forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (70) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მესაქონლეობის ფერმა, ხომ არ გაქვთ ვინმეს ბიზნეს გეგმა?
davita74
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1218
წევრი No.: 125734
რეგისტრ.: 9-January 11

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 01:53  #24125470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
geoeg
QUOTE
დღეში რამდენი ლიტრა უნდა მოიწველოს საშუალოდ?

8დან ზემოთ. გააჩნია რომელი ჯიშის ძროხები გეყოლებააააა
iko-iko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2014
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 11:08  #24127582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
koba81
ცოტ-ცოტას ჩაგისწორებ.
QUOTE
ან 600 ტუკი ჩალა

10 ძროხისთვის ნამეტანი ცოტაა, თან ჩალა თუ აჭამე მთელი ზამთარი ძროხებს მერე მთელი ზაფხული ენერგიის აღდგენას მოანდომებენ. ძროხას აუცილებლად ესაჭიროება კარგი, მაღალხარისხიანი თივა. ჩალა შეგიძლია კვირაში ერთხელ მისცე ისე სატყუარად.
QUOTE
დავუშვათ პირველივე წელს იმაკა 10-ვე ძროხამ

თუ ძროხამ ყოველ წელს არ იმაკა ჩათვალე რო დაღუპული ხარ და იმას ნიშნავს რო არც ნორმალურად კვებავ და არც ნორმალურ შენახვის პირობებში გყავს, პროფილაქტიკის უზრუნველყოფაზე ლაპარაკი ზედმეტია.
QUOTE
ეხლა, სახარე ხბო რომ გაიზრდება ის ხომ ვერ დაფეხმძიმდება და ვერ იმშობიარებს, ამიტომ აქ გავჩერდეთ

აქ არ უნდა გაჩერდე, თუ საშუალება გაქვს რო ხბო გაზარდო და მერე სუქებაზე დააყენო ც/მ კილო 4 ლარი ღირს, შესაბამისად 2 წელიწადში სახარეები შეგიძლია ჩააბარო და თავისუფლად იყიდო ძროხები. თუ იმის საშუალება არაგაქ რო საქონელი გამოზარდო და გაასუქო ფერმას ხელი არც უნდა მოკიდო.
QUOTE
ასე რომ, პირველი სამი-ოთხი წლის განმავლობაში თქვენ წველით მხოლოდ 10 ძროხას ისიც 7-8 თვის განმავლობაში.

კი თავიდან მხოლოდ 10 ძროხა მარა 7-8 თვე რატო? და რატო არა 8-9 თვე? ან საერთოდ რატო ითვლი ძროხის პროდუქტიულობას ლაქტაციის ხანგრძლივობით? არასწორია! ძროხის პროდუქტიულობა ითვლება ლაქტაციაზე მოცემული პროდუქციის რაოდენობით და თუ ფერმა დაფუძნებულია 10 ჯანდაგ ძროხაზე რომელიც იკვებება ჩალით და იწველება მხოლოდ 7-8 თვე ასეთ შემთხვევაში ძროხაც ცოდოა და პატრონიც რადგან პატრონი ვერ მიიღებს მოგებას და ძროხა კიდე უნდა ელოდოს გაზაფხულს რო ფაშვი გაივსოს.

* * *
koba81
QUOTE
მეორე წელსაც და მესამე წელსაც რომ კიდევ 10-10 ხბო დავუმატოთ თქვენ გეყოლებათ 40 სული, აქედან 10 ძროხა, 10 დეკეული (რომელიც მზადაა იმაკოს და შთამომავლობა გააძლიეროს) და 20 ხბო.

ეს ყველაფერი არის იდეალური ვარიანტი. ამ სამი წლის განმავლობაში არც უნდა მოკვდეს რამე, არც - დაიკარგოს, არც უნდა გაიყიდოს და არც ძროხამ ,,გამაზოს" მაკეობა ანუ ბერწი დარჩეს

ჩემი რჩევა იქნება დამწყები ფერმერებისთვის, რომ ცოტა ხნით დააკვირდნენ უკვე მოქმედ მეურნეობას, გაიგონ ძროხის დაავადებების და მკურნალობის შესახებ ცოტ მაინც, და მერე თუ ექნებათ სურვილი, მოაგვარონ ტექნიკური საკითხები - ძროხების სადგომი, მანქანა, საკვები, მწველავი, მწყემსი და ა. შ.

თანაც იყიდონ პირველ წელს 10, თუ მოეწონებათ მერე იყიდონ კიდევ 10 და ასე გაამრავლონ.

აქ ძირითადად გეთანხმები. კიარ გეწყინოს რასაც გისწორებ, მივხვდი რასაც წერ. შენ გინდა რო შეცდომაში არ შევიდნენ დამწყები ფერმერები და არ გადავარდნენ, მარა პირველრიგში რაც ევალებათ დამწყებებს ესაა: არ უნდა დაიზარონ ნაკელის ზელა, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის რო ცხოველები გამოკვებონ სწორად, უნდა აწარმოონ პროფილაქტიკური ღონისძიებები ყველა იმ დაავადების წინააღმდეგ რომელიც ემუქრება საქონელს.

მოკლედ საქმის კეთება თუ გინდათ სხვისი ხელებით არ უნდა გააკეთოთ და ყველაფერი გამოგივათ!
geoeg
ეჰეჰეჰეეე!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2222
წევრი No.: 53425
რეგისტრ.: 14-February 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 13:35  #24129454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iko-iko
QUOTE
10 მანქანა თივა, ან 600 ტუკი

ეს ძროხებს, ხბორებს რამდენი დაჭირდება? ამის მესამედი ეყოფა თუ ნახევარი? და დღეში რამდენი ლიტრა უნდა მოიწველოს საშუალოდ?



--------------------
ცხვირში თითი, ტეხავს!?
ЛОХИ ТАНЦУЮТ ЛАМБАДУ
iko-iko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2014
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 13:47  #24129640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
10 ძროხას თავისი ხბოებით ზამთარში 600 ტუკი თივა არ ეყოფა. ერთ ჩვენებურ ცოტა ნორმალური პროდუქტიულობის ძროხაზე + თავის ხბოზე უნდა იანგარიშო ზამთარში 100 პრესი. ანუ 10 ძროხაზე თავის მონაგართან ერთად 1000 მაინც გინდა yes.gif
geoeg
ეჰეჰეჰეეე!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2222
წევრი No.: 53425
რეგისტრ.: 14-February 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 13:53  #24129730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iko-iko
QUOTE
10 ძროხას თავისი ხბოებით ზამთარში 600 ტუკი თივა არ ეყოფა. ერთ ჩვენებურ ცოტა ნორმალური პროდუქტიულობის ძროხაზე + თავის ხბოზე უნდა იანგარიშო ზამთარში 100 პრესი. ანუ 10 ძროხაზე თავის მონაგართან ერთად 1000 მაინც გინდა yes.gif

10 ძროხას და 10 ხბოს 1000 პრესი?
მოკლედ 10 ძროხას 650 პრესი და 10 ხბოს 350 ეყოფა?
iko-iko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2014
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 14:18  #24130126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
geoeg


კი, ეყოფა. yes.gif smile.gif
geoeg
ეჰეჰეჰეეე!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2222
წევრი No.: 53425
რეგისტრ.: 14-February 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 14:58  #24130746      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iko-iko
QUOTE
კი, ეყოფა.

მადლობთ.
და ათიდან ათმა უნდა მოიგოს არა?
რამდენი თვე უნდა იწველოს?

This post has been edited by geoeg on 22 Feb 2011, 15:00
iko-iko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2014
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 15:37  #24131489      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
geoeg
QUOTE
და ათიდან ათმა უნდა მოიგოს არა?

თუ არ მოიგო ჩათვალე რო ძროხა არაა და შესაბამისად უნდა მოიგოს
QUOTE
რამდენი თვე უნდა იწველოს?

9 თვე უნდა იწველოს
geoeg
ეჰეჰეჰეეე!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2222
წევრი No.: 53425
რეგისტრ.: 14-February 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 16:25  #24132423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (iko-iko @ 22 Feb 2011, 15:37 )
geoeg
QUOTE
და ათიდან ათმა უნდა მოიგოს არა?

თუ არ მოიგო ჩათვალე რო ძროხა არაა და შესაბამისად უნდა მოიგოს
QUOTE
რამდენი თვე უნდა იწველოს?

9 თვე უნდა იწველოს

კი მარა 9 თვის განმავლობაში ხომ ვერ მოიწველის 8 ლიტრას. რაღაც პერიოდი ხო უმცირდება, საშუალო როგორ უნდა გამოიყვანო?
iko-iko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2014
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 16:41  #24132737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
smile.gif უკვე ბევრგან ვახსენე ამ ფორუმზე ძროხის პროდუქტიულობის შესახებ და კიდევ გავიმეორებ. ძროხა ლაქტაციის პირველ მესამედში იწველის მთლიანი პროდუქტიულობის 60%-ს მერე მცირდება წველადობა, რათქმაუნდა მთელი 9 თვე ერთიდაიგივეს ვერ მოიწველის. ამიტომ ძროხის პროდუქტიულობა არ ისაზღვრება ამდენ და იმდენ ლიტრას იწველის!!! შეცდომაააა!!!

ძროხის პროდუქტიულობა ისაზღვრება მთლიან ლაქტაციაზე მოცემული პროდუქტით. მაგალითად ლაქტაციაზე ჩვენი ადგილობრივი ძროხები იწველიან 1,5-2 ტონა რძეს. იშვიათად 3-4 ტონას. ჰოლშტინოფრიზული პირუტყვი იწველის 8-10 ტონას ეს უკანასკნელი შედარებისთვის wink.gif ასე რომ ამ 8 ლიტრას და 20 ლიტრას დაანებეთ თავი!
* * *
geoeg
ისე პრაქტიკული აზროვნება გაქვს up.gif ზოგი მაგას ვერ ხვდება.

This post has been edited by iko-iko on 22 Feb 2011, 16:43
geoeg
ეჰეჰეჰეეე!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2222
წევრი No.: 53425
რეგისტრ.: 14-February 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 16:57  #24133057      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iko-iko
QUOTE
მაგალითად ლაქტაციაზე ჩვენი ადგილობრივი ძროხები იწველიან 1,5-2 ტონა რძეს

ერთი სეზონის განმავლობაში?
იქნებ გამარკვიო ეს ლაქტაცია რა არის?

ესეც ბიზნეს გეგმაsmile.gif ველი შესწორებებს.
=====================================================
I - წელი:
10 ძროხა -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
(1 პრესი - 5 ლარი)

რძე:
10 ძროხა x 1 500ლ = 15 000ლ
--------------------------------------------

II - წელი:
10 ძროხა -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
10 ხბო -- 5 მანქანა თივა ან 350 პრესი - 1 750 ლარი
------------ 15 მანქანა თივა ან 1 000 პრესი - 5 000 ლარი

რძე:
10 ძროხა x 1 500ლ = 15 000ლ
--------------------------------------------

III - წელი:
10 ძროხა -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
10 დეკეული -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
10 ხბო -- 5 მანქანა თივა ან 350 პრესი - 1 750 ლარი
------------ 25 მანქანა თივა ან 1 650 პრესი - 8 250ლარი

რძე:
10 ძროხა x 1 500ლ = 15 000ლ
--------------------------------------------

IV - წელი:
20 ძროხა -- 20 მანქანა თივა ან 1 300 პრესი - 6 500ლარი
10 დეკეული -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
20 ხბო -- 10 მანქანა თივა ან 650 პრესი - 3 250 ლარი
------------ 40 მანქანა თივა ან 2 600 პრესი - 13 000ლარი

რძე:
10 ძროხა x 1 500ლ = 15 000ლ
=====================================================

This post has been edited by geoeg on 22 Feb 2011, 17:03
iko-iko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2014
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 17:02  #24133140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგებიდან (წველის დაწყებიდან) გაშრობამდე (სანამ მეორეს მოიგებს)
koba81
შეურაწყოფისთვის ბოდიშს ვიხდი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 330
წევრი No.: 106040
რეგისტრ.: 27-November 09

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 23:22  #24140133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჩალა დაახლოებით 60 ტუკი ვიანგარიშე ერთ სულზე ამას პლიუს ქატო მივაწერე კიდევ ქვევით. თივა უმჯობესია. ეს პირველ წელს, მეორე წელს კი ემატება ხბორების საკვებიც, ზამთარში რა თქმა უნდა.
სახარე ხბორები შეიძლება გაყიდო და იყიდო იმის ფასად მეწველი ძროხა (თუ მოგივათ).

წველაზე იმიტომ არაფერი არ დავწერე რომ ეს სტანდარტი არ არის, ზოგი ძროხა იწველის 3-4 ლიტრს, ზოგი - 10 ლიტრს. გააჩნია ტერიტორიას. თუ ვაკე ადგილას იქნება ფერმა და საძოვარი, მაშინ შესაძლებელია დიდი ზომის (მაგ. ჰოლანდიური) ძროხების შეძენა, რაც ფასზეც აისახება. თუ მთაშია ფერმა და საძოვარი - დაივიწყეთ ჰოლანდიური საქონელი, რადგან ის იქ ვერ ივლის და ახლომახლო იტანტალებს.

ხევსურული, მთიულური და მსგავსი ჯიშის ძროხა სადღაც 5 ლიტრამდე მოიწველის ალბათ.

გასული საუკუნის ბოლოს, 5-6 წელი ,,მქონდა ბედნიერება" აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სოფლის მეურნეობაში საქმიანობის და რაღაცეები პრაქტიკიდან ვიცი

8 თვეში გამოდის რომ 1200 ლიტრი რძე გაქვს, მაგრამ ამას გამოვაკლოთ ხბოს მოსაწოვიცsmile.gif

ისე ძალიან ძნელია წინასწარ თქმა ამდენი ლიტრი რძე გექნება და ამდენი ხბო გეყოლება და ა.შ.

თუ აპირებს ვინმე სოფელში ცხოვრებას, აბა სხვა რა უნდა გააკეთოს თუ არა იყოლოს ძროხა, ღორი, ქათამი და ცხვარი, დაამუშაოს მიწა, დარგოს ხეხილი და რა ვიცი კიდევ ათასი საქმეა, იქ რომ იქნება კაცი მერე მიხვდება, რომ უამრავი საქმეა და მიმხმარებელიც დასჭირდება აუცილებლად.

მთავარია სიძნელეებს არ შეუშინდეთ. სოფელში შრომა კი ძნელია, მითუმეტეს ამ დროში. ყველაფრის ხელით გაკეთება მოგიწევთ.

მაგ. შვეიცარია რომ ადარებენ საქართველოს, შვეიცარიაში სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 3-4 % დაკავებული და ეს 4% ქმნის მთელ პროდუქტს. სახლემწიფო უწევს დიდძალ სუბსიდირებას. ჩვენნაირად კი არ არიან გაბეჩავებულ გასაწყლებულები.
ამის გამო მეშლება ნერვები, სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ გამოვა და ბაყაყის ბარკლებზე ლაპარაკობს, მაშინ როდესაც ჩვენ სამყოფ კარტოფილს და ლობიოს ვერ ვამზადებთ, სატირალია სასაცილო კი არა.



goga 1983
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 786
წევრი No.: 127584
რეგისტრ.: 17-February 11

გამოგზავნილია: 24 Feb 2011, 00:32  #24158968      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მებოცვრეობაზე თუ იცით ვინმემ რაიმე?

ბოცვერის ხორცის წარმოების დაწყება მინდოდა, მაგრამ ზოგი მეუბნება ზალია მომგებიანიაო, ზოგი კი თუ გინდა თავი დაიღუპო დაიწყეო.

ცოტა გაურკვევლობაში ვარ. თუ ვინმეს შეხება გქონიათ ამ საკითხთან იქნებ რაიმე მირჩიოთ.

წინასწარ დიდი მადლობა
dzleviskedeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2186
წევრი No.: 32057
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 24 Feb 2011, 09:46  #24162110      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
goga 1983
არის მაგაზე აქ თემა გახსნილი საკმაოდ ინფორმაციული

This post has been edited by dzleviskedeli on 24 Feb 2011, 09:46


--------------------
[size=7]www.aisiforce.org[/size]
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (70) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0272 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]