nothing123კი, თავისნაირს ვერ ეგუება
საერთოდ ეგეთი ზომის ჭურჭელი აკვარიუმად არც შეიძლება მოიხსენიო

თუ უბრალოდ გინდა რომ თევზი გყავდეს, მაშინ ეგ მამლაყინწა იდეალური ვარიანტია, და თუ თევზების "მუღამი" გაქვს მაშინ მინიმუმ 100 ლიტრიანი აკვარიუმი უნდა გქონდეს (სასურველია 200 და მეტი) სადაც 20-30-50 თევზი იცხოვრებს მცენარეებთან და სხვა არსებებთან ერთად

სულ დამავიწყდა, ყველას გილოცავთ ახალ თემას

წინა თემაში მესამე ადგილზეც გავსულვარ, რამდენი დამიწერია

ხო მართლა კიდევ მაქვს დასაწერი, როგორც იქნა ჩემს დანიოს წყვილს გავუკეთე სალიფსიტე აკვარიუმი 15 ლიტრის მოცულობით, 2 დღეა რაც გადავიყვანე და დედალს უცბად ისე გაებერა მუცელი მგონია გასკდება, გომბეშოს ჰგავს

არადა მთელი 2 თვე გაბერილი იყო და მეგონა დღე დღეზე დაყრიდა, თუმცა სულაც არ აპირებდა თურმე საერთო აკვარიუმში გამრავლებას, ცალკე ბაითი სდომებიათ

კითხვა მაქვს ასეთი, რამდენ ხანში დაყრის ქვირითს და მერე როგორ უნდა მოვუარო? მაშინვე უნდა ამოვიყვანო დედ-მამა თუ რამდენი ხანი გავაჩერო სალიფსიტეში? გამოცდილებმა რჩევები გამოუშვით აბა
This post has been edited by PAINKILLER on 21 Aug 2014, 10:14