენაზე biggrin.gif givi.gif

Posted by: Heart_of_Darkness 3 May 2019, 21:34
QUOTE (narmonana @ 3 May 2019, 18:45 )
რატომღაც ყველას იმისი მუღამი აქვს რომ ულისეს მიბაძოს,ქუჩებში აბოდიალოს ხალხი და ბერძნული მითები ჩარიოს როგორღააც

,,დაშლაში" განსაკუთრებით იგრძნობოდა.
პრინციპში, მეც არ მომეწონა მაინცდამაინც,
აი, შუღლაძე კი არ არის ცუდი, გემრიელად იკითხება.
ამ თემაში გავაგრძელოთ, განხილვა: https://forum.ge/?act=ST&f=18&t=35093363

ჯიმ"მორისონი
QUOTE
პ.ს მე ვაკლივარ. მალე გამოვჩდნები არენაზე
ამბიცია მესმის :D
შემოგემატო?
ერთად დავანგრიოთ ქართული ლიტ-რის სტერეოტიპები? :D

Posted by: ჯიმ"მორისონი 3 May 2019, 22:40
Heart_of_Darkness
გაქვს რამე დაწერილი ?

ვიცი რომ არ გვაჩვნებ თუ გაქვ ამიტომ არ გეტყვი მაჩვენ-თქო biggrin.gif

Posted by: Heart_of_Darkness 3 May 2019, 22:47
ჯიმ"მორისონი
როგორც ყველა ლიტ-რის მოყვარულ გრაფომანს, რა თქმა უნდა, კი.
მაგრამ საყვარელ ავტორებთან სწორება, თვითკრიტიკის იმდენად ჰაი ლეველს მიწესებს, რომ ჩემი პასუხია- არა biggrin.gif
ახლა ვწერ რაღაცას. ამიტომ მართლა მაინტერესებს რა აკლია თანამედროვე ქართულ ლიტ-რას, რის გათვალისწინებაა საჭირო.

Posted by: ჯიმ"მორისონი 3 May 2019, 23:54
Heart_of_Darkness
ისთ სტილში თუ დაწერ, როგორც აქ წერ პოსტებს, ალბათ შენს გარდა არავინ წაიკითხავს,არადა პოტენციალი გაქვს ღმერთმანი!

შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა წაკითხული გაქვს?
მე მგონი, ეგრე ჰქვია.


Posted by: Heart_of_Darkness 4 May 2019, 00:06
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 3 May 2019, 23:54 )
ისთ სტილში თუ დაწერ, როგორც აქ წერ პოსტებს, ალბათ შენს გარდა არავინ წაიკითხავს,არადა პოტენციალი გაქვს ღმერთმანი!

lol.gif
ჯერ ჩემს ცხოვრებაში ლიტ-რა იყო და მერე რეფერატები ყოფიერებასა და დროზე.
QUOTE
შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა წაკითხული გაქვს?

არ მაქვს წაკითხული.

სანამ ჯორჯ ბესტი მოსულა და უხეშად გვუყრივართ აქედან, ახალ თემაში გადავიდეთ.
ზუსტად თანამედროვე ქართულ ლიტ-რაზე სამსჯელოდ გავხსენი.

Posted by: miriani777 8 May 2019, 05:35
ვისაც წაგიკითხავთ გააზიარეთ შთაბეჭდილებებიsmile.gif ძალიან მომეწონა

Posted by: დოჩანა 14 May 2019, 23:05
ობოლე წავიკითხე, კარგი წიგნია. ფინალიც მაგარია ძალიან და შთამბეჭდავი.
მთლიანობაში ქართული ეროვნული კოლოროტით აღსავსე რომანია.

Posted by: George_Best 27 May 2019, 04:40
აკას პრობლემა აქვს
გაიჭედა ერთ ადგილას და ვეღარ მიდის წინ
აკამ თავისი სტილის და ამბების შედევრი შექმნა მეიდ ინ ტიფლისი და ეგ იყო ლოგიკური განვითრება და ფინალი,იყო ყარაბახი,ფალიაშვილი და გვირგვინი ეგ
მაგის გარდა ძაან სკაიფო ტრილოგია მადათოვის

დალშე,რა ქვია ლიტ ენაზე პოსტმოდერნიმი?ხზ მე ტვინის ტყვნას ვეძახი,ჩემი თავგადასავალი,რაღაც ეგ,გადაიკარგა სტილში,ვეღარ დაამუღამა რა უნდა შეექმნა ახალი,მამემნტ ეგ ძველეშსი გადის უფრო
მერე იყო ობოლე,ზურმუხტი,ნახალოვკელი ქიმერა,რომელიც ყველა ვაღიარებთ რო ნაგავი თუ არა,აკას დონის ნახევარია
მერე დაიწყო ტელე გადაცემების დაწერა,კამო კარგი იყო,ჩრდილი გზაზე რო აურია თვითოაც მიხვდა

არ ვიცი ახლა რას შვება,ესპერანსბეის პერიოდი გავმაზე მაგის ლიტერატურაში,არ ვიცი არ წამიკითხავს,მარა ეგეც წარსულია,ფაქტი გაიჭედა,უცბად ბევრი წერა,ფაასები ძვირი დაადო,ბლომად ნაგავი უშვა და ახლა გაჩერდა
ლოგიკურია,მწერალია და მუღამების კაცია,იცის რო ნაგავი არ უნდა წეროს,ისიც იცის რო ზურმუხტი ერთხელ გავუტარეთ,მეორედ ქიმერაა,მესამედ რაღაც და დონეს დააგდებს და ეგეთი ტურიკაც გვყავს აგერ
აწეულია თამასა და ან რამე მაგარი უნდა დაგვიდოს,ან მეიდ ინ ტიფლისის მწერლი დაარჩეს,განა ცოტაა,ვაბშე არა,უბრლოდ ჩვენნინია,რო ჩამოვუსხდებით და ვებაზრებით რა ხდება ზმა სტილში,ჰემინგუეის რო ენძრეოდა ან კუბელ ძმაკაცებს დაადგებოდა და თევზებს დასდევდა,ან აფრიკაში მიდიოდა,იმედია აკასაც აქვს თავისი კუბა და აფრიკა

იუნგს აქვს ყველაზე მაგარი ვეში გაძრობილი ამ დააყლეებულ ფსიქოლოგებში,კაცობრიბას კოლექტიური ცნობიერება აქვს,კოლექტიური მეხსიერების პონტიო
აკა რაღაც ჩვენი 90-იანები წლების მემატინე იყო,მერე უცებ მეიდ ინ ტიფლისით თამასა კიდე მაღლა აწია და იქნებ რამე ისეთი დაწეროს ახლა სუ გამომაყლევოს რა
მიდი აკა,მიდი ძმა,ფულემის სტდადიონზე,პრემიერშფში რო გავარდნენ და მაინც დადიან ძირძველი ფულემელები,იმ იმედით რო ფულემია და რამე იქნებაო,ეგრე ვართ,მიდი გაააძრე მეიდ ინ ტიფლისზე დიდი რამე

Posted by: ჯიმ"მორისონი 27 May 2019, 10:11
QUOTE (George_Best @ 27 May 2019, 04:40 )
აკას პრობლემა აქვს
გაიჭედა ერთ ადგილას და ვეღარ მიდის წინ
აკამ თავისი სტილის და ამბების შედევრი შექმნა მეიდ ინ ტიფლისი და ეგ იყო ლოგიკური განვითრება და ფინალი,იყო ყარაბახი,ფალიაშვილი და გვირგვინი ეგ
მაგის გარდა ძაან სკაიფო ტრილოგია მადათოვის

დალშე,რა ქვია ლიტ ენაზე პოსტმოდერნიმი?ხზ მე ტვინის ტყვნას ვეძახი,ჩემი თავგადასავალი,რაღაც ეგ,გადაიკარგა სტილში,ვეღარ დაამუღამა რა უნდა შეექმნა ახალი,მამემნტ ეგ ძველეშსი გადის უფრო
მერე იყო ობოლე,ზურმუხტი,ნახალოვკელი ქიმერა,რომელიც ყველა ვაღიარებთ რო ნაგავი თუ არა,აკას დონის ნახევარია
მერე დაიწყო ტელე გადაცემების დაწერა,კამო კარგი იყო,ჩრდილი გზაზე რო აურია თვითოაც მიხვდა

არ ვიცი ახლა რას შვება,ესპერანსბეის პერიოდი გავმაზე მაგის ლიტერატურაში,არ ვიცი არ წამიკითხავს,მარა ეგეც წარსულია,ფაქტი გაიჭედა,უცბად ბევრი წერა,ფაასები ძვირი დაადო,ბლომად ნაგავი უშვა და ახლა გაჩერდა
ლოგიკურია,მწერალია და მუღამების კაცია,იცის რო ნაგავი არ უნდა წეროს,ისიც იცის რო ზურმუხტი ერთხელ გავუტარეთ,მეორედ ქიმერაა,მესამედ რაღაც და დონეს დააგდებს და ეგეთი ტურიკაც გვყავს აგერ
აწეულია თამასა და ან რამე მაგარი უნდა დაგვიდოს,ან მეიდ ინ ტიფლისის მწერლი დაარჩეს,განა ცოტაა,ვაბშე არა,უბრლოდ ჩვენნინია,რო ჩამოვუსხდებით და ვებაზრებით რა ხდება ზმა სტილში,ჰემინგუეის რო ენძრეოდა ან კუბელ ძმაკაცებს დაადგებოდა და თევზებს დასდევდა,ან აფრიკაში მიდიოდა,იმედია აკასაც აქვს თავისი კუბა და აფრიკა

იუნგს აქვს ყველაზე მაგარი ვეში გაძრობილი ამ დააყლეებულ ფსიქოლოგებში,კაცობრიბას კოლექტიური ცნობიერება აქვს,კოლექტიური მეხსიერების პონტიო
აკა რაღაც ჩვენი 90-იანები წლების მემატინე იყო,მერე უცებ მეიდ ინ ტიფლისით თამასა კიდე მაღლა აწია და იქნებ რამე ისეთი დაწეროს ახლა სუ გამომაყლევოს რა
მიდი აკა,მიდი ძმა,ფულემის სტდადიონზე,პრემიერშფში რო გავარდნენ და მაინც დადიან ძირძველი ფულემელები,იმ იმედით რო ფულემია და რამე იქნებაო,ეგრე ვართ,მიდი გაააძრე მეიდ ინ ტიფლისზე დიდი რამე

საშვალოზე ცოტა უკეთესი მწერალია რეალურად და იმ ახალი მწერლების ტალღის ფონზე ნამდვილად ბუმბერაზი სჩნს...


Posted by: DATOIA 30 May 2019, 22:31
წიგნებზე მეტად ამ ბოლო დროს მის სცენარებზე გადაღებული ფილმები მომწონს biggrin.gif

აი აქ რომ პერსონაჟია კრიალოსანით რომ დადის 90-ების აიკონია givi.gif
ამას რომ უყურებ გრძნობ - სადღაც აქვს დარბის მოგელა ან ბარნოველი ლევიკო ლამპის შუქზე წიგნებს კითხულობს.

ჩაცმულობა, ვიზუალი, კრიალოსანი, სიგარეტის მოწევის მანერა, რუსული სიტყვების ხშირი გამორევა საუბრისას, შავებში, წვერებში,
მუდმივად კაჩაობის mode-ში.. პრინციპში ის ორიც მაგრად ჰყავს დაჭერილი და სამივეს ვამჩნევთ რაც აქვთ დამთავრებული - ე.წ "ქუჩის აკადემია" boli.gif


Posted by: giojavaxa 6 Jun 2019, 15:10
გუშინ უნიში ვესაუბრებოდი ერთ კაი ადამიანს წიგნებზე, აკაზე და უცებ ტელეფონს იღებს და თავისი ინსტაგრამის აღწერას მანახებს
"if i was born on Santa Esperanza i'd definitely be one of Visramianis"
ძალიან გამიხარდა , ხო აზზე ხართ ?!


Posted by: ლუდოვიკო 10 Jun 2019, 13:31
ერთი ნორმალური აკაა ახლებიდან. თუ დაუმუღამებ კარგია. up.gif

Posted by: Voldemor 17 Jun 2019, 11:59
,,ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს" ხომ არ გეგულებათ სადმე?

Posted by: narmonana 17 Jun 2019, 17:34
სულ თავიდან სანტა სიტიში ლევიკოს რომელი ქალი დაინახა მოგელამ?თურქთან ერთად რომ იყო


პლანი რომ მოწიეს ერთად?


დანიელას და მოგელას ურთიერთობა ტო,მაგაზე მაგარი არის რამე?

ფორთოხალი რომ უდევს ფანჯარაზე და ბოლოს გადამწიფებულს დანიელა წაიღებს

დანიელას რომ მოსწონს,მაგრამ მაინც იმას ეუბნება,რატო არ გინდა ფულის გადახდაო

ერთს ბოზთან არ უნდა სექსი,მეორეს ფულის გარეშე არ შეუძლია

Posted by: narmonana 20 Jun 2019, 11:22
მოგელა რო ეუბნება,ფეფოს,პანტიანში ვიყავით ფეხბურთის საყურებლადო :biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რა ცხოვრება აქვთ გამოვლილი

Posted by: narmonana 24 Jun 2019, 12:03
რომელ ქუჩაზე ცხოვრობს მოგელა თქვენი აზრით?

ან სადაა ისეთი ქუჩა,ეგრევე მტკვარს რომ გადაყურებდეს და ზედ სანაპიროზე არ იყოს
* * *
-მოიცა პარკს მოგცემ,რა გიჟები ხართ,მოგელ,შე და ლევიკო..
-ვართ, - ძივს თქვა პლეხანოველმა მოგელამ და კიბეებზე ჩაქანდა სათვალის უკან ყველაფრის მიმმალავი.

***

ყვავეილები დადო თუ არა,ატირდა,ასევე წახრილი,მოაჯირს გადაკიდებული და საფლავის ქვას დაყრდნობილი,მუხლებით იდგა ბრტყელ და ცივ კიდეზე.
პლეხანოველი მოგელა განზე იყურებოდა და ეწეოდა
როცა კაწია ფუქსმა მოთქმა დაიწყო,პლეხანოველი მოგელა წამოდგა და სადღაც გააბოტა,საფლავებს შორის.

***

მოგელა ცრემლებს რომ მალავს, sad.gif როგორ უყვარდა ლევიკო

ეჰჰ ეჰჰჰ

Posted by: benevento_1x 25 Jun 2019, 01:59
QUOTE
რომელ ქუჩაზე ცხოვრობს მოგელა თქვენი აზრით?

უზნაძეზე უეჭველი
QUOTE
-მოიცა პარკს მოგცემ,რა გიჟები ხართ,მოგელ,შე და ლევიკო..
-ვართ, - ძივს თქვა პლეხანოველმა მოგელამ და კიბეებზე ჩაქანდა სათვალის უკან ყველაფრის მიმმალავი.

love.gif

რაღაცები რო გბეზრდება რა კაია აკა
ახლა მიდევს სახლში მეიდ ინ ტიფლისი,ნათხოვარი დავერ ვკითხულობ მერამდენერაცჯერ რა,აი აქ ამბებია და მე ის ამბები კი არა მოგელას თბილისი ვიცი და მიყვარს,რავი ტუ დაიჯერებთ იმენა 90-იანების ტბილისის სიტუაციებში ვიჩიტებოდი წინა ორი კვირა და უცბად კიდე ეს აქციებიც

მოსაწევიც რო აღარ შველის რა,არ შეიძლება სუ 90-ინებში იყო,ცუდი პონტებით თან,რაღაც ახალი და რაღღაც სხვაც არააა

მე მოგელასი მჯერა,შირაზის ვარდის და მოგელას სახლის დალშე

თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა #####ან!!!…
ჩემს იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები…

https://burusi.wordpress.com/2010/06/13/titian-tabidze-9/

ტიციანის ლექსია,რო რამე ვინმემ გინებად რო არჩატალოს ;დ


ეს თემა და დინამოს თემა ჩემი სახლია ,მიყვარს მე აკა და ზაზა

Posted by: Joiner 6 Aug 2019, 14:01
user posted image

ვითომ ისტორიული ამბის არსი ისაა, რომ ერთი მოგონილი ამბით მეცნიერთაგან დადასტურებული მთელი ამბების გადაკეთება შეგიძლია“.

აკა მორჩილაძის რომანი „ფარშავანგი“ საქართველოში სტამბის შემოტანისა და წიგნის ბეჭდვის შემოღების ალტერნატიულ, „ვითომ ისტორიულ “ ამბავს მოგვითხრობს. ვის აღარ შეხვდებით აქ: „ნამდვილ“ მეფეებს, დედოფლებს, ეპისკოპოსებს, გამოგონილ თავადებს, პოეტებსა და მოგზაურებს თუ ქართული ზღაპრების პერსონაჟებს.

„მეცნიერთაგან დადასტურებული მთელი ამბები“ ამ წიგნში გადაკეთებული დაგხვდებათ. რომანში „საქართველოებში“ შემოაქვთ სტამბა, რომლის კვალიც შემდეგ იკარგება. ავტორი კი ცდილობს, გამოიძიოს, რა ბედი ეწია მას და ყოველ გვერდზე დამაინტრიგებელ ვერსიებს გვთავაზობს.

Posted by: narmonana 7 Aug 2019, 12:58
QUOTE (Joiner @ 6 Aug 2019, 14:01 )
user posted image

ვითომ ისტორიული ამბის არსი ისაა, რომ ერთი მოგონილი ამბით მეცნიერთაგან დადასტურებული მთელი ამბების გადაკეთება შეგიძლია“.

აკა მორჩილაძის რომანი „ფარშავანგი“ საქართველოში სტამბის შემოტანისა და წიგნის ბეჭდვის შემოღების ალტერნატიულ, „ვითომ ისტორიულ “ ამბავს მოგვითხრობს. ვის აღარ შეხვდებით აქ: „ნამდვილ“ მეფეებს, დედოფლებს, ეპისკოპოსებს, გამოგონილ თავადებს, პოეტებსა და მოგზაურებს თუ ქართული ზღაპრების პერსონაჟებს.

„მეცნიერთაგან დადასტურებული მთელი ამბები“ ამ წიგნში გადაკეთებული დაგხვდებათ. რომანში „საქართველოებში“ შემოაქვთ სტამბა, რომლის კვალიც შემდეგ იკარგება. ავტორი კი ცდილობს, გამოიძიოს, რა ბედი ეწია მას და ყოველ გვერდზე დამაინტრიგებელ ვერსიებს გვთავაზობს.

შეგვცა ამ ჰიპერეალობით რაა


ეტყობა რამე კომპლექსი ჩამოუყალიბდა და ვეღარ ბედავს ჯიგრობების წერას

Posted by: დოჩანა 7 Aug 2019, 13:36
გამოვიდა უკვე ეს წიგნი? მე აუცილებლად წავიკითხავ აკას ახალ რომანს.

Posted by: vaho 12 Aug 2019, 13:30
QUOTE
შეგვცა ამ ჰიპერეალობით რაა


ხო, მარა პრინციპში სულ ერთია რაზე დაწერს.

ისე გემრიელად წერს, მაგის წიგნები ჩემთვის უკვე კულინარიად იქცა.

მიშლენს მივცემდი...

Posted by: George_Best 22 Aug 2019, 15:11
ტიფლისი წავიკითხე მერამდენეღაცჯერ და შირაზის ვარდის და სახლის ურთიერთობა უფრო მაგარია, ვიდრე ადრე თბილისი რო ურთიერთობა იყო ეგ

Posted by: narmonana 22 Aug 2019, 18:20
George_Best
ჩემ მეგობარს წავაკითხე,ჩავატკბე მალულა თამარა შემიფარე ნიავოებში

მაგრამ ყველას არ ესმის მაინც ეს მეიდ ინ ტიფლისი

Posted by: giojavaxa 24 Aug 2019, 22:35
გუშინ 1 საათი ვიბაზრე მთვრალზე აკასა და ტიფლისზე.

ისე მომენტებში უმბერტო ეკოს რო ეხმიანება ამუღამებთ ?

Posted by: ჯიმ"მორისონი 24 Aug 2019, 23:55
სანტა ექსპრესო არ მომეწონა დიდათ
თქვენ ?


Posted by: vaho 25 Aug 2019, 10:50
QUOTE
სანტა ექსპრესო


თუ ამერიკანო?

ყველაზე მაგარია...

Posted by: George_Best 8 Sep 2019, 07:29
სემოდგომაა და სუ ვეწევი იასნა
მამენტ ვტყუი ,არა ვიტყუები ბოლო კვირა ვაბშე მარტო გუსინ მოვწიე,ცოტა აყლევებს ეგ მოსაწევი
მარა აი იმ დღეს,ეს ჩემი იმ დღეს არი შეიძლება თვის წინანდელი ;დ მო ვწიე და გამახსენდა პლეხანოველი მოგელა რო ფიქრობდა,თვითფრინავი ვარ ჩაჯდეს ვინც უნდა წავიყვნო
ხოდა ამეკვიატა ეგა,ი რთული მოძრაობები გავაკეთე,პივა დავისხი და წარმოვიდგინე რო 6 კაცი ჩაისვი და მე ვარ თვითფრინავი
ეგენი ხო ვიფიქრე და მერე შირაზის ვარდი გამახსენდა და იკაიფეთ დაბოლილი ვარ,ისეთი ტისკია იტოგში მთელი ზაფხულია ეგეთი თესლი პირველია,ხანდახან პივა თუ არ მიყოლე ბოლოს მარტლა ვერტალიოტი ხარ

მერე იქ წავედი,მერე აქ და მერე დავიძინე,ვიღვიძებ მამაჩემი მადგება,ბებიაშენს წასაკითხი წიგნი უნდაო


აბა გამოიცანით მე რა ვქენი???/

იასნაა ბრატსი,მეიდ ინ ტიფლისი მივეცი,მეთქი აი ბებო ამით მაგრა იკაიფებს
აუ უნდა ვუარო ერთი,,მგონია რო აკას ამბით მაგრა გაერთობოდა ბებიაჩემი ტიპია იმენა,აკას სახლია მასტი

Posted by: დოჩანა 14 Sep 2019, 00:41
ფარშავანგი წაიკითხეთ ვინმემ?
როგორია?

Posted by: narmonana 24 Sep 2019, 21:36
კიდე ერთი მოსაწყენი წიგნი,უჰჰ უჰჰ,არცაა წიგნი,გადაცემები ორმ აქვს ისტორიის,იმისი სკრიპტია ფაქტობრივად


სტამბაზე ყვება რაღაცეებს მთელი წიგნი


ატრაკებს რაა

Posted by: დოჩანა 24 Sep 2019, 21:42
იმ დღეს შევედი და გადავხედე და იმენა არ ვიყიდე და გამოვედი

Posted by: giojavaxa 28 Sep 2019, 23:52
George_Best
narmonana
მოკლედ ასეთი ამბავია, ვეძებ მოთხრობას სადაც ტიპს ჩამოყავს ჰარლი დევიდსონი და ყიდის ამერიკულ ჰაერს.

სად უწერია ხო არ გახსენდებათ ?

Posted by: narmonana 29 Sep 2019, 16:23
giojavaxa
არაა,არ ვიცი....................

Posted by: გამოწვევა 29 Sep 2019, 19:51
ეჰ მწერალი, რომანისტი აკა მორჩილაძე , როგორც ჩანს წარსულში დარჩება...

Posted by: Carver 9 Oct 2019, 22:47
ძველი გულებისა და ხმლისა მეგონა თავის სახასიათო სტილში იქნებოდა, მაგრამ ავტორი რომ არ მცოდნოდა ვერც მივხვდებოდი რომ მისია..
თუმცა მაინც კარგი წასაკითხი იყო..


ტეხავს თბილისურ ბლატნოი ეპოპეაზე რომ აღარ წერს..

Posted by: narmonana 10 Oct 2019, 10:35
QUOTE (Carver @ 9 Oct 2019, 22:47 )
ძველი გულებისა და ხმლისა მეგონა თავის სახასიათო სტილში იქნებოდა, მაგრამ ავტორი რომ არ მცოდნოდა ვერც მივხვდებოდი რომ მისია..
თუმცა მაინც კარგი წასაკითხი იყო..


ტეხავს თბილისურ ბლატნოი ეპოპეაზე რომ აღარ წერს..

მორჩა ეგ ეპოქა,რაღამდენს მოიფიქრებს..............


მწყინს ძალიან,რაღაც ფსევდო ისტორიულ დოკუმენტალისტიკაზე რომაა გადასული

მეტი მინდა,სიტკბოება,სევდები,ზღვის ნაპირები და კაი კაი სახლები,მაგრამ სადაა.დაბერდა ესეც

Posted by: wrangler7 10 Oct 2019, 22:18
Maid in Tiflis
აღარ იშოვება?


-----------

Posted by: Carver 10 Oct 2019, 23:18
narmonana
QUOTE
მორჩა ეგ ეპოქა,რაღამდენს მოიფიქრებს..............

ვერ ამოწურავს,
აკა ის მასტია, როგორც სკორსეზეა ჩაციკლული მაფიაზე, ისეა ეს 90-ანების თბილისურ დვიჟენიებზე,

მეიდ ინ ტიფლისის დონის უნდა მოარტყას რამე, თორე რეგრესს განიცდის იმჰო..

Posted by: narmonana 11 Oct 2019, 08:44
Carver
არამგონია ეგ გაქაჩოს biggrin.gif ვნახოთ.

Posted by: George_Best 11 Oct 2019, 11:43
უშენოდ მგონი მოვკვდები გამეძრო,მეორედ ვუყურებ და ფალიაშვილის ამაზე ცუდი ეკრანიზაცია წარმოუდგენელია იმენა,არადა თუთბერიძე არაა ცუდი რეჟისორი,თანნ სცენარისტიც აკა იყო,პროსტა ამბავიც ა ვაარგა,არც გადაღება,არც არაფერი,იმენა ###ობაა

Posted by: giojavaxa 13 Nov 2019, 19:25
ბოლო ერთი კვირაა სანტასა და მოგელაზე ვბაზრობ

Posted by: Katana_ 11 Dec 2019, 17:36
ეხ,აკა ბიძია

რა მაგარი კაცი იყავი 

და რა ჰქენი ეს ?

სად წაიღე შენი სამყარო?

სად ჯანდაბაში დამარხე?!


Posted by: nigo 25 Dec 2019, 08:41
Katana_

ჩემი აზრით ცდები.
პირიქით ,უფრო და უფრო ღრმა და საინტერესო ხდება.
მისი ექსპერიმენტებიც
მომწონს.
აქ რომელიღაც იუზერმა " ჩრდილი გზაზე" აიგდო.

ეს წიგნი რომ წააკითხონ მოზარდებს,მეტიც არ უნდათ იმის გასაგებად,რა იყო სსრკ.

აკა კარგად იყოს და გიგი სულაკაური თუ გაქვთ წაკითხული ახალგაზრდებს?
რაც აკაა 90_ იანების თაობისთვის,ის გიგია ჩემი თაობისთვის,ოღონდ ასჯერ უფრო ნოვატორი და ავანგარდისტი იმ დროისთვის.
ჩემი სიგნაჩაც მისი ლექსიდანაა. და ჩვენი თაობის არსს გადმოცემს.





Posted by: Katana_ 26 Dec 2019, 13:22
nigo
QUOTE
მისი ექსპერიმენტებიც

მე მგონი თავადვე გაიხლართა თავის ექსპერიმენტებში.

biggrin.gif

შეიძლება ჩვენთვი კაცებისთვის უფრო მისაღებია ლოთების და პოხუისტი ტიპების ისტორიები
არც მაგ ვერსიას გამომვრიცხავ.


Posted by: Ezekia 26 Dec 2019, 17:08
nigo
QUOTE
გიგი სულაკაური თუ გაქვთ წაკითხული



ვნახე "თამაში რევოლვერით", არ ვიცოდი გიგი სულაკაური, წავიკითხავ❤️

Posted by: დოჩანა 26 Dec 2019, 21:03
QUOTE
გიგი სულაკაური თუ გაქვთ წაკითხული

კი მოთხრობა წავიკითხე იმ დღეს
იმ მოთხრობაშიც და ერთ ლექსშიც აქვს რაღაც ნეკროფილური გადახტომის იდეა , გაფრენის
რამდენადაც ვიცი სიცოცხლე ესე უბედურადაც დაასრულა.

ნიჭიერია ორი აზრი არ არის.

Posted by: giojavaxa 27 Dec 2019, 23:51
narmonana
George_Best
სანდრო და კოსტას წერილი გამახსენდა, საერთოდ ზამთრის გრძელ და ცივ ღამეებში კარგი წიგნების კითხვას არაფერი ჯობს.

"საერთოდ არ გავბრაზებულვარ. არ იფიქრო,რომ რაღაცაზე გავბრაზდი. ასეთ რამეებზე არ ბრაზდებიან. უბრალოდ მივხვდი,რომ დამთავრდა და ძალიან ვნანობ,რომ სწორად ასე დამთავრდა და ასეთ დროს .მე რაღაცა გამეგება ქაღალდზე ასოების გამოყვანის და შენ ვერაფრით შეატყობ ამ ნაწერს რომ მე ვღელავდი, ან ვცახცახებდი, როცა შენ გწერდი, ან კიდევ ვნანობდი რაღაცას

Posted by: დოჩანა 28 Dec 2019, 00:56
იმერული მოთხრობლის თავი მეიდ ინ ტიფლისიდან ძალიან მომწონს.

Posted by: Katana_ 28 Dec 2019, 16:45
აგვისტოს პასიანსი როგორი წიგნია ?

Posted by: giojavaxa 28 Dec 2019, 18:28
დოჩანა
ულამაზესია

Katana_

სასიამოვნო წასაკითხია, მაგრამ სანტას, ტიფლისს, ობოლესა და მესაიდუმლის ქამარს ვერ შეედრება.



Posted by: Katana_ 28 Dec 2019, 20:17
giojavaxa
up.gif
მადლობა


Posted by: nigo 5 Jan 2020, 11:52
Katana_
ერთ ბეწო წიგნში მთელი თაობის მენტალიტეტია( ვერ ვიტან ამ სიტყვას) გადმოცემული.

უფრო მიესადაგება იმ თაობის " პონტები".
ნუ შეუშინდებით ჟარგონს.
მევასება_ არ არის მომწონს
მიტყდება_ არ მომწონს.
სულ სხვა რამეა,სხვა მუღამი, ვახუშტი კოტეტიშვილი წერდა ამაზე.

გუშინ ძალიან,ძალიან მაგარი,უნიჭიერესი დათო წერედიანი დაკრძალეს.
მისი თარგმანები ზესუპერია.
მე მგონი ,ფრანსუა ვიიონი უფრო მაგრად თარგმნა,ვიდრე ფრანსუამ დაწერა.
მე ასეთი განცდა მაქვს.

Posted by: Katana_ 5 Jan 2020, 14:10
nigo
საიტერესოა
წავიკითხავ მაგ წიგნს
smile.gif

Posted by: DATOIA 5 Jan 2020, 14:32
აგვისტოს პასეანსი მართლა საინტერესოა იმ კუთხით, რომ გვანახებს ამ ყარაბაღების, უნცროს-უმცროსი
ბერიშვილების, პლეხანოველი მოგელების მიხვრეტ-მოხვრეტების და ამბების შემდეგ, ვინც გადარჩა და სანტა სიტიში
არაა გახიზნული - ასე ვთქვათ "ბურჟუიზსკი პონტებიდან" givi.gif შორს - როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს და ზოგადად რა რასკლადია თბილისში biggrin.gif

თან აგვისტო მაშინაც ასე ვთქვათ ფილტრის ფუნქციას ასრულებდა სავარაუდოდ და თბილისს - თბილისთან ტოვებდა, შეიძლება მაშინ დიდად
შესამჩნევი არ იყო, მაგრამ დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებIთ კიდევ უფრო გასაგებია - რატომ აგვისტო და არა სექტემბერი givi.gif

მოკლედ რაც კარგია - კარგია.. boli.gif

Posted by: solali 6 Jan 2020, 03:37
QUOTE (Katana_ @ 11 Dec 2019, 17:36 )
ეხ,აკა ბიძია

რა მაგარი კაცი იყავი 

და რა ჰქენი ეს ?

სად წაიღე შენი სამყარო?

სად ჯანდაბაში დამარხე?!

რაზე ამბობ?

თუ მის ბოლოდროინდელ ნაწარმოებებს გულისხმობ, ძაან მაგარი ქნა რომ იმ ვაკური რაღაციდან გამოვიდა და მოგელაზე და ლევანაზე წერას შეეშვა.

ნუ მართალია ახლა სულ იმერულად წერს მაგრამ არაუშავს. იმას ჯობია:დ

Posted by: Katana_ 7 Jan 2020, 23:27
solali
ძაან მაგარი იქნებოდა კარგი რამე რომ დაეწერა

biggrin.gif

მაგის დაწერას ისევ მოგელაზე და მის ძმკაცებზე წეროს უმჯობესია

Posted by: George_Best 13 Jan 2020, 12:45
მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება მინდა ტოტალიზატორზე,იტოგში მინდა რა სცენარს ვწერ,მერე უნდა შევაგდო კონკურსზე სადმე და თუ ავიღე მინიმალური დაფიანსება მაინც გადავიღებ,გარემოზე და იქაურ ტიპაჟბზე მონახაზზები მაქვს და მაგას დავხვეწავ იასნა
იქაურობა მაგრა ვიცი,მთელი ცხოვრება იქ დავდივარ,უბრალოდ მინდა სცენარში აკა მოვახვედრო რა,მაგას ევასება ეგ სამყარო მაგრა და მაგრა წერს,ნეტა ეგეთი გადამაღებინა ეგ როგორც წერს :დ მინდა ამბავში ერთ-ორი სიტყვით ვახსენო,მადლობა რო არსებობ პონტში,აი ტარანტინოს ახალ ფილმში მარგო რობის ხელებით რო ეუბნება კვენტინა ბრუს ლის სგ შენს კარიერასო,ეგრე ოღონდ ამბავსიც რო ჯდებოდეს და ყალბი არ იყოს:დ
რამე თესლი იდეა მინდა,იქაური იგროკები არ კითხულობენ წიგნებს და როგორ შემოვაგდო აკა ამბავში,თუნდაც ორი სიტყვით ;დ

Posted by: DATOIA 13 Jan 2020, 12:50
George_Best

"ტოტო მაკონდოს" ბიჭები თუ რაღაც მოთხრობა რომაა, თბილისელი იგროკი რომ დანით აჩეხავს იტალიელ ფეხბურთელს - შენი გამაზული პენალტის გამო, ცხოვრება დამენგრაო,
რავი წესით შეიძლება რაღაცნაირად ჩააჯინო.. თუნდაც სახელი რომ დაარქვა ტოტალიზატორს ეგეთი gigi.gif

Posted by: George_Best 13 Jan 2020, 12:55
DATOIA
მაგაზე უკვე არის ფილმი,ვარიაცები შექსპირის თემაზე ქვია,თან მერაბ კოკოჩაშვილის გადაღებულია,იმენა მასტერია კინოსი ეგ,პროსტა ფილმი დიდად ვერ ვარგამოთხრობა ჯობია :დ
მარა კაი იდეაა ისე,შეიძლება ვინმე იგროკმა ეგ ფილმი ახსენოს ან პროსტა ლეგენდის პონტსი ამბად მოყვეს ესეთ ვარიანტში
-ხო,აიის ტიპი რო იყო, დი კანიო გძეტა 2001-ში ცარიელ კარში არ გაიტანა,მეკარე ეგდო რა დედა ქონდა #####ული და ამ ###მ ,მაგის დედას რო ###### მე არ შეაგდო,ფეირ პლეი და მაგის დედა #####ან მე,ხო მერე ტრეზორამ გააძრო აქ რო იგრა ქონდა იტალიას და ფეხებში ესროლა,ძესიტ ტიში ამოუღო ჯიბიდან :დ იასნა ესროდა ტო მაგ დეა#####ულს :დ
(ეგ ნაღდი ამბავია ისე,დი კანიომ რო არ გაიტანა,სარბიელში იყო სტატია,ვიღაც ინგლისელი იგროკი 5 კ გირვანქას გებდა,ვესტ ჰემის 1 -მა გაუმაზა :დ იქნებ დამიბრუნოს დი კანიომო მაშინსანმა დაწერა და სარბელმა გადმოაქართულა ;დ)

Posted by: George_Best 19 Jan 2020, 00:45
DATOIA
მოვიფიქრე,ნუ ჯერ სცენები დაპერსონაჟები მაქვს მარტო,გადასწყობ გადმოსაწყობია მარა ამ ეტაპზე ეგრე მაქვს
ტიპი შედის ამ ტოტალიზტრში და იქაური ერთი პერსონაჟია,ნი ნარმალნი ტბალეტებს სვამს და სხვა საბირჟაო არ აქვს,ამ ტოტოში ათენებს აღამებს,ტოტოში შესულ მასტს ხელსი უჭირავს მეიდ ინ ტილისის ლეგენდარული აწ გამქრალი გამოცემა,ეს ტვინს უტყნავს,რა წიგნია ძმა მანახე,რა ხდება,რატო რაღაც და ეს რო მოიშოროს რავი ზმა აკაა მორჩილაძე,ვინაა ტო რა სახელია,რავი ძმა სახელია რა მწერალია დაიკიდე და ის გიჟი ეძაბება ;დ
რამე ამ სტილის ;დ

Posted by: Katana_ 19 Jan 2020, 12:14
George_Best
სახლში აღმოვაჩინე მოგელას წიგნი. ხელახლა დავიწყე კითხვა. სულ ერთხელმ მქონდა აქამდეს წაკითხული,ხოდა ჩავუჯექი ისევ.
ისე აღარ მოაქვს,როგორც მაშიან...

mo.gif

Posted by: DATOIA 19 Jan 2020, 22:55
George_Best

ბიჯო ვაბშე უნცროსი ბერიშვილი რომ გააცოცხლო და ჩასვა ? lol.gif

თან ფეხბურთი ხომ ევასებოდა და ვითომ აკას წიგნითაც მოძრაობს, ცოცხალი გადაურჩა 90-ების და 2000-ების პერესტრელკებს,
ძმაკაცებიც აღარ ჰყავს, ხოდა ფუტბოლი-ტოტალიზატორი, ტოტალიზატორი-ფუტბოლი - პაჟარნიკია რა mad.gif

ანუ გმირიც აკას ობრაზის რომ ჩასვა მაგრად გაასწორებდა.. ცოტა ჭაღარა და 90-ების იარები რომ ეტყობა biggrin.gif


Posted by: George_Best 19 Jan 2020, 23:57
DATOIA
QUOTE
ბიჯო ვაბშე უნცროსი ბერიშვილი რომ გააცოცხლო და ჩასვა ?

lol.gif lol.gif lol.gif
აუ ბაზარი არაა ;დ
ოღონდ მაშინ ძველი ბიჭი უნდა იყოს რა,იმენა დაძაბული და ყელა პატივს ცემს,ეს რას ფიქრობს აბა,ხალხი უფრთხის და ეს პახოდუ თუ ხასიათზეა ძველ ამბებს ყვება :დ წესით ფულიც ექნება,რამე ბიზნესი რაზეც მოყა ბოლოსკენ "საუბარში" სროლები როა და პლეხანოველი მოგელა დარბაისელ მანდილოსანს ეკითხება,სალომეას დგავდნენ სადაც იყავითო ;დ
პროსტა ეგ თუ მოვიფიქრე აკას უნდა ვთხოვო საავტორო უფლებების პონტში ნება მომცეს პერსონაჟის გამოყენების ;დ
QUOTE
ანუ გმირიც აკას ობრაზის რომ ჩასვა მაგრად გაასწორებდა.. ცოტა ჭაღარა და 90-ების იარები რომ ეტყობა

ეგეთს ვიცნობ ბიძაჩემის ზმაკაცია,იმენა ვინც პერსონაჟი მყავს ყველა ნაღდია,სკორსეზეს აირიშმენი როა,ყველა ნაღდი ტიპი გააცოცხლა ეგრე მინდა მეც,ოღონდ იასნა სახელებს ვცვლი biggrin.gifKatana_
QUOTE
ისე აღარ მოაქვს,როგორც მაშიან...

ჩემთვის პირიქით,რაც მერე ვკითხულობ უფრო და უფრო მოაქვს

Posted by: miriani777 20 Jan 2020, 00:00
ობოლე წაიკითხეთ ვინმემ?



საკაიფოა ძალიან

Posted by: Greta 20 Jan 2020, 00:26
miriani777

ზაფხულში, შვებულებაში, გემრიელად წავიდა, ვისიამოვნე <3

Posted by: DATOIA 20 Jan 2020, 00:35
George_Best

ბიჯო მოგელა და ლევიკო ხო ცალკე ამბავია, მაგრამ უნცროს / უმფროსი ბერიშვილები ბევრად უფრო საინტერესოა ჩემთვის - ცალკე წიგნს / კინოს და რავი რას აღარ გადაიღებდა კაცი..
თან ეგეთი ტიპები რომ უეჭველი არსებობდნენ ისევე ბოლომდე მჯერა, როგორც იმის მჯერა 1000%-თ რომ კლიფ ბუthი გამოგონილი პერსონაჟი არაა და ეგეთები ჯერ კიდევ 60-ების ამერიკაში ბლომად იყვნენ..
პრინციპში როგორც დღეს ვერ ნახავ ძმებ ბერიშვილებს საქართველოში - ისე ვეღარ ნახავ კლიფებს ამერიკაში.. ეგაა ალბათ ჩვენი საუკუნის ტრაგედიაც biggrin.gif

თან უფროსზე ის ვიცით რომ ქალები ევასებოდა მაგრად, 90-ების აფტამატებიან თბილისშიც კი თავგადასავლებში იყო - დილის 6 საათზე, ლამპის შუქზე საწოლში ჩათბუნულ ლევიკოს რომ დაადგება წიგნის კითხვისას, მომსდევენო,
გათენებამდე რომ შერცხვება დარჩენა (ვიდზე არ ვარო lol.gif) და დაადუღებენ სადარბაზოშივე sad.gif აი ამ რამდენიმე ეპიზოდიდან და დიალოგიდან, რამხელა რაღაცის აგება შეიძლება ამაზე lol.gif

და უნცროსი საერთოდ ცალკე სამყაროა.. კლიფის არ იყოს შეხედავ თუ არა თავდაჯერებას უნდა ასხივებდეს.. აი ბრუს ლიზე რომ თესლად ჩაიცინებს, დაახლოებით ეგრე რომ ჩაიცინებს სადმე სუფრაზე, თავმომწონე მილიტარისტების
ან ექსპერტების დასკვნებს რომ ისმენს და ამ დროს აფხაზმა სნაიპერშა ქალმა რამდენიმე სანტიმეტრით რომ ააცდინა კვერცხებში დამიზნებული ტყვია ან რავი ქობალიას შენაერტებთან პერესტრელკაში რომ დაიჭრა ფეხში სამტრედიასთან..
მოკლედ ისეთი ტიპია რა, დედა მოტკნული ცხოვრების შემდეგ რომ ნირვანაშია და ყოველდღიურობით კაიფობს.. ანუ იმის ფონზე ეს ცხოვრება მისთვის ზედმეტად easy-ა biggrin.gif

ხოდა ნუ აკას წიგნებიც უნდა ევასებოდეს თავისთავად და ტოტალიზატორში ფეხბურთის ამბავშიც უნდა დადიოდეს ლოგიკურად givi.gif

Posted by: miriani777 20 Jan 2020, 00:38
Greta
ანალოგიურად kiss.gif

Posted by: George_Best 20 Jan 2020, 00:50
DATOIA
აკა მგონი კაკრას იმიტო გვევასება ყველას (ნუ 90-იანების აკა),რო ყველა პერსონაჟი ნაღდია,იგივე ფალიაშვილშიც ვინც ყავს ყველა ნაღდია,ნუ ზაზას გარდა ;დ
შენ გიწერია წინა გვერდებზე ,ჩემთვის გენიალური პოსტი და დამუღამებაა,სროლების მერე ტიპები იმას რო დარდობენ ლიგას თუ მივუსწრებთო,89ში ვარ მეც დაბადებული,ჩხუბებიც და სროლებიც მინახავს,მარა რა ლიგა დღემდე რო ვიხსნებ ხოლმე სანთლებს ვანთებ და ამათ ჩვევაში ქონდათ ;დ
QUOTE
ან უფროსზე ის ვიცით რომ ქალები ევასებოდა მაგრად, 90-ების აფტამატებიან თბილისშიც კი თავგადასავლებში იყო - დილის 6 საათზე, ლამპის შუქზე საწოლში ჩათბუნულ ლევიკოს რომ დაადგება წიგნის კითხვისას, მომსდევენო,
გათენებამდე რომ შერცხვება დარჩენა (ვიდზე არ ვარო ) და დაადუღებენ სადარბაზოშივე  აი ამ რამდენიმე ეპიზოდიდან და დიალოგიდან, რამხელა რაღაცის აგება შეიძლება ამაზე

წელს 13-იანვარს შუქი გაგვითიშეს ქავთარაძეზე და მე ვარ პახმელიაზე,არ მაქვს სიგარეტი და ვიპოვე ლიტრა ღვინო,გადმოვირე კაკრას მეიდ ინ ტიფლისი,მაგ სცენაზე გადავშალე,ლევიკო სანამ ის მოვა,წიგნს კითხულობს,თავზე ქუდი აფარია და ფიქრობს არ ჩამეძინოს,სახლი არ დაიწვასო,კაკუნზე იარაღს რო ჩაიტანიებს ნიფხავში ;დ
QUOTE
და უნცროსი საერთოდ ცალკე სამყაროა.. კლიფის არ იყოს შეხედავ თუ არა თავდაჯერებას უნდა ასხივებდეს.. აი ბრუს ლიზე რომ თესლად ჩაიცინებს, დაახლოებით ეგრე რომ ჩაიცინებს სადმე სუფრაზე, თავმომწონე მილიტარისტების

მე მართლა ვიცნობ ეგეთ ხალხს,ბოლოს შევესწარი უბანში,ხუთ კაცთან იყო უნცსროსი ბერიაშვილის ტიპი,ახლოს ვერ მივიდა ვერავინ,მშურს ხოლმე ეგეთი ტიპების,აი მიდი დამომეკარე რო აწერია ;დ უეწველი ჩავსავ აწი ეგეთ პიროვნებას სცენარში,საჭიროა
ტარანტინო ორჯერ ვნახე, მარა კლიფს რო უვარდებიან ორიგინალში ბრედი ეუნება მგონი რით დაგეხმაროო და რუსულად მევასა,გამოყლევებულ სახეს რო ღებს და კამუ?ვის უვარდეთ ბიჯოოო ერტი ეგ ჯობდა რუსულად(ინგლისურიარ ვიცი კარგად,მარა მეორ ე ნახავზე ყველაფერი გავიგე ;დ)
რო დავწერ სცენარს ბოლომდე,მოკლეს სცენარია,არ მგონია ვინმემ დამაფინასოს ან რამე,მარა წაგაკკითხებ პროსტა,შემიფასე,გამაკრიტიკე ;დ
ვცდირა,ჩემი რა მიდის

Posted by: DATOIA 20 Jan 2020, 01:02
George_Best

სცადე აუცილებლად, წავიკითხავ მეც დიდი სიამოვნებით biggrin.gif

ახლა ვიხსენებდი და 5 წლის წინ წამიკითხავს ბოლოს მოგელა, ერთი სიამოვნება იქნება ხელახლა ჩაჯდომა და ზოგადად აკას შემოქმედებას
უნდა ჩავუჯდე ხელახლა - მისტერ დიქსლის ყუთი, სანტა-ესპერანსა და რაღაცეები მაქვს თითქმის დავიწყებული - კაი დიდი "კოლექციაა" ბოვშობიდან ნაგროვები... boli.gif

user posted image

Posted by: nigo 22 Jan 2020, 19:08
George_Best
ქემერა დასვი სადმე კუთხეში,თან სახლში რომ ეჩქარება smile.gif

იგივე აკა გამოგივა.

Posted by: დოჩანა 26 Jan 2020, 00:37
მეიდ ინ ტიფლისს ვკითხულობდი და მოგელა რომ ეუბნება შირაზის ვარდს რაღაცებს ძან მენიშნა, მაგრამ აღარ მახსოვს რა იყო, ვეღარ ვიხსენებ.

ხო ხო დედის სიკვდილს ელოდებოდაო იტყვიანო თუ რაღაცა , ტეხავსო ეგეთი მომენტი იყო..

Posted by: Voldemor 26 Jan 2020, 02:18
ქემერა წავიკითხე და დაბრეცილი ვახოს თავგადასავალზე ვიცინე ძაან :დ

ვერავის რო ვერ ცნობს იმ კაცის გარდა ვისაც ამისი ფული მართებს და ცოლი რო თავიდან დაევასება ))

Posted by: polan_romanski 13 Mar 2020, 05:02
მეოოთხე გვერდზე ამ თემის ადგილი არაა

ნინაკა-ზაზამ დამარქვა,ატირებული სიცილიელი ქალი ქმრის საფლავზე,რომელიც მაფიოზებმა მოკლეს
მერე დაეზარა და უბრალოდ ვენდეტას მეძახდა
QUOTE
ხო ხო დედის სიკვდილს ელოდებოდაო იტყვიანო თუ რაღაცა , ტეხავსო ეგეთი მომენტი იყო..

ეგრეა,სახლში ამიყვანეო შირაზმა,მოგელა კიდე ძველი ყაიდის კაცი იყო

Posted by: George_Best 30 Mar 2020, 19:51
ბარბოსა იმ თამაშის შემდეგაც დიდხნს იდგა კარში.ვასკუშიც და სხვა გუნდებშიც,თუმცა სტადიონსგარეთა ხალხი მის სახელს რომ შეიტყობდა პირს იბრუნებდა ხოლმე.იგი ამ თოთხმეტი წლის წინ გარდაიცვალა.ბოლო დროს მარაკანაზე მებაღედაც იყო.ოღონდ მოხუცებულობისას თავის უკანასკნელ ინტერვიუში თქვა დღეს ასევე საქვეყნოდ ცნობილი სიტყვები;ბრაზილიაში სასჯელის ყველაზე დიდი ვადა ოცდაათი წელიწადია.მე კი ზუსტად ორმოცდაათი წელიწადია ვიხდი სასჯელს დანაშაულისთვის,რომელიც არ ჩამიდენიაო.
ასეა სადაც ლეგენდეა,იქ დამნაშვაეცაა,მსხვერპლიც,გმირიც და ასე შემდეგ.უბრალოდ მგონია,რომ ამ ზაფხულს რომ მოსწრებოდა,ბარბოსა შვებას იგრძნობდა.მას ეკუთვნოდა ეს შვება.ოღონდ იმასაც მიხვდებოდა,როგორ გამოიცვალა დრო,როგორ მიინავლა სიყვარული,როგორ არ სცალიათ ადამიანებს,რომ ფეხბურთზე მსაჯს ბოლო საასტვენის შემდეგაც იფიქრონ და როგორ აღარ არის ფეხბურთი სიგიჟე.ეს მას გააოცებდა,თუმცა იმასაც დაინახავდა ,რომ თვითონ სამუდამოდ დარჩენილიყო ძველი დროის ტრაგიკულ გმირად,რომელსაც პატიება არ ეღირსა იმ დროში,რომელშიაც პატიება-არპატიებიის საკითხი საერთოდ არ დგას,რადგან არანაირი განსაკუთრებული ვნება ფეხბურთს აღარ უკავშირდება.
მრავალ შობას,მოასირ ბარბოსა ნასიმენტუ!

დეკემბერი,2014 წელი

1.07


Posted by: wrangler7 30 Mar 2020, 23:28
George_Best
ეგ საიდან არის, სარბიელიდან?

2 ნაწილი მაქვს მხოლოდ, არადა ახალი აღარც გამოდის down1.gif

Posted by: George_Best 31 Mar 2020, 00:37
wrangler7
ჟურნალ ათიანიდან,ბრაზილია-გერმანიაზე უწერია,ვაბშე დაიკიდეს ეგ წაგება ბრაზილიელებმა,არც განიცადესო
ხო,მეც ორი მაქვს,რატომრაც შეწყვიტეს გამოშვება

Posted by: ალექსანდრა91 7 May 2020, 19:46
აკას მუღამზე მოვედი და მხოლოდ ყარაბაღი მაქვს წაკითხული და რით დავიწყო? ამიჭრელდა საბაზე თვალები sleep.gif

Posted by: giojavaxa 7 May 2020, 21:14
ალექსანდრა91
ობოლე, ძველი გულებისა და ხმლისა, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები. ეგენი პატარაა და თან კარგებიც.

Posted by: narmonana 7 May 2020, 21:53
QUOTE
ძველი გულებისა და ხმლისა

ნომ ნოომ, იმდღეს გავიმეორე, დუქანში ერთი შევა და ის ყაჩაღი არაგორნივით ზის კუთხეშიი

Posted by: Katana_ 7 May 2020, 22:15
narmonana
QUOTE
დუქანში ერთი შევა და ის ყაჩაღი არაგორნივით ზის კუთხეშიი

გივიას დუქანზეა ბაზარი ძმა lol.gif pop.gif pop.gif



Posted by: ალექსანდრა91 9 May 2020, 01:05
giojavaxa
მადლობა ))
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები გადმოვწერე. მაგით დავიწყებ ))

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 13 May 2020, 00:34
თუკი ორი-სამი დღის გაუპარსავი იყო პლეხანოველი მოგელა,კაცი იტყოდა ,მობერებულიაო.მისი ნიკაპის შემხედვარე ვერაფრით იფიქრებდი, ბიჭიაო,თუმცა,კაცსაც ვერასგზით დაარქმევდი;მოძრაობდა ლაღად და იმ დროებაში გახლდათ ნაზარდი,როცა მხარებაწურულად დგომა და მიწაში ყურება ნამდვილ ჯეელად ყოფნას ნიშნავდა.
ეჰეიიიიიი... რამდენ რამეს გამოევლო პლეხანოველ მოგელას გულ-ღვიძლში!რამდენი მდგოვი გამოსლესვოდა სულის ყაფაზს და რამდენი შაქარყინული ეწუწნა ცხოვრებაში!ამის აწონა და შეხამება,აბა როგორ მოხერხდებოდა:განცდებს წონა არა ჰქონიათ,თორემ,აბა,უყურე,კუზიანი მტვირთავივით ვერასდროს გასწორდებოდი წელში,დაგედებოდა ისედაც მოხრილ ბეჭებზე ზანდუკები,დეემატებოდა და დეემატებოდა სიმონ...
როცა ამეებს ფიქრობდა ხოლმე პლეხანოველი მოგელა,მთლად ფხიზლად ვერ იყო,აბა ფხიზელს როგორ გაახსენდებოდა ბარნოველი ლევიკოს სტუდენტობის დროინდელი ნალაპარაკევი სულის და სხეულის სუსტკავშირობის შესახებ
ცხოვრება გრძელი ყოფილაო,ეს უკვე გაერკვია პლახნოველ მოგელას,თუმცა,მის შემოკეცვას არ ცდილობდა
პლეხანოველ მოგელას ბიჭობიდანვე უყვარდა მათრობელა ბალახები.რახანღა ტანით შეიგრძნობდა ათას რამეს,უცხო ქალაქებშიც იოლად პოულობდა მათრობელა ბალახთა ადგილებს.

Posted by: Ezekia 30 May 2020, 02:40


"ფარშავანგი" წაიკითხეთ ვინმემ?





./././././././




Posted by: MAKIAVELI_ 30 May 2020, 15:45
რა კარგი გადაცემა ჰქონდა ერთ დროს იმედზე.



Posted by: vaho 30 May 2020, 15:47
QUOTE
"ფარშავანგი"


მაგარი აბდაუბდაა.

მარა აკაა მაინც.

ლომკას მოხსნის...

Posted by: MAKIAVELI_ 30 May 2020, 15:49
ბერძენიშვილმა, მე მგონი, თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის მე-4 ადგილი უბოძა აკას.


Posted by: wrangler7 30 May 2020, 20:29
MAKIAVELI_
სად იყო? პირველი სამი ვინ არისო?

Posted by: დოჩანა 30 May 2020, 20:48
დროა რამე გრანდიოზული დაწეროს აკამ

Posted by: Ezekia 31 May 2020, 00:10
MAKIAVELI_


ხო, პირველი სამიც დაწერეთ რა.)



იმედზე გადიოდა "უცნობი საქართველო"?

სადმე დევს ინტერნეტში? რაც მოვძებნე, ცოტაა, ყველა სერია არ არისო.
სულ რამდენი სერია იყო?
თუ გადაცემა, თუ როგორც ქვია.

ეს "იონას საქართველო" :

https://www.youtube.com/playlist?list=PL1cZft2A2yz6i440CL4udwT2nYny3wtWQ


Posted by: George_Best 31 May 2020, 03:52
თანამედროვე არ ვიცი,ვინ თვლის აი სიტყვაზე შატაიძეს თუ თვლის ვიკამათებდი მარა ჰა,აი ჯანდიერი და აკაზეც შეიძლება კამათი,მარა რეალრად დამოუკიდებლობის პერიოდის საქართველოში აკა უდავოდ ნომერ პირველი ვინმე არის
მეც მაინტერეებს ის ,შატაიძე,ჯანდიერი,აი დალშე მეოთხე ვინ არის???
QUOTE
დროა რამე გრანდიოზული დაწეროს აკამ

კი დოჩან,ჩემო მეგობარო,სად დაიკარგე ხო ხარ ისე კარგად?

Posted by: MAKIAVELI_ 31 May 2020, 21:02
პირველზე ბურჭულაძე გაიყვანა,ხოლო მეორეზე ბუღაძე და შემდეგ უკვე დოჩანაშვილი მოდის.

რა შეიძლება ითქვას. ბურჭულაძის 3 წიგნი მაქვს წაკითხული და დიდი ტალანტი იქ მე ვერ აღმოვაჩინე. ჩვეულებრივი პოსტმოდერნისტული მასტუბრაცია.
ბუღაძეზე ხაზი აქვს გასმული "ბოლო ზარი" მაგარი წიგნიაო! წაკითხული მაქვს-ეგ წიგნი და ცუდი ნამდვილად არ ეთქმის. ძალიან კარგი სატირა,მაგრამ აკას ეგეთები ჯერ კიდევ ლამპის შუქზე აქვს დაწერილი,უფრო სწორად, ბევრად უკეთესები. დოჩანაშვილზე წინ ბუღაძე და ბურჭულაძე რომ იქნება-ეგ ხომ ცალკე ღადაობა. მე მგონი, როდესაც რეიტინგს ადგენდა, პოლიტიკოსი ბერძენიშვილის როლიდან არ იყო ჯერ გამოსული.

პ.ს საუბარია თანამედროვე და ცოცხალ მწერლების რეიტინგზე.

Posted by: George_Best 31 May 2020, 21:12
QUOTE
პირველზე ბურჭულაძე გაიყვანა,ხოლო მეორეზე ბუღაძე და შემდეგ უკვე დოჩანაშვილი მოდის.

ბერძენისვილია რა
დოჩანას რო ბურჭულაძეს ამჯობინებს,რა ბურწულაძე აი რა ბურჭულაძეე
იი მე ყველაზე მაგარი მოაზროვნე ვარ,მე ყველაფერი წამიკითხავს,იიი მე ამ ქვეყნის გამო ციხეში ვიჯექი
ბურჭუაძე,ბუღაძე,დოჩანა,აკა

ვაი შენს პატრონს
გერდზე თემაში ქრჩხაძე ჭილაძე დოჩანაზე მიდიოდა კამათი ვინ ჯობიაო და უცებ ბერძენა იჩთება ბუღაძე ბურჭულაძე უფრო მაგრები არიანო ;დ

წაკითხული მაინც არ მქონდეს ბლიად
მერე ეტყვი ### ხარო და არ ვარო მე ძმაო ჰომეროსს ვკითხულობო
გააცემის ლინკი არ გაქ ? MAKIAVELI_

Posted by: ikasso 1 Jun 2020, 16:50
QUOTE (George_Best @ 31 May 2020, 21:12 )

მერე ეტყვი ### ხარო და არ ვარო მე ძმაო ჰომეროსს ვკითხულობო

lol.gif lol.gif lol.gif

ცვეტში

Posted by: narmonana 19 Jun 2020, 17:09
კაცი სანტა ესპერანსას გადაიმეორებდა....

მარტია, რო გამოვა სალომეას ოთახიდან და უკვე ვეღარ უძლებს, ცრემლები მოსდის, ამანაც უარი უთხრა და ამ დროს ბიჭი შემოვარდება, სალომეა ჩამოდის, შარვალი აცვიაო

მაგარია biggrin.gif



და კიდე ის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ლუკა სუპში ოხრად წიწაკას რომ ჩაიჭრის და ძლივს ჭამს

მაგის მერე სულ ცხარეს ვჭამ სუპებს

Posted by: vaho 19 Jun 2020, 17:20
QUOTE
სანტა ესპერანსა


ადრე თხელყდიანი წიგნი წავიკითხე, მერე ის ვიღაცას ვათხოვე და აღარ დამიბრუნა.

მერე ახალი ვიყიდე, სქელყდიანი და თითქოს გადაკეთებული მეჩვენა, რაღაც სხვანაირი იყო.

ვიღაც გოგოს ისტორია არაა, რომელიღაც ოჯახში რომ მოხვდება, კულინარიას სწავლობს თუ მუშაობს მზარეულად.

მთელი თავია ამოღებული, თავისი რეცეპტებით და მუღამებით...

ბურჭულაძეს რაც შეეხება, მაგარი აბდაუბდა ვინმეა, ვითომ ორიგინალობს ლევანა.

ადრე თქვა ერთ ლექციაში, ცვეიგი დიდი მწერალი იყოო, ბლავატსკაია კი გაუნათლებელიო biggrin.gif

ბუღაძე არ ჰქონდა ალბათ წაკითხული ელენა პეტროვნას...

Posted by: narmonana 19 Jun 2020, 17:21
vaho
QUOTE
ვიღაც გოგოს ისტორია არაა, რომელიღაც ოჯახში რომ მოხვდება, კულინარიას სწავლობს თუ მუშაობს მზარეულად.

იმიტომ რომ ეგ მესაიდუმლის ქამარშია, ბაღდადელ ქურდს რომ გადაარჩენს

Posted by: დოჩანა 19 Jun 2020, 17:21
ობოლე გადავიმეორე უკვე ნახევარი, მეორე ნახევარსაც მოვილევ მალე.

კარგი წიგნია, მარა ისეთი ვერაა მაინც რომ საუკეთესო ქართული რომანების ხუთეულში შევიყვანოთ, როგორც ეს ლევან ბერძენიშვილმა ქნა.

Posted by: vaho 19 Jun 2020, 17:22
QUOTE
იმიტომ რომ ეგ მესაიდუმლის ქამარშია, ბაღდადელ ქურდს რომ გადაარჩენს


უი, იქაა?

გამოვაძვრინო ერთი...

Posted by: Ezekia 19 Jun 2020, 17:35
QUOTE
მთელი თავია ამოღებული, თავისი რეცეპტებით და მუღამებით...



გემოს წიგნები...

<3


Posted by: MAKIAVELI_ 19 Jun 2020, 19:46
QUOTE
სანტა ესპერანსა

დიდი არაფერი წიგნია. ერთხელ წაკითხვაც შეგეზარება კაცს

Posted by: Ezekia 19 Jun 2020, 20:03
MAKIAVELI_


მარტო სანტა ესპერანსა არ მოგწონს თუ მორჩილაძე საერთოდ?


Posted by: MAKIAVELI_ 19 Jun 2020, 20:27
Ezekia
დიდად ნამდვილად არ ვარ აღფრთოვანებული აკას შემოქმედებით,თუმცა არც არაფერ ვერჩი. ჩემი აზრით, თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა,და ბუღაძეს და ტურაშვილს ბევრად აღემატება. სანტა ესპერანსას რაც შეეხება, ნამდვილად არ მომწონს.

Posted by: Ezekia 19 Jun 2020, 21:41
... დიდი კუნძულიდან მოსული დედაი თითებზე თითებს გაუსვამდა გლეხის გოგოს, ჩახედავდა თვალებში, შეუმოწმებდა შეუმჩნევლად ხელისგულებს, ჰა, თუ გოგო უკვე თოხზე არ ჰყავდათ მოცდენილი და ხელწახდენილიო და მერე ეტყოდა, აბა, ლეღვი გამიფცქვენი და მომაწოდეო, აბა, ყველი მოსჭერ და ტაფაზე დადეო და თუ დიდ ორჭოფობაში ჩავარდებოდა, იტყოდა, აბა, ცომი მომიზილოს გოგომო: ცალი თვალით უყურებდა, როგორ ზელდა გოგო ცომს ხის გობში, რათა იმის მღელვარება არ გამოჰპარვოდა. მღელვარებიდან ხომ სიმწარე იპარება მზარეულის ხელში და მწარიანი არ გამოდგებოდა და ბოლოსკენ თუ ხმადაბლა იტყოდა, ბოხჩა გამოუკარით, ეს ჩემი კარგი მზარეული იქნებაო, ზეიმიც იქ იყო.

მზარეულს იოანურად მემზადე ერქვა.

ჩაისვამდნენ გოგოს ნავში, ჩაუდებდნენ მუხლებში იმ თავის გამონასკვულ ბოხჩას და იქიდან იწყებოდა.
გოგომ არც კი იცოდა, რა უნდა ესწავლა.

დიდ გვართა შორის იყვნენ დიდი მჭამელნიც და მოულოდნელობა სამზარეულო საქმეში ის იყო, რომ კერძებსა და სხვა სიგიჟეებს მთავარი მზარეულები კი არ იგონებდნენ, არამედ თვითონ ოჯახის ქალები: დაადგებოდნენ თავზე თავიანთ მზარეულებს და აბა, დღეს ასეთი რამე გავათამაშოთ ცეცხლზეო.

ციტადელის მუზეუმში დარჩენილია იოანეს კუნძულების ძველი, ეგრეთ წოდებული გემოს წიგნები, სულ დიდ ოჯახთა დედებისა და ბებიების ნაწერი, ჰა თუ იოანურად, ჰა თუ ოსმალურად, ჰაც, აქა-იქ, ჯენოვურად ნაწერი. ანაც სამივეთი, ერთდროულად. ეს ხელთნაწერი, საგულდაგულოდ ნაკერი და ნაქარგ-ნახატი წიგნები ციტადელი მუზეუმის გარდა ძველ ოდაძეებშიაც შემოგხვდებათ, მაგრამ მუზეუმში ცალკე დარბაზიცა აქვს, რომელსაც სენტ ჯონის გემოთა საუფლო ჰქვია.
იქ ეს წიგნები გამოფენილია, ისევე როგორც პაპიე მაშესგან ნაკეთები იოანურ-ოსმალურ-ჯენოვური საგვარეულო კერძების ზუსტი ასლები, საგვარეულო თეფშების ასევე ზუსტი მონახატებით, ვინაიდან ყოველ დიდ ოჯახს თავისი სათეფშე მოხატულობა ჰქონდა და იმათ ძველთაგანვე ხატავდნენ ჩიბუხის უბნის მეფუნჯენი და ყალმოსნები.

რა არის, რომ იმ გემოთა საუფლოში გემოები არ შეიგრძნობა და არცა სურნელებანი და ეს ძველ ნაწნავოსანთა ნაწერი წიგნებიც ვერას აგიხსნიან მზარეულობის საოჯახო საიდუმლოებათა შესახებ.

საოჯახო კერძთა რაობა ხომ ორად იყოფა: სახალხონი და საიდუმლონი.

გემოთა წიგნებში თითქოს ყოველივე ჰალალად სწერია, ოღონდ, საიდუმლოთა შორის ან გამოტოვებულია რამე, ან ზომა-წონაა შეცვლილი.
გვართა დედანი მხოლოდ მთავარ მზარეულებს გაანდობდნენ სიზუსტეებს. მთავარნი თავადაც მიდიოდნენ ამ სიზუსტემდე და დედანიც გაანდობდნენ.

არსებობს ასეთი სქელი და ლამაზი წიგნი: „სანტა ესპერანსას გემოთა ენციკლოპედია სამი დიდი სამზარეულოს საფუძველზე“. ისევე, როგორც გემოთა საუფლოს დარბაზში, იქაც ყველაფერია, მაგრამ გემოთა სინამდვილე კი - არა. სინამდვილეები ისევ დიდი სახლების მზარეულებმა იციან, რომელთაც ოჯახურ კერძ-სუფრეულთა საიდუმლოებები დიდი ხანია, გადმოეცემათ, ცოცხლად, წინამორბედთაგან და ყოველგვარი გემოთა წიგნების გარეშე. თორემ, აი, რამდენი ხანია დიდ ოჯახთა დედები აღარაფერს იგონებენ და აღარცა სწერენ. წავიდა ის დრო, წავიდა და გაქრა, მიიმალა თუ სამუდამოდ გადაიკარგა, დაჯერებით ვერავინ იტყვის. წავიდა იმ ძველი, მოხდენილი და აუჩქარებელი ნაბიჯით: გაილია, როგორც ბოლოს და ბოლოს გაილევა ხოლმე ზეთი სანათურში.

ბოლოს როდის იყო ეს ამბავი?

აჰ, სანამ ცოცხალი იყო კუნძულის უკანასკნელი გამგებელი სარი ბეგი.

ასზე მეტი წლის წინათ, მგონი. სარი ბეგ თვალჯავრიანი უკვე აღარ იყო სამი კუნძულის არც მეფე, არც ფაშა და არცა მმართველი, ოღონდ კი, ძველი სიტკბოების ადათის მიხედვით, თვრამეტი ოჯახის ქალნი მაინც მიართმევდნენ ხოლმე მაისის მეორე შაბათს თითო დარჩეულ კერძს თავიანთი სამზარეულოებიდან.
აბა, სვლა ის ყოფილა, როგორც ამბობენ.
ციხესიმაგრის აღმართზე, თვრამეტი, აი, ასეთი დედა, თავთავიანთი თეფშებით.
თეფშის მისართმევი მოწყობილობა კიდევ სხვა იყო, იმისას ახლა რაღას მოჰყვები, მერე სარი ბეგიც აღარა ცხოვრობდა ციტადელში და საერთოდ, დაუბრუნებელს რაღას უშველი?

გემოთა წიგნები კი მაგარი ყოფილა. ჰყვებიან, მელექსეთა ხლართულებსაც კი სჯობდაო. ზოგიერთ დედას, ვისაც ლექსი ეგრძნო, ლექსადვე ეწერა, თითქოს ლივორნოს ჯანმრთელობის კოდექსი ყოფილიყო. ოღონდაც, აწინდელი წამკითხველი პოეზიას კი გრძნობდა, მაგრამ ბევრი რამის სახელი ვეღარ გაეგო. ანუ, ამასაც საგანგებო მცოდნე სჭირდებოდა. ვინ რაღა იცოდა, რა ერქვა ბალახს სუნგალის კუნძულზე, ქუხილას მთის უმზეო ფერდზე, ვთქვათ, სამასი წლის წინათ?

იცოდნენ, მაგრამ ზოგიერთებმა. თანაც, საიდუმლო სხვა იყო, უფრო დიდი....

Posted by: narmonana 19 Jun 2020, 21:43
Ezekia
QUOTE
ლეღვი გამიფცქვენი და მომაწოდეო,

რამდენჯერაც წავიკითხე, იმდენჯერ გამიკვირდა

ლეღვის გაფცქვნა რა არის ეგეთი, მაგრამ ეტყობა სილამაზე უნდა მაგასაც

Posted by: Ezekia 19 Jun 2020, 22:13
narmonana


რავი აბა?))

ბერძნებთან უყვართ ლეღვი, გახსოვს?

სიდონია სამარია პოლო და ჯესიკა დე რაიდერი რომ დადიან ხოლმე სასადილოდ ბერძნებთან. იქ ჯესიკას ერთხელ ოთხი ლეღვიც გამოუგზავნეს, მადლიერების ნიშნად...

~~~~~~~~~~

.... ყოველი ახალი კერძი იქვე, სუფრის შორიახლოს კეთდებოდა და მას მსახურებთან ერთად თვითონ მესუფრენი დასტრიალებდნენ: იყო თავს წამოდგომა, რჩევანი, ყველას საუკეთესო უნარის გახსენება ამა თუ იმ კერძთან დაკავშირებით, მათი მიშვება ქვაბებთან და ტაფებთან, იმავდროულად კი მოლოდინში ღვინის სმა და ძალიან გაზომილი ჭამა კერძიდან კერძამდე. სადილი ბარე ოთხ საათს გაგრძელდა. ეს იყო არაჩვეულებრივი სადილი, რომლის მსგავსიც ბლოს არასოდეს ენახა. მაგალითად, თევზის წინასწარგამზადებულ რბილობს თხელ, გავარვარებულ ქვებზე წვავდნენ. ბლომ ვერ გაარკვია, ქვები ბუნებრივად იყო ასეთი, თუ საგანგებოდ გამოთლილი. თევზი არ იწვებოდა, რაღაცნაირად ცხელდებოდა, ასევე რაღაცის ფოთლებში გამოხვეული. ხოლო ამ ქვათა ქურის გაყოლებაზე ჯამებში სულ ნაირგვარი რამეები ეყარა: შავი ქლიავის ჩირი, თხილის ნახეხი, მოკლე წიწაკები და იქავ იდგა თიხის ბოთლები ძმრითა და ზეთით. სულ ბოლოში უხუცესი ბაბუა მონდომებით ჭრიდა კიტრებს და, თანაც, იმგვარად ღრუტნიდა, რომ ისინი იმ ნახეხი თხილისა და ჩირისგან ნაზავი სატენით გამოევსო.

- ერთი არი! - დაიძახებდა ამაყად. ამასობაში კი, თალიტა თევზის რბილოებს აბრუნებდა: - ჟენვიევ ბლო!... მომეცით თქვენი თეფში, - და ზედ შემოაგდებდა ჩამთბარ თევზს, გზად შეხვედრილნი კი ყველა რაღაცას დაუდებდა თეფშზე, სულ ბოლოს კი ბაბუა - თავის გატენილ კიტრებს, ხოლო მესაიდუმლე ღვინოს გადაასხამდა მთელ ამ უცნაურ კერძს: ესეც უხდებაო...

მერე მოჰქონდათ ძალიან ძველი, წარმოუდგენლად გამხმარ-გამოფშეკილი პურის ნატეხები, რომლებიც გობში იყო ახოხოლავებული და მთა ღვინოში ალბობდნენ და ტაფაზე ისროდნენ. თურმე პურის ნაჭრები ნიორში იყო დაძველებული და საგანგებო სუპისთვის გამოიყენებოდა, რომელსაც იქავე, გამდნარი ყველისგან ხარშავდნენ. ჟენვიევ ბლოს აქამდე არასდროს ეჭამა სუპი სადილის ბოლოში, მაგრამ უარს, აბა, როგორ იტყოდა: მით უმეტეს, რომ გაირკვა, სუპი ბოლო თავი სულაც არ იყო და შემწვარი ხბოს ხორცი უნდა შემოსულიყო. ამის გამგონე ბავშვები სიხარულით გაქანდნენ ქვის მაგიდისკენ და იქ დიდი მოწნული გოდრიდან იწყეს ბროწეულის ამოლაგება და მაგიდაზე ბეჟვა, მერე კი ამ ბროწეულების გამოღრუტნა, რათა იქიდან წურწურით გამოდენილიყო წვენი და იქავე, სამკაპა შამფურებზე აშიშხინებულ ხორცს ზედ დასდენოდა. მოხუცებულნი ამ დროს ხალისით არჩევდნენ რაღაც სუნელებს და როგორც კი შამფურებიდან ახალშემწვარის თლა იწყებოდა, ამ სუნელებს ჰაერშივე მოაბნევდნენ ზემოდან. იქით ვიღაცეები მონდომებით ჭყლეტდნენ ხილს და იმისგან აკეთებდნენ მომჟავო, ახალთახალ საწებელს.

- ფაბრიკა, მადმუაზელ ბლო... მოგწონთ ჩვენი ფაბრიკა? - იქ ფრანგული ძალიან ცოტა ხალხმა იცოდა, თითქმის არავინ, მასპინძლისა და მისი ცოლის გარდა. კაცი, რომელიც ამ ქვეყნის მეფე უნდა ყოფილიყო, დიდი მონდომებით დაარბენინებდა ჯამებს აქეთ-იქით. ისე გამოდიოდა, რომ ყველანი გზადაგზა ჭამდნენ.

ჟენვიევ ბლომ არ იცოდა, რომ იოანეს კუნძულებზე სადილობის ოთხნაირი ხერხი არსებობდა და ერთ-ერთი ამათგანი, ყველაზე უბრალო, ახლა მის წინაშე თამაშდებოდა. ეს იყო ოჯახური სადილი და გარკვეული შეზღუდვებით, ის შინაურული წრის გარდა, სამეზღვაურო ამხანაგობაშიც გამოიყენებოდა ხოლმე: მაშინ, როცა მხოლოდ კაცები შეიყრებოდნენ სასადილოდ. მეზღვაურთა შორის საოჯახო სადილობა იმიტომაც იყო მოსახერხებელი, რომ იოანურ გემებს, რახანღა ისინი კოლუმბურ რეისებს არასოდეს ასრულებდნენ და თუკი დაცურავდნენ ზღვაში, მხოლოდ - სანადავლოდ, მზარეულები არ ჰყავდა და მეზღვაურთა კვება გზადაგზა და მათივე მოხერხებით ხდებოდა, ანუ საჭმელად შეამხანაგდებოდა რამდენიმე კაცი და სწორედ ასე, საქმის განაწილებითა და საჭმლის თანდათან კეთებით სადილობდა.

ჟენვიევ ბლო უყურებდა ამ უცნაურ სადილობას წყნარსა და მოხდენილ ბაღში, სადაც ოცი თუ მეტი ადამიანი ხალისიანად ტრიალებდა ქურებთან, შამფურებთან, ჭურჭელთან და ერთმანეთს სთავაზობდა მცირე, ცალკე ეგებ უაზრო რაღაცეებსაც, მაგრამ ამათი ერთობა მშვენიერ სადილს ახერხებდა და, რაც მთავარია, იქ საოცარი ხალისი სუფევდა. ეს არის, რომ, როგორც ეტყობოდა, დრო გადიოდა, რადგან ბინდდებოდა და ისე, რომ ბინდს შემოსვლა არ აცალეს, მასპინძელმა და მისმა ამხანაგებმა მაშხალები ჩაარჭვეს პირდაპირ სუფრის გარშემო. რაც მთავარია, მწვანილისა და ხილეულის რეცხვა და ხელის გადაბანაც კი ღვინით იყო, თუმცა როგორც ბლომ იცოდა, ამ ქვეყანაში ღვინო საკმაოდ ძვირი ღირდა, მაგრამ რახან სუფრას მეფე ესწრებოდა, ღვინოს ვერავინ დაითვლიდა. მეფე და დედოფალი...

... ზღვის შემოჭრა კიდევ ერთი სასადილო ფანდი იყო: კაცები ხმლებით შეიჭრებოდნენ ბუჩქნარში იმ ადგილებში, სადაც ტალღა აღწევდა და მიწაში ხმლებითვე გათხრიდნენ რამდენიმე ღარს, რითაც ტალღის ნარჩენი წყალი უფრო ღრმად შემოვარდებოდა ბაღში, განსაკუთრებით - შებნელებულზე, რადგან იმ დროს ტალღა მეტია. მერე მსურველნი კაბა-შარვლებს იკაპიწებდნენ და ამ ღარებში ჩადგებოდნენ: ზღვის ცივი ტალღა შეძახილებს, წაკივლებებსა და ჟივილ-ხივილს გამოასროლინებდა ხოლმე დიდსა და პატარას, ეს კი მეტად უხდებოდა დოლსა და გიტარას. ხოლო თუ ვინმე ფლეიტასაც მოიტანდა, მთლად უკეთესი....



Posted by: narmonana 19 Jun 2020, 22:16
Ezekia
QUOTE
ბერძნებთან უყვართ ლეღვი, გახსოვს?

ჰო, ზამთარგამოვლილები მგონი

აღმოსავლური ამბავია ეს ლეღვი....

ეს თავი ხომ მთლად საოცრებაა, ატმებს და ლალის თვლებს რომ გაატანენ საგზლად...

QUOTE
... ყოველი ახალი კერძი იქვე, სუფრის შორიახლოს კეთდებოდა და მას მსახურებთან ერთად თვითონ მესუფრენი დასტრიალებდნენ: იყო თავს წამოდგომა, რჩევანი, ყველას საუკეთესო უნარის გახსენება ამა თუ იმ კერძთან დაკავშირებით, მათი მიშვება ქვაბებთან და ტაფებთან, იმავდროულად კი მოლოდინში ღვინის სმა და ძალიან გაზომილი ჭამა კერძიდან კერძამდე. სადილი ბარე ოთხ საათს გაგრძელდა. ეს იყო არაჩვეულებრივი სადილი, რომლის მსგავსიც ბლოს არასოდეს ენახა.


Posted by: Ezekia 19 Jun 2020, 22:18
QUOTE
ეს თავი ხომ მთლად საოცრებაა, ატმებს და ლალის თვლებს რომ გაატანენ საგზლად...



narmonana ხოო, ლამაზი ამბავია)

ზღაპარია ვაბშე მთელი წიგნი რა.

QUOTE
აღმოსავლური

ზღაპარი.))

❤️

Posted by: George_Best 20 Jun 2020, 05:41
სანტა ესპერანსა არც მე არ მომწონს
აკას პიკი არი ტიფლისი
ძალიან მაგრები ფალიაშვილი,მადათოვის ტრილოგია
კარგი ყარაბახი,დიქსლი,მეცხრამეტე საუკუნზე როა ის
ისე რა დაჟე უფრო ცუდი- ქემერა,ქამარი,ზურმუხტი,სანტა,ობოლე

ჟენევიევ ბლო კარგია
ეზეკიას ნაწყვეტი წავიკითხე და აკა მომენატრა
რამე დაწეროს კიდე რა

Posted by: kranci 20 Jun 2020, 11:48
ორჯერ დავიწყე სანტა ესპერანსა და ვერ მივედი შუამდეც კი. არადა, ბევრს უყვარს და აქებენ ამ წიგნს, ეტყობა შეხვედრაზეა რა.
სხვა ყველაფერი, რაც კი მაქვს აკასი წაკითხული, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა.
განსაკუთრებით გამისწორდა, „ძველი გულებისა და ხმლისა“, თავისი ბადუნა ფავნელით, წოწორია სკვამით და გოგია ნუკრაძით.


Posted by: George_Best 25 Jun 2020, 05:04
მოტხრობაა ეგეთი ტოტალიზატორში ვართ სიტყვაზე,აი იმ ტოტლაიზატორში პლეხანოველი მოგელა რო ბილეთებს დებდა
ხოდა ეგ სიუჟეტი მაქვს,უთესლესი დრამატურგიით,აკა მორჩილაძე როგორ შეიძლება ჩაისვას ამ დრაატურგიაში ისე რო ამბავი არ გაფუჭდეს?ან აკას რომელიმე წიგნი

აბა

30ჟენევიევ ბლო

Posted by: narmonana 25 Jun 2020, 19:16
Ezekia
user posted image

............

Posted by: Ezekia 25 Jun 2020, 22:46
narmonana

მაგასაც მოწონს, ხო?))

რა კნუწიკაა <3

Posted by: Jordan23 30 Jun 2020, 12:35
QUOTE
ძველი გულებისა და ხმლისა

არ ვიცი განწყობა არ მქონდა შესაბამისი თუ სხვა რამ, მაგრამ ძალიან არ მომეწონა
ბევრად უკეთესს ველოდი

Posted by: MAKIAVELI_ 6 Jul 2020, 14:21
როგორ ფიქრობთ,რომელია აკას საუკეთესო ნაწარმოები ?

Posted by: vaho 19 Jul 2020, 13:41
user posted image

ნახეთ, დღეს რა რარიტეტის მფლობელი გავხდი სრულიად მოულოდნელად...

Posted by: Ezekia 19 Jul 2020, 14:19
vaho

ვა, რამაგარია, მოლოცვები up.gif love.gif

და რაზეა ეკატერინოს ვითომ სულისშემძვრელი ამბავი??


Posted by: vaho 19 Jul 2020, 14:36
ჯერ მხოლოდ დავეუფლე.

საღამოს წავიკითხავ. ცოტა აგრილდეს...

Posted by: Ezekia 19 Jul 2020, 15:19
vaho
მაინტერესებს, "ქაღალდის ტყვიაა" თუ არა, და თუ ეგაა, სათაურის გარდა კიდევ რამე ცვლილებაა თუ არა)

როცა ნახავ, მეც მითხარი რა, ოკ? user.gif

Posted by: vaho 19 Jul 2020, 16:36
ქაღალდის ტყვია ყოფილა... biggrin.gif

სადღაც გარაჟში თუ სარდაფში კუსტარული გამოცემაა, გაყვითლებული ფურცლებით.

ცვლილება რა გითხრათ, ახალი გამოცემა არ მაქვს, რომ შევადარო. მე მგონი, იგივეა...

Posted by: narmonana 19 Jul 2020, 16:43
vaho
ააა, რა ძველიაააა......მშვიდობაში,მშვიდობაშიი
MAKIAVELI_
QUOTE
როგორ ფიქრობთ,რომელია აკას საუკეთესო ნაწარმოები ?

საანტაა და მეიდ ინ ტიფლის.............


სანტა როგორც იმენა გრეით ჯორჯიან ნოველ,

მეიდ ინ ტიფლის როგორც რეგიონალური რომანი biggrin.gif მარტო თბილისელები და სანტა სიტელები რო ჩაუმუღამდებიან

Posted by: Ezekia 19 Jul 2020, 17:44
vaho

რარიტეტია მართლა.

მაგ სახელით აღარ გამოდის, ანუ მორჩილაძემ სახელი მალევე შეცვალა, როგორც ვიცი და ალბათ ეგ ერთი ტირაჟი მოესწრო...

რა მაგარია, მაგარი ეგზემპლარია love.gif


Posted by: seeman 19 Jul 2020, 19:22
ხალხნო მორჩილაძის "ძველი გულებისა და ხმლისა“ ვიყიდი სადმე ?

არ წამიკითხავს ეს მწერალი ეხლა რაღაც საინტერესო შემხვდა კონკრეტულად ამ რომანიდან და მაინტერესებს

Posted by: Joiner 19 Jul 2020, 21:23
seeman
ლატერნასა და ბიბლუსში უნდა ჰქონდეთ.
http://laterna.ge/?cat=42&show=19810
http://laterna.ge/?cat=42&show=11555


https://biblusi.ge/products/book/aka-Zveli-gulebisa-da-xmlisa/

Posted by: handsome 19 Jul 2020, 21:49
მოგზაურობა ყარაბაღში როგორია?
რას იტყვით???

Posted by: Seek_er 20 Jul 2020, 08:31
handsome
კარგი, სახალისო საკითხავია. განსაკუთრებული სიღრმეები არ აქვს, მაგრამ იმდროინდელ სიტუაციას აღწერს კარგად და დროსაც სასიამოვნოდ გაატარებ.

Posted by: narmonana 20 Jul 2020, 08:34
Seek_er
მშვენიერი სიღრმეები აქვს, ბევრი იცი კავკასიის ახალ კონფლიქტებზე წიგნი? biggrin.gif


Posted by: Seek_er 20 Jul 2020, 09:15
narmonana

ხო, საკაიფოდ კია დახატული ეგ კონფლიქტი biggrin.gif სომხებიც საინტერესო ტიპაჟები არიან და აზერებიც biggrin.gif

სერიოზულად კი, კავკასიის გინდ ძველ და გინდ ახალ კონფლიქტებზე უამრავი წიგნია შესაბამის სფეროში და თუ ეგ თემა საინტერესოა ადამიანისთვის აკა მორჩილაძის ზედაპირული აღწერა მაინცდამაინც ვერაფრის მომცემი იქნება მისთვის.

მაგათი ხასიათები კი აქვს კარგად დაჭერილი smile.gif

Posted by: MAKIAVELI_ 20 Jul 2020, 10:11
აკა რომ საუკეთესო თანამედროვე მწერალია დღეს, აი მანდ ჩანს მარტო თუ რა დონეზა ქართული ლიტერატურა. დიდი პატივისცემის მიუხედავად, აკა ძალიან კარგი მწერალი არ არის. საშუალოზე უკეთესი მწერალი გახლავთ,რომლის წიგნები მარტო დროის გასაყვანად და წარსულში დასაბრუნებლად თუ გამოდგება.


Posted by: narmonana 20 Jul 2020, 12:57
Seek_er
ფიქშენზე ვამბობ მე, თორე კვლევები და დოკუმენტალისტიკა რომ იქნება, კი ვიცი

Posted by: seeman 20 Jul 2020, 13:53
Joiner

სპს

.................

Posted by: narmonana 20 Jul 2020, 14:01
MAKIAVELI_
კაი რა, ჩამოვთვლოთ კაი მწერლები,

სალმან რაშდი, ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც აკა

უმბერტო ეკო, ზუსტად იმას აკეთებს, რასაც აკა

კიდე ვინ, ჯულიან ბარნს, ეგეც დაახლოებით იმას აკეთებს, რასაც აკა,

რას სთხოვ, რა დონეს?

Posted by: დოჩანა 24 Aug 2020, 14:32
მინდა აკა მორჩილაძის "ობოლეს" შესახებ გესაუბროთ. ამ წიგნის წაკითხვამდე, მე წავიკითხე ამ მწერლის სხვა წიგნები, უშუალოდ მის წინ კი "კუპიდონი კრემლის კედელთან", რომელიც ჩემი აზრით, გაცილებით უკეთესი და მაღალმხატვრული წიგნია , ვიდრე ეს უკანასკნელი.

ობოლე უბრალოდ ეროვნული კოლორიტით აღსავსე რომანია, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი არაფერი. არადა, ლევან ბერძენიშვილმა მეოცე საუკუნის ხუთ საუკეთესო რომანში შეიყვანა ეს წიგნი.

მთავარი გმირი, მურის ციხისთავების შთამომავალია. მისი ძმა ამერიკაში ცხოვრობს, ამერიკელი ცოლი ყავს და ჰოლივუდში ფილმების კომპოზიტორია.
ჰო და, იქ სოფლად სახლის სახურავი გახდება შესაკეთებელი, მეზობელი ამერიკაში დაურეკავს ძმას, ის კი თავის მხრივ ჩვენს მთავარ გმირს მისწერს მესიჯს რომ წავიდეს ალბათ ლეჩხუმში და შეაკეთოს სახლის დაზიანებული სახურავი. და მიდის და იწყება თხრობა მისი ცნობიერების ნაკადი. მოგონებები წინაპრებზე , მოკლედ რომ ჩავა იქ ამბები მეზობლები, ნათესავები, ბავშვების გახსენება, სასაფლაოზე გადასვლა. მეზობელია გარდაცვლილი და მისი ტირილის ამბებია. იმ მკვდრის შვილი მადონე, სროულობის დროის ბანდიტია და რომანის ფინალში გამოდის ავანსცენაზე
.
მოკლედ, წიგნი დიდი არაფერი, მე თუ მკითხავთ, ამ მწერლის ბევრად უკეთესი რომნები წაგვიკითხავს, ხოლო ფრაზა საქართველო ეს არის ბაბუაჩემის მამა უბრალოდ ღიმილს იწვევს.

Posted by: viblz 24 Aug 2020, 15:08
ჩემი უსაყვარლესი რომანია მესაუდუმლის ქამარი.
პირველად ალბათ ერთი 10-11 წლის წინ წავიკითხე და იმის მერე წელი არ გავა ერთხელ მაინც არ წავიკითხო თავიდან ბოლომდე.
სადაც მიცხოვრია ყველგან თან დამაქ ეგ წიგნი (პლიუს მეიდ ინ ტიფლის და სანტა ესპერანსა და მისტერ დიქსლის ყუთი)

ვგიჟდები კუნძულის ისტორიაზე.

დღეს სუ შემთხვევით რას ვიგებ???????????

''ნაწყვეტი აკა მორჩილაძეს ერთ-ერთი ინტერვიუდან: ''ჩემი ერთ-ერთი წიგნი „მესაიდუმლის ქამარი“ რომ გამოიცა, ტექნიკური შეცდომის გამო, 60 გვერდი, გადამწყვეტი თავები, აკლია. დღემდე ასეა გამოცემული,''

wtffffffffffffffffffff? შიგ ხო არა აქვთ?

Posted by: ghost19 24 Aug 2020, 17:24
QUOTE
''ნაწყვეტი აკა მორჩილაძეს ერთ-ერთი ინტერვიუდან: ''ჩემი ერთ-ერთი წიგნი „მესაიდუმლის ქამარი“ რომ გამოიცა, ტექნიკური შეცდომის გამო, 60 გვერდი, გადამწყვეტი თავები, აკლია. დღემდე ასეა გამოცემული,''

wtffffffffffffffffffff? შიგ ხო არა აქვთ?


lol.gif lol.gif

მადათოვის ტრილოგიაზე რას მეტყვით?

Posted by: George_Best 24 Aug 2020, 17:31
QUOTE
მადათოვის ტრილოგიაზე რას მეტყვით?

ძალიან,ძალიან კარგია,დიდი სიამოვნებით გადავიკითხვდი
QUOTE
ლევან ბერძენიშვილმა მეოცე საუკუნის ხუთ საუკეთესო რომანში შეიყვანა ეს წიგნი.

გააჯვას მაგან რა ;დ
QUOTE
აი რა, ჩამოვთვლოთ კაი მწერლები,

სალმან რაშდი, ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც აკა

უმბერტო ეკო, ზუსტად იმას აკეთებს, რასაც აკა

კიდე ვინ, ჯულიან ბარნს, ეგეც დაახლოებით იმას აკეთებს, რასაც აკა,

რას სთხოვ, რა დონეს?

უფრო სწორად აკა აკეთებს იგივეს რასაც ზემოთ ჩამოთვლილი მწერლები

Posted by: viblz 24 Aug 2020, 19:31
QUOTE
მადათოვის ტრილოგიაზე რას მეტყვით?

იმისდა მიუხედავად რო ვგიჟდები ამ მწერალზე, ვერ წავიკითხე მადათოვი. დავიწყე და ვერ დავუდე გული.
შეილება მაშინ ვიყავი მაგ ხოდზე. უნდა ვცადო ახლიდან

Posted by: Ezekia 24 Aug 2020, 19:59
QUOTE
ჩემი უსაყვარლესი რომანია მესაუდუმლის ქამარი.
პირველად ალბათ ერთი 10-11 წლის წინ წავიკითხე და იმის მერე წელი არ გავა ერთხელ მაინც არ წავიკითხო თავიდან ბოლომდე.
სადაც მიცხოვრია ყველგან თან დამაქ ეგ წიგნი (პლიუს მეიდ ინ ტიფლის და სანტა ესპერანსა და მისტერ დიქსლის ყუთი)

ვგიჟდები კუნძულის ისტორიაზე.



ბევრი +++

QUOTE
''ნაწყვეტი აკა მორჩილაძეს ერთ-ერთი ინტერვიუდან: ''ჩემი ერთ-ერთი წიგნი „მესაიდუმლის ქამარი“ რომ გამოიცა, ტექნიკური შეცდომის გამო, 60 გვერდი, გადამწყვეტი თავები, აკლია. დღემდე ასეა გამოცემული,''



ვაიმე!!!!!!!
facepalm.gif weep.gif weep.gif




QUOTE
მადათოვის ტრილოგიაზე რას მეტყვით?


ძალიან მომწონს

Posted by: Ezekia 6 Sep 2020, 11:59
.........



Posted by: Ezekia 16 Sep 2020, 23:31
სულაკაურის გამომცემლობა

მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და არა მხოლოდ მათთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! მალე გამოვა აკა მორჩილაძის ახალი სერიის პირველი სამი წიგნი: "ყაზბეგი", "ვაჟა" და "ფიროსმანი".

პროფესიით ისტორიკოსი მწერალი, აკა მორჩილაძე, მხატვრულად მოგვითხრობს ქართველი კლასიკოსი მწერლების, ხელოვანებისა და საზოგადო მოღვაწეების ამბებს, რომლებიც მას ისტორიულ-ბიოგრაფიულ წიგნებზე მუშაობისას დაელექა გონებაში. ის, როგორც შესანიშნავი მთხრობელი, ანგრევს კლასიკოსთა აღწერის გაქვავებულ, სტერეოტიპულ მანერას და ისტორიულ პირებს მხატვრულ, სახასიათო პერსონაჟებად აქცევს.

მე-19 საუკუნის საქართველოს მთავარი ფიგურების ცოცხალ პორტრეტებს თან ერთვის ფართო აუდიტორიისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი ფოტომასალა, რაც მკითხველს უბიძგებს, უკეთ შეიგრძნოს ეპოქის სული და საინტერესო, მნიშვნელოვანი, გამოსადეგი ინფორმაცია მიიღოს მე-19 საუკუნის საქართველოსა და იმ დროს მოღვაწე ქართველების შესახებ.

წიგნების გადახედვა უკვე შეგიძლიათ ბმულზე:
https://bit.ly/3bWVDAh

რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი
დიზაინერი: ია გაბუნია

user posted image

Posted by: დოჩანა 30 Sep 2020, 14:03
ამ ნაქებ მესაიდუმლის ქამარს მეორედ ვკითხულობ.
ძალიან იპრანჭება ავტორი. დაშაქრული სტილია.

Posted by: Ezekia 30 Sep 2020, 16:13
ის სამი ახალი წიგნი მომიტანეს, რომლებზეც წინა პოსტში ვწერდი.
მომცრო ზომის წიგნებია, თავებად დაყოფილი, გაფორმებულია ილუსტრაციებით და ფოტოებით.

სახლში ვნახავ, არის თუ არა სხვაობა "ქართულის რვეულებთან"

Posted by: George_Best 30 Sep 2020, 16:23
თუკი ორი-სამი დღის გაუპარსავი იყო პლეხანოველი მოგელა,კაცი იტყოდა ,მობერებულიაო.მისი ნიკაპის შემხედვარე ვერაფრით იფიქრებდი, ბიჭიაო,თუმცა,კაცსაც ვერასგზით დაარქმევდი;მოძრაობდა ლაღად და იმ დროებაში გახლდათ ნაზარდი,როცა მხარებაწურულად დგომა და მიწაში ყურება ნამდვილ ჯეელად ყოფნას ნიშნავდა.
ეჰეიიიიიი... რამდენ რამეს გამოევლო პლეხანოველ მოგელას გულ-ღვიძლში!რამდენი მდგოვი გამოსლესვოდა სულის ყაფაზს და რამდენი შაქარყინული ეწუწნა ცხოვრებაში!ამის აწონა და შეხამება,აბა როგორ მოხერხდებოდა:განცდებს წონა არა ჰქონიათ,თორემ,აბა,უყურე,კუზიანი მტვირთავივით ვერასდროს გასწორდებოდი წელში,დაგედებოდა ისედაც მოხრილ ბეჭებზე ზანდუკები,დეემატებოდა და დეემატებოდა სიმონ...
როცა ამეებს ფიქრობდა ხოლმე პლეხანოველი მოგელა,მთლად ფხიზლად ვერ იყო,აბა ფხიზელს როგორ გაახსენდებოდა ბარნოველი ლევიკოს სტუდენტობის დროინდელი ნალაპარაკევი სულის და სხეულის სუსტკავშირობის შესახებ
ცხოვრება გრძელი ყოფილაო,ეს უკვე გაერკვია პლახნოველ მოგელას,თუმცა,მის შემოკეცვას არ ცდილობდა
პლეხანოველ მოგელას ბიჭობიდანვე უყვარდა მათრობელა ბალახები.რახანღა ტანით შეიგრძნობდა ათას რამეს,უცხო ქალაქებშიც იოლად პოულობდა მათრობელა ბალახთა ადგილებს.

Posted by: George_Best 4 Oct 2020, 03:30
იმენა პლეხანოველი მოგელა გადაიღო მგელაძემ რაღაც პონტში,მგონი ერთმანეთს იცნობენ ეგ და აკა

ამ თემას რო ვკითხულობ ჩემს ცხოვრების ეპიზოდებს ვიხსენებ იმენა,და თან ზუსტდ მახსოს,ყველა პოსტისს რა როგორ ვიყავი

როდისმე წიგნად გამოვცემ ცემს პოსტებს

ეპიკ მეიდ ინ ტიფლისის

QUOTE
და უცებ დაიღრიალა პლეხანოველმა მოგელამ.ისე დაიღრიალა,რომ იმის ყვირილი ცას მისწვდა.ცას მისწვდა,აგლიჯა ნაზნი ღრუბელნი,სანტა სიტის თავზე მთრთოლვარენი,დამგვანებული ზოგნი დიდ თეთრ ადამიანებს,იისფერი რომ გადაჰკრავდათ რატომღაც.ზოგნი - ცხოველებსა და ჩიტებს,ზოგნი ყვავილებს,ციხესიმააგრეებს,სახლებსა და ქუჩებს,მთრთოლვარენი და უცნაურად მოძრავნი,უცნაურად რომ ერეოდნენ ერთმანეთს და თვალისთვის შეუმჩნევლად გარდაისახებოდნენ სულ სხვადასხვა რამეებად:მოქანცული და გრძელწვერა კაცი -ლამაზ გოგოდ.სახლი -სატვირთო მანქანად.ლომები კი თითქოს ყვავილებად.ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ამჩნევდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და იქიდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.
...
- არ წამოხვიდე,არ წამოხვიდე! - კიოდა სადღაც შირაზის ვარდი.

Posted by: Lamorac 12 Oct 2020, 20:18
მაგარი გადაცემები აქვს აკას
ფასდაუდებელ ინფოებს გვაწვდის
არადა, იუთუბზე მაგის ვიდეოებს 1კ ნახვა თუ ექნა კარგია

Posted by: დოჩანა 14 Oct 2020, 14:21
დავიწყე მესაიდუმლის ქამარი 80 გვერდი წავიკითხე. კარგი წიგნია.
იმედია აკა რაიმე გრანდიოზულს მალე კიდევ დაწერს.

Posted by: სერაფიტი 15 Oct 2020, 23:54
"ჩრდილი გზაზე" წაკითხული გაქვთ?
მოგწონთ?

ეს ახალი ბიოგრაფიული გამოცემები "ქართულის რვეულებიდანაა?"

Posted by: დოჩანა 16 Oct 2020, 20:36
სერაფიტი
ეგ ჩრდილი გზაზე არ მაქვს წაკითხული, რამდენადაც მახსოვს სტალინურ ეპოქაზეა.

ქართულის რვეულები კი გადაკითხული მაქვს

Posted by: George_Best 22 Oct 2020, 01:19
პლენახოველი მოგელა 1995 წლის 27 აპრილს რო დაბადებულიყო ქალაქ პლეხანოვში,ძაან სხვანაირი ტიპი იქნებოდა და საერთოდ არ გაასწორებდა

Posted by: Ezekia 22 Oct 2020, 01:31
... საერთოდ კი, ქალაქი პლეხანოველი მოგელასთვის სამი რამ იყო: რუკა, ამინდი და მუღამი. თუ რომელიმე ამათგანი არ ჰქონდა, ქალაქი არ არსებობდა.

რუკა ნიშნავდა იმას, რომ პლეხანოველ მოგელას თანდათან უნდა შეესისხლხორცებინა ქალაქი; ამინდი ნიშნავდა იმას, რომ პლეხანოველ მოგელას პალტო არასოდეს ჰქონია და ქალაქი, სადაც პალტო დასჭირდებოდა, მისთვის ციხეს ნიშნავდა. მუღამი კი ნიშავდა იმას, რომ პლეხანოველ მოგელას ტანით უნდა ეგრძნო ქალაქი და ქალაქსაც თვალების ჟუჟუნით უნდა მიეხმო იგი.

ამ სულიერი წყობით, პლეხანოველი მოგელასთვის ქალაქი მისი მშობლიური ქუჩა იყო ქალაქ თბილისში. ამ ქუჩის მიმართ ის მიმტევებელი გახლდათ და უკვე კარგა ხანი იყო, რაც შეკითხვაზე, სადაური ხარო, პლეხანოველი მოგელა თავისი თვითნასწავლი ინგლისურით პასუხობდა: ფრომ სითი ოფ პლეჰანოფფ.

ოდესღაც ეს სახუმარო პასუხი იყო, მაგრამ მერე ისე მოთავსდა საპასუხო კოლოფებში, რომ პლეხანოველი მოგელა მთელი სერიოზულობით გამოისროდა ხოლმე, სწორედ აქედან ვარო.


..........


სერაფიტი
QUOTE
ეს ახალი ბიოგრაფიული გამოცემები "ქართულის რვეულებიდანაა?"


იქიდან და + ცოტა მეტია



Posted by: George_Best 22 Oct 2020, 01:55
დაბოლილი რო უყვება ვიღაც გალანძიელს თუ ინგლისელს,საყურე რო გადაყლაპა იმან სიცილისგან,მანქანების სასაფლაოზე აშენდა ქალაქი პლეხანოვიო,2001 წლის 15 დეკემბერს რო დაბადებულიყო,ვერ მოუყვებოდა და ის საყურესაც არ გადაყლაპავდა

Posted by: Ezekia 22 Oct 2020, 09:18
ქალაქი პლეხანოვი ხალის-ღლაბუცში დაიბადა, ამსტერდამის ერთ სასტუმროში, ოთახში, რომლის ფანჯარაც ისე შესცქეროდა ერთ ნაბიჯში ამოზრდილ ყრუ კედელს, როგორც ბრმა შესცქერის ხმას.

იმ ბრწყინვალე ოთახში მაშინ ერთი ინგლისელი იდგა, რომელიც დღისით მოლზე კოტრიალსა და გიტრიკვრაში ჰკლავდა დროს, საღამოს კი - ლუდის სმაში და რომელიც მათრობელა ბალახების ისეთი ტრფიალი გახლდათ, რომ არ იქნებოდა, ამ ქალაქში ბელორუსიის მოქალაქე ნიკოლაი პერვოის საბუთით მყოფ პლეხანოველ მოგელას არ გადაჰყროდა.

ჰოდა, ხშირად იყო ხოლმე, რომ ან ბალახზე ეყარნენ, ანდა იმ ტკბილ ოთახში, სადაც ხანდახან ტელევიზორიც კი აჩვენებდა მთელს სამ არხს და ლაპარაკობდნენ და ხარხარებდნენ და კოტრიალობდნენ და ჰყვებოდნენ ამ მთისას და იმ მთისას და ისეთი სიცილის ოთახი მეორე არ დაბადებულიყო. ხოხავდნენ არცთუ სუფთა საფეხე ხალიჩებზეც კი და საშხაპე შლანგსაც მიკროფონად მოიხმარდნენ ხოლმე.

ამსტერდამში კაი სათრობი ბალახები იყო ყოველთვის.

ჰოდა, იქა სთქვა ერთხელ გულაღმად მწოლარე და ჭერში მაცქერალმა პლეხანოველმა მოგელამ, სიმართლე თუ გინდა, ძმაო, ქვეყნად არ არსებობს ქალაქ პლეხანოვის დარი ადგილიო. სად ჯანდაბაშიაო, ჰკითხა ინგლისელმა, რომელსაც იმ ღამეს საყურე გადაეყლაპა და გვარიანი შიშიც ეჭამა.

ქალაქი პლეხანოვი მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე დედამიწერილი უდაბნოს კიდეზეო, - გამოუცხადა პლეხანოველმა მოგელამ, - წარმოადგენს ერთ გრძელ და დაკლაკნილ ქუჩას, რომელიც, ნურას უკაცრავად და, ზედ მიწაზე არ მდებარეობს, არამედ მანქანების სასაფლაოზეა გაშენებულიო. ანუ, უდაბნოში მანქანების სასაფლაო იყო და ქალაქი ზედ დაიბადაო. ინგლისელმა თქვა, არ მიყვარს ამერიკული ქალაქებიო. ისევე, როგორც ადამიანების უმრავლესობას, ქალაქი პლეხანოვი ამერიკაში ეგონა, დიდ უდაბნოში, სადაც სისხლის დაუნანებელი ოდენობით, მოულოდნელი სექსუალური აფეთქებითა და მთვლემარე მტვრით გაჯერებული ფილმები იბადება ხოლმე.

ჰეეეეეეეეეეო, არაფერი გცოდნიაო, - უთხრა მაშინ პლეხანოველმა მოგელამ, - ქალაქ პლეხანოვში სულაც არ არის მთავარი ეგ ამბებიო, ქალაქ პლეხანოვში მსოფლიოში საუკეთესო გაზიანი წყალი და გლიასე იყიდებაო, ასევე ქალაქ პლეხანოვში შლაპის დახურვა სირცხვილად ითვლება, ჭრელი ჰალსტუხის გაკეთება კი ჰომოსექსუალიზმს უტოლდება თავისი მნიშვნელობით, რომ აღარაფერი ვთქვათ ლოყაზე ქილვაშის ჩამოგრძელებაზე, ხოლო ჰომოსექსუალიზმი იქ სულ ბოლო რამეაო. თანაც, ქალაქ პლეხანოვში სახლში კარიდან შესვლა სავალდებულო სულაც არ არის, ანდა დაკაკუნებაო, ფანჯრიდანაც ისევე შედიხარ, როგორც კარიდან, და ეს არავის უკვირსო.
ეს სურათი ეამა მოხეტიალე ინგლისელს, მთლად საჩემო ალაგი ყოფილაო. ოღონდაც, პლეხანოველმა მოგელამ უთხრა, სანამ იმ საშენო ალაგს მიაღწევდე, ერთი კარგი მაკრატელი გვჭირდება, რათა შენი თმა და იერი პატივსაცემ თარგზე მოვიყვანოთ, ეგრე კი არ გამოვა, რომ ქალაქ პლეხანოვს საყურით დამშვენებული მიადგე და ეგ ცერგამომზირალი სანდლები გეცვასო. იმდენ ხანს ელაპარაკა იმ თავის ინგლისურით, რომ ბოლოს ინგლისელმა საყურეც მოიხსნა და სწორედ ამიტომ იყო, რომ ნაშუაღამევს გადაეყლაპა.

ინგლისელს რომ მეტად იოლი არ მოსჩვენებოდა ქალაქ პლეხანოვის ყოფა-ცხოვრება, პლეხანოველმა მოგელამ ის ვითარებაც აღუწერა, თუ როგორ უნდა გაატაროს დღე ქალაქ პლეხანოვის მცხოვრებმა ვაჟკაცმა. ცხოვრება რომ მოყვასის სიყვარულია, ეს ინგლისელს ისედაც უნდა სცოდნოდა, მაგრამ ქალაქ პლეხანოვშიო, - ასე უთხრა პლეხანოველმა მოგელამ, - ამაზე უკეთ არაფერი ჩანსო. საკუთარი თავის პატივისმცემელმა ვაჟკაცმა იმდენი მაინც უნდა მოახერხოს, რომ დღეში ერთი კვნიტი ჩატკეპნილი მათრობელა ბალახი მაინც იშოვოს და კარგად გამოახვიოს ცელოფანში, რათა პირში ჩაიდოსო. ამან გააოცა ინგლისელი, რა მიზეზია, რატომ ჯიბეში ჩადება არ შეიძლებაო. იმიტომო, - აუხსნა პლეხანოველმა მოგელამ, - რომ ეს ერთი ციდა კვნიტი, ქალაქის ბოლოს რომ საავადმყოფოა, იქ უნდა მიიტანოს ფორთოხალთან, ძეხვთან, ასანთთან, საპირფარეშო გორგალთან და სხვა ასეთებთან ერთადო. საავადმყოფოში რაღა ხდებაო, ჩაფიქრდა ინგლისელი და პლეხანოველმა მოგელამაც აუხსნა: აკი გეუბნებოდი, რომ ქვეყნად არ მოიძებნება ქალაქ პლეხანოვზე კეთილი ქალაქი, ვინაიდან ეს საავადმყოფო სინამდვილეში ციხეა და ადამიანი რომ რამეს დააშავებს, სწორედ იქ მიჰყავთ, რახანღა ქალაქ პლეხანოვში, კაცი რომ გასულელდება და რამეს დააშავებს, წამსვე ავად ხდება, რადგან განიცდის, ეს როგორ დამემართაო, და ამიტომ, საავადმყოფოში მიჰყავთ, სადაც მკურნალობენ და უვლიან და რახან არსებობს საავადმყოფოში საჩუქრებით მისვლის ტრადიცია, ხოლო საუკეთესო ნუგბარს სწორედაც რომ ბალახეული წარმოადგენს, ამიტომ, იმის ტრადიციაც არსებობს, რომ მნახველმა ეს განსაკუთრებული საჩუქარი მოყვასს მალვით შეუტანოს, ხოლო საავადმყოფოს მცველებში კი არსებობს ტრადიცია, რომ მნახველი გაჩხრიკონ, ოღონდ არასგზით პირის ღრუში არ უნდა ჩახედონ, რადგან ეს დიდ შეურაცხყოფად ითვლება ქალაქ პლეხანოვში, რაიც, შესაძლოა გამჩხრეკთა მოკვლითაც კი დასრულდესო.
აი, ღირსეული ხალხიო, შესძახა მაშინ ინგლისელმა.

საყურე კი მხოლოდ მესამე შეძახებაზე გადაეყლაპა: იმდენი ილაპარაკეს ენის ქვეშ შენახულ საჩუქრებზე, რომ, ბოლოს და ბოლოს, ინგლისელმა მეცადინეობა დაიწყო.

მთელი ჩემი ცხოვრება მშობლიურ ქალაქში მოყვასისთვის ხელის გამართვა იყოო, აუხსნა პლეხანოველმა მოგელამ, აქ დასასვენებლად ჩამოვედი, რათა დავბრუნდე და გაათკეცებული ენერგიით განვაახლო მოყვასის მხარდაჭერაო. ინგლისელის ნაღვლიან შეკითხვაზე, ნუთუ ბევრი ადამიანი მკურნალობს იმ საავადმყოფოშიო, პლეხანოველმა მოგელამ მიუგო: სანამ ერთი ნახევარი ქალაქი იქ მკურნალობს, მეორე ნახევარი მას ხელს უმართავს და თვითონაც სამკურნალოდ ემზადება, ამიტომ ხშირია, რომ ადამიანს სულაც არ უნდა, მაგრამ მაინც უნდა ჩაიდინოს რაღაც დანაშაული, რათა საავადმყოფოში მოხვდესო. ასეთია ერთობის სული, რომელიც ქალაქ პლეხანოვში მეფობს და ძნელად რომ წარმოიდგინო ადგილი დედამიწის ზურგზე, რომ ადამიანებს ასე უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც ქალაქ პლეხანოვში. აბა, რომელ სხვა ადგილას შეგიძლია სხვის სახლში შეხვიდე ფანჯრიდან, მაცივარი გამოაღო, კოხტად გამოსკდე და მერე, თუ სახლის პატრონი შემოგისწრებს, მისგან მადლობები ისმინო, რა კარგი ჰქმენ, რომ შემოიარე, ასე არა სჯობიაო? თანაც, სახლის პატრონი ამას იმგვარი გულწრფელობით გეტყვის, რომ განიარაღდები და მასთან ღამითაც დარჩები, მისი ცოლი კი საუკეთესო თეთრეულს გაგიშლის და საბანსაც კი შემოგიკეცავსო. მართალია, არსებობს ტრადიცია, რომ, როცა იქედან წახვალ, შენმა მასპინძლებმა თავიანთ ამხანაგებს ჩამოურეკონ და უამბონ, როგორ ცუდად მოიქეცი, მაცივარი რომ დაუკითხავად გამოაღე. თუმცა, ესეც ტრადიცაა და სხვა არაფერი, ხოლო, რაც შეეხება ბუნებას, მის აღწერას არც ვაპირებ, რადგან მაინც ვერ წარმოიდგენ, რომ უდაბნოში, ძველი მანქანების მთაზე, ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, ქათმები დაფრინავდნენ. გინახავს კი, ინგლისელო, ქალაქი, სადაც ქათმები დაფრინავენო?

სამწუხაროდ, ინგლისელს ქათამი მხოლოდ შიშველი და თავწაკვეთილი ენახა და კიდევ - საბავშვო წიგნებში, ოდესღაც.

ქათმები დაფრინავენ, ხოლო მაწანწალა ძაღლებს ადამიანებისგან ვერ გამოარჩევ, ისეთი ჭკვიანები და ადამიანურები არიან, მეტიც, ადამიანებივით ნაგავსაყრელებთან იკრიბებიან და ადამიანებივით სწყინთ რაღაცეები, ადამიანებივით მოგესევიან ხოლმე, როცა საჩხუბარია და ადამიანებივით ხალისით აგედევნებიან, როცა რაიმეს გაიღებ მათთვის. საერთოდ კი, იქ არაფერი ისეთი არ არის, სხვაგან რომ შეგხვდეს. აბა, სად გინახავს, რომ ტაქსის ერთი კარი ჰქონდეს, ანდა რესტორანი მატარებელს ჰგავდესო.

აღტაცდა ინგლისელი, მაგრამ რა აღტაცდა, სანახავიც ეს უდაბნოს ქალაქი ყოფილა, თუ ყოფილა, რატომღა ჰქვია ქალაქი პლეხანოვი, რას ნიშნავს ეს პლეხანოვიო? საქმეც ეგ არისო, რომ ეს სახელიც იმის დასტურია, თუ რა კეთილი და თბილი ხალხი ცხოვრობს ამ ქალაქშიო. პლეხანოვი კაცის გვარია და ვინ იყო პლეხანოვი, ამ ქალაქში ხეირიანად არავინ იცის, ამბობენ მხოლოდ, რომ მას დიდი ულვაშები ჰქონდა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოდა, ხოლო რახან ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოდა, თუნდაც ჩვენებური არ ყოფილიყო, ჭეშმარიტად ეკუთვნის, რომ ჩვენს ქალაქს მისი სახელი დარქმეოდა. იმასაც ამბობენ, რომ ეს პლეხანოვი მანქანების სასაფლაოს პატრონი ყოფილიყო და ქალაქსაც ამიტომ დარჩენოდა მისი სახელი, თუმცა, ორივე შემთხვევაში ეს ჩვენებურების სიკეთესა და გონებრივ სილაღეზე მეტყველებს. სხვა ვინ დაარქმევდა უცნობი, თუნდაც დიდულვაშებიანი კაცის სახელს თავის ქალაქსო.

აი, ასეთი რამეები გამოუდიოდა პლეხანოველ მოგელას, როცა ხასიათზე იყო და იმდენს ლაპარაკობდა ქალაქ პლეხანოვის შესახებ, რომ წინა დღეს მოყოლილს ხეირიანად ვეღარც იმახსოვრებდა და იმავე ამბავს მეორე დღეს სულ სხვანაირად ჰყვებოდა.

ინგლისელი კი კმაყოფილი იყო და თავისი გონების ფართო ტილოებზეც ღონიერი და საზღვარდაუდებელი გასმებით ხატავდა ქალაქ პლეხანოვს. ძალიან მაგარი ქალაქი გამოდიოდა და თანდათან ისე მოხდა, რომ რაც კი სათრიაქო თამაშობები არსებობს ადამიანთა გონებაში, ყველას ქალაქ პლეხანოვის თამაშობამ აჯობა და ერთ დღესაც, უკვე თბილისში მყოფს, პლეხანოველ მოგელას იგრერიგად მოენატრა ქალაქი პლეხანოვი, რომ მთელღამიან სიცილ-კაეშანში მოჰყვა და იმის შემდეგ ყველგან ამბობდა, მე დავიბადე და აღვიზარდე ქალაქ პლეხანოვშიო, რის გამოც მეგობრები იტყოდნენ ხოლმე, მათრობელა ბალახებმა ტვინი გამოუხმეს პლეხანოველ მოგელას და მხოლოდ ერთი ადგილი დაუტოვეს, სადაც რაღაც პლეხანოვის დამახინჯებული სურათია ჩარჩენილიო.





სითი ოფფ პლეჰანოფფის აღწერილობები.

როგორი იქნება დღევანდელი აღმაშენებლის აღწერილობა, საინტერესოა...


Posted by: vaho 22 Oct 2020, 11:08
user posted image

............................................

Posted by: Ezekia 22 Oct 2020, 13:19
QUOTE (vaho @ 22 Oct 2020, 11:08 )
user posted image

............................................


უი, ეს წიგნად არც მინახავს...

ეს, მარია კუზნეცოვას სიკვდილი, ქალაქის მელიები და ეგეთები ელექტრონული მაქვს...

Posted by: George_Best 23 Oct 2020, 00:55
QUOTE
სითი ოფფ პლეჰანოფფის აღწერილობები.

უცნაურია წარმოსახვა,მოგონებები და დრო,შუა სროლისას პეხანოველი მოგელა პატივსაცემ ქალბატონს რომ ეკითხება,სალომეას დგავდნენო,იქით კიდე ახალ კალაშნიკოვისტყვიას აცდენილი უნცროსი ბერიაშვილი,იმას დარდობს ლიგას თუ მივუსწრებთო
მოხერხება უნდა,იმ საოცრად დედა#####ული დროის ასე მაგრა მოყოლას,უბრალოდ იმ დროს პლეხანოველი მოგელები ყავდა,ამ დროს ჯაფარა და იაგო ხვიჩიები

Posted by: დოჩანა 23 Oct 2020, 19:45
მოგელას სიგარეტი და კოკაკოლაც ევასებოდა.
მათრობელა ბალახები მე არ მევასება.

სიგარეტიც არ მევასება, მაგრამ ვერ ვაგდებ, კოკაკოლა კიდევ ხანდახან ასწორებს
წითელ მალბოროს ეწეოდა მდგმურის ქალი სუიციდერი და პოლანსკის გმირსაც ამას ტენან არადა ლურჯი გალუაზი უნდა რას გაიგებ აბა

Posted by: ikasso 25 Oct 2020, 15:19
QUOTE (George_Best @ 23 Oct 2020, 00:55 )
QUOTE
სითი ოფფ პლეჰანოფფის აღწერილობები.

უცნაურია წარმოსახვა,მოგონებები და დრო,შუა სროლისას პეხანოველი მოგელა პატივსაცემ ქალბატონს რომ ეკითხება,სალომეას დგავდნენო,იქით კიდე ახალ კალაშნიკოვისტყვიას აცდენილი უნცროსი ბერიაშვილი,იმას დარდობს ლიგას თუ მივუსწრებთო
მოხერხება უნდა,იმ საოცრად დედა#####ული დროის ასე მაგრა მოყოლას,უბრალოდ იმ დროს პლეხანოველი მოგელები ყავდა,ამ დროს ჯაფარა და იაგო ხვიჩიები

lol.gif lol.gif lol.gif

რავი, იმდენად აცდენილია ეს სასტავი პლეხანოვს, რომ ვოლსკის უფრო ვბალელშიკობ მანდ ვიდრე სხვებს givi.gif, მიუხედავად იმისია, რომ თვითონაც ანტი-მოგელა უფროა თავისი ჩინოვნიკობით და ყველაფრით. იმ პლეხანოვის ატმოსფეროში რომელიც მე მახსოვს მაინც ეს როჟა უფრო ჯდება.

იმ დღეს კიდე აკას დაკარგულ წიგნებს ვუყურებდი და ჯაფარას რეკლამა ამოხტა გავაუქმოთ პირველი არხიო. მე კიდე ვგიქრობ რომ მარტო მაგ გადაცემების და ფეხბურთებისთვის ღირს ის მილიონიანი დაფინანსება. ამ ტვ სივრცეში სადაც არაფერი საინტერესო ხდება ბლუყუნით გაპრავებებისა და ცოფიანი ლანძღვების გარდა. გირჩმა კიდე იბაზროს თავის არხზე ლანა ვაჩოვსკი გენიალურობაზე თუ უნდათ.

ეგ იქით იყოს, და ეხლა ვუსმენდი ისტერიჩკა ბუღაძეს, ბოლანიოს ველური დეტექტივები გამოსულა ქართულად. დაითრიე თორნიკე, მართლა გაგისწორდება. სხვათაშორის აკამ ინტერვიუში ახსენა 6-8 წლის წინ და მაშინ წავიკითხე. რომანია ნოველებით აწყობილი და ერთი ძაან კაი ისტორიაა ტოტალიზატორზე gigi.gif

Posted by: დოჩანა 10 Nov 2020, 17:52
დღეს აკა მორჩილაძის დაბადების დღე ყოფილა.

Posted by: narmonana 12 Nov 2020, 10:53
აი კითხვა: ამომღებები რომ მიდიან მონასტერში, სამნი, ვისთან მიდიან? ვის აქვს ამათი ვალი?

Posted by: Ezekia 12 Nov 2020, 13:43
narmonana

დიდება შენს გამოჩენას smile.gif


Posted by: narmonana 12 Nov 2020, 20:42
Ezekia
ვეღარ შემოვდივარ, იმენა საქმეებში ვარ გაქანებული

მარა სოვეტ კვაჟა ვიპოვე biggrin.gif

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BE%D0%B2%D0%B5%D1%82-%D0%9A%D0%B2%D0%B0%D0%B4%D0%B6%D0%B5

Posted by: Ezekia 12 Nov 2020, 22:26
narmonana
QUOTE
საქმეებში ვარ გაქანებული


კარგია საქმეები
up.gif

QUOTE
მარა სოვეტ კვაჟა ვიპოვე


აჰაჰაჰაჰ :დდდ ეს ბარნოველი ლევიკოს და ბიჭების გაგულავების ადგილი არაა?))))) სად გამოქექე)))


QUOTE
ამომღებები რომ მიდიან მონასტერში, სამნი, ვისთან მიდიან? ვის აქვს ამათი ვალი?


რომელ ამბავს კითხულობ, გამახსენე აბა?

Posted by: narmonana 12 Nov 2020, 23:12
Ezekia
QUOTE
აჰაჰაჰაჰ :დდდ ეს ბარნოველი ლევიკოს და ბიჭების გაგულავების ადგილი არაა?))))) სად გამოქექე)))

მე სადღაც ყირიმში მეგონა

QUOTE
რომელ ამბავს კითხულობ, გამახსენე აბა?

კაროჩე მონასტერში ადიან ამომღებები რა, ჩემი ვალი აქვსო, ვიღაცა იქ იმალება ზნაჩიტ და მერე ხარჭაშნელი ეპისკოპოსი ამოაყენებს მანქანას და საფლავს ანახებს, აი აქააო.

Posted by: _Pablo_ 13 Nov 2020, 00:17
QUOTE
ა მერე ხარჭაშნელი ეპისკოპოსი ამოაყენებს მანქანას და საფლავს ანახებს, აი აქააო.

ეს ნამდვილ ამბავს გავს, თუ მეშლება?
მახსოვს ეგეთი რამერუმეები, მართლა იყო.

Posted by: Ezekia 13 Nov 2020, 00:57
narmonana
QUOTE
კაროჩე მონასტერში ადიან ამომღებები რა, ჩემი ვალი აქვსო, ვიღაცა იქ იმალება ზნაჩიტ და მერე ხარჭაშნელი ეპისკოპოსი ამოაყენებს მანქანას და საფლავს ანახებს, აი აქააო.


ხო, მანქანით ამოუდგება უკან.
ამის ვალები მე ავიღეო, ეს ხარჭაშნელიც ეტყვის.


Posted by: freemason13 15 Nov 2020, 11:05
გუშინ დავამთავრე "მეიდ ინ ტიფლისი", ბოლოსკენ ცოტა დამღლელი იყო, მოგელას ამბები დამაკლდა მაგრად. მეტი მინდოდა.

ხოდა რას მირჩევთ, შემდეგი რა წავიკითხო? მე ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს ვფიქრობ....

Posted by: სერაფიტი 15 Nov 2020, 18:59
freemason13
QUOTE
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს ვფიქრობ.

კი, ეგ ან "ობოლე"

Posted by: freemason13 15 Nov 2020, 20:58
სერაფიტი

თენქ იუ ტო (მოგელას ინტონაციით)

Posted by: დოჩანა 19 Nov 2020, 21:53
ბელინო რომ დაჭრილს მოუვლი ეგ ძლიერი თავია ძალიან მესაიდუმლის ქამარში

Posted by: narmonana 21 Nov 2020, 11:09
ყარაბაღი გადავიმეორე და სულ მეტირება დასასრულზე
გიო უკვე სახლშია, 9 დღეა კუჭში არ გასულა და მაინც ბავშვური ფანტაზიები აქვს იმაზე, თუ როგორ დადის თენგიზა აქეთ-იქით არეული, როგორ უშველოს გიოს, ვერც ძინავს, ვერც ქეიფობს, ვერც ჭამს, გიოს ძმაკაცებში რეკავს, რაღაცეებს გაარკვევს, ჩაჯდება მანქანაში, მივა იანას სახლში ,ეტყვის, წავედით გიოსთანო და აუშვებს,თვითონ შოკოლადებს იყიდის რო ირაკლას, გიოს ძმას,მიაყაროს და ეგრე ბედნიერად იცხოვრებენ....

ვითომ თენგიზა მიქატაძე ვარ, ხოლო ჩემს ოთახში თვითონ თენგიზა წევს, არეული და

გაჩუმებული. ქალაქის ქუჩებში დავდივარ, რაღაცას ვეძებ, ვათვალიერებ, მოწყენილთვა-
ლებიან, ფერმკრთალ გოგონებს ვაკვირდები, სამსახურში აღარ დავდივარ, ტელევიზორს

აღარ ვუყურებ, არ ვქეიფობ და არც ნანას ვეჯაჯღანები. რაღაცას ვფიქრობ, ვყნოსავ, გიუშკის
ძმაკაცებს ვეკითხები, ვწოვ, ვცდილობ, ჩუმად გავაკეთო ყველაფერი. მერე მივდივარ. ქალაქის
გარეუბანში, მაღალსართულიან, ბათქაშჩამოცლილ სახლთან ვაჩერებ მანქანას და ავდივარ.
ზარს ვრეკავ. კარს გამხდარი, სუსტი, თმებჩამოშლილი გოგო მიღებს. მარცხენა ხელზე
უამრავი უბრალო ბეჭედი უკეთია. წვრილი ნერვიული თითები აქვს და გაცრეცილი ჯინსი
აცვია. არაფერს ვეუბნები. ხელს ვკიდებ და მომყავს. მანქანაში ვსვამ და შლეგიანივით ვაწვები
ქალაქის ქუჩებში. ბარნოვის ქუჩით მოვდივარ, ქვემოთ ვეშვები და დიდ, თაღიან ეზოსთან
ვაჩერებ. ის, თვალებდახრილი და მოცახცახე, თვითონაც ხვდება, რა უნდა მოიმოქმედოს.
კარს აღებს, გადადის და თაღიან ეზოში შედის. მერე, თვალს რომ მიეფარება, ვიცი,
კისრისტეხით აირბენს კიბეს და კართან შედგება. დარეკავს, მოკლე ზარზე
კედელსმიშტერებული ქლიავი, გიუშკა მიქატაძე ძველს, რაღაცას ძალიან ძველს და
მტკივნეულს გაიხსენებს, გიჟივით წამოვარდება და კარს გააღებს.
— იანა, — იტყვის ხმადაბლა, ხოლო გოგო თავს დახრის და თმები ჩამოეშლება...
მე, თენგიზა მიქატაძე, უამრავ შოკოლადს ვიყიდი ჯიხურში და სახლში რომ ავალ,
ირაკლის მივაყრი იმდენს, რომ გაბურძგნილი თავის და თეთრი ხელების მეტი არაფერი
მოუჩანდეს...

Posted by: wrangler7 6 Dec 2020, 01:23
მოგელამ კოკა კოლა შემაყვარა biggrin.gif დიდი ბოთლით...

Posted by: Henyd0r1 8 Dec 2020, 09:52
ობოლე წავიკითხე და ძალიან მომწეონა <3

თან აშკარად ჩემს (და აკას) ლეჩხუმში რომ ხდება მოქმედება <3

Posted by: მგზავრი. 9 Dec 2020, 13:41
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები
ძმაკაცთან ადრიანად გაღვიძებულზე თითქმის ნაბახუსევზე დავიწყე კითხვა და იმ დილითვე მოვრჩი . უკვე მაშინვე ვიცოდი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი გახდა. ამის მერე დიდი დრო გავიდა და ერთი ორჯერ კიდევ წავიკითხე.
მერე ობოლე ლეგენდების მოყვარულს მეგონა ჩემთვის დაწერა biggrin.gif ამის მერე ნეტში წავაწყდი ძველი გულებისა და ხმლისა და ბადუნასაც დავუძმაკაცდი ,ყველას ვაკითხებდი გარშემო.
შემდეგი მეიდ ინ თბილისია და დეემნ აი აქ მართლა წამიღო და უნდა წავიდე smile.gif ორ ადამიანს ვაჩუქე უკვე მინიშნებებით biggrin.gif ბოლოს მადათოვის ტრილოგია წავიკითხე და მთელი დღე ვეძებდი მეჯიქ პოლისს ( არის ნეტა მართლა??smile.gif) ხოდა ძალიან გამიხარდა ამ თემის პოვნა ,
რას მეტყვით მოსულა სანტას დრო თუ მანამდე კიდევ რამე წავიკითხო? smile.gif

Posted by: მგზავრი. 17 Dec 2020, 00:47
user posted image
მოგელას საპატივსაცემოდ smile.gif

Posted by: George_Best 21 Dec 2020, 21:40
კაწერინა ფუქსი ნეტა დაბერდა თუ არა
და როგორი გაიჩითა თუ დაბერდა

Posted by: მგზავრი. 27 Dec 2020, 16:00
მეჯიქ პოლისი ნამდვილი თამაში კიდევ ვის ეგონა war.gif

Posted by: Ezekia 27 Dec 2020, 16:03
მგზავრი.
QUOTE
რას მეტყვით მოსულა სანტას დრო თუ მანამდე კიდევ რამე წავიკითხო?



სანტა ესპერანსათი დაიწყე, რომ გაიგო, რა ქვეყანაა და მანდ რა ხდება.
მესაიდუმლის ქამარიც სანტას სერიიდანაა.
მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთიც.
მეიდ ინ ტიფლისშიც გვხვდება სანტა ესპერანსა.

Posted by: კადა 29 Dec 2020, 20:43
აკა მორჩილაძის სარბიელის სვეტები არის განსაკუთრებულად მომხიბლავი სიტყვა ქართულ სპორტულ მწერლობაში.

Posted by: wrangler7 5 Jan 2021, 00:06
ქემერა გადავიკითხე ამ უსაქმურობის დროს, ბელარუსიის ამბები რა მაგრად აქვს გადმოცემული up.gif

Posted by: vaho 5 Jan 2021, 00:16
QUOTE
სარბიელის სვეტები


ახლა გამოვიდა სარბიელის საიუბილეო გამოცემა და იქაცაა აკას ორი ახალი სვეტი...

user posted image

Posted by: Abacus 5 Jan 2021, 01:13
QUOTE (wrangler7 @ 5 Jan 2021, 00:06 )
ქემერა გადავიკითხე ამ უსაქმურობის დროს, ბელარუსიის ამბები რა მაგრად აქვს გადმოცემული up.gif

+++++++++++

ამ კოვიდის დროს მეც უამრავი დრო მქონდა საკითხავად და ნამდვილად ასეა

Posted by: George_Best 13 Feb 2021, 15:09
აკას ყველაზე მაგარი სვეტი,ძველი

გლეხი,რომელიც მეფე ვერ გახდა

ლონონში,ტრაფარგალრის მოედანზე აღმართულ ნელსონის შთამბეჭდავ ობელისკს ასეთი წარწერა აქცს:"ბრიტანეთი იმედოვნებს,რომ ყოველი მოქალაქე მოიხდის თავის ვალს",ეს დიდად სიმბოლური წარწერაა და ჩვეულებრივი ინგლისელები,დიახაც რომ,ამ შეგნებით ცხოვრობენ.
მაგრამ არის დღევანდელ კუნძულზე კაცი რომელმაც ეს ვალი ვერ მოიხადა.ეს არის კაცი,რომელსაც შეეძლო მარადონას მემკვიდრედ ქცეულიყო და მსოფლიო ფეხბურთის გვირგვინი დაეპყრო.ეს კაცი დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ,საოცარ ფიგურად მსოფლიო ფეხბურთში.
მის სახეს ვერ ნახაVთ სარეკლამო დაფებზე,ის არ ჩანს პოპულარულ ტელეგადაცემებში და არავის აინტერესებს მისი აზრი ამა თუ იმ საკითხის შესახებ.ნორჩ ფეხბურთელებს არასდროს ასწავლიან თამაშს მისი სახელის და ოსტატობის მოხმობით.სამაგიეროდ წერენ აუარებელ წიგნს მისი ცხოვრების ,სწორედ ცხოვრობის და არა თამაშის შესახებ.სადაც აღწერილია ამ აკცის,ერთი ქუჩის ბიჭის თავგადასავლები,გაუთავებელი მუშტი-კრივი,ლოთობა,არაჯენლტმენური ქცევა და ზურდელური სიტყვა პასუხი.ისიც კარგა ხანი შეეჩვია ამას.
ამბობენ,რომ პოლ გასქოინი,იგივე გაზა,რომელსაც ძალუძდა ფანტასტიური თამაში ათიდან ათ შეხვედრაში,ამას ათიდან ორში აკეთებდა.,ოეჩვია ამას და ის თავს დამარცხებულადამიანად მიიჩვნევს.
საზოგადოებისთვის ის ისეთი მიუღებელი ვინმეა,როგორც შარაგზის ყაჩაღი,ან მკვლელ-მანიაკი.მის სახლის ფანჯრებს ყოველთვის მძიმე ფარდები აქვს ჩამოფარებული,რადგან სახლის გარშემო მუდმივად დაძრწიან ტაბლოიდების ფოტორეპეორტიორები.ესენი,თურმე,დარწმუნებული არიან,რომ გაზას აფეთქება ყოველ წამს მოსალოდნელია და ცინცხალი სკანდალური ფოტო ძაან წაადგება მათ ჯიბეს.ეგებ პოლმა ცოლი ცემოს,ან ტელევიზორი გადმოაგდოს ფანჯრიდან,ან სულაც სახლიდან გამოავრდეს და რომელიმე რეპორტიორს თავპირი დაუსიოს.მთელი ინგლისის აუტანელმა მოკალმეებდა და ფოტორეპორტიორება იციან რომე ღამის კლუბებში დადის გაზა დროის სატარებლად.თუ არ იციან დ აკუდში სდევენ მანქანით/.გაზამ ეგებ არაფერი მაოხდინოს,მაგრამ მეორე დღეს გაზეთში ზუსტად იქნება აღნუსხული,რამდენი დალია,ვის უპწკინა,ვის შეაგინა და შეზარხოშებული პოლის ფოტოსაც არავინ დაამადლის მკითხველს.
ევრო 96 მერე გაზა დაოჯახდა და თავის დახურულ საქორწინო ცერემონიალზე ფოტოეის გადაღების უფლება მხოლოდ ჟურნალ "ჰელოუს " მიჰყიდა და როგორ გგონიათ რა მოხდა,გაზეთმა "სანმა: ერთ-ერთი სტუმარი მოისყიდა და რამდენიმე უხარისხო ფოტო მაინც გამოაქვეყნა მეორე დილით/
როდესაც შემთხვევით ტელეკამერას მიუშვერენ და რაღაცის გამო აზრს კითხავენ,პასუხად შესაძლოა მხოლოდ ბოყინი გაისმას,ან კიდე გაზამ თავისი განთქმული ნაგაზის ენა გადმოაგდოს.
დიახ,პოლ გასქოინი არ იძლევა ინტერვიუებს.
ის მუდმივი პრესის ქვეშ ცხოვრობს და თამაშობს,რადგან არასდროს არავინ არის მის მხარეს.ყოველთვის მის წინაამღდეგ არიან,რადგან მისი ქცევების შემყურე ადამიანს გაუჭირდება მის მხარეს ყოფნა.
ამბობენ რო ის გიჟია.
მეტიც ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებსაც კი გამოთქვამენ ხოლმე ტელევიიზიით,აგვიხენით ერთი,რა სჭირს ამ ბიჭსო.და ისინიც მოყვებიან:არამდგრადიაო,უმარტავიაო,ისტრეიულიაო,ამას ლუდის მოჭარბებული სიყვარულიც ერთვისო.
მაგრამ გაზა განა იმაზე მეტ ლუდს სვამს,რამდენსაც ბრაინ რობსონი,საყავრელი კაპიტანი ამრველი ითვისებდა ფეხბურთის წლებში?
ინგლისში ამბობენ,რაგბი ხულიგნური თამაშია და მას ჯენლმენები თამაშობენ,,ფეხბურთი კი ჯენტლმენური თამაშია და ავრსკვლავებად ხულიგნები ჰყავსო.
მახვილი ნათქვამის.ფეხბურთს უფრო ქუჩის ბიჭები მისდევენ,გაზაც ქუჩის ბიჭია.უფრო სწორად კი გაზა ერთ ღარიბ ოჯახში გაზრდილი,ფეხბურთით გამდიდრებული ვინმეა.ყველაფერთან ერთად ის ჯორდია-რაც იმას გულისხმობს,ერთი ქაჯი ბიჭი გახლავთ.როდესაც ინგლისელები გაბრაზებით ეტყვიან ვინმეს,შე ჯოროვ შენაო,ეს იმას ნიშნავს,რომ ეუბნებიან შე ქაჯო,გოიმო და გორსალაო..უფრო სხვანაირად კი,უსწავლელო გლეხოო.
დიახ,გაზა გლეხია,გადარეული გლეხი/
მან წააგო ყველა ბრძოლა ქვეყნის მედიასთან,სასამართლოსთან,ცოლთანაც კი,მაგრამ ამასობაში ისე გამოვიდა მან ფეხბურთიც კი წააგო.
იქ,ინგლისში გასქოინი ყველაზე,შავი უარყოფითი გმირია.მაგალითია იმისა,თუ როგორი არ უნდა იყო.არ არსებობს ინგლისური სარეკლამო კლიპი მისი მონაწილეობით,რადგან არავინ იყიდის ორცხობილას,რომელიც გაზას მოწონს.უცნაურია მაგრამ ერიკ კანტონა,ტონი ადამსი,პოლ მესრონი,მორალის,ვაჟკაცობის და პირუთვნელობის მაგალითებად ითვლებიან.ეს მონანიე ხალხია,ასეთი ხალხი უყვართ და მათში გმირს ხედავენ.
პოლი კი...განა მას ჭკუა მოეკითხებაა?
ცოლს ცემს,მობოდიშება კის ერიოზულად არ აღიქმება,იმიტომ რო გაზა არანორმალურია და ხვალეც იმავეს მოიმოქმედებს.ა რუყუროთ გაზას-ის ყოველდღე ამტკიცებს თავის სიგიჟეს.
მაგრამ ეს ერთი გაზაა/
ხომ არსებობს მეორე გაზაც?არსებობდა კი არა,მთავარი სწორედ ის არის,ფეხბურთელი პოლ გასქოინი.
მისი ყოფა და თამაში გადაჯაჭვულია.მოედანზე პირდაპირ აისახება ხოლმე გაზას პირადი ცხოვრება,აი გაზა ცოლს ეჩხუბა და მეორე დღეს ვინსენტ ბოგარდს უთავაზა წიხლი.
თბილისის სტადიონის გასახელის დერეფანში,ინგლისელთა აქ ჩამოფრენის დროს,მე ვნახე გასქოინი,თავჩაღუნულმა,შემცბარმა და თითქოს რაღაცით ნირწამხდარმა,პირადი ცმელის თანხმლებით ჩაიარა და თვალი იატაკისთვის არ მოუცილებია.
გაზა აღარაფრის მეფობას არ აპირებს,ის არ ჩანს ,რომ მას რაიმე საფეხბურთო ოცნება ქონდეს,უბრალოდ მას ერთი სიხარული ქონდა-თამაში/
"პოლ გასქოინის გმოსათხოვარი სეზონი,ონავარი ბიჭის უსახელო დასასრული.უსახური თამაშების სერია,უდიპლომო პროფესორის მარცხი.მას თამაში არ უნდა "-ასეთია ინგლისელ საფეხბურთო მწერალთა აზრი
ვაჰ,დრონი,დრონი
პოლი არ არის ხოლმე მზად კაცური საუბერებისთვის.უფრო სწორად,არ ესმის,ამ საუბრების დიდი მნიშვნელობის.ნაკრების მწვრთნელად ტერი ვენეიბზლი აღარ იყო,არადა ამ გულთბილმა,ჭკვიანმა კაცმა სამი წლით მაინც გადადო გაზა--ბიჭის საფეხბურთოი გარდაცვალება/მისმა მამაშვილურმა და ადამიანურმა მიდგომამ გამოაცოცხლა ფორმიდანა მოვარდნილი გასქოინი-ათამაშა მას ევროპის ჩემპიონატი.ვენეიბზლი ცალფეხა გაზასაც დაუძახებდა ნაკრებში,მახ ახლა სხვა დროა/
გაზა განზე დარჩა და ინგლისურმა მედიამ პირველმა იგრძნო რომ აკცი დაღმართისკენ მიექანებოდა.
ინგლისელები გასაოცრად ფაქიზნი არიან ფეხბურთის აღქმაში,მათ თAმაშის გაგება სისხლში აქვთ და კარგად უწყიან,ვინ არის პოლ გასქოინი.ეგებ,დიასახლისებმა კიდეცგალანძრონ,ან არ უყიდონ შვილებს რვანომრიანი ნაკრების მაისური,ნაგრა ქომაგებმა იციან რომ არსებობს გაზა და არსებობს ყველა დანარჩენიი.
ფეხბურთი ასეა გაყოფილი.ალან შირერს ყოველ შაბათს გაქჰონდა გოლები,ილაჯგაწყვეტილი,გულამღვრეული გაზა კი თვენახევარში ერთხელ თუ დაივიწყებდა თავის პირშავ,არეულ ცხოვრებას და ხასიათს და აი მაშინ საოცრება ხდებოდა.მაშინ საფეხბურთო ზეიმი იმართებოდა და მინდორს ამ სულელი ბიჭის მაგია იპყრობდა.
და სწორედ მაშინ,შირერის გოლებს,შერინგემის დახვეწილ თამაშს და ადამსის სალ კლდეებს აღარვინ იხსენებს.
გაზააააააააააააააა!!!
დევიდ ბექემი კი არ არის გაზა,ბრწყინვალე მომავალი და საუცხოო დღევანდელობა აქვს,მაგრამ ის ვერასდროს იქნება გაზა/
გასქოინი ახლა იმ ასაკშია ,როცა უმძიმესი წუთები უდგება,მას აღარავინ ელოლავება და თვალში საცემია,რომ ბევრად არც არავის უღირს/
საკაცეზე გაშხლართულს ფეხზე ოვაციებით მიაცილებდნენ ოლდ ტრაფორდის ფანები.ის უიღბლო და უბედური კაცია,როგორც ერთმა ქომაგმა თქვა,,გიჟია,მაგრამ ფეხბურთელად დაიბადა,სულ ცალი ხელის თითებზე ჩამოითვლება ის ხალხი,ასეთებად რომ იშვნენ.ის ფეხბურთელობისთვის დაიბადა და ამიტომ სტადიონზე არავინ იხსენებს,სად რა სისულელე ჩაიდანა.მას ელოდნენ,მისი იემდი ჰქონდათ.ფიქრობდნენ ეგებ დღეს იყოს,ის ძველი დაუვიწყარი დღესასწაული,გაზას ცარიელ თავს და დამძიმებულ გულს აგრე რომ სწყურიაო.
განა ღირს იმაზე ლაპარაკი,როგორ თამაშობდა ფეხბურთს გლეხი კონცერტმეისტერი?
გლეხი,რომელიც მეფე უნდა ყოფილიყო,კაცი რომელმაც ვერაფერი მოიგო,კაცი რომელმაც ტალანტი დაახურდავაო.იტყვიამ ხოლმე,მაგრამ საკვირველიც ეს არის,გაზას ტალანტი არდაუხრდავებულა,ის ისეთია როგორიც იყო/
დავასრულოთ ივნინგ სთედერის საფეხბურთო მწერლის მაიკლ ჰარისის სიტვყებით"ამიტომ ჩემთვის აგზა ყოველთვის ბიჭი იყო,რომელიც არ გაიზარდა და რომელიც დიდად ნანობს ამას"






Posted by: capuchino 17 Feb 2021, 04:53
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, მაგარი ყდით, იყიდება სადმე?

Posted by: George_Best 17 Feb 2021, 05:57
capuchino
პატარა რომანია,რაც შემხვედრია ყველა რბილი ყდითაა,არც გამოსულა მგონი მაგარი ყდით,სულ ასი გვერდია

Posted by: George_Best 2 Mar 2021, 22:51
2 მაისი,2003 წელი.საქართველო-რუსეთის თამაშიდან ორი დღის მერე
ფეხბურთი ბრუნდება

საერთოდ ჯობია ვთქვათ,რომ საქართველო გრუზია აღარ არის.
ჯობია ასე ვთქვათ,იმიტომ,რომ ვინც ოთხშაბათ ღამით ზეიმობდა თბილისიში,ვინც ოთხშაბათს ღამით უცინოდა ერთმანეთს,ვინც არ ხულიგნობდა,არამედ იცინოდა და ბღაოდა საკუთარი ღირსების არსებობის გამო,იმათ არ იციან რა არის გრუზია.
ისინი უბრალოდ გვიან დაიბადნენ და არ იციან,რომ არსებობდა გრუზია.
მათ იციან რომ არსებობს საქართველო,რომელმაც ფეხბურთში მინდორზე ათას რამესთან ერთად,გრუზიაც დაამარცხა
ამ უბედურ,დამარცხებულ,ეჭვიან ქვეყანაში ოთხშაბათს საქართველომ გაიმარჯვა.გაიმარჯვა უბრალო,ღარიბმა გაწვალებულმა ქვეყანამ-ყოველგვარი პოლიტიკის,ბრძნული აზრების,უფროსთა დარიგების გარეშე.იცინა და იმხიარულა ამ ქვეყანამ პირველად,როგორც ქვეყანამ და იცინა და იმხიარულა სწორედ იმათთან ბრძოლის შემდეგ,ვინც თავისი ბომბებით და გაუმაძღრობით ორასი წელიწადია,გახრა და გადააგვარა ეს ქვეყანა.
ეს ფეხბურთი იყო.ერთი რიგით მატჩი იყო ევროპული ცხრილებისთვის.საქართველო-რუსეთი,გადადებული,ინტრიგებით სავსე:ნეიტრალური მინდვრებით,უმაყურებლო სტადიონებით,დროშების ჭიდაობებით და უამრავი სხვა ამბებით.
ეს ფეხბურთი იყო,მაგრამ ცხოვრებად იქცა.
იმიტომ,რომ ნამდვილი ფეხბურთი იყო.მგონი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პირველად შეიგრძნეს ნამდვილი გამარჯვების გემო.საქართველომ პირველად მოიგო პრინციპული თამაში.მოიგო საქმის ცოდნით და ომით,გაიძლიერებითა და წვალებით,პროფესიონალიზმით.საქართველოს სცოდნია თამაშიც და ბრძოლაც,საქართველოს ნდომებია თამაშიც და ბრძოლაც,და ხალხიც,ეს გახარებული ხალხი,ეს პატარა ბიჭები რომლებმაც არ იციან რა არის გრუზია და ეს ძიაკაცები,რომლებიც მძიმედ,მაგრამ ალალად ივიწყებენ რა არის გრუზია.
ამიტომ იყო,პირველად ამდენი წლის შემდეგ ხალხმა ფეხბურთი დაინახა.ყველა გრძნობდა ეს რა თამაშიც იყო ერთი თვის წინათ აგრე დაცემული და ხულიგნობით შერცხვენილი ქართველი მაყურებელი ოთხშაბათს საღამოს იყო ნამდვილი,გულწრფელი და კი არ კლავდა,არამედ ეხმარებოდა თავის ფეხბურთელებს.მგონი ესეც პირველად მოხდა მას შემდეგ,რაც საქართველო აღარ არის გრუზია.
ნამდვილი საქართველო,ნამდვილი ფეხბურთი.
თუ გავიხსენებთ ერთ ზღვისგაღმურ გამოთქმას სულ სხვა ქვეყნის შესახებ,შეგვიძლია ვთქვათ,რომ იმ ღამით საქართველო თბილისის ქუჩებში დაიბადა.საქართველო ხელახლა დაიბადა,ხალხი დაიბადა ხელახლა,რადგან თავისუფლების და იმედის აღუწერელი შეგრძნება,ვაკიდან რომ გამოედინა და თავისუფლების მოედნამდე მივიდა,სხვა რამისაა და არა იმის,რომ საქართველო არის რაღაც სისულელეებით და პოლიტიკით გამოჭედილი ქვეყანა.იქ ჩანდა,რომ ეს ხალხის ქვეყანაა.ჩვენ ხალხი ვართ!ნამდვილი ქვეყნისთვის აუცილებელი ეს სამი სიტყვა იმ ღამეს იყო და ამ სიტყვებს გამაგრება სჭირდება.იქ ახალგაზრდობა იყო,რომელმაც ალბათ ბევრი რამე არ იცის,მაგრამ გრძნობს იმას რაც ნაღდია.იცის რაც ნაღდია.იცის,რომ ოქრო ოქროა,ნაგავი კი-ნაგავი.
და მერე იტყვიან რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაშია.
თუ მხოლოდ თამაში და ფულია კაზინოში დაეტეოდა და ქუჩებს,ქალაქებს და ქვეყნებს არ მოითხოვდა.ღრიალი,ცრემლი და დროშები არ დასჭირდებოდა.
თამაშის შემდეგ რუსებს აღარავინ ახსენებდა.მთავარი საქართველო იყო,იმიტო რომ ეს არ იყო ისეთი აუტანელი რამ,პოლიტიკა რომ ქვია.ეს ცხოვრება იყო.ჩვენი ჩამწვარი,ცამეტი ტყვიით დახვრეტილი ცხოვრება,რომელშიც გაჩდა ნამდვილი,ნამდვილი თამაში,ნამდვილი გრძნობა,ნამდვილი ქვეყანა,ნამდვილი ხალხი.
რუსებმა მგონი კი ეგრეც ვერ გაიგეს რომ სტუმრად იყვნენ,რომ სხვა ქვეყანაში არიან,რომ სახმრეთის გუბერნიაში არ ჩასულან ბურთის ასაკენწლად,რომ ნამდვილ საქართველოში ნამდვილ საქართველოს ვერ დაამრცხებ,როგორც შენ ნაცნობ და ხელქვეით შინაყმას.
ასეთი თამაში იყო,ასეთი ფებხურთი იყო,ასეთი ქვეყანა იყო.ხალხის თითო-თითო ადამიანის და ყველასი ერთად.იმის გარდა ვისაც ჯერ კიდე ატკბობს უვარგისი სიტყვა გრუზია.
ფეხბურთი ბრუნდება,ჩვენი ნამდვილი სიხარული ყველაზე გულწრფელი რამ,რაც შეიძლება ამ ქვეყანში არსბობდეს.

Posted by: forumistvis 2 Mar 2021, 22:55
George_Best
up.gif alk.gif alk.gif

Posted by: George_Best 2 Mar 2021, 23:09
forumistvis
ხო ხარ საკაიფოდ,მერამდენე ნიკია ჩემი არ იყოს :დ

ფეხბურთის მოყვარულის ჩანაწერები

კარგი რამ არის საცქერლად კვირა სა?ღამოს თბილისის ტოტალიზატორების დარბაზები:ჭერში ტელევიზორები ჰკიდია,იატაკზე ქვითრები ყრია,ძალიან ბვერი თამბაქო იწევა და ასე.
კვირა საღამოსაც ასე იყო,თამაშები ერთმანეთს მიჰყვა და სულ ბოლოს მთლად მილანი და იუვენტუსი ხვდებოდნენ ერთმანეთს.ვინც ფეხბურთს სახლში უყურებს იმათვისაც კარგი საღამო იყო,მანჩესტერული დერბით გაწყობილი.
ოღონდაც რა არის:ჩვენს ქვეყანაში ახლა იმგვარი ვითარებაა,რომ თითქმის ყოველივე რასაც კაცი შეჩვევია,რაც მართლა უყვარს და რითითაც მართლა ერთობოდა,ისვენებდა დაინტერესდებოდა თითქოს გაფერკმთალებულა.თითქოს ფეხბურთს ცალი თვალით უყურებ,მუსიკას ცალი ყურით უსმენ,წიგნსაც უგულოდ გადაფურცლავ და უკიდეგანო ღვინის სმებიც არ შეინიშნება.
ნასწავლი ხალხი მეუბნება,ასე იცის რევოლუციამო.როცა რაღაცა ისეთი მოვლენა ხდება,რაც თავიდან ბოლომდე გაუვლის კაცს ძვალსა და რბილში,მერე იმის ტანიდან და გონებიდან გამოსვლა ჭირსო,და ეს ფიქრი იჭერს მის თავში უპირატეს ადგილსოდრო მოვა და ესე ყველაფერ ძველებურად და ნაჩვევად დადგებაო.
ასეთი ლაპარაკი ჭკუასთან ახლოა,მაგრამ მოთმენა კი ჭირს,ვითარება კი იმგვარია,რომ შენ დიახაც კი გიყვარს მანკუნიანური დერბი და მილანის თამაში,იმიტომ,რომ მართლა ფეხბურთი გიყვარს,ოღონდაც კი,როგორ უნდა ჩაუჯდე ამ თამაშს,ძველებური მუღამით,როცა ქვეყანად,შენს გვერდით,ყოველივე ხდება ხმაურიანი და მძიმე ამბები.იქ მილანში,ჩაცმა-დახურვის და თმის ვარცხნის ქალაქში ნამდვილი ფეხბურთია და ის შენს სახლშიც შემოდის,მაგრამ შენს სახლში ისეთი ამბებია,რომ შიგ გულში გირტყამს და რაღა ფეხბურთი გამოდის/
საქართველოში ყველა ნაბიჯზე ნაღმი ყოფილა.ჩვენ შეგვეძლო,გვყავერობდა რაღაცეები და გვეცხოვრა ამ ნაღმებზე.ახლა განაღმის ამბავში აფეთქებებიც არის და ამიტომ,სწპრედ წინა საღამოს,ტოტალიზატორის დარბაზში მდგომმა დავატვე,რომ ყველაფერი იცვლება.ნაღმებზე არსებული სიყვარული მიდის და ნაღმები რო აღარ იქნება,ალბათ ხელახლა უნდა დაიბადოს ახალი სიყვარულები.ჩემი ჭკუით,ვისაც რა გვიყვარს ბოლომდე არ უნდა შევუშვათ ხელი და ბოლომდე დავებღაუჭოთ.იმიტომ,რომ ამდენ განაღმვაში გულებიც განაღმული დაგვირჩეს.ქვეყანა არ გაინაღმოს,არ იქნება,მაგრამ ჩვენ პატარა რამეები კი უნდა შევინარჩუნოთ,რათა მერე კვლავ იფეთქოს.
ასე ვიფიქრე ტოტალიზატორში,სადაც რატომღაც მეჩვენა,რომ ფეხბურთის ცქერა ხალხს ტვირთად აწვა და ქვითრები,ანუ ფულის შოვნის იმედი რომ არ ყოფილიყო,დარბაზი ცარიელი იქნებოდა.
15.03.2004


Posted by: George_Best 27 Mar 2021, 03:48
QUOTE
პოლი არ არის ხოლმე მზად კაცური საუბერებისთვის.უფრო სწორად,არ ესმის,ამ საუბრების დიდი მნიშვნელობის.ნაკრების მწვრთნელად ტერი ვენეიბზლი აღარ იყო,არადა ამ გულთბილმა,ჭკვიანმა კაცმა სამი წლით მაინც გადადო გაზა--ბიჭის საფეხბურთოი გარდაცვალება/მისმა მამაშვილურმა და ადამიანურმა მიდგომამ გამოაცოცხლა ფორმიდანა მოვარდნილი გასქოინი-ათამაშა მას ევროპის ჩემპიონატი.ვენეიბზლი ცალფეხა გაზასაც დაუძახებდა ნაკრებში,მახ ახლა სხვა დროა/
გაზა განზე დარჩა და ინგლისურმა მედიამ პირველმა იგრძნო რომ აკცი დაღმართისკენ მიექანებოდა.
ინგლისელები გასაოცრად ფაქიზნი არიან ფეხბურთის აღქმაში,მათ თAმაშის გაგება სისხლში აქვთ და კარგად უწყიან,ვინ არის პოლ გასქოინი.ეგებ,დიასახლისებმა კიდეცგალანძრონ,ან არ უყიდონ შვილებს რვანომრიანი ნაკრების მაისური,ნაგრა ქომაგებმა იციან რომ არსებობს გაზა და არსებობს ყველა დანარჩენიი.
ფეხბურთი ასეა გაყოფილი.ალან შირერს ყოველ შაბათს გაქჰონდა გოლები,ილაჯგაწყვეტილი,გულამღვრეული გაზა კი თვენახევარში ერთხელ თუ დაივიწყებდა თავის პირშავ,არეულ ცხოვრებას და ხასიათს და აი მაშინ საოცრება ხდებოდა.მაშინ საფეხბურთო ზეიმი იმართებოდა და მინდორს ამ სულელი ბიჭის მაგია იპყრობდა.
და სწორედ მაშინ,შირერის გოლებს,შერინგემის დახვეწილ თამაშს და ადამსის სალ კლდეებს აღარვინ იხსენებს.
გაზააააააააააააააა!!!
დევიდ ბექემი კი არ არის გაზა,ბრწყინვალე მომავალი და საუცხოო დღევანდელობა აქვს,მაგრამ ის ვერასდროს იქნება გაზა/
გასქოინი ახლა იმ ასაკშია ,როცა უმძიმესი წუთები უდგება,მას აღარავინ ელოლავება და თვალში საცემია,რომ ბევრად არც არავის უღირს/
საკაცეზე გაშხლართულს ფეხზე ოვაციებით მიაცილებდნენ ოლდ ტრაფორდის ფანები.ის უიღბლო და უბედური კაცია,როგორც ერთმა ქომაგმა თქვა,,გიჟია,მაგრამ ფეხბურთელად დაიბადა,სულ ცალი ხელის თითებზე ჩამოითვლება ის ხალხი,ასეთებად რომ იშვნენ.ის ფეხბურთელობისთვის დაიბადა და ამიტომ სტადიონზე არავინ იხსენებს,სად რა სისულელე ჩაიდანა.მას ელოდნენ,მისი იემდი ჰქონდათ.ფიქრობდნენ ეგებ დღეს იყოს,ის ძველი დაუვიწყარი დღესასწაული,გაზას ცარიელ თავს და დამძიმებულ გულს აგრე რომ სწყურიაო.
განა ღირს იმაზე ლაპარაკი,როგორ თამაშობდა ფეხბურთს გლეხი კონცერტმეისტერი?
გლეხი,რომელიც მეფე უნდა ყოფილიყო,კაცი რომელმაც ვერაფერი მოიგო,კაცი რომელმაც ტალანტი დაახურდავაო.იტყვიამ ხოლმე,მაგრამ საკვირველიც ეს არის,გაზას ტალანტი არდაუხრდავებულა,ის ისეთია როგორიც იყო/


narmonana
ბიჯო დაბრუნდი,თორე ფეხბურთად ვაქაცევ აქაურობას biggrin.gif


Posted by: narmonana 27 Mar 2021, 12:44
George_Best
მე აქა ვარ სულ,მარა ჰაა,ყველაფერი ათჯერ გვაქვს უკვე განხილული,მეიდ ინ ტიფლისი ფურცელ-ფურცელ გადმოწერილი.სანტა დასქრინული.

ამ ჩვენმა ჯიგარმა აკამ კიდე, მწერლობაზე ხელი აიღო და საზმაუს დიქტორი გახდა ეტყობა..

აღარაა მატერიალი თორე კი ბატონო,ისედაც ეს დღეები "შენი თავგადასავალის" გადამეორებას ვფიქრობდი

Posted by: forumistvis 27 Mar 2021, 13:36
რატომ აღარ წერს ვერ გამიგია
ის ფარშევანგი რომ გამოსცა მერე არაფერი დაუწერია?

Posted by: George_Best 27 Mar 2021, 13:39
მამენტ შDეიძლება იმიტო აღარ წერს რო ბოლოს რაც დაწერა იმენა არ ვარგოდა,ვაბშემც ვიფქრობდ,აი ბოლო მაგისი რაც მართლა გამისწორდა რომელი წიგნი იყო,ალბათ მეცხრამეტე საუკუნის ამბები როა ეგ და ეგეც ამბებია,ამბავი ხო არა,ქემერა და ობოლე კიდე წაიკითხებოდა,მარა აკას რაც ეკადრება ეგ დონე არაა რა,ხოდა დაამუღამა რო ისე მაგრა ვერ წერს და აღარ წერს დროებით ან რავი რა
იქნებ ვაბშემც ახლა თავისი კარიერის წიგნს წერს,ტიფლისზე მაგარს,რას გაუგებ

Posted by: narmonana 27 Mar 2021, 14:07
QUOTE
იქნებ ვაბშემც ახლა თავისი კარიერის წიგნს წერს,ტიფლისზე მაგარს,რას გაუგებ

რამე ეგეთის დაწერა აღარ მგონია რომ ქნას, დამთავრდა ეგ ეპოქა თბილისში..

პროსტა გაჭედა დიდი ალბათობით.. ჯორჯ მარტინი დაემართა

ან უბრალოდ მოწყინდა და აღარ უსწორდება...

Posted by: George_Best 9 Apr 2021, 03:45
გაზაფხული რაღაცნაირად ბოლო პერიოდი სულ აკას მაგონებს
აკას რა,მეიდ ინ ტიფლისს და აი კორონაც რო კიდია,უცბად ამუღამებ რო თესლი ქალაქი გაქვს და იმენა შენია ეგ ქალაქი
რაღა ბოლო პერიოდი,მამენტ მგონი სუ
აი,მირზა გელოვანის ლექსი როა,ომში როა და ვიღაც ნაშას წერს,ნუ მომიტყანი ტვინი ამ აყვავებული ნუშით,ნუ მაგიჟებო,ეგრე მახევს ხოლმე გაზაფხული სახეს,მთავარია ჯიბეში ხურდები მეყაროს,რო ამ ფეხით სიარულისას ლუდი მქონდეს,ხანდახან უწევს რო ამ უცნაურ ქუჩებში მარტო არ დავდივარ,ხანდახან მარტო,პონტი ისაა რო თბილისი მაგრა ასწორებს,მარტო იმიტო კი არა რო აკაა,ან მეიდ ინ ტიფლისი მიყვარს,ან პლეხანოველი მოგელა რო ქალაქს გრძნობდა,პროსტა რაღაც მგონია რო ჩემია და აი სადაც უნდა ვიყო ვარ რა,და ვიცი რო სახლში მივალ,ერთი ეგაა ამ კომენდანტმა შეიყო,ვის გაუგია თბილისში დროს გიზღუდავდნენ
ხოდა ამ კომენდანტივით ,მაგარ გაზაფხულს რო გვამაზინებს,ტეხავს რო აკა რაღაც მაგრობებს ვეღარ წერს,არ მინდა ვიფიქრო რო პლეხანოველი მოგელა მაგის პერპენტუმ მობილე იყო

Posted by: forumistvis 9 Apr 2021, 17:29
George_Best
რავი მე პლატოელი ვარ კი მიყვარს ჩემი უბანი ბავშვობიდან აქ გავიზარე
მაგრამ საერრთოდ არ აქვს რაღაც თბილისური ელფერი და მუღამი
ნუ რაღაც პონტში რა თქმა უნდა აქვს, მარა შენობები უშნოა

Posted by: George_Best 9 Apr 2021, 17:32
forumistvis
ზატო მთელი თბილისი ჩანს,ნელ-ნელა ფეხით რო აუყვები კიბეებს,აი უკვე ეკლესიასთან მეორე კიბეებზე კაი ხედი იშლება,ზემოთ და ზემოთ ხო საერთოდ
რაღაცნაირი სისკუჩნე აქვს,მე მომწონს :დ

Posted by: forumistvis 9 Apr 2021, 17:35
George_Best
QUOTE
რაღაცნაირი სისკუჩნე აქვს,მე მომწონს :დ

კი სიწყნარეა და წყნარი უბანია საკმაოდ.
დილას არის მაგარი სეირნი , ხარების ეკლესიაზე ამბობ წითელი აგურით რომ არის აშენებული?
ზუსტად მაგ პლატოზე ვარ მე.

Posted by: vaho 9 Apr 2021, 17:50
QUOTE
კაი ხედი იშლება,ზემოთ და ზემოთ ხო საერთოდ


ზემოდან შეიძლება კაი ხედია, მარა მე ქვემოთ ვცხოვრობ ვაჟაზე და მტერმა უყურა ქვემოდან ზემოთ biggrin.gif

თემას რაც შეეხება, "იონას საქრთველო" და "დაკარგული წიგნები" რომ გაალიტერატუროს თავისებურად, ძაან მაგარი გამოუვა, მე მგონი.

თან მასალაც მზადაა ფაქტიურად...

Posted by: George_Best 9 Apr 2021, 17:50
forumistvis
ხო მაგაზე ვამბობ,ზოგადად პლატო ერთადერთი ადგილია თბილისში სადაც მეტრო არაა და მე მაინც მევასება,დალშე ადგილებს სადაც ემტრო არაა პატივს არ ვცემ :დ

QUOTE
ზემოდან შეიძლება კაი ხედია, მარა მე ქვემოთ ვცხოვრობ ვაჟაზე და მტერმა უყურა ქვემოდან ზემოთ

მეც მანდ ვცხოვრობ და ხო,დიდად ვერ დაიკვეხნის კაი ხედით :დ

მაგათი გალიტერატურება კი არა,სარბიელის პროექტი რო დაიწყეს რატო მიაგდეს?ორი წიგნი კაი იყო და მიყოლოდნენ ბოლომდე,აი ეგ მასალაა თუა მზად,დევს საჯაროში და პროსტა წიგნად შეკვრა უნდა

არადა მაგრა გამისწორდა ის ორი წიგნი და ბევრად უკეთესები წინ იყო,თან ევრო 2004 და მსოფლიო 2006 ყოველ დღე წერდა ხოლმე სტატიებს,ევრო 2004 მგონი დაჟე პროტუგალიაშიც იყო

მსოფლიოზე გროსოს გოლზე აქვს მაგარი სვეტი,გერმანიას რო გაუტანა ბოლო წამზე

Posted by: B l a c k J a c k 12 May 2021, 22:14
დიქსლის საიდუმლო ყუთში ამირბარი არის ჯაბა იოსელიანი :დ
ეს გავიგე. იდეის დონეზე: ცნობილია ნაღდად ვინაა მკვლელი?
პასუხი არ დაწეროთ, უბრალოდ თუ ირკვევა ბოლოს ვინაა მკვლელი?

Posted by: narmonana 13 May 2021, 16:39
B l a c k J a c k
QUOTE
დიქსლის საიდუმლო ყუთში ამირბარი არის ჯაბა იოსელიანი :დ

იესს მაან,იოსელიანიაა

მკვლელი სიმარტლე გითხრა,არც მახსოვს...........

Posted by: B l a c k J a c k 13 May 2021, 19:27
narmonana
QUOTE
იესს მაან,იოსელიანიაა

ჰაჰაჰა :დ სახელები, რომ არის გადაშლილი. მანდაც კი ჯაბა იოსელიანი წერია :დ

QUOTE
მკვლელი სიმარტლე გითხრა,არც მახსოვს...........

აუ, ხო : მე ვიშოვე ბოლოს და ბოლოს წიგნი და ჩავუჯექი. ახლა საერთოდაც მგონია, რომ ამირბარი არ მოუკლავთ და ვიღაც საწყალი შესაღეს. მაგალIთად ის ლუკა.
რეავი, ვნახოთ აბა. მეორეჯერაც წავიკითხავ.

Posted by: George_Best 13 May 2021, 19:47
აუ ოღონდ როგორც მახსოვს რაღაცნაირად დადებითადაც ყავს აღწერილი,ან შეიძლება მეშლება,ცოტა სიმპატიას გიტოვებს რა biggrin.gif

სად გააძრე ვაბშე ეგ წიგნი,იყიდება კიდე biggrin.gif?არსად შემხვედრია წლებია

Posted by: B l a c k J a c k 13 May 2021, 20:57
George_Best
QUOTE
აუ ოღონდ როგორც მახსოვს რაღაცნაირად დადებითადაც ყავს აღწერილი,ან შეიძლება მეშლება,ცოტა სიმპატიას გიტოვებს რა

ხანჯლის ქარქაშიდან მოშორების ხმად მოიხსენიებს :დ
ამირბარის გადმოსახედიდან კაი ტიპია თვითონ: არაფრისთვის ომობს და ვერავინ იჭერს და ახსნილი აქვს რა და როგორ. სხვების გადმოსახედიდან: საშიში ადამიანია, მითიური არსება. თან არის და თან არ არის.
თუმცა ყურადღებით, რომ წაიკითხავ ეგრევე ხვდები, რომ ცუდი ტიპია biggrin.gif
ჯესიკა დე რაიდერს აბრუებს როგორც ჩანს. აი სიდონიას კი რას მოატყუებს. მაგრამ ახლა მეორეჯერ უნდა წავიკითხო და ვნახოთ სადამდე მივალ.

QUOTE
სად გააძრე ვაბშე ეგ წიგნი,იყიდება კიდე ?არსად შემხვედრია წლებია

აუ ამაზე არის მტელი ისტორია. ნარმოსაც მივწერე თავის დროზე. ძველ პოსტებს მოვკარი თვალი და უბრალოდ წიგნი როგორ გამოიყურებოდა და საერთოდ რა იყო :დ
2005 წლის გამოცემაა. სანტა-ესპერანსას რვეულები 2003-ის. ახალი ხილი იყო რა. თან მორჩილაძეს ფანტაზია აუმუშავდა და მიაწვა და მიაწვა.
მაგ დროს მე ვიყავი 14-ის და აბა რა ვიცოდი საერთოდ ეგ კაცი? ვიქტორ ჰიუგო, ნადირობა მოგზაურობა და მისი ჯანი biggrin.gif
მერე და მერე, რომ მომეწონა, დავიწყე წიგნების შეგროვება და სათითაოდ რაც გამოცემული აქვს წლების მიხედვით ყველას ვაგროვებ.
სამი ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები მაქვს. 90იანების ერთი და მერე რაც დაიბეჭდა და ვავსებ და ვავსებ რა.
დიქსლის მდუმარე ყუთს ერთი 10 წელია ვეძებდი და ბოლოს ვიღაცამ ამოიღო ხმა და იმანაც გავცვალოთო.
ვერ ვიტან წიგნების გაცვლას: აი მომკლაი და ვერა რა. მივდივარ ახლებს ვყიდულობ და იმათ ვაძლევ ხოლმე. ოღონდ ჩემებს არ ვცვლი :დ

მთელი კვირა მიდოდა ვაჭრობა და დაასახელა რაც უნდოდა. სხვა ძალა არ იყო და გავუცვალე.
ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც წიგნი წიგნში გავცვალე.

Posted by: Ezekia 13 May 2021, 21:25
B l a c k J a c k

და რა მნიშვნელობა აქვს, მკვლელი ვინაა, ამბავია საკაიფო)

ოფიციალური ვერსიით სიდონიას პირველი ქმარია მკვლელი, როგორც მახსოვს, მაგრამ თვითონ ამბებია საინტერესოდ დალაგებული და აკინძული, თავისი რვეულებით, ნაბეჭდებით, ბლოკნოტებით, ღია ბარათებით, გაზეთებით და ამბებით))


კარგია, რომ გამოჩნდი)

Posted by: B l a c k J a c k 15 May 2021, 10:59
Ezekia
QUOTE
და რა მნიშვნელობა აქვს, მკვლელი ვინაა, ამბავია საკაიფო)

ოფიციალური ვერსიით სიდონიას პირველი ქმარია მკვლელი, როგორც მახსოვს, მაგრამ თვითონ ამბებია საინტერესოდ დალაგებული და აკინძული, თავისი რვეულებით, ნაბეჭდებით, ბლოკნოტებით, ღია ბარათებით, გაზეთებით და ამბებით))

კი, მაგარია. მე მაგრად მომეწონა :დ თან აკა მორჩილაძის არის რა. ადრეული და იგრძნობა ბოლომდე. მეორეჯერაც გადავიკითხე და მე მაინც მგონია, რომ ამირბარი საერთოდაც არ მოუკლავთ. ფოტოზე სხვაა და მკვლელობის ადგილას სხვაა. თან მკვლელი გრძელთმებიანი იყოო და სანტას ივენინგ პოსტში მელოტია გამოსახული. რაღაც ჩათლახობას აქვს ადგილი :დ
მგონია, რომ ამირბარი გააპარეს. მის ნაცვლად სხვაა გასაღებული. მერე წავიკითხავ კიდევ, ოღონდ ძაან მერე ახლა წიგნს ვაფუჭებ და მენანება. მთელ სახლში გადაშლილია საიდუმლო ყუთი :დ

QUOTE
კარგია, რომ გამოჩნდი)

ხო, ვნახოთ. იმდენი დრო აღარ მაქვს, მაგრამ წიგნებს ვკითხულობ :დ

Posted by: George_Best 15 May 2021, 22:43
B l a c k J a c k
მეიდ ინ ტიფლისი წაგიკითხავს?
ეგ უნდა ითრიო პირველ რიგში,ძაან გაგიჭირდება მარა უნდა გქონდეს რა biggrin.gif

Posted by: forumistvis 15 May 2021, 22:46
George_Best
ხოსრო მირზას თავიც რა ძლიერია არა?

Posted by: B l a c k J a c k 16 May 2021, 22:52
George_Best
QUOTE
მეიდ ინ ტიფლისი წაგიკითხავს?
ეგ უნდა ითრიო პირველ რიგში,ძაან გაგიჭირდება მარა უნდა გქონდეს რა

აკა მორჩილაძე maid in tiflis 2007 რბილი სულაკაური ანა 3.2 ძველი, კარგი

მაქვს, მაგრამ წაკითხული არ მაქვს :დ გადავალ სახლში და ჩავუჯდები. რეავი, მე მაგრად მომწონს მორჩილაძე რა/
ქართველებს ეგ კაცი, რომ გვიცნობს და ისე საინტერესოდ ყვება; გდაცემების მოსმენილი მაქვს და მაგის ლექციებსაც დავსწრებივარ.
აი ძალიან კარგი კუთხით აცოცხლებს ყოველივე ქართულს.

Posted by: forumistvis 9 Jun 2021, 19:27
აგვისტოს პასიანსი ვიყიდე 2 ლარად მარჯანიშვილის მეტროსთან.

იმედი მაგრად გამიცრუა / ძალიან მდარეა down1.gif

Posted by: nigo 9 Jun 2021, 20:28
forumistvis
რას ამბობ,ამ ერთი ციდა წიგნში იმ დროის მთელი ეპოქაა გადმოცემული.

Posted by: forumistvis 9 Jun 2021, 20:31
nigo
ვერ დაგეთანხმებით იმ დროის მთელი ეპოქა არ ვიცი, მარა თუ ეგაა ის ეპოქა რაც წიგნშია აღწერილი მაშინ დიდი არაფერი ყოფილა აღსაწერადაც და ჯობდა მელანი არ დაეხარჯა ავტორს.

Posted by: nigo 9 Jun 2021, 20:33
B l a c k J a c k
მშურს შენი,რამხელა სიამოვნება გელოდება.პლეხანოველი მოგელა love.gif

ქემერაც იყიდე,ძალიან კარგად იკითხება.ნახალოვკელი ქემერა.როგორ ზუსტად გადმოსცემს უბნების " დუხს".

მუს თაობაში ბადალი არ ჰყავს.

Posted by: forumistvis 9 Jun 2021, 21:51
QUOTE
პლეხანოველი მოგელა

ისე ჩვენში რომ ითქვას, არც ეგ არის დიდი არაფერი საერთოდ ეს მწერალი უკვე გადავაფასე, რაღაც ძალიან მდაბიო გახდა ჩემთვის.

Posted by: N1kusha 9 Jun 2021, 22:18
QUOTE (forumistvis @ 9 Jun 2021, 21:51 )
QUOTE
პლეხანოველი მოგელა

ისე ჩვენში რომ ითქვას, არც ეგ არის დიდი არაფერი საერთოდ ეს მწერალი უკვე გადავაფასე, რაღაც ძალიან მდაბიო გახდა ჩემთვის.

საღოლ შენ up.gif
რის გამოა მდაბიო, შენი აზრით?

პლეხანოველი მოგელა ცალკე თემაა, ცოტა დამუღამება უნდა მაგის წაკითხვას. კი წავიკითხე და გავიგე, მაგრამ ჩემთვისაც დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
მაგრამ სხვა წიგნებში როგორც აღწერს ძველ თბილისს და იმდროინდელ ქვეყანას, რა კუთხეებიდან წარმოაჩენს და განახებს, სასწაულია. აი მანდ ვაღიარე და მაგის გამო მიყვარს ამის წიგნები love.gif
კიდევ რაღაც გადაცემა ვნახე და მანდაც ბრავო, წარმოსახვის არაჩვეულებრივი უნარი აქვს ამ კაცს up.gif

Posted by: forumistvis 9 Jun 2021, 22:20
N1kusha
დროს ვერ გაუძლებს და ამის გამო მიმაჩნია რომ არ არის მისი წიგნები მაღალი დონის ხელოვნება.
აი მაგალითად აგვისტოს პასიანსი, პირველი თავის გარდა , სადაც ვაკის მოსახლეობის აღწერაა და გამსახურდიას მიერი ინტელიგენციისთვის წითლის წოდების ხსენება, დანარჩენი ყველაფერი არის დრომოჭმული დღეისათვის.

Posted by: nigo 10 Jun 2021, 09:41
forumistvis
ჩრდილი გზაზე წაიკითხე

ამ წიგნზე უკეთ ვერსად ნახავ,რა იყო საბჭოთა კავშირი.

თუმცა,ჩემმა შვილმა მითხრა,ახალგაზრდებს არ აინტერესებთო,არადა შენი ქვეყნის ისტორიაა,სამწუხაროდ. sad.gif

კაგდატა ინ ჯორჯიაში,ძალიან კარგადაა მოცემული,სკარფეისის და "ერთხელ ამერიკაში "გავლენა 90_იანების ახალგაზრდობაზე.
იმ საშინელ წლებში,ერთმანეთს რომ ხოცავდნენ ახალგაზრდები,გაოგნებული ვიყავი,პანაშვიდები ნინო როტას მუსიკის ფონზე რომ მიდიოდა,არადა დიდი ხნის გადავარდნილი იყო პანაშვიდებზე მუსიკა .

Posted by: forumistvis 10 Jun 2021, 10:29
nigo
QUOTE
ჩრდილი გზაზე წაიკითხე

ამ წიგნზე უკეთ ვერსად ნახავ,რა იყო საბჭოთა კავშირი.

QUOTE
კაგდატა ინ ჯორჯიაში

ეს ორი წიგნი მართლა არ მაქვს წაკითხული და აუცილებლად გადავიკითხავ.
დიდი მადლობა რომ მირჩიეთ.
* * *
ისე დათო ტურაშვილსაც ძველი მოთხრობები ნორმალური აქვს, საკმაოდ.

Posted by: nigo 10 Jun 2021, 15:07
forumistvis
აგვისტოს პასეანსზე წერდით თურმე და მე კაგდატა ინ ჯორჯია მეგონა.

აგვისტოს პასეანსი ძალიან დიდიხანია არ გადამიმეორებია.უფრო მოთხრობებს ვკითხულობდი ამ ბოლო დროს,ფარშავანგის მერე და გამახსენდა სერიალი " ქაღალდის ტყვია" დიდი სიამოვნებითაც ვუყურე.
ცხელ ძაღლთან ვერცერთი ქართული სერიალი ვერ მივა,ზესერიალია,მაგრამ ვისიამოვნე.
მოკლედ ,ახლა ზუსტად და დეტალურად არ მახსოვს,მაგრამ აგვისტოს პასეანსი რეალურ ამბებზე და მარეკ დუდაევზეა.
იყო ასეთი კრიმინალი.

ახლა რასაც ვკითხულობ ჰქვია" წიგნი"მთელი ქართული ლიტერატურის ცნობილი პერსონაჟების ალტერნატიული ამბებია.
აღარ მახსოვდა და დალაგებისას გადავაწყდი.ძალიან კარგია.2003_ის გამოცემაა,მერე თუ კიდევ გამოსცეს ,არ ვიცი

Posted by: forumistvis 10 Jun 2021, 15:12
nigo
წიგნი წაკითხული მაქვს. კარგია მართლაც.

აგვისტოს პასიანსი ის არის კი მარეკ დუდაევიც ფიგურირებს და ადამიანის მოჭრილი თავი დასეირნობს მანქანით.

ფინალიც მაინც მომეწონა, გუშინ ხასიათზე არ ვიყავი ცოტა და ნეგატიური პოსტები ცოტა ზედმეტი მომივიდა.

მე აკასი მომწონს ძალიან "შენი თავგადასავალი", გადაფრენა მადათოვზე და უკან. ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებიც, მერე აქეთებიდან კუპიდონი და ობოლე.
მეიდ ინ ტიფლის და მესაიდუმლის ქამარიც კარგებია, ორივე.

ბევრს წერდა ბოლო დროს უფრო მოუკლო, მისი სვეტები სარბიელში შესანიშნავია, მე ზოგადად ძალიან მიყვარს და ვაფასებ ამ მწერალს.
უბრალოდ, რამდენად გაუძლებს დროს ვნახოთ. სანტა ესპერანსაც კარგია, აი მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი კი არ მაქვს წაკითხული.

Posted by: narmonana 10 Jun 2021, 16:37
ეჰ,მორიდებული ზურმუხტი რო არავის უყვარს

სრული სიგიჟეა,სრულიი და ბოლოში სულ მეტირება..............


* * *
forumistvis
QUOTE
მე აკასი მომწონს ძალიან "შენი თავგადასავალი"

ჩემი საყვარელი აკას წიგნია

ზეპირად ვიცი ფაქტობრივად, და ციტატებით ვლაპარაკობ ხოლმე biggrin.gif

"კლოდანს ეძინა"

Posted by: forumistvis 10 Jun 2021, 19:22
narmonana
მართლა კარგი რომანია, ცნობიერების ნაკადი რომ არის ეგ მომწონს ელესდე გადაყლაპული ქართველისა ლონდონში, რომელსაც როდიონოვი მისდევს.

Posted by: narmonana 10 Jun 2021, 19:26
QUOTE (forumistvis @ 10 Jun 2021, 19:22 )
narmonana
მართლა კარგი რომანია, ცნობიერების ნაკადი რომ არის ეგ მომწონს ელესდე გადაყლაპული ქართველისა ლონდონში, რომელსაც როდიონოვი მისდევს.

დასაწყისში კიდე რაღაც აკონსტრუქციულია biggrin.gif დადიან რა,ქუესტი აქვს და ბოლო იმენა გაუხსნის,კედელი რო გადმოენგრევა biggrin.gif biggrin.gif

ძაან მაგარია

Posted by: nigo 10 Jun 2021, 20:01
ტელევიზორში ქართულ არხზე "ცოცხალ წიგნებში" ,ერთი მწერალი ქალი ამბობდა,აკამ თქვაო " " მორიდებულ ზურმუხტში "იმდენი პერსონაჟი შემოვიყვანე,ვერაფერი მოვუხერხე და ომიც გავაჩაღე,დავახოცინე ერთმანეთიო

biggrin.gif

მე ცოტა გამიჭირდა ამ წიგნის წაკითხვა,ზოგი პასაჟი არაჩვეულებრივი,მაგრამ ზოგადად ცოტა რთული აღმოჩნდა ან განწყობაზე არ ვიყავიან ვერ გავიგე
ობოლეში რომ ამბობს,ჩემი ძმა ეტანჯა ბეთხოვენსო,რაღაც დაახლოებით მეც.
" შენი თავგადასავალი" კი თავიდან უნდა წავიკითხო,სხვა განწყობით.
ახლა რაც მივაყოლე ,ყველა წიგნი სსრკ_ს რეპრესიებზე იყო და დამთრგუნა.ნინო ხარატიშვილის წიგნი ,ფასი დამენანა,ბოლოს,როცა დავამთავრე.
მოკლედ აკას თავის თაობაში ჩემთვის ტოლი არ ჰყავს.

Posted by: narmonana 10 Jun 2021, 20:53
nigo
პირველ ჯერზე მეც,სანამ გავიგე ფოთი რომელი იყო,თბილისი რომელი იყო,ვეტანჯე მეც

მაგრამ მერე მეორე კრუგზე,ძალიან კარგად წავიდა..ბაში აჩუკი,კაპიტანი ფლინტი,ვინღა არა ყავს წიგნში biggrin.gif ძაან საკაიფო საკითხავია

Posted by: forumistvis 11 Jun 2021, 18:25
ისე ამ ევროპაზე რამე ბლოგი არ დაუდია აკას?
რატომ პასიურობს ამ ბოლო დროს ვერ ვხვდები.

Posted by: George_Best 12 Jun 2021, 03:43
არასწორი შეფასებაა ის რო დრომოჭმულია,ან დროს ვერ გაუძლებს
უფრო სწორად სწორია თუ საუბარი მიდის ვიღაც დიადზე ვთქვათ დოსტოევსკიზე
და აკაზე რო საუბრობ,მდაბიოა და დროს ვერ გაუძლებსო,აკას არ იცნობ ,არ გინდა იცნობდე და იდიოტი ხარ ზემოდან
იმიტო რო აკამ თვითონ იცის თავისი თავი,აკა თვითონ კაიფობს ეგეთებით,აკას აქვს ეგ სრულიად გენიალური რაღაც დაწერილი,ერთ-ერთ ცხელი შოკოლადის ყლიბერალურ ### სვეტში,აი უკაცრიელ კუნძულზერო ვიყოთო,ჩვენ ხო ყველანი მაგრები ვართ და დოსტოევსკი გვევასებაო,ხოდა ალალადო,რომელიმე ძმა კარამაზოვი გაგისოწრებოდათ იმ კუნძულზე თუ ჰეკ ფინიო?
აკა არის კარგი მწერალი ჩვენ პირობებში,აკა არის რაღაც ეპოქის სული,წაგებული,დამარცხებული,გაფარჩაკებული ეპოქის სული,ეს ეპოქა ჩვენი ისტორიაა,კონკრეტული ოცი ოცდაათწლეულის,სისულელეა ის რო ჩრდილი გზაზე თესლობაა,აკა როგორც მწერალი და არა მთხრობელი არი იმ წაგებული თაობის ამბების მომყოლი,რომელიც რაღაც პერიოდის მერე არ იქნება პოპულარული,მარა მაგას მნიშვნელობა არ აქვს,იმიტო რო ლიტერატურა მარტო გენიალურობით რო ფასებოდეს სამაყროპში სუ 337 მწერალი იქნებოდა და იბრუნებდა ასე დროის მიხედვით
აკას ის მუღამები აქვს,რომელიც არ აქვს და ვერასდროს ექნება კაფკას სიტყვაზე,იმიტო რო კაფკა ვაბშე სხვა ტიპია და ეს დტოლებები ###ობაა,კაფკა მხეცია,კაფკა მტყვნელია და მე აკა მევასება,იმიტო რო ის სამაყროასადც ვცხოვრტობ,იმიტო რო მე ეს სამაყრო მიყვარს,ამ სამაყროს ნაწილი ვარ
ამიტო არ მისწორდება ჩემი თავგადასავალი და კიდე ბევრი რეგვენული ექსპერიმენტი,ამიტო მკიდია ესპერანსები,თუ იქ პლეხანოველი მოგელა არაა
აკამ იცის თბილისი,აკამ იცის ფეხბურთი,აკა იცნობს ხალხს
და აკამ ამბების მოყოლა იცის
უფრო სწორად იცოდა,ახლა აკაც კრიზისშია,ისევე როგორც დოჩანა,რომელიც სისულელებს ბოდავს
აკას ვინმე უნდა,არ ვიცი ქალი,არ ვიცი გუნდი,არ ვიცი მეგობარი
თორე აკა მაგონებს ახლანდელ გასკოინს,აღარ სცამს,აღარ ჩხუბობს და დაწყანრდა და ტკბილ მოგონებებზე ლაპარაკობს
აკაც ეგეთი გახდა
მოსაწყენი
უინტერესო

Posted by: forumistvis 14 Jun 2021, 21:52
საქართველო აღარ არის გრუზია.

ეს კარგი სვეტია
მე ლიტერატურის კრიტიკოსი ვარ მოწოდებით,

გამარჯობა.

ზარმაცი მწერალიც.

Posted by: babaiaro 16 Jun 2021, 17:01
QUOTE
არასწორი შეფასებაა ის რო დრომოჭმულია,ან დროს ვერ გაუძლებს
უფრო სწორად სწორია თუ საუბარი მიდის ვიღაც დიადზე ვთქვათ დოსტოევსკიზე
და აკაზე რო საუბრობ,მდაბიოა და დროს ვერ გაუძლებსო,აკას არ იცნობ ,არ გინდა იცნობდე და იდიოტი ხარ ზემოდან
იმიტო რო აკამ თვითონ იცის თავისი თავი,აკა თვითონ კაიფობს ეგეთებით,აკას აქვს ეგ სრულიად გენიალური რაღაც დაწერილი,ერთ-ერთ ცხელი შოკოლადის ყლიბერალურ ### სვეტში,აი უკაცრიელ კუნძულზერო ვიყოთო,ჩვენ ხო ყველანი მაგრები ვართ და დოსტოევსკი გვევასებაო,ხოდა ალალადო,რომელიმე ძმა კარამაზოვი გაგისოწრებოდათ იმ კუნძულზე თუ ჰეკ ფინიო?
აკა არის კარგი მწერალი ჩვენ პირობებში,აკა არის რაღაც ეპოქის სული,წაგებული,დამარცხებული,გაფარჩაკებული ეპოქის სული,ეს ეპოქა ჩვენი ისტორიაა,კონკრეტული ოცი ოცდაათწლეულის,სისულელეა ის რო ჩრდილი გზაზე თესლობაა,აკა როგორც მწერალი და არა მთხრობელი არი იმ წაგებული თაობის ამბების მომყოლი,რომელიც რაღაც პერიოდის მერე არ იქნება პოპულარული,მარა მაგას მნიშვნელობა არ აქვს,იმიტო რო ლიტერატურა მარტო გენიალურობით რო ფასებოდეს სამაყროპში სუ 337 მწერალი იქნებოდა და იბრუნებდა ასე დროის მიხედვით
აკას ის მუღამები აქვს,რომელიც არ აქვს და ვერასდროს ექნება კაფკას სიტყვაზე,იმიტო რო კაფკა ვაბშე სხვა ტიპია და ეს დტოლებები ###ობაა,კაფკა მხეცია,კაფკა მტყვნელია და მე აკა მევასება,იმიტო რო ის სამაყროასადც ვცხოვრტობ,იმიტო რო მე ეს სამაყრო მიყვარს,ამ სამაყროს ნაწილი ვარ
ამიტო არ მისწორდება ჩემი თავგადასავალი და კიდე ბევრი რეგვენული ექსპერიმენტი,ამიტო მკიდია ესპერანსები,თუ იქ პლეხანოველი მოგელა არაა
აკამ იცის თბილისი,აკამ იცის ფეხბურთი,აკა იცნობს ხალხს
და აკამ ამბების მოყოლა იცის
უფრო სწორად იცოდა,ახლა აკაც კრიზისშია,ისევე როგორც დოჩანა,რომელიც სისულელებს ბოდავს
აკას ვინმე უნდა,არ ვიცი ქალი,არ ვიცი გუნდი,არ ვიცი მეგობარი
თორე აკა მაგონებს ახლანდელ გასკოინს,აღარ სცამს,აღარ ჩხუბობს და დაწყანრდა და ტკბილ მოგონებებზე ლაპარაკობს
აკაც ეგეთი გახდა
მოსაწყენი
უინტერესო

George_Best
ძალიან მაგარი რამე დაწერე ეხლა შენ smile.gif

რესპექთ როგორც პლეხანოველი მოგელა არ იტყოდა biggrin.gif

ერთი ეგაა რომ ჩემი თავგადასავალი მაინც ძალიან კარგი წიგნია რა.
ტიფლისი მერე ალბათ საუკეთესო რაც ქართულად დაწერილა ბოლო 30 წლის განმვალობაში.
თორემ ჩემთვის სუბიექტურად პირველ და მეორე ადგილებზე არიან.

Posted by: forumistvis 16 Jun 2021, 17:07
ამ ევროზე რამე ბლოგი არ დაუწერია აკას?

ხო ბოლო პოსტებს რაც შეეხება თავის მუღამი აქვს იასნა , უბრალოდ ის აგვისტოს პასიანსი რაღაც პონტში მოძველებულია რა
და კუპიდონი კრემლის კედელთან საკაიფოა მაინც ფინალი მელოდრამატული აქვს

და ისე ის ფარშავანგი წაიკითხეთ ვინმემ ბოლო?

ამ გახსენებაზე წავიდე არილი ვიყიდო რამე წაივკიტხო სანამ სულ გამოვქლიავებულვარ ამ კომპიუტერთან.

დეტექტივზეა ყველას გირჩევთ შეიძინოთ, კარგი ნომერია. ჰიჩკოკთან ინტერვიუცაა ბოლოში.

Posted by: George_Best 23 Jun 2021, 04:22
დოჩანას არ აფასებს ხალხი
დოჩანა რაღაც მშვიდი მასტია
დოჩანა წყნარია
დოჩანა უთქმელია
დოჩანას არ ადარდებს მასა
დოჩანას ###ზე კიდია წესები
დოჩანას ###ზე კიდია კუშები
დოჩანა ძველი ყაიდისაა
დოჩანამ არ იცის ლიბერალიზმი
დოჩანამ არი იცის იზმი
დოჩანამ ბევრი რამე არ იცის
დოჩანა თესლი მასტია

Posted by: forumistvis 23 Jun 2021, 21:24
George_Best
სვეტი რატომ არ გააძრო ტო აკამ ამ ევროზე sad.gif

Posted by: forumistvis 28 Jun 2021, 16:45
ეჰ როგორ ვნანობ რომ გიო ახვლედიანის სარბიელის სვეტების ორი ტომი გავასხვისე. აუცილებლად უნდა დავიბრუნო თუ გადავაწყდი სადმე , სასწაულად წერს სპორტზე.

Posted by: George_Best 28 Jun 2021, 16:49
forumistvis
ეგენი როგორ დათმე
იმდენჯერ მაქვს მე წაკითხული გახუნდა უკვე biggrin.gif biggrin.gif

ნეტადაემთავრებინათ ბოლომდე და ათტომეული გამოეშვათ,ეტყობა არ ყიდულბოდა ბევრი და მაგიტო შეწყვიტეს
არადა ევრო 2004 და მსოფლიო 2006 მაგარი სტატიები ქონდა,ყოველ დღე წერდა

რაღაცები კი მაქვს ველი სარბიელის შენახული,მარა ბოლომდე არა

Posted by: forumistvis 28 Jun 2021, 16:54
George_Best
რავიცი აბა ეგრე მოხდა.

მე მთელი სვეტები მქონდა, ვიყიდი მერე ისევ სადმე ვნახავ.
მეც ბევრჯერ მაქვს წაკითხული, ძალიან მაგარია.
არა უშავს სხვამაც წაიკითხოს, მოსალოცი ბევრია biggrin.gif

Posted by: user117 28 Jun 2021, 16:54
QUOTE (forumistvis @ 23 Jun 2021, 21:24 )
George_Best
სვეტი რატომ არ გააძრო ტო აკამ ამ ევროზე sad.gif

https://indigo.com.ge/articles/le-politik-gio-akhvlediani/?fbclid=IwAR0kUZtb8rQ5WkK45xddhq87z16jIzoTpmeDrr2gyjmS3w0VowCBv6MbRPM

Posted by: forumistvis 28 Jun 2021, 17:00
user117
ვაა გაიხარე შენ, გადავიკითხავ ახლა smile.gif

Posted by: George_Best 28 Jun 2021, 17:01
QUOTE
https://indigo.com.ge/articles/le-politik-g...3w0VowCBv6MbRPM

ნგრეთის დიდ სარბიელზე დაბრუნება, ასეთი განცდით, ვნებით, მთელი იმ პუშკაშობა-ბოჟიკობა-ჰიდეგკუტობით, დიდებული ამბავია. ამ ევროპის ჩემპიონატმა ბევრი დაკარგა იმით, რომ უნგრეთი ურთულეს ჯგუფში მოხვდა და გერმანიასთან ჭიდილით, პლეიოფში ვერ გავიდა, მაგრამ უნგრეთის მონაწილეობამ, მაინც პოლიტიკური დატვირთვა მიიღო. რახან ამ ქვეყნის პრემიერმა ორბანმა მოიგონა, ხოლო პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ელჯიბიტი პროპაგანდას ზღუდავს არასრულწლოვანთა მიმართ და რახან უნგრეთის ნაკრები მიუნხენში ეთამაშებოდა გერმანიას, გადამწყვეტ თამაშს; იქ, უნგრეთის ჰიმნის დროს მოედანზე გამოვარდა ბიჭი ცისარტყელა დროშით, ხოლო გერმანიის ჰიმნს უნგრელმა ფანობამ უსტვინა და რამეები დაანახა, მერე კი ანტი-ელჯიბიტი „ჩანთებიც“ ბლომად იმღერა თამაშის განმავლობაში.

აღიძრა საქმეები.

მაგრამ საქმე ისაა, რომ გერმანია-უნგრეთი ფეხბურთ-ისტორიულადაც ძალიან მაგარი სიტყვათშეთანხმებაა, ახლაც ძალიან მაგარი თამაში იყო. უნგრეთი იგებდა და. გადიოდა - ორჯერ. გერმანიამ თავისი ქნა.

უნგრეთი, ყველაზე მეტად ემოციის მომნიჭებელი ნაკრები, პლეიოფებს გარეთ დარჩა. ჩემპიონატი გრძელდება.

პოლიტიკა ალბათ მნიშვნელოვანია, მაგრამ უნგრეთი ყველაზე მეტად. ძველ-ფეხბურთული იყო ამ ტურნირზე. ეგებ სტილი არ მოგწონდეს, რახან თბილისის ეზოსას არც დიდად ჰგავს, მაგრამ ასეა, თუ ისე, იმარჯვებს უძლიერესი.


მაგრა აღიქვამს ეგ კაცი ფეხბურთს რა
მართლა უნგრეთი იყო ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთში

forumistvis
მე მაქვს ძველი გამოცემა 96 წლის,ინგლისურ ფეხბურთზე წერს მაგრა ასწორებს
კანტონები,ქინქლაძე,ჩელსიზე აქვს მაგარი დაწერილი,მაშინ ესეთი ჩელსი ჯერ კიდე რო არ იყო
და გასკოინზე კიდე მაგარი,ეგ უკანა გვერდებზე მაქვს დაკოპირებული

Posted by: George_Best 17 Jul 2021, 17:55
forumistvis
https://www.sarbieli.com/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98/

Posted by: forumistvis 18 Jul 2021, 13:02
George_Best
გაიხარე , მაგრამ ძველი სვეტები აკასი თითქმის ყველა წაკითხული მაქვს, მაინც კაია გადავხედავ.

Posted by: George_Best 19 Jul 2021, 19:59
დაბოლილები ბაზრობენ კონგო და მოგელა,მოგელამ წიგნი ანახა,სადაც სურათია ვიღაც ტიპს ოპერაციას როგორ უკეთებენ და უთხრა ეგ ტიპია ლევიკოა,ჩემთან რო მოდის ხოლმეო,დაიბრიდაო და 8 იაშიკი შამპანური ჩავუქციეთ საფლავშიო

შენ რა ჩაგიქციოთ?
კონგო ჩაფიქრდა
მე რა უნდა ჩამიქციო,მე არ მევასება ეგეთი რამეები...ჯერ,ვაბშე ბრანაწლავის ოპერაციასაც არ ვიკეთებ
არზე არ ხარ რა-თავი გააქნნია პლეხანოველმა მოგელამ-აბეზალოვკაა,ჯერ ვაკე-საბურთალოს მოათავებენ და მერე ჩვენთანაც მოვლენ...ყველას უკეთებენ,ლევიკოს რა,კი არ უნდოდა
კონგოს ძალიან არ ესიამოვნა
ძალით რა ის არი?არ ვუკეთებ და ვსო..
გაგებაში არ ხარ ..ევროკავშირში რო მიგვიღონ მაგისთვისა არი საწირო...იქ ბავშვი დაიბადება თუ არა ეგრევე უკეთებენ,რო მერე საწვალებელი აღარ ჰქონდეს,თუ ბრანაწლავის ოპერაცია არ გაქვს გაკეთებული ევროკავშირში ვინ მიგიღებს?
და რო დავიბრიდო?აგერ ხო დაიბრიდა საწყალი ლევიკო
ვაახ,ზატო ქვეყანა ევროკავშირში შევა


Posted by: narmonana 19 Jul 2021, 20:19
QUOTE
8 იაშიკი შამპანური ჩავუქციეთ საფლავშიო

lol.gif lol.gif

იმდღეს ვუთხარი ვიღაცას,მეთქი პაპაჩემს ჩავუქციეთ რვა იაშიკი biggrin.gif

მევასება აკას ფრაზებით ლაპარაკი

Posted by: forumistvis 19 Jul 2021, 20:23
ის რომელ წიგნშია ქელეხი როა ა ხო ეგ გადაფრენა მადათოვზეშია , კუბოს ტრაკებს რომ დაკრავენ ხაფოს კუბოს.

Posted by: George_Best 19 Jul 2021, 20:26
narmonana
QUOTE
მევასება აკას ფრაზებით ლაპარაკი

მე ის მევასება,შირაზის ვარდს რო ინტელიგენციას ეძახის და რო ბრაზდება ხო შემცა ამ ინტელიგენციამო biggrin.gif biggrin.gif
წეღან გადავიკითხე ერთი თავი გაასწორა,შელაპარაკება რო მოუვათ უნცროს ბერიაშვილის კამანდას biggrin.gif biggrin.gif

forumistvis
კი მანდაა :დ

Posted by: narmonana 19 Jul 2021, 20:32
George_Best
პროსტა გადმოვიღებ და ვკითხულობ ხოლმე

იმდღეს სამსახურში დამირეკა ვიღაც ირანელმა გოგომ,ჯერ ისეთი ხმა ჰქონდა,ისეთი,მეთქიიი მმმ,ჩამატკბე შენ სიცილშიი და მოვკვდები და მერე მითხრა, შირაზი მქვიაო,და ეგრევე მეთქიი წააავედი მეე biggrin.gif


Posted by: George_Best 19 Jul 2021, 21:35
narmonana
QUOTE
შირაზი მქვიაო,და ეგრევე მეთქიი წააავედი მეე

biggrin.gif biggrin.gif

კიდე წავიკითXე რაღაცები და პლეხანოველი მოგელა რო ფიქრობს,თბილისში ამას ხო ვერასდროს გავიცნობდი ეგრეო,ზედაც არ შემომხედავდაო biggrin.gif biggrin.gif

იმენა ასწორებს მაგატი ურთიერთობა,რა სხვადასხვა ტიპაჟები და სამყაროები არიან და რა მაგრა ურთიერთობენ

Posted by: narmonana 19 Jul 2021, 22:29
George_Best
კი,ყველაზე მაგარი წყვილია ალბათ წიგნებში

თითქოს ვაბშე არადა ამ დროს,მაგრები არიან

Posted by: George_Best 20 Jul 2021, 01:39
კი აი ნატაშა რო დაჭრილ ანდრეის თუ რა ქვია იმას უვლის მაგაზე თესლია ამათი ურთიერთობა

აუ მთელი დღე მოგელაზე ვბაზრობდი და ვკითხულობდი და უბანში გავედი და ეგრევე დამიძახეს მოდი მოწიეო იმენა პლეხანოველ მოგელას მოსაწევი თან ახლავს

Posted by: Henyd0r1 20 Jul 2021, 09:36
სანტა ესპერანსა წავიკითხე და ძალიან გაორებული შთაბეჭდილება დამრჩა
ეგეთი ეპიკური ძან ცოტა რამე წამიკითხავს, მაგრამ ამავდროულად იმდენი ინფორმაცია და ფაქტი იყო ერთად, რომ 90% მგონი უკვე დამავიწყდა sad.gif

მამლუქზე და ობოლეზე არ ვიყავი ეგრე

Posted by: narmonana 20 Jul 2021, 11:45
Henyd0r1
QUOTE
მამლუქზე და ობოლეზე არ ვიყავი ეგრე

მამლუქი და ობოლე პატალა წიგნებია,წაიკითხავ,წაგეტირება და ეგაა

სანტა იმენა გიგანტია biggrin.gif მე უკვე ზეპირად ვიცი,ვინ ვისი შვილია,ვინ ვის უშვება,ვინ ვის სძულს,ვისი მაღაზია ვის ქუჩაზეა biggrin.gif

Posted by: George_Best 3 Aug 2021, 05:41
პირველს აკვდა ექვსი..ვიტალი დარასელიამ შნაუპჰაზე მოატყუა...
რაც არ უნდა მოდეს,გამარჯვების დღე არასდროს გახუნდება
სიხარულისა და შვების დიდი და საოცარი განცდა,ბედნიერებას ნიშნავს,ბედნიერება კი თავიუსფლებაა.1981 წლის 13 მაისის ღამე დიდი თავისუფლების ღამე იყო.იმ ღამის მომსწრენი,ამას იოლად გაიხსენებენ.
გაიხსენებენ და გიხარებენ კიდეც,რადგან ასეთი საბჭოთა თბილისში არდაღამებულა და არც გათენებულა/თბილისის დინამომ მაშინ ყველაფერს აჯობა,ისეთებს რამეებსაც კი,რომელთა ჯობნაზე გუნდი კი არა,არავის ეფიქრებოდა,ფეხბურთი თამაშია,მაგრამ ზოგჯერ ისე გამოდის ,რომ თამაში ყველაზე ნამდვილ რამეთ იქცევა ხოლმე და სამყაროს მთავარ სიმებს შეეხება
ჩვენთვის 13 მაისი ეგ იყო
დღეს,ის დღეა და ის ღამე
დინამო გულის ფიცარზე

Posted by: George_Best 9 Aug 2021, 06:23
აკა როდის შემოვიდა თქვენს გულებში მეგობრებო?

მე ვერც ვიხსენებ,ზუსტად ვიცი რო წიგნი არ იყო,ერთ-ერთი სარბიელის სტატია იყო
აკა რაღაც ისეთია ჩემს ცხოვრებაში 2001-ში მაგნიტაფონი რო მაჩუქეს და ვისოცკი როზენბაუმი ქვინი ფინქფლოიდებს ვუსმენდი,ეგრე იყო აკას სტატიები
მერე მოვიდა ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები,სრულიად განუმეორებელი რამე
და ცოტა-ცოტა მერე ალბათ მესამე კურსზე პლეხანოველი მოგელა
მაქამდე სუ მახლდა სხვადასხვა აკა,ყარაბახი,ხმლები გულებისნაი,ისე ეს

მარა რვი,აკა რო შემოვიდა ფეხბურთიდან მერე მწერლათ დამრჩა და გამზარდა ადამიანად
აკა მაგარია
არ მინდა რო აკა მეორე არხზე თუ პირველ არხზე ისტორიებს ყვებოდეს

აკა მინდა წერდეს

დაწერეეეე ნუ დაჩმორდი,ნუ ემსგავსები გასკოინსსს
ის გლეხი იყო რომელიც ვერ გახდა მეფე

შენ პატიოსანი ტიპი ხარ,რომელიც გახდი 90-იანების ისტორიის მცველი
და ახლაც ვცოცხლობთ,ადამიანები შეგზიზღდა?ჩაიკეტე სახლში?რა გჭირს ბლიად გვითხარი

დაგვიბრუნდი

შენ ჩვენ ისეთები გვასწავლე ვერ გაგიშვებთ ეგრე და წაყლეებებს არ გაპპატიებთ,კაია რო არ პოლიტიკანობ

მარა წერე,რამე დაწერე,თუ გინდა წამო პრიკლუჩენიებში წაგიყვან ერთი თვე ჩემს სამყაროში გაცხოვრებ,ვითომ ჰანტერ ტომპრსონი ხარ და დაწერ სიგიჟეებს

Posted by: forumistvis 15 Aug 2021, 13:44
მაქვს მოლოდინი რომ მთელი ეს წლები რაღაცისთვის ემზადება და საბოლოოდ რამე გრანდიოზულს დაწერს თანამედროვე ცხოვრებაზე.

Posted by: babaiaro 19 Aug 2021, 15:54
QUOTE
აკა როდის შემოვიდა თქვენს გულებში მეგობრებო?

George_Best
ზუსტი თარიღი შემიძლია ვთქვა 2000 წლის 28 ივნისი.
რა თქმა უნდა დავგუგლე და ისე ვიპოვე ესე ზეპირად არ მახსოვდა.
მაგრამ რაც მახსოვს ის იყო რომ იმ დღეს იყო ევროს 2000-ის ნახევარფინალი საფრანგეთი ვერსუს პორტუგალია.

და მე მეჩვენებოდა რომ თითქოს არ ვიყავი ცუდად, ბედნიერიც კი ვიყავი იმიტომ რომ გამოცდები მოვრჩი არდადეგები იწყებოდა და ვიცოდი 3 თვე არაფრის კეთება არ მომიწევდა.
და ბარემ ბოლომდე დავიმხო თავზე ქვეყნიერება თქო და სარბიელიც ვიყიდე biggrin.gif
და ჯეკ პოტი მოვიგე იმიტომ რომ იქ იყო აკას წერილი როგორ უყურა 16 წლის წინ საფრანგეთი-პორტუგალიას 1984 წლის ევროზე.
უფრო ვრცელი იყო ვიდრე სვეტი რასაც წერდა ხოლმე. სხვა ფორმატი იყო.
აი გაზეთის მთლიანი გვერდი. ფურცელი კი არა მაწ ევო გვერდი smile.gif))) ერთი პატარა სურათით მარტო smile.gif))

დანარჩენი ჩვეულებრივი ისტორია რომელიც ათასჯერ გამომივლია მანამდეც და კარგა ხანი მერეც.
როგორ არ იცოდა აჩვენებდნენ თუ არა თამაშს ტელევიზორში იმიტომ რომ საბჭოთა ტელევიზიამ არ იყიდა ევროს ტრანსლიაცია და მხოლოდ ბოლო მომენტში იყიდეს ნახევრაფინალები.
მერე როგორ ჩაქრა მაინცდმაინც თამაშის დღეს შუქი.
მერე როგორ ჩალიჩობდა თავის ძმაკაცთან ერთად რომ ენახა ეს თამაში.
მერე როგორ უყურეს სომეხ ხელოსნსებთან აკუმილატორიან ტელევიზორში რომლებიც აზრეზე არ იყვნენ ფეხბურთის და ეგონათ რომ თუ თამაში ფრედ დამთავრდებოდა პორტუგალია გავიდოდა რადგან საფრანგეთი სახლში თამაშობდა.
მერე როგორი თამაში გამოვიდა და როგორ ვერ დაიძინა მთელი ღამე მიღებული ემოციისგან.

და მე ვეღარ გავარჩიე თავის ისტორიას ყვებოდა თუ ჩემსას და მივხვდი რომ რაც უნდა წავიკითხო ამის მერე იმ რეალობასთან სადაც ვცხოვრობდი ესე ახლოს ვერავინ მივა. მივა კი არა ეს უფრო რეალური იყო ალბათ ვიდრე რეალობა smile.gif)))



Posted by: George_Best 24 Aug 2021, 03:49
babaiaro
მახსოვს ეგ სვეტიც და ეგ თამაშიც,პორტუგალიას მაგ ევროდან ვბალეშიკობ,სრულიად დაუვიწყარი თამაში,ინგლის რო ორი ბურთი დაუქაჩა და მოიგო
დილას ეგ სტატია წავიკითხე,მერე ის თამაში,ოქროს გოლით,შავიერის ხელით,ფიგუს სტაიონებიდან გასვლით
სარბიელს 99-წლიდან ვკითხულობ,აკა სუ ყველაზე მაგარი იყო,მარა საბოლოო გულის დაპყრობა მაინც ის 2003 წლის სტატია იყო რა,რუსებს რო მოვუგეთ,უკანა გვერდზეც დევს,ბევრჯერ დავაკოპირე
ის არანორმალური შეგრძნება,რაც პირადად განვიცადე მამაჩემთან ერთად,რუსების მოგებით და თავისუფლების მოედნამდე გახარებული სიარულის,აკამ ისე მოყვა,ისე ნაღადად რო რა ვიცი
იქ ვიყავი და რასაც განვიცდიდი ეგ მოყვა,მაშინ მივხვდი რო ეს ჩემიანი იყო საბოლოოდ
და მერე დაიწყო და მოვიდნენ სხვები,ხო მაგარი მწერალია,მაგრამ აკა რო ფეხბურთზე წერს,ეგეთი მაგარი მწერალი ვერ არის,ვერც პლეხანოველი მოგელაა ეგეთი მაგარი,როგორც აკა ფეხბურთს აღიქვამს,დინამოს გამო ყველაფერი მიქნია ცხოვრებაში,სასიკვდილო საფრთხეზე წავსულვარ,არასწორად მიჩხუბია,მიცემია ტიპები,ყველაფერი ცუდი მიქნია,კარგიც ასევე და ფეხბურთის სიგიჟეებს იდეალურად ვიცნობ,მარა აკა რო მუღამებს იჭერს ეგეთებს მაინც ვერ ვიჭერ
უკანა გვერდებზე დევს,ბოლო სვეტი,ამ ევროპის მართლა ერთადერთ მაგარ გუნდზე უნგრეთზე
აკას რო ფეხბურთი ესმის,ეგრე ფეხბურთი ენფილდზე იციან მარტო,ისიც კოპის ხალხმა











Posted by: babaiaro 25 Aug 2021, 13:07
George_Best
QUOTE
დილას ეგ სტატია წავიკითხე,მერე ის თამაში,ოქროს გოლით,შავიერის ხელით,ფიგუს სტაიონებიდან გასვლით

ჰო მეც ეგრე ვიყავი ზუსტად დილით ეგ სტატია და საღამოს თამაში და რა მაგარი თამაში გამოვიდა.
საერთოდ ძაან მაგარი ევრო იყო.



QUOTE
აკას რო ფეხბურთი ესმის,ეგრე ფეხბურთი ენფილდზე იციან მარტო,ისიც კოპის ხალხმა

მეც მეგონა ბევრი რამე მესმოდა ფეხბურთში და დამატებითი მუღამები გამიხსნა ლიჩნად აკამ.

ტურინის ოლიმპიადის გახსნა რომ იყო მაშინ მისცხო კიდევ ერთი ძალიან მაგარი სვეტი.
და იქ უწერია რომ იტალია მარტო ფეხბურთი არაოო და რაც უფრო შორს გაიხედავ უფრო მეტს დაინახავო.

ნუ ეგ იასნა რომ თვითონ რა მუღამსაც უჭერს ისე სხვა ვერ დაუჭერს.


Posted by: George_Best 26 Aug 2021, 23:57
babaiaro
babaiaro
QUOTE
ტურინის ოლიმპიადის გახსნა რომ იყო მაშინ მისცხო კიდევ ერთი ძალიან მაგარი სვეტი.

გედევანაშვილზეც მაგარი უწერია მოციგურავეზე და ზოგადად სუ მაგრებს წერს
ხო დააპირეს პროექტი სარბიელის სვეტები,ორი წიგნი მაქვს სახლში სულაკაური-სარბიელის პროექტი იყო,ეტყობა არ გაიყიდა და მიაგდეს
ეგ ამბები ვერაა გაპიარებული და არ იყიდება,აკას სულელურ რამე მოთხრობას უფრო მეტი გაყიდვები ექნება,ვიდრე აკას სარბიელის სვეტებს,არადა ჩემი აზრით ხელოვნების შედევრია,ქართული წითელი წიგნი თუა,სადაც დიად ნაწარმოებებს ინახვენ,იქ ეგეც უნდა იყოს

Posted by: Ezekia 27 Aug 2021, 00:20
პირველი წავიკითხე "აგვისტოს პასიანსი". ეგრე მახსოვს...

Posted by: Otherguylb 29 Aug 2021, 14:18
აკა მორჩილაძე ყოველთვის ქალი მეგონა. biggrin.gif შოკი იყო ჩემთვის როცა გავიგე, რომ კაცი იყო.

ნუ ისედაც არ ვკითხულობდი მის ნაწარმოებებს, უბრალოდ წიგნები რაც მინახავს და "აკა მორჩილაძე" ეწერა, ქალი მეგონა.

Posted by: George_Best 18 Sep 2021, 02:42
დიდი რეჟისორი რო გავხდები,ნარმოს,ბაბაიაროს,დათოიას,დოჩანას,ანარ უცნაური ნიკი რო აქვს ფუმფულა დათვი რო უწერია,,გიოჯავახას,ვახოს და ეზეკიას შეგყრით
აკას დავადგებით და აკას რამე ამბავს ავირჩევთ და ფილმს გადავიღებთ

Posted by: wrangler7 21 Sep 2021, 21:31
მოგზაურობა ყარაბაღში ერთი წიგნია? რამდენიმე ნაწილი მეგონა ყოველთვის

Posted by: babaiaro 22 Sep 2021, 15:22
QUOTE
დიდი რეჟისორი რო გავხდები,ნარმოს,ბაბაიაროს,დათოიას,დოჩანას,ანარ უცნაური ნიკი რო აქვს ფუმფულა დათვი რო უწერია,,გიოჯავახას,ვახოს და ეზეკიას შეგყრით
აკას დავადგებით და აკას რამე ამბავს ავირჩევთ და ფილმს გადავიღებთ

alk.gif alk.gif alk.gif


Posted by: George_Best 23 Sep 2021, 05:54
babaiaro
შენთან როგორც აკას მოყვარულ და მეიდ ინ ტიფლისის მოყვარულ ადამიანთან მაქვს კითხვა(აქვე იგულისხმება რო სხვებთანაც ;დ)

მოკლედ,მათრობელა ბალახების ქვეშ მყოფი პლეხანოველ მოგელას ბევრს ფიქრობს,აქედან ამოვარჩიე ორი

1. პლეხანოველი მოგელა ორმოცი წლის რო არის და ცოცხალია

2.პლეხანოველი მოგელა შირაზის ვარდს თბილისში რო ვერ გაიცნობდა,იმიტო რო მანქანიდან არც გადმოხედავდა და გზას გააგრძელებდა

აკა ხო თავის მხრივ 90-იანების კოლექტიური ცნობიერია ჩვენი ქვეყნის,რაც დიდწილად მოგელაშია,დანარჩები სხვადასხვა გმირებში გაფანტული

კითხვა ასეთია,მოგელა რო დაბადებულიყო 90 წელს,ამ ორი პუნქტიდან რომელიმე შეიცვლებოდა?თითქოს პირველი უფრო მარტივი ჩანს საპასუხოთ,მარა მიზეზთა გამო ეგრე რ მგონია

QUOTE
მოგზაურობა ყარაბაღში ერთი წიგნია? რამდენიმე ნაწილი მეგონა ყოველთვის

wrangler7
ერთი წიგნია,პირველი ფილმი რაზეცაა გადაღებული
ის ორი უკვე მტრაკვეცობებია ;დ

აკა და 90-იანბეი თუ გინდა,ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები წაიკითხე,ჩისტა თბილისური დვიჯენიაა,ერთი დღე
და მეიდ ინ ტიფლისი,ეგ სიგიჟეა საერთოდ
ასევე აგვისტოს პასეანსი,ეგ თუ სწორად მახსოვს უფრო 2000-იანების დასაწყისია

Posted by: narmonana 23 Sep 2021, 15:44
ერთი კინოს გადაღებას რა უნდა მაგის დედა ვატირე biggrin.gif

სულ მინდა მეც კინოს გადაღება,იმენა გონებაში მაქვს ყველაფერი

Posted by: forumistvis 23 Sep 2021, 15:47
რამე ფილმი კარგი იქნებოდა მართლაც აკას წიგნზე ან წიგნებზე

Posted by: babaiaro 23 Sep 2021, 17:37
George_Best

QUOTE
კითხვა ასეთია,მოგელა რო დაბადებულიყო 90 წელს,ამ ორი პუნქტიდან რომელიმე შეიცვლებოდა?თითქოს პირველი უფრო მარტივი ჩანს საპასუხოთ,მარა მიზეზთა გამო ეგრე რ მგონია

შირაზის ვარდს ვერ გაიცნობდა ასე მგონია,

შირაზის ვარდები კიდევ უფრო იშვიათი სანახავია ამ ბოლო დროს.
ანუ მილენიალი შირაზის ვარდები biggrin.gif
კაცებს მოგელას ელემენტებით კიდევ ნახავ აქა იქ მაგრამ ნწუ შირაზის ვარდები ამსტერდამში დარჩნენ.

Posted by: Foreign-Affairs 23 Sep 2021, 21:32
აკა მორჩილაძის დოკუმენტური ფილმების სერიას - დაკარგულ წიგნებს - ვუყურე, სადაც ალესანდრე ფრონელის "დიდებულ მესხეთს" განიხილავს. ძალიან მომეწონა აკას მიერ ამ წიგნის განხილვა. ავდექი და წავიკითხე ეს წიგნი და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ვისაც ისტორია, კულტურა და ეთნოგრაფია გაინტერესებთ. 1914 წლის წიგნია.

http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/5250/1/didebuli%20mesxeti.pdf

Posted by: Ezekia 30 Sep 2021, 01:23
ისეთი დღეებია, სანტა ესპერანსა რომ არსებობდეს, იქ უნდა მივდიოდე...

Posted by: Ezekia 6 Oct 2021, 21:13
https://at.ge/2021/10/05/maid-in-tiflis/


Posted by: forumistvis 10 Oct 2021, 16:15
სგ სგ აკა წარმოაჩინე შენი ქვეყანა მსოფლიოში

Posted by: nigo 10 Nov 2021, 19:55
დღეს აკას დაბადების დღე ყოფილა.
ვულოცავ და ვუსურვებ( საკუთარ თავსაც) კიდევ ბევრი სიამოვნება მოეტანოს მისი თაყვანისმცემლებისთვის.

თან ისეთი მინდა,მთელი პასაჟები ზეპირად რომ მამახსოვრდება.


Posted by: Ezekia 10 Nov 2021, 23:21
QUOTE (nigo @ 10 Nov 2021, 19:55 )
დღეს აკას დაბადების დღე ყოფილა.
ვულოცავ და ვუსურვებ( საკუთარ თავსაც) კიდევ ბევრი სიამოვნება მოეტანოს მისი თაყვანისმცემლებისთვის.

თან ისეთი მინდა,მთელი პასაჟები ზეპირად რომ მამახსოვრდება.

ბევრი ბედნიერი დღე და ბევრი მოსალოცი ამბავი აკამორჩილაძეს. ❤️

Posted by: narmonana 12 Nov 2021, 18:56
George_Best
მეიდ ინ ტიფლისში რა ადგილები მიყვარს იცი, მოგელას რო ეტირება, ხოდა ყოველთვის მალავს რა, მოგელა ხო მალავს და აკაც უსწორებს და მალავს, უნდა დააკვირდე, რომ გამოიცნო

" როცა კაწია ფუქსმა მოთქმა დაიწყო, პლეხანოველი მოგელა წამოდგა და სადღაც გააბოტა, სხვა საფლავებს შორის"


"- მოიცა, პარკს მოგცემ.რა გიჟები ხართ, მოგელ, შენ და ლევიკო...
-ვართ, ძლივს თქვა პლეხანოველმა მოგელამ და კიბეებზე ჩაქანდა სათვალის უკან ყველაფრის მიმმალავი."

Posted by: Ezekia 11 Dec 2021, 00:34
user posted image

იცით რამე? რა ახალი რომანიო?

Posted by: George_Best 11 Dec 2021, 04:27
narmonana
დუშეთში ვიყავი ერთი კვირის წინ,საქმე მქონდა და საქმემდე დრო,წინა ღამესაც იქ დავრჩი და ვკანკალებდი ისე მციოდა,ხოდა დილაც ეგეთი ცივი გათენდა,დუშეთის ცენტრში ვარ,მაქვს მოსაწევი და საქმემდე საათ ნახევარი,ხოდა იასნა ტარიანი გავაკეთე და გავაბოლე და ეგრევე მზე მოვძებნე,აი მზესთან სკამი არ იყო,მაგრა გამიტყდა,მარა ბორდიური იყო და მოვკალათდი ძალიან მყუდროდ და ეგრევე პლეხანოველი მოგელა გამახსენდა,რო ფიქრობს ხოლმე მათრობელა ბალახების ზემოქმედების ქვეშ,ერთხელ რო ფიქრობდა თვითმფრინავი ვარო,კიდე ეგ,მერე ეგ შენი პოსტი და სათვალე გამმახსენდა და ეგ სათვალის ამბები ხო ისეთი სევდიანია და სხვანაირია რო ასე ვერ მოყვები და დაბოლილზე შეიძლება ცოტა დაგგრუზოს და მე გამახსენდა სანტა სიტიში რო ზის,და შექსპირის რაღაც ეკრანიზაციაა გაახსენდება და იქ შირაზის ვარდს ერჩიან და უცბად თვალებს დაჭყიტავს და ბოლოს გაიფიქრებს,კიდე კაი სათვალე მიკეთიაო biggrin.gif

Posted by: MAKIAVELI_ 1 Feb 2022, 12:59
სანტა ესპერანსა გადავიკIთხე და ახლა უფრო მომეწონა, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად შევეჭიდე.

ძალიან მაგარი სერიალი გამოვა მაგ წიგნიდან, ოღონდ შეცვლა საჭირო რაღაცების.

მთელს მსოფლიოში გავიტანდით თავისუფლად და კარგი რეჟისორის ხელში, ჰიტი გახდებოდა.

თავად წიგნს უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. აი, გიორგი ქინქლაძეა- ეს წიგნი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
ძალიან ბევრი ექსპერიმენტები ატარა აკამ, რაც ერთის მხრივ თამამი ნაბიჯია, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და საერთო ჯამში წიგნს ავნო.

ფიქცია და რეალობის აზელვა მაგრად აქვს გაკეთებული. მოდერიზმის ერთ-ერთი მთავარი განძი- "ცნობიერების ნაკადი " ადგილზეა და საკმაოდ კარგად იყენებს აკა + პოსტმოდერნისტული ფიშკები, იქეთ ისტორიული ფატების შემოყრა, რომელიც სასაცილოდ აქვს გადაკეთებული. კარგი იუმორი, საკაიფო პერსონაჯები, რომლებიც თითქოს აკას ყველა წიგნიდან მოვიდენ და სანტა ესპერანსაზე შეკრიბენ.... და რაც მთავარია გენიალური იდეა კუნძულსა და ბრწყინვალედ შექმნილი სამყაროა. მოკლედ, საკაიფო წინგია, მაგრამ ზედმეტად ბევრი ექსპერიმენტები ატარა და ძაან გაწელილია.

სალომეა და ლუკა მოვიდა mad.gif

ნიკა იგვე მოგელას ტყუპისცალი

Posted by: George_Best 3 Feb 2022, 09:15
აკას სარბიელის ძVელი სვეტები ხო მაქვს ორ წიგნად,ხოდა ვკითხულობდი იმ დღეს და რამოდენიმე სვეტია იმაზე რო ფეხბურთის ყურება უნდათ და შუქი მიდის,გამახსენდა ეგ პერიოდი,გარტყმაზე რო იყო უყურებდი თუ არა ლიგას ბოლომდე,ხოდა კიდე რაღაც სვეტებში უეფას თასზე ბაზრობს,ხოდა რაღაც ბოხუმი-უდინეზე ან ეგეთ თამაშზე ამბობდა და კაი იგრა გამოვიდაო,ხოდა მაგაზე გავყევი ფიქრებს და ფეხბურთი როგორ გატრუხდა,უფრო სწორად როგორ დიდი დოზით შემოვიდა და ის დრო მაგ მხრივ რა საკაიფო იყო,ვაბშე არ გქონდა არჩევანი და უყურებდი რა,აი ვიხსენებდი და ერთხელ ლანსი-სელტა იყო უეფას თასი,მოთხედფინალი ან მერრვედფინალი,ხოდა მაგარი ბახაბუხი აიწია,მეშვიდე არხი აჩვენებდა ან ევრიკა,მოპარულ რეპორტაჟსდიდი სიამოვნებით ვუყურებდი და უცბად შუქი წავიდა და ძაან დავიგრუზე,კიდე იყო პონტები როცა ფეხბურთია,შენ იცი და ტელევიზორში არაა,ხოდა გული მწყდებოდა რა და მართლა ყველაფერს ვუყურებდი
ახლა კიდე აი ლანსი სელას არასდროს ვუყურებ,ეგ კი არა მარტო პრემიერლიგას და ლიგას ვუყურებ,ნუ საქართველოს ჩემპიონატს და ხანდახან ვინმე ლეგიონერსაც,მარა ზოგადად იმდენი ფეხბურთია ძაან გატრუხდა რა,ვაბშე აღარ აქვს ის მუღამები რაც აკას სვეტებში და იმ დროს იყო და ცოტა არ იყოს გულდდასაწყვეტია

და ისე სადღაც მგონია რო ფეხბურთიც ცოტა გაფუჭდა,ან ბავშვობის მოგონება დაა მაგიტო მგონია ის უფრო კაი,ხზ მაგას ვერ გავიგებ,გაისკა მენდიენტას მადლმა

ძაან ასწორებს აკას ფეხბურთის მუღამები

Posted by: shaknike 3 Feb 2022, 10:32
George_Best
+ უსასრულობა...

რამე კაი თამაშის დღე რომ დადგებოდა, მოლოდინსაც სხვა მუღამი ქომდა.

ევროპა ან მსოფლიო + არდადეგები.. დღესასწაულების კასკადი... თამაშს ვუყურებდით
მერე ბურთს გავაგორებდით უფრო მოხოდილები.

თავად ყურების ხარისხი რო შევადაროთ, ცა და მიწა.
ახლანდელი გადასახედიდან აკუზე შეერთებულ კორფუჯში ყურების დედაც ხო მარა... biggrin.gif

აკუს დატენვაზე მერე პრიკლუჩენიები...
ძმაკაცის მამა ვინც ტენიდა მანქანით წასული იყო.
ეს ჩავდეთ მეორე ძმაკაცის მამის ბუტკა მასკვიჩში. იასნა
დაქოქვის სეკრეტები ვიცოდით. არადა სულ ეყენა მანქანა
მანდამაინც მაშინ დაჭირდა გამოყლევდა კაცი. ეგონა მოპარეს
ვაზვრატზე იწყებდა ჩალიჩს რო მივუყენეთ. givi.gif

მერე იმ პირველოს მამამ დახვეწა ტექნოლოგია და სახლში დასატენი ელექტროობა ააწყო..

ერთხელ კინაღამ ამობუგა ოჯახი biggrin.gif

აუ მოკლედ რა რაები გამახსენდა.... user.gif

Posted by: wrangler7 3 Feb 2022, 20:31
QUOTE
აკას სარბიელის ძVელი სვეტები ხო მაქვს ორ წიგნად

რატომ არ აგრძელებენ ამ სერიას ვერ ვხვდები, უბრალოდ აკინძვა უნდა და ეგაა

Posted by: George_Best 14 Feb 2022, 03:50
მომგებიანი არ იყო,არ აინტერესებდა ხალხს ეგ სვეტები,ფეხბურთი ან სპორტი ვისაც არ უყვარს ვერ იკაიფებს
რაღაც პონტში გულიმწყდება აკა დოსტოევსკია სპორტის ამბებში,ფორმენის და ალის ჩხუბზე რა სვეტი აქვს,ჩხუბი მომიყვა იმენა

გროსოზე აქვს კიდე რაღაც საოცარი სვეტი,გერმანიას რო გაუტანა,მაგ დროინდელი მესამე დღის,აი გროსო ხო რაღაც პლეხანოვლელი მოგელასებრის ჯიშია,ერთხანს პოპულარული იყო და მერე გადაავიწყდა სამყაროს,მერე ამბობენ კანავაროოო,ბუფონიო,არადა ის ჩემპიონატი მაგ ტიპმა მოიგო,გერმანის გოლი რო გაუტანა და ღრიალით გავარდა,მაგ სახეზე წერდა,ტარდელი მახსოვს ეგეთი,სურათი მქონდაო,მაგანაც 82-ში გერმანიას გოლი რო გაუტანაო(ეს გერმანია რა ბულკი ყავთ biggrin.gif),იქ გროსოს სახეზე ის ეწერა,რაც ფეხბურთზე მეტი იყოო,ცხოვრება იყოო,სიკვდილ სიცოცხლის ამბავი და გროსომ მოიგოო

როგორ მაგრა წერს ფეხბურთზე,,როგორ მაგრა წერდა კიდე ადამიანებზე

ბოლოს რა დაწერა?ალბათ კიდე სადმე ტელევიზორშია და ადამიანებზე ყვება
ეგ იცის,და კიდე,მგონია რო ჩემი ეჭვები გამართლდება და დაიკარგება,რაღაცნაირადდ უხმოდ გაქრება,იმიტო რო აკა ტურაშვილი არ არის,გადაცემებში იაროს და უხ ნაცების ან ქოცების დედა #####ანო იძახოს,აკა არაა ის ვისაც პოოლიტიკაზე კითხავენ,იმიტო რო აკა ის 90-იანებია და ქრება ნელ-ნელა
იქნებ,იქნებ მოერგო ახლანდელს,იქნებ ახალგაზრდა ძმაკაცები ყავს,რო გამოუვლიან აკა ბიძიაო და აბოლებენ?იქნებ ტიკტოკერ გოგოებში იპოვა შირაზის ვარდი/?აგერ მკვდარი მეგონა და დოჩანამ სრულიად გენიალური სტატია დააგდო,წინა ევროპის მთავარი გუნდი დაამუღამა,უნგრელები,რომლებსაც კორონა ეკიდათ(კობიაშვილი ან ქოცები კი არ იყვნენ,ცხოვრების ოცნებაში ჩაეჯვათ და სტადიონზე არ შევეშვით),ეკიდათ წესები,არ უჩოქებდნენ იმ ხალხს,რომლებსაც ვიღაცებმა აწყენინეს,მარა უნგრელებს არა,არ ადარდებდათ რაღაც წესები,იცოდნენ მარტივი,ფეხბურთი იყო ის რაც ერს ჭირდებოდა,მიდიოდნენ და ომობდნენ,აკამ ეგ წაიკითხა და დაწერა,იქნებ ახლაც წერს?რაზე წერს,არ ვიცი,იცნობს ააკა ხალხს?თუ ჩაიკეტა,რას შვება?
მწერალს ადამიანები ჭირდება,ხელოვნებსაც ადამიანები ჭირდებათ,ფოლკნერი ღარიბი რო იყო ექვსი თვე პახაობდა,მერე წერდა ხოლმე,ელია კაზანი ბაზრობდა,თუ კინო გინდა გადაიღო ქაალქი უნდა იცოდეო,ნეტა აკამ იცის ახლანდელი ქალაქი?აი პლეხანოველი მოგელა რო ძVლებით გრძნობდა მოსაწევი სად დაეთრია,აკამ რამე ეგრე იცის?
ეგ ვიცით რო აკა ბუღაძე ვერ გახდება და კლუბში როგორ იტყნაურა ვინმე გივიკომ ვერ დაწერს,ვერც ტურიკა გახდება და ვერ იტყვის უხ თქვენი დედა #####ანო,უბრალოდ რა უნდა,ჰემინგუეი რო დაიბნა და მიხვდა აღარ შეეძლო გაისროლა
ამას წყნარი სიბერე უნდა ვითომ?მოსაწყენი გახდა?ჩაფახდა?

Posted by: vaho 14 Feb 2022, 10:50
QUOTE
ამას წყნარი სიბერე უნდა ვითომ?მოსაწყენი გახდა?ჩაფახდა?


რაღაცას წერსო, მისპოპერიო, ზედა პოსტში?

ან არადა, რასაც ტვ-ში ბაზრობს, აკინძოს, გააშალაშინოს და ეგაა, მზა წიგნ(ებ)ია...

Posted by: MAKIAVELI_ 17 Feb 2022, 15:18

მაგარი კაცია
მაგარი გადაცემა ეს

ლამის ვიტირე

user.gif


Posted by: giojavaxa 16 May 2022, 01:59
-Arnold Geulinx - წაიკითხა შირაზის ვარდმა.
- ეგრე, რა...- გაიცინა პლეხანოველმა მოგელამ - ეგრე რა..

Posted by: sunny-day-today 17 May 2022, 21:42
სიბრძნე მინდა მეტი სიბრძნე და არა მუღამი

Posted by: George_Best 23 May 2022, 02:43
აკა მორჩილაძის ათიანი ერთ სვეტში აქვს არანორმალური რამე,მოყოლილი აქვს პრემიერლიგის ბოლო ტური რა საოცრებაა ინგლისში,იქაური გაზაფხული და ომები
ჩვენ პრემიერლიგის ფანებს ალბათ ბევრი ბოლო ტური გვინახავს,დეფომ რო ბოლო წამზე საწყალი ვესტ ბრომვიჩი გააგდო,აგეროს საოცარი გოლით დამთარებული
და დღევანდელი პლს ბოლო ტურიც ეგეთი საოცრება იყო,ლივერპულმა მეორე რო გაიტანა ენფილდი გვანახა ოპერატორმა,იქ იყო პლანშეტში მყოფი ტიპი,იქ იყო ტელეფონში ჩამძვრალი ნაშა,რომელბიც სიტი-ასტონ ვილას ანგარიშს წურავდნენ
და ის სურათი ვეძებე და ვერ ვიპოვე,ამ თამაშის სრულ ჩანაწერს რო ვიპოვი აუცილებლად ამოვჭრი,სადღაც პლეხანოველი მოგელას ვიდის მქონე ენფილდელი ლივერპულის ბალეშიკი,რომელიც ჩემი ბავშვობის დროინდელი რადიო +კასეტას რო დებდი,პატარა ეგეთი რადიოთი უსმენდა სიტი ასტონ ვილას თამაშს,იქნებ რამე მოხდესო

ეს სურათი ხო არასდროს დამავიწყდება,როგორი უიმედო სახით იმედიანად წურავდა 20 წლით ადრინდელ ნივთში,მისთვის ცხოვრების მთავარ,მნიშვნელოვან რამეს

Posted by: George_Best 25 May 2022, 06:31
ასაკის ზრდასთან ერთად რა მომწონს იცით?

სხვადასხვა რამეების ახლიდან გადახედვა

ეს სტატია რო წავიკითხე 14 წლის ვიყავი და მაშნ ვაბშე ვერ გამინგრია გული,გამახსენდა პარარელური კლასელი გოგო და პოხუი მეთქი

https://forum.ge/?showtopic=33581814&view=findpost&p=34823867

კარგი რამ არის საცქერლად კვირა საღამოს თბილისის ტოტალიზატორების დარბაზები:ჭერში ტელევიზორები ჰკიდია,იატაკზე ქვითრები ყრია,ძალიან ბვერი თამბაქო იწევა და ასე.
კვირა საღამოსაც ასე იყო,თამაშები ერთმანეთს მიჰყვა და სულ ბოლოს მთლად მილანი და იუვენტუსი ხვდებოდნენ ერთმანეთს.ვინც ფეხბურთს სახლში უყურებს იმათვისაც კარგი საღამო იყო,მანჩესტერული დერბით გაწყობილი.
ოღონდაც რა არის:ჩვენს ქვეყანაში ახლა იმგვარი ვითარებაა,რომ თითქმის ყოველივე რასაც კაცი შეჩვევია,რაც მართლა უყვარს და რითითაც მართლა ერთობოდა,ისვენებდა დაინტერესდებოდა თითქოს გაფერკმთალებულა.თითქოს ფეხბურთს ცალი თვალით უყურებ,მუსიკას ცალი ყურით უსმენ,წიგნსაც უგულოდ გადაფურცლავ და უკიდეგანო ღვინის სმებიც არ შეინიშნება.
ნასწავლი ხალხი მეუბნება,ასე იცის რევოლუციამო.როცა რაღაცა ისეთი მოვლენა ხდება,რაც თავიდან ბოლომდე გაუვლის კაცს ძვალსა და რბილში,მერე იმის ტანიდან და გონებიდან გამოსვლა ჭირსო,და ეს ფიქრი იჭერს მის თავში უპირატეს ადგილსოდრო მოვა და ესე ყველაფერ ძველებურად და ნაჩვევად დადგებაო.
ასეთი ლაპარაკი ჭკუასთან ახლოა,მაგრამ მოთმენა კი ჭირს,ვითარება კი იმგვარია,რომ შენ დიახაც კი გიყვარს მანკუნიანური დერბი და მილანის თამაში,იმიტომ,რომ მართლა ფეხბურთი გიყვარს,ოღონდაც კი,როგორ უნდა ჩაუჯდე ამ თამაშს,ძველებური მუღამით,როცა ქვეყანად,შენს გვერდით,ყოველივე ხდება ხმაურიანი და მძიმე ამბები.იქ მილანში,ჩაცმა-დახურვის და თმის ვარცხნის ქალაქში ნამდვილი ფეხბურთია და ის შენს სახლშიც შემოდის,მაგრამ შენს სახლში ისეთი ამბებია,რომ შიგ გულში გირტყამს და რაღა ფეხბურთი გამოდის/
საქართველოში ყველა ნაბიჯზე ნაღმი ყოფილა.ჩვენ შეგვეძლო,გვყავერობდა რაღაცეები და გვეცხოვრა ამ ნაღმებზე.ახლა განაღმის ამბავში აფეთქებებიც არის და ამიტომ,სწპრედ წინა საღამოს,ტოტალიზატორის დარბაზში მდგომმა დავატვე,რომ ყველაფერი იცვლება.ნაღმებზე არსებული სიყვარული მიდის და ნაღმები რო აღარ იქნება,ალბათ ხელახლა უნდა დაიბადოს ახალი სიყვარულები.ჩემი ჭკუით,ვისაც რა გვიყვარს ბოლომდე არ უნდა შევუშვათ ხელი და ბოლომდე დავებღაუჭოთ.იმიტომ,რომ ამდენ განაღმვაში გულებიც განაღმული დაგვირჩეს.ქვეყანა არ გაინაღმოს,არ იქნება,მაგრამ ჩვენ პატარა რამეები კი უნდა შევინარჩუნოთ,რათა მერე კვლავ იფეთქოს.
ასე ვიფიქრე ტოტალიზატორში,სადაც რატომღაც მეჩვენა,რომ ფეხბურთის ცქერა ხალხს ტვირთად აწვა და ქვითრები,ანუ ფულის შოვნის იმედი რომ არ ყოფილიყო,დარბაზი ცარიელი იქნებოდა.
15.03.2004



ზოადად ჩემი 14 წლის ასაკი,სრული საოცრება იყო,ვარდების რევოლუციაზე ყოველ დღე მამაჩემს დავყვებოდი,მერე დინამომ საოცარი ფეხბურთით ესენგეს თასი მოიგო,მაგ დღეს არაფერი დამავიწყებს,მიშას ინაგურაციაა და ყველა ქალი სახლში ზის ტვსთან და დიდ კაცებს და ბავშვებს ერთი გზა გვაქვს,ვაჟას მეტროსთან ჯეობეთი და ერთ ტოტოს შენობაში იმდენი ხალხი ვუყურებთ დინამოს ვერ ვეტევით,დინამოს გოლებზე იქ დედისტყვნა ხდებოდა რავი :დ

ეს იმედები,ეს 14 წელი და მაგ წელს იყო ყოვლად საოცარი დინამო,რომლისნაირი სილარე და სიდინჯე არ მინახავს არსად,ნემსო და ჯაბა,უეფას ჯგუფი,იქვე ოლიმპიადა და ნაკრების საოცარი სტარტი

ხოდ ეგ სტატია მაგ პერიოდში მეგონა რო აი ძველი თაობის სევდა იყო,მე ყველაფერი მქონდა :დ

გამოხდა ხანი
იანვრის 20.2013 წლის

უკვე 14 წლის რო აღარ ვარ,ჯორი ვარ,სამყაროც ეგეთი ვერ იყო და ზუსტად მაინც ვერ ვიგებ რა ნაღმები ამიფეთქდა,გოგოები?იყვნენ იარეს წავედით წავიდნენ,სუ არ ივყნენ არა,დინამო და ნაკრები ხო,მარა ეგენიც ვერ იყვნენ ის ნაღმები,აიი რაღაც სერიოზული ნაღმი მაინც ვერ ვიპოვე,მაშინ არეული ვიყავი მიზანს ვეძებდი რატო მეცხოვრა

მარა დინამოს დავყვებოდი სუ,კინოს ვუყურებდი,ვკითხულობდი,ყველა დრე თავგადასავალ იყო

და დღს 25მაისი.2022 წლის
დაბადების დღე არ მივულოცე ჩემს ალბათ ყველაზე მაგარ მეგობარ გოგოს,ვიცოდი რო ქონდა,არ მინდოდა რო მომელოცა,კიდე ბევრი რამე უნდა მექნა და საერთოდ არაფერი არ ვქენი
ახლა ვხვდები,აკა იმ პონტს,საქართველოში რო ნაღმები იყო,ურთიერთობებზე კი არ არის,მზოგადად ჩაგვიყარეს ნაღმები,ისეთ ტიპებად გვაქციეს ურთიერთობის სურვილი მოგვიკლეს,ოხ გვიანი შემოდგომა რა კარგი ფილმია
ხოდა ყველა ნაღმი ამიფეთქდა,არანაირი მიზანი,არანაირრი იდე,არაფერი,მოსაწყენია,ყლეობაა
ტეხვს ცხოველი რო ხარ



იქნებ მეც არ ავფეთქებულიყავი იმ ნაღმზე
ეჰ,


Posted by: narmonana 25 Jun 2022, 12:07
George_Best
აააააააააააააააააააააა, მოდი მოდი, რა თესლობა გავაკეთეეეეე lol.gif lol.gif lol.gif

აიტვირთბა ცოტა ხანში უთუბიში და დავდებ



ის ნაწყვეტია, მოგელას დანიელა რუსულ რესტარანში რომ მიყავს, მოგელას ხმა ვერ დავამუღამე, წარმოდგენა არ მაქვს როგორ ილაპარაკებდა, მარა რესტორანში რო შევლენ და არკადი სევერნი დაიწყებს სიმღერას, მაგედან ძაან მაგარი რამეები ჩავატარე, მოუსმინე მოუსმინე biggrin.gif იმენა სანტა სიტიში გადაგაგრიალებს.
ჩემი საყვარელი ადგილია

მეზობელი შემოვიდა გუშინ, რას იგინებიო biggrin.gif

giojavaxa
Ezekia


თქვენც მოდით ტოოო biggrin.gif

Posted by: Ezekia 25 Jun 2022, 19:39
narmonana


ეე, რა მაგარია )) ❤️

გემრიელად ახმოვანებ up.gif და ფონიც როგორი ზუსტი დაგიდია) მშვენიერია love.gif მთლიანად გაქვს გახმოვანებული? დევს სადმე?

Posted by: narmonana 25 Jun 2022, 20:18
Ezekia
QUOTE
გემრიელად ახმოვანებ

მართლა თუუ ისე მეუბნებიი? biggrin.gif

ეს ნაწყვეტი მაქვს მარტო გახმოვანებული, სრულის ნერვები არ მაქვს, თან არსებობს უკვე მეიდ ინ ტიფლისის აუდიო წიგნი, საბაზე დევს, ოღონდ იქ არკადი სევერნის ჯუზონები არალი biggrin.gif

Posted by: Ezekia 25 Jun 2022, 21:37
narmonana
მართლა.
ისე ვაბშე არ გეტყოდი არაფერს)

საბაზე ზერაგია კითხულობს, დიდად ვერ მოვიხიბლე, როცა დავიწყე და აღარც ჩავსულვარ ბოლომდე.

ხო, ქართულ აუდიოწიგნებში იშვიათად მხვდება ფონები, არადა კარგია, უხდება ჯუზონებიც და დანა-ჩანგლის წკარა-წკურიც.



up.gif

Posted by: George_Best 26 Jun 2022, 02:14
არკადის მუზონებიი

ააააააააააააა

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ბიჯო ხმას რა თესლად ამონტაჟებ,საკაიფოდ იცავ ბალანს

10.00-11.30

აი ლავ ზის გეიმმმ
* * *
ძალიან,ძალიან კარგია

მაგ სცენით წაკითხვაზე მაგრა ახლა ვიკაიფე

პლეხანოველი მოგელას და კონგოს დიალოგები გავაკეთოთ მერე მე და შენ,გაასწორებს :დ

კარგად იცი საქმე

ბოლოსკენ ცხელი ძაღლის მელოდიაა თუ მეჩვენება :დ?

შირაზის ვარდს ინტელიგენციას რო ეძახის,მაგაზე ვყლევდები ხოლმე

ხო,ხო ცხელ ი ძაღლი ყოფილა,ბოლო სიმღერით :დ

სგ ნარმო მეფე ხარ

Posted by: narmonana 26 Jun 2022, 18:25
George_Best
ცხელი ძაღლის ომაჟი იყო biggrin.gif


კაი გასართობია, და ნელ-ნელა უფრო და უფრო ვამუღამებ biggrin.gif

გავაკეთოთ ტო, რა ბაზარია, ეგ კი არა, იმდღეს იმაზე ვფიქრობდი, შობა ღამის ალქაჯებზე, მაგარი დიალოგებია biggrin.gif
user posted image

Posted by: Ezekia 28 Jun 2022, 00:07
"უცნობი საქართველო" სად ვიშოვო?

დევს სადმე ყველა ვიდეო?

ან სულ რამდენია?

მე შვიდი თუ რვა სერია ვნახე


Posted by: George_Best 3 Aug 2022, 17:36
narmonana
ბიჯო ფიროსმანის ბიოგრაფია რო აქვს დაწერილი,ოღონდ მხატვრულად იცი?
გუშინ შემხვდა ბიბლიოთეკაში და ეგრევე დავითრიე

Posted by: narmonana 4 Aug 2022, 11:56
QUOTE (George_Best @ 3 Aug 2022, 17:36 )
narmonana
ბიჯო ფიროსმანის ბიოგრაფია რო აქვს დაწერილი,ოღონდ მხატვრულად იცი?
გუშინ შემხვდა ბიბლიოთეკაში და ეგრევე დავითრიე

ჰაჰ, წარმოდგენა არ მქონდა, ეგეთი პატარა წიგნები ასიანი ბლომად აქვს ნაწერი..

Posted by: sasaki 4 Aug 2022, 16:33
QUOTE
აკა მორჩილაძე


არაფერი მაქვს წაკითხული ამ მწერლის და რას მირჩევთ?

Posted by: viblz 4 Aug 2022, 16:41
QUOTE (sasaki @ 4 Aug 2022, 16:33 )
QUOTE
აკა მორჩილაძე


არაფერი მაქვს წაკითხული ამ მწერლის და რას მირჩევთ?

სანტა ესპერანსა
maid in tiflis
მესაიდუმლეს ქამარი

ამით დაიწყე.
მერე შენთვითონ მონახავ.

ისე მაგ გახსენებაზე, მახსოვს პირველად სკოლაში რო წამაკითხეს ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, ეგ იყო აკასთან პირველი შეხება.

Posted by: sasaki 4 Aug 2022, 16:43
viblz
QUOTE
სანტა ესპერანსა
maid in tiflis
მესაიდუმლეს ქამარი

ამით დაიწყე.
მერე შენთვითონ მონახავ.


ოკ.. up.gif

Posted by: George_Best 4 Aug 2022, 17:23
QUOTE
ჰაჰ, წარმოდგენა არ მქონდა, ეგეთი პატარა წიგნები ასიანი ბლომად აქვს ნაწერი..

კი,ყაზბეგზეც შემხვდა

ეს ფიროსმანზე ძაან კარგია,ახლა ვკითულობ,აკას რო კარგი სიტყვები უყვარს ეგრე წერს

"სხვა ფოტოზე,რომელიც მცირეწლოვანი ბავშვის დაკრძალვაზეა გადაღებული და რომელზეც მგლოვიარეთა ჯგუფში თითქოს ფიროსმანია ჩამუხლული,არის უფრო შესიებული სახით,შეწუხებული თვალებით,კვლავაც ღარიბულად ინტელიგენტური და განწირულიც კი."
"მისი ცხოვრება მარტოხელა კაცის ცხოვრებაა,ადამიანის რომლის ფიქრების და განცდებისაც ვერაფერი გაურკვევიათ,ნამოქმედარი კი,უფრო ხშირად ახირებად ეჩვენებათ.
მას ჰყავს მეგობრები,რომლებსაც უყვართ და აფასებენ სწორედ მისი გამორჩეული სიწრფელის,პატიოსნების და მდუმარე სიამაყის გამო,მაგრამ მისმა მეგობრემა არაფერი იციან მისი სამყაროს,მისი შინაგანი მდგომარეობის და მისწრაფებების შესახებ.მისი გარემოც არ არის მაინცდამაინც ნიჭის,ხელოვნების და წარმოსახვის გარემო.ამ გარემოში კარგი მეგობრობა კი იციან და თავიანთ ყოფაში უსუსურ ძმაკაცს დახმარების ხელს უწვიდან ხოლმე,მაგრამ ფიროსმანი ძნელად ებღაუჭება მას"

Posted by: narmonana 15 Aug 2022, 22:24
ბლიად, ჩემი გასეირნება ყარაბაღში დავკარგე, როცა იმენა დამჭირდა მაშინ ვეღარ ვპოულობ, თან პირველი გამოცემა იყო

Posted by: andanda 22 Aug 2022, 00:01
აკა მორჩილოვი დიდი მწერალი არის ცკალი არ გაუვა

მუსია არი ქალი იდეალისტი

Posted by: Aleksandre166 22 Aug 2022, 01:07
აკას მხოლოდ ,,სანტა ესპერანსა" მაქვს წაკითხული და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სამომავლოდ „ძველი გულებისა და ხმლისა“ უნდა წაიკითხო, ჩემი აზრით ესეც კარგი წიგნი იქნება.

Posted by: NNina 22 Aug 2022, 01:28
QUOTE

აკა მორჩილაძე არის ყოვლად უჯიგრესი თანამედროვე ქართველი მწერალი,

საუბარიც ძალიან საინტერესო აქვს
კარგია,რომ გვყავს აკასნიარი ადამიანები.

Posted by: viblz 22 Aug 2022, 10:07
QUOTE
აკას მხოლოდ ,,სანტა ესპერანსა" მაქვს წაკითხული და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

სანტა ესპერანსას კუნძული რამდენიმე წიგნშია ნახსენები.
ზემოთ დავწერე სახელები. თუ შეგიყვარდა სანტა სიტი, აუცილებლად წაიკითხე მესაიდუმლეს ქამარი. საოცარი წიგნია.

Posted by: SunnyMagpie 26 Aug 2022, 10:53
მადათოვის ტრილოგიის პდფ ხომ არ გაქვთ?

Posted by: andanda 26 Aug 2022, 15:32
არა არ მაქვს
წაკითხული მაქვს 2 ვეშაპის გარდა

Posted by: Ezekia 26 Aug 2022, 18:46


QUOTE
მადათოვის ტრილოგიის პდფ ხომ არ გაქვთ?




SunnyMagpie
პირადში მოგწერთ

Posted by: LOLZ 27 Aug 2022, 19:12
narmonana
პდფ თუ წავა https://eon.ge/book/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a8%e1%83%98/

Posted by: narmonana 27 Aug 2022, 21:08
QUOTE (LOLZ @ 27 Aug 2022, 19:12 )
narmonana
პდფ თუ წავა https://eon.ge/book/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a8%e1%83%98/

ეხხხ, სხვა რა გზაა, ჩავაგდებ ქინდლში.. არიგატო

კომპუტორს დიდი ხმა აქვს და ჩაწერისას ზრიალებს

კაი გეგმები მაქვს ყარაბაღზე, მუსიკები რამე რუმეე biggrin.gif

Posted by: LOLZ 27 Aug 2022, 22:40
narmonana
ჰარი პოტერი არ დაივიწყო givi.gif

Posted by: narmonana 27 Aug 2022, 23:58
LOLZ
ახალ სახლში გადავედი და ფარჩაკი აკუსტიკაა biggrin.gif ექო ისმის

გავიჭედე ცოტა, ადიელებია ასაფარებელი

Posted by: LOLZ 28 Aug 2022, 00:25
narmonana
ჭიათურის თეატრშია სასწაული აკუსტიკა givi.gif
და მოხატულობაც smile.gif
"დიდ სტალინს დიდება"-ც აწერია smile.gif)
შთამაგონებელი ადგილია biggrin.gif

Posted by: Ezekia 30 Aug 2022, 00:00
შენი თავგადასავალი რა მაგარი რამეა დდ

Posted by: andanda 30 Aug 2022, 11:06
ნამდვილად მაგარია და მისი განმარტებებიც მაგარია ნეტში დევს

Posted by: J.R.R.Tolkien 30 Aug 2022, 20:29
პოსტების მომატება ნამდვილად მინდა და ლიტერატურის განყოფილებით რომ არ დამეწყო არ გამოვიდოდა ისე მაგრამ აკას თემაში მხოლოდ ამისთვის არ შემოვსულვარ

რამოდენიმე დღის წინ ვუყრე აკას გადაცემას
ადრე იმედზე რომ გადიოდა

მწერალიც ხომ რაღაც ისეთი ტიპია აი ჩემი დიდი ხნის ნაცნობი ძმა არისო იტყვი კაცი
ხოდა არანაკლებად ჯიგარი ტიპია როგორც გადაცემის წამყვანი

ზოგიერთებივით რა მაგარი ნაკთხი ვარ ძმაო არ ღაღადებს
უბრალოდ და ჯიგრულად გესაუბრება თითქოს ლუდს წრუპავთ და ბაზრობთ ბედკრულ სამშობლოზე

სარბილეში მაგარი ჩანახატები ჰქონდა თავის დროზე და მარტო მაგიტომ ვყიდულობდი მაგ გაზეთს

პრემია საბა რომ არის იმის არსებობას მხოლოდ იმიტომ აქვს აზრი რომ აკამ მოიგო თორემ ისე ისეთ ხალხს აქვთ მოგებული და წელსაც ისეთი სასტავია წარდგენილი რომ ქართულ პოლიტიკაში უფრო კარგი მასტები არიან ვიდრე ეგენი )))

Posted by: veliki 10 Sep 2022, 23:32
ჩემი საყვარელი მწერალია, ფანტაზიაც უხვად აქვს და წერაც იცის. და ყველაზე კარგი ის აქვს რომ ისე მოგითხრობს თითქოს შენი ძველი ძმაკაცი იყოს.

Posted by: George_Best 16 Sep 2022, 05:43
დრეს ვკითხულოდი ათიანში აკას სვეტს არსენ ვენგერზე
vaho-მოდი შენ :დ

2011 წელს იყო დაწერილი და არსენალის სასწაულებზე და უბედურებებზე ყვებოდა და იქ წერა,არსენა რო წავა როგორი იქნება არსენალი ნეტაო

რარაც დიადი დასრულდებაო და მე მახსოვს,2016 წელი იყო,სადღეგრძელო დავლიე,მანჩესერთან აგებდა ტრადიციულად,ვენგერის მეტქი,ძძმაკაცებმა ლამის მცემეს,არადა ის ვენგერის წასვლა,ისევე როგორც ფერგის რარაც ეპოქის ბოლო იყო,ფერგი მოსაწყენი ეპოქა იყო,არსენი კიდე რამანწიკა,აკას მაგრა უწერია,წაგებული არსენალი ისეთი მინახავს,ბევრ მოგებულ გუნდს მირჩევნიაო

მე ეს აკა მომენატრა,ან ვაბშე აკა მომენატრა,რარაცებს რო წერს,გულისგამგმირავებს,აი გაგივლის,გამოიგვლის,მოგსპობს და აკაა რა,ყველაზე ნაღდი ვინმე ვინც გვყოლია ბოლოს მწერლობაში,ყველაზე ჩვენნაირი :დ

ნარმოც კი არარ ჩიტავს იკაიფეთ როგორ დაიკარგა?

ნარმო შენ მაინც მოდი და ზაზას ტავი გაახმოვანე,აი მტკვარზე თოლიებზე რო ჩივის და უბნელი რო შეხვდება მრგვალ ბაღთან პლეხნაოვზე რო ცაიყვანს,ოფისში ასვლამდე :დ მაგნას რო ვერ ტრეულობს :დ

Posted by: ikasso 18 Sep 2022, 00:22
George_Best

ზუსტად.

სტალინზე რომ აქვს წიგნი ეგ წავიკითხე და სუსტია, რათ უნდა ლაპარაკი. მაგრამ რა დამამახსოვრდა იცი? აი აქაც წერდნენ, როგორ იგრძნობდა როგორ ეზიზღებოდა აკას საბჭოთა სისტემაო. მაგრამ, რაღაც გაშმაგებული სიძულვილით არასდროს არ წერს აკა. იასნია, ეხლა იმ გამოყლევებულ ბუღაძეზე კარგად იცის, რა ნაბოზვარიც იყო სტალინი, რუსები რა არიან, და რა სიბაძაგეში გადაიზარდა ის უწი-პუწი თანასწორობაზე დაფუძნებული მარქსისტული იდეები. მაგრამ ზიზღი მაინც ვერ გამოდგება. უკრაინელს ვერ ეტყვი ეხლა რუსი რომ ბომბავს, არ შეგზიზღდეს, პირიქით სწორედ რომ გაბრაზებაც ეხმარება და სჭირდება. ისევე როგორც იმ ქართველებს, ბაგაცკიზე რომ გაბრაზდნენ, ამ დროს თავშიც რომ წაუთაქო და უთხრა ტრაკში გაქტენი მაგ ჰიმარსებსო, მართალი იქნები, კონკრეტულად ამ სიტუაციაში, ყოველგვარი განზოგადების გარეშე. მაგრამ ხელოვანს, რავიცი, იქნება არა მხოლოდ ხელოვანს, ზიზღი თვალებს უმღვრევს, ბინდავს, კონცენტრაციას და ფოკუსს ურღვევს, ობიექტივს უბინძურებს. ამას კიდე აკას ვერასდროს შეატყობ. წმინდა კონცენტრაცია იგრძნობა პირველ რიგში. როგორც დანტე წერდა

…Когда любовью я дышу,
То я внимателен; ей только надо
Мне подсказать слова, и я пишу.

აქ მხოლოდ იმაზე არაა ლაპარაკი რომ ჯიგარია აკა და კაი როჟა. ბუნებრივად გრძნობს რომ ესე უნდა წეროს და იმიტომაც მუშაობს კარგად. იგივე სხვებიც რომ ავიღოთ, აი სიტყვაზე იოსელიანი ან ელდარა. ოთარას ინტელექტიც არ ჩანს, და არც ელდარას კეთილშობილება. ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე დურაკი კატებივით აკვირდებიან გარემოს, ახალგაზრდობაში გადაღებულ ფიმლებს ვგულისხმობ.

ისევ ფოლკენრის იმ წიგნის არ იყოს მაკბეტის მონოლოგიდან რომ დაასათაურა. სულელის, იდიოტის ენით მოთხრობილი ამბავიაო ცხოვრება. რეცეპტივითაა მართლა, მაგრამ რეცეპტი რა, მოდი ესე ვიზამ და მაგარ წიგნს დაწერ თუ კარგ ფილმს გადაიღებ. ბენჯიზე მაგარ ოპერატურას მაინც ვერ დადებ. ხოდა აკა, იქნება ოთარა თუ სხვა, კაკ რაზ ბენჯი იღვიძებს ხოლმე ინტუიციურად რაღაც თუ გამოდით. მაგ დროს, იდიოტები, არიან, დურაკები givi.gif

რა მახსოვს, იცი, ზვიადას დროს რადიოში ყოველ დღე აგინებდნენ იგივე ელდარს, ოთარას, ნუ კაგებეშნიკები და წითელი ინტელიგენცია ეგ ხომ ცაკლე და ფილმებსაც არჩევდნენ ვიღაც კრეტინები. ერთი ### ამბობდა გიორგობისთვეში ზიზღი არ იგრძნობა საკმარისად მკვეთრად საბჭოთა სისტემის მიმართო. ხოდა ეხლა ვფიქრობ ა-პრიორი ზიზღით რომ მიდგომოდა ამ ფილმს ოთარა, ნიკოც აღარ გამოჩნდებოდა მკაფიოდ მერე ამ გინდაც სამართლიანი ზიზღით გაჯერებულ ბინდში. ნოკოს სიფათის გარეშე კიდე რა ვიცი.

ხოდა აკაც კარგი ბენჯია ჩვენში დარჩეს. ერთია რომ ისე ვეღარ წერს როგორც ადრე, და ალბათ ვეღარც დაწერს. ალბათ მართლა დანტესავით, ერთი წიგნში უნდა მოუყარო ყველაფერს თავი ან ერთ ფილმში. საბოლოო ჯამში ხომ ეგრეც აღვიქვავთ, მწერალს თუ რეჟისორს. ერთი გასროლის შანსივით გეძლევა, როგორც იმ ჩიმინოს ფილმში. ან ვარდის გოლივით, კენ ლოუჩმაც რომ დააფიქსირა. აკამ თავისი გემრიელი თამაში ითამაშა. ეხლა ხვიჩას დაველოდოთ love.gif

Posted by: veliki 18 Sep 2022, 00:44
აკას რაღაც მთავარი ჯერ კიდევ აქვს დასაწერი გული მიგრძნობს მე უბირს. მართალია ახლა უკვე ბევრად რთულია ახალი რამის დაწერა რადგან იმ ეპოქის სული დადო რომელშიც ცხოვრობდა და კიდევ მეტიც გააკეთა იგივე სანტა ესპერანსათი, მაგრამ მაინც შეძლებს

Posted by: narmonana 18 Sep 2022, 09:51
მოსულა სანტას გადამეორების დრო

უცებ სალომეამ ლუკას წინ ჩაიჩოქა,გაუპარსავ,ჩხვლეტია ლოყებზე მოავლო ხელები და შუბლზე აკოცა.
- ვაჰ , - თქვა ლუკამ.
-გაფრთხილდი ლუკა,არ მოკვდე...
სალომეა წამოდგა და უკან წავიდა,ქარიანების ბაღისაკენ,
- მე ადრე დავიბადე! - დაიღრიალა უცებ ლუკამ, - მე ადრე დავიბადე!ჯანდაბას ... მაინც შემოგხედავ ხოლმე! მაინც შემოგხედავ.მეტი არაფერი...ლუკას მეტი არც უნდა...ლუკა ადრე დაიბადა. საერთოდ, თანახმა ვარ.რა განსხვავებაა? როგორც ის სანდრო და კოსტა,ისე მეც..თანახმა ვარ.."

Posted by: viblz 18 Sep 2022, 11:57
QUOTE
როგორც ის სანდრო და კოსტა,ისე მეც..თანახმა ვარ.

weep.gif weep.gif

Posted by: dabneuligorila 20 Oct 2022, 00:25
დაკარგული წიგნები მოგწონთ? რას იტყვით ამ გადაცემის შესახებ?

Posted by: Frenkie_de_Jong 29 Oct 2022, 08:27
“ობოლეთი” ვიწყებ აკას გაცნობას, ვნახოთ რა იქნება smile.gif

Posted by: narmonana 29 Oct 2022, 21:01
აკას რომელიმე წიგნის გახმოვანება მინდა, რამე პატარის, რომელი ვქნა?

Posted by: Frenkie_de_Jong 30 Oct 2022, 17:20
QUOTE (narmonana @ 29 Oct 2022, 21:01 )
აკას რომელიმე წიგნის გახმოვანება მინდა, რამე პატარის, რომელი ვქნა?

“ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” კარგი იქნებოდა

Posted by: narmonana 30 Oct 2022, 20:41
Frenkie_de_Jong
არის ეგ უკვე, ცოტაზე, უფრო სპექტაკლივით



რამე ისეთი მინდა ტო, ცოტა გამომწერები რო მომიმატოს biggrin.gif თორე ჩემი ნება რო იყოს, ლოტრს შევუბერავდი მარტო biggrin.gif

ჰმმ, სამხრეთული სპილოო?

Posted by: Ezekia 30 Oct 2022, 22:16

QUOTE
რამე პატარის



მელიქსეთბაშის თბილისი.

Posted by: narmonana 30 Oct 2022, 22:22
QUOTE (Ezekia @ 30 Oct 2022, 22:16 )
QUOTE
რამე პატარის



მელიქსეთბაშის თბილისი.

ჰმმ, აკას ზოგიერთი წიგნი არც გამიგია, რამდენი რამე აქვს დაწერილი ამ კაცს lol.gif

ნო, რამე სხვა, არამგონია მაგ წიგნის შოვნა შევძლო biggrin.gif

მამლუქი მინდოდა, მარა ქუთაისური აქცენტი სჭირდება biggrin.gif

ან ვენერას სიზმარი, ააან აგვისტოს პასეანსი, ააააააააან ძველი გულებისა და ხმლებისა


Posted by: Ezekia 30 Oct 2022, 22:31
ძველ თბილისზეა, ერეკლე მეფეზე, ბესიკზე.
აშუღურ მუსიკასაც დაადებდი ფონად.
შენი ნებაა. )

"სხვა".
გამოძიება, ამბავი...




Posted by: narmonana 30 Oct 2022, 23:02
Ezekia
QUOTE
"სხვა".
გამოძიება, ამბავი

მაგას გაგება კითხვისასაა ძნელი და მოსმენისას ხო ვაბშე biggrin.gif თორე მევასება

ქემერაც გაასწორებდა ისე

QUOTE
ძველ თბილისზეა, ერეკლე მეფეზე, ბესიკზე.

ვაბშე იშოვება სადმე?



Posted by: Ezekia 30 Oct 2022, 23:48
QUOTE
ვაბშე იშოვება სადმე?


ბიბლიოთეკაში ალბათ.

user posted image

პდფ მქონდა ადრე

Posted by: wrangler7 31 Oct 2022, 14:29
narmonana
ქემერა გააკეთე და ერთი გამომწერი მე დაგემატები biggrin.gif

წინა გვერდზე რო ლინკი დადე შენია ჰო?

Posted by: narmonana 31 Oct 2022, 16:05
QUOTE (wrangler7 @ 31 Oct 2022, 14:29 )
narmonana
ქემერა გააკეთე და ერთი გამომწერი მე დაგემატები biggrin.gif

წინა გვერდზე რო ლინკი დადე შენია ჰო?

კი, ჩემია, რატომღაც ხმადაბალი გამოვიდა და მეზარება გასწორება

ვიზამ აბა ქემერას

Posted by: chortivonaet 4 Nov 2022, 00:48
narmonana
ქემერა კარგი აზრია, მაგრამ მე მოგზაუურობა ყარაბახში უფრო გამისწორდებოდა

Posted by: Albert Camus 5 Nov 2022, 00:36
აქ ავტვირთე მელიქსეთბაშის თბილისი
https://www.share.ge/XbnP3zmh


Posted by: Ezekia 10 Nov 2022, 23:22
HBD ❤️




Posted by: viblz 12 Nov 2022, 09:56
QUOTE
HBD ❤️

ვუერთდები მილოცვას

Posted by: narmonana 12 Nov 2022, 10:59
ქემერას გახმოვანება ვცადე და ქემერას ხმას ვერ ვაკეთEბ რა, არ წარმომიდგენია ეგეთი lol.gif


Posted by: chortivonaet 21 Nov 2022, 07:18
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები კლასიკაა

Posted by: dochana 27 Nov 2022, 21:20
არ დაწერა რამე ბლოგი ამ მონდიალზე?

Posted by: Iasha_Bizia1444 2 Dec 2022, 04:50
QUOTE
არ დაწერა რამე ბლოგი ამ მონდიალზე?

ისევ იტყოდა,როგორ წახდა ფეხბურთი და როგორ დაიკარგა მთავარი ამბები,როგორ აკლიათ ამ ნაკრებებს თავიანთ ხალხთან და კულტურასთან იდენტობა,იტყოდა რო ირანი საინტერესო და ალბათ ყველაზე მაგარი ნაკრები იყო ამ მხრივ მუნდიალზე და ალბათ არგენტინისკენ იქნებოდა,მესის კი არა,დიდი დიეგოს ხსოვნას რო მოუხდებოდა ეს ჩემპიონატი ეგრე

მე კიდე როგორ მაკლია ბლოგები,როგორ მაკლია მაგისი სტატიები,აგერ ბოლო ერთ წელში მეორედ მესმის,სადღაც ლეჩხუმში ცხოვრობს,ინტერნეტში არ შედის,ან ყალბი ფბ ექაუნთი აქვს,ორ სამ კაცს წერს,მაგასთან კონტაქტი თუ გინდა ცოლი უნდა იპოვო,თხოვო რო მეილი მოგცეს აკასი,მერე ცოლმა აკას უნდა თხოვოს მეილზე რო მოგივა რარაც შეამოწმეო,მერე აკა უნდა დაინტერესდეს და ან უპასუხებს ან არა

კარგია რაღაც მხრივ ესე რო დაიკარგა,ის ძველმოდური რამანწიკა მაგისმა წიგნებმა თუ დაკარგა,ეგ მაინც დარჩეს ეგეთი და ირანი და კიდე არგენტინა და ბრაზილია,ხო ბრაზილია მომწონს ამ მსოფლიოზე,რაღაცნაირად ბრაზილიური ნაკრებია,შეუძლია 5 შემტევი ყავდეს და უცბად მეექვსე შემოაგდოს,მომწონს მე ეგ

QUOTE
ქემერას გახმოვანება ვცადე და ქემერას ხმას ვერ ვაკეთEბ რა, არ წარმომიდგენია ეგეთი

ამ სამშაბათს 4 საათზე ამირანის პირველ დარბაზში მოდი და ბევრ ქემერებს განახებ :დ

Posted by: narmonana 2 Dec 2022, 10:46
Iasha_Bizia1444
რა ხდება სამშაბათს?.....................

Posted by: J.R.R.Tolkien 3 Dec 2022, 08:43
QUOTE (narmonana @ 2 Dec 2022, 10:46 )
Iasha_Bizia1444
რა ხდება სამშაბათს?.....................

ცოლი მოყავს
old.gif .

ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ დრო იყო



Posted by: nigo 4 Dec 2022, 20:34
რაც არ უნდა დაწეროთ,აკაზე მაგარი 21_ე საუკუნის მის თაობაში სხვა არ გვყავს.

სამი კვირა ვუსმენდი ,სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა პირველ არხზე მაცი ხვიტიაზე.ისეთი კუთხით გაშალა,ეს ერთი შეხედვით საშუალოზე დაბალი ნაწარმოები,რა გითხრათ.
თან განცდა მქონდა ,რომ მე მელაპარაკებოდა.

ლუარსაბ თათქარიძის დარეჯანი რომ მDობიარობას გადაჰყვება,ახალშობილი ბავშვი დაიღუპება.მერე ლუარსაბი თოფს იღებს და ომში მიდის( მოთხრობის სახელს ვერ ვიხსენებ)იმხელა ტრაგიზმია და ზოგს რატომ ეცინება, ვერ ვხდები.
ილია გაბრაზდებოდა,აკამ ისე გაუკეთილშობილა ბოზბაში და საცივი.

Posted by: narmonana 5 Dec 2022, 12:15
nigo
QUOTE
ლუარსაბ თათქარიძის დარეჯანი რომ მDობიარობას გადაჰყვება,ახალშობილი ბავშვი დაიღუპება.მერე ლუარსაბი თოფს იღებს და ომში მიდის( მოთხრობის სახელს ვერ ვიხსენებ)იმხელა ტრაგიზმია და ზოგს რატომ ეცინება, ვერ ვხდები.
ილია გაბრაზდებოდა,აკამ ისე გაუკეთილშობილა ბოზბაში და საცივი.

მოგზაურობა კახეთში

აკას პოსტმოდერნიზმი ეგეთია რა, საერთოდ პოსტმოდერნიზმი ხუმრობაა და დაცინვაცაა ხშირად ძველის, მაგრამ აკა თამაშობს და ამ თამაშით ეფერება რაღაცეებს, მადათოვის ტრილოგიაში დათა თუთაშხია რო ბაზრობს ოპერაზე, სანტაშიცაა ეგეთი მომენტები, მაგრამ ეგ მოთხრობა პიკია

მე მქონდა ეგეთი მოთხრობა ადრე დაწერილი, ვაბშე აკას გავლენით, ერთ მოთხრობაში, მგონი შუაღამის ალქაჯებში ერთი ბიჭი ეუბნება მეორეს, მტვარზე თოლიებს რა უნდათო, ხოდა იმ მოთხრობაში თოლია ჯონათან ლივინგსტონი დაბერებულია რა, ვეღარ დაფრინავს ვითომ, მაგრამ რო გაიგებს, რომ თბილისში არიან თოლიები, რომლებიც ამ პატარა მდინარით კმაყოფილდებიან და ზღვა არ იციან რა არის, მიდის რომ ფრენა ასწავლოს biggrin.gif

user posted image

Posted by: nigo 5 Dec 2022, 19:22
[b]narmonana[/b

ისე აქვს დაწერილი, ამხელა თანაგრძნობის განცდა პერსონაჟისადმი,თან როგორის, დიდი ხანია არ მიგვრძნია..

ჯონათან ლივინგსტონი კი მაქვს გადასაკითხი.დიდი დრო გავიდა.

Posted by: nigo 6 Jan 2023, 08:37
narmonana
სამი დღეა ვერ მოვწყდი მადათოვს.
ადრე ცალ_ცალკე კი მქონდა წაკითხული,მაგრამ ახლა ერთ წიგნად და მგონი 15 წელი გავიდა არ წამიკითხავს.მაშინ ვერ ვიგრძენი ისე,რა ღრმაა და რა ხალისი.

საუკეთესო ახალი წელი მქონდა ,იმდენი სიამოვნება მივიღე.

გილოცავთ ყველას და ამ ზარმაცი აკას ახალ წიგნებს გისურვებთ. smile.gif
* * *
narmonana
ქემერას ისე უყვარს ცოლშვილი,წესით რბილი ხმა უნდა ჰქონდეს.

ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერი მაჩუქეს,რას დავივლი დახლებს.

დათო წერედიანის ფრანსუა ვიიონის ფანტასტიური თარგმანი ალბათ ყველას წაკითხული გექნებათ და პატარა წიგნია ,არ ღირს ძვირი,სვანური ლექსების თარგმანი.
უმაგრესია,გირჩევთ

Posted by: vaho 6 Jan 2023, 10:24
უცნაურია, მეც ახალი წლის დღეებში მიყვარს მადათოვების გადაკითხვა.
ახლა ვეშაპი წავიკითხე.

ჯერესერთოვის ქალი... love.gif

Posted by: dochana 6 Jan 2023, 11:04
მაინც ვერ გავიგე სოფელში ცხოვრობს თუ ლონდონში

Posted by: nigo 6 Jan 2023, 12:29
narmonana
მეც გადასაკითხი მაქვს სანტა.

კაგდატა ინ ჯორჯია გაახმოვანე.ძალიან მაგრადაა გადმოცემული იმ ეპოქის სული,მაგრამ რატომღაც დაუფასებელია.თან საუნდტრეკსაც დაადებ.

ვერ ვისწავლე ჭკუა,რომ წიგნი ან არ ვათხოვო ან მის თვალწინ ჩავიწერო,ვისაც ვაძლევ.მერე არაო, მე თითონ ვიყიდეო.

ახლა ვიყიდი ბლოკნოტს და თუ ვინმეს ვათხოვებ,ხელს მოვაწერინებ smile.gif

Posted by: Ezekia 6 Jan 2023, 15:31
მე "წიგნს" ვკითხულობ დეკემბრიდან მოყოლებული ) ამ პერიოდში სულ მორჩილაძეს ვკითხულობ ხოლმე, ეგრე დაემთხვა რამდენი წელია

Posted by: dochana 6 Jan 2023, 16:47
არაფერს აღარ ვკითხულობ საერტოდ....................

Posted by: J.R.R.Tolkien 6 Jan 2023, 17:35
რამოდენიმე წიგნი აქვს კარგი
დანარჩენი ისეთია რომ არ წაიკითხო არაფერს დაკარგავ და ვერც
შეიძენ.

ობოლე, სანტა და ერთი აქვს კიდევ )))

სხვებს ჯობია ჩვენს პროზაში, თორემ აკაც დიდი არაფერია

მე ყველაზე მეტად იმიტომ ვაფასებ, რომ უაზრო პროვოკაციებით

არ უცდია კარიერის აწყობა.

Posted by: nigo 7 Jan 2023, 12:13
Ezekia
გაოგნებული ვარ, ეს წიგნი როგორ გამომრჩა.
გუშინ დავიარე მაღაზიები და არსად კომპიუტერშიც კი არა აქვთ.
ონლაინ სადმე წავიკითხავ?
* * *
J.R.R.Tolkien
აბა მეიდ ინ წიფლის წასაკითხი არ არის?
ან ქრონიკები ან ფალიაშვილისგან მოყოლებული.
ჩრდილი გზაზე სკოლაში უნდა ასწავლონ,საბჭოთა კავშირი რა იყო,ყველაზე უკეთ მიხვდებიან

მოკლედ აკაზე მაგარი დღეს არავინ გვყავს.



ასე თქვეს დოჩანაშვილმა და ბესიკ ხარანაულმაც.

და მეტი ვის უნდა ეთქვა,რომ ამხელა წონა ჰქონოდა მის სიტყვას.
არა,თამთა მელაშვილი და ბესო სოლომონაშვილები არიან მწერლები.
თავსლაფი და სირცხვილი "საბას"თავისი ჟიურიანად
.
* * *
vaho


რამხელა სიამოვნება მივიღე,ძალიან მაგარია და 15 წლის ინტერვალის შემდეგ,სულ სხვა რამეები დავიჭირე.
love.gif

Posted by: J.R.R.Tolkien 7 Jan 2023, 13:08
nigo
აკაზე უკეთესი რომ არ გვყავს
მარტო მაქედან ჩანს როგორი დონის ლიტერატურა
გვაქვს )))

ცუდი მწერალი მართლა არაა
საუკეთესოა, უბრალოდ რაღაც განსაკუთრებული არ არის

მე უდიდეს პატივს ვცემ

მარტო მაგის გადაცემა რომ იყო იმედზე
მაგისთვის ეკუთვნის მადლობა

Posted by: Ezekia 7 Jan 2023, 14:01
ნიგო
QUOTE
გაოგნებული ვარ, ეს წიგნი როგორ გამომრჩა.
გუშინ დავიარე მაღაზიები და არსად კომპიუტერშიც კი არა აქვთ.
ონლაინ სადმე წავიკითხავ?



https://drive.google.com/file/d/1fwfy7uwwX0Nbez6HcetyEudN-9WOhhW_/view?usp=drivesdk


Posted by: nigo 8 Jan 2023, 10:09
Ezekia
მადლობა smile.gif ________‘

Posted by: dochana 11 Jan 2023, 10:57
აგვისტოს პასიანსი ამ თოვლში აშკარად არ წავა ხო?

Posted by: LOLZ 17 Jan 2023, 04:36
ბერძენიშვილის https://publika.ge/article/top-5-cockhali-qartveli-mwera/ სიაში ბრძანდება და გიხაროდენ smile.gif

Posted by: vaho 17 Jan 2023, 11:24
ზაზა ბურჭულაძემ რა დაწერა, რაის მწერალია?

ერთი მინერალური ჯაზი ვიცი, სრული აბდაუბდაა...

Posted by: ელჯერნო 3 Feb 2023, 13:57
ვასილი ველიჩკოზე ვუსმენ დაკარგულ წიგნებს კარგი მთხრობელია ძლიერად იცის ისტორია

Posted by: wrangler7 8 Feb 2023, 23:19
vaho
მეორე ადიბასი აქვს, მეტი არც მე ვიცი :დ

Posted by: libero 10 Feb 2023, 01:42
QUOTE (vaho @ 17 Jan 2023, 11:24 )
ზაზა ბურჭულაძემ რა დაწერა, რაის მწერალია?

ერთი მინერალური ჯაზი ვიცი, სრული აბდაუბდაა...

ძია ლევან ბერძენიშვილმა კიდე პირველიო და რავიცი... user.gif


ეჰჰ, აკასი მინდა მადათოვები. cry.gif




ისე ბატონი ბერძენიშვილი უცნაურზე უცნაური კაცი გამოდგება ხოლმე რიგ საკითხებში, მაგალითად სადაც წესით და რიგით უნდა თქვას რო აი ეს თეთრია და ასეა, პირიქით ამბობს ხოლმე, შავიაო.
რა ბურჭულაძე და ბუღაძე, რატომ გვაბოლებს არ მესმის.
ბოლოზე მაინც გაიყვანე შე კაი კაცო რა უბედურებაა პირველ-მეორეზე. lol.gif lol.gif
ძაან უცნაური კაცია ხო გეუბნებით, ხშირად ჭირს ხოლმე ასეთები. ამას იმიტომ ვამბობ რომ ვიცნობ კარგად ამ კაცს, ლექცია არ დევს იუთუბზე რომ მონასმენი არ მქონდეს.
ხოდა ხან დროს გამოკროცავს ხოლმე, რა ვქნათ ჭკვიანებს ჩვევიათ ასეთები.

აკა პირველია. yes.gif

Posted by: Moby-Dick 10 Feb 2023, 02:42
QUOTE (libero @ 10 Feb 2023, 01:42 )
QUOTE (vaho @ 17 Jan 2023, 11:24 )
ზაზა ბურჭულაძემ რა დაწერა, რაის მწერალია?

ერთი მინერალური ჯაზი ვიცი, სრული აბდაუბდაა...

ძია ლევან ბერძენიშვილმა კიდე პირველიო და რავიცი... user.gif


ეჰჰ, აკასი მინდა მადათოვები. cry.gif




ისე ბატონი ბერძენიშვილი უცნაურზე უცნაური კაცი გამოდგება ხოლმე რიგ საკითხებში, მაგალითად სადაც წესით და რიგით უნდა თქვას რო აი ეს თეთრია და ასეა, პირიქით ამბობს ხოლმე, შავიაო.
რა ბურჭულაძე და ბუღაძე, რატომ გვაბოლებს არ მესმის.
ბოლოზე მაინც გაიყვანე შე კაი კაცო რა უბედურებაა პირველ-მეორეზე. lol.gif lol.gif
ძაან უცნაური კაცია ხო გეუბნებით, ხშირად ჭირს ხოლმე ასეთები. ამას იმიტომ ვამბობ რომ ვიცნობ კარგად ამ კაცს, ლექცია არ დევს იუთუბზე რომ მონასმენი არ მქონდეს.
ხოდა ხან დროს გამოკროცავს ხოლმე, რა ვქნათ ჭკვიანებს ჩვევიათ ასეთები.

აკა პირველია. yes.gif

უწერია მეტი რა ქნასbiggrin.gif
QUOTE
ცოცხალი ქართველი მწერლების ტოპ ხუთეულს ანბანის მიხედვით დავაწყობ:

ბურჭულაძემ კიდე დაწერა ერთი წიგნი ამ სიის შედგენის შემდეგ, "ვარდის სურნელი",მთავარი წიგნი ეგ მგონია მაგისი, სულ 2 მაქვს წაკითხული. იმსახურებს საუკეთესო მწერლებში ყოფნას


Posted by: libero 10 Feb 2023, 03:14
QUOTE (Moby-Dick @ 10 Feb 2023, 02:42 )
QUOTE (libero @ 10 Feb 2023, 01:42 )
QUOTE (vaho @ 17 Jan 2023, 11:24 )
ზაზა ბურჭულაძემ რა დაწერა, რაის მწერალია?

ერთი მინერალური ჯაზი ვიცი, სრული აბდაუბდაა...

ძია ლევან ბერძენიშვილმა კიდე პირველიო და რავიცი... user.gif


ეჰჰ, აკასი მინდა მადათოვები. cry.gif




ისე ბატონი ბერძენიშვილი უცნაურზე უცნაური კაცი გამოდგება ხოლმე რიგ საკითხებში, მაგალითად სადაც წესით და რიგით უნდა თქვას რო აი ეს თეთრია და ასეა, პირიქით ამბობს ხოლმე, შავიაო.
რა ბურჭულაძე და ბუღაძე, რატომ გვაბოლებს არ მესმის.
ბოლოზე მაინც გაიყვანე შე კაი კაცო რა უბედურებაა პირველ-მეორეზე. lol.gif lol.gif
ძაან უცნაური კაცია ხო გეუბნებით, ხშირად ჭირს ხოლმე ასეთები. ამას იმიტომ ვამბობ რომ ვიცნობ კარგად ამ კაცს, ლექცია არ დევს იუთუბზე რომ მონასმენი არ მქონდეს.
ხოდა ხან დროს გამოკროცავს ხოლმე, რა ვქნათ ჭკვიანებს ჩვევიათ ასეთები.

აკა პირველია. yes.gif

უწერია მეტი რა ქნასbiggrin.gif
QUOTE
ცოცხალი ქართველი მწერლების ტოპ ხუთეულს ანბანის მიხედვით დავაწყობ:

ბურჭულაძემ კიდე დაწერა ერთი წიგნი ამ სიის შედგენის შემდეგ, "ვარდის სურნელი",მთავარი წიგნი ეგ მგონია მაგისი, სულ 2 მაქვს წაკითხული. იმსახურებს საუკეთესო მწერლებში ყოფნას

თვითონ ამბობს პირველიო კაცო. smile.gif რომელირაც ვიდეოშია ბურჭულაძე ნომერ პირველიო საქართველოშიო biggrin.gif თორე დამსახურებით ბურჭულაძეც იმსახურებს და რევაზ ინანიშვილიც. yes.gif

Posted by: vaho 10 Feb 2023, 11:52
QUOTE
ისე ბატონი ბერძენიშვილი უცნაურზე უცნაური კაცი გამოდგება ხოლმე რიგ საკითხებში,


ხო, ხანდახან მოშნად ჩამოჰკრავს ხოლმე.

ერთხელ ბლავატსკაიაზე თქვა, გაუნათლებელი დედაკაცი იყოო.

თსუ-ს დიპლომი არ ჰქონდა ალბათ... biggrin.gif

Posted by: George_Best 22 Feb 2023, 20:32
QUOTE
გლეხი,რომელიც მეფე ვერ გახდა

ლონონში,ტრაფარგალრის მოედანზე აღმართულ ნელსონის შთამბეჭდავ ობელისკს ასეთი წარწერა აქცს:"ბრიტანეთი იმედოვნებს,რომ ყოველი მოქალაქე მოიხდის თავის ვალს",ეს დიდად სიმბოლური წარწერაა და ჩვეულებრივი ინგლისელები,დიახაც რომ,ამ შეგნებით ცხოვრობენ.
მაგრამ არის დღევანდელ კუნძულზე კაცი რომელმაც ეს ვალი ვერ მოიხადა.ეს არის კაცი,რომელსაც შეეძლო მარადონას მემკვიდრედ ქცეულიყო და მსოფლიო ფეხბურთის გვირგვინი დაეპყრო.ეს კაცი დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ,საოცარ ფიგურად მსოფლიო ფეხბურთში.
მის სახეს ვერ ნახაVთ სარეკლამო დაფებზე,ის არ ჩანს პოპულარულ ტელეგადაცემებში და არავის აინტერესებს მისი აზრი ამა თუ იმ საკითხის შესახებ.ნორჩ ფეხბურთელებს არასდროს ასწავლიან თამაშს მისი სახელის და ოსტატობის მოხმობით.სამაგიეროდ წერენ აუარებელ წიგნს მისი ცხოვრების ,სწორედ ცხოვრობის და არა თამაშის შესახებ.სადაც აღწერილია ამ აკცის,ერთი ქუჩის ბიჭის თავგადასავლები,გაუთავებელი მუშტი-კრივი,ლოთობა,არაჯენლტმენური ქცევა და ზურდელური სიტყვა პასუხი.ისიც კარგა ხანი შეეჩვია ამას.
ამბობენ,რომ პოლ გასქოინი,იგივე გაზა,რომელსაც ძალუძდა ფანტასტიური თამაში ათიდან ათ შეხვედრაში,ამას ათიდან ორში აკეთებდა.,ოეჩვია ამას და ის თავს დამარცხებულადამიანად მიიჩვნევს.
საზოგადოებისთვის ის ისეთი მიუღებელი ვინმეა,როგორც შარაგზის ყაჩაღი,ან მკვლელ-მანიაკი.მის სახლის ფანჯრებს ყოველთვის მძიმე ფარდები აქვს ჩამოფარებული,რადგან სახლის გარშემო მუდმივად დაძრწიან ტაბლოიდების ფოტორეპეორტიორები.ესენი,თურმე,დარწმუნებული არიან,რომ გაზას აფეთქება ყოველ წამს მოსალოდნელია და ცინცხალი სკანდალური ფოტო ძაან წაადგება მათ ჯიბეს.ეგებ პოლმა ცოლი ცემოს,ან ტელევიზორი გადმოაგდოს ფანჯრიდან,ან სულაც სახლიდან გამოავრდეს და რომელიმე რეპორტიორს თავპირი დაუსიოს.მთელი ინგლისის აუტანელმა მოკალმეებდა და ფოტორეპორტიორება იციან რომე ღამის კლუბებში დადის გაზა დროის სატარებლად.თუ არ იციან დ აკუდში სდევენ მანქანით/.გაზამ ეგებ არაფერი მაოხდინოს,მაგრამ მეორე დღეს გაზეთში ზუსტად იქნება აღნუსხული,რამდენი დალია,ვის უპწკინა,ვის შეაგინა და შეზარხოშებული პოლის ფოტოსაც არავინ დაამადლის მკითხველს.
ევრო 96 მერე გაზა დაოჯახდა და თავის დახურულ საქორწინო ცერემონიალზე ფოტოეის გადაღების უფლება მხოლოდ ჟურნალ "ჰელოუს " მიჰყიდა და როგორ გგონიათ რა მოხდა,გაზეთმა "სანმა: ერთ-ერთი სტუმარი მოისყიდა და რამდენიმე უხარისხო ფოტო მაინც გამოაქვეყნა მეორე დილით/
როდესაც შემთხვევით ტელეკამერას მიუშვერენ და რაღაცის გამო აზრს კითხავენ,პასუხად შესაძლოა მხოლოდ ბოყინი გაისმას,ან კიდე გაზამ თავისი განთქმული ნაგაზის ენა გადმოაგდოს.
დიახ,პოლ გასქოინი არ იძლევა ინტერვიუებს.
ის მუდმივი პრესის ქვეშ ცხოვრობს და თამაშობს,რადგან არასდროს არავინ არის მის მხარეს.ყოველთვის მის წინაამღდეგ არიან,რადგან მისი ქცევების შემყურე ადამიანს გაუჭირდება მის მხარეს ყოფნა.
ამბობენ რო ის გიჟია.
მეტიც ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებსაც კი გამოთქვამენ ხოლმე ტელევიიზიით,აგვიხენით ერთი,რა სჭირს ამ ბიჭსო.და ისინიც მოყვებიან:არამდგრადიაო,უმარტავიაო,ისტრეიულიაო,ამას ლუდის მოჭარბებული სიყვარულიც ერთვისო.
მაგრამ გაზა განა იმაზე მეტ ლუდს სვამს,რამდენსაც ბრაინ რობსონი,საყავრელი კაპიტანი ამრველი ითვისებდა ფეხბურთის წლებში?
ინგლისში ამბობენ,რაგბი ხულიგნური თამაშია და მას ჯენლმენები თამაშობენ,,ფეხბურთი კი ჯენტლმენური თამაშია და ავრსკვლავებად ხულიგნები ჰყავსო.
მახვილი ნათქვამის.ფეხბურთს უფრო ქუჩის ბიჭები მისდევენ,გაზაც ქუჩის ბიჭია.უფრო სწორად კი გაზა ერთ ღარიბ ოჯახში გაზრდილი,ფეხბურთით გამდიდრებული ვინმეა.ყველაფერთან ერთად ის ჯორდია-რაც იმას გულისხმობს,ერთი ქაჯი ბიჭი გახლავთ.როდესაც ინგლისელები გაბრაზებით ეტყვიან ვინმეს,შე ჯოროვ შენაო,ეს იმას ნიშნავს,რომ ეუბნებიან შე ქაჯო,გოიმო და გორსალაო..უფრო სხვანაირად კი,უსწავლელო გლეხოო.
დიახ,გაზა გლეხია,გადარეული გლეხი/
მან წააგო ყველა ბრძოლა ქვეყნის მედიასთან,სასამართლოსთან,ცოლთანაც კი,მაგრამ ამასობაში ისე გამოვიდა მან ფეხბურთიც კი წააგო.
იქ,ინგლისში გასქოინი ყველაზე,შავი უარყოფითი გმირია.მაგალითია იმისა,თუ როგორი არ უნდა იყო.არ არსებობს ინგლისური სარეკლამო კლიპი მისი მონაწილეობით,რადგან არავინ იყიდის ორცხობილას,რომელიც გაზას მოწონს.უცნაურია მაგრამ ერიკ კანტონა,ტონი ადამსი,პოლ მესრონი,მორალის,ვაჟკაცობის და პირუთვნელობის მაგალითებად ითვლებიან.ეს მონანიე ხალხია,ასეთი ხალხი უყვართ და მათში გმირს ხედავენ.
პოლი კი...განა მას ჭკუა მოეკითხებაა?
ცოლს ცემს,მობოდიშება კის ერიოზულად არ აღიქმება,იმიტომ რო გაზა არანორმალურია და ხვალეც იმავეს მოიმოქმედებს.ა რუყუროთ გაზას-ის ყოველდღე ამტკიცებს თავის სიგიჟეს.
მაგრამ ეს ერთი გაზაა/
ხომ არსებობს მეორე გაზაც?არსებობდა კი არა,მთავარი სწორედ ის არის,ფეხბურთელი პოლ გასქოინი.
მისი ყოფა და თამაში გადაჯაჭვულია.მოედანზე პირდაპირ აისახება ხოლმე გაზას პირადი ცხოვრება,აი გაზა ცოლს ეჩხუბა და მეორე დღეს ვინსენტ ბოგარდს უთავაზა წიხლი.
თბილისის სტადიონის გასახელის დერეფანში,ინგლისელთა აქ ჩამოფრენის დროს,მე ვნახე გასქოინი,თავჩაღუნულმა,შემცბარმა და თითქოს რაღაცით ნირწამხდარმა,პირადი ცმელის თანხმლებით ჩაიარა და თვალი იატაკისთვის არ მოუცილებია.
გაზა აღარაფრის მეფობას არ აპირებს,ის არ ჩანს ,რომ მას რაიმე საფეხბურთო ოცნება ქონდეს,უბრალოდ მას ერთი სიხარული ქონდა-თამაში/
"პოლ გასქოინის გმოსათხოვარი სეზონი,ონავარი ბიჭის უსახელო დასასრული.უსახური თამაშების სერია,უდიპლომო პროფესორის მარცხი.მას თამაში არ უნდა "-ასეთია ინგლისელ საფეხბურთო მწერალთა აზრი
ვაჰ,დრონი,დრონი
პოლი არ არის ხოლმე მზად კაცური საუბერებისთვის.უფრო სწორად,არ ესმის,ამ საუბრების დიდი მნიშვნელობის.ნაკრების მწვრთნელად ტერი ვენეიბზლი აღარ იყო,არადა ამ გულთბილმა,ჭკვიანმა კაცმა სამი წლით მაინც გადადო გაზა--ბიჭის საფეხბურთოი გარდაცვალება/მისმა მამაშვილურმა და ადამიანურმა მიდგომამ გამოაცოცხლა ფორმიდანა მოვარდნილი გასქოინი-ათამაშა მას ევროპის ჩემპიონატი.ვენეიბზლი ცალფეხა გაზასაც დაუძახებდა ნაკრებში,მახ ახლა სხვა დროა/
გაზა განზე დარჩა და ინგლისურმა მედიამ პირველმა იგრძნო რომ აკცი დაღმართისკენ მიექანებოდა.
ინგლისელები გასაოცრად ფაქიზნი არიან ფეხბურთის აღქმაში,მათ თAმაშის გაგება სისხლში აქვთ და კარგად უწყიან,ვინ არის პოლ გასქოინი.ეგებ,დიასახლისებმა კიდეცგალანძრონ,ან არ უყიდონ შვილებს რვანომრიანი ნაკრების მაისური,ნაგრა ქომაგებმა იციან რომ არსებობს გაზა და არსებობს ყველა დანარჩენიი.
ფეხბურთი ასეა გაყოფილი.ალან შირერს ყოველ შაბათს გაქჰონდა გოლები,ილაჯგაწყვეტილი,გულამღვრეული გაზა კი თვენახევარში ერთხელ თუ დაივიწყებდა თავის პირშავ,არეულ ცხოვრებას და ხასიათს და აი მაშინ საოცრება ხდებოდა.მაშინ საფეხბურთო ზეიმი იმართებოდა და მინდორს ამ სულელი ბიჭის მაგია იპყრობდა.
და სწორედ მაშინ,შირერის გოლებს,შერინგემის დახვეწილ თამაშს და ადამსის სალ კლდეებს აღარვინ იხსენებს.
გაზააააააააააააააა!!!
დევიდ ბექემი კი არ არის გაზა,ბრწყინვალე მომავალი და საუცხოო დღევანდელობა აქვს,მაგრამ ის ვერასდროს იქნება გაზა/
გასქოინი ახლა იმ ასაკშია ,როცა უმძიმესი წუთები უდგება,მას აღარავინ ელოლავება და თვალში საცემია,რომ ბევრად არც არავის უღირს/
საკაცეზე გაშხლართულს ფეხზე ოვაციებით მიაცილებდნენ ოლდ ტრაფორდის ფანები.ის უიღბლო და უბედური კაცია,როგორც ერთმა ქომაგმა თქვა,,გიჟია,მაგრამ ფეხბურთელად დაიბადა,სულ ცალი ხელის თითებზე ჩამოითვლება ის ხალხი,ასეთებად რომ იშვნენ.ის ფეხბურთელობისთვის დაიბადა და ამიტომ სტადიონზე არავინ იხსენებს,სად რა სისულელე ჩაიდანა.მას ელოდნენ,მისი იემდი ჰქონდათ.ფიქრობდნენ ეგებ დღეს იყოს,ის ძველი დაუვიწყარი დღესასწაული,გაზას ცარიელ თავს და დამძიმებულ გულს აგრე რომ სწყურიაო.
განა ღირს იმაზე ლაპარაკი,როგორ თამაშობდა ფეხბურთს გლეხი კონცერტმეისტერი?
გლეხი,რომელიც მეფე უნდა ყოფილიყო,კაცი რომელმაც ვერაფერი მოიგო,კაცი რომელმაც ტალანტი დაახურდავაო.იტყვიამ ხოლმე,მაგრამ საკვირველიც ეს არის,გაზას ტალანტი არდაუხრდავებულა,ის ისეთია როგორიც იყო/
დავასრულოთ ივნინგ სთედერის საფეხბურთო მწერლის მაიკლ ჰარისის სიტვყებით"ამიტომ ჩემთვის აგზა ყოველთვის ბიჭი იყო,რომელიც არ გაიზარდა და რომელიც დიდად ნანობს ამას"

ფანტასტიკო
როგორ ამუღამებს ხოლმე ეგეთ რაღაცებს


QUOTE
ის მუდმივი პრესის ქვეშ ცხოვრობს და თამაშობს,რადგან არასდროს არავინ არის მის მხარეს.ყოველთვის მის წინაამღდეგ არიან,რადგან მისი ქცევების შემყურე ადამიანს გაუჭირდება მის მხარეს ყოფნა.
ამბობენ რო ის გიჟია.
მეტიც ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებსაც კი გამოთქვამენ ხოლმე ტელევიიზიით,აგვიხენით ერთი,რა სჭირს ამ ბიჭსო.და ისინიც მოყვებიან:არამდგრადიაო,უმარტავიაო,ისტრეიულიაო,ამას ლუდის მოჭარბებული სიყვარულიც ერთვისო.


Posted by: TOTALMAN 22 Feb 2023, 21:19
George_Best
კალათბურთის თემიდან ეგრევე აქ შემოვედი თან გუგლ სერჩით
საქართველო რუსეთის ის სტატია რო გადამეკითხა, შენ რო გაქვს დადებული
და შენი რამდენიმე წუთის პოსტი დამხვდა biggrin.gif

Posted by: George_Best 22 Feb 2023, 21:26
TOTALMAN
QUOTE
საქართველო რუსეთის ის სტატია რო გადამეკითხა, შენ რო გაქვს დადებული
და შენი რამდენიმე წუთის პოსტი დამხვდა


:დ biggrin.gif

ყველაზე მაგარი სტატიაა ეგ სამყაროში
გადმოაკოპირე რა აქეთ,კიდე წავიკითხავდი

ის მახსოვს,საქართველო აღარ არის გრუზია

Posted by: TOTALMAN 22 Feb 2023, 21:30
QUOTE (George_Best @ 2 Mar 2021, 22:51 )
2 მაისი,2003 წელი.საქართველო-რუსეთის თამაშიდან ორი დღის მერე
ფეხბურთი ბრუნდება

საერთოდ ჯობია ვთქვათ,რომ საქართველო გრუზია აღარ არის.
ჯობია ასე ვთქვათ,იმიტომ,რომ ვინც ოთხშაბათ ღამით ზეიმობდა თბილისიში,ვინც ოთხშაბათს ღამით უცინოდა ერთმანეთს,ვინც არ ხულიგნობდა,არამედ იცინოდა და ბღაოდა საკუთარი ღირსების არსებობის გამო,იმათ არ იციან რა არის გრუზია.
ისინი უბრალოდ გვიან დაიბადნენ და არ იციან,რომ არსებობდა გრუზია.
მათ იციან რომ არსებობს საქართველო,რომელმაც ფეხბურთში მინდორზე ათას რამესთან ერთად,გრუზიაც დაამარცხა
ამ უბედურ,დამარცხებულ,ეჭვიან ქვეყანაში ოთხშაბათს საქართველომ გაიმარჯვა.გაიმარჯვა უბრალო,ღარიბმა გაწვალებულმა ქვეყანამ-ყოველგვარი პოლიტიკის,ბრძნული აზრების,უფროსთა დარიგების გარეშე.იცინა და იმხიარულა ამ ქვეყანამ პირველად,როგორც ქვეყანამ და იცინა და იმხიარულა სწორედ იმათთან ბრძოლის შემდეგ,ვინც თავისი ბომბებით და გაუმაძღრობით ორასი წელიწადია,გახრა და გადააგვარა ეს ქვეყანა.
ეს ფეხბურთი იყო.ერთი რიგით მატჩი იყო ევროპული ცხრილებისთვის.საქართველო-რუსეთი,გადადებული,ინტრიგებით სავსე:ნეიტრალური მინდვრებით,უმაყურებლო სტადიონებით,დროშების ჭიდაობებით და უამრავი სხვა ამბებით.
ეს ფეხბურთი იყო,მაგრამ ცხოვრებად იქცა.
იმიტომ,რომ ნამდვილი ფეხბურთი იყო.მგონი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პირველად შეიგრძნეს ნამდვილი გამარჯვების გემო.საქართველომ პირველად მოიგო პრინციპული თამაში.მოიგო საქმის ცოდნით და ომით,გაიძლიერებითა და წვალებით,პროფესიონალიზმით.საქართველოს სცოდნია თამაშიც და ბრძოლაც,საქართველოს ნდომებია თამაშიც და ბრძოლაც,და ხალხიც,ეს გახარებული ხალხი,ეს პატარა ბიჭები რომლებმაც არ იციან რა არის გრუზია და ეს ძიაკაცები,რომლებიც მძიმედ,მაგრამ ალალად ივიწყებენ რა არის გრუზია.
ამიტომ იყო,პირველად ამდენი წლის შემდეგ ხალხმა ფეხბურთი დაინახა.ყველა გრძნობდა ეს რა თამაშიც იყო ერთი თვის წინათ აგრე დაცემული და ხულიგნობით შერცხვენილი ქართველი მაყურებელი ოთხშაბათს საღამოს იყო ნამდვილი,გულწრფელი და კი არ კლავდა,არამედ ეხმარებოდა თავის ფეხბურთელებს.მგონი ესეც პირველად მოხდა მას შემდეგ,რაც საქართველო აღარ არის გრუზია.
ნამდვილი საქართველო,ნამდვილი ფეხბურთი.
თუ გავიხსენებთ ერთ ზღვისგაღმურ გამოთქმას სულ სხვა ქვეყნის შესახებ,შეგვიძლია ვთქვათ,რომ იმ ღამით საქართველო თბილისის ქუჩებში დაიბადა.საქართველო ხელახლა დაიბადა,ხალხი დაიბადა ხელახლა,რადგან თავისუფლების და იმედის აღუწერელი შეგრძნება,ვაკიდან რომ გამოედინა და თავისუფლების მოედნამდე მივიდა,სხვა რამისაა და არა იმის,რომ საქართველო არის რაღაც სისულელეებით და პოლიტიკით გამოჭედილი ქვეყანა.იქ ჩანდა,რომ ეს ხალხის ქვეყანაა.ჩვენ ხალხი ვართ!ნამდვილი ქვეყნისთვის აუცილებელი ეს სამი სიტყვა იმ ღამეს იყო და ამ სიტყვებს გამაგრება სჭირდება.იქ ახალგაზრდობა იყო,რომელმაც ალბათ ბევრი რამე არ იცის,მაგრამ გრძნობს იმას რაც ნაღდია.იცის რაც ნაღდია.იცის,რომ ოქრო ოქროა,ნაგავი კი-ნაგავი.
და მერე იტყვიან რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაშია.
თუ მხოლოდ თამაში და ფულია კაზინოში დაეტეოდა და ქუჩებს,ქალაქებს და ქვეყნებს არ მოითხოვდა.ღრიალი,ცრემლი და დროშები არ დასჭირდებოდა.
თამაშის შემდეგ რუსებს აღარავინ ახსენებდა.მთავარი საქართველო იყო,იმიტო რომ ეს არ იყო ისეთი აუტანელი რამ,პოლიტიკა რომ ქვია.ეს ცხოვრება იყო.ჩვენი ჩამწვარი,ცამეტი ტყვიით დახვრეტილი ცხოვრება,რომელშიც გაჩდა ნამდვილი,ნამდვილი თამაში,ნამდვილი გრძნობა,ნამდვილი ქვეყანა,ნამდვილი ხალხი.
რუსებმა მგონი კი ეგრეც ვერ გაიგეს რომ სტუმრად იყვნენ,რომ სხვა ქვეყანაში არიან,რომ სახმრეთის გუბერნიაში არ ჩასულან ბურთის ასაკენწლად,რომ ნამდვილ საქართველოში ნამდვილ საქართველოს ვერ დაამრცხებ,როგორც შენ ნაცნობ და ხელქვეით შინაყმას.
ასეთი თამაში იყო,ასეთი ფებხურთი იყო,ასეთი ქვეყანა იყო.ხალხის თითო-თითო ადამიანის და ყველასი ერთად.იმის გარდა ვისაც ჯერ კიდე ატკბობს უვარგისი სიტყვა გრუზია.
ფეხბურთი ბრუნდება,ჩვენი ნამდვილი სიხარული ყველაზე გულწრფელი რამ,რაც შეიძლება ამ ქვეყანში არსბობდეს.

love.gif love.gif love.gif

უდიადესიააააააააააააააა

Posted by: Moby-Dick 11 Mar 2023, 15:47
QUOTE (libero @ 10 Feb 2023, 03:14 )
QUOTE (Moby-Dick @ 10 Feb 2023, 02:42 )
QUOTE (libero @ 10 Feb 2023, 01:42 )
QUOTE (vaho @ 17 Jan 2023, 11:24 )
ზაზა ბურჭულაძემ რა დაწერა, რაის მწერალია?

ერთი მინერალური ჯაზი ვიცი, სრული აბდაუბდაა...

ძია ლევან ბერძენიშვილმა კიდე პირველიო და რავიცი... user.gif


ეჰჰ, აკასი მინდა მადათოვები. cry.gif




ისე ბატონი ბერძენიშვილი უცნაურზე უცნაური კაცი გამოდგება ხოლმე რიგ საკითხებში, მაგალითად სადაც წესით და რიგით უნდა თქვას რო აი ეს თეთრია და ასეა, პირიქით ამბობს ხოლმე, შავიაო.
რა ბურჭულაძე და ბუღაძე, რატომ გვაბოლებს არ მესმის.
ბოლოზე მაინც გაიყვანე შე კაი კაცო რა უბედურებაა პირველ-მეორეზე. lol.gif lol.gif
ძაან უცნაური კაცია ხო გეუბნებით, ხშირად ჭირს ხოლმე ასეთები. ამას იმიტომ ვამბობ რომ ვიცნობ კარგად ამ კაცს, ლექცია არ დევს იუთუბზე რომ მონასმენი არ მქონდეს.
ხოდა ხან დროს გამოკროცავს ხოლმე, რა ვქნათ ჭკვიანებს ჩვევიათ ასეთები.

აკა პირველია. yes.gif

უწერია მეტი რა ქნასbiggrin.gif
QUOTE
ცოცხალი ქართველი მწერლების ტოპ ხუთეულს ანბანის მიხედვით დავაწყობ:

ბურჭულაძემ კიდე დაწერა ერთი წიგნი ამ სიის შედგენის შემდეგ, "ვარდის სურნელი",მთავარი წიგნი ეგ მგონია მაგისი, სულ 2 მაქვს წაკითხული. იმსახურებს საუკეთესო მწერლებში ყოფნას

თვითონ ამბობს პირველიო კაცო. smile.gif რომელირაც ვიდეოშია ბურჭულაძე ნომერ პირველიო საქართველოშიო biggrin.gif თორე დამსახურებით ბურჭულაძეც იმსახურებს და რევაზ ინანიშვილიც. yes.gif

ეხლა მეც ვნახეbiggrin.gif ეს ახალი ვიდეოა, 2 კვირის, მაგრამ იგივეს ამბობს. მეორე ნაწილიც აქვს ანტიკვარი

Posted by: J.R.R.Tolkien 11 Mar 2023, 17:29
ადრე თქვა, როდესაც ცოცხალი მწერლების ტოპ 5 შეარჩია - პირველზე მოსვა ბურჭუ, მერე იყო ბუღაძე და შემდეგ მგონი აკა


ერეკლეს მიმართ შეიძლება მართლა გვქონდეს პრეტენზია, შეიძლება კი არა, ობიექტურად თუ ვაფასებთ უამრავი არასწორი ნაბიჯი გადადგა, უბრალოდ ბერძენიშვილმა ძალიან დიდი სისულელე ჰქნა, როდესაც აბა ომი გინდათ? და ღარიბას კონტექსტში ახსენა, თუმცა ჯანდაბა ემოციებს აყვა, თან ისტორიკოსი არ არის და რაღაც მხრივ მოვუძებნით გამართლებას, მაგრამ რა სფეროს ცოდნასაც იჩენებს იქ რომ ბუღაძეს და ბურჭულაძეს დააყენებ აკაზე წინ, უკვე ბებერი კაცის ბჟუტური და მიკერძოვება აღარ ჰქვია მაგას, ეგაა სრული გამოყლევება.


სამივე მწერლის შემოქმედებას ვიცნობ. ობიექტური თუ ვიქნები დავწერ რომ აკას მაქვს ძალიან ბევრ წაკითხული იმ ორის ცოტა, მაგრამ ისეთ დონეზე მაინც ვიცნობ იმ ორის შემოქმედებას ობიექტურად რომ შევაფასო.

გასაგებია, რომ ბუღაძის მიმართ უარყოფითი განწყობა საქართველოში თამარ მეფეზე რომ დაწერა რაღაც და ბურჭულაძე არ ევასებათ დედაზე რომ იბაზრა, რომელიღაც წიგნში, მოკლედ ორივეს მიმართ არის არც ისე დადებითი დამოკიდებულება, თუმცა ეგ აგრესია უფრო იმ ხალხიდან მოდის, რომლებიც წიგნებს არ კითხულობენ.


ჩემზე კიდევ მსგავსი რაღაცები არ მოქმედებს და მაქსიმალურად ობიექტურად ვეცდები შევაფასო.

ბუღაძით დავიწყებ.

ტიპიური ქართველი ინტელექტუალია - ბევრი ტერმინები რომ დაიზეპირა, ასევე ბევრი რომ წაიკითხა და თავი გენიოსი ჰგონია, თუმცა ცუდი ადამიანი არა მგონია იყოს და საკმაოდ სასიამოვნო მოსაუბრეა.


მის შემოქმედებას რაც შეეხება- ბოლო ზარი მომეწონა, ასევე პატარა მოთხრობა აქვს ემიგრანტებზე. საკაიფო იყო ორივე, დანარჩენი ისე რა, მაგრამ ბოლო ზარზე უკეთესი წიგნი აკას მინიმუმ სამი მაინც აქვს ))) როგორ შეიძლება აკაზე წინ დააყენო ბუღაძე.


ბურჭულაძეს რაც შეეხება - ენა აქვს ისეთი სადაც ქუჩის ლექსიკა და ინტელექტუალური ტერმინები არის კარგად შეხამებული ერთმანეთან. ერთი ამოსუნთქვით იკითხება და დამღლელი მართლა არაა, რაც დიდი პლიუსია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს პოსტმოდერნიზმის სტილში დარჩეს და ზოგჯერ მოდერნისტებს ბაძავს, მაინც დიდი არაფერი შემიქმედება აქვს. ავტობიოგრაფიული ნაწარმოები რომ აქვს იმას არა უშავს.

მინერალური ჯაზი თუ რაღაცა რომ არის დიდი კვერცხობა )))
ვითომ თავიდან ცდილობს ღრუსეთს დააჯვას, იქ საბჭოთა საქართველო და 90 - იანების ჩვენ ქვეყანა გაერთიანოს, ცოტა ჯოისიც იყოს და ცოტა ნაბოც, მაგრამ ერთი ავჯანსანდალი კვერცხობაა. ყველა მისი წიგნი ეგეთია

ეს ვარდის რაც არის არ წამიკითხავს და დავიჯერო აქ ამოხტა ნიფხავიდან და შედევრი დაწერა?

ჩვეულებრივი პოსტმოდერნიზმის მიმდევარი მწერალია, რაღაც თესლობას რომ წერს ჰგონია და მაინც ღლეობას ბადებს.

აი, აკაც ხომ გარკვეულ წილად პოსტმოდერნიზმის მწერლებში გადის და ასევე ქალაქური ტიპის მწერლებში, მაგრამ ამათ ბიჯო რამოდენიმე თავით ჯობია.

მარტო ობოლე არის დამუშავებული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წიგნი, ხოლო სანტა ესპერანსა ჩვეულებრივი შედევრია მიუხედავად იმისა, რომ ნამეტანი პოსტმოდერნიზმის სტილში არის დაწერილი

აკასაც აქვს ცუდი წიგნები თან ბლომად - ეს კუპონის კედელთან თუ რაცა ძალიან სუსტია.

რაღაც რომ აქვს კიდევ ქართველი თავადი რომ რუსის გენერლის
ქალიშვილის გადასარჩენად მიდის ეგეც ღლეობაა და კიდევ
უამრავი, მაგრამ ობიექტურად დამოუკიდებელ საქართველოში ვინც წერა დაიწყო მაგაზე დიდი მწერალი არ გვყავს

ბერძენიშვილი კიდევ როგორც მას აწყობს ისე ჭრის და კერავს

Posted by: George_Best 29 Apr 2023, 05:53
აგვისტოს პასიანსი რა მხეცი წიგნია,ადრე მქონდა ბავშვობაში წაკითხული და ვერ ვიკაიფე,მე რა ვიცოდი ვაკური და ძველბიჭური ამბები და ახლა რო წავიკითხე რა საკაიფოა,იმენა მასტერული წიგნია თავის დიალოგებით და ვაბშე ამ ტიპებზე მაგრა ვკაიფობ,ზახოდა რო ყვება როგორ გაატარა ხუთი თუ ექვსი საათი სანამ პაბეგი მოუწევდა და ამ 5 საათში 6 პერესტრელკაზე ან კაჩაობაზე მოვდა ტიპი,კიდე ზურა რო მარეკას თავს ჩაუტანს სამაჩაბლოში ე.წ სამხრეთ ოსეთში და დადებს და წამოსვლისას რო ფიქრობს ახლა მესვრიანო,თან ისე ფიქრობს რო თითქოს მანჩესტერზე უდევს და ვიდეორეფერი პენალტს ნიშნავს მანიუს კარში და ესეც ეთნემბა რო პენალტი იქნებაო,დაახლოებით მაგ დონეზე განიცდის და მაგ თაობას მაინც ქონდა რაღაცნაირი რამანწიკა ყველა ###ობისდამიუხედავად,რაღაც ცხოვრება მორიკონეს ვესტერნების პონტი ეგონათ და მოვკვდვები მარა იდეინად ძმაო ქონდათ და უდი ხოა,მარა მაინ აქვს რაღაც ისეთი რა,სადღა გენიალური,სადღაც ავადმყოფური,სადღაც ბოროტული,ოღონდ ჩემი ჭკუით სერიოზული ფსიქოლოგიური კვლევა შეიძლება დაიდოს მაგ პერიოდზე ხოდა მე რო მკითხო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ზახოდა მირჩვნია რა

Posted by: George_Best 2 May 2023, 02:07
გასკდა ეს გული-ამოიოხრა ზურამ-გრანდ ოტელი ხო არ არი.აღარ ეტევა ამდენი.

იმენა თაობის სევდა ამოაყოალა
ან თაობების

ბავშვობის ძმაკაცის სიკვდილის ამბავი გაიგო


Posted by: narmonana 2 May 2023, 14:36
QUOTE (George_Best @ 2 May 2023, 02:07 )
გასკდა ეს გული-ამოიოხრა ზურამ-გრანდ ოტელი ხო არ არი.აღარ ეტევა ამდენი.

იმენა თაობის სევდა ამოაყოალა
ან თაობების

ბავშვობის ძმაკაცის სიკვდილის ამბავი გაიგო

ის სულელი გოგო მევასება მაგრა, ცხინვალში რო გაიყოლებს

Posted by: George_Best 7 May 2023, 08:12
QUOTE
ის სულელი გოგო მევასება მაგრა, ცხინვალში რო გაიყოლებს

მაკუცუნა

ძაან უცნაური წიგნია,რატო გამომყვა ამდენი ხანი არ ვიცი,კიდე უცნაური ისაა რო ეს პერსონაჟები ალბათ ზურას და აკას თავისი თავი რო ყავს შემოყვანილი,მაგის გარდა ყველა ცუდები არიან,ოღონდ რაღანაირი ცოცხალი ტიპები არიან,კლასიკური ცუდი ვაკე,ქოცების ამომრჩევლები იქნებოდნენ დღეს ალბათ უმეტესობა,ოღონდ მაინც ტოვებენ რაღაცას უკან,რაღაც ბექგრაუნდს,კაცები განსაკუთრებით,ცხოვრება ფბზე კი არა მართლა ომებში და პერესტრელკებში აქვთ გატარებული,ზახოდა მაგრა მევასება,რანაირი ტიპაჟია,აი ყველაფრისდა მიუხედავად რაღაცნაირი სიკეთე და სიჩესნე აქვს
მერაბს რო ის ეპიზოდი ახსენდება თუთაშხიადან,ელეს რო ამ ცისფერი საკაბე ვუყიდეო დათა რო ბაზრობს,ეგ ეპიზოდი სუ მეც მახსოვს,რანაირად ამუღამებს ეს კაცი ეგეთ რამებს
დვაცეტ ლეტ სპუსწია...
აი ეს დღეები მასტერას და ლევანნა ბერძენიშვილს რო უყურებ,ორი კლოუნი,მაგათ ფონზე ეს ტიპები რა მხეცები ჩანან,კლოუნები მაინც არ არიან ტო
მასტერას და ზახოდას ბაზარს დავესრებოდი სიამოვნებით :დ :დ

Posted by: narmonana 7 Jun 2023, 21:42
George_Best
ეხლა ვიმეორებ და მანდ ყველაზე ნაბოზარი ვინაა იცი? ანზორა, რამაზას მძღოლი, იმენა ჩათლახია, ის ბოზი ეკაც კი ხვდება, რო შანტაჟის ამბავი არ უნდა უთხრას


მაგრა მინდა აუდიო წიგნის ჩაწერა, მაგრამ მაკუცუნა და ლიკა მე როგორ გავახმოვანო, ჰერმიონი კაი ჯანდაბას, მაგრამ ლიკას მაინც, გოგო გამხმოვანებელი უნდა, ძაან თესლი რამის გაკეთება შეიძლება, მუსიკით ამბებით


"ორი მაგდენი რამდენია,ბიჭო?"

მაგარია ზურა

Posted by: Ezekia 7 Jun 2023, 22:22
narmonana
QUOTE
მაგრა მინდა აუდიო წიგნის ჩაწერა, მაგრამ მაკუცუნა და ლიკა მე როგორ გავახმოვანო, ჰერმიონი კაი ჯანდაბას, მაგრამ ლიკას მაინც, გოგო გამხმოვანებელი უნდა, ძაან თესლი რამის გაკეთება შეიძლება, მუსიკით ამბებით



კაცებს რო ახმოვანებ, ხმებს იცვლი?

გოგოებიც ჩვეულებრივად გაახმოვანე, რა პრობლემაა. კარგი რამე გამოვა აუდიო პასიანსი. მუსიკით, ამბებით. "გუნდით, არქიელით, გუბერნატორით" ))

Posted by: narmonana 7 Jun 2023, 22:33
Ezekia
ბოლე მენე ვიცვლი biggrin.gif გოგოებზეც მაგრამ ნეეჰ, გოგოები უნდა ვნახო, იმიტო რო ძააან მაგარი წიგნია,ახლა რო დავაკვირდი, გოგოებიც უნდა ვნახო და ბიჭებიც, აი 1000 გამომწერზე ვიზამ, მანამდე იქნება სუშილკაში პატარა ხმის ჩამწერი სტუდია მოიხოდოს biggrin.gif

ცხელი ძაღლივით ჯიგრული რამე გამოვა

user posted image

Posted by: George_Best 8 Jun 2023, 01:28
აუ არა, სწორია ნარმო,მაკუცუნა პიროვნებაა და ისეთმა გოგომ უნდა გაახმოვანოს რო ეგეც პიროვნება იყოს
რამაზას ცოლი როა და ზურას ძმისცოლი ეგეც პიროვნებაა
მოკლედ ისეთი ამბავია გოგოებიც საჭიროა რა,ან ერთი ნავაროჩენი მსახიობი გოგო რო გააძრო,გაქაჩავს რა ყველაფერს

კი,მუსიკა,ერთი შენნაირი ნიჭიერი გოგო და შენ,დაჟე უმუსიკოდაც კარგ რამეს იზამთ

გულია თუ გრანდოტელი ძმაო

უი ზურას ძმა რამაზა არაა :დ
ზურას ძმა ვინცაა მაგის ცოლიც პიროვნებაა,ლამაზი თვალებით :დ
ა მერაბა ხო ზურას ძმა,ნაომარ,კაგებეე :დ

Posted by: ikasso 8 Jun 2023, 02:09
QUOTE (George_Best @ 8 Jun 2023, 01:28 )
აუ არა,  სწორია ნარმო,მაკუცუნა პიროვნებაა და ისეთმა გოგომ უნდა გაახმოვანოს რო ეგეც პიროვნება იყოს
რამაზას ცოლი როა და ზურას ძმისცოლი ეგეც პიროვნებაა
მოკლედ ისეთი ამბავია გოგოებიც საჭიროა რა,ან ერთი ნავაროჩენი მსახიობი გოგო რო გააძრო,გაქაჩავს რა ყველაფერს

კი,მუსიკა,ერთი შენნაირი ნიჭიერი გოგო და შენ,დაჟე უმუსიკოდაც კარგ რამეს იზამთ

გულია თუ გრანდოტელი ძმაო

უი ზურას ძმა რამაზა არაა :დ
ზურას ძმა ვინცაა მაგის ცოლიც პიროვნებაა,ლამაზი თვალებით :დ
ა მერაბა ხო ზურას ძმა,ნაომარ,კაგებეე :დ

ძაან კარგია. სვეჟი კვირტივითაა საიდანაც მთელი აკა გაიზარდა

Posted by: Ezekia 8 Jun 2023, 02:21
narmonana

მიდი, ორივე ვარიანტი ცადე ))
გოგოებით, უგოგოებოდ.
ოღონდ მუსიკაც შეცვალე და სხვა ხმებიც მაგ ვარიანტებში.

))

Posted by: ikasso 8 Jun 2023, 15:46
QUOTE (narmonana @ 7 Jun 2023, 22:33 )
Ezekia
ბოლე მენე ვიცვლი biggrin.gif გოგოებზეც მაგრამ ნეეჰ, გოგოები უნდა ვნახო, იმიტო რო ძააან მაგარი წიგნია,ახლა რო დავაკვირდი, გოგოებიც უნდა ვნახო და ბიჭებიც, აი 1000 გამომწერზე ვიზამ, მანამდე იქნება სუშილკაში პატარა ხმის ჩამწერი სტუდია მოიხოდოს biggrin.gif

"დაინახე, რაც გესმის" - ეგ არხია, არა? 36 ათას გამომწერს მაჩვენებს.

კარგი იქნებოდა ცოცხალი დიალოგები, მარა ცოტა რთულია. პროსტო ტექსტების ერთად წაკითხვით შეიძლება ისე ბუნებრივი არ გამოვიდეს. მსახიობური ნიუანსებიცაა საჭირო ალბათ.

ეხლა როგორც აკეთებ ხოშიანია. აუდიწიგნი როგორიც უნდა იყოს. მაგრამ მე რავიცი, მაინც ცადე, იქნებ გამოვიდეს. პროსტო ისეთი გოგო ნახე, შესავით რომ უყვარდეს ეგ წიგნი)

რა მიკროფონს ხმარობ?

Posted by: narmonana 8 Jun 2023, 16:05
ikasso
გაჩერებულია ეგ არხი

QUOTE
პროსტო ისეთი გოგო ნახე, შესავით რომ უყვარდეს ეგ წიგნი)

თან კარგად რომ წაიკითხოს, თან აკა რო უყვარდეს, აუდიო წიგნი კი არა, ცოლად მოვიყვან ეგრევე biggrin.gif

ვცადე მე ადრე, ეპიზოდურ როლებში ხალხის გაძრობა, მაგრამ ვერ გამოვიდათ კარგად, მე პრაქტიკაში ვვითარდები ნელა-ნელა და პირდაპირ ხმამაღლა კითხვის დაწყება რთულია ცოტა, თან ბუნებრივიც რომ იყოს.

QUOTE
რა მიკროფონს ხმარობ

Samson go mic, მაგრამ ხარისხი არა იმდენად მიკროფონზეა, რამდენადაც ადგილზე სადაც წერ, მე ოთახში ვერ, კომპუტორთან და ზოგჯერ მაუსის წკაპუნი ისმის, ზოგჯერ ჩემი ძაღლი და კატა დაფხაჭუნობს, ერთგან მემგონი ჯართს ვიბარებთ ისმის biggrin.gif მაგრამ ვცდილობ გავფილტრო პროგრამაში მაქსიმალურად


Ezekia
ვცდი, რატოც არა...

ეს ხო გამოვიდა, უბრალოდ ტელეფონით ვიწერდი მაშინ და არც ვიცოდი ხმების მომატება და ამბები biggrin.gif დაბალი ხმა აქვს

Posted by: მაისი 10 Jun 2023, 00:58
ვსო სულ ეს იყო? ამოწურა თავი როგორც მწერალმა? რა ვიცი არაფერს აღარ წერს და

Posted by: narmonana 13 Jun 2023, 08:22
ზურა გადაგდებას რომ ჩალიჩობს ამ გაქანებულ პანაშვიდებ-გასვენება-მოჭრილთავებში და საავადმყოფოში დარბის ნამცხვრებით ლომკიანი, თან ყველა ატყობს.

სამი დღეა პაპიროსს აღარ ვეწევი და მოვკვდები ასიანი

Posted by: Aleksandre166 13 Jun 2023, 13:56
„ვენერას სიზმარი“ და „სანტა ესპერანსა“ მაქვს მხოლოდ მისი წაკითხული და ძალიან მომწონს up.gif

Posted by: ikasso 14 Jun 2023, 16:43
[QUOTE=narmonana,8 Jun 2023, 16:05 ]


[QUOTE]რა მიკროფონს ხმარობ[/QUOTE]
Samson go mic, მაგრამ ხარისხი არა იმდენად მიკროფონზეა, რამდენადაც ადგილზე სადაც წერ, მე ოთახში ვერ, კომპუტორთან და ზოგჯერ მაუსის წკაპუნი ისმის, ზოგჯერ ჩემი ძაღლი და კატა დაფხაჭუნობს, ერთგან მემგონი ჯართს ვიბარებთ ისმის biggrin.gif მაგრამ ვცდილობ გავფილტრო პროგრამაში მაქსიმალურად

------
ეგ ხმები, პირიქით, კარგიად ბუნუელის ინტერვიუ მახსოვს სადღაც ესპანეთში და უცებ ვირი დაიყროყინებს. ის ვინც იღებს ინტერვიუს ეუბნება, უკაცრავად, იქნებ თავიდან დავიწყოთო. ეს ებუნება, შე დურქო, ამის ამოღება როგორ შეიძლებაო givi.gif

რა ვიფიქრე, რაღაც მიკროფონი დავითრიე შვიდი წლის წინ , პოლუ-პრაფესიონალსკი. ხოდა მიგდებული მაქვს. შეიძლება ბევრით ვერაფრით აჯობოს შენსას, მაგრამ აბა გადახედე, მიხვდები, თუ გამოგადება. მაინც მტვერი უნდა დაედოს და შენ რომ მოგცე, როგორც ამბობენ, კაი საქმისთვის გამოიყენებ.

ეს არის


Posted by: narmonana 14 Jun 2023, 17:26
ikasso
ჰეჰ, მადლობაა, კაი ადამიანი ხარ, მაგრამ გქონდეს, ამითაც გავდივარ იოლას,


Posted by: ikasso 14 Jun 2023, 21:16
QUOTE (narmonana @ 14 Jun 2023, 17:26 )
ikasso
ჰეჰ, მადლობაა, კაი ადამიანი ხარ, მაგრამ გქონდეს, ამითაც გავდივარ იოლას,

ხო, ალბათ არც იქნება ისეთი სხვაობა.

მთავარია ცოლს რომ მოიყვან, სულ არ მიივიწყო აკა gigi.gif . გააგრძელე ჩაწერები

Posted by: მაისი 15 Jun 2023, 15:23
რატომ არ წერს ახალ წიგნს?

...............

Posted by: George_Best 18 Jun 2023, 05:29
იკას და ნარმოს დიალოგი იმენა აკასეული ამბავია
მომწონს მე ეგ


Posted by: ikasso 18 Jun 2023, 20:34
QUOTE (George_Best @ 18 Jun 2023, 05:29 )
იკას და ნარმოს დიალოგი იმენა აკასეული ამბავია
მომწონს მე ეგ

კაი ადამიანი ხარო რომ დაწერა, ერთი მამაჩემის ძმაკაცი გამახსენდა პლეხანოვზე, ნოდარა. ირანში და ეგივპტეში უშვებდნენ ხოლმე მაშინ კომუნისტები, და ამანაც 2 წელი თეირანში იმუშავა, ექიმი იყო. ხოდა რომ ჩამოვიდა და ბირჟაზე გამოვიდა, ეკითხებიან ძმაკაცები, მოგვიყევი რა ხდებოდა, კარგი იყოო? ეს პასუხობს, თავიდან ყველაფერი კარგი იყო სანამ არ გაიგეს რა მძღნერიც ვარო gigi.gif არა, ჩემ თავს არ ვაიგივებ, პროსტო გამახსენდა, მაგარი ტიპი იყო. მამა ყავდა მეცნიერმუშაკი, გარიკა ფიცხელაური და შტეფან ცვეიგზე გიჟდებოდა. ხოდა ყვებოდა შესცა ამ ცვეიგს, კვირაში ერთხელ წერილებს უგზავნის, თან შიგადაშიგ ჭკუასაც არიგებს, იქ ასე ჯობდა დაგეწერა, აქ ასეო. givi.gif ეს ცვეიგიც ალბათ ჩვენი მეპარასავით გულგახსნილი არ იქნებოდა რჩევებისთვის. აქ რომ გახსნა თემა, აბა თქვენ იცით ყველაფერი მითხარით, როგორ დავწეროო lol.gif ნოდარა კიდე ამბობდა ყოველ ჯერზე საფოსტო ყუთს რომ ვხსნი უკვე ველოდები ტელეგრამა დამხვდება ავსტრიიდან, სადაც დიდი ასოებით ეწერება - ГАРИК, ПОШЕЛ ТЫ НА ХУЙ!!!! ქვემოთ ხელმოწერა Штефан Цвейг gigi.gif

Posted by: მაისი 2 Jul 2023, 00:36
..................................................................................................

Posted by: vaho 5 Jul 2023, 09:34




........................................................

Posted by: narmonana 14 Jul 2023, 11:27
George_Best
მოგელა ეუბნება ფეფოს, კი, მახსოვს, ერთხელ ეცვა, პანტიანში ვიყავით ფეხბურთზეო. ასული როა და ფეფო რო კურტკას მისცემს

დღეს კიდე სპორტის განყში თემა ვნახე, პანტიანი და ძველი ფეხბურთი

ხოდა, რა ხდებოდა პანტიანში? რამე ფირმა სტადიონი იყო?

მე ვეუბნები ხოლმე ამიგოებს, რო არ ვიცით რა ვაკეთოთ, წამო პანტიანშო ფეხბურთზე მეთქი biggrin.gif

Posted by: sunny-day-today 14 Jul 2023, 11:31
narmonana
სტადიონი კი არ იყო იქ მიქონდათ ტელელიზორები, მანქანის კაპოტზე დგამდნენ და იქ იჭერდა რომელიღაც არხს ანტენა რომელიც ფეხბურთს გადმოსცემდა.

Posted by: narmonana 14 Jul 2023, 11:36
QUOTE (sunny-day-today @ 14 Jul 2023, 11:31 )
narmonana
სტადიონი კი არ იყო იქ მიქონდათ ტელელიზორები, მანქანის კაპოტზე დგამდნენ და იქ იჭერდა რომელიღაც არხს ანტენა რომელიც ფეხბურთს გადმოსცემდა.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ეხლა არ მოვკვდე

Posted by: sunny-day-today 15 Jul 2023, 09:55
narmonana
რატო გაგეცინა?

....................................

Posted by: narmonana 15 Jul 2023, 11:45
QUOTE (sunny-day-today @ 15 Jul 2023, 09:55 )
narmonana
რატო გაგეცინა?

....................................

სხვა რამე წარმომედგინა მე საერთოდ, მეთქი სტადიონია რამე იქ და მაგიტო დადიოდა ხალხი biggrin.gif

Posted by: freemason13 3 Oct 2023, 01:11
"მე კი მაგრათ მშიერი ვარ პახოდუ. აბა, არ მომშივდებოდა? მწვადები კაი ხნის გაცივებულია და მაინც მივაწექი. ღამით ასწორებს ცივების ჭამა. ღამით არ გევასება, რო მაცივრიდან კატლეტები გამოიღო და ჭამო? იასნია, ყველას ევასება. ნატუკა რო შედებს ხოლმე, ერთი რაღაცნაირი შუშის ქვაბი გვაქ, ყვითელი, და რო გავხსნი მაცივრის კარებს და იმაში კატლეტებს დავინახავ ღამე, მაგრათ მისწორდება, ანდა ზაფხულში რო დაპუსწიმ მსოფლიო ჩემპიონატია და ღამე რო უყურეფ და მოგშივდება და თუ
გაიჩითა აჯაფსანდალი ან ეგეთი რამე მაგარი ცივი, მაგრათ ასწორებს."

რა უბრალოა და იმენა მიგნებაა, ლოკალური სიხარულის დდდ

Posted by: SkullCrusher 11 Nov 2023, 03:41
რომელი წლიდან ცხოვრობს ინგლისში?

Posted by: მშპს_მივხედოთ 22 Apr 2024, 05:22

არც ვიცოდი,გამიკვირდა დაგიწერია ამ ამბებზე,მივხვდი რო ტვინი მოგიტყნეს,შენი ბრალია,ეგრე არ გამოვა,თამასა მაღლა აწიე,გასკოინზე სტატიები გაიხსენე,უნდა გიტყნან ტვინი
ის აღარ გამისწორდა,აგინებენო,ზოგი იცავსო,ნუ უფრო ის გამისწორდა რო ცოცხალი ხარ,განა რამე სარბიელის პოდკასტში გისმინე,აგერ პირველ არხზეც,სადღაც ალბათ ჯღაპნი,მარა რო შეიკეტე,მესმის,ვხვდები,მარა ეს პასუხი რო გაეცი და წერ კარგია
ზატო ის გამისწორდა როგორც დაწერე,ახლა არაპოპულარულად,ჩვენ ის ვიცით რო ქოცების დედა ######თ,ვიცი ხვდები,რუსების დედასაც,მაგასაც წერ,მე მომეწონა რო ბუღაძე არ ხარ,არ ც ამაღლობელი და არც მაგათში ყველაზე კარგი ტურიკა,შენ შენ ხარ,ისევ ისე, ჩახლართულად,რთულად მარა მარტივად წერ რუსების დედას რო ######თ და ამ ბავშვებს დიდი ომი აქვთ,რაც შენმა თაობამ და ჩვენ ნაწილობრივ წავაგეთ,თან რუსებს,რუსების დატოვებულ ###ობბს მოუგონ და პატიოსნები დარჩნენ,კარგად დაწერე
ოღონდ დაბერდი,მაგიტო ვეღარ წერ მოგელებს,ვაბშე რას წერ რო?ეს კარგია, ჰემინგუეი ხო გიყვარს,ცხელ შოკოლადში რა მაგრა გეწერა ჰემინგუეიზე,ბაბუ რას ბაზრობდა,ყველას მკვდარი ეგონა და ამ ჩემისამ მოხუცი და ზღვა მოცხო-ადამიანი დამარცხებისთვის არ არის გაჩენილიო,ის შეიძლება მოსპო,მარა ვერ დამარცხებო,შენ დაბერდი და განმარტოვდი,იქ ხო წერ ვუყურებ აქციებსო,ხოდა ნახე ბავშვები,როგორები არიან?რუსები რო ა#####ანით აქ 2003-ში როგორ წერდი ,კაცები მძიმედ,მაგრამ მაინც ივიწყებდნენ გრუზია რააო,ამათმა არც იციან,არც უნდა იცოდნენ და ვერ გაიგებენ
ვიცი არ გევასება ის რო გთხოვენ იბაზრე,ვიცცი კომუნიზმის სხვა სახეა,ყველა ერთ აზრზე,ვინც ჩვენთან არაა მტერია,მარა რავი ის ბავშვებიც და მგონი უფროსებიც,ყველა თუ არა რაღაც ნაწილიც მაგას ვებრძვით,მარტო ამ კანონს ,ქოცებს,რუსებს კი არა,იმას რო 91-წელი არაა და აზრების თავისუფლება გვინდა,ეგაა პონტი
მინდა რო იმ ცაგერში გაისეირნო,მთავარ სკვერს რო გაცდები გაუყვე გზას და ლენტეხისკენ აუხვიო,ცოტა ხანი გაჩერდი,გადახედე იქ გარემოს,დატკბი,ვიცი სუ ტკბები და იმაზე იფიქრე რო ადრე დანებდი,ადრე დაბერდი,წერილის გამო არა,წერილი კარგია,უბრალოდ მუხტი აღარ გაქვს,იმას კი არ ვამბობ ბუღაძისავით ###ობები იბაზრე მეთქი ან ტურიკასთან განსხვავებული დალიე მეთქი,უბრალოდ ჯერ ადრეა პენსიაც,სიკვდილიც,სიბერეც,ცხოვრება წინაა
მე მგონია გყავს თან ძმაკაცეები,ისეთები,სიცილისგან საყურეს რო გადაყლაპავენ,ხოდა ნუ ტყნავ ტვინს,დაბრუნდი და წერე

ქოცებს ჩვენ #######ავთ მაგ დამსმელ პატრონებს,ის ბავშვები კიდე მოგისმენენ და ამ ომებში თავის პატიოსნებებს შეინარჩუნებენ

ჩჩვენ მოგელა გვინდა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)