თუნდაც
ზესტაფონი ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, 1921 წლამდე ყვირილა ეწოდებოდა. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 183 კმ (რკინიგზით).
წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება "ზესტაფონი", გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს ზედა ფონისაგან (მდ. ყვირილაზე). XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი და ზესტაფონსაც ყვირილა დაერქვა. თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააშენეს, იმატა მოსახლეობამ. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 24,2 ათასი (2002 წ.). ზესტაფონში არის სამრეწველო საწარმოები (აღსანიშნავია ფეროშენადნობთა ქარხანა), ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ზესტაფონში არის მარგვეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
© ვიკიპედიააი კიდევ რისი დადება შეიძლება:
ა კიდევ ბატონო ზესტაფონის მიწა რომელსაც უმოწყალოდ ყიდით
ხო უამრავი ადგილებია ზესტაფონში სადაც შეიძლება ნორმალური სურათების გადაღება გადით ბატონო და გადაიღეთ
კუპრავას სურათი რომ გაქვთ დადებული ეგაა სულ ზესტაფონი
annakაბა რა ეგონათ ამათ შევარჩენდი ?
მაგრამ რაჭა სულ სხვაა
მიმაგრებული სურათი