
სერიალის შემქმნელები: Mark Fergus, Hawk Ostby
სერიალში მოვლენები ვითარდება 200 წლის შემდეგ, როცა ადამიანებმა უკვე აითვისეს მზის სისტემა. გაერთიანებულ ერებსა (რომელიც დედამიწას და მთვარეს მართავს) და მარსს შორის ცივი ომი მიმდანარეობს, პარალელურად, არსებობს OPA (Outer Planets Alliance ) რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხული და იცავს გარეთა პლანეტების ინტერესებს (ყველა პლანეტა, რომელზეც სუსტი გრავიტაციის ძალაა).
მოქმედება ხდება სამი პერსონაჟის გარშემო -
ჯოზეფუს მილერი, (Thomas Jane) დეტექტივი, დაბადებულია ასტეროიდულ სარტყელში მდებარე ერთ-ერთ ჯუჯა პლანეტაზე სახელად სირისი.

ჯეიმს ჰოლდენი,(Steven Strait) ოფიცერი, რომელიც ყინულის გადამზიდ ხომალდზე მუშაობს.

კრისიენ ავასარალა, (Shohreh Aghdashloo) გაერთიანებული ერების აღმასრულებელი საბჭოს მდივანი.

ბოლო წლებში გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო საი-ფაი სერიალია ჩემი აზრით. ჯერჯერობით პირველი სეზონია გამოსული, თებერვალში გამოდის მეორე.
This post has been edited by Alice_ on 20 Nov 2016, 03:42
“I want to go places and see people. I want my mind to grow. I want to live where things happen on a big scale.”
♒