forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (21) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დობერმანი, Only Dog With Human Mind!
Satin
So Raw


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 622
წევრი No.: 51203
რეგისტრ.: 11-January 08

გამოგზავნილია: 18 Jan 2008, 13:17  #8188949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hell_O

QUOTE
ამბობენ ცემა უხდებაო,ცემას გააჩნია.ოდნავ გადაამეტებთ და სხეულის რომელიმე ნაწილს დაემშვიდობეთ ან "უკეთეს" შემთხვევაში ძალიან მშიშარა გაიზრდება. ბინის ძაღლი არ არის და არ გირჩევთ მანდ გაზარდოთ იმიტომ რომ ის არის დარაჯი და სჭირდება მკაცრი პირობები, ღამით არ უნდა ეძინოს, შიმშილი უნდა იცოდეს რა არის,  (და ასეთ პირობებში უყალიბდება ხასიათი)


ასეთ პირობებში მინი პუდელიც კი გამგელდება lol.gif
ამდენი "სიჭკვიანე" ერთად ცხოვრებაში არ გამიგია. სეიდან მოიტანე ეს ინფორმაცია?
QUOTE
თუ ვინმეს გყავთ ან აპირებთ ყიდვას გაითვალისწინეთ!!! ვერ იტანს პატარა ბავშვებს... საკუთარი პატრონის შვილს არ ერჩის და უყვარს მაგრამ მაინც ნუ ანდობთ პატარას.... ხოლო უცხო ადამიანის, ნათესავის,მეზობელის ბავშვები სულერთია ვისი.... არ უყვარს..... არ გაეკიდება საკბენად მაგრამ ახლოს თუ მოვიდა ბავშვი ნამდვილად უკბენს ..


რათქმაუნდა უკბენს, თუ ცემაში გაზარდე და აშიმშილე და ღამეები არ დააძინე, ბავშვს კიარა Pატრონს რომ არ ჭამს არ გიკვირს?
მე უამრავ ხალხს ვიცნობ დობერმანი რო ყავთ, (რათქმა უნდა ნორმალურად გაზრდილი და არა ცემა -წამებით) არც ერთი არ დადის დაბმული, უცხო ბავშვები კისერზე ეკიდებიან და ამტ რეაქცია არააქვთ.

QUOTE
გერმანული ნაგაზი ამიტომ არის კარგი, არ არსებობს ბავშვს რომ უკბინოს)...

სტატისტიკის მიხედვით გერმანული ნაგაზი პირველ ადგილძეა მკბენარი ძაღლების სიაში.


--------------------
Better to reign in hell than serve in heaven
Hell_O
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 123
წევრი No.: 30912
რეგისტრ.: 6-March 07

გამოგზავნილია: 24 Jan 2008, 20:55  #8270478      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Satin @ 18 Jan 2008, 13:17 )

QUOTE
გერმანული ნაგაზი ამიტომ არის კარგი, არ არსებობს ბავშვს რომ უკბინოს)...


QUOTE
QUOTE
ამბობენ ცემა უხდებაო,ცემას გააჩნია.ოდნავ გადაამეტებთ და სხეულის რომელიმე ნაწილს დაემშვიდობეთ ან "უკეთეს" შემთხვევაში ძალიან მშიშარა გაიზრდება. ბინის ძაღლი არ არის და არ გირჩევთ მანდ გაზარდოთ იმიტომ რომ ის არის დარაჯი და სჭირდება მკაცრი პირობები, ღამით არ უნდა ეძინოს, შიმშილი უნდა იცოდეს რა არის,  (და ასეთ პირობებში უყალიბდება ხასიათი)


ასეთ პირობებში მინი პუდელიც კი გამგელდება lol.gif
ამდენი "სიჭკვიანე" ერთად ცხოვრებაში არ გამიგია. სეიდან მოიტანე ეს ინფორმაცია?

საქმე იმაშია ჩემო კარგო რომ ეს არის დობერმანი და არა პუდელი და როდესაც ამ ძაღლს ყიდულობ უნდა იცოდე მისი დანიშნულება... დობერმანი რომ მოსაფერებელ ძაღლთა სიაში არ შედის ეგ უნდა იცოდე... ცემით მე ჩემ დობერმანს ნამდვილად არ ვცემ და როგორც პირველ წინადადებაში დავწერე ამ სტილით არ ვზრდი, უბრალოდ დავწერე გავრცელებული აზრი დობერმანების შესახებ და თუ ყურადღებით წაიკითხავ მიხვდები რომ არ ვამართლებ ამას wink.gif ის რომ მკაცრი პირობები სჭირდება ეს გამომდინარეობს მისი დანიშნულებიდან თორემ დობერმანი ბევრი მინახავს მეც რომ დაუყვირებ და კუდამოძუებული გარბის wink.gif ასე გასაზრდელად დობერმანი ნამდვილად ცოდოა wink.gif ასე ვთქვათ სირცხვილიცაა cry.gif
QUOTE
არც ერთი არ დადის  დაბმული, უცხო ბავშვები კისერზე ეკიდებიან და ამტ რეაქცია არააქვთ.
და შენ ამას კარგ გაზრდას ეძახი? მემგონი ეს სტერილიზაცია უფროა wink.gif
ბავშვები რომ არ უყვარს ამ ძაღლს როგორც წესი (უმრავლესობაზეა საუბარი და არა ყველაზე) ეს მარტო ჩემი დაკვირვებით ნამდვილად არ მითქვამს,ეს ფაქტია...

QUOTE
სტატისტიკის მიხედვით გერმანული ნაგაზი  პირველ ადგილძეა  მკბენარი ძაღლების სიაში.
შენ შეადგინე ეგ სია? "მკბენარი ძაღლების სია" wink.gif
QUOTE
ამდენი "სიჭკვიანე" ერთად ცხოვრებაში არ  გამიგია. სეიდან მოიტანე ეს ინფორმაცია?

"ქუთეისიდან" ნამდვილად არა wink.gif და თუ ვინმეს არ ეთანხმები რამეში მემგონი შენი მოსაზრება უნდა დაწერო და არა "სიჭკვიანეები".... ზრდილობის ამბავია wink.gif


--------------------
Nec mortem effugere quisquam nec amorem potest...
Satin
So Raw


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 622
წევრი No.: 51203
რეგისტრ.: 11-January 08

გამოგზავნილია: 25 Jan 2008, 15:07  #8278792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი

Hell_O
QUOTE
შენ შეადგინე ეგ სია? "მკბენარი ძაღლების სია" wink.gif


Die Rangliste der aggressivsten Hunde ( აგრესიული ძარლების სია)

1. Deutscher Schäferhund: ( გერმანული ნაგაზი)
53 Vorfälle, 19 Menschen gebissen und verletzt, davon drei Kinder. ( 53 პოლიციაში აღრიცხული შემთხვევა აქედან 19 ადამიანის დაკბენა, 3 ბავშვის)
2. Mischling ohne Rassezuordnung: 37 Vorfälle, 10 Menschen gebissen und
verletzt, davon ein Kind.
3. Deutscher Schäferhund Mischling: 35 Vorfälle, 15 Menschen gebissen und
verletzt, davon zwei Kinder
4. Rottweiler: 29 Vorfälle, 11 Menschen gebissen und verletzt, davon drei
Kinder
5. American Staffordshire Terrier: 26 Vorfälle, keine Menschen gebissen.
( სრული ვერსია http://www.maulkorbzwang.de/Briefe/statist..._hundebisse.htm )

(როგორც შავი სია ამბობს 80 % ყველა კბენის შემთხვევისა არის გერმანული ნაგაზის მიერ , საშიში ძაღლების სიაში კი გერმანული ნაგაზი არ არის შეყვანილი, ვინაიდან დღემდე პოლიცია იყენებს.)

QUOTE
საქმე იმაშია ჩემო კარგო რომ ეს არის დობერმანი და არა პუდელი და როდესაც ამ ძაღლს ყიდულობ უნდა იცოდე მისი დანიშნულება...


ძაღლის დანიშნულება არის ის, რომ იყოს ერთგული მეგობარი და არა ცემაში გაზრდილი საბრძოლო იარაღი.

QUOTE
ბავშვები რომ არ უყვარს ამ ძაღლს როგორც წესი (უმრავლესობაზეა საუბარი და არა ყველაზე) ეს მარტო ჩემი დაკვირვებით ნამდვილად არ მითქვამს,ეს ფაქტია...


ზუსტად რომ მაგ ფაქტმა გამაოცა მეც. საერთოდ როდესაც ფაქტი მოგყავს მაგალითად , ამისი დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს.
ეს ჩემი " ქუთაისური" wink.gif ფაქტები, მის ხასიათსა და ბავშვების "არ" სიყვარულზე :
http://www.sofawolf.de/Lexikon/Dobermann.html
http://de.wikipedia.org/wiki/Dobermann
Hell_O
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 123
წევრი No.: 30912
რეგისტრ.: 6-March 07

გამოგზავნილია: 26 Jan 2008, 04:17  #8286680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
Die Rangliste der aggressivsten Hunde ( აგრესიული ძარლების სია)
მსგავსი ვერაფერი ვიპოვე ინტერნეტში...
QUOTE
1. Deutscher Schäferhund:  ( გერმანული ნაგაზი)
53 Vorfälle, 19 Menschen gebissen und verletzt, davon drei Kinder.  ( 53 პოლიციაში  აღრიცხული შემთხვევა აქედან 19 ადამიანის დაკბენა, 3 ბავშვის)
ბოდიში მაგრამ მემგონი ის მონაცემები არ გაგვაჩნია თუ სად და რა ვითარებაში დაკბინა ამ ჯიშის ძაღლმა დაზარალებული ეს ერთი, მეორე კი - 53 ფაქტი გერმანიის მასშტაბით (სადაც ალბათ გერმანული ნაგაზი პოპულარულია) დიდ არაფერს არ ნიშნავს...ასე რომ სიაში ამ ძაღლის შეტანა და ისეთ ჯიშებზე მაღლა დაყენება კბენის თვალსაზრისით როგორებიც არიან პიტბულები და ასე შემდეგ მემგონი არაა სწორი...
ლინკი რომ მიმითითე... გერმანული არ ვიცი მაგრამ ეს არის ერთი კონკრეტული საიტი რომელიც ბეჭედს არ არტყამს ამ ძაღლის ჯიშს გინდა თუ არა ასეაო... wikipedia-ზე კი ათასი რამის წაკითხვა შეიძლება...
QUOTE
(როგორც  შავი სია ამბობს 80 %  ყველა  კბენის შემთხვევისა  არის გერმანული ნაგაზის მიერ ,  საშიში  ძაღლების სიაში კი გერმანული ნაგაზი არ არის შეყვანილი, ვინაიდან  დღემდე  პოლიცია  იყენებს.)
ჰმ....
QUOTE
ძაღლის დანიშნულება არის ის, რომ იყოს ერთგული მეგობარი  და არა ცემაში გაზრდილი საბრძოლო იარაღი.
სხვადასხვა ჯიშის ძაღლი სხვადასხვანაირად გამოხატავს პატრონის მიმართ ერთგულებას და იმაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები რომ დობერმანი თუ დარაჯის მოვალეობას ასრულებს ამის გამო ან ცოდოა ან მისი პატრონია სადისტი... ცემაში გაზრდაზე ჩემი აზრი მოგახსენე უკვე...
QUOTE
ზუსტად რომ მაგ ფაქტმა გამაოცა მეც. საერთოდ  როდესაც  ფაქტი მოგყავს  მაგალითად , ამისი  დასაბუთებაც  უნდა შეგეძლოს.
სანამ ჩემ ძაღლს ვიყიდიდი გავეცანი მასალებს რადგან მცოდნოდა რას ვყიდულობდი და სადღაც წავიკითხე, ახლა ნამდვილად ვერ დავიწყებ ძებნას იმ მოტივით რომ აქ წყარო მიგითითო... უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს smile.gif მაგრამ აი ერთი უბრალოდ ისე უცებ ნაპოვნი მასალა სადაც ადამიანი გვაფრთხილებს რომ პატარა ბავშვებთან მიზანშეწონილი არ არის ეს ძაღლი... ინებე http://www.yourpurebredpuppy.com/reviews/d...npinschers.html
ხომ ხედავ? ნორმალურადაც შესაძლებელი ყოფილა საუბარი. მსგავსი თემის გამო ასე ადამიანთან დაპირისპირება და უხეშად სიტყვების სროლა მემგონი არ შეგშვენის როგორც გოგოს 2kiss.gif
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 26 Jan 2008, 05:55  #8286902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim · yim
Hell_O

QUOTE
http://www.yourpurebredpuppy.com/reviews/d...npinschers.html


ამ ბმულისთვის გაიხარე, მართლა სასარგებლოა პირველადი და ზოგადი წარმოდგენისთვის. არადა თუ როდესმე ძაღლის ყოლის სურვილი მქონია, ერთადერთი ჯიშია რომელსაც ვიყიდი, მაგრამ საქმე ისაა, რომ სამი პატარა შვილი მყავს და ეს ბევრ პრობლემას შექმნის. არ ვიცი ბევრი უნდა ვიფიქრო ამაზე კიდევ. კარგი ინფორმციები დადე, დიდი მადლობა.


--------------------
შენც მიდიხარ იქ საითკენ ქართველები იჩქარიან,
გული სევდით მეკუმშება და თან.. და თან მიხარიან!
ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მისმინე, რის ვარ მთქმელი:
შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი.
საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,
ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.
Satin
So Raw


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 622
წევრი No.: 51203
რეგისტრ.: 11-January 08

გამოგზავნილია: 26 Jan 2008, 22:01  #8293826      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hell_O
QUOTE
ლინკი რომ მიმითითე... გერმანული არ ვიცი მაგრამ ეს არის ერთი კონკრეტული საიტი რომელიც ბეჭედს არ არტყამს ამ ძაღლის ჯიშს გინდა თუ არა ასეაო... wikipedia-ზე კი ათასი რამის წაკითხვა შეიძლება...


wikipedia იმიტომ დავდევი, რომ გავიტვალისწინე, თუ გრმანული არა ინგლისურად შეზლებდი წაკითხვას, ტუმცა გეთანხმები , რომ მანდ ვისაც რა უნდა იმას ჩაწერს. სხვა სეიტებძეც მიგითითებდი მაგრამ რადგან გერმანული არ იცი, აზრი არააქვს.

QUOTE
სხვადასხვა ჯიშის ძაღლი სხვადასხვანაირად გამოხატავს პატრონის მიმართ ერთგულებას და იმაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები რომ დობერმანი თუ დარაჯის მოვალეობას ასრულებს ამის გამო ან ცოდოა ან მისი პატრონია სადისტი... ცემაში გაზრდაზე ჩემი აზრი მოგახსენე უკვე...
ერთგულებას ყველა ჯიში ერთნაირად გამოხათავს, ( თუმცა ზოგი მეცნიერი ამტკიცებს რომ ყველა ძაღლი ეგოისტია და არა ერთგული და იმისთან არის ვინც აჭმევს, მაგრამ ამაზე დისკუსია შორს წაგვიყვანს), რაც შეეხება დარაჯობას, მე არ მითქვამს რომ ძაღლი ცოდოა, რატომ უნდა იყოს ცოდო თავისი მოვალეობის შესრულების დროს?

მე ერთადერთი რაძეც გამეცინა ( ისიც რომ არ მეტირა) იყო რომ 21 საუკუნეში კიდევ რჩევას იზლევიან ძაღლს ცემა უხდებაო. ( შენ პირადად არ მიგულისხმიხარ)

რაც შეეხება
QUOTE
უცებ ნაპოვნი მასალა სადაც ადამიანი გვაფრთხილებს რომ პატარა ბავშვებთან მიზანშეწონილი არ არის ეს ძაღლი...


ასეტ გაპრტხილებას, ყველა დიდი ძომის ძაღლზე გეტყვიან. ეს არარის აგრესიულობის გამო, არამედ იმიტომ რომ ეს დიდი და აქტიური ზარლია, რომელიც სანამ 2 წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება, თავის ზალას ვერ ზომავს, და შეიზლება ბავშვს დაეჯახოს, წააქციოს, რამე ატკინოს, უნებურად, იმიტომ რომ დიდია, რონიერი და მძიმე
QUOTE
If you have small children, I do not recommend a Doberman Pinscher. First, young Dobermanns (up to about two years old) romp and jump with great vigor, and things can go flying, including people.


რაც შეეხება მეორე Nაწილს
QUOTE
Doberman Pinschers may try to protect their own children from other children, which could lead to tragedy if kids are simply roughhousing and your Doberman decides to stop it.

იგივეს გაიგებ უმეტეს ჯიშზე. ძაღლი ტუ იცავს Oჯახში ბავშვებს ის მათ სხვა ბავშვებისგან ( ჩხუბის დროს თუნდაც ხუმრობით იყოს )დაიცავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დობერმანს სხვა Bავშვები არ უყვარს. ტუ ძარლმა ლეკვობის დროს იურთიერტა ბავშვებთან ის არ უზკბენს უმიზეზოდ არავის ბავშვს. თორემ არ გაგიგია არასოციალიზირებული გოლდენ რეტრივერს რო ეკბინოს ბავშვისტვის? რამდენიც გინდა იმდენი შენტხვევა არის ამისი.

და ბოლოს რაც აგრესიული ზარლების სიას კბენის სიხშირის მიხედვით, მეც ბევრი ვეზებე მაგრამ აკტუალური ვერ ვიპოვე, ყველგან ამ სტატისტიკაზეა ლაპარაკი მაგრამ თვიტონ სია სად იყო გამოქვეყნებული არ არის ნათქვამი. საერთოდ ყველა რეგიონი ადგენს თავის სიას , ჩემი გამონაგზავნი იყო მხოლოდ ჰოლშტეინის რეგიონის სია, ბერლინს თავისი აკვს იქაც ნაგაზია პირველ ადგილზე და ა.შ . არის უამრავი შემთხვევა ბავშვების კბენის, მაგრამ ეს ინფო, სულ გერმანულად მაქვს სამწუხაროდ. რათქმაუნდა არგუმენტი რომ გერმანიის უსაყვარლესი ძაღლია დას უმეტესობას ეს ჯიში ყავს სწორია, მაგრამ ფაქტია რომ კარგად გაძრდილი ძაღლი არ იკბინება უმიზეზოდ. Gემანულ ნაგაძების დიდი რაოდენობა აგრესიულია, არასწორი მოპყრობის ( გადაჯიშების ასევე სპორთის მაგ. schutzhund (protection) გამო.

This post has been edited by Satin on 26 Jan 2008, 22:28
Hushta
foe of fetters


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07

გამოგზავნილია: 28 Jan 2008, 02:57  #8306657      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
მე 2 დობერმანი მყავდა დედალი და მერე მისი შვილი მამალი. ძალიან ჭკვიანი ძაღლი მეგონა და ახლაც მგონია უბრალოდ ახლა ქართული ნაგაზები მყავს და არ მინდა პარალელის გავლებაზეც კი ვიფიქრო ალბათ ხვდებით რომ სისულელეა, მაგრამ მინდა მყიდველს ვურჩიო რომ თუ სახლში ყავს მცირეწლოვანი ბავშვი და თვითონ არ არის ძაღლის გაზრდაში კარგად გამოცდილი არ შეიძინოს. ხშირია შემთხვევები როცა დობერმანი პატრონს ეტანება და ამაში რა თქმა უნდა მეტწილად პატრონია დამნაშავე და არ ვურჩევ თუ არ იცის ძაღლი გაწვრთნა და მასთან ურთიერთობა.

ზოგადად დობერმანი ძალიან ეშმაკია და საკმაოდ კარგადაც იწვრთნება. აქვს გრძელი ცხვირი და მაგის გამო კბილებში მოხვედრივ ნივთს უმალ უკანა კბილებში იგდებს რომელიც ძალიან ძლიერი აქვს. ზრდასრული კაცის მაჯა შეუძლია რამდენიმე წამში გადატეხოს თუმცა ტყუვდება "წელაგრეიკით" და აქვს უნიკალური თვისება (როტვეილერებსაც სხვათაშორის), ვინმეს გაოჩენის დროს ეზოში ან სახლში ცდილობს დაიმალოს და შემდეგ შემოსულს მიეტანოს. ეს კარგი თვისებაა თუმცა თუ არ გაწვრთენით და არ ავარჯიშეთ და გაიზრდება უხეშად ვიტყვი "დებილი" მერე მაგ ძაღლის ფასია ნული. საერთოდ როგორც ადამიანს ასევე ძაღლს უნდა ვარჯიში რომ არ დაჩლინგდეს და არ დადებილდეს. არ მიყვარს როცა ძაღლს მხოლოდ ეფერებიან და განებივრებულები ყავთ, სავარძლებში სვამენ და ლოგინშI იწვენენ, ასეთი მობყრობა დობერმანთან და ჩათვალეთ ცალი ფეხი სამარეში გაქვთ. შემდგომ გათამამებულს თუ ზედმეტს გაუბედავთ, თქვენზეც გამოიწევს და სწორედ ამის გამო ხდება დობერმანი დებილი ძაღლების კატეგორიაში არადა ძაღლი ძალიან ჭკვიანია უბრალოდ შესაბამისი მობყრობა და გაწვრთნა უნდა. ძაღლი არაა სათამაშო და მასთან ხუმრობა არ შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზის გამო. smile.gif

ვიმეორებ ასეთი ჯიშის ძაღლებისთვის მთავარია გაწვრთნა და თავის ადგილის მიჩენა ოჯახში!

This post has been edited by Hushta on 28 Jan 2008, 03:00


--------------------
"But whoever is despised by the people like a wolf by dogs; this is the free spirit, the foe of fetters, the non-adorer, the one who houses in the woods."
_Friedrich Nietzsche
BadbadGirl
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13472
წევრი No.: 22504
რეგისტრ.: 16-August 06

გამოგზავნილია: 28 Jan 2008, 03:05  #8306726      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
დობერმანებზე გამახსენდა ერთი ისტორია რომელიც რამოდენიმე წლის წინ შემემთხვა smile.gif
მოკლეთ , ვსეირნობ ჩემთვის და ვხედავ ორი დიდი დობერმანი მთელი ძალით გამორბის ჩემსკენ . მეთქი ვსიოოო, შემჭამენ ეხლა მე ესენითქო , ეგ ვიცი რომ გაქცევას აზრი არ აქვს (ერთხელ დაკბენილი ვყავარ ძაღლს და მწარედ მახსოვს ყველაფერი, ისიც სად დავუშვი შეცდომა და წესით როგორ უნდა მოვქცეულიყავი ) მოკლეთ რა მექნა გავჩერდი , და ეს ორი მართლა "ირემივით" დობერმანი მომვარდა და დამიწყო ლოკვა ფეხებზე smile.gif . ნამდვილად არ ველოდი და შვებით ამოვისუნთზე.



--------------------
ახალბედა დედის ბლოგი - http://tomushka.blogspot.com/
Hushta
foe of fetters


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07

გამოგზავნილია: 28 Jan 2008, 13:51  #8309607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
მართლა ძაან ლამაზი ძაღლებია, მაგაზე ლამაზი ძაღლი არ მგონია მე დედამიწის ზურგზე. და ლაიკა კიდევ.
NATTALI
რატომ მე?:user:


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4710
წევრი No.: 26336
რეგისტრ.: 1-December 06

გამოგზავნილია: 28 Jan 2008, 18:57  #8313149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
BadbadGirl
QUOTE
მოკლეთ რა მექნა გავჩერდი , და ეს ორი მართლა "ირემივით" დობერმანი მომვარდა და დამიწყო ლოკვა ფეხებზე. ნამდვილად არ ველოდი და შვებით ამოვისუნთზე.

რა კარგია user.gif
ჩემს კორპუსთან ასეირნებს ხოლმე ერთი ქალი ულამაზესს დობერმანს, რო ვხედავ ლამის მივვარდე მოსაფერებლად.
ძალიან მინდა დობერმანი, ნეტა მეღირსება ოდესმე?user.gif


--------------------
главное что я еще чую... главное что я еще помню
жаль что я совсем не рисую, мне бы хотелось.. рисовать твои руки , читать твои мысли.

არ მებლატაოთ!!! :vik:

NATTALI აწეულკაბიანი სატყუარა (იგივე ''ჭუკლი ჭუკლი პატალა ბიჭი, მოდი ჩემთან"... შეიპყარით) ! © cocolina
Phillip
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 273
წევრი No.: 47149
რეგისტრ.: 17-November 07

გამოგზავნილია: 18 Feb 2008, 03:26  #8567622      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
NATTALI

დობერმანი მე მყავდა, ულამაზესი, მაგრამ ჩემმა მშობლებმა გააჩუქეს, ძალიან ავიაო ამბობდნენ sad.gif
იმდენი ხანი ვეძებდით ახალ პატრონს, ლეკვებიც ჰყავდა. ვერც ერთი ვერ გავყიდეთ და ყველა გავაჩუქეთ sad.gif
audioslave
dead head


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1743
წევრი No.: 49609
რეგისტრ.: 19-December 07

გამოგზავნილია: 18 Feb 2008, 23:29  #8576739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მყავს დობერმანი აგერ უკვე 2 წელია ძაან მაგარი ძაღლია. BadbadGirl მგონი ის დობერმანი რომელმაც ლოკვა დაგიწყო ჩემი იყო,ზუსტად იგივე ანბავი შემემთხვა მეც, ოღონდ მე პატრონის როლში ვიყავი, smile.gif
ახლა მაინტერესებს ვინმეს დედალი დობერმანი თუ გყავთ გაზაფხული ახლოვდება და მინდა შევაჯვარო, თუ ვინმეს დედალი გყავთ აუცილებლად გამომეხმაურეთ


--------------------
but doctor... i'am pagliacci


and most importantly, i'm free in all the ways that you are not... © tyler durden

это для тебя я атеист а для госпада я лоялная опозиция © woody allen



ნერვიულობას აზრი არ აქვს, ყველაფერი მაინც ცუდად იქნება! © მე
Summer
Marie


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2961
წევრი No.: 36506
რეგისტრ.: 14-June 07

გამოგზავნილია: 19 Feb 2008, 02:38  #8578917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
მე მყავდა ძAლიან მაგარი დობერმანი. smile.gif მერე სამწუხაროდ გარეკა.smile.gif


--------------------


The World Is MINE !!! :yes:

Fly me to the moon and let me play among the stars..

Корабли в моей гавани…Не взлетим,Так поплаваем...
Я стала старше на жизнь.....
Ekooo
Snusmumrik


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4961
წევრი No.: 22159
რეგისტრ.: 31-July 06

გამოგზავნილია: 19 Feb 2008, 09:37  #8579611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
დობერმან პინჩერი

ულამაზესი ძაღლია yes.gif

user posted image

მოქნილი, სხარტი, გრაციოზული...

ამბობენ, ავიაო, მაგრამ რავიცი...

ჩემს ერთ ახლობელს ყავდა და უკეთილესი არსება იყო... ყველა უყვარდა, მტერ-მოყვარიანად... user.gif

მოკვდა მერე საწყალი sad.gif


--------------------
Selfishness is not living as one wishes to live, it is asking others to live as one wishes to live.
Hushta
foe of fetters


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07

გამოგზავნილია: 21 Feb 2008, 11:44  #8604114      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Hell_O
+1 მართალი ხარ ყველაფერში smile.gif

ისე დობერმანზე ლამაზი ძაღლი მე არ მეგულება smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (21) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0425 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]