Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > რა შეიძლება მოხდეს თუ ნაციონალებმა მოიგეს?


Posted by: NIKA-999 26 Sep 2012, 21:23
მოკლედ, დავფიქრდი ამ ვარიანტზე... დავუშვათ ნაციონალებმა მოიგეს(გაყალბებით იქნება თუ ხალხის მოტყუებით არ აქვს მნიშვნელობა)... მერე რა მოხდება? საქართველოში ოპოზიცია აღარ იარსებებს და არც პერსპექტივა იქნება ოპოზიციური პარტიის შექმნისა, რაც თავისთავად გამოიწვევს სააკაშვილის რეჟიმის უკონტროლობას... ოპოზიციური არხები დაიხურება(რადგან წაგებაზე მუშაობენ დაარავინ აღარ დააფინანსებს) დარჩება მხოლოდ ნაციონალური არხები, ეს არხები კი უფრო აშკარა ტყუილებზე გადავლენ, რადგან კონტროლი არ იქნება... დაიმალება ყველა ხელისუფლების შეცდომა და ძალადობა, რაც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას ისე იმოქმედოს როგორც მოუნდება, ის ჩასვას ციხეში ვინც მოუნდება ისე სცემოს პატიმრები როგორც მოუნდება და ასე შემდეგ... პროტესტის გამოხატვა აზრს დაკარგავს, რადგან არანაირი საშუალება არ იქნება თუნდაც აქციის ორგანიზების...

მაინტერესებს ყველას აზრი, განსაკუთრებით ნაციონალების მომხრეების, ეს ყველაფერი რომ მოხდება მგონი ეჭვი არავის უნდა შეეპაროს და რა დადებითი მხარე აქვს ამას? ნავთობი ჩვენ არ გვაქვს რომ ერთ მშვენიერ დღეს ამერიკამ გვიშველოს და მოვექცევით კადაფისა და სადამ ჰუსეინის მსგავსი დიქტატორის მმართველობის ქვეშ უკუნითი უკუნისამდე...

Posted by: zura BMW 26 Sep 2012, 21:28
QUOTE (NIKA-999 @ 26 Sep 2012, 21:23 )
მერე რა მოხდება?

მაგრად დაგვერხევა, მერე ნახეთ პატრულის და პოლიციის გაბლატავება, ნუ საწყალ პატიმრებს რა მოუვათ მაგისი წარმოდგენაც არ მინდა

Posted by: Limes 26 Sep 2012, 21:30
QUOTE
მაგრად დაგვერხევა, მერე ნახეთ პატრულის და პოლიციის გაბლატავება, ნუ საწყალ პატიმრებს რა მოუვათ მაგისი წარმოდგენაც არ მინდა


ოპოზიციურად განწყობილი ხალხის დისკრიმინაცია დაჩაგვრა დაიწყება..

არც ახლა აკლებენ მაგრამ ალბათ ამის მერე ხალხის დაჩაგვრის მაჩვენებელი 100 ჯერ გაიზრდება

კაროჩე დაგვენძრევა რა..

Posted by: karlson 26 Sep 2012, 21:32
QUOTE
რა შეიძლება მოხდეს თუ ნაციონალებმა მოიგეს?

ჩრდილო კორეა

Posted by: GERRАRD 26 Sep 2012, 21:33
QUOTE
რა შეიძლება მოხდეს თუ ნაციონალებმა მოიგეს?


ზოგს დეპრესია ზოგს რეპრესია, ზოგს ცოცხი ტ$$ი

Posted by: sulo 26 Sep 2012, 21:33
ბიჭოს რატომ ჩამოაბნელე ასე..
100% მოგება ნაციონალების ასე გჯერა????
მაგისი მიშასაც არ ჯერა.... საკმაოდ ძლიერი და მრავალრიცხოვანი ოპოზიცია გვეყოლება ამ ჯერზე პარლამენტში..
რომელიც თუ პარლამენტში შევიდა შეძლებს ნაციონალების გაკონტროლებას...
ნაციონალების ეგეთი დიქტატურა შესაძლებელია მხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ბიძინას კლანი საკუთარ წაგებას არ შეეგუება(არა და შენი თემიდანაც ჩანს, რომ აგებენ... მაჟორიტარებს, რომ თავი დავანებოთ) გამოხტება ქუჩაში და ისეთ საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს, რომ ნაციონალებს მიზეზი მიეცემათ ზუსტად ეგ დიქტატურა დაამყარონ...

Posted by: zura BMW 26 Sep 2012, 21:34
ნელნელა უკვე მოუხშირეს პატრულმა მანქანების გადაყენება, მერე წავა ყველაფერზე დაჯარიმებები, ხო უნდა ამოიღონ რაც დახარჯეს

Posted by: ბექექს 26 Sep 2012, 21:34
მოიგეს არა კვახი smile.gif
----------------

Posted by: THH 26 Sep 2012, 21:35

ბიძინა ივანიშვილს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს (ვიდეო)

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=19221


ამ ვიდეოზე, 1.19 ზე სრულიად გარკვევით ჩანს, რომ ბიძინას ესკორტის ერთ-ერთი მძღოლი გურჯაანელებს აგინებს. თუ პოლიტიკოსი ხარ უნდა შეგეძლოს ადამიანური ურთიერთობა მოსახლეობის ყველ წარმოამდგენლებთან.

ვფიქრომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ბიძინამ გურჯაანში ჩასვლით.

Posted by: ent1c3d 26 Sep 2012, 21:36
QUOTE
დავუშვათ ნაციონალებმა მოიგეს(გაყალბებით იქნება თუ ხალხის მოტყუებით არ აქვს მნიშვნელობა)... მერე რა მოხდება?

1000 ლარიან ვაუჩერს მივიღებთ ყველა ოჯახი და ჩვენ თითონ გადავწყვეტ გაზის ფული გადავიხადოთ თუ წიგნები ვიყიდოთ რომლებიც წელს 10 ლარზე მეტი არ ეღირება.. jump.gif jump.gif

Posted by: JorJe 26 Sep 2012, 21:36
მე რომ დამიჭერენ ეგ 100% ვიცი ))


და ასობით ჩემნაირს...

Posted by: Mr_Zum 26 Sep 2012, 21:36
ნაციონალები წააგებენ, ჩვენ კი ვერა ქობალიასგან შაურმას გავაკეთებთ და ვიქეიფებთ

Posted by: რუსთაველი 26 Sep 2012, 21:36
NIKA-999
QUOTE
ნავთობი ჩვენ არ გვაქვს რომ


რა იცი რომ არ გვაქვს?

Posted by: namo 26 Sep 2012, 21:37
შანსი აღარაა აქვთ

ნაცონალებს

მაგათი დარჩენაა Aღარ იქნბა

Posted by: ArxeoptericS 26 Sep 2012, 21:37
მე ქვეყნიდან წავალ, მაქვს "პრასვეტი" მაგრამ თავს ვიკავებ, ველოდები რა მოხდება, მოიგებენ მხოლოდ გაყალბებით, იმედია ჯარი წინ აღუდგება მთავრობას და აქციებს არ დაარბევს, ასევე ტელევიზიაც + მასობრივი გაფიცვები, წავლენ აბა რას იზამენ...

ეხლა ბიძო ამ დღეებში ალბათ ახალ კადრებს დადებს და მატს ჩაუსვამს მიშას.

Posted by: salvatore 26 Sep 2012, 21:37
მოხდება ის,რაც მოუვიდა ბოლივიის პრეზიდენტ ვილიაროელს,რომელიც გამხეცებული ბრბოს მიერ გამოთრეული იქნა თავისი რეზიდენციიდან,რის შემდეგაც იგი დაუყოვნებლივ ჩამოახრჩეს ახლომდებარე ლამპიონზე.

Posted by: DeViLz 26 Sep 2012, 21:38
QUOTE
მაგრად დაგვერხევა, მერე ნახეთ პატრულის და პოლიციის გაბლატავება, ნუ საწყალ პატიმრებს რა მოუვათ მაგისი წარმოდგენაც არ მინდა


ეგრე რომ არ მოხდეს საზოგადოებამ უნდა ვაკონტროლოთ და მხოლოდ წინასაარჩევნო დროს სტუდენტობა არ უნდა გამოდიოდეს ქუჩაში...
1 რამე არ მოგწონს ეგრევე პროტესტი უნდა დავანახოთ... მხოლოდ მასე შეიძლება მიშასი კი არა ნებისმიერი ხელისუფლების მართვა!
უნდა ნახონ რომ მკვდარი სულები არ ვართ

Posted by: SIDCFC 26 Sep 2012, 21:39
კარგად დაფიქრდით ვის აძლევთ ხმას-და ნუ გონიათ რომ აძლევთ ბიძინა ივანიშვილს.


Posted by: ElXorxe 26 Sep 2012, 21:39
არც მინდა წარმოვიდგინო რა იქნებაsmile.gif)
==================================

Posted by: margaretha 26 Sep 2012, 21:40

ისედაც გაღატაკებული მოსახლებოა უარესად გაღატაკდება..საგაერო ვალი გაოთხმაგდება...ყველაფერი უარესად გაძვირდება და სოციალური მდგომარეობა დამძიმდება ძალიან..არანაირი სიტყვის თავისუფლება..ოპოზიციონერთა დიდი ნაწილი ციხეში..
აი ეს მოხდება ყველაზე დიდი ალბათობით..

Posted by: Mr_Zum 26 Sep 2012, 21:40
QUOTE
ეგრე რომ არ მოხდეს საზოგადოებამ უნდა ვაკონტროლოთ და მხოლოდ წინასაარჩევნო დროს სტუდენტობა არ უნდა გამოდიოდეს ქუჩაში...
1 რამე არ მოგწონს ეგრევე პროტესტი უნდა დავანახოთ... მხოლოდ მასე შეიძლება მიშასი კი არა ნებისმიერი ხელისუფლების მართვა!
უნდა ნახონ რომ მკვდარი სულები არ ვართ

Золотые слова, Виктор Бенедиктович!

Posted by: zura BMW 26 Sep 2012, 21:41
QUOTE (JorJe @ 26 Sep 2012, 21:36 )
მე რომ დამიჭერენ ეგ 100% ვიცი ))


და ასობით ჩემნაირს...

ნეტა რას გულისხმობ ჩემნაირში?smile.gif მეც ხო არ მიმაყოლებენ? gigi.gif

Posted by: Otto Skorzeny 26 Sep 2012, 21:41
ვერავინ ვერ მოიგებს უმრავლესობით და არც უნდა მოიგოს, თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა და განვითარება. yes.gif yes.gif

Posted by: vaniko1978 26 Sep 2012, 21:42
QUOTE
ვერავინ ვერ მოიგებს უმრავლესობით და არც უნდა მოიგოს, თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა და განვითარება.

Otto Skorzeny
ეგ ყველაზე კაი პონტი იქნებოდა მაგრამ არც ერთს არ უნდა ეგ და გვენძრევა მერე

Posted by: VTEC 26 Sep 2012, 21:44
NIKA-999

რა მოხდება და დაუსჯელობის სიმპტომი გაუასმაგდებათ ზოგ-ზოგიერთებს და ვაი ვინც მათ გვერდით არაა...

მაგრამ მართლაცდა ღმერთმა არ ქნას რომ მასე მოხდეს

აშკარაა რომ უმრავლესობა ვერ იტანს ამ მთავრობას.... თუ მთავრობაამ "გაიმარჯვა", ისეთი ხალხიც გამოვა ქუჩაში ვინც ცხოვრებაშI არ გამოსულა

ეს "მთავრობა" არ დათმობს... მოხდება სისხვლის ღვრა... კაროჩე მაგრად დაგვენძრევა რა...

შენ რა გენაღვლება 4X4-ზე ტვინ ტურბო გყავს
პერედნივიდუშმა ატმოსფერიკებმა რა ვქნათ, სად გავასწროთ biggrin.gif

ვკაიფობ... არავინ არ აპირებს არსად გასწრებას smile.gif

Posted by: Taraskoneli 26 Sep 2012, 21:44
საფრანგეთის სენატის, საფრანგეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრ ერთ-ერთ სენატორ ქალბატონს საქართველოს ციხეში ქალი პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მიაწოდეს.
http://smsportal.ge/?menuid=2&id=717&lang=1#.UGM5u-Auniv.facebook

http://www.radikal.ru


საფრანგეთის სენატის, საფრანგეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრ ერთ-ერთ სენატორ ქალბატონს საქართველოს ციხეში ქალი პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მიაწოდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაზეთ "ვერსიის" მთავარმა რედაქტორმა, მაია ფურცელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ინფორმაციის წყარო იუწყება, რომ წამების ამსახველ ვიდეოკადრებში, ქალი პატიმრების ჯგუფური გაუპატიურებაცაა ასახული.

"ჩვენ შევეცადეთ, რომ ამ ქალბატონს დავკავშირებოდით, მეორე დღეა ველოდებით, რომ კონტაქტი შედგება. წინასწარი ინფორმაციით კი, ეს ბევრად მძიმე კადრებია, ვიდრე აქამდე გავრცელდა", - განაცხადა მაია ფურცელაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაციის წყაროს ცნობით, ქალი პატიმრების წამების ამსახველი კადრები დღეს, პრეზიდენტის გაერო-ში გამოსვლის წინ უნდა გავრცელებულიყო.

"თუმცა ჯერჯერობით ვერ მოვიპოვე ინფორმაცია, რატომ გაჩერდა ამ კადრების გავრცელება. ჩვენ შევეცდებით, ინფორმაციის წყაროსთან დაკავშირებას, რომელიც დაგვპირდა, რომ რაიმე ინფორმაციას მაინც მოგვაწვდის ამის შესახებ", - განაცხადა ფურცელაძემ.

Posted by: NIKA-999 26 Sep 2012, 21:45
არა იცი რა მიკვირს რატომ არ ფიქრობს ის ხალხი ვინც ნაციონალებს აძლევს ხმას, რომ საქართველოში ოპოზიცია სამუდამოდ მოკვდება თუ მიშამ მოიგო და ოპოზიციური არხებიც აღარ იარსებებს... ეს ხომ ისევე მარტივია როგორც ის რომ 2X2=4... ოპოზიცია თუ არ იქნება, რეიტინგი საერთოდ არ დასჭირდება სააკაშვილს და იმასაც აღარ გააკეთებენ რაც ახლა კეთდება... სასამართლო ხო საერთოდ არც მინდა წარმოვიდგინო რა დონი უსამართლობები მოხდება... მოკლედ აქამდე კიდე ვიღაც ოპოზიცია ყავდა მიშას და ამის ხარჯზე ისე ვერ აიშვა, მაგრამ ივანიშვილი ფაქტიურად ბოლო იმედი იყო და აწი სხვა მე ვერავის ვხედავ ვისაც შეეძლება ამ რეჟიმს გაუწიოს კონკურენცია... ფულის გარეშე დღევანდელ პირობებში პარტიას არანაირი საშუალება არ ექნება რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ხალხი ტელევიზიის გარეშე მათ არსებობასაც კი ვერ გაიგებს... მაესტროს, მეცხრე არხს და კავკასიას რა თქმა უნდა შეუწყდებათ დაფინანსება და ან დაიხურებიან ან სამთავრობო არხები გახდებიან... ნუ ეს ყველაფერი რაც ვთქვი არის 100% რომ მოხდება ის... უბრალოდ რატომ არ უნდათ ამ ხალხს თავში ერთი ელემენტარული ჭეშმარიტება შეუშვან, რაც ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ აღიარა, ეს არის ის რომ არ შეიძლება ერთი ადამიანი მართავდეს სახელმწიფოს 10 წელზე მეტი ვადით, ამიტომ არის რომ თუნდაც ამერიკაში და თუნდაც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს ირჩევენ მხოლოდ 2 ვადით... ეს მეთოდი შემთხვევით არ მოუგონიათ, ეს კანონი იმიტომ არსებობს რომ დიქტატურა გამოირიცხსო... დავუშვათ ისევ მიშამ მოიგო... ამ შემთხვევაში ნებისმიერმა მოაზროვნე ნაციონალების მომხრემ თქვას იქნება თუ არა ეს დიქტატურა?

Posted by: _AnT_ 26 Sep 2012, 21:45
1. უნდა იფიქრო სხვა ქვეყანაში გადასვლაზე და იქ ცხოვრებაზე (სასურველია ოჯახიანად)

2. რაც საარჩევნოდ დახარჯეს ცვენგან ამოიღებენ, გაზრდიან გადასახადებს და დააწესებენ ისეთ ახლებს როგორიცაა 20 თეთრი ყოველ ჩარიცხულ 5 ლარზე მობილურზე და 100 სისულელე


Posted by: გუბაზიანი 26 Sep 2012, 21:47
QUOTE
რა შეიძლება მოხდეს თუ ნაციონალებმა მოიგეს?, დიქტატურა ოფიციალურად გაფორმდება...

ეს დამოკიდებულია ოცნებაზე... შეიძლება როგორც აბაშიძე ურიგდებოდა შევარდნაძეს, მსგავსი გარიგებაც მოხდეს, თუ გარიგება არ მოხდა მაშინ სერიოზული დაპირისპირება იქნება... ნუ მოკლედ ნაცებს გარკვეული სერიოზული დათმობები მოუწევს, ეს ნათელია, რახან ახალაია მოხსნეს ე.ი საქმე თლა კარგად ვერ აქვთ, ნაცების კომპრომატებიც რაღაც ვერ ქაჩავს საერთაშორისო სტანდარტებს...

Posted by: zura BMW 26 Sep 2012, 21:50
QUOTE (გუბაზიანი @ 26 Sep 2012, 21:47 )
რახან ახალაია მოხსნეს ე.ი საქმე თლა კარგად ვერ აქვთ

მთლად ეგრეც არაა, ახალაიას ძაან გადაჯმული ქონდა და ბარემ მოხსნეს რა, მაგათთვის ახალაის მოხსნა დიდი დანაკარგი არაა, ერთი მოხსნეს 1000 დარჩნენ

Posted by: sulo 26 Sep 2012, 21:51
ვერავინ ვერ მოიგებს უმრავლესობით და არც უნდა მოიგოს, თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა და განვითარება.


Otto Skorzeny
ეგ ყველაზე კაი პონტი იქნებოდა მაგრამ არც ერთს არ უნდა ეგ და გვენძრევა მერე

სხვა გზა არ აქვთ..
ერთ მხარეს არ უნდა დავნებდეთ.... ორივე .. ან ოთხივეა პარლამენტში საჭირო....
ისე ეს ყველას აწყობს... მართლა ყველას არა მარტო საქართველოს..
ნაცმოს რადგან პოლიტიკურ ცხოვრებას აგრძელებს...
ბიძინასაც რადგან შეძლებს ნაცმო საკუთარი ფულებისგან შორს დაიჭიროს.. და მომავალშიც უჩნდება არჩევნების მოგების შანსი...

ერთადერთი ვისაც არ აწყობს რუსეთია...
მოდი ერთხელ მაინც დავტოვოთ ეს რუსეთი ხახამშრალი...
საკუთარი ხელით არ დავაქციოთ საკუთარი ქვეყანა..
აგენტებო გაიხსენეთ 1992 cels umetesoba gadagagdes...

Posted by: Otto Skorzeny 26 Sep 2012, 21:51
QUOTE (NIKA-999 @ 26 Sep 2012, 21:45 )
არა იცი რა მიკვირს რატომ არ ფიქრობს ის ხალხი ვინც ნაციონალებს აძლევს ხმას, რომ საქართველოში ოპოზიცია სამუდამოდ მოკვდება თუ მიშამ მოიგო და ოპოზიციური არხებიც აღარ იარსებებს... ეს ხომ ისევე მარტივია როგორც ის რომ 2X2=4... ოპოზიცია თუ არ იქნება, რეიტინგი საერთოდ არ დასჭირდება სააკაშვილს და იმასაც აღარ გააკეთებენ რაც ახლა კეთდება... სასამართლო ხო საერთოდ არც მინდა წარმოვიდგინო რა დონი უსამართლობები მოხდება... მოკლედ აქამდე კიდე ვიღაც ოპოზიცია ყავდა მიშას და ამის ხარჯზე ისე ვერ აიშვა, მაგრამ ივანიშვილი ფაქტიურად ბოლო იმედი იყო და აწი სხვა მე ვერავის ვხედავ ვისაც შეეძლება ამ რეჟიმს გაუწიოს კონკურენცია... ფულის გარეშე დღევანდელ პირობებში პარტიას არანაირი საშუალება არ ექნება რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ხალხი ტელევიზიის გარეშე მათ არსებობასაც კი ვერ გაიგებს... მაესტროს, მეცხრე არხს და კავკასიას რა თქმა უნდა შეუწყდებათ დაფინანსება და ან დაიხურებიან ან სამთავრობო არხები გახდებიან... ნუ ეს ყველაფერი რაც ვთქვი არის 100% რომ მოხდება ის... უბრალოდ რატომ არ უნდათ ამ ხალხს თავში ერთი ელემენტარული ჭეშმარიტება შეუშვან, რაც ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ აღიარა, ეს არის ის რომ არ შეიძლება ერთი ადამიანი მართავდეს სახელმწიფოს 10 წელზე მეტი ვადით, ამიტომ არის რომ თუნდაც ამერიკაში და თუნდაც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს ირჩევენ მხოლოდ 2 ვადით... ეს მეთოდი შემთხვევით არ მოუგონიათ, ეს კანონი იმიტომ არსებობს რომ დიქტატურა გამოირიცხსო... დავუშვათ ისევ მიშამ მოიგო... ამ შემთხვევაში ნებისმიერმა მოაზროვნე ნაციონალების მომხრემ თქვას იქნება თუ არა ეს დიქტატურა?

ნაციონალების ხმა რომ არავინ მისცეს, მაშინ ოცნება მოიგებს 80%-ით და ეგ იმას ნიშნავს რომ ისევ ერთპარტიული მმართველობა იქნება და იგივე წრეზე წავალთ. ფაქტია რომ უნდა შეიცვალოს სიტუაცია ქვეყანაში და ეს ცვლილება იქნება მრავალპარტიული მმართველობა, სერიოზული ოპოზიციური ძალით, რის შედეგადაც ერთმანეთს გააკონტროლებენ და ქვეყანა წინ წავა.

Posted by: Glisoni 1765 26 Sep 2012, 21:52
ნაციონალებმა თუ მოიგეს დიდის ალბათობით აიკრძალება მენცარის მოძღვრების ქადაგება და მისი მიმდევრები სექტანტებად იქნებიან აღიარებულნი.

ასევე აიკრძალება რეპი და თანამედროვე მხატვრობა.


Posted by: NIKA-999 26 Sep 2012, 21:54
QUOTE
იმედია ჯარი წინ აღუდგება მთავრობას და აქციებს არ დაარბევს

მაგისი იმედი არ გქონდეს... ამათმა ის მოახერხეს რომ ლოგიკური აზროვნება მოკლეს საზოგადოებაში... აი სულ რომ ყველაფერი კარგად იყოს, ისე როგორც რუსთავი 2-ზე და იმედზეა, ხალხი ლოგიკურად იმას მაინც უნდა ხვდებოდეს რომ დაუშვებელია ერთმა კაცმა სრული ძალაუფლება იქონიოს... აფრთაშესხმული ანგელოზი არავინ არი და მითუმეტეს მიშა, რომ ეს ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენოს...

უბრალოდ ლოგიკურად იფიქრეთ ხალხო, ნუ დაბრმავდებით! თორე ჩვენ კიდე რა გვიჭირს და ჩვენი შვილები უკვე ოფიციალურ დიქტატურის ქვეშ იცხოვრებენ... ეს კაცი არ არის პრო დასავლური ორიენტაციის, მემგონი მიშას ყველაზე დიდი მომხრეც ხვდება იმას რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის საქართველოში და ძალადობაც არის... მემგონი ამაზე უკვე აღარავინ კამათობს, მაგრამ მათი არგუმენტი ის არის რომ ბიძინა უარესიაო, თუმცა ჩვენ თუ გვინდა ოდესმე საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს, ბიძინას კი არა ნებისმიერს უნდა დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის გარდა, რადგან დემოკრატიისთვის არის საჭირო რომ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით ერთხელ მაინც შეიცვალოს...

Posted by: Xoshgeldi 26 Sep 2012, 21:56
მეგობრებო, ეტყობა ნაღდად ვერ აცნობიერებთ თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში,
აქ ზოგიერთი იმას წერს რომ არცერთი ძალა არ უნდა მოვიდეს უმრავლესობითო,
ვერც კი ხვდებით რომ მეორე მხარეს არიან ფაშისტები და როგორ წარმოგიდგენიათ
თქვენ პარლამენტი სადაც ერთ მხარეს დემოკრატები არიან და მეორე მხარეს ფაშისტები,

არაფერი მაგდაგვარი არ იქნება,
არჩევნებს გააყალბებენ მოშჩნად, უხეშად თავებს გაუტეხავენ და შეიძლება მიბრიდონ კიდევაც რამდენიმე ოცნების წარმომადგენლები,

აქ კიდევ ასეთ ტუტუცობას წერთ-მომინდომეს ბ.. ძემოკრაწია ფაშისტურ ქვეყანაში

იცით, აი მე ნახევარი ნახევარზე მინდააა... შოკმანჟე ხომ არ გინდათ კიდევ gigi.gif

ხალხი ჩახოცეს ციხეებში, ბიზნესმენებს ტყავი გააძრეს, მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი სიღAრიბის ზღვარს მიღმაა და ესენი ძემოკრაწიაზე და მმართველი პარტიის 50% პროცენტძე ოცნებობენ gigi.gif

რომ ვაიდააა, ღმერთმა დაგვიფაროს და ოცნება უმრავლესობით მოვიდეს არჩევნები და ჩვენი ძემაკრაწიულ მომავალს საფრთხე არ შEექმნას help.gif

ლობიობააა ეს, ლობიოოობა

Posted by: Otto Skorzeny 26 Sep 2012, 21:58
Xoshgeldi
მე მგონია, რომ ვერ გააყალბებენ და დაბალანსებულ პარლამენტს მივიღებთ...
5 დღის მერე გვეცოდინება, დიდი დრო არ დარჩა smile.gif

Posted by: NaVRoZz 26 Sep 2012, 21:59
იმედია ღადაობთ smile.gif 50/50 ზე იგევე ხრენია რაც დღეს ხდება ... ოცნებას 63 % - ჭირდება სრული უმრავლესობისათვის და + ამას მაჭორიტართა 2/3 ... სხვა შემთხვევაში მაგარი დანძრეული გვაქვს ...

Posted by: NIKA-999 26 Sep 2012, 22:00
Otto Skorzeny
QUOTE
ნაციონალების ხმა რომ არავინ მისცეს, მაშინ ოცნება მოიგებს 80%-ით და ეგ იმას ნიშნავს რომ ისევ ერთპარტიული მმართველობა იქნება და იგივე წრეზე წავალთ.

ეს გამორიცხულია... სულ რომ 100% აიღოს ოცნებამ არავინ დაუწერს 80-ს კი არადა 50-საც კი... ჯარში, პოლიციაში და სამთავრობო სტრუქტურებში ნაციონალები მინიმუმ 90%-ს აიღებენ, კიდე არი რაიონები სადაც დიდ პროცენტებს აიღებე. ასევე არის ხალხი ვინც მარტო იმედს და რუსთავს აჩვენებს და აბა ეგეთი ადამიანი რა თქმა უნდა ნაციონალებს მისცემს ხმას... და მაინც სულ რომ ოცნება მოვიდეს 80%-ით ეგ იმას რატო ნიშნავს რომ ერთ მმართველობითი პარლამენტი იქნება? ოცნება რამდენიმე პარტიით არის დაკომპლექტებული და რა თმა უნდა ისევ დაიშლება ფრაქციებად... და კაი დავუშვათ და არც დაიშალოს და ისევ წრეზე წავიდეს, ეს მაინც სჯობია იმას ვიდრე ერთი და იგივე კაცი უკუნითი უკუნისამდე მართავდეს ქვეყანას... როგორც მინიმუმ დემოკრატიის კუთხით და ეუთოსა და სხვა ორგანოების რეკომენდაციით ქვეყანაში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს მთავრობა არჩევნების გზით რომ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩაითვალოს... სხვა შემთხვევაში ვერასოდეს დაამტკიცებს სააკაშვილი რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს... და შესაბამისად ვერასოდეს შევალთ ვერც ნატოში და ვერც ევრო კავშირში

Posted by: zura BMW 26 Sep 2012, 22:07
3:15 დან უსმინეთ კარგად, ზუსტად ჩვენ გვეხებაsmile.gif http://www.youtube.com/watch?v=pfXSK-I0wEI
რაც შეიძლება ბევრი ხალხი უნდა გავიდეთ, ყველას ხო ვერ დაიჭერენ?!

Posted by: NaVRoZz 26 Sep 2012, 22:09
და ნუ გგონიათ რომ ვინმეს ძIნავს ან მარტო რუსთავი2 სა და იმედს უყურებენ (ძაან მიკარგულ სოფლებშიც ჩითავს უკვე მაესტრო-კავკასია-9ე არხიდან ერთერთი) და ხალხში ყველგან ერთნაირი განწყობაა ... ესენი უნდა წავიდნენ ... ამათი მაქსუმი თავისი ვითომ ოპოზიციებითურთ, ჯარით და სახელმწიფო ორგანოებით არის 30 % მაქსიმუმ ... უფრო მეტის თუ აიღებენ ე.ი. გაყალბდა და მთელი საქართველო ამოიღებს ხმას ... და თუ ჩაყლაპავენ მაშინ ამ ქვეყანას #####ან მე დედის #####ი !!!

Posted by: Mari Paranoid 26 Sep 2012, 22:10
QUOTE
დავუშვათ ნაციონალებმა მოიგეს



და თუ არ მოიგეს ნაციონალებმა რა იქნება? ხალხი უკვე სისხლისღვრის გარდაუვალობაზე საუბრობს და ძალიან მეშინია. როგორ ფიქრობთ მშვიდობიანათ ჩაივლის ეს პროცესი? cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: strelicia 26 Sep 2012, 22:52
THH
QUOTE
გურჯაანელებს

გურჯაანში ხარ ნამყოფი? სკოლის მოსწავლეები არიან გურჯაანელები ?? )))


THH
QUOTE
ვფიქრომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ბიძინამ გურჯაანში ჩასვლით.


ამას შენ ფიქრობ, ეგ არაფერი.

Posted by: boone 26 Sep 2012, 23:00
QUOTE
თუ ნაციონალებმა მოიგეს

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif თორე ისე ვერ მოგებს ! ნუ საკონსტიტუციო უმრავლესობას არა მარა ერთ 40%ს აიღებს.

Posted by: medina 26 Sep 2012, 23:12
ვატკობ ისე მიდის საქმე, რომ ნაციონალები მართლა უმტავლესობიტ მოვლენ. 28 სექტემბრის აქცია ამაში დაგვარწმუნებს. მერე რა მოხდება? აღიარებს ევროპა და ამერიკა სამართლიანად. ვინც გამოვა არეულობით და მათი აზრით კანონს გასცდება, მატ დაიჭერენ. სხვებს არ მგონია რამე უქნან, ეს მატ არ აწყობთ. ასე რომ არ იდარდოთ ბიჭებო, თუ არ ხარტ მაგრად გასვრილი არაფერიც არ იქნება და გააგრძელებთ თქვენს ჩვეულ ცხოვრებას. პირადად მე არცერთ არ ვაძლევ.

Posted by: NIKA-999 27 Sep 2012, 01:51
QUOTE (medina @ 26 Sep 2012, 23:12 )
ვატკობ ისე მიდის საქმე, რომ ნაციონალები მართლა უმტავლესობიტ მოვლენ. 28 სექტემბრის აქცია ამაში დაგვარწმუნებს. მერე რა მოხდება? აღიარებს ევროპა და ამერიკა სამართლიანად. ვინც გამოვა არეულობით და მათი აზრით კანონს გასცდება, მატ დაიჭერენ. სხვებს არ მგონია რამე უქნან, ეს მატ არ აწყობთ. ასე რომ არ იდარდოთ ბიჭებო, თუ არ ხარტ მაგრად გასვრილი არაფერიც არ იქნება და გააგრძელებთ თქვენს ჩვეულ ცხოვრებას. პირადად მე არცერთ არ ვაძლევ.

მე არ ვკითუხლობ აქციებს და ასე შემდეგ. მე იმ ვარიანტს ვიხილავ, თუ ნაციონალები დარჩებიან კიდე 4 წელი, ანუ მომავალ არჩევნებზე მე ოპოზიციას ვერ ვხედავ უკვე... ბიძინა წავა საერთოდ საქართველოდან, კიდე 4 წელი არ აჭმევინებს ამათ თავის ფულებს, თორე 4 წელში ამ ტემპით თუ აჯარიმეს 0-ზე დასვამენ... და ფაქტიურად რაც ზევით დავწერე ის მოხდება...

Posted by: ecklesiast 27 Sep 2012, 01:54
QUOTE
 რა შეიძლება მოხდეს თუ ნაციონალებმა მოიგეს?, დიქტატურა ოფიციალურად გაფორმდება...


მაგას დიქტატურა აღარ ერქმევა.
მაგას ერქმევა საკუთარი ხალხის გენოციდი.

Posted by: elpiteII 27 Sep 2012, 02:07
ნაციონალები ნორმალურ ქვეყანაში ვეღარც მიიღებდნენ მონაწილეობას, უფრო სწორად სათავეშიც ვერ იქნებოდნენ.
რა თქმა უნდა გააყალბებენ, რომ 5%-იანი ზღვარი გადალახონ, მაგრამ ეგ უკვე რაღაც არარეალურად მეჩვენება, რომ მოიგონ და კიდევ დიდხანს გაჩერდნენ, , ყველა ვარიანტში მათი საქმე დასასრულისკენ მიდის

Posted by: TylerDurden 27 Sep 2012, 03:21
აგუგუნდება მთა–ბარი

ნაცებს ურჩევნიათ 30% აიღონ და სამართლიანი სასჯელი მიიღონ
მაგრამ არ იზავენ ამას sad.gif

Posted by: egreli 27 Sep 2012, 05:13
მოიგებს ნაცმოძრაობა არჩევნებს თუ არა მიშა მაინც მალე წავა. 3 თვეში ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, იანვრიდან მიშა არ მართავს ქვეყანას.

თუ გაიმარჯვეს ნაციონალებმა, ვანო მერაბიშვილი პრემიერი იქნება (ვანომ ამ სკანდალით მოიშორა ახალაიაც და, ფაქტიურად, მიშაც). შეიქმნება ფართო კოალიცია, როგორც ჩანს ვანო და ბიძინა უკვე დიდი ხანია ამაზე შეთანმხდნენ (გაიხსენეთ ბიძინას კომპლიმენტები ვანოსთვის ბოძებული).

ბოლოს და ბოლოს მიატოვებენ ქართველები ერთმანეთის ჭამას. ცოტა ხნით მაინც.

ფართო კოალიცია! ჩვენი ხსნა მხოლოდ ამაშია! ნაციონალები + ოცნება = სიმშვიდეს.
ყველა სხვა ვარიანტში გველის შავი დღეები.

Posted by: Taraskoneli 27 Sep 2012, 05:44
Дикта́тор - Человек, стоящий во главе диктаторского режима, единоличный правитель государства, обладающий неограниченной властью и стоящий над законом.

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B8%D0%BA%D1%82%D0%B0%D1%82%D0%BE%D1%80

Диктату́ра - (лат. dictatura) — форма осуществления государственной власти, при которой вся полнота государственной власти принадлежит только одной политической позиции — правителю (диктатору), правящей партии, правящей группе лиц, правящему союзу или правящему социальному классу.

В настоящее время диктатурой, как правило, именуют режим власти одного лица или группы лиц (в противопоставлении народу), не ограниченный нормами законодательства и не сдерживаемый какими-либо общественными или политическими институтами. Несмотря на то, что нередко в условиях такой диктатуры сохраняются отдельные демократические институты, их реальное влияние на политику сводится к минимуму.


http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B8%D0%BA%D1%82%D0%B0%D1%82%D1%83%D1%80%D0%B0

Posted by: time 27 Sep 2012, 06:13
QUOTE
რა შეიძლება მოხდეს თუ ნაციონალებმა მოიგეს?


ჯორჯიან არმაგედონი გლდანის მე-8 ნაციონალეთ-საპყრობილის მასშტაბამდე შეკუმშვით!... vik.gif vik.gif vik.gif vis.gif vis.gif vis.gif

კოშმარიც ამას ჰქვიან... facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Gabidauri 27 Sep 2012, 06:27
მაგის წარმოდგენაც კი არაფრით არ შეიძლება!

Posted by: UNEEK 27 Sep 2012, 06:36
QUOTE
მაგის წარმოდგენაც კი არაფრით არ შეიძლება!


კალაძემაც ასე თქვა ჟიჟილაშვილთან,
დაჟე 6 პროცენტი დაუწერა ნაციონალებს, ნინომ სიცილში გაუტარაbiggrin.gif

QUOTE
რა შეიძლება მოხდეს თუ ნაციონალებმა მოიგეს?


მოხდება ის, რაც მოხდა დღეს გურჯაანში, არ მიიღეს ბიძინა, გააცილეს შტვენით.

Posted by: maia_r 27 Sep 2012, 07:22
UNEEK
ვინ არ მიიღო, 300 ლარს უხდიან მთელი ზაფხული მაიკის ჩამცმელებს და დაათრევენ მერე მასეთ აქციებზე, პლიუს გამგეობის ზოგი ზომბი ტვინგაყინული
მოიცადეთ სამი დღე და გაყალბებაზე არ წაცდეს ვინმეს ხელი

Posted by: basa-ttt 27 Sep 2012, 07:26
QUOTE
მოკლედ, დავფიქრდი ამ ვარიანტზე... დავუშვათ ნაციონალებმა მოიგეს(გაყალბებით იქნება თუ ხალხის მოტყუებით არ აქვს მნიშვნელობა)... მერე რა მოხდება? საქართველოში ოპოზიცია აღარ იარსებებს და არც პერსპექტივა იქნება ოპოზიციური პარტიის შექმნისა, რაც თავისთავად გამოიწვევს სააკაშვილის რეჟიმის უკონტროლობას...

ვერ მოიგებენ დიდი უპირატესობით.
იქნება ჭრელი პარლამენტი
სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნებზე კი გავა ოპოზიციური კანდიდატი
ი.ა.
რომც "მოიგონ" - დიქტატურა ვეღარ დამყარდება
გამორიცხულია
ოპოზიცია უკვე საკმაოდ ძლიერია და არ მისცემს მაგის უფლებას.
თან ხალხის და საზოგადოების საყოველთაო მხარდაჭერა უკვე ოპოზიციის მხარესაა

Posted by: giorgi219 27 Sep 2012, 10:28
გუშინ, ნაცების კოორდინატორების შეკრებაზე გლდანში, მოიტანეს მოსყიდული კომისიის წევრების და დამკვირებლების გვარები რომლებისაც არ შეგეშინდეთო,

ასევე, ბაღის გამგებელს და კომისიის თავჯდომარეს გამგებელმა პირდაპირ უთხრა რომ დარჩენილი ბიუელეტენები უნდა ჩაყაროო.

ნუთუ, ამის შესახებ მეოცნებეებმა არაფერი არ იციან?

რისი იმედით ამბობენ რომ ნაცები ვერ გააყალბებენ?

Posted by: Mobility 27 Sep 2012, 10:33
მაგის გარჩევას აქ მეტეორის დაცემის გარჩევა იყო და იქ შეხვიდე არ ჯობია?
რა გაიმარჯვონ, მადლობა თქვან ზღვარი თუ გადალახეს,

Posted by: new_member_ 27 Sep 2012, 10:33
QUOTE
თუ პოლიტიკოსი ხარ უნდა შეგეძლოს ადამიანური ურთიერთობა მოსახლეობის ყველ წარმოამდგენლებთან.


თქვენა და...ეს კი ასეა, მაგრამbiggrin.gif:D:D წინასწარდადგეგმილ პროვოკაციაზე ავარდნილ ინდივიდს(მძღოლს) სთხოვთ ამას, თუ პარტიულ ლიდერს?
როგორც ვიცი, ბიძინასგან მსგავსი არავის ახსოვს? smile.gif)))

და მეორეც - ნაცების პატრონები აქეთ რამეს როგორ ამბობთ კიდევ facepalm.gif არ შემეწინააღმდეგოს ვინმე- ტაქტისა და ზრდილობის გამოხატულებაა ყველა ნაცი ჩინოვნიკიო..

ააა..კარგი და ცუდი ყველაგანაა და გაცადოთ და მიხედავთ/დახვეწთ?

Posted by: shirazi 27 Sep 2012, 10:36
სიტყვა თუ ზედმეტია თემის სათაურში. biggrin.gif

Posted by: polveek 27 Sep 2012, 10:44
ამათთვის ხელისუფლებიდან, ბოდიში და ოპოზიციაში გადასვლა ნეტარება უნდა
იყოს, მაგრამ........
ხელისუფლებაში მათი დარჩენა კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას.
მატერიალური რესურსები გახარჯული აქვთ.
მაშინვე დაიწყება საჯარო, სახელმწიფო სამსხურებიდან მოხელეების დათხოვნა,
მათი ნაცმინძვრის კუთვნილების მიუხედავად.
ბაბუ ედოს დროინდელი ხელფსებისა და პენსიების გადავადებები მოსალოდნელი
კი არა რეალობაა.

Posted by: teonila 27 Sep 2012, 11:00
დარწმუნებული ვარ გაიმარჯვებენ გაყალბების ხარჯზე.. არ იქნება ინფორმაციის გავრცელების საშუალებები... მედიაც ვერ გადაიღებს ყველაფერს ობიექტურად და კარგად, ცსკ-ს ახალი კანონის თანახმად... ადგილობრივად უბნებზე შიეკრიბება ხალხი საკუთარი ხმის დასაცავად რასაც მოყვება მასობრივი თავის გატეხვები,ცხვირ-პირის დამტვრევები და დაპატიმრებები..ეს გაგრძელდება 2 ოქქტომბრის ღამემდე.,,
ამის შემდეგ მიშა მიულოცავს საკუთარ თავს გამარჯვებას და ამას გააპრავებს ევროპა და ამერიკა..
ხალხი გაგიჟდება,გადაირევა, მაგრამ ჩემი ფეხები!!
მერე რამოხდება??
არაააა, არ მინდა ამის წარმოდგენა.. ეხლა რა ჯოჯოხეთია და მერე რა იქნება ხომ ხვდებით.. მასიური გაქცევები წავა საქართველოდან.. მე დამიჭერენ, ჩემს ძმას დაიჭერენ, ყველა ოპოზიციურად განწყობილს დაიჭერენ,,,ჯერ მარტო იმის მიხედვით წავა ხალხის დაჭერა, ვის რა პოსტი აქვს ფორუმზე ან ფეისბუქზე...ვინ რას ლაპარაკობდა ტელეფონზე და ა.შ... ყველას ყველას დაიჭერენ და მერე ვნახავთ ცოცხებს ერთ ადგილას...
ამიტომ უნდა შიკრას მთელი ერი ერთ მუშტად...
ძალა ერთობაშია!!!!

Posted by: seriamin 27 Sep 2012, 11:03
შემდეგი 4 წელიწადი ნაცებისთვის იქნება საშუალო კლასის შექმნის პერიოდი.

ძალიან ბევრი მიზეზის გამო ეს 4 წლიანი მმართველობა არაფერი განსაკუთრებულის მომტანი არ იქნება პოლიტიკური მმართველობისთვის, პირიქით სავარაუდოთ
პოლიტიკური ელიტა რაოდენობაში "შემცირდება". ძირითადი აქცენტი იქნება გადატანილი მიღწეულის გამტკიცებაზე, რაც შეუძლებელია საშუალო კლასის შექმნის
გარეშე.

მაგრამ საქმე იმაშია რომ ბიძინაც ალბათ თავის მხრივ შეეცდება შექმნას თავისი საშუალო კლასი.

მომდევნო 4 წელიწადს ალბთ მთავარი ფრონტის ხაზი იქნება ბიზნეს სფეროში, ორივე პოლიტიკური ჯგუფის ამოცანა არის შექმნას რაც შეიძლება მაძღარი და რაც შეიძლება დიდი საშუალო კლასი, რომელიც ამ პოლიტიკურ კლასზე იქნება მიბმული და ამ დაპირისპირებაში ძალიან დიდი როლი ექნებათ ეფექტურ მენეჯერებს, ამიტომ სავარაუდოთ ბევრი ნაცის თავი გაგორდება ბიძინა კი ალბათ 4 წლიანი პერიოდით დაშორდება ქართულ ოცნებას და დატოვებს "ევოლუციის რეჟიმში", თვითონ კი დაიწყებს ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. თუმცა ვნახოთ...

მთელი ეს 4 წელიწადი იქნება მზადება შემდეგი არჩევნებისთვის.

ნაციონალებს ერთის მხრივ აქვთ მაგალითი რომ თუ ისინი კარგი მენეჯერები იქნებიან მაშინ დემოკრატიის პირობებშიც კი შეიძლება იყო ძალიან დიდ ხანს ხელისუფლებაში - იაპონიაში მგალითად 60 წლის განმავლობაში არჩევნების გზით მოდიოდნენ სულ ლიბერალ დემოკრატები.

Posted by: Goginio 27 Sep 2012, 11:13
QUOTE
 რა შეიძლება მოხდეს თუ ნაციონალებმა მოიგეს?, დიქტატურა ოფიციალურად გაფორმდება...

+1

Posted by: Sonya 27 Sep 2012, 11:27
sulo
QUOTE
არა და შენი თემიდანაც ჩანს, რომ აგებენ...

...блажен, кто верует.

რომც მოიგონ (გაყალბებით), მაინც დედა ეტირებათ ცოტა ხანში. აქ უკვე ავანსცენაზე გამოდის მისი ბრწყინვალება სტუდიოზუსი, რომელიც თავისას გაიტანს ადრე თუ გვიან. შარლ დე გოლი გადააყენეს თავსი დროზე, და მიშა ვინაა? (თუმცა, დე გოლი ცივილიზებული ადამიანი იყო ამათთან შედარებით)
აღარ აქვთ რესურსი ბუთხუზებს, არც მატერიალური, არც ადამიანური, მორჩა კინო...

პ.ს. ეს პასაჟი შენ არ გეხება, სულო - ვიცი, რომ შენი აზრი დიამეტრულად საპირისპიროა smile.gif

პ.პ.ს. დიქტატურის ოფიცილაურად გაფორმებას უკანალი უნდა, რომელიც ქვეყანას არ გააჩნია. რომც დამყარდეს (ჰიპოთეტურად), ძალიან ცოტა ხნით. მოკლედ - მორჩა კინო-თქო.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)