Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Android Club > Android-ზე მომუშავე მოწყობილობების შეკეთება


Posted by: ლაშა117 27 Jul 2021, 16:48
სალამი, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში თემები იხსნება შეკეთების სერვისთან დაკავშირებით, ერთიანი თემა იყოს ეს

გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება

უკანა ხუფის შეცვლა დამჭირდა S20 ultra-ზე, გამოვიყენე სონის სახელოსნოს მომსახურება ქ. თბილისი, გორის ქ. 3, კმაყოფილი ვარ შედეგით



Posted by: Danica 30 Jul 2021, 14:12
სალამი, samsung galaxy s8-მა გათიშვის შემდეგ დაიწყო სისტემ აფდეითი. თავიდან მუდმივად რებუთს აკეთებდა. ქეშის და აპპ დატას წაშლის შემდეგ ისევ აფდეითზე იჭედება და no command-ზე გადის.
ხომ არ იცით კიდევ რა შეიძლება გავაკეთო?
შემიძლია ლეპტოპის საშუალებით აღვადგინო სისტემა, ისე რომ ჩემი ფაილები არ წაიშალოს?

ან რომელ სერვის ცენტრს მირჩევთ რომ მივმართო?
მადლობა წინაწარ

Posted by: Danica 31 Jul 2021, 14:26
მოკლედ 2 ადგილზე ვიყავი და სავარაუდო დიაგნოზი მკვდარი პლატაა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ.
როგორ შეიძლება მკვდარი პლატიდან მასალის ამოღება ხომ არ იცით? ან ვინ შეძლებს?

Posted by: ლაშა117 3 Aug 2021, 10:12
Danica
საერთოდ შესაძლებელია მკვდარი პლატიდან ფაილების ამოღება? არ მსმენია მსგავსი რამ

Posted by: sevastopol 3 Aug 2021, 14:54
Danica
არამგონია ვიღაცამ ეგ შეძლოს.

Posted by: Danica 7 Aug 2021, 19:18
მადლობა გამოხმაურებისთვის.
საბედნიეროდ მკვდარი პლატა არ აღმოჩნდა, მაგრამ მაილები მაინც წაიშალა პროგრამული განახლებისას

Posted by: kapo 20 Aug 2021, 13:05
A51 ზე დამპტენი პორტის შეცვლა რა დაჯდება დაახლოებით?

Posted by: gia564 23 Aug 2021, 16:36
მეგობრებო, ტელეფონი მინდა გავცვალო და ანდროიდიდან აიფონზე და პირიქით მონაცემებს ვინ გადამიტანს, ვის და სად მივმართო?

Posted by: giorgi8820 26 Aug 2021, 02:42
https://forum.ge/?f=103&showtopic=35209323

+1

Posted by: MRGEOSMELLY 30 Aug 2021, 11:43
ა31 მაქვს და დასატენად რომ შევაერთე აღარ იტენება
რეაქცია არ აქვს
რა უნდა დამართნოდა?
ვის მივუტანო?

Posted by: Leon777 14 Sep 2021, 14:24
გამარჯობა. მაინტერესებს ვის შეუძლია ჩინური Miui ჩამიწეროს ტელეფონში MI ფლეშერის გარეშე
ტელეფონის მოდელია mi 10 T

Posted by: gia564 12 Nov 2021, 20:22
Samsung A50 წყალში ჩამივარდა და აღარ ირთვება. ვის მივუტანო, რას მირჩევთ?

Posted by: semss07 27 Nov 2021, 22:28
მეგობრებო, არ ვიცი, შეიძლება ეს ის თემა არაა, რაც აქ უნდა დავწერო. არ ვარ ამ საიტის აქტიური მომხმარებელი.
ამერიკიდან ჩამოვიტანე motorola one 5g at&t.
ტელეფონი იყო დაბლოკილი.
მივწერე at&t-ს, როგორც ეს, სხვადროს გამიკეთებია, ანალოგიურ შემთხვევაში და მომივიდა განბლოკვის კოდი.
მაგრამ რომ შემყავს ეს კოდი, მიწერს რომ წარუმატებელია, არ ერგება!
მეორეთ მივწერე კომპანიას, რომ ასეთი შემთხვევა მაქვსთქო. ისევ ის კოდი მომივიდა. მერე ebay-ზეც ვიყიდე და იქიდანაც ისევ ის, კომპანიის მიერ გამოგზავნილი კოდი მომწერეს!
მოკლედ, ვერ მოვხსენი ვერანაირად ბლოკი სიმზე. ტელეფონი მუშაობს, შევდივარ ჩვეულებრივად, უბრალოდ ქსელში ვერ ირთვება.
იქნებ მირჩიოთ რამე...
არც შავ სიაშია, არც ჯარიმაზეა, გადავამოწმე ყველაფერი.

Posted by: Doorwellson 13 Dec 2021, 15:56
Samsung Galaxy A51-ის პორტი დამიზიანდა (აღარ იტენება), გამოცვლა გვინდა და სად არის შესაძლებელი დიდ დიღომში, მასივში, ან საბურთალოზე?

Posted by: levani169 13 Dec 2021, 23:39
მანქანის 7 ინჩიანი 9.0 ანდროიდ მონიტორი მასზე სუსტი მონაცემების მქონე 10.0 რითი ჩამოუვარდება და ზოგადად ამ ორ ანდროიდ პროგრამას შორის რა განსხვავებაა და თუა შესაძლებელი 9.0-ის, 10.0 ვერსიით განახლება?

Posted by: lexomik 14 Jan 2022, 01:59
ანდროიდ ტვ ბოქსებს სად აკეთებენ და მანქანის ანდროიდ 2დინიანი მაგნიტოფონებში ხელოსანიც მაინტერესებს სად არის...

Posted by: giorgi8820 5 Apr 2024, 10:21
lexomik

QUOTE
ანდროიდ ტვ ბოქსებს სად აკეთებენ და მანქანის ანდროიდ 2დინიანი მაგნიტოფონებში ხელოსანიც მაინტერესებს სად არის...


რომელ მარკაზე გაინტერესებს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)