Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ტრავმატოლოგის კონსულტაცია II


Posted by: dolvito 4 Jul 2011, 14:24
გამარჯობათ, ჩემს ახლობელ ქალბატონს გაუსაძლისი ტკივილი აქვს მარცხენა მხრის სახსრში... იმკურნალა ნერვაპათოგოთან, მაგრამ უშედეგოდ. მირჩიეთ მხრის სახსრის ექიმი.გმადლობთ

Posted by: E_ko 4 Jul 2011, 14:50
ზუსტად მხრის სახსრების ექიმი არ ვიცი, მაგრამ სახსრების ტკივილის გამო დედაჩემი დადიოდა რევმატოლოგიურში, უზნაძეზე რევმატოლოგ ლორთქიფანიძესთან. ტელეფონი არ ვიცი sad.gif

ნერვოპათოლოგმა ტკივილგამაყუჩებელი არ დაუნიშნა?

Posted by: dolvito 4 Jul 2011, 14:56
მადლობა . კი დაუნიშნა.. მაგრამ ტკივის ვერ მოერია ის გამოწერილი წამლები

და.. დედა როგორ გრძნობს თავს ახლა?
p.s. eqimis saxeli xom ar iciT?



Posted by: E_ko 4 Jul 2011, 15:02
დედაჩემს ქრონიკული მდგომარეობა აქვს, მაგრამ მკურნალობით კმაყოფილია

სახელი არ მახსოვს, მაგრამ ერთი ლორთქიფანიძეა მანდ

Posted by: dolvito 4 Jul 2011, 15:04
ოკ. გმადლობთ. ტელეფონი უკვე ვნახე

Posted by: BadbadGirl 4 Jul 2011, 15:10
ნევროპათოლოგთან რატომ იმკურნალა? რა დიაგნოზით?
იქნებ პრობლემა ორთოპედიულია?

Posted by: dolvito 4 Jul 2011, 15:17
ვიღაცასთან ხომ უნდა მისულიყო ... იფიქრა - იქნებ ნერვის ანთებაო ... გამოირიცხა ტუბი, და ონკოლოგია.. იქნებ მყესია გაწყვეტილი... არ ვიცი ვინ ვურჩიო- ვისთან მივიდეს - წრიული თამაში რომ არ იყოს... უძლიერესი ტკივი აქვს ქალს... ცრემლებამდე (((((((

Posted by: BadbadGirl 4 Jul 2011, 15:50
პირადი გზავნილები ნახე dolvito

Posted by: dolvito 4 Jul 2011, 17:33
ვნახე,ძალიან დიდი მადლობააააააააა

Posted by: ლომინაძე 14 May 2012, 15:33
მოკლედ პირველ რიგში მოდერატორთან მეაქვს პატარა თხოვნა, თემა არ დამიხურო ძალიან მჭირდება დახმარება!

რაც შეეხება კერძოთ დახმარებას იქნებ, ექიმები ან ტრავმატოლოგები დამეხმარონ მათი კოლეგის მოძებნაში, ეს ადამიანი კაკო ქურდაძეა ტრავმატოლოგი, სამწუხაროთ რომელ სავადმყოფოში მუშაობს, ერთერთ ჟურნალში წავიკითხე როგორც მივხვდი პროფესიონალი სპეციალისტია სამწუხაროდ ვერ გავარკვიე რომელ კლინიკაში მუშაობს, იქებ ექიმები ან მისი კოლეგები დამეხმარონ ამ ადამიანის მოძებნაში, ოჯახის წევრი მძიმე ტრამვებით არის დაშავებული და სასწრაფოთ გვჭირდება პროფესიონალი ტრავმატოლოგი, კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს ტრავმატოლოგის სახელი და გვარია კაკო ქურდაძე, წინასწარ ყველას დიდი მადლობა

Posted by: Solveig 14 May 2012, 16:25
lominadze


სახელს შევუცვლი თემას, თუ არ გეწყინებათ...

Posted by: ლომინაძე 14 May 2012, 16:34
კარგი როგორც გინდა
რა კარგად შეგირჩევია სახელი მადლობა !
----------------------------------------------------

Posted by: Solveig 14 May 2012, 18:36
lominadze
არაფრის smile.gif

ადრე რესპუბლიკურში ყოფილა. იკითხეთ მანდ?

http://forum.ge/?f=43&showtopic=33722586&st=60

Posted by: ლომინაძე 14 May 2012, 18:49
არა არ მიკითხია, ეხლა ვიკითხავ, დიდი მადლობა.
* * *
Solveig
იქით რავინ მიპასუხა, ანუ თუ იცი ადრე იყო თუ შეიძლება ეხლაც მანდ იყოს???? მადლობა მივალ რესპუპლიკურში და მანდ დამაკვალიანებენ, დიდი მადლობა ძალიან დამეხმარე,


თუ თემა არასწორად მაქ გახსნილი, დახურე მადლობა კიდევ ერთხელ

Posted by: Solveig 10 Sep 2014, 03:21
წინა თემამ 100 გვერდს მიაღწია და ჯობს, აქეთ გავაგრძელოთ.



http://forum.ge/?f=43&showtopic=33722586&st=0


გისურვებთ ჯანმრთელობას smile.gif

Posted by: S_h_A_K_O 10 Sep 2014, 15:28
რა დროა საჭირო დისკოზის, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციისთვის?

წელის არეში, როდესაც დისკი გამოსულია 9მმ-ზე, (ესე ეძახიან მგონი), ანუ მაინტერესებს როგორი სირთულის ოპერაციაა, რამდენი ხანი ჭირდება ოპერაციიდან ფეხზე რომ დადგეს პაციენტი, და ამის შედეგ კიდე რა დროა საჭირო რომ სრული დატვირთვა შეილებოდეს, მაგალითად სპორტული აქტივობები, ვარჯიში და ა,შ. და საერთოდ თუ შეიძლება??

cry.gif

Posted by: xunjgu 10 Sep 2014, 17:22
ველოდებით შემოხმიანებას . დასვით ნებისმიერი შეკითხვა რაც ტრავმა-ორთოპედიას ეხება

Posted by: ZUR_I 10 Sep 2014, 19:08
xunjgu

ხელის გადაწევის დროს დამიზიანდა მყესი , ძAლა მაქ ჩვეუებრივად მაგრამ მტკივა ფიზიკური დათვირთვის დროს და ხელს როცა ვიქნებ მაშინაც მტკივა , რამე მალამო ხომ არ არის რო წავისვა და მოშუშდეს ?

Posted by: Solveig 10 Sep 2014, 19:09
S_h_A_K_O


რადგან ექიმი ტრავმატოლოგის თემაში პოსტავს, იქ გადავიტან ამ თემას.

Posted by: xunjgu 10 Sep 2014, 19:40
QUOTE (ZUR_I @ 10 Sep 2014, 19:08 )
xunjgu

ხელის გადაწევის დროს დამიზიანდა მყესი , ძAლა მაქ ჩვეუებრივად მაგრამ მტკივა ფიზიკური დათვირთვის დროს და ხელს როცა ვიქნებ მაშინაც მტკივა , რამე მალამო ხომ არ არის რო წავისვა და მოშუშდეს ?

მოგესალმები. მყესი რო გაქვთ დაზიანებული ეგ რამე დიაგნოსტიკა გაქვთ ჩატარებული თუ თქვენ ფიქრობთ რო მყესია დაზიანებული ? თუ მყესის გაგლეჯა არის მაგ შემთხვევაში საოპერაციო იქნება მაგრამ მანამდე უნდა ჩაიტარო შესაბამისი კვლევა ეგ რო გავიგოთ . ეგრე ცოტა რთულია მიხვდე რომელი მყესია დაზიანებული .
* * *
ისე მეგობრებო ორმაგი მოძრაობის ხელოვნურ სახსრებზეც შეგიძლიათ რო ვისაუბროთ,თუ ვინმეს გაწუხებთ ეგ პრობლემა .

Posted by: zazakax 11 Sep 2014, 03:39
ესეიგი დავეცი და მუხლი დავარტყი ძაან მაგრად ჭრილობა თითქმის ძვლამდე იყო, შემდეგ უბრალოდ ხელით შევამოწმე და შაშკაზე თითქოს ჩატეხილივით მაქვს მეორესთან შედარებით ეტყობა, არმტკივა მაგრამ მაინც მეშინია, ვთქვათ მართლა გატეხილია რამე საშიშია??

Posted by: nolt83 11 Sep 2014, 15:41
http://i080.radikal.ru/0909/a2/89b8e014ed55.gif
ეს გამოკვლევები რა ღირს და რომელ საავადმყოფოში კეთდება?

Posted by: xunjgu 12 Sep 2014, 00:30
QUOTE (zazakax @ 11 Sep 2014, 03:39 )
ესეიგი დავეცი და მუხლი დავარტყი ძაან მაგრად ჭრილობა თითქმის ძვლამდე იყო, შემდეგ უბრალოდ ხელით შევამოწმე და შაშკაზე თითქოს ჩატეხილივით მაქვს მეორესთან შედარებით ეტყობა, არმტკივა მაგრამ მაინც მეშინია, ვთქვათ მართლა გატეხილია რამე საშიშია??

გაშლა მოხრა თუ გაქვს სახსარში და ტკივილი არ არის . მოტეხილი არ იქნება. მოტეიხლი რო იყოს გექნება ძლიერი ტკივლი და შესიებული .
* * *
[
* * *

ეს გამოკვლევა კეთდება კეკელიძეზე არის ეგეთი სამედიცინო დაწესებულება შაინი . სხვათაშორის კაი სპეციალისტი ყავთ .

Posted by: zazakax 12 Sep 2014, 04:08
QUOTE
გაშლა მოხრა თუ გაქვს სახსარში და ტკივილი არ არის . მოტეხილი არ იქნება. მოტეიხლი რო იყოს გექნება ძლიერი ტკივლი და შესიებული .

არა არმტკივა არანაირად biggrin.gif ანუ საშიში არაფერია ჰო ? ^_^

Posted by: smith14 16 Sep 2014, 12:10

ფეხის ცერა თითი ამომივარდა, 2 თვე გავიდა და მტკივა კიდევ და მენძრევა? drug.gif

სადაც ამომივარდა ის ადგილი არ მტკივა, ტერფის ნაწილი მტკივა, რასაც ვაბიჯებ.. ანუ თითის ფუძე სადაცაა რაა.. რასაც ვაბიჯებთ..

Posted by: xunjgu 17 Sep 2014, 01:06
=smith14,16 Sep 2014, 12:10 ] ფეხის ცერა თითი ამომივარდა, 2 თვე გავიდა და მტკივა კიდევ და მენძრევა? drug.gif

სადაც ამომივარდა ის ადგილი არ მტკივა, ტერფის ნაწილი მტკივა, რასაც ვაბიჯებ.. ანუ თითის ფუძე სადაცაა რაა.. რასაც ვაბიჯებთ.. [/QUOTE]
გასაგებია . პრიველ რიგში სურათი უნდა გააიღო და მერე უნდა ვილაპარაკოტ როგორ გვაქვს საქმე . სადაც გიუნდათ იქ გადაიღეთ სურათი და მერე ვილაპარაკოთ . ძველი ტრავმაა და მაინც საყურადღებოა . თუ ტკივილები არ ჩერდება .

Posted by: norequest 17 Sep 2014, 11:42
გამარჯობა,მოკლედ ფეხბურთს ვთამაშობდი და ცუდად მოქნეულზე ცუდადვე დავდგი ფეხი როგორც მახსოვს და მარჯვენა მუხლის ძვალი გვერძე გამივარდა, მაგრამ თავისითვე ჩაჯდა,ორი კვირა თაბაშირი მედო შემდეგ ექიმმა იოგა გაქვს გაწყვეტილიო და სისხლჩაქცევები გაქვსო და შპრიცით გამომიღო. მერე 2 კვირაზე მეტი ჯოხით ვიარე და ეხლა უჯოხოდ დავდივარ,ოპერაციას არ მიკეთებს ატროფია გქვსო ჯეერო თან ჩამჯდარია ძვალი რესკ მოძრაობებს თუ არ გააკეთებ ამოვარდებაო.ხოდა ოპერაციის გაკეთება მინდა რომ მაინც თავი დაცულად ვიგრძნო,ხოდა ეს ატროფია როგორც მოვირჩინო მალე? ვარჯიშები დამინიშნა სიარულითაც დავდივარ და სხვა რა გავაკეთო

Posted by: taryel 19 Sep 2014, 11:05
ზურგი დავიშავე რამდენიმე დღის წინ, დაბეჟილობები მომირჩა, მაგრამ სადღაც ბეჭებთან მტკივა, გულისრევის მსგავსი შეგრძნება მაქვს და ცოტას ვჭამ ძაან და
ექიმთან მივიდე ხო? drug.gif

Posted by: xunjgu 19 Sep 2014, 21:32
პირველ რიგში უნდა გადაიღო რენტგენი , მერე ეხოსკოპიაც და დანარჩენზე მერე უნდა ვიაპარაკოთ . გასაგებია რასაც გეუბნება მაგრამ არც ერთი ექიმი სხვის ნალაპარაკევს არ დაეკრდნობა . რენტგენი და ეხოსკოპია გაკეთებული გაქვს ?

Posted by: Solveig 21 Sep 2014, 11:43
bochormeli

შინაური საშუალებების რეკლამირებას არ მივესალმებით აქ.

Posted by: barret09 22 Sep 2014, 22:56
გამარჯობათ, რა მაინტერესებს მაწუხებს მუხლის სახსრრები და 4 ექიმთან ვიყავი ვერცერთმა ვერ მიშველა ნორმნალურად ბოლოს ინექციაც გავიკეთე და ბოლომდე მაინც ვერმიშველა თან დიაგნოზიც ვერ დამისვეს, ვინმე ხომ ვერ მიმასწავლით კაი მცოდნე ექიმს??

Posted by: magna 26 Sep 2014, 18:08
გამარჯობათ თქვენგან რჩევა მჭირდება, ერთი თვის წინ მანქანა დამეჯახა და ფეხის კოჭი გამებზარა ჯერ ფიქსაცია გამიკეთეს და 3კვირაში თაბაშირი დამადეს მაგრამ ძალიან მოუხერხებელი იყო მთელი 1 კვირა მაგის ტკივილებმა მტანჯა და 2 დგისწინ მოვიხსენი და ისევ ფიქსაცია გავაკეთებინე ტრავმატოლოგს და მიტხრა 3 კვირასჰი მოდიო და ვნახოთ შეიზლება მოგხსნაო. ცოტათი ისევ მაქვს შეშუპებული ,სკოლის მოსწავლე ვარ და არმიდა რომ ბევრი გავაცდნო 12 კლასელივარ თან და ვაპირებ რომ დავდგა ფეხი და ნელნელა დავიწყო სიარული და ვინც ყოფილხართ მსგავს სიტვაციაში იქნებ მირჩიოთ რავქნა (დაახლოები 1 თვე და ერთი კვირაა რაც გავზარულიმაქვს ) დზალიანგთხოვთ მირჩიეთ რავქნა
* * *
გამარჯობათ თქვენგან რჩევა მჭირდება, ერთი თვის წინ მანქანა დამეჯახა და ფეხის კოჭი გამებზარა ჯერ ფიქსაცია გამიკეთეს და 3კვირაში თაბაშირი დამადეს მაგრამ ძალიან მოუხერხებელი იყო მთელი 1 კვირა მაგის ტკივილებმა მტანჯა და 2 დგისწინ მოვიხსენი და ისევ ფიქსაცია გავაკეთებინე ტრავმატოლოგს და მიტხრა 3 კვირასჰი მოდიო და ვნახოთ შეიზლება მოგხსნაო. ცოტათი ისევ მაქვს შეშუპებული ,სკოლის მოსწავლე ვარ და არმიდა რომ ბევრი გავაცდნო 12 კლასელივარ თან და ვაპირებ რომ დავდგა ფეხი და ნელნელა დავიწყო სიარული და ვინც ყოფილხართ მსგავს სიტვაციაში იქნებ მირჩიოთ რავქნა (დაახლოები 1 თვე და ერთი კვირაა რაც გავზარულიმაქვს ) დზალიანგთხოვთ მირჩიეთ რავქნა

Posted by: xunjgu 27 Sep 2014, 00:11
მოგესალმები , გასაგებია შენი პრობლემა მაგრამ თუგინდა რო მიიღო ამ შენს პრობლემაზე პასუხი . რენტდგენის სურატი ან ატვირთე ან მობრძანდი კლინიკაში . ეგრე რცევას ვერ მოგცემთ , სამწუხაროდ

Posted by: svani1990 27 Sep 2014, 22:45
მოგესალმებით,
მოკლედ რამდენიმე თვის წინ ვიღრძე კოჭი, ვიმკურნალე, გიფსშიც მქონდა ჩასმული სადღაც 3 კვირა, რაღაც მაზები დამინიშნეს ექიმებმა და იმასაც ვისვამდი და საბოლოოდ მივიღე ასეთი შედეგი, სიარულის დროს ხელს აღარ მიშლის, მაგრამ როგორც კი ცოტა ზედმეტად დავტვირთავ მისივდება ისევ, ამ პროგლემას ვერაფერი ვუშველე და იქნებ დამეხმაროთ. დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: nokia n97 28 Sep 2014, 15:43
მაქვს მარჯვენა ფეხის მენჯ-ბარძაყის პრობლემა..ვარ საოპერაციო. მაინტერესებს ხომ არ იცით ვინ აკეთებს ყველაზე კარგად ამ ოპერაციას? ან თუ არის რაიმე შანსი შინაურულად განკურნების?? გთხოვთ გამომეხამაუროთ ვინმე დამეხმაროთ... მადლობა წინასწარ

ასევე თუ იცით უცხოეთში ძლიერი სპეციალისტი სად შეიძლება გავიკეთო ოპერაცია?

Posted by: wolverine111 29 Sep 2014, 17:46
"გამარჯობათ , მაქვს პრობლემები ხერხემალზე სახსრებზრ და ტერფზე ვარ 19 წლის, ნუ 15 ელის ვიყავი ვარჯიში რო დავიწყე და 5 თვის მერე ამტკივდა წელი , იმის მერე არაერთხელ ვიმკურნალე და ვატჯიშობდი როცა კარგად ვიყავი მაგრამ მერე და მერე სხვა და სხვა ნაირი ტკივილები დამეწყო , ბოლოს ხერხემლის ტერფის და მხრების ტკივილები , იქნებ იცოდეთ ვინმე ექიმი ვინც სწორად წაიყვანს ჩემს რეაბილიტაციას და უბრალოდ არ მეტყვის რო სახლში დავჯდე და არ ვივარჯიშო და ასე მომირჩება ყველაფერი, მინდა მიმკურნალოს რო ვარჯიში შევძლო, მოურჩენელი არაფერი მწირს იმისთვის რო სპორტ დარბაზში ვივარჯიშო" თემა გავხსენი და არავინ მიპასუხა ამაზე და არავინ არ ხართ კომპენტენტური რო მირჩიოთ ვინმე?

Posted by: beso183 30 Sep 2014, 17:08
მოკლედ ასეთი პრობლემა მაქვს: ზოგადად აქტიურად ვვარჯიშობ და ბოლო პერიოდში შემაწუხა მუხლმა, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს, დილით გაღვიძებისას ნაკლებად მაწუხებს, ვარჯიშის მერე - უფრო მეტად, თუმცა ყოველთვის არა. მირჩიეს პავლე კასრაძე, მივედი და მითხრა, რომ არაფერი სერიოზული ეს არ იყო, უბრალოდ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმი ვერ ასწრებს ძალების აღდგენას, რომ უნდა კვების შესაბამისი რეჟიმის დაცვა და ა.შ. კვების რეჟიმის დაცვა შევეცადე, თუმცა ტკივილი ბოლო პერიოდში მომემატა. ხომ ვერ მირჩევთ სხვა ტრავმატოლოგს ან ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი პრობლემა?

Posted by: xunjgu 30 Sep 2014, 21:27

wolverine111

მოგესალმები . მაგ პრობლემას რასაც თქვენ წერთ , ერთი რჩევა არის ის რო მიხვიდეთ კომპეტენტურ ექიმთან .
კომპეტენტური ექიმი ამ სფეროში არის ირაკლი ვარძუკაშვილი . ვერტებრელოგი . შეგიძლიათ დანარჩენზე პიემშიც მომწეროთ .

Posted by: ninachka900 30 Sep 2014, 23:46
მოკლედ ამას წინად ავიჩემე რო რაგაჩ მჭირს მკერდზე თქო ჰოდა ძალიან ვინერვიულე მანამ ექიმამდე მივედი რა აგარ ავიტკიე მივხვდი რო ნერვოზიც დამემართა არ ვიცი ეს კითხვა რომელ თემაში დავდო ეხლა მარა იქნებ ვინმემ გადამამისამართოთ ან ვინმემ იცოდეთ ესეც ნერვოზით დ ნერვიუობით დამემართა თუ სრულიად შესაძლებელია ოსტეოქონდროზი იყოს 24 წლის ასაკში? აი მარჯვენა მხარეს კუნთი ამომებერა და არ ვიცი რას დავაბრალო გაკვრითი ტკივილებიც მაქ მგონი და ყელზე ჯირკვლები დამეტყო ნერვიულობაზე


და კიდევ რამდენად სწრაფად მზარდია?

Posted by: xunjgu 1 Oct 2014, 22:55
სამწუხაროდ ეგ პრობლემა რომელსაც თქვენ აღწერთ არ არის ნაჩვენები სწორად ამ სურათზე . ჩემი რჩევა არის ის რო მობრძანდეთ და ისე ვნახოთ ეგ პრობლემა .

Posted by: WeCubers 9 Oct 2014, 20:11
მოკლედ მოგესალმებით ყველას. დღეს ვარჯიშის დროს როდესაც ორ ძელს ანუ ეგრეთწოდებულ დიპს ვაკეთებდი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი მკერდის ძვალი მეტკინა დაახლოებიტ 1 საათის წინ . იმდენად არ მტკივა მაგრად გადახრისას ან რაიმე ცუდი მოძრაობისას მტკივდება. საშიში ხომ არ არის?

Posted by: lav-100 11 Oct 2014, 00:34
სხივის ძვლის თავის მოტეხილობა აცდენის გარეშე. (მგონი სწორად მახსოვს ) ეს დამიდგინეს და ჩამისვეს გიფსში. მაინტერესებს რამდენად მალე ხორცდება ეს ნაწილი და შემდგომი რეაბილიტაცია, ანუ ვარჯიში, მძიმის აწევა მალე შემეძლება თუ არც ვიფიქრო ? )))


Posted by: xunjgu 13 Oct 2014, 00:43
QUOTE (lav-100 @ 11 Oct 2014, 00:34 )
სხივის ძვლის თავის მოტეხილობა აცდენის გარეშე.  (მგონი სწორად მახსოვს ) ეს დამიდგინეს და ჩამისვეს გიფსში.  მაინტერესებს რამდენად მალე ხორცდება ეს ნაწილი და შემდგომი რეაბილიტაცია, ანუ  ვარჯიში, მძიმის აწევა მალე შემეძლება თუ არც ვიფიქრო ? )))

მოგესალმები. პირველ რიგში 2 კვირის მერე შეგიძლია გადახვიდე სხივ მაჯის ფიქსატორზე , თან გადაიღებ სურათს . წარმოიქმნა თუარა კორძი და მერე მის მიხედვიტ დაიწყებ შესაბამისი წონით დათვირთვავს. რა ტქმა უნდა შენი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
* * *
QUOTE (WeCubers @ 9 Oct 2014, 20:11 )
მოკლედ მოგესალმებით ყველას. დღეს ვარჯიშის დროს როდესაც ორ ძელს ანუ ეგრეთწოდებულ დიპს ვაკეთებდი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი მკერდის ძვალი მეტკინა დაახლოებიტ 1 საათის წინ . იმდენად არ მტკივა მაგრად გადახრისას ან რაიმე ცუდი მოძრაობისას მტკივდება. საშიში ხომ არ არის?

ეგ არაფერი . დაჭიმული გექნება კუნთი . შეგიძლია მიიღო მიორელექსანტი რამდენიმე დღის განმავლობაში . დააკვირდი ტკივილი იმატებს თუ იკლებს .

Posted by: lav-100 13 Oct 2014, 12:54
xunjgu


გაიხარე, დღეს გადავიღე რენტგენი, ტრამვატოლოგთან ზეგ ვარ ჩაწერილი და სანამ ვანახებ მაგასაც იქნებ იცოდე ესეც, რენტჰენმა ანახა კუთხოვანი აცდენა, ამ რადიოლოგმა საშიში არააო მარა მეშინია. მგონია რომ ამ ხელს ვერ გავშლი......... |||

Posted by: xunjgu 13 Oct 2014, 23:40
სურათი ჩამიგდე და გეტყვი ზუსტად . რომელ ექიმტან მკურნალობ

Posted by: lav-100 15 Oct 2014, 20:57



http://pix.ge/

Posted by: wolverine111 15 Oct 2014, 21:43
მოკლედ მაწუხებს მხრები , ვვარჯიშჰობდი და რავი ნელ ნელა შემაწუხა , რენტგენზე და ექოსკოპიაზე არაფერი არ ჩანს, მე ვფიქრობ რო გულმკერდის გამოსვლის სინდრომი შეიძლება იყოს , და ამან შეიძლება მხრების ტკივილი გამოიწვიოს ?
* * *
ასევე მაწუხებს ტერფები და მაინტერესებს რატომ, მაქვს პროფესიონალური სუპინატორები , არ გადამიგია რენტგენი და დიდი ხნის სიარულის დროს მაწუხებს ქუსლები დ ათაღი, დგომის დროს მალევე მტკივდება, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: aura 18 Oct 2014, 14:48
გამარჯობა, რამდენიმე თვის წინ ავარიაში მოვყევი, ფეხები მქონდა დაშავებული , მუხლებთან შემისივდა და ჩამილურჯდა,, მალევე გამიარა მაგრამ ხშირად თითქმის ყოველთვის ყრუდ მტკივა.. ვის უნდა მივმართო ასეთ დროს?

Posted by: aisi-aisi123 20 Oct 2014, 14:13
ვინმე კარგი ტრამვატოლოგი მითხარით?? თან ეხოს გადაღებაც მჭირდება smile.gif

Posted by: xunjgu 20 Oct 2014, 23:21
QUOTE (wolverine111 @ 15 Oct 2014, 21:43 )
მოკლედ მაწუხებს მხრები , ვვარჯიშჰობდი და რავი ნელ ნელა შემაწუხა , რენტგენზე და ექოსკოპიაზე არაფერი არ ჩანს, მე ვფიქრობ რო გულმკერდის გამოსვლის სინდრომი შეიძლება იყოს , და ამან შეიძლება მხრების ტკივილი გამოიწვიოს ?
* * *
ასევე მაწუხებს ტერფები და მაინტერესებს რატომ, მაქვს პროფესიონალური სუპინატორები , არ გადამიგია რენტგენი და დიდი ხნის სიარულის დროს მაწუხებს ქუსლები დ ათაღი, დგომის დროს მალევე მტკივდება, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

შეგიძლია მოხვიდეთ კლინიკა ლანცეტში და გაგესაუბრებით . თუ ამას ადმინი არ ჩამითვლის რეკლამად . რეკლამა კი არ გვჭირდება .

Posted by: _qaloba_ 25 Oct 2014, 11:59
ტრამვატოლოგი არის აქ რო მიპასუხოს შეკითხვაზე ? იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ როგორ მოვიქცე .
გუშინ ძლიერად დავეცი ბავშვი მეჭIრა ხელშI და თავი ვერ დავიცავი ვერანაირად თან , მადლობა ღმერთს ბავშის გვერძე მოტრიალება მოვასწარი და ვერაფერი გაიგო და არაფერი ტკენია , რაღაც უცნაურად დავეცი ერც ვიხსენებ ზუსტად რა დავარტყი პირველად , ორივე ფეხი დავარტყი და ერთი ხელი ძალიან ძლიერად , ხელი გუშIნ მქონდა შესიებული და ჩამიცხრა არც ტკივილი მქონია , ერთ ფეხზე მუხლზე ორ ადგილას მაქვს დალურჯებული მარა უფრო დაჟეჟილობას გავს და არც ეს მტკივა , მხოლოდ ზედაპირულად , ხოლო მეორე მარჯვენა ფეხის მუხლი რომელზეც გარეგნულად არაფერი მეტყობა გუშინვე კუნთის ძლიერი ტკივილი მქონდა ,მყესები მქონდა დაჭიმულივით , ღამე ტკივილმა გადამიარა მარა დღეს დილით ხელიტ რო მოვისინჯე მუხლის თავი ცოტა მიმოძრავებდა , მანჟეტი შემოვიჭირე და პატარ პატარა ტკივილები მაქვს , ძLიერი ტკივილი არა მარა მაქვს და ფეხიც რაღაცნაირად დაჭიმულივით მაქვს , მირჩიეთ რა ვქნა რენტგენი გადავიღო თუ ჯერ ტრამვატოლოგთან მივიდე თუ შევეშვა და ეს მანჟეტიც ჩამისვავს თავისით , ძალიანაც არ მოძღაობს ოდნავ , მარა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს წყალივით მაქვს მუხლშI თუ არ ვიცი რაღაც სხვანაირად გრძნობ ამ ფეხს . დამაკვალიანეთ რა
* * *
ხო და კიდევ ერთიც ეხლა ყრუთ რო მიწყებს ტკივილს მუხლი ,მერე რო გავამოძრავებ ფეხს მიტკაცუნებს მუხლთან და ტკივილიც მივლის , ამოვარდნილი მაქვს მგონი ხო ? ადრე ყბა ამომივარდა და მაშIნ მქონდა მსგავსი ტკაცუნი , თითიც მაქვს ადრე მოტეხილი და მაშIნაც ასე მქონდა,მაჯაც მაქვს ამოვარდნილი ადრე და მაშIნაც ასე მიტკაცუნებდა . ვაიმე იმედია ავეწყობი biggrin.gif

Posted by: baksona1980 8 Nov 2014, 15:15
19 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დავიზიანე კოჭ წვივის სახსარი.მქონდა ღია მოტეხილობა და ამოვარდნილობა სახსრის.გამიკეთდა სასწრაფო ოპერაცია (ფოტოებს დავდებ ქვემოთ) შემდგომ პერიოდში ვიკეთებდი ანტიბიოტიკებს .თავიდან მეტროჯილი ორჯერ დღეში და ფორტუმი( ვფიქრობ არასაკმარისი იყო როგორც ხანგრძლიობით ასევე სპექტრით...) 7 დღეში გავეწერე საავადმყოფოდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.გამონადენი ჭრილობიდან მცირედი იყო და მოკლედ დამცხრალი იყო შეშუპება შედარებით.გადავედი ანტიბიოტიკის ტაბლეტირებულ ფორმაზე.კერძოდ ორციპოლი დღეში 1 ჯერ.ზუსტად ორ დღეში ისევ გამეზარდა შეშუპება.ფეხი გამიწითლდა,დამეჭიმა, მოიმატა როგორც ადგილობრივად ტემპერატურამ ფეხზე ასევე ზოგადად სხეულის.მაქს 37.4-5.დავიწყე ამპისიდი 1.5გრ 2ჯერ (გავიკეთე 6 დღე.რომელიც მერე შემიცვალეს ვეცეფით (ცეფტრიაქსონი/სულბატამი) რომელსაც ახლაც ვიკეთებ დამრჩა 1 დღე და დავამთავრებ 6 დღიან კურსს) და მერკაცინი 1.5გრ დღეში. გავიკეთე 7 დღე ანუ 21 ამპულა.დაიწყო უკეთესობა,მაგრამ ფეხს ისევ ვერ ვწევ დაბლა,რომ ჩამოვწევ ადგილობრივად ჰიპერემია (ჭრილობის ზემოთ ასე წვივის ზედა მესამედში) მიჩნდება,მეჭიმება და სიმძიმის აუტანელი შეგრძნება მაქვს,იძულებული ვარ მაღალზე მქონდეს ფეხი. მიუხედავად აქტიური ანტიბიოტიკოთერაპიისა გავაკეთე ნაცხი ჭრილობიდან ჩავთესე და სტერილურია,ანუ რამე კულტურა არ ამოითესა.მაინტერესებს მიუხედავად ასეთი აქტიური ანტიბიოტიკოთერაპიის და საკმარისად ხანგრძლივად მე ვთვლი.ამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს პროცესი? ზოგადი ტემპერატურა ახლა მაქვს მაქსიმუმ 37-37.1.ჩატარებული მკურნალობა:1)ტოქსივენოლი 1ამპ 2ჯერ 7 დღე და მერე ტაბლეტები 2 ტაბ 3ჯერ 2) ლიმფომიოზიტი 1 აბი 3ჯერ 3)მეთილურაცილი 1 აბი 3ჯერ 4)არტოქსანი 1ჯერ 5 დღე და მერე კინაზა-ნ 2ჯერ 5)ამპისიდი 1.5გტ 2ჯერ რომელიც მერე შემიცვალეს ვეცეფით 1.5გრ 2ჯერ 6)მერკაცინი 1.5გრ 1ჯერ 7) გამწვავებული ტრაქეობრონქიტის გამო ვსვავ დიმექსი,პრივიტუსი,ჰევერტ-პულმო) გადახვევებს ვიკეთებ 2 დღეშუ 1 ჯერ ბეტადინით ვამუშაბეტ ჭრილობას.რომელიც ჯერ დახურული არ არის,მაგრამ არც გამონადენია უკვე 3 დღეა.მაინტესებს გამოცდილი ექიმი ტრამვატოლოგის რეკომენდაცია და აზრი ამ ყოველივეზე. user posted image
user posted image
user posted image

Posted by: baksona1980 12 Nov 2014, 19:14
რა უბედურებაა არ შემოდის აქ ვინმე? ასე უპატრონოდაა ეს განყოფილება?

Posted by: xunjgu 16 Nov 2014, 19:40
დაწერეტ თქვენი პრობლემები ხალხნო . უპასუხოდ არაფერი არ დარჩება .
თუ გაინტერესებთ 2 მაგი მოძრაობის პროტეზირებები ან თუ გსმენიათ .

Posted by: Geo-Guide 19 Nov 2014, 17:52

მოგესალმებით, იქნებ ვინმემ იცის თბილისში:

რომელ კლინიკებში ტარდება ტრამვატოლოგიური ოპერაციები?

მენჯ-ბარძაყის, მუხლის?

მითხრეს , რომ შესაბამის სამედიცინო ორგანიზაციებს ენიჭებათ ლიცენზიები, და თუ იცით

სად შემიძლია გავიგო თუ ვისზეა გაცემული ეს ლიცენზიები?

ყველას დიდი მადლობა.

Posted by: xunjgu 20 Nov 2014, 11:41
მოგწერეთ . ჩვენთან კეთდდება (მენჯ-ბარძაყის პროტეზირება,მუხლის პროტეზირება,იდაყვიც და მხარიც ) შეგიძლიათ დამიკავშირდეთ . და ასევე ონკოლოგიურ პაციენტებზეც ონკო პოპრტეზირებები .

Posted by: Geo-Guide 20 Nov 2014, 14:49
xunjgu


დიდი მადლობა, დაგიკავშირდებით

გისურვებთ წარმატებებს

Posted by: iker_777 22 Nov 2014, 00:53
გაშლილ ნეკა თითში ბურთი მომხვდა ძალიან ცუდად,იმ მომენტში გასაყინით გამიყინეს და გავაგრძელე მაინც ვარჯიში,სახსში მოვედი თუ არა ყინულები მიდევს სულ სხვა რამეს ხო არ მირჩევთ ??რო დავაჩქარო მკურნალობა ხალხურ მეთოდს ან რამე მსგავს?..მეკარე ვარ და დასვენების დრო ამ მომენტში მართლა არ მაქვს sad.gif(

Posted by: xunjgu 23 Nov 2014, 21:57
პირველ რიგში უნდა გადაიღო სურატი და ინახოს უნდა რა მდგომარეობა არის . და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე . თუ გსურს დამიკავშირდი და დაგაკვალიანებ . მე ექიმი ვარ და ცოტა ნაკლებად მჯერა ხალხური მალამოების მაგრამ ზოგჯერ ამართლებს ხოლმე . biggrin.gif რაიმე დამატებითი შეკითხვები თუ გაგიჩნდა მომწერე პმშ-ი . ან დამირეკე .

Posted by: pumpuliko 24 Nov 2014, 16:23
გამარჯობა
ზაფხულში დავდიოდი ცურვაზე და არ ვიცი გამიცივდა თუ რა მოხდა , მაგის მერე მტკივა მარცხენა მხარეს ყბის სახსარი . დამთქნარების , ღეჭვის და ხელით შეხების დროსაც
რისი ბრალი უნდა იყოს და ვისთან უნდა მივიდე კონსულტაციაზე, ტრავმატოლოგთან თუ ქირურგთან?

Posted by: Emma* 24 Nov 2014, 23:57
ხალხო გთხოვთ მირჩიეთ თბილისში კარგი ტრამვატოლოგი, რომელსაც რომ ვეტყვი ვარჯიშისას რომელიმე სახსარი მტკივა მეთქი, აღარ ივარჯიშოო არ მიპასუხებს და მართლა შეეცდება გამომწვევი მიზეზის დადგენას. ფლიიიიიიიიიიზ sad.gif :ხალხიარხართ:

Posted by: xunjgu 25 Nov 2014, 17:55
QUOTE (pumpuliko @ 24 Nov 2014, 16:23 )
გამარჯობა
ზაფხულში დავდიოდი ცურვაზე და არ ვიცი გამიცივდა თუ რა მოხდა , მაგის მერე მტკივა მარცხენა მხარეს ყბის სახსარი . დამთქნარების , ღეჭვის და ხელით შეხების დროსაც
რისი ბრალი უნდა იყოს და ვისთან უნდა მივიდე კონსულტაციაზე, ტრავმატოლოგთან თუ ქირურგთან?

გამარჯობა . უნდა მიხვიდე კარგ ნევროპათოლოგთან პირველ რიგში და მერე მაგი დაგაკვალიანებს ვისთან უნდა მიხვიდე თუ საჭირო იქნა . მაგრამ ეგ უფრო ვ\ნევრალგიაა .

Posted by: British-Beret 1 Dec 2014, 18:41
gamarjobat gushin fegburtis tamashisac wvivisa da quslis sheertebastan (ukacravad aseti arasamedicino terminologiistvis ) momxvda fexi dzlierad ara im dros metkina tumca gadamiara dzalian male da tamashic gavagrdzele im dges araferi tkivili ar mqonia mere dge s rom gavigvidze siarulisas mtkioda muxlishi shignidan da risi brali sheidzleba iyos ??

Posted by: xunjgu 1 Dec 2014, 23:13
რამდენი ცლის ხარ ? ტუ სჰეგიდზლაი დამირეკე ან მომწერე დ გამოდი ჩვენტან კლინიკაში და გაგსინჯავთ არაა პრობლემა . ფორუმელებისთვის კარები ღიაა smile.gif

Posted by: British-Beret 2 Dec 2014, 01:40
xunjgu
19 is da myesis dachimulobis brali sheidzleba iyo elastiuri bintit shexveva tu ushvelis ?

Posted by: xunjgu 2 Dec 2014, 11:38
QUOTE (British-Beret @ 2 Dec 2014, 01:40 )
xunjgu
19 is da myesis dachimulobis brali sheidzleba iyo elastiuri bintit shexveva tu ushvelis ?

ეტყობა დაგეჭიმა და მაქედან დაგიტოვა ეგ ტკივილები , შესაზელად შეგიძლია რამე მალამო და პატარა არასტეროიდიც დალიო .

Posted by: Geo-Guide 2 Dec 2014, 15:00
იქნებ ვინმემ იცოდეს, გთხოვთ დამიწეროთ ტრავმატოლოგიური ოპერაციების ფასები:

მენჯ-ბარძაყის რა ღირს?

მუხლის რა ღირს?

ფასები გასაგებია სხვადასხვა რამეზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ დაახლოებითი ფასები

გავინტერესებს , იქნებ ვინმემ იცოდეთ.

ყველას დიდი მადლობა


Posted by: xunjgu 3 Dec 2014, 09:47
QUOTE (Geo-Guide @ 2 Dec 2014, 15:00 )
იქნებ ვინმემ იცოდეს, გთხოვთ დამიწეროთ ტრავმატოლოგიური ოპერაციების ფასები:

მენჯ-ბარძაყის რა ღირს?

მუხლის რა ღირს?

ფასები გასაგებია სხვადასხვა რამეზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ დაახლოებითი ფასები

გავინტერესებს , იქნებ ვინმემ იცოდეთ.

ყველას დიდი მადლობა

პმ- ში მოგწერეთ, შეგიძლია წაიკითხო
* * *
შეგიძლია წაიკითხო . ისე თქვენს არსებობასაც თუ ამიხსნით რას აკეთებთ კაი იქნება .

Posted by: Geo-Guide 3 Dec 2014, 11:07
xunjgu დიდი მადლობა, პირადში მოგწერეთ

გისურვებთ წარმატებებს

war.gif

Posted by: xunjgu 4 Dec 2014, 00:52
იაქტიურეთ მოგვწერეტ პრობლემები . smile.gif

Posted by: datoraul 8 Dec 2014, 13:08
დამეხმარეთ რაა თუ შეგიძლიათ
ფეხბურთის თამაშისას ჩამარტყეს ფეხის თითში, და გამისივდა მტკივა სიარულშიც მიშლის ხელს თან ფრჩხილიც არის დაზიანებული
და რა უშველო მირჩიეთ რა

Posted by: xunjgu 9 Dec 2014, 18:07
შეისიება თუარის რამე მალამო უნდა წაისვა . ან კიდე გიპერტონული საფენები უნდა დაიდო . და მალევე ჩაცხრება შესიება ტუ არის . ან მალამოები . გააჩნია რა გჭირს რა. მოტეხილი ხომ არ არის ?

Posted by: nikanika93 9 Dec 2014, 18:43
კარგი ორთოპედი ვინმე მირჩიეთ ხერხემალთან დაკავშირებით

Posted by: Tikobucho 11 Dec 2014, 00:48
2 ნაკერი მადევს ხელზე რა ღირს ნაკერების ახსნა ხო არ იცით/?

Posted by: xunjgu 14 Dec 2014, 00:10
ნაკერების მოხსნა უფასოა ჩვენთან , ჩვენს პაციენტებზე smile.gif

Posted by: ladykarate222 17 Dec 2014, 22:11
ფეხზე ნეკა თითში მომხვდა რკინა და დაახლოებით ერთი თვე იქნება მტკივა, როცა გავატოკებ მაშინ მტკივა, უმოძრაოდ არა, მაგრამ სპორტსმენი ვარ და ხშირად ისეთ პოზიციაში მიწევს ფეხის დადგმა რომ მტკივდება. ოდნავ გაწითლებულიც მაქვს და გასიებული. ექიმთან მივიდე? თუ გამივლის, რა შეიძლება იყოს?

Posted by: datoraul 17 Dec 2014, 22:31
9 დღის წინ ფეხის ცერა თითი მოვიტეხე და ჩამისვეს გიფსში, რაღაც ტანამედროვე გიფსია შეკრული არარის და რამე ვიხსნი, პირველი 5 დღე მტკიოდა თითი შემდეგ გადამიარა და 2-3 დღე აღარ შეუწუხებივარ და ეხლა 2 დრეა ისევ დამეწყო ტკივილი მთლიანად ფეხის კუნთთან მტკივა მუხს ქვემოთ, ტკივლი რო დამეწყო იმ დღეს ფეხი საკმაოდ დავტვირთე, რისი ბრალი სეილება იყოს და საშიში ხომ არარის?

Posted by: Sandro Amashukeli 18 Dec 2014, 13:10
წელის ხანგრძლივი ტკივილის დროს ვის უნდა მივმართო დამაკვალიანეთ. ვიღაც ჩოპე ნახეო დიღომში მირჩიეს, ნომერი იცით ვინმემ?

Posted by: stamo90 18 Dec 2014, 20:00
თბილისში რომელიმე კლინიკას ვერ მირჩევთ,სადაც ფეხის მყესებს ოპერაციულად და ნორმალურად აგრძელებენ? ბავშვობისდროინდელი ტრამვის გამო (აცრები არასწორად გამიკეთეს) სიარულის დროს საშინელი დაჭიმულობის შეგრძნება მაქვს. აი დაახლოებით ისეთი შეგრძნებით დავდივარ როგორი შეგრძნებაც აქვს ადამიანს შპაკატში ჩაჯდომისას მყესებზე. ნევროპათოლოგებმა ვერ დამადგეს თავი, ვერც ტრამვატოლოგებმა, რენტგენზე არაფერი ჩანსო ისეთი, დავიღალე ამდენი უსარგებლო წამლის დალევით, ნუთუ არ გეგულებათ ვინმე ისეთი თბილიში, ვისაც შეუძლია ოპერაციების ჩატარება ასეთ პრობლემაზე ? ვის თვლით ყველაზე გამოცდილად ?

Posted by: xunjgu 19 Dec 2014, 00:08
QUOTE (datoraul @ 17 Dec 2014, 22:31 )
9 დღის წინ ფეხის ცერა თითი მოვიტეხე და ჩამისვეს გიფსში, რაღაც ტანამედროვე გიფსია შეკრული არარის და რამე ვიხსნი, პირველი 5 დღე მტკიოდა თითი შემდეგ გადამიარა და 2-3 დღე აღარ შეუწუხებივარ და ეხლა 2 დრეა ისევ დამეწყო ტკივილი მთლიანად ფეხის კუნთთან მტკივა მუხს ქვემოთ, ტკივლი რო დამეწყო იმ დღეს ფეხი საკმაოდ დავტვირთე, რისი ბრალი სეილება იყოს და საშიში ხომ არარის?

გამარჯობა . თუ მოტეხილი იყო ცდომის გარეშე და ეხლა შეცილებულაი მაგ შემთხვევაში დიდი ხანი შეილება ეგ ტკივილი გაგყვეს . უნდა ინახოს რენტგენოლოგიურად ადრე როგორი იყო და ეხლა როგრი არის

Posted by: Ziggy Pop 19 Dec 2014, 09:17
xunjgu
გამარჯობა.

გაზაფხულზე 6 წლის ბავშვმა მოიტეხა მარცხენა ლავიწი და მხარი. შეცილებული არ იყო, 1 თვე ჰქონდა თაბაშირში და კარგად წავიდა გველაფერი, ახლაც კარგად არის, უბრალოდ ეს მკლავი ჯერ კიდევ უფრო წვრილი აქვს, ვიდრე მეორე. რამე ჩარევა უნდა ამას თუ რეაბილიტირდება თავისით?

Posted by: datoraul 19 Dec 2014, 13:44
QUOTE
xunjgu

ადრე არ იყი შეცილებულიდა თუ ეხლა შეცვლილია ძვალი როგორ უნდა მოხვდეს ისევ შეერთება?
ძვვის დამტვრვევა ან რაღაც ამდაგვარი ხო არ არის საჭირო?

Posted by: stamo90 19 Dec 2014, 17:12
თბილისში რომელიმე კლინიკას ვერ მირჩევთ,სადაც ფეხის მყესებს ოპერაციულად და ნორმალურად აგრძელებენ? ბავშვობისდროინდელი ტრამვის გამო (აცრები არასწორად გამიკეთეს) სიარულის დროს საშინელი დაჭიმულობის შეგრძნება მაქვს. აი დაახლოებით ისეთი შეგრძნებით დავდივარ როგორი შეგრძნებაც აქვს ადამიანს შპაკატში ჩაჯდომისას მყესებზე. ნევროპათოლოგებმა ვერ დამადგეს თავი, ვერც ტრამვატოლოგებმა, რენტგენზე არაფერი ჩანსო ისეთი, დავიღალე ამდენი უსარგებლო წამლის დალევით, ნუთუ არ გეგულებათ ვინმე ისეთი თბილიში, ვისაც შეუძლია ოპერაციების ჩატარება ასეთ პრობლემაზე ? ვის თვლით ყველაზე გამოცდილად ?

Posted by: ninnaklh 19 Dec 2014, 22:56
გამარჯობათ, რამოდენიმე ხნის წინ ბავშვს ( 6 წლის , ბიჭი) გაუკეთე ანალიზები,ცოტა რკინის პრობლემა აქვს პერიოდულად იკლებს და შესაბამისად ჰემოგლობინიც, ეხლა აქვს 69 ჰემოგლობინი და 9,21 რკინა , ამასთან ერტად გაუკეთერევმატიზმები და საკმაოდ მომატებული აქვს 528, 2 , როგორც ექიმმა გვითხრა გლანდები უნდა ამოვჭრათ ოღონდ მკურნალობის მერე.
მიზეზი რის გამოც გადავწყვიტეთ რევმატიზმის გაგება იყო პეხის ტკივილი, განსაკუთრებით დილით . ეხლა ეს ტკივილი ცოტა გაზლიერდა და მარჯვენ ამუხლის უკან ხელით ვგრძნობ დაჭიმულობას . მეორე თვეა ცეკვაზე დადის და შეიძლება ესეც იყოს მიზეზი, არ ვიცი.რას მირჩევთ როგორ მოვიქცე, სურათი გადავუღო თუ სხვა რამე.
დიდი მადლობა.

Posted by: severuss 22 Dec 2014, 10:13
გამარჯობათ.. წელის ტკივილები მაქვს. ოდესღაც მძმე წონის აწევისგან გამოწვეული. ვარჯიშ და სირბილი პრობლემას ხომ არ გამოიწვევს? ან როგორ უნდა ვირბინო ამ შემთხვევაშ სწორად?

Posted by: xunjgu 24 Dec 2014, 23:55
QUOTE (stamo90 @ 19 Dec 2014, 17:12 )
თბილისში რომელიმე კლინიკას ვერ მირჩევთ,სადაც ფეხის მყესებს ოპერაციულად და ნორმალურად აგრძელებენ? ბავშვობისდროინდელი ტრამვის გამო (აცრები არასწორად გამიკეთეს) სიარულის დროს საშინელი დაჭიმულობის შეგრძნება მაქვს. აი დაახლოებით ისეთი შეგრძნებით დავდივარ როგორი შეგრძნებაც აქვს ადამიანს შპაკატში ჩაჯდომისას მყესებზე. ნევროპათოლოგებმა ვერ დამადგეს თავი, ვერც ტრამვატოლოგებმა, რენტგენზე არაფერი ჩანსო ისეთი, დავიღალე ამდენი უსარგებლო წამლის დალევით, ნუთუ არ გეგულებათ ვინმე ისეთი თბილიში, ვისაც შეუძლია ოპერაციების ჩატარება ასეთ პრობლემაზე ? ვის თვლით ყველაზე გამოცდილად ?

უნდა მიმართო გია ჯალალიშვილს ამ პრობემით . ეგ არის ის ვინც შენ გჭირდება

Posted by: Attila 3 Jan 2015, 18:11
ხერხემლის ტრამვაზე მაქ 1-2 კითხვა და რომელს მოგმართოთ?

Posted by: kvaratskhelia 7 Jan 2015, 02:04
გამარჯობა,ესეიგი კისრის მალებზე გადავიღე რენდგენი და ექიმმა დამინიშნა ვარჯიშები და ამ ვარჯიშებით რამდენად გასწორდება ეს კისრის მალები?ცოტა სუნთქვა მიჭირს ვარჯიშისას და თავს რომ ვატრიალებ მარგად მსიამოვნებს.ვისთან მივიდე ამ საკითხთან დაკავშირებით?

Posted by: smith14 12 Jan 2015, 15:23

გამარჯობა, ფეხის ცერა თითი მქონდა ამოვარდნილი. 6 თვე გავიდა ჩასმიდან და ტკივილები დამრჩა. სიარულის დროს მაწუხებს.

ტრავმატოლოგმა წამლებთან ერთად ფონოფორეზი თუ ფინოფორეზი დამინიშნა 10 პროცედურა და გავიკეთო? აუცილებელია ეს პროცედურა?

Posted by: takisha 16 Jan 2015, 13:26
smith14
ეხოსკოპია გაიკეთე? თუ არა , გირჩევ გადაიღო და გაიგო რა მდგომარეობაა ახლა.

ექიმი არ ვარ.

Posted by: temart 16 Jan 2015, 13:32
იქნებ მიპასუხოთ, ფეხის ცერა თითზე დაჩირქებაა, ოპერაციის შემთხვევაში რა ხარჯებთნ გვექნება საქმე?


Posted by: smith14 16 Jan 2015, 18:08
takisha
QUOTE
ექიმი არ ვარ.


რატო?

QUOTE
ეხოსკოპია გაიკეთე? თუ არა , გირჩევ გადაიღო და გაიგო რა მდგომარეობაა ახლა


გადავიღე და კარგად არი ჩასმული თითიო, მარა მაწუხებს აშკარად და ეს ფონოფორეზი თუ ფინოფორეზი დამინიშნეს და ფულის გადახდა მენანება..

აუცილებელია ნეტა?

რომელი ხართ ექიმი, გამოდით!

Posted by: takisha 16 Jan 2015, 23:58
smith14
QUOTE
გადავიღე და კარგად არი ჩასმული თითიო

გააჩნია ვისთან იყავი ))
თითის ჩასმაზე არაა მარტო, მანდ მყესები და იოგებია, რომლების დაზიანებაც იწვევს ტკივილებს,
ვისთან იყავი?
ერთადერთი ადამიანია საქართველოში, ნინო დუმბაძე , ვინც ზუსტად გეტყვის რა გჭირს, ანახე თუ გინდა. ეხოსკოპისტია
QUOTE
აუცილებელია ნეტა?

ეხოს მერე მიხვალ ორთოპედ-ტრავმატოლოგთან რომელიც დაგინიშნავს მკურნალობას, ეგ პროცედურები შეიძლება სულაც არ დაგჭირდეს.




Posted by: cuore 17 Jan 2015, 19:41
სალამი მეგობრებო ერთი კითხვა მაქ უკვე რამდენიმე დღეა ჭვალივით მადგა რაგაც ბეჭებზე მარცხენა მხრის მიმართულებით ხერხემლის მხარეს და რისი ბრაი იქნება უკვე ძალიან მაწუხებს
ამ ბოლო დროს სამსახურში ძირითადათ მიწევს ჯდომა და მაგის ბრაი ხომ არ იქება?

Posted by: Lemarc 21 Jan 2015, 14:06
მარცხენა ფეხი დავადგი ცუდად კიბეებზე რომ ჩამოვდიოდი და ახლა კოჭი მაქვს გასიებული და მტკივა და როგორ შეიძლება რომ ვუშველო? აი დაახლოებით ასე მაქვს სურათზე როგორცაა....

Posted by: takisha 21 Jan 2015, 14:19
Lemarc
ტრაუმელი ისვი, მალამოა.

სხვამხრივ კი, რენტგენი და ეხოსკოპია არ გაწყენდა, იქნებ მყესები დაზიანდა ან მოტეხილობა არ იყოს.

Posted by: Lemarc 21 Jan 2015, 14:57
takisha
QUOTE
ტრაუმელი ისვი, მალამოა.

სხვამხრივ კი, რენტგენი და ეხოსკოპია არ გაწყენდა, იქნებ მყესები დაზიანდა ან მოტეხილობა არ იყოს.

გუშინ ისეთი არაფერი მიგვრძნია რომ მოვედი სახლში ჩვეულებრივად ვიყავიოდნავ ტკივილს ვგრძნობდი და დღეს რომ გავიღვიძე კოჭის მიდამო გასიებული დამხვდა...ფეხის უხერხულად დადგმამ შეიძლება რომ მოტეხილობა გამოიწვიოს? გარეთ გასვლა რეკომენდირებულია? ხვალ მაქვს გამოცდა და აუცილებლად უნდა წავიდე...

Posted by: takisha 21 Jan 2015, 15:15
Lemarc
ისეთი ტრავმები ხდება პატარა მობრუნებაზეც კი, ვერ წარმოიდგენ,

უფრო მყესების ამბავი იქნება, ვიდრე მოტეხილობის. ეხოზე რომ გაიარო გამოცდამდე კარგი იქნება yes.gif

Posted by: base 21 Jan 2015, 16:20
გამარჯობა.. მარჯვენა ხელის მტევანი მტკივა..ძლიერ დაჭიმულობას და სისხლის მიმოქცევას ვგრძნობ ამ ბოლო დროს..რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Lemarc 21 Jan 2015, 17:11
takisha
QUOTE
უფრო მყესების ამბავი იქნება, ვიდრე მოტეხილობის. ეხოზე რომ გაიარო გამოცდამდე კარგი იქნება

ხო კიდე მაგ ადგილს (ანუ კოჭის მიდამოს) ხშირად ვატკაცუნებდი ხოლმე სიარულის დროს, ჩვევაში მქონდა....(როგორც თითებს).შეიძლება რომ ამას ზოგადად სახსრის დასუსტება გამოეწვია? ადრეც მსგავსი რამ მომსვლია მაგ ფეხზე წლების წინ...

Posted by: takisha 22 Jan 2015, 01:16
Lemarc
QUOTE
რომ ამას ზოგადად სახსრის დასუსტება გამოეწვია?

კი, შესაძლებელია ნამდვილად. უფრო დაზიანება, ვიდრე დასუსტება. გასიება უკვე შიგნით დაზიანების ნიშანია.
ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა დახედოს და ნახოს ექიმმა რა მდგომარეობაშია შენი სახსარი, მყესები და ა.შ

Posted by: smith14 23 Jan 2015, 19:51
Lemarc

მასე მომდის ყოველი ფეხბურთის თამაშისას, მასე მისივდება ფეხი კოჭთან. ბავშვობის მერე.

ერთხელ გადამიბრუნდა და მაგის მერე..

მე მგონი საშიში არ არი, ალბათ უკვე გაგივლიდა..

Posted by: takisha 23 Jan 2015, 23:45
smith14
QUOTE
მასე მომდის ყოველი ფეხბურთის თამაშისას, მასე მისივდება ფეხი კოჭთან. ბავშვობის მერე.

და ეგ ნორმალურია გგონია? rolleyes.gif


Posted by: smith14 24 Jan 2015, 08:36
QUOTE
და ეგ ნორმალურია გგონია?


takisha

ეგრე რამდენი არა ნორმალური ხდება გარშემო.. yes.gif

Posted by: takisha 24 Jan 2015, 14:35
smith14
გარშემო ხდებოდეს მერე, შენ თავს რას ერჩი, თან თუ ხვდები რომ არაა ნორმალური
rolleyes.gif

Posted by: lasha200 27 Jan 2015, 21:30
გვერდი მიარტყა ბავშვმა ბაღში და ეხლა ექვს ენტერო ვირუსის სიმფტომები, შეიძლება იყოს მინარტყამის ბრალი? ტკივილით არ ტკივა...

Posted by: datiko 27 Jan 2015, 23:17
მეგობრებო
სირბილის დროს ამტკივდა მუხლის გარე მხარე

დუმბაძესთან ექოზე აი ეს მითხრეს :
QUOTE
მარცხენა მუხლის სახსრის სუპრაპატელარული სიგრძივი კვეთისას ოთხთავა კუნთის მყესის, ცხიმოვანი სხეულის გამოსახულება ნორმა.
  კვირისტავზედა სინოვიალურ აბგაში ფიქსირდება მცირე რაოდენობით გამონაჟონის არსებობა. გამონაჟონის არსებობა ფიქსირდება მცირე რაოდენობით ასევე ლატერალურად სიგრძივი კვეთისას სასახსრე ჩანთის ჯიბეში.
  ლატერალურად და მედიალურად ბარძაყისა და დიდი წვივის ძვლების კიდეებზე ოსტეოფიტები არ ფიქსირდება.
მედიალური და ლატერალური კოლატერალური იოგები ნორმა.
  კვირისტავის საკუთარი იოგი ნორმა.
  ბარძაყის მედიალური და ლატერალური როკების ძვლოვანი ზედაპირები სადა.ჰიალინური ხრტილის სისქე დს სტრუქტურა იდენტურია ორივე მხარეს.
  ლატერალური მენისკის წინა რქის მწვერვალის კიდე არათანაბარკონტურიანია,
მენისკის ექოგენობა დიფუზურად არაერთგვაროვანია,სრული გაგლეჯა არ ისახება.
მუხლქვეშა ფოსოში კვლევისას უკანა ჯვარედინა იოგის სისქე იდენტურია ორივე მხარეს, მარცხნივ სტრუქტურა შეცვლილია, რაც ძველ ტრამვულ დაზიანებაზე მიუთითებს.
ის რაც ულტრაბგერითი კვლევის შესაძლებლობაშია, წინა ჯვარედინა იოგი ნორმა.
მუხლი მკვეთრად დისპლაზიურია.
კვირისტავის მედიალურ ზედაპირზე ხრტილის სისქე შემცირებულია.
თეძო-წვივის ტრაქტი, დიდი წვივის ძვლის საპროექციო მიდამოში, სისქეში მომატებულია, ბოჭკოების ექოგენობა მომატებულია, რაც ძლიერ დაჭიმვაზე მიუთითებს.


და მირჩია მოსვენება და ტრაუმელის წასმა
ჰოდა, მაინც ვერ გავიგე რა მჭირს და რატომღაც ეს ტრაუმელი ცოტა არასერიოზული მალამო მგონია...
როგორ შევუწყო ხელი სწრაფ გამოჯანმრთელებას

Posted by: socrates 28 Jan 2015, 14:29
მოკლედ მაინტერესებს ესეთი რაღაც ტრამვატოლოგმა დამისვა ასეთი დიაგნოზი-მარცხენა მუხლის სახსრის მედიალური მენისკის დაზიანება, ართროზი. ოპერაცია სასწრაფო არ არისო და დამინიშნა წამლები და მუხლის ვარჯიშები თქვენ რას მირჩევთ ოპერაცია გავიკეთო თუ მკურნალობას მივყვე ასევე ბარძაყის კუნთები მაქვს ძალიან დასუსტებული ან იქნებ ვინმე კარგი ტრამვატოლოგი მირჩიოთ

Posted by: honnor 28 Jan 2015, 19:39
გამარჯობათ ვარ მორაგბე და მხარი ამოვიგდე 2 თვე ველოდე შეხორცებას და ვარჯიშზე კიდევ ამომვარდა დღეს რა ვკნა რომ აგარ ამომივარდეს?

Posted by: shavnabada92 29 Jan 2015, 01:35
QUOTE
რა ვკნა რომ აგარ ამომივარდეს?

ექიმთან წადი smile.gif

Posted by: honnor 29 Jan 2015, 02:28
შემიხვევნ ჩამომიკიდებენ სეგიხორცდებაო მოვიხსნი და ისევ მვარდება

Posted by: takisha 29 Jan 2015, 20:38
datiko
დუმბაძესთან არ იქნებოდი, სამშაბათს იქნებოდი მის შვილთან.. ეს ნინოს დასკვნა არაა.. smile.gif
QUOTE
ჰოდა, მაინც ვერ გავიგე რა მჭირს

დისპლაზიური სახსარი ნიშნავს მობილურ სახსარს, როცა არ არის მუხლი მყარი და მიდრეკილია ამოვარდნისკენ ძალიან მარტივ მობრუნებაზე და დატვირთვაზეც კი,( არ ამოგვარდნია მუხლი ? აი მომენტალურად და ისევ ჩამჯდარა თავისით) მით უმეტეს, გირბენია, დატვირთე. ასე რომ დისპლაზიის ბრალი ნამდვილად შეიძლება იყოს ეგ ტკივილი yes.gif
მცირე რაოდენობით გამონაჟონი ნიშNავს პატარა ანთებას, რომელიც იწვევს ამ შემთხვევაში ტკივილს მუხლში.

QUOTE
რატომღაც ეს ტრაუმელი ცოტა არასერიოზული მალამო მგონია...

საკმაოდ კარგი მალამოა, რომ იცოდე smile.gif

QUOTE
როგორ შევუწყო ხელი სწრაფ გამოჯანმრთელებას

ისვი მალამო დღეში სამჯერ და კარგი იქნება თუ იცურავებ, yes.gif პირველ რიგში მაგას ნიშNავენ ტრავმატოლოგები.
თუარადა მაგ დასკვნით მიდი ტრავმატოლოგთან.




honnor
მიდი ტრავმატოლოგთან, აკეთებენ ოპერაციით დაფიქსირებას მხრის.yes.gif


socrates
დაზიანება არ ნიშNავს გაგლეჯას, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მკურნალობით მოგირჩეს, აღარ შეგაწუხოს, ართროზი კი ხრტილის გაცვეთაა და თუ მოუვლი ოპერაციას გადადებ რამდენიმე წლით, რად გინდა ოპერაცია.. სრულად გაგლეჯილ მენისკებზე არ იკეთებენ ოპერაციებს და რა ძალა გადგია.


მიდით ტრავმატოლოგებთან
მედიქლაბში მუშაობენ ვაჟა გაფრინდაშვილი და ლევან ნაჭყებია, ნამდვილად კარგები არიან.


rolleyes.gif

Posted by: torckiko 29 Jan 2015, 21:04
რენტგენმა ფუნქციური დატვირთვით აჩვენა რომ მაქვს მარცხენამხრივი სქოლიოზი მალების როტაციით, ლ4-ლ5 უკან გადახრისას განიცდის ცდომილება 0.5 სმ-მდე წინ გადახრისას უბრუნდება თავის მდგომარეობას. დასკვნა ლ4-5 სტაბილურობის დარღვევა. თვითონ რენტგენოლოგმა დიდი ალბათობით ოპერეცია არ აგცდებაო და კონსერვატიულ მკურნალობას არ ემორჩილება თუ იცით? მაქვს საშინელი ტკივილები.

Posted by: takisha 29 Jan 2015, 21:17
torckiko


მიდი ვერტებროლოგთან, ნინო ყულოშვილი მუშაობს მედიგარდში, ფალიაშვილზე.
ძალიან მაგარი ქალია
yes.gif


Posted by: torckiko 29 Jan 2015, 21:34
takisha

საოპერაციოა თუ ეშველება რამე? ისე არ მინდა ჯერ მკურნალობით გამატყავონ როგორც იციან და მერე მაინც ოპერაცია მითხრან.

Posted by: takisha 29 Jan 2015, 21:36
torckiko

არ ვიცი , არ ვარ ვერტებროლოგი, უნდა მიხვიდე ხერხემლის ექიმთან, გითხარი ვისთანაც, ეგ ქალი მე როგორც ვიცი ტყუილად არაფერს აკეთებინებს პაციენტებს, ხოდა მაგიტომ გირჩიე..


Posted by: datiko 30 Jan 2015, 14:13
takisha
QUOTE
დუმბაძესთან არ იქნებოდი, სამშაბათს იქნებოდი მის შვილთან.

ეგეც დუმბაძე არ არის? smile.gif

შეიძლება ამომვარდნია, მაგრამ არ ვიცოდიsad.gif
სანამ ამტკივდებოდა, პატარა სპაზმივით გამიჩნდა და მაინც ვირბინე იმ დღეს, იქნებ ეგ იყო ამოვარდნა და მე გავართულე?

ახლა ტრაუმელს და ვოლტარენს ვისმევ რიგრიგობით და ერთ სამ დღეს ვიწვები...

Posted by: takisha 30 Jan 2015, 14:27
datiko
QUOTE
ეგეც დუმბაძე არ არის?

no.gif


2 სხვადასხვა ექიმია, მერე რა რომ შვილია yes.gif

QUOTE
შეიძლება ამომვარდნია, მაგრამ არ ვიცოდი

ხოო შესაძლებელია არც გეტკინა ისე ამოგვარდა.



QUOTE
ერთ სამ დღეს ვიწვები

არ გინდა წოლა, უბრალოდ არ ირბინო yes.gif


Posted by: *LilacWine* 30 Jan 2015, 14:36
QUOTE
მედიქლაბში მუშაობენ ვაჟა გაფრინდაშვილი და ლევან ნაჭყებია, ნამდვილად კარგები არიან


ვეთანხმები!

datiko
QUOTE
როგორ შევუწყო ხელი სწრაფ გამოჯანმრთელებას

მეც მაწუხებდა მუხლები, თხილამურებზე სრიალის დროს დავიზიანე. სწრაფ გამოჯანმრთელებაში დაგეხმარება ფონოფორეზის პროცედურები სწორედ ტრაუმელის მალამოთი.

takisha
თხილამურებზე ტრავმის მიღებიდან წელიწადნახევრის შემდგომ აქტიურად დავიწყე სირბილი, ათი დღე ვირბინე საკმაოდ დიდი დატვირთვით და ერთ დილასაც აღმოვაჩინე, რომ კიბეზე ვეღარ ავდიოდი smile.gif თქვენი აზრით, მიზეზი წინა ტრავმა იყო თუ ზედმეტი დატვირთვა? დაახლოებით ორ კვირაში ტრაუმელის დახმარებით ბოლომდე ალაგდა ჩივილები. ისევ მინდა ვარჯიშის დაწყება და ცოტა არ იყოს, მეშინია....

Posted by: takisha 30 Jan 2015, 15:29
*LilacWine*
QUOTE
თქვენი აზრით, მიზეზი წინა ტრავმა იყო თუ ზედმეტი დატვირთვა?

შესაძლებელია ორივე იყოს, გამორიცხვის მიზნით ეხო გაიკეთე, სანამ დატვირთავ. yes.gif
შეიძლება ძველი ტრავმის შემდეგ კი ჩაწყნარდა სიტუაცია, მაგრამ რაიმე დაზიანება სრულად არ აღდგა და ახალ დატვირთვაზე გამწვავდა ისევ. yes.gif


Posted by: *LilacWine* 30 Jan 2015, 15:37
takisha
გასაგებია, მივაკითხავ ისევ ნინო დუმბაძეს. მადლობა

Posted by: takisha 30 Jan 2015, 15:40
*LilacWine*
QUOTE
გასაგებია, მივაკითხავ ისევ ნინო დუმბაძეს. მადლობა

up.gif




არაფრის )))

Posted by: datiko 30 Jan 2015, 22:23
takisha
*LilacWine*
მადლობა მეგობრებო გამოხმაურებისთვის
მგონი მივაგენი, მუხლის ტკივილის მიზეზს. ხელმეორედ, ერთმა ჭკვიანმა რადიოლოგმა დამათვალიერა და ხერხემალზე ეჭვობს...
ხვალ მოქმედებაში რენტგენი უნდა გადავიღო

Posted by: takisha 30 Jan 2015, 22:49
datiko
QUOTE
მგონი მივაგენი, მუხლის ტკივილის მიზეზს. ხელმეორედ, ერთმა ჭკვიანმა რადიოლოგმა დამათვალიერა და ხერხემალზე ეჭვობს...
ხვალ მოქმედებაში რენტგენი უნდა გადავიღო

პასუხი გაგვაგებინე!

Posted by: gramatikikina 31 Jan 2015, 00:13
მაჯებს როცა ვეყრდნობი, მტკივა. 1 განსაკუთრებით და ვისთან უნდა მივიდე? idea.gif

Posted by: bossanova 31 Jan 2015, 11:53
Solveig
გამარჯობა! ზაფხულში ფეხბურთის თამაშის დროს ფეხი ვიტკინე, არ ვიცი რა მჭირს გამეჯიმა თუ რა მომივიდა დღემდე არ ვიცი ))), ხოდა ყოველი თამაშის მერე მტკივდება.. ადრე 1 თამაშსაც ვერ ვქაჩავდი, ეხლა უკვვე 2 თამაშს ვთამაშობ და მტკივდება მაგრად... ტკივილი ადრე გრძელდებოდა 2-3 დღე ეხლა კიდე იმ დღეს მტკივდება და მეორე დღეს უკვე იმდენად აღარ მტკივა და რისი ბრალიაა იქნება მითხრათ smile.gif))

Posted by: takisha 31 Jan 2015, 12:43
gramatikikina
bossanova

როცა არის ტკივილი სახსრებში და არ იცით რატომ გაქვთ, ანუ არ უკავშირდება მცირე ტრავმას, არ არის ერთჯერადი ტკივილი და გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში და ა.შ. უნდა გაკეთდეს სახსრის ეხოსკოპია, რომ გაიგოთ რა მდგომარეობაა თვითონ სახსარში..

yes.gif
სხვანაირად ვერ გაიგებთ რა გჭირთ




Posted by: datiko 31 Jan 2015, 21:43
takisha
გადავიღე დღეს წელის მალების რენტგენოგრაფიაფუნქციური დატვირთვის სურათები
ეს ყველაფერი ხეჩინაშვილის კლინიკაში (ყოფილი მეცხრე საავადმყოფო) ბატონ ირაკლი ავაზაშვილთან

აქ დავწერ იმას რაც არ იყო ნორმაში:
მაქსიმალურად უკან გადახრისას ლ 1-5 მალა განიცდის ცდომას უკან, წინ გადახრისას უბრუნდება ნორმალურ მდგებარეობას.
ლორდოზი - გამოხატული
სკოლიოზი - აღინიშნება მცირედ გამოხატული გამრუდება მარცხნივ
მალთაშუა ხვრელები - ლ 4-5 შევიწროვებული
მალებიც ცდომა - ლ4 ცდომილია უკან



დასკვნა : წელის გავრცელებული დისკოზი, ლ1-ს1 სტაბილურობის დარღვევა, ლ4 უკანა სპონდილოლისთეზი


ეს ყველაფერი ვუთხარი ექიმს და ეგ არისო smile.gif

ახლა დამინიშნა Benevron BF და ლოკსიდლო 10 დღე smile.gif

კარგ მასაჟისტთან ან მანუალისტთან სიამოვნებით მივიდოდი


Posted by: takisha 31 Jan 2015, 23:20
datiko
კარგია ))

მიხედე თავს და მკურნალობის შედეგიც შეგვატყობინე smile.gif


Posted by: bossanova 2 Feb 2015, 12:44
takisha
კარგ ტრამვატოლოგს ხომ არ მირჩევ?

Posted by: takisha 2 Feb 2015, 14:10
bossanova


ვაჟა გაფრინდაშვილი 593 31 96 61
ლევან ნაჭყებია 599 46 19 91

მუშაობენ მედიქალაბჯორჯიაში


Posted by: Sh0 2 Feb 2015, 16:38
62 წლის მამაკაცმა მოიტეხა ბარძაყის ყელის ძვალი. გადაწყდა ოპერაცია რადგან სხვა მეთოდით ამის მკურნალობა რთულია. რადგან ტრეპანაცია აქვს 20 წლის წინ გაკეთებული. მაგრამ სხვა გზა მაინც არაა...
ავერსის კლინიკა ჯობია თუ ინგოროყვასი? და ვინ ქირურგს გვირჩევთ?

Posted by: Tommmy 7 Feb 2015, 03:17
გამარჯობა, რამოფენიმე კვირაა სირბილი დავიწყე, ვიფიქრე ცოტა ფორმაში ჩავდგებითქო, საღამოობით დავრბივარ და შაბათ კვირას ფეხბურთს ვთამაშობ ეს რაც შეეხება ბოლო ერთი თვის მონაკვეთს, მანამდე ასეთი დატვირთვა ალბათ ერთი 5 წელია ჩემს ორგანიზმს არ ჰქონია, ხოდა დამეწყო მარჯვენა მუხლზე გარე მხრიდან აუტანელი ტკივილი, მუხლს ვერ ვეყრდნობი და ვერ ვხრი, თუმცა რომ დავასვენე ჩვეულებრივად ვიყავი, მერე ვიფიქრე მეორე დღეს აღარ მტკიოდა და ფეხბურთს ვითამაშებთქო, ვითამაშე ერთი 30 წუთი, დატვირთვა მივიღე მაგრამ უარესად ამტკივდა, მუხლს თითქმის ვეღარ ვხრიდი ერთი საათის მანძილზე, ვიფიქრე კიდე დავისვენებთქო, 4 დღე დავისვენე სარბენად გავედი 4 დღის შემდეგ, სადღაც 2 კილომეტრი გავირბინე და ისევ ამტკივდა, რისი ბრალი შეიძლება იყოს შეგიძლიათ დამაკვალიანოთ არადა ფეხბურთი რომ არ ვითამაშო არ შემიძლია smile.gif)
* * *
user posted image

Posted by: *LilacWine* 10 Feb 2015, 11:46
Tommmy
როგორც ამბობთ, 5 წელია არ გივარჯიშიათ და როგორც ჩანს, ერთბშად მოინდომეთ smile.gif მცირე დატვირთვით უნდა დაგეწყოთ და თანდათან გაგეზარდათ. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გირჩიოთ, რომ ორი კვირით დაასვენოთ მუხლები, 4 დღე არასაკმარისია + ტრაუმელის მაზი. მუხლის ულტრასონოგრაფიას თუ გაიკეთებთ, ყველაფერს აჯობებს smile.gif

Posted by: Tommmy 10 Feb 2015, 15:35
*LilacWine*
მადლობა, მაგ მაზს ვისვამ უკვე smile.gif

Posted by: Tabo 10 Feb 2015, 15:37
Tommmy
QUOTE
როგორც ამბობთ, 5 წელია არ გივარჯიშიათ და როგორც ჩანს, ერთბშად მოინდომეთ  მცირე დატვირთვით უნდა დაგეწყოთ და თანდათან გაგეზარდათ. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გირჩიოთ, რომ ორი კვირით დაასვენოთ მუხლები, 4 დღე არასაკმარისია + ტრაუმელის მაზი. მუხლის ულტრასონოგრაფიას თუ გაიკეთებთ, ყველაფერს აჯობებს

+1

Posted by: zaquta 10 Feb 2015, 20:21
გამარჯობათ, მუხლს ქვედა პროტეზმა დამიზიანა წვივი დაბეჯილია (შავად და რამე არა ) უბრალოდ მისივდება ერთ ადგილას დაახლოვებით მწყრის პატარა კვერცხის ხელაზე. ელასტიური ბინტი რო მახვევია ქრება და დზაან ცოტა რჩება ან პროტეზი რომაცვია მაგდრისაც ქრება და პატარა რჩება,თავისუფლად როცაა მაგდროს მისივდება უფრო და მაგრდება.რა წავისვა (ლიოტონი წავისვი 3 დგღე და დიდი არაფერი შედეგი ქნა)რასმირჩევთ ???

Posted by: takisha 11 Feb 2015, 13:53
*LilacWine*
QUOTE
როგორც ამბობთ, 5 წელია არ გივარჯიშიათ და როგორც ჩანს, ერთბშად მოინდომეთ  მცირე დატვირთვით უნდა დაგეწყოთ და თანდათან გაგეზარდათ. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გირჩიოთ, რომ ორი კვირით დაასვენოთ მუხლები, 4 დღე არასაკმარისია + ტრაუმელის მაზი. მუხლის ულტრასონოგრაფიას თუ გაიკეთებთ, ყველაფერს აჯობებს

up.gif

Tommmy
თუ მაზმა არ გიშველა აუცილებლად ექო გაიკეთე..

zaquta
შენც ექოსკოპიის გაკეთებას გირჩევ პირველ რიგში, რომ გაიგო რა სიტუაციაა მუხლში.

Posted by: Tommmy 12 Feb 2015, 02:12
takisha
დავაკვირდები მოვლენებს smile.gif მადლობა

Posted by: ninonene 12 Feb 2015, 17:21
მოგესალმებით,ერთი თვის წინ მაჯის არეში მაწუხებდა ტკივილები და ამომებერა კოპივით,ტკივილი გაქრა 2-3 დღეში, თუმცა პატარა კოპი დამიტოვა,რომელიც მხოლოდ მაჯის მოხრისას ჩანს. რამდენიმე დღის წინ კვლავ ტკივილმა შემაწუხა და ოდნავ ზომაში მოუმატია ამ სიმაგრეს.ახლა როდესაც ხელის მტევანს დაბლა დავხრი,სახსარში თხილის ზომის სიმაგრე ამოიბერება, გასწორებულ ხელის მტევანს თითქმის არ ემჩნევა.ძალიან მეშინია და ვნერვიულობ რა შეიძლება იყოს. გაწუხებთ რაიონიდან და თბილისში ჩამოსვლას შევძლებ მხოლოდ 1 თვის შემდეგ. იქნებ იქამდე რამე მირჩიოთ და მიმანიშნოთ რა შეიძლება იყოს და საშიშია თუ არა.დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: takisha 12 Feb 2015, 22:00
ninonene
ეგ იქნება ან ცისტა, ან ცხიმგროვა, სავარაუდოდ, მაგრამ რა თქმა უნდა ულტრასონოგრაფიით გაიგებ რა არის ზუსტად..
მყესებს აწვება ალბათ და იმიტომ გტკივა,

Posted by: El Topo 13 Feb 2015, 21:52
მხრის ბურსიტი მაქვს.
4 წლის წინათ უზნაძეზე მე მგონი ტრავმატოლოგიურში მხარში გამიკეთეს 3 ნემსი და გამიარა.
რამდენიმე ხანია განმიახლდა მხარში ტკივილი. დღეს ვარჯიშის დროს ვიგრძენი მხარში ცვლილება (სახსარი ოდნავ მოძრაობაში ოდნავ წინ გამოდის). ტკივილი არ მაქვს.
კარგი რევმატოლოგი მინდა, რომელიც ამ ქრონიკულ ბურსიტს უმკურნალებს.
დიღმის საავადმყოფოებში არავინ იცით კარგი ექიმი?

Posted by: baxabaxa 19 Feb 2015, 11:33
იდაყვთან მაქვს ტკივილები, ოღონდ გარკვეული მანიპულაციის დროს ყველა შემთხვევაში არ მტკივა, ხელის დადებით არ მტკივა. უფრო მყესების და ძვლის ცუდი ურთიერთმოქმედების შედეგი მგონია და ვის უნდა მივმართო. ერთ თვეზე მეტია უკვე, თან ვარჯიშის დაწყება მინდა ფიტნესსზე და მაგისთვის ძალიან ხელისემშლელია.

Posted by: takisha 19 Feb 2015, 20:12
baxabaxa
ეხო გაიკეთე პირველ რიგში

yes.gif

Posted by: llevani 22 Feb 2015, 23:53
მარჯვენა ფეხის ბარძაყი სულ დაღლილივით მაქვს ვის მივმართო?

Posted by: sofia1234 23 Feb 2015, 13:01
გამარჯობათ, იქმებ დამეხმაროთ.
დეიდაჩემს აქვს გონარტროზი და ბურსიტი, მუხლის სახსრის ანთება, გონარტროზის პირველის სტადია, დაუნიშნეს მკურნალობა ქსეფოკამი, პლაქველინი, არტრა. უკვე თვეზე მეტია რაც მკირნალობს და შედეგი არ აქვს, გასიებაც არ ჩაცხრა საერთოდ.

რამე იცით მკურნალობის მეთოდი ექიმს რო შევთავაზოთ ან კარგ ექიმს თუ მირჩევდით, დავიტანჯეთ, იმდენი ექიმჯ გამოვიცვალეთ

Posted by: credo 23 Feb 2015, 14:42
მოკლედ გუშინ თოვლში ჩამოვრბოდი და არ ვიცი როდის რანაირად, დამეწყო მუხლის ტკივილი, ჩამოსვლისას მტკიოდა, ნუ ძალიან არა მაგრამ შემაწუხებლად მაინც, მერე გამიარასავით და დღეს ცოტა მიშლის სიარულში, დადგმისას, ჩაჯდომისას არ მტკივა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმისას ჰაერში რო არის ფეხი მაშინ მაქვს ტკივილი, შეიძლება რო მენისკის პრობლემა იყოს? და სახლის პირობებში როგორ ვიმკურნალო
არ შემშუპებია და ახლაც ჩვეულებრივად მაქვს

Posted by: takisha 23 Feb 2015, 21:37
sofia1234
კარგ ტრავმატოლოგთან უნდა მიიყვანო, ლევან ნაჭყებია და ვაჟა გაფრინდაშვილი, მედიქლაბჯორჯიაში მუშაობენ.



credo
შენც ტრავმატოლოგი გჭირდება

Posted by: angelgirl 2 Mar 2015, 18:21
გამარჯობათ

მოკლედ მამაჩემს გაუცურდა ფეხი აბაზანაში და მხარი ბეჭი თუ როგორ ქვია ამოუვარდა
ტრამვატოლოგმა გადაუხვია ბინტით ,არაფერი დაუნიშნავს წამალი,გამაყუჩებელი მხოლოდ.
რამე თუ არსებობს დასალევი ან სხვა საშუალება რომ უკეთ იმკურნალოს,თან წონაც დიდი აქვს ასაკიც და ცოტა მესინია რამე არ გაურთულდეს.
თან რაღაც სასინელი სტატია წავიკითხე და უარესად ავფორიაქდი

მოკლედ ვინმეს თუ ქავთ გადატანილი მსგავსი რამ ,მომწერეთ რა რჩევები

Posted by: nikush83 4 Mar 2015, 13:37
65 წლის ქალს აწუხებს მუხლი. ექიმმა ართრიტის დიაგნოზი დაუსვა და წამლებიც გამოუწერა, მარა არ უშველა. ვაჟა გაფრინდაშვილი -
ლევანი ნაჭყებია როგორი ექიმები არიან, ამ კონკრეტული დიაგნოზისთვის? თუ სხვას მირჩევთ? როგორ მოვიქცე?

Posted by: pato-7 4 Mar 2015, 21:41

მუხლიდან სითხის ამოღების სემდეგ დაახლოებით რამდენ ხანში შეიძლება ადამიანი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს?

ან თუ შეიძლება, რომ თვითონვე გაიწოვოს და რამე ჩარევა არ დაჭირდეს?

Posted by: takisha 4 Mar 2015, 22:35
nikush83
QUOTE
ვაჟა გაფრინდაშვილი -
ლევანი ნაჭყებია როგორი ექიმები არიან

up.gif ძალიან..

Posted by: ll1992 5 Mar 2015, 15:08
გამარჯობათ, დედაჩემს უთხრეს დღეს გონართროზი 2 სტადია, საშინლად ვნერვიუკობ, ინტერნეტში რანინფორმაციებიც ვნახე სულ ავნერვიულდი, მართლა არაფერი არ შველის? sad.gif(((((((((((((( 50 წლის არის,

Posted by: zerto 5 Mar 2015, 18:19
გამარჯობათ, დაახლოებით 2 წლის წინ დამეწყო მარჯვენა საზარდულსჰი ტკივილი, შეიძლება პრესის ვარჯიშის გამო( მაშინ ვავარჯიშებდი) და დაახლოებიტ 1 წელი მაწუხებდა. მერე გამიარა და ერთი 6 თვის მერე ისევ დამეწყო, ცოტა მარცხენა საზარდულშიც მტკივა. ხსირად მიწევს ჯდომა. სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი ან რომელ ექიმს მივმარტო? წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: Elbereth_Gilthoniel 7 Mar 2015, 01:00
მოკლედ ასპრიაში დავიწყე სიარული ეს 2 დღეა, ჯერ ქვედა წელის, ფეხების დატვირთვის ტრენაჟორებზე მავარჯიშა ტრენერმა და მეორე დღეს ხელების, ბიცეფსი, ტრიცეფსი, სამკერდე კუნთების და მასეთი სახების ტრენაჟორებზე მავარჯიშა, ანუ მაჩვენა რა როგორ უნდა გავაკეთო და 15-15 ვარიჯიში გავაკეთე თითოზე შესვენებებით რა თქმა უნდა... გუშინ არაფერი მიგრძვნია, დღეს კი აი ძალიან მტკივა კუნთები, 2ვე ხელის მტევანი, განსაკუთრებით მარცხენასი, ვერ ვასწორებ ხელს ფაქტიურად, ძალიან მტკივა ხოდა ვერ გავიგე, დაზიანებულ-დაჭიმულს არ გავს, სიწითლე, შეშუპება არ აღენიშნება, მხოლოდ ტკივილი და ვერ ვასწორებ, სახსარში ვერ ვმართავ ან იქნებ უბრალოდ დიდი სნის უვარჯიშობის გამო, მიუჩვეველია სხეული და ამიტომაა ასე მძაფრად რომ მტკივა? როგორ ფიქრობთ რაშია საქმე და რა გავაკეთო? დამეხმარეთ გთხოვთ... sad.gif

Posted by: teorema 13 Mar 2015, 18:20
ველოსიპედით გავჩერდი და მარცხენა ფეხისწვერს დავებჯინე, გამეჭიმა ალბათ და მეორე დღიდან ტკივილი მაწუხებს. კოჭის ოდნავ ზემოთ უკანა წვრილი მგონი ხრტილის გარჩემო შესიებული მაქვს. ველოსიპედით დავდივარ უპრობლემოდ, სიარული მიჭირს, განსაკუთრებით კიბეზე ასვლა-ჩასვლა... სახლში გაჩერებას და მოსვენებას ვერ მოვახერხებ, ვერც ექიმთან მივდივარ sad.gif
რამე დროებითი მეთოდები თუ არის, ასე თვენახევარი რო პროცესი მიყუჩდეს და არ გართულდეს რამე?!
მერე სახლშიც დავბრუნდები და კი მივალ ექიმთან smile.gif
მადლობა წინასწარ

Posted by: pato-7 13 Mar 2015, 21:29
კვირისთავზედა სინოვიალურ აბგაში ჩაღვრილი მაქვს სისხლი და მჭირდება პუნქცია,პუნქციის შემდეგ მალე შემეძლება ნორმალურ ცხოვრების წესს დავიბრუნდე?

Posted by: ZOR-666 17 Mar 2015, 23:48
1 თვის წინ მოტოციკლეტზე კატაობის დროს მარჯვენა ხელის იდაყვის სახსარში ვიგრძენი ტკივილი.მიჭირდა ხელის გაშლა მოკეცვა და მუშტს რერ ვკრავდი მაშინაც მტკიოდა.მივედი ექიმთან გადამიღო ექო მითხრეს ანთება არაა დაჭიმულიაო. ტრავმატოლიგმა დამინიშნა ნემსები 5 დღე და მაზი.მაგის მერე თვეზე მეტი გავიდა და კუნთი ისევ ისე მტკივა და ფაქტიურად ხელს ძალას ვერ ვატან ხელის გაშლის დროსაც მტკივა. რა ვქნა ვის მივმართო ან რა იქნება ამდენი ხანი რით ვერ გამიარა???

Posted by: Natuka NGN 18 Mar 2015, 00:35
ZOR-666
პლასტკურ ქირურგთან მიდი არ იყოს ან მყესი დაზიანებული ან ნერვი. ეს მისი საქმეა. მიდი ამათთან, https://www.facebook.com/MySurgeonGeorgia

Posted by: xx3xx 26 Mar 2015, 12:55
გამარჯობათ მოვიტეხე მარჯვენა ფეხზე ნეკა თითი თაბაშირში მაქ ფეხი და აწეულ მდომარეობაში გქონდესო ფეხი შემაღლებულზე გედოსო რო იჯდები იწვები და გეძინებაო და 1 თვე ესე უნდა მქონდეს?

Posted by: xx3xx 28 Mar 2015, 14:11
QUOTE (xx3xx @ 26 Mar 2015, 12:55 )
გამარჯობათ მოვიტეხე მარჯვენა ფეხზე ნეკა თითი თაბაშირში მაქ ფეხი და აწეულ მდომარეობაში გქონდესო ფეხი შემაღლებულზე გედოსო რო იჯდები იწვები და გეძინებაო და 1 თვე ესე უნდა მქონდეს?

ხანდახან რეფლექსურად გამოძრავებას ვცდილობ ხოლმე შემთხვევით ნეკა თითის და შეიძლება რომ ამის გამო ძვალი ცუდად შეხორცდეს ან აცდეს ერთმანეთს?

Posted by: crespo 2 Apr 2015, 01:28
გამარჯობა,ვარ ფეხბურთელი და 10 დღის წინ წავიქეცი და მუხლი დავარტყი. მუხლის აუტანელი ტკივილები არ მაქვს მაგრამ ერთი პრობლემა არის. როცა ვზივარ და მუხლს ვშლი ნელა ოდნავ ყრუ ტკივილს ვგრძნობ. ჩამუხვლის დროსაც იგივე ტკივილი მაქვს. ექიმთან ვიყავი მაგრამ ექოსკოპია არგადამიგო ანთება იქნება მანდო და წამლები გამომიწერა. ხვალ ვაპირებ ექოქკოპიის გაკეთებას. მცოდნე ხალხისგან მაინტერესებს მენისკის ნიშნები ხომ არ არის ეგ? არ მისივდება,კიბეზე ასვლა ჩასვლის დროს არ მტკივა. მუხლს ვგრძნობ კარგად. მაგრად მეშინია მენისკის იმიტომ რომ ოპერაცია და ჩემი კარიერის დასრულება ერთი და იგივეა. ძალიან გთხოვთ იქნებ ამიხსნათ მუხლში დარტყმის შედეგად როგორ განვითარდა ანთება ეს შესაძლებელია? და მაინტერესებს მენისკის დროს რა სიმპტომებია/?? მადლობა წინასწარ

Posted by: 1iberi3 3 Apr 2015, 20:13
მოკლედ მუხლი მტკივა....დიდი ხანია უკვე რამდენიმე ტვეა 7-8....ვარ კალათბურთელი , და გაშლისას და მოხრისას სირბილისას ახტომისას მტკივა მარცხენა მუხლი და ვერ ვეყრდნობი ბოლომდე , ხო კიდე როცა მცივა მუხლზე მაშინ მტკივა ძაან lol.gif lol.gif და კიდე დიდი ხანი რო მაქ მოხრილი გაშლისას თითქოს მტყდება მუხლი , ხო არ იცით რისი ბრალი შეილება იყოს

Posted by: aliteracia 4 Apr 2015, 20:52
გამარჯობა. თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ, ე.ი ვვარჯიშობ სპორტ დარბაზში უკვე კარგახანია და ერთ ერთი (ფრანგული ჭიმის) ვარჯიშის დროს ვიგრძენი იდაყვის მყესის გაწელვა ან გაწყვეტა უფრო "გაწელვა" ტკივილი მარცხენა ხელზე ახლა მარჯვენაზეც დამდწყო ტკივილი. მხოლოდ მაშინ მტკივა როცა ამ ვარჯის ვაკეთებ ან თითს რომ დავაჭერ ან რომ ხელს რომ დავჭიმავ. თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რამე. გმადლობ წინასწარ. smile.gif

Posted by: Punk_boy1703 7 Apr 2015, 00:11
გამარჯობათ. მეორე წელია რაც დიდ დისტანციებზე სირბილით ვარ დაკავებული. ორი კვირის წინ მუხლის ტკივილი დამეწყო. ე.წ. "Kneecap" რაც არის მრგვალი ფორმის, ამის უკან და ზემო ნაწილში. ტკივილი მიძლიერდება კიბეებზე ჩასვლისას. ახლა თითქმის აღარ მაწუხებს ეპიზოდურად დღეში ერთხელ როცა სიარული მიწევს დიდხანს. მოსვენებულ მდგომარეობაში საერთოდ არ მტკივა. როგორც გავიგე მსგავსი რამ ემართებათ მორბენლებს, მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრი არის თუ არა განკურნებადი ტკივილი და შევძლებ თუ არა დავუბრუნდე სირბილს. ახლა თითქმის აღარ მაწუხებს, მაგრამ მგონია, რომ ისევ ამტკივდება თუ გავაგრძელებ. გთხოვთ დამეხმაროთ, დიდი მადლობა წინასწარ!

Posted by: crespo 8 Apr 2015, 01:57
ხალხო მენისკის დროს რანაირი ტკივილია? ან რა სიმპტომებია არავის შეგიძლიათ რომ მითხრათ? ვერსად მოვიძიე დეტალური ინფორმაცია. მუხლის ტკივილი მაწუხებდა და წამლების მოხმარების შემდეგ გადამიარა, ეხლა მეშინია რო დავტვირთო ისევ იგივე არ დამემართოს და იქნებ დამიწეროთ რანაირი სიმპტომები აქვს მენისკს.

Posted by: ninicool 20 Apr 2015, 01:02
1iberi3
QUOTE
მოკლედ მუხლი მტკივა....დიდი ხანია უკვე რამდენიმე ტვეა 7-8....ვარ კალათბურთელი , და გაშლისას და მოხრისას სირბილისას ახტომისას მტკივა მარცხენა მუხლი და ვერ ვეყრდნობი ბოლომდე , ხო კიდე როცა მცივა მუხლზე მაშინ მტკივა ძაან    და კიდე დიდი ხანი რო მაქ მოხრილი გაშლისას თითქოს მტყდება მუხლი , ხო არ იცით რისი ბრალი შეილება იყოს

მეც ზუსტად ეგრე მარჯვენაზე. ართრიტი, აკა სახსრის ანთება მგონია.

Posted by: davidoff78 25 Apr 2015, 04:55
გამარჯობათ,
შეკითხვა მაქვს და გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ.

ველოსიპედიდან გადმოვადი რამოდენიმე დღის წინ და მაქვს ბარძაყის დაჟეჟილობა, ტკივილები მქონდა და ეხლაც მაქვს ოღონდ ნაკლებად. რამოდენიმე დღე სიარული მიჭირდა მაგრამ მაინც შემეძლო. ბარძაყზე ზემოდან დიდზე არის ჩალურჯება და დღეს ბარძაყის გვერდებზე და ქვემოთ გამოჩნდა ვარდისფერი და მუქი ლურჯი სისხლჩაქცევები და ღამით ოფლიანობაც მაქვს. ძალიან გთხოვთ იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო და საშიში ხომ არ არის?

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: galore 29 Apr 2015, 14:18
ვარ 29 წლის მაქვს მცირე სქოლიოზი და ერთერთი მალის ოდნავ როტაცია. დავიწყე ვარჯიში: სირბილი, ტრენაჟორებზეც ვვარჯიშობ მცირე წონებით. რომელ ვარჯიშს არ მირჩევდით რომ არ გავირთულო ხერხემლის ასეთი მდგომარეობა.?

Posted by: GunsN 2 May 2015, 16:40
გამარჯობა, 2 თვის წინ დავეცი ძალიან ცუდად ზურგით (თოვლზე) ალბათ ხელი დამყვა და ნეკნი მტკიოდა მარცხენა მხარეს, ღამე რო ვიწექი მაგრად მაწუხებდა რა. მეგონა რო გამიარა, ამ ორი დღის წინ მძიმე ავწიე და საშინლად ამტკივდა, ვერც კი ვსუნთქავდი, ეხლა თითქოს ცოტა გამიარა. არის საგანგაშო თუ თავისით გაივლის?

Posted by: ambako1 4 May 2015, 15:44
გამარჯობა
ტრამვატოლოგ ექმიმებთან თხოვნა და შეკითხვა მაქვს
წინასწარ მადლობა

2 დღის წინ ველოსიპედიდან გადმოვვარდი და ფეხი ამომიტრიალდა ცუდათ და მომყვა ისე რო, რომ ავდექი და გავიარე 20-30 მეტრი ფეხი შიგნითა მხარეს მივარდებოდა , შესაბამისად გავჩერდი და წავედი ტრამვატოლოგიურში

ელიშუქ ქოქრიშვილი ( ალბად ტრამვატოლოგი) გამსინჯა, გადამიღო რედგენი და თქვა რომ არც მოტეხილია და არც გაბზარულიო და წადი სახშიო, იყიდე აფთიაქში რაღაც მუხლზე ჩასაცმელიო და თუ შეგაწუხა მერე გადაიღე ექოო


მოკლედ მეორე დღეს ძან შემაწუხა მაგრამ კვირა იყო და ეხო არსად მუშაობდა, შესაბამისად დღეს მივედი ტატიშვილში და ეს პაუხი მომცეს, აქ ავტვირთავ!

შუქრიშვილი დღეს არაა და არც ხვალ, შესაბამისად ვიდრე მასთან მივალ, ან არც ვიცი ღირს თუ არა მასთან მისვლა , ანუ კარგი ექიმია თუ არა, იქნებ მითხრათ რა ჩანს ამ ფურცელზე

მადლობა

ჰო კიდე დავამატებ რომ დასიებული მაქვს და ის მანჟეტი მოვიხსენი დილით რადგან რომ დამისივდა შემაწუხა და მომიჭირა

სიარულით ძნელად დავდივარ რადგან შიგნით მიტრიალდება ფეხი

ტკივილით გუშინ უფრო მტკიოდა ვიდრე დღეს, დასიებული დღეს უფრო მაქვს ვიდრე გუშინ
* * *
აგერ კიდევ სხვა ფოტოები რედგენის

აქ რა ჩანს ალბად თქვენ უფრო მიხვდებით, მარჯვენა მუხლის მარცხენა მხარეა:

http://postimg.org/image/9cvideh1b/

http://postimg.org/image/6u9tcpvb3/

Posted by: bemonster777 4 May 2015, 22:32
გამარჯობა
ესეიგი ვარ 15 წლის ბიჭი
დაახლოებით 2 თვის წინ ფეხი გადამიბრუნდა და ძალიან გამისივდა , მოტეხილობა არ აღმოჩნდა რენტგენზე მაგრამ 2 კვირა თაბაშირში მედო . როცა მომხსნეს ასე 2-3 დღის მერე დამეწყო კოჩის სხვადასხვა წერტილებში უნებლიე ტკაცუნი . სიარულის დრის არა მაგრამ რომ ვატრიალებ აქეთ-იქით სხვადასხვა ადგილებში მიტკაცუნებს ხან სუსტად ხან ცოტა ძლიერადაც :/ რის გამო უნდა მიტკაცუნებდეს ესე? რა ვუშველო ??
https://forum.ge/?act=Attach&type=post&id=44494784 ესე მქონდა გასიებული სკლინიკაში რო მიმიყვანეს

Posted by: Utopian 8 May 2015, 21:34
გამარჯობა, თბილისში ყველაზე კარგი ტრავმატოლოგი ვინ არის? (რამდენიმე თუ იქნება სასურველია)

მუხლის პროტეზირება რამდენად რეკომენდირებულია 75 წლის კაცისთვის?
რა რისკები არსებობს?


Posted by: CyberMom 9 May 2015, 11:20
20 დღის წინ ავარიის შედეგად დამიზიანდა მარცხენა ხელი. ჩამიტარდა ორი ოპერაცია, მხრის და მტევნის. ჩამიყენეს ელიზაროვის აპარატი. მარცხენა მხარეს 3 ნეკნი მაქვს ჩამტვრეული. მაინტერესებს რამდენ ხანში შეიძლება მარჯვენა გვერდზე დაწოლა. როცა ვბრუნდები აპარატიანი ხელის სიმძიმე მიშლის და ტკივილს იწვევს. იქნებ მიპასუხოთ, ნეკნების სრულ შეხორცებას რამდენი ხანი ჭირდება? თან ტარიელ ლოლაძის მალამოს ვისვამ. წინასწარ მადლობა.

Posted by: ll1992 14 May 2015, 16:06
Utopian
არამიანსში დარახველიძე

Posted by: Utopian 14 May 2015, 19:32
ll1992

მადლობა


 

Posted by: rock in rose 14 May 2015, 19:50
Utopian

რესპუბლიკურში შადიმან სახვაძე.

Posted by: Utopian 14 May 2015, 22:45
rock in rose
მადლობა 2kiss.gif
მაგრამ გამზადებულია უკვე საბუთები, ხვალ მიმაქვს სადაზღვევოში
ნუკრი ელიზბარაშვილი უკეთებს და იმედია ესეც კარგია user.gif




Posted by: ll1992 15 May 2015, 03:34
Utopian
დედასაც აწუხებს ძალიან,,sad.gif((( წარმატებებს გისურვებთ... გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Posted by: Utopian 15 May 2015, 15:35
ll1992
მადლობა
ვიყავი დღეს და 2 თვეში ჩაირიცხება ფული
ამდენი დრო თუ უნდოდა არ მეგონა

Posted by: WRC_SOSO 17 May 2015, 13:33
გამიკეთდა მენჯ-ბარძაყის პროთეზირება ერთი თვის წინ მაინტერესებს რეაბილიტაციას რამდენი დრო ჩირდება? და რა ხელის შემშლელი გარემოებები არ სებობს? ან რას უნდა ვერიდო? რომ არ ამომივარდეს.მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: BeQa_G 28 May 2015, 22:21
გამარჯობა, ფეხბურთს ვთამაშობდი, ცოტა ციოდა, გავჩერდი ნაბიჯი გადავდგი და რამის წავიქეცი ფეხზე ვეღარ დავდექი, 3 თვეზე მეტია რაც მტკივა მარჯვენა საზარდული "პახი", თავიდან დავასვენებდი 1 კვირა გამივლიდა მერე ვირბენდი და ისევ ამტკივდებოდა, 3 კვირის წინ მივედი ექიმთან, გადავიღე რენტგენი სახსარს არ აქვს პრობლემა, ექიმმა მითხრა მომჭიმველი კუნთი გაქვს გაჭიმულიო, დამინიშნეს წამლები მიდოკალმი 17 დღე ვსვავდი და რაღაც კაპსულები ანთების საწინააღმდეგო (10 დღე ვსვავდი).. 17 დღე არ მირბენია, მერე ვითამაშე ფეხბურთი დავტვირთე ფეხი და რო გაცივდა კუნთი ამტკივდა ოღონდ იმდენად ძლიერად არა როგორც მანამდე, 3 დიკლაკის გელი დავიცალე ფეხზე, რამდენჯერ აღარ დავასვენე დამღალა ამ ფეხმა შიშით ვერ მირბენია რო არ ამტკივდეს. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე რა შეილება დავდლიო გავიკეთო რო გაიაროს ტკივილმა

Posted by: ambako1 1 Jun 2015, 23:08
მეგობრებო
საინტერესო და ძალიან საყურადღებო შემთხვევაა!!!

მივიღე მუხლიდ ტრამვა 3 კვირის წინ ვარჯიშისას, ველოსიპედიდან გადმოვარდი და მუხლი თან გადამიტრიალდა და თან დავარტყი

მოკლედ 3 ადგილას ვიყავი ექოსკოპიაზე

ჯერ ერთგან რომ მივედი რაღაც ვიფიქრე რომ ექიმი არ იყოდ არწმუენბული დიაგნოზში
ეს იყო ტატიშვილში მენინკის დაზიანება დამიდგინა

წავედი ქეთევან ონიანთან ავერსში და ორივე მენინსკი იდეალურ მდგომარეობაშიაო და რაღაც სხვა დიაგნოზი დამისვა არტროზის საწყისიო და რაღაც "ინდაურის ფეხის ბურსიტიო"

მერე მასამეგან მივედი ნინო დუმბაძესთან და მყესებია გაგლეჯილიო

ერთი გამაგებინეთ ესე როგორ შეიძლება,
ავერსის აფთიაქში 900 ლარის წამლები გამომიწერეს, არადა არც მენისკის და არც მყესის გაგლეჯას წამლებია რ შველის, ეხლა მე რომ გადამოწმების საშუალება არ მქონოდა რომელი წამლები უნდა მიმეღო ან რომლის მიხევით უნდა გამეკეთებინა ოპერაცია?

ეხლა ვეძებ რომ სადმე უცხოეტში გავარკვიო სად დამისვავენ ნორმალურ დიაგნოზს, 3 სხვადასხვა საავადმყოფოში სხვადასხვა დიაგნოზი, ვისაც არ აქვს საშუალება რომ 3 ადგილას გადაამოწმოს ხო ტყუილად უნდა ამკურნალონ და უფრო გაურთულონ ათასი წამლებით და შხამებით და გადაყარონ ბოლო კაპიკები, დავუშვათ ავერსის აფთიაქში ხალხი იყო რომელთაც ერთი ძროხა გაყიდეს და ისე მივიდნენ, დარწმუნებული ავრ არ ექნებათ იმის საშუალება რომ სხვაგან გადაამოწმონ დიაგნოზი

ამას რა ქვია ელა შეგიძლიათ მითხრათ? და რას მირჩევთ როგორ მოვიქცე, რა გავიგო ამ სამი დიაგნოზიდან რომელია მართალი და რომლის მიხედვით დავიწყო მკურნალობა?

თუ გავაგრძელო სხვადასხვა საავადმყოფო0ებში სიარული და ერთი 10 ვარიანტი დავაგროვო დიაგნოზების და რომელიც უფრო მეტი ერთმანეთის მსგავსი იქნება იქედან დავაბალანსო?


აგერ დავაწყობ დიაგნოზებს და იქნებ აქ მაინც გამარკვევინოთ რომლიუთ დავიწყო :

ეს ერთი:
http://www.picz.ge

ეს ორი:
http://www.picz.ge


ეს სამი :
http://www.picz.ge









Posted by: torckiko 2 Jun 2015, 18:54
ambako1

რა ნაცნობი სიტუაციაა, მეც ასე მილაგია სხვადასხვა ეხოები და ნორმალურად ვერ მეუბნებიან საიდან მოდის ტკივილები, ტატიშვილში სხა დიაგნოზი დამისვეს, დუმბაძემ სულ სხვა მითხრა. ჩემი აზრით სჯობია რენტგენი გადაიღო ნორმალურ ექიმთან, ისეთთან წაკითხვა რომ შეეძლოს, მე ამას წინათ თოდუაში გადავიღე და მოტეხილობა ვერ დაინახეს ნეკნის.

Posted by: ladykarate222 2 Jun 2015, 19:39
ტერფის ნაწილის დაბუჟება რისი ბრალი შეიძლება იყოს? წინა ტერფის ნაწილი და ცერა თითი დაახლოებით 5 სმ დიამეტრზე მაქვს დაბუჟებული. სპორტსმენი ვარ და ვარჯიშისას დამემართა.

Posted by: miussaphari 5 Jun 2015, 15:00
ორი თვის წინ მოვიტეხე ხელი, წინამხრის ძვლის მრავლობითი დამსხვრეული მოტეხილობა, სხივის ზვლის მოტეხილობა დაცილებით, მქონდა მეხუთე (ნეკა თითის) თითის ღია ამოვარდნილობა და თითს ვეღარ ვამოზრავებ, დამრჩა გაშეშებული მოხრილ მდგომარეობაში, და მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი ოპერაციით თითი ავამოძრაო??? და ვინ და სად აკეთებს ასეთ ოპერაციებს??? წინასწარ გმადლობთ...

Posted by: G_Ts_Kt 7 Jun 2015, 14:04
გამარჯობათ
5-6 დღის წინ ჩავაბარე სისხლი
იმ საღამოსვე სადაც ნემსი გამიკეთეს მქონდა დასიებული, შემდეგ კი ნელნელა ლურჯდება დღემდე.
ეს ნორმალურია ?

http://www.radikal.ru

Posted by: SHaaKSooN 8 Jun 2015, 16:34
რას მირჩევთ მეგობრებო აქილევსის კუსლი თუ რაღაც გაუწყდა მამაჩემს ნუ მგონი სწორედ ვამბობ რომ "გაუწყდა" მედი კლაბში ნაცნობი მყავს და ის 15 -მდე უცხოეთშია რა რას მირჩევთ სასწრაფოდ საოპერაციო, ყველაზე მაგარი ტრამვატოლოგი თბილისში ვინ არის?

Posted by: MAIKOSHA13 12 Jun 2015, 02:27
ხელი მოვიტეხე და ამინო18 დამინიშნეს.შეგიძლიათ მითხრათ რისთვისაა საჭირო?

Posted by: xunjgu 18 Jun 2015, 01:00
ენდოპროტეზირებები თუ გაინტერესებთ დამიკავშირდით ......

Posted by: tako 2792 21 Jun 2015, 13:32
გამარჯობა, 6 დღის წინ ვიღრძე ფეხი და დამადეს თაბაშირი, ორი კვირა უნდა გედოსო
არ მტკიოდა და ჩემით მოვიხსენი დღეს.
რომ დავდივარ მტკივა, კოჭთან შესიებული მაქვს და გაყვითლებულია. შევიხვიო ისევ ისე, როგორც იყო თუ დავანებო თავი?

Posted by: funcargo 24 Jun 2015, 22:01
გამარობათ რამოდენიმე დღის წინ თავი გავამოძრავე რესკათ და ტკაცუნის ხმა იყო მაგის შემდეგ მიჭირს თავის მარცხნივ გადაწევა და რისი ბრალია გავიდა უკვეე 10 დღე და ვერ ვწევ თავს მარცხნივ

Posted by: *LilacWine* 29 Jun 2015, 17:56
ambako1
QUOTE
მოკლედ 3 ადგილას ვიყავი ექოსკოპიაზე

ამ სამიდან ყველაზე სანდო ნინო დუმბაძეა. თუმცა, ყველაფერს ჯობია, რომ მრტ გაიკეთო, ნინომ არ გირჩია?

Posted by: malinamali 29 Jun 2015, 22:25
54 წლის ქალბატონმა მოიტეხა ლავიწის ძვალი, დღის წინ 6 ჩაუტარდა ოპერაცია. ჩაუდგეს ტიტანის ფირფიტები , რომელასაც უტოვებს ექიმი. მაინტერესებს რაიმე საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის ეს ფირფიტები? ოპერაციის შემდეგ დანიშნული ქონდა ფრაქსიპარინი 6 დღე. მაინტერესებს რამდენად საშიშია თრომბის წარმოქნა შემდგომ პერიოდში, რაიმე სახის პრეპარატის დამატება ხომ არაა საჭირო?ასევე ნაოპერაციევიდან აქვს გამონადენი , რამდენად ნორნალურია ეს? გმადლობთ

Posted by: zalikozali 1 Jul 2015, 00:28
გამარჯობათ, 1 წლის წინ ექსკურსიაზე სადღაც აძრომისას ფეხი დამეჩიმა და მუხლში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი ისე რომ 10 წუთი ვეღარ გავიარე მაგრამ მალევე გამიარა (ნუ მე ასე მეგონა) დღესაც ზოგადად მოძრაობის დროს ან თუნდაც სირბილის დროს საერთოდ არ მტკივა და თუ ფეხს გვერდულად მოვკეცავ (უკეთ რომ მიგახვედროთ მედიტაციისას რომ ჯდებიან ეგრე biggrin.gif ) ტკივილი მეწყება როგორც კი გავშლი აღარ მტკივა... მირჩიეთ რამე რა ვქნა რომ ჯანსაღად გავაგრძელო ცხოვრება smile.gif

Posted by: x360Soulja 9 Jul 2015, 18:09
არ ვიცი მგონი ზუსტ თემაში ვკითხულობ, მოკლედ რამოდენიმე დღის წინ ბანაობის შემდეგ გამიცივდა ქვედა წელი (კუდუსუნი ქვია მგონი). რამოდენიმე დღე მეკრა რაღაც პლასტირი და თითქოს მომირჩა და აღარ მაწუხებდა ეს დღეები, თუმცა გუშინ მოვიძრე და დღეს ისევ ყრუ ტკივილი მაქვს. კიდევ დავიკრა ის პლასტირი თუ რა ვქნა? user.gif


არანაირი ტრავმა არ მქონია აქამდე ამ ადგილზე, უბრალო გაციება მგონია, მაგრამ შეიძლებ სხვა რამეც იყოს? შემაწუხებელია უკვე rolleyes.gif



მალე მომირჩება? user.gif

მრგვალად რაც არის აღნიშნული ამ ფოტოზე ის ადგილი მაწუხებს მეც
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: 365 11 Jul 2015, 13:54
გამარჯობათ, გთხოვთ მითხრათ, ამ ბოლო ხანებში ვარჯიშის დროს მესმის ძვლების ხმაური მთელი ორგანიზმიდან, რას ნიშნავს ეს?
ანუ 1. მარილების ბრალია
თუ 2. სახსრებს შორის სითხე ილევა, რომელიც აძლევს საშუალებას სახსარი მოძრაობის დროს სრიალებდეს?

გთხოვთ მიპასუხოთ

სურათები გადაღებული მაქვს და არაფერიაო
* * *
ხოო, ერთმა მყესების ბრალიაოოო
ამ თემაში არის ვინმე კომპეტენტური?

Posted by: 365 21 Jul 2015, 22:35
ამ თემაში საერთოდ არავინ არ შემოდის? 10 დღის უკან დავპოსტე და პასუხს ვინ ჩივის, ვაბშე არავინ შემოსულა

Posted by: Helmi 22 Jul 2015, 05:01
http://lghttp.41150.nexcesscdn.net/80155C3/magento/media/catalog/product/cache/2/image/700x/9df78eab33525d08d6e5fb8d27136e95/images_procare/base/maxtraxairromlow.jpg


ესეთი სად შეიძლება რომ ვიყიდო?

Posted by: USMLE_CK 22 Jul 2015, 07:26
ვინმემემ ხომ არ იცით: ხოშკაკალას და ბუშტნამქერას ეს სახელები რატომ დაერქვა?
ინგლისურად chalazion and hydatidiform mole smile.gif

Posted by: jaro87 22 Jul 2015, 22:05
malinamali

ტიტანის ფირფიტა თრომბის წარმოქმნასთან არაფერ შუაშია. საკმაოდ კარგი და ხარისხიანი ნაწარმია. ფრაქსიპარინიც კარგი პრეპარატია თრომბის წარმოქმნის საპროფილაქტიკოდ. ასე რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა სანერვიულო არ გაქვს. რაც შეიძლება გამონადენს, თუ სუფთაა საგანგაშო არაა. შეხვევაზე ისედაც დაგიბარებდათ ექიმი 1 კვირაში და დახედავს და უკეთ გეტყვით.

zalikozali

მედიტაციას შეეშვი. smile.gif)) მოძრაობაში ხელს თუ არ გიშლის წესით სერიოზული არაფერი უნდა იყოს. ძვლოვან პათოლოგიას არ გავს. ექოსკოპიით შეიძლება ნახვა.

365

ხდება ხოლმე ასეთი რამ. შეიძლება ზედმეტ ყურადღებას აქცევ.

Helmi

ორთოპედიულ მაღაზიებში უნდა იკითხო. მაგალითად ლუბლიანაზეა 1-2 მაღაზია. რომ მიხვალ აუხსნი რაც გინდა შენ ენაზე და მიხვდებიან.

Posted by: Kaxab 3 Aug 2015, 17:46
ტერფები რომ აქვთ შიგნით შეტრიალებული. ბოდიში ცუდი ნახატისთვის.

Posted by: Natuka NGN 3 Aug 2015, 20:43
Kaxab
დაავადებას რა ქვია არ ვიცი, მაგრა ორთოპედის საქმეა ეს.ვუერთებ ტრავმატოლოგის თემას

Posted by: Kaxab 4 Aug 2015, 00:45

ზედა სურათზე ტერფების შებრუნებაა, მაინტერესებს რა დაავადებაა, როგორ ემართება ადამიანს და რით მკურნალობენ?


მადლობა Natuka NGN
წინათ რომ რაღაც გაინტერესებდა მგონი გაგაგებინე ის თუ ვერა?

Posted by: ninilion 9 Aug 2015, 12:49
კარგ ვერტებროლოგს ხომ არ მირჩევთ?

Posted by: MasterJC 15 Aug 2015, 00:04
როცა ძვალი ამოვარდება სახსრიდან, ეს რამდენად საშიშია მომავალში?
მაგალთად, ხომ არიან ადამიანები, ვისაც ხელი ამოუვარდა სახსრიდან რომელიმე ძვალიდ ა მერე უფრო ადვილად უვარდებათ

ხშირია ეგ შემთხვევა?

ბავშვობაში მაშინებდნენ რომ მძიმე არ ამეწია, ერთხელ რომა მოგივარდა, აუცილებლად ამოვარდება მეორედაცო
მემგონი ძალიან დიდი ტყუილი მაჭამეს ხო?

Posted by: Natuka NGN 18 Aug 2015, 16:51
Kaxab
QUOTE
წინათ რომ რაღაც გაინტერესებდა მგონი გაგაგებინე ის თუ ვერა?

მივხვდი ვინცაა. გააკეთა ოპერაცია? იყო საჭირო?

Posted by: pilo772 25 Aug 2015, 22:38
იქნებ ვინმემ მირჩიოთ რა გავაკეთო?
ჩემს დას გავუკეთეთ ფეხზე ოპერაცია, თითები გავუსწორეთ, რომელიც მრავალი წელი მოგრეხილი ქონდა და ცერა ითი უჩირქდებოდა სულ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ითები გასწორდა და აღარ უჩირქდება, მაგრამ რატომღააც ბოლო დროს ფეხი უსივდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
არ დადის ბევრს განგებ. ჰორიზონტალურ მდგოარეობაში აქვს ფეხი sad.gif
ან ვისთან მივიყვანო ვის მირჩევთ?
ნერვოპათლოგმა დაუნიშნა რაღაც პრეპარატი ლორილ 10 მგონი. ხო და სისხლძარღვების აღმდგენიო უწერია და არის ვარიანტი რომ ამის გამო უსივდებოდეს?
ერთი მომენტია, ბავშვობაში ექიმებმა მას მაგ ფეხზე კუნთები ააჭრეს, გამრუდებული ძვლის გასწორების მიზნით, არ ვიცი რატომ მაგრამ ააჭრეს, მთელი ცხოვრება მარტო ძვალი და ტყავი იყო ეგ ფეხი, ცოცხალი პროთეზი, ახლა კი ამ აბების მიღების მერე პატარა კუნთი გამოეზარდა, მაგ კუნთის მერე დაიწყო გასიებები sad.gif
რა ვქნათ?

Posted by: Kaxab 28 Aug 2015, 14:47
Natuka NGN
QUOTE
მივხვდი ვინცაა. გააკეთა ოპერაცია? იყო საჭირო?

არ ვიცი რა გააკეთა, ოპერაციას არ დავსწრებივარ. ფეხიდან არაფერი გდაუნერგავთ და არც ხელოვნური მასალა ჩაუდგამთ. მგონი ერთი პატარა ვენა გააუქმა მარტო. ასე თქვა, არ დაჭირდა ფეხიდან გადანერგვაო და ოპერაციაც უფრო იაფი დაჯდა.

Posted by: giorgi --- 30 Aug 2015, 22:55
გამარჯობათ მეგობრებო, რჩევა მჭირდება ერთ საკითხზე. მოკლედ, დავრბივარ უკვე 6 თვეზე მეტია. აქამდე არანაირი დისკომფორტი არ მქონია. დაახლოებით 3 კვირის წინ, ფეხბურთის თამაშის დროს მუხლით დავეცი ხელოვნურ საფარზე. დარტყმა მტკივნეული იყო, თუმცა მუხლი არ გასიებულა.
ამის შემდეგ, 2 კვირით ვიყავი შვებულებაში და თითქმის არ შევუწუხებივარ, მაგრამ როცა ჩამოვედი და დარბაზში სირბილი განვაახლე, თავისებური ყრუ ტკივილი დამეწყო, რაც ვარჯიშის შემდეგ ხდება და როგორც წესი, მეორე დღემდეც მიმყვება ხოლმე. ვარჯიშს როცა შევწყვეტ, 2-3 დღის შემდეგ არ მაწუხებს, მაგრამ როგორც კი განვაახლებ, მაშინვე თავს მახსენებს.
რა შეიძლება იყოს?
მეუბნებიან, მენისკი არ იქნება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ფეხი გასივდებოდა და ვარჯიშსაც საერთოდ ვერ შეძლებდიო. ალბათ მყესების ამბავიაო. რას მეტყვით, რა შეიძლება იყოს?
მადლობა წინასწარ.

Posted by: takisha 1 Sep 2015, 14:10
ninilion
QUOTE
კარგ ვერტებროლოგს ხომ არ მირჩევთ? 



ნინო ყულოშვილი, მედიგარდში მუშაობს, ფალიაშვილის 17 არის მისამართი თუ არ ვცდები smile.gif





* * *
giorgi ---


მენისკმა დიდად არც იცის გასიება, შეიძლება ისე გაიგლიჯო, რომ სულაც არ დაეცე და დაარტყა რამეს, და არც ძაან გატკინოს, უბრალოდ ტკაცუნი გაიგო smile.gif

ყველა ვარიანტში ექო უნდა გაიკეთო მუხლის smile.gif და ნახოს ექიმმა რა მდგომარეობაა smile.gif
* * *
MasterJC
QUOTE
როცა ძვალი ამოვარდება სახსრიდან, ეს რამდენად საშიშია მომავალში?

საშიში იმმხრივ არის, რომ იცვითება ხრტილი ამოვარდნა-ჩასმის დროს, რაც შემდეგ დიდ ტკივილს იწვევს დროთა განმავლობაში და ხდება სახსარი გამოსაცვლელი smile.gif
რამდენადაც მე ვიცი, 1-2ჯერ ამოვარდნა არაა საშიში, მაგრამ თუ გახშირდება, გახდება საოპერაციო, რომ დააფიქსირონ სახსარი და აღარ ამოვარდეს.


QUOTE
მემგონი ძალიან დიდი ტყუილი მაჭამეს ხო?

დიდი ტყუილი არაა, შესაძლებელია მასე მოხდეს, თუმცა არა აუცილებლად smile.gif


Posted by: Florbelle 3 Sep 2015, 20:44
გამარჯობა,სადღაც 2 კვირის წინ დამეწყო ხელების ტკივილი,მთლიანი ხელის რა თითქმის,მკლავთან განსაკუთრებით,აი სადაც უერთდება ტანს,დამავიწყდა რა ქვია მაგ ადგილს facepalm.gif
ფიზიკური დატვირთვა მქონდა ნამდვილად,წელიწადზე მეტია აზიდვებს ვაკეთებ ყოველდღე (რა თქმა უნდა გავჩერდი რაც ტკივილები დამეწყო) მარა რავიცი აქამდე გადაღლილობის გამო ამდენ ხანს ტკივილი არასდროს არ მქონია,მაქსიმუმ 3-4 დღეში გადამივლიდა ხოლმე ვარჯიშის შეწყვეტიდან
კომპიუტერთან ხო ფაქტიურად ვეღაც ვჯდები,მაგ დროს განსაკუთრებით მატულობს ტკივილი,ძილით კიდე მკვდარივით მძინავს რა,გვერდზე საერთოდ ვეღარ ვწვები მხარზე მოდის დაწოლა და გადააქ ხელებზეც მერე
ძვალს არამგონია რამე ჭირდეს,რბილი ქსოვილი მტკივა რა

განგრენა ან რამე უბედურება არ იყოს მაგის მეშინია პროსტა თორე თუ მოცდაა საჭირო მოვიცდი არაა პრობლემა sad.gif
იქნებ იცოდეთ ვინმემ რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რის ექიმთან უნდა მივიდე
მადლობა წინასწარ

Posted by: desuzapro 3 Sep 2015, 21:53
გამარჯობათ ვეთამაშებოდი ძაღლს როდესაც თავი ყბაში მომარტყა დამეწყო თავის ტკივილი თავის უკანა ნაწილზე რომელიც დაახლოებით 5 წუთი გრძელდებოდა არ მაქ გულის რევის შეგრძნება არც რაიმე ტკივილი შეიძლება თუ არა მქონდეს ტვინის შერყევა ანდ სხვა დაზიანება?

Posted by: Rammstein 3 Sep 2015, 22:09
QUOTE (desuzapro @ 3 Sep 2015, 20:53 )
გამარჯობათ ვეთამაშებოდი ძაღლს როდესაც თავი ყბაში მომარტყა დამეწყო თავის ტკივილი თავის უკანა ნაწილზე რომელიც დაახლოებით 5 წუთი გრძელდებოდა არ მაქ გულის რევის შეგრძნება არც რაიმე ტკივილი შეიძლება თუ არა მქონდეს ტვინის შერყევა ანდ სხვა დაზიანება?

უკან ცოტა სახიფათოა, მაგრამ თუ არც გული აგრევია, არც გტკივა და გამართული წინადადების დაწერაც შეგიძლია, მაშინ ტვინის შერყევა არ გაქვს. თუ კიდევ არ გაგიმეორდა ტკივილი დაიკიდე თავი ძაღლის ყბას კიარა ხშირად სპილოს ხორთუმის გატყლაშუნებასაც უძლებს gigi.gif სამედიცინო თვალსაზრისით ცუდი რჩევაა, მაგრამ პრაქტიკიდან გეუბნები დასაკიდებელი ამბავია gigi.gif

Posted by: desuzapro 3 Sep 2015, 22:34
QUOTE (Rammstein @ 3 Sep 2015, 22:09 )
QUOTE (desuzapro @ 3 Sep 2015, 20:53 )
გამარჯობათ ვეთამაშებოდი ძაღლს როდესაც თავი ყბაში მომარტყა დამეწყო თავის ტკივილი თავის უკანა ნაწილზე რომელიც დაახლოებით 5 წუთი გრძელდებოდა არ მაქ გულის რევის შეგრძნება არც რაიმე ტკივილი შეიძლება თუ არა მქონდეს ტვინის შერყევა ანდ სხვა დაზიანება?

უკან ცოტა სახიფათოა, მაგრამ თუ არც გული აგრევია, არც გტკივა და გამართული წინადადების დაწერაც შეგიძლია, მაშინ ტვინის შერყევა არ გაქვს. თუ კიდევ არ გაგიმეორდა ტკივილი დაიკიდე თავი ძაღლის ყბას კიარა ხშირად სპილოს ხორთუმის გატყლაშუნებასაც უძლებს gigi.gif სამედიცინო თვალსაზრისით ცუდი რჩევაა, მაგრამ პრაქტიკიდან გეუბნები დასაკიდებელი ამბავია gigi.gif

უკან თავში არ მომხვედრია ყბაში მომხვდა ტკივილი კიდე ყბის გარდა ტავის უკან და გვერდებზე მგონდა არც გულისრევა და გულისრევის შეგრძნება არ მაქვს.ჩემი სტრესის და პანიკური შეტევების გადამკიდე არც თუ ისე ადვილია დაკიდება smile.gif

Posted by: კომუნისტ 12 Sep 2015, 11:06
გამარჯობა!

მოკლედ, დაახლოებით 5 თვის წინ დავიწყე სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში, 3 თვე ვივარჯიშე, დამხმარე ინსტრუქტორის რჩევებსაც ვითვალისწინებდი ვარჯიშის დროს, მაგრამ ამ ბოლო დროს, კალათბურთის, ფეხბურთის თამაშის შემდგომ ნუ, მინიმუმ 2-2,5 სთ შემდეგ, იმ დღეს არა, აი, მეორე დღეს კი წელის არეში ტკივილს ვერ დავარქმევ მაგრამ დაჭიმულობა და აშკარა დისკომფორტი მაქვს... ნუ, შეიძლება ტკივილიცაა... =))

რა შეიძლება იყოს?.. არის შანსი თიაქრის ან რამე მსგავსის?(არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, მიხვდით უკვე, ალბათ...=)))

მადლობა წინასწარ.

Posted by: Kebo 15 Sep 2015, 22:02
გამარჯობა
ამ რამდენიმე დღის წინ ჩემი ძმაკაცი მოყვა ავარიაში
მაშინვე გაუკეთეს ხერხემალზე ოპერაცია
ახლა ბარძაყების ქვემოთ მგრძნობელობა არ აქვს
ამბობს რომ 2 დღის წინ ჭიპის ქვემოთ ვერ გრძნობდა ვერაფერს

ასეთ დროს როგორ ხდება
შანსია რომ გრძნობა არ დაუბრუნდეს ? sad.gif

Posted by: Blequnia 16 Sep 2015, 22:10
მოგესალმებით

მგონი დავიზიანე შიდა გვერდითა მყესი, მუხლთან რომაა(როგორც მივხვდი, ასე ჰქვია medial collaretal ligament ). რომ ვაჭერ მტკივა და ცოტა შეშუპებულია.

რა ვქნა?

Posted by: sandr_x 22 Sep 2015, 02:30
გამარჯობა მე მაინტერესებს სად შეიძლება თბილისში ესეთი სარეაბილიტაციო ბათინკის შეძენა ))))

user posted image

Posted by: nocs_13 23 Sep 2015, 08:29
ასეთ საკითხებში ვერ ვერკვევი ამიტომ ალბათ შეცდომით ვწერ მაგრამ მაინც.
ხანგრძლივი სიარულის(25კმ) ან სირბილის(10-15კმ) მერე რამდენიმე საათში მუხლის ტკივილის შეგრძნება მეწყება რომელიც
რამდენი დღე გრძელდება, ასევე მგონია თითქოს ამოვარდნილია და სწორად ჩასმა სჭირდება, მუხლის ბოლომდე მოხვრა მიჭირს.
ხომ არ იცით რომელიმე კლინიკა ან გამოცდილი სპეციალისტი ამ დარგში რომელსაც რეკომენდაციას გაუწევდით?

გმადლობთ.

Posted by: Natuka NGN 23 Sep 2015, 13:22
nocs_13
ტრავმატოლოგთან გჭირდება ვიზიტი და შემდეგ ის გადაგამისამაღტებს შესაბამის სპეციალისტთან თუ გესაჭიროება რეაბილიტაცია.
გადაინაცვლე ზევითა თემაში.

Posted by: buub 28 Sep 2015, 13:19
ტრავმატოლოგი მირჩიეთ რა ვინმე თორე სადაცაა კოკსართროზამდე მივალ sad.gif

Posted by: wolverine111 30 Sep 2015, 19:31
გამარჯობათ მხრის იმპინჯმენტის დასადგენად რა არის საჭირო ? არის თუ არა შანსი იმისა რომ რენტგენმა და ექოსკოპიამ ვერ დააფიქსიროს, ჩემ შემთხვევაში ვერცერთმა მხრის სახსრებში ვერ დააფიქსირა ვერანაირი პათოლოგია, არის შანსი რომ მაგნიტურ რეზონანსულზე გამოჩნდეს?

Posted by: happy-go-lucky 1 Oct 2015, 16:28
ტრამვატოლოგი გაფრინდაშვილი მედი ქლაბის გარდა სადმე მუშაობს თუ იცით ?

Posted by: ashley_tko 9 Oct 2015, 18:43
სასწრაფოდ მჭირდება დახმარება, ჩემს მეუღლეს მძიმის აწევის დროს დაეჭიმა ხერხემალი, აქვს ტკივილი, გელებით არ უყუჩდება, ჩასუნთქვის დროსაც სტკივა, დაჭიმულობის ბრალია თუ რამე საშიში შეიძლება იყოს და რამდენად სასწრაფოა ექიმთან ვიზიტი??

ან ნომერი ხომ არ გაქვთ ვინმეს ტრავმატოლოგის?

Posted by: *LilacWine* 20 Oct 2015, 13:02
happy-go-lucky
QUOTE
ტრამვატოლოგი გაფრინდაშვილი მედი ქლაბის გარდა სადმე მუშაობს თუ იცით ?

ქირურგიულ ოპერაციებს როგორც ვიცი მხოლოდ მედიქლაბში ატარებს. ისე კი ყოველ პარასკევს სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრში health palace არის კონსულტაციებზე. მიღების საათები ზუსტად არ ვიცი.

პ.ს. კეთილი რჩევა: "ტრავმატოლოგ" კობა დიასამიძეს არ გაეკაროთ, გაგუას კლინიკაში. საშინელება დამართა ახლობელს...

Posted by: oligarh 29 Oct 2015, 16:15
არ ვიცი შესაბამის თემაში ვფლოსტავ თუ არა მაგრამ იქნებ დამეხმაროთ, მუხლმა შემაწუხა, ადრე ოდნავ მტკიოდა როცა დიდ ხანს მოხრილი მქონდა მაგიდის ქვეშ, დღეს მეტროში კიბეზე გაჩერება მომიწია, როდესაც კიბეზე დავდიოდი, ანუ ძალას ვატანდი მუხლს, ასვლაზეც და ჩასვლაზეც, მტკიოდა მაგრამ მოთმენადი იყო, დღეს შეყოვნებებით და კოჭლობით მომიწია უკვე კიბეზე სიარული, ჩაშკაში მტკივა იმ დროს როდესაც ვაბიჯებ, ხომ არ იცით რისი ბრალი შეიძლება იყოს , ექიმთან 2 დღე ვერ ვახერხებ მისვლას მაგრამ მივალ.

Posted by: ortopedi 31 Oct 2015, 19:57
ტრავმატოლოგთან დაკავშირებით გირჩევთ ბასი ტყეშელაშვილს საუკეთესო ტრავმატოლოგ-ორთოპედია მისი ტელეფონის ნომერია 599 97 55 73 მის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე: http://tsamali.ge/%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/s

Posted by: *LilacWine* 2 Nov 2015, 14:54
მხრის თავის ღრუბლისებრი ნივთიერების სტრუქტურა არაჰომეგენურად გაიშვიათებულია(ფიბროზული დისპლაზია?) - რას ნიშნავს ეს დიაგნოზი ვინმემ იცის?

Posted by: ortopedi 2 Nov 2015, 20:55
მარტო მხრის თავის? თუ მასიურადაა ძვლებში?

Posted by: *LilacWine* 3 Nov 2015, 09:30
ortopedi
QUOTE
მარტო მხრის თავის? თუ მასიურადაა ძვლებში?

მხრის თავის... ხელი მქონდა მოტეხილი მხრის სახსარში - proximus humerus fracture

Posted by: M_I_S_H_O_ 7 Nov 2015, 20:47
მკერდთან პატარა ჩაღმავებას თუ ეშველება რამე?ანუ ნეკნების წყობაა ისე რომ მკერდთან ამოწეულის მაგივრად ჩაღრმავებულია,რა ქვია ასეთ რამეს სამედიცინო ენაზე თუ იცით?ან როგორ ეშველება?
* * *
ანუ როგორც გავიგე Pectus Excavatum ეს ყოფილა და ამის ვარჯიშით გამოსწორება არ შეიძლება,ტრენაჟორებზე დავდივარ ამის გულისთვის და მკერდის ვარჯიშებით ვცდილობ გამოსწორებას,შედეგს ჯერ კი ვერ ვამჩნევ

Posted by: ortopedi 7 Nov 2015, 21:37
ძაბრისებრი გულმკერდის დროს („მეწაღის გულმკერდი“) დეფორმაციას საფუძვლად უდევს ნეკნების ხრტილოვანი ნაწილის არასრულფასოვნება; წარმოიქმნება ჩაღრმავება გულმკერდის შუა და ქვემო ნაწილში. მომატებულია გულმკერდის კედლის გარდიგარდმო ზომა, წარმოიქმნება გამობერილობა (კიფოზი) და გვერდითი გამრუდება ხერხემლის გულმკერდის ნაწილში. ბავშვის ასაკის მომატებასთან ერთად დეფორმაცია უფრო გამოხატული ხდება. ნეკნები თითქოს ზრდასთან ერთად შიგნით „ითრევენ“ მკერდის ძვალს. თავის მხრივ მკერდის ძვალი იწვევს გულისა და მსხვილი სისხლძარღვების მარცხნივ ცდომასა და მცირედ შემობრუნებასაც კი.
პირველი ხარისხის დროს გულმკერდის კედლის ჩაღრმავება 2 სმ-ის ფარგლებშია, გულის ცდომის გარეშე, II ხარისხის დროს აღემატება 4 სმ-ს, გულის 2-3 სმ ცდომით, III ხარისხისათვის დამახასიათებელია 4 სმ-ზე მეტი სიღრმე და გულის ცდომა 3 სმ-ზე მეტი.

Posted by: M_I_S_H_O_ 7 Nov 2015, 21:54
მკერდი არაა ჩაღრმავებული როგორც სურათებზე ვნახე,ჩაღრმავება არის კუჭთან და სულ ოდნავ მაღლა ალბად 2 სმ შეიძლება ესეც არ იყოს,ვარჯიშით შეიძლება გამოვასწორდეს?

Posted by: *LilacWine* 8 Nov 2015, 01:46
ortopedi
QUOTE

QUOTE
მარტო მხრის თავის? თუ მასიურადაა ძვლებში?

მხრის თავის... ხელი მქონდა მოტეხილი მხრის სახსარში - proximus humerus fracture


კითხვა დამისვით და გიპასუხეთ, იქნებ მეც მითხრათ ორიოდ სიტყვა?

Posted by: Universe 8 Nov 2015, 02:28
QUOTE
Pectus Excavatum

ვიზუალურის გარდა სხვა პრობლემებსაც იწვევს? ადრე მითხრა ექიმმა გასასწორებელიაო, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.

Posted by: ortopedi 8 Nov 2015, 20:08
ამ შემთხვევაში გასათვალისინებელია თქვენი ასაკი.

Posted by: M_I_S_H_O_ 8 Nov 2015, 21:50
ვიზუალის გარდა არაფერს პრობლემებს არ იწვევს,არც ვიღლები და არც სუნთქვის პრობლემები მაქვს

Posted by: tornike7991 18 Nov 2015, 14:41
გამარჯობათ ხელის გადაწევის დროს საშინლად მეტკინა მოსაკეცის და კუნთის ადგილას თუმცა დღეს უფრო მტკივა განსაკუთრებით მოკეცვის დროს

Posted by: ortopedi 22 Nov 2015, 20:02
შეიძლება ოთხთავა კუნთის დისტალური მყესი გაიგლიჯა. ხელით მოისინჯეთ ჯანმრთელ მხარეს და მერე ნატკენზე. ცვლილებებს თუ ატყობთ?

Posted by: geogametactics 22 Nov 2015, 20:07
მოკლედ უმრავლესობა თბილისელები ხართ, მე ბათუმელი ვარ და რამოდენიმეჯერე ვარ მხოლოდ თბილისსში ნამყოფი.. დარბაზში ვარჯიშის დროს დავიზიანე მარცხენა ბეჭის კუნთი, აქ ბათუმში გადავიღე ყველანაირი რენდგენიმ კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაგრამ ვერაფერი ვერ მიხვდნენ, მაწუხებს ტკივილები კისრის არეში და ბეჭის კუნთი ზომაში შემცირდა (მარცხენა კუნთი) მე ვფიქრობ ნერვია დაზიანებული და კუნთს ინფორმაზიას არ აწვდის, გთხოვთ მირჩიოთ ყველაზე ძლიერი ექიმი ტრავმატოლოგი ან ნეიროქირურგი ან რავი ვისაც ეხება ესეთი საკითხები, მინდა გამოვჯანმრთელდე, თო ვარჯიშის გარეშე ვერ ვაკონტროლებ წონას, ვიკლებ და ვიკლებ უკვე 10 კილო დავკარგე და არანაირი კვება არ მეხმარება მხოლოდ თუ არ ვივარჯიშე პარალელურად.. ძალიან გთხოვთ მირჩიეთ კლინიკა და ექიმი თქვენ უკეთ იცით..

Posted by: ortopedi 22 Nov 2015, 22:55
თქვენ გჭირდებათ ნეირომიოგრაფია. კუნთზე მიეწოდება თუ არა ნერვული იმპულსი.

Posted by: geogametactics 22 Nov 2015, 23:20
QUOTE (ortopedi @ 22 Nov 2015, 22:55 )
თქვენ გჭირდებათ ნეირომიოგრაფია. კუნთზე მიეწოდება თუ არა ნერვული იმპულსი.

ხო, აქ ბათუმში ცოდნა ამ სფეროში ძალიან დაბალია, მე თვითონ შევისწავლე რა მჭირდა და სავარაუდო დიაგნოზი მე დავუსვი ჩემს თავს, ექიმი რომელმაც უნდა დამმშვიდოს და მითხრას სასარგებლო ინფორმაცია, ან უბრალოდ ის რაც მჭირს, იყურებოდა აიპონში და დაბრძანდითაც არ უთქვამს სადღაც კოლიდორში მესაუბრა, მე ვუთხარი აი ყველა გამოკვლევა რაც მითხარით, თქო და ეხლა დიაგნოზს დამისვამთ თქო, და დაიწყო ვარაუდები, კიდევ კარგი დედაჩემი მეხლა თორემ თავს ვერ შევიკავებდი და ერთს გემოზე გავლახავდი მაგ უზრდელ კაცს, ისე მესაუბრებოდა თითქოს რაღაცა თავისუფალ თემაზე ვესაუბრებოდი, ეს ხომ ცემი ჯანმრთელობააა ერთადერთი ცხოვრებაში რაც ჩემთვის ნომერი პირველია და მნიშვნელოვანია, დაჟე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისათვის ბრეკეტებიოც მოვიხსენი, არ შეიძლებოდა და კაცი ვარაუდობს, იმ დღეს მაგრად გადამირჩა ცემას, ამის შემდეგ დავრწმუნდი რომ აქ აზრი არ აქვს, შევაგროვებ ფულს და ჩამოვალ თბილისში...

Posted by: ortopedi 23 Nov 2015, 10:05
ჩამოდით. ჯანმრთელობას გისურვებთ.

Posted by: Top-Gun 4 Dec 2015, 09:26
გამარჯობა,

შემიძლია დაწვრილებითაც დავწერო ჩემი პრობლემა, მაგრამ ჯერ მოკლედ ვიტყვი:

წონებზე ვვარჯიშობ უკვე 2 წელია, და 1 წლის წინ წელი ვიტკინე ერთ-ერთი ვარჯიშის დროს. მის მერე სულ უარესობისკენ წავიდა, და გუშინ ძალიან უწყინარ სიტუაციაში ვიტკინე ძალიან მაგრად.

კარგ ტრავმატოლოგს ხომ ვერ მირჩევთ, სპორტი რომ ესმოდეს, ვარჯიშები რომ იცოდეს რასაც აკეთებს დარბაზში ხალხი რო უბრალოდ ის არ მითხრას, შეეშვი ვარჯიშსო.

მადლობა smile.gif

Posted by: Greenbro 4 Dec 2015, 17:45
სად ვიკითხო არ ვიცი რა აქ დავსვამ კითხვას იქნებ დამაკვალიანოთ.

მოკლედ 11 თვის გოგო მყავს სიარულით დადის 2 თვეა თითქმის, თავისუფლად არა მაგრამ დადის რა, დგომით დგება ჩვეულებრივ საწოლშ მანეჟჭი და ისეც რამდენ ხანსაც დააყენებ smile.gif

რა მაინტერესებს ეს ბოლო რამოდენიმე კვირაა დაიწყო ესეთი რამე - ტერფს გადაიდებს ერთი მეორეზე და მუხლს ათამაშებს, თვალით ჩანს რო ახტუნავებს რა ტკივილით აშკარად არ ტკივა და ხმას გამოსცემს მუხლი ტკაცუნი არაა უფრო ყრუ ხმაა დგუცუნივით რა smile.gif ვის მივმართო სად გავარკვიო რა ხდება? და როცა ღიზიანდება მაშნ აკეთებს კიდე ეგრე.
მადლობა

Posted by: *LilacWine* 7 Dec 2015, 15:00
ortopedi
რას ნიშნავს დისპლაზიური მუხლები, რა გართულებები შესაძლოა მოჰყვეს და იკურნება თუ არა?

Posted by: marimarita 8 Dec 2015, 13:53
გამარჯობათ,კარგ ტრამვატოლოგს ვერ მიმასწავლით? მოკლედ,ჩემს ბიჭს ზაფხულში ფეხბურთის თამაშის დროს ფეხის ცერა თითზე მოხვდა ბურთი,სტკიოდა,სიარულს უშლიდა,სახლში მეგობარმა შემთხვევით დააბიჯა ფეხი მტკივნეულ თითზე და დაეჭიმა,მას შემდეგ აღარ სტკიებია... ჩემი ბიჭი მოცეკვავეა და ხშირად უწევს ცერებზე დგომა,ამ ბოლო დროს ისევ ასტკივდა და ცეკვაში ხელი შეუშალა,გადავიღეთ სურათი და მინდა კარგ ტრამვატოლოგს ვაჩვენო,რას მირჩევდით?


Posted by: dyingN 14 Dec 2015, 19:53
რამდენიმე თვის წინ ფეხი გადამიბრუნდა,ძალიან მალე გამიარა ტკივილმა,მეორე დღეს და აღარ მივსულვარ ექიმთან.სადღაც 2 თვე იქნება ვგრძნობ რომ მტკივა,ერთი თვის წინ გადავიღე ტერფზე სურათი.რენდგენოლოგმა მითხრა არაფერი არ არისო,ძალინ შეშნებული ვიყავი და ვიფიქრე რომ დამიმალა.ტრამვატოლოგს ვაჩვენე და იმანაც არაფერიაო.დავიღალე ამ არაფრის ძახილით.ვინმე პროფესიონალი ტრამვატოლოგი მირჩიეთ.არ ვარ დაზღვეული რომ ამათმა რამე ვერ დაინახეს.თან დასკვნაში რენდგენოლოგს დაუწერია გამკვრივებული უბანიაო და მეშინია ძალიან.ცუდი არაფერი დამიწეროთ,ისედაც გული მაქვს გახეთქვაზე.
ხო ტრამვატოლოგთან უნდა მივიდე?

Posted by: marimarita 14 Dec 2015, 22:41
მე მივიყვანე ტრამვატოლოგთან და ეს სურათიც ვაჩვენე. მითხრა საშიში არაფერიაო.გამოუწერა ზღვის მარილის ვანები ფეხზე,კრემგელი ,,ვოლტარენი'' და ვიტამინები. ძვლის გასამაგრებელი. ცეკვისგან ერთი თვე დაისვენოსო და გაუვლისოო.ვნახოთ აბა.

Posted by: Custos 18 Dec 2015, 20:49
გამარჯობათ, მაინტერესებს თბილისში მაჯაზე ჰიგრომის მოსაცილებელ ოპერაციას რომელ კლინიკაში ატარებენ?

Posted by: matusala_HFS 20 Dec 2015, 18:48
ღუდუშაურში გავიკეთე ოპერაცია და მეორე ძვალი არ გადააბეს ესე დატოვეს და სხვა კლინიკაში მინდა კონსულტაციის მიღება რომელს მირჩევთ?

Posted by: barbaqadze1 23 Dec 2015, 00:34
გამარჯობათ ხალხნო კოჭს რა ვუშველო? თითქმის ვერ ვადგავ რას მირჩევდით?

Posted by: ortopedi 23 Dec 2015, 21:03
რეკლამა წაშლილია მოდერატორის მიერ

Posted by: matusala_HFS 24 Dec 2015, 02:21
Warning:
ჩასწორებულია




ოპერაცია გაქვს ტყეშელაშვილთან გაკეთებული?

Posted by: ortopedi 24 Dec 2015, 06:51
Warning:
ჩასწორებულია


........................................

Posted by: matusala_HFS 24 Dec 2015, 11:53
ortopedi
ფოტო ნახე? ის მეორე ძვალი ესე რჩება ხოლმე?

Posted by: ortopedi 24 Dec 2015, 22:21
Ki vnaxet. Cudad gaketebulia. More dzvlis anu mcvire wvivis prooblema ara. Sxva. Vin gagiketa?

Posted by: Solveig 25 Dec 2015, 14:46
ortopedi

ნუ ეწევით რეკლამირებას და წერეთ ქართული ანბანის გამოყენებით.


matusala_HFS
ვწუხვარ თქვენს პრობლემას, მაგრამ ჯობს, პირადად მიმართოთ ექიმს-ტყეშელაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა.


დიალოგისამ ფორმით გაგრძელების შემთხვევაში დაივორნებით ორივე.

Posted by: Universe 28 Dec 2015, 02:32
მთელი მკლავი მტკივა, მხრიდან მტევნის ჩათვლით.
ღამით მტკიოდა, დღეს ქარში საშინელება დამემართა საერთოდ. რაღაც სასხსრების წამალი დავლიე, გამინელა ტკივილი, თუმცა არ მომეხსნა.
მგონი ნრვი გამიცივდა.
გამაყუჩებელის გარდა სხვა რა შეძელბა კიდევ მალე რომ მომეხსნას და აღარ განმიმეორდეს?

Posted by: tintoreto 29 Dec 2015, 00:37
გამარჯობა
თუ შეგიძლიათ დამაკვალიანეთ ან მითხრათ მიზეზი მუხლის თავების ტკივილის შესახებ
ყოველთვის ადგომის და დაჯდომის დროს მუხლისთავებში ვგრძნობ ტკივილს.
ახლა მთლად აუტანელი არაა.მაგრამ მაგარ დისკომფორტს მიქმნის.
ასევე მიჭირს ძირს დახრა..ისევ ტკივილი.
სიარულის დროს ყველაფერი რიგზეა
სადღაც წავიკითხე რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ მუხლის თავებს,უხეშად რომ ვთქვათ, შეზეთვა სჭირდება
ხშირად ხაშის ჭამაა საჭირო
მართლაც ასეა საქმე?
სულ ხაშზე უნდა ვიჯდე?

Posted by: Alice_In_Wonderland 29 Dec 2015, 21:02
აუ შესაბამისი თემა ვერ ვნახე და აქ ვიკითხავ
მოკლედ ნევროლოგის დაწერილია ეს და ვისაც ექიმების გაკრული ხელით ნაწერის ამოკითხვა არ გიჭირთ მითხარით შუაში რა სიტყვა წერია რა :შ

http://radikal.ru/big/912342a5d37644ae80bb7fa38471f747

Posted by: takisha 30 Dec 2015, 00:51
tintoreto

დისპლაზია გექნება, და ხაშის ჭამა კი არა, ვარჯიშია საჭირო smile.gif

მაგრამ მაინც უნდა მიხვიდე ტრავმატოლოგთან და გაიარო კონსულტაცია smile.gif

Universe

ნერვის ამბავია, მართალია.. თბილად უნდა გქონდეს და გამაყუჩებლის გარდა ვერაფერი გიშველის სავარაუდოდ..




* * *
marimarita გყავდა ბავშვი ტრავმატოლოგთან??



matusala_HFS
მედიქლაბჯორჯიაში არიან კარგი ტრავმატოლოგები და მათ ანახე..

Posted by: tintoreto 31 Dec 2015, 03:00
takisha
QUOTE
დისპლაზია გექნება, და ხაშის ჭამა კი არა, ვარჯიშია საჭირო

დიდი მადლობა . გაიხარე!
მრავალ ახალ წელს დაესწარი !!!

Posted by: takisha 1 Jan 2016, 21:45
tintoreto
QUOTE
მრავალ ახალ წელს დაესწარი !!!




შენც ასევე smile.gif))



ყველას გილოცავთ ახალ წელს jump.gif jump.gif

Posted by: marimarita 2 Jan 2016, 00:47
QUOTE (takisha @ 30 Dec 2015, 00:51 )
გყავდა ბავშვი ტრავმატოლოგთან??

კიი, მივიყვანე ტრამვატოლოგთან და სურათიც ვაჩვენე. მითხრა საშიში არაფერიაო.გამოუწერა ზღვის მარილის ვანები ფეხზე, კრემგელი ,,ვოლტარენი'' და ვიტამინები. ძვლის გასამაგრებელი. ცეკვისგან ერთი თვე დაისვენოსო და გაუვლისო..

გილოცავთ ახალ წელს,მრავალს დაესწარით <3

Posted by: takisha 2 Jan 2016, 14:39
marimarita
up.gif


2kiss.gif


Posted by: workout 7 Jan 2016, 13:10
შობას გილოცავთ!!! სამი კვირის უკან წავიქეცი და მაჯით დავეცი ცოტა შემისივდა კიდეც. მაგრამდ დღემდე მტკივა მყესები მაქვს დაჭიმული რამეს ხომ ვერ მირჩევდით?

Posted by: takisha 7 Jan 2016, 18:55
workout
შეიძლება უბრალოდ დაჭიმული არ არის და ნაწილობრივი გაგლეჯა გაქვს ან რავიცი, ექიმს უნდა აჩვენო. პირველ რიგში ეხო გადაიღო და მერე ტრავმატოლოგთან.. გასიება უბრალოდ დაჭიმვამ არ იცის მე რამდენადაც ვიცი.

chups.gif



შობას გილოცავთ!

Posted by: workout 8 Jan 2016, 09:48

takisha

დიდი მადლობა

მეც გილოცავ

Posted by: *LilacWine* 8 Jan 2016, 13:52
takisha
QUOTE
დისპლაზია გექნება

QUOTE
ვარჯიშია საჭირო

როგორი სახის ვარჯიშები? რომელი კუნთი უნდა გამაგრდეს ამ დროს? სირბილი, სათხილამურო სპორტი თუა დასაშვები დისპლაზიური მუხლების დროს?

ზოგადად რა იწვევს დისპლაზიას, მე მითხრეს რომ სწრაფად გავიზარდე და ესაა მიზეზი...

Posted by: takisha 9 Jan 2016, 03:27
*LilacWine*

დისპლაზია თანდაყოლილია. და ძირითადად ცურვას და ველოსიპედს უნიშნავენ მე როგორც ვიცი..

სწრაფად გაზრდას რაც შეეხება, მაგანაც იცის ტკივილები, იმიტომ რომ არათანაბარი მინერალიზაცია ხდება ძვლის ზედაპირის, ვერ ასწრებს ძვალი გამაგრებას სწრაფად ზრდის ფონზე და იმიტომ არის მტკივნეული, მაგრამ გავლადია.

ყველა ვარიანტში გამოვკლევა გჭირდება, ასე ზეპირად ლაპარაკი არ შეიძლება.

ტრავმატოლოგთან მიდი და კონსულტაცია გაიარე smile.gif ის აგიხსნის ჩემზე უკეთესად. მაგრამ კარგ სპეციალისტთან მიდი, საქმე არ გაიფუჭო არასწორი დანიშნულებით.


smile.gif

Posted by: ortopedi 9 Jan 2016, 12:05
QUOTE (workout @ 7 Jan 2016, 13:10 )
შობას გილოცავთ!!! სამი კვირის უკან წავიქეცი და მაჯით დავეცი ცოტა შემისივდა კიდეც. მაგრამდ დღემდე მტკივა მყესები მაქვს დაჭიმული რამეს ხომ ვერ მირჩევდით?

უნდა მიხვიდე ტრავმატოლოგ ორთოპედთან. და გადაიღო რენდგენი. ვინ დაადგინა მყესები რომ დაგიზიანდათ?

Posted by: *LilacWine* 15 Jan 2016, 11:14
takisha
QUOTE
ტრავმატოლოგთან მიდი და  კონსულტაცია გაიარე  ის  აგიხსნის ჩემზე უკეთესად. მაგრამ კარგ სპეციალისტთან მიდი, საქმე  არ გაიფუჭო არასწორი დანიშნულებით.


გამოკვლევები ჩატარებული მაქვს. ორჯერ მივიღე მუხლების ტრავმა და როგორც რეაბილიტოლოგმა მითხრა, დისპლაზიური ბავშვები საშიშები არიან სპორტში, რადგან ჩვეულებრივისგან განსხვავებით მოქნილი და ელასტიური სახსრები აქვთ და ტრავმის მიღების ალბათობაც გაცილებით მაღალიაო. წვივის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები მაქვს დანიშნული.

Posted by: Natuka NGN 15 Jan 2016, 14:03
matusala_HFS
კლინიკა არ ვიცი და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ლუხუმ ჭანტურიას, ნიუ ჰოსპიტალშია ახლა, ადრე ტრავმატოლოგში იყო.

barbaqadze1
ტრავმა იყო?


Posted by: takisha 16 Jan 2016, 17:38
*LilacWine*

მართალი უთქვამს )) გაიმაგრე კუნთები .


მაგ ვარჯიშებს ცურვა ჯობია ისე..


დისპლაზია მარტო მუხლებში არ არის ხოლმე, თუ ყველა სახსარი მასეთი გაქვს, ცურვა იდეალურია, ყველა კუნთი მუშაობს და უკეთესია, ვიდრე მხოლოდ წვივის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები.





Posted by: GURULO_3G 16 Jan 2016, 18:31
გამარჯობათ, გუშინ ვირბინე ძალიან ბევრი, დღეს კი მარცხენა ფეხის მუხლი მტკივა სიარულისას. არ წავქცეულვად. ეს ფეხი მონატეხია ადრე ბარძაყში.
ცოტას რომ გავივლი თითქოს იმდენად არ მტკივა ხოლმე, მაგრამ რამდენიმე წუთით რომ დავჯდე და ისევ გავიარო მერე მტკივა.


მაინტერესებს არის თუ არა რამე საშიში და შემიძლია თუ არა გავნაგრძო ვარჯიში, თუ უმჯობესია რამდენიმე დღე დავისვენო?




ეხლა ეს ვარჯიში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.

Posted by: DJ_PUNK 17 Jan 2016, 20:50
მოგესMებით, მაქვს ტაბუხის Fოსოს მოტეხილობა და Gავიდა უკვე ორი თVე ხომ ვერ MირჩEვთ როგორი კასტილებით დავიწყო Fეხის ადგმა, ბევრნაირია ძAლიან. Mადლობა წინასწარ

Posted by: takisha 17 Jan 2016, 21:05
DJ_PUNK
ტრავმატოლოგის კონსულტაცია გჭირდება, ის გირჩევს,

Posted by: DJ_PUNK 17 Jan 2016, 22:23
თU ვინმეს გაქვთ ტაბუხის Fოსოს მოტეხილობა ან Gქონიათ მომწერეთ მაინტერესებს რეაბილიტაცია . Pმ შI შEმეხმიანეტ მადლობა

Posted by: wounded 1 Feb 2016, 02:29
აქაც ვიკითხავ იქნებ გამოჩნდეს ვინმე მცოდნე
ხალხო ცხვირზე ნაკრებს როცა ადებენ ეს კოსმეტიკური უნდა იყოს ყველა ვარიანტში თუ ჭირდება ექიმს თქმა რო კოსმეტიკური დაადოს? ვერ ვხვდები რა შემთხვევაში იდება და არ იდება კოსმეტიკური..სახეს როცა ეხება და გამოსაჩენ ადგილს იმას თქმა უნდა რო კოსმეტიკური დაადოს?
ბაშვმა ცხვირი დაარტყა, გატეხილი არ აქ, ჭრილობა აქ და სამი ნაკერი დაადეს და ვჯავრობ ახლა არც იმას უტქვია და არც მე მიკითხავს ხო კოსმეტიკურიათქო
არ მინდა დააჩნდეს იმ ლამაზ ცხვირზე რამეsad.gif(((

Posted by: ortopedi 1 Feb 2016, 22:33
გაითვალისწინებდა ექიმი ცხვირი როა და გაოსაჩენი ადგილია. დამშვიდით

Posted by: Kanski 3 Feb 2016, 07:27
ყბა მტკივა შიგნიდან ზემოთა მხარეს ყურისკენ 5 დღეა და არ ვიცი რისი ბრალია, რო ვამოძრავებ მარტო მაშინ მტკივა, ანთების გარდა რა შეიძლება იყოს? biggrin.gif

Posted by: wounded 5 Feb 2016, 03:28
ortopedi
ვკითხე და არაა კოსმეტიკურიო..მიზეზი მითხრა შიდა ქსოვილი იყო დაზიანებულიო(რაღაც მსგავსი რამ) როგორც იციან ჩქარა მიპასუხა და გაურკვევლად..რო მივალ კიდე ვკითხავ...

კოსმეტიკურ და არაკოსმეტიკურ ნაკერებს შორის განსხვავებას და მნიშვნელობას ვინმე თუ მეტვის მადლიერი დავრჩევი..ვერ მოვძებნე ნეტში sad.gif

Posted by: qetishotiko 5 Feb 2016, 20:08
გამარჯობა, ძალიან გთხოვთ თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ ინფორმაცია ფეხის პროტეზებს სად აკეთებენ (ოპერაციას ვგულისხმობ) ყველაზე კარგად, რომელია ყველაზე კარგი პროტეზი (არ ვიცი რამენად სწორად ვსვამ სეკითხვას) მუხლს ქვემოთ ამპპუტირებული ფეხისთვის საუკეტესო და თანამედროვე რომელია იქნებ გვიპასუხოთ ძალიან დამავალებთ

Posted by: giagiorgi555 9 Feb 2016, 17:31
3 ცლის ბავშვმა, წაქცევის შედეგად, ხელი იტკინა, კახეთში რედგენის შედეგად ვერაფერი გვითხრა ტრამვატოლოგმა,ხელი იდაყვში ოდნვ გასიებული აკვს და ბოლომდის ვერ შლის, მხარი კი თითკოს მოცყვეტილი.რაიმე რჩევას თუ მომცემტ ან კარგ სპეციალისტს ხომ ვერ მირჩევდით?

Posted by: levaa 10 Feb 2016, 14:12
მარცხენა მუხლში ვგრძნობ დაღლას და აი თითქოს გამომშრალი მაქვს ძვალსად ა ძვალ შუა, ხრაშუნის/ჭრაჭუნის შეგრძნებას მაძლევს და გაშლილ და დაკეცილ მდგოამრეობაში გაჩერებისას 2-3 წუთით რაღაცნაირი შეგრძნება მეუფლება ან უნდა გავშალო ან მოვკეცო და ასე სულ


არასდროს მუხლზე ტრამვა არ მქონია არანაირი და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: takisha 10 Feb 2016, 23:58
giagiorgi555


ეხოზე მიიყვანე ნინო დუმბაძესთან, ის გადაგამისამართებთ მერე რომელი სპეციალისტიც დაგჭირდებათ..


levaa
შენც იგივე, პირველ რიგში ექოსკოპია.
შეიძლება დისპლაზია გაქვს, რაც თანდაყოლილია და მაგან იცის მუხლის ტკაცუნები, ხრჭიალები და მასეთი შეგრძნებები, პროფილაქტიკური მკურნალობა დაგჭIრდება, თუ სხვა დაზიანება არაა მუხლში (ძველი ტრავმა ან რამე) .

Posted by: levaa 11 Feb 2016, 00:02
takisha


მენინსკის მეშინია sad.gif
მაგის ნიშნები ხომ არ არის?

Posted by: Lowlander 12 Feb 2016, 12:34
დაახლოებით 1 თვი უკან მოვყევი ავტოავარიაში, ახლა აღარ შემიძლია მარცხენა ტერფის ზემოთ აწევა. ქართულად ვერ ვნახე ეს დაავადება.

https://en.wikipedia.org/wiki/Foot_drop

საქართველოში თუ მკურნალობენ და რა შანსია აღდგენის.

Posted by: takisha 12 Feb 2016, 22:02
levaa
არ ვიცი.. მენისკმა გაჭედვა იცის მუხლის,
თუმცა ტრავმის არ-ქონა არ გამორიცხავს მენისკის დაზიანებას. უბრალოდ უხერხული მოტრიალებითაც კი იგლიჯება ზოგჯერ..

ასე მკითხაობას გირჩევნია მიხვიდე ექოზე, ოღონდ ნორმალურ სპეციალისტთან და გაიგო რა გჭირს და დაწყნარდე. smile.gif


Lowlander
ექოზე მიდი და ნახე რა დაზიანება გაქვს, შეიძლება ის მყესები გაქვს დაზიანებული, რომელიც ტერფს ამოძრავებს, და ოპერაციები კეთდება, მთავარია კარგ ქირურგთან მიხვიდე.



Posted by: levaa 12 Feb 2016, 22:29
takisha


გამიარა საერთოდ smile.gif

მაინც მინდა გავესინჯო და ხომ არ იცი ვინმე რომ მიმასწავლო ბარემ ?

Posted by: takisha 12 Feb 2016, 22:32
levaa
QUOTE
გამიარა საერთოდ

უი რა კაია smile.gif) მომილოცავს


QUOTE
ხომ არ იცი ვინმე რომ მიმასწავლო ბარემ ?

კი ვიცი. მედიქლაბჯორჯიაში მუშაობს ნინო დუმბაძე, ვინც იღებს ექოსკოპიას სახსრებზე. მას მიაკითხე

Posted by: levaa 12 Feb 2016, 22:43
takisha


მადლობა smile.gif 2kiss.gif

Posted by: Lowlander 12 Feb 2016, 23:39
takisha

ქუთაისში ვმკურნალობ, მარჯვენა ფეხზე რკინები დამადეს, ღია მოტეხილობები მქონდა, ზურაბ ხაბეიშვილმა გამიკეთა ოპერაცია.

მარცხენაზე მყესებია დაზიანებული მუხლიდან დაწყებული ბოლომდე. ტერფის ამ პრობლემაზე პერონეალური ნერვის ბრალიაო. ტომოგრაფიას ვერ გავაკეთებ სანამ მარჯვენაზე რკინებს არ მოგხსნიო და მაინტერესებს აქ თუ ჰქონია ვინმეს მსგავსი პრობლემა და აღდგენის რა შანსებია.



Posted by: takisha 13 Feb 2016, 22:09
Lowlander
არ ვიცი ხაბეიშვილი, შეიძლება კარგი ქირურგია, მაგრამ მაინც გადაამოწმე სხვა ქირურგთან ეგ ყველაფერი.

Posted by: *LilacWine* 17 Feb 2016, 15:36
სწორად ვწერ თუ არა ამ თემაში არ ვიცი... მკერდის ძვალი მტკივა ბოლო რამდენიმე თვეა, დაცემინებისას განსაკუთრებთ და თან ამ დროს ტკაცუნის ხმასაც გამოსცემს...
takisha
რა შეიძლება იყოს ან ვის გავესინჯო ხომ ვერ მეტყოდით?

Posted by: takisha 18 Feb 2016, 22:17
*LilacWine*

ძვალია ვითომ?
ტკაცუნი კუნთებმა და მყესებმაც იცის, დიდი ხანი ხველებისგან და ცემინებისგან იჭიმება მგონი, ზუსტად არ ვიცი. (ნეკნის მოტეხილობაც კი დაფიქსირებულა საშIნელი ხველის შედეგად, მაგრამ ეს არამგონია გჭირდეს)
ტრავმა გქონდა რამე?
ტრავმატოლოგს მიაკითხე,
ან ეხო გაიკეთე და ის ნახავს რა გჭირს და მერე გაგიშვებს რომელი სპეციალისტიც დაგჭირდება smile.gif






Posted by: *LilacWine* 20 Feb 2016, 01:11
takisha
QUOTE
ტრავმა გქონდა რამე?

კი, 2014ში მოვიტეხე ხელი მხრის სახსარში, ლავიწიც გატეხილი იყო... მაგრამ ეს ტკივილები ბოლო დროს დაიწყო.
ერთი თვის შემდეგ მიწევს კონტროლზე მისვლა ტრავმატოლოგთან და ვკითხავ. ეხოზე დუმბაძესთან ერთი თვით ადრე უნდა ჩაეწერო იმხელა რიგებიაsmile.gif იმდენჯერ მომიწია მისვლა, გაგიჟდება კიდევ მე რომ დამინახავს biggrin.gif biggrin.gif
მადლობა

Posted by: takisha 20 Feb 2016, 01:51
*LilacWine*
QUOTE
ეხოზე დუმბაძესთან ერთი თვით ადრე უნდა ჩაეწერო იმხელა რიგებია

1 თვეზე ადრე დავაბარებინებ ნინოს შენ თავს თუ გტკივა ძაან.



QUOTE
იმდენჯერ მომიწია მისვლა, გაგიჟდება კიდევ მე რომ დამინახავს 

როდის იყავი ბოლოს? მაშინაც ეს ჩივილი გქონდა? რაო ნინომ?

რომელ ტრავმატოლოგთან დადიხარ?

Posted by: *LilacWine* 20 Feb 2016, 05:33
takisha
QUOTE
როდის იყავი ბოლოს? მაშინაც ეს ჩივილი გქონდა? რაო ნინომ

ბოლოს იანვარში, მაგრამ მაშინ მხარზე გავიკეთე ექოსკოპია. იმდენად ვიყავი კონცენტრირებული მხარზე, რომ ეს ჩივილები არც გამხსენებია...
QUOTE
რომელ ტრავმატოლოგთან დადიხარ?

ვაჟა გაფრინდაშვილია ჩემი ტრავმატოლოგი.
QUOTE
1 თვეზე ადრე დავაბარებინებ ნინოს შენ თავს თუ გტკივა ძაან.

მადლობა, მისვლას რომ დავაპირებ, შეგეხმიანებით აუცილებლად

Posted by: takisha 20 Feb 2016, 15:19
*LilacWine*
QUOTE
ვაჟა გაფრინდაშვილია ჩემი ტრავმატოლოგი.


მშვენიერი ტრავმატოლოგი გყოლია, კარგ ხელში ხარ ))

*LilacWine*
QUOTE
მისვლას რომ დავაპირებ, შეგეხმიანებით აუცილებლად

კაი )))


Posted by: levan666 25 Feb 2016, 13:05
ნეკა თითის საფრჩხილე ფალანგი მაქვს მოტეხილი, ლომ-გაზა ჩავირჭე-ჩავირტყი, ნახეთქი ჭრილობა და მოტეხილობა იყო, თუმცა სწორად იდგა ვიზუალურად თითი.
ოთხი ნაკერი დამადეს და თაბაშირი. 19-ე დღეა ახლა და შესიებულია ისევ თითი, მოხრა მიჭირს და უფრო სწორად სრულად ვერც ვხრი ბოლო ფალანგს მით უმეტეს, თუმცა არც ძალას ვატან გაფშტიკინებულია, ალბათ ამდენი ხანი რომ არ მომიხრია მეორე თითის მოხრაც მიჭირს თაბაშირში აპალოვკად რომ ჰქონდა მიმაგრებული. ცოტა აცდენილი შეხორცებააო და ოპერაციას ვიკეთებ მეტალო-პლასტმასის შტირს გავუკეთებთო

თითს რომ ვერ ვხრი აქამდე სრულად მეშინია მყესებიც არ მქონდეს დაზიანებული და რამდენად ადექვატურია შიში?


როცა მოვიტეხე მაშინ მანამ შესივდებოდა ჩვეულებრივად გავაგრძელე საქმე 2-3 საათი და ვხრიდი კიდეც ჩვეულებრივ. მყესს რომ რამე სჭირდეს ხომ თავიდანვე ვერ მოვხრიდი?

Posted by: takisha 25 Feb 2016, 23:54
levan666
QUOTE
თითს რომ ვერ ვხრი აქამდე სრულად მეშინია მყესებიც არ მქონდეს დაზიანებული და რამდენად ადექვატურია შიში?


შეიძლება მომხრელი მყესებია დაზიანებული და მაგიტომ ვერ ხრი, ექო გაიკეთე სანამ ოპერაციას გადაწყვეტ.





Posted by: levan666 26 Feb 2016, 08:37
QUOTE (takisha @ 25 Feb 2016, 23:54 )
levan666
QUOTE
თითს რომ ვერ ვხრი აქამდე სრულად მეშინია მყესებიც არ მქონდეს დაზიანებული და რამდენად ადექვატურია შიში?


შეიძლება მომხრელი მყესებია დაზიანებული და მაგიტომ ვერ ხრი, ექო გაიკეთე სანამ ოპერაციას გადაწყვეტ.

მყესი რო გაწყვეტილი იყოს ეგ ხომ თავიდანვე უნდა შემჩნეოდა? ახალ მოტეხილზე მანამ ექიმთან მივიდოდი და გავიკერავდი და რამე 2-4 საათი ჩვეულებრივად ვამოძრავებდი და ვხრიდი

Posted by: takisha 27 Feb 2016, 21:04
levan666

არ ვიცი მაგდენი, მაგრამ ეხოს გარეშე მარტო ძვალს დააბრალო და გაიკეთო ამხელა ოპერაცია, რა ძალა გადგია.

Posted by: levan666 28 Feb 2016, 00:08
QUOTE (takisha @ 27 Feb 2016, 21:04 )
levan666

არ ვიცი მაგდენი, მაგრამ ეხოს გარეშე მარტო ძვალს დააბრალო და გაიკეთო ამხელა ოპერაცია, რა ძალა გადგია.

არა ოპერაცია ძვლის გამო მაინც მინდა. რენდგენში აცდენაა აშკარად. იქნება ასეხ და მოხრი მაგრამ ამობურცულიც იქნება და ჩაბღაუჭება და მსგავსი მოძრაობებზე გეტკინება დიდხანსო და მაინც ვარჩიე გავიკეთო ადგილობრივი გაყუჩებით და სწორად იყოს ძვალი. დღეს ექიმს რო ველაპარაკე მაგ მყესზე არ გინდა ეხო ოპერაციის დროს მე თვითონ ვნახავ მყესსაც და თუ პრობლემაა მაგასაც მივხედავთო smile.gif

Posted by: tavgrili 28 Feb 2016, 11:34
ხელი მივარდება და კარგი ტრამვატოლოგი მინდა
მირჩიეთ ვისთან მივიდე

Posted by: takisha 28 Feb 2016, 13:55
levan666
შენი გადასაწყვეტია smile.gif) წარმატებები

tavgrili
ლევან ნაჭყებია და ვაჟა გაფრინდაშვილი მუშაობენ მედიქლაბჯორჯიაში

Posted by: 1715 29 Feb 2016, 11:47
გამარჯობა ,ვარ 24 წლის ბიჭი, არ ვარ სპორცმენი , ვარ 100+ კგ 1.75 სმ. ბოლო ერთი კვირააა დაჯდომა ადგომის დროს მარცხენა ფეხის მუხლში ვგრძნობ ტკივილს... სიარულის დროს არ მტკივა, დავდივარ ჩვეულებრივ, თუ ძალიან არ მოვკეცე ფეხი არ იგრძნობა....... რისი ბრალი შეიძლება იყოს ? ? ვერ მეტყვით ?

Posted by: tavgrili 29 Feb 2016, 18:06

takisha
დიდი მადლობა რჩევისათვის აუცილებლად მივალ

Posted by: tornik321 29 Feb 2016, 20:01
ხერხემალი მიბუჟდება ხოლმე და გაუსაძლისი ტკივილიც მაწუხებს ხოლმე რისი ბრალი შეილება იყოს ეს ? კისრიდან 9 მალიდან 17 მდე სუ ბიბუჟდება ფეხზე თუ ვდგავარ მკეცავს ხოლმე ;დ

Posted by: takisha 3 Mar 2016, 01:33
tavgrili
არაფრის smile.gif გამაგებინე რას იზამ.


tornik321
რისი ბრალია და პრობლემა გაქვს ხერხემალზე

ნევროლოგს მიმართე, ან ვერტებროლოგს (ეს უფრო ვიწრო სპეციალობაა, ხერხემალზე ვინც მუშაობს)

Posted by: Perfect_circle_blue 3 Mar 2016, 15:06
დახმარება მჭირდება, გამარჯობა

3 კვირის წინ თხილამურებით წაქცევისას მუხლში გადამიტრიალდა ფეხი, თხილამური გვიან გამძვრა, 360 გრადუსით არა, გარკვეულ დონეზე smile.gif) იმ მომენტში ტკივილი ვიგრძენი მაგრამ დღის განმავლობაში არა, არც გამსიებია ან რამე. გვიან საღამოს და მეორე დღე სდილით მტკიოდა განსაკუთრებით და რამდნეიმე დღეში შემიმცირდა ტკივილი.

დღემდე ფეხის სახსარს ანალოგიური მოძრაობით თუ დავაწვები, გადავატრიალებ და ა.შ. ტკივილს ვგრძნობ. როცა უმოქმედოდ მაქვს, არა.ზოგჯერ სუარულისას უსიამოვნო შეგრძნება მაქვს მხოლოდ.
ყოველდღე მინიმუმ 5 კმ ს გავდივარ ფეხით, მიწევს.

მორჩენას ამდენი დრო სჭირდდება? თავისით გამივლის თუ შეიძლება რამე სერიოზული იყოს და მივიდე ექიმთან, რისი დრო და სახსრებიც ცოტა მაკლებად მაქვს ამ მომენტში.

რას მირჩევთ

Posted by: misha-htc 8 Mar 2016, 09:39
ძალიან ხშირად მაწუხებს მხარში ტკივილი თავიდან ვარჯიშს დავაბრალე მაგრამ უკვე ერთი წელია არ მივარჯიშია და მაინც შემახსენა თავი.
რო ვაკვირდები სახსრების ბრალი არ უნდა იყოს რადგან თუ სხვა მოკიდებს ხელს და აწევს არ ნტკივა - როცა ჩემით ვწევ ხელს მაშინ მაქვს ელვისებური ტკივილი. ანუ რაღაც კუნთშია საქმე ან ნერვში. ასევე იცის გადაცემა - ხან მარცხენა მხარი მტკივა მხოლოდ მერე მარჯვენახე გადავა იშვიათად ორივე ამტკივდეს. აქამდე მოსვენებულმდგომარეობაში ტკივილი არ მქონდა ხოლმე ახლა მოსვენებულ მდგომარეობაშიც დამეწყო ტკივილი . ექიმთან ვიყავი მაგრამ ისეთი პასუხი გამცა კინაღამ ვაგინე - რამდენჯერ ჭამ დღეშიო 4 ჯერ თქო, უფ! 4 ჯერ რა ამბავია 3 ჯერ ჭამე ეტყობა შლაკები გროვდებაო.არც რენდგენი გადამიღო არც არაფერი არც წამალი გამომიწერა.

Posted by: alien949 8 Mar 2016, 18:02
...........................................................................................................................................

Posted by: alien949 8 Mar 2016, 18:17
ვარჯიშის შედეგად ხელი დავიზიანე თუ უბრალოდ დამეჭიმა არვიცი ,გაშლა მიჭირს მკლავის. 3 დღის წინ მომივიდა და ეხლაც არ გამიარა. ვფიქრობ რომ მოტეხილი არარის სავარაუდოდ მყესი დამეჭიმა ან გამეხა, ხელი მტკივა ცოტა და გაშლისას ან ბოლომდე მოკეცვისას იმატებს უფრო ტკივილი და მიჭირს გაშლა ძალიან ბოლომდე ვერცვშლი მეორე ხელი თუარმივახმარე. ვცადე გამეწელა ხელი და იმ მომენტში ერთი 20 წუთი ჩალიჩის შედეგად მივაჩვიე მეტნაკლებად მაგრამ ძალიან ცოტა ხნის შემდეგ ისევ ისე გამიჭირდა გაშლა და რისი ბრალია?

Posted by: meu 8 Mar 2016, 18:30
QUOTE (alien949 @ 8 Mar 2016, 18:17 )
ვარჯიშის შედეგად ხელი დავიზიანე

user posted image

ექიმთან მიდი მეგობარო ეგრე გაწელვა გამოწელვა არ უშველის მაგას

Posted by: takisha 10 Mar 2016, 00:19
misha-htc
QUOTE
ექიმთან ვიყავი მაგრამ ისეთი პასუხი გამცა კინაღამ ვაგინე - რამდენჯერ ჭამ დღეშიო 4 ჯერ თქო, უფ! 4 ჯერ რა ამბავია 3 ჯერ ჭამე ეტყობა შლაკები გროვდებაო.

lol.gif lol.gif lol.gif

ვისთან იყავი, სად იპოვე მასეთი ექიმი biggrin.gif

ეხო გაიკეთე, რამე ძველი ტრავმის ბრალი იქნება და გახსენებს თავს. შეილება ნერვიცაა, მოკლედ, ეხო გაგიკვალავს გზას.


alien949
QUOTE
სავარაუდოდ მყესი დამეჭიმა ან გამეხა,

მასეა სავარაუდოდ..
QUOTE
რისი ბრალია?
რაც დაიზიანე იმისი ბრალი იქნება, მიდი ტრავმატოლოგთან და მოუყევი ეს ყველაფერი smile.gif

Perfect_circle_blue
გაგისივდა ძალიან მუხლი?

ტრავმატოლოგს მიაკითხე.. ხშირია ძაან მასეთი ტრავმებით იგლიჯავენ ხან მენისკებს ხან წინა ჯვარედინა იოგს და ხან რავიცი კიდე რას.

თუ რამდენიმე გამოკვლევის გაკეთებას ვერ შეძლებ, პირდაპირ ექოზე მიდი ჯერ და ის გეტყვის რა გჭირს და ტრავმატოლოგს მერე მიაკითხავ, თუ სერიოზული იყო რამე.

Posted by: hento 14 Mar 2016, 22:24
გუშინ დილით ამტკივდა კოჭის სახსარი. დღეს შეშუპებული მაქვს და ძლივს ვადგამ ფეხს. გადავიღე რენტგენი, რომელმაც არაფერი აჩვენა. დამინიშნეს იბუპრენი ლიოტონის კრემი. ეხლა ამიწია ტემპერატურამ. 38 მაქვს. რას დავაბრალო არ ვიცი. არც მიღრძვია, არც გადამიბრუნებია.

Posted by: takisha 15 Mar 2016, 23:34
hento
ანთება გექნება (სიცხე ანთებამ იცის) რასაც რენტგენი ვერ ნახავდა, ექო გაიკეთე, რაც დაგიდასტურებს,

სასურველია მალე გაიკეთო.

yes.gif


მიზეზიც საინტერესოა, ტრავმა გქნონდა, თუ რატომ აგტკივდა??




Posted by: Trance In Trance 18 Mar 2016, 16:52
ტრავმატოლოგცი


მეოთხე მეტაკარპალის თავი მქონდა დამსხვრეული, ჩამისვეს, თვენახევარი მქონდა თაბაშირში და 2 დღის წიინ მოვიხსენი

და ამ თითის სახსარს ვერ ვამოძრავებ გაჭედილია პრაქტიკულად, რენდგენზე ნორმაა ყველაფერი


სახლის პირობებში რა შეიძლება გავაკეთო სანამ რეაბილიტაციაზე მისვლა დამჭირდება

რა ვარჯიშებია

ექიმმა ამოძრავდებაო მარა არ მოძრაობს, მტკივა რო ვუჭერ გუბკას ან რამეს ასეთს

Posted by: takisha 18 Mar 2016, 20:19
Trance In Trance
QUOTE
ექიმმა ამოძრავდებაო მარა არ მოძრაობს, მტკივა რო ვუჭერ გუბკას ან რამეს ასეთს

ძვალზე თუ არაფერია, მყესები იოგებია სანახავი

რეკომენდაცია : ექოსკოპია გაიკეთე


Posted by: jangulashvili 23 Mar 2016, 00:16
გამარჯობა

მუხლი მტკივა დიდიხანია უკვე და ჯვარედინა იოგებია დაზიანებულიო და კიდე სხვა რაღაც პრობლემებიც მაქვს მუხლზე,ხოდა ჯერ წამლები დამინიშნა ექიმმა ერთი თვე და თუ საერთოდ არანაირი გაუმჯობესება არ იყო მერე ოპერაციაო და ხომ არ იცით რა ჯდება ეს ჯვარედინა იოგებზე ოპერაცია ან სადაზღვეოები თუ აფინანსებენ რამეს?

Posted by: takisha 23 Mar 2016, 21:33
jangulashvili

რომელი ჯვარედინა? წინა თუ უკანა?
წინა 4000-მდე ჯდება, მაგრამ გააჩნია სად გაიკეთებ


QUOTE
სადაზღვეოები თუ აფინანსებენ რამეს?


საყოველთაო საკმაოდ კარგად აფინანსებს smile.gif

Posted by: jangulashvili 24 Mar 2016, 12:00
QUOTE (takisha @ 23 Mar 2016, 21:33 )
jangulashvili

რომელი ჯვარედინა? წინა თუ უკანა?
წინა 4000-მდე ჯდება, მაგრამ გააჩნია სად გაიკეთებ


QUOTE
სადაზღვეოები თუ აფინანსებენ რამეს?


საყოველთაო საკმაოდ კარგად აფინანსებს smile.gif

წინა ჯვარედინაა,ინოვაში ვიყავი სანდრო ეულზეა,გაიხარე მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: giogiorgi13 25 Mar 2016, 14:29
მუხლის ექოსკოპია რა ჯდება ?
____

Posted by: Nykusa 25 Mar 2016, 17:18
giogiorgi13
მუხლი არ ვიცი სა კოჭზე გადავიღე ჯანმრთელობის სახლში, 35 ლარად.
+ მკურნალობის მერე რომ მივედი ვიზიტზე, აღარაფერი გადამახდევინა, უფასოდ გეკუთვნისო.

Posted by: Corvette 28 Mar 2016, 18:42
გამარჯობა .

ნაღრძობი საბოლოოდ რამდენ ხანში რჩება ? წამლებს ვსვამდი და იმ ადგილზეც ვისვამ მაზს .

Posted by: takisha 2 Apr 2016, 00:47
Corvette
ტრავმატოლოგთან იყავი?

რა იცი რომ ნაღრძობია?

Posted by: tatia1980 3 Apr 2016, 00:02
გამარჯობა smile.gif ვინმეს თუ გსმენიათ კელერის დაავადების შესახებ რა არის? და ნორმალური ტრავმატოლოგი მიმასწავლეთ თუ შეიძლება

Posted by: Corvette 3 Apr 2016, 16:15
takisha
QUOTE
ტრავმატოლოგთან იყავი?

კი ვიყავი , სურათიც გადავიღე , იმ დროს მთავარი ექიმი თუ რაც ქვია ის არ იმყოფებოდა, ვაიბერით თუ რაღაცით გაუგზავნეს ეს სურათი და იმან მოტეხილობა არ აღენიშნებაო , მერე მეორე ექიმთანაც შევედი ( ვინც წამლები გამომიწერა ) იმანაც დახედა სურათს და არაფერი არ თქვა biggrin.gif კი გამიკვირდა სურათების გაგზავნით და ისე დიაგნოზის დასმით რამე არ შეეშალოსთქო , მაგრამ ეტყობა ეგეთი მაგარი ექიმია biggrin.gif სხვა საავადმყოფოში ყოფილა, ორგან მუშაობს .

20 დღის წინ მარჯვენა ფეხის კოჭთან გადამიბრუნდა თუ არ ვიცი რა მომივიდა , ისეთი ხმა ქონდა მეთქი უეჭველი მომტყდათქო , დასიებულიც ფაქტიურად დამიცხრა ( ცოტა მეტყობა მაინც ) ,სიარული არ მიჭირს , კოჭზეც ვიდებ თითს და ძვალი არ მტკივა , უფრო ძვალის გასწვრივ , რბილი ადგილი როა მანდ , დავაკვირდი და ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ მტკივა აი ძალით როცა დავჭიმავ მაშინ ვგრძნობ ტკივილს .

ხო არ შეიძლება მოტეხილობის ან გაბზარულობის დროს ,ასე ჩვეულებრივად დავდიოდე , მარტო 1/2 პოზიციაში ვგრძნობდე ტკივილს ?

Posted by: takisha 3 Apr 2016, 19:58
tatia1980
თუ არ ვცდები რაღაც დაკავშირებულია ტერფის ძვლების დეფორმაციასთან. ტრავმატოლოგ-ორთოპედი გჭირდება წესით, თუ ეგ პრობლემაა, გია ჯალალიშვილი და მარიკა ნიშნიანიძე არიან მაგ სპეციალობით ვინც მუშაობენ, ცალკე სპეციალობაა, ტრავმატოლოგია უფრო ზოგადია, მაგრამ მაინც თუ გაინტერესებს ტრავმატოლოგები ვაჟა გაფრინდაშვილი და ლევან ნაჭყებია არიან მაგრები..




Corvette
QUOTE
ხო არ შეიძლება მოტეხილობის ან გაბზარულობის დროს ,ასე ჩვეულებრივად დავდიოდე ,

როგორ არ შეიძლება, ბევრი შემთხვევაა, როცა ისე ჩაუვლია მოტეხილობას და შეხორცებულა, ადამიანს უბრალოდ ტრუდ ტკიოდა და არ მიუქცევია ყურადღება, smile.gif

თუმცაღა smile.gif შენ როგორც თქვი
QUOTE
ძვალი არ მტკივა , უფრო ძვალის გასწვრივ , რბილი ადგილი როა მანდ
ესეიგი რბილი ქსოვილების პრობლემაა, მყესები, იოგები, კუნთები, ეგ კი ეხოსკოპიაზე უნდა ინახოს, გადაბრუნებისას იცის იოგების გაგლეჯა თუარა ნაწილობრივი გაგლეჯა / დაზიანება, ამიტომ ეხო გაიკეთე, ოღონდ კარგ სპეციალისტთან და მისი დიაგნოზით დაგინიშNავს კარგი ტრავმატოლოგი შესაბამის მკურნალობას და მოირჩენ ფეხს.
ამასთან, დასიება რომ იყო, და რენტგენზე არაფერი, ნორმალური ტრავმატოლოგი თუ იყო, უნდა ეთქვა ეხო გაიკეთეო rolleyes.gif

20 დღე ცოტა დრო არაა, 20 დღეში მოტეხილობაც ხორცდება, საკმაო დროა ასეთი ჩივილები რომ აღარ გაწუხებდეს.




Posted by: tatia1980 3 Apr 2016, 20:13
takisha
ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო wink.gif
ანუ ორთოპედ ტრავმატოლოგს მივმართო ჯობია...ეგენი მგონი მედიქლაბში მუშაობენ არა?
და მარინა ღუდუშაურთან მისვლას ხომ არ მირჩევთ?

Posted by: takisha 4 Apr 2016, 11:47
tatia1980
კი კი მედიქლაბში, დარეკე ჩაეწერე რომელიმესთან.

მარინა ღუდუშაური საერთოდ სხვა სპეციალისტია, ასე რომ არ გირჩევ ამ შემთხვევაში smile.gif

Posted by: Corvette 4 Apr 2016, 15:30
takisha
QUOTE
ესეიგი რბილი ქსოვილების პრობლემაა, მყესები, იოგები, კუნთები,

QUOTE
გადაბრუნებისას იცის იოგების გაგლეჯა თუარა ნაწილობრივი გაგლეჯა / დაზიანება,

ეს საოპერაციოა ?

არ ვიცი რაა , რამე სახიფათო რომ ყოფილიყო რატომ არ მეტყოდნენ ?!

დავიბენი biggrin.gif

Posted by: takisha 4 Apr 2016, 15:38
Corvette
QUOTE
ეს საოპერაციოა

თუ სრული გაგლეჯაა კია საოპერაციო, მაგრამ ეხოსკოპია გეტყვის მაგას ზუსტად სრულია თუ ნაწილობრივი. ნაწილობრივზე არ ნიშNავენ ხოლმე ოპერაციას. დამშვიდდი.

QUOTE
არ ვიცი რაა , რამე სახიფათო რომ ყოფილიყო რატომ არ მეტყოდნენ ?!

გეტყოდნენ, მაგრამ რენტგენზე ეგ ყველაფერი არ ჩანს, და წესით უნდა ეთქვათ ეხო გაიკეთეო, smile.gif

QUOTE
დავიბენი

ნუ დაიბენი, მიდი ეხოზე და ის გეტყვის არის თუ არა რამე.



Posted by: Corvette 4 Apr 2016, 15:51
takisha
მადლობა .

Posted by: PANTALONE 5 Apr 2016, 14:53
სალამცი,
მოტეხილიბაზე/
ოერაციიდან რამდენ თვეში უნდა გადავიღო რენტგენი?
მითხრეს დამავიწყდა/

2 თვის მერე პატარა ტკივილები დატვირთვაზე ნორმაა?

Posted by: takisha 6 Apr 2016, 01:56
PANTALONE
გტკივა, ესეიგი უნდა გადაიღო უკვე )








Posted by: Transformer26 12 Apr 2016, 00:25
გამარჯობა.

რაღაც დამემართა და ვერ ვხსნი და არც ის ვიცი სწორ ადგილას ვსვამ თუ არა შეკითხვას. მოკლედ ბანაობისას მოვიხარე და ამ დროს მკერდის ქვემოთ ძვალი, მარცხენა მხარეს ამოიზნიქა. ჩემი თვალით ვხედავდი, ანუ ძალიან ამოიზნიქა, არ ვაზვიადებ, ხელიტაც შევამოწმე, მეგონა რომ მეჩვენებოდა და მერე ნუ შოკში ჩავვარდი, მაგრამ გავიმართე როგორც შემეძლო და უკან გადავიწიე და ისევ ჩაჯდა და რა ხდება? რა მჭირს, ვკვდები?

Posted by: tatia1980 14 Apr 2016, 19:36
takisha
თქვენ მგონი ექიმი ხართ ხომ? ხოდა იქნებ იცოდეთ კელერის დაავადების დიაგნოზი ისმევა თუ არა მხოლოდ ექოსკოპიით? წინსწარ დიდი მადლობა

Posted by: takisha 15 Apr 2016, 13:33
tatia1980
QUOTE
თქვენ მგონი ექიმი ხართ ხომ?

არა, არ ვარ ექიმი..


QUOTE
ხოდა იქნებ იცოდეთ კელერის დაავადების დიაგნოზი ისმევა თუ არა მხოლოდ ექოსკოპიით?

ძირითადად ამ დაავადების სტადიებს მაინც რენტგენი ადგენს როგორც ვიცი, მაგრამ არა დაავადების დასაწყისში, კარგად არ ჩანს რენტგენზე დაავადების დასაწყისი.
ყველა ვარიანტში, ტერფის ტკივილზე ჯერ მიდიან ეხოზე, და თუ კარგი სპეციალისტია, დასვამს დიაგნოზს, თუმცა ორთოპედთან მისვლამდე მაინც გეტყვით რენტგენის გაკეთებას დიაგნოზის დასადასტურებლად. (რჩევა იქნება ეხოსკოპია გაიკეთოთ ნინო დუმბაძესთან, ის დასვამს ამ დიაგნოზს ბევრი მკითხაობის გარეშე , ჩემი აზრით smile.gif )









* * *
Transformer26
biggrin.gif biggrin.gif

არ კვდები, ძვალი არ იქნება, თიაქარმა იცის მასე გამოვარდნა შევარდნა. თუ გინდა რენტგენი გაიკეთე ჯერ და გამორიცხე ძვალი, ნეკნის ამბავი და მერე ის მოგცემს მიმართულებას რა ქნა...



Posted by: Corvette 15 Apr 2016, 18:24
დავიტანჯე

ასე მგონია რომ არასდროს არ მომირჩება ეს ფეხი

takisha
ვიყავი ექიმთან

ფიქსატორი მირჩია , ასე 3 კვირა გქონდეს და ჯოხით იარეო . იოგა მყესის ( მგონი სწორედ დავიმახსოვრე biggrin.gif ) დაჭიმულობა მაქვს , გამივლის საერთოდ ? რო დავხედავ ამ ადგილს და მერე მეორე ადგილს , აშკარად ეს დასიებულია და ის მეორე თავის ადგილზეა. იცი რა მომდის , აი ის ადგილი მიელავს და მიფეთქავს , ნერვიც ჩაითრიაო ასე მითხრა ექიმმა . ეხო კიდევ იმიტომ არ გადაგიღე რომ სურათზე ამის საჭიროება არ ჩანსო და რავიცი .

Posted by: koch404 15 Apr 2016, 23:51
რა არის ფილტრაცია? რა კავშირშია ხერხემლის თიაქართან?

Posted by: takisha 16 Apr 2016, 00:32
Corvette
მყესების და იოგების დაჭიმულობა გაივლის, მთავარია გაგლეჯა არ არის.
მოუარე, გქონდეს ფიქსატორში და წაისვი ტრაუმელის მალამო დღეში 3-4-ჯერ , ჩაგიცხრება და გაგივლის ნელ-ნელა.


ვისთან გაიკეთე ეხო?


Posted by: Corvette 16 Apr 2016, 00:35
takisha
QUOTE
ვისთან გაიკეთე ეხო?

არ გამიკეტებია , ანუ სურათი რო ნახეს არ არის საჭიროებაო .



QUOTE
ტრაუმელის მალამო დღეში 3-4-ჯერ

მალამო არა , აი იღლიაში წასასმელი როა შარიკივით როა მასეთი რაღაცაა , კაინოსტატი ქვია , ეგ იყიდეო და მაგას ვისვამ .

ეგეც საჭიროა ?ვიყიდო ?

Posted by: takisha 16 Apr 2016, 00:53
Corvette
ეხოს გარეშე მარტო რენტგენით ვინ დასვა დაჭიმულობის დიაგნოზი, გადამრევს ეს ხალხი რა.. sleep.gif spy.gif

ეხოს საჭიროება არ არის, თუ რენტგენი აჩვენებს, რომ ძვალზეა რამე. სხვა შემთხვევაში, ძვალი თუ მთელია და სახსარში ტკივილია, ყველა ნორმალური ექიმი/ტრავმატოლოგი ნიშნავს ექოსკოპიის გამოკვლევას და ამის მერე ნიშნავს ფიქსატორს და მისთანებს, რომელიც არის საჭირო, ისევ და ისევ ეხოსკოპიის დასკვნის გათვალისწინებით.

მით უმეტეს, ნერვის ჩათრევაო, ასე ზეპირად არ ხდება მასეთი დიაგნოზის დასმა. no.gif

გაგეკეთებინა ეხო და ზუსტად გეცოდინებოდა რა გჭირს, თან კაი ხნის ამბავია უკვე.

არ ვიცი, შენი გადასაწყვეტია. მაგრამ ჩემი რჩევა იყო ყველაზე მარტივი, ეხოსკოპია გაგეკეთებინა, რაც ზუსტად ხედავს რბილ ქსოვილებში (კუნთები /მყესები/იოგები) რამე დაზიანება არის თუ არა.

მაგრამ მაინც ვიმედოვნოთ, რომ გაარტყა და მიხვდა რაც გჭირს (რაც , როგორც უკვე გითხარი, წარმოუდგენელია მხოლოდ რენტგენით გითხრას, რომელიც არანაირ კავშირშია რბილ ქსოვილებთან და ხედავს მხოლოდ ძვალს აქვს თუ არა რამე დაზიანება)

ამ ყველაფრის გარეშე კი მხოლოდ ფიქსატორი და ეგ კაინოსტატი რამდენად გიშველის, ვერ გეტყვი, ცადე და ვნახოთ შედეგი. დროში გეწელება უბრალოდ. ტრაუმელი კი მიახმარე, თუ ნამდვილად მყესები და იოგებია, გიშველის.

აგერ ვართ მეც და შენც და დაველოდოთ შედეგს. yes.gif smile.gif


Posted by: Corvette 16 Apr 2016, 01:04
takisha
ერთი სული მაქვს მალე გავიდეს ეს 15 დღეც , ასე მგონია აღარსდროს არ მომირჩება ეს ფეხი , თუარადა მერე სხვა ექიმთანაც წავალ რააა user.gif

მადლობა პასუხებისთვის smile.gif

Posted by: takisha 16 Apr 2016, 01:14
Corvette
არაფრის რისი მადლობა smile.gif

წარმატებები...


გამაგებინე შედეგი smile.gif)

Posted by: Corvette 16 Apr 2016, 01:16
takisha
QUOTE
გამაგებინე შედეგი

yes.gif


Posted by: tatia1980 16 Apr 2016, 02:01
takisha
სამწუხაროდ დუმბაძემ დასვა ეგ დიაგნოზი ეხოს საფუძველზე sad.gif

Posted by: takisha 16 Apr 2016, 13:14
tatia1980


რატომ სამწუხაროდ? კარგია რომ დიაგნოზი გაქვს და ბევრი მკითხაობა არ დაგჭირდა სანამ გაიგებდი რა გჭირს. ზოგი თვეობით დადის ექიმებში და ვერ იგებს რა სჭირს.

ახლა იმკურნალებ და ალაგდება smile.gif


როდის იყავი ნინოსთან?

Posted by: boni91 17 Apr 2016, 11:53
გამარჯობათ..
კოჭს ქვემოთ მტკივა და რისი ბრალი შეიძლება იყოს, სიარული მიჭირს როცა ვეყრდნობი ფეხს..
გაწითლებულია 6-7 სმ, ხელს რომ ვაჭერ მაშინაც მტკივა

დავრბივარ ხოლმე,(ახლა 3 დღე აღარ მირბენია) მაგრამ სირბილისას არანაირი დისკომფორტი არ მიგვრძნია არც ფეხი გადამბრუნებია, გაწელვები გავაკეთე და მაგ დროს ჰოარ დავიზიანე ნეტა.. საღამოს ვირბინე და დილიდან ამტკივა, 2 დღეა ასე მაქვს უკვე

ხვალ სამსახურში უნდა გავიდე უეჭველად, იქნებ მიშველოთ რამე.

აი ასეთი სიწითლეა, ოდნავ შესიებულიცაა მგონი
http://radikal.ru/big/65e392c35375478586e4f0caeb1ff2dc

Posted by: takisha 17 Apr 2016, 14:24
boni91

გიხურს ხომ? ანთება გაქ, სიწითლე და სიმხურვალე მაგან იცის. ეხო და რენტგენი გჭირდება, უფრო ეხო , რახან მოტეხილი არა მგონია იყოს, თუმცა ვინ იცის..
თუ ეხოსკოპიურად არ იყო პრობლემა გადაგამისამართებენ რენტგენზე, მაგრამ მაინც ტრავმულია და ვარჯიშის ბრალია უეჭველი. ახლა კი სანამ მიხვალ ექიმთან ტრაუმელი ისვი, დღეში რამდენჯერმე, ანთებას უშველის და გაგიყუჩდება შედარებით.

Posted by: boni91 17 Apr 2016, 14:51
takisha
სხვათაშორის მეც ანთებას ვფიქრობდი, მაგრამ ძალიან არმიხურს.. დილით თბილისში მომიწია წასვლა და გზად ვიეტნამის მალამო ვიყიდე ეგ წავისვი იქნებ გამიყუჩოს თქო მარა ვერაფერი ქნა.. მგონი ხარისხი არ აქ ისეთი როგორიც ძველს ქონდა smile.gif
რუსთავში დღეს არ მუშაობენ კლინიკები თორე მივიდოდი, ზედა პოსტები წავიკითხე და ტრაუმელის მალამოს ურჩევდი ასე რომ ვაყიდინე წეღან ჩემებს და წავისვი უკვე biggrin.gif ვნახოთ თუ მიშველის.. დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: takisha 17 Apr 2016, 15:10
boni91
QUOTE
მაგრამ ძალიან არმიხურს


აუცილებელი არაა გიხურდეს, მაგის გარეშეც არის ხოლმე ანთება, უბრალოდ სიწითლე უკვე ისეთი მარკერია, უნდა მიხედო. მიდი ეხოზე აუცილებლად, ოღონდ კარგ სპეციალისტთან. თუ დროზე არ მიხედე დაჩირქება და გაუარესება იცის თუ სწორად ვიცი.. ასე რომ დღეს ისვი ტრაუმელი და ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ ეცადე მიხვიდე ეხოზე.

yes.gif




QUOTE
დიდი მადლობა პასუხისთვის

არაფრის smile.gif





Posted by: tatia1980 18 Apr 2016, 20:27
takisha დაახლოებით 3 კვირის წინ ვიყავით ნინოსთან.დედაჩემს დაუსვა ეგ დიაგნოზი. და რაც ამოვიკითხე ინტერნეტში საშინელებაა

კი ვიცით რომ ნინო უძლიერესია მაგრამ ვიფიქრე იქნებ შეცდა თქო,რადგან ექოზე წესით არ უნდა გამოჩენილიყოო ასე მითხრა ახლობელმა ტრავმატოლოგმა და თვითონ რენდგენის საფუძველზე ართრიტის დიაგნოზი დასვა
* * *
takisha
მაგრამ ზოგადად ძალიან სასცილო სიტუაციაა სატირალი რომ არ იყოს....ხუთმა ექიმმა სხვადასხვა დიაგნოზი დასვა...პირველმა ტრავმატოლოგმა არამიანცში მოტეხილი და ისევ შეხორცებულიაო. მეორემ კაკო ქურდაძემ ართროზიო. თავბერიძემ ართრიტიო. პოლიკლინიკის ტრავმატოლოგმა ოსტეოპოროზიო. ეს ყველაფერი რენდგენების საფუზველზე. მხოლოდ დუმბაძემ თქვა კელერიო. ასე რომ 5 სხვადასხვა ცნობილი ექიმის სხვადასხვა დიაგნოზი. და ვეღარ გამიგია ვის ვენდოთ და დავუჯეროთ......

Posted by: takisha 19 Apr 2016, 17:35
tatia1980

ეხოზე ნახულობენ რბილ ქსოვილებს და სახსრებს, და რა თქმა უნდა რენტგენის კვლევაა ეგ, მაგრამ ნინო დუმბაძე თავისი გამოცდილებით იმდენად მეტ რამეს ნახულობს, ბევრ რენტგენს ვერ დაუჭერია მსგავსი რაღაცები.

თქვენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა ვის დაუჯერებთ, მაგრამ ნინოს რომ ეჭვი შეპარვოდა რამეში, გეტყოდათ სხვა კვლევით გადამოწმებას.

ვისთან გაგაგზავნათ ეხოს მერე ნინომ? მარიკა ნიშნიანიძესთან მიდით მედიქლაბში ან გია ჯალალიშვილთან (სად მუშაობს არ ვიცი ზუსტად) თქვენი რენტგენებით და ეხოს დასკვნით და ის რასაც გეტყვით, იმის მიხედვით იმკურნალეთ. იმობილიზაცია უნდა მგონი მაგას და ნელნელა ალაგდება smile.gif






Posted by: boni91 19 Apr 2016, 21:53
takisha
გამარჯობა.
წუხელ სამსახურში საკმაოდ გამაწამა ფეხმა, დილით კი სამსახურიდან მოსულს უარეს მდგოამრეობაში დამხვდა რომ ვნახე.. უფრო მეტად გასივებული.. მივედი ექიმთან რენტგენი გადამიღო და არაფერი გჭირსო საერთოდ, მერე სხვა ექიმთან გამიშვა ხელით გამსინჯა ეხო არარის საჭიროვო, გამომიწერა 3 წამალი და კოლხური მალამო.. თვითონაც ვერმიხვდა ზუსტად რა მჭირს, მგონი ანთება გაქვსო facepalm.gif ფულში კი გამწველეს vis.gif მარა ნიჩიო ლიჯბი მორჩეს..
ახლა ვეძებდი ინეტში მსგავს სახის ფორმის გამოხატულებით და ყველაზე მეტად ართრიტს მივამსგავსე, მერე კიდევ ვიპოვე Cuboid Syndrome და ზუსტად მსგავსად მჭირს, მაგრამ რენტგენზე ვერ დაინახავდნენ ვითომ მაგას ?

Posted by: takisha 19 Apr 2016, 22:03
boni91

გამარჯობა..



QUOTE
რენტგენი გადამიღო და არაფერი გჭირსო საერთოდ, მერე სხვა ექიმთან გამიშვა ხელით გამსინჯა ეხო არარის საჭიროვო, გამომიწერა 3 წამალი და კოლხური მალამო.. თვითონაც ვერმიხვდა ზუსტად რა მჭირს, მგონი ანთება გაქვსო  ფულში კი გამწველეს  მარა ნიჩიო ლიჯბი მორჩეს..

no.gif no.gif no.gif


QUOTE
მიდი ეხოზე აუცილებლად, ოღონდ კარგ სპეციალისტთან. თუ დროზე არ მიხედე დაჩირქება და გაუარესება იცის თუ სწორად ვიცი.. ასე რომ დღეს ისვი ტრაუმელი და ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ ეცადე მიხვიდე ეხოზე.

გითხარი, ხო? smile.gif
წადი ხვალვე ეხოზე , მომწერე აქ ჩატში და დაგაკვალიანებ.


Posted by: merlin_CRazY 19 Apr 2016, 23:04
გამარჯობა, სამი თვის წინ მუხლი მივარტყი კამოდს და იმის მერე საშინლად მაწუხებს, უმეტესად ამინდიც ცვალებადობისას. ექიმთან ჯერ ვერ მოვახერხე მისვლა :-\ (ბოლო 3 ვიზიტისას ვერაფერი ვერ გამიგეს და აგარ მივდივარ ხოლმე ) :-( მირჩიეთ რამე

Posted by: takisha 20 Apr 2016, 00:21
merlin_CRazY

კარგ ტრავმატოლოგთან მიდი.

მანამდე რენტგენი და ეხოსკოპია გაიკეთე სახსრის, მოგთხოვს აუცილებლად.

Posted by: personxxl 20 Apr 2016, 20:20
გამარჯობა მივარდება მხარი უკვე 8-9 ჯერ ამომივარდა და კითხვა მაქვს კეთდება თუ არა აქ ოპერაციები? აშკარად საოპეაციო ვარ, რამდენი ჯდება დაახლოებით?? 100-1000-10 000? ანაზრაურებს თუ არა სახელმწიფო ოპერაციის ხარჯებს ან ნაწილს მაინც? ან ვინმეს ტუ გაუკეტებია ოპერაცია კმაყოფილია თუ არა?? არ ვიცი რა მეშველება ძაან საშინელებაა sad.gif გთხოვთ გამომეხმაურეთ

Posted by: takisha 20 Apr 2016, 20:50
personxxl
კი, კეთდება ოპერაციები, ხდება მხრის დაფიქსირება. საყოველთაო ჯანდაცვაც აფინანსებს ნაწილობრივ, თანხის 60-70 %-ით დაახლოებით.
გაიკეთე ოპერაცია და დაისვენებ.

Posted by: personxxl 20 Apr 2016, 20:53
QUOTE (takisha @ 20 Apr 2016, 20:50 )
personxxl
კი, კეთდება ოპერაციები, ხდება მხრის დაფიქსირება. საყოველთაო ჯანდაცვაც აფინანსებს ნაწილობრივ, თანხის 60-70 %-ით დაახლოებით.
გაიკეთე ოპერაცია და დაისვენებ.

და დაახლოებით რამდენი უნდა დავამატო მე?? აიიი აღარ შემიძლია რაა აი აღარ sad.gif რავიი იმედია გავიკეთებ და მეშველება

Posted by: Misley 20 Apr 2016, 21:01
მარჯვენა ხელის ეს ნაწილი დავარტყი არასწორად და ძალიან ძლიერად. თითების მოძრაობისას მტკივა უკვე 2 კვირაა, იდეაში რამე სახიფათოა? რა შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?


user posted image

Posted by: takisha 20 Apr 2016, 21:21
Misley
ან რომელიმე ძვალი გაქვს მოტეხილი, ან მყესები ან იოგები დაზიანებული, ან უბრალოდ დაჟეჟილი გაქ ეგ ადგილი.

მიდი ტრავმატოლოგ-ორთოპედთან, რომელიც მტევნებზე მიუშაობს, მაგალითად მარიკა ნიშნიანიძესთან ან გია ჯალალიშვილთან. დაგინიშნავს გამოკვლევას (ეხოს ან რენტგენს) და მაგის მიხედვით დაგინიშნავს მკურნალობას.

იმედია იმდენად არ გაქვს დაზიანებული, რომ ოპერაცია გჭირდება.


personxxl
გეშველება აუცილებლად. მიდი ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე და ფასებსაც გეტყვიან დაახლოებით




Posted by: pamplona 20 Apr 2016, 22:45
გამარჯობათ, ე.ი პრობლემა მაქვს ის რომ რევმაზიზმები მაწუხებს და მარილები მაქვს რა საკვირველია, ვაპირებდი ოპერაციას მარა ხომ იცით ქართველი კაცის ამბავი... facepalm.gif

უკვე მაწუხებს და მირჩიეს ღუდუშაური, საქმე ისაა რომ ფინანსები არ მიწყობს ხელს მხოლოდ მე შევეჭიდო..

დაზღვევა მაქვს საყოველტაო და ანაზრაურებაში ხვდება ეგ ფაქტი?

Posted by: takisha 20 Apr 2016, 22:49
pamplona

იყავი რევმატოლოგთან?

ვინ გითხრა ოპერაცია?

Posted by: Misley 20 Apr 2016, 22:55
QUOTE (takisha @ 20 Apr 2016, 21:21 )
Misley
ან რომელიმე ძვალი გაქვს მოტეხილი, ან მყესები ან იოგები დაზიანებული, ან უბრალოდ დაჟეჟილი გაქ ეგ ადგილი.

მიდი ტრავმატოლოგ-ორთოპედთან, რომელიც მტევნებზე მიუშაობს, მაგალითად მარიკა ნიშნიანიძესთან ან გია ჯალალიშვილთან. დაგინიშნავს გამოკვლევას (ეხოს ან რენტგენს) და მაგის მიხედვით დაგინიშნავს მკურნალობას.

იმედია იმდენად არ გაქვს დაზიანებული, რომ ოპერაცია გჭირდება.


personxxl
გეშველება აუცილებლად. მიდი ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე და ფასებსაც გეტყვიან დაახლოებით

სად მუშაობს ან ერთი ან მეორე? მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: takisha 20 Apr 2016, 22:57
Misley
მარიკა ნიშნიანიძე მედიქლაბში მუშაობს ტაშკენტზე, გია არ ვიცი sad.gif

Posted by: kerkeress 22 Apr 2016, 03:13
გამარჯობა)))

არვიცი აქ კომპეტენტური პირები თუ პოსტავენ მაგრამ მაინც დავწერ იქნებ მიპასუხოს ვინმემ.

მუხლი ვიტკინე სამი წლისწინ,კალათბურთს ვთამაშობდი და ძალიან გადავტვირთე მარცხენა ფეხი რაღაცის შესრულებას ვცდილობდი :დ არაფერი არმტკენია,სახლში მოვედი და სამი დღის მერე დამეწყო სისუსტე მუხლში,ბარძაყის ტკივილი და ტერფის.მაშინ დავიწყე ამ საკითხე კითხვა და როგორც ვვარაუდობდი მივაგენი Patellar tendinitis (Jumpers Knee) იგივე სიმპტომები მაქვს.მტკიოდა წელიწად ნახევარი დაახლოებით ექიმთანაც ვიყავი.

ამდენი დასვენებისგან მარცხენა ფეხზე საერთოდ ფაქტიურად გამიქრა კვარდიცებსი (ვიზუალურად რათმაუნდა,მეორესთან შედარებით biggrin.gif),გადავწვყიტე მევარჯიშებინა ნელნელა ნელნელა მოვიყვანე აზრზე დავაწიე მეორე ფეხიხს კუნთს და ვარჯიშიც დავიწყე.ერთი კვირის წინ ჩაჯდომებს არცისე დიდი წონით ვაკეთებდი,რაღაც ვიგრძენი ოდნავ ტკვიილი და მესამე დღეს იგივე დამეწყო :| ეხლა რავქნა თავიდან უნდა გავიმაგრო კუნთი ? ან რა გამაგრება უნდა ისედაც ყოველ მეოთხე დღეს ფეხებს ვავარჯიშებ, რა უნდა რატო მიდის ამხელა დატვირთვა კვირსტავზე.

პ.ს ყველაზე საზიზღარი რამეა რაც მქონია პრაქტიკაში მუხლის ტრამვასთან დაკავშირებით ;დ ბევრი მქონია სამწუხაროდ ჩემი სპორტული ცხოვრების გადამკიდე და მაინც არვეშვები.

Posted by: takisha 22 Apr 2016, 11:07
kerkeress
ასე მკითხაობა არ შეიძლება, უნდა მიხვიდე ტრავმატოლოგთან, დაგინიშნავს გამოკვლევებს და დიაგნოზის შესაბამისად დაგინიშნავს მკურნალობას და მალე მორჩები smile.gif
ტყუილად გაწელე მე თუ მკითხავ, თვითმკურნალობა როგორც წესი არ ამართლებს, მით უმეტეს თუ ზუსტად არ იცი რა გჭირს.


შეგიძლია პირველ რიგში ეხოსკოპია გაიკეთო, ნახო მუხლის სახსარი და კუნთები რა მდგომარეობაშია და შემდეგ მიხვიდე ტრავმატოლოგთან smile.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «




Posted by: kerkeress 22 Apr 2016, 14:46
takisha
ვიყავი თავის დროზე.ჩემით არ მიმკურნალია ჩემით ნელნელა გავიმაგრე კუნთი და ვარჯიში დავიწყე უბრალოდ.მანამდე ფიზიოები გავიკეთე და რაღაც ნემსები ;დ სამცალს ერთად მიკეთებდა მუხლში სახელი არმახსოვს.

უბრალოდ მიზეზს ვერ ვხვდები ეხლა ვისთან მივიდე.ვგრძნობ რო რაღაც ისე ვერ მაქვს როგორც უნდა იყოს,წარმოიდგინე საიდანღაც რო გადმოხტე და მარჯვენა ფეხით ჯერ წვერით დახტე და მერე ქუსლით და მარცხენათი ეგრევე ქუსლით biggrin.gif დაახლოებით ეგეთი რაღაც ხდება ჩემ ფეხებში და მაგიტო მემართება ეს.მაინც ეხოზე მივიდე? რა მჭირს კი ვიცი.რატო მემართება ეგ ვერ დავადგინეთ ვერც მე ვერც რამდენიმე ექიმმა.

Posted by: takisha 22 Apr 2016, 16:02
kerkeress
QUOTE
რა მჭირს კი ვიცი.

რომ იცოდე რა გჭირს, ისიც გეცოდინებოდა რატომ გემართება smile.gif ნორმალური ტრავმატოლოგი აგიხსნიდა ყველაფერს დაწვრილებით.

QUOTE
მაინც ეხოზე მივიდე?

კი, მიდი ეხოზე და ის რას გეტყვის აბა smile.gif ეს ჩემი რჩევაა, შენი გადასაწყვეტია რას იზამ საბოლოოდ smile.gif უბრალოდ აშკარად გაქვს კითხვები და რომ მიხვიდე და გაიგო რატომ გემართება ეგ, რა ჩივილიც გაქვს, კარგი არ იქნება?


ვისთან იყავი?


Posted by: pamplona 25 Apr 2016, 08:52
takisha
ცჰატში მოგწერე
////////////////

Posted by: koch404 25 Apr 2016, 15:44
shegidzliat gamarkviot ristvisaa sachiro filtracia , ra kavshirshia tiaqartan da saertod ranairi proceduraa ?

Posted by: levanichxuta 25 Apr 2016, 19:04
გამარჯობათ ორივე ხელი მოვიტეხე მაჯაში და როცა შემიხორცდა და თაბაშირი მოვიხსენი მაჯები არის ერთ მხარეს გადაწეული მაინტერესებს თანდათან გამოსწორდება?

Posted by: takisha 25 Apr 2016, 19:29
levanichxuta
რენტგენი გაიკეთე თაბაშირის მოხსნის შემდეგ?





Posted by: levanichxuta 25 Apr 2016, 20:05
კი ექიმმაც შეამოწმა ხელი /

Posted by: takisha 25 Apr 2016, 20:07
levanichxuta

მერე რა გითხრა რისი ბრალიაო? smile.gif


Posted by: levanichxuta 27 Apr 2016, 15:58
არაფელი რო მოვიხსენი ეგრევე გადამიგჰეს მარა მაინც ცოტა გადახრილია რა გიფსი რო მქონდა ჩასმული ალბათ გადახრილი რო იყო მოხსნის მერეც დარჩა

Posted by: takisha 27 Apr 2016, 18:25
levanichxuta
ეს შენი დასკვნებია, ექიმს უნდა ეთქვა როგორი მდგომარეობაა,

იმედია არასწორად არ შეხორცდა smile.gif

მიდი სხვა ტრავმატოლოგთან შენი რენტგენებით და მოუყევი ყველაფერი smile.gif

Posted by: Dorian-Grey 4 May 2016, 13:45
var tavad eqimi smile.gif forumelebs tu gauchdat nebismieri kitxva,nebismieri profilis ekims vicnob,umaglesi kategoriis specialistebs girchevt,profesionalizmis garda ketilsindisierobit gamorcheulebs..girchevt sauketesos..ar mogeridot smile.gif pm shi momweret da yvelanairad dagakvalianebt smile.gif

Posted by: nikanika93 12 May 2016, 15:08
დამეხამრეთ ბოლომდე ვერ გავიგე სად უნდა მეკითხა ტკივილის შეგრძნება მაქვს უკან ნეკნებთან ვერ გავიგე ხერხემალია თუ რა არის უკან ხერხემლის გვერდზე მარცხნივ გულის უკან და ცოტა დაბალა რო ვიჭერ ერთ ადგილას ტკივილი უფრო მატულობს გთხოვთ გამარკვიოთ რა არის შეიძლება ფილტვი იყოს? რო ვიზარ დავდივარ ტკივილის შეგრძნება მაქვს მაგრამ გაუსაძლისი არა და იმ ადგილზე რო ვიჭერ ხელს იქ უფრო მატულობს ტკივილი ხან დღეებია არც მაწუხებს ხან მაწუხებს ვერ გავიგე რა არის

Posted by: Corvette 13 May 2016, 15:29
გავარკვიე ყველაფერი mo.gif

მადლობა takisha - ს 2kiss.gif

Posted by: takisha 13 May 2016, 18:27
Corvette

QUOTE
გავარკვიე ყველაფერი 


jump.gif jump.gif

2kiss.gif

Posted by: mainerx 14 May 2016, 11:54
დეზოს ნახვევი რა შემთხვევაში იდება თაბაშირით და რა შემთხვევაში უთაბაშირო?

Posted by: 365 16 May 2016, 21:47
გამარჯობათ, ბოლო რამოდენიმე თვეა მენჯ–სახსარში ღამე ყრუ ტკივილებს ვგრძნობ, დილას რომ გავიღვიძებ აღარ მაწუხებს, სამაგიეროდ ლოგინიდან წამოდგომისას ქუსლები მტკივა, რომ გადავადგავ რამოდენიმე ნაბიჯს მერე ქუსლის ტკივილი გაივლის ხოლმე. თუ დღის განმავლობაში ბევრი ვიარე, ისევ ამტკივდება.
რისი ბრალი უნდა იყოს და ვის მივმართო?

Posted by: takisha 17 May 2016, 00:41
365
მენჯ-ბარძაყს რაც შეეხება, ეხოს იკეთებენ ხოლმე, სახსარში პრობლემის გამოსარიცხად.

მაგრამ ღამის ტკივილები და ქუსლების ტკივილიც, რომელიც რამდენიმე ნაბიჯის მერე გადის, ნევრალგია მგონია.

ჯერ ნევროლოგთან გაიარე კონსულტაცია, გამორიცხე ხერხემალი და შემდეგ ის გაგიშვებს, თუ დაგჭIრდა სხვა სპეციალისტი ან გამოკვლევა.


Posted by: 365 17 May 2016, 15:03
takisha
მადლობა
..........................

Posted by: batula01 18 May 2016, 17:02
გამარჯობათ, გასაგებ ენაზე მითხარით
ბარძაყის ეპიფიზის ასეფტიური ნეკროზი
რას ნიშნავს? მკურნალობას ექვემდებარება?

Posted by: batula01 18 May 2016, 17:18
ბარძაყის ეპიფიზის ასეფტიური ნეკროზი
ექვემდებარება მკურნალობას?

გასაგებ ენაზე მითხარით რა ჯანდაბაა ეს

Posted by: G9339 20 May 2016, 20:51
QUOTE (batula01 @ 18 May 2016, 17:02 )
გამარჯობათ, გასაგებ ენაზე მითხარით
ბარძაყის ეპიფიზის ასეფტიური ნეკროზი
რას ნიშნავს? მკურნალობას ექვემდებარება?

no.gif

პროთეზირებაა მაგის მკურნალობა საბოლოო ჯამში, არის კვლევა
რომ თუ სტეროიდებით არის გამოწვეული სტატინებმა შეიძლება შეაჩეროს

365

რენტგენი გჭირდება

Posted by: batula01 20 May 2016, 22:41
G9339
რენტგენმა დამიწერა ზუსტად ეგ დასკვნა


Posted by: batula01 20 May 2016, 22:44
მენჯ-ბარძაყის პრობლემა არავის არ გაქვთ?

მარტო მე ვარ lol.gif

Posted by: G9339 21 May 2016, 19:41
QUOTE (batula01 @ 20 May 2016, 22:41 )
G9339
რენტგენმა დამიწერა ზუსტად ეგ დასკვნა

365-ს მივწერე რენტგენზე

Posted by: NU Pete 24 May 2016, 10:38
გამარჯობა,
წლებია ფეხბურთი არ მითამაშია, დაახლოებით 10 დღის წინ ვითამაშე და 20 წუთი არ იყო გასული რო ფეხის კუნთი დამეჭიმა, ძალიანაც არ მტკენია და გავაგრძელე ისევ თამაში ოღონდ მეკარედ ჩავდექი smile.gif მაგრამ ორგანიზმი რო გაგრილდა რათქმაუნდა მერე შევაფასე კუნთის დაჭიმვა. იმ საღამოს ფაქტიურად ცალი ფეხით გადავაადგილდებოდი.
მეორრე დილით და დანარჩენ დღეებშიც დილაობით მტიკიოდა, ძლივს ვტრიალდებოდი ლოგინში მაგრამ ცოტას რო გავმოძრავდებოდი ტკივილი ფაქტიურად აღარ მქონდა. მე მეგონა თავისით ჩადგებოდა ფეხი ფორმაში მაგრამ დღეს შევამჩნიე კუნთზე სიყვითლე და შეშუპებაც და ცოტა არიყოს შევშინდი.
იქნებ მითხრათ რა მჭირს და რამდენად სერიოზულია?

Posted by: Andy Warhol 1 Jun 2016, 20:01
ფეხი გადამიბრუნდა კოჭთან და გამისივდა. სასწრაფოდ მინდა რო დამიცხრეს და გავიარო ნორმალურად, სამსახურში ჩემს გარეშე დაღუპულები არიან.

Posted by: takisha 3 Jun 2016, 11:09
Andy Warhol
ყინულები თუ დაიდე ჩაგიცხრებოდა აქამდე.
ფასტუმგელი ან ლიოტონი ისვი რამდენიმე დღე.


თუ ტკივილები გახანგრძლივდა, ეხო გაიკეთე.

Posted by: Andy Warhol 3 Jun 2016, 11:55
takisha
QUOTE
ყინულები თუ დაიდე ჩაგიცხრებოდა აქამდე.

სამწუხაროდ გვიან დავიდე ყინულები.
სტაბილურად არის ახლა , შეხვეული მაქვს ცილის და შაბის მიქსით.
ლიოტონი მეგდო სახლში და მაგასაც წავისმევ.

Posted by: takisha 3 Jun 2016, 13:10
Andy Warhol
QUOTE
შეხვეული მაქვს ცილის და შაბის მიქსით.

ეგ ვინ გასწავლა spy.gif


არ გინდა ეგ ცილა და შაბი no.gif


Posted by: Andy Warhol 3 Jun 2016, 16:53
takisha
QUOTE
ეგ ვინ გასწავლა

გუგლიდან biggrin.gif

Posted by: PANTALONE 4 Jun 2016, 04:38
ექიმცი,
შესაძლებელია ტიტანის ღეროს მიუღებლობა დაემართოს ადამიანს?
ოპერაციიდან მესამე კვირაში

საშინელი "კრაპივნიცა" დამემეწყო. 2 დღეა არ გამდის/
ყველაფერი მექავება/ დაჭინჭრულივით რაღაცეები გამომდის და ქრება/

ალერგიული არ ვარ/ არაფერი განსაკუთრებული არ მიჭამია, წამლებს აღარ ვსვამ, კალციუმის გრადა/
ალერგიას ტიტანზე გამოვრიცხავ, მეორეჯერ ჩამიდგეს/


Posted by: AXEVALENTINE 5 Jun 2016, 23:26
ხალხნო, მენინსკის ოპერაცია დაახლებით რა ჯდება ? ფასის დიაპაზონი რომ ვიცოდე...საიდან სადამდე.

Posted by: takisha 8 Jun 2016, 14:34
AXevаlENTINE
კლინიკებში თანხები განსხვავებულია, მაგრამ დაახლოებით 2000-3000 ლარი ჯდება. იმის მიხედვით ზუსტად რა კეთდება ოპერაფციის დროს smile.gif


* * *
Andy Warhol
QUOTE
ეგ ვინ გასწავლა

გუგლიდან



მერე , არის შედეგი? ძალიან სასაცილო კია. givi.gif

Posted by: Andy Warhol 9 Jun 2016, 10:21
takisha
QUOTE
მერე , არის შედეგი? ძალიან სასაცილო კია.

სხვათაშორის კვერცხის გულის და მარილის (მსხვილი მარილის) კომპრესმა ძალიან მიშველა 24 საათი უნდა გაიჩერო. up.gif სადღაც მეორე დღეს უკეთ ვიყავი უკვე.
ცილა და შაბმა ისე რა მიშველა rolleyes.gif

Posted by: Top-Gun 9 Jun 2016, 14:57
გამარჯობათ,

შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი ტრავმატოლოგი, სპორტთან რომ ქონდეს ახლო შეხება.
მუხლები მტკივა და არ მინდა ვინმესთან მივიდე და მითხრას ვარჯიშს შეეშვი და ცურვაზე შედიო facepalm.gif

Posted by: takisha 9 Jun 2016, 15:12
Top-Gun
QUOTE
შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი ტრავმატოლოგი, სპორტთან რომ ქონდეს ახლო შეხება.

ვაჟა გაფრინდაშვილი და ლევან ნაჭყებია, მედიქლაბჯორჯიაში მუშაობენ smile.gif

Posted by: S-P-I-K-E 11 Jun 2016, 11:27

Posted by: GURO_STI 11 Jun 2016, 13:12
სალამი მეგობრებო. ჩემი პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: 3თვის წინ მოვიტეხე ფეხი, კერძოდ დიდი წვივის ძვლის დისტალური დაბოლოების ფრაგმენტი ჩამომტყდა (კოჭის სახსართან) ჩამიტარდა ოპერაცია და მოხდა ჩამოტეხილი ფრაგმენტის ფიქსაცია ჭანჭიკების გამოყენებით. თვე და ორი კვირა ვიარე ყავარჯნებით, მერე 10 დღე ჯოხით ვიარე მერე ისიც გადავაგდე და ახლაც დავდივარ უჯოხოდ, მაგრამ მაწუხებს ტკივილები, მისივდება 150-200 მეტრის გავლის მერე. ვკოჭრლობ ძალიან, კოჭის სახსარი არ მოძრაობს კარგად, მეჭიმება მყესები თუ მოხრას ვეცდები. ქუსლზე ვეყრდნობი ძირითადად ტერფზე და თითებზე ხალას ვერ ვატან მტკივა ძალიან. ექიმს რეაბილიტაციისთვის არაფერი მითითება/რჩევა არ უთქვამს. იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოდ რა გავაკეთო რო რეაბილიტაცია დაჩქარდეს, თვენახევარია დავდივარ და ვერ გავასწორე სიარული დავიტანჯე უკვე. (ესეც სურათი, ჩამოტეხილი ფრაგმენტი წითლად არის მონიშნული)user posted image

Posted by: takisha 11 Jun 2016, 15:35
GURO_STI
ვისთან გაიკეთე ოპერაცია?
ტრავმატოლოგს დაურეკე ან მიდი და კითხე რა გააკეთო ასე რომ ხარ.

რაც შეეხება გასიებას, მიდი ეხოზე ნინო დუმბაძესთან და რა მდგომარეობაა რბილ ქსოვილებში შეგიმოწმებს, სულაც სხვა ტრავმატოლოგს აჩვენე ფეხი და გაიარე კონსულტაცია, ის გეტყვის რა უნდა გააკეთო, მაგრამ ჯერ ეხოთი ნახე რა მდგომარეობაა, რატომ სივდება.

მერე რეაბილიტოლოგსაც გირჩევ, თუ გადაწყვეტ..





Posted by: GURO_STI 12 Jun 2016, 00:12
takisha
ინოვაში გავიკეთე გია ჭელიძესთან.
მივალ ორშაბათს და ვკითხავ იქნებ რამე მირჩიოს. ნინო დუმბაძეს როგორ დავუკავშირდე სად მუშაობს?

Posted by: takisha 12 Jun 2016, 17:30
მედიქლაბში მუშაობს, კითXე შენს ექიმს და წესით უნდა დაგინიშნოს ექოსკოპია გასიების გამო

Posted by: GURO_STI 12 Jun 2016, 23:10
takisha
მადლობა გამოხმაურებისთვის, ხვალ მივალ და დავწერ აქ რასაც გავაკეთებ

Posted by: takisha 12 Jun 2016, 23:17
GURO_STI
QUOTE
მადლობა გამოხმაურებისთვის,

არაფრის smile.gif


QUOTE
ხვალ მივალ და დავწერ აქ რასაც გავაკეთებ

კაი yes.gif

Posted by: giorgi700 13 Jun 2016, 15:52
გამარჯობა, იდაყვის მყესი ვიტკინე ვარჯიშსგან ძალა დავატანე ძალიან და როგორ მოვირჩინო იქნებ მირჩიოთ ტენდინიტი ქვია ქართულად რაც მჭირს

Posted by: GURO_STI 14 Jun 2016, 10:59
ვიყავი მისული და ასე მითხრეს ჯერ კიდე კარგად დადიხარო, 3-4 თვე ჭირდება მთლიანი შეხორცების ციკლსო და მერე კიდე 3 თვე რეაბილიტაციასო. შეშუპება შეიძლება 6 თვეც გაგიგრძელდეს რადგან მეტალი გაქ ფეხშიო. ერთ თვეში მოდი და რენტგენი გადავიღოთო. ასე რომ სანერვიულო არაფერია ჩვეულებრივად გააგრძელე სიარულიო smile.gif

Posted by: takisha 14 Jun 2016, 11:10
GURO_STI
ძალიან კარგი smile.gif დამშვიდდი ანუ.

დაელოდე ჩაცხრომას მაშ.




Posted by: Barad-Dur 21 Jun 2016, 23:15
გამარჯობათ, კრივში ვვარჯიშობ. მაინტერესებს არის თუ არა ისეთი პრეპარატები რომ მიიღო და ხელის მტევნების და მაჯების ძვლები გაცილებით მასიური რომ გახდეს?

Posted by: qetqeta 23 Jun 2016, 10:29
კარგი ტრამვატოლოგის ნომერი მინდა

Posted by: viswavlot 25 Jun 2016, 14:50
მუხლები მტკივა 5 წელი იქნება ალბათ მეტი თუ არა.მითხრეს რედგენის მერე მარილები არისო.ვიმკურნალე მარა შედეგი ნოლია.მერე მივედი ბალახეურ წამლებს აკეთებსო და უეჭველი გიშველისო მაგრამ მაგანაც არაფერი ქნა.რა ეშველება ჩემს მუხლებს ხომ ვერ მეტყვიტ?ვარ 27 წლის.

Posted by: takisha 26 Jun 2016, 02:51
viswavlot
რითი იმკურნალე?

რენტგენი არ არის სრულყოფილი გამოკვლევა, მუხლში კიდევ ბევრი რამეა, რასაც ვერ ხედავს რენტგენი.
მრტ კვლევა არის, რომელიც სრულყოფილად ნახულობს მუხლში რა მდგომარეობაა, თუმცა შეგიძლია ეხოსკოპიაც გაიკეთო..

მთავარია მიხვიდე ნორმალურ ტრავმატოლოგთან და ის დაგინიშნავსკვლევებსაც და მკურნალობასაც.
* * *
qetqeta
მედი-ქლაბ ჯორჯიაში დარეკე და ჩაეწერე smile.gif

2 25 1991




Posted by: Florbelle 26 Jun 2016, 15:48
რენტგენს სად იღებენ და რა ღირს დაახლოებით ხო არ იცით?

Posted by: viswavlot 26 Jun 2016, 19:46
QUOTE
რითი იმკურნალე?

ნემსებს ვიკეთებდი და წამლებსაც ვსვამდი.ყველა ამბობს კაი ექიმი ვარო და ვის დავუჯერო არ ვიცი.დაახლოებით გამოკვლევა რა დამიჯდება სადაც მიმასწავლე იქ?მიახლოებით მაინც?

Posted by: takisha 27 Jun 2016, 01:40
Florbelle
ყველგან იღებენ რენტგენს, კარგი აპარატები აქვთ ავერსს და მედიქლაბს, მე როგორც ვიცი..

viswavlot
QUOTE
დაახლოებით გამოკვლევა რა დამიჯდება სადაც მიმასწავლე იქ?მიახლოებით მაინც?

მედიქლაბში რენტგენი დაახლოებით 50 ლარი ჯდება, მუხლების ეხო 65 , ტრავმატოლოგის კონსულტაცია 80. (რენტგენი თუ გაქვს, შეილება ახალი აღარ გადაგაღებინოს ტრავმატოლოგმა, თუ მიხვალ თან იქონიე)
ვიცი, ძალიან ძვირია, მაგრამ სხვაგან წასული პაციენტები ისევ მანდ მიბრუნებულან, ბევრი გამიგია, ზედმეტი ხარჯი გამოდის საბოლოო ჯამში. გირჩევნია ერთხელ გადაიხადო, მაგრამ იცოდე რომ კარგ ხელში ხარ smile.gif


Posted by: myclient.ge 27 Jun 2016, 13:03
გამარაჯობა, მოკლედ ასეთი პრობლემა მაქვს.
ვარჯიშის დროს როგორც ჩანს მხარი დავიზიანე, ალბათ რამე არასწორად გავაკეთე და მაგის ბრალია. მძიმე წონა არ ყოფილა და მაგის ბრალი არ არის.
მხარი მტკივა მაშინ როდესაც ხელს ვწევ მაღლა და ოდნავ უკან გადამაქვს
http://www.picz.ge
ეს ადგილია , ლურჯად მოვნიშნე.
ვარჯიშშიც მიშლის ხელს და ამის გამო რო ზღვაში გემრიელად ვერ ვიცურო მოვიჭრი ალბათ :დ

პს ასე დაშვებულ ხელზე არ მიშლის, არც მანქანის ტარებისას და არაფერი.

Posted by: Florbelle 27 Jun 2016, 14:21
takisha
დიდი მადლობა გაიხარე

Posted by: takisha 28 Jun 2016, 12:39
myclient.ge
ეხო გაიკეთე smile.gif






Posted by: myclient.ge 28 Jun 2016, 16:39
QUOTE (takisha @ 28 Jun 2016, 12:39 )
myclient.ge
ეხო გაიკეთე smile.gif






მადლობა, მაგრამ ხარჯი არ მინდოდა ახლა ამის, ისედაც ოხრად მაქვს :|

Posted by: sango 29 Jun 2016, 10:39
ჩემი 9 და 11 წლის ბიჭები თამაშობდნენ და 9 წლისამ კისერი იტკინა. ამბობს გვერდზე მოტრიალებისას გამიტკაცუნდა და მეტკინაო. კისრის მოტრიალებისას ახლაც იტკიებს, თუ არ მოძრაობს არ სტკივა. მეშინია, რამე სერიოზული დაზიანება არ ჰქონდეს. დავაწვინე, მაგრამ ცქმუტავს და სათამაშოდ იწევს. ვიფიქრე სასწრაფო გამომეძახებინა, მაგრამ თავს ვიკავებ - რამე უარესი არ დამართონ. როგორ მოვიქცე - ტომოგრაფიაზე ხომ არ მივიყვანო.

იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე.

Posted by: takisha 29 Jun 2016, 15:59
sango

ჯერ რენტგენი გაუკეთე კისრის მალების და ის მოგცემს მიმართულებას smile.gif

Posted by: button nose 1 Jul 2016, 13:59
მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება: მოკლედ წაციქეცი, კოჭი დავიზიანე, იქვე დამადეს დიდი რაოდენობის ყინული, შემდეგ მიმიყვანე საავადმყოფოშI გადამიღეს და მოტეხილობა არ იყო(ოდესაში საავაყოფოში), დამიწერეს მყესის გაწყვეტა. მაგრამ არა აირ სინპტონატინით მყესის გაწვეტაის რთულ ვარიანტს არ გავს, უფრო მეორე ხარისხი: მყესის ნაწილობრივი გაწყვეტა: სიარულის დროს არ მტკივა, ცოტა დაძაბული ვარ, მოსცენებულ მდგონარეო აში ტკივილი 3 დღიდან არ მაქვს. დამრჩა სისხლჩაქცრვა კოჭის ორივე მხარეს და ოდნავ შეშUპება. მაქვს ელასტირუი ბინტით დდაფიქსირებული. რა მოვიხერხო სისხლჩაქცევას და როდის გავივლი წესიერად smile.gif ტკივილი არც სიარულოს დროს არ მაქვსsmile.gif

Posted by: takisha 2 Jul 2016, 01:31
button nose
ტრაუმელი ისვი, მალამოა, დღეში 2-3ჯერ, გაიწოვს ნელნელა ჰემატომა smile.gif


Posted by: button nose 2 Jul 2016, 10:26
takisha
მადლობთ smile.gif
სამკურნალო ფიზკულტურაზე რა აზრის ხართ ? smile.gif

Posted by: takisha 2 Jul 2016, 18:52
button nose
სარეაბილიტაციო ცენტრში სიარულს გულისხმობთ? მემგონი არ გჭირდებათ.

ნაწილობრივ გაგლეჯას შველის დასვენება რაღაც პერიოდი, რომ დაზიანებული იოგები / მყესები აღდგეს. ვარჯიშით მექანიკურად მიაყენებთ ისევ ტრავმას და გეტკინებათ.


Posted by: qetqeta 3 Jul 2016, 18:22
10 დღეის წინ კარებს მივარტყი იდაყვი. რენდგენზე მითხრეს იდაყვის იოგის დაჭიმულობა და მიმათაბაშირეს რომელიც მეორე დღეს ფიქსატორით ჩავანაცვლე. რენდგენზე ძველი ტრამვა ჩანსო მითხრეს და ძვლოვანი წანაზარდიაო.
შემდეგ ასკურავას მალამოთი შემიხვიეს გიშველისო... მოკლედ ხელს კი ვშლი ახლა მაგრამ 100 დან სადღაც 90% ვშლი და მოხრითაც თითები მხრებამდე ვერ მიმაქვს. რას მირჩევთ არის რაიმე მალამო რომ მომიხდეს? ამ კაცმა ვინც მალამოთი მიხვევდა მითხრა მთავარი ძარღვი გაქვს დაჭიმულიო. ვარჯიშები მიშველის თუ არის რაიმე მალამო რომ გავმართო ხელი? მეც ვგრძნობ რომ დაჭიმული მაქვს ძარღვი.

Posted by: sango 3 Jul 2016, 18:26
QUOTE (takisha @ 29 Jun 2016, 15:59 )
sango

ჯერ რენტგენი გაუკეთე კისრის მალების და ის მოგცემს მიმართულებას smile.gif

მადლობა გამოხმაურებისთვის

საბედნიეროდ ცრუგანგაში გამოდგა. ყველაფერი კარგადაა

Posted by: takisha 3 Jul 2016, 23:13
qetqeta
QUOTE
რენდგენზე მითხრეს იდაყვის იოგის დაჭიმულობა და მიმათაბაშირეს

რომელმა რენტგენმა ნახა იოგის დაჭიმულობა, მითხარი გეხვეწები, რენტგენი ვერ ხედავს რბილ ქსოვილებს (კუნთებს/მყესებს/იოგებს).
აი ძვლოვან წანაზარდს კი ნახავდა რენტგენი, მაგრამ ვინ იცის, მართლა მასეა თუ არა.


ეხოსკოპია გაიკეთე იდაყვის სახსრის, ის გეტყვის რაშია პრობლემა დანამდვილებით, ოღონდ ნორმალურ ექოსკოპისტთან.


sango
QUOTE
საბედნიეროდ ცრუგანგაში გამოდგა. ყველაფერი კარგადაა

ძალიან კარგი smile.gif)




Posted by: qetqeta 7 Jul 2016, 11:32
როცა ძარღვია დაჭიმული ხა ხელი ბოლომდე არ გადადის რა შეიძლება რომ გავაკეთო ხელი ბოლომდე რომ გავშალო?

Posted by: takisha 7 Jul 2016, 18:35
qetqeta
დიაგნოზი ექიმმა დაგისვა რომ ნერვია დაჭიმული?


Posted by: button nose 8 Jul 2016, 13:16
მოკლედ ზემოთ დავწერე ჩემს პრობლემაზე. ხოოოდა ეხლა ფიქსატორი მაქვს, გემატომები წავიდა, აღარ მაქვს მაგრამ შეშუპება დამრჩა ფეხზე. ჯერ პრი კვირა გავიდა და ალბათ ადრეა მთლიანად მორჩენაზე საუბარი. მაგრამ როდემდე მეკ ენა ეს შეშუპება? ტკივილი სიაროს დროს აღარ მაქვს მხოლოდ ოდნავ შეზღუდული მოძრაობა, ტერფის მოხრისას.

Posted by: uwi-buwi 8 Jul 2016, 18:50
4-5 წლის წინ გადავწიე ხელი და პატარა უბანზე სისხლჩაქცევა თუ კუნთის გახლეჩა ჩამიწერეს მოკლედ სურათი რო გადაიღეს მარა კარგად არ ჩანდა მგონი ეხო იყო,

ეხლაც იგივე დამემართა ცურვის დროს წყალში საშინელი ტკივილი მაქ ცხელს რო გადავივლებ მიშვებს, სად და რა უნდა გადავიღო რო დეტალურად გამოჩნდეს ეს იოგები მყესები ძვალი და რაც არის მოკლედ იმიტო რო გარეგნულად არაფერი მეტყობა და არც მოძრაობის და ხელის მოჭერის დროს...

Posted by: l-e-v-a-n 8 Jul 2016, 19:58
ბიცეფსის ვარჯიშის დროს ხელის დაწევისას, განსაკუთრებით როცა ვდებ, მტკივა მარცხენა ხელზე ძვალი, ქვემოთ, მაჯამდე

მოკლედ ვფიქრობ ძვალი არ მქონდეს გაბზარული, ვისთან მივიდე რას მირჩევთ? ფასზე არ არი პრობლემა ყველაზე კარგად სადაც დამისვამენ ზუსტ დიაგნოზს მითხარით

Posted by: qetqeta 9 Jul 2016, 21:14
QUOTE (qetqeta @ 7 Jul 2016, 11:32 )
როცა ძარღვია დაჭიმული ხა ხელი ბოლომდე არ გადადის რა შეიძლება რომ გავაკეთო ხელი ბოლომდე რომ გავშალო?

იდაყვი რომ მივარტყი 10 დღიანი უმოძრაობის მერე ხელს ბოლომდე ვერ ვშლი ტკივილიც არ მაქვს ძალას რომ ვატან მაგრამ რაღაც არ მიშვებს ბოლომდე გაშლაში, და რომ ვშლი ხელს კუნთი მეჭიმება.
იქნებ რამე მირჩიოთ
ასე არ დამრჩეს ხელი :-(

Posted by: takisha 10 Jul 2016, 23:16
l-e-v-a-n
მედიქლაბში გადაიღე რენტგენი, კარგი აპარატი აქვთ


qetqeta
რენტგენი გადაღებული გაქვს?


button nose
ექოსკოპია გაიკეთო მაინც სჯობს მგონი, რომ იცოდე რა მდგომარეობაა სახსარში.


Posted by: qetqeta 10 Jul 2016, 23:38
takisha
კი რენდგენზე ძველი ტრამვა მითხრეს ძვლოვანი წანაზარდიაო. რომელიც არ მახსოვა საერთოდ
არც გაბზარული მქონდა და არც მოტეხილი და ჩამიწერეს იდაყვის იოგის დაჭიმულობა. რენდგენის სურათი რომ მოიტანეს მანახა აი ეს არის ძველი ტრამვაო, წანაზარდიაო, მე დავინახე სურათზე თითქოს ძვალი გამოხრული იყო და რგოლი იყო ცარიელი
სხვათაშორის ბოლო 2 წელია ამ ხელზე იდაყვი პერიოდულად მახსენდებდა თავს და დისკომფორტს მიქმნიდა ხელის გაშლის დროსაც. გამახსენეს მერე არ გახსოვს რომ დაეცი იდაყვითო. მართლა არ მახსოვდა smile.gif მაგრამ ეს ხელის ბოლომდე ვერ გაშლა მაფიქრებს და ასე არ დამრჩეს, შინაურ მალამოებით რომ უხვევენ ხელს ნაღრძობის და მოტეხილიბის დროს იმ მალამოთი მიხვევდნენ და ბოლოს რომ ვიყავი იმ კაცმა რომ გამსინჯა მაშინ მითხრა სახსარი არაფერ შუაშია ახლა რომ ვერ შლიმთავარი ძარღვია დაჭიმულიო

Posted by: takisha 11 Jul 2016, 00:44
qetqeta

როგორი შეგრძნება გაქვს რომ ვერ შლი, გეჭიმება რამე თუ ჩაკეტილობის შეგრძნებაა?

ეხოსკოპია გაიკეთე, გირჩიე მგონი მე ადრეც. სახსარი გამორიცხე.. რენტგენი მთლიანი სახსრის გამოკვლევას არ აკეთებს, მხოლოდ ძვალს ნახულობს.


Posted by: qetqeta 11 Jul 2016, 18:56
QUOTE (takisha @ 11 Jul 2016, 00:44 )
qetqeta

როგორი შეგრძნება გაქვს რომ ვერ შლი,  გეჭიმება რამე  თუ ჩაკეტილობის შეგრძნებაა?

ეხოსკოპია გაიკეთე,  გირჩიე მგონი მე ადრეც.  სახსარი გამორიცხე.. რენტგენი მთლიანი სახსრის  გამოკვლევას  არ  აკეთებს, მხოლოდ ძვალს ნახულობს.

კი მირჩიე მაგრამ ქალაქიდან გასული ვარ და სანამ არ ჩამოვალ არ მოხერხდება. იცი როგორ მაქვს ანუ რომ ვშლიდი და ძალას ვატანდი არ მტკიოდა უბრალოდ მეტი აღარ იშლებიდა და მორჩა, ახლა რომ ვშლი და მინდა ბოლომდე გავშალო უკვე იდაყვთან დისკომფორტი მაქვს .უფრო დაჭიმვის შეგრძნება მეტობს და ცოტა რაღაც არ მიშვებსავით
ანუ 100 % დან 90% ვშლი
ისე სახსრის ჩაკეტვისას შემდეგ რა ხდება? მეუბნებიან უცებ გადაგიწევ ხელს და გაშლიო და მეშინია ასე. სიმშიმის აწევა ან რომ დავეკიდო შეიძლება ნეტა? იქნებ გაიშალოს ბოლომდე

Posted by: takisha 11 Jul 2016, 23:49
ქეტქეტა
არ დაატანო ძალა, დაელოდე, რომ ჩამოხვალ ნახე რა მდგომარეობაა სახსარში და ექიმი გირჩევს რა გააკეთო..

ესე უბრალოდ არ იკეტება სახსარი, ტრავმისგან ხდება ხოლმე, მაგრამ მოევლება მაგას.

არ ინერვიულო :*


Posted by: arut 12 Jul 2016, 19:00
გამარჯობა,მუხლიდან ქვემოთ თანდათან ჩამდის ნელნელა ტკივილი( მხოლოდ სიარულის დროს)ანუ 1 დღეს მუხლთან 2 დღეს ცოტა ქვემოთ 3 დღეს მთელი კუნთი და ასე კოჭამდე,,,თან ცოტა შესიებული და გახურებულიც მაქ ეგ ნაწილი,,,ყოველდღე ფიზიკურად დატვირთული ვარ ვითომ გადაიღალა???

Posted by: takisha 12 Jul 2016, 23:59
arut
კი, სავარაუდოდ გადაიტვირთა ფეხი, მაგრამ სიმხურვალე უკვე ანთების ნიშანია.. ტრაუმელი ისვი დღეში 2-ჯერ მაინც და დაგიწყნარებს.
შეამცირე დატვირთვა ცოტა ხნით.

Posted by: arut 13 Jul 2016, 06:35
QUOTE (takisha @ 12 Jul 2016, 23:59 )
arut
კი, სავარაუდოდ გადაიტვირთა ფეხი, მაგრამ სიმხურვალე უკვე ანთების ნიშანია.. ტრაუმელი ისვი დღეში 2-ჯერ მაინც და დაგიწყნარებს.
შეამცირე დატვირთვა ცოტა ხნით.

ოკ,მადლობა,,,1 დღე დავასვენე და საკმაოდაა სხვაობა უკეთესობისაკენ,,,უბრალოდ ბოლო 2 თვეში ეს უკვე მეორედ მომივიდა(10-12) დღე გრძელდება და ქრება თავისით ტკივილიც და შესიებაც,,,შვებულება უნდა ამ საქმეს smile.gif

Posted by: tazochikhla1991 20 Jul 2016, 12:55
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ...
დაცემისას დავიზიანე იდაყვის არე, სხივის ძვალზე ბზარი მქონდა, 2 კვირიანი თაბაშირი დამადეს, 1 კვირაში მოვიხსენი. გავაგრძელე მალამოებით მკურნალობა. ტრამვიდან 2 კვირის თავზე ხელს ბოლომდე ვერ ვშლი და ვერც ვხრი. ასევე შესიება ოდნავი შეინიშნება იდაყვის არეში. კონკრეტულ პოზიციაში როდესაც მოხვდება ხელი ასევე იდაყვთან მწკმენტავს. მაინტერესებს ბუნებრივი მომენტია ეს ტრამვის შემდეგ თუ არა? ასევე მითხრეს რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ანთების შედეგადო. არის მალამო საჭირო თუ როგორ მოვიქცე იქნება დამეხმაროთ რა.

Posted by: takisha 20 Jul 2016, 13:38
tazochikhla1991
ექოსკოპია გაიკეთე, ნახე რბილი ქსოვილების მდგომაროება სახსარში და შემდეგ მოგცემს ექიმი მიმართულებას რა გააკეთო.



Posted by: tazochikhla1991 20 Jul 2016, 14:08
QUOTE (takisha @ 20 Jul 2016, 13:38 )
tazochikhla1991
ექოსკოპია გაიკეთე, ნახე  რბილი ქსოვილების მდგომაროება სახსარში და შემდეგ მოგცემს  ექიმი მიმართულებას რა გააკეთო.

მადლობა !
* * *
takisha
რამე მალამო ხომარ ვიხმარო და ვაცადო დაახლოებით ერთი კვირა კიდე.

Posted by: takisha 20 Jul 2016, 14:31
tazochikhla1991
აი არ ვიცი, დიკლაკი სცადე თუ გინდა

მაგრამ რაც მეტ ხანს ვერ გაშლი და მოხრი და გავა დრო, მით ჩაგეკეტება სახსარი და გაგიჭირდება მოხრა-გაშლა.

გირჩევნია დროზე გაიგო რა გჭირს. რეაბილიტოლოგსაც გირჩევ, შველიან მაგ პრობლემას, მაგრამ ჯერ კვლევა პირველ რიგში. ოღონდ კარგ სპეციალისტთან.

Posted by: tazochikhla1991 20 Jul 2016, 14:35
takisha
მართალი ხარ პრინციპში . ჯობია ადრეულ ეტაპზე მივხედო.

Posted by: takisha 20 Jul 2016, 14:37
tazochikhla1991
ნამდვილად smile.gif


წარმატებები.

Posted by: *LilacWine* 21 Jul 2016, 00:47
takisha
QUOTE
რეაბილიტოლოგსაც გირჩევ,

Health Palace ში დავდივარ მე, თუმცს თქვენს რჩევას სიამოვნებით მოვისმენდი smile.gif

Posted by: takisha 23 Jul 2016, 22:39
*LilacWine*


https://www.facebook.com/Physiotherapy-and-Sport-Injury-Clinic-398673436973016/


ამ კლინიკას გირჩევდით smile.gif მე თვითონაც გავიარე მანდ რეაბილიტაცია და ძალიან კმაყოფილი ვარ, პროფესიონალები მუშაობენ.




Posted by: *LilacWine* 26 Jul 2016, 15:19
takisha
მადლობა

..........................................................................................................................

Posted by: arut 31 Jul 2016, 19:30
ისევ კითხვით,,,მოკლედ ზემოდ რაც ვახსენე ჩემი პრობლემა,,,,მივედი რაიონულ პოლიკლინიკაში გავიკეთე ეხო ფეხზე,,,მითხრეს კუნთი ან რაღაცაო არი დაზიანებულიო და გემატომააო(კანქვეშა არა),,,დამინიშნეს ნემსი -ბაქტამედი-, მაზი -ლიოტონი-,და ტაბლეტი -ლოკსიკამი-,,,3 დღე იკეთეო და ისევ ეხოზეო,,,,გაიწოვს ვითომ?რაღაც მგონი ექიმი ჩემგან ელოდა რჩევას ჰააა რა ვქნათო smile.gif))))))

Posted by: arut 2 Aug 2016, 10:51
ფიზიკური გადატვირთვისგან ფეხზე კანჭის ტყუპი კუნთის ნაწილის ბოჩკო ჩაწყვეტილია და ისახება გემატომა,,,ნემსები ტაბლეტები და მაზი დამინიშნეს დავაკვირდეთ თუ გაიწოვსო და გაგიგიათ ასეთი რამე?

Posted by: takisha 3 Aug 2016, 18:32
arut
არავის ვაბრალებ არაკომპეტენტურობას, მაგრამ რაიონულ პოლიკლინიკაში გაკეთებული ექოსკოპიით მაინც ნუ იხელმძღვანელებ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მართლა ჭირს საქართველოში ამ მიმართულების კარგი ექოსკოპისტები, და საოცარი დაკსვნები აქვთ ხოლმე, ზოგჯერ სერიოზულ დაზიანებაზე წერენ რომ არაფერია, უბრალოდ დაჭიმულობა, ან პირიქით, თუ ნამდვილად არაფერია სერიოზული - ასერიოზულებენ და ტყუილად ნიშნავენ მკურნალობას.

რაც შეგეხება შენ,
QUOTE
ფიზიკური გადატვირთვისგან ფეხზე კანჭის ტყუპი კუნთის ნაწილის ბოჩკო ჩაწყვეტილია და ისახება გემატომა

თუ ნამდვილად ასეა, მაშინ არაფერიც არ გაიკეთო, კუნთამდე ვერც ჩააღწევს მაზიც რომ წაისვა ნებისმიერი, და ნემსები და ტაბლეტები არ გინდა, ბოჭკოების გაგლეჯა თავისით ალაგდება, ჰემატომაც გაიწოვს, დააცადე ცოტა ხანს 1-2 კვირა არ დატვირთო და გაივლის.
თუ ამ პერიოდის მერე კიდევ შეგაწუხა და პატარა შვებაც არ გქონდა, მაშინ თბილისში გაიკეთე ეხოსკოპია ნინო დუმბაძესთან და შემდეგ თუ დაგჭირდა ტრავმატოლოგი, იმასაც გეტყვის.

smile.gif


წარმატებები.







Posted by: arut 4 Aug 2016, 08:17
QUOTE (takisha @ 3 Aug 2016, 18:32 )
მაშინ თბილისში გაიკეთე ეხოსკოპია ნინო დუმბაძესთან

გაიხარე და მადლობა smile.gif რაიონი ვიგულისხმე საცხოვრებელი ადგილის რაიონული თორე თბილისში ვარ smile.gif ნემსები უკვე გავიკეთე,ეს დღეები ფეხიც დავასვენე,საკმაოდ უკეთ ვარ,ალბად ნამეტანი ვტვირთავდი,,,ქალბატონი ნინო ტაშკენტზე ხომ არ მუშაობს?მსმენია ბევრისგან კაი ექიმიაო,,,

Posted by: takisha 4 Aug 2016, 17:17
arut
QUOTE
რაიონი ვიგულისხმე საცხოვრებელი ადგილის რაიონული თორე თბილისში ვარ

ჰო, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიკლინიკა პოლიკლინიკააsmile.gif

QUOTE
ქალბატონი ნინო ტაშკენტზე ხომ არ მუშაობს?მსმენია ბევრისგან კაი ექიმიაო,,,

კი, ტაშკენტზეა და მართლა კარგი ექიმია.

მიდი აბა მაშ )

დროებით და გამაგებინე რას იზამ.



Posted by: arut 5 Aug 2016, 09:25
QUOTE (takisha @ 4 Aug 2016, 17:17 )
arut
QUOTE
რაიონი ვიგულისხმე საცხოვრებელი ადგილის რაიონული თორე თბილისში ვარ

ჰო, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიკლინიკა პოლიკლინიკააsmile.gif

QUOTE
ქალბატონი ნინო ტაშკენტზე ხომ არ მუშაობს?მსმენია ბევრისგან კაი ექიმიაო,,,

კი, ტაშკენტზეა და მართლა კარგი ექიმია.

მიდი აბა მაშ )

დროებით და გამაგებინე რას იზამ.

ოკ,აუცილებლად დავწერ,მაგრამ ჩვენი ამბავი ხომ იცი,,,რაკი უკეთ ვარ გადავდებ ვიზიტს თან ქვეყნიდან გავდივარ ცოტახნით მარა სანამ ვარჯიშს გავაგრდზელებ აუცილებლად მივალ

Posted by: takisha 7 Aug 2016, 12:08
arut
QUOTE
მაგრამ ჩვენი ამბავი ხომ იცი,,,რაკი უკეთ ვარ გადავდებ ვიზიტს

biggrin.gif


QUOTE
სანამ ვარჯიშს გავაგრდზელებ აუცილებლად მივალ

კარგი ))) თუ აღარ შეგაწუხებს დროთა განმავლობაში, არსადაც არ მიხვიდე smile.gif)



Posted by: arut 9 Aug 2016, 09:11
QUOTE (takisha @ 7 Aug 2016, 12:08 )
arut
QUOTE
მაგრამ ჩვენი ამბავი ხომ იცი,,,რაკი უკეთ ვარ გადავდებ ვიზიტს

biggrin.gif


QUOTE
სანამ ვარჯიშს გავაგრდზელებ აუცილებლად მივალ

კარგი ))) თუ აღარ შეგაწუხებს დროთა განმავლობაში, არსადაც არ მიხვიდე smile.gif)

მადლობა ყურადღებისათვის smile.gif და შენ ამ სფეროში რა კუთხით ხარ?

Posted by: takisha 9 Aug 2016, 12:52
QUOTE
და შენ ამ სფეროში რა კუთხით ხარ?

ტრავმატოლოგი არ ვარ, მაგრამ ბევრ ტრავმატოლოგიურ პაციენთან მაქვს შეხება.

Posted by: irairina7 10 Aug 2016, 12:29
gamarjobat, zvlis kibo rendgenze rogor chans, gamukebaa tu gia peria?

* * *
http://www.radikal.ru
* * *
12 cluster bavshvi akvs majaze amoberili, zveli motexilobaao ekimma, arada ar konia mand motexiloba, zvalia depormirebulio, marcxena majaa, bavshvi caciaa, zalian vnerviulob, sopelshi vart da ori kvira ver chavalt tbilishi, ikneb mitxrat am rendgenze ra chans?

Posted by: takisha 10 Aug 2016, 16:39
irairina7
პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ არ უნდა ინერვიულოთ.
ბევრია შემთხვევა, როცა პატარა ტრავმისას, მით უმეტეს ბავშვებში, ხდება ძვლის ატკეჩვა, ან პატარა მოტეხილობა, თუნდაც ბზარის ტიპის, რომელიც დიდად არ აწუხებს ადამიანს, არ ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ რენტგენოლოგიურად მომავალში ფიქსირდება, როგორც ძველი მოტეხილობა.

რაც შეეხება სურათს, სამწუხაროდ არ ვარ სპეციალისტი და მე ვერ გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს.

ნახვამდის

Posted by: irairina7 10 Aug 2016, 18:11


takisha
Didi madloba...



Posted by: arut 19 Aug 2016, 09:28
QUOTE (takisha @ 9 Aug 2016, 12:52 )
QUOTE
და შენ ამ სფეროში რა კუთხით ხარ?

ტრავმატოლოგი არ ვარ, მაგრამ ბევრ ტრავმატოლოგიურ პაციენთან მაქვს შეხება.

მაინც ვერ გავიგე smile.gif ცოტა ხიფათა ვარ და ხშირად მიწევს ექიმთან,მაგიტო მაინტერესებს კარგების გაცნობა smile.gif

Posted by: takisha 19 Aug 2016, 11:18
arut
ხოდა გირჩევ კარგ ექიმს თუ დაგჭირდა smile.gif)

Posted by: Despo 22 Aug 2016, 14:30
გამრჯობა
ვერ მივხვდი სად უნდა მეკითხა და ბოლოს ისევ აქ გადავწყვიტე biggrin.gif

საუნა ბელტი ჯანმრთელობისთვის საზიანო ხომ არ არის>

Posted by: takisha 22 Aug 2016, 16:07
Despo
გამიგია რომ ცისტიტი გამოუწვევია, მაინც საფრთხილოა შარდსასქესო ორგანოებთან, მაგრამ თუ გადაჭარბებულად არ გამოიყენებთ, ვგულისხმობ ხანგრძლივობას, არ დაგაზიანებთ წესით smile.gif

Posted by: Despo 22 Aug 2016, 16:29
takisha
მადლობა ))






1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)

Posted by: takisha 22 Aug 2016, 16:33
Despo
QUOTE
მადლობა ))

არაფრის ))


QUOTE
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)

lol.gif lol.gif

აურია ფორუმმა



Posted by: CCX 27 Aug 2016, 22:19
გამარჯობათ მეგობრებო, პირველი პოსტია ჩემი აქ და იმედია ცოტას დამეხმარებით..
მოკლედ ფეხი გადატრიალებისას მოტყდა ჩემს მეგობარს, კოჭთან. თაბაშირი მოხსნენ 1 თვეში ზუსტად 3 კვირა კიდევ არ გაიაროვო, ეხლა შესიებები აქვს და თუ მაღალზე არ უდევს მომენტებში სტკივა, ეს ნორმალური მოვლენაა ამ დროს?

Posted by: takisha 28 Aug 2016, 11:02
CCX
ახალი მოტეხილობისას იცის შესიება, ამდენი ხნის მერე არ ვიცი რამდენად ნორმალურია, ეხოსკოპია გაიკეთოს, რბილი ქსოვილებს დაუთვალიერებენ და თუ საჭიროა განმეორებით რენტგენსაც ეტყვიან, როგორ შეხორცდა იმის სანახავად.


Posted by: nv86 28 Aug 2016, 11:07
ვარჯიშისას ხერხემალი დავიზიანი 1 წლის წინ დაახლოებით. ხოდა იმის მერე არ მივარჯიშია. იმ პერიოდში ვარჯიშისას ისე მტკივდებოდა რო ვწყვეტდი ეგრევე ვარჯიშს. რამოდენიმე დღის წინ გავიღვიძე და ლოგინიდან ვერ ავდექი ისე მტკიოდა და ეხლაც მკტივა. ექიმთან რო ვიყავი 1 წლის წინ მითხრა თიაქარი გაქვსო და ვარჯიში ამიკრძალა.
იცით რა მაინტერესებს. არ მიქნია არაფერი საერთოდ. უბრალოდ ამტკივდა დილით თავისით user.gif
იცით რა მაინტერესებს ეს თიაქარი არ იკურნება ისე რომ აღარ შემაწუხოს არასდროს და რაც მთავარი ვარჯიში განვარგძო. წინაღმდეგ შემთხვევაში არ მივალ ექიმთან

Posted by: tazochikhla1991 28 Aug 2016, 18:03
მეგობრებო იქნებ მირჩიოთ, იდაყვის სახსარში ერთი თვის წინ მივიღე ტრავმა. ნუ ამ ეტაპზე ხელის მაქსიმალურად მოხრის დროს იდაყვთან იჭიმება , არ ვიცი რა შეიძლება იყოს და როგორც ვხვდები სარეაბილიტაციო მასაჟებია საჭირო თუ რას მირჩევდით ? ????

Posted by: takisha 29 Aug 2016, 23:30
tazochikhla1991
პირველ რიგში უნდა ნახო რა ხდება სახსარში.
ეხოსკოპია გაიკეთე ნინო დუმბაძესთან მედიქლაბში



* * *


nv86
კარგ ექიმთან იყავი? რენტგენი გაიკეთე და ისევ მიდი ვერტებროლოგთან..

ვარჯიშები არსებობს ხერხემლის, გირჩევს კარგი ექიმი smile.gif





Posted by: xunjgu 3 Sep 2016, 23:52
ხერხემლის ვარჯიშებს გამოგიგზავნიტ ვისაც გინდათ .

Posted by: FranziskanerWeissbier 5 Sep 2016, 09:36
მოკლედ სამი წელია ვვარჯიშობ მძიმე წონებზე და ასეთი რამ არ მომსვლია ჯერ. შტანგის აწევის მერე ერთი მხარი მაწუხებს, არც კუნთია თითქოს დაჭიმული, მოტეხილი არ მაქვს და არაფერი, ჩვეულებრივ ყველაფერს ვაკეთებ ისევ მაგრამ დისკომფორტი მაქვს რაღაც ისეთი შეგრძნება აი მანქანის ნაწილი რო დასაზეთია და ჭრაჭუნობს biggrin.gif რისი ბრალი შეიძლება იყოს sad.gif
user posted image
სადღაც ამ მიდამოში

Posted by: torckiko 5 Sep 2016, 10:24
დახრისას მუხლი გადამიტირლდა ცუდად და მეტკინა, რო დავდივარ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ძლები ცალცალკე გარბის, თან მუხლის ქვემოთ წვივიც დამისივდა, მოხრისას მეტად მტკივა, რას მირჩევთ რენტგენი გადავიღო თუ ეხო? მოტეხილი რომ იყოს ალბათ ვერ ვიმოძრავებდი.

Posted by: takisha 5 Sep 2016, 10:47
FranziskanerWeissbier
გადატვირთვამ იცის ზოგჯერ, ვერ გაიგებ ასე, მიდი ეხოსკოპია გაიკეთე და ნახე რა ხდება სახსარში.



torckiko
QUOTE
რას მირჩევთ რენტგენი გადავიღო თუ ეხო?

ეხოსკოპია გაიკეთე smile.gif


ძალიან გასივდებოდა წინა ჯვარედინა იოგი რომ დაზიანებულიყო, მენისკმა იცის ასე უხერხული მოტრიალებისას გაგლეჯა. ეხოსკოპია გეტყვის რა გჭირს smile.gif


Posted by: FranziskanerWeissbier 5 Sep 2016, 10:49
takisha
ა შეიძლება, ინტენსიური ვარჯიშები მქონდა ამ დღეებში. sad.gif მადლობა, გავესინჯები 2-3 დღეში თუ არ გაიარა.

Posted by: torckiko 5 Sep 2016, 10:53
takisha
დიდი მადლობა. რენტგენზე მენისკი არ გამოჩნდება ხო? ისეთი შეგრძნება მაქვს თითიქოს მთელი მუხლი დაბუჟებულია.

Posted by: takisha 5 Sep 2016, 11:30
torckiko
მენისკი ეხოზე ჩანს, თან სხვა იოგებს მყესებსაც დაგითვალიერებს და უფრო ინფორმატიულია, ვიდრე რენტგენი.


FranziskanerWeissbier
QUOTE
მადლობა, გავესინჯები 2-3 დღეში თუ არ გაიარა.

არაფრის smile.gif წარმატებები


Posted by: torckiko 6 Sep 2016, 14:42
takisha
მადლობა და ეხოს გაკეთებას სდა მირჩევთ? ნინო დუმბაძე ან თამარ გურგენიძეო ტატიშვილში და რომელთან ჯობია თუ იცით?

Posted by: Gigglemoon 6 Sep 2016, 19:55
გამარჯობა, დისტრაქციული აპარატის დამონტაჟება რა ღირს? ხელზე მაქვს დეფორმირებული ძვალი, საკმაოდ გვერდითაა გაწეული... ასევე, მეორე ძვალი ბოლომდე არ არის, რადგანაც თავის დროზე მქონდა ოსტეოქონდრომა და ეგ კეთილშობილური ძვლის სიმსივნე ამომიჭრეს, ახლა სიმსივნე აღარ მაქვს. ანუ გარდა დეფორმირებული ძვლის გასწორების, მჭირდება იმპლანტის ჩასმაც მეორე ძვალში... ახლა რა მაინტერესებს, მაქვს ალფას დაზღვევა და ფინანსდება თუ არა ასეთი სახის ოპერაციები? იმპლანტის ჩასმა ან დისტრაქციული აპარატის დამონტაჟება? ან სად შეიძლება დაფინანსების მოპოვება? ვარ 15 წლის. შეიძლება აღმოჩნდეს რეკონსტრუქციული პლასტიკა და ამის მეშინია... ასეთი საერთოდ არ ფინანსდება, ოჯახს კი საშუალება არ აქვს ძვირადღირებული ოპერაციის გადახდის... sad.gif დაგრუზული დავდივარ, ყელში ამომივიდა ასეთი ხელი, ვერც ვხმარობ წესივრად, საკმაოდ უძლურია მარჯვენა ხელთან შედარებით. პლიუს ამას, კომპლექსები, რაც შეიძლება მაქსიმალურად ვმალავ ხელს...( ზაფხულში კიდევ უფრო მწვავდება ეს მდგომარეობა და თითქმის სულ ვტირი, მოკლემკლავიანებში რომ ვხედავ ხალხს... ან არის თუ არა რაიმე გამოსავალი, იმისდა მიუხედავად, თუ არ დააფინანსებს სადაზღვევო, სოც.დაუცველობა გამოვიყენო?

Posted by: mastodont 7 Sep 2016, 22:49
გამარჯობათ ადამიანმა გაიკეთა უკანა ჯვარედინი იოგის პლასტიკა მენისკის ნაწილობრივი ექსტრაქციით ოთხი წლის წინ მას შემდეგ აწუხებს ტკივილები, რომლებიც ხანდახან გაუსაძლისი ხდება გაიარა სრული რეაბილიტაციის კურსი მაღალპროფესიულ დონეზე ვარჯიშის დროს ყველაფერი კარგადაა(ვარჯიში მოიცავს 5-6 საათს დღეში), ოთხდღიანი შესვენება და ყველაფერი თავიდან იწყება, ნუთუ ასე უნდა იყოს? რაშია გამოსავალი ?
გმადლობთ

Posted by: takisha 8 Sep 2016, 14:04
Gigglemoon
რაც შეეხება დაფინანსებას, საყოველთაო დაზღვევა საკმაოდ კარგად აფინანსებს ოპერაციებს, თუ არ ვცდები 70 %-ს , დანარჩენ თანხაზე მემგონი შესაძლებელია სოც. დაუცველობაც გამოიყენოთ და მოიპოვოთ თანხები. პირველ რიგში მაინც ტრავმატოლოგთან კონსულტაციას გირჩევდით.


mastodont
ამდენი ხნის შემდეგ არ უნდა იყოს ასეთი ჩივილები და არც ამდენი ხანი ვარჯიში არ უნდა სჭირდებოდეს.



Gigglemoon
mastodont
ორივეს გირჩევდით კარგ ტრავმატოლოგთან კონსულტაციას, ეს არიან ვაჟა გაფრინდაშვილი ან ლევან ნაჭყებია მედიქლაბჯორჯიაში, ტაშკენტის 22ა.





* * *
torckiko
QUOTE
ნინო დუმბაძე ან თამარ გურგენიძეო ტატიშვილში და რომელთან ჯობია თუ იცით?

გურგენიძესთან არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ეხოსკოპია.
ნინო დუმბაძეა პროფესიონალი ამ საკითხში.

სხვასთან არ გაიკეთოთ



Posted by: mastodont 8 Sep 2016, 16:09

takisha

ნაჭყებიასთან ვიყავით ოპერაცია ობგაიძემ გაუკეთა რეაბილიტაცია ხვედელიძემ

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს ოპერაცია მხოლოდ პალიატივია უცხოეთში როგორც ნაჭყებიამ გვითხრა ხელს აწერინებენ, თუ სრულ რეაბილიტაციას არ გაივლის პაციენტი ექიმი შედეგზე პასუხა არ აგებს, პროფესიონალი მიხვდება, ეს რასაც ნიშნავს ერთი-ორი ვარჯიშის გაცდენა ოპერაციის შედეგზე ჰავლენას არ უნსა ახდენდეს,


Posted by: Gigglemoon 8 Sep 2016, 18:15
takisha დღეს ვიყავი ექიმთან. მითხრა, რომ საქართველოში ასეთი სახის ოპერაცია ვერ გაკეთდება. დავითვალეთ, ჯდება 6-8 ათასი დოლარი. შესაბამისად, ასეთ თანხებს არ ვლობ. ვიცი, რომ სახელმწიფომ შეიძლება დააფინანსოს ოპერაცია 10 ათასის ოდენობით. მაგრამ, მეშინია, რომ შეუძლიათ არ დაამტკიცომ... რა შემთხვევაში არ აფინანსებენ ოპერაციებს საზღვარგარეთ, ვერ მეტყვით? help.gif

Posted by: takisha 9 Sep 2016, 01:56
mastodont
ლევანი არის პროფესიონალი მაგ საკითხში, ხვედელიძეს ისეთი გუნდი ჰყავს რეაბილიტოლოგების, რომ გამორიცხულია შედეგი არ ჰქონოდა მანდ გავლილ რეაბილიტაციას.

რაც შეეხება გაცდენებს,
მე გავიკეთე ზუსტად ლევანთან ოპერაცია წინა ჯვარედინა იოგის და ხვედელიძესთან გავდიოდი რეაბილიტაციას, როცა გამაფრთხილეს, რომ დღის ჩაგდებაც არ შეიძლება ვარჯიშის, 1 კვირა გავაცდინე ვარჯიში ოპერაციიდან 4 თვის შემდეგ, მომიწია გაცდენა რაღაც მიზეზების გამო, და მე თვითონ ჩემს თავზე გამოვცადე შედეგი, იმდენად დამისუსტდა ფეხი, რომ კიბეზეც ვერ ავდიოდი და ჩავდიოდი. 1 თვე დამჭირდა რომ აღმედგინა მუხლი იმ მდგომარეობამდე, როგოც იყო ვარჯიშის გაცდენამდე. ზუსტად ისე დამემართა, როგორც ექიმმა მითხრა, რომ დამემართებოდა, თუ არ ვივარჯიშებდი. ამიტომაცაა მკაცრად დაწესენული 9 თვე - 1 წელი რეაბილიტაციისთვის და თუ ნორმალურად არ გაივლის პაციენტი მაგ პერიოდს, რჩება ჩივილები და ოპერაციაც არაა საბოლოო ჯამში შედეგიანი, არადა, ოპერაცია არაფერი არაა, მთავარი არის რეაბილიტაცია!

QUOTE
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს ოპერაცია მხოლოდ პალიატივია

სულაც არა, მე მყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, ვისაც გაკეთებული აქვს ოპერაცია და საერთოდ აღარ აწუხებთ ფეხი, მაგრამ იმათ სრულყოფილად გაიარეს რეაბილიტაცია.

QUOTE
ნაჭყებიასთან ვიყავით

როდის იყავით ლევანთან? თუ დიდი ხნის წინ იყავით, ახლაც გაიარეთ კონსულტაცია, იქნებ ეხოსკოპიაზეც ნახოთ სახსარში რა ხდება, და შემდეგ გირჩევთ ლევანი, რა გააკეთოთ. დაუსრულებლად ასე ხომ არ იქნება პაციენტი, რაღაც სხვა მიზეზი აქვს იქნებ ამ ყველაფერს.

QUOTE
უცხოეთში როგორც ნაჭყებიამ გვითხრა ხელს აწერინებენ, თუ სრულ რეაბილიტაციას არ გაივლის პაციენტი ექიმი შედეგზე პასუხა არ აგებს,

ნამდვილად ასეა და სწორიცაა, ამით ისიც ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პერიოდი და სწორედ ამაზეა დამოკიდებული პაციენტის მდგომარეობა ოპერაციის და რეაბილიტაციის შემდეგ, რამდენად ექნება ჩივილები მომავალში ეგეც რეაბილიტაციაზეა დამოკიდებული.



Gigglemoon
მე როგორც ვიცი სახელმწიფო იმ შემთხვევაში აფინანსებს საზღვარგარეთ ოპერაციას, თუ საქართველოში ეს ოპერაცია არ კეთდება, ამიტომ, ძალიან ცოტაა შანსი იმისა, რომ არ დაგიფინანსონ. მიზეზები არ ვიცი სამწუხაროდ, რა შემთხვევებში ამბობენ უარს დაფინანსებაზე.

Posted by: mastodont 9 Sep 2016, 13:16
takisha

ივლისში ვიყავით ლევანთან აგვისტოს ბოლოს დაამთავრა ხვედელიძესთან ვარჯიშის დროსაც ჰქონდა ტკივილები მერე თვითონ ვარჯიშობდა ნაკლები დატვირთვით მაგრამ ორი კვირაა ძალიან სტკივა რეზონანსი ორჯერ გავუკეთეთ კონკრეტულად ლევანმა ვერაფერი გვითხრა

თქვენ ხომ არ იცით ასეთი პაციენტების კატამნეზი მგონია, რომ 100%-ით მოძრაობის აღდგენა შეუძლებელია ვიცი სამი ადამიანი, რომლებსაც ტკივილები დატვირთვისას მაინც აწუხებთ, მაგრამ ორი გოგონაა და ერთი ასაკოვანი კაცი რა ქნას ახალგაზრდა ბიჭმა? არა სპორტსმენმა, მთელი ცხოვრება ვარჯიშს მიუძღვნას? გმადლობთ, რომ გამომეხმაურეთ,

Posted by: takisha 9 Sep 2016, 14:47
mastodont
რამდენი ხანია გასული ოპერაციიდან? რეაბილიტაციაც ბოლომდე გაიარა?

QUOTE
მგონია, რომ 100%-ით მოძრაობის აღდგენა შეუძლებელია

არ არის ასე.. მეც არ ვარ სპორტსმენი, და უფრო რთულია უვარჯიშებელი კუნთის ჩამოყალიბება იმ დონემდე, რაც საჭიროა ასეთი ოპერაციის დროს რეაბილიტაციისთვის, მაგრამ თუ ყველაფერს წესის მიხედვით გაივლის პაციენტი, მოძრაობაც სრულად აღდგება, აბა რისთვის არის ოპერაცია.

ვარჯიშის დროს ტკივილებს რაც შეეხება, ნორმალურია ეგ, მაგრამ ტკივილის კონტროლით ხდება ვარჯიში სარეაბილიტაციოში, ნაკლები დატვირთვით ვარჯიში მაშინვე უკუგანვითარებას იწვევს, არ ყოფნის და არც აქვს აზრი მასეთ ვარჯიშს. კუნთი ატროფირდება მაშინვე, როცა აკლია ვარჯიში.

ძალიან ძნელია, მესმის, მაგრამ ერთადერთი საშველი ოპერაციის მერე ჩივილების, არის რეაბილიტაცია.

რას აპირებთ ახლა?


Posted by: mastodont 9 Sep 2016, 19:35

takisha

ოპერაცია გაიკეთა ოთხი წლის წინ მაშინ ვერ გაიარა ბოლომდე რეაბილიტაცია მაგრამ ახლა ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს, მაგრამ ოდნავ კუნთოვანი მასა თუ მოაკლდება ეტყობა ვეღარ იჭერს სახსარს ეწყება საშინელი ტკივილი უკვე იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ოიპერაციის დროს იქნა დაშვებული შეცდომა, მაგრამ ამას არავინ გვეტყვის მიუხედავად იმისა რომ მეც ექიმი ვარ რომ გამოასწორო უნდა იცოდე რა არის გამოსასწორებელი ეს კი არც ობგაიძემ და არც ლევანმა ვერ ან არ გვითხრა

მართლა აღარ ვიცი ახლა როგორ მოვიქცე

Posted by: tazochikhla1991 10 Sep 2016, 13:35
QUOTE (tazochikhla1991 @ 28 Aug 2016, 18:03 )
მეგობრებო იქნებ მირჩიოთ, იდაყვის სახსარში ერთი თვის წინ მივიღე ტრავმა. ნუ ამ ეტაპზე ხელის მაქსიმალურად მოხრის დროს იდაყვთან იჭიმება , არ ვიცი რა შეიძლება იყოს და როგორც ვხვდები სარეაბილიტაციო მასაჟებია საჭირო თუ რას მირჩევდით ? ????

ეს ექოს პასუხია ნინო დუმბაძესთან გაკეთებულია. აბა რას მირჩევთ..

Posted by: tazochikhla1991 10 Sep 2016, 13:43
QUOTE (takisha @ 29 Aug 2016, 23:30 )
tazochikhla1991
პირველ რიგში უნდა ნახო რა ხდება სახსარში.
ეხოსკოპია გაიკეთე ნინო დუმბაძესთან მედიქლაბში



* * *


nv86
კარგ ექიმთან იყავი? რენტგენი გაიკეთე და ისევ მიდი ვერტებროლოგთან..

ვარჯიშები არსებობს ხერხემლის, გირჩევს კარგი ექიმი smile.gif

ნინო დუმბაძესთან გავიკეთე ექოსკოპია. აგერ დასკვნაც მაქვს, როგორ მოვიქცე ახლა რას მირჩევთ. ვიყავი ერთ ტრავმატოლოგთან და ასეთი რჩევა მივიღე"10 დღის განმავლობაში უნდა ვისვა ტრავისილის მაზი, ამას დამატებული ვარჯიშები ხელის 5კგ განტელით". მირჩიეთ რამე თქვენც.

Posted by: torckiko 11 Sep 2016, 15:57
გადავიღე ეხოც და რენტგენიც მუხლის სახსრებზე და მითხრეს, რომ არის ორმხრივი დისპლაზია და II-III ხარისხის ოსტეოართროზი. მაქვს საშინელი ტკივილები უკვე წლებია, ბოლო დროს მიჭირს ადგომა და დაჯდომაც. რომელ ტრამვატოლოგთან მირჩევთ მისვლას? ოპერაციის გრდა არაფერი შველის დიპლაზიასო და ოპერაცია რას გულისმობს, სახსრის გამოცვლას თუ რამე სხვას?

Posted by: gig@@@ 12 Sep 2016, 16:31
2-3 დღეა მარჯვენა ქვედა კიდური '' ტერფი '' მისივდება მიშუპდება და მაქვს უცნაური შეგძნებები ტკვილით არ მტკივა მაგრამ მაქვს დაბუჟება და ქავილი ''ზოგჯერ ძლიერი''.
დილით არ მაქვს შეშუპება მერე იწყება ადგომიდან სადღაც 1 საათში და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ?

Posted by: takisha 13 Sep 2016, 15:40
tazochikhla1991
ტრავმატოლოგთან მიდი ახლა მაგ დასკვნით, რენტგენიც თან გქონდეს. ლევან ნაჭყებია და ვაჟა გაფრინდაშვილი არიან მედიქლაბში


torckiko
ლევან ნაჭყებია და ვაჟა გაფრინდაშვილი არიან მედიქლაბში ტრავმატოლოგები, დისპლაზიაზე ოპერაციას აკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ ხშირად ვარდება სახსარი და არასტაბილურია, მიდით ტრავმატოლოგთან და გირჩევთ ის რა უნდა გაკეთდეს. ასევე, თუ ხრტილი იმდენად გაცვეთილია დისპლაზიის ფონზე ხშირი ამოვარდნილობის შემდეგ, ცვლიან სახსარს, მაგრამ ეგ ხდება ბოლო სტადიის ართროზის ფონზე, მანამდე ცდილობენ სახსარშიდა ქონდროპროტექტორებით მკურნალობას, სახსრის გამოცვლა არის უკიდურესი.

დისპლაზიაზე ძირითადად ცურვას და ველოსიპედს ნიშნავენ ხოლმე, იდეა ის არის, რომ კუნთი როცა მყარია, სახსარს იჭერს და აღარ არის იმდენად მობილური, მოძრავი, რომ ამოვარდეს.





Posted by: torckiko 13 Sep 2016, 16:08
takisha
დიდი მადლობა, სახსარი არ მივარდება მაგრამ საშინელი ტკივილები მაქვს და თან ისეა შეშუპებული რომ ნინო დუმბაძემ რო შევხედე შენს მუხლებს მეგონა სითხე იქნებოდაო, თვითონაც გაუკვირდა. მთელ წვივებს და ტერფებს გადაეცემა ტკივილები, ადგომა დაჯდომაც მიჭირს. ვიზუალურადაც ეტყობა რო დეფორმირებულია, რენტგენი ნელი კობაიძესთან გადავიღე, ძალიან აქებენ მაგ ექიმს. ოპერაცია სახსრის გამოცვლას გულისხმობს მარტო? რაგაც პლასტიკას აკეთებენო ასე მითხრს, თან დიპლაზია და ართროზი მენჯ-ბარზაყზეც მაქვს. ყველა სახსარს ხო ვერ გამოვიცვლი.

Posted by: takisha 13 Sep 2016, 16:08
gig@@@
დაბუჟება ნერვმა იცის, მაგრამ მაინც ჯობია ტერფის ექოსკოპია გაიკეთოთ პირველ რიგში.

* * *
torckiko
ზუსტად არ ვიცი უკვე რა ხდება ასეთ შემთხვევაში, მაგასთან დაკავშირებით ტრავმატოლოგს გაესაუბრეთ, ის უკეთ აგიხსნით smile.gif



Posted by: Takobako 14 Sep 2016, 11:32

ჩემს შვილს, ავარიის შედეგად ქონდა ქუსლის ძვლების საკმაოდ მძიმე მოტეხილობა; გაუკეთდა გარეგანი ფიაქსაცია ელიზაროვის აპარატით, ქუსლის ძველბი დაუფიქსირდა ხელით; აპარატი ამოღებულ იქნა 2,5 თვის შემდეგ.

საკმაოდ წარმატებულად შეხორცდა ძვლები, რის შემდგომაც დაიწყო რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი;, ჯერ კლინიკაში, მერე სახლში, რომელიც გრძელდება დღემდე; ვარჯიშობს ყოველდღიურად ტერფის სახსრების ბოლომდე გასახსნელად; შედეგი თვალშისაცემია, თუმცა კოჭლობს მაინც და ხანგრძლივი დატვირთვისას, აქვს ტკივილი (რაც მოსალოდნელიც იყო);

თუ არსებობს რაიმე კიდევ დამატებითი საშუალება , რომელიც დაეხმარება სახსრების ბოლომდე გახსნაში და ეფექტურია თუ არა ამ დროს ფეხის ტერფის მასაჟორი?



Posted by: takisha 14 Sep 2016, 17:06
Takobako
ტრავმატოლოგს გაესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით ან სარეაბილიტაციო ცენტრში მიიყვანეთ, იქაც გირჩევენ რა უნდა გააკეთოთ.

Posted by: Takobako 14 Sep 2016, 17:40
სარეაბილიტაციო ცენტრში 3 თვე იარა და მასაჟები და ვარჯიშები ჩაიტარა; შემდგომ ეტაპზე უკვე ის ვარჯიშები გვასწავლეს, რისი გაკეთებაც მეორე ადამიანის დახმარებით სახლშიც შეგვეზლო და ყოველდრიურად ვარჯიშობს; უბრალოდ სხვების გამოცდილება მაინტერესებდა ამ მიმართიულებით ადამატებითი ეფექტურობის თვალსაზისით., რამდენადაც ტვამატოლოგებისა და რეაბილიტოლოგის აზრით, საუკეთესო შედეგია ამ ეტაპისთვის მიღწეული .

Posted by: giorgi700 21 Sep 2016, 13:45
გამარჯობა, იდაყვი მტკივა ტურნიკზე ვარჯიშგან თვეებია ხან გამივლის ხან ისევ მაწუხებს და ვინემს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა როგორ მოვირჩინო. რამე მაზი ან მსგავსი თუ არსებობს რომ წავისვა. მალდობა წიანსწარ

Posted by: dsquared 21 Sep 2016, 20:48
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
* * *
რრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ

Posted by: takisha 22 Sep 2016, 01:10
giorgi700
გადაგეტვირთა ალბათ, დაასვენე.

დასვენების მერე თუ კიდევ აგტკივდა, ეხო გაიკეთე smile.gif






Posted by: xunjgu 22 Sep 2016, 10:12
Mag dros tuar miakcie kuradgeba xdeba epikondiliti .

Posted by: giorgi700 22 Sep 2016, 16:46
QUOTE (xunjgu @ 22 Sep 2016, 10:12 )
Mag dros tuar miakcie kuradgeba xdeba epikondiliti .

ეგ მჭირს ზუსტად, როგორ ვუშველო თუ იცი რამე მირჩიე

Posted by: xunjgu 23 Sep 2016, 12:42
უნდა ჩაიტარო შესაბამისი მკურნალობა . აქ შემიძლია დავწერო თუ პირადში

Posted by: tazochikhla1991 23 Sep 2016, 17:15
იდაყვის სახსარზე სხივებით მკურნალობის კურსი რამდენად მიზანშეწონილი იქნება.?

Posted by: takisha 23 Sep 2016, 18:14
tazochikhla1991
რა პრობლემაა გააჩნია

Posted by: lisbeth 26 Sep 2016, 10:07
დაბეჟილობა რამდენი ხანი შეიძლება აწუხებდეს ადამიანს(6 წლის გოგოს)?თავიდან კოჭლობდა,ეხლა როცა ფეხი ეღლება ისევ რაღაცნაირად მიაქვს ის მხარე,თითქოს სტკივა,წაიქცა სექტემბრის დასაწყისში,დუნდულაზე დაეცა აბაზანაში ,თავიდან იმ მხარეს\ კოჭლობდა,ექიმმა მითხრა დაბეჟილობააო და დანიშნა გეპარინის მალამო,მერე გაუარა,გუშინ და წინა დღეებში შევამჩნიე რომ როცა ფეხბურთს თამაშობს ან ბევრს დარბის რაღაცნაირად მიაქვს ფეხი,მიპასუხეთ რა,მიმყავს ბავშვთა ქირურგთან ამ დღეებში ,მანამდე გამისკდება გული ,შეიძლება რამე სერიოზული იყოს? ბავშვი 6 წლის არის

Posted by: takisha 26 Sep 2016, 11:47
lisbeth
ეხოსკოპია გაუკეთეთ, ნახავს ჰემატომა ალაგდა თუ არა, და თუ არის რამე პრობლემა სხვა.

არ გინდათ ჯერ ქირურგი, მაინც ეხოს დაგინიშნავთ.



Posted by: lisbeth 26 Sep 2016, 12:24
QUOTE (takisha @ 26 Sep 2016, 11:47 )
lisbeth
ეხოსკოპია გაუკეთეთ,  ნახავს  ჰემატომა ალაგდა თუ არა,  და თუ არის რამე პრობლემა  სხვა.

არ  გინდათ  ჯერ  ქირურგი, მაინც  ეხოს  დაგინიშნავთ.

დიდი მადლობა პასუხისთვის,ანუ რენდგენს ეხო ჯობია ხო?
შეიძლება რომ რამე სერიოზული იყოს?გული მისკდება ისე ვნერვიულობ
სექტემბერში წაიქცა 4 რიცხვი იყო,იმის მერე ერთი კვირა კოჭლობდა
გაბზარული ან მოტეხილი რომ იყოს ეტკინებოდა
ეს ამბობს რომ არ მტკივაო,რავიცი

Posted by: melika 26 Sep 2016, 16:02
მე მომივიდა ავარია 24 აგვისტოს, მანქანა ამობრუნდა რამდენჯერმე, ვიზუალური დათვალიერებით ნაკაწრიც კი არ მქონია, არც არაფერი მაწუხებდა, არც ტკივილი მქონდა, ჩვეულებრივად ვიყავი როგორც ავარიამდე ... მაგრამ, ამ ბოლო დროს უმეტესად მარცხენა მხარეს ყრუ ტკივილი მაქ, ნეკთან ახლოს, მარჯვნივაც მარა იშვიათად, შაბათს კი მივალ ექიმთან მარა მანამდე რა ვქნა, რამე სერიოზული არ იყოს მეშინია, შეიძლება რო შინაგანი სისხლდენა ან რამე მაგდაგვარი იყოს? თუ გულტან, ვერ ვიგებ ნორმალურად რა sad.gif

Posted by: tazochikhla1991 26 Sep 2016, 19:18
QUOTE (takisha @ 23 Sep 2016, 18:14 )
tazochikhla1991
რა პრობლემაა გააჩნია

ეს პრობლემაა. მითხრეს სხივები გიშველისო და , ვიცი რომ ექიმს უნდა ვეჩვენ ამას მოვახერხებ აუცილებლად მაგრამ . კონკრეტულად სხივებზე რას მეტყვი?

Posted by: xunjgu 26 Sep 2016, 22:16
სხივები კაია და თან თვითონ იციან რომელი მალამოებით გააკეთონ . ან უნდა მიხვიდე ავერსში ან ვაზისუბანი . ორივეგან კარგად აკეთებენ

Posted by: takisha 26 Sep 2016, 23:00
lisbeth
დიახ, ეხოსკოპია ჯობია, რენტგენი მხოლოდ ძვალს ხედავს, მოტეხილობა რომ ყოფილიყო მიხვდებოდით, ძალიან ეტკინებოდა.
ნინო დუმბაძესთან გაიკეთეთ მედიქლაბში


tazochikhla1991
ყველა პრობლემაზე სხივები არ ვარგა, ხრტილის დაზიანება ადა ფრაგმენტიც გქონია, მაგას ტრავმატოლოგთან კონსულტაცია სჭირდება, მედიქლაბშივე მიდი , კარგი ტრავმატოლოგები არიან.



Posted by: W_engine 26 Sep 2016, 23:10
გამარჯობათ..
მაწუხებს მუხლის ტკვილი მარცხება ფ მტკივა მგზავრობის დროს როცა დიდი ხნის განამვლობაში მაქვს ფეხი მოკეცილი...აგრეთვეე დაჯდომა ადგომის დროს ხანდახან..სიარულის ან სირბილი დროს არაა...

ვარ ბრტყლეტერფიანი...

ვის მივმართოო...უბრალოდ სანამ გამირთულდებაა რა გავაკეთოო

Posted by: takisha 27 Sep 2016, 00:19
W_engine
გცოდნია მიზეზი smile.gif

ბრტყელმა ტერფმა ბევრი ჩივილი შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორისაა მუხლის ტკივილიც, მით უმეტეს, თუ ტრავმა არ გქონია მუხლის, აშკარაა მიზეზი.


მაინც გაიკეთე ეხოსკოპია, გამორიცხე სახსარი.

სუპინატორები არის შენი შველა, თუ მარტლა ბტყელი ტერფია მიზეზი. ტერდი-ში აკეთებენ ანაბეჭდს და იმის მიხედვით დაგიმზადებენ სუპინატორს, რომელსაც იხმარ და ბრტყელი ტერფით გამოწვეული ჩივილები აღარ გექნება smile.gif


Posted by: lisbeth 27 Sep 2016, 09:19
takisha
მადლობა ,დღეს მიმყავს

Posted by: takisha 27 Sep 2016, 10:54
lisbeth
წარმატებები. გამაგებინეთ რას იტყვის smile.gif

Posted by: nene_ee 27 Sep 2016, 21:41
გამარჯობა, რამდენიმე თვეა მაწუხებს მარჯვენა ბარძაყის შიდა მხარეში დაჭიმულობა და ტკივილი, რომელიც ბოქვენზე და საზარდულის არეში გადამდის. ხომ ვერ მეტყვით რისი ნიშნებია და რომელ/რის ექიმს მივმართო? მადლობა წინასწარ

Posted by: takisha 27 Sep 2016, 23:34
nene_ee
მენჯ-ბარძაყის ეხოსკოპია გაიკეთეთ, ის გეტყვით სახსარშია პრობლემა თუ ნევრალგიური ჩივილია.




Posted by: xunjgu 29 Sep 2016, 19:29
ჯერ უნდა მიმართო ორთოპედ-ტრავმატოლოგის ეგეთი პრობლემით და მერე უნდა გადაგიწყვიტოს ეხოსკოპიას გაგაკეტებინებს თუ რას .

Posted by: sophka 29 Sep 2016, 23:07
W_engine
სუპინატორი აუცილებლად,
მაგრამ მუხლის და ფეხის ტკივილსაც უნდა მიხედოთ, შეგიძლიათ მედიკამენტოზური ან კონსერვატული მკურნალობა ჩაიტაროთ, იხმარეთ სამუხლეც.


nene_ee
მიდით ნევროლოგთან კონსულტაციაზე...

Posted by: lisbeth 30 Sep 2016, 10:19
QUOTE (takisha @ 27 Sep 2016, 10:54 )
lisbeth
წარმატებები. გამაგებინეთ რას იტყვის smile.gif

მყავდა კურაციოში,გავუკეთე სახსარზე ექოსკოპია,მითხრა დაჟეჟილობის შემდეგ ხდება ხოლმე ასეო,ცოტა ხანი არ იხტუნაოს და ეცადეთ არ დატვირთოსო,რბილი ქსოვილიც ნახა და ყველაფერი რიგზეა,სახსარშიც ყველაფერი რიგზეა.ეს დღეებია აღარ დადის ისე უცნაურად
კიდევ მითხრა ეტყობა ანთება იყოვო(სახსარში) და დრო უნდაო,ამას ვერ ვაჩერებ მაინც გიჟივით დარბის ,მაგრამ აღარ კოჭლობს ,კიდევ კარგი,წავიღო ექოს პასუხი ტრავმატოლოგთან? რენდგენიც საჭიროა?
პს.მადლობა რჩევისთვის

Posted by: takisha 30 Sep 2016, 14:33
lisbeth
თუ გითხრათ ალბათ იყოვო, ესეიგი აღარ არის ახლა, ანუ არაა საშიში.

დააკვირდით დროთა განმავლობაში თუ შეაწუხებს და მერე მოვიფიქროთ რა ვქნათ. ამ ეტაპზე არ გინდათ ტრავმატოლოგი.

ნუ დაუშლით ხტუნვას , იცხოვროს ჩვეულებრივად smile.gif


Posted by: nene_ee 30 Sep 2016, 16:52
sophka

takisha

დღეს გავიკეთე მენჯ-ბარძაყის სახსრის გამოკვლევა და რიგზეა ყველაფერიო. ნევროლოგიური პრობლემააო ასე მითხრეს. რამე საშიში ხომ არ არის? ხომ ვერ მირჩევდით კარგ ნევროლოგს? თუნდაც პირადში.
მადლობებიიი

Posted by: takisha 1 Oct 2016, 00:40
nene_ee
ნინო ყულოშვილი არის კარგი ნევროლოგი, მედიგარდში მუშაობს,

კარგია რომ სახსარი გამოირიცხაsmile.gif

Posted by: levaa 1 Oct 2016, 13:04
როგორც კი აცივდება ოდნავ მაინც მარცხენა მუხლში ყრუ ტკივილები მეწყება და რისი ბრალი შეიძIლება იყოს? spy.gif

Posted by: gramatikikina 4 Oct 2016, 12:14
დილით გავიღვიძე და ყბის სახსარი მაქვს გაშეშებული ერთ მხარეს და რას უნდა ნიშნავდეს? givi.gif
არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ მეფიქრა იმის ბრალია
პირს ვერ ვაღებ
გეგონება ყბა არის ამოვარდნილი და უნდა გასწორდეს. დილით სერიოზულად ამოვარდნილივით მტკიოდა და ეხლა ცოტა მორბილდა

Posted by: takisha 4 Oct 2016, 12:32
gramatikikina
დისპლაზიური სახსრები ხომ არ გაქვთ? გაჭედვა, ტკაცუნი მაგან იცის ყბის სახსრის.


ყბის სახსრის ექოსკოპია გაიკეთეთ



Posted by: gramatikikina 4 Oct 2016, 13:54
takisha
შეიძლება მკურნალობა? კბილის ექიმის მერე მემართებოდა ხოლმე და კიდევ ხანდახან მხარზე ან ბარძაყის დასაწყისში მაქვს ხოლმე მსგავსი, რაც დიდი ხნის მერე თავისით გადის

Posted by: takisha 4 Oct 2016, 14:19
gramatikikina
დისპლაზიის ბრალი იქნება,
ჰიპერმობილური სახსრები გაქვს - თანდაყოლილია ეგ, ყველა სახსარი გაქვს სავარაუდოდ მობილური , რომლებსაც ახასიათებთ მსგავსი ჩივილები,
ტრავმატოლოგები პირველ რიგში ცურვას უნიშნავენ ხოლმე, კუნთები რომ მაგრდება, სახსრებიც უფრო მყარია და აღარ არის მსგავსი ჩივილები.

რაც შეეხება ყბას, ცურვა არაფერს უშველის რა თქმა უნდა, ყბა- სახის ქირურგთან გაიარე კონსულტაცია, ის გირჩევს რა უნდა გააკეთო.

ეხოს დასკვნას თუ იქონიებ თან, უკეთესია, მაინც დაგინიშნავს წესით smile.gif





Posted by: gramatikikina 4 Oct 2016, 16:07
takisha
კი, ჰიპერმობილური სახსრები მეწერა მხარზე რომ გავიკეთე ეხო :დ ვერაფერი გავიგე
და დეგენერირებული მყესი თუ რაღაც. 5-6 წელი მაწუხებდა მხარი და მერე ერთ დღეში თავისით გამიარა. ასევე ერთ დღეში დამეწყო.
ვივლი ცურვაზე მაშინ. მადლობა 2kiss.gif

Posted by: takisha 5 Oct 2016, 01:28
gramatikikina
თუ კიდევ შეგაწუხებს მხარი, ტრავმატოლოგებს გირჩევ, ვისთანაც მიხვიდე.

რაც შეეხება ყბას, ძალიან თუ შეგაწუხა, ყბა-სახის ქირურგს მიაკითხე.

ჰიპერმობილური სახსრების კიდევ არ შეგეშინდეს. მოსახლეობის ძალიან დიდ პროცენტს აქვს მასეთი სახსრები, ასე რომ განსაკუთრებული და საშიში არაფერია, უბრალოდ უფრო სუსტი სახსრებია, ვიდრე ზოგადად, მაგრამ ვარჯიში და კუნთების გამაგრება შველის, რომ მოაძლიერებ აღარ შეგაწუხებს. ცურვასთან ფრთხილად მაინც, მხარი რახან გაწუხებდა, დატვირთვაზე შეიძლება ისევ აგტკივდეს, ამიტომ, თუ რაღაც, მიაკითხე ტრავმატოლოგს.


წარმატებები


2kiss.gif


Posted by: xunjgu 6 Oct 2016, 02:51
QUOTE (W_engine @ 26 Sep 2016, 23:10 )
გამარჯობათ..
მაწუხებს მუხლის ტკვილი მარცხება ფ მტკივა მგზავრობის დროს როცა დიდი ხნის განამვლობაში მაქვს ფეხი მოკეცილი...აგრეთვეე დაჯდომა ადგომის დროს ხანდახან..სიარულის ან სირბილი დროს არაა...

ვარ ბრტყლეტერფიანი...

ვის მივმართოო...უბრალოდ სანამ გამირთულდებაა რა გავაკეთოო

ბრტყელტერფიანობაზე უნდა გაიკეთო განსაზღვრა . რის საფუძველზე ხდება დატვირთვა და მერე მაგის შემდგომ უნდა იმოქმედო . ბრტყელ ტერფიანობამ იცის ასევე გართუილებები სხვადასხვა კიდურზე. სქოლიოზი , ვალგუსური დეფორმაცია მუხლის სახსრის, და ასე შემდეგ . ორთოპედი-ტრავმატოლოგი გჭირდება. თუ რამე შეგიძლია მომწერო პმში .

Posted by: torckiko 13 Oct 2016, 18:50
კიმერლეს ანომალია რას ნიშნავს და რამდენად საშიშია? მკურნალობას თუ ექვემდებარება?

Posted by: *LilacWine* 20 Oct 2016, 15:49
xunjgu
QUOTE
ვალგუსური დეფორმაცია მუხლის სახსრის

ვიზუალურად როგორ გამოიხატება და მკურნალობას ექვემდებარება? თუ მხოლოდ ვარჯიში...

Posted by: xunjgu 20 Oct 2016, 17:16
ზოგჯერ ექვემდებარება მკურნალობას ზოგჯერ არა . ესე ზეპირად ამის გამოთვლა ძალიან ძნელია . უნდა მოხდეს პაციენტის ადგილზე შეფასება და შემდგომ გადაწყვეტილების მიღება .

ჩემი პირადი თხოვნა არის ის რო როცა დეფორმაციები არის მაგ შემთხვევაში შევეშვათ ისეთი ინფორმაციების გაცემას რომელიც შემდგომ შეილება იყოს პაციენტისათვის ზიანის მომტანი . დღეს 21 საუკუნეა მემგონი ხალხნო . არის ექიმები საქართველოშიც არავიზე ნაკლები გამოცდილებით . მივცეთ პაციენტებს ზუსტი ინფორმაცია თუ რა შეიძლება მოყვეს შემდგომ გართულებას თუ არ მივაქცევთ ყურადღებას .

Posted by: Katkatusa 20 Oct 2016, 21:07
წნევა 110/90 ზე. იმ წუთას ბთხოვე გამიზომეთ ნეთქი წნევა და 140 80 ზე მქონდა. თავის, სახის, ბჟუილი,სხეული თითქოს მოწყვეტილია, მკერდის არეში ჩხვლეტის და მოჭერის შეგრძნება.. რომელიც ან გამკრავს ხან რომ მომიჭერს და გამჩხვლეტავს მერე ნელ ნელა მიშვებს. სიმძიმის შეგრძნება, ყბებიც რომ გიბჟუის.
თითქოს ჰაერივით ამოდის რაღაც შინაგანად... წნევა დახტის ხან 80 ზეა ხან 90 ზე გულის წნევა.
* * *
ამერია....
კარდიოლოგთან ვწერდი და არ მივაქციე ყურადღება

Posted by: *LilacWine* 27 Oct 2016, 14:17
xunjgu
QUOTE
ზოგჯერ ექვემდებარება მკურნალობას ზოგჯერ არა . ესე ზეპირად ამის გამოთვლა ძალიან ძნელია . უნდა მოხდეს პაციენტის ადგილზე შეფასება და შემდგომ გადაწყვეტილების მიღება . 

pm მოგწერეთ.

Posted by: system1ka 28 Oct 2016, 16:28
გამარჯობა მეგობრებო, არ ვიცი სწორ ადგილას ვწერ თუ არა მაგრამ იქნებ მირჩიოთ, ფეხზე რომ ვდგავარ და ბოლომდე ვშრლი და ვხრი მარცხენა ფეხს, მუხში შიგნით რაღაც ტკაცუნობს, არც არაფრისთვის მიმირტყია და არც ტკივილი მაქვს არანაირი. რა ვუშველო ან ვის მივმართო? biggrin.gif

Posted by: xunjgu 29 Oct 2016, 23:34
შეგიძლიათ მიმართოთ ოერთოპედ-ტრავმატოლოგს .

Posted by: საკურა. 31 Oct 2016, 01:19
ვერ ვნახე შესაბამისი თემა, მგონი აქ შეიძლება ვიკითხო....
მოკლედ, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი მაქვს გათხელებული, ვიყავი ყბა-სახის ქირურგთან,დამინიშნა მკურნალობა (ოღონდ ტკივილი არ მაქვს), რომელიც ანთებით პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული....
ხოდა, უშუალოდ ძვლის გაძლიერება შესაძლებელია მოხდეს? გასაგებია, ანთებითი პროცესი ჩაცხრება თუკი არის, მაგრამ ძვლის გათხელება მაშინებს....
ჩემს ნაცნობსაც ჭირს და შესაძლებელია ძვალი იმდენად გათხელდეს რომ ჩატყდესო... sad.gif
ქირურგიული გზით არის ამ სახსრის აღდგენა შესაძლებელი?...

Posted by: dikka 31 Oct 2016, 23:06
გამარჯობა,

კარგი ტრავმატოლოგი თუ იცით, მირჩიეთ ფლზ^^
მედიქლაბი მირჩიეს და რამე გამოცდილება ხომ არ გაქვთ?

Posted by: l-e-v-a-n 1 Nov 2016, 20:39
აქაც დავპოსტავ...
რენდგენის გადაღებას სად მირჩევთ თბილისში? საუკეთესო აპარატურა და კარგი ექიმები რო იყვნენ?
რო დავწერო მოკლედ ჩემს პრობლემაზე, წელი მაქ შევარდნილი და მუცელი გამოწეული, ნუ ოდნავ ღიპი ისედაც მაქ, მარა წელის შევარდნის გამო უფრო გამოწეული მაქ, ვვარჯიშობ და ტრენერმა მითხრა დღეს მიაქციე ყურადღება მაგას და რენდგენი გადაიღეო....

Posted by: xunjgu 6 Nov 2016, 19:57
QUOTE (l-e-v-a-n @ 1 Nov 2016, 20:39 )
აქაც დავპოსტავ...
რენდგენის გადაღებას სად მირჩევთ თბილისში?

გამარჯობა . ავერსის კლინიკაში გადაიღე ან კიდე ტატიშვილებში . კარგად იღებენ .
თუ წელის პრობლემა არის უნდა გადაიღო ხერემლის სვეტის რენტგენოგრაფია

Posted by: takisha 8 Nov 2016, 12:26
system1ka
QUOTE
გამარჯობა მეგობრებო, არ ვიცი სწორ ადგილას ვწერ თუ არა მაგრამ იქნებ მირჩიოთ, ფეხზე რომ ვდგავარ და ბოლომდე ვშრლი და ვხრი მარცხენა ფეხს, მუხში შიგნით რაღაც ტკაცუნობს, არც არაფრისთვის მიმირტყია და არც ტკივილი მაქვს არანაირი. რა ვუშველო ან ვის მივმართო?

ტკაცუნი იცის დისპლაზიურმა სახსრებმა, არ არის საშიში, უბრალოდ ტრავმატოლოგები უნიშნავენ ხოლმე პროფილაქტიკურ მკურნალობას, რომ ეს ტკაცუნი ტკივილში არ გადაიზარდოს დროთა განმავლობაში.

dikka
QUOTE
მედიქლაბი მირჩიეს და რამე გამოცდილება ხომ არ გაქვთ?

ნამდვილად კარგი ტრავმატოლოგები არიან მედიქლაბში, გირჩევთ მანდ მიხვიდეთ.





l-e-v-a-n
ხერხემალზე პირდაპირ მრტ ჯობია გაიკეთოთ



Posted by: l-e-v-a-n 8 Nov 2016, 13:49
xunjgu
takisha
მადლობა
მრტ-ს გადაღება მგონი საჭირო არაა, თან ძვირია ძაან :/
ტკივილი არ მაწუხებს არანაირი, რენდგენიც გადავიღე და ნორმალურიაო რავი..
user posted image

Posted by: takisha 8 Nov 2016, 16:48
l-e-v-a-n
მედიქლაბში გადაგიღია რენტგენი, კარგი მაშინ, ნუ გაიკეთებ smile.gif

კარგია ყველაფერი რომ კარგადაა

up.gif



QUOTE
მრტ-ს გადაღება მგონი საჭირო არაა, თან ძვირია ძაან :/

საჭირო არის იმდენად, რამდენადაც ვერტებროლოგები ითხოვენ, სრულყოფილი გამოკვლევაა, ბევრად აღმატებული ვიდრე რენტგენი. ასე რომ ამიტომ გირჩიე.




Posted by: l-e-v-a-n 8 Nov 2016, 21:26
takisha
კი ბევრად სრულყოფილი არის მარა ძვირი ღირს და ვფიქრობ რო ზედმეტი ხარჯია ახლა..
მე რისთვისაც მივედი, იყო ის მხოლოდ რო წელში მოხრილი ვარ (მეორე სურათში კარგად ჩანს, რენდგენში) და ეგ ნორმალურიაო... და რავი, ტკივილი არანაირი არ მაწუხებს
მაინც შეიძლება იყოს სხვა რამე? 300 ლარი ღირს მგონი საშუალოდ მრტ თუ არ ვცდები

Posted by: takisha 8 Nov 2016, 23:38
l-e-v-a-n
QUOTE
კი ბევრად სრულყოფილი არის მარა ძვირი ღირს და ვფიქრობ რო ზედმეტი ხარჯია ახლა..

როგორც გინდა smile.gif


QUOTE
მე რისთვისაც მივედი, იყო ის მხოლოდ რო წელში მოხრილი ვარ (მეორე სურათში კარგად ჩანს, რენდგენში) და ეგ ნორმალურიაო... და რავი, ტკივილი არანაირი არ მაწუხებს
მაინც შეიძლება იყოს სხვა რამე?

ეს წელში მოხრა აშკარაა? დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?

თუ არ გაწუხებს დაანებე თავი, მით უმეტეს ნორმააო უთქვამს ექიმს. თუ შეგაწუხებს მერე გაიარე კონსულტაცია ვერტებროლოგთან smile.gif
მრტ-ს რაც შეეხება, არ მითქვამს რომ აუცილებლად გასაკეთებელია, მე უბრალოდ კვლევის მნიშვნელოვნება აგიხსენი. )

Posted by: xunjgu 9 Nov 2016, 20:49
QUOTE (l-e-v-a-n @ 8 Nov 2016, 13:49 )



ხალხნო რას ნიშნავს ნორმაა ხერხემლის გადახრა ? ნორმა კიარა პრობლემაა როცა არის არასწორი დატვირთვა ხერხემლის . მოკლედ თქვენი საქმისა თქვენ იცით . ეს არ არის ის სურათი რაც მისაღებია . წელში მოხრას თავის როგორ უნდა გაანებოს თავი? . რა შეიძლება გამოიქვიოს არასწორმა დატვირთვამ ? ეჰ არაფერი ჩვენ არ გვეშველება სამწუხაროდ.

Posted by: ciyvi77 11 Nov 2016, 00:26
ავტოავარიის შედეგად მივიღე გულმკერდის ტრავმა (საჭეზე დარტყმით) და კისრის ტრავმა. მაწუხებს ხერხემლის ზედა ნაწილიც. მოტეხილობა არაა. მარტო ტკივილგამაყუჩებლები დამინიშნეს და მკვეთრი მოძრაობების შეზღუდვა.
ხომ არ იცით რა დრო სჭირდება სრულ რეაბილიტაციას და რა გამაჯანსაღებელი პროცედურები არსებობს ამ მდომარეობიდან გამოსასვლელად და გართულებების თავიდან ასაცილებლად?

Posted by: GURO_STI 11 Nov 2016, 11:02
ჩემი პირადი გამოცდილებიდან გირჩევთ კარგ ექიმებს და კლინიკას. ინოვაში აქვთ უახლესი აპარატურა და კვალიფიციური ექიმები, კობა სირბილაძე, გია ჭელიძე რამაზი აღლემაშვილი. კობა სირბილაძე ძირითადად რესპუბლიკურში არის ხოლმე და ჯობია წინასწარ დაუკავშირდეთ ეს არის მისი ნომერი 591 00 36 66
მისამართი სანდრო ეულის 7ა

Posted by: takisha 11 Nov 2016, 17:04
xunjgu
.
QUOTE
წელში მოხრას თავის როგორ უნდა გაანებოს თავი?

არ აწუხებს ამ ეტაპზე და გამოკვლევები ზედმეტი ხარჯია, ამიტომაც ვუთხარი რომ დაანებოს. smile.gif ეს ისე, ცნობისთვის.
QUOTE
ეჰ არაფერი ჩვენ არ გვეშველება სამწუხაროდ.

ეს ალბათ საერთოდ ადამიანებს გულისხმობთ ხომ?


ciyvi77
ვერტებროლოგთან მიდით აუცილებლად.



Posted by: system1ka 11 Nov 2016, 18:10
takisha
ეხოსკოპია გადავიღე მუხლის და მსუბუქი ხარისხის სინოვიტა გაქვსო... ეს სინოვიტა რა არის არ ვიცი მარა საშიში არაფერიაო და იმედია რომ მალე გაივლის ტკაცუნიც sad.gif დამინიშნა ვოლტარენი და დიკლაკის გელი
1-1.5 თვეში თხილამურებზე რომ დავდგე უარესად ხომ არ გავართულებ? sad.gif cry.gif

Posted by: takisha 12 Nov 2016, 01:17
system1ka


სად გადაიღეთ ეხო?

QUOTE
მსუბუქი ხარისხის სინოვიტა გაქვსო..

სინოვიტ ანთებას ნიშნავს, საშიში ნამვილად არ არის, თუ იმკურნალებთ, ან დაასვენებთ (თუ გადატვირთვისგანაა ანთება იმ შემთხვევაში ვამბობ დასვენებას) გაივლის.
ტკაცუნს რაც შეეხება, მაგის გამომწვევი ბევრი რამე შეიძლება იყოს, მაგალითად დისპლაზიური სახსრები, ასევე მენისკის გაგლეჯა და კიდევ სხვა.. მაგრამ ნორმალურ ექოსკოპისტთანთუ იყავით, ტკაცუნის მიზეზსაც გეტყოდათ.

ტრავმა იყო?

QUOTE
დამინიშნა ვოლტარენი და დიკლაკის გელი

ეს ექოსკოპისმა დაგინიშნათ? თუ ტრავმატოლოგთან გაიარეთ კონსულტაცია?



Posted by: system1ka 12 Nov 2016, 12:28
takisha
evex_ში დაზღვევით ეხოზეც და ექიმთანაც. თან რაღაც ამ ვოლტარენის შემადგენლობას და უკუჩვენებას რომ გადავხედე რაღაც არ მომეწონა biggrin.gif სხვა არაფერი არ მაწუხებს მარა კუჭის წყლული უკუჩვენებაში რავიცი რავიცი biggrin.gif მგონი ჯობია მხოლოდ მაზით დავჯერდე

Posted by: rati7777 13 Nov 2016, 01:07
მეგობრებო,

დღეს ჩაჯდომებისას პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი ყრუ ტკაცუნი წელის ქვედა მალაში და საკმაო ტკივილი რამაც საბოლოო ჯამში შემაწყვეტინა დღევანდელი სესია. მოკლედ ძალიან შემეშინდა დავიწყე ჩამოკიდება ორძელზე ანუ გაჭიმვები. ეხლაც რამოდენიმე საათის გასვლის შემდეგ მტკივა და ცოტა მარჯვენა დუნდულის არეალში ვგრძობ ტკივილს ალბად ნერვს დააწვა ხო მალა თუ რა ხდება? მოკლედ ძალიან დავნაღვლიანდი. მაინტერესებს:

1. რა ჯანდაბაა რა ტიპის ტრავმევი არსებობს მსგავსი სიმპტომებით.
2. შემეძლება თუ არა ჩაჯდომები
3. ბევრი ბოდიბილდერსიგან გამიგია რომ დაემართათ მსგავსი
მოკლედ შეშინებული ვარ და იქნება გამოცდილებმა მირჩიოთ რამე.
ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის წინასწარ!!!!!!

Posted by: FranziskanerWeissbier 13 Nov 2016, 02:31
QUOTE (rati7777 @ 13 Nov 2016, 01:07 )
მეგობრებო,

დღეს ჩაჯდომებისას პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი ყრუ ტკაცუნი წელის ქვედა მალაში და საკმაო ტკივილი რამაც საბოლოო ჯამში შემაწყვეტინა დღევანდელი სესია. მოკლედ ძალიან შემეშინდა დავიწყე ჩამოკიდება ორძელზე ანუ გაჭიმვები. ეხლაც რამოდენიმე საათის გასვლის შემდეგ მტკივა და ცოტა მარჯვენა დუნდულის არეალში ვგრძობ ტკივილს ალბად ნერვს დააწვა ხო მალა თუ რა ხდება? მოკლედ ძალიან დავნაღვლიანდი. მაინტერესებს:

1. რა ჯანდაბაა რა ტიპის ტრავმევი არსებობს მსგავსი სიმპტომებით.
2. შემეძლება თუ არა ჩაჯდომები
3. ბევრი ბოდიბილდერსიგან გამიგია რომ დაემართათ მსგავსი
მოკლედ შეშინებული ვარ და იქნება გამოცდილებმა მირჩიოთ რამე.
ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის წინასწარ!!!!!!

მქონია მსგავსი შემთხვევა მაგრამ გადავრჩი და ჩვეულებრივ ვვარჯიშობ ახლა ისევ biggrin.gif სახსრის მსუბუქი ტრავმა მქონდა მენჯბარძაყის და მოვირჩინე 1 თვეში (თან მსუბუქად ვვარჯიშობდი ამ პერიოდში სხვა რაღაცეებს). ზოგადად კიდევ უფრო ფრთხილად იყავი მაგ ვარჯიშისას, მაგარი მურტალია ეგ ტრავმა, ხერხემალი მთავარია user.gif

Posted by: takisha 13 Nov 2016, 12:32
system1ka
ტკივილები თუ არ გაქვს, უბრალო ტკაცუნი არაფერია, მკტივნეული ტკაცუნი არის პრობლემა, ძირითადად მასეა. თუ შეგაწუხებს, მიდი ნინო დუმბაძესთან ექოსკოპიაზე.
სინოვიტი არ არის ტკაცუნის მიზეზი!! ან გაქვს და ან არა ეგ სინოვიტი givi.gif ბოდიში ასეთი დამოკიდებულებისთვის, მაგრამ მასე ვფიქრობ და რა ვქნა.

ეგ მაზიც არ უშველის შენს ტკაცუნს.no.gif ვოლტარენი კიდევ ტკივილგამაყუჩებელია. გტკივა მუხლები? მაშინ დალიე რამდენიმე დღე, არაფერს დაგიშავებს. დიდ ხანს სმის შემთხვევაში აღიზიანებს კუჭს ეგ.




* * *
rati7777
ყველაზე კარგი რჩევაა მიხვიდე ვერტებროლოგთან. ოღონდ ნორმალურთან.


Posted by: system1ka 13 Nov 2016, 18:42
takisha
რავი ეხოზე ეგრე გამოჩდა ორივე მუხლზე გადამიღეს და ესე თქვეს, ვოლტარენზე მეც ეგ ვთქვი არ მტკივა და რათ მინდათქო :დ მარა კიდევ რამდენიმე ექიმმა მირჩია მარტო ტკივილგამაყუჩებელი კი არადა ანთების საწინააღმდეგოაო... ნუ მოკლედ რავი კიდევ 1 თვე დავაკვირდები რა biggrin.gif მადლობა რჩევისთვის

Posted by: rati7777 13 Nov 2016, 22:05
FranziskanerWeissbier
მადლობა !
მე ქვედა მალა ....მოკლედ იმედია გამივლის ცოტა ფეხზეც გადაცემს. ჩაჯდომების გარეშე როგორ გავძლებ უეჭველი გავაგრძელებ თან მეშინია. მადლობა !


takisha

მადლობა რჩევისთვის და საოცარი სიტყვისთვის . რამდენადაც ინგლისური ვიცი მემგონი მალების სპეციალისტს უნდა ნიშნავდეს ხო ეგ სასტიკი სიტყვა smile.gif?

Posted by: ივანიჩ 13 Nov 2016, 22:18
ხშირად მგზავრობის მერე მტკივდება მარჯვენა ფეხის ტერფის ზედა ნაწილი
გასაგებია რომ ავტომატიკას როცა მართავ, მარჯვენა ფეხია დატვირთული
მაგრამ 10 წელია ვმართავ მანქანას და რაღაც ბოლო პერიოდში უფრო ხშირად მტკივდება ვიდრე ადრე
რა გავაკეთო
რენტგენი გადავიღო?
თუ გავანებო თავი?
მირჩიეთ

Posted by: takisha 14 Nov 2016, 00:25
rati7777
ვერტებროლოგი არის კონკრეტულად ხერხემლის სპეციალისტი. ნევროლოგი უფრო ზოგადი სპეციალისტია smile.gif
* * *
ივანიჩ
ტერფის ექო გაიკეთეთ.. ის გეტყვით გადატვითვაა თუ რისი ბრალია.

ბრტყელი ტერფი ხომ არ გაქვთ/?




Posted by: ივანიჩ 14 Nov 2016, 10:32
takisha
არა .
ჩვეულებრივი ტერფია სხვებისგან არაფრით გამორჩეული biggrin.gif

Posted by: roden 16 Nov 2016, 19:37
ყურადღებას იპყრობს იდაყვის ნერვის მსუბუქი ხარისხის პათოლოგიური გასქელება მედიალური ზედაროკისა და კუბიტალური ტუნელის სახურავის დონეზე, სადაც ამ უკანასკნელის შემქმნელი ოსბორნის იოგი (კუბიტალური გვირაბის მყესოვანი აპარატი) დეფორმული და ექსტენზირებულია - დამატებითი იდაყვის კუნთის მიერ (ე.წ. anconeus epitrochlearis muscle). კომპრესიის პროქსიმალურად ნერვი დეფორმულია, მისი დიამეტრი რამდენადმე მომატებულია (3მმ), დისტალურად კი ნორმალური კალიბრითა და ინტენსიობითაა წარმოდგენილი. აღწერილი ცვლილებები საჭიროებს კორელაციას ელექტროფიზიოლოგიურ მონაცემებთან.

იქნებ გადათარგმნოთ ვინმე კეთილმა და გამაგებინოთ რა უნდათ biggrin.gif
და კარგი ტრავმატოლოგიც მირჩიოთ smile.gif

Posted by: youtubergirl123 16 Nov 2016, 22:36
რატომ ვერ ვპოსტავ მოვაგროვე უკვე ეს პოსტინგი


Posted by: takisha 17 Nov 2016, 00:04
roden
QUOTE
ყურადღებას იპყრობს იდაყვის ნერვის მსუბუქი ხარისხის პათოლოგიური გასქელება მედიალური ზედაროკისა და კუბიტალური ტუნელის სახურავის დონეზე, სადაც ამ უკანასკნელის შემქმნელი ოსბორნის იოგი (კუბიტალური გვირაბის მყესოვანი აპარატი) დეფორმული და ექსტენზირებულია - დამატებითი იდაყვის კუნთის მიერ (ე.წ. anconeus epitrochlearis muscle). კომპრესიის პროქსიმალურად ნერვი დეფორმულია, მისი დიამეტრი რამდენადმე მომატებულია (3მმ), დისტალურად კი ნორმალური კალიბრითა და ინტენსიობითაა წარმოდგენილი. აღწერილი ცვლილებები საჭიროებს კორელაციას ელექტროფიზიოლოგიურ მონაცემებთან.

სად გადაიღე დედას გაფიცებ. facepalm.gif ექოს დასკვნა ხო?


QUOTE
იქნებ გადათარგმნოთ ვინმე კეთილმა და გამაგებინოთ რა უნდათ
შანსი არ გაქვს givi.gif
QUOTE
და კარგი ტრავმატოლოგიც მირჩიოთ

მედიქლაბ ჯორჯია-ში ვაჟა გაფრინდაშვილი და ლევან ნაჭყებია smile.gif

Posted by: Chiasm 17 Nov 2016, 12:09
gamarjobat, bodishit rom vcer latinuri asoebit. Chem axlobels daartya manyana da orive muxli aris dazianebuli, meores sartod ver acyoben. am cutas imyopeba jvanias klinikashi. utxres rom clis ganmavlobashi dachirdeba 3 operacia da mere reabilitacia. Gvainteresebs sad jobia gavagrdzelot mkurnaloba - imave jvaniashi tu sadme sxvagan - aseve tu rame icit myurnalobaze turketshi an sadme sxvagan(begashvilis shvili tu icit sad aketebda operacia). yvelaperze gvchirdeba tkveni rchevebi da mosazrebebi.

madloba cinascar

Posted by: takisha 17 Nov 2016, 12:19
Chiasm
მედიქლაბში მიიყვანეთ ტრავმატოლოგებთან, ნუ გაუკეთებთ ჯერ ოპერაციებს, სხვა ტრავმატოლოგსაც გაესაუბრეთ და მერე გადაწყვიტეთ.


Posted by: საკურა. 17 Nov 2016, 12:57
ყბა-სახის პანორამით ძვლის მდგომარეობის ნახვა (ან კატეთი) ხო შესაძლებელია....
ნორმალური ექიმი მინდა, ვინც პანორამით მეტყვის ძვლის მდგომარეობას.... ))))
ჰელპ მი, პლზზზზ......

Posted by: roden 17 Nov 2016, 15:23
QUOTE (takisha @ 17 Nov 2016, 01:04 )

სად გადაიღე დედას გაფიცებ. facepalm.gif ექოს დასკვნა ხო?



მაგნიტორეზონანსულია
ავერსის კლინიკა, საინიშვილთან
რავი ყველაზე მაგარიაო ბევრმა მირჩია

Posted by: takisha 18 Nov 2016, 12:05
roden
კი კი კაია საინიშვილი, ყველაზე მაგარი არ ვიცი რამდენადაა, მაგრამ კარგად იღებს, უბრალოდ ასეთი დასკვნა არ წამიკითხავს, საოცარი ტერმინებია, მაღალფარდოვანი , რამდენადმეო, კორელაციას საჭიროებსო და მისთ.


მისი მაგ დასკვნით მედიქლაბის ტრავმატოლოგებთან smile.gif ისინი გაგარკვევენ
* * *
საკურა.
QUOTE
ყბა-სახის პანორამით ძვლის მდგომარეობის ნახვა (ან კატეთი) ხო შესაძლებელია....


ყბა-სახის პანორამულ რენტგენოგრაფიას იღებენ ავერსის კლინიკაში smile.gif



Posted by: boom1234 19 Nov 2016, 12:00
გამარჯობა, დაახლოებით ერთი კვირაა მაწუხებს მარჯვენა ხელის ტკივლილი, კუნთის ტერიტორიაზე მარა კუნთი არ მაქვს დაჭიმული.თავიდან მარცხენაც მტკიოდა და მალევე გამიარა. გაციებას ვაბრალებ მე, ღამე ძილში მტკივდება ძლიერად და დღის განმავლობაში შეიძლება საერთოდ არ მეტკინოს ან ძალიან მსუბუქად ისე რომ არც შემაწუხოს, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: საკურა. 19 Nov 2016, 16:21
takisha
QUOTE
ყბა-სახის პანორამულ რენტგენოგრაფიას იღებენ ავერსის კლინიკაში

გადაღებული მაქვს ეს და კატეც, ძვლის სიმაღლე არის იდეალური, სისქე მაინტერესებს....
რამდენადაც მითხრეს არის იმის დიდი ალბათობა რომ თხელი მაქვს და ახლა დავაკვირდი, პანორამით აშკარად ვერ გაიგებენ.... sad.gif

Posted by: takisha 20 Nov 2016, 21:39
საკურა.
ყბა-სახის ქირურგთან მიდით და წაიღეთ ყველა გამოკვლევა, რაც გაკეთებული გაქვთ smile.gif ის უკეთესად დაგაკვალიანებთ
* * *
boom1234
ტკივილამდე ფიზიკურად დაიტვირთეთ?

ღამის ტკივილები ძირითადად ნევრალგიური ხასიათისაა,
შეგიძლიათ ჯერ ექოსკოპიურად გამორიცხოთ კუნთები, შემდეგ გადაგამისამართებთ ექიმი ნევროლოგთან.


Posted by: საკურა. 21 Nov 2016, 09:25
takisha
აგერ უკვე 3 ყბა-სახის ქირურგი "მოვიარე".... smile.gif


Posted by: takisha 21 Nov 2016, 13:35
საკურა.
და რაო, რას ამბობენ,

ინგოროყვაშიც იყავით გიორგი გვენეტაძესთან?

Posted by: საკურა. 21 Nov 2016, 17:21
takisha
პირველად გვენეტაძესთან ვიყავი....
სახსარია გათხელებული და მკურნალობა დამინიშნა, მაგრამ ძალიან ისე, "ზედაპირულად", სულ ოპერაციები აქვს და ნორმალურად ვერც ამიხსნა რა და როგორ.... მკურნალობა უშუალოდ ანთებითი პროცესისკენ არის მიმართული, მაგრამ ანთებითი პროცესი რა ხანია არ მაქვს....
+ არ გაუსინჯავს, არადა მითხრეს რომ ძვლის სიმაღლე კარგი მაქვს, მაგრამ სავარაუდოდ ვიწროა (იმედია აღვწერე ;დ)...
ნორმალურ ქირურგს ვეძებ, ვისაც კვალიფიკაცია და დრო ექნება პანორამის და კატეს დეტალურად დასათვალიერებლად.... თუ სახსრის გარდა, მოცულობის პრობლემაც არის, გამომწვევი მიზეზების დაადგენა შეეძლოს და შესაბამისი მკურნალობა....
მოკლედ, ვეძებ პროფესიონალს !!! biggrin.gif

Posted by: ვივიანა 22 Nov 2016, 23:15
გამარჯობათ. სიცივეში მუხლის Gვერდზე მისივდება ფეხი და მტკივა ძალიან. აი ძალიან რომ ცივა გარეთ 5 წუთი გავიდე მაინც მტკიდება, ბევრს დავდივარ თუ Aრა მნიშვნელობა არ აქვს. სითბოში და თბილ წყალში კი მიცხრება და აღარც მტკივა. რისი ბრალი შეიძლება იყოს ?
რევმატოლოგთან ხომ არ სჯობს მივიდე თუ ტრამვატოლოგი ?

Posted by: takisha 23 Nov 2016, 23:11
საკურა.
მაშინ არ ვიცი ვინღა გირჩიოთ. გვენეტაძე ვიცი რომ კარგია. იქნებ დაურეკოთ და აუხსნათ თქვენი სიტუაცია და დაგიბარებთ და ნორმალურად გაგესაუბროთ.

ვიცი, ბევრ კარგ ექიმს სჭირს მასე, სამწუხაროდ, თუ ხედავენ რომ არ არის დიდი პრობლემა, ძალიანაც არ ეძიებიან და უყურადღებოდ იქცევიანთითქოს sad.gif

QUOTE
რამდენადაც მითხრეს არის იმის დიდი ალბათობა რომ თხელი მაქვს და ახლა დავაკვირდი, პანორამით აშკარად ვერ გაიგებენ....
ეს ვინ გითხრათ? და ვინც გითხრათ, იმასაც გეტყოდათ პრობლემა იქნება თუ არა, ამდენი კვლევის შედეგად პასუხი არ არის და იქნებ ტყუილად ეძებთ პრობლემას.
კტ და რენტგენი გაკეთებული გაქვთ, ამდენი ექიმი გინახავთ და რამე პრობლემა რომ იყოს რომელიმე მაინც გეტყოდათ, არა?

ზოგადად, მაგალითად თუ დისპლაზიური სახსარი აქვს ადამიანს, ტკაცუნი ართროზს იწვევს დროთა განმავლობაში, თუმცა ეგ თანდაყოლილი პროცესია და დიდად ვერაფრით შველიან, მაქსიმუმ სახსარშიდა ქონდროპროტექტორებით მკურნალობენ, რომ შედარებით შეაფერხონ პროცესი.

თხელი ძვლის შემთხვევაში არ ვიცი რა ხდება, მაგრამ იქნებ სახსარი აჩვენოთ ექოსკოპისტს, იქნებ მაგას ეძებთ, რაც ექოსკოპიურად კარგად ჩანს, ნინო დუმბაძესთან რომ გაიკეთოთ ყბის სახსრის ექოსკოპია და მას მოუყვეთ ამ ყველაფერს და ის გირჩევთ როგორ მოიქცეთ, უზომოდ განათლებული და კარგი ექიმია.





ვივიანა
ექოსკოპია გაიკეთეთ ჯერ, ნინო დუმბაძესთან, ოღონდ მწვავე პერიოდში, გასივებულ მდგომარეობაში რომ გექნებათ, ნახავს და ის გეტყვით შემდეგ რევმატოლოგი გჭირდებათ თუ ტრავმატოლოგი.







Posted by: ვივიანა 24 Nov 2016, 02:24
takisha
საქართველოში არ ვცხოვრობ sad.gif
ანუ ისევ ტრავმატოლოგთან მისვლას მირჩევთ, უბრალოდ შენობაში შესვლოდან 2 წუთში უკვე ჩამცხრალია, მცირედი გამობერილობა მაქვს ხოლმე, ტკივილიც თანდათან გაივლის.

Posted by: takisha 24 Nov 2016, 02:57
ვივიანა
QUOTE
საქართველოში არ ვცხოვრობ 


შეგიძლიათ გაიკეთოთ ან ექოსკოპია, ან უფრო აღმატებული - მაგნიტურრეზონანსული კვლევა, და დასკვნიდან გამომდინარე მოვიფიქროთ ვისთან მიხვიდეთ, ტრავმატოლოგთან თუ რევმატოლოგთან.



QUOTE
უბრალოდ შენობაში შესვლოდან 2 წუთში უკვე ჩამცხრალია, მცირედი გამობერილობა მაქვს ხოლმე,

არა უშავს, ეცადეთ მაქსიმალურად გასივებულ მდგომარეობაში გაიკეთოთ კვლევა.



Posted by: ვივიანა 24 Nov 2016, 11:36
takisha
კარგით დიდი მადლობა დახმარებისთვის^^ გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს.

Posted by: takisha 24 Nov 2016, 13:19
ვივიანა
QUOTE
კარგით დიდი მადლობა დახმარებისთვის

არაფის smile.gif გამაგებინეთ მერე რას იზამთ


Posted by: arut 3 Dec 2016, 09:45
აი ისევ მოვედი smile.gif ადრეც ვწერდი ფეხი კოჭთან გამისივდა,,,გამიარა smile.gif გამისივდა გამიარა ,,,3 თვე კარგად იყო ეხლა 4 დღით ისევ გამისივდა და გამიარა smile.gif რა უნდა

Posted by: takisha 3 Dec 2016, 23:14
arut
რას ახლავს გასივება? რამე ცუდად დადგმას ხომ არა? თუ უბრალოდ სივდება და ცხრება? ტკივილი ახლავს?

მწვავე პერიოდში (შემდეგ გასივებაზე) მიდით ნინო დუმბაძესთან ექოსკოპიაზე: ) ასე უნახავად ვერავინ გეტყვით რა უნდა და რატომ სივდება.

როგორც მახსოვს ტრავმაა მაგ ფეხზე მიღებული, ახლაც შეგიძლიათ მიხვიდეთ, მოუყვებით ანამეზს, გეტყვით რა იწვევს, (მყესების იოგების გაგლეჯა თუ სხვა)
თუმცა თუ შეეპარა ეჭვი, რომ ტრავმა უბრალოდ დამთხვევაა და პრობლემა რევმატიულია, დაგიბარებთ მწვავე პერიოდში ექოსკოპიისთვის და დაგაკვალიანებთ ვის მიმართოთ.

Posted by: Jacques_Cousteau 4 Dec 2016, 15:15
მხარი ამოვიგდე და ლავიწი მაქ მაღლა ამოწეული
მტკივა მარტო ძალდატანებაზე და უხერხულ მოძრაობაზე....

იოგი რო იყოს გაწყვეტილი არ მეტკინებოდა?
ან ეს ლავიწი უკან ჩავა ვარჯიშით?


Posted by: takisha 4 Dec 2016, 17:48
Jacques_Cousteau
ტრავმატოლოგთან მიდით აუცილებლად, რაც შეიძლება მალე! ასე ამოვარდნილ მდგომარეობაში ხომ არ გექნებათ. თან უნდა ინახოს რა ხდება სახსარში, მხოლოდ ამოვარდნაა თუ კიდევ დაზიანდა რამე.
მოკლედ, მიხედეთ სასწრაფოდ.




Posted by: Jacques_Cousteau 5 Dec 2016, 15:27
takisha
ფაქტია რომ ლავიწ-აკრომიონის იოგი მაქ გაწყვეტილი ან გაჭიმული

იმედია გაჭიმულია

კლავიშივით მაქ ლავიწი

Posted by: xunjgu 5 Dec 2016, 21:49
კლავიშის სინდრომი როცა არის ეგ არის საოპერაციო .

Posted by: takisha 7 Dec 2016, 00:53
Jacques_Cousteau
ექოსკოპია გაიკეთეთ პირველ ეტაპზე, რომ დიაგნოზი იყოს ექიმის მიერ დადასტურებული. yes.gif

ასე მკითხაობა არ შეიძლება.

Posted by: juz111 10 Dec 2016, 22:05
ექოსკოპია გავიკეთე, წვივის ძვლის კორტიკალური შრე არის დაზიანებული + ანთება.. საშიშია ? რამდენად ექვემდებარება მკურნალობას ? 2თვის წინ წავიქეცი, მოტეხილობა არ იყო, ღია ჭრილობა მქონდა.. ბოლო 2კვირაა რაც ტკივილები დამეწყო.. დღეს ექოზე ვიყავი, ანტიბიოტიკი დამინიშნეს და 3დღეში ისევ უნდა მივიდე...

Posted by: arut 19 Dec 2016, 22:25
QUOTE (takisha @ 3 Dec 2016, 23:14 )
arut
რას ახლავს გასივება? რამე ცუდად დადგმას ხომ არა? თუ უბრალოდ სივდება და ცხრება? ტკივილი ახლავს?

მწვავე პერიოდში (შემდეგ გასივებაზე) მიდით ნინო დუმბაძესთან ექოსკოპიაზე: ) ასე უნახავად ვერავინ გეტყვით რა უნდა და რატომ სივდება.

როგორც მახსოვს ტრავმაა მაგ ფეხზე მიღებული, ახლაც შეგიძლიათ მიხვიდეთ, მოუყვებით ანამეზს, გეტყვით რა იწვევს, (მყესების იოგების გაგლეჯა თუ სხვა)
თუმცა თუ შეეპარა ეჭვი, რომ ტრავმა უბრალოდ დამთხვევაა და პრობლემა რევმატიულია, დაგიბარებთ მწვავე პერიოდში ექოსკოპიისთვის და დაგაკვალიანებთ ვის მიმართოთ.

მადლობა ყურადგებისატვის და აქტიურობის smile.gif ეხლა გამიარა ისევ ტავისიტ smile.gif არვიცი რახდება

Posted by: jabbawockez 20 Dec 2016, 20:35
გამარჯობათ მეგობრებო , 17 ში ბარბარობას , მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარიაში მოვყევი და ტაბუხის ფოსო მაქვს მოტეხილი , ექიმმა არაფერი არ დამინიშნა საერთოდ მხოლოდ მითხრა 2 თვე გაუნძრევლად იწექიო.... ტკივილგამაყუჩებელი გაიკეთე რო აგტკივდებაო, ხოდა მირჩიეთ რამე, ან ნაწოლები რო არ გამიჩნდეს ან რავი რავქნა , ისეთი ტკივილები არც მაქვს მხოლოდ სუდნოს დროს მტკივა ,,,, აი სურათსაც დავდებ და რამდენად ძლიერი მოტეხილობაა და რამდენია შანსი რომ კოჭლი დავრჩე.... კიდევ მირჩიეს ასკურავასთან მისვლა....
http://radikal.ru

Posted by: ciyvi77 25 Dec 2016, 02:44
ავტოავარიის შემდეგ დამიდგინდა რომ მარჯვენა მენჯბარძაყის სახსრის ძვლების მდებარეობა შეიცვალა, რამაც გამოიწვია კიდურის დამოკლება და ტკივილი მარცხენა ტერფში, სავარაუდოდ სხეულის სიმძიმის არათანაბარი გადანაწილების გამო. არის რაიმე პროცედურები რაც სახლის პირობებში შეიძლება ჩავიტარო სახსრის კორექციისთვის? არის შანსი რომ ეს მთლიანად გამოსწორდება? უკვე ორი თვეა გასული.

Posted by: takisha 26 Dec 2016, 02:40
ciyvi77
კარგი იქნება თუ მიხვალთ ექიმთან, ვაჟა მარსაგიშვილთან სასურველია smile.gif კარგი სპეციალირტია..



Posted by: ciyvi77 26 Dec 2016, 03:08
takisha

საქართველოში არ ვცხოვრობ.

იქნებ ვინმეს ჰქონდა მსგავსი გამოცდილება ავტოავარიის შემდეგ და გამიზიაროთ? მადლობთ.

Posted by: MrFenix 28 Dec 2016, 18:36
takisha
გამარჯობათ

გუშინ მუხლი მივარტყი მაგიდას. ტკივილი მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ არა რამე აუტანელი. ფეხზე რომ დავიხდე, სადაც მივარტყი იმ ადგილად მაქვს კოპივით კაკლის ხელა ...
თითქოს გუშინ უფრო დიდი იყო ვიდრე დღეს, შეიძლება მეჩვენება

ექიმთან უნდა მივიდე, მისით დაცხრება თუ რამე ცივი საფენია საჭირო ?

Posted by: ciyvi77 1 Jan 2017, 23:22
ტრავმატოლოგი თუ შემოდის ამ გვერდზე გამომეხმაურეთ თუ შეგიძლიათ.

Posted by: takisha 4 Jan 2017, 13:20
MrFenix
გამარჯობა, ცივი საფენი კარგი იქნებოდა იმ მომენტისთვის, როცა მიარტყით, კოპივით სავარაუდოდ ჰემატომაა, რომელიც გაიწოვს, არ მგონია რამე სერიოზული ყოფილიყო.
ცოტა გვიან კი გიპასუხეთ.
ახლა როგორაა ფეხი?

Posted by: jabbawockez 8 Jan 2017, 22:41
მეც გამეცით გთხოვთ პასუხი ....... help.gif

Posted by: arut 10 Jan 2017, 10:12
takisha
სად ხარ რო მიგვატოვე smile.gif

Posted by: takisha 12 Jan 2017, 01:10
arut
QUOTE
სად ხარ რო მიგვატოვე

smile.gif
არ მიმიტოვებიხართ.


jabbawockezს გავეცი პირადში პასუხი, მაგას თუ გულისხმობ smile.gif

Posted by: arut 15 Jan 2017, 08:58
takisha
არა ისედაც smile.gif როგორ ხარ? მე ისევ ისე ხან მტკივა და ხან არა

Posted by: atila92 16 Jan 2017, 04:35
მარჯვენა მუხლუს ტკივილები მაქვს რამოდენიმე დღეა, დღეს მოიმატა მარა დღესვე ღამით უკვე დაკლება დაიწყო ტკივილმა. არაფერზე მიმირტყამს არც დავცემულვარ და ა.შ.
ხოდა ვერ გავერკვიე ტრავმატოლოგთან მივიდე თუ რევმატოოგთან?

Posted by: zvsv78 16 Jan 2017, 15:32
იპო ჯდფპო ყჯეროპ ჰეჯკრტ ჯტუყკტყკტყ

Posted by: ellesh 16 Jan 2017, 21:31
წავიქეცი და ხელი დავარტყი - მტევანი, ეხლა მკლავი მტკივა ხელის მაღლა აწევა მიჭირს. ძალაც არ მაქვს ხელში. 3 დღე გავიდა დაველოდო კიდე გამივლის თავისით თუ გადავიღო ეხო. გქონიათ ვინმეს ესე?

Posted by: *LilacWine* 16 Jan 2017, 22:53
QUOTE
იპო ჯდფპო ყჯეროპ ჰეჯკრტ ჯტუყკტყკტყ

კომპიუტერული ტომოგრაფია..... თავის chups.gif punch.gif

Posted by: takisha 19 Jan 2017, 16:15
arut
QUOTE
არა ისედაც  როგორ ხარ? მე ისევ ისე ხან მტკივა და ხან არა

კარგად ვარ, იქნებ მიხვიდე ბოლო-ბოლო ექოზე? რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ესე? smile.gif))

atila92
ჯერ ჯობია ექოსკოპია გაიკეთოთ, და ის გადაგამისამართებთ რომელი უფრო გჭირდებათ, სასურველია ნინო დუმბაძესთან თუ მიხვალთ, ის არის ამ საქმეში პროფესიონალი.

ellesh
არ დაელოდოთ და თქვენც პირველ რიგში ექოსკოპია გაიკეთეთ ნინოსთან. რაც მალე მიხვალთ უკეთესია.




QUOTE
იპო ჯდფპო ყჯეროპ ჰეჯკრტ ჯტუყკტყკტყ

კომპიუტერული ტომოგრაფია..... თავის   

lol.gif lol.gif lol.gif



Posted by: arut 20 Jan 2017, 08:55
takisha
სად წავიდე ვის მირჩევ?,,,დროში ვარ შეზღუდული და წინასწარ ჩაწერითაა თუ ...?ან რა დრო და თანხა უნდა ხომ არიცი?

Posted by: ciyvi77 21 Jan 2017, 22:54
დიაგნოზი ავტოავარიის შედეგად მიღებულიბტრავმის გამო :acetabular labral tear.არის რაიმე საშველი?

Posted by: takisha 21 Jan 2017, 23:16
arut
ნინო დუმბაძესთან მიდი მედიქლაბჯორჯიაში. ჩაწერა წინასწარ რამდენიმე კვირით ადრეა, მარა დილის 9დან თუ მიხვალ, ცოცხალი რიგით მიგიღებს., თუ დაელოდები. თანხა თუ არ ვცდები 65 ლარია.



ciyvi77
ტრავმატოლოგი გჭირდებთ, რომელიც მენჯ-ბარძაყზე მუშაობს, ხომ მენჯ-ბარძაყზეა საუბარი? კონსულტაცია უნდა გაიაროთ და მდგომარეობას ექიმი შეაფასებს.

Posted by: ciyvi77 22 Jan 2017, 21:48
სწორედ მენჯ-ბარძაყის სახსრის სპეციალისტმა დასვა ეგ დიაგნოზი

Posted by: takisha 22 Jan 2017, 22:06
ciyvi77
და არ გითხრათ ეშველება თუ არა? სხვა ექიმთანაც გაიარეთ კონსულტაცია. მაგალითად ვაჟა მარსაგიშვილთან, პიონერია ამ საკითხში, ის გეტყვით რეალურად, რა და როგორაა.

Posted by: guruli99 23 Jan 2017, 02:51
გამარჯობათ,ვარ 18 წლის ბიჭი,გულმკერდის არეში მაქვს რაღაცნაირი დეფორმაცია,წინ მაქვს გამოწეული და ძვლებიც რაღაცნაირად დეფორმირებულივითაა,ასევე მაქვს ძალიან სუსტი ძვლები ძალიან,ჩემს ასაკთან შედარებით.რისი ბრალია და ვის მივმართო ეგებ მითხრათ ვინმემ

Posted by: guruli99 23 Jan 2017, 02:55
გამარჯობათ,ვარ 18 წლის ბიჭი,გულმკერდის არეში მაქვს რაღაცნაირი დეფორმაცია,წინ მაქვს გამოწეული და ძვლებიც რაღაცნაირად დეფორმირებულივითაა,ასევე მაქვს ძალიან სუსტი ძვლები ძალიან,ჩემს ასაკთან შედარებით.რისი ბრალია და ვის მივმართო ეგებ მითხრათ ვინმემ

Posted by: ciyvi77 23 Jan 2017, 03:31
დამატებითი გამოკვლევაა საჭირო. ოპერაციის პროგნოზი არც თუ ისეთი სახარბიელოა, და ოპერაციის გარეშე თუა საშველი. საქართველოში არ ვარ ამიტომ თქვენს მიერ მითითებულ პირთან ვერ მოვხვდები :-(

Posted by: takisha 24 Jan 2017, 00:31
ciyvi77
ნამდვილად არ ვარ იმ დონეზე კომპეტენტური, რომ მაგ კითხვაზე გაგცეთ პასუხი, სამწუხაროდ sad.gif იქნებ დიაგნოზები გამოაგზავნოთ და ვინმემ მიიტანოს ექიმთან ყველა საბუთი თუ გამოკვლევა?


Posted by: archi88 31 Jan 2017, 18:36
guruli99

ორთოპედს მიაკითხე კონაულტაციისათვის, გაგსინჯავს და ნახავს რასთან არის დაკავშირებული შენი მდგომარეობა.

Posted by: PagsOn 2 Feb 2017, 21:37
გამარჯობათ ვარ 65 წლის მქონდა მარცხენა მუხლის სახსრის პრობლემა და მქონდა ბეიკერის კისტა გავიკეტე ოპერაცია სეფსისის ცენტრში ირაკლი გოცაძესთან და მაინც დარჩა პრობლემა რის შედეგადაც სამი წელი არის რაც მუხლის სახსარი მაქვს გადაკეტილი ოპერაცია გამიკეთა ლევან თავბერიძემ

ეხლა პრობლემა არამაქვს მაგრამ მინდა ხელოვნური სახსარი ჩავისვა ოპერაციის შემდეგ 3 წელი გავიდა და მაინტერესებს თუ შეიძლება სახრის ჩაკეთვის შემდეგ რომ ხელოვნური სახსარი ჩავისვა?

Posted by: takisha 3 Feb 2017, 19:16
PagsOn
გამარჯობა.

პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ბეიკერის ცისტა არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, თუ მაინცდამაინც არ უშლის სახსრის ელემენტებს, რაც ძალიან იშვიათად ხდება. თუ ცისტის გამო გაიკეთეთ ოპერაცია, არც კი ვიცი რა ვთქვა. ვინ დაგინიშნათ ოპერაცია ისიც საინტერესოა.

სახსრის შეცვლასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ბადურ ზიმლიცკისთან მედი ქლაბ ჯორჯიაში, ის აკეთებს მსგავს ოპერაციებს და თვითონ უკეთესად გეტყვით რა და როგორ ჯობია.




Posted by: lexanna 13 Feb 2017, 19:20
guruli99
კი მაგრამ მშობელმა რატომ არ მიგიყვანა ექიმტან აქამდე, მაგას მასაჯები შველის, ბავშვობაში რომ ყურადღება მიექციატ არარ გქნნებოდა, ბევრს აქვს ეგ. ეგებ არც ეხლაა გვიან, მიდი კარგთან, გაიკითხე

Posted by: XDLabadze 13 Feb 2017, 20:15
QUOTE (guruli99 @ 23 Jan 2017, 02:55 )
გამარჯობათ,ვარ 18 წლის ბიჭი,გულმკერდის არეში მაქვს რაღაცნაირი დეფორმაცია,წინ მაქვს გამოწეული და ძვლებიც რაღაცნაირად დეფორმირებულივითაა,ასევე მაქვს ძალიან სუსტი ძვლები ძალიან,ჩემს ასაკთან შედარებით.რისი ბრალია და ვის მივმართო ეგებ მითხრათ ვინმემ

ივარჯიშე, ძვალსაც გაასწორებს და კუნთსაც გაზრდის, პახოდუ მოიხოდები და ეგეთი რამები აღარც შეგაწუხებს ))

user posted image

old.gif

old.gif

old.gif

Posted by: guruli99 14 Feb 2017, 01:13
ჰოო მივიდე უნდა ვინმე კარგ ექიმთან..რაავი აქამდე არც მივსულვარ და კაროჩერაა..რა ვივარჯიშო რანაირად აბაა?არამგონია მაგან მიშველოს

Posted by: CONSIGLIORI 15 Feb 2017, 11:59
-გამარჯობათ. რამოდენიმე თვეა ფეხით გადაადგილებისას მაწუხებს ქუსლზე წარმოშობილი ე.წ. "დეზი". მივმართე ექიმს და გადავიღე სურათი მტკივან ქუსლზე. ექიმის რჩევით ბალნეოლოგიურ კლინიკაში ჩავიტარე ერთი მთლიანი კურსი (10 ვიზიტი). კურსის განმავლობაში მიკეთებდნენ პარაფინის საფენებსა და ფიზიო პროცედურებს მტკივან ქუსლზე. სამწუხაროდ ყველაფერმა ამან შედეგი ვერ მოგვცა, გადაადგილებისას (ფეხის დადგმისას) კვლავ მაწუხებს ტკივილები. გთხოვთ, გვიპასუხოთ ვის უნდა მივმართოთ და რა სახის მკურნალობა უნდა ჩავიტაროთ ზემოთ აღწერილი პრობლემების მოსაგვარებლად.

Posted by: LIVE-76 16 Feb 2017, 15:47
guruli99
QUOTE
გამარჯობათ,ვარ 18 წლის ბიჭი,გულმკერდის არეში მაქვს რაღაცნაირი დეფორმაცია,წინ მაქვს გამოწეული და ძვლებიც რაღაცნაირად დეფორმირებულივითაა,ასევე მაქვს ძალიან სუსტი ძვლები ძალიან,ჩემს ასაკთან შედარებით.რისი ბრალია და ვის მივმართო ეგებ მითხრათ ვინმემ


გული მოასმენინე და გაასინჯე საფუძვლიანად კარდიოლოგს...

Posted by: Etrange 24 Feb 2017, 12:16
უკვე 1 თვეა მაწუხებს მყესის არე, სრიალის დროს წავიქეცი და მას მერე მაქვს ტკივილი მუხლის არეში
დიაგნოზი სინოვიტი
მკურნალობას დიდი შედეგი ვერ მოაქვს, გადაადგილების დროს ფეხს ვერ ვშლი და ვერ ვხრი,ვიკეთებ ფიზიოთერაპიას.
ეხო აჩვენებს სითხის მატებას მუხლის არეალში და ანთებით პროცესს.
სხვა რა პრობლემა შეიძლება იყოს, გარდა სინოვიტისა??

Posted by: system1ka 27 Feb 2017, 12:48
გამარჯობათ მეგობრებო... 4-5 თვეა ერთი მუხლი დატვირთვის (დიდხანს სიარული, თხილამურებით სრიალი ან ველოსიპედით სიარული) მერე ღამე და მეორე მესამე დღეს მტკივდება საშინლად მხოლოდ ერთი მუხლი sad.gif საკმარისია რამდენიმე წუთი უძრავად გავაჩერო და ამოძრავება საშინლად მიჭირს. მუხლის ეხოსკოპია გადავიღე თოდუას კლინიკაში და არაფერი არ ჩანს საერთოდო. რა ვქნა ეხლა ვის მივმართო, ტრამვატოლოგს თუ რევმატოლოგს ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას თუ მირჩევთ... სადმე ხომ უნდა გამოჩდეს რა არის და რატო მტკივა sad.gif

Posted by: Wanderer 28 Feb 2017, 14:03
გამარჯობა. შეკითხვა მაქვს ტრავმატოლოგთან. თხილამურით სრიალის დროს დამეჯახა მეგობარი მხარზე. იმის მერე ხელს როცა მაღლა ვწევ გარკვეულ პოზიციებში მხრის სახსარში ვგრძნობ ტკივილს. ბოლო დღეებში სახსარი მტკივა ღამითაც. მძიმეების აწევაც მტკივნეულია. ჩვეულებრივ მდგომარეობაში დღისით არ მტკივა და სხვა მხრივ ვიყენებ ჩვეულებრივად. რა იქნება დაზიანებული და როგორ შეიძლება ვუმკურნალო მარტივად? მაზი, წამალი და ა.შ.

Posted by: Etrange 28 Feb 2017, 20:54
system1ka
ეხოსკოპიისთვის მე გირჩევთ კლინიკა: მედიქლაბჯორჯია
მისამართი: თბილისი, ტაშკენტის ქ.22ა
ტელ: (995 32) 225 19 91; 599 58 19 91
მიდით დილის ცხრა საათიდან და ცოცხალ რიგში ჩაეწერეთ ნინო დუმბაძესთან.


Posted by: nocs_13 1 Mar 2017, 11:25
გამარჯობათ.

მხრისა და მუხლის არეში არსებულ ტკივილებთან(ტკივილი იგრძნობა მხოლოდ დატვირთვის დროს) ვის უნდა მივმართო?
ვინმე საიმედო პროფესიონალს თუ იცნობთ გთხოვთ საკონტაქტო ინფორმაცია მომაწოდოთ.

მადლობა წინასწარ.

Posted by: bin_jafar 1 Mar 2017, 14:28
https://forum.ge/?f=43&showtopic=34932053
გამარჯობათ ეს რას შეიძლება რომ გამოეწვია

Posted by: ciyvi77 2 Mar 2017, 08:42
ტრავმატოლოგი თუ შემოდის აქ იქნებ შემეხმიანოთ პირადში.

Posted by: 19gio71 5 Mar 2017, 21:52
ახლობელმა მოიტეხა წვივის ძვალი გაუკეთდა ოპერაცია და ლითონის ფირფიტებით დაუმაგრეს, ყველაფერი მშვენივრად წავიდა ეხლა უნდა ამ ფირფიტების ამოღება და თუ ვინმეს გქონიათ შეხება სავარაუდოდ რა ჯდება ეს ოპერაცია ხომ ვერ მეტყვით? მადლობა წინასწარ

Posted by: cickna 25 Mar 2017, 13:29
takisha
დასკვნა;სპონდილოზი ლ1 ლ4 ლ5 მალების ჰემანგიომები ლ3 ლ4 მალტაჰუა დისკის მარცხენა ფორამენალური პროტრუზია ლ4ლ5 ს1 დისკების მცირე ზომის ცირკულარული პროტრუზია

არის თუარა ამ დიაგნოზის მქონე ადამიანი ტრავმატოლოგის პაციენტი. თუარა და ვისი პროფილია რომელ ექიმს მივმართოთ. ან საერთოდ რაგვეშველება . ზოგი ამბობს თიაქარიაო ზოგი ნერვის ანთებააო

Posted by: ქეთუზა 26 Mar 2017, 20:08
ხალხო გთხოვთ მირჩიოთ ტრავმატოლოგი პირადში,ჩემს ბებიას მოტყდა ხელი და ერთი თვეა გასული,ისე სტკივა რომ ვერ უძლებს..კარგი ვინმე მირჩიეთ რა თუ იცნობთ

Posted by: takisha 29 Mar 2017, 00:22
CONSIGLIORI
გვიან კი გპასუხობთ, მაგრამ მაინც, იქნებ ჯერ კიდევ ეძებთ სპეციალისტს.

მედიქლაბჯორჯიაში მუშაობს მარიკა ნიშნიანიძე, ტრავმატლოგი, რომელიც ტერფებზე და მტევნებზე მუშაობს, მას მიაკითხეთ.


Etrange
ახლა როგორაა ფეხი? თუ კარგ ექოსკოპისთთან გადაიღეთ ექო, მაშინ გამოჩნდებოდა რამე დაზიანება თუ არის მყესების და იოგების, ტრავმატოლოგს მიაკითხეთ, გირჩევთ ვაჟა გაფრინდაშვილს და ლევან ნაჭყებიას.


Wanderer
თქვენც იგივე ტრავმატოლოგებს გირჩევთ. პირველ რიგში ექოს დაგინიშნავენ, რომელიც დაადგენს სახსარში რბილი ქსოვილების დაზიანება ხომ არ არის ტკივილის მიზეზი, და შესაბამის მკურნალობას დანიშNავენ. ასე თვითმკურნალობა შედეგიანი არასდროს არ არის.

Etrangelove.gif

ქეთუზა nocs_13
კლინიკა მედიქლაბჯორჯია, ტრავმატოლოგები ვაჟა გაფრინდაშვილი და ლევან ნაჭყებია.

cickna
ვერაფრით დაგეხმარებით sad.gif არ მაქვს ინფორმაცია.
კარგ ზოგად თერაპევტს მიმართოთ იქნებ და ის გადაგამისამართებთ სწორ ექიმთან.

Posted by: 30fyllos 31 Mar 2017, 17:58
გამარჯობა ფეხი გადავიბრუნე და რო გადამიღეს მოტტეხიკიაო წვივთან რენტგენელოგმა გადარჩენილი ხარ არ ხარ საოპერაციოო მარა თაბაშირზე აქ ვერაო წავედი სხვა კლინიკაში იქ იმ სურაით საოპერაციო ხარო მარა სხვაც გადავიღოთო გადამიღეს და ძვალი ერტმანეთში ზის მოტეხილია მარა არ იქნეა სავარაუდოდ საოპერაციოი ერთ კვირაში მოდი კიდეო და მეშინია ოპერაციის და უეჭველი საოპერაციო რო ვიყო ხო გამიკეთებდნენ? თუ კიდეა საშიშრობა რო გააკეთონ?ტკივილით არ მტკივა.
P.S დასკვნში წერია რენტგენის მარცხენა მცირე წვივისდიაფაზის დისტალური მესამედის მოტეხილობა ფრაგმენტების უმნიშვნელო კუთხური ცდომით საგტალურ სიბრტყეში

Posted by: zipo-zipo 31 Mar 2017, 18:12


იშიაზი მაქვს, საჯდომთამ მტკივა ნერვი დაჭიმვისას უკვე დაახლოებით ერთი წელია.

როგორ შეიძლება ვუმკურნალო?



Posted by: takisha 3 Apr 2017, 02:38
30fyllos
კარგ ტრავმატოლოგთან მიდი, მედიქლაბჯორჯიაში, ისინი გეტყვიან ზუსტად საოპერაციოა თუ არა.

Posted by: ფრედი 3 Apr 2017, 14:39
გამარჯობათ

გუშინ ველოსიპედიდან გადმოვვარდი, დავარტყი ხელის მტევნები
ფიზიკურად არაფერი მეტყობა, მაგრამ ძალიან მტკივა იდაყვები, კარგად ვერ ვშლი და ვერ ვხრი, მეორე დღეა უკვე
არადა იდაყვი საერთოდ არ დამირტყამს

არ ვარ ახლა საქართველოში და ვერ ვახერხებ აქაურ საავადმყოფოში მისვლას , არც დაზღვევა მაქვს

იბუპროფენს ვსვამ და ცოტას მიყუჩებს ტკივილს

შეიძლება რამე სერიოზული იყოს? მოტეხილობა, ან ამოვარდა? sad.gif

Posted by: takisha 3 Apr 2017, 23:55
ფრედი
დაელოდეთ კიდევ რამდენიმე დღე, თუ არ გაიარა, მაშინ შეიძლება დავფიქრდეთ მდგომარეობის სერიოზულობაზე.
რაც შეეხება იდაყვების ტკივილს, სავარაუდოდ სუსტი სახსრები გაქვთ და უბრალოდ დაცემისას სახსარი ძალიან დაიტვითა, რამაც წესით უნდა გაიაროს რამდენიმე დღეში.

ამოვარდნას და მოტეხილობას რაც შეეხება, არ მგონია, თუმცა არავინ იცის.
დაველოდოთ.

დაწერეთ რამდენიმე დღეში რა მდგომარეობა იქნება.

Posted by: ფრედი 5 Apr 2017, 13:27
takisha
მესამე დღეა დღეს. ჩვეულებრივად ვამოძრავებ ხელებს, ტკივილებიც აღარ მაქვს. ერთია, ბოლომდე მაინც ვერ ვშლი და ცოტა ძალას რომ ვატან მაშინ მტკივა იდაყვები.
შედარება არაა წინა დღეებთან, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერაა ნორმაში
დაველოდები კიდე 1-2 დღეს და შევხედავ

მადლობა პასუხისთვის

Posted by: takisha 6 Apr 2017, 00:19
ფრედი
ანთება იყო როგორც ჩანს, გადატვირთვის ფონზე. მიხარია რომ უკეთესად ხართ smile.gif
ტრაუმელი არის ასეთი ჰომეოპათიური მალამო, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელია, დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ წაისვათ, შეამსუბუქებს იმ ტკივილს მაინც, რაც დაგრჩათ, და ალაგებასაც მიეხმარება smile.gif


Posted by: si maare 21 Apr 2017, 02:31
მოკეთ თუ ვინმე ხართ გამოცდილი ან ჩემ მდგომღეობაში ყოფილხართ შემომეხმიანეთ. სრიალის დროს( მეცვა საკმაოდ დიდი ხნის ნახმარი ბათინკი მხოლოდ ოდნავ ხისტი) დავიზიანე კოჭის მიდამო. როგორც გადაბრუნება ზუსტა დ მსგავსი სიმპტომებით .... მაღალი სიჩქარე მძიმე წონა და ნუ ძალიან ვიტკინე მოკლეთ. იმავე ფეხზე მეორე შემთხვევაა. (პირველი იმენა გადაბრუნება იყო) რომ მოვიხსენი სნოუბორდის დაფა სადგურამდე მეთქი ფეხით ავალ დასაკმაოდ ციცაბო აღმართზე სადღაც 50 მეტრი ავედი ( ნეტავ არ ავსულვიყავი) ნაკლებად ვგრძნობდი ტკივილს იმ მომენტში და "ვიტიპე".... თავიდან მაგრამ ნუ მერე უფრო და უფრო გაძლიერდა. მოკლეთ თვეა გასული ამ შემთხვევიდან უკვე და ფეხს ჯერ მიდევ ვერ ვადგამ. რენდგენი ორჯერ გადამიღეს მოტეხილობა გამლრიცხეს. ექოზე იოგოვანი ღრძობა, იოგების დაჭიმულობა და ა.შ. დამიდგინეს. უკეთესობას რათქმაუნდა ვგრძნობ ჩაქცევებიც აღარ მაქვს. ფეხი ოდნავ შეზიებულია კოჭის ორივე მხარეს. ვერტიკალურ მდგომარეობაში ფეხი შეწითლება შესიებას იწყებს. ჰორიცონტალურად მიცხრება მომენტალურად.
ვხმარობდი ტრაუმელს პირველი ორი კვირა და ჩაქცევებს მართლა კარგად მიხედა. ახლა ვხმღობ ალგესტინის მალამოს.
ვიყავი გია ჭელიძესთან კურაციოში. დრო ჭირდება მოშუშებასო...
ვინმე რამე სხვა საშუალებას ან მალამოს მირჩევთ რომ დროულად გავიარო?

Posted by: takisha 23 Apr 2017, 04:20
si maare
სხვა ტრავმატოლოგთანაც გაიარე კონსულტაცია, წაიღე შენი გამოკვლევებიც.

მედიქლაბჯორჯიაში არიან კარგი ტრავმატოლოგები, მე თვითონ მათი პაციენტი ვიყავი და კმაყოფილი ვარ smile.gif

წარმატებები

Posted by: Trump 25 Apr 2017, 11:02
თითში მომხვდა ბურთ , სავარაუდოდ დაჭიმული მექნება . რა შეიძლება გამოვიყენო მალამო?

Posted by: Perseus12 26 Apr 2017, 19:17
მყესის დაჭიმულობაზე ლაქტაციის პერიოდში რომელი მალამო შიეძლება გამოვიყენო?

Posted by: takisha 28 Apr 2017, 00:30
Perseus12
ტრაუმელის მალამო, ჰომეოპათიურია

Posted by: agatha13 3 May 2017, 03:19
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ თუ ვინმე კომპეტენტური წაიკითხავთ ეხლა ამას

27წლის ვარ ,4წლის წინ გავაჩინე ბავშვი და სადღაც წელიწადნახევარში ხელში მეჭირა და ამტკივდა მენჯ-ბარძაყი. ხჩვეტისმაგვარი უსაშინლესი შეგრძნება იყო. მერე გადავიღე რენტგენი და მითხრეს გაქვსო კოქსართროზიო დისპლაზიურიო და 40 წლამდეო უოპერაციოდ გაქაჩავო.. დანიშნულება იყო:ცხენზე ჯირითი,ველოსიპედი,ჯანსაღიი კვება ..

ეხლა ვარ გერმანიაში ,ვწავლობ თან ვმუშაობ,მოკლედ გიჟი გრაფიკი მაქვს .მთელი დღე მოძრაობაში,მოკლედ ფიზიკური დატვირთვა როგორცარასდროს და დამეწყო ტკივილები იმ ფეხის. როცა ძალიან ვიღლები იმ დღეს მტკივა ,ყრუდ და უკვე მოსვენებულ მდგომარეობაშიც .. რაღაც მომენტში აი ძაან გადაღლილი რომ დავჯდები და მერე ვდგები მაგ დროს უფრო ძალიან..

ხოდა ეხლა ვკითხულობ გიჟივით რეფერატებს და ყველგან წერია ოპერაცია ,ოპერაცია.მე3 სტადიას ემთხვევა ჩემი კლინიკური სურათი.
აქ სანამ ტერმინებს დავნიშნავ და ექიმთან მივაღწევ ლამის მოვკვდე..

ვინმე მადლიანმა მითხარით ,რომ გერმანიაში ოპერაციის გარეშე გამოვძვრები .. რეალურად არსებობს შანსი დაემორჩილოს კონსერვატიულ მკურნალობას?

Posted by: Sixarulovichi 7 May 2017, 00:14
გამარჯობა, არ ვიცი სად დავწერო, მაგრამ იქნებ ვინმე დამეხმაროთ.
მოკლედ, დაახლოებით ერთი კვირის წინ სპორტდარბაზში სიმძიმეებით ვარჯიშისას უცებ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს უკანა ნაწილში ძლიერი წერტილოვანი ტკივილი ვიგრძენი, რის შემდეგაც ტკივილი თანდათან მთლიანად კეფის არეში გავრცელდა და მთელი დღე მტკიოდა. იმის მერე რამდენჯერაც მძიმეებით ვცადე ვარჯიში განმეორდა. რას მირჩევთ? რა შეიძლება იყოს? რამე სერიოზული ხომ არ იქნება?

Posted by: Buch100 8 May 2017, 18:09
მოგესალმებით!
იქნებ ვინმემ მირჩიოს ან მომწეროს პირადში, კერძოდ მაწუხებს ფეხი დაახლოებით 2-3 თვეა, ბოლო 2 კვირა უკვე საკმაოდ საგრძნობლად მოემატა ამ ტკივილებს, ტკივილები მაქვს მენჯსა და ბარძაყს შორის, სიარულით დავდივარ ჩვეულებრივად და საერთოდ არც მაწუხებს, კიბეზე ასვლა ჩასვლაზეც საერთოდ არ მქონდა ტკივილები, ეხლა ეს 2 კვირაა კიბეზე ასვლა ჩასვლაზეც უკვე მაწუხებს, თუ შეიძლება ვინმემ მირჩიოს რა პრობლემა სეიძლება იყოს ან თუა საოპერაციო სწორი მიმართულება მომცეთ. საქართველოში არ ვიმყოფები ამჟამად და ამიტომ ვუერთდები ფორუმს. გმადლობთ ყურადღებისთვის

Posted by: FranziskanerWeissbier 11 May 2017, 11:06
user posted image
ბოლო ერთი კვირაა რაღაც დისკომფორტი მაქვს; ბევრჯერ ტურნიკზე აწევის დროს დამეჭიმა, გირებზე ვარჯიშით თუ კრივის დროს არ მახსოვს. წლებია ვვარჯიშობ, კი შევუწუხებივარ აქამდეც როცა ძალიან დამეძაბებოდა ინტენსიური ვარჯიშისგან, მაგრამ ახლა გამიხანგრძლივდა უფრო, ერთ კვირაზე მეტია. რისი ბრალი შეიძლება იყოს, ან როგორ ვიმკურნალო და მივმართო თუ არა ექიმს?
-------------------------------------------------------------------------

Posted by: AsToN 12 May 2017, 21:08
ბოტასმა სირბილისას მატკინა მყესი. გამობერილი მაქვს ძვალი ოდნავ ანუ დეფორმაციაც მომცა და ხელს რო ვაჭერ მაგ ადგილას ტკივილს ვგრძნობ. იქნებ ვინმემ მირჩიოთ რამე...

Posted by: REGENERATION 28 May 2017, 11:50
ვეძებ მიკროქირურგს


ხელის გულზე ჭრილობისგან დაზიანებულ მყესზე დამჭირდება სავარაუდოდ ოპერაცია


ვინმეს შეხება თუ გქონიათ ამდაგვარ კარგ ექიმთან და შემატყობიებთ კაი იქნება wink.gif

Posted by: shushana 28 May 2017, 21:10
მოგესალმებით, მაინტერესებს ბოქვენის ძლის მოტეხილობის დროს შეიძლება თუ არა ფიქსატორის ან რაიმე ტიპის კორსეტის გამოყენება?

Posted by: White_Shark 31 May 2017, 23:01
ეგრედწოდებული "კოჭის ხშირი " გადაბრუნება რამის ნიშანია ?
მეშინია რამე ხო არ "მოსლაბდა " ან " მოეშვა " სახსარში sad.gif

Posted by: zura199514 1 Jun 2017, 02:04
გამარჯობა დაახლოებით 15 დღის წინ მოვიტეხე http://i031.radikal.ru/1109/41/a4ce9af4bc93.jpg ამ სურათზე metatarsals რომ აწერია ეგ შუა სამი ძვალი არცერთი აცელილი არ იყო ესე მითხრა ექიმა ადვილი მოტეხილობააო მოტეხვის მერე ვიარე კიდეც რამდენიმე საათი ატანელი ტკივილის მიუხედავად ეხა 15 დღეა რაც თაბაშირში მაქვს თიტებსაც ვამოძრავებ ჩვეულებრივად და თაბაშირიან ფეხსაც რომ ვდგამ არ მაწუხებს საერთოდ დღეს მოვიხსენი და გავიარე კი ამტკივდა მარა დგომა არ მიჭირს არც სიარული უბრალდ დაშინებულივარ პატარა ტკივილი მაწუხეს დადგმისას ფეხის და მაინტერესენს ეს თააშირი რომ მოვიხსნა და და ხელჯოხის დახმარებიტ ვიარო რამე სერიოზული გართულება შეილება მოყვეს ისე ძალიან მალე ვიშუშებ ჭრილობებს ხოლმე ხელის გამშელი ყესი მქოდა გადაჭრილი ბოლოდე და 3 კვირაში ჩველებრივ ვამპძრავედი იქნებ რამე მირჩიოთ როგორ მოვიძრო ეს თაბაშრი ხო დასიებულიმაკ მარა ძალიან არა მძიმე საგანის დაცემის გამო მოვიტეხე
* * *
ცოტა გაუგებრად მაკ დაწერილი ტელეფონით ვწერ

Posted by: kadareli 6 Jun 2017, 11:34
გამარჯობა. მამაჩემს 1 თვე დასივებული და გაწითლებული აქვს ერთი ფეხის ცერა თითი. მივიდა რაიონში ქირურგთან და მან უთხრა ძვლის სეკვესტრი გაქვსო. სავარაუდოდ ფრჩხილი მოიჭერი ცუდად და იქიდან წავიდა ინფექციაო. 12 ნემსი გაიკეთა ანტიბიოტიკი, თუმცა ისევ დასივებული და გაწითლებული აქვს. თბილისში უნდა ჩამოვიყვანო გამოკვლევებზე და ხომ ვერ მირჩევთ რომელ ექიმთან უნდა მივიყვანო ტრავმატოლოგთან თუ ქირურგთან? და ხომ ვერ მომწერთ შესაბამისი პროფილის ექიმის სახელს და გვარს, რომ მივიდეთ მირებაზე.

წინასწარ მადლობა.

Posted by: tozi777 15 Jun 2017, 12:59
მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებას ვინ აკეთებს ყველაზე კარგად? ასაკოვანი ქალი (70 წლამდე) უარეს დღეში რომ არ ჩავარდეს და სიარული შეძლოს.

Posted by: koch404 16 Jun 2017, 15:40
რისი წამალია acupan შეგილიათ მითხრათ? ან სად ვიკითხო და სად ვეძებო, მაინტერესებს მახასიათებლები, ფილტრაციის მერე გამოუწერეს და მინდა ვიცოდე რისია და რა უკუჩვენებები აქვს

Posted by: takisha 17 Jun 2017, 01:48
kadareli
კლინიკა პოდაგრას გავს, გამწვავების პერიოდს, ჯობია რევმატოლოგთან მიხვიდეთ, მაკა იოსელიანთან, იაშვილის კლინიკაში მუშაობს, მაგრამ მხოლოდ ბავშვებს არ იღებს, უფროსებზეც მუშაობს.
თუ გინდათ მაინც დასაზუსტებლად თითის ექო გაუკეთეთ ნინო დუმბაძესთან, ის დასვამს დიაგნოზს და სამკურნალოდ გაგიშვებთ შემდეგ შესაბამის სპეციალისტთან. არანაირ ქირურგთან არ მიიყვანოთ ჯერ.


FranziskanerWeissbier
გადატვირთვის შედეგად შესაძლოა ანთება იყოს სახსარში, ტრაუმელის მალამო ისვით 1 კვირა დღეში რამდენჯერმე, თუ არ გაიარა, ექოსკოპია გადაიღეთ იდაყვის სახსრის.

zura199514
ვერ მივხვდი, მოიხსენით უკვე თაბაშირი, თუ ისევ გიკეთიათ? შეგიძლიათ თაბაშირი ფიქსატორით შეცვალოთ, უფრო კომფორტულია, და თავიდან ხელჯოხით სცადეთ, დიახ, მაგრამ დიდხანს ნუ გამოიყენებთ, შეჩვევა იცის smile.gif


Ramshackle95
შესაძლებელია იოგები იყოს დაზიანებული, რომელიც კოჭის სახსრის სიმყარეს უზრუნველჰყოფს, ექო გადაიღეთ, რა მდგომარეობაშია სახსარი იმის დასაზუსტებლად.

* * *
koch404
ძალიან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, რომელსაც უნიშნავენ ისეთი ტკივილების დროს, როგორიცაა სახსრების და კუნთების ძალიან ძლიერი ტკივილები , რომელსაც მაგალითად პარაცეტამოლი და იბუპროფენი ვერ აყუჩებს.
რაც შეეხება უკუჩვენებებს, საკმაოდ ბევრი აქვს, სისუსტე, თვალებიდან ბუნდოვნად დანახვა, პირის სიმშრალე, დაბალი არტერიული წნევა, ინსომნია, ოფლიანობა და კიდევ ბევრი სხვა.
თუმცა, თითქმის ყველა წამალს არანაკლები უკუჩვენებების და გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი აქვს ანოტაციაში, და მთლად ნუ ჩაურღმავდებით, ექიმს თუ ენდობით, მაშინ დალიოს, ოღონდ ეს ჩემი პირადი აზრია რა თქმა უნდა.

Posted by: White_Shark 17 Jun 2017, 11:40
იოგები თუ დაზიანებელია უეჭველი ოპერაცია არის ხო საჭირო ? rolleyes.gif user.gif

Posted by: takisha 17 Jun 2017, 13:07
Ramshackle95
ყოველთვის არა, ფიზიოთერაპიას უნიშნავენ ხოლმე, მაგრამ ის არის მნიშვნელოვანი, რამდენადაა დაზიანებული. სრულ გაგლეჯას ოპერაციის გარდა არ შველის არაფერი რა თქმა უნდა, მაგრამ ტრავმატოლოგი უფრო კარგად შეაფასებს სიტუაციას და გირჩევთ, რა ჯობია, ვიდრე მე smile.gif

Posted by: White_Shark 17 Jun 2017, 13:22
არამგონია სერიოზული იყოს smile.gif) დავდივარ ჩვეულებრივად და smile.gif

Posted by: takisha 17 Jun 2017, 13:50
Ramshackle95
სერიოზული არაფერი იქნება რა თქმა უნდა smile.gif ჩემს დაქალსაც მასე ჰქონდა, მარცხენა კოჭი უბრუნდებოდა სულ და აღმოჩნდა, რომ იოგის სრული გაგლეჯა ჰქონდა, ფიზიო დაუნიშნეს და იმაზეც არ მისულა, უბრალოდ ძალიან როცა ტვირთავს აწუხებს. როგორი შეგრძნებაა ასევე კოჭი რომ არამყარია და ხშირად ბრუნდება, კი იცი smile.gif)


Posted by: White_Shark 17 Jun 2017, 14:03
როგორც ასეთი ბრტყელიტერფებით დავჯილდოვდი განგებისგან და ეგ უწყობს ხელს smile.gif
ანუ თუ ცუდ ადგილას დავადგი ფეხი მაშინ ბრუნდება ერთ გადაბრუნებაზე რო ძაან გამისივდია წავედი საავადმყოფოში ძმაკაცთან ერთად და გადმაიღეს და არაფერი არ იყო

* * *
იმის მერე ვისწავლე ჭკუა და ვცდილობ ნორმალურად დავდგა ფეხი biggrin.gif

Posted by: zura199514 17 Jun 2017, 23:24
takisha
მოვიხსენი მარა ისევ გავიკეთე დღეს გავიდა 1 თვე ზუსტად და დგეს კიდევ მოვიხსენი და რომ ვდგამ ფეხს ზედამხარეს მწვება ტკივილი და რამე სერიოზულია თუ ამდენიხნის უმოძრაობის მერე ჩვევია ? შიშით ვერ ვდგამ ფეხს

Posted by: takisha 18 Jun 2017, 00:25
zura199514
https://www.facebook.com/sportsmedandbiology/ აქ მიდი და რეაბილიტოლოგ თემოსთან გაიარე კონსულტაცია, ტრავმატოლოგებიც ყავთ და დაგაკვალიანებენ. შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მე თვითონაც მანდ გავიარე რეაბილიტაცია 1 წლის წინ და პროფესიონალები არიან. ასე დისტანციურად ვერაფერს გეტყვი მე, თან არც ტრავმატოლოგი ვარ, ჩემთან რომ გაიარო კონსულტაცია, უბრალოდ თუ შემიძლია ვაკვალიანებ ადამიანებს შეძლებისდაგვარად smile.gif


Ramshackle95
მხოლოდ ბრტყელტერფიანობის ბრალი არ იქნება ეგ smile.gif ჯობია მაინც გადაიღო ექოსკოპია სხვა სპეციალისტთან. ნინო დუმბაძეა მაგმხრივ საუკეთესო, თუ მასთან არ ყოფილხარ, მაშინ გირჩევ მიხვიდე, მედიქლაბჯორჯიაში მუშაობს. თუ მოცდა გირჩევნია, დაიცადე და თუ კიდევ დაგემართა, მაშინ მიდი.

Posted by: zura199514 18 Jun 2017, 00:39
takisha
მადლობა უბრალოდ მაინტერესებდა ასეთ შემთხვევაში თავიდან ტკივილი აწუხებთ თუ არა თან შესიებულიც მაქვს.

Posted by: takisha 18 Jun 2017, 00:52
zura199514
1 თვე ის დროა, როცა წესით მასე არ უნდა გაწუხებდეს, მითუმეტეს შესიებულია, მინიმუმ უნდა დათვალიერდეს რა მდგომარეობაა ფეხში, ექოსკოპიურად. ჩთუ მასე გაგრძელდა და არ ჩაგიცხრა, ექო მაინც გაიკეთე, სხვა თუ არაფერი.

წარმატებები smile.gif

Posted by: zura199514 18 Jun 2017, 01:06
takisha
მადლობა ორშაბათს აუცილებლად მივალ ექიმთან და ვანახებ.

Posted by: White_Shark 18 Jun 2017, 01:22
დაველოდები ჯობია smile.gif ცუდად დადებისას მიბრუნდება ყოველთვის

Posted by: White_Shark 20 Jun 2017, 14:59
უუუფ აი ამ წამს გადაბრუნდა მარცხენა კოჭი biggrin.gif
ცრემლები მომდის
ხომ ვამბობდი მარტო ერთ კოჭში არ არის საქმეთქო , ორივეზე მემართება
ბრტყელტერფიანობა თავისას შვება

Posted by: takisha 21 Jun 2017, 01:01
Ramshackle95
drug.gif

Posted by: White_Shark 21 Jun 2017, 01:06
QUOTE (takisha @ 21 Jun 2017, 01:01 )
Ramshackle95
drug.gif

lol.gif lol.gif lol.gif
გეუბნები მართლა ბრტყელტერფიანი ვართქო და
თან მეოთხე სტადიის

Posted by: takisha 21 Jun 2017, 01:31
Ramshackle95
მიდი მაშინ და სუპინატორები დაამზადებინე, ანაბეჭდი თუ არ გაქვს, გაიკეთე და მერე დაამზადებინე მაგის მიხედვით yes.gif

Posted by: White_Shark 21 Jun 2017, 17:31
QUOTE (takisha @ 21 Jun 2017, 01:31 )
Ramshackle95
მიდი მაშინ და სუპინატორები დაამზადებინე, ანაბეჭდი თუ არ გაქვს, გაიკეთე და მერე დაამზადებინე მაგის მიხედვით yes.gif

მართალი ხარ cry.gif
ყოვლად დაჩაგრული ადამიანი ვარ
ნევროზი კოჭი , წნევები lol.gif
მადლობა ზუსტად ეგენი უნდა გამეკეთებინა ბავშვობიდან მარა არ წამიყვანეს რატომღაც მშობლებმა და აწი აზრი აქვს
21 წლის ასაკში ?

Posted by: takisha 22 Jun 2017, 00:22
Ramshackle95

QUOTE
აწი აზრი აქვს
21 წლის ასაკში ?



როგორ არ აქვს, სუპინატორს ჩაიდებ ბოტასში და დაისვენებ!
yes.gif


მერეც თუ გადაგიბრუნდა, მაშინ მიდი ექოზე და იოგები შეიმოწმე smile.gif

Posted by: oneinwww 26 Jun 2017, 04:39
გამარჯობათ, ტურნიკზე ვვარჯიშობ ერთი კვირაა და როგორც ჩანს მარცხენა ხელი ძაან დავტვირთე ხოდა ხელი მაჯიდან იდაყვამდე რაღაცნაირად ყრუდ მტკივა და ცოტაც მიბუჟდება, თავიდან ვიზელდი და თბილი სახვევს ვიკრავდი მაგრამ ამან უარესი მიყო მოიმატა ტკივილმაც და გავრცელების არემაც, რას მირჩევთ რა გავაკეთო

Posted by: takisha 26 Jun 2017, 13:52
oneinwww
ცივები უნდა დაგედო თავიდან, დაჭიმვისას ანთება ჩნდება, რომელსაც სითბო უფრო აღვივებს.

ახლა შეგიძლიათ რამდენიმე დღე ტრაუმელის მალამო სცადოთ, დღეში რამდენჯერმე წაისვით. თუ არ გაგიარათ, ექოსკოპიას გირჩევდით. რომ გამორიცხოთ სერიოზული დაზიანება.

Posted by: White_Shark 28 Jun 2017, 11:06
დაუშვათ კოჭში რო გაწყდეს იოგები და არ მივაქციო ყურადღება ფეხი არ ჩაიშლება ?
დროთა განმავლობაში

Posted by: takisha 29 Jun 2017, 23:50
Ramshackle95
ფეხის ჩაშლა რას ქვია არ ვიცი, მაგრამ გადაგიბრუნდება ხშირად და სხვა რამეებს დააზიანებს კოჭის სახსარში, ასე რომ გირჩევ ყურადღება მიაქციო.

Posted by: White_Shark 29 Jun 2017, 23:56
ანუ ჩაშლაში ვგულისხმობ , ხრტილების დაშლას აი ვაბშე სახსარი რო აღარ ივარგებს მაგას ვგულისხმობ

Posted by: takisha 30 Jun 2017, 00:13
Ramshackle95
კი, შესაძლებელია, მაგრამ ხანგრძლივი პროცესია საკმაოდ. პერიოდულად დაგტანჯავს და ასაკში ძალიან შეგაწუხებს. yes.gif

Posted by: GURO_STI 30 Jun 2017, 11:11
takisha
როგორც ამ თემის პიონერს და ძირითად გამომხმაურებელს მინდა ჩემი სიტუაცია გაგაცნო და რჩევა გთხოვო. ასეთი სიტუაციაა მოკლედ, შარშან მარტში გადამიბრუნდა ფეხი და მარჯვენა კოჭ-წვივის სახსარში მომტყდა დიდი წვივის ძვლის დისტალური დაბოლოება (ან თემაშიც დავწერე ადრე ამის შესახებ), ოპერაცია გავიკითე, ჭანჭიკებით დააფიქსირეს. 1.5 თვე ვიარე ყავარჯნებით, მას შემდეგ ვკოჭლობდი ძალიან მქონდა ტკივილები და შეშუპება, სახსარი ბლოკირებული იყო ძალიან უმნიშვნელოდ მოძრაობდა. მივედი ისევ ჩემ ექიმთან და ეს ჭანჭიკები გაწუხებს უნდა ამოვიღოთო და 8 თვის თავზე ამოვიღე. მას შემდეგ ისევ მაქვს ტკივილები, სახსარი ისევ არ მოძრაობს კარგად, და ცოტათი შეშუპებულიც მაქვს. ამოღების ოპერაცდან ერთ თვეში სახსარში გამიკეთა ნემსი კენალოგი, 3 ინექცია კვირაში ერთხელ, შედეგი 0. მერე ისევ მივედი არ მიშველათქო და ფონოფორეზი დამინიშნა 10 სეანსი, ეგეც დავამთავრე თვენახევრის წინ და ისევ ნული შედეგით. ორი კვირის წინ ჩემი ინიციატივით მივედი მედიქლაბში ექოსკოპიაზე და ასეთი დასკვნა დამიწერა ნინო დუმბაძემ (ფოტო). წელიწადი და 5 თვეა ვერ ვიწყებ მუშაობას იმიტომ რომ ნორმატივები მაქვს ჩასაბარებელი, მირჩიე რა ჯანდაბა ვქნა ვისთან მივიდე ვინ არის კარგი ორთოპედი, აღარ შემიძლია უკვე ლამისაა გავგიჟდე. ამხელა დრო მეკარგება, ერთ ადგილზე ვარ გაჩერებული...
user posted image

Posted by: takisha 30 Jun 2017, 14:45
GURO_STI
ამ დასკვნის დაწერის შემდეგ ნინომ რა გირჩია, სად წადიო?
მედიქლაბის ტრავმატოლოგებთან გაგივლია კონსულტაცია? გირჩევ მათთან მიხვიდე. (ნინოც მათ გირჩევდა სავარაუდოდ)
ან აქ https://www.facebook.com/sportsmedandbiology/ ეს არის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც პროფესიონალები მუშაობენ, შეგიძლია მანდ მიხვიდე და კონსულტაცია გაიარო რეაბილიტოლოგთან, თემო ქვია (მედიქლაბის ტრავმატოლოგები მანდაც ატარებენ კონსულტაციებს, თუ დაგჭირდა თემოც გეტყვის), მიიტანე შენი ისტორიაც და დაგაკვალიანებენ.
რა უბედურებაა ამდენი ხანი sad.gif წელიწადნახევარი დიდი დროა საკმაოდ.

Posted by: GURO_STI 30 Jun 2017, 21:15
takisha
მადლობა გამოხმაურებისთვის. ნინომ თემოსთან გამიშვა, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე რო მივიდე, მატერიალურად არასახარბიელო მდგომარეობაში ვარ. იქით კვირაში მივალ სავარაუდოთ. სერიოზული დეპრესია ამკიდა ამ ფეხმა უკვე, არადა ისე უაზროდ მოვიტეხე რო მახსენდება ვგიჟდები... მივალ იმ კვირაში თეემოსთან და დავწერ აქ რას მირჩევს

Posted by: takisha 1 Jul 2017, 04:25
GURO_STI
კარგი, წარმატებები და ველი შედეგებს.
smile.gif

Posted by: kate-kate77 3 Jul 2017, 19:13
დახმარება მჭირდება. მაქვს ტრამვის შედაგად გამოწვეული მუხლის ართროზი, მქონდა სინოვიტი და მუხლის ბოლომდე მოხრაც მიჭირდა. მკურნალობის შედეგად ალაგდა ტკივილიც. სინოვიტიც და მოძრაობა თითქმის არ მაქვს შეზღუდული. თუმცა რას ეს სიმპტომები ალაგდა 1 კვირა იქნება აგერ, რაც არასტაბილური გამიხდა მუხლი. მარჯვენა მეტად. მეჩვენება (თუ არ მეჩვენება არ ვიცი) , მგონია, რომ მუხლი წინ გავარდება და სწორედ მუხლის წინა ნაწილზე ელვისებური ტკივილი მაქვს რომელიც მალე გაივლის ხოლმე. დღეში დაახლოებით 3-4 ჯერ მაქვს ეს მომენტი. ამიტომ დავდივარ ნელა და შეშინებული smile.gif კომპეტენტურ და გულისხმიერ ადამიანებს მინდა გკითხოთ, რა იწვევს არასტაბილურ მუხლს გარდა ართროზისა, ეს ნამდვილად მისგანაა გამოწვეული თუ კიდე სხვა რამესთან მაქვს საქმე? რენტგენზე და ექოსკოპიაზე იოგების დაზიანება არ ჩანს. ორივე კვლევა ასე 5 თვის წინ მაქვს გადაღებული. ჩემს კითხვას რამდენიმე კომპონენტად დავყოფ: 1. ექვემდებარება თუ არა კონსერვატორიულ მკურნალობას? 2. რომელი ექიმი სჯობს ტრავმატოლოგი თუ ორთოპედი? 3. ცურვის გარდა, ფეხით 3 კმ-ის ნელ სიარულზე რა აზრის ხართ? ხომ არ დავამძიმებ ამ ამბავს?
ვისაც მსგავსი პრაქტიკა გქონიათ გთხოვთ გამოცდილება გამიზიაროთ. მადლობა წინასწარ ყველას, ყველას ....
* * *

Posted by: SHGC1 4 Jul 2017, 21:19
მუხლები მტკივა ძალიან როცა დიდიხანი მოხრილი მაქვს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: takisha 5 Jul 2017, 00:05
kate-kate77
ტკივილი სინოვიტით იყო გამოწვეული, თუ ანთება ალაგდა, ტკივილიც გაივლიდა ბუნებრივია.
ექოსკოპიაზე და რენტგენზე არ ჩანს წინა ჯვარედინი იოგი, რომელიც მუხლის სიმყარეს უზრუნველჰყოფს. გირჩევდი ტრავმატოლოგთან გაიარო კონსულტაცია, ხელით ადვილად ისინჯება წინა ჯვარედინი იოგის მდგომარეობა. (ფეხს ატრიალებენ სხვადასხვა მიმართულებით და ხვდებიან მარტივად)
პირადად მეც მქონდა იგივე პრობლემა, სამწუხაროდ ოპერაცია დამჭირდა.
გირჩევ შენი დასკვნებით მიხვიდე ლევან ნაჭყებიასთან (ტრავმატოლოგია), რომელიც მუშაობს მედიქლაბჯორჯიაში და გაიარო კონსულტაცია, გაგსინჯავს და გეტყვის რა როგორ ჯობია.
სიარულს რაც შეეხება, არაფერს დააზიანებს, თუმცა არც უშველის, თუ ნამდვილად იოგია დაზიანებული.
ცურვა კარგია იმმხრივ, რომ კუნთები მაგრდება, რაც მუხლაც შედარებით ამყარებს, თუმცა არც ეგაა მშველელი.

რაც შეეხება ართროზს, 5 და თუნდაც მეტი თვის წინ მიღებული ტრავმის შედეგად ასე მალე არ განგივითარდებოდა, თუ ადრინდელი პროცესი არაა, რადგან ხრტილის გაცვეთას წლების განმავლობაში სახსრის განმეორებითი ამოვარდნები იწვევს.

წარმატებებს გისურვებ და გამაგებინე რას გადაწყვეტ.
smile.gif






SHGC1
ექოსკოპია გაიკეთე ნინო დუმბაძესთან, შეიძლება დისპლაზია გქონდეს, ანუ შედარებით სუსტი სახსრები და ამისგან იყოს გამოწვეული, შეიძლება სულაც არ იყოს მაგის ბრალი, მაგრამ პირველადი კვლევა მაინც ექოსკოპიაა.


Posted by: White_Shark 5 Jul 2017, 00:38
ეგ ჯვარედინი იოგი მგონი მეც მაქვს დაზიანებული წლებია უკვე და მუხლი მიბრუნდებოდა თავიდან ტრავმის მერე , ეხლა კი ექიმთანც მეშინია მისვლა უეჭველი ხრტილი იქნება ჩაშლილი ამედენი წლის მერე sad.gif
რავიცი კი დავდივარ ჩვეულებრივად და

Posted by: takisha 5 Jul 2017, 00:45
Ramshackle95
ჰო, მეც 9 წლის შემდეგ გავიკეთე ოპერაცია, შესაბამისად ართროზი დაწყებულია. მაგრამ მაგ ხრტილს რაღა გაამთელებს ახლა, ასაკში შემაწუხებს ვიცი, მეც და შენც. ასე რომ ვისაც შეუძლია, დროზე უნდა გაიკეთოს.
კიდევ 1 პრობლემა, ზოგს გაგლეჯისმიუხედავად იმდენად ხშირად არ უბრუნდება, მე მასე ვიყავი და მაგიტომ გადავდე ოპერაცია ამდენი ხნით, ზოგს კი, მაგალითად kate-kate77ს აშკარად მეტად არასტაბილური აქვს, და უნდა მიხედოს, აბა როდემდე იქნება ასე.
ამის თქმა მინდოდა.

და შენც გირჩევ თუ ოპერაციის გაკეთებაა , მალე გაიკეთო, შემდეგ ხელოვნური სახსარი დაგჭირდება წლების შემდეგ. კი დადიხარ ჩვეულებრივად, მაგრამ საკმარისია? როდის ამოგივარდება მუხლი კაცმა არ იცის. drug.gif

Posted by: White_Shark 5 Jul 2017, 00:48
QUOTE (takisha @ 5 Jul 2017, 00:45 )
Ramshackle95
ჰო, მეც 9 წლის შემდეგ გავიკეთე ოპერაცია, შესაბამისად ართროზი დაწყებულია. მაგრამ მაგ ხრტილს რაღა გაამთელებს ახლა, ასაკში შემაწუხებს ვიცი, მეც და შენც. ასე რომ ვისაც შეუძლია, დროზე უნდა გაიკეთოს.
კიდევ 1 პრობლემა, ზოგს გაგლეჯისმიუხედავად იმდენად ხშირად არ უბრუნდება, მე მასე ვიყავი და მაგიტომ გადავდე ოპერაცია ამდენი ხნით, ზოგს კი, მაგალითად kate-kate77ს აშკარად მეტად არასტაბილური აქვს, და უნდა მიხედოს, აბა როდემდე იქნება ასე.
ამის თქმა მინდოდა.

და შენც გირჩევ თუ ოპერაციის გაკეთებაა , მალე გაიკეთო, შემდეგ ხელოვნური სახსარი დაგჭირდება წლების შემდეგ. კი დადიხარ ჩვეულებრივად, მაგრამ საკმარისია? როდის ამოგივარდება მუხლი კაცმა არ იცის. drug.gif

cry.gif ნერწყვი გადავყლაპე ეხლა მწარედ
და 9 წლის მერე რო გაიკეთე ოპერაცია გიშველა ? მაგარი სტრაშნი ოპერაციაა ვიდეოები მაქვს ნანახი და დიდი ხანი უნდა ფეხზე დადგომას
ესეიგი ვსო განწირული ვარ ხელოვნური სახსრისთვის ?
ვაბშე არ ვარ სპორტსმენი და ეგეთი ტრავმა რო დაგემართება facepalm.gif

Posted by: takisha 5 Jul 2017, 01:01
Ramshackle95
მიშველა რა თქმა უნდა, აღარ არის მოძრავი სახსარი და მყარია, უბრალოდ ართროზმა ცალკე ტკივილი იცის წლების შემდეგ, ხრტილი რომ დათხელდება და ძვლების ხახუნი იწყება. ოპერაციის ვიდეოები მეც ნანახი მქონდა, მაგრამ საჭირო იყო, ვერაფერს ვიზამდი smile.gif


QUOTE
ესეიგი ვსო განწირული ვარ ხელოვნური სახსრისთვის ?

გააჩნია ხრტილი რა მდგომარეობაშია, ზოგს მალე ეწყება ართროზი, ზოგთან იმდენად მალე არ ვითარდება, იქნებ გადაურჩე ხელოვნურ სახსარს.
ოპერაციის გაკეთებას გირჩევდი მაინც. ფეხზე დადგომას მალევე შეძლებ, ყავარჯნებსაც 5 კვირაში გადააგდებ, უბრალოდ რეაბილიტაციაა ცოტა ხანგრძლივი, თუმცა ღირს რა თქმა უნდა, ვიდრე მთლიანი სახსარი გამოცვალო ასაკში (მაგის ვიდეოებიც ნანახი გექნება შენ ) .



Posted by: White_Shark 5 Jul 2017, 01:06
ეე 21 წლის ვარ ჯერ cry.gif თა ნევროზი მაქვს ცალკე მისახედი ..
თან იაფი არც ღირს ეგ ოპერაცია როგორც ვიცი და მამენტ ჩემს ოჯახს არ აქვს მაგის ფული ....
სიმართლე გითხრა , დავიჯერო როგორ მექნება მუხლი ასე ჩაშლილი ? ვმოძრაობ და
რაც შეეხება მოძრავი არ არის ჩვეულებრივად არის რა პროსტა კუნთები შემოსუსტა გარშემო ცოტა ...
აუ რა დავიგრუზე ეხლა ნევროზი ვაბშე გადამავიწყდა drug.gif eek.gif
* * *
და შენი ხრტილი რა მდგომარეობაში იყო ? ..
ეგ ღირს 3000 -4000 ალბათ ეგ ოპერაცია , თან კერძო კლინიკაში თუ მიხვალ მაგის გამო ....
ანუ რა გითხრეს მაინც დაიშლებაო შენი ხრტილიო ასაკშიო ? აბა რა აზრი აქვს ოპერაციას მაშინ ?
აუუუუ sad.gif(((
* * *
ვიტირე ემოციისგან დედას ვფიცავარ ეხლა ამხელა კაცმა

Posted by: takisha 5 Jul 2017, 01:36
Ramshackle95
21? მაშინ რა გატირებს, არ გექნება ჯერ მუხლი მაგ მდგომარეობაში ჯერ. მე მითხრეს თუ არ გავიკეთებდი ოპერაციას, იმ შემთხვევაში დამემართებოდა მასე.
სამწუხაროდ კი, მასე ძვირია, მაგრამ საყოველთაო დაზღვევით საკმაოდ კარგად ფინანსდება ეგ ოპერაცია, 70%ს მინიმუმ დაგიფინანსებენ, მთავარია კარგთან გაიკეთო, და თუ დაგჭირდა გირჩევ კიდეც ვისთან ჯობია მიხვიდე.
ჩემს ხრტილს დაწყებული ჰქონდა ცვეთა, თუმცა მოვასწარი, რომ გავაკეთე, სანამ ძალიან შორს წავიდოდა ართროზი.


Posted by: White_Shark 5 Jul 2017, 09:09
კი 21 ის , ტელეფონი წამართვა ქურდმა და გავეკიდე და რესკად მომიბრუბდა მუხლი წლების წინ biggrin.gif
რაღაც არამგონია ეგ დამიფინანსოს საყოველთაომ ბოლო დროს ლუბოი რამეზე ბევრს უარს ეუბნებიან , და მაგხელა თანხიან ოპერაციას ვინ დამიფინანსებს მითუმეტეს კერძო კლინიკაში ვინ დამიფინანსებს სადაც მაღალი დონეა შედარებით
ჯერ ჯერობით ვხრი და ვშლი თავისუფლად , ესეიგი არ მისულა დაშლა ძვლებამდე
მარა გააზრებული მაქვს კაცო ტრავმის დღიდან რო ნიტო ხდება ფეხში , ისადა იქნებ იოგი არც არის ? tongue.gif
* * *
მაგის ოპერაცია როგორ ხდება
ანუ მთლიანა იძინებ თუ წელს გწყვეტენ ? biggrin.gif
პროსტა ნერვები მეშლები მაგარი არა ვარ საერთოდ ეს სპორტსმენი ახლოსაც არ გამივლია არანაირ სპორტთან და წმინდა სპორტული ტრავმა როგორ ავიკიდე ? user.gif facepalm.gif facepalm.gif
* * *
და იმ რეაბილიტაციას და ვარჯიშებს ყოველ მისვლაზე ფული უნდა ხო ?
* * *
მოკლედ თაკიშ შეიძლება ხო ჩემი მუხლის შველა ანუ ჯერ არ იქნება ხრტილი დაშლილი ?

Posted by: salieli 6 Jul 2017, 14:35
მაქვს ხერემლის მალების მოტეხილობა..
ესეიგი მეგობრებო ტრამვის შედეგად მაქვს L2, L3, L4 მალებიზ მოტეხილობა (ძვლოვანი წანაზარდები ჩამომტყდა და 2 თვეა ვწევარ და აქხალმა სურათმა აჩვენა რომ ამოსვლას იწყებენ). მაინტერესებს თუ იცით რას ნიშნავს დისკის პროტრუზია? წინა სურათიდან ექიმს არაფერი უთქვამს მსგავსი და ვერ ვუკავშირდებ საღამომდე რომ ვკითხო. დასკვნაში წერია: არსებული კ.ტ. კვლევიტ ვლინდება L3,L4, L5 დსკის პროტრუზია. და L2, L3,L4, მალის მოტეხილობა კონსოლიდაციის ნიშნებით.
პროტრუზასთან ერთად მმ სხვაობა წერია და სურატზე რო ვხედავ ზოგგან დისკი არ ჩაანს კარგად და მაინტერესებს სერიოზულია რამე თუ არა, რადგან პირველ სურათებზე ავარიის რდროს გადაღებულზე მსგავსი არაფერი უთქვამთ.... მადლობა წინასწარ... smile.gif smile.gif

Posted by: salieli 6 Jul 2017, 14:44
აი სურათიც რამეში თუ დაგეხმარებათ..

Posted by: kate-kate77 6 Jul 2017, 17:40
QUOTE (takisha @ 5 Jul 2017, 00:05 )
kate-kate77
ტკივილი სინოვიტით იყო გამოწვეული, თუ ანთება ალაგდა, ტკივილიც გაივლიდა ბუნებრივია.
ექოსკოპიაზე და რენტგენზე არ ჩანს წინა ჯვარედინი იოგი, რომელიც მუხლის სიმყარეს უზრუნველჰყოფს. გირჩევდი ტრავმატოლოგთან გაიარო კონსულტაცია, ხელით ადვილად  ისინჯება წინა ჯვარედინი იოგის მდგომარეობა. (ფეხს ატრიალებენ სხვადასხვა მიმართულებით და ხვდებიან მარტივად)
პირადად მეც მქონდა იგივე პრობლემა, სამწუხაროდ ოპერაცია დამჭირდა.
გირჩევ შენი დასკვნებით მიხვიდე ლევან ნაჭყებიასთან (ტრავმატოლოგია), რომელიც მუშაობს მედიქლაბჯორჯიაში და გაიარო კონსულტაცია, გაგსინჯავს და გეტყვის რა როგორ ჯობია.
სიარულს რაც შეეხება, არაფერს დააზიანებს, თუმცა არც უშველის, თუ ნამდვილად იოგია დაზიანებული.
ცურვა კარგია იმმხრივ, რომ კუნთები მაგრდება, რაც მუხლაც შედარებით ამყარებს, თუმცა არც ეგაა მშველელი.

რაც შეეხება ართროზს, 5 და თუნდაც მეტი თვის წინ მიღებული ტრავმის შედეგად  ასე მალე არ განგივითარდებოდა, თუ ადრინდელი პროცესი არაა, რადგან ხრტილის გაცვეთას წლების განმავლობაში სახსრის განმეორებითი ამოვარდნები იწვევს.

წარმატებებს გისურვებ და გამაგებინე რას გადაწყვეტ.
smile.gif






SHGC1
ექოსკოპია გაიკეთე ნინო დუმბაძესთან, შეიძლება დისპლაზია გქონდეს, ანუ შედარებით სუსტი სახსრები და ამისგან იყოს გამოწვეული, შეიძლება სულაც არ იყოს  მაგის ბრალი, მაგრამ პირველადი კვლევა მაინც ექოსკოპიაა.

დიდ მადლობას გიხდი გამოხმაურებისთვის, ტრამვა წლების წინ მივიღე, სადრაც 20 წელი იქნება . ამოვარდნის შეგრძნება კი ახლა გამიჩნდა. აუცილებლად ვნახავ იმ ექიმს მალე, შედეგსაც დავპოსტავ. პ.ს. ძლიერი ჩხვლეტის შეგრძლება მუხლის ირგვლივ, რბილ ქსოვილში და არა კანზე (მაგრამ არა უშუალოდ სახსარში) იიგის დაზიანებამ იცის?
* * *
QUOTE (takisha @ 5 Jul 2017, 01:36 )
Ramshackle95
21? მაშინ რა გატირებს, არ გექნება ჯერ მუხლი მაგ მდგომარეობაში ჯერ. მე მითხრეს თუ არ გავიკეთებდი ოპერაციას, იმ შემთხვევაში დამემართებოდა მასე.
სამწუხაროდ კი, მასე ძვირია, მაგრამ საყოველთაო დაზღვევით საკმაოდ კარგად ფინანსდება ეგ ოპერაცია, 70%ს მინიმუმ დაგიფინანსებენ, მთავარია კარგთან გაიკეთო, და თუ დაგჭირდა გირჩევ კიდეც ვისთან ჯობია მიხვიდე.
ჩემს ხრტილს დაწყებული ჰქონდა ცვეთა, თუმცა მოვასწარი, რომ გავაკეთე, სანამ ძალიან შორს წავიდოდა ართროზი.

თქვენ რომელი ოპერაცია გაიკეთეთ კონკრეტულად რა ერქვა?

Posted by: Ziggy Pop 9 Jul 2017, 16:11
მარჯვენა მხრის სახსარში (სახსრის ჩანთაში/აბგაში) ტომოგრაფიამ აჩვენა სითხე და ოდნავ შეშუპება. წლებია მტკივა კონკრეტული მოძრაობების დროს. რომელ ტრავმატოლოგს მირჩევთ ამ პასუხებით რომ მივიდე და ხელი არ მომაჭრას? smile.gif

Posted by: takisha 10 Jul 2017, 02:47
Ziggy Pop
მედიქლაბ ჯორჯიას ტრავმატოლოგებთან მიდით.
* * *
Ramshackle95


იოგი არც არის? ანუ დიაგნოზი არ გაქვს და შენით გადაწყვიტე რომ იოგია?facepalm.gif არც კი ვიცი რა ვთქვა.

ანესთეზია ორივენაირად ხდება, ძირითადად სპინალურით.
რეაბილიტაცია კი, ყველა მისვლა გარკვეული თანხა ღირს.
ფეხი ჯერ მასეთ მდგომარეობაში არ გექნება, ბევრი წლების შემდეგ ხდება ხრტილის გაცვეთა, რაც შეეძლება შენს ფეხს, ვერ გეტყვი რა ჯობია, პირველ რიგში ტრავმატოლოგმა უნდა გაგსინჯოს და შეაფასოს მდგომარეობა.

Posted by: White_Shark 10 Jul 2017, 11:10
არ მაქვს დიაგნოზი პროსტა ვგრძნობ რო იოგია lol.gif
ხო ეგეთი ტიპაჟი ვარ მეშინია ექიმთან მისვლის ასე მგონია კატასტროფას მეტყვის და დავიღუპები vis.gif

Posted by: Ziggy Pop 10 Jul 2017, 11:42
takisha
QUOTE
მედიქლაბ ჯორჯიას ტრავმატოლოგებთან მიდით.

ნაჭყებიასთან მინდოდა ჩაწერა და არ მწერენმ ბევრი ხალხიაო. კიდევ ვის მირჩევთ მანდ? ზიმლიცკიზე რას იტყვით?

Posted by: takisha 10 Jul 2017, 15:37
Ziggy Pop
ზიმლიცკი უფრო სახსრის შეცვლაზე მუშაობს, როგორც ვიცი.
ვაჟა გაფრინდაშვილთან სცადეთ მაშინ, მასთან ცოცხალი რიგიც არის და შედარებით მარტივია მოხვედრა.


Ramshackle95
მაგაზე კატასტროფა რა უნდა გითხრას smile.gif ასე რომ მზად ხარ, რომ მიხვიდე.

Posted by: White_Shark 10 Jul 2017, 15:40
არ ვარ მზად დდდ
ჯერ ნევროზებს უნდა მივხედო

Posted by: GURO_STI 10 Jul 2017, 17:27
takisha
გამარჯობა, ვიყავი ლევან ნაჭყებიასთან, საკმაოდ რთული მგომარეობაა, ართრიტია დაწყებული, სასახსრე ნაპრალი ერთ მხარეს შევიწროებულია და მხოლოდ იმ მხარეს იტვირთება და ცვდება ხრტილი, ჭირდება რეაბილიტაცია ან ოპერაცია. სავარაუდოთ დელტისებური იოგი იყო ადრე დაზიანებული და იმან გამოიწვია, რომ არასწორად დგას ფეხი. დროთა განმავლობაში როცა წკივილი ძაან შეგაწუხებს მერე სახსრის ჩაკეტვა დაგჭირდებაო.
ძაან ვინერვიულე, მაგის მოსმენა ჩემთვის რთული იყო. აწი როგორ რა იქნება არ ვიცი, დალაგებული გეგმები და ამდენი წვალება წყალში მეყრება...

Posted by: White_Shark 10 Jul 2017, 17:46
აუუფ არ მეგონა კოჭიც თუ ცვდებოდა ? მითუმეტეს ოპერაცია გაკეთებული გქონია drug.gif
და ოპერაცია რაო რა უნდა გიქნან თუ გაწყვეტილი არაფერი არ არის

Posted by: GURO_STI 10 Jul 2017, 23:59
Ramshackle95
დელტისებური იოგა უნდა გაჭრან და დაჭიმონ ისე რომ ქუსლი გასწორდეს. ხვალ დავდებ რენტგენის სურათს და განახებთ როგორ არის

Posted by: Ziggy Pop 11 Jul 2017, 22:23
takisha
ვიყავი ნაჭყებიასთან და ბურსიტი მაწვს მარჯვენა მხარში.

შეგიძლიათ მითხრათ რას ნიშნავს ძვლის გაიშვიათება და რას შეიძლება მოასწავებდეს? ეგ არ უთქვამს, ისე მაინტერესებს.

Posted by: elene_e 12 Jul 2017, 15:17
გამარჯობათ,

მოკლედ დღეს დილას კანალიზაციის ჭაში გამეჭედა ფეხი (ან რანაირად გამეჭედა რავიცი), ამოვყირავდი და წავიქეცი და ფეხი ამომიტრიალდა. სიარულით დავდივარ მაგრამ ტერფი მტკივა (ძარღვები), რომ ვამოძრავებ და ხელს ვიდებ და იქნებ მირჩიოთ რა უნდა ვქნა?

მადლობა წინასწარ

Posted by: anaksunamun101 12 Jul 2017, 23:18
მოკლედ , რისიც მეშინოდა ეგ მეწყებ მგონია sad.gif

ბოლო რამდენიმე თვეა მენჯი მტკივა, გავიკეთე რედგენი (ევექსში რიგით რენდგენოლოგთან). დასკვნა ასეთია:

"სასახსრე ნაპრალი შედარებით დარბილებულია, მცირე უპირატესობით მარჯვნივ, ტაბუხის ფოსოს სახურავები სკლეროზულია და მათ კიდეებზე ისახება ძვლოვანი წანაზარდები, მარჯვნივ ისახება მეტად ტლანქი ოსტეოფიტი. ორივე მხარეს კონგრუენტულობა ბარძაყის ძვლის თავსა და სასახსრე ფოსოს შორის შედარებით დარღვეულია. დასკვნა: ორივე მენჯბარძაყის სახსრის საწყისი სტადიის ართროზის რენტგენოლოგიური სურათი".

(ადრე მითხრეს რომ დისპლაზი არ მქონდა, იმის უფრო მეშინია რომ დედაჩემს ორიბე მენჯბარძაყზე ენდოპროტეზირება აქვს.

საიდან დავიწყო, საით გავაგრძელო sad.gif

Posted by: takisha 14 Jul 2017, 23:58
GURO_STI
ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი დრო ტყუილად დაკარგეთ.
ვფიქრობ ლევანი უფრო ოპერაციას გირჩევდათ მაინც, რეაბილიტაცია ეფექტურია, მაგრამ დროებითი. საბოლოოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ ასაკში სახსრის ჩაკეტვას, მაინც ახლა ოპერაცია და ამ პრობლების საბოლოოდ მოშორება ჯობია. მესმის ძალიან რთულია, მაგრამ გამოსწორებადი.


Ziggy Pop
ანთება გამოსწორებადია, დაგინიშნავდათ მკურნალობას, თუმცა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. ძალიან გადატვირთეთ ალბათ.
ძვლის გაიშვიათებას ოსტეოპოროზი ქვია, რაც ძვლის ქსოვილის დაზიანებას ნიშნავს, ტრავმების, მოტეხილობის შედეგად ვითარდება, ასევე ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნა იწვევს ოსტეოპოროზს. რეკომენდაციებს მოგცემდათ ლევანი.


elene_e
პირველ რიგში ცივები უნდა დაგედოთ, ახლა ალბათ გვიანია, 2 დღის წინ მოგიწერიათ, სავარაუდოდ დაიჭიმა მყესები და იოგები, თუმცა თუ დიდხანს გაგრძელდა ჩივილები, ექოსკოპიით უნდა შეამოწმოთ რა მდგომარეობაა შიგნით. ახლა შესაძლებელია მცირედი ანთებით გამოწვეული ტკივილები გქონდეთ, შეგიძლიათ ტრაუმელის მალამო ისვათ ანთების ჩასაქრობათ, თუმცა თუ 1 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, მიაკითხეთ ექოსკოპისტს.




anaksunamun101
დისპლაზია გენეტიკურია და დიდი შანსია თქვენც იგივე გქონდეთ, ადრე რა გითხრეს მაგას არ აქვს მნიშვენლობა, ასე არ ჩნდება დისპლაზია, თანდაყოლილია.
ტრავმატოლოგებს შეგიძლიათ მიაკითხოთ და გირჩევენ რა უნდა ქნათ, ცურვას და ველოსიპედს უნიშნავენ ხოლმე ძირითადად. სცადეთ რაღაც პერიოდი, თუ არ გიშველათ მიაკითხეთ ექიმს.




Posted by: marto 18 Jul 2017, 08:57
სალამი მეგობრებო, კოქსართროზი შეიძლება 5 თვეში განვითარდეს ისე რომ მესამე სტადიის დასაწყისი იყოს უკვე ასე მოკლე ხანში?

ზიმლიცკისთან ვიყავი მედიქლაბში და მაგაზე გულგრილი, უყურადღებო და სიტყვაძუნწი ექიმი ცხოვრებაში იშვიათად შემხვედრია

5 თვეა მტკივათქო და ფორმა ასი რომ წამოვიღე იქ ჩაუწერია 3 წელია უჩივის ტკივილსო facepalm.gif

Posted by: Desmond Miles 19 Jul 2017, 16:06
გამარჯობა ფორუმელებო.

ორივე ხელის მაჯები მტკივა.

დაზიანება არაფერი არ მიმიღია. უცებ, თავისი ხოდით შემოვიდა ტკივილი. ((
ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ მაწუხებს, მოხრის დროს უკვე მარტყამს.

რა მოხელე ნაჩალნიკს მივმართო, სად მივიდე, რა გავიკეთო?

Posted by: takisha 19 Jul 2017, 16:21
Desmond Miles
მარიკა ნიშნიანიძეა ასეთი ექიმი ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რომელიც კონკრეტულად მტევნებზე და ფეხის ტერფზე მუშაობს, მასთან მიდით კონსულტაციაზე, მანამდე მტევნების ექოს თუ გაიკეთებთ კარგი იქნება, დასკვნით მიხვიდოდით მარიკასთან.

Posted by: Desmond Miles 19 Jul 2017, 19:30
QUOTE (takisha @ 19 Jul 2017, 16:21 )
Desmond Miles
მარიკა ნიშნიანიძეა ასეთი ექიმი ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რომელიც კონკრეტულად მტევნებზე და ფეხის ტერფზე მუშაობს, მასთან მიდით კონსულტაციაზე, მანამდე მტევნების  ექოს  თუ გაიკეთებთ კარგი იქნება, დასკვნით მიხვიდოდით მარიკასთან.

დიდი მადლობა..
ჩატში მოგწერე და თუ არ შეწუხდები, მიპასუხე.smile.gif

Posted by: marto 20 Jul 2017, 15:36
კოქსართროზის ამბავზე ვისთან მირჩევდით მისვლას?

ისეთი ექიმი მინდა პროფესიონალიც იყოს და თან გაზით არ სჭირდებოდეს სიტყვების ამოგლეჯა sad.gif

ექიმის კაბინეტიდან გამოსულს სულ გაუგებრობის შეგრძნება რომ გაქვს ეს მგონი ქართველი ექიმების სენია, პედესტალიდან რომ გელაპარაკებიან

Posted by: ტასუნა 21 Jul 2017, 10:31
მოგესალმებით, თუ შეიძლება კომპეტენტურმა პირმა მიპასუხოს.
დამიდგინეს მენჯ-ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი, მითხრეს რომ ამ ეტაპზე ოპერაცია არ არის უცილებელი მაგრამ ეს ბოლო პერიოდია მაწუხებს ფეხი იმდენად, რომ მიჭირს გადაადგილება. ექიმმა დამინიშნა ცელ-ტ, ინექცია სახსარში, ძალიან მეშინია და თან არ მინდა ფიქრში დიდი დრო გავიდეს, მერე უფრო გამიჭირდება ამ პრობლემასთან გამკლავება. რამდენად ეფექტურია ამ მეთოდით მკურნლობა? ან ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? გთხოვთ, მალე გამომეხმაურეთ

Posted by: Dostoyevsky 27 Jul 2017, 18:50
ხელი მაქავს ბავშვობაში მონატეხი და არასწორად შეხორცდა ძვალი რო შეხედავ ეტყობა სახსრის ზემოდან მოძრაობაში და არაფერში პრობლემა არამაქვს და ხელმეორედ მოტეხვა გასწორება შეიძლება ხო ?

Posted by: takisha 27 Jul 2017, 23:21
Dostoyevsky
შეიძლება, მაგრამ რად გინდა ოპერაცია, თუ არ გაწუხებს.
ვისაც აწუხებს ისინიც კი ყველა არ იკეთებენ ოპერაციას, და რატომ გინდა გარისკვა.
რა იცი რა ხდება და იქნებ მერე შეგაწუხოს ოპერაციის მერე, ამიტომ მე პირადად არ გირჩევდი.

Posted by: Lela013 28 Jul 2017, 09:53
გამარჯობა. მენჯ-ბარძაყის დისპლაზია გაქვსო ექიმმა, თანდაყოლილი გამორიცხა, უფრო ტრავმის ბრალიაო და გამიშვა რესპუბლიკურში სირბილაძესთან, ტრავმატოლოგია. ვერაფრით მოვიძიე კონტაქტები, და რესპუბლიკურში 2 დღეა არავინ მპასუხობს რომ ჩავეწერო. იქნებ გაქვთ ამ ექიმის კონტაქტები ან რესპუბლიკურის ნამდვილი ცხელი ხაზი სადაც მიპასუხებენ. გუგლი უკვე ვცადე smile.gif

Posted by: takisha 28 Jul 2017, 17:49
Lela013
დისპლაზია შეძენილი არ არსებობს, მაშინ სხვა პრობლემა გაქვთ, თუ ტრავმისგან არის გამოწვეული.
სხვა ტრავმატოლოგს რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის? რომელმა ექიმმა დასვა დისპლაზიის დიაგნოზი და რა კვლევის საფუძველზე?
ექოსკოპია გაიკეთეთ პირველ რიგში, ამას გირჩევდით, ნინო დუმბაძესთან მედიქლაბ ჯორჯიაში.

Posted by: Hieronymus 30 Jul 2017, 13:29
გამარჯობა, მოკლედ გეტყვით პრობლემას: მოლაშქრე ვარ და ერთ–ერთი გასვლის დროს მუხლის გვერდითა მხარეს ვიგრძენი ტკივილი, 4 დღე მომიწია სიარული მტკივანი ფეხით, დღის ბოლოს ძლიერ ტკივილში გადადიოდა...

1 კვირაა სახლში ვარ უკვე, ვფიქრობდი ნერვიდან მოდიოდა ტკივილი და ბენევრონი და დიკლაკი გავიკეთე, პატარა შვება მომცა თითქოს მაგრამ მერე ისევ დამეწყო ტკივილი,,,

რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ან კარგი ტრამვატოლოგი რომ მითხრათ იქნებ ძაანაც რომ არ გამძარცვონ მადლობელი დაგრჩევით yes.gif yes.gif

Posted by: takisha 31 Jul 2017, 01:29
Hieronymus
მენისკის ჩივილს გავს, ტკაცუნი ხომ არ გაგიგიათ?
მედიქლაბ-ჯორჯიას ტრავმატოლოგებს გირჩევდით , ვაჟა გაფრინდაშვილი ან ლევან ნაჭყებია. პროფესიონალები არიან, მე თვითონ ერთ-ერთის პაციენტი ვიყავი და გამოცდილებით ვიცი.


Posted by: Hieronymus 31 Jul 2017, 14:56
takisha
QUOTE
ტკაცუნი ხომ არ გაგიგიათ?


ტკაცუნი არაა... მყესი იქნებაო მეუბნებიან, ზოგმა სითხეა შეიძლება მუხლშიო...

დღეს მივდივარ რესპუბლიკურში და ვნახოთ რას მეტყვიან.

მედიქლაბში მთელი ორთოპედიის განყოფილება ისვენებს როგორც ჩანს 1 კვირა არ იქნებიანო...

Posted by: takisha 2 Aug 2017, 23:46
Hieronymus
QUOTE
დღეს მივდივარ რესპუბლიკურში და ვნახოთ რას მეტყვიან.

მგონი ჯობდა 1 კვირა მოგეცადათ, და მათთან მისულიყავით მაინც. ექოზე მაინც მიდით, არ ისვენებს ექოსკოპისტი ჯერ, ზუსტად ვიცი, მაგრამ მგონი იქით კვირიდან აღარ იქნება, ამიტომ პარასკევამდე რომ მიხვიდეთ კარგი იქნება, ის გეტყვით რა პრობლემაა მუხლში და შემდეგ გეტყოდათ შეიძლება თუ არა მოცდა, ასევე ვისთან მიხვიდეთ იმასაც გირჩევდათ. ექოსკოპისტს ნინო დუმბაძე ქვია.

Posted by: Hieronymus 3 Aug 2017, 12:55
takisha

ვიყავი რესპუბლიკურში

მენისკია და იოგები დაზიანებულიო...

დამინიშნეს მკურნალობა, საკმაოდ ძვირი სიამოვნება ყოფილა...

1100 ლარს წამლების გარეშე მივუკაკუნე,წამლებზე ჯერ არ მივსულვარ...

ვარჯიშები,ფიზიო,ბიოპუნქტურა, ავტოპლაზმის ინექციები(ეს უკანასკნელი თითო 200 ლარი ღირსო და ამოვაგდებ სიიდან)



Posted by: White_Shark 3 Aug 2017, 14:17
მდა )
1100 იო კაცმა წამალიო
აი რა ეშველება ჩვენს ქვეყანას , ვინც არ მუშაობს ხო არ აქვს ის 1000 ლარი ?

Posted by: Hieronymus 3 Aug 2017, 17:22
Ramshackle95
QUOTE
ვინც არ მუშაობს ხო არ აქვს ის 1000 ლარი ?


აღარ ვმუშაობ, აღარ მაქვს ეგ 1000 ლარი და ავდგები და ვიმკურნალებ ნახევრად yes.gif givi.gif

პ.ს facepalm.gif

Posted by: takisha 3 Aug 2017, 23:55
Hieronymus
სანამ იმკურნალებ, ჩემი რჩევაა მიხვიდე ნინოსთან ექოზე, ტყუილად არ გირჩევ, რომ არ მეეჭვებოდეს დიაგნოზი.
მენისკს არაფერი შეახორცებს და მკურნალობა მენისკისთვისაც დაგინიშნეს თუ მხოლოდ იოგებისთვის?
იოგის მდგომარეობას გააჩნია, თუ ნაწილობრივ არის დაზიანებული, შესაძლებელია ოპერაციის გარეშე გამოძვრე, მაგრამ ეგეც საეჭვოა.
ბევრი პაციენტი მინახავს ნამკურნალები და თავიდან დასმული სულ სხვა დიაგნოზით, ამიტომ, სანამ ამდენ ფულს დახარჯავ, გირჩევ 60 ლარი გაიმეტო და ექოთი გადაამოწმო, ოღონდ ნინო დუმბაძესთან!
და კიდევ, რა გამოკვლევების საფუძველზე დაგისვეს დიაგნოზი? და რომელ ტრავმატოლოგთან იყავი თუ საიდუმლო არაა?

Posted by: პოსტოჰოლიკ 4 Aug 2017, 11:40
user posted image

გამარჯობათ,

ეს სურათი ფეხის გადაბრუნებიდან 12 დღის შემდეგ არის გადაღებული,
რას მირჩევთ გიფსში მიზის უკვე 16 დღეა sad.gif ტკივილები არ მქონია, ერთადერთი დადგმის მომენტში ხორცის დაჟეჟილობას ვგრძნობ.
რამდენად სარისკოა ეხლა ჩემით რომ მოვიხსნა გიფსი, ვამოძრაო ფეხი ჩვეულებრივ ვავარჯიშო მაგრამ არ დავეყრდნო,
ან რამდენი ხანი არ უნდა დავატანო ძალა

Posted by: Hieronymus 4 Aug 2017, 17:48
takisha

რესპუბლიკურში ვიყავი პალიკო კასრაძესთან...
ექოზე ვიყავი ნანა მთვარაძესთან.
ორივესთვის დამიინიშნეს მგონი რავი, თვე ნახევარში თუ ასე იმკურნალებ როგორც გეუბნები კლდის ვეფხვივით იქნებიო :დ

ხვალ ბათუმში მივდივარ და ვერ მივასწრებ ექოზე მისვლას აქ...
ბათუმში ახლობლები მყავს და იქ გადავიღებ თავიდან.

აი ამ სურათებში ნახავთ გამოკვლევის პასუხს.
ბევრი ვერაფერი გავიგე აქედან, პალიკომ მითხრა რომ დაზიანებულია მენისკი(გახეულიაო მგონი მითხრა და ცოტა გამიკვირდა როგორ დავდივარ თუ ასე სერიოზულად არის საქმე მეთქი) და იოგებიო...
user posted image
user posted image

Posted by: takisha 5 Aug 2017, 00:56
Hieronymus

რაც შეეხება მკურნალობას, დაზიანებულ მენისკს ვერაფერი აღადგენს, იმიტომ რომ მენისკი არის ხრტილი, და არ ხორცდება, მაგრამ ჩაგიწყნარდებათ მუხლი.

QUOTE
(გახეულიაო მგონი მითხრა და ცოტა გამიკვირდა როგორ დავდივარ თუ ასე სერიოზულად არის საქმე მეთქი)

გაგლეჯილი მენისკებითაც წლები ცხოვრობს ხალხი, ზოგჯერ ჭედავს მუხლს, თუ მდგომარეობა შეიცვალა, სხვამხრივ კი თუ თავის ადგილზეა, დიდად არ იცის შეწუხება. პრობლემას ქმნის ძირითადად დატვირთვა მუხლზე.

QUOTE
და იოგებიო...

იოგების დაზიანება რას ნიშNავს ვერ გავიგე, ან გაგლეჯილია, ან ნაწილობრივ გაგლეჯილი, ან დაჭიმული, რომელი გაქვთ თქვენ საინტერესოა, მაგრამ სავარაუდოდ მაგაზე პასუხი არ გაქვთ.

წარმატებები.
მე ჩემი აზრი გითხარით ვისთან ჯობია მიხვიდეთ და თქვენი გადასაწყვეტია რას იზამთ. smile.gif წარმატებული მკურნალობა )

Posted by: პოსტოჰოლიკ 5 Aug 2017, 01:06
takisha,

მე რას მირჩევთ

user posted image

გამარჯობათ,

ეს სურათი ფეხის გადაბრუნებიდან 12 დღის შემდეგ არის გადაღებული,
რას მირჩევთ გიფსში მიზის უკვე 16 დღეა sad.gif ტკივილები არ მქონია, ერთადერთი დადგმის მომენტში ხორცის დაჟეჟილობას ვგრძნობ.
რამდენად სარისკოა ეხლა ჩემით რომ მოვიხსნა გიფსი, ვამოძრაო ფეხი ჩვეულებრივ ვავარჯიშო მაგრამ არ დავეყრდნო,
ან რამდენი ხანი არ უნდა დავატანო ძალა

Posted by: takisha 5 Aug 2017, 01:40
პოსტოჰოლიკ
არ ვარ ტრავმატოლოგი და ვერ წავიკითხავ რენტგენს, მაგრამ მაინტერესებს რა დასკვნა დაგიწერეს ამ რენტგენის საფუძველზე? მონატეხია თუ ნაღრძობი?
ტრავმატოლოგთან არ ყოფილხართ?

ფეხის გადაბრუნებისას ხშირად იოგები ზიანდება, რასაც რენტგენი ვერ ხედავს.
თუ მონატეხი არ არის, შეგიძლიათ მოიხსნათ, სცადეთ ფრთხილად გავლა, თუ შეგაწუხათ, დაიფიქსირეთ ფიქსატორით (უფრო კომფორტულია, ვიდრე გიფსი), ექოზე მიდით და რბილი ქსოვილები გადაიმოწმეთ, და ტრავმატოლოგთან თუ გაივლით კონსულტაციას ეგეც არ იქნება ურიგო. ყველას მედიქლაბჯორჯიას ტრავმატოლოგებს ვურჩევ, და თქვენც ანალოგიურად.

Posted by: Unknown232324 5 Aug 2017, 18:25
გამარჯობა! 17 დღეა გასული რაც ცხვირი გამიტყდა, ნაკერები თაბაშირი ყველაფერი მომხსნეს უკვე სადღაც 10 დღეა, ოღონდ ვატყობ რომ სუნთქვა მიჭირს ცოტათი მარცხენა ნესტოდან და ექიმთან მივიდე უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ჯერ ადრეა ვითომ?
ვინც გამისწორა ცხვირა მან მითხრა რომ 1 თვე მაინც უნდაო ცხვირის ფორმის საბოოლოო მიღებასო, მაგრამ ეს ერთი თვე რამდენად ვრცელდება ძგიდეზე და სუნთქვის პრობლემაზე ეგ ნამდვილად არ ვიცი.

Posted by: takisha 6 Aug 2017, 00:06
Unknown232324
თუ 1 თვე გითხრეს, მაშინ მოიცადეთ და შემდეგ მიდით ექიმთან კონტროლზე

Posted by: White_Shark 6 Aug 2017, 00:44
ცხვირზე გამახსენდა დღეს სადარბაზოში კარადა დაუდგიათ და ვერ დავინახე და ისეთი ვხიე თვალებში ეგრევე ნაპერწლები წავიდა და ეხლა რო ვუყურებ დალურჯებულია საკაიფოდ და გასივდა
და დავიჯერო მომტყდა კაცო ?

Posted by: takisha 6 Aug 2017, 01:35
Ramshackle95
ცივები დაიდე იმედია მალევე rolleyes.gif

თუ ეჭვი გაქვს, რენტგენი გადაიღე მაინც.

Posted by: aeeeeee 8 Aug 2017, 20:26
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ, მოკლედ დატვირთვის კონკრეტულად სირბილის შემდეგ 2-3 დღე მაქვს ძალიან ძლიერი ტკივილები მუცლის ქვედა მიდამოებში და ფეხებთან დაახლოებით 3-4 თვეა ასე გრძელდება, ვერც უროლოგმა მიშველა ვერც ნევროლოგმა რას მირჩევთ ?

Posted by: FranziskanerWeissbier 15 Aug 2017, 12:53
user posted image
ამ ადგილზე პატარა ჭვალივით მაქვს ოდნავ ღრმად ამოსუნთქვას მიძნელებს და თითქოს უკანა მხარის კუნთამდე ვგრძნობ. რაღაც მძიმე ავწიე ცოტა გაუხურებელზე და რა შეიძლება რომ იყოს?

Posted by: takisha 15 Aug 2017, 21:00
FranziskanerWeissbier
კუნთი დაგეჭიმებოდა სავარაუდოდ. დაელოდე, გაივლის, თუ არა, დაწერე რამდენიმე დღეში და მოვიფიქროთ რა უნდა ქნა

Posted by: პითონი 16 Aug 2017, 10:15
ავარიაში მოვყევი
ამომივარდა ხელი+ბორცვის მოტეხილობა მაქვს მარჯვენა მხარეს.

რას მეტყვით რთული მომენტია?

ექიმი გაგიჟდა...

ხელს ვამოძრავებ და ვწევ ჩვეულებრივ მხრის სიმაღლეზე.

ქუთაისში მოხდა ეს და მითხრა შეიძლება ჭანჭიკი დაგჭირდესო...

Posted by: FranziskanerWeissbier 17 Aug 2017, 11:50
takisha
კი გამიარა biggrin.gif biggrin.gif
----------------------------------------

Posted by: takisha 17 Aug 2017, 16:36
პითონი

ექიმმა გითხრა შეიძლება დაგჭირდესო? ან გჭირდება, ან არა, 2 ვარიანტია. თუ თვითონ ვერ გაერკვა, რა ჯოობია, სხვა ტრავმატოლოგს მიაკითხე, თუ რჩევა დაგჭირდა, რამდენიმე პროფესიონალის რჩევა შემიძლია.
* * *
FranziskanerWeissbier
QUOTE
კი გამიარა 

))) კაია

Posted by: პითონი 17 Aug 2017, 17:32
takisha
ეგ მითხრეს 3 დღის წინ.
გუშინ ვიყავი კიდე სხვასთან და გადამიღო სურათი.
ჩამოტეხილი ბორცვი მაგრამ კარგად ზისო და არ უნდა არაფერიო.
3დღის წინ შეხვეული დამიტოვა ისევ (ბინტი) და არ უნდა არაფერი არ დატვირთო პროსტა ხელიო.
1 თვე უნდა შეხორცებასო.ოდნავ რო აცდეს ძვლები ეგეც არაფერია მთავარია პირი არ დააღოსო თუ რაღაც
2 კვირაში ჩამოსაკიდი იყიდე და იმით იარეო.

თუ ტკივილები არ გქონდა არაა საჭირო მოსვლაო.

რას ნეტყვი?



ცოტათი კი მტკივა ხანდახან მაგრამ ყველა მეუბნება რომ ეგ ბუნებრივია.takisha
takisha

Posted by: takisha 17 Aug 2017, 17:35
პითონი
და ახლა როგორ გაქვს დაფიქსირებული? რომ ჩამოიკიდო? რომ შეხორცდეს ნორმალურად, ან ფიქსატორებიც არსებობს, მთლიანად მხარს რომ აფიქსირებს. რავიცი თუ ხელს ამოძრავებ როგორ უნდა შეხორცდეს ნორმალურად.

კარგია თუ რთული მოტეხილობა არ არის.

smile.gif

Posted by: პითონი 17 Aug 2017, 17:40
takisha
ესე მაქვს.

იღლიის ზემოთ რო ძვალია ეგ მაქ ჩამოტეხილ

Posted by: takisha 17 Aug 2017, 17:52
პითონი
უიმე ეს რანაირად დაუფიქსირებიათ, რომელი საუკუნეა biggrin.gif თან არაკომფორტულია როგორც ვხვდები, ბანაობას ახერხებ საერთოდ?

ამდაგვარი ფიქსატორი რომ იყიდო?? მაღაზიასაც მიგასწავლი, სადაც იყიდება

user posted image

Posted by: პითონი 17 Aug 2017, 19:14
takisha
ეგ ხელის არის
მე მხარში მაქვს მოტეხილობა

Posted by: MARIMARI123 17 Aug 2017, 19:23
პითონი
რა დაგემართა???



.....

Posted by: takisha 17 Aug 2017, 19:41
პითონი

ხო, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მაგალითისთვის დავდე, მხრის ფიქსატორი რომ იყიდო, ის გირჩიე/.

შესაბამისი ფოტო ვერ ვიპოვე და მაგიტომ rolleyes.gif

Posted by: პითონი 17 Aug 2017, 20:00
makamariami
ავარია და მონტყდა
takisha
2 კვირის მერე გაიკეთეო.ჯერ ესე ჯობიაო

Posted by: MARIMARI123 17 Aug 2017, 20:19
პითონი
მეწყინა ძაანsad.gif
მთავარია გადარჩი,
გამოჯანმრთელებას გისურვებ!

Posted by: White_Shark 17 Aug 2017, 20:32
მოკლედ ჩემი ცხვირი პატარაზე დამტვრეული ყოფილა და დამაქვს შეხვეული რას ვგავარ lol.gif
იმ კარადის დამდმელს რაც ვუკურთხე დდ

Posted by: Corvette 23 Aug 2017, 20:05
takisha
სალამი . როგორ ხარ ?

2 კვირის წინ საჩვენებელ თითზე მომხვდა ბურთი და მას მერე თითს ბოლომდე ვეღარ ვხრი . ზუსტად თითის შუაში გვერდზე პატარა გამობერილივით მაქვს მეორე საჩვენებელ თითთან შედარებით და ოდნავ მტკივა თითს რომ ვიჭერ მაგ ადგილას . ისე რომ ვამოძრავებ არ მაქვს ტკივილები .

რა მჭირს შენი აზრით ? biggrin.gif

Posted by: burke 24 Aug 2017, 22:56
Corvette

QUOTE
2 კვირის წინ საჩვენებელ თითზე მომხვდა ბურთი და მას მერე თითს ბოლომდე ვეღარ ვხრი . ზუსტად თითის შუაში გვერდზე პატარა გამობერილივით მაქვს მეორე საჩვენებელ თითთან შედარებით და ოდნავ მტკივა თითს რომ ვიჭერ მაგ ადგილას . ისე რომ ვამოძრავებ არ მაქვს ტკივილები .

რა მჭირს შენი აზრით ?


დიდი ალბათობით ნაღრძობი გაქვს. ფეხბურთის გამო (კარში ვიდექი) მგონი ყველა თითი მაქვს ნაღრძობი biggrin.gif
სპირტიანი სახვევები გიშველის, მაგამ 2 კვირა მაინც დიდი დროა, ანახე ექიმს, მოტეხილი არ გექნება, მარგამ სავარაუდოდ სახსარი გექნება შესიებული
და ალბათ 1-2 ფიზიოც დაგჭირდება. არ ინერვიულო მაგაზე, ფიზიოს მერე საერთოდ დაგავიწყდება ეგ თითი smile.gif

Posted by: Corvette 25 Aug 2017, 00:02
QUOTE (burke @ 24 Aug 2017, 22:56 )
Corvette

QUOTE
2 კვირის წინ საჩვენებელ თითზე მომხვდა ბურთი და მას მერე თითს ბოლომდე ვეღარ ვხრი . ზუსტად თითის შუაში გვერდზე პატარა გამობერილივით მაქვს მეორე საჩვენებელ თითთან შედარებით და ოდნავ მტკივა თითს რომ ვიჭერ მაგ ადგილას . ისე რომ ვამოძრავებ არ მაქვს ტკივილები .

რა მჭირს შენი აზრით ?


დიდი ალბათობით ნაღრძობი გაქვს. ფეხბურთის გამო (კარში ვიდექი) მგონი ყველა თითი მაქვს ნაღრძობი biggrin.gif
სპირტიანი სახვევები გიშველის, მაგამ 2 კვირა მაინც დიდი დროა, ანახე ექიმს, მოტეხილი არ გექნება, მარგამ სავარაუდოდ სახსარი გექნება შესიებული
და ალბათ 1-2 ფიზიოც დაგჭირდება. არ ინერვიულო მაგაზე, ფიზიოს მერე საერთოდ დაგავიწყდება ეგ თითი smile.gif

მადლობა . ვცდი სპირტიან სახვევებს .

Posted by: system1ka 30 Aug 2017, 10:25
გამარჯობათ მეგობრებო მოკლედ 2 წელია უკვე უშედეგოდ დავდივარ ტრავმატოლოგთან + რევმატოლოგთან ( ევექსი + ტატიშვილი + თოდუა + ნიუ ჰოსპიტალი ) ვერც დამიდგინეს და ვერც მომირჩინეს მუხლები sad.gif ეხოსკოპიაზე არაფერიაო რენდგენზე ერთ მუხლში თითქოს ძვლები ახლოს არის დაბჯენილი შედარებითო. ორივე მუხლი სხვადასხვანაირად მაწუხებს. ერთი გაშლისას ტკაცუნობს რაც ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის და ზოგჯერ მუხლის წინა ნაწილი სასტიკად მტკივდება, მეორე მუხლი კიდევ უკანა ნაწილში თითქოს მყესი იკვანძება რაღაც ამდაგვარი ტკივილი მაქვს. ფეხით რამდენიც არ უნდა ვიარო არ მტკივდება. სხვა ნებისმიერი დატვირთვის დროს ველოსიპედი, თხილამურები თუ სხვა რამ მეორე დღეს მაწუხებს ორივე ძალიან. მირჩიეთ სად ვისთან მივიდე ამდენი კლინიკების შემოვლით და ექიმების მხრების აჩეჩვით დავიღალე უკვე... რამდენი სამკურნალო წამლები დავლიე მაგას ხომ აღარ ვთვლი 3-4 თვიანი კურსები. sad.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 31 Aug 2017, 11:34
ამ ადგილში მაქვს ტკივილი ტურნიკზე ბევრი ვარჯიშის შემდეგ. უკვე ერთი 4-5 დღეა. ვვარჯიშობ ჩვეულებრივ ახლაც, ძალაც მაქვს ხელში ყველაფერს ვაკეთებ მაგრამ ტკივილი გასდევს ხოლმე ისეთ მოძრაობებს მყესი რაშიც იღებს მონაწილეობას და რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ მივხედო? cry.gif cry.gif
user posted image

Posted by: takisha 5 Sep 2017, 02:32
Corvette
ნაღრძობი შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ბოლომდე ვერ ხრი, დიდი შანსია, მომხრელი მყესი იყოს დაზიანებული. ექოსკოპიით გადაამოწმე (ნინო დუმბაძესთან მედიქლაბში), კარგად ნახავს ძვლის ზედაპირსაც(მოტეხილობის გამოსარიცხად) და მყესებს და იოგებსაც.

ახლა ვერაფერს იზამ, ფიზიო შეიძლება დაგინიშნონ, მაგრამ არანაირი საფენი აღარ უშველის მაგას, ხანდაზმულ ტრავმად ითვლება უკვე sad.gif


system1ka
ყველა კლინიკა მოგივლია და მედიქლაბი დაგრჩა, და აი ზუსტად მანდ გირჩევ მისვლას.
ჩივილები დისპლაზიას გავს, მაგრამ ნინო დუმბაძე (ექოსკოპისტი) ზუსტ დიაგნოზს დაგიწერს რატომ გაქვს ჩვილები და გაგიშვებს ტრავმატოლოგთან(ან რევმატოლოგთან).
ამ ქალთან მიდი პირველ რიგში და ენდე, რაც არ უნდა გირჩიოს! (გამოცდილებით ვიცი)





FranziskanerWeissbier
გადატვირთე ესეიგი , კუნთია თუ მყესია დაჭიმული ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ცოტა უნდა დაასვენო, თუ არადა გაგიმწვავდება და დაგჭირდება მკურნალობა. დაახლოებით 10 დღე დაასვენე და მერე სცადე, თუ კიდევ შეგაწუხა, ექო გაიკეთე, რამე დაზიანება არ იყოს.




Posted by: FranziskanerWeissbier 5 Sep 2017, 08:07
takisha
კი დავასვენე და მსუბუქად ვვარჯიშობ უკვე და აღარ მაწუხებს bis.gif მაგრად შემაწუხა ის რამდენიმე დღე სისხლი გამიშრო help.gif

Posted by: system1ka 5 Sep 2017, 10:52
QUOTE
ყველა კლინიკა მოგივლია და მედიქლაბი დაგრჩა, და აი ზუსტად მანდ გირჩევ მისვლას.
ჩივილები დისპლაზიას გავს, მაგრამ ნინო დუმბაძე (ექოსკოპისტი) ზუსტ დიაგნოზს დაგიწერს რატომ გაქვს ჩვილები და გაგიშვებს ტრავმატოლოგთან(ან რევმატოლოგთან).
ამ ქალთან მიდი პირველ რიგში და ენდე, რაც არ უნდა გირჩიოს! (გამოცდილებით ვიცი)

takisha
მადლობა რჩევისთვის აუცილებლად მივალ :*

Posted by: takisha 6 Sep 2017, 01:20
FranziskanerWeissbier
გილოცავ smile.gif) bis.gif


system1ka
წარმატებები smile.gif


Posted by: juveee 7 Sep 2017, 08:45
მოკლედ ასეთი მდგომარეობა მაქვს
3-4 მეტრიდან ჩამოვხტი გუშინ და მარჯვენა ქუსლზე დამადგა ძალა... გუშინ სიარულის დროს ტკივილი მქონდა და ახლა ცოტა გამიარა თითქოს,გამართულად ახლაც ვერ ვდგავ ქუსლს უფრო ტერფს ვტვირთავ...
ოდნავ შესიებულიც მქონდა ცოტა დაცხრა...
traumeel-ს ვისვამ და რავი თითქოს მშველის, ვითომ აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან???
მოტეხილობა გამოვრიცხე წოლისას უმტკივნეულოდ ვამოძრავებ ფეხს არც ხელის დადებით მტკივა, დაბეჟილობა მგონია ან ნაღრძობი...
თქვენ რას მირჩევთ ? (ნუ ექიმის გარდა ☺ )

Posted by: MySweetDaughters 7 Sep 2017, 09:34
juveee
მთელი ბავშვობა დატანჯული ვიყავი ნაღრძობით,ხან საიდან ვხტებოდი,ხან საიდან":)მეზობელი ქალი იყო ჩემი"ექიმი,"მახსოვს კარაქით მიზილავდა ფეხს,მერე მაგრად გამიკრავდახოლმე და ეგ მშველოდაsmile.gif

Posted by: juveee 7 Sep 2017, 10:11
MySweetDaughters
გაიხარე,მადლობა რჩევისათვის

Posted by: takisha 8 Sep 2017, 00:31
juveee
ტრაუმელი კარგი მალამოა, ანთებას ჩაგიქრობს, თუ 1კვირაზე მეტხანს გაგიგრძელდა, მიაკითხე ექიმს.

Posted by: torckiko 9 Sep 2017, 17:30
spina bifida ზუსტად რას ნიშნავს და რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს? თანდაყოლილი არაა

Posted by: Solveig 10 Sep 2017, 11:18
torckiko
არც გამიგია, რომ შეძენილი სპინა ბიფიდა არსებობდეს. ლოგიკირადაც შეუძლებელი მგონია--ეგ ხომ ჩანასახოვანი განვითარებისას მომხდარი დეფექტია.

Posted by: torckiko 10 Sep 2017, 11:36
Solveig
არა ადრეც მაქვს რამდენჯერმა გადაღებული და არასდრსო არ უთქვამთ, იშვიათია რომ შეძენილია და ეგ უფრო საშიშიაო. უმეტესწილად ინვალიდობით სრულდებაო და მაგიტო ვიკითხე ზუსტად რას ნიშნავს, მე საკმაოდ შორსწასული ოსტეოპოროზი მაქვს და შეიძლება მაგას გამოეწვია?

Posted by: White_Shark 10 Sep 2017, 12:34
takisha
თაკიშა მუხლის სიმხურვალე რას ნიშნავს ჩაიშალა ხრტილი არა > ? help.gif vis.gif facepalm.gif

Posted by: takisha 12 Sep 2017, 23:10
Ramshackle95
ანთებას ნიშნავს

ტრავმაა თუ უბრალოდ დაიწყო თავისით?




Posted by: Dr,mikheil.J 17 Sep 2017, 01:26
QUOTE (torckiko @ 9 Sep 2017, 17:30 )
spina bifida ზუსტად რას ნიშნავს და რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს? თანდაყოლილი არაა

სპინა ბიფიდა - spina bifida - გახლეჩილი მალა
განვითარების ყველაზე ხშირი დეფექტი არის მალის გახლეჩა. ან მალის რკალის არარსებობა. უმეტეს შემთხვევაში გახლეჩა გამოიხატება მალების რკალთა შუხორცებლობაში. ძალიან იშვიათად შიძლება დაფიქსირდეს თვითონ მალის სხეულის გახლეჩაც. ყველაზე ხშირად რკალების შეუხორცებლობა ფიქსირდება ან წელის LV, ან გავის SI მალაში. ხერხემლის სხვა განყოფილებებში რკალების შეუხორცებლობა იშვიათად ფიქსირდება.
user posted image
user posted image

დეფექტია, ანუ არ განვითარდა, არ ჩამოყალიბდა როგორ საჭირო იყო ისე.
გართულება საკმაოდ ბევრი გააჩნია რა პერიოდში დაისვა დიაგნოზი და რა სახის მკურნალობა იქნა ჩატარებული

Posted by: torckiko 17 Sep 2017, 10:29
Dr,mikheil.J
მადლობააა, დიაგნოზი ერთი ტვის წინ დამისვეს, SI მალასი, პლისუ წელის მალების სტაბილურობის დარღვევა, ოსტეოპოროზი, შმორლის თიაქრები, სპონდილელისთეზი. რა სახის მკურნალობა ტრადება საერთოდ, მედკამენტოზური თუ ოპერციული? მთელს ხერხემალზე მაქვს ოსტეოპოროზი, 7,8 და 9 მალის კომპრესული მოტეხილობები, ასევე ართროზი ყველა სახსარში.

Posted by: Dr,mikheil.J 17 Sep 2017, 21:02
torckiko
თქვენ რაც ჩამოთვალეთ საკმაოდ მრავალფეროვანი დიაგნოზია, რამდენი წლის ბრძანდებით? და რა გაწუხებთ კლინიკურად თქვენ? რა ჩივილებით მიმართეთ ექიმს? როგორც ვხვდები კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული კვლევა გაკეთებული გაქვთ, თუ შეძლებთ, რომ გამომიზგავნოთ ან აქ ატვირთოთ მინიმუმ საგიტალური ჭრილის ამსახველი სურათი

Posted by: torckiko 17 Sep 2017, 21:05
Dr,mikheil.J
ტკივილების გამო მივედი ექიმთან, რენტგენები გადამიღეს და ანალიზები ამიღეს, მრტ არ ჩათვალეს საჭიროდ რომ მალების მოტეხილობა ისედაც გამოჩნდა.

Posted by: Dr,mikheil.J 17 Sep 2017, 21:24
მხოლოდ რენტგენოგრაფია ამომწურავ სურათს ვერ მოგვცემს, ვნახავთ რომ არის შმორლი , არის ლისთეზი არის ოსტეოპოროზი მაგრამ ტკივილს მიზეზი რამდენად ესენია ეგ ჯერ კიდევ კვლევის საგანია. რა სახის ტკივილი გაქვთ? როდის? სად მიგრირებს ტკივილი?

Posted by: Solveig 18 Sep 2017, 13:24
Dr,mikheil.J

თუ ექიმი ხართ, იქნებ ამ დასკვნას გადახედოთ.. პაციენტს აქვს ძლიერი ტკივილები მუხლში. საერთოდ, აწუხებდა მუხლები და ართროზის დიაგნოზი ჰქონდა, მაგრამ ამ 2 თვის წინ წაიქცა და იმის შემდეგ არის ასე..
რა იქნება საშველი ასეთ შემთხვევაში, ოპერაცია აუცილებელია, თუ სხვაგვარი მკურნალობაც შეიძლება იყოს შედეგიანი? და კიდევ, "თავისუფალმა სხეულმა" შემაეჭვა. რა შეიძლება, რომ იყოს?

user posted image

Posted by: Dr,mikheil.J 18 Sep 2017, 20:20
Solveig
მოგესალმებით,
იქნებ რენტგენის სურათიც აგეტვირთაც, 67 წლის ასაკისათვის მარჯვენა მუხლი ნაკლები ხარისხის ოსტეოართროზი ვერაფერს შევცვლით კონსერვატიულად შეიძლაბა წავეშველოთ ცოტათი თუმცა ართროზს ვერ გავაქრობთ.
მარცხენა მუხლი: ტკივლის ხასიათი მაინტერესებს, როდის ტკივა, რა მომენტში, როგორია მუხლის სახლსის ფუნქიცა, მოხდა გაშლა, აქვს სავარაუდოდ შეზღუდვა. ტრავმა როგომ მიიღო , ანუ როგორ დაეცა, მულსის სახსარი როგორ დაიტვირთა ტრავმის მომენტში, (მოხრილ მუხლზე, გაშლილზე, გვერდიდან ანუ გარედან შიდა მხრიდან,) მექანიზმის ცოდნა აუცილებელია... ასევე ტკვილის მიზეზი არ ვიცით რეალურად არის თუ არა ეს უცხო სხეული ან მენისკის დაზინება, შესაძლოა იყოს სხვა რბილქსოვილოვანი დაზიანებაც. კლინიკურად უნდა იქნას გასინჯული ორთოპედის მიერ. რაც კვლევაზე აღწერილია უცხო სხეული და გადმოთქუმია ვარაუდიც რენტგენის სურათი დამჭირდება გამოსარიცხად ან დასადასტურებლად. ასევე აღწერს მენისკის უკანა რქის ნაწილობრივ გაგლეჯვას.
შედეგიანი მკუნალობა?
გირჩევდით ართროსკოპიას მენისკოექტომიას და უცხო სხეულის მოშორებას რენტგენის სურათი უფრო თვალსაჩინოს გახდიდა ამ უცხო სხეულს.

თავისუფალმა სხეულმა" შემაეჭვა. რა შეიძლება, რომ იყოს?
მარტივად აღსაქმელი რომ იყოსშესაძლოა იყოს რომელიმე ძვლის ჩამონატეხი ან ხრტიკოვანი მასა....

Posted by: Solveig 18 Sep 2017, 23:05
Dr,mikheil.J

გმადლობთ გამოხმაურებისათვის. სამწუხაროდ, რენტგენის სურათზე ხელი არ მიგვიწვდება.

QUOTE
მარცხენა მუხლი: ტკივლის ხასიათი მაინტერესებს, როდის ტკივა, რა მომენტში, როგორია მუხლის სახლსის ფუნქიცა, მოხდა გაშლა, აქვს სავარაუდოდ შეზღუდვა. ტრავმა როგომ მიიღო , ანუ როგორ დაეცა, მულსის სახსარი როგორ დაიტვირთა ტრავმის მომენტში, (მოხრილ მუხლზე, გაშლილზე, გვერდიდან ანუ გარედან შიდა მხრიდან,) მექანიზმის ცოდნა აუცილებელია... ასევე ტკვილის მიზეზი არ ვიცით რეალურად არის თუ არა ეს უცხო სხეული ან მენისკის დაზინება, შესაძლოა იყოს სხვა რბილქსოვილოვანი დაზიანებაც.

ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა ჰქონდა ტრავმამდეც, ორივე მუხლზე. რაღაც სამუხლეებს ატარებდა ხოლმე. მოძრაობის შეზღუდვის განსამარტად მაგალითს გეტყვით-ავტომანქანასა და სამარშრუტო ტაქსში ჯდომა უჭირდა, რადგან მუხლები მოხრილი უნდა ჰქონოდა.

დაცემით დაეცა გვერდულად, ლითონს დაარტყა. დაჟეჟილიც ჰქონდა თავიდან (ცოტა ახლაც ეტყობა) და გასივებულიც იყო. ძლიერი ტკივილი ჰქონდა დაცემიდან, დაახლოებით 1 კვირა. მერე ნელ-ნელა უკლო ტკივილმა, მაგრამ ბოლომდე არ გამქრალა და უძლიერდება კიბესა და დაღმართზე ჩასვლის დროს, ასევე, თუ დიდხანს იჯდა, ან იდგა..

Posted by: Dr,mikheil.J 18 Sep 2017, 23:48
გადაიღეთ თუ არ გაქვთ მუხლის სახსრის რენტგენოგრავია ორ პროექციაში. იმობილიზაცია არ ჰქონია ტრავმის შემდგომ?
დისტანციურად და ვიზუალური აღქმის გარეშე ყოველგვარი ფოტომასალის გარეშე, ვერაფერს გეტყვით სხვას. შესაძლოა მარცხნივ მუხლის ენდოპოტეზირებაზე იფიქროთ . სცადოს მკურნალმა ორთოპედმა კონსერვატიულად ინექციები მარჯვენა მუხლის სახსარში.

Posted by: Solveig 19 Sep 2017, 00:03
Dr,mikheil.J
QUOTE
იმობილიზაცია არ ჰქონია ტრავმის შემდგომ?

არა, სოფელში იყო და ვერ მოხერხდა იქიდან დროული წამოყვანა sad.gif პირველი რამდენიმე დღე ფაქტიურად ვერც დადიოდა, გასივებული ჰქონდა და ძლიერი ტკივილი აწუხებდა.

რენტგენი აგვისტოში გადაიღო და პრაქტიკულად არაფერი უთქვამს რენტგენოლოგს, მარტო დეფორმაცია უთხრა სახსრების. ზედა დასკვნა ექოსკოპისტისაა. სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს მოუწია ექოსკოპისტთან რიგმა, ან უკანასკნელის შვებულებაში ყოფნის გამო.

Posted by: Dr,mikheil.J 19 Sep 2017, 00:22
მსგავსი ტრავმიშ შემგდომ იმობილიზაცია აუცილებლობას წარმოადგენს. მინიმუმ 3 კვირაც კი. შესიება იყო ტკივილი იყო და არის დატვირთა არ არის რეკომენტირებული. ...
QUOTE
რენტგენი აგვისტოში გადაიღო და პრაქტიკულად არაფერი უთქვამს რენტგენოლოგს

რენტგენოლოგი ბევრს არაც არაფერს გეტყვოდათ ტრავმატოლოგ-ორთოპედის პრივილეგია მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.
QUOTE
მარტო დეფორმაცია უთხრა სახსრების.
რა სახის დეფორმაციაო მაგასაც იყტოდა wink.gif
დროულად მიმართეთ ორთოპედს, იმობილიზაცია ეხლაც არ იქნება ურიგო..... რენტგენის და კლინიკურად გასინჯვის გარეშე სხვას ვერაფრს გირჩევთ.
გისურვებთ დროულ გამოჯანმრთელებას.
დამატებითი კითხვებით შეგიძლიათ მომწეროთ პირადში.

Posted by: Solveig 19 Sep 2017, 02:17
Dr,mikheil.J
დიდი მადლობა, გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს..

Posted by: gubaz_merve 19 Sep 2017, 22:05
Dr,mikheil.J
ექიმო ასეთი კითხვა მაქვს,მყესები ჩაუწყდა კოჭთან,ფიზიოთერაპიაზე დადის მეორე კვირა მთავრდება,პატარა შესივება დარჩა კოჭის მიდამოში და ცოტა ტკივილები რომელიც დღითიდღე კლებულობს,ტექნარია კარგად თამაშობს და შემოთავაზებებიც ააქვს,ექიმი 2თვეში ითამაშებსო ამბობს,მყესების აღდგენაზე ორი სიტყვით რა დრო ჭირდება უსაფრთხო თამაშს

Posted by: Dr,mikheil.J 19 Sep 2017, 22:24
gubaz_merve
კოჭთან, რომ დავაკონკრეტოთ რომელ მყესბზეა საუბარი? ლატერალურად ?მედიალურად? ანუ სად სახსრიდან შიდა მხარეს გარეთ მხარეს უკან სად? რამდენი წლის არის? რა სპორტით არის დაკავებული? იყენებოს თუ არა კოჭწვივის სახსრის საიმობილიზაციო საშუალებას? ბავშვებში შესაძლოა 1თვენც საკმაისიც იყოს ასაკიანებში 3 თვეს არ ეყოს, დამოკიდებულია, ასაკზე, მიდამოზე, ნივთიერებათა ცვლაზე, სისხლმომარაგებაზე, იმობილიზაციაზე, გარამოფაქტორებზე და ასე შემდეგ

Posted by: gubaz_merve 19 Sep 2017, 23:09
Dr,mikheil.J
ფეხი დაადგა ფეხბურთელმა კი არა ყასაბმა და აღარ აუშვა,კოჭში გადაუტრიალდა და მარჯვენა ფეხის მარჯვენა მხარეა ზედ კოჭთან რომ გაუწყდა,თვითონ ასე ამბობს ხმა ქონდაო,ექიმი ამბობს ასეთ შემთხვევებში ძვალი ტყდება თუმცა ძველმა გაუძლო და მყესი ჩაწვიტა,მაგნიტიკი ასე ქვია მაგნიტური ტომოგრაფიის მერე გამოჩდება ზუსტად რა ჩაწყდა და რა აღდგა,მომდევნო კვირაში ალბათ გაატარებენ შემოწმებაზე,21 წლისაა,ესეიგი ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო,აქამდე ელექტროდებზე აერთებდნენ და შედეგი კარგი აქვს,რავი მე ვფიქრობ არაა საჩქარო თუმცა ექიმმა თავიდან ასე იკითხა სწრაფად გინდათ კურსის გავლა თუ როგორ? მე არ მეჩქარება,ისე ცოტა შევაყოვნო მირჩევნია სრულ გამოჯანმრთელებამდე.
* * *
QUOTE
იყენებოს თუ არა კოჭწვივის სახსრის საიმობილიზაციო საშუალებას?

ხანდახან იყენებს და ტკივილიც ნაკლები აქვს,ეხლა ხარისხიანს შევიძენ,თუ სწორად მივხვდი ფეხის შესახვევზეა საუბარი.სამი კვირის უკან ტერფს ვერ ამოძრავებდა საერთოდ ტრამვის დღეს უბრალოდ არ შეეძლო,ეხლა ხელჯოხის გარეშეც შეუძლია გადაადგილება თუმცა არაჩვეული ნაბიჯი გამოდის ჯერჯერობით.

Posted by: trezeguet 20 Sep 2017, 11:43
გამარჯობა , ჩემმა ძაღლმა რამდენიმე თვის წინ საჩვენებელ თითზე , სიგანეზე შუაზე გადამიჭრა ფრჩხილი და ქვევით ქსოვილიც დამიზიანა . ის ნახევარი ფრჩხილი დროთა განმავლობაში მომძვრა .ქვედა მხარეს დარჩენილმა ამომავალმა ფრჩხილმა განაგრძო ამოსვლა მარა ბოლომდე არ გაიზარდა და ცუდად მაქვს . სავარაუდოდ ფრჩხილის ქვევით დაზიანებულმა ქსოვილმა ვერ მოასწრო ბოლომდე დაცხრომა და ის უშლის ხელს . რას მირჩევთ დროთა განმავლობაში გასწორდება თუ მოსაძრობია ეს ფრჩხილი და თავიდან უნდა მოხდეს ქსოვილის დამუშავება ?

Posted by: Dr,mikheil.J 23 Sep 2017, 01:00

gubaz_merve
იმობილიზაცია ანუ სახსრის ფიქსატორი უმჯობესი იყო გამოგეყენებინათ თავიდანვე აწი აზრი არ აქვს. ტერფი დარტვირთეთ ეტაპობრივად\.

* * *
trezeguet
სურათს ვერ შემოგვთავაზებ სტუდიაში? wink.gif რამდენიმე თვიშეი რამდენს გულისხმობთ? უნდა ვნახოთ ვიზუალურად რომ რაიმე რჩევა მოგცეთ

Posted by: fracture 27 Sep 2017, 06:47
გამარჯობა,
უმორჩილესად გთხოვთ გულისყურით მოეკიდოთ ჩემ შეკითხვას, არ ვარ საქართველოში და აქაურ ექიმებთან ცოტა მიჭირს კომუნიკაცია.. ინგლიური არ იცის ყველამ.

გადმოვვარდი ველოსპედიდან, ხელებით და სახით წინ.. ნიკაპიც დავარტყი, მაგრამ მთელი დატვირთვა მარცხენა ხელზე წავიდა, რომელსაც დავეყრდენი დაცემისას.

იმ მომენტში რომ ავდექი მაჯა მტკიოდა და ოდნავ იდაყვის სახსარი, იდაყვის სახსარში ვხრიდი და ვშლიდი ხელს უპრობლემოდ.. ცოტა მოგვიანებით მაჯაშ ტკივილი ოდნავ განელდა.. მაგრამ აი იდაყვის მიდამოში მაქვს დაჭიმულობის და ტკივილის განცდა.. იდაყვის სახსარში ხელს ვეღარ ვშლი, ვერც ბოლომდე ვხრი.. პატარა მონაკვეთზე ვამოძრვებ მხოლოდ ისიც ძალდტანებით.

ძალია მეშინია.. სასწრაფო მოვიდა და 20 წლის გოგო იყო ვიღაც, რაღაც თეორიები მომიყვა ყველანაირი, თუ რა შეიძება პოტენციურად იყოს მზეზი.. და წავიდა.

მაინტერესებს, მოტეხილობა შეიძლება ეს იყოს? უმოძრაო მდგომარეობაში ძალიან ყრუდ ვგრძნობ.. არ არის დასიება, არც ჩალურჯება.. უფრო რაღაც დაჟეჟილობის შეგრძნება მაქვს.. იდაყვს ნაზად რომ ვეხები მერე ხელით არ მტკივა, ოდნავ ვიზელ კიდეც და კუნთოვანი ნაწილი იწვევს ოდნავ ტკივილს.. ერთადერთი გაშლას ვერ ვახერხებ.. თუმცა უმნიშვნელოდ ეს დინამიკაც მოემატა..

როგორ ფიქრობთ პროფესიონალები, მოტეხილობას ჰგავს ეს? იდაყვი ხმ მსხვილი ძვლია და ნუთუ ასე ხელიტ დავიზელდი და არ მეტკინებოდა? (ძალიან ყრუდ ვგრძნობ.. ტკივილი გაშლის მცდელობისას მაქვს.. მაგრამ აქაც ნელნელა უკეტესდება დინამიკა)..


ამოვარდნილი ? - ამოვარდნილის შემთხვევაშ თავიდანვე არ შეიზღუდებოდა მოძრობა? პირვე ნახ. საათი შლიდი/ვკეცავდი ხელს.. მერე, დრო რომ გავიდა, შეიზღუდა მოძრაობა..


რას ფიქრობთ ასე ზეპირი ჩვენების საფუძველზე? რისი ეჭვი გქვთ?

მე ვფიქრობ რომ დაჟეჟილობა.. მყესების დაჭიმვა დ ა.შ.. რავიცი, მოტეხილობა და ამოვრდნა მგონია რომ არ უნდა იყოს sad.gif(


ვიცი, რენტგენია გადასაღები აბათ.. მაგრამ გთხოვთ - გამიზიარეთ აზრები.



პ.ს. მაჯასაც არ გაუვლია ბოლომდე.. დაჟეჟილივითაა.. მაგრამ ვამოძრვებ მეტნაკლებად..


sad.gif


მადლობა

Posted by: takisha 28 Sep 2017, 22:50
Solveig
Dr,mikheil.J
QUOTE
თავისუფალმა სხეულმა" შემაეჭვა. რა შეიძლება, რომ იყოს?

დასკვნაშიც წერია, რომ თავისუფალი სხეული კვირისტავის ქონდრომალაციის შედეგად შეიძლება არსებობდეს (რაც კვირისტავის შიგნით მდებარე ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას ნიშნავს, რომელიც დატვირთვით ან ტრავმით შეიძლება იყოს გამოწვეული, დარბილებული და დაზიანებული ხრტილის ჩამონატეხია). პაციენტი ასაკოვანია, თან მენისკის დეგენერაციაც ამ ტრავმასთან არ არის კავშირში, რახან ეს ყოველივე დიდ დროს საჭიროებს. მით უმეტეს, პაციენტი უჩიოდა დიდ ხანს ტრანსპორტში ჯდომისას გამოწვეულ დისკომფორტს, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ პაციენტს ისედაც ჰქონდა მუხლის სახსარში პრობლემა.

მენისკექტომია იქნება საუკეთესო ვარიანტი, გაიწმინდება სახსარი, თუ ხრტილი რაღაც დონეზე მაინც შენარჩუნებულია და ართროზი მე3-4 სტადიამდე არ არის მისული რა თქმა უნდა (ამ სტადიებზე (მე-3-4) უკვე სახსრის შეცვლაა რეკომენდირებული).

მიიყვანეთ ტრავმატოლოგთან და აჩვენეთ ნინოს დასკვნა (მედიქლაბში გირჩევდით, სადაც ექოზე გყავდათ).
მინდა აქვე ვთქვა, რომ ნინო დუმბაძე არის საუკეთესო თავის დარგში და გირჩევდით აბსოლუტური ნდობით მიყვეთ იმ გზას, რაც მან გირჩიათ.



fracture
ვფიქრობ მოტეხილობა არ უნდა იყოს, რადგან ძვალმა საშინელი ტკივილი იცის, მით უმეტეს ამოძრავებთ, მყესების დაზიანება/ დაჭიმვა არ არის გამორიცხული, რაც ალაგდება რაღაც პერიოდის შემდეგ, თუ არ დატვირთავთ. (და თუ სრული გაგლეჯა არ არის), მაგრამ ესეც ვარაუდის დონეზე.
დაელოდეთ დაახლოებით 1 კვირა, შეგიძლიათ ტრაუმელის მალამო იყიდოთ და დაჟეჟილ ადგილებზე წაისვათ, ანთების საწინააღმდეგოდაც იყენებენ მაგ მალამოს და ტკივილებსაც მოგიშუშებთ. თუ 1-2 კვირის შემდგომ გაგრძელდა ტკივილები, მიაკითხეთ ექიმს.




Posted by: Dostoyevsky 29 Sep 2017, 21:06
QUOTE (takisha @ 27 Jul 2017, 23:21 )
Dostoyevsky
შეიძლება, მაგრამ რად გინდა ოპერაცია, თუ არ გაწუხებს.
ვისაც აწუხებს ისინიც კი ყველა არ იკეთებენ ოპერაციას, და რატომ გინდა გარისკვა.
რა იცი რა ხდება და იქნებ მერე შეგაწუხოს ოპერაციის მერე, ამიტომ მე პირადად არ გირჩევდი.

ძაან დისკომფორტს მიქმნის ფსიქოლოგიურად რო ესე მაქვს და ეგაა ძირითადი მიზეზი.. მივიდოდი კონსულტაციაზე ვინმეს თუაქვს მსგავსი ოპერაცია განაკეთები ან თუ გაგიგიათ. რა რისკებია ისე რო ცუდად დამრჩენ ან მერე შემაწუხოს

Posted by: Tamu123tamu 3 Oct 2017, 11:25
აუ რა უნდა გკითხოთ. ესეიგი დაახლოებით ერთი თვის წინ კისერი მქონდა გაშეშებული, რაღაცეები ვიზილე და გამიარა. მაგრამ შევამჩნიე რამდენიმე დღეა რომ ტკივილი მაინც მაქვს კისრის არეში, ანუ თავის უკან გადაწევა მიჭირს, მტკივა. ისევ ვიზილო მაზები თუ რა ვქნა sad.gif

Posted by: gubaz_merve 4 Oct 2017, 23:48
Dr,mikheil.J
QUOTE
იმობილიზაცია ანუ სახსრის ფიქსატორი უმჯობესი იყო გამოგეყენებინათ თავიდანვე აწი აზრი არ აქვს. ტერფი დარტვირთეთ ეტაპობრივად\.

ერთი კვირა ეკეთა ,დღეს უკვე დარბის smile.gifმაგარი რამეა ელექტროთერაპია.

Posted by: kate-kate77 8 Oct 2017, 20:26
სახსარშიდა ინექცია-რენეჰავისზე ინფორმაცია თუ გაქვთ, ვინმეს ხომ არ მოგიხმარიათ და რა შედეგი გქონიათ> პ.ს. აქ არ იყიდება, თუმცა ვიღაც ქალს შემოაქვს. შვეიცარული წარმოებისაა.

Posted by: torckiko 12 Oct 2017, 10:55
თუ იცით რამაზ აღლემაშვილი როგორი ტრამვატოლოგია? თუ გქონიათ ვინმეს შეხება?

Posted by: takisha 14 Oct 2017, 17:20
torckiko
არც გამიგია. სად მუშაობს?

Posted by: torckiko 14 Oct 2017, 21:45
takisha
ინოვაში მუშაობს იქამდე თოდუაში იყო და მირჩიეს კაი ექიმია, მე ისეთი მინდა ვისაც ეხება ოსტეოპოროზიჩ, არტროზიც, დისპლაზიაც, სპონდილზოიც და ა.შ. თუკი რამე არსებოსბ ყველაფერი მაქვს.

Posted by: takisha 14 Oct 2017, 23:57
torckiko
მე მხოლოდ მედიქლაბის ტრავმატოლოგებს გირჩევდი, მათზე უკეთესი არავინ მეგულება, ვაჟა გაფრინდაშვილი და ლევან ნაჭყებია

Posted by: torckiko 15 Oct 2017, 11:02
takisha
ეხებათ მათ ოსტეოპოროზი, კიფოზი, სპონდილოხი თუ მარტო სახსრებზე მუშაობენ?

Posted by: FranziskanerWeissbier 16 Oct 2017, 07:47
მენჯსახსარმა გამიტრაკა ისევ მგონი mad.gif ძალიან ინტენსიურმა ვარჯიშმა გამოიწვია ისევ mad.gif

Posted by: AsToN 17 Oct 2017, 12:33
2 თვეა რაც დავიწყე სირბილი, იქამდე ველოსიპედით დავდიოდი და მუხლი დავიზიანე, სავარაუდოდ სახსარი გადახურდა (ინტერნეტში დავძებნე და ხონდრომალაცია ქვია რა სიმპტომებიც მაქვს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი ეგ არის თუ არა ჩემს შემთხვევაში). 21 კილომეტრი ვირბინე ერთი კვირის წინ ლისზე, იმ დღეს ტკივილი არ მიგრძვნია უბრალოდ ფეხები ძალიან დამეღალა და მას მერე 3 კილომეტრი სირბილის შემდეგ მარცხენა მუხლი ისე მტკივდება სირბილს ვეღარ ვაგრძელებ, მაგრამ სიარულისას არ მტკივა... ვიფიქრე დავასვენებ რამდენიმე დღე და გამივლის მეთქი, მაგრამ დღეს სირბილისას ისევ ამტკივდა 2-3 კილომეტრის შემდეგ ვეღარ გავაგრძელე სირბილი.
იქნებ რამე სპეციალური ვარჯიში მირჩიოთ ან წამალი რომ აღარ მეტკინოს. სირბილი მინდა და ვეღარ დავრბივარ )

Posted by: takisha 18 Oct 2017, 01:29
AsToN
პირველ რიგში ექოსკოპიით მუხლის გამოკვლევას გირჩევდით, ნინო დუმბაძესთან მიდით, შეიძლება აცდეთ კიდეც ტრავმატოლოგთან მისვლას, ის გეტყვით რაც უნდა ქნათ, თუ სერიოზული რამე არაა რა თქმა უნდა.

Posted by: Dr,mikheil.J 18 Oct 2017, 01:51
QUOTE
ერთი კვირა ეკეთა ,დღეს უკვე დარბის მაგარი რამეა ელექტროთერაპია.


მოხარული ვარ, ჯანმრთელობას გისურვებთ
* * *
QUOTE
თუ იცით რამაზ აღლემაშვილი როგორი ტრამვატოლოგია? თუ გქონიათ ვინმეს შეხება?


საქართველოში არ ვმოღვაწეობ მაგრამ ვიცი, რომ აღლემაშვილი ერთ-ერთი გამოცდილი ტრავმატოლოგია საქართველში.
* * *
QUOTE
2 თვეა რაც დავიწყე სირბილი, იქამდე ველოსიპედით დავდიოდი და მუხლი დავიზიანე, სავარაუდოდ სახსარი გადახურდა (ინტერნეტში დავძებნე და ხონდრომალაცია ქვია რა სიმპტომებიც მაქვს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი ეგ არის თუ არა ჩემს შემთხვევაში). 21 კილომეტრი ვირბინე ერთი კვირის წინ ლისზე, იმ დღეს ტკივილი არ მიგრძვნია უბრალოდ ფეხები ძალიან დამეღალა და მას მერე 3 კილომეტრი სირბილის შემდეგ მარცხენა მუხლი ისე მტკივდება სირბილს ვეღარ ვაგრძელებ, მაგრამ სიარულისას არ მტკივა... ვიფიქრე დავასვენებ რამდენიმე დღე და გამივლის მეთქი, მაგრამ დღეს სირბილისას ისევ ამტკივდა 2-3 კილომეტრის შემდეგ ვეღარ გავაგრძელე სირბილი.


21 კილომეტრი ირბინეთ მხოლოდ 2 თვე მარჯიშის შემდეგ? არაზომიერი დატვირთვა, გაუფრთხილდით ორგანიზმს არამარტო მუხლის სხვა ორგანოებსაც დაიზინაბებთ არასწორი დატვირთვის. ორთოპერდი დესაჭიროებათ, არ ვიცი საქართველოში რატომ ურჩევენ რადიოლოგთან მისვლას და მხოლოდ ეხოთი ან რენტგენით რადიოლოგი რატომ მკუნალობს ორთოპედიულ პაციენტებს მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ვინმე ორთოპედ-ტრავმატოლოგს მიაკითხოთ. კლინიკური გასინჯვა ზოგჯერ გადამწყვეტია ხოლმე მსგავს შემთხვევაში და შესაძლოა საერთოდ არ არის საჭირო ეხოსკოპია.

QUOTE
პირველ რიგში ექოსკოპიით მუხლის გამოკვლევას გირჩევდით, ნინო დუმბაძესთან მიდით, შეიძლება აცდეთ კიდეც ტრავმატოლოგთან მისვლას, ის გეტყვით რაც უნდა ქნათ, თუ სერიოზული რამე არაა რა თქმა უნდა.

რადიოლოგთან მისვლას შეიძლება აცდეს წესით smile.gif და არა ტრავმატოლოტთან smile.gif პირიქით უნდა ხდებოდეს არადა smile.gif smile.gif საინტერესო მიდგომა

Posted by: AsToN 19 Oct 2017, 13:21
დიდი მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ გამიარა უკვე და დღესაც ვირბინე 12 კმ. ალბათ მუხლის კუნთები მქონდა დაჭიმული.
2 თვეა არ დამიწყია ვარჯიში. 15 წელია ვვარჯიშობ სხვადასხვა სპორტის სახეობებში, უბრალოდ სირბილი მოვსინჯე ეხლა smile.gif

Posted by: fracture 19 Oct 2017, 18:41
takisha

გამარჯობა,

მოტეხილობაა radial head fracture მაგრამ პატარა მოტეხილობაა და არ არის საპანიკოვ.. however, დღეს მომხსნეს გიფსი (10 დღის წინ უნდა მოეხსნათ - ანუ მოტეხილობიდან ორ კვირაში დამინიშნა ექიმმა გიფსს მოხსნა და მერე ვარჯიშები. მაგრამ მე მისვლა დავაგვინე 10 დღით), და მიუხედავად იმისა რომ 10 დღით გვიან კიდე კრგად უნდა შეხორცებულიყო, ასე მიტხრა (უკვე სხვა ექიმმა - ორთოპედმა) რომ შეხოცება მიდ სწორად მგრამ ბოლომდე შეხორცებას დრო უნდა კიდეო.. შეიძლება სრულ მთლიან რებილიტაციამდე ნახევარ წელიც დაგჭირდესო smile.gif) (ამაზე მეორე ექიმმა თქვა რომ ნუ ეგ იგულისხმება სრულყოფილი რეაბილიტაციაო).. ცოტა შემაშინა ამან.. მოკლედ შეხორცება დაწყებულია მაგრამ არ გაინავარდო და დაიმახსოვრე რომ ჯერ ვერ გაამოძრავებ კრგადო.. მართლაც, მოძრაობით თითქმის ვერ ვამოძრავებ იდყვის სახსარში.. ვერც ვშლი და ვერც ვკეცავ ბოლომდე.. წრიულადაც ვერ ვამოძრავებ ხელის ქვედა ნახევარს... ნორმალურია ეს ? რატომ ვერ ვამოძრავებ?

გიფსი რომ მომხსნა გული შემიწუხდა კინაღამ.. თითქოს სხვისი ხელი მება.. დასუსტებული.. კუნთის ნაცვლად ბამბასავით იყო რბილი..

მითხარით რა.. რომ ვერ ვხრი და ვამოძრვებ ეს რატომ ხდება და ნორმა თუა? ამ ექიმმა რაღაც პერიოდი ასე იქნებაო

Posted by: Dr,mikheil.J 20 Oct 2017, 01:35
AsToN

სპორტსმენის ორგანიზმი ცალკე ფენომენია smile.gif წარმატებებს გისურვებთ,
კარგია სირბილი, 10კმ დავრბივარ ხოლმე კვირაში 2-3 როგორც მოვახერხებ ხოლმე გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად. სპორსმენი ხართ და სწორი ფეხსაცმის აუცილებლობის შესახებაც გეცოდინებათ.

Posted by: AsToN 20 Oct 2017, 01:50
Dr,mikheil.J

სწორი ფეხსაცმელი ნომერ პირველი საკითხია მორბენლისთვის რათქმაუნდა ვიცი )
და უნდა შეირჩეს იმის მიხედვით თუ სად აპირებ სირბილს. Trail Running ზე რეკომენდირებულია მყარ ძირიანი ან მაღალ პლათფორმიანი ბოტასი
მე ძირითადად ტრეკზე (ასფალტზე) დავრბივარ და ამ ორ მოდელს გავუწევდი რეკომენდაციას: Under Armour Speedform Apollo 2 ან Adidas Ultra Boost 3.0
ლისის ტბაზე საერთოდ ბეტონია წრეზე და ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ფეხებს, რადგან ამორტიზაცია ბევრად ნაკლებია ვიდრე მიწაზე ან თუნდაც ასფალტზე სირბილისას და სწორედ მანდ ვიტკინე მე მუხლი

Posted by: Dr,mikheil.J 20 Oct 2017, 01:56
fracture
მოგესალმებით,
QUOTE
მოტეხილობაა radial head fracture მაგრამ პატარა მოტეხილობაა და არ არის საპანიკოვ..


სხივის ძვლის თავის მოტეხილობის დროს როგორც წერთ მოტეხილობიდან 2 კვირაში თაბაშირის ნახვევის მოხსნა ცოტა ნაჩქარევია, ალბათ ექიმნა კონტროლზე დაგიბარათ და არა მოხსნის მიზნით, თუ თქვენ ჯერ კიდევ მოზარდი ხართ საკმარისი იქნება, თუმცა მოზრდილებში ნაკლებად სარწმუნოა, ოსტეოგენეზე ასე აქტირი არ არის ხოლმე. ცოტაც დაელოდეთ ყველაფერი კარგად იქნება,
QUOTE
მოძრაობით თითქმის ვერ ვამოძრავებ იდყვის სახსარში.. ვერც ვშლი და ვერც ვკეცავ ბოლომდე.. წრიულადაც ვერ ვამოძრავებ ხელის ქვედა ნახევარს... ნორმალურია ეს ? რატომ ვერ ვამოძრავებ?

QUOTE
გიფსი რომ მომხსნა გული შემიწუხდა კინაღამ.. თითქოს სხვისი ხელი მება.. დასუსტებული.. კუნთის ნაცვლად ბამბასავით იყო რბილი..

თაბაშირის ნახვევის დროსაც ვაძლევთ რჩევას რომ თითებით განახორცილებონ ვარჯიშები, რათა კუნთოვანი მასა მკვეთრად არ შესუსტდეს, თუმცა საგანგაშო არა მალევე აღდგება, ეს ბუნებრივია. არაფერი საგანგაშო. რაც შეეხება ფლექსია, ექსტნზია, სუპინაცია, პრონაცია ( მოხრა, გაშლა, როტაციას) ეტაპობრივი ვარჯიშებით აღსდგება, მთავარია ავარჯიშოთ და გაიაროთ რეაბილიტაციის კურსი ფიზიოთერაპია, იდაყვის სახსარი ერთერთი რთული სახსარია 3 ძვლოვანი კომპონენტისაგან შექმნილი და ძალიან საფრთხილოა, ექიმს ნამდვილად სწორი უთქვამს. "რაღაც პერიოდი ასე იქნებაო" თუ კი სწორი რეაბილიტაციის კურსი არ იქნა გავლილი შესაძლოა დარჩეს მცირედი შეძღუდვა იდაყვის სახსარში.
* * *
AsToN
პერფექტ wink.gif ვაფასებ პორფესიონალიზმს,
მე გადავინაცვლე ასფალტის ბილიკიდან მიწაზე, ტყის სწორ ბილიკზე, სულ სხვა სიამოვნება smile.gif

Posted by: fracture 20 Oct 2017, 19:03
Dr,mikheil.J

გამარჯობა, დიდი მადლობა პასუხისთვის

დიახ, თითებ ვამოძრავებდი მალევე.. რაც ეწერა დანიშნულებაში ის ვთქვიმ 2 კვრაში მოხსნა და მუბუქი ფქსაცის დაყენება..

2 კვირაში ვერ/არ მივედი რადგან ფიზიკურად ვერ მოვახერხე .. და ვიფიქრე 1 კვირით დავაგვიანებ ტრაგედია არ იქნებათქო.. (ცოტა მეშინოდა კიდეც კომფორტული გგიფსიდა ნ არაომფორტზე გადასვლა მაგ კვირის პერიოდში).. 2კვირა+10 დღეა გასული.. 32 წლის ვარ.. მე იმის შიშ მაქვს, რომ ამ პერიოდში ისე არ იქნება შეხორცებული რომ ელემენტრული მოძრაობით *(ძალია რბლი და ფრთხილი,
ვიწო ინტერვალში, რაც შემიძლია) არ გატყდეს? მე არ ვარ მედიკი, მაგრამ მესმის რომ ძვლის შეხორცება - ეტაპებია.. ჯერ ანთებაა.. მერე რბილობი ქსოვილის ჩამოყალიბება ა მერე მყიფე და სუსტ შეხორცების წარმოქმნა.. ჰოდა ამ მეორე ექიმთამ (ორთოპედთან) რომ მივედი, (კომპიუტერული სისტემით ხდება გადანაწილება და ალბათობით მოვხვდი ამასთნ) საშნლად უყურადღებოდ და უდიერად მიმიღო (ოღონდ ამ შემთხვევაში ეს არაა პაციენტის მოჩვენება.. რევიუები ვნახე და ყველა ლანძღავს რომ უსაზღვროდ უხეში ქალია), ოხსნა თბაშირ და მითხრა რომ რაღაც პერიოდი ვერ გაამოძრავებ დ შენზეა დამოკიდებული როგორ აღადგენო.. არც დანიშნულება დამიწერა და არც მიმართვა.. ოჯახის ექიმი მკითხა, რომელიც ჯერ არ მყავს..


მოკლედ ამ პერიოდში ძვალი რა ეტაპზე უნდა იყოს? ასე მითხრა სწორად ხორცდება მაგრამ ჯერ არაა შეხორცებული ბოლომდეო..

იმეტაპზე მაიც არის რომ რბილი მოძრაობით (სულ ოდნა ვცდილობ დბატანო ძალა გაშლისთვის.. სულ ოდნავ) არ გადატყდეს ისევ?

ძილი დროს მაგალითად.. წინა ექიმმა (ვინც თაბაშრი დამადო) მითხრა რო ორთოპედი მოგხსნნის ამას და რამე მსუბუქით დაგიფიქსირებსო.. ამან კიდე მარტო თოკი მომცა და იმაში გამაყრევინა ხელი..

ფიქსაცია არ უნდოდა? ძილის დროს არის შანსი რო გატყდეს ისევ?.. 2 ღამე მეძნა და მგნი ისევ ისეა... სულ ოდნავ მემატებს ფუნქცია..


და ბოლო კითხვა.. რატო შეიძლება დარჩეს შეზღუდვა თუნდაც თეორიული?.. ან ახლა რატო ვერ ვშლი? გული მისკდება.. მგონია რომ ძვალი ზის არასწორად და ის უშლის ხელს.. შეგრძნება და აზრები მაქვს ასეთი.. ძალიან მეშინია და ვნერვიულობ.. გთხოვთ მიპასუხოთ...


* * *
ვერ ვხვდები,, თუ მოტეხილობა პატარაა და ისიც სწორად ხორცდება (1მმ უმნიშვნელო რელოკაცია უწერია თაბაშირის დადების მერე), რა უშლის ხელს სახსარს გაშლაში ან მოკეცვაში sad.gif(((
აი რომ ვშლი და მერე რაღაც მომენტი ჩერდება და მტკივა.. მეტს რომ ვეღარ ვშლი.. რა არის ეგ? ძვალი არ უშვებს ? მყესი? კუნთი?.. რომ ვაკვირდები მგონია რომ მყესია რაც იჭიმება...

ძალიან ვნერვიულობ sad.gif((

Posted by: Miryam 27 Oct 2017, 22:59
გამარჯობა, აქ თუ ვინმე გარკვეული შემოდის იქნებ ცოტა მეც დამაკვალიანოთ,

2013 ში დავეცი და მარცხენა მხარი დავარტყი, მას მერე რამოდენიმეჯერ ვცადე მკურნალობა - ჯერ დამასხივეს რაღაცით, მერე შიგნით მხარში რაღაც წამალი გამიკეთეს მაგრამ დღემდე მოძრაობისას რაღაც ტკაცუნობს და დისკომფორტი მაქვს (ხელის მოძრაობის დროს მტკივა, ისე არა)

გამოკვლევისას დამიწერეს რო:

QUOTE

ისახება მარცხენა მხრის სახსრის მცირედ გამოხატული სუბდელტოიდური ბურსიტი, ქედზედა კუნთის მყესი სისქეში მომატებულია, ძლირი დაჭიმვის ფონზე, სისქეში მომატებულია ბიცეფსის გრძელი თავის მყესი ბორცვთაშორის ღარში, რაც მყესის დაზიანებაზე მიუთითებს, მხრის დიდი ბორცვის ძვლოვანი ზედაპირი სადა, მოტეხილობა არ აისახება


ვისთან შეიძლება მკურნალობა? კარგი სპეციალისტი მინდა.

Posted by: maverik3332 28 Oct 2017, 04:22
გამარჯობათ.ვინები არიან საქართველოში საუკეთესო ხელის მტევნის ქირურგები, ან ვის აქ გამოცდილება ქირურგიულად მაჯის გაშეშებასთან დაკავშირებით და ატარებენ თუ არა საქართველოშიამ ოპერაციას?

Posted by: ogven 3 Nov 2017, 15:40
Dr,mikheil.J
გამარჯობათ.
მაინტერესებს თქვენი აზრი შემდეგ საკითხზე.
სახსრის პრობლემების გამო (ანთება + სითხე+ და ა.შ.) , ექიმმა დამინიშნა ინექციები კუნთში (ანოდინ-დუალი,შეიცავს დექსამეტაზონს,1Хდღეში), კომპრესები (დიმექსიდი+დექსამეტაზონი,1Хდღეში) და ფერმენტული პრეპარატი ქიმორალ-ფორტეს ტაბლეტები(2Хდღეში). დასაშვებია თუ არა ამ პრეპარატების ერთი და იგივე დღეებში მიღება. ადრე ინტერნეტში ამოვიკითხე ფერმენტული და კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ, სადაც ნათქვამი იყო ფერმენტები შლიან კორტიკოსტეროიდებს(თუ პირიქით) და ამიტომ მათი ერთდროული მიღება მიზანშეუწონელია.

Posted by: YNWA 4 Nov 2017, 12:41
user posted imageuser posted image

ეშველება რამე ამ ნეკა თითს? help.gif ვის მირჩევთ ვის მივმართო?

მოვიტეხე 2017 წლის 7 მარტს. cry.gif

Posted by: takisha 7 Nov 2017, 23:49


Miryam
ლევან ნაჭყებიასთან მიდი მედიქლაბში, ან ამ სარეაბილიტაციოში https://www.facebook.com/sportsmedandbiology/, მანდაც მუშაობს ლევანი და რეაბილიტოლოგებიც მანდვე არიან, რახან ძველი ტრავმაა იქ მოგხედავენ უკეთესად.
ნინოც იგივეს გეტყოდათ, ხომ მასთან გაიკეთეთ ექოსკოპია.

YNWA
რა ჩივილები გაქვთ? თქვენც იგივეს გეტყოდით, ამ სარეაბილიტაციო კლინიკაში კონსულტაციის გავლას https://www.facebook.com/sportsmedandbiology/

fracture
მსგავსი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციაა საჭირო, თუ მით უმეტეს სახლში არ გივარჯიშიათ.
QUOTE
ან ახლა რატო ვერ ვშლი? გული მისკდება.. მგონია რომ ძვალი ზის არასწორად და ის უშლის ხელს.. შეგრძნება და აზრები მაქვს ასეთი.. ძალიან მეშინია და ვნერვიულობ.. გთხოვთ მიპასუხოთ...
ოპერაციის შემდეგ სახსარში არსებული ნაწიბურები ისე ხორცდება ერთმანეთში, რომ არ უშვებს სახსარს, რომ სრულყოფილად იმოძრაოს, ამას ვარჯიშები სჭირდება და მიდით თქვენც ამ სარეაბილიტაციო ცენტრში, იქ კონსულტაციასაც გაივლით და ფიზიოთერაპევტები გაგატარებენ რეაბილიტაციას, რათა იდაყვი სრულყოფილად ფუნქციონირებდეს.
https://www.facebook.com/sportsmedandbiology/


Posted by: YNWA 8 Nov 2017, 01:52
QUOTE (takisha @ 7 Nov 2017, 23:49 )
YNWA
რა ჩივილები გაქვთ? [/URL]

ნეკა თითს ვერ ვხრი. ასევე მაქვს ტკივილი.

Posted by: takisha 8 Nov 2017, 02:34
YNWA
ექოსკოპიაც გაიკეთეთ თითის, ნინო დუმბაძესთან, იოგების დაზიანება არ იყოს. და შემდეგ ნინო მოგცემთ მიმართულებასაც ვისთან მიხვიდეთ.

Posted by: Dr,mikheil.J 12 Nov 2017, 17:58
maverik3332
საქართველოში მტევნის ქირურგი გია ჯალალიშვილი, გამოცდილი და მაღალი დონის.
QUOTE
ან ვის აქ გამოცდილება ქირურგიულად მაჯის გაშეშებასთან დაკავშირებით და ატარებენ თუ არა საქართველოშიამ ოპერაციას?

აკეთებენ კი, თითქმის ყველა სახის ჩარევას მტევანზე.
გაშეშებაში ალბათ კარპალური არხის სიმტომზს გულისხმობთ,
* * *

YNWA
ეს როდინდელი სურათია? მტევნის ქირურგის კონსულტაციას გირჩევთ, პიანისტი ბრძანდებით? ბევრი მეთოდი შეიძლება გითხრათ. მაქსიმალური და ყველაზე ბოლოს ფალანგთაშუა სახსრის პროტეზირება, რაც სრულად აგღიდგენთ ფუნქციას, მყესოვანი დაზიანების შემთხვევაში პლასტიკაც შესაძლებელია. ნუ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. wink.gif :*

Posted by: Nutsa2015 14 Nov 2017, 00:24
მტევანზე მაქვს ცხიმგროვა, განგლიონა. ხომმვერ მირჩევთ კარგ ქირურგ ტრავმატოლოგს?

Posted by: takisha 14 Nov 2017, 02:04
Nutsa2015
ცხიმგროვისთვის ტრავმატოლოგი არ გჭირდებათ. smile.gif


Posted by: Nutsa2015 14 Nov 2017, 13:10
takisha
ვის მივმართო იქნებ მითხრათ. ამოსაჭრელია

Posted by: agentivar 15 Nov 2017, 19:47
QUOTE (Miryam @ 27 Oct 2017, 22:59 )
გამარჯობა, აქ თუ ვინმე გარკვეული შემოდის იქნებ ცოტა მეც დამაკვალიანოთ,

2013 ში დავეცი და მარცხენა მხარი დავარტყი, მას მერე რამოდენიმეჯერ ვცადე მკურნალობა - ჯერ დამასხივეს რაღაცით, მერე შიგნით მხარში რაღაც წამალი გამიკეთეს მაგრამ დღემდე მოძრაობისას რაღაც ტკაცუნობს და დისკომფორტი მაქვს (ხელის მოძრაობის დროს მტკივა, ისე არა)

გამოკვლევისას დამიწერეს რო:

QUOTE

ისახება მარცხენა მხრის სახსრის მცირედ გამოხატული სუბდელტოიდური ბურსიტი, ქედზედა კუნთის მყესი სისქეში მომატებულია, ძლირი დაჭიმვის ფონზე, სისქეში მომატებულია ბიცეფსის გრძელი თავის მყესი ბორცვთაშორის ღარში, რაც მყესის დაზიანებაზე მიუთითებს, მხრის დიდი ბორცვის ძვლოვანი ზედაპირი სადა, მოტეხილობა არ აისახება


ვისთან შეიძლება მკურნალობა? კარგი სპეციალისტი მინდა.

ეგებ უპასუხოთ, და მეც მიპასუხოთ -- ხანდაზმული ქალი, 78, დაეცა, მუხლის არეში ტკივილები აქვს მოძრაობის დროს, დაცემიდან 10 დღე გავიდა, შეშუპება აქვს მუხლის არეში. ვის მივმართოთ? ნოზაძესთან გაკეთებული აქვს ენდოპროთეზი ორივე თეძოზე, წლების წინ. საერთოდ აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი. ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ სპეციალისტი, გმადლობთ))

Posted by: Dr,mikheil.J 16 Nov 2017, 01:38
Nutsa2015
QUOTE
მტევანზე მაქვს ცხიმგროვა, განგლიონა. ხომმვერ მირჩევთ კარგ ქირურგ ტრავმატოლოგს?

ცხიმგრომა და განგლიონი სხვადასხვა რამ არის, ქართულად ჰიგრომას ჰქვია. ცხიმგროვა მტევანზე იშვიათია, ჰიგრომა კი ხშირად გვხვდება სხივ-მაჯის სახსრის ზურგის მხრივ ზედაპირზე მტევნის გამშლელებს შორის. ტრავმა-ორთოპედიაში ცალკე მიმართულება მტევნის ქირურგია. ქართველ კოლეგებიდან ბევრს არ ვიცნობ სამწუხაროდ, მტევანზე ვინც მუშაობს ერთადერთი გია ჯალალიშვილი ვიცი საკმაოდ მაღალი დონის სპეციალუსტია.
* * *
agentivar
QUOTE

QUOTE (Miryam @ 27 Oct 2017, 22:59 )
გამარჯობა, აქ თუ ვინმე გარკვეული შემოდის იქნებ ცოტა მეც დამაკვალიანოთ,

2013 ში დავეცი და მარცხენა მხარი დავარტყი, მას მერე რამოდენიმეჯერ ვცადე მკურნალობა - ჯერ დამასხივეს რაღაცით, მერე შიგნით მხარში რაღაც წამალი გამიკეთეს მაგრამ დღემდე მოძრაობისას რაღაც ტკაცუნობს და დისკომფორტი მაქვს (ხელის მოძრაობის დროს მტკივა, ისე არა)

გამოკვლევისას დამიწერეს რო:

QUOTE

ისახება მარცხენა მხრის სახსრის მცირედ გამოხატული სუბდელტოიდური ბურსიტი, ქედზედა კუნთის მყესი სისქეში მომატებულია, ძლირი დაჭიმვის ფონზე, სისქეში მომატებულია ბიცეფსის გრძელი თავის მყესი ბორცვთაშორის ღარში, რაც მყესის დაზიანებაზე მიუთითებს, მხრის დიდი ბორცვის ძვლოვანი ზედაპირი სადა, მოტეხილობა არ აისახება


ვისთან შეიძლება მკურნალობა? კარგი სპეციალისტი მინდა.


კლინიკურად საჭიროებს გასინჯვას, ფუნქციონალურად რამდენად საღია, ეხოსკოპია აღწერს რომ სუპრასპინატუსი და ბიცებსის გრძელი თავის გასქელებას ანუ დაზიანებული იყო ჰიპერტროფია თავისით არ ხდება ხოლმე. საჭიროებს რეაბილიტაციურ პროფედურებს, ხანდაზმული ტრავმის შემდგომი პერიოდია. რაც შეეხება ტკაცუნს მხრის სახსარში ე.გ. ტკაცუნი ბიცებსის მყესის ბორცვთაშორის ღარიდან სისლოკაციის და უკან ჩახტომის დროს შესაძლოა წარმოიქმნას. ასევე როგორც სხვა სახსრებში ტკაცუნს იწვევს სახსარშიგა ჰაერის ბუშტუკის მექანიკური გახეთქვა და გადაადგილება. ასევე შესაძლებელია მკურნალობა კონსერვატიულად.
* * *
QUOTE
ეგებ უპასუხოთ, და მეც მიპასუხოთ -- ხანდაზმული ქალი, 78, დაეცა, მუხლის არეში ტკივილები აქვს მოძრაობის დროს, დაცემიდან 10 დღე გავიდა, შეშუპება აქვს მუხლის არეში. ვის მივმართოთ? ნოზაძესთან გაკეთებული აქვს ენდოპროთეზი ორივე თეძოზე, წლების წინ. საერთოდ აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი. ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ სპეციალისტი, გმადლობთ))

ქალბატონი ორივე მენჯ-ბარძაყის ენდოპოტეზით, ანუ ართროზი გვაწუხებს დიდი ხანია. რასაც აღწერთ სართოდ აქვს ტკივილი სახსრებში სავარაუდოა ეს ართროზის მაღალ ხარსხზე მითითებდეს. დაცემის შემდეგ შესიება თუ კი ეს იყო რბილქსოვილოვანი 10 დღის განმალობაში უნდა ალაგებულიყო თუ წაეხმარებოდით, იმობილიზაციით საფენებით ადგილობდივი არასტერიოდი ანთების საწინაათმდეგო საშუალებებით. პირველ რიგში გირჩევთ რენტგენის გადაღებას მუხლის სახსრის ორ პპროექციაში, თუ უკვე გადაღებული გაქვთ იქნებ ატვირთოთ. რათა წარმოდგენა გვქონდეს რა ხდება ძვლოვან ქსოვილთად მიმართებაში. ტრავმატოლოგის კონსულტაცია გესაჭიროებათ კლინიკურად უმნიშვნელოვანესია ინახოს მუხლი. ყოველთვის სჯობს მიხვიდეთ იმ ექიმთან ვისთანაც წინ პროცედურები გაქვთ ჩატარებული.

Posted by: eyes 19 Nov 2017, 10:45
გამარჯობათ. პახებთან რომ ჯირკვლებია მიდიდდება ხან მარჯვენა პახზე ხან მარცხენაზე. მკვრივია და ძალიან მტკივნეული.1 წლის წინ დამემართა პირველად. თიაქარი მეგონდა გამოკვლევები გავიკეთე და არ აღმოჩნდა. დაჭიმულობასავით შეგრძნებები მაქვს თითქოს ძარღვებია დაჭიმულიო. ტკივილი უკან დუნდულზეც გადააქვს კანი მიწითლდება გართულების შემთხვევაში და მკვრივდება თითქოს შეწითლებულ ადგილას. პარალელურად ძირმაგარა გამოდის დუნდულზე. თუ ძირმაგარა არ გამოვიდა მალე მიცხრება ჯირკვლები და თუ გამოვიდა 1 კვირა მინიმუმ მტანჯავს. რა შეიძლება იყოს ნეტა. მაღალი ფიზიკური დატვირთვები მაქვს და მე მაგას ვაბრალებ არ ვიცი.

Posted by: Dr,mikheil.J 19 Nov 2017, 17:54
პახი ანუ საზარდულის მიდამო ქართულად. სავარაუდოდ ლიმფურ ჯირკვალზე საუბრობთ და რაც აღწერეთ ანთებით პროცესზე მიუთითებს, ინფექციური შესაძლოა იყოს. დერმატოლოგს აჩვენეთ "ძირმაგარა", რამოდენიმე ანალიზი დაგჭირდებათ და დიაგნოზიც დაისმება. მთავარია დროულად მიხედოთ.

Posted by: takisha 20 Nov 2017, 01:52
Nutsa2015
საუკეთესოები რბილი ქსოვილების ქირურგიაში ონკოქირურგები არიან, თან ცხიმგროვა მარტივი ამოსაჭრელია, ასე რომ არ შეგეშინდეთ smile.gif

ასევე მტევანზე ვინც მუშაობს ცალკე, მედიქლაბში მარიკა ნიშნიანიძე და გია ჯალალიშვილი მუშაობენ ამ მიმართულებით.






Posted by: Nutsa2015 20 Nov 2017, 16:48
takisha
დიდი მადლობა რჩევისთვის

Posted by: annaninio 21 Nov 2017, 20:54
გამარჯობა! მირჩიეთ რაა ძლიერი ტრავმატოლოგი - ქირურგი.ახალგაზრდა ბიჭს დაეცა ფეხზე ბრონირებული შუშა და ტერფი ცუდ დღეში აქვს.ამჟამად არის ირაკლი ძაძამიასთან, მაგრამ სხვისი აზრიც გვაინტრერესებს.ან ეს ირაკლი ძაძამია როგორი ქირურგია, ხომ არ გაგიგიათ ვინმეს.მადლობა წინასწარ.

Posted by: Dr,mikheil.J 22 Nov 2017, 02:49
annaninio
ტერფის პრობლემით შეგიძლიათ მიაკითხოთ ჯემალ ჭუმბურიძეს ან ლევან ქაჯაიას, ამერიკელი ტერფის ქირურგი ელი დანიელი ჩაყავთ საქართველოში წლიწადში 3 ჯერ. ბრტყელ ტეფიანობისა და ზოგადად ტერდთან დაკავშირებული ნებისმიერ პროობლემაზე. კოჭწვისი სახსის პროტეზირება იქნება ეს თუ ასე შემდეგ.

Posted by: boosted{} 22 Nov 2017, 17:05
მუხლის პრობლემები მაქ ტკივილები მაწუხებს რენდგენი გადავიგე და ართრიტის ნიშნებიაო და ზუსტად როგორ დავადგინო ართრიტი მაქ თუ არა?

Posted by: takisha 24 Nov 2017, 02:17
boosted{}
ექოსკოპია გაიკეთეთ

Posted by: Sean 24 Nov 2017, 10:56
Kviras rame mushaobs muxlze minda rendgeni gadavigo

Posted by: boosted{} 26 Nov 2017, 14:02
takisha
ამ სურათიდან ჩაანს რომ ართრიტის ნიშნებია ?user posted image

Posted by: springo 3 Dec 2017, 10:55
მარტო ექიმებმა მიპასუხეთ up.gif

ვაქცინა გავიკეთე ცოფის საწინააღმდეგო

ალკოჰოლი რო არ შეიძლება ვიცი და თრიაქი თუ შეიძლება ? biggrin.gif



Posted by: Miryam 5 Dec 2017, 16:11
Dr,mikheil.J
QUOTE
კლინიკურად საჭიროებს გასინჯვას, ფუნქციონალურად რამდენად საღია, ეხოსკოპია აღწერს რომ სუპრასპინატუსი და ბიცებსის გრძელი თავის გასქელებას ანუ დაზიანებული იყო ჰიპერტროფია თავისით არ ხდება ხოლმე. საჭიროებს რეაბილიტაციურ პროფედურებს, ხანდაზმული ტრავმის შემდგომი პერიოდია. რაც შეეხება ტკაცუნს მხრის სახსარში ე.გ. ტკაცუნი ბიცებსის მყესის ბორცვთაშორის ღარიდან სისლოკაციის და უკან ჩახტომის დროს შესაძლოა წარმოიქმნას. ასევე როგორც სხვა სახსრებში ტკაცუნს იწვევს სახსარშიგა ჰაერის ბუშტუკის მექანიკური გახეთქვა და გადაადგილება. ასევე შესაძლებელია მკურნალობა კონსერვატიულად.


დიდი მადლობა

სად ან ვის უნდა მივაკითხო ხომ არ იცით რომ დავიწყო მკურნალობა?

Posted by: Dr,mikheil.J 5 Dec 2017, 23:40

Miryam
სამწუხაროდ საქართველოში არ ვიცი სად რა სარებილიტაციო ცენტრებია და ვინ არის ამით დაკავებული. რეკომენდაციას ვერავის გავუწევ ამ მიმართულებით.
* * *

springo
QUOTE
მარტო ექიმებმა მიპასუხეთ

ვაქცინა გავიკეთე ცოფის საწინააღმდეგო

ალკოჰოლი რო არ შეიძლება ვიცი და თრიაქი თუ შეიძლება ?


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
გააჩნია ვისი მოყვანილია smile.gif smile.gif ეს ხუმრობით რათქმაუნდა smile.gif)

Posted by: Miss_n 6 Dec 2017, 00:26
მოგესალმებით,
ლატერალური გოჯის და წვივის დიდი ძვლის მოტეხილობა მაქვს ცდომის გარეშე. ფეხი მაქვს გიფსში, პარალელურად ასკურავას საფენებსაც ვიდებ (ზემოდან გიფსს ვიკეთებ. ბევრმა მირჩია ასკურავას საფენები, მალე ახორცებსო). ექიმმა მოთხრა, კალციც დალიე, ძვლის აღდგენის პროცესს დააჩქარებსო. ფეხის მოტეხვის შემდეგ ცხრა დღე გავიდა და უკვე ორი დღეა უკეთესობა მაქვს აშკარად, ფეხი ნაკლებად მტკივა და ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს. ექიმმა მითხრა, 5 კვირაში მოდი და გიფსს მოგხსნიო და როგორ ფიქრობთ, არის შანსი რომ უფრო ნაკლებ დროში შეხორცდეს მოტეხილობა? ვფიქრობ 3 კვირაში მივიდე და რენტგენი გადავიღო-თქო. თუ არის მსგავსი მოტეხილობების შეხორცების ფაქტები 2-3 კვირაში? ძალიან ცუდ დროს მოვიტეხე ფეხი, ბევრი საქმე მიფუჭდება და ღირს გარისკვა თუ დაველოდო 5 კვირის გასვლას?

ისე ეს ლატერალური გოჯი ვერ გავიგე ნორმალურად სადაა და შეგიძლიათ ამიხსნათ?

Posted by: *LilacWine* 8 Dec 2017, 15:20
Miryam
QUOTE
სად ან ვის უნდა მივაკითხო ხომ არ იცით რომ დავიწყო მკურნალობა?

სპორტული მედიცინისა და ბიოლოგიის ცენტრი ნუცუბიძეზე https://www.facebook.com/sportsmedandbiology/

Posted by: Facepalm 9 Dec 2017, 16:32
გამარჯობა, ინტენსიური ვარჯიში შევწყვიტე დაახლოებით 6 თვით და როცა განვაახლე ოდნავ ვიტკინე ბიცებსი მყესი, რომელმაც გამიარა 2 დღეში.. დაახლოებით 3 კვირის წინ, ბიცებსის ჰანტელებით ვარჯიშის დროს ვიტკინე ისევ ეს მყესი მარცხენა ხელზე, ვერ გავიგე მყესია თუ თვითონ კუნთი ქვედა მხარეს... რაღაც მიზეზების გამო არ მივარჯიშია ზუსტად ეს 3 კვირა, ანუ კუნთის დასვენებადაც გამომივიდა. ხვალ მინდა განვაახლო ისევ , მაგრამ ოდნავ დატვირთვისას მყესზე ისევ მაქვს არა სასიამოვნო შეგრძნება, მაზები ვისვი პირველი 10 დღე. მაინტერესებს, სარისკოა თუ არა ვარჯიშის განახლება? მიზეზი რატომაც გწერთ არის, რომ პირვლეად როცა ვიტკინე, ექიმს მივაკითხე , რომელმაც უბრალოდ მითხრა რომ ბიცებსი იყო დაჭიმული და მაზი დამინიშნა.

Posted by: takisha 11 Dec 2017, 17:07
Facepalm
ვარჯიშის განახლებისას დატვირთვა თავიდანვე ძლიერი იყო? შესაძლებელია დაჭმვა ყოფილიყო, მაგრამ უნდა გაევლო 10 დღის განმავლობაში. რომელ ექიმს მიმართეთ? კარგი იქნება რბილი ქსოვილების ექოსკოპიას თუ გაიკეთებთ, შეიძლება კუნთის ბოჭკოების მიკროგაგლეჯები იყოს, რაც არა ძალიან სერიოზული ტრავმა, თუმცა სპორტული ტრავმატოლოგი უკეთესად გეტყვით რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ალაგდეს ტკივილები.

საუკეთესო მსგავს ექისკოპიაში ნინო დუმბაძეა, რომელიც მედიქლაბში მუშაობს და მას მიაკითხეთ.

Posted by: Facepalm 12 Dec 2017, 00:04
takisha

თავიდანვე დიდი დატვირთვა არ ყოფილა.
დაახლოებით 10 დღის მერე გამიარა მაგრამ ჩვეულებრივი სახლის საქმის დროს ისევ დამეჭიმა, მას შემდეგ მომსდევს ტკივილი

Posted by: takisha 13 Dec 2017, 17:53
Facepalm
მაინც გადაამოწმეთ ნინოსთან, უძლიერესი აპარატით მუშაობს და მიკროდაზიანებებიც არ გამორჩება. სულაც ძალიან უმნიშვნელო დაზიანებაც კი შეიძლება იწვევდეს ჩივილებს. შესაბამისად, სწორი დიაგნოზით და მკურნალობით მალე აგილაგდებათ.

Posted by: AsToN 14 Dec 2017, 01:15
takisha

ჩემს გონართროზს რა ვუშველო იქნებ მირჩიოთ რამე.

Posted by: takisha 15 Dec 2017, 01:32
AsToN
ტრავმის შემდეგ გაქვთ გონართროზი? საკმაოდ დიდი დრო ჭირდება ჩამოყალიბებას, შესაბამისად ხანდაზმული პროცესია. რამდენი წლის ხართ?

Posted by: AsToN 15 Dec 2017, 02:35
takisha

პმ ში მოგწერთ თუ შეიძლება : ...

Posted by: kate-kate77 21 Dec 2017, 19:58
QUOTE (takisha @ 15 Dec 2017, 01:32 )
AsToN
ტრავმის შემდეგ გაქვთ გონართროზი? საკმაოდ დიდი დრო ჭირდება ჩამოყალიბებას, შესაბამისად ხანდაზმული პროცესია. რამდენი წლის ხართ?

მკურნალობის თვალსაზრისით ამას აქვს რაიმე მნიშვნელობა? მე მაქვს ტრავმისშემდგომი, მეორე სტადია. რაიმე კონკრეტული რჩევა ხომ არ გაქვთ კვებასთან, ვარჯიშთან და მკურნალობასთან დაკავშირებული? მადლობა.

Posted by: gubaz_merve 25 Dec 2017, 23:14
40წლის კაცის წონა 102.მხოლოდ უსაფრთხო წყლით რამდენი ხნის გარანტიას მომცემთ?
* * *
ზუსტი დასაბუთებული მეცნიერული პროექტი მჭირდება...
* * *
მეღიმება რატომ აქამდე ვერავინ ხვდება რომ კომაში მყოფი ადამიანი იღვიძებს სხეულის დაუმორჩილებლობით ,ელის ძალა იონის გამოყენება პრობლემის მოგვარების გზაა ელექტოენერგია უნდა მიეწოდოს ,ეს უკვე თქვენთვის წარმატების გზაა...
* * *
თეორიულად რამდენი მილიგრამი იოდია უსაფრთხო დოზა ადამიანის ორგანისმისთვი,წამალს რა ქვია ?პრინციპში იოდის ცხრა წვეათი ჩემთვის წამალია , კაფსულაში მიზანშეწონილად მიმაჩნია.

Posted by: AVN 29 Dec 2017, 02:29
აზიდვებისას დავიზიანე wrist capitate მოტეხილი არ არის ხელს ვამოძრავებ ჩვეულებრივად დატვირთვითაც ვთვირთავ და არ მტკივა , უბრალოდ ვერ ვეყრდნობი შეხვეული მაქვს და ფენოგელს ვისმევ , მაგრამ არ მშველის რას მირჩევთ რა წავისვა?

Posted by: ogven 30 Dec 2017, 18:36
მოგესალმებით ყველას,
გილოცავთ მოახლოებულ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს . გთხოვთ გამომეხმაუროთ, რა სახის მკურნალობა და როგორი პროგნოზით შეიძლება ჩატარდეს ასეთ შემთხვევაში. ვარ 68 წლის. წონა ამდენივე კგ. სამი თვის წინ მივიღე ტრამვა მარცხენა მუხლის სახსარზე. ტკივილები არ მქონია და არც ახლა მაქვს. ჩავიტარე მკურნალობა, შედეგი ამისა ის არის, რომ საგრძნობლად შემიმცირდა სითხე და საერთო მდგომარეობის მცირე გაუმჯობესება. მაქვს მოძრაობის შეზღუდვა, "არასიმყარის" შეგრძნება სახსარში. 2 კვირის წინ მქონდა ასეთი ექოსკოპიის პასუხი. მადლობა წინასწარ.

user posted image

Posted by: takisha 30 Dec 2017, 20:26
ogven
ნინო დუმბაძეც გეტყოდათ მიზეზს, მაგრამ ჩემი აზრით, დასკვნას თუ დავუჯერებთ, დისპლაზიური სახსრებისგან გამოწვეული ართროზი + ტრავმა საკმარისია იმისთვის, რომ გქონდეთ ეს ჩივილები. ტრავმის გარეშეც იცის დისპლაზიამ არამყარობის შეგრძნება. მთავარია სითხე აგილაგდათ და ტკივილი აღარაა, შეზღუდვას ვარჯიშები უნდა, ტრავმის შემდეგ 1 მდგომარეობაში მყოფ სახსარს ჩვევია შეზღუდვა, რომელსაც როგორც წესი სარეაბილიტაციო ცენტრში ვარჯიშებით და მასაჟებით შველიან, თუმცა გააჩნია შეზღუდვის ხარისხსაც.
მედიქლაბში არიან ასევე შესანიშნავი ტრავმატოლოგები, მათთანაც შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია, თუმცა სავარაუდოდ ისინიც იგივეს გეტყვიან.
ყველაზე რეალური მაინც ნინოს რჩევაა, რომელსაც კონსულტაციის და გასინჯვის შემდგომ აუცილებლად მოგცემდათ, რჩევას იმიტომ ვამბობ, რომ ნინოს როგორც რადიოლოგს, არ აქვს დანიშნულების გაცემის უფლება.
თუ რამე კითხვა გაქვთ დამატებით, მომწერეთ smile.gif

AVN
რამდენი ხნის წინ დაიზიანეთ? მეც მსგავსი ტრავმა მქონდა და გაიარა დაახლოებით 1 კვირა - 10 დღეში. ტრაუმელის მალამო შეგიძლიათ ცადოთ, დაჭიმული იქნება მყესები რახან მოტეხილობა გამოირიცხა. თუ არ გაიარა 1 კვირაში -10 დღეში, ექო გადაიღეთ ნინო დუმბაძესთან.



Posted by: AVN 31 Dec 2017, 16:03
takisha
1 თვეა ალბათ ესე მაქ

Posted by: Pumped up kicks 4 Jan 2018, 16:20
იქნებ აქ დამეხმაროთ, ცალკე მასაჟის თემა ვერ ვნახე. მოკლედ ხერხემლის პრობლემების გამო უნდა ჩატარებულიყო 20 დღიანი მასაჟის კურსი, მეათე დღიდან შევწყვიტეთ მასაჟისტის მოუცლელობის გამო. ამბობს რომ საკმარისი იყო ის 9 დღეც და რამდენიმე კვირის შემდეგ გავაგრძელოთ დარჩენილი დღეებიო. მასაჟის შეწყვეტა ასე შეიძლება? მგონია რომ ის 9 დღეც ტყუილად ვიარეთ...

Posted by: selavi 5 Jan 2018, 12:24
takisha
გამარჯობათ
ორი დღის წინ გადამიბრუნდა ფეხი კოჭში. რადიოგრაფია გადამიღეს Dა მოტეხილი
Aრაგაქვსო. დიაგნოზი: Esguince de tobillo derecho.
წამლები დამინიშნეს: diclofenaco 1c/8h da metamizol 1c/6h.
ტკივილები აღარამაქვს, გასივებული მაქვს კოჭის ირგვლივ და ფეხის დადგმის დროს
მტკივა. თუ იცით რამე უფრო ეფექტური რომ გასივება დამიცხრეს და ფეხზე გავიარო დროულად
მადლობა

Posted by: White_Shark 5 Jan 2018, 13:12
selavi
იტალიანო ? biggrin.gif

მეც მემართება კოჭის ღრძობა

Posted by: takisha 8 Jan 2018, 12:39
selavi
გამარჯობა, ტრაუმელის მალამო შეგიძლია წაისვა, აალაგებს ანთებას და შესიებას, ტკივილსაც შეგიმსუბუქებს.

Posted by: pilo772 8 Jan 2018, 12:57
მოგესალმებით ყველას, გილოცავთ შობასაც ახალწელსაც
მაქვს ასეთი შეკIთხვა. მჭირდება ტრავმატოლოგი.
ჩემს 44 წლის დას აქვს მუხლის პრობლემა, არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, ფეხი აქვს 15 ჯერ ნაოპერაციებელი, შარშან რამდენიმეჯერ წაქცეულა და არ გვითხრა, ახლა მოძრაობისას მუხლი ბუდიდან უვარდება, ხო და ვისთან მივიდე რას მირჩევთ?
მედიქლაბში მქონდა იდეა მიმეყვანა მაგრამ იქაურმა ტრავმატოლოგმა საღამოს 6 ზეო, ეს ფიზიკურად შეუძლებელია ჩემთვის.
სხვა ვის მირჩევთ და სად წავიყვანო?

Posted by: takisha 11 Jan 2018, 03:07
pilo772
მედიქლაბში დილის საათებშიც არის შესაძლებელი, დარეკეთ და აუხსენით სიტუაცია, დაგეხმარებიან და დაგიბარებენ. მათზე უკეთესს ვერავის გირჩევთ მე პირადად. მე თვითონ მათი პაციენტი ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: Kottiko 22 Jan 2018, 21:48
გამარჯობა, ხელი ამოვიგდე სამი თვის წინ იდაყვთან, პირველი ერთი თვე დაფიქსირებული მქონდა და მოხსნის შემდეგ ძვლის ტკაცუნი დამეწყო ხელის ტრიალის დროს. მცირე ტკივილები ისევ მაქვს და რამე საშიში ხომ არაა? ტრამვატოლოგს სურათი რომ ვაჩვენე არაფერიაო და ძვალზე არაფერს მეუბნება... რას მირჩევთ?

Posted by: Perske 24 Jan 2018, 23:09
////////////////////////////////////////////

Posted by: eduardi009 27 Jan 2018, 16:15
გამარჯობათ, ნათესავს 45 წლის ქალს აქვს მენჯ ამოვარდნილი, მთლად ამოვარდნილი არაა კარგად არ ზის დროთა განმავლობაში წლებია თანდათან ისე გაურთულდა გადაადგილება უჭირს., უკვე წლებია ჰქონდა პრობლემები თუმცა ექიმთან არ მისულა ახლა კი ტკივილები არ აქვს თუმცა თითქმის ვეღარ გადაადგილდება ფეხები ბარძაყში თავის ადგილას არ ზის და იქნებ დამეხმაროთ რომელ საავადმყოფოში და რომელ ექიმს მირჩევთ რათა ბევრი არ იბოდიალოს.

Posted by: levani33340 28 Jan 2018, 21:38
გამარჯობათ,
მაქვს მხარის ქრონიკული ბურსიტი (7 თვეა დაახლოებით), ხელის მოძრაობა შეზღუდული მაქვს, დაახლოებით 3 თვის წინ ვიმკურნალე ბათუმში, მაგრამ შედეგი არ მაქვს არ ვარ კმაყოფილი ბათუმელი ექიმებით და მინდა თბილისში გავესინჯო. თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ვინმე კარგი ექიმი და ტრავმატოლოგს უნდა ვეჩვენო თუ რევმატოლოგს? აქ საერთოდ ამირიეს ტვინი.
* * *
შეგიძლიათ მიპასუხოთ?
წინასწარ მადლობა

Posted by: pumpuliko 29 Jan 2018, 19:56
გამარჯობათ
იქნებ დამეხმაროთ . ეს დედაჩემის ფეხის რენტგენოგრაფიაა. იქნებ ვინმე კომპეტენტურმა გამარკვიოს რა წერია ადამჯანურ ენაზე user posted image

Posted by: l-e-v-a-n 11 Feb 2018, 19:13
გამარჯობა თავის კომპიუტერული (მაგნიტურ-რეზონანსული მგონი biggrin.gif )ტომოგრაფია სად ჯობია რონგადავიღო? თუ აპარატურა ყველას კაი აქ? სადღაც 350 ლარი ღირს მგონი ხო?
და მერე ეგ სურათი კარგ ნეიროქირურგს რო ვანახო იგივე კლინიკაში ალბათ ვის მირჩევთ

Posted by: ANIuta87 11 Feb 2018, 20:56
l-e-v-a-n
გამარჯობა,
მე ბეეევრი კითხვების შემდეგ საბოლოოდ თბილისის დიაგნოსტიკურ ცენტრში მირჩიეს, დიღომშია, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში.. დაახლოებით ორ წლის წინ გადავიღე ემერაი თავზე და მაშინ ყველაზე ახალი აპარატურა მანდ ჰქონდათ smile.gif ნეიროქირურგებიც მანდვე არიან, გოგი მაღალაშვილი მაგალითად .. მასზე ძლიერი ნეიროქირურგი არამგონია თბილისში იყოს ვინმე smile.gif

Posted by: l-e-v-a-n 13 Feb 2018, 04:20
ANIuta87
მადლობა , რა ღირდა მაშინ?
QUOTE
თბილისის დიაგნოსტიკურ ცენტრში

რომელია ეს? დავგუგლე და ევექსის კლინიკას მიგდებს

და ხო არ იცი , შეილება სულელური კითხვაა , მარა მარტო თავის მაგივრად მთლიანად სხეულზე რო გადსიღო ხო შეილება ? ადრე ხერხემალზეც მინდოდა და ანუ თავზე+ხერხემალზეც რო ვიცოდე ეგ ერთიანი MRI გადაღება თუ ხდება

Posted by: makmanus 13 Feb 2018, 09:01
l-e-v-a-n
ავერსის კლინიკას აქ უახლესი აპარატი,ჩემს ორ ოჯახის წევრს მანდ გადავუღე

Posted by: Asklēpios 13 Feb 2018, 09:54
.................................................................................................

Posted by: ANIuta87 13 Feb 2018, 09:58
l-e-v-a-n

იგივე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოა დიღომში, ლუბლიანაზე
დავგუგლე და ჩაწერით ხდება 2 10 44 44


მე წამლით დამჭირდა გაკეთება და 400 ლარამდე დამიჯდა და ისე უფრო იაფი ღირს, 350 მგონი

კიკი, ყველაფერზე აკეთებენ, მარტო თავი არა smile.gif

წარმატებები smile.gif

Posted by: regorego 14 Feb 2018, 23:33
user posted image
ხელის მტევანზე მაქვ ასეთი წანაზარდი. მკვრივია,თითქოს ძვალია. უკვე დიდიხანია რაც მაქვს ორივე მტრვანზე, მაგრამ მარცხენაზე შედარებით შესამჩნევია. იქნებ მითხრათ რა შეიძლება იყოს და მირჩიოთ რამე

Posted by: Mrs_Zum 15 Feb 2018, 01:09
regorego
სურათის მიხედვით ჰიგრომას გავს. საშიში არ არის. უმჯობესია მაინც სპეციალისტს პირადად აჩვენოთ

Posted by: regorego 15 Feb 2018, 09:02
Mrs_Zum
ჰიგრომა ხომ რბილი უნდა იყოს და მოძრაობდეს? ეს არ მოძრაობს და მაგარია, აი თითქოს ძვალი ამოიზარდაო

Posted by: l-e-v-a-n 17 Feb 2018, 02:43
ANIuta87
makmanus
მადლობა
მარა დავიბენი დამეხმაროთ იქნებ
მე მეგონა კომპ.დიაგნოსტიკა და მაგნიტო-რეზონანსული ერთიდაიგივეათქო, მარა სხვადასხვააო, თან არის 1.5 ტესლას აპარატი და 3.0 ისო
რომელი მჭირდება თან როგორ გავიგო biggrin.gif
7-8 წლის წინ ტვინის შერყევა მქონდა მაშინ გადამიღეს ტომოგრაფია და კისტააო თუ რაღაც ნუ საშიში არაფერი არ იყო და ახლა პროსტა გადამოწმების მიზნით მინდა რა და რომელი მჭირდება ვერ გავიგე biggrin.gif კომპ ტომოგრაფია თუ მაგნიტო-რეზონანსული (ან რამდენ ტესლად სიმძლავრის)

Posted by: Mrs_Zum 17 Feb 2018, 21:50
regorego
არ არის აუცილებელი რბილი და მოძრავი იყოს.

Posted by: ANIuta87 19 Feb 2018, 13:31
l-e-v-a-n

როცა თავზე ხდება გადაღება, როგორც ვიცი, უპირატესობას მაგნიტურ-ტომოგრაფიულ კვლევას ანიჭებენ.. მე მაშინ ასე ამიხსნეს, რომ მანდ ბევრად უკეთ გამოჩნდება პრობლემაო...

სიმძლავრეების შესახებ არ გამიგია, თუმცა შეგიძლიათ დარეკოთ და ჰკითხოთ, ცხელი ხაზია, გიპასუხებენ smile.gif

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, 2 10 44 44

Posted by: bekuna_rockeruna 5 Mar 2018, 13:36
დიდად დამავალებთ,თუ ვინმე გამომეხმაურებით,ჩემი ამბავი უნდა მოგიყვეთ ,
ყოფილი ფეხბურთელი ვარ, თუმცა აღარ ვვარჯიშობ დაოფისში ვზივარ.
გადავწყვიტე ვარჯიში დამეწყო ,სადღაც 1 თვე ვირბინე დარბაზში და გავანებე თავი,
რამოდენიმე ხნის შემდეგ ვითამაშე კალათბურთი,არაფერი მიტკენია საერთოდ ,მაგრამ აშკარად ბევრჯერ ავხტი,
დილით რომ გავიღვიძე მარცხენა მუხლი მიტკაცუნებდა გაშლის და მოკუმვის დროს, 2 დღეში ისე დამისივდა მუხლი,ვერ დავდიოდი.მივედი ექიმთან ,ექოსკოპია,სახსრის ანთებააო და სითხე გაქვსო,დავეჭვდი,სახსრის ანთება როგორ უნდა მქონდეს,ისე ძალიანაც არ მტკიოდა ,გასიებული იყო მუხლი და ტკაცუნობდა.
გადამაღებინეს MRI. ემერაიმ აჩვენა ,რომ მენისკი მქონდა დაზიანებული + ჯვარედინი იოგები შეშუპებული,
ოპერაცია უნდა გაგიკეთოთო,ცოტა ხანი დავზადნე სხვა ექიმებთანაც მივედი, არც ერთმა დანარჩენმა არ მითხრა,რომ ოპერაცია მჭირდებოდა,რაღაც მედიკამენტები დამინიშნეს + ლაზერული თერაპია, შესიება გამიქრა,ტკაცუნი დამრჩა,მაგრამ 100 მეტრიც რომ გავირბინო ისევ მისივდება და მტკივა.
მირჩიეთ რა ვინმე ძალიან კარგი ტრავმატოლოგი,ლევან ნაჭყებიასთან მითხრეს,მაგრამ აპრილამდე არ აქვს ჩაწერები ,დამეხმარეთ რა user.gif

Posted by: qetino_qetino 7 Mar 2018, 17:33
მეგობრებო, მჭირდება თქვენი დახმარება! ვატარებ კვლევას თბილისის მასშტაბით და ვეძებ ადამიანებს, რომლებთაც სჭირდებათ შინმოვლა. რას ნიშნავს შინმოვლა?
❗️შინმოვლა ესაჭიროება ადამიანს, როცა მას არ შეუძლია საკუთარ თავს სრულად მოუაროს თავად და ამისათვის სჭირდება სხვისი დახმარება.
⛔️დღის განმავლობაში ნახევარი საათით - ჭრილობის შეხვევა, დამუშავება, გადასხმის გაკეთება.
⛔️ან რამდენიმე საათით - გამოცვლა, ჰიგიენური პროცედურები, ნაწოლების დამუშავება, სარეაბილიტაციო პროცედურები.
⛔️ან მთელი დღით, ან 24 საათით.
თუ ვინმე იცნობთ ასეთ ადამიანს, ასაკს და სქესს არ აქვს მნიშვნელობა, გეგულებათ სამეზობლოში, სანათესაოში გთხოვთ დამაკავშირეთ. უშუალოდ მას არ შევაწუხებთ. მის რომელიმე სრულწლოვან ოჯახისწევრს დავუსვამთ სულ რამდენიმე კითხვას.
წინასწარ დიდი მადლობა, დამიჯერეთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს შეუწყობთ ხელს

Posted by: Solveig 8 Mar 2018, 01:17
qetino_qetino

რამდენ თემაში უნდა დადო ერთი და იგივე ტექსტი?

+20%

Posted by: festina1986 8 Mar 2018, 13:56
გამარჯობათ,მუხლის ამოვარდნა რა შეიძლება იყოს?სიარულის დროს შეიძლება პატარა კენჭზე დამედგას ფეხი და მუხლი ამომივარდება,მერე ჩავიბუქნები და ცოტა ხანში ტკივილი მივლის.ოპერაცია უნდა?

Posted by: bekuna_rockeruna 12 Mar 2018, 18:42
QUOTE (bekuna_rockeruna @ 5 Mar 2018, 13:36 )
დიდად დამავალებთ,თუ ვინმე გამომეხმაურებით,ჩემი ამბავი უნდა მოგიყვეთ ,
ყოფილი ფეხბურთელი ვარ, თუმცა აღარ ვვარჯიშობ დაოფისში ვზივარ.
გადავწყვიტე ვარჯიში დამეწყო ,სადღაც 1 თვე ვირბინე დარბაზში და გავანებე თავი,
რამოდენიმე ხნის შემდეგ ვითამაშე კალათბურთი,არაფერი მიტკენია საერთოდ ,მაგრამ აშკარად ბევრჯერ ავხტი,
დილით რომ გავიღვიძე მარცხენა მუხლი მიტკაცუნებდა გაშლის და მოკუმვის დროს, 2 დღეში ისე დამისივდა მუხლი,ვერ დავდიოდი.მივედი ექიმთან ,ექოსკოპია,სახსრის ანთებააო და სითხე გაქვსო,დავეჭვდი,სახსრის ანთება როგორ უნდა მქონდეს,ისე ძალიანაც არ მტკიოდა ,გასიებული იყო მუხლი და ტკაცუნობდა.
გადამაღებინეს MRI. ემერაიმ აჩვენა ,რომ მენისკი მქონდა დაზიანებული + ჯვარედინი იოგები შეშუპებული,
ოპერაცია უნდა გაგიკეთოთო,ცოტა ხანი დავზადნე სხვა ექიმებთანაც მივედი, არც ერთმა დანარჩენმა არ მითხრა,რომ ოპერაცია მჭირდებოდა,რაღაც მედიკამენტები დამინიშნეს + ლაზერული თერაპია, შესიება გამიქრა,ტკაცუნი დამრჩა,მაგრამ 100 მეტრიც რომ გავირბინო ისევ მისივდება და მტკივა.
მირჩიეთ რა ვინმე ძალიან კარგი ტრავმატოლოგი,ლევან ნაჭყებიასთან მითხრეს,მაგრამ აპრილამდე არ აქვს ჩაწერები ,დამეხმარეთ რა user.gif

user.gif user.gif მკურნალიჯიც რო არ მპასუხობს

Posted by: Cypher 15 Mar 2018, 23:47
მოკლედ ასეთი პრობლემა მაქვს: ათიოდე დღის წინ შევნიშნე რომ კვირისტავსა და წვივის ძვალს შორის მონაკვეთს როცა ხელით ვეხებოდი, მწვავე ტკივილი მქონდა, რომელიც 10-20 წამში ქრებოდა. მივედი ექიმთან. მუხლის რბილი ქსოვილის ექოსკოპია გამიკეთეს და სითხე არაა და წანაზარდები არააო. ანუ გამოდის რომ სახსარიც დაათვალიერა?

მეორე დღეა რაც უკვე მთლიან მუხლში დენივით მივლის მომენტებში, სიარული არ მიჭირს, არც ტრავმა მიმიღია, არც მუხლი არაა შესიებული. ნევროლოგმა გამსინჯა და ნერვის ამბავი არ იყოსო და დულსივეა გამომიწერა. მესამე დღეა ვსვამ და შედეგი ნული. უარესად მაქვს. რა ჯანდაბა მჭირს თქვენი აზრით?

Posted by: kate-kate77 17 Mar 2018, 20:22
წინასწარ მადლობას გიხდით ყველას, ვინც გამომეხმაურებით. ასეთი შეკითხვამ აქვს: მეორე ხარისხის გონართორზზე რამდენად კარგი შედეგი აქვს ფერმატრონს და მსგავს პრეპარატს? ვგულისხმობ, ტკივილის კი მოხსნის მაგრამ უარსესად ხომ არ გააღრმავებს ართროზულ პროცესს?
* * *
QUOTE (festina1986 @ 8 Mar 2018, 13:56 )
გამარჯობათ,მუხლის ამოვარდნა რა შეიძლება იყოს?სიარულის დროს შეიძლება პატარა კენჭზე დამედგას ფეხი და მუხლი ამომივარდება,მერე ჩავიბუქნები და ცოტა ხანში ტკივილი მივლის.ოპერაცია უნდა?

მაგას კვირისტავის ამოვარდნილობა ქვია. მეც მაქვს. უნდა უფრთხილოო ექიმმა თორემ დაიზიანებ ძალიან მთელ მუხლს. ცუდი რამაა. სულ შეშინებული დავდივარ

Posted by: *LilacWine* 22 Mar 2018, 03:26
bekuna_rockeruna
მედიკლაბში ნინო დუმბაძესთან გაიკეთეთ ექოსკოპია და პასუხებით მიდით ვაჟა გაფრინდაშვილთან. წინასწარ ჩაწერით ლოდინი მოგიწევთ, ამიტომ ცოცხალი რიგი სჯობს. ნინო ყოველდღეა როგორც ვიცი და დილით 9ზე თუ მიხვალთ, ცოცხალი რიგის სიაში მაინც იქნებით პირველი.
რაც შეეხება ვაჟას, მედიკლაბში დარეკეთ და მიღების დღეები და საათები იკითხეთ და ნახ. საათით ადრე მიდით იქაც. ასევე სამშაბათს და ხუთშაბათს კონსულტაციები აქვს სპორტსმედშიც, სარეაბილიტაციო ცენტრია და იქაც შეგიძლიათ მისვლა.
ბატონი ლევანი, მე როგორც ვიცი, მხოლოდ ჩაწერილ პაციენტებს იღებს და ცოცხალი რიგი არ აქვს. მოკლედ, ლევანი და ვაჟა არიან საუკეთესოები თავიანთ საქმეში და რომელიმე აირჩიეთ.

Posted by: MILANELI 31 Mar 2018, 08:51
გამარჯობა
იქნებ მიპასუხოთ რამე კაი მალამო მინდა, ბავშვს მყესი აქვს დაჭიმული მაჯის ადგილას ტკივა როცა ატრიალებს ხელს, რამდენიმე დღის წინ ბაღში წაიქცა..
კაინოსტატს ვუსმევდი, მაგრამ შედეგი არაა 1კვირაზე მეტია. ამდენი ხანი ტრავმატოლოგს არ ვაჩვენე რადგან სულ იძახდა ცოტათი მტკივაო, მაგრამ ამდენი ხანიც ხო არ უნდა გაგრძელდეს და შედეგის მომცემი მალამო მაინც გამოვიყენო.

Posted by: *LilacWine* 5 Apr 2018, 04:21
MILANELI
ტრაუმელი სცადეთ

Posted by: uwi-buwi 9 Apr 2018, 20:24
დიღომში ტრავმატოლორიგურში -1 სართულზე რეაბილოტოლოგია ანი პატარა გამხდარი გოგო რა გვარია ხომ ვერ მეტყვით? მადლობა ან საკონტაქტო მინდა

Posted by: პალერმო82 17 Apr 2018, 10:24
დაახლოებით 2 კვირის წინ ფეხბურთის თამაშისას მკარდში მომხვდა იდაყვი, იმის მერე მაწუხებს გაუსაძლისი ტკივილები, რენდგენზე არაფერი გამოჩნდა (დაჟეჟილობააო), ვისმევ ტრაუმელს და შედეგი არ მაქვს, ხომ ვერ მეტყვით როგორ მოვიქცე?

Posted by: Oqrialeli 19 Apr 2018, 10:44
წინა ჯვარედინი იოგის რეაბილიტაცია როგორ ხდება? როცა კვირისთავიდან ნერგავენ საკუთარ მყესს.ტრენაჟორები როდიდან იწყება?ან ცურვა?მასაჟი საჭიროა?

Posted by: FranziskanerWeissbier 20 Apr 2018, 15:38
აქტიური სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობ (დავრბივარ, დარბაზში ვვარჯიშობ), ამ ბოლო დროს, ხანდახან, მარჯვენა ფეხზე დიდი თითი მეკვანძება/მეკრუნჩხება ხოლმე და მაწუხებს. ზოგჯერ მეორდება კიდეც. რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ მივხედო? sad.gif

Posted by: kate-kate77 22 Apr 2018, 19:55
კვირისტავის ქონდროლამაციას შველის რაიმე?

Posted by: Oqrialeli 29 Apr 2018, 23:29
ოდესმე კი დაწერს ვინმე პაწუხს მაგრამ უკვე რეაბილიტაციის დრო გასული იქნება და აზრი?

Posted by: *LilacWine* 1 May 2018, 04:03
oqrialeli
თქვენ ისეთი დეტალები გაინტერესებთ, რომ მხოლოდ პროფესიონალი თუ გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს... აქ კი ტრავმატოლოგები აღარ პოსტავენ დიდი ხანია...
რაც შეეხება რეაბილიტაციას, თავად გავიარე ხანგრძლივი კურსი და ჩემი გამოცდილებით გირჩევ რაც შეიძლება მალე დაიწყო შენც. მე რასაც ვხედავდი ცენტრში, მუხლის ოპერაციიდან დაახლოებით 2-3 კვირაში იწყებდნენ ვარჯიშს, მასაჟთან და აუზთან ერთად კომბინაციაში. ყველაფერს აჯობებს პროფესიონალთან გაიარო კონსულტაცია. გირჩევ თემო ხვედელიძეს, ნუცუბიძეზეა სპორტული მედიცინისა და ბიოლოგიის ცენტრში. თუ დაინტერესდები,უფრო დეტალურად მოგწერ.

Posted by: Oqrialeli 3 May 2018, 09:13
*LilacWine*

კი დავიწყე მეც ვარჯიში ოპერაციის მესამე დღესვე.უფრო ზუსტად ართროსკოპია ასეთი აპარატი,ფეხს გაშლევინებს და გახრევინებს.ეგ ორი კვირა.მერე სხვა ვარჯიში დამინიშნა.სახლში დაწოლილზე გასაკეთებელი.მაგის მერე რო დავდგი ფეხი,ორითვეა გასული და ეხლა რეზინის ზონრით ვვარჯიშობ.ფაქტიურად რასაც ტრენაჟორით ვიზამდი ოღონდ უფრო მსუბუქად.ესეც სახლში.ჰოდა აუზზე და მასაჟზე ვკითხე.ადრეაო.რეაბილიტოლოგი მყავს იქ სადაც გავიკეთე ოპერაცია.ოღონდ მე კიდე თუ რამე შემიძლია ისიც მინდა გავაკეთო რომ ავირიდო თავიდან განმეორებითი ტრამვის ალბათობა.მაგ თემო ხვედელიძესთან კონსულტაცია რა ღირს?რომ მივიდე მირჩევს რამეს დამატებითად?თუ გაქ ნომერი დაწერე მაინც დაველაპარაკები მეტყვის ღირს თუარა მისვლა.ერთ ახლობელ ტრამვატოლოგს ვესაუბრე და მე ვერ გეტყვი ვინც გაგიკეთა ოპერაცია მისი მიდგომით უნდა აღიდგინოო.უბრალოდ სპორტსმენებს უფრო მეტად ჰო ხედავენ დამე რამე არდამაკლონ მეთქი ვფიქრობ

Posted by: _მანის_ქაშიო? 5 May 2018, 19:11
ჰემატოლოგი არის აქ ვინმე ? smile.gif
რაღაც შეკითხვა მაქვს

Posted by: Alcoholic 8 May 2018, 14:21
გამარჯობა, არ ვიცი სად ვიკითხო, მოკლედ ერთი თვის უკან დავეცი და გავითიშე წამიერად, გადავიღე კატე და არაფერი მჭირდა საერთოდ შიშები და რავიცი რა აღარ ამყვა , რაიმე დარღვევა რომ ყოფილიყო ტვინში თუ თავში აჩვენებდა ხო კატე წესით

Posted by: Monkey007 12 May 2018, 15:53
7 წლის ბაშვმა ბურთზე ძლიერი დარტყმის დროს იგრძნო ტკივილი თერძის კუნთის მიდამოებში, ტკივილი თავიდან პახის ქვემოთ იგრძნობოდა რამდენიმე დღის შემდეგ მის ჩაყოლებაზე შუა ნაწილიში ბარძაყის შიგნითა მხარეს ეხლა კი უფრო ქვემოთ, ვიყავით ქირურგთან გადაუღეთ რენტგენი სახსრები მწყობრშია ქირურგმა გვითხრა კუნთებია დაჭიმული და 3 კვირა დაისვენოსო, სამი კვირის შემდეგ ტკივილი არ იგრძნობა მოზვენებულ მდგომარეობაში სიარულში და სირბილის დროს, ოღონდ ფეხის ზემოთ აწევის დროს იგრძნობა სუსტი ტკივილი ჩქმეტისნაირი რომელიც მალევე გადის ცოტა მეტი ნაგრუზკის შემთხვევაში მაგალითად ბურთის დარტყმის დროს ტკივილი მატულობს უკვე მეოთხე კვირა დაიწყო ეხოზეც ვიყავით სამი კვირის თავზე არაფერი აჩვენა იქნებ მირჩიოთ რამე შეიძლება ამდენი ხანი გაგრძელდეს მსგავსი დაჭიმულობა ან რამდენ ხანში შეძლებს დაუბრუნდეს სპორტს

Posted by: Kakh48 14 May 2018, 20:27
ვახ საზარდული მტკივა უკვე რამდენიმე კვირაა ვისთან მივიდე რა ვუშველო მითხარით რა ე.გ პახი

Posted by: *LilacWine* 18 May 2018, 17:25
oqrialeli
სად გაიკეთეთ ოპერაცია?
QUOTE
თუ გაქ ნომერი დაწერე

პმ შეამოწმეთ

* * *
bekuna_rockeruna
თქვენ რა ქენით, მოახერხეთ ლევანთან კონსულტაციის გავლა?ბატონი ლევანი გარდა მედიკლაბისა, სპორტული მედიცინისა და ბიოლოგიის ცენტრშიც ატარებს კონსულტაციებს, დარეკეთ და იქნებ მოახერხოთ ჩწერა 514 10 37 37.
QUOTE
ვინმე ძალიან კარგი ტრავმატოლოგი,ლევან ნაჭყებიასთან მითხრეს

ლევანთან ერთად საუკეთესოა ვაჟა გაფრინდაშვილიც.

Posted by: LoLOuT 18 May 2018, 21:06
მოგესალმებით ყველას ვარ 24 წლის დავდიოდი ჭიდაობაზე რამოდენიმე თვის განმავლობაში მაწუხებდა მენჯები აქტიური მოძრაობების დროს მიტკაცუნებდა ტკივილები არ მქონია ღუტუნის შეგრძნება მქონდა მარცხენა საჯდომის ადგილას მივედი ექიმ რეაბილიტოლოგთან ნუ მოკლედ გამიშვა რენდგენზე დამისვეს დისპლაზიის დიაგნოზი ამეკრძალა ვარჯიში რაც შეიძლება მეტი ცურვაო პასუხი ასეთია მენჯ-ბარძაყის სახსრები რამდენადმე დისპლაზიურია. ნაპრალები სიმეტრიულია. ტაბუხის სახურავები და ბარძაყის თავები დეფორმაციის გარეშეა. შენტონის რკალები შენახულია. გავა თეძოსა და ბოქვენის რენტგენოლოგიური ნაპრალები ნორმის ფარგებშია. იქნებ მირჩიოთ კარგი ორთოპედტრავმატოლოგი ასევე თუ გესმით რამე ამ საკითზე თქვენც დამეხმარეთ :იქნებ ამ სახის დისპლაზია საშიში არაა და შეიძლება თუ არა ჩემთვის ფიზიკური დატვირთვა. მართალია თუ არა რომ ასაკის მატებასთან ერთად უარესდება დისპლაზია და ადრე თუ გვიან მაინც საოპერაციო გახდება. საქართველოში თუ იცით აკეთებენ ამ ოპერაციას https://www.youtube.com/watch?v=APzVGqbvcvU user posted image user posted image

Posted by: Oqrialeli 19 May 2018, 11:43
*LilacWine*

გიორგი ობგაიძემ გამიკეთა ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში.ნაჭყებია მეც გამიგია რომ კარგია და გიორგი ობგაიძე მირჩიეს კიდევ

Posted by: bekuna_rockeruna 21 May 2018, 16:07
QUOTE (*LilacWine* @ 18 May 2018, 17:25 )
oqrialeli
სად გაიკეთეთ ოპერაცია?
QUOTE
თუ გაქ ნომერი დაწერე

პმ შეამოწმეთ

* * *
bekuna_rockeruna
თქვენ რა ქენით, მოახერხეთ ლევანთან კონსულტაციის გავლა?ბატონი ლევანი გარდა მედიკლაბისა, სპორტული მედიცინისა და ბიოლოგიის ცენტრშიც ატარებს კონსულტაციებს, დარეკეთ და იქნებ მოახერხოთ ჩწერა 514 10 37 37.
QUOTE
ვინმე ძალიან კარგი ტრავმატოლოგი,ლევან ნაჭყებიასთან მითხრეს

ლევანთან ერთად საუკეთესოა ვაჟა გაფრინდაშვილიც.

5 ივნისს ვარ ჩაწერილი ნაჭყებიასთან და ანუ დუმბაძესთან ექოსკოპიაზე როდისმივიდე? წინა დღით ხომ არ ჩავდგე ცოცხალ რიგში რას მირჩევთ?

2 თვეა თითქმის ველოდები ნაჭყებიასთან ვიზიტს cry.gif cry.gif

Posted by: *LilacWine* 22 May 2018, 02:49
bekuna_rockeruna
QUOTE
2 თვეა თითქმის ველოდები ნაჭყებიასთან ვიზიტს

ცოცხალი რიგი არ აქვს და ამიტომაა ძნელი მასთან მოხვედრა...
დუმბაძესთან ნამდვილად წინა დღეებში უნდა მიხვიდეთ, მგონი ყოველდღე 9სთ დან მედიკლაბშია, მაგრამ მისვლამდე მაინც დარეკეთ და დააზუსტეთ 2 251991. ჯობია 8:30 ზე იქ იყოთ, რომ ცოცხალ რიგში პირველ ათეულში მაინც მოხვდეთ : )) ცენტრალურ შესასვლელში წითელ მაგიდასთან გოგონებს ეტყვით და ჩაგწერენ. რენტგენზე არაა ხოლმე დიდი რიგი და კონსულტაციის დღესვე შეძლებთ გადაღებას, თუ საჭიროდ ჩათვლის ლევანი.
* * *

MRI ც გქონიათ გაკეთებული და კვლევა თან იქონიეთ.

Posted by: Akula85 22 May 2018, 22:02
გამარჯობათ ყველას მაინტერესებს 11 წლის შშმ პირს მოტყდა ფეხი და ფეხის შეხვევაზე თამაშირით 2000 რაგაცა ლარს თხოვენ რაგაცა დაფინანსებით 460 ლარი აქვთ გადასახდელი არ ვიცი აქ უნდა დამეწერა თუ არა მარგრამ მაინც მაინტერესებს ეგრე ჯდება? თამაშირის დადება

Posted by: Natuka NGN 29 May 2018, 18:00
FranziskanerWeissbier
ახლა ნახე მხოლოდ. მსგავსი რეაქცია იცის მაგნიუმის ნაკლებობამ.
* * *
Kakh48
საზარდულის არე გტკივათ? ძვალი? ზოგად ქირურგთან გირცევთ კონსულატციას.

Posted by: forum_irakli 2 Jun 2018, 23:00
გამარჯობათ,

2 კვირაა ფეხი მტკივა უკანა კუნთიდან ვერ ვხვდები რატომ, ოჯახის ექიმმა სავარიქსის მაზი დამინიშნა მაგრამ მაინც მტკივა რას მირჩევთ?

Posted by: FranziskanerWeissbier 22 Jun 2018, 21:20
user posted image
ამ ადგილში ამტკივდა მაჯა. კი რეგულარულად ვვარჯიშობ მაგრამ ვარჯიშის დროს და შემდეგაც კარგად ვიყავი და ღამით ძილის დროს ხელი მედო ცუდად და დილით რო გამეღვიძა მტკიოდა და მეორე დღეა მტკივა ამ ადგილში. თითები არ მიბუჟდება, ხელს ვიყენებ ჩვეულებრივ, მაგრამ ტკივილი სდევს მაჯაში ხელის გამოძრავებისას. რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ ჯობია მკურნალობა

Posted by: XDLabadze 9 Jul 2018, 20:51
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 22 Jun 2018, 21:20 )
user posted image
ამ ადგილში ამტკივდა მაჯა. კი რეგულარულად ვვარჯიშობ მაგრამ ვარჯიშის დროს და შემდეგაც კარგად ვიყავი და ღამით ძილის დროს ხელი მედო ცუდად და დილით რო გამეღვიძა მტკიოდა და მეორე დღეა მტკივა ამ ადგილში. თითები არ მიბუჟდება, ხელს ვიყენებ ჩვეულებრივ, მაგრამ ტკივილი სდევს მაჯაში ხელის გამოძრავებისას. რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ ჯობია მკურნალობა

რომ გაგივლის მოგწერენ მერე )))

წამო წამო ისევ ჩვენ მივხედოთ თავს )) gigi.gif

პ.ს. აქ რამ დაგაპოსტინა, სექტააა lol.gif

Posted by: daniretaxe 26 Aug 2018, 19:01
მოპედით დავიმტვერი. ტეტანუსის აცრა გამიკეთეს 22 ივნისს. სამ თვიანი. უკვე ორ თვეზე მეტია გასული და რომ დავიწყო რა შეიძლება გამოიწვიოს?

Posted by: XDLabadze 30 Aug 2018, 06:09
QUOTE (aniretake @ 26 Aug 2018, 19:01 )
მოპედით დავიმტვერი. ტეტანუსის აცრა გამიკეთეს 22 ივნისს. სამ თვიანი. უკვე ორ თვეზე მეტია გასული და რომ დავიწყო რა შეიძლება გამოიწვიოს?

ბარძაყზე მაქ, როგორი შრამი იცი, თმაც კი აღარ ამოდის იმ ადგილზე. მუხლის ოდნავ მაღლა.. ძველი ისტორიაა... ლამის არტერიამდე და ძვალმდე იყო ჩასული „მეტალი“.


ლავიწის ძვალი დალეწილი. მარჯვენა ხელი + იდაყვი ჩაფშვნილი რამოდნეიმე წლის ბაზარია ))

ჰოდა სიცივეში მახსენებენ თავს.
მაგრამ...

რაც უფრო ვეფერებოდი მით უფრო მიტრაკებდენ.

ამიტომ... ტკივილს უნდა გაუძლო.
დაჟე ადრე მაქ წაკითხული ჩინურ მედიცინის.


ზოგადად ძვალი რაც უფრო ხშირად ტყდება ერთსა და იგივე ადგილას, ადრეულ ასაკში თუ ავარჯიშე- ის ადგილი „ბეტონივით“ ხდება.


მარჯვენა თითები, მუშტს რომ ვკრავ ... ფაქ))
კუალდასავითაა იმდენჯერ მაქ ჩალეწილი ძვლები.

ამიტომ... რაც ადრე გამოაფხიზლებ სხეულს მით უკეთესი. yes.gif old.gif

ნურავის ნუ უსმენ. სხეულს უსმინე. + თუ მამრი ხარ. ტესტოსტერობ ვსო ბუდეტ ისპრავლაიტ.

ხალხი მინახია საკუთარი თვალით დაცხრილული.... 6-8 ტყვია... მაგრამ ეხლა „მონსტრებივით არიან“!

პ.ს. რამ დაგშალა ? )) vik.gif ივარჯიშე boli.gif

Posted by: grafinia79 12 Sep 2018, 17:36
მოგესალმებით, 3 თვის წინ დედაჩემმა მოიტეხა ფეხი და იმპლანტი ჩაუდგეს ბარძაყში. დადის ჩვეულებრივ, მაგრამ უკვე 1 კვირაა აწუხებს სახსრები იმავე ფეხზე. რაიმე მსგავსი თუ გქონიათ თქვენც და რითი შეიძლება მკურნალობა? სავრაუდოდ ამინდმა იმოქმედა და ამის მკურნალობა თუა შესაძლებლი?

Posted by: lashalasha05 14 Sep 2018, 20:02
გამარჯობათ, მარჯვენა ფეხის მუხლის ძვალი ამომივარდა ჩაშკიდან. მოხერხდა მისი ჩასმა ქირურგიული ჩარევის გარეშე ახლა ტაბაშირი მაქვს მაინტერესებს მოხსნის შემდეგ რაიმე შეზღუდვა თუ მექნება?

Posted by: lashalasha05 16 Sep 2018, 11:44
გამარჯობათ, მარჯვენა ფეხის მუხლის ძვალი ამომივარდა ჩაშკიდან. მოხერხდა მისი ჩასმა ქირურგიული ჩარევის გარეშე ახლა ტაბაშირი მაქვს მაინტერესებს მოხსნის შემდეგ რაიმე შეზღუდვა თუ მექნება?

Posted by: xapangi 20 Sep 2018, 16:32
მოგესალმებით, მაქვს დე კერვინის სინდრომი, ხომ ვერ მირჩევთ ვისთან ვიმკურნალო? ან საერთოდ ინკურნება თუ არა

Posted by: gio3870X2 22 Sep 2018, 05:01
გამარჯობა. მაქვს ასეთი პრობლემა, მუშაობა მიწევს ძირითადად მუხლებზე დგომის მდგომარეობაში, ვიყენებ სამუხლეებს, რამოდენიმე დღის წინ ამტკივდა მარცხენა ფეხის მუხლი გვერდიდან და უკანა მხარეს საკეციდან ცოტა ქვემოთ. მუხლს ბოლომდე ვერ ვკეცავ და ხელით რომ ვაძალებ გაშლისას უსიამოვნო შეგრძნება მაქვს თითქოს ძვალი ხტება რაღაცნაირად. უსაბუთობის გამო ექიმთან ვერ მივდივარ ხომ ვერ მეტყვის ვინმე რა შეიძლება იყოს?

Posted by: ტასუნა 6 Oct 2018, 10:19
მოგესალმებით, ჩემს ახლობელას აქვს კოქსართროზი, საჭიროებს ოპერაციას, თითქმის გადაწყვიტა კიდეც ოპერაცია მაგრამ გაიგო "გელენკ ნარუნგის" შესახებ, ახლობელმა ურჩია...მოკლედ საკვები დანამატია, თუ ვინმეს დაულევია ან რამდენად ეფექტურია? არის აქ კომპეტენტური პირი ვისაც შეუძლია პასუხი? მადლობა წინასწარ

Posted by: donpako007 17 Oct 2018, 00:51
Akula85

QUOTE
გამარჯობათ ყველას მაინტერესებს 11 წლის შშმ პირს მოტყდა ფეხი და ფეხის შეხვევაზე თამაშირით 2000 რაგაცა ლარს თხოვენ რაგაცა დაფინანსებით 460 ლარი აქვთ გადასახდელი არ ვიცი აქ უნდა დამეწერა თუ არა მარგრამ მაინც მაინტერესებს ეგრე ჯდება? თამაშირის დადება


რა დგილია? მუხლი, კოჭი, წვივი?

რამდენი ბავშვიც მიმიყვანია მოტეხილობით ყველას უფასოდ დაადეს თაბაშირი

მაგრამ თქვენს შემთხვევაში ვერაფერს გეტყვით. დაწერეთ უფრო კონკრეტულად სად მოიტეხა, გარეთ თუ სახლში? სად მიიყვანეთ ბავშვი? რა დიაგნოზი დაუსვეს და კარგი იქნება რენდგენის სურათს თუ ჩასვავთ.


Posted by: FranziskanerWeissbier 23 Oct 2018, 08:25
ცერა თითი გავკარი ვარჯიშის დროს მაგრად რაღაცას, ცოტა მეტკინა და ქვემოთ ბალიშთან შესიებული მაქვს ჩვეულებრივზე მეტად. გუშინ საღამოს მომივიდა. ხელს ჩვეულებრივ ვიყენებ ყველაფერში, არც დადებისას მტკივა ძალიან თუ არ მივაჭირე ხელი, არც სილურჯეა. არაფერში მიშლის მარა მაინც მაშინებს. რა შეიძლება იყოს დაზიანებული? მოტეხილობა ასე შეუმჩნევლად ჩაივლიდა და შეუწუხებლად? რამეს ხომ არ მირჩევთ რომ წავისვა? ვოლტარენი მაქვს და ფურაცილინის დადებას ვაპირებ კიდევ.
user posted image

Posted by: nestora_1 29 Oct 2018, 00:22
ბარძაყის ძვალი მომტყდა გამიკეთეს ოპერაცია და ტიტანის ფირფიტით დამიმაგრრს. მაინტერესება დაახლოებით რამდენხანში შეიძლება კასტილებით გავლა?

Posted by: Estrella 30 Oct 2018, 19:22
გამარჯობა. თემა ვერ ვიპოვე და არც აქაა შესაბამისი,
მაგრამ ცალკე თემის გახსნას, ძალიან გთხოვთ, აქ მიპასუხოთ რა...

40 წლის უკან, ბავშვობაში ადამიანს თითში მინა შეესო,
რომელიც დარჩა ქსოვილში და ასე შეუხორცდა.
არ შეუწუხებია ამდენი წელი, მაგრამ დაეწყო ახლა ძლიერი ტკივილი.

რას ნიშნავს, რა არის გამომწვევი და როგორ შეიძლება ეს სიტუაცია განვითარდეს?




nestora_1
QUOTE
ბარძაყის ძვალი მომტყდა გამიკეთეს ოპერაცია და ტიტანის ფირფიტით დამიმაგრრს. მაინტერესება დაახლოებით რამდენხანში შეიძლება კასტილებით გავლა

მაგაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ სრულ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას გისურვებ.

Posted by: Primrose 8 Nov 2018, 19:30
კარგი ტრავმატოლოგი და ფიზიოთერაპევტი მირჩიეთ რა, ნეკა თითზე მყესი გამიკერეს და ქირურგმა მირჩია ცაიტარე ფიზიოთერაპიაო.

Posted by: buenos 1 Dec 2018, 12:21
1) მუხლის ექიმს, ა) მცოდნეს, ბ) გაწონასწორებულს (პაციენტის მოსმენაც რომ იცოდეს) და ც) პატიოსანს ("სარეკლამო" წამლები არ გამოგიწეროს) biggrin.gif ვინ დაასახელებდით?
და
2) მუხლის ემ-ერ-ტე ზე ცოტა ინფორმაცია მომაწოდეთ: ა) დაახლოებით ფასები, ბ) რამე ხო არ უნდა ვიცოდე არჩევისას (მაგალითად ზოგი თუ ხმარობს ძველ აპარატს და ნაკლებად ეფექტურს) და ც) საყოველთაო დაზღვევა თუ შემოდის წილში smile.gif

Posted by: Davidgeo 18 Dec 2018, 16:20
user posted image გამარჯობა! ქუსლის მტკიოდა და ეხოზე ეს მითხრეს. ტრაუმელის მალამო წავისვი და თითქოს ოდნავ მომეშვა ტკივილი. არკოქსია დავლიე ასევე აბები და ნემსიც ხომ არ გავიკეთო ამ ტრაუმელის? რას მირჩევთ.

Posted by: თაიკო 18 Jan 2019, 23:55
გამარჯობა. მაინტერესებს რა ჯდება ბარძაყის ყელის ზონაში ძვლების აცდენის გამო ჩატარებული ოპერაცია მავთულით და ადგილობრივი გაუტკივარებით?

Posted by: Jemo88 16 Feb 2019, 21:07
გამარჯობათ, ვინმემ მირჩიეთ რამე sad.gif დამიდგინეს წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება... მირჩიეს ოპერაცია... მაინტერესებს ოპერაციის არ გაკეთების შემთხვევაში რა გართულებები შეიძლება მოყვეს? ან თუ მოყვება საერთოდ და სხვა რა სახის მკურნალობა არსებობს?

Posted by: zaoff 1 Mar 2019, 22:29
მაჯაზე რენდგენის გადაგება რა დაჯდება?

Posted by: Tathagata 19 Mar 2019, 13:00
სალამი ფორუმელებო,

დაახლოებით 55-60 წლის კაცისთვის რომელია წამალია კარგი? ფეხი აქვს მოტეხილი და ექიმმა უთხრა კალცის ნაკლებობა გაქვსო. რომელი წამალი უწყობს ხელს ძვლის შეზრდას?

Posted by: imatiashvili13 19 Mar 2019, 17:33
QUOTE (zaoff @ 1 Mar 2019, 22:29 )
მაჯაზე რენდგენის გადაგება რა დაჯდება?

მე ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს მაგრამ 2 500 500ზე რომ დარეკოთ იქ გეტყვიან ამ სერვისისთვის რომელ საავადმყოფოში რა თანხის გადახდას მოგთხოვენ.

Posted by: სიმბა 19 Mar 2019, 21:14
ჩემი 8 წლის შვილი 5 დღის უკან როლიკებით სრიალისას წაიქცა..მთელი 5 დღე არაფერი აწუხებდა ..ახლა საღამოობით მეუბნება მაჯა მტკივა ცოტაო.დღისით არ აწუხებს რავი სკოლაში მიდის წერს ჩვეულებრივ. რა შეიძლება იყოს ან რა ვქნა .

Posted by: IONx64 24 Apr 2019, 12:21
სალამი,

რამე კარგი საშუალება ხო არ იცით მოტეხილობაზე კარგად რო მოქმედებს? მოტეხილ ძვლის შეხორცებას რო შეუწყობს ხელს ისეთი რამე.

Posted by: salieli 19 May 2019, 20:05
QUOTE (Tikobucho @ 11 Dec 2014, 00:48 )
2 ნაკერი მადევს ხელზე რა ღირს ნაკერების ახსნა ხო არ იცით/?

თავადაც შეძლებთ მემგონი ნაკერების მოხსნა თუ ზალიან რთულად არ გაქვთ, მთავარია აბსოლიტურად ყველაფერი სტერილიზებული იყოს და მოხნის დროც

Posted by: polemos0108 20 May 2019, 16:19
დღეს ვიყავი ტრავმატოლოგთან. მაქვს მარცხენა ხელის მესამე თითის ფალანგის მოტეხილობა.
განმერეობით უნდა მივიდე 2 კვირის შემდეგ. შეიძლება ფრჩხილის მოძრობა და გადახვევა დაგჭირდესო.
მაინტერესებს როგორ მივხვდე, რომ ფრჩხილი მოსაძრობია და ხომ არ მიმდინარეობს ჩირქოვანი პროცესები?

პ.ს. შეშუპება ჩაცხრა,ფერი ნორმალურს უბრუნდება, ფეთქვითაც აღარ ფეთქავს.

Posted by: adam* 3 Jun 2019, 10:19
კოჭს რომ ქვას დაარტყავ, საშიშია ეგ? ცოტა გაწითლებული და შესიებული მაქვს, ტკივილებმა მიკლო.
მორჩება თავისით?
რა უფრო მოუხდება, ცხელ წყალში ჩაყოფა, თუ ცივები?

Posted by: keen 4 Jun 2019, 21:18
40 წლამდე ადამიანის მუხლში სითხის ჩადგომა რამ შეიძლება გამოიწვიოს გარდა ტრავმისა?

Posted by: skynet 10 Jun 2019, 12:41
თბილისში ყველაზე გამოცდილი ტრავმატოლოგ-ქირურგი ენდოპროტეზირებაში, რომელია ვისთან მივიდე.

Posted by: ShoTk1na 10 Jun 2019, 14:22
აქ ვიკითხავ ბარემ
საზღვრის გადაკვეთა მიწევს და ნაოპერაციები ვარ, ტიტანი მიდევს. რა ცნობა იქნება საჭირო ტრავმატოლოგიურიდან ? თუ ოპერაციის ფორმა 100 იც წავა ? (წერია რომ მიდევს ფირფიტა და ჭანჭიკები), რა თქმა უნდა გადათარგმნილი და ნოტარიუსით დამოწმებული.
თუ რაიმე სპეციალურ ფურცელს გაძლევენ ?

Posted by: vikingi 20 Jun 2019, 15:21
ესეთი რაღაც სად შეიძლება თბილისში ვიყიდო ხომ ვერ მეტყვით?

user posted image

Posted by: buenos 27 Jun 2019, 10:14
ნავარჯიშები ექიმი კი არა ))),
ექიმი მუხლის უფრო სპორტულ ტრავმებზე რომ იყოს სპეციალიზირებული.
არა სუფთა სახის ქირურგი, რომელიც უფრო არტრიტებზე და ძვლებზე მუშაობს, ან ნევროლოგი.
აი მყესები, ჯვარედინი იოგები, დაჭიმული თუ გაწყვეტილები... ალბათ სპორტული მედიცინის წარმომადგენელი უფრო გაიგებს
დაწერეთ ერთი ორი კარგი კონტაქტი

Posted by: keen 27 Jun 2019, 11:48
https://www.facebook.com/dtrcenter/

თეა ადამია - ექიმი რეაბილიტოლოგი.

Posted by: buenos 29 Jun 2019, 16:51
keen
მადლობა
---

არი კიდე ვარიანტები?

Posted by: ANIuta87 1 Jul 2019, 17:23
buenos


სერგო მაღრაძე, ტრავმატოლოგი თბილისის ცენტრალურში

Posted by: ggggg_gggggg 4 Jul 2019, 01:35
გამარჯობა, იქნებ ვინმეს ჰქონდეს მსგავსი გამოცდილება და მადლობელი ვიქნები თუ გამიზიარებთ.
ფეხის თითის წვერზე შემთხვევით დამეცა ასე 2-3 კგ წონის ნივთი, საშინლად მეტკინა, დავიდე ეგრევე ყინულები, ფრჩხილის ქვეშ სრულად დამილურჯდა, ტკივილიც გრძელდება, თუმცა ასატანი, თითსაც ვამოძრავებ თავისუფლად. ექიმთან მისვლა და რენტგენის გადაღება აუცილებელია, თუ შევხედო, ეს არის ჩემი საფიქრალი (ანუ მოტეხილი ან გაბზარული არის თუ ტკივილი ჰემატომისგან მოდის). მივლინებაში ვარ და საქმიანი შეხვედრები მაქვს და არ მინდა რომ საავადმყოფოში აღმოვჩნდე, თან ვერ ვხვდები თითის წვერს რა შეიძლება გაუკეთონ გაბზარულიც რომ იყოს. წინასწარ მადლობა.

Posted by: ELITEPLAYER 14 Jul 2019, 13:07
გამარჯობათ, 3 დღეა მარცხენა ხელის ორი თითი გაბუჯებული მაქ, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: afix.14 15 Jul 2019, 11:57
გამარჯობათ, მაქვს ტკივილები გულმკერდის არეში ორივე მხარეს (განსაკუთრებულად მარცხნივ) მწვავე ძლიერ ტკივილს ვგრძნობ ხელის და კუნთების დაჭიმვის დროს, რა შეიძლება იყოს ხომ არ იცით?

Posted by: gigaloz 15 Jul 2019, 16:21
user posted image
ამ რენტგენზე მოტეხილობა ან ბზარი თუ არის დამეხმარეთ რა?!

Posted by: Regnarg100 19 Jul 2019, 23:03
გამარჯობა. 1.5 თვის უკან მეხუთე მეტატარზალური ძვალი მოვიტეხე ცდომის გარეშე. ექიმის დანიშნულებას მივდევდი , მაგრამ ფეხი ისევ დეფორმირებული მაქვს და მტკივა ... რა შეიძლება გავაკეთო?

Posted by: gigaloz 22 Jul 2019, 13:42
Regnarg100

კარგი ექიმის პოვნა ძალიან რთულია, ექიმის რა რენტგენოლოგმა ჟვანიაში ზემოთ დადებულ სურათზე მითხრა მოტეხილობა არისო, 3 რენტგენოლოგს ვანახე მაგის მერე და მაგას მოტეხილობა თავში აქვსო, თუ კაი ექიმს მიაგნებ დაწერე, აქ აზრი არააქ დაპოსტვას, არავინ არ შემოდის ამ თემაში და როდის მე დავდე პოსტი დღემდე პასუხგაუცემელია.

Posted by: Super_Mamiko 23 Jul 2019, 20:56
არ ვიცი რამდენად სწორ ადგილას ვკითხულობ. ბავშვს არანაირი პრობლემა არ აქვს. პირველ ფეხსაცმელად ორთოპედიული ვუყიდე. ვიფიქრე, რომ სასარგებლო იქნებოდა ფეხის სწორად განვითარებისთვის. პირიქით, ზიანს ხოარ მოუტანს?

Posted by: winipux 31 Aug 2019, 18:47
user posted image. კარგ ექიმს ხომ ვერ მირჩევთ?

Posted by: kate-kate77 15 Sep 2019, 08:36
გამარჯობათ. კვირისთავის ქონდრომალაციას ვინმემ უშველეთ, რა მედიკამენტით?

Posted by: lola_keta 19 Sep 2019, 10:25
ვინმე ხომ არ არის აქ ვისაც ბარძაყის ავასკულური ნეკროზი აქვს? თუ კი როგორ მკურნალობთ? ან ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებიათ?

Posted by: SwaT-2011 23 Sep 2019, 12:09
ერთი სწრაფი შეკითხვა მაქვს, 2 კვირის წინ ძიუდოზე ნეკნებზე ცუდად დამაწვნენ და იმის ნერე ცოტახანი მტკიოდა, გაბუდა ორი კვირა და ეხლა ისევ ნტკივასავით, ანუ დისკონფორტულად ვგრძნობ თავს, და სასღაც მკერდის მიდამოებში წერტილი ვიპოვე, სადაც როცა ვაწვები ნემსის მოხვედრასავით იგრძნობა ზეწოლისას, ოღონდ ტკივილი და რამე არაა, უბრალოდ ნემსის ჩხვლეტასავით იგრძნობა, გაბზარულია ნეკნი ნეტავ ? როგორ ფიქრობთ ?

Posted by: justfeel 27 Sep 2019, 18:20
ხელი დავახვედრე მიწას ცუდად და წაქცევისას არ მტკენია რო ავდექი დამიმზიმდა გამიქვავდა თიტქოს მაჯა მტკივა , მოტეხილი არ მაქ თითებს მაჯას ოდნავ ვამოზრავებ მაღლა ან დაბლა გვერდით გაწევა მიწირს რა ვქნა

ვისთან მივიდე

Posted by: Oqrialeli 17 Oct 2019, 14:07
ჯვარედინი იოგი გადავინერგე, ნაჭყებიამ კარგად გაქვს აღდგენილიო.
ვინმე თემურ ხვედელიძესთან გამიშვა,კუნთებს შეგიმოწმებს დატვირთვაზეო და ვინმემ რამე ხომ არ იცით? ფიზიოა თუ რაარის?

Posted by: Internet5545 23 Oct 2019, 15:50
გამარჯობა ჩემ ნათესავს აქვს ფეხზე პრობლემა კოქსარტრტოზიო ეგრე მითხრა. ურჩიეს კლინიკა სიმეტრია ჭავჭავაძეზე და კიდე წერეთელზე ექიმი თუთარაშვილი.
ხომ ვერ მირჩევდით ღირს ამათთან მისვლა თუ რაიმე სხვა ვარიანტებიც არის ?

Posted by: febus 26 Oct 2019, 13:37
დახმარება მჭირდება ძალიან გთხოვთ თუ ვინმე შეძლებთ არ გაატაროთ რა ეს პოსტი..
მოკლედ 27 ივლისს მომივიდა ავარია სხეულის მძიმე დაზიანება იყო დამჭირდა გადაუდებელი ოპერაცია და 1 კვირაში გამომწერეს. ვიცოდით რო როცა გადაუდებელი ოპერაცვია კეთდება ბიულეტენი ავტომატურად იხსნება ამიტო მაშინ ბევრი გარკვევა აღარ დაუწყიათ ჩემებს. ახლა დღეს უკვე 3 თვე გავიდა და ახლა მეუბნებიან ბიულეტენი არ გაქვს გახსნილიო, ექიმი ჯერ ფეხის დადგმის ნებასაც არ მრთავს და შესაბამისად სამსახურში კიდე 3 კვირა ვერ გავალ. ახლა რა გავაკეთო ვინმემ დამაკვალიანეთ ეს ისტორია რაც მაქვს კლინიკაში სად წარვადგინო რო ბიულეტენი გამიხსნან ისე როგორც საჭიროა? სამსახურში გაცდენილი დრო მინაზღაურდებოდა ეს 3 თვე ხელფასი მერიცხება და ბიულეტენი რო არ მექნება დახურული და არც გახსნილი შესაბამისად რა მეშველება??

Posted by: qetiqeti76 29 Oct 2019, 22:38


მეგობრებო,კვირაზე მეტია დედამ მოიტეხა მხრის სახსარი.ტრავმატოლოგებმა ურჩიეს თავისით შეხორცებულიყო.უკეთია სპეციალური ფიქსატორი.პირველი ოთხი დღე გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა.შემდეგ გაცილებით უკლო ტკივილებმა.დღეს ისევ სტკივა.შესაძლოა,რომ ამდენი ხნის შემდეგ ტკივილი ისევ ჰქონდეს? ვუსმევ მალამოებსაც.


Posted by: febus 2 Nov 2019, 15:38
QUOTE (qetiqeti76 @ 29 Oct 2019, 22:38 )
მეგობრებო,კვირაზე მეტია დედამ მოიტეხა მხრის სახსარი.ტრავმატოლოგებმა ურჩიეს თავისით შეხორცებულიყო.უკეთია სპეციალური ფიქსატორი.პირველი ოთხი დღე გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა.შემდეგ გაცილებით უკლო ტკივილებმა.დღეს ისევ სტკივა.შესაძლოა,რომ ამდენი ხნის შემდეგ ტკივილი ისევ ჰქონდეს? ვუსმევ მალამოებსაც.

ველოდებოდი იქნებ ვინმე კომპეტენტურმა უკეთ იცოდეს და დაგიწეროს რამე თქო მარა არავინ რო არ აქტიურობს გადავწყვიტე ისევ ჩემი გამოცდილებით გითხრა, მედიცინაში ვერ ვერკვევი დიდად მაგრამ 3 თვის წინ მოვიტეხე იდაყვის ძვალი (ფაქტიურად დამემსხვრა და დამჭირდა რკინები) + კოჭი და მცირე წვივი, მაგრამ ტკივილები თავიდანვე არ მქონია ოპერაციის მერე მქონდა 1 დღე და ვსო 3 თვე გავიდა არ ამტკიებია არაფერი და ამიტო მგონია ყურადღებაა მისაქცევი ძვლები თუ არაა აცილებული არ უნდა ტკიოდეს როგორც ვიცი.

Posted by: margarita123 13 Dec 2019, 18:33
გამარჯობათ, მოკლედ ართრიტის 1 წლიანი მკურნალობის შემდეგ მუხლში ჩადგა წყალი,
მკურნალობის შეეგად 32 მგ წყალი ჩამოვდა 12 მგ-ზე.
უცებ ისევ შემდეგ ისევ ავიდა , ტან ახლავს ძლიერი შესიება.
გთხოვთ მირჩიოთ კარგი ტრავმატოლოგი.
მირჩიეს თოდუაში , ოღონდ გავრი არ ვიციო აგრამ ძლიერი ტრავმატოლოგი არისო მანდ.
ვინმეს მსგავსი პრობლემით თუ ყოფილხართ ,?
უყურადღებოდ არ დამტოვოთ

Posted by: SerLom1 9 Feb 2020, 01:31
ტრავმატოლოგი არის აქ ვინმე? დაცემისას მუხლის სახსარი გვერდულად მომყვა და დამიტკაცუნდა. მტკივა მხოლოდ მუხლის უკანა მხარე და ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში ნორმალურად მაქვს. ბოლომდე გაშლა და ბოლომდე მოხრა, ასევე გვერდული მოძრაობ ტკივილს იწვევს მუხლის უკან და ქვევით ჩაყოლებაზე. სიარულით დავდივარ მაგრამ კოჭლობით.

ალბათ მყესია ხო დაჭიმული? და სახლის პირობებში რა გავუკეთო?

Posted by: saliha82 26 Feb 2020, 21:05
კარგი ტრავმატოლოგი მირჩიეთ გთხოვთ

Posted by: kurt. 6 May 2020, 13:47
........... ..............................

Posted by: spiridon_surajia 5 Jun 2020, 01:52
5 წლის წინ ავარიაში მოვყევი დ დიაგნოზი მითხრეს ხერხემლის მალების კომპრესირებული მოტეხილობა. მის მერე აღარ შევუწუხებივას. დღეს იმ ადგილზე ზუსტად ვიგრძენი ტკივილი. ახლა მიწია მაშინდელმა თუ სხვა რმე შეიძლება იყოს? კომპრესირებულმა მოტეხილობამ იცის შეხსენება?

Posted by: torckiko 5 Jun 2020, 09:26
QUOTE (spiridon_surajia @ 5 Jun 2020, 01:52 )
5 წლის წინ ავარიაში მოვყევი დ დიაგნოზი მითხრეს ხერხემლის მალების კომპრესირებული მოტეხილობა. მის მერე აღარ შევუწუხებივას. დღეს იმ ადგილზე ზუსტად ვიგრძენი ტკივილი. ახლა მიწია მაშინდელმა თუ სხვა რმე შეიძლება იყოს? კომპრესირებულმა მოტეხილობამ იცის შეხსენება?

რომელი მალები იყო? წოლითი რეჟიმი არ დაგინიშნეს? მე მაქვს კომპრესული მოტეხილობები ოღონდ მე ოსტეოპოროზის ფონზე მაქვს და ტკივილები სულ მაქვს. ხანდახან ტრაუმელის მალამო ცოტას მშველის ხოლმე. გადაამოწმე მაინც რენტგენით რა მდგომარეობაა ახლა

Posted by: spiridon_surajia 5 Jun 2020, 12:16
torckiko
სულ ბოლო მალები წელთან. კი წოლითი მქონდა მარა იმდენად არ ვიცავდი.

Posted by: torckiko 5 Jun 2020, 12:30
QUOTE (spiridon_surajia @ 5 Jun 2020, 12:16 )

სულ ბოლო მალები წელთან. კი წოლითი მქონდა მარა იმდენად არ ვიცავდი.

მე დღესაც მტკივა ისე, შეამოწმე შეხორცდა თუ არა, რენტგენზე გამოცნდება. რომელ კალცს სვამდი?

Posted by: spiridon_surajia 5 Jun 2020, 12:56
torckiko
საერთოდ არაფერს ვსვამდი.


აუ უნდა მივიდე ერთ ექიმთან. ანუ შეიძლება შეხორცებული არ იყოს? და თ არ იქნება დარხეული მაქ? ინვალიდი მთელი ცხოვრება. აუ თავს დევიბრიდავ

Posted by: torckiko 5 Jun 2020, 17:22
QUOTE (spiridon_surajia @ 5 Jun 2020, 12:56 )

საერთოდ არაფერს ვსვამდი.


აუ უნდა მივიდე ერთ ექიმთან. ანუ შეიძლება შეხორცებული არ იყოს? და თ არ იქნება დარხეული მაქ? ინვალიდი მთელი ცხოვრება. აუ თავს დევიბრიდავ

არ დაინვალიდდები ნუ გეშინია, მე 5 მალა მაქვს კომპრესულად მოტეხილი და სულ მტკივა, კალცს ნიშნავენ როგორც წესი. მაინც სჯობია რპმ რენტგენი გადაიღო

Posted by: Biznes-men 27 Jun 2020, 18:10
ფეხი გადამიბრუნდა, კოჭშია გასიებული შიგა მხრიდან. მესამე თუ მეოთხე დღეა დღეს. რაც შევნიშნე, უკეთესობა მაქვს, ტკივილმაც იკლო და უკეთესად ვადგამ.
ცხელ წყალში რომ ჩავყო ფეხი, უკეთესი ხომარ იქნება?

Posted by: febus 23 Aug 2020, 16:07
ამ თემას რო გადავხედე არამგონია ვინმემ პასუხი გამცეს მარა მაინც ვცდი.

იდაყვ-სახსრის ტრამვა მაქ რკინებიც დამჭირდა ახლა ამ რკინების ამოღების დროა, მაგრამ ტკივილები მაინც მაქვს მოძრაობაშიც საკმაოდ შეზღუდვა მაქვს როგორც მოხრაზე ისე გაშლაზე, და მაინტერესებს რკინების ამოღების მერე თუ შეიცვლება რამე ვისაც გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან გაგიგიათ მაინც რას მეტყვით? სახსარს აქვს ის ფუნქცია რო დროთა განმავლობაში მოძრაობებში და ვარჯიშში აღდგეს ბოლომდე?

Posted by: bavaria87 12 Oct 2020, 14:35
გამარჯობათ,
მაქვს შემდეგი პრობლემა: დაახლოებით 6 წელზე მეტია რაც მიწევს ფიზიკურად მძიმე საქმეების გაკეთება. სიმძიმეების თრევა კიბეებზე, ხანდახან 24 და 36 საათი გადაბმულად მუშაობა და ეს მუშაობა მოიცავს 70 კგ და მეტი სიმძიმეების კიბეებზე ატანას, ჩატანას. ამის შედეგად ვატყობ რომ მარცხენა მუხლზე დამეწყო პრობლემები. კიბეებზე ასვლისას და ჩასვლისას მუხლის არეში ტკაცუნობს და აქვს ხმა. ისეთ ხმას გამოსცემს რომ გვერდით რომ ვინმე მომყვებოდეს გაიგებს, ანუ ხრაშუნობს ხმამაღლა. სწორეზე როცა მივდივარ, ან ტრასაზე არ აქვს ხმა. ასევე დილაობით მაქვს მცირედით ტკივილი, ნუ ტკივილსაც ვერ დავარქმევ ვგრძნობ არასასიამოვნოდ რა. ისიც მცირე ხნით. სხვა პრობლემები: მოძრაობის შეზღუდვა ან ტკივილები არ მაქვს. მიუხედავად ამისა მეშინია რომ რაღაც ვერაა რიგზე და რა დაავადება შეიძლება იყოს ეს? ან ვის მირჩევთ, ყველაზე კარგ ორთოპედს საქართველოში რომ მივიდე და ვაჩვენო. მადლობა წინასწარ

Posted by: alea iacta est 9 Nov 2020, 18:45
bavaria87
QUOTE
გამარჯობათ,
მაქვს შემდეგი პრობლემა: დაახლოებით 6 წელზე მეტია რაც მიწევს ფიზიკურად მძიმე საქმეების გაკეთება. სიმძიმეების თრევა კიბეებზე, ხანდახან 24 და 36 საათი გადაბმულად მუშაობა და ეს მუშაობა მოიცავს 70 კგ და მეტი სიმძიმეების კიბეებზე ატანას, ჩატანას. ამის შედეგად ვატყობ რომ მარცხენა მუხლზე დამეწყო პრობლემები. კიბეებზე ასვლისას და ჩასვლისას მუხლის არეში ტკაცუნობს და აქვს ხმა. ისეთ ხმას გამოსცემს რომ გვერდით რომ ვინმე მომყვებოდეს გაიგებს, ანუ ხრაშუნობს ხმამაღლა. სწორეზე როცა მივდივარ, ან ტრასაზე არ აქვს ხმა. ასევე დილაობით მაქვს მცირედით ტკივილი, ნუ ტკივილსაც ვერ დავარქმევ ვგრძნობ არასასიამოვნოდ რა. ისიც მცირე ხნით. სხვა პრობლემები: მოძრაობის შეზღუდვა ან ტკივილები არ მაქვს. მიუხედავად ამისა მეშინია რომ რაღაც ვერაა რიგზე და რა დაავადება შეიძლება იყოს ეს? ან ვის მირჩევთ, ყველაზე კარგ ორთოპედს საქართველოში რომ მივიდე და ვაჩვენო. მადლობა წინასწარ

ლევან ნაჭყებია, ტატიშვილის კლინიკაში.

Posted by: ScriptScroll 3 Dec 2020, 18:24
გამარჯობათ, გთხოვთ მირჩოთ კარგი სპეციალისტი ხერხემლის (მალთაშორის) თიაქარის განკურნებაში რომ დამეხმაროს. მირჩიეს ვლადიმერ ხოროშუხინი (მანუალური თერაპევტია) იყოო ასეთი სპეციალისტი სადღაც 5 წლის წინო, სამწუხაროდ ვერ ვპოულობ. ანუ ოპერაციას ვერიდები მაქსიმალურად არ მაქვს ეგეთი მძიმე სიტუაცია, თუმცა ვიცი ახლა რომ არ მივხედო 5 წელიწადში შეიძლება საოპერაციო გავხდე. გთხოვთ, მირჩიოთ კარგი სპეციალისტი თუ იცით ვინმე. გმადლობთ წინასწარ.

Posted by: Adza 19 Jan 2021, 15:06
გამარჯობა,

ალბათ ყველაზე შესაბამისი ტოპიკია ამ კითხვისთვის.

მოკლედ 13-14 წელია წელი მაწუხებს.
თავის დროზე ვიყავი კლინიკებში და გადაიღეს რენდგენები
დასვეს დიაგნოზები, რომელიც მგონი სხვადასხვა იყო.
ერთადერთი რაც დაემთხვა "არ ექვემდებარება მკურნალობას, არ ექვემდებარება ოპერაციას, თავისით გაგივლის (?)".
მოკლედ ბოლო 2 ვიზიტიდან 6 წელი გავიდა, ნუ რაც თავის დროზე მჭირდა (ნერვი ყვებოდა მალაში და მითიშავდა ფეხს), ეგ აღარ მჭირს,
მარა რაც შეეხება ტკივილს, ოდნავადაც არ შემსუბუქებულა და მუდმივად მტკივა.
თუ ვზივარ, ეგრევე ვერ ვდგები, თუ დიდხანს ვდგავარ, ეგრევე ვერ ვჯდები.

აქვს აზრი კიდევ მისვლას, მეტყვიან რამე ახალს?
ესეც ძველი ფოტოები,
ნუ რენდგენი არ ჩანს, მარა დიაგნოზები ჩანს.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: medium 26 Jan 2021, 16:13
გამარჯობა
არ ვიცი შესაბამისი თემაა თუ არა smile.gif
ერთი კვირის წინ აშტანგა იოგას მზის მისალმება გავაკეთე და მარცხენა მუხლის უკან მხარე ამტკივდა, ვფიქრობ პირამიდის პოზაში მყესი გამეჭიმა. პირველი დღის მერე მეტკინა ცოტა, მეორე დღეს ისევ გავაკეთე მზის მისალმება და საღამოს მუხლი გასივებული მქონდა და მოხრის დროს მკივა წვივის ზემოთ და მუხლს უკან მიდამოში
ვარაუდი მაქვს მყესი გამეჭიმა ))
ახლა სიარულის დროს ცოტა მტკივა და ბოლომდე მოხრის დროს ან ბოლომდე გაშლის დროს მკივა
ადრე 2 წლის წინ, სოფელში ფიზიკური დატვირთვის დროს მტკიოდა ასე, საღამოს რომ დავჯდებოდი, დავასვენებდი ფეხს და წამოვდგებოდი გავივლიდი ყველაზე მეტად ამ დროს მტკიოდა
ახლა არ ვვარჯიშობ და აღარ მაქვს გასიებული, მაგრამ მაინტერესებს ასე იზამს ყველა ვარჯიშის შემდეგ? ანუ ვერ ვივარჯიშებ? ფიზიკურად ვერ დავტვირთავ?
ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი გამოცდიილება?

Posted by: FIDELIO. 26 Jan 2021, 18:20
სალამი, მყესის აღსადგენათ რამე საშუალებას ვერ მირჩევთ?

Posted by: animani_c 10 Mar 2021, 02:11
ექიმის სასწრაფო კონსულტაცია მჭირდება საოპერაციოოა?

Posted by: metaflia2020 21 Apr 2021, 16:14
ტერფის სტრესმოტეხილობა რამდენხანში იკურნება

Posted by: trendygirl.me 15 Jul 2021, 23:54
ბოლო დროს, სკამზე დაჯდომა ადგომისას (განსაკუთრებით თუ დაბალი სკამია), მარცხენა ფეხი ისე გამკრავს ხოლმე მუხლში, რო თავისით მეკეცება. ვიზუალურად არაფერი არ მეტყობა, რომელ ექიმს მივმართო?

Posted by: sakheli 30 Aug 2021, 02:24
გამარჯობათ.
აქ ტრავმატოლოგები აღარ შემოდიან? რა კომენტარებსაც გადავხედე ძირითადად პასუხგაუცემელია რაც ძალიან ცუდია.

Posted by: ფაშისტი 5 May 2022, 14:41
კითხვები ბევრია, პასუხები ნაკლები smile.gif
ტერფის,ან კოჭის ფიქსატორები ნორმალურ ფასებში სად გეგულებათ? ქუსლისთვის მჭირდება ..
* * *
trendygirl.me
ალბათ ნევროლოგს.. ჯერ, თუ მისი პაციენტი არ იქნები ტრავმატოლოგს ბოლოსდაბოლოს

Posted by: lasha123456 7 May 2022, 14:12
ბოლო ორი კვირაა მტკივა მხარი

მტკივა მხოლოდ როცა მთლიანად ვშლი ხელს და ვწევ მაღლა, ასევე სწრაფად თუ გავჭიმე ხელი ან დავიქნი

ტკივილი არის მძაფრი მაგრამ გრძლედება მაქსიმუმ 5 წამი და ძალიან სწრაფად გადის, გარკვეულ სიამოვნებასაც კი ვგრძნობ შვებისგან smile.gif

სიმძიმის აწევისას არ მტკივა თუ გარკვეული კუთხით არ მომიწია მარჯვენა ხელის გაშლა, იატაკიდან სიმძიმის აღება არ მიჭირს

ვის მივმართო ან რა შეიძლება იყოს


Posted by: კურვაააა 8 May 2022, 23:34
ესეიგი დამეწყო ორივე ფეხის ცერა თითის გაბუჟებით. მეთქი კედები მიჭეეერს. :დდდ ხო და ძაან შემაწუხა ვეღარ ვგრძნობდი. მერე ხერხემლის ტკივილი დამეწყო და ერთ დღესაც ვერ წამოვდექი. გაიჭედა თითქოს. ხელებით რაღაცნაირად მოვიხარე სა წამოვჯექი საწოლზე. ასეთი რაღაც კისევ განმეორდა 1 თვეში და პლიუს დამეწყო ორიენტაციის დაკარგვა.. ხან მარჯვენა მხარეს წამიღებს, ხან მარცხენა მხარეს. ვიცი რომ შემოწმება მჭირდება მარა რავი აქ აქიმებმა იქნებ დამამშვიდონ..ფიზიკურად ვმუშაობ მუდმივად, ქვემოთ ხერხემალი გეგონება დასაზეთიაო ისეა ხოლმე როცა წელს ვამოძრავებ.

Posted by: DON GIO 6 Sep 2022, 11:28
მაქვს ცალი ტერფის შესიება კოჭამდე ფეხსაცმლის ჩაცმა მიჭირს კოჭის ზემოთ შესივება არ ვცელდება მაგრამ იმავე ფეხის მუხლ ქვემოთ შუქის ფონზე შეიმჩნევა კანის სიწითლე წითელი ფონი დაკრავ კანის რაღაც მონაკვეთს შესიება პერიოდულია როცა ვწევარ ლოგინში დილით არ მაქვს სკამზე დავჯდები ასე 1-2 საათი და მისივდება ფეხით გავივლი ქუჩაში და ისევ ცხრება და შესიება გამივლის ფეხზე ვგძნობ სიმძიმეს და დისკომფორტს ზოგჯერ მცირე ტკივილს , ვარ ჭარბ წონიანი 100 კგ , ზუსტად 1 წლისწინ გადავიტანე კორონა ვირუსი მძიმე ფორმით 2 კვირა ვიწექი კლინიკაში და რისი ბრალი შეიძლება იყოს ტერფის შესიება ?

მეორე ფეხზე " მარჯვენა " შესიება არ მაქვს .

Posted by: talvision 17 Dec 2022, 01:06
გამარჯობა მოკლედ ესეთი რამე შევამჩნიე სიარულსი შემდეგ დაახლოებით 1-3 კმ მუხლები მიხურდება ისე რომ შეხებისას იგრძნობ შარვალშიც ატარებს. ვარჯიშით ვვარჯიშობ მაგრამ სასმახურში და სახლშიც ვზივარ ძირითადად კომპიუტერთან. რა შეიძლება იყოს?

Posted by: MargalMe 28 Dec 2022, 18:20
სალამი მეგობრებო. სიმაღლიდან ჩამოვხტი და ტერფი ჩამეკეცა უხეხულად,ცოტა ხანში შემიშუპტა და ამტკივდა.უკვე 4 დღე გავიდა შეშუპებული აღარ მაქ მაგრამ კოჭთან და შიგნითა მხარეს ჩალურჯებული დამრჩა და თსნ სიარულის დროს მაწუხებს. რას მირჩევთ სახლის პირობებში როგორ ვიმკურნალო? საზღვარგარეთ ვარ და ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებ

Posted by: Gero3 25 Jan 2023, 14:34
გამარჯობათ, მენინსკის ოპერაციას სად მირჩევთ?

Posted by: joka40 1 Feb 2023, 21:24
გამარჯობათ,იქნებ იცოდეთ ვინმე ვინც შესძლებს ხელზე თაბაშირის ნახვევის დადებას,
დიდი მადლობელი ვიქნები გამოხმაურებისთვის,გთხოვთ პირადში მომწეროთ

Posted by: User335 11 Feb 2023, 20:48
გამარჯობა! კისრის ოსტრეოქონდროზის ნიშნები მაქვს და ხომ ვერ მირჩევდით რომელ ექიმთან მივიდე და ასევე რისი გადაღება იქნება საჭირო ექოსკოპიის, ტომოგრაფიის თუ რაიმე სხვა ?

Posted by: MAKSIMUSA 12 Mar 2023, 09:26
დახურეთ ტემა.მკვდარი თემაა,ექიმებს არ სცალიათ პასუხესგაცემისთვის

Posted by: FERREBOY 13 Mar 2024, 04:22
გამარჯობა, 2 თვის და 5 დღის წინ მოვიტეხე ფეხი ტერფში და კოჭში, რენტგენზე 3-გან აჩვენა მოტეხილობა, 6 კვირის შემდგომ თავად მოვიხსენი გიფსი, არ მივსულვარ ექიმთან. ისევ მისივდება ტერფი განსაკუთრებით კომპიუტერთან რო ვზივარ სკამზე. ეს ნორმალურია? 2 თვეზე მეტი გავიდა. ისიც მაინტერესებს რა ვარჯიშები ან პროცედურები ვაკეთო რომ აღდგეს ყველაფერი და დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას.
,

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)