უსაზიზღრესი დაავადებაა. 15 წლიდან მჭირს. ანტიბიოტიკი რაც გამიკეთეს ნემსით იმის მერე დამეწყო. უამრავი ფული და დრო მაქვს დახარჯული. ექიმებში სირბილი. წამლები დიეტები და ა.შ
დისბიოზი და რაღაცეებზეც ვიყავი ბაკტერიოფაგში გამოკვლევებზეც და 3 თვიან კურსებიც გავიარე მკურნალობის და შედეგი არავითარი. პირიქით მგონი უფრო გამიმწვავდა.
უამრავი გამოვლინებებით და უსაზიზღრესი კლინიკით ვითარდება და თითქმის არაფერი შველის. სიმპტომებსაც კი ვერ შველიან. ამინოსალიცილებით და სტეროიდებით თითქოს რაღაც იგრძნობა მაგრამ მაინც გაგდებს რა. ბოლოს ან ერთი მოგკლავს გვერდითი ეფექტებით ან მეორე. კანზე საშინლად დამაყარა რო დამეწყო ეს დაავადება. ლამის დამილპა სახე თავიდან ახლაც მაქვს ნაწიბურები. ანტიბიოტკების გელს ვიყენებ როგორც კი ოდნავ რამე პატარაზე მაინც დამაყრის ვისვამ და კიდევ კარგი რომ ეგრევე ქრება მომენტალურად. იგივე რო არ გამიმეორდეს ეს ანტიბიოტკების გელი მაქვს. ვიცი რომ საზიანოა და უამრავ სხვა რამეს ვნებს მაგრამ სახის დალპობას მირჩევნია.
ახლა უნდა ვცადო რემიქეიდი/ინფლიქსიმაბი და კიდევ რაღაც ახალი ექსპერიმენტული პრეპარატია. 50% 1 წლის მანძილზე შველის და მერე ზოგს ალერგია უვითარდება და ზოგზე უბრალოდ აღარ მოქმედებს. ძალიან ძვირი პრეპარატია თანაც ძალიან და თუ გაგიმართლა და შეძელი მკურანალობა კიდევ ერთხელ უნდა გაგიმართლოს რომ იმ 30-40% მოხვდე ვისაც შველის.
ბოლოს ან კიბოში გადადის ან წანლავებს გაჭრიან. ნაწლავის ამოჭრაც კი არ არის გარანტია.
ერთ ქალს მთლიანად გადაუნერგეს მთლიანი მომნელებელი სისტემა ესოფაგუსიდან დაწყებული და იმუნოდეპრესანტებზე იჯდა, მაგრამ 6 თვეში უარეს დღეში აღმოჩნდა მაინც. მოკლედ იმუნურმა სისტემა თუ გაუბერა საშინელებაა.
ზოგს შველის სალიცილები, პრედნეზალონები და ინფლიქსიმაბები ზოგს ოპერაციაც შველის მაგრამ ძალიან ბევრს ვერ.
ხოდა ამ დაავადების დედაც
ინფორმაცია 0-ია ამის შესახებ. საღვარგარეთ თუ ეგ გჭირს ინვალიდობას გიფორმებენ ეგრევე ულაპარაკოდ და მკურნალობას გინიშნავენ. აქ კიდევ ინტერნეტშიც კი არაფერი წერია. ექიმთან მიხვალ და ნერვოზის ბრალიაო გეტყვის და გიშვებს. ეს წლები რაც მქონდა გამწვავებები წელიწადში რამდენიმე თვე მქონდა ხოლმე სულ და თავისით უმიზეზოდ ქრებოდა ჰოდა როგორღაც არ ვანიჭებდი დიდ მნიშნელობას. ვიცოდი რო გაივლიდა რამოდენიმე თქვე აიტან ყველაფერს. ბოლო რამდენიმე წელია თითქმის მუდმივად წვა და ტკივილები უსაზიზღრესი თითქოს ცხელ დანას გიტრიალებენ მუცელში. ორჯერ ამომკვეთეს უკვე რაღაც ფისტულა. ერთხელ 17 წლისას მეორე 30.
იმდენად დავიღალე რომ თუ არ მიშველის არაფერი დავჯდები ნარკოტიკებზე. წარმოუდგენლად რთული პერიოდი გავიარე ამ 15 წლის მანძილზე და არ მინდა რომ დარჩენილი ცხოვრება ტანჯვაში ოპერაციებში და ექიმებში სირბილში გავატარო.
ვისაც გეცნობათ სიმპტომები მიდით ექიმთან მაინც. ოღონდ ნებისმიერ ექიმთან არა. რადგან ამ დაავადებას უმეტესობა ძალიან არასერიოზულად უყურებენ. თითქოს გრიპი იყოს.
გარდა ერთი ექიმისა. კოტე მაიასია. არაჩვეულებრივი ექიმია. კარგი ადამიანია და ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი.
რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არის ალკოჰოლი. 1 წვეთიც კი ისეთ დღეში მაგდებს 1 კვირა ფეხზე ვერ ვდგები. ეს ზუსტად ვიცი რომ არ შეიძლება. დანარჩენი ყველფერი ცვალებადია და ძალიან რთულია იმის დადგენა რა გიმწვავებს სიმპტომებს და რა არა. რძის პროდუქტებიც გამოვრიცხე. შაქარი. კოკაკოლა. ჰამბრგერები ცომეული კეჩუპი. ცხარე, შემწვარი ყველაფერი.ესენი ვიცი რომ კატის დღეში მაგდებს. ძალიან ძლიერ სპაზმებს და ტკივილებს იწვევს. მირჩევნია ვიშიმშილო ერთი კვირა ვიდრე რამე აქედან მივიღო. ადრე არ მქონდა ასე მწვავედ და ყველაფერს ვჭამდი/ვსამდი რაც მომხვდებოდა, რაც გამიმწვავდა იმის მერე ზე მგრძნობიარე გავხდი. ძლიერი სტრესები და პრობლემები მქონდა ამ ზაფხულს და ზუსტად ამ ემოციურ რთულ ფონს ახლავდა გამწვავებებიც. ამბობენ რომ დიეტას არავითარი გავლენა არ აქვსო და რაღაც პერიოდი მართლაც ეგრეა, მაგრამ გამწვავებაში რომ გადადის მერე ზოგიერთი საკვები სიმპტომებს გი100მაგებს და აუტანელია.
ჰო ეს ჩვენი იდიოტი ექიმები ნერვულ სისტემას ტენიან ყველაფერს რასაც ვერ ხსნიან და მკურნალობენ. კი სტერსი #1 ფაქტორია სიმპტომების გაუარესებას ეგ იწვევს მაგრამ თვითონ ეტიმოლოგია და პათოლოგია. ნერვების 'მკურნალობით' შედეგი 0 გექნებათ ამ დაავადების მოცილება მოკლედ შეუძლებელია.