საერთოდ გვარი "ტაბიძე"-ს ისტორია მაინტერესებს. მოვიძიე რაც შემეძლო გვარის შესახებ და აქ დავწერ.
გვარი სავარაუდოდ იმერულია და ალბათ ხონში, ივანდიდში გაჩნდა. თბილისს თუ არ ჩავთვლით ხონშია ტაბიძეების უმეტესობა.
„ჩემი წინაპრები - მამის მხრით იყვნენ მწიგნობრები. დაწყებული მე-14 საუკუნიდან კი განუწყვეტელი რიგით, თაობიდან თაობაზე მოდის საგვარეულო ეკლესიისადმი ფანტასტიური შეუცვლელობით უერთგულესი მღვდელთმსახურება. ერთი წინაპართაგანი, რომელსაც იცნობს ქართული მწიგნობრობის ისტორია, მე-17 საუკუნეში მიიწვია დედოფალმა ანნამ თავისი მდიდარი წიგნსაცავის მოსაწესრიგებლად. დედოფალ ანნასთან ერთად მიემგზავრება შემდეგში იგი მოსკოვში და იქ მონაწილეობას იღებს ქართული სტამბის დაარსების საქმეში.
გალაკტიონს ეს ჰქონია ჩანაწერებში. მე-14 საუკუნეში ტაბიძეებზე ვერაფერი ვერ ვნახე. ერთი "სვიმონ მესტამბე ტაბიძე" ვნახე მაგრამ მე-19 საუკუნეში ცხოვრობდაო ეწერა და არა მე-17-შიო. დედოფალ ანნასთან ტაბიძეზე ვერაფერი ვერ ვნახე.
1803-1804 წელს გიორგი ტაბიძე ხონიდან გადავიდა სოფელ ჭყვიშში.
გალაკტიონის წინაპრები: გიორგი, იოანე(ივანე), სტეფანე, ვასილი, გალაკტიონი.
მე მაინტერესებს სად შეიძლება მოვიძიო მეტი ინფორმაცია ტაბიძეების შესახებ, თუ რამე წიგნი არსებობს გთხოვთ მაცნობოთ. ასევე მაინტერესებს სად შეიძლება ვნახო ჩემი წინაპრების სახელები? ჩემი წინაპრები ბაბუის-ბაბუის-მამადე ვიცი რომელიც ჭყვიშში ცხოვრობდა, მინდა გიორგი ტაბიძიდან დაწყებული ჩემამდე გავაკეთო გენეალოგიური ხე.
ასევე, თუ ისეთი ინფორმაცია გაქვთ ტაბიძეების შესახებ რომელიც აქ არ მიწერია, გთხოვთ მაცნობით.
This post has been edited by sandrotabidze on 30 Jan 2022, 16:26