ცოტა ხანი არ დახუროთ გთხოვთ , ზემოთ ტრავმატოლოგის თემაში ვინც პოსტავდა ის იუზერი კარგა ხანია აღარ შემოსულა და იქ დაპოსტვას აზრი არ აქვს და ისედაც აქ ბევრნი ნახავთ .
და ასევე გთხოვთ წაიკითხოთ ეს პოსტი ბოლომდე , დიდი პოსტი გამოვა და თუ არეულ-დარეულად დავწერ ბოდიში წინასწარ .
ზუსტად 2 თვის წინ ბურთის თამაშის დროს ფეხი გადამიბრუნდა
კოჭთან , თავიდან ისეთი დიდი ხმა ქონდა , უეჭველი მომტყდა და ეგა-მეთქი გავიფიქრე , მეორე დღესვე ექიმთან წავედი - გადავიღე სურათი - პასუხი :
ტრამვული ცვლილებები არ აღენიშნება , გამიხარდა , გამომიწერეს წამლები ( 2 დასალევი 1 იმ ადგილას წასასმელი სადაც შესიება იყო ) , ეს ყველაფერი ჩავიტარე და ისევ ექიმთან მისვლის დღე დადგა , მოკლედ რომ ვთქვა შემდეგი რჩევა იყო ფიქსატორის გამოყენება და ხელჯოხით სიარული ( მყესები გექნება დაჭიმულიო ) , ბევრს მე არ დავდივარ და შესაბამისად ფიქსატორი ვიყიდე და ხელჯოხი მხოლოდ რამდენჯერმე გამოვიყენე - მოკლედ აქ არაფერი პრობლემა ( ანუ ტკივილები იქ არა რაც თავდაპირველად მეგონა ) და აი დადგა საბოლოოდ მისვლის დღე . მივიტანე სურათები , ქირურგს ვეუბნები ტკივილმა ფაქტიუარდ გამიარა (მხოლოდ ძალით რომ მოვხრი მაშინ ვგრძნობ პატარა ტკივილს - ანუ ჩვეულებრივ სიარულის დროს რომ ვერ ვგრძნობ ტკივილს მაგიტომ ასე ვთქვათ მასე ვამოწმებ ხოლმე
ნუ კაი ეგ პრობლემა არ არის ) მხოლოდ
უკნან ქუსლთან მიელავს და მიფეთქავს საშინლად-მეთქი , ამის ატანა უკვე ძნელი ხდება და ნერვებზეც მაგრად მოქმედებსმეტქი , რენტგენოლოგთან მივიდეთო , მივედით და ასეთ რაღაცას მეუბნება , აი აქ ქუსლტან კი არის რაღაც გამონაზარდი მაგრამ ეს 1 თვის ( ანუ ფეხის გადაბრუნებიდან ) არ იქნება , უფრო ადრე გექნებოდა მასეო, მარცხენა ფეხზეც გექნებაო ( გადავიღე და მარცხენაზე არ მქონდა ეგ ე.წ წამონაზარდი ) , მოკლედ საბოლოოდ კონსულტაციაზე გამიშვა დიღომში ტრამვატოლოგიურში -
მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის ro-გრაფია , ტრამვული ცვლილებები არ ვლინდება , სასახსრე ნაპრალი არათანაბარი - ამომიბეჭდა და წავედი
მოკლედ მივედი ამ ტრავმატოლოგიურში ( დიღომში ) , შევედი ექიმთან , რა როგორ იყო მოვუყევი დახედა სურათს ეგრევე ვუთხარი მანდ ქუსლთან რაღაც გამონაზარდი არის რომელიც არ ვიცი მაგის გამო თუ რა არის მაგრამ ზუსტად ეგ ადგილი საშინლად მიელავს და მიფეთქვა , აღარ შემძლია -მეთქი ,კიო - ასე არის ნაღდად და ეს მოტეხილობაა ( სამწუხაროდ ვერ დავიმახსოვრე რისი , სახელი დამავიწყდა ) , სურათზე აღვნიშნავ ადგილს .
აი შავად რომ გავუსვი ხაზი მაგ ადგილასაა დაახლოებით რენტგენის სურათზე გამონაზარდი ანუ მოტეხილი
გამიკვირდა იმიტომ რომ მანამდე ერთმა ქიურგმა რატომ ვერ შენიშნა , და არ გამიკვირდა იმიტომ რომ სადღაც 2/3 კვირა უკვე ძაან ვგრძნობდი ტკივილს ( სიარულის დროს არა უბრალოდ ფეთქვას ელვას ) . მეთქი რა ვუშველო ახლა ამ მოტეხილობას და ასე მითხრა ამას არაფერი არ ეშველება ეს ესე დაგრჩება , ამის ოპერაციას მაშინ აკეთებენ როცა სერიოზული პრობლემაა , შენ სიარულში ხელს არ გიშლისო ( დავიგრუზე , როგორია რაღაც მოტეხილი გაქვს და ხელს არ შეგიშლის
) , ვუთხარი ზემოთ ხსენებული საშინელი ტკივილის შეგრძნებაზე და მაგაზე ფიზიოთერაპერტი მირჩია ,
სხივები ჩაიტარეო , ნუ ჩავედი ფიზიოთერაპერტთან ვილაპარაკეთ , შეიძლება არ გაგიაროს ამ სხვივების შემდეგ მაგის გარანტიას ვერ მოგცემო მაგრამ აქ იმიტომ ვარ რომ გიმკურნალოო , ნუ კაი ნომერი მომცა და გადავწყვეტ და დაგირეკავთ-მეთქი , მოვედი სახლში და როცა დასაძინებლად ვემზადებოდი ახლა
მარცხენა , სრულიად ჯანმრთელ ფეხზე ვიგრძენი ზუსტად იმ ადგილას ზუსტად ისეთი ტკივილი და აგერ გუშინ ღამიდან ამ წუთამდე ოღონდ ახლა თავდაპირველი ტრამვული ფეხში თიტქმის გამიქრა ის ფეთქვა და ელვა და ამიტომ აღარ ვიცი რა ვქნა , მივიდე თითქმის შეპირებულ სხივებზე თუ რა ჯანდაბაა ეს ,
რატომ გადაიტანა ტკივილი მეორე ფეხზე ? და რომელ ფეხზეც უნდა ჩამეტარებინა მკურნალობა იქედან რატომ გაქრა ? ზუსტად ისეთი ტკივილია როგორც ტრამვულ ფეხზე მქონდა რისთვისაც მივედი ექიმთან .
ასევე ტრამვატოლოგს ვუთხარი აგერ ასე დამიწერეს სასახრე ნაპრალი არათანაბარიო სურათზეც ნახა თვითონაც და ეს თვითონ სურათის ბრალიაო არაფერი პრობლემა არ არისო - ხოო რავიცი , უკვე აღარ ვიცი რომელს დავუჯერო .
და ასევე იგივე ტრამვატოლოგი მეუბნება ვანახე ეს დასიებული კოჭი აბა ადექი ფეხზეო და შენ ბრტყელტერფიანი ხარო , მეთქი wtf აქამდენ არავის უთქვამს 25 წლის ვარ აქამდე არ შევუწუხებივარ მაგ პრობლემას , აქტიურად ვთამაშობ სპორტულ თამაშებს , დავრბივარ , ჯარშიც წამიყვანეს და ფეხზეც დიდი ხანი შემიძლია დგომა და ა.შ . - არაო , ჩემხელა რომ გახდები , მაშინ შეგაწუხებსო , სუპინატორი დაგჭირდება ამის მერეო .
შეიძლება ასეთი რამე , 25 წლის ასაკში რომ აღმოვაჩინო ჩემი ბრტყელტერფიანობა ?
This post has been edited by Corvette on 7 May 2016, 02:51