forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (75) « პირველი ... 36 37 [38] 39 40 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძველებური მუღამები VII, ყოველი დაფარული გაცხადდეს ...
mcenare-99
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14649
წევრი No.: 85670
რეგისტრ.: 1-March 09

გამოგზავნილია: 4 Mar 2018, 04:03  #52288511      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

იქნება გამარკვიოთ ამ რებუსში, 1918 წელს რეორგანიზაცია ჩატარდა თუ როგორაა?
წყარო ჟურნალი შევარდენი, იანვარი 1922 წელი

This post has been edited by mcenare-99 on 4 Mar 2018, 04:36


--------------------
ბადრი კვარაცხელია: "ტობოლს" შევაკვდებით და შანსები 50-50-ზეა!

lol.gif lol.gif lol.gif

გაძლიერებაზე უფრო აქცენტს ქართველ ფეხბურთელებზე ვაკეთებ, რადგან უცხოეთში ბევრგან ჩემპიონატი დამთავრებული არის და ფეხბურთელები ფორმაში არ არიან.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15701
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 4 Mar 2018, 11:39  #52288995      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მაგ საკითხს ~ 1972 ლელოებში არჩევდა ვანო ალიხანოვი


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
Count Szegedi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1780
წევრი No.: 53107
რეგისტრ.: 12-February 08

გამოგზავნილია: 6 Mar 2018, 14:29  #52301167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
ვანო ალიხანოვი

ამ კაცის მემუარები წავიკითხე და ძალიან საინტერესო ვინმე ჩანს, მდიდარი თბილისელი სომხის ოჯახიდან. პაპიდა გათხოვილი ყოფილა გიორგი ერისთავზე (აი, "გაყრა" რომ დაწერა). გრიგრი ადელხანოვი ყოფილა მაგისი მამიდაშვილი. დედა - ტფილისელი გერმანელი. დიდ სახლი ჰქონიათ. ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ, ეგ სახლი წაურთმევიათ და მხოლოდ რამდენიმე ოთახი დაუტოვებიათ. ქვედა სართულზე შესახლებულა ლავრენტი პავლოვიჩი ოჯახით და მაგათი ავეჯი მიუთვისებია. დედას ფილიპე მახარაძესთან უჩივლია და ბერია იძულებული გამხდარა, ავეჯის ნაწილი დაებრუნებინა. ეს ჯერ კიდევ 20-იანი წლებია, თორემ ცოტა გვიან რომ ყოფილიყო, ვერც დედა გაბედავდა ჩივილს და ვერც ფილიპე რამის თქმას.

მერე მამა გარდაცვლია და დედამისი მეორედ გათხოვილა. მამინაცვალი ყოფილა საშა ეგნატაშვილი, იაკობ ეგნატაშვილის შვილი. ალიხანოვი საკმაო პატივისცემით იხსენებს მამინაცვალს. მერე ეგ ეგნატაშვილი მოსკოვში გადავიდა, სტალინის კვებაზე გახდა პასუხისმგებელი და ცოლი და გერებიც თან წაიყვანა. სანამ თბილისში ვიყავი, კეკესთან რამდენჯერმე საჭმელი მაქვს მიტანილიო, მოსკოვში იაშა ჯუღაშვილს ვიცნობდიო, ერთხელ სტალინი და ბერია გვესტუმრნენო, ვასიაც არის ჩვენთან ნამყოფიო და რაღაცეებს იხსენებს. ჭიდაობა დაუწყია, ალბათ მამინაცვლის გავლენით, ეგნატაშვილი კარგი მოჭიდავე ყოფილა ახალგაზრდობაში. კონსტანტინე კობერიძე ჩემი მეგობარი იყოო.

ბერიას არ მოსწონდა, ეგნატაშვილი რომ სტალინთან დაახლოებული იყოო. მალე ალიხანოვის დედა დაიჭირეს და გადასახლებაში დაიღუპა. ძმა მგონი ფრონტზე. თვითონ ვანია საქართველოში დაბრუნდა, ეგნატაშვილის შვილები პირველი ქორწინებიდან დაეხმარნენ. იხსენებს, საშა ჩამოვიდა თბილისში და მითხრა, ცოლი მინდა მოვიყვანო და ნებას თუ მომცემო.

მერე ეგნატაშვილიც გარდაიცვალა. ალიხანოვი თბილისში ფიზკულტურის ინსტიტუტში მუშაობდა ჭიდაობის კათედრის გამგედ. მეთოდიკის წიგნები დაუწერია. ქართველ მოჭიდავეებს ძალიან კარგად იხსენებს. ჭიჭიკოსთანაც ჰქონია რაღაც ურთიერთობა და ძალიან ცხვირაწეული კაცი იყო, ზედ არ უყურებდა არავისო.

შვილი პოეტი გამხდარა, სერგეი ალიხანოვი. აი, ეს კაცი: https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%BB%...%B2%D0%B8%D1%87 . მეჟიროვის სიძე ყოფილა.

90-ან წლებში ემიგრაციაში წავიდა შტატებში თავის დასთან. თბილისში ბინის პრივატიზებაზე უარი მითხრეს, სომეხი ხარო. არ ვიცი, რამდენად მართალია.

თბილისში სომეხს მეძახდნენ, მოსკოვში ქართველს, ჯარში გერმანელს დედის გამოო. თავისიანად არავინ არ მიღებდაო, რღაც ეგეთს ჩივის. მშობლიური ენა რუსული მქონდაო.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15701
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 6 Mar 2018, 15:29  #52301519      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
მშობლიური ენა რუსული მქონდაო.

ჰოდა, ყოფილა "სოვოკ"ი



datberi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 846
წევრი No.: 20975
რეგისტრ.: 20-June 06

გამოგზავნილია: 6 Mar 2018, 17:00  #52302033      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Count Szegedi
QUOTE
90-ან წლებში ემიგრაციაში წავიდა შტატებში თავის დასთან. თბილისში ბინის პრივატიზებაზე უარი მითხრეს, სომეხი ხარო. არ ვიცი, რამდენად მართალია.


ბინების პრივატიზება კომუნისტების ბოლო წელს დაიწყო, მერე შეჩერდა, მაშინ ფასიანი იყო და ყველას მგონი არც აძლევდნენ. შეიძლება უარიც უთხრეს. 92 წლის მერე უფასო პრივატიზება შემოიღეს

ჩემ ბავშვობაში ეგნატაშვილი, მგონი ბიჭიკო, იყო სპორტის სასახლის დირექტორი, პაპაჩემის ალო მგობარი იყო და საახახლწლო ნაძვის ხის მოსასწვევებს გვიგზავნიდა მახსოვს, სადღაც 74-78 წლებში ხდებოდა მგონი.
მაგ ეგნატაშვილის რა იყო აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაც ნამდვილად იყო

This post has been edited by datberi on 6 Mar 2018, 17:07


--------------------
[COLOR=orange][SIZE=1][FONT=Courier]
Dennis Bergkamp
არამფრინავი ჰოლანდიელი


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7174
წევრი No.: 134973
რეგისტრ.: 20-August 11

გამოგზავნილია: 6 Mar 2018, 19:44  #52302950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეგობრებო ერთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ კომპეტენტური პასუხის გაცემა, გთხოვთ გვერდი არ აუაროთ პოსტს.

ანუ 1964-ში სლავა მეტრეველი ცენტრფორვარდად გადმოწიეს.

1965-დან 1967-ის ჩათვლით, (დათუნაშვილის წასლვამდე), სლავა ისევ ცენტრფორვარდად თამაშობდა თუ არა?

სტატისტიკას რომ გადავხედე, ორივეს საკმარისად ბევრი თამაში აქვს ჩატარებული. ანუ ერთად ხშირად თამაშობდნენ, ჰოდა სავარაუდოდ სლავა იდგა ისევ ცენტრფორვარდად, მაგრამ არა სავარაუდო, არამედ დასტურ პასუხი მაინტერესებს smile.gif

დიდი მადლობა წინასწარ


--------------------
დალაგებული კასანოს დონის ბერგკამპი (c) ბებერი სენიორას თემა

ხო, თუ იმიტომ წერ რო განხილვაში შევიდე და მერე მაგის გამო მომცე ბანი, ტყუილად ჩალიჩობ (c) Darker Side
datberi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 846
წევრი No.: 20975
რეგისტრ.: 20-June 06

გამოგზავნილია: 6 Mar 2018, 22:37  #52303877      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dennis Bergkamp
მაგ პერიოდში ვისაც რა ნომერი ეწერა იმ პოზიციაზე თამასობდა

მაგით შეგიძლია გარკვევა.
4-2-4 სისტემით 9 და 10 ცენტრფორვარდები იყვნენ
4-3-3 სისტემით 10 იყო ცენტრფორვარდი

მაგრამ აი წლები აღარ მახსოვს როდის რა სისტემა იყო. ანუ 3 თავდამსხმელზე როდის გადავიდნენ
Dennis Bergkamp
არამფრინავი ჰოლანდიელი


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7174
წევრი No.: 134973
რეგისტრ.: 20-August 11

გამოგზავნილია: 6 Mar 2018, 23:13  #52304125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
datberi
QUOTE
ანუ 3 თავდამსხმელზე როდის გადავიდნენ


სამ თავდამსხმელზე მერე გადავიდნენ, როდესაც 67-ში დათუნაშვილი წავიდა. ნოდია მოვიდა ცენტრფორვარდად და დაუბრუნდა ფლანგს სლავა.
Count Szegedi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1780
წევრი No.: 53107
რეგისტრ.: 12-February 08

გამოგზავნილია: 6 Mar 2018, 23:34  #52304271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
datberi
QUOTE
ჩემ ბავშვობაში ეგნატაშვილი, მგონი ბიჭიკო, იყო სპორტის სასახლის დირექტორი, პაპაჩემის ალო მგობარი იყო და საახახლწლო ნაძვის ხის მოსასწვევებს გვიგზავნიდა მახსოვს, სადღაც 74-78 წლებში ხდებოდა მგონი.
მაგ ეგნატაშვილის რა იყო აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაც ნამდვილად იყო

შვილი იყო პირველი ქორწინებიდან. ალიხანოვი ხშირად ახსენებს მაგ მემუარებში. ერთად გავიზარდეთ, სამი წელი იყო ჩვენს შორის განსხვავებაო. შვერნიკის დაცვაში მუშაობდა და ბერია ბოლოს დაჭერას უპირებდა, მაგრამ თვითონ ბერიას დაერხა და ბიჭიკო მაგით გადარჩაო. სპორტის სასახლის დირექტორად მუშაობის დროს "ადგილს აფუჭებდა", რადგან ქრთამის აღებ-მიცემობაში ჩართული არ იყო, მაგიტომაც გაათავისუფლეს მაგ თანამდებობიდან და ბოლოს მარკებს აგროვებდაო.

https://www.libfox.ru/484858-ivan-alihanov-...h-anekdoty.html

საოჯახო ფოტო ტრიკოებში smile.gif ვანია, საშა ეგნატაშვილი, ბიჭიკო და ვანიას ძმა მიშა:

user posted image
datberi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 846
წევრი No.: 20975
რეგისტრ.: 20-June 06

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 18:53  #52308640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

Dennis Bergkamp

მეტრეველი

64 წელს 24-ჯერ #8, 9-ჯერ # 10, სეზონის ბოლოს
65 წელს 15-ჯერ 8, 10-ჯერ # 10, 3-ჯერ #9, ერთხელ შემმოვიდა შეცვლაზე
66 წელს ერთხელ # 8, 4-ჯერ 10, 11-ჯერ #9
67 წელს 8-ჯერ #8. ერთხელ #7. 22-ჯერ #9

აი 8 ნომრით სავარაუდოდ, უფრო სწორად ძალიან დიდი ალბათობით ფლანგზე იყო. მაშინ მუდმივი ნომრები არ იყო, ვინც რა პოზიციაზე იდგა იმ ნომრიან მაისურს იცმევდა. მეკარე იყო 1, და მესხი სულ 11 ( სულ პირველი სადებიუტო მატჩი ითამაშა 7 ნომრით 1955 წელს.

მე მხოლოდ სსრკ ჩემპიონატებზე დავწერე



Count Szegedi
QUOTE
შვილი იყო პირველი ქორწინებიდან

ეგრეც მახსოვდა, დარწმუნებული არ ვიყავი, მადლობა
Dennis Bergkamp
არამფრინავი ჰოლანდიელი


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7174
წევრი No.: 134973
რეგისტრ.: 20-August 11

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 19:32  #52308840      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
datberi
მადლობა. სადმე იძებნება შემადგენლობები იმ პერიოდის? ძალიან დამავალებთ
nissan-terrano
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1096
წევრი No.: 212482
რეგისტრ.: 10-January 16

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 19:48  #52308913      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dennis Bergkamp

http://fc-dynamo.ru/champ/rezult.php?vk=%C...E8%EB%E8%F1%E8)

და

http://www.dinamo-tbilisi.ru/statistika/chempionat-sssr/

არქივებიდან და მატჩების ოფიციალური ოქმებიდანაა გაკეთებული,
კაი ხანია მაგ საქმეზე ვმუშაობთ

This post has been edited by nissan-terrano on 7 Mar 2018, 19:49
GRIZLY07
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10984
წევრი No.: 37833
რეგისტრ.: 7-July 07

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 21:17  #52309425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
იაკობ ეგნატაშვილი

არის ვერსია თითქოს სტალინის ბიოლოგიური მამა იყო


--------------------
ბაგრამიანის ბატალიონის წევრებს მოვუტ*ან დედის მუტე*ი
Count Szegedi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1780
წევრი No.: 53107
რეგისტრ.: 12-February 08

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 21:24  #52309465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GRIZLY07
QUOTE
იაკობ ეგნატაშვილი

QUOTE
არის ვერსია თითქოს სტალინის ბიოლოგიური მამა იყო

კი. სხვათა შორის, ალიხანოვიც ახსენებს მაგ ვერსიას თავის წიგნში და ამბობს, იაკობიც მაგიტომ დაარქვა პირველ შვილს სტალინმაო.

* * *
datberi
QUOTE
მეტრეველი

64 წელს 24-ჯერ #8, 9-ჯერ # 10, სეზონის ბოლოს

ოქროს მატჩშიც 10 ნომერია, თუმცა ფრაგმენტებიდან ისე ჩანს, რომ უფრო ხშირად ფლანგზე თამაშობს.
datberi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 846
წევრი No.: 20975
რეგისტრ.: 20-June 06

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 22:32  #52309849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Count Szegedi
QUOTE
ოქროს მატჩშიც 10 ნომერია


არა და ოქმში 8 ნომრად წერია Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. ვიდეოშI 10 ჩანს
კიდევ ორ მატჩშია მგონი არეული,
სეზონის ბოლოს სულ 10 იყო


* * *
Сегодня в Орске гостит Анатолий Марченко, мастер спорта международного класса, член молодежной сборной СССР по баскетболу, подполковник в отставке Вооруженных сил Казахстана, который живет и работает в Алма-Ате.

С Марченко мы встретились в редакции. Судьба баскетболиста, воспитанного в Орске, интересна и его сверстникам-спортсменам, и молодежи, которая только учится зарабатывать медали. У нашего города славная баскетбольная история, и многие его знают лично или наслышаны как о легенде советского спорта. Удивительно стройный и баскетбольного роста человек.
Когда разговорились, оказалось, что первым его тренером был знаменитый Кузьмич. Геннадий Кузьмич Кухтинский, начальник Управления образования города, в свое время помог многим талантливым мальчишкам найти собственную дорогу в большой спорт. Марченко и сегодня с теплом отзывается о бывшем тренере.
Но из города будущей спортивной звезде пришлось уехать в 17 лет по приглашению Спортивного клуба армии, базирующегося в Алма-Ате. Его пропуском в большой спорт стал «СКА-12». Там заработал первые медали на республиканских и общесоюзных соревнованиях.
Не строя больших планов, связанных с армейской службой, Марченко волей судьбы спортивную карьеру и последующую работу накрепко связал с вооруженными силами. В начале 80-ых играл в составе тбилисского «Динамо», команда выступала в Высшей лиге. Там же проходил срочную службу, поступил в спортивный институт. В составе «Динамо» попал на соревнования стран социалистического лагеря «Динамиада». Его команда стала чемпионом, но спортивных званий тогда молодым игрокам не присвоили, пояснили это так: «Рановато, у вас все еще впереди».
Мастером международного класса он стал позже, вернувшись в Алма-Ату, где продолжил играть в родном уже «СКА-12». После распада СССР в 1991 году участвовал в Азиатских играх, в чемпионате мира среди военнослужащих.
Мастером международного класса стал в 1995 году, когда команда завоевала «бронзу» на другом спортивном форуме военных, в Техасе.
Играл наш земляк до 1998 года, а затем остался на военной службе, занимался организацией физподготовки в армии. Несколько лет назад ушел на пенсию в звании подполковника. И при этом снова вернулся в баскетбол. Занимается подготовкой молодых талантов

https://hron.ru/news/read/35031
* * *
როგორც ტექსტიდან ირკვევა ანატოლი მარჩენკო ჯარის გასავლელად ალმა-ატის სხადან წამოვიდა თბილისის დინამოში. გაიარა ჯარი და ისევ სკა-ში დაბრუნდა

This post has been edited by datberi on 7 Mar 2018, 22:39

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
z_83acc347.jpg
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (75) « პირველი ... 36 37 [38] 39 40 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0392 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]