ეხლა რა ხდება, ბიჭი რომელიც აპირებს, ცოლის მოყვანას, როგორი უნდა იყოს, ყველაფრით კარგი, როგორები უნდათ მომავალ სასიმამროებს და სასიდედროებს, მოდი პუნქტებად დავყოფ:
1.გარეგნულად სიმპათიური (ნორმალური)
2.არამწეველი
3.არა მსმელი (არალკოჰოლიკი, არა ლოთი)
4.არა ნარკომანი
5. ქალებში არ უნდა დადიოდეს
6.არა ბირჟავიკი
7.გონებით ჩამოყალიბებული და ჭკვიანი
8.განათლებული
9.დახვეწილი მანერები უნდა ჰქონდეს (ხეპრე და გლეხი არ უნდა იყოს)
10.ფინანსურად მყარად უნდა იდგეს (ფული ქონდეს ბევრი)
11.საკუთარი სახლი უნდა ჰქონდეს
12.საკუთარი მანქანა უნდა ჰყავდეს
13.ვაჟიშვილი უნდა იყოს
14.ცოლს არ უნდა უღალატოს
15.ცოლი არ უნდა გაამწაროს
16.სამსახური უნდა ჰქონდეს
17.კარგი მშობლები უნდა ყავდეს
18.არ უნდა იგინებოდეს (ეს კინაღამ დამავიწყდა)
19.ცოლს უნდა უყიდოს ოქროს: საყურე, ბეჭედი, ყელსაბამი,
20.ცოლი ფუფუნებაში უნდა აცხოვროს
21.სიდედრი/სასიდედრო უნდა უყვარდეს (ჰო კინაღამ ესეც დამავიწყდა)
22.ჰო კიდევ, რომანტიკოსიც უნდა იყოს,
23.სიდედრის და ცოლის დაბადების დღეები არ ავიწყდებოდეს (საჩუქრები, ყვავილები და რამე)
24.დედისერთა თუ იქნება, მთლად უკეთესი, შემცილებელი არ ეყოლება არაფერში
მოდით ვაღიაროთ რომ მომავალი სასიდედროები და სასიმამროები ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ
მაგრამ აქცევენ ამ ყყველაფერს ყურადღებას და უნდათ ასეთი სიძე, დავუშვათ იპოვეს ასეთი,
ვთქვათ იპოვეს ასეთი ბიჭი, თვითონ გოგო რას აძლევს ბიჭს ამ ყველაფერის სანაცვლოდ? მხოლოდ ქალიშვილობას? სასაცილოა პირდაპირ, თუ ბიჭი ამ ყველაფერს თუ არა 15 პუნქტს მაინც აკმაყოფილებს, მაშინ როგორი უნდა იყოს გოგო?
1.ქალიშვილი, სულითაც და სხეულითად, (თუ დარჩა ასეთები საერთოდ)
2.საჭმელს გემრიელად უნდა ამზადებდეს
3.ხაჭაპურის, ნამცხვრის, და სხვა გემრიელობების გამზადება უნდა ეხერხებოდეს
4.იცოდეს კერვა
5.ქსოვა
6.ბავშვის მოვლა
7.სახლის დალაგება
8.კარგი ხასიათი უნდა ჰქონდეს
9.ჭკვიანი უნდა იყოს
10.განათლებული
11.კარგი ოჯახიშვილი
12.გონებით ჩამოყალიბებული
13.არ სვამდეს
14.არ ეწეოდეს
15.კარგი იყოს ლოგინში
16.სექსზე უარს არ ამბობდეს
17.უნდა იყოს დახვეწილი, (ხეპრე აზროვნებისა არა)
18.ლამაზი უნდა იყოს კიდევ
და კიდევ ბევრი თვისება უნდა ჰქონდეს
სამწუხარო იცით რა არის? დღეს, გოგოს მამები, ბიჭის ყველა თვისებას აქცევენ ყურადღებას, ბიჭI უნდა იყოს ყველაფრით კარგი, უზრუნველყოფილი, უნივერსალური
და თავიანთი შვილების/შვილის (გოგოს) ცუდ თვისებაზე, ან ნაკლზე თვალს ხუჭავენ, სამწუხაროა რომ ბიჭIსგან ითხოვენ ყველაფერს კარგს და უნაკლოს და თვითონ კიდევ არაფრის გაცემა არ უნდათ სანაცვლოდ . . .
მოდით ვისაუროთ ფორუმელებო, ახლა დაწერეთ თქვენი აზრი
This post has been edited by swainman on 17 Nov 2017, 23:16