Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მამოლოგი.


Posted by: Lexo 30 Jan 2006, 17:40
ახლობელს სჭირდება მამოლოგთან მისვლა და მაინტერესებს ტატიშვილის კლინიკაში ნორმალური მამოლოგი ჰყავთ თუ არა. თუ არა, სხვა ვის მირჩევდით?

Posted by: Sikvdila 30 Jan 2006, 21:08
Lexo

მე მაპატიეთ, მაგრამ მამოლოგი რა არის ?

Posted by: kuna 30 Jan 2006, 22:40
QUOTE
მე მაპატიეთ, მაგრამ მამოლოგი რა არის ?

Sikvdila
მამოლოგი მკერდის პათოლოგიების სპეციალისტია.


Lexo
ტატიშვილის რჩევისაგან თავს შევიკავებ,მაგრამ მაგის კარგი სპეციალისტები ონკოლოგოგიურში არიან.
ნუ შეგეშინდება ონკოლოგიურის ხსენებაზე.
ცუდი ასოიაციაა,მაგრამ საკითხში კარგად ერკვევიან.

Posted by: Kost@ 30 Jan 2006, 22:50
ძუძუების ექიმია ჩემოSikvdila

Posted by: Antigone 30 Jan 2006, 22:54
Sikvdila
QUOTE
მე მაპატიეთ, მაგრამ მამოლოგი რა არის ?

ლექსო უცხო სიტყვების ცოდნას ამარიაჟებს yes.gif

Posted by: cuga 30 Jan 2006, 23:00
Antigone
უცხო სიტყვა არ არის
დაჟე მეც ვიცოდი

Posted by: TimeRider 30 Jan 2006, 23:04
ისე მაგას მამოლოგი კი არა ძუძოლოგი უნდა ერქვას მე თუ მკითხავ, ან მკერდოლოგი, ესლი კულьტურნო gigi.gif

Posted by: Lexo 31 Jan 2006, 01:12
ნუ მიოფტოპიკებთ თემას გეთაყვა biggrin.gif

Posted by: djindjidrinji 31 Jan 2006, 01:55
TimeRider
QUOTE
ძუძოლოგი უნდა ერქვას მე თუ მკითხავ, ან მკერდოლოგი


ჰო, ყელფანდურა, გვერდანდურა Yლეფანდურას ლოგიკიდან biggrin.gif

Posted by: nono 31 Jan 2006, 11:18
ვიცი რომ ძალიან კარგი მამოლოგია ციხისელი , სახელი არ მახსოვს.

Posted by: N.G. 31 Jan 2006, 11:55
ნინო ღუდუშაურს აქებენ ვაკეში მეცხრესთან.

Posted by: kudracha 31 Jan 2006, 12:39
nono
QUOTE
ვიცი რომ ძალიან კარგი მამოლოგია ციხისელი , სახელი არ მახსოვს.

yes.gif გია ქვია

Posted by: BigCrow 31 Jan 2006, 13:32
ისე, თუ აკვირდების სტატისტიკურად რომ გინეკოლოგები, ძუძულოგები და ეგეთი ვინმეები კაცები არიან უმეტესად? biggrin.gif გაფუჭებულები ეგენი... ფიჰ...

Posted by: Jazzoline 31 Jan 2006, 14:35
ვფშეტა მამოლოგი არასწორი ტერმინია და სენოლოგია სწორი biggrin.gif

Posted by: naia 2 Feb 2006, 10:41
ვაკის ლეჩკომბინატში არის ერთი, სახელი არ მახსოვს სამწუხაროდsad.gif ჩემი მეგობარი იყო მაგასთან მისული და მაგარი კმაყოფილი დარჩა. დავადგენ სახელს და დავპოსტავ

Posted by: elizaveta 2 Feb 2006, 11:10
ტატიშვილში კარგი მამოლოგი ჰყავდათ შარშან, გოგიტა ერქვა, მაგრამ გვარი დამავიწყდაsad.gif დარეკეთ კლინიკაში და გეტყვიან

Posted by: sharlot 2 Feb 2006, 11:28
QUOTE
ვაკის ლეჩკომბინატში არის ერთი, სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ

ეგ ციხისელი უნდ აიყოს წესით.
* * *
Lexo
და ისე ლეX,
QUOTE
ნუ შეგეშინდება ონკოლოგიურის ხსენებაზე.

გია ნემსაძე, მეტი რომ არ შეიძლება ისე გირჩევ.

Posted by: SnowFlakes 12 Sep 2007, 22:16
ფორუმზე მამოლოგი ხართ რომელიმე ?

Posted by: radiology 12 Sep 2007, 22:20
QUOTE
ნინო ღუდუშაურს აქებენ ვაკეში მეცხრესთან.




მამოლოგი არა მარა კაი ექიმია.....



Posted by: Keso 13 Sep 2007, 01:57
Lexo

ციხისელი მართლა უძლიერესი ექიმია, აღიარებული არა მარტო თბილისში.

მოკლედ თავმდაბლად განვაცხადებ რომ I reccomend

ვაკის ლეჩკომბინატშია, კლინიკა Caraps Medline (თუ არ ვცდები ეგ არის) ეზოდან არის შესასვლელი
მოკლედ ძალიან ძლიერია

Posted by: natushkebii 14 Sep 2007, 02:19
QUOTE
ახლობელს სჭირდება მამოლოგთან მისვლა და მაინტერესებს ტატიშვილის კლინიკაში ნორმალური მამოლოგი ჰყავთ თუ არა. თუ არა, სხვა ვის მირჩევდით?


QUOTE
ნინო ღუდუშაურს აქებენ ვაკეში მეცხრესთან.

ნინო ექოსკოპიაზეა მამოლოგი არაა მაგრამ ძაან მაგარია თან სერიოზული აპარატი აქვს.მამოლოგი ციხისელიც ზაან მაგარია,ონკოლოგიურში ძაგნიძეც,ხილიანზეა კიდე ონკო დისპანსერი იქაც ძაან მაგარი მამოლოგები არიან,მაგრამ იცი რაა პაციენტის შეშინება იცის ყველა ექიმმა.
მთავარია არ შეშინდე და არ აყვე იმას რასაც გეტყვიან...ციხისელის პაციენტიც ვიყავი ძაგნიძისაც და ონკოდისპანსერში მემგონი ყველამ ნახა ჩემი Mკერდი(ნამუსი რომ ქონდეთ ცოლადაც უნდა მომიყვანონ biggrin.gif ).ყველაას აზრი ერთი იყო სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა.არ გავიკეთე და ენდოკრინოლოგთან ნეირო-ენდოკრინოკოგთან და ბიძაჩემთან(ქირურგია) ერთად დავჯექი და გადავწყვიტეთ დანა არსად გაგვექცეოდა და სანამ დანის ქვეშ დავწვებოდი სხვა ყველა მეთოდი მოგვესინჯა კვანძის გასაწოვად.არც ერთ მამოლოგს არ ეგერა,მაგრამ ექვს თვეში კვანძი აGარ მქონდა.არადა ნახევარი ძუძუს დაკარგვა მაინც მომიწევდა.
ეხლა კი ორივე ადგილზე მაქვს და ჯანმრთელები biggrin.gif
სხვათაშორის ნინოსთან დავდიოდი სულ დაა სულ მაიმედებდა შენ ნახე გაიწოვს და არც დაგიჯერებენო,ნინომ შემირჩია ენდოკრინოლოგიც



წარმატებებსგისურვებთ
დაპოსტე რას იზავთ
გბალეიშიკობთ

Posted by: ikebana 14 Sep 2007, 09:56
natushkebii
QUOTE
ნინომ შემირჩია ენდოკრინოლოგიც

ვინ იყო ენდოკრინოლოგი?

Posted by: natushkebii 14 Sep 2007, 16:14
ლელა ყიფშიძე,ხილიანზე ბავშვთა ინფექციური რომაა,მაგის უკანაა ონკოდისპანსერი.იქ მუშაობს
ძაან თანამედროვე და სერიოზული კერძო კლინიკაა

Posted by: ancho 14 Sep 2007, 22:27
QUOTE
ციხისელი

ხო, რა ვიცი. მე მითხრა არაფერი არ გჭირს, მაგრამ პროფილაქტიკისთვის შეგიძლია ერთი 50$ წამალი დალიოო biggrin.gif

Posted by: natushkebii 14 Sep 2007, 22:29
QUOTE
ხო, რა ვიცი. მე მითხრა არაფერი არ გჭირს, მაგრამ პროფილაქტიკისთვის შეგიძლია ერთი 50$ წამალი დალიოო


ასეთებიც იციან ძაან ხშირად

Posted by: SnowFlakes 16 Sep 2007, 20:57
ჩემს ახლობელს ფიბროადენომა (მგონი ასე ქვია) დაუდგინეს,რომელიც უნდა ამოიჭრაო. ადგილობრივი გაყუჩებით კეტდებაო. ციციშვილთან იყო და იმან უთხრა. საერთოდ,როგორც ვიცი დანას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ადებენ და არა მაშინ,როდესაც შეიძლება მკურნალობის საფუძველზე მოხდეს გაწოვა ან რამე ამდაგვარი.


ვინმე კომპეტენტური პირი არ არის რომ რჩევა მოგვცეს?

Posted by: natushkebii 16 Sep 2007, 21:02
QUOTE
ჩემს ახლობელს ფიბროადენომა (მგონი ასე ქვია) დაუდგინეს,რომელიც უნდა ამოიჭრაო. ადგილობრივი გაყუჩებით კეტდებაო. ციციშვილთან იყო და იმან უთხრა. საერთოდ,როგორც ვიცი დანას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ადებენ და არა მაშინ,როდესაც შეიძლება მკურნალობის საფუძველზე მოხდეს გაწოვა ან რამე ამდაგვარი.

ჩემი წინა კომენტარი ნახე ზუსტად მაგაზე მქონდა ლაპარაკი.უკიდურეს შემთხვევაში კი არა ძაან ბევრი პულის გასაკეთებლად ადებს დანას,გარდა მაგისა საქართველოში რადიკალისტი ექიმები გვყავს ეგრევე მოჭრა მიჭრაზე არიან გადასულები.ქირურგი მყავს ბიძა და კომპეტენტური ვარ ამ საკითხში.

ისე კი ზომას გააჩნია პატარა თუა(ჩემი აზრით პატარა უნდა იყოს,დიდ ფიბროადენომას ნარკოზით აკეთებენ),გაიწოვეს,მაგას ჰორმონალური დარღვევა იწვევს და ენდოკრინოლოგფის კონსულტაცია გჭირდება.

Posted by: SnowFlakes 16 Sep 2007, 21:18
natushkebii


მაგიტომაც მოუწია რამოდენიმე ექიმთან მისვლა და ჩვენი საცოდაობაც ეგ არის,რომ მხოლოდ ერთი ექიმის დიაგნოზს ვერასდროს ვენდობით. ეხლა ფიქრობს რომ ჰორმონალური ანალიზების პასუხის შესაბამისად იმკურნალოს და ჯერ-ჯერობით გაჭრა და ამოღება გვერძე გადადოს. ძალიან პატარაა ზომით 1,5სმ. . არადა,ციტოლოგია გაუკეთეს,ჩაუსინიაკეს მკერდი.

Posted by: natushkebii 16 Sep 2007, 21:28
QUOTE
მაგიტომაც მოუწია რამოდენიმე ექიმთან მისვლა და ჩვენი საცოდაობაც ეგ არის,რომ მხოლოდ ერთი ექიმის დიაგნოზს ვერასდროს ვენდობით. ეხლა ფიქრობს რომ ჰორმონალური ანალიზების პასუხის შესაბამისად იმკურნალოს და ჯერ-ჯერობით გაჭრა და ამოღება გვერძე გადადოს. ძალიან პატარაა ზომით 1,5სმ. . არადა,ციტოლოგია გაუკეთეს,ჩაუსინიაკეს მკერდი.


გასაგებია,ეგ ყველაფერი მეც გამოვიარე,მე ბევრათ დიდი ზომის მქონდა,ეხლა საერთოდ აღა მაქვს.მე მთელი თბილისის ექიმობას ვანახე,არაფერი გეშველებაო აგერ თუ არ მეშველა.ჰორმონებზე რო დაიჭყებს მკურნალობას კონთროლი გაიკეთოს ყოველ თვე ექოსკოპიაზე თუ დაიწყო დაპატარავებაა ეგააა რაა.მერე უფრო იშვიათად გავა კონტროლზე და მორჩა საგანგაშო არაფერი არაა.მოკლეთ რაა ამ ექიმებმა ოგონდაც რამე მოგაჭრან და რას მოგაჭრიან რა აზრი აქვს.ეხლა ჩამომიყვანეს ბიძაშვილი რაიონიდან სასწრაფოთ გლანდები აქვს ამოსაჭრელიო და აქ ამოვაჭრითო,მივიყვანე ჩემ ნაცნობ ექიმთან რა გლანდებიო რის გლანდები ბავშვს ანგინა ჰონდა უბრალოდ.
* * *
QUOTE
SnowFlakes

რეკლამაში ნუ ჩამომართმევთ ხალხო და სოფო კასრაძე უძლიერესი ექიმია,ნეიროენდოკრინოლოგია თუ რაღაც ეგეთი,ვაკეში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში მუშაობს,გარდა იმისა რომ მაგარი სპეციალისტია ავადმყოპის დაზოგვა იცის და რაღაც სასწაულ მოქმედ წამლებს არ მოგაყრის

Posted by: SnowFlakes 16 Sep 2007, 22:17
natushkebii
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დავამშვიდებ აუცილებლად :o)



Posted by: italiana1 16 Sep 2007, 23:32
natushkebii
ნინო ღუდუშაური ვინ არის?

Posted by: natushkebii 16 Sep 2007, 23:51

QUOTE
ნინო ღუდუშაური ვინ არის?

ექოსკოპიაზეა

Posted by: natushkebii 16 Sep 2007, 23:51

QUOTE
ნინო ღუდუშაური ვინ არის?

ექოსკოპიაზეა

Posted by: italiana1 17 Sep 2007, 09:15
დღეს მგონი ათიდან ცხრა გოგოს ეს პრობლემა აქვს sad.gif

Posted by: karaoke 17 Sep 2007, 14:43
QUOTE
დღეს მგონი ათიდან ცხრა გოგოს ეს პრობლემა აქვს 

აჭარბებ არც მაგდენს ალბათ.


აუ გასიებული ძუძუები..... ეგ მამოლოგები კიდევ გასიებულ ძუძუებს აჭრიან . საზიზღრები .
დანას როგორ დავაკარებდი ქალის ძუძუს ?
როგორ უნდა გადაცდეთ ყელში ასე ნაშოვნი ფულით ნაყიდი პური?
მამოლოგები კი არა ეგენი ყოფილან ფაშისტები .



ეს ხუმრობით .


სერიოზულად კი
ძნელი ამბავია ქალისთვის სილამაზის ატრიბუტიკის შელევა .








Posted by: italiana1 17 Sep 2007, 15:35
მაპატიე,მაგრამ არ არის ეს საღადაო თემა.დღეს სამწუხაროდ საკმაოდ დიდი და სერიოზული პრობლემაა

Posted by: SnowFlakes 4 Nov 2007, 18:57
Diagnosis

A fibroadenoma is usually very easily diagnosed though a biopsy sample of the tissue. Most often it appears before the age of 30 years, as a result of estrogenic hormonal excess. It is common in teenagers and those taking artificial hormones. A fibroadenoma is not commonly associated with fibrocystic breast disease and has no known links to cancer. Usually the tumor is solitary, multiple tumors accounting for 10-15% of all fibroadenoma cases. The tumor is mobile to adjacent structures: skin, muscle, and lymph nodes. It is commonly found immediately adjacent to the areola, though rarely directly behind the nipple. The tumours are slightly more common on the left breast than on the right, possibly for reasons associated with blood flow. Some malignant breast tumors can be easily mistaken for a fibroadenoma, so it is important for them to be diagnosed by a doctor.

Pathology

Macroscopically: The tumor is round, elastic, nodular, and encapsulated (well circumscribed); on cut surface it is grey-white. Microscopically: The epithelial proliferation describes duct-like spaces surrounded by a fibroblastic stroma. The proliferated epithelium is typical. Depending on the amount and the relationship between these two components, there are two main histological features: intracanalicular and pericanalicular. Often, both types are found in the same tumor. Intracanalicular fibroadenoma: stromal proliferation predominates and compresses the ducts, which are irregular, reduced to slits. Pericanalicular fibroadenoma: fibrous stroma proliferates around the ductal spaces, so that they remain round or oval, on cross section. The basement membrane is intact. 1

Treatment

A fibroadenoma is a very benign tumor and is usually left untreated. A small tumor will often dissipate within several months, though larger ones may persist for a prolonged period of time. A tumor may be surgically removed, though this is usually only done in situations where it is unusually large or painful. No medications are used for the treatment of fibroadenoma.



http://en.wikipedia.org/wiki/Fibroadenoma


წერია გარკვევით,რომ წამლებით ამის გაწოვა არ ხდება და იტყვიან ამოსაჭრელიაო აბა რა იქნება.

ვინმე არის ისეთი,ვინც ამოიჭრა და არანაირი გართულება და უკუჩვენებები არ მოყოლია?

Posted by: avicena 5 Nov 2007, 02:46
ხალხო დზალიან გართულებული საქართველოში ეტყობა მედიცინა თორემ სარძევე ჯირკვალი ნამდვილად არ არის ისეთი რთული ორგანო რომ ცალკე სპეციალიზაცია ეი მამოლოგია ისწავლიდეს, ონკოლოგიურ დაავადებებსი შედის სარზევე ჯირკვლის სიმსივნეები და ყველაფერი სხვა გინეკოლოგიის შემადგენელი ნაწილია, მე პირადად როგორც თერაპევტი ჩემით ვუთვალიერებ ყველა ქალბატობს რომელიც ჩემი პაციენტია სარძევე ჯირკვლებს, და ვუტარებ წელიწადში ერთხელ მამოგრაფიას, და შემდეგ უკვე თუ რაიმეზე მაქვს ეჭვის ვუშვებ ბიოფსიაზე, ეს არის და ეს.

Posted by: n_j 5 Nov 2007, 17:57
QUOTE
ახლობელს სჭირდება მამოლოგთან მისვლა და მაინტერესებს ტატიშვილის კლინიკაში ნორმალური მამოლოგი ჰყავთ თუ არა. თუ არა, სხვა ვის მირჩევდით?

ტატიშვილი არ ვიცი მაგრამ მე დავდიოდი ჯანმრთელობის სახლში კახა ბარამიძესთან კარგი ექიმია

თან ისეთია ტყუილად რომ არაფერს შემოგტენის ფულის გასაკეთებლად

Posted by: baby_boo 6 Nov 2007, 13:44
natushkebii


ეს ყიფშიძე კარგი ენდოკრინოლოგია ? რომ არ გამიგია მაგიტომ გეკითხები და დძაან ძვირია კონსულტაცია?

Posted by: vihreä 6 Nov 2007, 18:46
natushkebii
SnowFlakes
და ეს ფიბროადენომა თავისით რო გაიწოვოს, არის რაიმე შანსი? მეგობარს ქონდა მკერდში შემაგრება, ყურადღებას არ აქცევდა ექიმთან არ მისულა და ცოტა ხანში თავისით გაუარა. ანუ მკერდში გამაგრებები რამ იცის ხოლმე, რისი ბრალი შეიძლება იყოს? და რამდენად საგანგაშოა

Posted by: SnowFlakes 6 Nov 2007, 20:16
vihreä

ხდება ისეც რომ თავისით გადის დროთაგანმავლობაში და უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ ზრდაში მიდის. თუმცა,საშიში არ არის იმ თვალსაზრისით რომ გართულებები და ავთვისებიან სიმსიმნეში გადაზრდა არ ჩვევია.
ეს რაც მე ვიცი.
ზოგი ექიმი ამბობს რომ არ არის აუცილებელი ამოჭრა,ზოგიც ამბობს რომ აუცილებლად ამოსაჭრელიაო. რას გაიგებ..... ?

Posted by: Mad4Geo 13 Nov 2007, 23:50
საუკეთესო მამოლოგი არის გია ციხისელი ვაკის ლეჩკომინატში კლინიკა მედლაინში
* * *
ფიბროადენომა თავისით არასდროს არ გაიცოვება რადგან არის ინკაპსულირებული ცარმონაქმნი რომელშიც ცამალიც კი ვერ აღწევს....კველა ვარიანტში ამოსაჭრელია რადგან რისკი 30% არსებობს რომ გაიცადოს ტრანსპორმაცია ავთვისებიან წარმონაქმნად..

Posted by: avicena 14 Nov 2007, 03:47
არანაირი აუცილებლობა არის ასეთი უტაქტო პირადი წერილების მოწერის, ჩემო გეო მე არ ვიცი თქვენ ექიმი ხართ თუ ისევ სწავლის პროცესსში მარა ჩემი თერაპიული გამოცდილება თქვენი შესაფასებელი ნამდვილად არ არის ისე რომ უკეთესი იქნება ჯერ თუ იკითხავთ ვის ელაპარაკებით რასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის მერე ცოტა განსხვავებული ტონით ვისაუბროთ იმიტომ რომ ჩემი კვალიფიკაცია იმ საქმეში რასაც მე ვემსახურები საკმაოდ სოლიდურია და რომც არ იყოს რა სიმაღლეზე ხართ თქვენ თვითონ აკადემიურ კიბეზე ასეთი თავდაჯერებით რომ მელაპარაკებით. მაგრამ რასაკვირველი მზად ვარ ახალი მოსაზრებები გავიზიარო. მე მამოლოგიაზე რაც ვთქვი ნამდვილად არ მეგონა თუ ვინმესთვის ასეთი მტკივნეული იქნებოდა. დიდად დამავალებთ თუ მეტყვით რა განსხვავებაა მამოლოგიასა და სარზძევე ჯირკვლის ონკოლოგიას შორის, იმიტომ რომ მე სწორად ეს ვიგულისხმე.
უკაცრავად საქართველოში სამედიცინო სპეციალიზაციის რა ეტაპზე ხდება ამ პროფილის მამოლოგიის ამორჩევა და მამოლოგს სარზევე ჯირკვლის გარდა არანაირი ორგანოს გამოკვლევა არ ებარება?
* * *
ფიბროადენომა არ უნდა ამოიჭრას ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია არ არის მართებული. თუ ასეთ რამეს ამბობთ მოიტანეთ არგუმენტი თუ რა სამცნიერო კვლევამ სად და როდის დაასაბუთა ეს ფაქტი. ამერიკაში ასეთი მასალა არ არსებობს, შეიძლება ევროპასა და საქრთველოში სხვანაირად უდგებიან ამ პრობლემას. ამოჭრას ექვემებარება დუქტალური და ლობულარული კარცინომა ინ სიტუ და უფრო აგრესიული სიმსივნეები.

Posted by: iverson 5 Dec 2007, 14:57
უკვე რა ხანია ვაპირებ ციხისელთან მისვლას პროფილაქტიკის მიზნით და ვერ მოვაბი თავი.

რა მაინტერესებს, ციკლის დღეებზე არის რამენაირად დამოკიდებული როდის მივიდე? - ანუ სარძევე ჯირკვლებს ხო რაღაც ემართება ეგეთ დღეებში..

ხელით გამსინჯავს იმედია ხო? ჩემს ნაცნობს დაუჭყლიტეს სისკა გერმანიაში რარAც აპარატით, მეშინია ეგეთი რაღაცეების drug.gif

და ფული რამდენი წავიღო?

Posted by: Re_Be 5 Dec 2007, 15:30
n_j
QUOTE
კახა ბარამიძესთან კარგი ექიმია

თან ისეთია ტყუილად რომ არაფერს შემოგტენის ფულის გასაკეთებლად


100%
yes.gif yes.gif yes.gif yes.gif
მართლა არაჩვეულებრივი ექიმია up.gif
* * *
Mad4Geo
QUOTE
საუკეთესო მამოლოგი არის გია ციხისელი ვაკის ლეჩკომინატში კლინიკა მედლაინში

კარგში თუ იმას გულისხმობ რომ სულ დანაზე იყურება და ლიჟბი გაჭრას არ ვიცი, ქირურგია და ეგაა მაგის პროფესია, რაც მეტს გაჭრის მეტ ფულს იშოვის, ჩემი პირადი აზრი კი ასეთია down1.gif მასზეც და ტატიშვილზეც იგივე შემიძლია ვთქვა down1.gif down1.gif down1.gif vis.gif vik.gif
* * *
iverson
QUOTE
რა მაინტერესებს, ციკლის დღეებზე არის რამენაირად დამოკიდებული როდის მივიდე? - ანუ სარძევე ჯირკვლებს ხო რაღაც ემართება ეგეთ დღეებში..

კი ციკლის შემდეგ 10 დღის განმავლობაში უნდა მიხვიდე, თუ რამე პრობლემა გაქვს გირჩევნია ჯერ ეხოსკოპია გაიკეთო, მე პირადად ინტერკლინიკაში გირჩევდი ტატანაშვილს, ეხოსკოპიაზე და მამოლოგს- კახა ბარამიძეს(ინტერკლინიკაშიც არის და ჯანმრთელობის სახლშიც)
სად მიხვალ ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია wink.gif

Posted by: iverson 6 Dec 2007, 15:21
Re_Be
მადლობა smile.gif

Posted by: baby-bobo 10 Mar 2008, 18:04
Re_Be
QUOTE
პირადად ინტერკლინიკაში გირჩევდი ტატანაშვილს

აუ კაი რაააააა..........
ეს კაცი ერთ დროს ქირურგი იყო და დღეს ყველაფერი შეითავსა რა.........

Posted by: Tami28 10 Mar 2008, 18:28
ტატანაშვილი ვერაფერს ვერ ხედავს, პირადი გამოცდილებით გეუბნები...

Posted by: Tikk 10 Mar 2008, 18:30
ერთი ძლიერი მამოლოგი ვიცი, ონკოლოგიურში, ირაკლი სიხარულიძე. ბევრ ჩემს ახლობელს უმკურნალა და ყველა კმაყოფილი დარჩა.

Posted by: BABACA 10 Mar 2008, 18:48
კახა ბარამიძე სად არის? რომელ კლინიკაშია? ძალიან მჭირდება კარგი მამოლოგი თან სასწრაფოდ. help.gif

Posted by: baby-bobo 10 Mar 2008, 23:36
BABACA
QUOTE
ძალიან მჭირდება კარგი მამოლოგი თან სასწრაფოდ

ხვალ მივდივარ ტატიშვილში... კონსულტაციაზე და გული მისკდება რას მეტყვის....
Tami28
QUOTE
ტატანაშვილი ვერაფერს ვერ ხედავს, პირადი გამოცდილებით გეუბნები...

დარწმუნებული ვარ...

Posted by: chupa82 11 Mar 2008, 11:03
QUOTE
ხვალ მივდივარ ტატიშვილში... კონსულტაციაზე და გული მისკდება რას მეტყვის....

მეც მისასვლელი ვარ, უკვე აღარ გადავდებ. რა გითხრეს აუცილებლად გამაგებინე რა?
* * *
QUOTE
baby-bobo

ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: kuna 11 Mar 2008, 11:21
QUOTE
და ფული რამდენი წავიღო?

ციხისელთან ვიზიტი 25 ლარი ღირს, სასურველია ციკლის წინა პერიოდი არ იყოს. ასევე ხუთშაბათი იყო ადრე ოპერაციის დღე და ლოდინი დიდხანს ჭირდებათ ხოლმე. შუალედებში ღებულობს პაციენტებს.

Posted by: dikuna 11 Mar 2008, 16:00
ციხისელის ნომერი ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: BABACA 11 Mar 2008, 18:28
dikuna


ციხისელი მედლაინშია, ვაკის ლეჩკომბინატში. მაგათი ნომერია 224417. დარეკე ისე არ მიხვიდე. არეულად აქვს მიღებაო მე მასე მითხრეს.

Posted by: n_j 11 Mar 2008, 18:30
QUOTE
კახა ბარამიძე სად არის? რომელ კლინიკაშია? ძალიან მჭირდება კარგი მამოლოგი თან სასწრაფოდ. 

ჯანმრთელობის სახლშია

Posted by: baby-bobo 11 Mar 2008, 19:35
chupa82
QUOTE
მეც მისასვლელი ვარ, უკვე აღარ გადავდებ. რა გითხრეს აუცილებლად გამაგებინე რა?

მოკლედ ვიყავი დღეს, შიშით გული მისკდებოდა....

მამოლოგმაც გამსინჯა და მამოგრაფიაც გავიკეთე, მოკლედ ჩემს თავს სიმშვიდეა, მასტოფატიის ნიშნები მაქვს მაგრამ არა საშიში... 8 თვის მერე უნდა გადავიმეორო მამოგრაფია, მანამდე კი რაღაც მცენარეული წამალი უნდა დავლიო....
მოკლედ დავმშვიდდი....

Posted by: Solveig 11 Mar 2008, 19:41
baby-bobo
QUOTE
მანამდე კი რაღაც მცენარეული წამალი უნდა დავლიო....

მასტოდინონი? biggrin.gif

თუმცა, კარგია, რომ
QUOTE
არა საშიში
smile.gif))

Posted by: BABACA 11 Mar 2008, 22:33
baby-bobo


ხვალე მივდივარ მამოგრაფიაზე ნინო ღუდუშაურტრან. შენ ვისთან იყავი ტატიშვილში? გასინჯვა უსიამოვნო იქნება ალბათ ხოო. rolleyes.gif

მე იცი რა პრობლემა მაქვს, რძე აღარ მაქვს, მაგრამ რაღაც სიმაგრეს ვგრძნობ. მეშინია რძე არ მქონდეს დარჩენილი და არ გამიღიზიანდეს.

Posted by: ikebana 11 Mar 2008, 22:44
baby-bobo
მამოგრაფია გაიკეთე თუ ექო?

Solveig
QUOTE
მასტოდინონი?


შენ რას ფიქრობ ამის ეფექტურობაზე?

Posted by: baby-bobo 11 Mar 2008, 22:51
Solveig
QUOTE
მასტოდინონი?

არა ციკლოდინინი....
BABACA
QUOTE
ხვალე მივდივარ მამოგრაფიაზე ნინო ღუდუშაურტრან. შენ ვისთან იყავი ტატიშვილში? გასინჯვა უსიამოვნო იქნება ალბათ ხოო. 

ტატიშვილში ვიყავი გიორგი ძაგნიძესთან. ამან გამსინჯა ხოლო მამოგრაფია გავიკეთე იქვე ქეთინო მკალავიშვილთან....
არაფერი პრობლემა, უსიამოვნო ნამდვილად არის მაგრამ გინეკოლოგიურ გასინჯვას ბევრად სჯობს wink.gif
ikebana
QUOTE
მამოგრაფია გაიკეთე თუ ექო?

ექომამოგრაფია....
ასე წერია...

Posted by: coco chanel 11 Mar 2008, 22:54
თუ ვინმეა აქ ონკოლოგი ან მამოლოგი ვთხოვ მომწეროს პირადში
წინასწარ დიდი მადლობა ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება

Posted by: ikebana 11 Mar 2008, 23:10
baby-bobo
QUOTE
ექომამოგრაფია....

კონტრასტი შეჰყავთ? თუ რითი განსხვავდება ექოსკოპიისგან?

Posted by: baby-bobo 12 Mar 2008, 01:25
ikebana
QUOTE
კონტრასტი შეჰყავთ? თუ რითი განსხვავდება ექოსკოპიისგან?

პირველად ვიყავი მამოლოგთან და პირველად გავიკეთე ეს ექომამოგრაფია...
მემგონი იგივეა რაც პროსტა ექო, არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ, იგივე რაც მუცლი ექო wink.gif

Posted by: dikuna 12 Mar 2008, 09:52
BABACA

დიდი მადლობა

2kiss.gif 2kiss.gif
* * *
ჩემ დას აქვს რაღაც პრობლემა, ჯერ გათხოვილი არ არის და ერთი მკერდი გამაგრებული აქვს, შიგნით თითქოს სიმაგრესავით პატარა ბურთივით არის

ისე ვნერვიულობ, თვითონ კი არ ადარდებს, შევუჭამე ტვინი წადი ექიმთანო, მეჩხუბება ნუ მანერვიულებო ,დამანებე თავიო

ეხლა კიდე უნდა ჩაუტარო ლექცია lol.gif lol.gif

Posted by: chupa82 12 Mar 2008, 10:18
QUOTE
მამოლოგმაც გამსინჯა და მამოგრაფიაც გავიკეთე,

სად და ვისთან იყავიშეგიძლია მირჩიო?
QUOTE
არა საშიში

ძალიან კარგი
QUOTE
მოკლედ დავმშვიდდი....

იმედია მეც დავმშვიდდები
user.gif

Posted by: macaco-fast65 12 Mar 2008, 10:32
dikuna
აუცილებლად წაიყვანე ,ეგ სიმაგრე რაღაცას მაინც ნიშნავს და მისახედია.ერთი
თვეა ჩემი დედამთილი დაგვყავს მამოლოგებში და რა ვიცი სად აღარ,მაგრამ
თავის დროზე არ მიხედა ,არ მტკივაო და ექიმმა რომ ცუდი მითხრას გავგიჟდებიო .
ეხლა ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს და ვეღარაფრით ვერ ვშველით.
უძვირეს გადასხმებს ვუკეთებთ , ვიცით რომ აღარ ეშველება მაგრამ სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ.

Posted by: chupa82 12 Mar 2008, 10:34
უი უკვე დაგიწერია ვისთან იყავი,ახლა ვნახე

Posted by: dikuna 12 Mar 2008, 11:16
macaco-fast65
რა უყო ,იცი რამდენს ვეუბნები ,არ ესმის ნუ მაშინებო თავი დამანებეო ,სამაგისოდ არ მცალიაო,სამსახურს იმიზეზებს, თუ კვირას მუშაობსო მაგ შემთხვევაში წავალო

არადა ძალიან ვნერვიულობ,დედაჩემმა არ იცის ,არ მინდა რო ინერვიულოს თორე იმ დღესვე წაიყვანდა

კიდე უნდა ვუბურღო ტვინი sad.gif sad.gif

Posted by: *tamtam* 12 Mar 2008, 16:56
მკერდისთავები მეწვის.. რისი ბრალი შეიძლება იყოს?? user.gif ორსულობის მე-12 კვირაში ვარ გასათვალისწინებელია.

Posted by: kompasa mio 12 Mar 2008, 17:02
ძვირფასო მამოლოგო, chups.gif

დავიწყებ იმით, რომ ძალიან პანიკიორი ვარ და ყველაფრის მეშინია...
ხოდა, ამ რამოდენიმე თვის წინ შევნიშნე რაღაც მწიწკნიდასავით მარჯვენა მკერდში
ოღონდ, ხელი თუ მაგრა არ დავიჭირე, ვერაფერს ვგრძნობ...
(დაახლოებით იმ ადგლიზე, ლიფის რკინა რო ხვდება ხორცს) givi.gif
თავიდან ძალიან შემეშინდა, მეთქი რაღაც ცუდი მჭირს...
დაქალებმა მითხრეს, ეს შეიძლება ლიფის ბრალი იყოსო და ჩვენც გვქონია მასეოო

ცოტა დავწყნარდი, მარა მაინც ძალიან მეშინია,
დამამშვიდეთ ვინცხამ user.gif

17 წლის ვარ, რისი ბრალი შეიძლება იყოს? baby.gif

Posted by: BABACA 12 Mar 2008, 19:14
დღეს ვიყავი ნინო ღუდუშაურთან. ძაან მაგარი სპეციალისტია. მასტოფატია გაქვსო. ცეფანორმი დამინიშნა 3 თვე უნდა ვსვა სულ. მერე კიდევ მოდიო გნახავო.


ისე ეს მასტოფატია რა გავრცელებულია. იქ ერთი გოგო იყო 2 წელია რაც რძე გავიშრეო და იმასაც ეს მასტოფატია ქონდა. ერთი უნდა მოვძებნო რა არის ზუსტად მასტოფატია.


baby-bobo

შენ რა წამალი დაგინიშნა?

Posted by: baby-bobo 12 Mar 2008, 23:03
BABACA
QUOTE
ისე ეს მასტოფატია რა გავრცელებულია. იქ ერთი გოგო იყო 2 წელია რაც რძე გავიშრეო და იმასაც ეს მასტოფატია ქონდა. ერთი უნდა მოვძებნო რა არის ზუსტად მასტოფატია.

ხო მეც იგივე მითხრა...
ტკივილები გაქვს????

QUOTE
შენ რა წამალი დაგინიშნა?

ციკლოდინინი... 3თვე უნდა ვსვა მეც wink.gif

Posted by: BABACA 13 Mar 2008, 12:18
baby-bobo

ტკივილი იმდენად არა. გამაგრებული მაქვს შიგნიდან თითქოს რაღაც ბურთულაკებივით არის.




Posted by: tatusia 31 Mar 2008, 15:15
იცით რა მაინტერესებს , თუკი არაფერი არ ისინჯება ხელით (კვანძები) და არც სხვა სიმპტომები არ არის. დამხოლოდ მსუბუქი ტკივილია, ოღონდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება რომ სიმსივნე იყოს? თან ზედ მკერდზე კი არა, ცოტა გვერდით იღლიის ჩამოყოლებაზე


ჩემას დას აწუხებს ეგ ამბები, გათხოვილია მარა ჯერ ბაია არ ყავს.
ხოდა საშუალოდ რა ჯდება კიდევ ექიმთან ვიზიტი, ის მამოგრაფია თუ რაღაც... მოკლედ დიაგნოსტიკა smile.gif

Posted by: chupa82 2 Apr 2008, 23:03
რა მაინტერესებს, ჩემს ახლობელს მკერდის ტკივილები ჰქონდა, თანაც მუცელიც სტკიოდა და აღმოჩნდა რომ საკვერცხეების მწვავე ანთებაა აქვს რაიმე კავშირშია მკერდის ტკივილი საკვერცხეების ანთებასთან?

Posted by: ninali 18 Apr 2008, 16:09
QUOTE (dikuna @ 12 Mar 2008, 09:52 )


ჩემ დას აქვს რაღაც პრობლემა, ჯერ გათხოვილი არ არის და ერთი მკერდი გამაგრებული აქვს, შიგნით თითქოს სიმაგრესავით პატარა ბურთივით არის


მემგონი მაინც ჯობია დაითანხმო ექიმთან ვიზიტზე.
მე არ მივდიოდი ეგრე რამოდენიმე წელი, ყურადღებას არ ვაქცევდი. და წელს რომ მივედი იმხელა წარმონაქმნები მქონდა რომ მკურნალობას აღარ ექვემდებარებოდა და ეგრევე ოპერაცია გავიკეთე.
მიიყვანე აუცილებლად smile.gif

Posted by: italiana1 18 Apr 2008, 23:31
ninali
ვისთან იმკურნალე თუ საიდუმლო არაა?

Posted by: ninali 23 Apr 2008, 16:42
QUOTE (italiana1 @ 18 Apr 2008, 23:31 )
ninali
ვისთან იმკურნალე თუ საიდუმლო არაა?

ჩემი ექიმი ვისთანაც მუდმივად დავდივარ არის კახა ბარამიძე. და ოპერაცია საქართველოში არ გამიკეთებია smile.gif

Posted by: NITSA_144 23 Apr 2008, 18:07
ვაი, ვაი. ანუ მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე........

მიუხედავად იმისა შენ თვითონ ამჩნევ თუ არა პრობლემას( დიდი შანსია რომ ტუ სამედიცინო განათლება არ გაქვს ეს ვერ შეამჩნიო) , მაინც უნდა გაესინჯო მამოლოგს ყველა ქალი ვისაც ძუძუ აქვს.......

დავპანიკდი მგონი cry.gif

მამოლოგი ან ონკოლოგი ან გინეკოლოგი რომელი ხართ შეკითხვა მაქვს PM-ში.




.

Posted by: italiana1 23 Apr 2008, 21:31
ninali
ვიცი კახა,მაგასთან მიმკურნალია, მაგრამ არანაირი შედეგი. დრო დავკარგე, ნერვებიც და მერე წამოვედი მისგანsad.gif არადა თავიდან ძალიან თბილად მიმიღო და მომწონდა, მერე აგრესიაზე გადავიდა, ოპერაცია უნდა გაგიკეთოო. უარი ვუთხარი. მივედი სხვა ექიმთან და გადაირია, არაა ეს იმხელა წარმონაქმნები რომ გადაუდებელი ოპერაცია იყოს საჭიროო.. მოკლედ, ვეღარ ვენდობი მამოლოგებს და არ ვიცი რა გზას დავადგე sad.gif

Posted by: pussy9cat 20 May 2008, 09:28
კახა ბარამიძეს აქებენ , ბევრი ხალხი ყავს - მუშაობს ინტერკლინიკაში მარტო შაბათობით და კონსულტაცია 35 ლარი ღირს.

Posted by: kuskusela 20 May 2008, 12:26
Lexo
ციხისელია ძალიან კაი,მემგონი ვაკის ლეჩკომბინატშია,კარაპს-მედლაინშია

Posted by: n_j 20 May 2008, 14:44
QUOTE
კახა ბარამიძეს აქებენ , ბევრი ხალხი ყავს - მუშაობს ინტერკლინიკაში მარტო შაბათობით და კონსულტაცია 35 ლარი ღირს.

ჯანმრთელობის სახლსიც მუშაობს და 25 ლარი ღირდა ხოლმე კონსულტაცია
QUOTE
ციხისელია ძალიან კაი

ერთი ჩემი ნაცნობი ძალიან უკმაყოფილო იყო მისი დანიშნული წამლებით, ძლიერი ანტიბიოტიკი გამოუწერა თან უთხრა ეს ისეთი ძლიერია სეიძლება კუჭის პრობლემები გაგიჩნდესო, მოკლეთ ვაის გავეყარე ვუის შევეყრეო, იმ გოგომ ცოტახანი სვა და ძალიან ცუდად იმოქმედა ამ წამალმა

სერთოდ მკერდის პათოლოგიენთან ანტიბიოტიკები რამე კავშირშია?

Posted by: agr_bak 20 May 2008, 22:18
გია ციხისელი yes.gif

n_j
QUOTE
ერთი ჩემი ნაცნობი ძალიან უკმაყოფილო იყო

ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, ისევე როგორც ყოველთვის იდეალური ვერ იქნება ექიმი.
ექიმიც ადამიანია.

თანაც გაუფრთხილებია კუჭის პრობლემაზე და რა ექნა მეტი? ალბათ ძალიან საჭირო იყო ის ძლიერი წამალი, კუჭზე მეტად საჭირო.

რა ვიცი მე პირადად და ძალიან ჩემს ბევრ ნაცნობს გიაზე კარგის მეტი არაფერი გვეთქმის.

Posted by: n_j 20 May 2008, 23:05
QUOTE
ალბათ ძალიან საჭირო იყო ის ძლიერი წამალი, კუჭზე მეტად საჭირო.

კუჭზე მეტად საჭირო?
ეს ფრაზა ცოტა სულელურად არ გეჩვენება?
მკერდის მკურნალობისას კუჭი დაიზიანო, მერე კუჭის მკურნალობას ღვიძლი გადააყოლო და ასე შემდეგ...

Posted by: kuskusela 20 May 2008, 23:30
n_j
QUOTE
ერთი ჩემი ნაცნობი ძალიან უკმაყოფილო იყო მისი დანიშნული წამლებით, ძლიერი ანტიბიოტიკი გამოუწერა თან უთხრა ეს ისეთი ძლიერია სეიძლება კუჭის პრობლემები გაგიჩნდესო, მოკლეთ ვაის გავეყარე ვუის შევეყრეო, იმ გოგომ ცოტახანი სვა და ძალიან ცუდად იმოქმედა ამ წამალმ

მაგ დროს ალბათ ძლიერი ანტიბიოტიკია საჭირო და იმიტომ დანიშნა და რომ იცოდე ყველა ანტიბიოტიკი(თანაცა მითუმეტეს ძლიერი) აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს,რამე კუჭისასაც დაუნიშნავდა მერე

Posted by: agr_bak 20 May 2008, 23:40
n_j
QUOTE
ეს ფრაზა ცოტა სულელურად არ გეჩვენება?

ნუ მიწყენ მაგრამ სულელურად უფრო ის მეჩვენება როდესაც ექიმი გაფრთხილებს
''გჭირდება ძლიერი ანტიბიოტიკი, მაგრამ შეიძლება კუჭი გაგიღიზიანოს''

არ იღებ შესაბამის ზომებს და მერე იმ ექიმს იწუნებ.

რომ ეთქვა ძლიერი ანტიბიოტიკი გჭირდება მაგრამ კუჭს აღიზიანებს და არ დაგინიშნავო, მერე მკერდზე გაურთულდებოდა და ხომ იტყოდით არ უშველაო.


ანუ ასე ძნელია სხვის კონრეტულ შემთხვევაზე იმსჯელო,
მე კომენტარს შენი მონაყოლიდან ვაკეთებ, უთქვამს იმ კაცს, გაუფრთხილებია და რა ექნა მეტი?


ანტიბიოტიკი რომ კუჭს აღიზიანებს ეს ჩვეულებრივი ადამიანების დიდმა % მა ისედაც იცის.

Posted by: BEKO 21 May 2008, 12:39
QUOTE
კახა ბარამიძეს აქებენ

მართლა კარგი ექიმიაsmile.gif

Posted by: italiana1 21 May 2008, 16:07
QUOTE
QUOTE
კახა ბარამიძეს აქებენ


მართლა კარგი ექიმია


ვერ დაგეთანხმები ჩემო კარგო. თავიდან მეც კარგად მომეჩვენა სხვა მამოლოგებისგან განსხვავებით, მაგრამ ისეთი წამალი დამინიშნა რომელიც საქართველოში დღესაც არაა რეგისტრირებული და ჰორმონები ამირია უარესად, ციკლი დამერღვა და დიდი დრო დამჭირდა მერე დასარეგულირებლად.


Posted by: tms 21 May 2008, 16:25
italiana1
QUOTE
მაგრამ ისეთი წამალი დამინიშნა რომელიც საქართველოში დღესაც არაა რეგისტრირებული და ჰორმონები ამირია უარესად, ციკლი დამერღვა და დიდი დრო დამჭირდა მერე დასარეგულირებლად.

თუ საიდუმლო არ არის რა წამალი დაგინიშნა?

Posted by: n_j 21 May 2008, 16:41
მოკლეთ ზოგს პეტრე მოსწონს ზოგს პავლე და კამათი უაზრობაა, ვისაც ვინ ურჩევნია იმასთან მივიდეს.

ისე ბარამიძესთან ვიყავი ორჯერ და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, რა ვიცი ალბათ პრობლემასაც გაჩნია, თავს ვერ დავდებ ვერავის პროფესიონალიზმზე

Posted by: italiana1 21 May 2008, 17:17
tms
QUOTE
თუ საიდუმლო არ არის რა წამალი დაგინიშნა?

რემენსი
დანარჩენს პმ-ში მოგწერ

Posted by: თებზი 21 May 2008, 17:17
გია ნემსაძე!!!!!!!! ონკოლოგიურში!

Posted by: italiana1 21 May 2008, 17:25
n_j
შენი საქმის შენ იცი ჩემო კარგო. ჯანმრთელობას გისურვებ!

Posted by: n_j 21 May 2008, 17:27
italiana1
გმადლობ შენც ასევე

Posted by: sekeraliz 28 May 2008, 16:03
სხვათაშორის გუშინ ვიყავი ონკოლოგიურში ნემსაძესთან,ვიფიქრე კიბო მაქვს ალბათთქო ,თუმცა არაფერი yes.gif ურააააააააააააააააააააააააა

Posted by: bubu1234 5 Jul 2008, 18:20
ფიბრომულ-კისტოზური მასტოპატია ეხოთი დაადგინეს,მაინტერესებს რა დაავადება და საშისია თუ არა?და კიდევ როგორ იკურნება ოპერაციაა საჭირო თუ მედიკამენტოზური მკურნალობაც საკმარისი იქნება?

Posted by: თებზი 5 Jul 2008, 20:40
bubu1234
მმმ... 2 წელი ვმკურნალობდი მედიკამენტებით, მაგრამ არ მქონდა სედეგი, მეტიც, მეორე კვანძი გამიჩნდა.
ამიტომ გავიკეთე ოპერაცია.
ინდივიდუალურია, შეიძლება მედიკამენტებით განიკურნო.
მაგრამ ოპერაციის მერეც და მანამდეც ჯობია ის გამოიკვლიო რამ გამოიწვია და ეგ აკონტროლო. აუცილებლად მიდი გინეკოლოგთანაც! yes.gif
საშიში არაფერია smile.gif

Posted by: bubu1234 5 Jul 2008, 21:23
*თევზი*
დიდი მადლობა,მე არ მაქვს ახლობლისთვის მაინტერესებს.

კისტები აქვს და ერთი აქვს 5მმ,უთხრეს რაღაც ნემსით იღებენ ამ კისტებსო,შენ გაიკეთე ეგრე?ჯერ არ მისულა მამოლოგთან,ეხლა აპირებს.

შენ რის გამო დაგემართა ანუ გამომცვევი მიზეზი თუ დაადგინე?

Posted by: თებზი 5 Jul 2008, 21:59
bubu1234
ჩემი ადენომა იყო...
პრინციპში სულ სხადასხვა სახელებს ამბობდნენ ვერც დავიმახსოვრე lol.gif
ეგ არ გამიგია ნემსით თუ იღებენ... კისტა ხომ სითხეა თუ რაღაც ეგეთი და შეიძლება კი...
ნემსაძესთან მივიდეს ონკოლოგიურში, ძლიერი მამოლოგია yes.gif
არ არის ყასაბი biggrin.gif biggrin.gif თუ შეიძლება მედიკამენტებით მკურნალობა, არ გაჭრის...
ჩემს შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ იყო უბრალოდ smile.gif

Posted by: bubu1234 6 Jul 2008, 11:42
*თევზი*
დიდი მადლობა,ჯამრთელობას გისურვებ.

Posted by: lala 6 Jul 2008, 16:43
იცით რა მაინტერესებს?
ბავშვი ძუძUზე მყავდა 7 თვემდე
უკვე 5 თვეა აღარ ვაჭმევ
მკერდიდან რაღაც გამონადენი მაქვს. რძესავით თუ რძეა არვიცი sad.gif
და რაუნდა იყოს. კიდევ დარჩა? თუ საჭიროა მამოლოგთან მისვლა?
დაახლოებით 1 წლის წინ გავიკეთე ეხოსკო[პია და არაფერი არ მჭირდა
და ეს რა უნდა იყოს?
მითხარით რა თუ იცით რამე

Posted by: თებზი 6 Jul 2008, 18:44
lala
მიდი მამოლოგთან აუცილებლად, უბრალოდ გაესინჯე რომ მშვიდად იყო.
yes.gif

Posted by: womanly 7 Jul 2008, 15:10
რა კარგი პოსტი ყოფილა აქ არ ვიცოდი არადა საჩემოა მგონი. აბა მირჩიეთ ეხლა რა ვკნა და როგორ მოვიკცე ძალიან მეშინია ექიმის ძალიან კი არა საშინლად. მოკლედ ცემმა შვილმა დამაჭირა მაგრად ხელი შემთხვევით ერტი 2 თვის ცინ მკერდზე და მის მერე ხანდახან მტკივა ხოლმე მსერავს რაღა

Posted by: lala 12 Jul 2008, 19:14
ციხისელი კარაპს მედლაინშIა ხო?
იმ დღეს ანალიზებზე ვიყავი და ტონა ხალხი იყო და ყველა მაგას ელოდებოდა
ძლიერი სპეციალისტია ალბათ

Posted by: salomedvali 25 Nov 2008, 09:36
ეს ღუდუშაური სად მუშაობს? ზუტი მისამართი მომწერეთ რააა

Posted by: საფრთხობელა 25 Nov 2008, 12:01
ციხისელი მაინც ციხისელია



biggrin.gif


salomedvali
QUOTE
ეს ღუდუშაური სად მუშაობს? ზუტი მისამართი მომწერეთ რააა

ღუდუშაური ეხოს აკეთებს თუ მამოლოგია?

Posted by: salomedvali 25 Nov 2008, 12:36
Scarecrow
ეხოს აკეთებსო
საუკეთEსოაო და რავი აბააა

Posted by: katika555 25 Nov 2008, 14:08
ხალხებო მამოლოგი არის აქ ვინმე?

Posted by: საფრთხობელა 26 Nov 2008, 01:39
salomedvali
QUOTE
Scarecrow
ეხოს აკეთებსო
საუკეთEსოაო და რავი აბააა

მესმის, მაგრამ კონსულტაციაზე ვისთან მიდიხარ და დიაგნოზს ვინ სვავს და ვინაა პასუხისმგებელი ამ დიაგნოზზე, ექოს გადამღები ადამიანი თუ უშუალოდ მამოლოგი?
ექოს იგებს აპატარი და შემდეგ ეს ''სურათი'' მიგაქვს მამოლოგთან და სვავს დიაგნოზს და ნისნავს მკურნალობას ან ნუ რაც იქნება, დაპასუხისმგებელია შემდეგ ამ ყველაფერზე.

და დაერთოდაც ჯერ მიდიხარ მამოლოგთან, ესინჯები და შემდეგ ის წყვეტს გჭირდება თუ არა ექო, იქნებ სულაც ვერაფერი აღმოაჩინა ასეთი რომ ჭირდება ექო, რა ძალაზე ხართ? ან რა დიაგნოზებს ისვავთ მამოლოგის გარეშე რომ გჭირდებატ აუცილებლად ექო და გარბიხართ პირდაპირ ექოზე?
ბარეღამ ციტოლოგიაც გაიკეთეთ და ასე მიდით პირდაპირ მამოლოგთან ასე უფრო კარგი არ იქნება? biggrin.gif



თებზი
ეს ვინ ვნახე აქ, შენ ქალი ტუ იყავი არ მოველოდი givi.gif


katika555
QUOTE
ხალხებო მამოლოგი არის აქ ვინმე?

რომც იყოს აქ დიაგნოზს ვერავინ დაგისვავს, ასე რომ შეგიზლია პირდაპირ მიხვიდე მამოლოგთან, ტუ გაკომპლექსებს მაგ მომენტი გეტყვი რომ დღეში შენი მსგავსი 80 პაციენტი ყავტ და შესაბამისად 160 ცალ ძუძუს ჭყლეტენ ხელით და ტუ არ გადაუხადე აქეთ ფული, ძალიანაც რომ გინდოდეს ხელს არავინ დაგაკარებს ჭირიმე givi.gif

Posted by: sexi-bicola 27 Nov 2008, 23:18
საერთოდ რა ასაკიდნ აუნდ აიაროს ქალმა მამოლოგთან უბრალოდ ჩეკინგზე წელიწადში ერთხელ?

Posted by: agr_bak 28 Nov 2008, 05:04
Scarecrow
QUOTE
ციხისელი მაინც ციხისელია

yes.gif
----------

Posted by: Adored 28 Nov 2008, 13:40
QUOTE (Scarecrow @ 26 Nov 2008, 01:39 )
თებზი
ეს ვინ ვნახე აქ, შენ ქალი ტუ იყავი არ მოველოდი givi.gif

რა კაცებს არ აქვთ ძუძუები? givi.gif

მაიცა კაცო, მართლა კაცი გგონივარ ამდენი ხანი? lol.gif

Posted by: mariko8887 7 Dec 2008, 00:12
ნემსაძე ონკოლოგიურში...ძალიან მაგარი მამოლოგია

Posted by: womanly 2 Jan 2009, 10:38
გოგოებო მირჩიეთ რა ვისთან მივიდე მამოლოგი მჭირდება კარგ რომ ისედაც შეშინებული ვარ სდა უფრო არ შემაშინოს და პირდაპირ არ მითხრას მოსაკვეთი გაქვსო

Posted by: Adored 2 Jan 2009, 14:56
womanly
რა სიმპტომები გაქვს აბა თქვი.

Posted by: womanly 2 Jan 2009, 20:22
Adored
რა და ჯანდაბა მჭირს მგონი. ბავშვმა მმარტკა ხელი უფრო სწორად დამაჭირა და მის მერე დამეწყო ცოტათი ტკივილი, მერე მივხვდი რო პატარა სიმაგრეც გაჩნდა . ვიყავი ეხოზე კურაციოში (დაზღვეული ვარ მანდ და იმიტომ) და მითხრა ეხოსკოპისტმა პატარა სიმაგრეა თუ არ გაიზარდა არაფერიო თუ არადა უნდა ამოიგოო მაგრად მეშინია და ვფიკრობ რომ ჯობს კარგ ექიმთან მივიდე. ისე ქრისტეტისხლა დავლიე მჯერა მე ბალახეულობის. რავიცი აბა მირჩევ ვინმე კარგ მამოლოგს?

Posted by: Adored 2 Jan 2009, 20:30
womanly
მიდი ციხისელთან ან ნემსაძესთან.
ისე, ჩემი გამოცდილებით, ჯობია ამოიღო. სულ არაა საშიში, იმდენ ხანს ვიმკურნალე, იმდენი ფული ვყარე, ამ მკურნალობაში სანამ სამჯერ დიდი მეორე კვანძი არ გაჩნდა ვერ მოვისვენე biggrin.gif
მაგრამ შენი რადგან ტრავმულია, მეორეს გაჩენის საშიშროება არ უნდა იყოს, ასე, რომ არ დაიზაფრო smile.gif
ზაან პატარა ოპერაციაა, მერეც დიდი ტკივილები არ იცის, გადახვევაზე ჩემი ფეხით, უფრო სწორად მანქანით მივედი smile.gif
ჯობია მაინც სპეციალისტს ეჩვენო. ჟღერს ძალიან საშიშად, თორემ მე გლანდების ოპერაცია (ნარკოზით სხვათაშორის) უფრო გამიჭირდა ვიდრე ეგ smile.gif
2kiss.gif
13 წლის გოგოც კი იკეთებდა ჩემთან ერთად, 80 %ს აქვს მასტოპათია და პატარ-პატარა კვანძები, ზოგი იწოვება, ზოგს ლაქტაციისას უქრება smile.gif
მთავარია დროულად მიაქციო ყურადღება.

Posted by: womanly 3 Jan 2009, 10:40
Adored
მადლობ საყვარელო 2kiss.gif არ იცი როგორ დამამშვიდე. მართალი ხარ უნდა მივიდე და ბოლო მოუგო ამ ტანჯვას ტორემ უკვე ფსიკოლოგიურად ძაან დავიძაბე. მითხარი სად ზის ციხისელი და ისიც გეცოდინება კონსულტაცია რა ჯდება?

Posted by: თებზი 3 Jan 2009, 14:15
womanly
არაფრის smile.gif (Adored ვარ, ეს მეორე ნიკია)
ციხისელი ლეჩკომბინატში იყო მე როდესაც დავდიოდი, ვაკეში, კონსულტაცია რა ღირდა, სამწუხაროდ აღარ მახსოვს, ნემსაძესთან 15 ლარია ვიზიტი, ონკოლოგიურშია, მერვე სართულზე.
ალბათ პროჟესტოჟელს და რაღაც წვეთებს დაგინიშნავს ციხისელი.
წარმატებები, ნუ გეშინია და აუცილებლად გაგვაგებინე როგორ იქნები smile.gif
თუმცა, დარწმუნებული ვარ, სერიოზული არაფერია smile.gif

Posted by: womanly 3 Jan 2009, 15:33
თებზი
მადლობ. ისე მირჩევნია რომ ციხისელთან მივიდე რატომღაც ონკოლოგიურის ძაან მეშინია

Posted by: თებზი 3 Jan 2009, 15:58
womanly
ხო რა ვიცი, შენი გადასაწყვეტია 2kiss.gif
მე ნემსაძემ გამიკეთა..
პლასტიკურ ნაკერს გაგიკეთებენ თან და 1-2 წელიწადში არც შეგეტყობა wink.gif

Posted by: Solveig 3 Jan 2009, 19:33
womanly
QUOTE
ისე ქრისტეტისხლა დავლიე მჯერა მე ბალახეულობის.

ქრისტესისხლა "შენით" რამ დაგალევინა..ბალახეულობის რომ გჯერა, გასაგებია, მაგრამ ზოგი ბალახეული საკმაოდ ძლიერმოქმედ ნივთიერებებს შეიცავს და მათ შორისაა ქრისტესისხლაც. ასე რომ, მაგისი მიღება ხუმრობა არაა...

QUOTE
მითხრა ეხოსკოპისტმა პატარა სიმაგრეა თუ არ გაიზარდა არაფერიო თუ არადა უნდა ამოიგოო

ექოსკოპისტს ნუ ენდობი, ექიმთან მიდი, აუცილებლად.

Posted by: womanly 3 Jan 2009, 22:25
Solveig
კი ვიცი ქრისტესისხლა საკმაოდ სერიზული ბალახია და არც თვითნებურად მიგება არ შეიძლება მაგრამ დედაჩემი კარგად ერკვევა ბალახეულობებში ბებიაჩემისგან აქვს ცოდნა მიგებული ასე რომ ვიცი ზუსტი დოზა. არა ექიმთან აუცილებლად მივალ

Posted by: BABACA 9 Jan 2009, 11:46
ღუდუშაურის ტელეფონის ნომერი მჭირდება სასწრაფოოოდ. ვერ ვპოულობ სადგაც მეწერა. წინასწარ მადლობაა.

Posted by: womanly 23 Feb 2009, 21:48
გოგოებო ეხოც გავიკეთე და ტატიშვილში გოგოტიტა ძაგნიძესთან ვიყავი დღეს (მაგასთან იმიტომ რომ დაზღვევამ მანდ გამიშვა) ხოდა მოკლედ ციტოლოგიაზე გამიშვა ამ დღეებში უნდა გავიკეთო და თუ იცით ვინმემ მტკივნეულია? ისე კი შემეშინდა რახან ციტოლოგია დამინიშნა ესეიგი რაღაც უბედურება მჭირს ხო? დამამშვიდეთ ეხლა თორე გავგიჟდებიიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: საფრთხობელა 25 Feb 2009, 23:36
womanly
სავარაუდოდ ალბათ აპირებს დანას......

საშიში არაფერია.....

Posted by: თებზი 25 Feb 2009, 23:39
womanly
არაფერი არ მჭირდა (ანუ უბედურება) და ციტო მაინც გავიკეთე, ასე რომ ნუ ვიშვიშებ წინასწარ smile.gif
არასასიამოვნო პროცესია, მაგრამ გაძლებადიsmile.gif
ეგ იმისთვისაა საჭირო რომ დაადგინონ რა წარმოშობის კვანძია smile.gif არ გულისხმობს მაინცდამაინც უბედურებას biggrin.gif

Posted by: საფრთხობელა 25 Feb 2009, 23:41
თებზი
ვუმე როგორ ხარ გოგო ? biggrin.gif
სიკვდილსაც დავიწყებიხარ 2kiss.gif

womanly
რა ზომის კვანძიაო რა გითხრეს ექოზე?


Posted by: wall-e 26 Feb 2009, 01:07
womanly
საერთოდ არ არი მტკივნეული ვერც იგრძნობsmile.gif

Posted by: womanly 26 Feb 2009, 10:57
Scarecrow
7 მმ. მაგრამ საქმე იმაშია გოგოებო რომ 9 თვის წინ რომ გავიკეთე ეხო იკ მითხრეს მასტოპათია ხოდა ეხლა რო გავიკეთე რაღაც ცისტა. ასე რომ დაიბნა კაცი და გამიშვა ციტოლოგიაზე. მაგრამ არ ცავედი გუშინ უნდა წავსულიყავი. გადავწყვიტე წავიდე გია ნემსაძესთან ონკოლოგიურში. მე მივხვდი რომ დანას აპირებს რახან მაგაზე გამიშვა ხოდა რატომ ვენდო ერთ ექიმს? ეგ თუ გასაკეთებელი რა უდგას წინ მერეც გავიკეთებ მთავარია ეხლა ის რას მეტყვის. ისე რაღა ამ ციტოლოგიას მიახტა მამოგრაფია მაინც ეთქვა. მოკლედ ასე ვაპირებ. ერთი კი გამიხარდა რომ ამ 9 თვის მანძილზე მეტი არც რამეა გაჩენილი და არც გაზრდილი

Posted by: თებზი 26 Feb 2009, 11:21
womanly
ვაახხ... biggrin.gif
თუ საოპერაციო არის ციტოლოგია ყველა ვარიანტში დასჭირდება .
ნუ ხარ პანიკაში.
აგერ ხალხი ვართ, გაგვიკეთებია კიდევაც და ცოცხლები ვართ და ჯანმრთელები biggrin.gif
ოპერაცია არ გულისხმობს მაინცდამაინც ყველაზე უარეს ვარიანტს რაც შეიძლება, რომ ადამიანს მკერდში სჭირდეს biggrin.gif
ნეტავ მეც ეგრევე გამეკეთებინა და ამდენი უაზრო "მკურნალობისთვის" არ დამეთმო იმხელა დრო, ნერვები და ფული biggrin.gif biggrin.gif (ერთი წამალი კვირაში 200 ლარამდე ჯდებოდა და 2 თვე ვსვი მგონი)
biggrin.gif
20 წუთიანი ოპერაციაა, გეუბნები გლანდების ამოჭრა 100000000-ჯერ უფრო ძნელია ვიდრე ეგ smile.gif
Scarecrow
შენ რავა ხარ ? 2kiss.gif

Posted by: womanly 26 Feb 2009, 17:12
თებზი
გლანდები რო არ მაქვს ამოჭრილი lol.gif არ ვიცი არააააააააა.
ხვალ მინდა წასვლა ონკოლოგიურში ნემსაძესთან მაგრამ არ ვციცი გრაფიკი. ხომ არ იცი ხვალ მუშაობს?

Posted by: irakli222 26 Feb 2009, 20:27
womanly
QUOTE
ხვალ მინდა წასვლა ონკოლოგიურში ნემსაძესთან მაგრამ არ ვციცი გრაფიკი. ხომ არ იცი ხვალ მუშაობს?

კი , ჩვეულებრივ ათიდან სამ საათამდეა

Posted by: საფრთხობელა 26 Feb 2009, 21:57
თებზი
QUOTE
Scarecrow შენ რავა ხარ ?

რიავი ვარ რა biggrin.gif
ციხისელი მომენატრა და ხვალ უნდა გავუარო, მოვინახულო biggrin.gif

Posted by: womanly 27 Feb 2009, 14:29
თებზი
Scarecrow
გოგოებო მეშველა. დღეს ვიყავი ნემსაძესთან. რა კაცია რა იუმორის გრძნობით მაგრი კაცი.
ესეიგი დამინიშნა მამოლეპტინი და მომიშვა სახლში არც ეხო გადამიღო და არც არაფერი აი ასე yes.gif ასე მითხრა საქმე არააფერი გაქვს მეტი რას დადიხარ ექიმებშიო და რას ნერვიულობო. 3 თვის მერე უნდა მივიდე .
ისეთი ბედნიერი ვარ რო მეტი არ შეიძლება bis.gif
მადლობა თქვენ რომ ნემსაძე მირჩიეთ . ისე თებზი შენ თავიდანვე მითხარი რო ნემსაძესთან მიდიო და არ დაგიჯერე უფრო სწორად განა არ დაგიჯერე უბრალოდ ონკოლოგიურში არ მინდოდა მისვლა.
მოკლედ ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: SPC 3 Mar 2009, 12:50
მარჯვენაზე ხელის დადებისას ნუ ოდნავ მაგრა თუ დავაჭერ რაგაც ყრუდ მტკივა
ხოდა ტკივილი არ იცის ხო იმ ცუდმა დაავადებამ? sad.gif
რიის ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: wall-e 3 Mar 2009, 22:21
SPC
თუ გტკივა ცუდი არაფერი იქნება , ცუდმა ტკივილი არ იცის იმიტომაც ვერ იგებენ ხოლმე დიდი ხანი

Posted by: baby-bobo 3 Mar 2009, 23:53
SPC
QUOTE
მარჯვენაზე ხელის დადებისას ნუ ოდნავ მაგრა თუ დავაჭერ რაგაც ყრუდ მტკივა ხოდა ტკივილი არ იცის ხო იმ ცუდმა დაავადებამ?რიის ბრალი შეიძლება იყოს?

ალბათ მასტიტია.
შორიდან ვერავინ დაგეხმარება გარკვევაში.
მიდი მამოლოგთან...

Posted by: SPC 4 Mar 2009, 10:44
wall-e
baby-bobo
გმადლობთ, შევივლი ამ დღეებში ალბათ

Posted by: womanly 5 Mar 2009, 13:37
SPC
თუ დამიჯერებ ონკოლოგიურში მიდი გია ნემსაძესთან არ ინანებ. ტყვილა ნერვების შლას სხვადასხვა ექიმებში ასე ჯობია. გადაიკითხე ჩემი პოსტები და ნახავ ნერვები დამაწკვიტეს

Posted by: axavild 9 Mar 2009, 00:04
ე.ი. მაინტერესებს ნინო ღუდუშაურთან როგორ ხდება ჩაწერა?... rolleyes.gif

იქნებ ნომერიც გქონდეთ, რომ დავუკავშირდე.. cry.gif

Posted by: BABACA 9 Mar 2009, 10:53
axavild

ჩაწერა მგონი არ არის. ცოცხალი რიგია. ისე გირ|ჩევნია საგამოსკენ მიხვიდე ასე 5 სკენ უფრო ცოტა ხალხია. ტელეფონს PM მოგწერ.

Posted by: tsqnafo 9 Mar 2009, 16:49
SPC
მართალს გეუბნებიან, რას ნერვიულობ წინასწარ. მიხვალ, გაგსინჯავენ და ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეული და ჩამოყალიბებული პასუხი უფრო კარგია შენთვის, ვიდრე მარჩიელობა.


ეს ექოსკოპისტებთან სიარული მანამ, სანამ ექიმს არ ეჩვენებით, მთლად სწორი ნაბიჯი არ უნდა იყოს ისე და არც ის მიდგომა მესმის, აუუ, ონკოლოგიურის მეშინიაო... რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია იცი, რომ კარგ ექიმთან მიდიხარ... ისე მართლა ჯობს ონკოლოგიურში მისვლა და არა ''შევლა'' smile.gif გამოცდილი ქალის პოსტია ეს tongue.gif

Posted by: mikauka 14 Mar 2009, 16:43
ზაზა ზაუტაშვილზე ვინმემ რამე იცით?პირველ სამშობიაროში მუშაობს,

Posted by: r e a q c i a 27 Mar 2009, 14:24
ძაან მაგარი მამოლოგია გიორგი ძაგნიძე, მე ვიკავი პირადად და ოპერაცია გავიკეთე, კველას მას ურჩევდი.ონკოლოგიურში და ტატიშვილის კლინიკაშიცაა ვაკეში

Posted by: shevdzleb ki 3 Apr 2009, 17:23
აუ ვინმემ მითხარით ფიბროზული-კისტოზური მასტოპათია რა არის sleep.gif

Posted by: axavild 3 Apr 2009, 17:32
shevdzleb ki ლოლ lol.gif


............................

Posted by: shevdzleb ki 3 Apr 2009, 18:22
axavild punch.gif ........................

Posted by: happy_me 7 May 2009, 11:48
გამატჯობათ დღეს შემოვიუერთდი ამ ფორმუს და აი ვერკვევი ნელ-ნელა....
მე მაქვს ფიბროადენომა და კეზელმა მიტხრა ოპერაცია და ეხლა ნემსაძესაც უდნა გავესინჯო და ძალიან მაინტერებს ვინმემ თუ იცით ოპერაციის შემდგომი პერიოდი როგორია რაიმე გათულებები და დისკომფორტი აქვს? ჩემმა ნაცნობმა გაიკეთა და რაგაც სითხე უდგება ხოლმე და გული მისკდება ოპერაცია გავიკეტო და კიდე რამე რომ გაპრობლემდეს...და თუ გაქვთ ვინმეს პრაკტიკაში უცხოეთში რომელ ქვეყანაში აკეტებენ კარგად,ალბატ გერმიანია? და რა ჯდება დაახლოებით?
დზალიან დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Mrs_Zum 7 May 2009, 12:15
QUOTE (happy_me @ 7 May 2009, 11:48 )
გამატჯობათ დღეს შემოვიუერთდი ამ ფორმუს და აი ვერკვევი ნელ-ნელა....
მე მაქვს ფიბროადენომა და კეზელმა მიტხრა ოპერაცია და ეხლა ნემსაძესაც უდნა გავესინჯო და ძალიან მაინტერებს ვინმემ თუ იცით ოპერაციის შემდგომი პერიოდი როგორია რაიმე გათულებები და დისკომფორტი აქვს? ჩემმა ნაცნობმა გაიკეთა და რაგაც სითხე უდგება ხოლმე და გული მისკდება ოპერაცია გავიკეტო და კიდე რამე რომ გაპრობლემდეს...და თუ გაქვთ ვინმეს პრაკტიკაში უცხოეთში რომელ ქვეყანაში აკეტებენ კარგად,ალბატ გერმიანია? და რა ჯდება დაახლოებით?
დზალიან დიდი მადლობა წინასწარ

თუ ფიბროადენომა გაქვს მხოლოდ ამ ფიბროადენომის რეზექცია დაგჭირდება, ზომას გააჩნია რამხელაა, სითხეს რომ ამბობ ლიმფაზეა აქ საუბარი, ამ ოპერაციის შემდეგ საკმაოდ იშვიათია და თუ ჩადგა ისიც 2-3 მლ. ეგ არაფერია, არ არის რთული ოპერაცია და პოსტოპერაციული პერიოდიც უპრობლემოა, თუ საოპერაციოა მართლა არ გადადო

Posted by: happy_me 7 May 2009, 12:45
ძალიან დიდი მადლობა,


რეზექცია რა არის?..ეგ სითხე უნდა ამოგიგონ ხო მერე მე როგორც ვიცი? და კიდე უნდგება ან ჩემ ნაცნობს....ხო ისე 20 წუთიანი ოპარაცია არისო....
მე მეშინია ოპერაციის მერე არ გართულდეს უფრო მეთქი რაგაც ვერ ვენდოიბი ამ ქართველ ექიმებს და მომკალი ესე მგონია გულის გაკეთება უნდათ და მაგათთვის მტავარია გაგჭნან sleep.gif

და გუშუნ მითხრა ციხისელმა ოპერაცია და ვპიკრობ იქნებ უცხოეტში ალნათ გერმანიში ხო არ გაივკეტო,თუ ძალიან ძვირი არაა


Posted by: happy_me 8 May 2009, 13:20
დღეს ვიყავი ნემსაძესთან და დამინიშნა მამოლეტონი ხომ არ გაგიგიატ ვინმეს ამ წამლის შესახებ, იპერაცია არ გინაო ვერ გავიგე ამ ექიმების ვერაფერი

Posted by: achita 8 May 2009, 16:32
უფასო გამოკვლევების პროგრამა იყო, რაღაც შემოწმებებს ატარებდნენ და ეხლა მსგავსი რამ არის თუ იცით?-ან სად და რამე შეზღუდვა არის? (მაგალითად მხოლოდ დევნილებისთვის, ან ასაკობრივი....)

Posted by: irakli222 8 May 2009, 22:32
achita
გამოკვლევები ტარდება სკრინინგ ცენტრში
კალოუბნის 12 (ვარკეთილის მეტროსთან არის)
თბილისელებისთვის უფასოა
ასაკობრივი შეზღუდვა მემგონი არ არის

Posted by: Mrs_Zum 9 May 2009, 17:59
QUOTE (happy_me @ 7 May 2009, 12:45 )
ძალიან დიდი მადლობა,


რეზექცია რა არის?..ეგ სითხე უნდა ამოგიგონ ხო მერე მე როგორც ვიცი? და კიდე უნდგება  ან ჩემ ნაცნობს....ხო ისე 20  წუთიანი ოპარაცია არისო....
მე მეშინია ოპერაციის მერე არ გართულდეს უფრო მეთქი რაგაც ვერ ვენდოიბი ამ ქართველ ექიმებს და მომკალი ესე მგონია გულის გაკეთება უნდათ და მაგათთვის მტავარია გაგჭნან sleep.gif 

და გუშუნ მითხრა ციხისელმა ოპერაცია და ვპიკრობ იქნებ უცხოეტში ალნათ გერმანიში ხო არ გაივკეტო,თუ ძალიან ძვირი არაა

საზღვარგარეთ იმდნი ფული დაგეხარჯება რომ სრული უაზრობაა , ძალიან ცუდია რომ არ ენდობი ქართველ ექიმებს

Posted by: happy_me 10 May 2009, 00:11
QUOTE
საზღვარგარეთ იმდნი ფული დაგეხარჯება რომ სრული უაზრობაა , ძალიან ცუდია რომ არ ენდობი ქართველ ექიმებს


როგორ ვენდო აბა მიხთხარი ერთი მეუბნება ოპერაციაო და მეორე მეუბნება არა ოsmile.gif

Posted by: happy_me 13 May 2009, 13:24
QUOTE (baby-bobo @ 11 Mar 2008, 19:35 )
chupa82
QUOTE
მეც მისასვლელი ვარ, უკვე აღარ გადავდებ. რა გითხრეს აუცილებლად გამაგებინე რა?

მოკლედ ვიყავი დღეს, შიშით გული მისკდებოდა....

მამოლოგმაც გამსინჯა და მამოგრაფიაც გავიკეთე, მოკლედ ჩემს თავს სიმშვიდეა, მასტოფატიის ნიშნები მაქვს მაგრამ არა საშიში... 8 თვის მერე უნდა გადავიმეორო მამოგრაფია, მანამდე კი რაღაც მცენარეული წამალი უნდა დავლიო....
მოკლედ დავმშვიდდი....

მასტოდინონი დამინიშნეს მეც შველის?
* * *
აქ მგონი მარტო მე ვპოსტავsmile.gif)რატოა ესეტი პასიურობა არ მესმის smile.gif)
აუ ნინო ღუდუძშაურის ტელეფონი და მისამართი მომცერეტ რა ძალიან მჩირდება მამოლოგოას აკეტებს ხომ როგორ გავიგე
ძალიან მჭირდება

Posted by: chupa82 13 May 2009, 14:37
მე ვიყავი ღუდუშაურთან და დამიდგინდა ფიბროზულ-კისტოზურის (მაგვარი) მასტოპათია. დამინიშნეს ვიტამინი პოლიჟენი, პროჟესტჟლე და წვეთები მასტოდინონის, შედეგს ვერ ვამჩნევ მე პირადად, თუმცა გადამოწმებაზე ჯერ არ მივსულვარ
happy_me
ეს არის ონკოდისპანსერის ნომრები
36 44 85 და 36 44 86
www.cancer.ge
ესეც საიტი

Posted by: 7bardgunia 13 May 2009, 17:10
899589636 ეს არის ნინო ღუდუშაურის ნომერი yes.gif
* * *
chupa82


დიდი ბოდიში მაგრამ თვითკონტროლს რომ იტარებ ხელით ამჩნევ რამეს. მეც იგივე დიაგნოზი დამისვეს ფიბროზულ- ცისტოზური მასტოპატია და შეიწირა ამ დიაგნოზმა ჩემი ნერვები
sad.gif

Posted by: baby-bobo 13 May 2009, 18:00
7bardgunia
QUOTE
ფიბროზულ- ცისტოზური მასტოპატია და შეიწირა ამ დიაგნოზმა ჩემი ნერვები

მე დღეს კიდევ გავიმეორე ექო-მამოგრაფია ტატიშვილში.
დიაგნოზი მეც ეგ მაქვს, ასევე ეს იყო ერთი წლის წინაც.
ეს საშიში და სანერვიულო არაა ნამდვილად, უბრალოდ უნდა კონტროლი.

რამე დანიშნულება მოგცა მერე ექიმმა?
მე არაფერს არ ვსვავ...

Posted by: BABACA 13 May 2009, 18:11
achita


მკერდის გამოკვლევა 40 თუ 45 წლის ასაკიდან ხდება.
მეც ვსვამ მაგ მასტოდინონის წვეთებს. ანოტაციაში ეწერა შედეგი 6 კვირის შემდეგ არის შესამჩნევიო. ეგ სულ ბალახებზეა დამზადებული გომეოპათიურია და არაფერს არ დააშავებს.

Posted by: baby-bobo 13 May 2009, 20:07
BABACA
QUOTE
მკერდის გამოკვლევა 40 თუ 45 წლის ასაკიდან ხდება.მეც ვსვამ მაგ მასტოდინონის წვეთებს. ანოტაციაში ეწერა შედეგი 6 კვირის შემდეგ არის შესამჩნევიო. ეგ სულ ბალახებზეა დამზადებული გომეოპათიურია და არაფერს არ დააშავებს

არაა.
25-27 წლიდან smile.gif

Posted by: chupa82 13 May 2009, 21:09

7bardgunia
არა ეგრე არა მე ტკივილები მაქვს ციკლამდე და მაგიტომ მივედი, და შენ გესინჯება რამე?

Posted by: 7bardgunia 13 May 2009, 23:19
baby-bobo

ეს დიაგნოზი წელიწად-ნახევრის წინ დამისვეს დამინიშნეს პროგესტოგელი და მამოლეპტინი. სამი ტვის მერე რომ მივედი ღუდუშაურთან ასე მითხრა ცისტები ზომებში შემცირებულიაო და ექვსი თვის მერე დამიბარა კონტროლზე. ერთი წელი გავიდა და ჯერ არ მივსულვარ რაღაც ეს შიში ვერ გადავლახე. ეღტ ნახევარი წლით კიდევ გადაბდე წასვლა და მივაღწევ ალბათ შემოდგომით smile.gif



Posted by: chupa82 14 May 2009, 00:04
7bardgunia
მეც ეგრე ვარ, მეშინია მისვლის, თან მთლად სასიამოვნო პროცესიც არ არის

Posted by: 7bardgunia 14 May 2009, 11:24
chupa82
ისე როცა მივალ ისევ ღუდუშაურთან ვაპირებ, მანამდე სხვებთანაც ვიყავი მაგრამ არც ერთმა არ იცის პაციენტთან ისეთი მიდგომა როგორც მან, ისე დამამშვიდა სახლში სულ ფრენით წამოვედი. ასე მითხრა ქალების 80% ეგ ჭირსო და არაა მაგი საშიში ნუ იფიქრებ ჩვეულებრივ იცხოვრეო. ერთადერთი რძე და ძეხვეული შეზღუდეო, ხოდა მეც აღარ ვეკარები ამ პროდუქტებს

Posted by: BABACA 14 May 2009, 13:42
baby-bobo

მე იმ სკრინინგ ცენტრზე ვუთხარი სანდრას პატრონაჟით რომ ტარდება გამოკვლევები. საშვილოსნოს ყელის პაპ-ნაცხი 25 წლიდან კეთდება და მკერდის მამოგრაფია 40თუ 45 წლიდან. მე ვიყავი და მე არ გამიკეთეს მკერდის გამოკვლევა.



Posted by: baby-bobo 14 May 2009, 18:40
BABACA
QUOTE
მე იმ სკრინინგ ცენტრზე ვუთხარი სანდრას პატრონაჟით რომ ტარდება გამოკვლევები. საშვილოსნოს ყელის პაპ-ნაცხი 25 წლიდან კეთდება და მკერდის მამოგრაფია 40თუ 45 წლიდან. მე ვიყავი და მე არ გამიკეთეს მკერდის გამოკვლევა.

ოკ.... შეცდომით გავიგე.....

2kiss.gif

Posted by: womanly 14 May 2009, 23:13
BABACA
სად არის ეგ ცენტრი სადაც სანდრას პატრონაჟით რომ ატარებენ გამოკვლევებს იქნებ მითხრათ? მკერდზე მეც ონკოლოგიურში ვიYავი ნემსაძესთან იმიტომ რომ მანდ 40 წლის ზემოთ არისო მაგრამ გინეკოლოგიურზე კი მივალ

Posted by: irakli222 15 May 2009, 10:27
womanly

ვარკეთილის მეტროსთან კალოუბნის 12

Posted by: womanly 15 May 2009, 17:35
irakli222
მადლობთ...........

Posted by: mivarus 18 May 2009, 13:29
ძალიან კარგია, როდესაც მკერდის სკრინინგს და პაპ ტესტს იკეთებენ ქალები. ეს მათ მაღალ შეგნებაზე მიუთითებს. ნერვები მეშლება, როდესაც ქალებს აწუხებთ პრობლემები და ექიმთან არ მიდიან... ჩემს ძალიან ახლობელს მკერდში კვანძი აღმოაჩნდა და ეს მისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო. გია ციხისელმა გაუკეთა ოპერაცია და საკმაოდ წარმატებით, დღემდე აღარ შეუწუხებია, მაგრამ მუდმივად აკონტროლებს ხოლმე...

Posted by: happy_me 20 May 2009, 13:21
ვინმე არის აქ ვისაც მასტოდინონმა უშველა ?ტავისი ვებ გვერიდ აქვს მასტოდინონ.რუ
ნახეთ თუ გინდათ
* * *
QUOTE
მე ვიყავი ღუდუშაურთან და დამიდგინდა ფიბროზულ-კისტოზურის (მაგვარი) მასტოპათია. დამინიშნეს ვიტამინი პოლიჟენი, პროჟესტჟლე და წვეთები მასტოდინონის, შედეგს ვერ ვამჩნევ მე პირადად, თუმცა გადამოწმებაზე ჯერ არ მივსულვარ
happy_me
ეს არის ონკოდისპანსერის ნომრები
36 44 85 და 36 44 86
www.cancer.ge
ესეც საიტი


დიდი მადლობა

Posted by: martata 25 May 2009, 18:33
QUOTE (chupa82 @ 13 May 2009, 14:37 )
მე ვიყავი ღუდუშაურთან და დამიდგინდა ფიბროზულ-კისტოზურის (მაგვარი) მასტოპათია. დამინიშნეს ვიტამინი პოლიჟენი, პროჟესტჟლე და წვეთები მასტოდინონის, შედეგს ვერ ვამჩნევ მე პირადად, თუმცა გადამოწმებაზე ჯერ არ მივსულვარ
happy_me
ეს არის ონკოდისპანსერის ნომრები
36 44 85 და 36 44 86
www.cancer.ge
ესეც საიტი


მე დღეს ვიყავი ღუდიშაურთან და იგივე მითხრა,ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია.მითხრა საშიში არააო მაგრამ გული მისკდება და საერთოდ რა უბედურებაა,მოკლედ ძალიან მეშინია.3 თვეში უნდა მივიდე კონტროლზე.ჩემთვის არანაირი წამალი ან დაუნიშნავს. ნეტავ რატომ?

Posted by: chupa82 25 May 2009, 22:06
martata
როგროც ვიცი ღუდუშაური არ ნიშნავს მკურნალობას, მისი ექო მამოგრაფიის შემდეგ უნდა მისულიყავი მამოლოგტან და ის დაგინიშნავდა, არ უთქვამს ნინოს მიდიო?

Posted by: martata 25 May 2009, 22:29
QUOTE (chupa82 @ 25 May 2009, 22:06 )
martata
როგროც ვიცი ღუდუშაური არ ნიშნავს მკურნალობას, მისი ექო მამოგრაფიის შემდეგ უნდა მისულიყავი მამოლოგტან და ის დაგინიშნავდა, არ უთქვამს ნინოს მიდიო?

არა არაფერი არ უთქვავს.მხოლოდ ის მითხრა ისეთი არაფერია და 3 თვეში მოდიო.უნდა მივიდე მამოლოგთან? დგეს პირველად ვიყავი,ისიც მკერდი მაწუხებს 2 დგეა და მაგ მიზეზით.ვსვავ კონტაცეპტივს და ეგ მითხრა რომ შეიძლება კონტაცეპტივს უკავშირდებოდეს მასტოფატია და სასურველია შევწყვიტო.
ძალიან ვნერვიულობ და მეშინია sad.gif sad.gif

Posted by: chupa82 25 May 2009, 22:43
martata
არ ინერვიულო, მთავარია მიხვედი და ახლა უვე მიაქცევ ყურადღებას2kiss.gif , ისე მეც ვერ ჩავამთავრე მკურნალობა ნორმალურად მავიწყდებოდა წამლის დალევა sad.gif , აქ კიდევ გაგცემენ უფრო კომპეტენტურები პასუხს და მგონი რომ აჯობებს მიხვიდე მამოლოთან 2kiss.gif

Posted by: martata 25 May 2009, 22:58
chupa82

დიდი მადლობა 2kiss.gif .არ უნდა ეთქვა ღუდუშაურს მიდი მამოლოგთანო? არაფერი არ გინდა და შეიძლება თავისით გაქრესო.
იქნებ კარგი მამოლოგი მირჩიოთ,აუუუუ ისევ ახლიდან შემზადება,ემოციები.რა ცუდია
sad.gif sad.gif

Posted by: baby-bobo 25 May 2009, 23:01
martata
QUOTE
იქნებ კარგი მამოლოგი მირჩიოთ

მე დავდივარ გიორგი ძაგნიძესთან - ტატიშვილში.
ძალიან მიყვარს ეს ადამიანი.
არ მანერვიულებს და არ მაშინებს ხოლმე smile.gif

Posted by: mivarus 27 May 2009, 13:41
martata
ძალიან ცნობილი მამოლოგია გია ციხისელი ვაკის ლეჩკომბინატში, კლინიკა კარაპს მედლაინში http://www.carapsmedline.ge/index.php?body=4&subbody=1

მართალია, მამოლოგთან ვიზიტი დიდ ემოციებთანაა დაკავშირებულიsad.gif, მაგრამ დროულად უნდა ამ საქმეს მიხედვა...

Posted by: martata 27 May 2009, 19:05
baby-bobo
mivarus
და ყველას დიდი მადლობა.დღეს გავბედე და წავედი ონკოლოგიურში გია ნემსაძესთან და დავმშვიდდი.სშიში არაფერია მხოლოდ კონტროლი უნდაო და 6 თვეში დამიბარა.
კიდე რაღაც მცენარეული წამალი დამინიშნა, 46 დღიანი კურსი.ისე ჩემი კი დამემართა სანამ ონკოლოგიურში ავედი და ექიმმა მიმიღო.
ყველას ჯამრთელობას გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: baby-bobo 27 May 2009, 21:01
martata
ძალიან კარგი.
მთავარი თავის კონტროლია, აქ საშიში და სანერვიულო არაფერია.
აბა წარმატებები...

2kiss.gif

Posted by: womanly 28 May 2009, 15:58
martata
მამოლეპტინს დაგინიშნავდა. მეც გიასთან დავდივარ. ეხლა 3 თვის წინ ვიყავი და უნდა მივიდე წამალიც დავლიე და ვნახოთ. ისე ძაან დამამშვილა

Posted by: martata 28 May 2009, 17:26
womanly

კი მამოლეპტინი დამინიშნა.დღეს დავიწყე და 46 დღე უნდა ვსვა.ისე მაგარი ძვირი კი გამოდის.ნეტა რამეს გვიშველიდეს მაინც.
მეც დამამშვიდა და მითხრა 3 თვეში რო მოხვალ ისევ ნინო ღუდუშაურის ეხო მომიტანეო.

Posted by: chupa82 31 May 2009, 18:25
ქავილის შეგრძნება მაქვს იმ ადგილზე სადაც ფიბროზულ- კისტოზური მასტოპათია დამიდგინეს,თქვენ ესე გაქვსთ ვისაც ეს დიაგნოზი დაგისვეს? რას უნდა ნიშნავდეს ?

Posted by: 7bardgunia 1 Jun 2009, 11:44
chupa82

მაგაზე ნუ ინერვიულებ
ეგ შეგრძნება მეც მქონდა მაგრამ ექიმმა მიტხრა არაფერიაო

Posted by: chupa82 1 Jun 2009, 11:48
7bardgunia
ახლა დამეწყო და იმიტომ გამიკვირდა, როცა ექიმთან ვიყავი არ მქოდა თორე მეც ვკითხავდი sad.gif

Posted by: bato-bato 3 Jun 2009, 18:22
ხალხო რამე მითხარით რა user.gif

სადღაც 2 წლის წინ ძალიან მტკიოდა მარჯვენა მკერდი, ნუ დედაჩემს აქვს მკერდზე ოპერაცია გაკეთებული და მეც რისკ ჯგუფში ვარ ალბათ

გავიკეთე ექოსკოპია და აბსოლიტურად სუფთა ხარო

დღეს შევამჩნიე, რომ მარჯვენა ძუძუს თავიდან ხელს თუ მოვუჭერ მომდის რაღაც სითხე

დედაჩემსაც ასე მოსდიოდა სითხე, ოღონდ ის უფრო ბლანტი იყო, საოპერაციოდ რომ გააქანეს ...

დამერხა, თუ ხელის მიხმარებით სითხის გამოსვლა ბუნებრივია???

მარცხენაზე არ მაქვს ასე

Posted by: GITANA 3 Jun 2009, 18:34
bato-bato

არ არის გამორიცხული პროლაქტინი გქონდეს მაღალი. მაგრამ მამოლოგთან მისვლას მაინც ვერ გაექცევი.

Posted by: happy_me 16 Jun 2009, 12:30
QUOTE

არ არის გამორიცხული პროლაქტინი გქონდეს მაღალი. მაგრამ მამოლოგთან მისვლას მაინც ვერ გაექცევი.



პროლაქტინის მომატება რა კავშირშია დალიან მაინტერესებს რა მეც მომატებულ იმქონდა ცოტა

* * *
მე ნინო გუდუშაური ძალიან მომენცონა...
ჩემი აზრიტ ტუ რამე პრობლემას შეამჩნევთ ჯერ კარგ ეხოსკოპისტან უნდა წახვიდეთ

Posted by: chia_maia 16 Jun 2009, 23:27
რა ძნელია ქალობა რაააააააააა, ვკითხულობ ამ თემას და ვფიკრობ ან ძუძუ რად გინდა ან საშვილოსნი და საკვერცხეები, მოკლედ დიდი ბომბი გვიზის ქალებს ამ ორგანოების სახით.
ჩემს რძალს გავუკეთეთ ოპერაცია ონკოლოგიურში 2 თვის წინ ძაგნიძესთან (თბილისში დგეს ყველაზე პრესტიჟულ მამოლოგად ითვლება), ექოსკოპია ოპერაციამდე ღუდუშაურთან გაიკეთა და უთხრეს რომ კისტოზური წარმონაქმნია და ოპერაცია ჯობიაო (დედა და 2 დეიდა სიმსივნით დაეღუპა და გენეტიკა დამძიმებული აქვს), ეხლა 2 კვირის წინ ისევ მოისინჯა იგივე მკერდზე სიმაგრე, რომელიც უკვე არა კისტოზური არამედ აღმოჩნდა აგრესიული სიმსივნე, რომელიც რა თქმა უნდა საოპერაციოა ოღონდ ამ შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის ამპუტაცია უნდა გაუკეთონ (36 წლისა).
ვინმემ თუ იცის 2 თვეში შეიძლება გაჩნდეს სიმსივნეეეეეეე, ის თუ არაფერი იყო, ეს საიდან გაჩნდა?

Posted by: baby-bobo 16 Jun 2009, 23:38
chia_maia
QUOTE
ინმემ თუ იცის 2 თვეში შეიძლება გაჩნდეს სიმსივნეეეეეეე, ის თუ არაფერი იყო, ეს საიდან გაჩნდა? 

არსებობს სიმსივნე რომელიც 2 თვეში სპობს და კლავს ადამიანს იმდენად სწრაფად იზრება.

ყველას ჯვარი წერია, ზალიან მომხვდა გულზე ეს ამბავი.
და საერთოდ ძალიან განვიცდი მკედის სიმსივნის პრობლემას. sad.gif

Posted by: chia_maia 16 Jun 2009, 23:47
კი მაგრამ ოპერაციის შემდეგ ხომ დადიოდა მთელი 3 კვირა ისევ ექიმთან, როგორ არ გამოჩნდა, ვერ დაინახეს, იქნებ ოპერაცია არასწორად გაკეთდა? რა ვიცი რა უნდა იფიქრო რაააა, ეხლა ისევ საოპერაციოდ ვამზადებთ, ღმერთო დაიფარეეეეეეე

Posted by: tsqnafo 17 Jun 2009, 14:28
QUOTE (chia_maia @ 16 Jun 2009, 22:27 )
რა ძნელია ქალობა რაააააააააა, ვკითხულობ ამ თემას და ვფიკრობ ან ძუძუ რად გინდა ან საშვილოსნი და საკვერცხეები, მოკლედ დიდი ბომბი გვიზის ქალებს ამ ორგანოების სახით.
ჩემს რძალს გავუკეთეთ ოპერაცია ონკოლოგიურში 2 თვის წინ ძაგნიძესთან (თბილისში დგეს ყველაზე პრესტიჟულ მამოლოგად ითვლება), ექოსკოპია ოპერაციამდე ღუდუშაურთან გაიკეთა და უთხრეს რომ კისტოზური წარმონაქმნია და ოპერაცია ჯობიაო (დედა და 2 დეიდა სიმსივნით დაეღუპა და გენეტიკა დამძიმებული აქვს), ეხლა 2 კვირის წინ ისევ მოისინჯა იგივე მკერდზე სიმაგრე, რომელიც უკვე არა კისტოზური არამედ აღმოჩნდა აგრესიული სიმსივნე, რომელიც რა თქმა უნდა საოპერაციოა ოღონდ ამ შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის ამპუტაცია უნდა გაუკეთონ (36 წლისა).
ვინმემ თუ იცის 2 თვეში შეიძლება გაჩნდეს სიმსივნეეეეეეე, ის თუ არაფერი იყო, ეს საიდან გაჩნდა?

პრესტიჟულობას რითი საზღვრავენ არ ვიცი, მაგრამ ძაგნიძე კარგი სპეციალისტი . ისე ნემსაძისთვის, ან კოხრეიძისთვისაც გეჩვენებინათ, ბარემ თუ ''ქირონში'' იყავით.

Posted by: chia_maia 18 Jun 2009, 11:21
QUOTE
პრესტიჟულობას რითი საზღვრავენ არ ვიცი, მაგრამ ძაგნიძე კარგი სპეციალისტი . ისე ნემსაძისთვის, ან კოხრეიძისთვისაც გეჩვენებინათ, ბარემ თუ ''ქირონში'' იყავით.

ნემსაძემაც ნახა და ციხისელმაც და იგივე უთხრეს, განმეორებით ღუდუშაურთან ექოზეც იყო, როგორც ჩანს ვერ დაინახა 2 თვის წინ, რადგან სამან პაციენტმა არ უთხრა სად უნდა ენახა ისევ უშვებდა არაფერი გაქვსო (ჩემი მტერი მოხვდა ექიმებთან)

Posted by: martata 24 Jun 2009, 13:48

რა მაინტერესებს იცით? ფიბროზულ კუსტოზური მასტპათია მაქვს ხოდა მაინტერესებს სოლარიუმი საშიშია თუ შემიძლია გავირუჯო.თუ ვინმემ იცით რამე ამის შესახებ მომწერეთ გთხოვთ.დიდი მადლობა.

Posted by: fortran 24 Jun 2009, 23:39
..........................................




უცენზურო სიტყვებისთვის დაიბანები.

კორექტულად ჩამოაყალიბე სათქმელი.

Posted by: baby-bobo 25 Jun 2009, 00:45
fortran
QUOTE
ყველა მამოლოგის კარგიც მოვტყან,გოგიტა ძაგნიძე შე პიდარასტო,კაცის მკვლელო,ვერ გიტან მეზიზღები მექალთანე და პიდარასტი ხარ

რა ხდება?
თქვი რა...

Posted by: cucuna1975 25 Jun 2009, 11:05
martata

მეც გივე პრობლემა მაწუხებს. ექიმს ვკითხე და ზომიერების ფარგლებში სოლარიუმი საშიში არ არისო მიპასუხა. მზის აბაზანებს უფრო უნდა ერიDო, და გარკველი საათები უნდა შეარჩიო მზის აბაზანეის მისღებად. მაინცა და მაინც მწველ მზეზე არ უნდა გახვიდე.
* * *
მოგმართავთ მათ ვისაც ფიბროზულ - კისტოზური მასტოპატია გაწუხებთ. ექიმებს რომ ჰკითხო 3-6 ტვეში ერთხელ კონსულტაციაზე უნდა ირბინო მათთან , რასაც ცოტა ნერვოზულ მდგომარეობამდე მივყავართ. ყველანი იცავთ ამ წესს? მე ერთი წელია არ მივსულვარ, გამოდის რომ მატი რწკომენდაცია არ გავითვალისწინე sad.gif

Posted by: oups 25 Jun 2009, 12:12
აუ ვინც კომპეტენტურია ან თუ რამე სმენია ამდაგვარზე ეგება მიპასუხოთ?

ე.ი. ჩემს მეგობარა ძუძუს თავზე თეთრი სითხე გამოსდის, არაფერი არ აწუხებს, ქალიშვილია, ეს 3 დღეა ასე მაქვსო და რა ხდება ხომ არ იცით, რატო აქვს ასე?

Posted by: irakli222 25 Jun 2009, 20:45
oups
QUOTE
ძუძუს თავზე თეთრი სითხე გამოსდის, არაფერი არ აწუხებს

სასურველია მამოლოგს გაესინჯოს.
მე რაც შემხვედრია გამონადენი დვრილიდან სადინარშიდა პაპილომებისთვისაა დამახასიათებელი.

Posted by: n_j 25 Jun 2009, 21:06
cucuna1975
QUOTE
მოგმართავთ მათ ვისაც ფიბროზულ - კისტოზური მასტოპატია გაწუხებთ. ექიმებს რომ ჰკითხო 3-6 ტვეში ერთხელ კონსულტაციაზე უნდა ირბინო მათთან , რასაც ცოტა ნერვოზულ მდგომარეობამდე მივყავართ. ყველანი იცავთ ამ წესს? მე ერთი წელია არ მივსულვარ, გამოდის რომ მატი რწკომენდაცია არ გავითვალისწინე 

მე დამისვა ასეთი დიაგნოზი კახა ბარამიძემ ჯანმრთელობის სახლში, მითხრა რომ ეს არ არის საგანგაშო, თუმცა ყურადღების მიქცევა საჭიროაო, რომშემატყო ძალიან შეშინებული ვიყავი დამამსვიდა და მითხრა რომ მამოლოგებთან სირბილს შეეშვი, მზეს მკერდი მოარიდე და სტრესებს, ძალიან მწარე-ცხარესაც ერიდეო, მკურნალობის კურსი ჩავიტარე, მასტოდინონი, პროჟესტოჟელი და თუ სწორად მახსოვს სელენიუმ ფორტე მქონდა გამოწერილი, კიდევ რაღაც...
3-6 თვე მეტისმეტია, თუმცა წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაესინჯო. მეც სულ ვაპირებ მისვლას და თავი ვერ მოვაბი...

ისე ეს დიაგნოზი ძალიან გავრცელებულია, მე მშობიარობის შემდეგ დამემართა, თურმე ძუძუს რაც უფრო ხანგრძლივად აჭმევ ბავშვს მით უფო უკეთეია, მაგრამ თუ რძე არ გაქვს საკმარისი, ან ჩარჩა ძუძუში მერე მასტოპათიის ერთერთი მიზეზიც ხდება

Posted by: baby-bobo 25 Jun 2009, 21:31
n_j
QUOTE
ისე ეს დიაგნოზი ძალიან გავრცელებულია, მე მშობიარობის შემდეგ დამემართა, თურმე ძუძუს რაც უფრო ხანგრძლივად აჭმევ ბავშვს მით უფო უკეთეია, მაგრამ თუ რძე არ გაქვს საკმარისი, ან ჩარჩა ძუძუში მერე მასტოპათიის ერთერთი მიზეზიც ხდება

+1.

QUOTE
წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაესინჯო. მ

+1.

fortran
QUOTE
გოგიტა ძაგნიძე

დაწერე რა შეგემთხვათ?

Posted by: ikebana 26 Jun 2009, 21:29
ნემსაძის მიღების საათები ხომ არავინ იცის? ონკოლოგიურის გარდა თუ იღებს პაციენტებს კიდევ სადმე?

Posted by: cucuna1975 27 Jun 2009, 00:26
n_j

მე 1 წლის განმავლობაში სამჯერ ვიყავი მისული, მერე დავიწყე ინტერნეტში ქექვა და ფიბროზულ-მკისტოზურ მასტოპატიაზე სტატიების კითხვა , რამაც ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო და ლამის ნევროზამდე მიმიყვანა ისე შევშინდი. სხვათაშორის მეც კახა ბარამიძესტან დავდიოდი, მესამედ ღუDუშაურთან ვიYავი მამოგრაფიაზე. ახლა წელიწადი და ორი თვეა არ ვყოფილვარ რაღაც დავიკიდესავით, მაგრამ ვნერვიულობ ხანდახან რაიმე არ გამომეპაროს. თავიდან მამოლეპტინს ვსვამდი და პროჟესტოჟელს ვისმევდი, ცისტები ოდნავ შემცირდა. შენ თუ იყავი იმის მერე გამოიღო წამლებმა რაიმე შედეგი?

Posted by: irakli222 27 Jun 2009, 08:34
ikebana

QUOTE
ნემსაძის მიღების საათები ხომ არავინ იცის? ონკოლოგიურის გარდა თუ იღებს პაციენტებს კიდევ სადმე?



ორშაბათი-პარასკევი ათიდან სამ საათამდე მხოლოდ ონკოლოგიურში

Posted by: n_j 27 Jun 2009, 10:49
cucuna1975
[quote]შენ თუ იყავი იმის მერე გამოიღო წამლებმა რაიმე შედეგი? [/quo
მკურნალობი მერე ვიყავი, უკეთესობას მეც ვგრძნობდი, არარ მტკიოდა, არც გამაგრებული მქონდა, მერე მეც დავიკიდე და წელიწადზე მეტია არ მივსულვარ თუმცა ვაპირებ ამ ზაფხულს, ან შემოდგომაზე მაინც აუცილებლად. ხანდახან ისევ ვგრძნობ ხოლმე ტკივილს და სიმაგრეს. ადრე მიტხრეს რომ პმატოპათია არ იკურნება და პერიოდულად იცის თავის შეხსენებაო

Posted by: cucuna1975 27 Jun 2009, 22:46
n_j

სიმაგრეს მეც ვგრძნობ ხოლმე პერიოდულად. შენიც რაღაც პატარა შარიკების მსგავსია? ხო მაგაში მართალი ხარ მასთოპათია არ იკურნება, უბრალოდ უნდა აკონტროლო. ფარისსებრი ჯირკვალი და ჰორმონები როგორ გაქვს?
ისე კახა ბარამიძემ მითხრა მაგაზე რაც ნაკლებს იფიქრებ მით უფრო კარგი იქნებაო.

Posted by: baby-bobo 27 Jun 2009, 23:12
cucuna1975
QUOTE
მაგაზე რაც ნაკლებს იფიქრებ მით უფრო კარგი იქნებაო.

რომ ვფიქრობ მაშინ მტკივა და მახსენდება ეს ოხერი მასტოფატია.

Posted by: Breaky 28 Jun 2009, 00:44
აუ მეც მაქვს ეს ჯანდაბა უკვე რამდენიმე წელია და იმდენად არ ვფიქრობ და მკიდია, რომ 2 წელია
აღარ მისვულვარ. ხო, ვიცი როპმ ცუდია და უნდა მივიდე, მარა ვერ ვიცლი. თან მახსენდება მაშინ, როცა
მტკივა ხოლმე. მეც მშობიარობის მერე გამიჩნდა იმიტომ რომ ბავშვმა საერთოდ არ ჭამა ძუძუ და ვიწველიდი
ხოლმე. როგორც ჩანს, ჩარჩა მანც რაღაც, ძალიან ადვილია რომ დარჩეს და გადაიქცეს მერე მაგ მახინად.
თავიდან, როცა აღმოვაჩინე და მივედი ციხისელთან, მეც დამინიშნა რაღაც 2-3 თვიანი კურსი რაღაცის და პროჟესტოჟელის.
ჩავიტარე ეს კურსი, მერე ისევ გავესინჯე და ბავშვი გააჩინე, ეგაა წამალიო რომ დამინიშნა, მეტი არაფერი გინდაო,
აღარც მივსულვარ მას მერე. ეს ბავშვიც რომ არ ჩნდება rolleyes.gif

Posted by: baby-bobo 28 Jun 2009, 00:57
Breaky
QUOTE
მშობიარობის მერე გამიჩნდა იმიტომ რომ ბავშვმა საერთოდ არ ჭამა ძუძუ

+1.

QUOTE
ბავშვი გააჩინე, ეგაა წამალიო რომ დამინიშნა, მეტი არაფერი გინდაო,

ხო მეც მასე მითხრეს.
ოღონდ აუცილებლად ძუძუ უნდა აჭამოო.

2 მშობიარობის მერე არ მქონდა რძე და მესამეჯერ მექნება ვითომ?
და ისევ რომ არ მქონდეს?

Posted by: Breaky 28 Jun 2009, 01:05
baby-bobo
ხო, ეგ ვიგულისხმე, რომ ბავშვმა უნდა ჭამოს, რომ დაიშალოსო.
მე კი მქონდა რძე, მარა ბავშვმა არ ჭამა, ძალიან სუსტი იყო და მაგის თავი არ ქონდა.
სანამ მართვით სუნთქვაზე იყო, რძის შემაცოტავებელი გამიკეთეს რამდენიმე ნემსი,
თორემ ცუდად იყო ჩემი საქმე, მარტო მასაჟისტი ვერ მშველოდა. მერე, როცა უკვე
მითხრეს, გამოიწველე ხოლმე და ვაჭმევთო (რანიმაციაში იყო, ინკუბატორში და მე ვერანაირად
ვერ ვაჭმევდი), მერე უკვე ცოტა მქონდა, თან ნუ რამდენი ვინერვიულე მთელი ის პერიოდი,
ცუდად რომ იყო ბავშვი, ეგეც ხომ მოქმედებს რძეზე, როცა მომიყვანეს, უკვე იმდენად ცოტა იყო,
არც ეყოფოდა, მაგრამ ვერც წოვდა, რომ ჩამდგარიყო რძე და ასე თავისით წავიდა. მე კი
ვიმასაჟებდი და ვიწველიდი, სულ ვისინჯავდი თან, სადმე რამე ხომ არ დარჩათქო, მარა გამეპარა
როგორც ჩანს.

აი, თუ რძე არ იქნა, არ ვიცი, რა დაშლის აბა იმ გამაგრებას. მაგრამ რაც იქნება, იმას მაინც
ხომ შეჭამს, ანუ წოვის და გამოქაჩვის რეფლექსის დამსახურებით შეიძლება დაიშალოს.
თუარადა რა, ოპერაცია ერთადერთი გამოსავალია???? ეგ არ მინდა :სპყ:

Posted by: cucuna1975 28 Jun 2009, 16:49
მე რძეც მქონდა და წოვდნენ კიდეც. ერთმა1.5 წელი მეორწმ 1 წელი ჭამა , მაგრმამ მაინც გამიჩნდა. რომ წავიკითზე თურმე აბორტიც მოქმედებს მაგაზე უარყოფითად
* * *
Breaky
ისე რომ გკიდია მაგარია. მე აბა 1.5 წელია მაგაზე ვფიქრობ დღე არ გავა რომ არ გამახსენდეს, მაგრადმეშლება ნერვები

Posted by: cucuna1975 2 Jul 2009, 13:57
მასტოპათია
მასტოპათია - ეს არის ძუძუს დისჰორმონალური ჰიპერპლაზიური პროცესი, რომელიც საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ფიბროზულ-კისტოზური დაავადება. მას ახასიათებს ძუძუს ქსოვილის პროლიფერაციული და რეგრესიული პროცესების ფართო სპექტრი. არსებობს მასტოპათიის პროლიფერაციული და არაპროლიფერაციული ფორმები. მართალია მასტოპათია არ ითვლება ობლიგატურ ძუძუს კიბოსწინა დაავადებად, მაგრამ ამ პათოლოგიის მატარებელ ქალებს 3-5-ჯერ ეზრდებათ კიბოს განვითარების რისკი, ხოლო პროლიფერაციული ფორმების დროს - 25-30-ჯერ. ატიპიური პრლიფერაციული პროცესი კიდევ უფრო ზრდის რისკს, ამიტომ მასტოპათიების პროლიფერაციული ფორმა ეპითელის ჰიპერპლაზიითა და დისპლაზიით, ითვლება ძუძუს კიბოსწინა დაავადებად.
კლინიკური თვალსაზრისით მასტოპათია შეიძლება დაიყოს: დიფუზური და კვანძოვანი. ასეთი დაყოფა ექიმისათვის ხელსაყრელია მკურნალობის ტაქტიკის ასარჩევად.

დიფუზური მასტოპათია – ნეირო-ენდოკრინული რეგულაციის დარღვევა თავდაპირველად ძუძუში იწვევს დიფუზურ ცვლილებებს, რომლის კლინიკური გამოვლინებაა სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობის ტკივილი ძუძუში მენსტრუაციის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე. მენსტრუაციის შემდეგ ტკივილი გაივლის. დროთა განმავლობაში, შესაბამისი მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში, ტკივილი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი ხდება, რომელიც ირადიაციას განიცდის მხარში, იღლიაში, ბეჭში, კისერში, ყურის ნიჟარაზე. ავადმყოფები ხდებიან მოუსვენრები და ემართებათ კანცეროფობია. არნიშნული კლინიკური სურათი დიფუზური მასტოპათიის საწყისი სტადიაა და მას მასტალგია (მასტოდინია, მაზოპლაზია, მტკივნეული მკერდი) ეწოდება. ხშირია 35 წლამდე ასაკის ქალებშიდაავადების პროგრესირების შემდგომ ეტაპზე ძუძუში ჩნდება გამკვრივებული უბნები მკვეთრი საზღვრების გარეშე, შეიგრძნობა ტიხრები, წილაკოვნება, მარცვლოვნება, ძუძუ გაჯირჯვებულია. უფრო ხშირი ლოკალიზაციაა ზემო გარეთა კვადრანტი. დვრილზე ზეწოლით შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ხასიათის გამონადენი, ხსენი სეროზული, მომწვანო ფერის და ა.შ. მტკივნეული უბნები და გამონადენი დვრილიდან მენსტრუაციის შემდეგ მცირდება.

კვანძოვანი მასტოპათია – ეს ფორმა გვხვდება 30-დან 50-წლამდე ქალებში. პალპაციით გამკვრივებული უბნები უფრო მკვეთრი ხდება. შეიგრძნობა ტიხრები, წილაკოვნება, მარცვლოვნება. პალპაცია შესაძლებელია ავადმყოფის ვერტიკალურ მდგომარეობაში. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წარმონაქმნი თითქოსდა იკარგება ირგვლივ დიფუზურად გამკვრივებულ ქსოვილში და ხელის გულით ზეწოლის დროს მისი შეგრძნება უკვე შეუძლებელი ხდება – ეს არის უარყოფითი კენიგის სიმპტომი. კანის სიმპტომი და გადიდებული რეგიონული ლიმფური კვანძები არ აღინიშნება. კვანძი შეიძლება იყოს ერთ ან ორივე ძუძუში, ერთი ან მრავლობითი. წარმონაქმნის ირგვლივ აღინიშნება დიფუზური მასტოპათიის უბნები.



ცისტური მასტოპათიის რამოდენიმე ფორმას გამოყოფენ: ა) გალაქტორეა – ჰიპერპროლაქტინემიის შედეგად ორსულობის არ არსებობისას აღინიშნება ლაქტაციის პროცესი; ბ) წვრილი ცისტური დაავადება – ორმხრივი დაავადებაა, მისთვის დანმახასიათებელი კლინიკურ-მორფოლოგიური ცვლილებები დაკავშირებულია მთელ რიგ დისჰორმონულ ცვლილებებთან; გ) რეტენციული ცისტები – სადა კედლებით პროლიფერაციის გარეშე; დ) ღია ცისტები – მომწვანო-მორუხო გამონადენით, როცა ძუძუში პალპაციით ისინჯება სადა ზედაპირის მქონე, ელასტიური სოლიდური ან მრავლობითი წარმონაქმნები.


Posted by: teo teo 23 Jul 2009, 20:14
აუ კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ sad.gif
17 წლის ვარ და მკერდი ისე მაქვს როგორც 13 წლის გოგოს. (თავიდან ზრდას რო იწყებს).. sad.gif ძალიან პატარაა და რისი ბრალი შეიძლება იყოს? sad.gif
სიმაღლეში 173 ვარ / წონაში 51 . იქნებ სიგამხდრის ბრალია?! ( მარა დაქალი მყავს ჩემზე მაგალია, წონაში 53 მარა მკერდი აქვს 2,5 ზომა sad.gif(((
მამოლოგთან მინდა მივიდე და იქნებ ვინმე კარგი მირჩიოთ ... sad.gif თორე საკუთარი თავი მეზიზგება უკვე

Posted by: Marfa lamazi 24 Jul 2009, 15:19
ირაკლი კოხრეიძე - კერძო კლინიკა აქვს. მგონი დირექტორია. ძალიან კარგი ექიმია და ონკოლოგიურში VIII სართულზე მუშაობს
* * *
რავიცი .... მე კი მიშველა.... მე მასეტი პრობლემები არ მკონდა! კვანძი მკონდა და ყველა მეუბნებოდა საოპერაციოა! მაგან კიდე მალამო დამინიშნა. ექვს ტვეში რო მივედი არც ეხოთი აგარ მკონდა

Posted by: irakli222 24 Jul 2009, 18:44
Marfa lamazi
Newbie

რა მალამო?

Posted by: Marfa lamazi 27 Jul 2009, 11:49
პროჟესტოჯელი დღეში ორჯერ ვიზელდი!

Posted by: ana_maniani 27 Jul 2009, 15:34
დახმარება მჭირდება user.gif
ადრე,თვეების წინ მქონდა ხოლმე ტკივილი მარცხენა იღლიაში,აი რაღაც რო გწიწკნის შიგნიდან ესეთი შეგრძნება იყო,ამან გაიარა,სამაგიეროდ დამეწყო მარცხენა მკერდის ტკივილი და ამ ბოლოს უკვე ყოველდღიურად,მაქვს სიმძიმის შეგრძნება, და თითქონს რაღაც მქაჩავს, მკერდიც ოდნავ დაწეულია ქვემოთ მარჯვენასთან შედარებით,შეიძლება რომ მეშინია მეჩვენება....ვარ 22 წლის,არ ვარ გათხოვილი,ანუ ბავშვი,რძე და ა.შ _არა, და შემოვკრა განგაშის ზარებს თუ დაველოდო როდის გაივლის??? user.gif

Posted by: sandroia 28 Jul 2009, 11:59
დედაჩემს აღმოაჩნდა მკერდის კიბო, მეოთხე სტადიაში არისო დღეს გვითხრეს ექიმებმა, არადა მანამდე საერთოდ არ სტკიოდა sad.gif, ტატიშვილშI გუშინ გადავუღეთ რენტგენი და იქ გვითხრეს, დღეს კი ონკოლოგიურში გვითხრა მამოლოგმა sad.gif
ვაპირებ მამა გაბრიელის საფლავზე წავიყვანო, დიდი იმედი მაქვს რომ უშველის ლოცვები და მამა გაბრიელის ზეთი
ექიმების იმედი უკვე აღარ მაქვს არაფრის

Posted by: baby-bobo 28 Jul 2009, 12:43
sandroia
QUOTE
დედაჩემს აღმოაჩნდა მკერდის კიბო, მეოთხე სტადიაში არისო დღეს გვითხრეს ექიმებმა, არადა მანამდე საერთოდ არ სტკიოდა sad.gif, ტატიშვილშI გუშინ გადავუღეთ რენტგენი და იქ გვითხრეს, დღეს კი ონკოლოგიურში გვითხრა მამოლოგმა sad.gif ვაპირებ მამა გაბრიელის საფლავზე წავიყვანო, დიდი იმედი მაქვს რომ უშველის ლოცვები და მამა გაბრიელის ზეთი ექიმების იმედი უკვე აღარ მაქვს არაფრის

ძალიან სამწუხაროა.
არ სტკიოდა ერთი მაგრამ არანაირი სხვა სიტუაცია არ იყო?
მაგალითად. გამონადენი ან მკერდის ფორმა???

Posted by: sandroia 28 Jul 2009, 13:54
baby-bobo
QUOTE
ძალიან სამწუხაროა. არ სტკიოდა ერთი მაგრამ არანაირი სხვა სიტუაცია არ იყო? მაგალითად. გამონადენი ან მკერდის ფორმა??? 

არააა, ვაფშე არაფერი როგორც თვითონ თქვა
უბრალოდ მკერდებს შორის აქვს პატარაზე სიმკვრივესავით მარა მოძრაობს ეს სიმკვრივე და ესე ვიცოდით რომ თუ კიბოა არ უნდა მოძრაობდესო sad.gif

Posted by: baby-bobo 28 Jul 2009, 14:29
sandroia
QUOTE
უბრალოდ მკერდებს შორის აქვს პატარაზე სიმკვრივესავით მარა მოძრაობს ეს სიმკვრივე და ესე ვიცოდით რომ თუ კიბოა არ უნდა მოძრაობდესო

sad.gif
რა საშინელებაა.

ასაკით რამხელაა.
ოპერაციას არ უკეთებენ? ოპერაციის გარეშე, ექოთი და გასინჯვით როგორ დგინდება 4 სტადიიაშია თუ რა ხდება.???

Posted by: natia1975 28 Jul 2009, 14:37
საერთოდ რამდენადაც გამიგია ოპერაციამდე სტადიას არ ამბობენ. მერე ხდება დათესვა და მორფოლოგიური კვლევა. რა მაინტერესებს კონტროლზე ან რამეზე არ დადიოდა წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ მაინც. როგორ გამორჩა sad.gif

Posted by: baby-bobo 28 Jul 2009, 14:45
natia1975
QUOTE
საერთოდ რამდენადაც გამიგია ოპერაციამდე სტადიას არ ამბობენ. მერე ხდება დათესვა და მორფოლოგიური კვლევა.

მეც ეგრე ვიცი.

Posted by: sandroia 28 Jul 2009, 15:15
baby-bobo
QUOTE
ასაკით რამხელაა.

58 წლისაა sad.gif
QUOTE
ოპერაციას არ უკეთებენ? ოპერაციის გარეშე, ექოთი და გასინჯვით როგორ დგინდება 4 სტადიიაშია თუ რა ხდება.??

ოპერაცია გვიანი არისო, ხვალ უნდა მივიყვანო უშუალოდ რომ გასინჯოს ექიმმა, ექო და ის სურატები რომ გამორიცხოს sad.gif
natia1975
QUOTE
საერთოდ რამდენადაც გამიგია ოპერაციამდე სტადიას არ ამბობენ. მერე ხდება დათესვა და მორფოლოგიური კვლევა. რა მაინტერესებს კონტროლზე ან რამეზე არ დადიოდა წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ მაინც. როგორ გამორჩა sad.gif

საქმე იმაშია რომ დედაჩემს სულ აწუხებდა წნევები, და სულ ამ წნევებზე მკურნალობდა, მკერდისთვის არც მიუქცევია ყურადღება, თან ის რაღაცა მკერდზე რომ მოძრაობდა და არ სტკიოდა საერთოდ დაიმშვიდა თავი რომ არაა კიბოვო sad.gif

Posted by: irakli222 28 Jul 2009, 21:18
QUOTE
ოპერაციას არ უკეთებენ? ოპერაციის გარეშე, ექოთი და გასინჯვით როგორ დგინდება 4 სტადიიაშია თუ რა ხდება.???


კიბო მეოთხე სტადიისა როდესაც შორეულ ორგანოებშია მეტასტაზები.
ძუძუს კიბოსთვის დამახასიათებელია მეტასტაზირება ფილტვებში, ღვიძლში,
თავის ტვინში, ძვლებში.
ფილტვებსა და ძვლებში მეტასტაზების აღმოჩენა რენტგენოგრაფიით შეიძლება,
ღვიძლში ექოსკოპიით.

მეოთხე სტადიის ძუძუს კიბოს დროს ოპერაცია მეტწილად არ კეთდება,
გამონაკლისია ის შემთხვევები როდესაც სიმსივნე სისხლმდენია ან დაწყლულებული/დაჩირქებულია.

Posted by: Mrs_Zum 29 Jul 2009, 01:06
მორფოლოგიის გარეშე ეს ცოტა არ იყოს თამამი ნათქვამია მეოტხე სტადია, მიდით მამოლოგთან იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, წარმატებებს გისურვებთ

Posted by: ana_maniani 31 Jul 2009, 00:32
QUOTE
დახმარება მჭირდება
ადრე,თვეების წინ მქონდა ხოლმე ტკივილი მარცხენა იღლიაში,აი რაღაც რო გწიწკნის შიგნიდან ესეთი შეგრძნება იყო,ამან გაიარა,სამაგიეროდ დამეწყო მარცხენა მკერდის ტკივილი და ამ ბოლოს უკვე ყოველდღიურად,მაქვს სიმძიმის შეგრძნება, და თითქონს რაღაც მქაჩავს, მკერდიც ოდნავ დაწეულია ქვემოთ მარჯვენასთან შედარებით,შეიძლება რომ მეშინია მეჩვენება....ვარ 22 წლის,არ ვარ გათხოვილი,ანუ ბავშვი,რძე და ა.შ _არა, და შემოვკრა განგაშის ზარებს თუ დაველოდო როდის გაივლის???

ვერავინ მეტყვის??? არ ვარ მანდ თორემ მივიდოდი ექიმთან და აქ სანამ რამეში გავერკვევი....

Posted by: irakli222 31 Jul 2009, 10:46
ana_maniani
QUOTE
ვერავინ მეტყვის??? არ ვარ მანდ თორემ მივიდოდი ექიმთან და აქ სანამ რამეში გავერკვევი....


შენი მდგომარეობა გადაუდებელ დახმარებას არ საჭიროებს.
როცა მოახერხებ მიდი გაესინჯე მამოლოგს.

Posted by: ana_maniani 31 Jul 2009, 17:27
irakli222
გმადლობთ
.
.
.
.

Posted by: მაჰათმა განდი 7 Aug 2009, 16:50
გამარჯობათ,

მაინტერესებს საქართველოში მკერდის კიბოთი დაავადებული ქალთა სტატისტიკური მონაცემები. (ბოლო რამოდენიმე წლის მონაცემები).

ასევე, არსებობს თუ არა ორგანიზაცია საქართველოში, რომლის ყურადღება გამახვილებულია პრევენციაზე და მკურნალობაზე? (თუნდაც ინფორმაციულ დონეზე, ქალებთან მუშაობა) საიტს თუ დადებთ კარგი იქნება.

დიდი მადლობა smile.gif



პატივისცემით,
განდი.

Posted by: MALI 8 Dec 2009, 10:35
გინეკოლოგიაში დავწერე თუ ვინმემ იცით უფასო ძუძუს გამოკვლევა ეხლა თუ ტარდება სადმე და სად?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: MAIN KAMPF 8 Dec 2009, 18:05
QUOTE
გინეკოლოგიაში დავწერე თუ ვინმემ იცით უფასო ძუძუს გამოკვლევა ეხლა თუ ტარდება სადმე და სად?
წინასწარ დიდი მადლობა

მე ასე ვიცი სკრინინგ ცენტრში კალოუბნის ქუჩაზე ვარკეთილის მეტროსთან
ჰო კიდევ მამოლოგი იგივეა სისკოლოგი
biggrin.gif

Posted by: irakli222 8 Dec 2009, 18:12
უფასო გამოკვლევები

2008 წლიდან, თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით, მოქმედებს სკრინინგის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ეროვნული სკრინინგ ცენტრი. პროგრამაში მონაწილეობა ხელმისაწვდომია თბილისში მცხოვრები ნებისმიერი ქალბატონისთვის:

* 40-დან 70 წლამდე – ძუძუს კიბოს სკრინინგი
* 25-დან 60 წლამდე – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

თუ ეკუთვნით რომელიმე ამ ასაკობრივ ჯგუფს, დარეკეთ ნომრებზე: 14 00 91, 14 00 92 (დიდუბე, წერეთლის 69) ან 48 17 27, 48 17 10, 76 94 14, 76 04 72 (ვარკეთილი, კალაუბნის 12) და დარეგისტრირით. ამავე დროს შეიტყობთ ვიზიტის თარიღს და იმ კლინიკის მისამართს, სადაც სკრინინგ-ტესტს ჩაგიტარებენ.

http://www.gnsc.ge/index.php?act=page&id=33&children=yes&lang=ge

Posted by: MALI 8 Dec 2009, 19:20
MAIN KAMPF
irakli222 დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: aleko1990 8 Dec 2009, 19:20

gamarjobaT. vinme Tu icis ra Rirs konseltacia gia nemsaZesTan onkologiurSi da ra dReebSi muSaobs.

Posted by: irakli222 9 Dec 2009, 10:23
aleko1990

გია ნემსაძე მუშაობს ლისის ტბაზე ონკოლოგიურში მერვე სართულზე.
მიღების დღეებია ორშაბათი-პარასკევი ათიდან სამამდე.
კონსულტაცია ოცდაათი ლარი ღირს.

Posted by: bell 9 Dec 2009, 16:32
სულ მიჩნდება ეს კითხვა, ვინც რისკ-ჟგუფს წარმოადგენს და არის გართულების საშიშროება, ამავდროულად არ აპირებენ ბავშვის გაჩენას რატომ არ იკეთებენ სარძევე ჯირკვლების ოპერაციას?
მერე პლასტიკური და მისი ჯანი და ლამაზიც იქნება, ჯანმრთელიც...
როგორც ვიცი სარძევე ჯირკვლების ამოკვეთას რისკი ფაქტიურა 0-მდე დაჰყავს...

Posted by: HoNeY 18 Jan 2010, 12:03
მოკლედ....პანიკაში ვარ ....
მეორე დღეა ძაალიან მტკივა მკერდი, მარცხენა, არ ვიცი რა მჭირს, მტკივა მთლიანად ანუ ხელს ვერ ვიკიდებ, ცოტა შესივებულიც მაქვს მგონი
ვის უნდა მივმართო ? რა დამიჯდება კონსულტაცია?
და საერთოდ რამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ტკივილი ?

Posted by: baby-bobo 18 Jan 2010, 22:14
HoNeY
მიდი მამოლოგთან.
კონსულტაცია 30 ლარი ღირს ტატიშვილში.
ასე მახსოვს ერთი წლის წინ ვიყავი.

Posted by: პერწკლი 6 Feb 2010, 03:25
spy.gif არასწორად შერჩეულმა ბიუსტჰალტერმა (თუ რაც ქვია) შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს?


თვითგასინჯვით არაფერი კვანძები არ ისინჯება არადა აშკარად მაწუხებს არაშესაბამის დროს იღლიების დაბლა.
ციკლის წინ რომ იცის, ზუსტად ისე,



weep.gif წავალ თავსმოვიკლავ ახლა

Posted by: cesdeba 11 Feb 2010, 12:16
HoNeY
პერწკლი
როგორ ხართ? რაო ექიმმა? მეორე დღეა მეც რაღაც ტკივილს ვგრძნობ მარცხენა მხარეს, სიმაგრეები არ მაქვს. არ ვიცი, იქნებ გულია?
ამ დღეებში უნდა დავგეგმო ექიმთან ვიზიტი.

Posted by: button nose 11 Feb 2010, 12:24
კითხვა მაქვს:უკვე მე-10 დღეა მტკივა ძუძუს თავი,თვითგასინჯვით არაფერი არ მეტყობა,სიმაგრეც არ მაქვს,ტკივილზე მეტად უფრო მეწვის.თავიდან ვიფიქრე რომ ეს ციკლის ბრალია(ველოდებოდი,თუმცა ასეთი ტკივილი არასდროს მქონია),მომივიდა უკვე მე-5 დღეა და მაინც მაქვს ტკივილი.ვიცი ზეპირად განსაზღვრა ძნელია,მაგრამ იქნებ მითხრათ მაქვს თუ არა პანიკის საფუძველი და ისი ბრალი შეიძლება იყოს.მადლობთ.

Posted by: HoNeY 11 Feb 2010, 12:59
cesdeba
მე აღარ ამტკიებია იმის მერე, მეორეჯერ ჯერ არ მივსულვარ, ჟორდანიაში ვიყავი მე.... ნუ ის რაღაც გელი გამომიწერა მე და 26 ლარი ღირს, კარგი რაღაცაა, ეგრევე მომიხსნა ტკივილი მეორე დღესვე..... მიაქციე ყურადღება, გადი ექიმთან, სიმაგრე არ გექნება მაგრამ შეიძლება ანთება გეწყებოდეს რა.

Posted by: პერწკლი 11 Feb 2010, 13:49
cesdeba

არც არაფერი, გამახსენდა რომ ციკლის კ მტკივნეული პერიოდი მაქვს პლიუს ძალიან ვიწრო ლიფი მეკეთა biggrin.gif

Posted by: cesdeba 11 Feb 2010, 14:29
HoNeY
ვისთან იყავი ჟორდანიაში?

Posted by: HoNeY 11 Feb 2010, 14:32
cesdeba
ხო ერთი ქალია არ მახსოვს სახელი დ აგვარი, ეხლა ეგაა მანდ მგონი მხოლოდ. მეორე სართულზე ადი და იკითხე. 25 ლარი გადავიხადე მე მხოლოდ ეხოსკოპია გამიკეთეს ხელი ვერ მოვაკიდებინე მტკიოდა და... ნუ დაახლოებით 25 ლარი ღირს კონსულტაცია რა. 4 საათამდე მუშაობს მგონი
მიდი აუცილებლად....

Posted by: cesdeba 12 Feb 2010, 12:22
ჰმ...
http://www.mkurnali.ge/index.php?option=com_content&view=article&id=503%3A2009-01-31-17-01-10&catid=33%3A2008-10-13-11-45-08&Itemid=69

Posted by: HoNeY 12 Feb 2010, 16:19
cesdeba
როგორა ხარ ? იყავი ექიმთან ?
რაო ?

Posted by: cesdeba 12 Feb 2010, 17:05
HoNeY
რაღაცნაირი წვის და სიცხის შეგრძნება მაქვს დვრილთან. ექიმი სადაც ვარ დაზღვეული იმ კლინიკაში ორშაბათიდან იქნება და მივქანდები.

Posted by: HoNeY 12 Feb 2010, 17:28
cesdeba
QUOTE
რაღაცნაირი წვის და სიცხის შეგრძნება მაქვს დვრილთან. ექიმი სადაც ვარ დაზღვეული იმ კლინიკაში ორშაბათიდან იქნება და მივქანდები.

ხო ხო რარაც ეგეთი შეგრძნებები მქონდა მეც... გახურებული იყო თითქოს.. მარჯვენაა თუ მარცხენა ? მე მარხენა მტკიოდა

Posted by: Doloress 12 Feb 2010, 17:30
მთელ თემას ნუ გადამაკითხებთ, კარგი მამოლოგი მინდა, ლაქტაციის შემდეგ პროფილაქტიკური გასინჯვისთვის მჭირდება, არანაირი ჩივილი არ მაქვს, ისეთი არ მინდა, კიბოს დიაგნოზი რომ დამისვას biggrin.gif არც ციხისელი არ მინდა, მაგასთან მოსახვედრად ცხრაკლიტული უნდა შევამტვრიო თურმე biggrin.gif


Posted by: cesdeba 12 Feb 2010, 17:39
HoNeY
ზუსტად. მარცხენაა ჩემიც.

Posted by: nuciko74 17 Feb 2010, 18:01
QUOTE (Doloress @ 12 Feb 2010, 17:30 )
მთელ თემას ნუ გადამაკითხებთ, კარგი მამოლოგი მინდა, ლაქტაციის შემდეგ პროფილაქტიკური გასინჯვისთვის მჭირდება, არანაირი ჩივილი არ მაქვს, ისეთი არ მინდა, კიბოს დიაგნოზი რომ დამისვას biggrin.gif არც ციხისელი არ მინდა, მაგასთან მოსახვედრად ცხრაკლიტული უნდა შევამტვრიო თურმე biggrin.gif

მეც იგივე შეკითხვა მაქვს. გათხოვებამდე გავიარე მამოლოგის კონსულტაცია, მესინჯებოდა რაღაც კვანძები ორივე მკერდზე, აღმომაჩნდა მასტოპათია საკმაოდ ბევრი კვანძებით. არ მიმკურნალია, რადგან 2 დღეში ვთხოვდებოდი. ფეხმძიმობის დროს გაკეთებულ სარძევე ჯირკვლის ეხოზეც ჩანდა ეს კვანძები. ბავშვი მყავს 7 თვის, 4თივდან შერეულ კვებაზეა,იქამდე მარტო ბუნებრივზეიყო, ახლა უკვე აღარ იდებს ძუძუს,გადაეჩვია, ჯერ ეს ერთი აღარ მაქვს რძე და თან მთელი დღე სამსახურში ვარ,მაინტერესებს თავისით გაშრებაა თუ საჭიროა რამე ჩარევა? მარსლაია ძალიან ცოტაღაა რძე,მაგრამ რამე პრობელმას ხოა რგამოიწვევს, რო აღარ ჭამს
* * *
ამ თემაში არის პროფესიონალი მამოლოგი?

Posted by: irakli222 17 Feb 2010, 20:01
QUOTE
ამ თემაში არის პროფესიონალი მამოლოგი?

არა მგონია

Posted by: cesdeba 19 Feb 2010, 12:08
მამოგრაფია 30-35 წლამდე მიზანშეწონილი არ არისო, სკრინინგ ცენტრში მითხრეს. ასეა? ზაუტაშვილმა კი ორმხრივი ექომამოგრაფია გაიკეთეო.. vis.gif
* * *

2 საათის შემდეგ:

ესეც ასე. გავიკეთე ექოც. არაფერია. არც ხელით არაფერი ისინჯება, და არც მამოგრაფიამ აჩვენა რამე.

აბა რატომ მტკივა მარცხენა მხარეს ასე მუდმივად, ჩხვლეტა-ჩხვლეტით და ტკივილი გადადის მკლავში და ადის ლავიწამდე drug.gif sad.gif sad.gif

Posted by: MALI 9 May 2010, 09:56
ციხისელი ისვე ვაკის ლეჩკომბინატშია თუ იცით?

Posted by: irakli222 9 May 2010, 11:16
QUOTE
ციხისელი ისვე ვაკის ლეჩკომბინატშია თუ იცით?


კი

Posted by: MALI 9 May 2010, 16:28
irakli222

მადლობა გაიხარე smile.gif

Posted by: თებზი 9 May 2010, 21:35
Doloress
ნემსაძე.
ონკოლოგიურშია. ოღონდ ონკოლოგიურში რომაა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ საშიშია :დ
მე მაგასთან დავდივარ.

QUOTE

"მასტოპათია ხშირად ემართებათ ქალაქში მცხოვრებ, უმაღლესი განათლების მქონე ქალებს, რომელთა საქმიანობა გონებრივ შრომას ან ნერვულ დაძაბულობას უკავშირდება. დაავადების განვითარების რისკს ზრდის ქრონიკული გამოუძინებლობა და არასრულფასოვანი კვება - დიდი ოდენობით ცხიმების, ცხოვე-ლური ცილების მოხმარება, ხილის, ბოსტნეულის, საკვები უჯრედისის დეფიციტი, ასევე - იონიზებული რადიაციის (მზეზე და სოლარიუმში გარუჯვისას) ზემოქმედება სარძევე ჯირკვალზე, ალკოჰოლი და ნი-კოტინი, სინთეტიკური ტანსაცმელი, ტანზე მერისმეტად მომდგარი, რკინიანი ბიუსტჰალტერი, რომე-ლიც ტრავმას აყენებს სარძევე ჯირკვალს. სახიფათოა უნებლიე ტრავმაც კი, რომელიც ქალმა შეიძლება მეტროსა თუ ხალხით სავსე ავტობუსში მიიღოს."


ავტობუსში ტრავმის, ალკოჰოლის და რკინიანი ბიუსტჰალტერის გარდა ზედგამოჭრილია ჩემზე givi.gif

Posted by: caram-l 2 Jun 2010, 01:15
QUOTE (cesdeba @ 19 Feb 2010, 12:08 )
მამოგრაფია 30-35 წლამდე მიზანშეწონილი არ არისო, სკრინინგ ცენტრში მითხრეს. ასეა? ზაუტაშვილმა კი ორმხრივი ექომამოგრაფია გაიკეთეო.. vis.gif
* * *

2 საათის შემდეგ:

ესეც ასე. გავიკეთე ექოც. არაფერია. არც ხელით არაფერი ისინჯება, და არც მამოგრაფიამ აჩვენა რამე.

აბა რატომ მტკივა მარცხენა მხარეს ასე მუდმივად, ჩხვლეტა-ჩხვლეტით და ტკივილი გადადის მკლავში და ადის ლავიწამდე drug.gif sad.gif sad.gif

ნეკნთაშორის ნევრალგიასაც ახასიათებს მასეთი სიმპტომები.

ტკივილს დიკოფენაკი ან კამელოტი თუ აჩერებს ეგაა.

Posted by: cesdeba 2 Jun 2010, 09:31
caram-l
QUOTE
ნეკნთაშორის ნევრალგიასაც ახასიათებს მასეთი სიმპტომები.

კი. ეგ ყოფილა.

Posted by: gogona22 15 Jul 2010, 19:25
QUOTE (natushkebii @ 14 Sep 2007, 02:19 )
QUOTE
ახლობელს სჭირდება მამოლოგთან მისვლა და მაინტერესებს ტატიშვილის კლინიკაში ნორმალური მამოლოგი ჰყავთ თუ არა. თუ არა, სხვა ვის მირჩევდით?


QUOTE
ნინო ღუდუშაურს აქებენ ვაკეში მეცხრესთან.

ნინო ექოსკოპიაზეა მამოლოგი არაა მაგრამ ძაან მაგარია თან სერიოზული აპარატი აქვს.მამოლოგი ციხისელიც ზაან მაგარია,ონკოლოგიურში ძაგნიძეც,ხილიანზეა კიდე ონკო დისპანსერი იქაც ძაან მაგარი მამოლოგები არიან,მაგრამ იცი რაა პაციენტის შეშინება იცის ყველა ექიმმა.
მთავარია არ შეშინდე და არ აყვე იმას რასაც გეტყვიან...ციხისელის პაციენტიც ვიყავი ძაგნიძისაც და ონკოდისპანსერში მემგონი ყველამ ნახა ჩემი Mკერდი(ნამუსი რომ ქონდეთ ცოლადაც უნდა მომიყვანონ biggrin.gif ).ყველაას აზრი ერთი იყო სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა.არ გავიკეთე და ენდოკრინოლოგთან ნეირო-ენდოკრინოკოგთან და ბიძაჩემთან(ქირურგია) ერთად დავჯექი და გადავწყვიტეთ დანა არსად გაგვექცეოდა და სანამ დანის ქვეშ დავწვებოდი სხვა ყველა მეთოდი მოგვესინჯა კვანძის გასაწოვად.არც ერთ მამოლოგს არ ეგერა,მაგრამ ექვს თვეში კვანძი აGარ მქონდა.არადა ნახევარი ძუძუს დაკარგვა მაინც მომიწევდა.
ეხლა კი ორივე ადგილზე მაქვს და ჯანმრთელები biggrin.gif
სხვათაშორის ნინოსთან დავდიოდი სულ დაა სულ მაიმედებდა შენ ნახე გაიწოვს და არც დაგიჯერებენო,ნინომ შემირჩია ენდოკრინოლოგიც



წარმატებებსგისურვებთ
დაპოსტე რას იზავთ
გბალეიშიკობთ

ნათია, ვისთან დადიოდი იქნებ დაწერო? და ზომაც რამხელა გქონდა, მე აგმომაჩნდა ფიბროადენომა 27X16 ადგილობრივით გაკეთდებაოsad.gifsad.gifრა ვიცი დზზ მეშინიააააა help.gif help.gif help.gif

Posted by: xxxxxx33231 30 Jul 2010, 02:14
სხვადასხვა ზომის მკერდი რის ბრალი შეიძლება იყოს ხომ არ იცით?

Posted by: OGGI 1 Aug 2010, 12:43
xxxxxx33231
ზოგადად მიჩნეულია რომ არც ერთი ორგანო ადამიანს რაც წყვილად აქვს- ერთნაირი არ აქვს: დააკვირდი აბა თვალებს, წარბებს, ყურებს და ასე შემდეგ.. (ვგულისხმობ მცირეოდენ სხვაობას რა თქმა უნდა)

Posted by: lizofobi 12 Aug 2010, 10:56
რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტაროს 25 წლამდე ასაკის ქალმა მკერდის გამოკვლევები? ვგულისხმობ მამოლოგის მიერ მკერდის გასინჯვას და ექოსკოპიას smile.gif

Posted by: tekla 12 Aug 2010, 22:19
Doloress
ნემსაძე გირჩიეს
კიდევ ბექაა გვარი არ მახსოვს, თუ გინდა გაგიგებ, ეგეც ონკოლოგიურშია და ოთხშაბათობით მედიჰელფში

Posted by: lady t 27 Aug 2010, 19:20
QUOTE
არც ციხისელი არ მინდა, მაგასთან მოსახვედრად ცხრაკლიტული უნდა შევამტვრიო თურმე

სულაც არ არის ციხისელთან მოხვედრა ასთი პრობლემა,მე რომ აგმოვიჩინე პატარა კვანძი,დილით სამსახურში მოვედი თუ არა,გავიკითხ-გამოვიკითხე,ყველამ ციხისელი მირჩია,მერე დავრეკე "კარაპს მედლაინში" და მითხრეს რომ ცოცხალი რიგია,მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო იმ დგესვე მივედი..ჩავეწერე და სულ რაღაც 1 საატი მომიწია ლოდინი,თან მართლაც უძლიერესია როგორც ამბობენ,ჩემს შემთხვევაში კი ნოემბერში გვეცოდინება შედეგი.

Posted by: draude 2 Sep 2010, 13:11
მამოლოგი ქალის ექიმია მარტო ?
.....
.....

Posted by: womanly 2 Sep 2010, 18:43
ნემსაძე- ჩემი გამოცდილებით ვურჩევ ყველას

Posted by: irakli222 3 Sep 2010, 00:30
QUOTE
მამოლოგი ქალის ექიმია მარტო ?


არა.
კაცებსაც ემართებათ ძუძს კიბო.
არსებობს ძუძუს კეთილთვისებიანი დაავადება გინეკომასტია, რომელიც მამაკაცებს უჩდებათ.

Posted by: nato21 26 Oct 2010, 12:29
კაცის მკვლელ და ნარკომან გოგიტა ძაგნიძესთან არ მიხვიდეთ პაციენტები მაგიდაზე დარჩა მაგას ნამდვილი ნაბიჭვარი და გამოსირებული კაცია მაგის კარგიც მაგარი დარტკმული და ნარკომანია ოპერაციას ცამლის ზემოქმედების ქვეშ აკეთებს

Warning:
+20%

Posted by: Natuka NGN 26 Oct 2010, 12:43
nato21
ჩაასწორე შენი პოსტი. მე არ ვიცი ვინაა გოგიტა ძაგნიძე. სად მოღრვაწეობს და ა.შ. თუ აფქტი იცი ის აღწერე და არა გინება და ა.შ.
თორემ უცენზურო ლექსიკის გამოყენებისათვის მომიწევს დაგვორნო.

Posted by: Sarahlaila 23 Nov 2010, 10:44
შიეძლება ნემსაძე მართლაც კარგია მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვერ შევაქებდი. როგორც ჩანს ერთი და იგივე წამალს უნიშნავს ყველას, წაკითხული პოსტებიდან გამომდინარე ვამბობ. მე მაგ წამალმა კინაღამ მომკლა, არ მიიღო ჩემმა ორგანიზმმა, წნევა დამიგდო და ძლივს მოვსულიერდი.




* * *
ნინო ღუდუშაური რომელ კლინიკაშია დაწერეთ რა ზუსტი მისამართი.

Posted by: *WTF* 23 Nov 2010, 17:31
ვაიმე, ძაგნიძეს რას ერჩით? მე მისი პაციენტი ვიყავი, ნუ პროფილაქტიკაზე დავდიოდი 6 თვეში ერთხელ (ისტერიჩკა biggrin.gif)

სულ არ მაინტერესებს მისი ნარკოდამოკიდებულება, სიმართლე გითხრათ! ისეთი ექიმია, როგორიც წარმომიდგენია პროფესიონალი ექიმი - მშვიდი, პანიკების გარეშე, პირდაპირ მთქმელი და რა ვი smile.gif მე კმაყოფილი ვიყავი. არც ზედმეტი მკურანლობებით და წამლებით დავუტვირთივარ - მითხრა პირდაპირ რაც მჭირდებოდა - ვარჯიში, ცურვა, ჯანსაღი კვება და მოკლედ ცხოვრების ჯასაღი წესი.


Posted by: agr_bak 23 Nov 2010, 19:06
nato21
QUOTE
პაციენტები მაგიდაზე დარჩა მაგას

თავზე ედექი და ითვლიდი?

შენთვის ვორნი ცოტაა, სამუდამო ბანის ღირსი ხარ ამ ნიკზეც და ძირითადზეც. yes.gif

Posted by: khatia88 25 Nov 2010, 00:10
ციხისელთან ვიზიტი რა ღირს ხომ არ იცით?

Posted by: თებზი 25 Nov 2010, 14:38
khatia88
50 ლარი ღირს ციხისელთან ვიზიტი.

მე მეორედ მაქვს უკვე მკერდზე პრობლემა.
ციხისელმა ოპერაცია მითხრა, ნემსაძემ არაფერიაო და 6 თვეში ერთხელ კონტროლი.
ისე დავიძაბე, გერმანიაში გამოვგვზანეთ ექოსკოპიის პასუხები და აქედან მითხრეს, რომ ამ ექოსკოპიით კი არა, ამაზე 5ჯერ უკეთესი ხარისხითაც ვერ დაასკვნი რა ხდება მკერდშიო.
ამიტომ ჩამოვედი გერმანიაში და გადავიღე სონოგრაფია, ჩავიტარე გამოკვლევები.

იგივე მითხრეს რაც ნემსაძემ.
საოპერაციო არ არის. არ შეიძლება მკერდის ასე ხშირად გაჭრაო და სითბო, მასტიტების და ადენომების დროს არ შეიძლება ცივი წყალი და სიცივე მკერდზე.
აუცილებლად ჯანსაღი ცხოვრების წესი და 6 თვეში ერთხელ კონტროლი.

Posted by: tsqnafo 26 Nov 2010, 17:46
ნემსაძის კლინიკაში, ირაკლი ხოკრეიძესთან დავდივარ. სულაც არაა 6 თვეში ერთხელ მამოლოგთან ვიზიტი ისტერიჩკობა, პირიქით, წესად უნ აგქონდეს. ხან სულ პატარა რამეც შეიძლება გაიპაროს.
ვინც მეკითხება, მე ყველას ირაკლისთან ვაგზავნი და რა ვიცი. მანდ უფრო ვენდობი ექიმებს smile.gif

Posted by: *WTF* 26 Nov 2010, 20:15
tsqnafo
არც მე არ მგონია ისტერიჩკობა smile.gif

მაგრამ რამდენი 19 წლის გოგო იცი, ვინც 6 თვეში ერთხელ ესინჯება მამოლოგს? smile.gif

ახლა აღარ ვარ 19 წლის პრინციპში, მაგრამ როცა დავიწყე chups.gif

Posted by: tsqnafo 30 Nov 2010, 17:40
QUOTE (*WTF* @ 26 Nov 2010, 19:15 )
tsqnafo
არც მე არ მგონია ისტერიჩკობა smile.gif

მაგრამ რამდენი 19 წლის გოგო იცი, ვინც 6 თვეში ერთხელ ესინჯება მამოლოგს? smile.gif

ახლა აღარ ვარ 19 წლის პრინციპში, მაგრამ როცა დავიწყე chups.gif

ჰო, რა ვიცი smile.gif
მე რომ ოპერაცია გავიკეთე, სულ პატარა გოგოები მოდიოდნენ, გაოგნებული დავრჩი sad.gif მათგან განსხვავებით, მე წავუყრუე თავიდან და 3 წელი სულ არ მივსულვარ ექიმთან, ახლა ვერ ვხსნი, რატომ, ალბათ მეშინოდა. სამაგიეროდ, მერე დავფუცხუნდი და ახლა არც ერთ კონსულტაციას არ ვაგდებ.
ისე ჩვენს დროში ასეთი პრობლემები იმდენად ხშირია, რაც ადრე დაიწყებს ადამიანი ამის კონტროლს, ალბათ, მით უკეთესია smile.gif

Posted by: te-dem 1 Dec 2010, 13:27
თებზი
ნემსაძემ მეც 6 თვეში ერთხელ კონტროლი მითხრა.ციხისელთან შესვლა და კონსულტაცია საშინელებაა,იმხელა რიგები დგას ,კონსულტაცია 50 ლარი გახადა და ვინც გამოდის ყველას ოპერაციას ეუბნება.
ყოველდღე 20 კაცი ყავს რიგში.წარმოიდგინეთ მარტო კონსულტაციიდან რა ფულს აკეთებს.და მისაღებში კი ისეთი ცივი სახეებით ზიან რომ პასუხის გაცემაც კი ეზარებათ.
ნემსაძემ მეც მამოლეპტინი დამინიშნა,მივიღე ,მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს .
ისე კი ვერ გაიგებ რომელი ექიმის დანიშნულებას ვისი ორგანიზმი როგორ მიიღებს.

Posted by: DocTemo 1 Dec 2010, 15:05
te-dem
QUOTE
რომელი ექიმის დანიშნულებას ვისი ორგანიზმი როგორ მიიღებს.

ექიმი იმისთვისაა რომ გაარკვიოს რა დანიშნულებას როგორ მიიღებს ორგანიზმი smile.gif

Posted by: Goddess 1 Dec 2010, 16:32
თებზი
გამოცდილი გოგო ხარ givi.gif დამაკვალიანე, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, ნემსაძესთან როგორ მოვხვდე? რა ნომერზე დავრეკო, რომ გავიგო, რა დღეებში და საათებში მუშაობს.
ჩაწერა მოსულა? თუ აუცილებლად სულისმკვლელ, მრავალნათესავიან რიგში უნდა ვერჭო?

Posted by: irakli222 1 Dec 2010, 21:06
Goddess
ნემსაძე ონკოლოგიის ცენტრში მუშაობს ლისის ტბაზე, მერვე სართულზე.
წინასწარ ჩაწერა არ არის. მიღება ათიდან სამამდე ყოველდღე. კონსულტაციის ფასი არ მახსოვს,
შეიძლება რაიმე გამოკვლევები დაგინიშნოს (ექოსკოპია, მამოგრაფია, ციტოლოგია) , ამიტომ ჯობია ას ლარამდე
თან გქონდეს .
სულისმკვლელი, მრავალნათესავიანი რიგები ჩვეულებრივ ორშაბათსაა

Posted by: Goddess 2 Dec 2010, 00:32
irakli222
შაბათს მუშაობს???
ექოსკოპია და ციტოლოგია უკვე გაკეთებული მაქვს jump.gif

Posted by: irakli222 2 Dec 2010, 09:22
QUOTE
შაბათს მუშაობს???

არა

Posted by: tsqnafo 7 Dec 2010, 15:33
კონსულტაცი მგონი 30 ღირს, ექოსკოპიაც 30, ბოლოს ასე გადავიხადე მე, ეს იყო სადღაც ოქტომბერში.

Posted by: xizilala 8 Feb 2011, 23:38
რას ნიშნავს ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებები მკერდზე?
* * *
დასკვნაში ასე წერია Dex- BI-RADS 3
Sin- BI-RADS 2
და რას ნიშნავს იქნებ ვინმემ ამიხსნას?

Posted by: lalaaa 9 Feb 2011, 15:56
.......................................................................

Posted by: nina__ 1 Mar 2011, 23:42
ონკოლოგიურში ნემსაძესთან ან კოხრეიძესთან ვიზიტის შემდეგ თუ საჭიროა ექოზე სად უშვებენ? იქვე?








Posted by: irakli222 2 Mar 2011, 18:50
nina__

კი თავისი ექოსკოპია აქვთ

Posted by: nikol 31 Mar 2011, 02:04
ზაუტაშვილი როგორი მამოლოგია, რას იტყვით?

Posted by: gentoo 22 Dec 2011, 15:31
ვინმემ მისამართი მითხარით სად შეიძლება გამოკვლევა/სკრინინგი ჩატარდეს, გადაიღონ სურათი თუ საჭიროა ხელით გასინჯოთ ანალიზი აიღონ და ა.შ.

მისამართი მჭირდება თუ იცით.

Posted by: irakli222 22 Dec 2011, 16:02
QUOTE
gentoo

უფასო გამოკვლევები თბილისში
სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ მოსახლეობას შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ:

ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლამდე
საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლამდე
მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლამდე
პროსტატის გამოკვლევა - 45-დან 70 წლამდე


პროგრამაში ჩასაწერად დარეკეთ:

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალში - 832 214 00 91, 832 214 00 92,
ან ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალში - 832 248 17 10, 832 248 17 27 ასევე,
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში - 832 225 39 38, 832 218 61 86
თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში - 832 236 44 85
ოთარ ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში - 832 251 87 15

http://www.gnsc.ge/

Posted by: ninicool 24 Dec 2011, 14:08

te-dem
QUOTE
ნემსაძემ მეც მამოლეპტინი დამინიშნა,მივიღე ,მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს .
ისე კი ვერ გაიგებ რომელი ექიმის დანიშნულებას ვისი ორგანიზმი როგორ მიიღებს.

ძალიან დიდ პატივს ვცემ გია ნემსაძეს, მაგრამ არ ვარ კმაყოფილი მაგ ექიმით, მამოლეპტინს რაც შეეხება, ეგ წამალი მხოლოდ სამ ქვეყანაშია დარეგისტრირებული. ჩემმა ახლობელმა დალია, მაგრამ არავითარი შედეგი არ აქვს. http://www.mammoleptin.ru/


irakli222
QUOTE
პროგრამაში ჩასაწერად დარეკეთ:

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალში - 832 214 00 91, 832 214 00 92,
ან ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალში - 832 248 17 10, 832 248 17 27 ასევე,
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში - 832 225 39 38, 832 218 61 86
თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში - 832 236 44 85
ოთარ ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში - 832 251 87 15

თუ 40 წლამდე მოვკვდი, მერე რაღა გამოკვლევა მინდა, ან ეს სეპარატიზმი რა პონტია?
თბილისელები უნდა იყვნენ ჯანმრთელები მხოლოდ უფასოდ? დანარჩენებმა რა დააშავეს?

Posted by: irakli222 24 Dec 2011, 20:30
ninicool
სკრინინგ ცენტრის საიტიდან არის დაკოპირებული ზემოთ რაც დავდე, კიდევ ერთ http://www.gnsc.ge/?act=page&id=23&parent=21&lang=ge დავდებ.

Posted by: DocTemo 25 Dec 2011, 00:24
ninicool
QUOTE
თუ 40 წლამდე მოვკვდი, მერე რაღა გამოკვლევა მინდა, ან ეს სეპარატიზმი რა პონტია?
თბილისელები უნდა იყვნენ ჯანმრთელები მხოლოდ უფასოდ? დანარჩენებმა რა დააშავეს?

სკრინინგი მაგ ასაკზე ადრე არ არის ფართე მასებისთვის რეკომენდებული და საჭირო. პროგრამა საქართველოს რამენიმე ქალაქში ხორციელდება

Posted by: ninicool 25 Dec 2011, 22:45
irakli222

QUOTE
სკრინინგ ცენტრის საიტიდან არის დაკოპირებული ზემოთ რაც დავდე, კიდევ ერთ ბმულს დავდებ.

დიდი მადლობა, 40 წლის რომ გავხდები, ჩავეწერები biggrin.gif

DocTemo
QUOTE
სკრინინგი მაგ ასაკზე ადრე არ არის ფართე მასებისთვის რეკომენდებული და საჭირო. პროგრამა საქართველოს რამენიმე ქალაქში ხორციელდება

ისე კი უფასო კაკ მინიმუმ უხარისხოსთან ასოცირდება ჩემს ცნობიერებაში.

Posted by: DocTemo 27 Dec 2011, 23:02
ninicool
საქართველოში ბევრისთვის დიდი შეღავათია და ბევრსაც სიცოცხლე გადაურჩინა მაგ პროგრამამ...

Posted by: ninicool 28 Dec 2011, 18:43
DocTemo
კი, მართალია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოში ექიმებს მათი მშობლების წყალობით რეპუტაცია აქვთ შელახული.

მიუხედავად ყველაფრისა, თუ მოესწრება ჩემს აქ ყოფნაში, მივისკრინინგებ თავს. რაც იქნება, იქნება.

Posted by: ninicool 30 Dec 2011, 02:14
QUOTE
საქართველოში ბევრისთვის დიდი შეღავათია და ბევრსაც სიცოცხლე გადაურჩინა მაგ პროგრამამ...

ეგ ყველაფერი სანდრას დამსახურებაა, მაგარი ადამიანია, ძალიან დიდ პატივს ვცემ.

Posted by: x_clubber 13 Mar 2012, 23:11
გამარჯობათ.ვიცი რომ აქ კვალიფიციური ექიმები შემოდიან.ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება და დიდი მადლობელი ვიქნები რაიმეთი თუ შეძლებთ,ჩემს 20 წლის მეგობარს რომელსაც მკერდზე პრობლემები აქვს, კერძოდ კი ჯირკვალი, გავყევი ექიმთან, მამოლოგთან, რომელმაც დაუსვა ასეთი დიაგნოზი: [b] ორივე სარძევე ჯირკვლის დიფუზური ხასიათის ფიბროზულ-კისტოზური დაავადება (N60) კუპერის სინდრომი (N64.4). [\b] მაინტერესებს უბრალო ენაზე რას ნიშნავს ეს დასკვნა, რა გართულებები შეიძლება მოყვეს, ვისთან მივიდეს სამკურნალოდ და რა გამოკვლევები არის საჭირო? ძალიან დიდი თხოვნა მექნება არ დატოვოთ ჩემი პოსტი უპასუხოდ. დიდი მადლობა წინასწარ. აქვე თან დავურთავ მამოლოგის დასკვნას და ეხოსკოპიის გამოკვლევას (სურათის სახით).

მამოლოგის დასკვნა:

სუბიექტური ჩივილები- ტკივილი, დისკომფორტი (ორმხრივი) VIRGO
ორსულობა - არა
ლაქტაცია - არა
თანმხლები დაავადება - არ აღნიშნავს
გენეტიკური ანამნეზი- დედა (ძუძუს Cr )
მენსტრუალური ციკლი - რეგულარული, II ფაზა
ქირურგიული ჩარევა - არ აღნიშნავს

ობიექტურად: სარძევე ჯირკვლები სიმეტრიული, დვრილები და კანი ხილული პათოლოგიის გარეშეა, რეგიონალური ზონები ინტაქტური, ორივე სარძევე ჯირკვლის პარენქიმა წვრილმარცვლოვანი, ალაგ ელასტიური.გასინჯვით ტკივილი არ აღენიშნება

დიაგნოზი:
ორივე სარძევე ჯირკვლის დიფუზური ხასიათის ფიბროზულ-კისტოზური დაავადება (N60) კუპერის სინდრომი (N64.4)

რეკომენდაცია:
კონტროლი 3-4 თვის შემდეგ

დანიშნულება:
1.მასტოდინონი- 15 წვეთი დილით, 15 წვეთი საღამოს, ჭამის შემდეგ, (3 თვე)
2.იოდამარინი 100 მკგ - 1 აბი ერთხელ დღეში ჭამის შემდეგ (3 კვირა)
3. ლოქსიდოლი - 1 აბი ჭამის შემდეგ დღესი ერთხელ (10 დღე)
4.პროჟესტოჟელი 1%- ნახევარი დოზის შეზელვა ყოველ საღამოს კრიტიკული დღეების დადგომამდე 10 დღით ადრე (3 თვე)

ექოსკოპიის დასკვნა:
http://s2.ipicture.ru/

Posted by: libra_girl 1 Apr 2012, 00:46
საშინელი ტკივილი დამეწყო ეს ორი დღეა მკერდსა და იღლიას შორის რაღაც ფეთქვასავითაა. სანამ მამოლოგთან მივალ, ანუ ორშაბათამდე ინტერნეტში ვეძებ ინფორმაციას და მასტოფათია შეიძლება იყოს..გავგიჟდი..თან სტრესი იწვევს როგორც ვიცი და საშინელი სტრესი გამოვიარე ამ ზამთარს, შეიძლება მაგის ბრალიც იყოს. მოკლედ დავპანიკდი sad.gif

Posted by: Natuka NGN 1 Apr 2012, 01:59
libra_girl
აპინული თემაა შეკიტხვა მამოლოგთან, იქ სავარაუდოდ მიიღებთ პასუხს.

Posted by: skvincha17 30 Jun 2012, 01:11
QUOTE (თებზი @ 21 May 2008, 17:17 )
გია ნემსაძე!!!!!!!! ონკოლოგიურში!

...არის ნაგავი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
კატეგორიულად ვაცხადებ და ერიდეთ საერთოდ ქირონს!!!!!!!

Posted by: თებზი 1 Jul 2012, 21:23
skvincha17
ამ ეტაპზე მეც გეთანხმები smile.gif

Posted by: s_kv 25 Oct 2012, 10:33
skvincha17
გია ნემსაძე არ ვიცი მაგრამ იგივეს თქმა შემიძლია გია ციხისელზე.. ოპერაცია გამიკეთა და ნახევარი ადენომა ჩატოვა.... :@:@:@:@:@

Posted by: marixo 4 Feb 2013, 20:03
გამრჯობათ ვინმემ თუ იცით ნინო ღუდუშაური სად მუშაობს? ენდოკრინოლოგია თუ არ ვცდები. საკონტაქტო მჭირდება დიდი მადლობა წინასწარ



Posted by: Natuka NGN 4 Feb 2013, 21:29
marixo
http://www.vidal.ge/doctors/more.php?id=1691
აქ შენს კიტხვას არაფერი ესაქმება, ნინო ღუდუშაური მე ვიცი რადიოლოგი და არა ენდოკრინოლოგი, კიდევ ბევრ ადგილზე მუშაობს.

Posted by: marixo 5 Feb 2013, 16:21
რადიოლოგი არ ვიცი მაგრამ ადრე ფარისებრი და სარზევე ჯირკვლის ექოსკოპია გავიკეტე მაგასთან

Posted by: nato21 6 Mar 2013, 19:38
ყველაზე მაგარია გოგიტა ძაგნიძე თუ ვინმე რამეს ვერ პოუ;ლობს გოგიტა პოულობს დედა გადამირჩინა მაგან თუ პრობლემა გაქვტ მიაკითეთ გოგიტა ძაგნიძეს ან ხეჩინაშვილის კლინიკაში ან ტატიშვილში


Posted by: irakli222 6 Mar 2013, 20:32
nato21
ვერ მივხვდი ვენდოთ თუ არა გოგიტას?
დაგვაკვალიანე რა...

Posted by: nato21 6 Mar 2013, 20:39
გოგიტა მაგარიააააააააააააააააააააა მე არ ვენდობი უბრალოთ

Posted by: tatuna7 6 Mar 2013, 22:14
მეც ვიცი რომ გოგიტა ძაგნიძე ძალიან კარგი მამოლოგია! საუკეთესოც კი! smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)