forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (17) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ნიორი, ნივრის წარმოება და ყველაფერი მის შესახებ
ldimka
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 127018
რეგისტრ.: 5-February 11

გამოგზავნილია: 30 Mar 2011, 12:03  #24713544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვისაც გაქვთ ნიორის მოყვანაზე და დათესვაზე, მოვლაზე პრაქტიკა ძალიან გთხოვთ დაწვრილებით დამიწეროთ!!! დიდი მადლობა წინასწარ!!!
giorazmadze
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 143
წევრი No.: 16554
რეგისტრ.: 25-January 06

გამოგზავნილია: 30 Mar 2011, 13:20  #24714475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა გითხრა აბა დათესვა შეგილია როგორც შემოდგომით ისე ადრე გაზაფხულზე ეხლა უკვე დათესილი უნდა იყოს, საერთოდ შემოდგომაზე დათესილი ნიორი ჯობია მოსავლით, ერთი კილო ნიორიდან სადღაც საშვალოდ 10 კილოს მოიყვან

ბევრი მორწყვა ნიორს არ ჭირდება მაგრამ ნიადაგი რაც უფრო კაია მით უკეთესია ასევე სასუქების შეტანა დაგჭირდება აუცილებლად

სხვამ ტუ რამე იცის იმან განავრცოს ეს თემა wink.gif

This post has been edited by giorazmadze on 30 Mar 2011, 13:31
ldimka
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 127018
რეგისტრ.: 5-February 11

გამოგზავნილია: 30 Mar 2011, 18:51  #24719306      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მადლობა ინფოსთვის!!! მაგრამ უფრო ზუსტად ვინც იცის მომწერეთ რა!!!
gigibuba
EcoFarm


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1179
წევრი No.: 15589
რეგისტრ.: 22-December 05

გამოგზავნილია: 31 Mar 2011, 01:18  #24724697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი


--------------------
www.sense.ge; www.cstudio.ge
gixoni
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1098
წევრი No.: 120394
რეგისტრ.: 2-September 10

გამოგზავნილია: 2 Apr 2011, 13:27  #24759871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მგონი ნიორის მოსავლის შენახვაა ცოტა ძნელი, ანუ სიმშრალე და სპეციალური ადგილი უნდა....
ksovreli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 613
წევრი No.: 88740
რეგისტრ.: 13-April 09

გამოგზავნილია: 2 Apr 2011, 14:31  #24760824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ნიორის გაზრდა
20/02/2011
user posted image

ნიორის სახეობები

ნიორის კულტივაცია ხორციელდება უკვე 10,000 წელიწადზე მეტი. მისი გაზრდა უფრო მოსახერხებელია ცივი კლიმატის პირობებში, მას უხდება მზიანი ადგილი, მაგრამ ნიადაგი არ უნდა იტბორებოდეს წყლით.

ნიორი კლასიფიცირდება 2 სახეობად: მყარკისრიანი და რბილკისრიანი. პირველის შემთხვევაში მცენარის ღეროზე იზრდება ყვავილი, ხოლო მეორეს შემთხვევაში არ იზრდება. კლიმატურ პირობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ სახეობის შერჩევისას, რეკომენდირებულია პირველად რამოდენიმე წელიწადის განმავლობაში გამოსცადოთ სხვადასხვა სახეობები და შეარჩიოთ ყველაზე სასურველი.

მყარკისრიანი სახეობები (Allium sativum var. ophioscorodon) რომელიც ძირითადად ზრდის პერიოდში წარმოქმნის ყვავილს ღეროზე. პირველი მოსავლის დროს ნიორის ბოლქვები მცირე ზომისაა, ორი ან მეტი წელიწადი სჭირდება კარგი მოსავლის მიღებას მიღებული ბოლქვებიდან. საშუალოდ ერთ ღეროზე ვითარდება 4-დან 12-მდე ბოლქვი. აგრეთვე არ გამოირჩევა კარგი შენახვის უნარით.

რბილკისრიანი სახეობები (Allium sativum var.sativum) არ წარმოქმნის ყვავილს ღეროზე, უფრო მეტად გამოიყენება კომერციული წარმოებისას. გამოირჩევა მეტი მოსავლიანობით, ვიდრე მყარკისრიანი სახეობები. თუმცა ცივი კლიმატური პირობების შემთხვევაში უკანასკნელის მოსავლიანობა შეიძლება იყოს ეგეთივე ეფექტური და უფრო მეტიც.
თვითოეული ღეროზე იზრდება საშუალოდ 10-დან 40-მდე ბოლქვი და აღნიშნული სახეობა გამოირჩევა ხანგრძლივი შენახვის უნარიანობით.

Garlic 1


დათესვა

დათესვის პერიოდი არის გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე, რაც დამოკიდებულია ნიორის სახეობაზე. მნიშვნელოვანია რომ ზრდის პერიოდში მცენარემ გაიაროს ცივი ტემპერატურული რეჟიმი, რათა მოსავლიანობა იყოს ოპტიმალური.

მიწის სასურველი სიმჟავიანობა PH 6,5-7,0;

დათესეთ ნიორის ცალკეული კბილი 10 სმ-ს დაშორებით, 2,5სმ სიღრმეში, რიგებს შორის მანძილი 45სმ. დააყარეთ ორგანული სასუქი, რათა ნიადაგის დრენაჟი იყოს ეფექტური, რადგან დატბორვის შემთხვევაში შესაძლებელია ნიორის ლპობა.

1 ცალი ნიორი შეიცავს დაახლოებით 20 კბილს, რომელიც უნდა განცალკევდეს, აქედან აირჩიეთ საშუალოდ 8 ცალი ყველაზე მოზრდილი.
შემოდგომაზე დათესილი ნიორის მიწიდან აღმოცენება ხორციელდება მარტი-აპრილის დასაწყისში. გაზაფხულზე დათესილი ნიორის წარმოქნის სუსტ ღეროებს და გამოირჩევა შედარებით დაბალი მოსავლიანობით.

სასურველია სათესლე ბოლქვების შესყიდვა სპეციალური მწარმოებელი კომპანიებიდან, მაღაზიიდან შესყიდული ბოლქვები იძლევა მცირე მოსავალს და არ გამოირჩება კარგი შენახვის უნარიანობით.

შესყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ 1 კგ საშუალოდ შეიცავს 100 ცალ ნიორის კბილს, საშუალოდ 1კგ დათესილი ნიორიდან მიიღება 8-დან 16-კგ მდე მოსავალი, რაც აგრეთვე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.

მულჩირება

მცენარის დათესვიდან 3-5 კვირის შემდგომ უნდა დაეფინოს მცენარეზე ბუნებრივი მულჩა ფირი (თივა, გამომშრალი სარეველა თავისუფალი თესლებისაგან), რომელიც დაეხმარება მცენარეს ზამთარში სითბოს შენარჩუნებაში და ზრდის პერიოდში სარეველებისგან კონტროლში.
მულჩა ფირის აღება შესაძლებელია გაზაფხულზე, როდესაც ყინვების პერიოდი განვლილია. მცენარეს შეუძლია გაუძლოს ისეთ დაბალ ტემპერატურას როგორიც არის -6C.




გაზრდა

ნიორის მცენარეს შეუძლია გაიზარდოს ისეთ ნიადაგში, რომელზეც არ ხორციელდება მუდმივი მორწყვა, ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი.
შეამცირეთ მცენარის მორწყვა მისი მოკრეფიდან რამოდენიმე კვირით ადრე, როდესაც ფოთლების ფერი ხდება ყვითელი.
გაანოყიერეთ მიწა თვეში 1-2 ჯერ, გაწმინდეთ სარეველისგან და მორწყით იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი მშრალია.
დათესვამდე შეიტანეთ მიწაში ორგანული სასუქი (ტორფი, ნაკელი და ა.შ) 40-60 ტონა 1 ჰექტარზე, მაღალი მოსავლიანობის მისაღებად.






მოკრეფა

მცენარე მზად არის მოსაკრეფად ივნისი-ივლისის პერიოდში, თუმცა არის ადრეული სახეობები რომლებიც მზად არის მოსაკრეფად მაისში.
მცენარის მოკრეფა უნდა ხორციელდებოდეს ოპტიმალურ პერიოდში-ადრე მოკრეფისას ნაყოფი არის მცირე ზომის, ხოლო დაგვიანებული მოკრეფის შემთხევაში დაავადებების რისკი მატულობს.

იმისათვის რომ დაადგვინოთ მისი დამწიფების სტადია, დააკვირდით ფოთლებს, რომელიც უნდა იყოს გაყვითლებული და იწყებდეს ჭკნობას.

დაავადებების რისკი მატულობა წვმიმიანი ზაფხულის პერიოდში- ფოთლები იწყებს გაყვითლებას, ხოლო ნიადაგში რომელიც მუდმივად სველ კონდინციაშია, სწრაფად იწყება დაავადებების აღმოცენება.

ხარისხიანი მოვლის და თესლის შერჩევის შემთხვევაში საშუალოდ მოსავლიანობა შეადგენს 8,000-10,000 კგ-ს.
შენახვის პირობები: 0-4C-ს ტემპერატურული რეჟიმი, 60-70% ტენიანობა. რბილკისრიანი სახეობების შენახვა შესაძლებელია 6-დან 8 თვემდე ოთახის ტემპერატურის პირობებში, ხოლო მყარკისრიანი სახეობების შენახვა ასეთი ტიპის პირობებში ინახება 3-4 თვე , თუმცა 0C ტემპერატურული რეჟიმისას მისი შენახვა 7 თვემდე შესაძლებელია

წყარო: აშშ-ს მინესოტას უნივერსიტეტი



--------------------
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
ldimka
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 127018
რეგისტრ.: 5-February 11

გამოგზავნილია: 2 Apr 2011, 15:01  #24761336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაიხარე დიდი მადლობა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Woodrow
Megadeth


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2509
წევრი No.: 22765
რეგისტრ.: 30-August 06

გამოგზავნილია: 7 Apr 2011, 09:52  #24843057      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმემ მაღაზია იცით სადაც კარგი ნივრის თესლის ყიდვა შეიძლება ???
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 75251
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 7 Apr 2011, 09:57  #24843074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
პოლიტიკაში რომ იყოს ეგ თემა დავწერდი ვერ გაასაღებ მეთქიsmile.gif
................
ღმერთმა ხელი მოგიმართოს
ისე კარტოფილზე უკეთესი მოგება მოაქვს..სადღაც 1 კილოდან 8-10


--------------------
я с паяльником не дружу а просто сплю с ним
ლლევ
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14432
წევრი No.: 17591
რეგისტრ.: 24-February 06

გამოგზავნილია: 7 Apr 2011, 10:04  #24843114      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · yim · msn
ნივრის ნივრის ნივრის ნივრის ნივრის

და არა ნიორის


ჯერ სახელი ისწავლეთ ამ კულტურის და მერე მაიყვანეთ biggrin.gif
Woodrow
Megadeth


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2509
წევრი No.: 22765
რეგისტრ.: 30-August 06

გამოგზავნილია: 7 Apr 2011, 10:10  #24843149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dega
QUOTE
პოლიტიკაში რომ იყოს ეგ თემა დავწერდი ვერ გაასაღებ მეთქი


აქ დაწერე ,მაინტერესებს yes.gif
ldimka
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 127018
რეგისტრ.: 5-February 11

გამოგზავნილია: 10 Jul 2011, 10:35  #26390644      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა მაინტერესებს!!! ვინც დათესეთ ნიორი, რამდენი კილოგრამი დაითესეთ რამდენ ფართობზე? და თესლის ყიდვა სად შეიძლება და რომელი ჯობია? წინასწარ დიდი მადლობა!!!
ldimka
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 127018
რეგისტრ.: 5-February 11

გამოგზავნილია: 11 Jul 2011, 23:58  #26417805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა იყოთ არავის არ დაუთესია წეელს ვითომ? sad.gif(((((((((
1715
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1567
წევრი No.: 83832
რეგისტრ.: 3-February 09

გამოგზავნილია: 12 Aug 2011, 19:35  #26879552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეეგი მაქვს 1 ჰექტარამდე მიწა, ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში, ვაპირებ ნივრის მოყვანას, მაინტერესებს როგორ უნდა ნიორის დარგვა თავიდან, მიწის შემზადება, შემდეგ მოვლა და ასე შემდეგ, როდის ირგვება, მოსავალი როდის მოდის, რანაირად უნდა მოვუარო, მოკლედ ვინც რაც იცით დაწერეთ, ოღონდ არა მონაჭორები და უბანში გაგონილები, ვინც ნამდვილად იცით, წინასწარ დიდი მადლობა, ვისაობროთ ამ თემის გარშემო........................................................................................................................

ასევე შეგიძლიათ დააკოპიროთ სასარგებლო ბმულები ამ თემის შესახებ , სასარგებლო საიტები და ასე შემდეგ, ვინც რა იცის მოკლედ, ზოგადი დისკუსია ნივრის შესახებ და ყველაფერი რაც მას ეხება, დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდება, საკმაოდ მომგებიანი საქმეა და დავეხმაროთ ერთმანეთს

This post has been edited by 1715 on 12 Aug 2011, 19:39
shilaida
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2620
წევრი No.: 5047
რეგისტრ.: 4-May 04

გამოგზავნილია: 12 Aug 2011, 19:45  #26879669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1715
ამბობენ წელს აღარ იქნება ნივრის ისეთი საოცარი ფასი,როგორიც იყო 10-11 ლარი!
მთელ კახეთს ნიორი აქვს მოყვანილიოsmile.gif


--------------------
GAIGIME
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (17) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0230 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]