#58143234 · 17 Jul 2021, 10:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ქართული ფეხბურთის" განყოფილებაში არის ე.წ. "ლეგიონერების" თემა, სადაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ ფეხბურთელებზე იწერება. ბოლო პერიოდში, იქ დადებული ინფოების 60-70% ხვიჩა კვარაცხელიას და მის ტრანფერს ეხებოდა. ამის გამო, მოდერაციამ მიიღო სავსებით მართებული გადაწყვეტილება, რათა განყოფილებაში გაეხსნათ ახალი თემა, რომელიც მხოლოდ ხვიჩას მიეძღვნებოდა. დღეისათვის პერსონალურად კვარაცხელიასადმი მიძღვნილმა თემამ 45 გვერდს მიაღწია და ჯერაც აქტუალურია.
ერთადერთ თემაში, რომელიც ამ განყოფილებაში მმა-ს ეხება ბოლო გვერდებზე მხოლოდ ხაბიბას გენიალურობაზე და მის ზევსობაზე მტკიცება - უარყოფის მეტი არაფერი იწერება, რაც პირადად ჩემთვის, სასტიკად მოსაბეზრებელი და უინტერესოა. მით უფრო, რომ კომბლე დიდი ხანია პენსიაზეა გასული და როგორც უამრავჯერ განაცხადა ოქტაგონზე დაბრუნებას არ აპირებს.
ვისაც ხაბიბას ქება - გინების ვნება შემოაწვება, გთხოვთ ემოციებისგან ამ თემაში დაიცალოს. ხოლო მთავარი თემა მოქმედი მებროლების შეფასებებს დაუთმოს.
This post has been edited by VoK on 17 Jul 2021, 10:42
--------------------
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...
|