#61188876 · 22 Apr 2024, 14:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GAMA ძალიან კარგად დახვეწილი ორგანიზაციაა საქართველოს დონეზე და არამარტო. ძალიან მომწონს " შოუ " ელემენტები, რეიტინგები და სხვა. ნუ ბრენდირება კიდე უფრო დაიხვეწება, ახლაც არაა ცუდი, მაგრამ საიტი და სხვა ელემენტები მოგვარებადია დროთა განმავლობაში. ჩვენთან რა ორგანიზაციებიცაა, მგონი ყურებადობით "GFC" ჯობია, თითქოს იქ მეტი თანხა იხარჯება და ბევრად დიდი სახელი უნდა ქონდეთ, მაგრამ შოუ აკლია. მარტო 1 ივენთის კარგი ორგანიზება არაა გამოსავალი, მუდამ უნდა ავითარებდე ორგანიზაციას. GAMA რა პროფესიც განიცადა 1 წელში, ეგრე არცერთ საბრძოლო ორგანიზაციას არ განუცდია საქართველოში. როგორც ვიცი გიგა კუხალაშვილი აკეთებს ამ ყველაფერს და ძალიან მაგრადაც გამოსდის, როგორც ჩანს კარგად ესმის სპეციფიკა, იუთუბზე შემოსვლა თავად ამ ორგანიზაციის და იუთუბისთვის საჭირო კონტენტის დამატება კიდე უფრო პლიუსია, ანუ წინაც იხედებიან და მარტო 1 საკაიფო ივენთით არ შემოიფარგლებიან. კი ძალიან მაგარია "GFC" და მნიშვნელოვანია, მაგრამ ვინმემ იცის საერთოდ ვინ გამოდიან ამ ორგანიზაციაში, არის თუ არა რეიტინგი, ან საერთოდ ვინაა მანდ ჩემპიონები, ძალიან იშვიათმა ნაწილმა თუ იცის, არ ვამბობ არავინ არ იცის თქო, მაგრამ GAMA პოპულარობა ბევრად აღემატება.
|