Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > საერთაშორისო სიტყვები


Posted by: Ekoeko23 3 Mar 2013, 17:17
მოგესალმებით ყველას! ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი საერთაშორისო სიტყვებთან დაკავშირებით, ფიქრობთ თუ არა, რომ საერთაშორისო სიტყვები აიოლებს კომუნიკაციას და რატომ? წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Assassin_ 11 Mar 2013, 15:27
აიოლებს! პირველ რიგში იმიტომ რომ ბევრი სიტყვა ქართულად საერთოდ არ არსებობს.

Posted by: naxa10vka 13 Mar 2013, 19:04
გააჩნია რას გულისხმობ საერთაშორისო სიტყვებში...

ქართულ ენაში ამჟამად ხმარებულ უცხო სიტყვათა აბსოლიტურ უმრავლესობას (80 პროცენტს ალბათ) აქვს ქართული შესატყვისი...

დარჩენილი მცირედი (10 პროცენტი ალბათ) არის ტექნიკური ტერმინოლოგია და შეიძლება ხმარებული იქნას ორი მეცნიერის ერთმანეთთან საუბრისას.

კიდევ არის ისეთი "საერთაშორისო" სიტყვებიც, (დარჩენილი 10 პროცენტი) რომლებიც ქართულში დამკვიდრებულია და ძნელად თუ ვინმე აღიქვავს მათ "არაქართულად"... (მე უკვე ვიხმარე: აბსოლიტური, პროცენტი, ტექნიკური და ა. შ.)

სამწუხაროდ, ქუჩაში შეხვედრილი ორი მეზობელიც კი ვერ ილაპარაკებს უცხოური სიტყვების გარეშე... ავტობუსი, ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი, მაღაზია, ბაზარი...

მაგრამ, თუ ლაპარაკია ისეთ "საერთაშორისო" სიტყვაზე როგორიცაა მაგალითად "ადეკვატური", ასეთი სიტყვების ხმარება კომინიკაციას არ აადვილებს, ასეთი სიტყვების ხმარება მიუთითებს მხმარებლის ან სიბრიყვეზე, ან მეტიჩრობაზე ("ნახეთ, უცხოური ენები ვიცი!") ან ქართული ენის არასათანადოდ ცოდნა/ყვარებაზე.

საკვირველია უბრალოდ რომ ამ სიტყვას სწორედ ისინი ხმარობენ ვისაც ქართული ენის ცოდნა/ყვარება ევალება ყველაზე მეტად.

მაგალითად, ჩვენი ბრიყვი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისგან ხშირად გაგვიგია რომ: "ადეკვატური პასუხი მიიღო" მაშინ როცა შეიძლება: ჯეროვანი პასუხი მიიღო ან, შესაბამისი პასუხი მიიღო ან, შესატყვისი პასუხი მიიღო...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)