ჩინეთის დიდი კედელიჩინეთის დიდი კედელი (ჩინ. დამწ. 長城, упр. 长城, პინ-ინი: Chángchéng, სიტყვასიტყვით: „გრძელი კედელი“ ან ჩინ. დამწ. 萬里長城, იეროგლ. 万里长城, პინ-ინი:
Wànlǐ Chángchéng, სიტყვასიტყვით: „გრძელი კედელი 10 000 ლის“) — ჩინური სამხედრო ნაგებობა, უდიდესი არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს ჩრდილოეთ ჩინეთში და მიუყვება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 8851,9 კმ-ის სიგრძეზე. გარკვეულ მანძილზე კედელი უახლოვდება პეკინს. სხვა
მონაცემებით, კედლის სიგრძე თავიდან ბოლომდე ყოფილა 21 196 კმ.
ისტორია
დიდი კედლის პირველი უბნების მშენებლობა დაიწყო ძვ.წ. III ს. იმპერატორ ცინ შიხუანდის მიერ მეომარ სამეფოთა პერიოდში ჩრდილოეთიდან მომთაბარე
ტომების თავდასხმებისაგან თავდასაცავად. მშენებლობა მიმდინარეობდა საუკუნეთა მანძილზე თითქმის მე-17 საუკუნემდე. მშენებლობაში მონაწილეობდა მაშინდელი ჩინეთის მოსახლეობის მეხუთედი ე.ი. დაახლოებით 2 მილიონმდე ადამიანი. კედელს მკაფიოდ უნდა დაეფიქსირებინა ჩინური ცივილიზაციის საზღვრები. იგი უნდა დახმარებოდა ახლადდაპყრობილი სამეფოების ერთიან იმპერიად კონსოლიდაციის პროცესს.
პირველი პერიოდის მშენებლობა გაგრძელდა 10 წელიწადი და მრავალრიცხოვან პრობლემას დაეჯახა. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა: არ იყო გზები, არ იყო საკმარისი რაოდენობით წყალი არც სამუშაოს დროულად საწარმოებლად და არც სასმელად მუშებისათვის.
არ იყო საკმარისი საკვები.
მუშათა რიცხვი ერთდროულად 300 ათასს აღწევდა, ხოლო საერთო მონაცემებით ცინების პერიოდში მათმა რაოდენობამ 2 მილიონამდე მიაღწია.
მშენებლობისათვის იყენებდნენ მონებს, ჯარისკაცებს, გლეხებს. ეპიდემიებისა და მძიმე სამუშაო პირობებისაგან ათასობით ადამიანი იღუპებოდა. კედლის მშენებლობისათვის მოსახლეობის მობილიზაცია იწვევდა სახალხო აჯანყებებს, რაც ცინის დინასტიის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
თავად გარემო იყო მეტისმეტად რთული ასეთი გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობისათვის. კედელი მიუყვებოდა პირდაპირ მთიან ქედებს. ამასთან, მას უნდა დაეძლია როგორც სიმაღლეები, ასევე, ფრიად მნიშვნელოვანი და ღრმა ხეობები. თუმცა სწორედ ამან განაპირობა ნაგებობის თავისებური უნიკალურობა - უჩვეულოდ ბუნებრივად არის შერწყმული ლანდშაფტში და მასთან ერთად წარმოადგენს ერთ მთლიანობას.
კედლის დიდი ნაწილი აშენდა პრიმიტიული მასალებით, ძირითადად, დატკეპნილი მიწით. ფენებად ურევდნენ მასში ადგილობრივ მასალებს - თიხას, კენჭებს და სხვ. ასეთი მასალის დიდი ნაწილის მოპოვება ადგილზე შეიძლებოდა. ზოგჯერ იყენებდნე აგურს, მაგრამ არა გამომწვარს, არამედ, მზეზე გამომშრალს.
აშკარაა, სწორედ სამშენებლო მასალებიდან გამომდინარე უწოდეს კედელს ჩინური ხალხური სახელწოდება — „მიწის დრაკონი“. ცინების პერიოდშივე ზოგიერთ უბანზე დაიწყეს ქვის ფილების გამოყენება. ისისნი განთავსებული იყო კომპაქტურად დატკეპნილი მიწის ფენებში. ქვის კონსტრუქციების ფართო გამოყენება ხდებოდა კედლის აღმოსავლეთის ნაწილზე, სადაც ბუნებრივი პირობები ამის შესაძლებლობას უფრო მეტად იძლეოდა.
ზომები და ფორმები
კედილის ზომები სხვადასხვა ადგილას განსხვავებულია საშუალო ზომები დაახლოებით ასეთია: სიმაღლე 7,5 მ, სიმაღლე ქონგურებით - 9მ, სიგანე თხემზე — 5,5 მ, ძირითადი სიგანე — 6,5 მ. კედლის გარენაწილზე განლაგებულ ქონგურებს გააჩნიათ მარტივი სწორკუთხოვანი ფორმა. კედლების ნაწილი წარმოადგენს კოშკებს. ზოგიერთი კოშკი, რომელიც ჯერ კიდევ კედლების აგებამდეა აშენებული კედლებში ჩაეშენა. ასეთი კოშკები ხშირად იმაზე ვიწროა, ვიდრე თავად კედელი და მათი განლაგების ადგილები შემთხვევითია. კედელთან ერთად აგებული კოშკები კი ერთმანეთის მიყოლებით 200 მ. მანძილითაა დაშორებული (ეს იყო ისრის სასროლი მანძილი). არის რამდენიმე სახეობის არქიტექტურულად განსხვავებული კოშკი. ყველაზე მეტად გავრცელებულია სწორკუთხოვან გეგმაში ორსართულიანი ტიპის კოშკები. ასეთ კოშკებს გააჩნდათ ზედა მოედანი, საიდანაც კარგად ჩანდა დაახლოებით 10 კმ. მანძილიდან ცეცხლის სასიგნალო კოშკები, რომელიც წარმოადგენდა სათვალთვალო კოშკებს და მტრის გამოჩენის შემთხვევაში ერთმანეტს გადასცემდნენ სიგნალებს.
დინასტიების დროს
ხანის დინასტიის მმართველობის დროს ძვ.წ. 206 — ახ.წ. 220 კედელი გაფართოვდა დასავლეთით დუნხუანამდე. აიგო, აგრეთვე, სადარაჯო კოშკები, რომლებიც უდაბნოს სიღრმემდე გადიოდა. მათი დანიშნულება იყო სავაჭრო ქარავნების დაცვა მომთაბარეთა თავდასხმებისაგან. არქეოლოგთა გადმოცემით, ხანის დინასტიამ აღადგინა და ააგო დაახლოებით 10 000 კმ. კედელი - ორჯერ უფრო დიდი კედელი, ვიდრე თავად ცინის დინასტიამ. ხოლო კიდევ უფრო გვიან ცზინის დინასტია მშენებლობას შეუდგა XII ს. ერთდროულად 750 000 ადამიანის მობილიზებით ამ საქმისათვის. ჩვენამდე შემონახული ჩინეთის დიდი კედლის უბნები აგებულია ძირითადად მინის დინასტიის დროს (1368—1644). ამ პერიოდისათვის უკვე ძირითად სამშენებლო მასალას წარმოადგენდა აგური და ქვის ბლოკები, რომლებმაც კონსტრუქცია უფრო საიმედო გახადა. მინის დინასტიის მმართველობის დროს კედელი გადაიჭიმა აღმოსავლეთიდან დასავლეთით შანხაივანის რეგიონიდან ყვითელ ზღვის ბოხაის ყურეზე იუმენგუანამდე (თანამედროვე პროვინცია განსუ) და სინცზიანამდე (უიგურის ავტონომიური რაიონი).
დამოკიდებულება დიდი კედლის მიმართ
მუდმივმა მშენებლობებმა და დანგრეული კედლის აღდგენის ცდამ სახელმწიფო და ხალხი მთლიანად გამოფიტა. თუმცა მისი, როგორც თავდაცვითი ნაგებობის ღირებულებაც ეჭვს იწვევს. მტრები, სურვილის შემთხვევაში ადვილად პოულობდნენ კედლის სუსტ, გაუმაგრებელ ადგილებს ან უბრალოდ მცველებს ქრთამავდნენ, ზოგჯერ თავდასხმების დროს მცველები არ ტეხდნენ განგაშს და ჩუმად ატარებდნენ მტერს ქვეყნის სიღრმეში.
ჩინელი სწავლულებისთვის კედელი გახდა მინის დინასტიის სამხედრო სისუატის, მომდევნო ბარბაროსების წინაშე კაპიტულაციის სიმბოლო. მაგ: XVII საუკუნის პოეტი და ისტორიკოსი ვან სიტუნი წერდა, რომ ცინის ხალხი აგებდა დიდ კედელს ბარბაროსტაგან თავდასაცავად. დიდი კედელი იზრდებოდა სიმაღლეში, ხოლო იმპერია ეშვებოდა ქვევით. ადამიანები დღემდე იცინიან მასზე...
თანამედროვე ჩინურ კულტურაში კედელმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა. მიუხედავად მისი სამხედრო წარუმატებლობებისა ის გადაიქცა სიმტკიცის ხალხის შემოქმედებითი ძალის სიმბოლოდ. რესტავრირებული კედლის შესასვლელთან დატანილია მაო ძედუნის ფრაზა: „თუ არ გინახავს ჩინეთის დიდი კედელი, შენ
არ ყოფილხარ ნამდვილი ჩინელი.“
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.