Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Web Programming > სად ვისწავლო?


Posted by: Mikerson 30 Dec 2019, 03:30
რას მირჩევთ ფრონტ ენდ კურის გავლა მინდა და თუ შეხება გქონიათ ამ ორიდან რომელში უფრო უკეთ მასწავლიან?
რომელს მირჩევთ ჯეოლაბს თუ ისრაელის ტექჰაბს?

პ.ს. თუ სხვა უკეთესი ვარიანტიც გაქვთ გამოუშვით

Posted by: Fatalist 30 Dec 2019, 15:57
მყავს თანამშრომლები ორივედან, როგორც ვიცი ნორმალურია ორივე(თუ მოინდომებ რა თქმა უნდა, ძალით ვერავის ჩაუტენიან თავში ცოდნას). მე მაინც ტექჰაბს ავირჩევდი, სწავლის მერე იქვე დასაქმების ვარიანტი მანდ უფრო არის როგორც ვიცი.

Posted by: Mikerson 3 Jan 2020, 20:22
თან ფრონტენდის სრული კურსი არ ქონიათ ჯეოლაბში მარა ისრაელის ტექჰაბში 3000 ლარამდე ჯდება სრული კურსის გავლა და საკმაოდ ძვირია

ხოდა რამე ალტერნატიულ ვარიანტსაც ვეძებ და ვინმემ თუ იცით დაწერეთ რა

Posted by: anderlain 7 Jan 2020, 22:06
ერთი კითხვა მაქვს, აი ფრონტენდის კურსი რომ გავიარო ტექჰაბში აი ძაან ნორმალურად რომ დავამუღამო დაახლოებით რამდენ ლარიან სამსახურს ვიშოვი მიახლოებით რომ ვიცოდე ღირს ამ თანხის დახარჯვა?

Posted by: anderlain 12 Jan 2020, 12:00
მიპასუხეთ.
30 სიმბოლოოოოოოოოოოო

Posted by: SNYPI 21 Jan 2020, 13:57
Mikerson
QUOTE
თან ფრონტენდის სრული კურსი არ ქონიათ ჯეოლაბში მარა ისრაელის ტექჰაბში 3000 ლარამდე ჯდება სრული კურსის გავლა და საკმაოდ ძვირია

ხოდა რამე ალტერნატიულ ვარიანტსაც ვეძებ და ვინმემ თუ იცით დაწერეთ რა

მოკლედ გეტყვი, ცუდი არაა ტექჰააბი, უბრალოდ ის კურსი რაც აქვთ 6 თვიანი არაა საკმარისი რო ნორმალურად ისწავლო, 6 თვეში გასწავლიან html,css,sass,react an angulas + js da jqery უწერიათ, ხოდა შენთვითნ დაფიქრდი ეხლა ამ ყველაფერს 6 თვეში თუ ისწავლი.. მოკლედ რომ გითხრა იქ სიარულთან ერთად რაღაც პატარა დონე საბაზისოს გასწავლიან (ეგ საბაზისო გირჩევბნია ვიდეო გაკვეთილებიდან ისწავლო და ისე მიხვიდე თუ ძაან გინდა) მაინც მოგიწევს უამრავი მასალის მოძიება და გავკეთილების ყურება...


Posted by: Mikerson 22 Jan 2020, 15:58
ხოდა ჩემით მაქვს ნასწავლი html 100% css 70% js 30% და მაგიტომ მინდა კურსის გავლა რო ცოდნა გამიღრმავონ და რასაც იუთუბზე ვიდეოების ყურებით ვერ ვიგებ ეგენი რო ამიხსნან დეტალურად

სმარტ აკადემია ვნახე კიდევ და მაქეთ უფრო მიმიწევს გული

Posted by: SNYPI 22 Jan 2020, 22:48
QUOTE (Mikerson @ 22 Jan 2020, 15:58 )
ხოდა ჩემით მაქვს ნასწავლი html 100% css 70% js 30% და მაგიტომ მინდა კურსის გავლა რო ცოდნა გამიღრმავონ და რასაც იუთუბზე ვიდეოების ყურებით ვერ ვიგებ ეგენი რო ამიხსნან დეტალურად

სმარტ აკადემია ვნახე კიდევ და მაქეთ უფრო მიმიწევს გული

ხოდა მააგს გეუბნები ზუსტად რომ ღმრად პირიქით ვერ აგიხსნიან, მანდ უფრო ზედაპირულად ეხებიან , 6 თვეში შეუძლებელია ეგ ყველა ენა ღრმად აგიხსნან, შეგიძლია მანდ მიხვიდე ზედაპირულად ისწავლო და მერე ჩაუღრმავდე... ყოველშემთხვევაში მე რომ მივედი ეგრე იყო და მაგიტომაც წამოვედი 2 თვეში უკან..

1 წელი რომ მიდიოდეს კურსი და 3000 ღირდეს კიდე კარგი იქნებოდა მაგრამ 6 თვე უბრალოდ ცოტაა...

Posted by: ბუდარია 22 May 2020, 14:35
QUOTE
1 წელი რომ მიდიოდეს კურსი და 3000 ღირდეს კიდე კარგი იქნებოდა მაგრამ 6 თვე უბრალოდ ცოტაა...


მე ერთ კარგ რჩევას მოგცემთ ჩემი მაგალითიდან, ზუსტად 1 წლის წინ ჩავუჯექი html/css/js და ახლა მაქვს ჩემი საიტები და ერთ თვეში უკვე 5 საიტი მექნება მზად, აქედან ერთია მუშა მდგომარეობაში www.hipermarket.ge სადაც ბექენდი სხვას ავაწყობინე, დანარჩენი ოთხი კი დიზაინი-ფრონტის მხარე იქნება, მაგალითად ეს www.budaria.ge

თქვენ კი არ უნდა ისწავლოთ, საქმე უნდა აკეთოთ, რაის სწავლა. სწავლა რომ დავიწყე 1 თვის მერე უკვე საიტს ვაკეთებდი.

თუ საქმის კეთების სურვილი არ გაქვთ, სწავლით ვერაფერს გახდებით, ძალიან დიდი დრო გაგივათ ეგრე.

დაიწყეთ პირდაპირ საქმით, დაიწყეთ პირდაპირ საიტის აწყობით, ოღონდ წვრილმანებამდე უნდა დაამუშაოთ, რადგან ყველაზე დიდი დრო წვრილმანებს მიაქვთ და ყველაზე მეტი ცოდნაც მანდაა საჭირო. რეალურ საქმეს რომ შეეჭიდებით, მანდ მიხვდებით რა სირთულეების გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ დამიჯერეთ და 1 წლის მერე სულ ლიწინით წავა საქმე.

მოკლედ შეისწავლეთ საიტის სახეობები, აიღეთ აქედან 10 სხვადასხვა ტიპის საიტი და გააკეთეთ სრულყოფილად, წვრილმანებიანად. ეგ იქნება თქვენი სწავლა.

Posted by: Lekso-Dav 22 May 2020, 18:01
ონლაინ უფასო კურსების მეტი რაა ამდენი ფული რომ იხადო

Posted by: lilu777 23 May 2020, 08:07
Mikerson

თუ დამიჯერებ ფრონტ ენდი არის უმარტივესი. ეგ ჯგუფური მეცადინეობები ფულის გადაყრაა. თუ მაინცდამაინც არ შეგიძლია თავიდან მარტო დაწყება იარე ვინმესთან მოსამზადებლად, რომ მარტო შენ იყო . არაფერში არ გჭირდება სხვებთან ერთად სწავლა, შენ დროს სხვისი კითხვები წაგართმევს. მოკლედ ვინმესთან იარე და მერე ივარჯიშე სახლში.

თუ ნებისყოფა გეყოფა შენით იმეცადინო ჯერ მარტივი რამე წაიკითხე, რომ გაეცნო რასთან გაქვს საქმე ან ვინმეს ვიდეოს მოუსმინე და ამით დაიწყე ,
https://www.freecodecamp.org/
ამოცანებს გაძლევს და ამოხსნა გაკეთებაში სწავლობ ფაქტიურად , ბოლოს სერთიფიკატიც არის smile.gif


ეხლა ვნახე ნაწილობრივ შენითაც გისწავლია და ჯგუფურ მეცადინეობაზე რა გინდა smile.gif

Posted by: DoomDev 24 May 2020, 16:52
QUOTE
თუ დამიჯერებ ფრონტ ენდი არის უმარტივესი


საიდან ეს დასკვნა ? ფრონტზე გიმუშავია?

Posted by: lilu777 24 May 2020, 23:15
DoomDev

კი და კურსებზეც მივლია. რავიცი მე ძალიან მეადვილა. კურსებზე სიარული კიდევ უბრალოდ დიდი დროის დაკარგვა იყო, ნუ თუ რათქმაუნდა ისეთი ვიღაც არ გასწავლის , რომ მისი მარტო გამოცდილების გაზიარებაც ღირებულია

Posted by: DoomDev 25 May 2020, 00:12
lilu777

კარგი,... და მოსაზრება რომ ფრონტი ადვილია მაგალითად ვიდრე ბექი რა არგუმენტევით შეგიძლია გაამყარო შენი მოსაზრება?

Posted by: lilu777 25 May 2020, 06:11
DoomDev

არვიცი აბა რა გავამყარო. შორს არ წავსულვარ, მაგრამ ვსწავლობდი html, css, javascr1pt მე რაც მჭირდებოდა და არ მეჩვენა რთული.
კომბინაციები უნდა დაიმახსოვრო და გამოიყენებ მერე რაც გჭირდება . რაღაც წვრილმანებში ფოტოშოფიც გეხმარება. პრინციპში რაც მეტი იცი უფრო მეტი გესმის.
არვიცი ზოგადად მხედველობითი მეხსიერება მაქვს , მეგონა ადამიანების უმეტესობა ასე იყვნენ
არ მგონია განსაკუთრებულად ნიჭიერი ვიყო smile.gif


ისე კომპიუტერული ინჟინერია ბევრად მიზიდავს, თითქოს გოგოს საქმე არაა მაგრამ მაინც. 17 რომ ვიყო დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი, მაგრამ ეხლა კიდევ რაღაცის თავიდან დაწყების ნერვები არ მაქვს

Posted by: DoomDev 25 May 2020, 13:21
lilu777

გასაგებია. ვიფიქრე შედარების მიზნით უთხარი რომ ფრონტი მარტივია ასათვისებლად დლლ. წაკითხულის გააზრების ფეილი მომივიდა...
რაც შეეხება სწავლა/ასაკს არასდროს სწავლამ ასაკი არ იცის ანუ განათლების მისაღებად ასაკი ვერ დაგაბრკოლებს wink.gif

ფრონტს და ზოგადად პროგრამიერების სწავლას რაც შეეხება ბეისიქები მარტივია ყველგან ფრონტზეც ბექზეც და მეშინ ლერნინგზეც
მთავარი მერეა ცოდნის გაღრმავება განვითარება. მე გეტყვი ჩემს მაგალითს როგორ არ უნდა დაიწყო სწავლა ადამიანმა

მოკლედ დიდი პაუზის შემდეგ პროგრამირებას მოვუბრუნდი არც თუ ისე პატარა ასაკში
ხო და რაღაცეებს ვიცნობდი ბიგინერის დონეზე ჩაინიკი არ ვიყავი
ხო და აქაური ჰუზერებიც დამეხმარნენ განსაკუთრებული როლი რურიტანიას აქვს პოსტავდა ეგეთი აქ თუთირიალზების ჩაწერა რომ დაიწყო მაშინ მოვინდომე ერთგვარი ბიძგი იყო(მადლობა მას ამისთვის)
ხო და რას ვიზახი პიეიჩპიზე მქონდა რაღაცეები ნაჯღაპნი თუმცა დღევანდელი გადმოსახედით ძალიან ცუდად... ხო და გადავწყვიტე ფრონტისთვის მომეკიდა ხელი რურიტანიას ჯს ის თუთორიალზებმა მომცა მოტივაცია
ვაწვალებდი ცსს ჯს
ვაკეთებდი პარალელურად რაღაცეებს
მერე პრე პროცერსორი ვცადე სტილებსი და ვიგრძენი რომ სხვა ლეველზე გადავედი აშკარად
მერე დრო და დრო ოპენ სორს პროექტებში
რომ ვიხედებოდი ჩემთვის უცნობ პროექტის მართვის მეთოდოლოგიებს ხვხვდებოდი ფაილის ტრუქტურა და ასე შემდეგ...
გადავწყვიტე მომეძია ინფორმაცია რატომ შვებოდნენ ფრონტელები ამას ყოფდნენ მოდულებად გლობალურ სქოუფებად ლოკალურ სქოუფებად კომპონენტებად ცსს ფაილებს
და აღმივაჩინე რომ თურმე არსებობდ რაღაც სტანდარტები და მეთოდოლოგიები პათერნები
რომლებიც კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად კოდის ორგაბიზებისთვის თიმთან სამუდაოდ და მოკლედ კარგი კოდის საწერად.. ხოოო... აქ უკვე ვიყავი like a ცსსის მამა givi.gif
თუმცა არაფერი ღირებული არ მაქვს შექმნილო ამ მომართულებით ცსს ზე და რაზეც ზევით ვწერე იმიტომ რომ საშინლად არ მიყვარს ცსს ი ძრომიალი

მერე შევხედე შემოვხედე pure js ის იქით რა უნდა მეკეთებინა და აღმოჩნდა რომ მანდაც მრავალფეროვნებაა ბიბლიოთეკები ფრეიმვორკები ბექიც შეგეძლო გეწერა ჯს ზე(ნოუდჯს ზე) ჰო და ავიღე რეაქტი
თუდუ აპები ვაღაცეებს ჩემი ფანტაზიით ვმაიმუნობდი
ხო და აქაც მინდოდა ზედაპირული ცოდნა გამეღრმავებინა და გამეგო რეაქტის ესა თუ ის ფუნქციონალი რატომ მუშაობს და როგორ
მივადექი თავიდან რომ თურმე არსებობს მანდაც რაღაც software architectural pattern ს რომლებზეც არის დაფუძნებული ესა თუ ის ბიბლიოთეკის მუშაობა მაგალითად mvvm mvu და ასე შემდეგ....
ანუ აღმოჩნდა რომ უბრალო ჯს ზე კაკუნის გარდა უამრავი რამე არ მცოდნია ზღვა ინფორმაცია
აი უდაბნოში მწყურვალე ადამიანს რომ სასმელ წყალში ჩააგდებ ეგრე ვიყავი სწავლის მოწყურრ ამხელა ზღვა ინფორმაციაში(ვაბუქებ პროსტა სინამდვილეში უზარმაცესი ვარ)
ხო და ძალიან გამიგრძელდა ჩემი ავდაუბდა ნაწერი

რისი თქმა მინდა გადმოვცემ ლაკონურად
ბეისიქების შემდეგ ბიგინერს სწორი მიმართულება უნდა მისცეს მცოდნემ თუნაც ის სასწავლო მასალა რაზეც ზევით ვიბორიალე
თავისითაც კი მივა მანდ ნებისმიერი მაგრამ ბევრ დროს დაკარგავს ჩემსავით ათას ღობეზე მიდებ მოდებით და მერე აღმოაჩენს რომ ჩერ თურმე უნდა ისწავლო მაგალითად კონკრეტული ფრეიმვორკის ეკოსისტემა მუშაობის პრინციპი რა არჩითექთ პათერნს იყენებს და მერე მიხვიდე dom ის რე რენდერზე

Posted by: Jack. 14 Nov 2020, 18:57
DoomDev

საღოლ, ძაან კარგად მოყევი biggrin.gif


მე ყველას ერთ რამეს ვურჩევ, როცა რაღაც ძაან საჭიროს გადააწყდებით, დააბუქმარქეთ. მერე ეს ბუქმარქები თქვენთვის კომფორტული როგორც იქნება დაახარისხეთ. იმიტო რო დამიჯერეთ 1-2 წელში რაღაცეების შესახებ მარტო ის გემახსოვრებათ რო ეგ "რაღაც" უბრალოდ არსებობს, მარა როგორ უნდა გააკეთოთ არა. მერე დაგუგლავთ და აღმოაჩენთ რო გუგლი 2 წელში საერთოდ სხვა შედეგებს იძლევა მაგ ქივორდზე და იმ საკაიფო სტატიას ოდესღაც რო გადააწყდით ვეღარასდროს იპოვით. მერე მოგეშლებათ ნერვები უმარტივესი რაღაცის ძებნაში 5 საათს დაკარგავთ და შეიძლება ხელიც ჩაიქნიოთ.

იტოგში აბუქმარქეთ/ახარისხეთ მართლა გამოსადეგი რაღაცეები. ეგაა ნამდვილი სუპერ ძალა.

P.S. თუ მაინცდამაინც ისეთი ტიპთან გვაქ საქმე, რომელსაც ვინმემ თუ არ ასწავლა ისე არაფერი შეუვა თავში, ქართულ ბანძ და საკმაოდ ძვირიან კურსებს არ გაეკაროთ. საშინლად არაპროფესიონალი ხალხითაა გამოძეძგილი. მანდ ისეთი ტიპები არიან ლექტორებად, ვინც თითონ კოდის წერით ბევრ ფულს ვერ შოულობს და თავის გასაპიარებლად და უკეთესი სამსახურის სანახავად "ტრენერობას" იბრალებს. კაი კოდერს არც დრო და არც ნერვი არ აქვს ლექციების საკითხავად.

Posted by: iMaximuSi 14 Nov 2020, 19:01
QUOTE
თუ მაინცდამაინც ისეთი ტიპთან გვაქ საქმე, რომელსაც ვინმემ თუ არ ასწავლა ისე არაფერი შეუვა თავში

მაშინ დიდი თხოვნა იქნება დაანებოთ თავი ამ სფეროს

Posted by: გიორგი XII 14 Nov 2020, 20:13
QUOTE
იტოგში აბუქმარქეთ/ახარისხეთ მართლა გამოსადეგი რაღაცეები. ეგაა ნამდვილი სუპერ ძალა.


+ მაგას ლოკალურად სჯობს ყველაფრის შენახვა

Posted by: ac1001 14 Nov 2020, 22:19
QUOTE (გიორგი XII @ 14 Nov 2020, 20:13 )
QUOTE
იტოგში აბუქმარქეთ/ახარისხეთ მართლა გამოსადეგი რაღაცეები. ეგაა ნამდვილი სუპერ ძალა.


+ მაგას ლოკალურად სჯობს ყველაფრის შენახვა

მაგალითად მე რომ მაინტერესებს რაღაც როგორ კეთდება და გადავაწყდები (მაგალითად სტეკოვერფლოზე) და ვფიქრობ რომ მომავალში შეიძლება ეს გამომადგეს მაგ კოდს დავაკოპირებ კომპში ან ავაწყობ ვიზუალ სტუდიოში სატესტო პროექტში გააჩნია რა არის და ვინახავ. ბევრჯერ გამომდგომია ეგეთი შენახული კოდი.

Posted by: iMaximuSi 15 Nov 2020, 00:01
QUOTE (ac1001 @ 14 Nov 2020, 22:19 )
QUOTE (გიორგი XII @ 14 Nov 2020, 20:13 )
QUOTE
იტოგში აბუქმარქეთ/ახარისხეთ მართლა გამოსადეგი რაღაცეები. ეგაა ნამდვილი სუპერ ძალა.


+ მაგას ლოკალურად სჯობს ყველაფრის შენახვა

მაგალითად მე რომ მაინტერესებს რაღაც როგორ კეთდება და გადავაწყდები (მაგალითად სტეკოვერფლოზე) და ვფიქრობ რომ მომავალში შეიძლება ეს გამომადგეს მაგ კოდს დავაკოპირებ კომპში ან ავაწყობ ვიზუალ სტუდიოში სატესტო პროექტში გააჩნია რა არის და ვინახავ. ბევრჯერ გამომდგომია ეგეთი შენახული კოდი.

და რას პოულობთ ასეთს რო დეფიციტში შეიძლება იყოს მერე და თან ისევ აქტუალური იყოს

Posted by: ac1001 15 Nov 2020, 00:56
iMaximuSi
ერთხელ სურათის ტრანსპარენტ პიქსელების მოჭრა და კროპის კოდი მქონდა შენახული. ინტერნეტში ვიპოვე. მერე რო დამჭირდა ვერაფრით ვეღარ მივაგენი მაგ კოდს და კომპში მქონდა და გამომადგა. სტეკოვერფლოზე იდო მგონი და მაინც ვერ მივაგენი მაგ კოდს.
თან იმიტო ვინახავ რომ მერე ძებნა აღარ დამჭირდეს. თან თუ სატესტო პროექტში ავაწყვე მერე აწყობა აღარ მიწევს. გამზადებული მაქ.

Posted by: გიორგი XII 15 Nov 2020, 14:07
ჩემი ჭირი არის ცსს იმენა მეზიზღება facepalm.gif და ხშირად მაგის რაღაცებს ვაბუქმარქებ

Posted by: Mr-IKA 15 Nov 2020, 23:10
სმარტ აკადემია - Smart Academy ამათზე რას იტყვით ღირს ამათთან სწავლის დაწყება?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)