Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > განათლება > დავამხეცოთ ინგლისური ენა !


Posted by: bareza 23 Jan 2015, 17:41
მოგესალმებით !

ვებ-გვერდზე http://englishworldguide.com/ შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და ცოდნა ინგლისური ენის შესახებ.

გახლავართ ინგისური ენის ფილოლოგი, მაგრამ წლებია ჩემი პროფესიით აღარ ვმუშაობ.


მოგეხსენებათ ენამ დავიწყება იცის (ასე ამბობენ ;-) ) ამიტომ შევქმენი ბლოგი, სადაც ვტვირთავ ონლაინ გაკვეთილებს სხვადასხვა ტერმინოლოგიის შესასწავლად, მასალებს, რომლებიც გამოადგებათ TOEFL და IELTS სერთიფიკატების აღების მსურველებს.

ყოფილ კურსელებთან ერთად განვიხილავთ ენაში, ანუ ინგლისური ენის გრამატიკაში მიმდინარე ტენდენციებს.

ერთმანეთს ვუზიარებთ ენის შესწავლის მეთოდოლოგიას და მისი შესწავლის პერსპექტივებს ინგლისურენოვან ქვეყნებში.
შეძლებისდაგვარად ვასრულებთ თხოვნებს რაც გამოიხატება ელექტრონული სახელმძღვანელოების მოძიება/მიწოდებაში ან/და დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემაში.

რეგისტრაცია და ყველა მასალა რასაც ვებ-გვერდზე ნახავთ ან მასალა რასაც პირადად თქვენ მოგაწვდით, არის უფასო !

P.S. პოსტენი და თხოვნები მიიღება მხოლოდ ინგლისურ ენაზე wink.gif შეცდომების ნუ მოგერიდებათ, ნიშნებს არ ვწერთ
war.gif war.gif sa.gif

Posted by: rebelrebel 25 Jan 2015, 21:48
აიელთისის და ტოიფელის სწავლა სად შეისწევლაა???

Posted by: bareza 30 Jan 2015, 14:20
IELTS სჯობს British Council მოემზადო. თვითონ ეგები იბარებენ და პროცედურას მაგრა დაგამუღამებინებენ.
TOEFL კი შენით უნდა მოიძიო კვალიფიციური რეპეტიტორი. ოღონდ ძვირია.
თუ შენით აპირებ, ონლაინ მასალებიც არის და დღეში 30–40 წუთიანი შრომით ჩააბარებ ) ანუ შენთვის საჭირო ქულებს მიიღებ war.gif

Posted by: yaramana 8 Feb 2015, 22:45
ისა და ჩემისით ინგლისურს ვერ ვისწავლი,მხოლოდ საჭირო ლიტელატურა დამისახელეთ ,დამიჯერეთ ძალიან შრომისმოყვარე ვარ, სასაუბროთ არ მინდა მხოლოდ ინტერრნეტისთვის მჭირდება....

Posted by: bareza 9 Feb 2015, 16:10
ანუ ტერმინოლოგიის სწავლა გინდა. ისიც გააჩნია რა დონეზე ... ელემენტარულისთვის გუგლის ტრანსლეიტი გამოგადგება.
რამე თემის საფუძვლიანად შესწავლას თუ აპირებ, სპეციფიკური ლექსიკონები დაგჭირდება. მაგალითად ოქსფორდის სხვადასხვა თემატური ლექსიკონები. ისე გაითვალისწინე რომ ლექსიკონი უნდა იყოს English/English, ანუ სიტყვას განსაზღვრება იგივე ენაზე უნდა ჰქონდეს.

თუ რამე მასალის მოწოდება შემიძლია, ვებ-გვერდზე http://englishworldguide.com დაპოსტე, იქ უფრო ხშირად ვარ და მოგაწვდი.
ექსკლუზიურ მასალას ვერ გამოვაქვეყნებ საავტორო უფლებებ ის გამო, რადგან არ არის ვარეზი. smile.gif

P.S. პოსტი "რამენაირ" ინგლისურად გააკეთე. მაგალიტად: I need Oxford business English Dictionary wink.gif


Posted by: franifrani15 15 Feb 2015, 15:46
სად შეიძლება შევისწავლო ინგლისური ისეთ დონეზე რომ შევძლო FС სერთიფიკატის აღება???

Posted by: bareza 16 Feb 2015, 00:18
QUOTE (franifrani15 @ 15 Feb 2015, 16:46 )
სად შეიძლება შევისწავლო ინგლისური ისეთ დონეზე რომ შევძლო FС სერთიფიკატის აღება???


ალბათ გულისხმობ Cambridge English: First (FCE) ?! http://www.cambridgeenglish.org/exams/first/exam-dates/
ამ ცენტრებში ბარდება ეგ გამოცდები და მაქვე სჯობს მომზადება. ან კერძო რეპეტიტორებთანაც შეიძლება, მაგრამ ძვირია გაცილებით.

British Council, >> http://www.britishcouncil.ge/en
ეს ცენტრები დაგუგლე რა
Education & Training International Ltd, Georgia
National Assessment and Examinations Center

Posted by: pisooo_piso 17 Feb 2015, 11:51
გამარჯობა, 121 გვერდი რომ არ წავიკითხო, მჭირდება რეპეტიტორი ინგლისური ენის, რომელიც იქნება დიდი ბრიტანეთიდან სასურველია და არა ამერიკელი, ან ქართველი მაგრამ ორიენტირებული ბრიტანული ინგლისურის სწავლაზე. კერძოდ კი სფიჩი მინდა გავიუმჯობესო ძალიან ძლიერი პროგრამით მოკლე ვადებში. ანუ მჭირდება ძააააალიან ძლიერი სპეციალისტი ორიენტირებული სფიჩზე და ამ კუთხით და ამ ტემპებით. აი მაგალითისთVის უნივერსისტეტის ძალიან ძლიერი ლექტორები რომ იყვნენ, ფასს ვედები ძვირიც რომ იყოს გავწვდე. გმადლობთ წინასწარ.

Posted by: bareza 17 Feb 2015, 21:13
QUOTE (pisooo_piso @ 17 Feb 2015, 12:51 )
გამარჯობა, 121 გვერდი რომ არ წავიკითხო, მჭირდება რეპეტიტორი ინგლისური ენის, რომელიც იქნება დიდი ბრიტანეთიდან სასურველია და არა ამერიკელი, ან ქართველი მაგრამ ორიენტირებული ბრიტანული ინგლისურის სწავლაზე. კერძოდ კი სფიჩი მინდა გავიუმჯობესო ძალიან ძლიერი პროგრამით მოკლე ვადებში. ანუ მჭირდება ძააააალიან ძლიერი სპეციალისტი ორიენტირებული სფიჩზე და ამ კუთხით და ამ ტემპებით. აი მაგალითისთVის უნივერსისტეტის ძალიან ძლიერი ლექტორები რომ იყვნენ, ფასს ვედები ძვირიც რომ იყოს გავწვდე. გმადლობთ წინასწარ.

ყველაზე კარგი რეპეტიტორი საკუთარი თავია:
1. დაამუშავე ტექსტები/დისკურსი შენთვის საინტერესო თემაზე. სასურველია რა ტექსტზეც მუშაობ, იმის მოსმენის საშუალება გქონდეს.
2. ტექსტში მოცემული ახალი და საინტერესო ფრაზები და სიტყვები ამოწერე.
3. მათი გამოყენებით შექმენი შენი ტექსტი სხვა სიუჟეტით. ეცადე სტილი იყოს სტატიების მსგავსი რასაც ნახავ აქ >> http://www.telegraph.co.uk/
4. სოციალურ ქსელებში დაიმეგობრე ხალხი დიდი ბრიტანეთიდან. არიან მოხალისე მასწავლებლებიც. შესაძლებელია მათთან კომუნიკაცია მიკროდფონით და ვებ-კამერით.
5. შენს მიერ დამუშავებული ტექსტებით გააბრუე ხოლმე დღე-ღამეში 1-2 საათი.
6. უსმინე BBC .
7.დაიმახსოვრე რასაც უსმენ, ამისთვის ბევრჯერ მოგიწევს ერთი და იგივეს მოსმენა.
8. აკომპანირება გაუკეთე რასაც უსმენ.

ლექტორებს რაც შეეხება ძველი უცხო ენების ბაზაზაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეგულება რამოდენიმე მაგრამ სულ გადარბენებზე არიან, ანუ საქართველოში იშვიათად გამოიჭერ და გრაფიკი მათ უნდა აუწყო.
p.m. მომწერე თუ რამე
yes.gif

Posted by: E&LC 17 Feb 2015, 21:16
ინგლისური ენა უცხოელ და ქართველ პედაგოგებთან.
მიიღებიან ნებისმიერი მსურველები
გრამატიკულ ნაწილს გაივლით ქართველ პედაგოგთან.
პირველი და მეორე გაკვეთილი უფასოა, რათა დარწმუნდეთ სწავლების უმაღლეს ხარისხში.
მეცადინოებები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ერთი გაკვეთილის სანგრძლივობა 2 საათი,თვეში რვა გაკვეთილის ღირებულებაა :70 ლარი
გისურვებთ წარმატებებს!
მისამართი:მეტრო ახმეტელთან
ტელ: (2)57-00-11;555 420-423; 579 11-00-42

Posted by: Topiary 17 Feb 2015, 22:06
QUOTE
TOEFL და IELTS სერთიფიკატების აღების მსურველებს.


რამე ონლაინ მასალები შეგიძლიათ დადოთ? user.gif 2 კვირაში მინდა მოვასწრო მაქსიმალურად.. ტესტებზე ვარჯიში და ა.შ user.gif

Posted by: psyxo 18 Feb 2015, 02:26
bareza
იცი რა მაინტერესებს...? როგორ ითქმება ინგლისურად...
ბოზიშვილივიყო –
შენი შუბა დავხიე–
wink.gif gigi.gif

Posted by: Lazva 18 Feb 2015, 02:35
psyxo
I would son of bitch mad.gif
I cut your shuba vik.gif

Posted by: psyxo 18 Feb 2015, 03:40
iazva
QUOTE
I cut your shuba vik.gif

ეს თუ გადაითარგმნება გიწამებ და მოგენდობი wink.gif ?


Posted by: Dface 18 Feb 2015, 03:56
აქ ინგლისურის კარგად მცოდნეები პოსტავთ და "შენ შემოგევლე" და "გენაცვალე" ინგლისურად როგორ იქნება იცით? სერიოზულად მაინტერესებს yes.gif

Posted by: bareza 18 Feb 2015, 11:26
QUOTE (Dface @ 18 Feb 2015, 04:56 )
აქ ინგლისურის კარგად მცოდნეები პოსტავთ და "შენ შემოგევლე" და "გენაცვალე" ინგლისურად როგორ იქნება იცით? სერიოზულად მაინტერესებს yes.gif

პოსტი გამხციარულდა ! smile.gif
ბრიტანულ კულტურაში ასეთი მცნებები "შენ შემოგევლე" და "გენაცვალე" არ არის. მგონი რუსულშიც არ არის ეგეთი (მე რამდენადაც ვიცი ). უფრო ეკვივალენტები უნდა გამოიყენო. ალბათ Dear და honey yes.gif
შუბაზეც იგივეს ვიტყოდი, თუმცა სიტყვასიტყვით ნათარგმნის შინაარს ვეარგმონი მიხვდნენ

gigi.gif

Posted by: Dface 18 Feb 2015, 19:08
bareza
კი ასეთი მცნებები რომ არ არის ვიცი მაგრამ მე მაგალითად მქონდა შემთხვევა როდესაც უცხოელმა ძალიან მთხოვა გადამეთარგმნა ან ამეხსნა ერთერთი სახინკლის სახელი "შემოიხედე გენაცვალე" biggrin.gif ძალიან კი ვიმხიარულეთ მცდელობებით, მაგრამ არაფერი გამომივიდა და ამიტომ აქ ვიკითხე იქნება არსებობს გზა რითაც გააგებინებ უცხოელს ამ სიტყვების მეტნაკლებად ზუსტ მნიშვნელობებს...

Dear და honey არ გამოდგება ასახსნელად რადგანაც ეგ უფორ ძვირფასს და ტკბილს ნიშნავს რაც აზრობრივად ძალიან განსხვავდება იმ სიტყვებისგან.

Posted by: SIFRIFANA 16 Mar 2015, 23:10
bareza
გამარჯობა

ალბათ გსმენიათ "ფლექს"-ის გაცვლითი პროგრამის შესახებ ამერიკაში. ვიცი, რომ ტავიდან მხოლოდ ტესტია, მერე ესსე უნდა დაწერონ და მერე კიდე გასაუბრება და კიდევ ტესტებია.ხომ არ იცით რა პროგრამით უნდა ისწავლოს მოსწავლემ რომ ჩააბაროს ფლექსის ტესტები ? აი ხო არის ტოიფელი, ილტს.... და ასე შემდეგ.... უკაცრავად ბევრში არ ვერკვევი.
ჩემი გოგონა მე-10 კლასშია, არასდროს მომიმზადებია, გაგეცინებათ ალბათ, უბრალოდ თვითონ არის ძალიან მობილიზებული და მონდომებული და კიტხულობს, ეძებს და ასე შემდეგ.
მე სამწუხაროდ ინგლისური არ ვიცი(ფრანგულს ვსწავლობდი ბავშვობიდან და არც მომინდომებია ინგლისური მესწავლა),ამიტომ ვერ ვაკონტროლებ, ხოლო ჩემი მეუღლე კარგად ფლობდა ინგლისურს, მაგრამ რაც დრო გადის მით მეტი სიტყვები, წესები ავიწყდება და ახსნით ვერ უხსნის ბავშვს, ამიტომ ჩემი გოგონა თვითონ ცდილობს გრამატიკის წიგნებიდან, საკითხავი ლიტერატურიდან, და ინტერნეტიდან (ლისენინგებს ვგულისხმობ) რაღაც შეიძინოს.
ეხლა ინგლისურის ოლიმპიადებზე გადის და უკვე ფინალშია, მხოლოდ საპრიზო ადგილამდე ვერ ქაჩავს.
სექტემბრიდან მინდა მოსამზადებლად მივიყვანო კარგ პედაგოგთან. უკვე მირჩიესერთი ადამიანი,როგორც მიტხრეს კარგი პედაგოგია, აბიტურიენტებს ამზადებს მხოლოდ.
თუ იცით განსხვავდება თუ არა ეროვნული გამოცდების პროგრამა რამით იმ პროგრამისაგან, რომლებიც ოლიმპიადებზე გამოაქვთ?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: ANTISTEPLER 4 Apr 2015, 16:59
ვინმემ ვარკეთილში ინგლისური ენის კარგი მასწავლებელი არ იცით?

Posted by: ახალგაზრდა 15 Jul 2016, 18:04
QUOTE (bareza @ 23 Jan 2015, 17:41 )
P.S. პოსტები და თხოვნები მიიღება მხოლოდ ინგლისურ ენაზე wink.gif შეცდომების ნუ მოგერიდებათ, ნიშნებს არ ვწერთ
war.gif war.gif sa.gif

ანუ ბოლო-ბოლო აქ ინგლისურათ უნდა ვწეროთ თუ არა?

Posted by: Keti-Ket 4 Sep 2016, 20:31
ინგლისურის კარგი მასწავლებელი მირჩიეთ რა, სასურველია ნახალოვკაში

Posted by: Ladiesman 5 Sep 2016, 18:49
QUOTE
გენაცვალე


ბრიტანელი ამიხირდა იმდღეს ეს "შენი ჭირიმე" რაარისო.

ხოდა ვუთარგმნეთ ასე "When it comes to trouble, let me take your place" lol.gif



QUOTE
აიელთისის და ტოიფელის სწავლა სად შეისწევლაა???


ინგლისური თუ გესმის ინტერნეტში იმდენი რესურსია smile.gif

ეჰ ჩემს 110 ქულას გაუვიდა ვადა mad.gif

Posted by: Lemarc 6 Sep 2016, 16:26
ინგლისურის სერთიფიკატის აღება მინდა და რომლის აღება სჯობს ამათგან: CAE, IELTS,TOEFL?

Posted by: Ladiesman 7 Sep 2016, 00:03
Lemarc
QUOTE
CAE, IELTS,TOEFL?



რისთვის გჭირდება?

Posted by: chicharito12 7 Sep 2016, 11:08
რა ადვილები ყოფილა ეროვნულზე ინგლიისური biggrin.gif

http://www1.naec.ge/images/doc/EXAMS/eng.abit.%201.%202016.pdf

მეთქი მართლა რთულები იქნება მეთქი ;

სკოლაზე ადვილი მგონი, ტექსტი წერია და ის როგორ ვერ უნდა განალიზო და ტესტი გაკეთო ;

Posted by: Lemarc 7 Sep 2016, 14:39
Ladiesman
QUOTE
რისთვის გჭირდება?

სამსახურისთვის და ზოგადად CV-სთვის.

Posted by: Ladiesman 7 Sep 2016, 19:07
Lemarc
QUOTE
სამსახურისთვის და ზოგადად CV-სთვის.


FCE ან ToeFL გირჩევდი. smile.gif


სად აპირებ მომზადებას?

Posted by: Lemarc 7 Sep 2016, 20:51
Ladiesman
QUOTE
FCE ან ToeFL გირჩევდი. smile.gif

როგორც გავარკვიე TOEFL-ს ორი წელი აქვს ვადა და კემბრიჯის სერთიფიკატები (FCE,CAE) უვადოა და შეიძლება CV-ში ჩაიწეროს.
QUOTE
სად აპირებ მომზადებას?

არ ვიცი. თუ დაწერთ ყველაზე კარგად და შეღავათიან ფასებში სად ამზადებენ და როგორ დავრეგისტრირდეთ გამოცდებზე კარგი იქნება.

Posted by: chicharito12 8 Sep 2016, 00:01
ქართულად სად დავამუღამო ინგლისურის გრამატიკა ?

ნეტში არაა რამე ;

ძან დაბალი დონეც არ მინდა; ცოტა სერიოზული დონის ;

Posted by: MANAXH 8 Sep 2016, 00:45
მე შემიძლია გირჩიოთ ინგლისურის სპეციალისტი, რომელიც ამეცადინებს ეფექტურად, კმაყოფილი დარჩებით..

ვინც დაინტერესდება PM -ში გამოგიგზავნით საკონტაქტო ინფორმაციას..

Posted by: Ladiesman 8 Sep 2016, 11:38
QUOTE
თუ დაწერთ ყველაზე კარგად და შეღავათიან ფასებში სად ამზადებენ და როგორ დავრეგისტრირდეთ გამოცდებზე კარგი იქნება.



PM ME

Posted by: chicharito12 8 Sep 2016, 11:59
ტესტი გავიარე უცხოურ საიტზე ინგლისურში და მითხრა ინთერმედიათე ხარო, კარგი დონეა რას ფიქრობთ ?


Posted by: Demetrius 9 Sep 2016, 00:25
QUOTE
როგორც გავარკვიე TOEFL-ს ორი წელი აქვს ვადა და კემბრიჯის სერთიფიკატები (FCE,CAE) უვადოა და შეიძლება CV-ში ჩაიწეროს.


2 წლიანი მოქმედების ვადა აქვს
CV-ში ცხოვრების ბოლომდე გექნება

Posted by: pekineli 9 Sep 2016, 01:06
good topic guys.

wink.gif

I want to study English so much


I am a table biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 17 Sep 2016, 21:22
http://facts.ge/70-resursi-maththvis-vints-stsavlobs-inglisurs/

Posted by: MANAXH 17 Sep 2016, 22:00
ინგლისურში მომზადება ვისაც დაგჭირდებათ, PM smile.gif

Posted by: chicharito12 24 Sep 2016, 11:28
ეს მურწყუ ინგლისურში რამდენად კარგადაა ? )


Posted by: credo 2 Sep 2017, 21:10
ბრიტანულ ცენტრთან რამდენად გქონიათ შეხება და როგორი კმაყოფილები ხართ?

Posted by: International-Students-Abroad 2 Sep 2017, 22:58
კერძო უნივერსიტეტის ლექტორი მოამზადებ ნებისმიერი ასაკის მქონე პირს ინგლისურ ენაში სხვადასხვა მიზნებისთვის, როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად, შესაძლებელია სახლში სიარულიც, ვცხოვრობ პეტრე იბერიზე, დიდ დიღომში

გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი

1. სააბიტურიენტო პროგრამა - (12 გაკვეთილი + 2 ტესტი)
2. სასაუბრო ინგლისური (12 ან 8 გაკვეთილი)
3. დარგობრივი ინგლისური (12 ან 8 გაკვეთილი)
4. ინგლისური ენა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის (12 გაკვეთილი + 2 ტესტი)
5. სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენა (12 ან 8 გაკვეთილი)

Posted by: iMaximuSi 2 Sep 2017, 23:26
QUOTE (credo @ 2 Sep 2017, 21:10 )
ბრიტანულ ცენტრთან რამდენად გქონიათ შეხება და როგორი კმაყოფილები ხართ?

მასწავლებელს და მასწავლებელზე მეტად ჯგუფს გააჩნია

თუ მუდოები არ შეგხვდნენ კარგია

Posted by: ქართლოსი 3 Sep 2017, 09:43
http://facts.ge/70-resursi-maththvis-vints...lobs-inglisurs/



jump.gif jump.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Jun 2018, 09:01
კარგი ამბავი მაქ ინგლისურცი bis.gif

ალბათ გსმენიათ ქალანის მეთოდზე
მაგის 12ვე საფეხურის pdf წიგნებს მივაგენი ინტერნეტში

მართლა ძაან მაგარი მეთოდია

Posted by: Irakli2013 19 Jun 2018, 10:17
QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 19 Jun 2018, 09:01 )
კარგი ამბავი მაქ ინგლისურცი bis.gif

ალბათ გსმენიათ ქალანის მეთოდზე
მაგის 12ვე საფეხურის pdf წიგნებს მივაგენი ინტერნეტში

მართლა ძაან მაგარი მეთოდია

ბმულს ხომ არ გვიბოძებთ? boli.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Jun 2018, 12:18
Irakli2013
ოვ ქორს, დარლინ
შეიძლება გავრცელებისთვის ციხეში მოვხვდეთ მაგრამ ტორენტი ჩვენი ატვირთული არაა, ასე რომ, ვი არ ინოსენთს
https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5149564

ფაილების ჩამონათვალი გახსენი და PDF ები გადმოწერე. ისინი აუდიო გაკვეთIლებია, მოსასმენად წავა. თუ გინდა ეგენიც გადმოწერე
user posted image

Posted by: დოჩანა 19 Jun 2018, 12:39
Datvlas-vin-gtxovs
ქალანის მეთოდზე დავდიოდი და კარგი მეთოდია ძალიან.
მე ძალიან გამიუმჯობესა ინგლისური ენის ცოდნა.

Posted by: simebi 19 Jun 2018, 12:47
Datvlas-vin-gtxovs
ქალანის მეთოდზე წავიკითხე რომ 4-ჯერ უფრო სწრაფად შეიძლება სწავლა სხვა მეთოდებთან შედარებითო, მაგრამ fluent დონეზე რომ აითვისო მაგ მეთოდით, რამდენ ხანშია ზოგადად შესაძლებელი ?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Jun 2018, 13:14
დოჩანა
გამარჯობა შენი

simebi
ქალანის მეთოდით 3 წელიწადში ისწავლება 12ვე საფეხური
11-12 საფეხური უკვე C1 და C2 დონეა (გიდების და თარჯიმნების)
მშობლიურ ენასავით რო ფლობდე მაშინ ყოველდღე უნდა ლაპარაკობდე უცხოელებთან

Posted by: ramona 19 Jun 2018, 13:16
რამდენ ხანს დADIODI? ..............................................

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Jun 2018, 13:34
ramona
8 თვე
მე10 და მე11 საფეხური გავიარე

Posted by: ramona 19 Jun 2018, 13:35
წესით უკვე კარგად უნდა იცოდე ამდენი ხნის მერე.. .

Posted by: 123omari123 19 Jun 2018, 15:26
B და თუნდაც C დონე მაგალითად რომ ავიღო, ვადა გააჩნია თავისიო ასე მითხრეს და მართალია?

Posted by: International-Students-Abroad 21 Jun 2018, 18:06
QUOTE (123gia123 @ 19 Jun 2018, 15:26 )
B და თუნდაც C დონე მაგალითად რომ ავიღო, ვადა გააჩნია თავისიო ასე მითხრეს და მართალია?

IELTS/TOEFL 2 წლიანია
FCE?/CAE/CPE უვადოა

Posted by: 123omari123 22 Jun 2018, 02:45
International-Students-Abroad
გასაგებია, და ალბათ ის 2 წლიანი უფრო ფასობს მისი მნიშვნელობით ხომ?

Posted by: LOLZ 22 Jun 2018, 13:57
123gia123
toefl/ielts არის აკადემიური ტესტები ანუ უნივერსიტეტში ჩაბარებისას გჭირდება

Posted by: International-Students-Abroad 22 Jun 2018, 15:56
123gia123
QUOTE
გასაგებია, და ალბათ ის 2 წლიანი უფრო ფასობს მისი მნიშვნელობით ხომ?

ურთულეს ტესტებად ითვლება CAE/CPE

Posted by: 123omari123 22 Jun 2018, 18:42
International-Students-Abroad
CAE/CPE რომ მქონდეს ჩაბარებული და toefl/ielts არა , მაინც დამჭირდება toefl/ielts ჩაბარება თუ იცი?

Posted by: International-Students-Abroad 9 Jul 2018, 18:32
123gia123
QUOTE
CAE/CPE რომ მქონდეს ჩაბარებული და toefl/ielts არა , მაინც დამჭირდება toefl/ielts ჩაბარება თუ იცი?

არსებობს უნივერსიტეტები, რომლებიც TOEFL/IELTS აღირებენ და არა CAE/CPE, მაგრამ ბრიტანეთში და ევროპაში CAE/CPE ამ ტესტებს ყველა აღიარებს თითქმის.

Posted by: yzmaaa 29 Aug 2018, 17:40
გამარჯობა მეგობრებო, განვაახლოთ თემა მოდი და ინგლისური ენის ძალიან მაგარი მასწავლებელი მირჩიეთ. აი ისეთი რომ არ მეტყვის აქამდე სად იყავი გეძინაო? მოკლედ უნივერსიტეტმა მთლად დამაჩლუნგა. სამსახურში კი მაქვს შეხება, მაგრამ ჩემმა უფროსმა მაგარი კომპლექსი გამიჩინა. ამიტომაც ჩემთვის ყოფნას ვამჯობინებდი. ეს მდგომარეობა კი სასტიკად ყელში ამომივიდა............. გამოუშვით რჩევები <3

Posted by: Go Ahead Eagles 29 Aug 2018, 20:47
გამარჯობათ. ინგლისური ენის სწავლა მინდა და რომელ ცენტრში სიარულს მირჩევთ? ცოტცოტა რაღაცეებიი ვიცი მთლად სტარტერი არვარ

Posted by: nnn_lll 31 Aug 2018, 23:18
Datvlas-vin-gtxovs
მაგ ტორენტში მგონი მხოლოდ ბ1 დონემდეა... ყოველ შემთხვევაში პირველ კლასელის მასალად მომეჩვენა...
და ც1 ც2 ებიც ხომ არ მოგპოვება?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 1 Sep 2018, 12:09
nnn_lll
არა რა B1 კაი რა

მე11 მე12 საფეხური სუფთა Advanced English ია
ფრაზული ზმნები და იშვიათი სიტყვები

QUOTE
ყოველ შემთხვევაში პირველ კლასელის მასალად მომეჩვენა

1ელ კლასში ანბანს ასწავლიან

Posted by: nnn_lll 1 Sep 2018, 12:28
Datvlas-vin-gtxovs
დარწმუნებული ხარ რომ ც2მდეა?
რაღაცნაირად მეადვილა facepalm.gif

Posted by: Pazzini 1 Sep 2018, 13:04
კითხვით ვარ ინგლისური ექსპერტებო.

როგორც ვიცი პასივ ვოისი ნაკლებად გამოიყენება დღევანდელ სალაპარაკო (და არა მარტო სალაპარაკო) ინგლისურში და რა არის ამის მიზეზი? ბოლომდე იმასაც ვერ ვხვდები, რა დამოკიდებულება უჩნდებათ ინგლისურად მოსაუბრეებს მათ მიმართ ვინც პასივ ვოისს იყენებს საუბარში. დებილებად თვლიან? biggrin.gif თუ უბრალოდ მოძველებულ სტილზე მოსაუბრეებად.

აი, ქართულიდან მაგალითს თუ მოიყვანთ, უკეთესად გავიგებთ მგონი.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 1 Sep 2018, 16:13
nnn_lll
წიგნის დასაწყისში საფეხურების და დონეების დიაგრამა ნახე

Pazzini
ეგეთი რაღაც არ მსმენია
თემის წერისას ფესივი უნდა იხმარო რო თემა ერთფეროვანი არ გამოვიდეს
Picasso painted this picture
This picture was painted by Picasso

Posted by: Tadzio 2 Sep 2018, 09:52
Britishi me-8 donis shendeg romel sertifikats gascemen?

Posted by: TORPEDO20 2 Sep 2018, 10:08
QUOTE (Tadzio @ 2 Sep 2018, 09:52 )
Britishi me-8 donis shendeg romel sertifikats gascemen?

მგონი ბ1 დონის სერტიფიკატია მანდ yes.gif yes.gif

Posted by: Tadzio 2 Sep 2018, 10:09
QUOTE (TORPEDO20 @ 2 Sep 2018, 10:08 )
QUOTE (Tadzio @ 2 Sep 2018, 09:52 )
Britishi me-8 donis shendeg romel sertifikats gascemen?

მგონი ბ1 დონის სერტიფიკატია მანდ yes.gif yes.gif

მადლობა up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: ლეონარდო 12 Sep 2018, 11:57
სად შევძლებ ინგლისურის მაღალ დონეზე სწავლას ?

—————

Posted by: dragonglass 16 Sep 2018, 00:24
International house ზე რას იტყვით? დაახლოებით ბ2 დონეზე ვიცი ინგლისური და მინდა გავიუმჯობესო ცოდნა წერითიც და სასაუბროთ, და მაღალ დონეზე შესასწავლად რას მირჩევთ ცენტრებზე რას იტყვით? გაზაფხულისკენ რომელიმე საერთაშორისო სერთიფიკატის ასაღებად ვაპირებ მომზადებას

Posted by: suiciderspoon 17 Sep 2018, 13:04
QUOTE (Dface @ 18 Feb 2015, 03:56 )
აქ ინგლისურის კარგად მცოდნეები პოსტავთ და "შენ შემოგევლე" და "გენაცვალე" ინგლისურად როგორ იქნება იცით? სერიოზულად მაინტერესებს yes.gif

შენ შემოგევლე არი I surrounded you
და
გენაცვალე არი I was instead of you


Posted by: Spirited__Away 9 Nov 2018, 01:32
ორი თვე გახდა რაც ინგლისურზე დავიწყე სიარული, საწყისი საფეხურიდან, ხოდა თავის დანებებას ვაპირებ იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ვერკვევი და ვერ ვსწავლობ ამ დროებს, ცალ-ცალკე თითქოს გასაგებია ყველააფერი, მაგრამ თუ სავარჯიშოში ყველა დრო არეულია, აი მანდ მორჩა ადგილზე ვიყინები,ინგლისურის სწავლა ასეთ სტრესში თუ ჩამაგდებდა არ მეგონა.ხოდა რამე რჩევას ხომ ვერ გაიმეტებდით? შევეშვა რადგან არ არის ენის სწავლა ჩემი,თუ დრო სჭირდება ზოგს უფრო მეტი რომ ჩაჯდეს გონებაში.მოკლედ საშინლად იმედგაცრუებული და დასტრესილი ვარ და არ ვიცი როოგორ მოვიქცე, ყოფილხართ ვინმე ჩემ დღეში?

Posted by: Ras_al_Ghul 21 Nov 2018, 09:50
ინგლისურის წიგნებს:

მერფის, ქათინგ ეიჯს, ან რამე მსგავსი ტიპის წიგნს ხომ არ ყიდით და კიდევ ბიზნეს ინგლისურის რამე წიგნს?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 24 Nov 2018, 13:55
Spirited__Away
არა ე. არ დანებდე. ენის სწავლა ადვილი არაა. დღეში 1 საათი მაინც უნდა დაუთმო (ყოველდღე)
ჯერ ქართულად თარგმნე, გაარკვიე რა დროშია წინადადება და მერე ინგლისური დრო შეუსაბამე

მაგალითად:
მარტივი წარსული Simple Past: I listened to this song yesterday გუშინ ეს სიმღერა მოვისმინე
მარტვი აწმყო Simple Present: I listen to classical music მე ვუსმენ კლასიკურ მუსიკას
მარტივი მომავალი Future Simple: I will listen to your songs მე მოვუსმენ შენს სიმღერებს
აწმყო სრული Present Perfect (მიუთითებს წარსულზე): I have listened to this song before ეს სიმღერა აქამდეც მომისმენია
აწმყო განგრძობითი Present Continuous (მოქმედება ხდება ლაპარაკის მომენტში): I am listening a song მე ვუსმენ სიმღერას

Posted by: marituna 18 Jan 2019, 00:32
ვინ დაამხეცეთ და ვისთან?))
კარგი მასწავლებელი მჭირდება, ვაკე საბურთალოს მაშტაბით.

Posted by: dinamosfan 18 Jan 2019, 00:39
ისწავლეთ თორემ ამერიკაში ემიგრაციისას დამლაგებელზე მეტ სამსახურს ვერ ნახავთ

Posted by: Tennissport 27 Jan 2019, 22:47
QUOTE (dinamosfan @ 18 Jan 2019, 00:39 )
ისწავლეთ თორემ ამერიკაში ემიგრაციისას დამლაგებელზე მეტ სამსახურს ვერ ნახავთ

ინგლისური კარგ დონეზე ვიცი და ამერიკაში რომ ჩავიდე მარტო მაგით რას ვიზამ? ნუ ტაქსისტობა და რამე შეიძლება
მარტო ინგლისურის ცოდნით გაქ შანსი ამერიკაში ძმა?
ამერიკაში რა ხელფასებია ეგ სად ვნახო ისე?
2000 დოლარი მაინც არ ექნება დამლაგებელს რო?

Posted by: 4Motivi 14 Feb 2019, 20:48
Tennissport

ისე რაიმე ეგეთი საკითხის გაგება თუ გინდა, იმ დაშვებით რომ იმ კონტრეულ ადგილზე მცხოვრები ნაცნობი არ გყავს: craigslist.org

Posted by: Rokap 17 Feb 2019, 22:17
ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი სად შევიძინო?ხომ არ იცით?

Posted by: LOLZ 18 Feb 2019, 02:16
Rokap
წიგნის მაღაზიებში უნდა იყოს. ძალიან სქელი ლექსიკონებია, ოქსფორდის და მეორე არ მახსოვს... ადრე გარეთაც იყიდებოდა, თავისუფლებასთან წიგნებში და ასეთ ადგილებში.

Posted by: Lapustak 18 Feb 2019, 19:55
LOLZ


აუ ადრე როგორ მინდოდა ოქსფორდის ლექსიკონი, სანამ სახლში კომპიუტერი და ინტერნეტი მექნებოდა. შემდეგ მან ყველაფერი ჩაანაცვლა, თუმცა რამდენიმე ისეთი ენციკლოპედია მაქვს, შვილებსაც მათზე გავზრდი

Posted by: Rokap 18 Feb 2019, 22:21
QUOTE (LOLZ @ 18 Feb 2019, 02:16 )
Rokap
წიგნის მაღაზიებში უნდა იყოს. ძალიან სქელი ლექსიკონებია, ოქსფორდის და მეორე არ მახსოვს... ადრე გარეთაც იყიდებოდა, თავისუფლებასთან წიგნებში და ასეთ ადგილებში.

მადლობა დიდი...საჭიროა ინგლისური ყველგან გთხოვენ

Posted by: LOLZ 18 Feb 2019, 23:50
Lapustak
უხსოვარ დროს ვიყიდე, ახლა სადაა ეგეც არ ვიცი smile.gif) ონლაინ რესურსებზე ვარ გადასული smile.gif) და 1-3 ინგლისურ-ქართული ლექსიკონის პდფ ვერსიაც მაქვს smile.gif)
* * *
Rokap
თუ კონკრეტულად სადმე შემხვდა მოგწერ მაგრამ კაი ხანია არ შემითვალიერებია ლექსიკონები smile.gif) ძალიან სქელი წიგნია, რამე პატარა არ შემიგაპარონ smile.gif

Posted by: syaruna 2 Mar 2019, 19:04
ვიცი რომ possessive preposition "of" ისმევა უსულო საგნებთან მაგ: shut door of the car მაგრამ ასეც სწორია shut the car door შეგიძლიათ ამიხსნათ როდის შემიძლია დავუშვა წინდებული "of"

პს: შეიძლება ვცდები პირველ შემთხვევაში მოკლედ განმანათლეთ ვგუგლე მაგრამ ზუსტი პასუხი მაინც ვერ მივიღე biggrin.gif (ან ვერ გავიგე ინგლისურად.)

Posted by: MONTY 31 May 2020, 02:01
მესამე პირზე დახმარება მინდა
მას უნდოდა
მას უყვარდი
ესეთების მოკლე სიტყვები წინადადებები /თარგმანით მინდა
და კიდევ თუ იცით ნორმალური პატარა წინადადადებები /თარგმანით სად ვნახო
გრამატიკა ვერადა ვერ დავამუღამე და სიტყვებისკან წინადადებების უმეტესობას ვერ ვაწყობ
გუგლის თარგმანიც არ ვარგა სასწავლად

Posted by: Komponent 31 May 2020, 17:07
MONTY
მეც ახლახან შევუდექი რაღაცეების გარჩევას.
QUOTE
მესამე პირზე დახმარება მინდა
მას უნდოდა

მას - she (თუ მდედრია)
უნდოდა wanted ანუ ed უნდა დაამატო ზმნას. ეს არის წესი.

მაგრამ არსებობს უწესო ზმნები და ისინი ზეპირად უნდა დაიმახსოვრო. ჩემი აზრით სკმაოდ ბევრი ზმნაა ასეთი.
მაგალითად break გატეხვა, წარსულში იქნება broke.

მგონი სწორად გიპასუხე, თუ არადა გამისწოროს ვინმემ.

Posted by: MONTY 31 May 2020, 17:46
Komponent
მადლობა
ანუ გარდაცვლილ მესამე პირზე მაინტერესებს
უყვარდი
უყვარდა
ა.შ
გრამატიკა მჭირდება მაგრამ ვერა და ვერ დავამუღამე sad.gif

Posted by: Komponent 31 May 2020, 19:42
MONTY
უყვარდა- loved;
მას უყვარდა-he loved; (მამრს უყვარდა)
უყვარდი-loving (მიახლოებით თარგმანია);
ის იყო შეყვარებული შენზე - he was loving for you; ალბათ ასე.
მე ნუ მენდობი მაინცდამაინც, მოვა ვინმე კარგი მცოდნე და გეტყვის.

* * *
was-იყო

Posted by: Ras_al_Ghul 31 May 2020, 23:49
QUOTE
loving


არასწორი ფორმაა. love ზმნას არ აქვს -ing ფორმა.

QUOTE
ის იყო შეყვარებული შენზე


ალბათ ასე, He (She) was in love with you.

Posted by: Komponent 1 Jun 2020, 11:47
Ras_al_Ghul
QUOTE
არასწორი ფორმაა. love ზმნას არ აქვს -ing ფორმა.

ჰო მართალია
QUOTE
ის იყო შეყვარებული შენზე

Him was in love for you. -იქნებ ესაა სწორი ფორმა biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)