forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (22) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ნიორი, ნივრის წარმოება და ყველაფერი მის შესახებ
1715
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1581
წევრი No.: 83832
რეგისტრ.: 3-February 09

გამოგზავნილია: 16 Aug 2011, 16:36  #26929993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ არის დაბინძურებული იმიტო აქვთ გლეხებს მაგ სოფელში ნიორი და კარგად იხარებს ,მადლობ ყურადღებისთვის smile.gif 500 კგსგან 20 ტონა ? შეუძლებელია 4-5 ტონა შეიძლება smile.gif 500 კგ მაშინ 30 სქელი კბილი უნდა ქონდეს სათესლეს მარა მაინც შანსი არაა. ეგ კბილების მიხედვითაა და 8-10 კბილი აქვს სათესლე ნიორს და 500 კგ გაამრავლე 8-10ზე smile.gif
musha_boquladze
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 749
წევრი No.: 121357
რეგისტრ.: 21-September 10

გამოგზავნილია: 16 Aug 2011, 16:50  #26930231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1715
სხვათაშორიც მეც დიდი ხანია ვფიქრობ ნივრის მოყვანას მაგრამ ვერ გამიბედია, ჩემი ბედი რომ ვიცი რომ მოვკიდო ხელი მერე ბუმი ატყდება და ფასი დავარდება. მგონი უკევ ატყდა მაგის ბუმი smile.gif))
წარმატებები
ჯიმი ლევი
Judge Dredd


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33064
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 17 Aug 2011, 00:32  #26937018      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
musha_boquladze
ისე არ დავარდება ფასი , რომ ვერ იხეირო .
დაახლოებით ათმაგს იღებ დათესილიდან .
ასაღები ფასი მინიმუმ ლარებში იქნება და არა თეთრებში , როგორც მრავალი სხვა კულტურა , რომელიც დაახლოებით იგივე რაოდენობის მოდის როგორც ნიორი , ერთნაირ ფართობზე .


--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
mariusi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 507
წევრი No.: 124061
რეგისტრ.: 24-November 10

გამოგზავნილია: 17 Aug 2011, 10:27  #26939858      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნიორი საინტერესო თემაა და გასაღება როგორ ხდება იცის ვინმემ? ჯერ შენახვა უნდა მაგას სათანადო პირობებში და მერე გასაღება, კილოობით გაყიდვას ხომ არ დაიწყებ?


--------------------
The ugly
1715
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1581
წევრი No.: 83832
რეგისტრ.: 3-February 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2011, 11:36  #26940538      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გასაღება ? ვაჭრები თვითონ მოვლენ და იყიდიან , მაგალითად თუ საბითუმოში 9 ლარი ღირს და შენ 7.5 მიცემ სულ იყიდის რაც გაქვს biggrin.gif biggrin.gif მოთხოვნა დიდია... ჩვენი ფერმა მეც ვნახე გადაცემა, დიდი არაფერი უთქვამთ smile.gif 500კგ სათესლეს რაც შეეხება ის გარჩეული სათესლეზეა ლაპარაკი
LARSI
keira for me


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22902
წევრი No.: 5308
რეგისტრ.: 30-May 04

გამოგზავნილია: 17 Aug 2011, 11:51  #26940710      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · msn
აი საინტერესო მეთოდები ნივრის გაზრდის,წარმატებები
http://www.foodsmarket.info/news/content.p...89&id_groups=17
http://www.saduda.ru/?q=node/94
http://grunt.at.ua/publ/tekhnologii_vyrash...ija_chesnoka/78

This post has been edited by LARSI on 17 Aug 2011, 11:51


--------------------
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...

არ დათმო და დაგითმობენ.
ვაჟკაცი ხარ მაშინ როდესაც ცხოვრობ ისე როგორც შენ გინდა.
1715
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1581
წევრი No.: 83832
რეგისტრ.: 3-February 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2011, 15:09  #26943738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მადლობა ლინკებისთვის smile.gif შეგიძლიათ ასევე შეხვიდეთ myvideo.geზე და ნახოთ პირველი არხი, 9 აგვისტოს 18 საათი არის გადაცემა "ჩვენი ფერმა" იქაც ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ ნივრის შესახებ >>>>>>>>>>>>>>>>>>>>> http://www.georgia-racha.ge/ge/main.php?id=1305745180 ესეც ცხელ-ცხელი ლინკი ქართულ ენაზე

This post has been edited by 1715 on 17 Aug 2011, 15:11
pawo_pawo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1354
წევრი No.: 74381
რეგისტრ.: 12-November 08

გამოგზავნილია: 21 Aug 2011, 19:54  #27002717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მასალა სად ვნახოთ იქნებ იცოდეს ვინმემ


--------------------
Dasaqmeba.ge იპოვე შენი საქმე !
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25027
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 14 Sep 2011, 02:35  #27366770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1715 - წმინდა ბიზნესის კუთხით არასოდეს მომიყვანია ნიორი, მაგრამ სოფელში, გურიაში ყოველთვის გვქონდა ოჯახში და რაღაც პრაქტიკული გამოცდილება მაქვს. ჩვენ გვეთესა ვენახის მწკრივებში ისევე ჩაყოლებული, როგორც თავად ვაზია დარგული, მწკრივებს შორის კი სიმინდი გვეთესა ყოველტვის. სპეციალურად არ ვუვლიდით ნიორს, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ვაზს და სიმინდს ვპატრონობდით ანუ გათოხნა, ბალახისგან გაწმენდა. არც სასუქი შეგვიტანია არასოდეს, მაგრამ ნაკელი კი შეგვქონდა ვენახში და ეგეც საზრდოობდა იმით. სამწუხაროდ, ახლა ვენახის მომვლელი იქ არავინ მყავს და რაკიღა არ იბარება, ნიორმა გადაფარა ყველა და ყველაფერი - სეზონზე ტყესავით არის. თუმცა ბალახს თუ მოაცლი, ბევრად უკეთეს მოსავალს მოგცემს. მიწაც ძაან ნოყიერი ვერ არის - თიხანარევია, მსუბუქი და შედარებით ცხელიც, მაგრამ რაკიღა ცოტა ფხვიერია, ნიორი მაინც კარგად ეგუება. ვერ იტანს სქელ, მოჭერილ, წითელ და აყალო მიწებს, რაც სალტესავით ეჭირება - ესეც გაითვალისწინე, უფრო ფხვიერი მიწა შეურჩიე. მე არ გამომიცდია, მაგრამ მეზობლისგან გამიგონია, რომ ყვავილობას როცა დაიწყებს, თავი უნდა გადაატეხოო - მთელი საკვები იმ ყვავილედში მიდის, ხოლო ტუ გადატეხავ, მაშინ ბოლქვი დამსხვილდებაო. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ლოგიკურად სწორიც ჩანს და ცდაც შეიძლება, თუნდაც რამდენიმე ინდივიდზე.
დარგვა ხდება ოქტომბერში, მაქსიმუმ - ნოემბერში. ამდენად, უკვე მოდის მაგის დრო. ჩვენ დარგვაზე სპეციალურად არასოდეს შევწუხებულვართ - მაგას რომ იღებ მიწიდან, დიდ თავებთან ერთად მოყვება პატარ-პატარა თავებიც, დაახლოებით სიმინდის მარცვლის ოდენა. აი, იმას იქვე ვაცილებდით, როგორც ნაგავს, მაგრამ მიწაში ხომ რჩებოდა და ის ამოდიოდა. ზოგი მოჭრილ თავებსაც გამოყვებოდა და მერე დასუფთავებისას რაც გროვდებოდა, მეზობლებს მიჰქონდათ - მოაბნევდნენ თავის ბაღ-ბოსტანში და ამოდიოდა. ოღონდ ჩვენ რაღაც სხვა ჯიში გვაქვს - ხახვივით მთელი თავებია, უკბილო, მაგრამ ბოლო წლებში, კბილიანებიც მომრავლდა, ოღონდ ის კბილებიც ბევრად დიდებია, ვიდრე - ჩვეულებრივი ქართულისა. ეს დამტვერვის ბრალია თუ რისი, ვერ გეტყვი. არადა, არც მეზობელი მყავს იმდენად ახლოს, დამტვერვა მოეხდინა, ხოლო ჩვენ იშვიათად ვრგავდით ჩვეულებრივ ნიორს - ეს უფრო ცხარეცაა და შესაბამისად ცოტა გჭირდება, თან დიდებია და უფრო ხვავრიელი, დასამუშავებლადაც ბევრად მოსახერხებელი.
სასუქის ნაცვლად, საშუალება თუ გაქვს და ნაკელს შეიტან, ორმაგად კარგია - ნიადაგსაც მოუხდება და ნიორიც იფეთქებს, უყვარს მასეთი მიწა. ნაკელზე ამოსულს ფოთლებიც კი განსხვავებული ჰქონდა - უფრო ხასხასა მწვანე, უფრო ფართო და სქელი.
და მექანიზაციის ამბები ხომ არ იცის ვინმემ ანუ მანქანა-დანადგარი, რომელიც დატესვა-კულტივაცია-ამოღებიდან რომელიმეს მაინც რომ აკეტებდეს? ყველაზე შრომატევადი ამოღებაა, თორემ დანარჩენს კიდევ მოუვლი კაცი.


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
1715
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1581
წევრი No.: 83832
რეგისტრ.: 3-February 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2011, 01:29  #27382743      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tavadze

გაიხარე დიდი მადლობა, თემა ნუ მოვკალით, ცოტა ვიაქტიუროთ ხალხო smile.gif
iase
summer time


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31968
წევრი No.: 6949
რეგისტრ.: 22-October 04

გამოგზავნილია: 15 Sep 2011, 15:12  #27388067      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · aim
არის ვინც ერთნაირად აიღებს 9-10 ტონას?

6-7 ლარში კილოს


This post has been edited by iase on 15 Sep 2011, 15:12


--------------------
ოკ
ekonomika
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 130202
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 15 Sep 2011, 22:56  #27395279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არის ვინც ერთნაირად აიღებს 9-10 ტონას?

ერთი ოთხი ცალი მაინც მომეცი . მემგონი გრიპი მეპარება smile.gif)))))
1715
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1581
წევრი No.: 83832
რეგისტრ.: 3-February 09

გამოგზავნილია: 16 Sep 2011, 01:32  #27397785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გურიაში მქონდაო ადამიანმა ნიორიო, მე ზეტაფონში მინდა გავაკეთოთქო და დასავლეთში არ მოდისო, გურიაში თუ მოდის ზესტაფონში არ მოვა ?
Mateo Falcone
In cannabis veritas


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12608
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06

გამოგზავნილია: 22 Sep 2011, 18:32  #27496040      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
1715
QUOTE
გურიაში მქონდაო ადამიანმა ნიორიო, მე ზეტაფონში მინდა გავაკეთოთქო და დასავლეთში არ მოდისო, გურიაში თუ მოდის ზესტაფონში არ მოვა ?

გურული რას გეტყოდა აპა...
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25027
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2011, 17:36  #27541837      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mateo Falcone
QUOTE
გურული რას გეტყოდა აპა...

დაგეწვას ჰუმორი, მარა სად გქონია რო. biggrin.gif
1715
QUOTE
გურიაში მქონდაო ადამიანმა ნიორიო, მე ზეტაფონში მინდა გავაკეთოთქო და დასავლეთში არ მოდისო, გურიაში თუ მოდის ზესტაფონში არ მოვა

დასავლეთში როგორ არ მოდის, თუ მოიყვან. ამ ზაფხულს ბიზნეს-კურიერში ცაგერიდან ჰქონდათ რეპორტაჟი მომზადებული, რომელიღაც სოფელში ადგილობრივ მასწავლებელს გრანტით წამოუწყია ნივრის ბიზნესი.
ზესტაფონზე მხოლოდ იმას გირჩევ, რომ შედარებით ფხვიერი ნიადაგი შეურჩიე - ის აყალო მიწები, ქვევრებს და ამგვარებს რომ აკეთებენ, არ გამოადგება, სქელი მიწებია და არ გაუშვებს, კარგად ვერ გაიხრდება.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (22) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0224 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]