forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პირველი ლიგა, შიდა ასპარეზი: 2017-2018
Gio_G83
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 973
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 23 Aug 2017, 13:05  #51195742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შიდა ასპარეზი
პირველი ლიგა
პირველ ლიგაში ტრადიციულად 8 (რვა) გუნდი ასპარეზობს.
გათამაშების საუკეთესო შედეგის მქონე ავტომატურად ადის ელიტაში, ხოლო შედეგებით მეორე საუკეთსო გადასათამაშებელ ორ მატჩიან დუელში დიდი 10-ის ბოლოსწინა (მე-9) ადგილოსანთან არკვევს ელიტის მეორე საგზურის ბედს.
შარშანდელი 2016/17 წლების სეზონი: შარშან, დიდი10_დან დაქვეითებულმა რუსთავის ხარებმა ერთი ამოსუნთქვით (14 მატჩში, 14 გამარჯვება, 14-ვე პრემიალურით, ქულათა სხვაობა +1070) სძლიეს რა ყველა მეტოქეს ღირსეულად დაიბრუნეს ადგილი ელიტაში.
მეორე საგზურისთვის ბრძოლაში თბილისის ივერიას და პატარძეულის ვეფხვებს თბილისის დინამო მიწურულს ჩამორჩა. მიუხედავად ამისა ელიტაში ორი გუნდის აღზევება ვერც წელს შედგა - დონე და კლასში განსხვავება პირველ და უმაღლეს ლიგას შორის დიდია.
გათამაშების უარესი შედეგი სტუდენტურმა გუნდებმა აჩვენეს - თუ თიბისი უნივერსტეტი, როგორც პირველი ლიგის ბოლოადგილოსანი რეგიონალურ ლიგაში ავტომატურად დაქვეითდა, რეგიონალ ლიგიდან ელიტისკენ მიმავალ გზაზე ოზურგეთელ არწივებს ვერც თბილისის სტუ_მ გაუწია წინააღმდეგობა.
პირველი ლიგის ბინადარი დიდი10-ის შარშანდელი შედეგების მიხედვით გახდა ბოლნისის ყოჩები, რომელსაც კონკურენციას პირველი ლიგის ძირითადი ბინადრები გაუწევენ: თბილისის ივერია, დინამო და ხულიგანა, პატარძეულის ვეფხვები და ქუთაისის არესი (რომელიც ლიგის ასევე ახალი ბინადარია), მათ კი დასავლეთიდან ოზურგეთის არწივები და აღმოსავლეთიდან კიკეთის იუნკერები შეუერთდებიან.
ბოლო ორი სეზონის მიხედვით პირველ ლიგაში დაწინაურდა 3 გუნდი: ქუთაისის არესი - ქუთაისის მე-3 გუნდი, ასევე სტუდნეტური, ახალგაზრდული შემადგენლობით იუნკერები და დასავლეთიდან არწივები.
ბევრს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია თბილისურმა სტუდენტურმა გუნდებმა - სტუ და თიბიესი, როემლსაც უმაღლეს ლიგაშიც უთამაშა და ასევე ფოთელი კოლხი რაინდები ყველაზე ქვედა ლიგიდან თუ აიღებენ ესტაფეტას უმაღლესი მიზნებისკენ.
გათამაშება ორ წრედ იმართება, პირველი წრე კი 23/24 სექტემბერს აიღებს სტარტს, როგორც ვთქივთ მონაწილეები არიან - ყოჩები, ივერია, ვეფხვები, დინამო, არესი, ხულიგანა, იუნკეები, არწივები.
გავკადნიერდები და თითოეულს დავახასიათებ (ჩმეულადმაინც) -
ყოჩბი - დიდი ტრადიციების მქონე თბილისური კლუბი, რომელიც ბოლო 4-5 წელია რაც ბოლინისის მუნიციპალიტეტთან პატრნიორობს და აქედან გამომდინარე „ბინა იცვალა“. სამგზის უმაღლეს ჯილდო და 9 ჯერ სხვადასხვა სინჯის (4-ვერცხლი, 5-ბრინჯაო) მედელბნაქონი ყოჩები, ეროვნულ ნაკრებში არაერთი მორაგბის მიმვლინებელნი არასტაბილურობით გამოირჩევიან, თუმცა მათი გამოცდილება ელიტაში დაბრუნებას უპრობლემოდ უდნა გაწვდეს.
ივერია - ზედიზედ მეორე წელია ელიტისთვის იბრძვის და მიზნამდე (პლეიოფამდე) სულ ცოტა აკლდება. იმედია წინა წლების გამოცდილება მეტი კონკურენტუნარიანობის მომტანი იქნება.
დინამო - პირველი ლიგის სტაბილური ბინადარია, რომელიც ყოველ წლიურად ერთერთი უმთავრესი პრეტენდენტია ელიტაში აღსაზევებელი პლეიოფის მონაწილედ. თუ აღნიშნული სტაბილურობა ხარისხშიც აისახება დინამო წელსაც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.
ხულიგანა - ტრადიციების მქონე მრავალი ტალანტის აღმზრდელი გუნდი, რომელიც ბოლო წლებია პირველი ლიგის „კერკეტი კაკალია“, მართალია შორს არის პლეიოფებისგან, მარგამ საბავშვო გინდებიდან არაერთ ნიჭიერ მორაგბეს უზრდის ქართულ რაგბს და თუ გარკვეულ კონტიგენს შეინარჩუნებს მეტ კონკურენციას უდავოდ შეძლებს.
ვეფხვები - ამბიციური გუნდი პატარძეულიდან, გათამაშების ერთერთი უდავოდ საინტერესო მონაწილე - დიდი მიზნებით. თუ მათი პრეფესიული ზრდა გეგმაზომიერად გაგრძელდება, წლეს ელიტისთვის ჭიდილში სეზონის ბოლომდე უნდა დარჩნენ.
არესი - ქუთაისს სამი სხვადასხვა გუნდი მხოლოდ რაგბში ჰყავს, არესმა ჯერ კიდევ შარშან წინ გადალახა რეგიონული ბარიერი, შარშან დამკვიდრდა პირველ ლიგაში და წელს ალბათ შეძლებს კონკურენტუნარიან კოლექტივადაც იქცეს.
არწივები - არწივებმაც მეორე ცდით შეძლეს რეგიონალური ბარიერის გადალახვა და წლევანდელ, სადებიუტო სეზონზე ალბათ შედარებით მოკრძალებული ამბიციებით იბრძოლებენ - თუმცა ის რომ ბრძოლისუნარიანობა მათთვის არ არის უცხო, ბოლო ორი წელია დასტურდება.
იუნკერები - ალბათ ყველაზე ახალგაზრდული გუნდი პირველ ლიგაში, თუმც ამბიციური და მიზნისკენ ჯიქურ მიმავალი. კიკეთში ბაზირებულ იუნკერებს უმაღლეს დონეზე აქამდე წარმომადგენელი არ ჰყოლია, რადგან წლევანდელი შემადგენლობა საფესტივალო ასაკის გუნდების - წლებისწინ დაწყებული საქმის „პროდუქტია“ (და არც თუ ურიგო). არწივებთან ერთად ალაბთ პირველ ჯერზე იუნკრებეს დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევთ ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად.

სარაგბო გეოგრაფიას ვერსად (არსად) გავექცევი და დავამატებ, რომ მონაწილე 8 გუნდიდან
აღმოსავლეთ საქართველოს წარმოადგენს - 6 გუნდი, ხოლო
დასავლეთს - 2
აღმოსავლეთის 6 გუნდიდან პრაქტიკულად 5 თბილისისაა, თუმცა იურიდიულად ან „ბინაშეცვლილი“ ან „შემოგარენიდან“, შესაბამისად თბილისს წარმოადგენს - 3, ხოლო ერთი კახეთს (საგარეჯო) და ორიც ქვემო ქართლს (ბოლნისი და კიკეთი)
დასავლეთის ორი ფალავანი კი ორ რეგიონზე ნაწილდება: არესი იმერეთიდან (ქუთაისი) და არწივები გურიიდან (ოზურგეთი)
კვლავ დანანებით აღვნიშნავდი აჭარისა და სამეგრელოს წარმოამდგენლების არყოლას პირველ ლიგაში.

საჭირო ბმული
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Pirveli/




მიმაგრებული სურათი
Untitled.png


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
Gio_G83
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 973
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 15 Sep 2017, 13:35  #51337626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
23-24 ში განახლდება პირველი ლიგა
ვინმე გვყაავს ამ ლიგასთან სათანადო წვდომით?
რეგიონალი შარშან ბიჭებმა ინფორმაციულად გამოაცოცხლეს

smile.gif
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11127
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 24 Sep 2017, 19:44  #51389345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Gio_G83

რაგბის კაბშირმა გვამცნო, რომ არწივები და ყოჩები დაზავდნენ 17:17


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3670
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 25 Sep 2017, 09:18  #51391665      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რაგბის კაბშირმა გვამცნო, რომ არწივები და ყოჩები დაზავდნენ 17:17

როგორც ჩანს ვერააა ყოჩების საქმე თლა ყოჩაღად
იმოდენა გუნდია, წესით ცალი ხელით უნდა იგებდეს ყველა თამაშს


--------------------
დო'დოო
Gio_G83
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 973
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 25 Sep 2017, 13:59  #51392978      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გვამცნო, გვამცნო და...
იუნკერები - ივერია გადაიდო?

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Pirveli/

არესის მოგება გამიკვირდა
სადღაც ხულიგანამაც დიდი სხვაობით წააგო
აი ყოჩები - არ ვიცი
Gio_G83
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 973
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 2 Oct 2017, 13:10  #51433229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამასობაში პირველი ლიგაც ხურდება.
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Pirveli/
მე-2 ტურში ზვანში ოზურგეთის არწივებმა თბილისის დინამოს უმასპინძლეს და 8:16 დამარცხდნენ
პატარძეულში კი ვეფხვები ქუთაისის არესს დახვდა და 21:14 სძლია, მარცხის მიუხედავად 7 და ნაკლები ქულით წაგებისთვის სანუგეშო ქულა მოიპოვეს რიონისპირებელბმა. ივერიამ კი შევარდენზე 42:7 დაამარცხა ხულიგანა და პრემიალური ქულაც მიითვალა, ასევე ევარდენზე დიდი მოლოდინი გამოიწვია ჩამოლაბორანტებული ყოჩების გაუმცროსმეცნიერმუშაკებული იუნკერების დაპირისპირებამ, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ყოჩებმა გასულ ტურში ლიგის დებიუტანტებთან მხოლოდ ფრე იხეირეს, მეორე დებიტანსტს კი მოგეს და თანაც ბონუსით 24:0

მომდევნო მე-3 ტურში საინტერესო დაპირსპირებები გველოდება:
ორივე ზონის ყოჩისა და დებიტანტის ჯახი - იუნკერები:არწივები
ტრადიციული მეტოქეების რკენა - დინამო:ვეფხვები
უდანაკარგოს მოასპარეზე ივერიის ქუთაისში სტუმრობა - არესი:დინამო
და დღემდე აუტსაიდერი ხულიგანას და ამბიციური ყოჩების პაექრობა

9-9 წულით უდანაკარგოდ და თითო ბონუს ქულით ცხრილს ვეფხვები და ივერია ლიდერობენ, მათ კვალში ყოჩები უდგას, როემლიც არესის და დინამოს „სუნთქვას“ გრძნობს, აი არწივებს, იუნკერებს და ხულიგანას წელს ჯერ მოგების გემო არ უგემიათ.
Gio_G83
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 973
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 20 Oct 2017, 13:56  #51534055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩაიარა მესამე ტურმაც და მე-4 ტურის მოლოდინში პირველი მატჩი გუშინ ითამაშა ვეფხვებმა გასვლაზე არწივებთან და 44:0 იც მოუგია

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Pirveli/

ორი ტურის ცენტრალურ მატჩად თუ ყოჩები - არესის დაპირისპირების მიჩნევა შეიძლება, დინიამო-ივერია "ძველი" მეტოქეების დერბია
იუნკერები-ხულიგანაში კი თუ ფრე არ დაჯდება მხოლოდ ერთი გუნდიღა იქნება მოგების გარეშე
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4309 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]