გოგოებო
ახლა მოვედი ტელეფონთან
ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვდივარ, მართლა ოღონდ
თქვენკენ ხომ არ არის რამე სიახლე???
მოკლედ, მოვედი 11 ზე
დამარეგისტრირეს
ბავშვიკის გულის ცემას მოუსმინეს
ხელი მომაწერინეს სპინალურის ჩვენებებზე
მერე კათეტერი ჩამიდგეს ვენაში, ამიღეს სისხლის ანალიზები
ლეიკოციტები 23, კოაგულოგრამა არც ისე სახარბიელო
გადმომიყვანეს ბლოკში, დამიყეენეს გადასხმა
ბოლომდე არ იყო დამთავრებული, შემაგდეს საოპერაციოში
არ გადავუხრივარ დამჯდარი, დამაწვინეს საოპერაციო მაგიდაზე
მომხარეს დაწოლილი
გამიკეთეს პირველი ნემსი, რომელიც ლოკალურად აყუჩებს, მაგრამ არ გაამფრთხილეს და შევხტი
ნუ ეგ არაუშავს მთავარია დიდ ნემსზე არ შეხტეო
რაც შემეძლო ძალ ღონე მოვიკრიბე და არ გავნძრეულვარ
ტკივილით არ მტკენი, უბრალოდ ვიგრძენი ნემსის შესვლაც სა წამლისიც
ვიმეორებ, მტკივნეული არ არის
გამიკეთეს შარდის კათეტერი, რომელიც ვაბშე ვერ ვიგრძენი
მალევე ვიგრძენი გაყინულ ფეხებში სითბოს ჩაღვრა
მერე მუცელზე მბრწკენდნე რომ გაეგოთ მგრძნობელობა
ხოდა აქედან ზუსტად 5 წუთშI მაგრად დამაწვნენ კუჭთან მუცელზე და უცებ ხმა ისმის
ანუ წარმოიდგინეთ დაწოლიდან 5 წუთშI ამოაძვრინეს ჩემი ბიჭუნა
იტირა ეგრევე
ყველა გაგიჟებული იყო ვაი როგორი ქერაა, სუფთაა
მოვლილი ბავშვიო
სანამ იმას აწესრიგებდნენ, მე საშვილოსნო ამომიღეს როგორც მივხვდი წმენდნენ
აი ყველაფერს ვგრძნობდი ვაბშე
დაჟე ოდნავ რქღაც მტკიოდა ორონდ რა მტკიოდა მეც ვერ გეტყვით
გაუსაძლისი არ ყოფილა.
უბრალოდ ნაწლავებს რომ
მოკიდეს ხელი ეგრევე ღებინება დამეწყო და აი საშინელება იყო იმიტომ
რომ ღია ხარ მაგ დროს
მგრამ მალევე წამალი გააკეთეს და გამიარა
მე ძაან ემოციური ვარ, ექიმმა დააძინეთო
მაგრამ თავი გავიგოჟე, გიჩივლებთ მეთქო :დ
თან მე უკვე ცალ ფეხს ვგრძნობდი, გამაყუჩებელმა არ იმოქმედა ჩემზე დიდი ხნით
მალევე გამკერეს და გადმომიყვანეს ბლოკში, მაგრამ მტკიოდა და რაღაც წამალი გამიკეთეს
1 საათი თუ ორი მაგარ კაიფში ვიყავი
არ მახსოვს ეგ პერიოდი საერYოდ
მერე პაწუკა მომიყვანეს ძუძუზე მაგრამ მაგარი ზარმაცი ვინმეა ;D
თან საკეისროს გოგოებში გვიან მოდის ხსენიც და რძეცო
ნუ მაინც მომეხმარა ექთანი მაგრად და ვაჭამეთ ცოტა ხსენი
მერე მუცელზე დაჭერების სერია იყო მაგრად მეტკინა არ მოგატყუებთ
მაგრამ ნუ უნდა გაუძლო რა თორე საშიშია მაგის გარეშე
ხოდა ეხლა მე ჩემი დედიკო და ჩემი შვილიკო ვწევართ გემრიელად ლუქს პალატაში
ძაან წყნარია მაეა როგორც მითხრეს ახალდაბადებულზე ყველა წყნარია
ხო ნუ შიმშილის გამო ხელოვნური მივეცით 5 გრამი შპრიცოთ
ხვალ თავიდან ვცდით მოჭიდებას
მეც უფრო შევძლებ
თი რამე კითხვები გაქვთ მკოთხეთ :*
They can bury us deep, but we always grow back.