Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები > განყოფილების წესები


Posted by: kaatinga 11 Mar 2013, 23:09
სალამი. თქვენი თხოვნა/მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაიხსნა ახალი ქვეგანყოფილება, პოკერისთვის, ნარდისთვის, ჭადრაკისთვის და სხვა აზარტული თამაშებისთვის.

განყოფილება დროებითია, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება არ გაუქმდება, თუ განვითარდება და იქნება მშვენიერი თემები და ნაკლები დიეზები მეც ვისიამოვნებ ამ განყოფილებით და თქვენც. ამიტომ ყველამ ვცადოთ რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ.

წესები მარტივი იქნება, ნელ-ნელა გადმოვიტანოთ სპორტის განყოფილებიდან საჭირო თემები და დავუმატოთ ახლები, იქნება ეს პოკერ რუმებზე, ბედ ბითზე, პოკერის სხვადასხვა სახეობებზე, ჯოკერზე თუ სხვადასხვა სტატიებზე.

არსებობს ძირითადი წესები და ყველამ ვიცით რა ისჯება და რა არა.

უსარგებლო თემები დაიხურება.

მაქსიმალურად თავი შეიკავეთ უცენზურო ლექსიკისგან. მესმის რომ რთულია, ამიტომ ბედ-ბითის თემაში დავუშვათ მარტო და ისიც მხოლოდ ზომიერად biggrin.gif არაა საჭირო ცხრასართულიანი გინებები, არც თქვენ გამშვენებთ და არ მაინცდამაინც სასიამოვნო წასაკითხია. და ეცადეთ დიეზებს არ გაექცეს თქვენი უცენზურო პოსტები smile.gif

ჯერ-ჯერობით სულ ეგაა smile.gif

მოდერატორები ორნი ვიქნებით, მე და ჩილ აუთი.
შეიძლება კომოდერიც დაგვემატოს.
ვნახოთ.

დალინკეთ ის თემები რომელთა გადმოტანაც მიგაჩნიათ საჭიროდ და ვთხოვ გადმოიტანონ, ან კიდევ ახალი გავხსნათ.

წესები მოკლედ და გასაგებად

1. გინება და უცენზურო ტექსტი, რომელიც #$%#$ - მსგავსი სიმბოლოებით მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის გარეშეა დაწერილი, ეგეთ პოსტებზე გაფრთხილების მერე განმეორების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ვორნი/ბანი., თუმცა წაშლით ესეთი პოსტი ყველა შემთხვევაში წაიშლება;
ყველანაირ შემთხვევაში, პოსტის ფორმის და შემთხვევის განსაკუთრებულობის მიუხედავად, ვორნით/ბანით დაისჯება პირადი შეურაცხყოფა და შეურაცხყოფა რასობრივი/ეროვნული/ენობრივი/რელიგიური/სქესობრივი და სხვა ნიშნით.
გამონაკლისი არის http://forum.ge/?f=107&showtopic=34508005&st=0, სხვა თEმაში ნებისმიერი მიზეზით გინება და უცენზურო ლექსიკის გამოყენება დაისჯება ვორნით/ბანით
2. ჩეთი და ოფტოპიკები წაიშლება, ოღონდ იმასაც ნუ მოგვთხოვთ რო ყველა თემაში მაშინვე იშლებოდეს - PM მაგისთვისაც არსებობს რო მოგვწეროთ თუ სადმე გამოგვრჩა.
3. იკრძალება უკვე არსებული თემის გახსნა - იმის გასაგებად, უკვე არსებობს თუ არა თემა, რომლის გახსნასაც აპირებთ, იკითხეთ თემაში "ძიების განყოფილება";
4. იკრძალება უაზრო და უცენზურო სათაურიანი თემების გახსნა ("X-ს ხმარობენ", "ხვალ Y წაიკუზება", "ავოეეეე", etc.). სათაური ინფორმატიული უნდა იყოს - უნდა ჩანდეს თემის არსი.
5) იკრძალება თითოეული რუმის შესახებ ცალკე თემის გახსნა(უკვე არსებული თემების გარდა), ამ შემთხვევაში არსებობს საერთო თემა სადაც განიხილება ყველა უცხოური რუმი.

პ.ს. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გადავწყვიტოთ, მივცეთ თუ არა იუზერს ვორნი ან/და ბანი: ეს წესები ზოგადად გასარკვევად არი, თორე ყოველ კონკრეტულ სიტუაციას კონკრეტული მიდგომა ჭირდება.

პ.ს.ს დღიურების გახსნის მსურველებმა აუცილებელია რომ დაიცვას თემის შაბლონი
პოკერ რუმი:
ნიკი:
დისციპლინა:
ლიმიტი:
ბანკროლი:
მიზანი:


დღიურები რომელთა განახლება მოხდება ხოლმე ძალიან იშვიათად დაიხურება

Posted by: true_blood 11 Mar 2013, 23:22
გილოცავთ smile.gif

Posted by: Patrick Kane 11 Mar 2013, 23:25
აბა გახსნეთი ეხლა თემები მიდით smile.gif გილოცავთ

Posted by: Qute 11 Mar 2013, 23:47
QUOTE (kaatinga @ 11 Mar 2013, 23:09 )
დალინკეთ ის თემები რომელთა გადმოტანაც მიგაჩნიათ საჭიროდ და ვთხოვ გადმოიტანონ, ან კიდევ ახალი გავხსნათ.

http://forum.ge/?f=38&showtopic=34500247&st=0

http://forum.ge/?f=38&showtopic=34476052

http://forum.ge/?f=38&showtopic=34471660

http://forum.ge/?f=38&showtopic=34499256

Posted by: kaatinga 12 Mar 2013, 00:00
მივწერე .


Posted by: თორნიკეე 12 Mar 2013, 00:05
მივესალმები ამ განყოფილების გახსნას! ვაშაააააააააააააააააააააააააა!

Posted by: Queen N 12 Mar 2013, 00:18
გილოცავთ
ეიეიეეეეეეეე


გახსენით ვინ იქნებით 1-ლი biggrin.gif

Posted by: Kobalty 12 Mar 2013, 00:43
up.gif up.gif
საჭირო იყო..
---------

Posted by: Жми На Газ 12 Mar 2013, 01:03
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Kate789 12 Mar 2013, 01:38
გილოცავთ.
აბა თქვენ იცით.

Posted by: Patrick Kane 12 Mar 2013, 16:02
http://forum.ge/?f=38&showtopic=34364916

ეს თემაც გამოდაგდეთ მოდერებო

Posted by: Poker Man 13 Mar 2013, 22:43
იემდია კარგი განყოფილება გამოვა ძალიან დიდი იმედებით გმადლობ კაატინგა bis.gif შუამდგომლობისათვის

Posted by: Saturn 13 Mar 2013, 22:43
პრეფერანსის ტურნირი არ გინდათ ჩავატაროთ?

http://forum.ge/?showtopic=33723823

Posted by: kaatinga 13 Mar 2013, 23:04
Saturn
გახსენი ზოგადი თემა თუ გინდა, ვინძლო ტურნირიც გამოძვრეს.

ბოლოს იმდენი ხნის წინ ვითამაშე კი დამავიწყდა..

Posted by: პაპა 14 Mar 2013, 04:12
თემას რომ გახსნით არ ჯობია ორ ენაზე ჰქონდეს ხოლმე სახელწოდება?

მაგალითად:
პოკერი / Poker
ნარდი / Backgammon

Posted by: kaatinga 14 Mar 2013, 22:05
თუ ვინმეს თქვენი პოსტები წაშლილი დაგხვდათ ე.ი. შიგ ფრიად ბილწი რამეები ეწერა ..


ჯერ ორი თუ სამი წავშალე, მაგრამ მაინც.
თუ მომრავლდება მომიწევს ვორნების დარიგება.
განყოფილება და თემები ყველას უნდა, წესების ოდნავ მაინც დაცვა არავის..

Posted by: ლივერმენ 16 Mar 2013, 17:14
ეხლა მოვკარი თვალი.
ამ განყს გილოცავთ

Posted by: Shagrent 17 Mar 2013, 20:04
გილოცავთ ახალგანყს, ერთ თემაში ნამეტანი საცოდაობა იყო, აღარ ღირდა საერთოდ დაპოსტვა smile.gif

Posted by: GUGA GUGA 19 Mar 2013, 21:33
kaatinga

ტოტალიზატორის თემა აქ რატო არ გადმოგაქვთ ?




Posted by: JORAMAN 21 Mar 2013, 19:45
kaatinga

გთხოვთ არ გაუქმოთ ეს განყოფილება იყოს აზარტი იუზერებისთვის 2kiss.gif


QUOTE
განყოფილება დროებითია, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება არ გაუქმდება, თუ განვითარდება და იქნება მშვენიერი თემები და ნაკლები დიეზები მეც ვისიამოვნებ ამ განყოფილებით და თქვენც. ამიტომ ყველამ ვცადოთ რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ.



მასე პოლიტიკის განყოფილებაში იმდენი უაზროდ გახსნილ თემებს გადავეყარე და 9 სართულიან გინებებს რომ დახურვის ღირსი ქე არის პოლიტიკა lol.gif

მაგრამ გინებების გამო განყოფილება რატომ უნდა გაუქმდეს ადგენ და ვინც იგინება ისინი გაუქმონ თუ კაია yes.gif chups.gif

Posted by: kaatinga 21 Mar 2013, 20:53
GUGA GUGA
ტოტალიზატორი სამაგიდო თამაში არ არის.
JORAMAN
ჯერჯერობით მშვენივრად მიდის ყველაფერი, არ ემუქრება გაუქმება smile.gif

Posted by: TopGear 22 Mar 2013, 15:29
QUOTE
ეხლა მოვკარი თვალი.
ამ განყს გილოცავთ


Posted by: Poker Man 23 Mar 2013, 12:10
kaatinga
ზოგი დახურული თემა რო საერთოდ წაშალო არ შეიძლება
ცუდაათაა გაჩხერილი

http://forum.ge/?f=107&showtopic=34512000
http://forum.ge/?f=107&showtopic=34507991

Posted by: kaxa__01 26 Mar 2013, 22:57
ისე პოკერი სპორტის განყოფილებაში რატო არ არი ? პოკერი და ჯოკერი ერთ განყოფილებაში რა პონტია biggrin.gif

Posted by: GUGA GUGA 29 Mar 2013, 23:18
kaatinga

არც სლოტები არ არის სამაგიდო მარა თემა არის გახსნილი

Posted by: WiSpEr 2 Apr 2013, 00:27
რულეტკის თEმას რატო არ ხსნით თუ არ თამაშობს ხალხი ?

Posted by: ვუნდერკინდი 15 Apr 2013, 23:52
ვაა სღ, სპორტის განყს ნამდვილად არ ეკადრებოდა ესეთი თემები, კარგია რო აქ გადმოიტანეთ

Posted by: gryffindor 26 Oct 2013, 20:57
http://forum.ge/?f=107&showtopic=34540138

რატო დაიხურა ეს თემა ?
ვინაა აქ მოდერი ?

Posted by: tokomoney 24 Feb 2016, 18:10
გილოცავთ. კარგი წამოწყებაა. იმედი მაქვს განვითარებაც კარგი ექნება

Posted by: POKERISBLUFF 2 Sep 2016, 11:44
QUOTE (WiSpEr @ 2 Apr 2013, 00:27 )
რულეტკის თEმას რატო არ ხსნით თუ არ თამაშობს ხალხი ?

...............................................

Posted by: datagonashvili 6 Dec 2016, 23:10
Warning:
დღეიდან, თანაფორუმელის ნებისმიერი სახით შეურაწყოფა ისჯება ვორნით, განმეორების შემთხვევაში ბანით!

Posted by: datagonashvili 21 May 2017, 11:47
დღეიდან პირადი შეურაწყოფა დაისჯება პირდაპირ ბანით!

Posted by: თორნიკეე 9 Jul 2017, 20:41
Warning:
ბიჭებო მაქსიმალურად გთხოვთ ცენზურა დავიცვათ და ერთმანეთს და კომპანიის საპორტებს შეურაწყობა არ მივაყენოთ...
შევეცდები მაქსიმალურად ლოიალური და სამართლიანი მოდერი ვიყო...


GL GL ALL

sa.gif

Posted by: თორნიკეე 27 Jul 2017, 21:18
Warning:
კიდევ ერთხელ გასაგებად დავწერ...
ნებისმიერი ბიწსიტყვაობა დასჯადია და ამჯერად ამნისტია აღარ იქნება smile.gif

Posted by: Otb_RedBaron 27 Jul 2017, 22:47
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Warning:
არ აქვს მნიშვნელობა რომელ კომპანიას აგინე... 1 კვირის წინ იგივე მიზეზზე ვორნი მოგეცი (ბილწსიტყვაობაზე) და იგივე გაიმეორე... თან სრული ფანტაზია ჩართე... შესაბამისად ისე მოვიქეცი როგორც ყველა მოდერი მოიქცეოდა და 2 დღით დაგასვენე.. smile.gif
რაც შეეხება მიკერძოებას აფსურდია... smile.gif
ალტერობის პონტში ამ ნიკზე ბანს გაძლევ...



Posted by: თორნიკეე 20 Dec 2017, 13:55
Warning:
თავისუფალი თემის გარდა სხვა თემებში სლოტებზე, რულეტკაზე და ტოტალიზატორზე საუბარი = ვორნს

Posted by: თორნიკეე 28 May 2019, 13:58
ახალი წესი!

იკრძალება არასანდო ბმულების და პროგრამების გავრცელება, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს თაღლითური გზებით თანაფორუმელების ფინანსური ზარალი!

მოკლედ, თაღლითობა ისჯება ბანით! smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)