შპს რეგისრეაცია (თუ დამფუძნებელი ფიზ. პირია:
1. მიდხართ ფირმის იურიდიული მისამართის მიხედვით საგადასახადოში მისი უფროსის ვინაობის და სახაზინო კოდის გასაგებად (შემდგომში დაგჭირდებათ განცხადებისთვის და ბანკში)
შემდეგ:
1. წესდება (5 ეგზემპლარი). თუ ბალვანკას იყენებთ, მოგიწევთ საქმიანობის საგნის მისადაგება თქვენს მიზნებთან. ხელს აწერენ დამფუძნებლები (პარტნიორები);
2. პარტნიორთა კრების ოქმი (სასურველია იყოს 2-3 ეგზემპლარი. მერეც გამოგადგებათ);
3.თუ სამეთვალყურეო ექნება, მისი ოქმიც;
4. თანხმობა იურიდიულ მისამართზე;
5. განცხადება საგადასახადოსთვის საწარმოს რეგისტრაციის შესახებ
შემდეგ:
1. ნოტარიუსთან უნდა მიიტანოთ ყველა ეს საბუთი ნოტარიულად დასამოწმებლად (განცხადება და თანხმობა მისამართზე შესაძლებელია არ დამოწმდეს, მაგრამ თავის დაზღვევა ჯობია /დაახ.10 ლარის ეკონომიაა/);
2. ნოტარიუსთან ასევე უნდა მივიდეს პარტნიორი და დირექტორი ხელმოწერების დასადასტურებლად;
3. ნოტარიუსთანვე კეთდება დირექტორის ხელმოწერის ნიმუში (ფაქსიმილიე);
4. დამოწმების შემდეგ წესდების 1 ეგზ. ნოტარიუსმა უნდა დაიტოვოს (თუმცა ზოგმა ამის შესახებ არ იცის
/ ნოტარიუსის ხარჯები: წესდება-25 ლარი (თუ კაპიტალი 200 ლარია); ყველა ხელმოწერის დადასტურება - 2 ლარი. ამას ემატება ე.წ. ტექნიკური ხარჯები. ჯამში დაახლოებით 60-70 ლარი/
შემდეგ:
1. ბანკში მიგაქვთ ნოტარიულად დამოწმებული საბუთები და მათ საფუძველზე (როგორც წესი, არ იტოვებენ) ხსნით დროებით ანგარიშს სადაც შეგაქვთ 200 ლარი (თუ მინ. საწესდ. კაპიტალი გაქვთ);
2. იხდით სარეგისტრაციო მოსაკრებელს 160 ლარს (+1 ლარი საკომისო) მისამართის მიხედვით რაიონული საგადასახადო ინსპექციის სახაზინო ანგარიშზე.
შემდეგ:
ტოვებთ საბუთებს საგადასახადო ინსპექციაში. რეგისტრაციის კანონით დადგენილი ვადაა 3 დღემდე. როგორც აღნიშნეს, საქართველოა და შეგიძლიათუფრო ადრე მოიპოვოთ.
შემდეგ:
საგადასახადოს მიერ დარეგისტრირებულ საბუთებს (მანამდე ბანკში იკითხეთ რომლებს) წაიღებთ ბანკში და თქვენი დროებითი ანგარიშები გადაიქცევა მუდმივებად
შემდეგ ბეჭედიც შეგიძლიათ გააკეთოთ (აუცილებელი არაა)
წარმატებებს გისურვებთ
)))))