Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > შეჩერებული პროექტები,


Posted by: ტემპერა 18 Jan 2013, 14:29
1 თბილისი პლაზა
http://tas.ge/?p=publicpage&documentId=97135
http://pix.ge/ [/QUOTE]


2 სასტუმრო „ჰაიათის“ ნაცვლად სავაჭრო ცენტრი
http://bpi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=11071%3A2013-01-17-06-39-27&catid=939%3A2011-11-06-17-42-27&lang=ka



3 ტენდერი იმელის შენობის გამაგრებაზე.


4 მეტრო „დელისთან“ სავაჭრო ცენტრი

5 სასტიმრო (სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოსტავაზე)

6 თბილისი კრისტალ გუმბათი

7 მხატვრის სახლის ადგილი საგამოფენო სივრცე



დანარჩენი თქვენ მიამატეთ

Posted by: ertioriertiori 19 Jan 2013, 01:09
ის არსენალზე რო იყო პროექტი? თუ მაგას არ აშენებენ?

Posted by: zabzu 19 Jan 2013, 01:11
ტემპერა
კარგი თემაა
მაგრამ იმედია ცოტა შეჩერებულ მშენებლობებზე გვექნება საუბარიsmile.gif))

Posted by: Kublicha 19 Jan 2013, 01:35
QUOTE
4 მეტრო „დელისთან“ სავაჭრო ცენტრი

არ ვიცი დაძვრაში რა იგულისხმეთ, მაგრამ ადგილზე არანაირი სამუშაო არ მიდის.

Posted by: ტემპერა 19 Jan 2013, 03:22

Kublicha
QUOTE
არ ვიცი დაძვრაში რა იგულისხმეთ, მაგრამ ადგილზე არანაირი სამუშაო არ მიდის.

წავა სამუშეოები მალე, რადიო კომერსანტში მოვუსმინე

Posted by: emre 19 Jan 2013, 12:48
QUOTE (ertioriertiori @ 19 Jan 2013, 01:09 )
ის არსენალზე რო იყო პროექტი? თუ მაგას არ აშენებენ?

ეგ მიწა მგონი კალაძეს ჩამოართვეს ხო?

Posted by: Daniel 19 Jan 2013, 18:47
2013-01-19 13:25:51
თბილისში შეჩერებული პროექტების განახლების მიზნით მიხეილ სააკაშვილი აბუ-დაბიში ჩავიდა
რა მიზნით წავიდა პრეზიდენტი აბუ-დაბიში? პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გუშინ გაემგზავრნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი თბილისში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლების მიზნით მოლაპარაკებებს გამართავს.

არაბული „დაბი ჯგუფის" ინვესტიციით სასტუმროს მშენებლობის შეჩერებაზე განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 7 იანვარს გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ეს საქართველოს ახალ მთავრობას დაუკავშირა. არაბულ „დაბი ჯგუფს", „იმელის" ყოფილ შენობაში 5- ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა.

სასტუმროს მმართველად ჯერ „კემპინსკი", შემდეგ კი, „მილენიუმი" დასახელდა.

----

2013-01-18 14:46:07
ჩინური კომპანია ოლიმპიური სოფლის მშენებლობას გეგმის მიხედვით აგრძელებს
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5

ჩინური ,,ჰუალინგ ინტერნეიშენალის’’ განცხადებით, ოლიმპიური სოფლის მშენებლობას გეგმის ფარგლებში ასრულებენ. როგორც ვიუწყებოდით, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტის შესაძლო გადახედვაზე განცხადება პრემიერმა გასული წლის ბოლოს გააკეთა. ზონა თავის ფარგლებში ოლიმპიური სოფლის მშენებლობასაც მოიცავს. თუმცა, მას შემდეგ ამ კუთხით რაიმე საჯარო განცხადება აღარ გაკეთებულა.

რადიო ,,კომერსანტთან’’ საუბარში კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამუშაო შეხვედრების პარალელურად ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მშენებლობას და რაიმე პრობლემა არ შექმნილა. ,,ოლიმპიური სოფლის’’ ბიზნეს-სავაჭრო ზონა და ოლიმპიური ქალაქი 420 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება და მშენებლობა 2015 წლის მარტში დასრულდება.

ოლიმპიური კომპლექსის ინფრასტრუქტურა ერთდროულად 4000 სტუმრის მომსახურებას შეძლებს. ოლიმპიური სოფელი, რომელიც კომერციული პროექტია და რომლის დასრულების შემდეგ მისი გასხვისება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოხდება, 2015 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

Posted by: ტემპერა 19 Jan 2013, 18:51
2012-12-10 12:08:53
„თურქმოლი“ თბილისში სავაჭრო ცენტრის აშენებით დაინტერესებას ადასტურებს

ვინ ააშენებს თბილისში, მეტრო „დელისთან“ სავაჭრო ცენტრს?

ეს კითხვა აქტუალური პროექტის განმახორციელებელი კომპანიის დამფუძნებლის განცხადების შემდეგ გახდა. პროექტის განმახორციელებელმა „ნიბა ინვესტმა“ თავის დროზე პროექტის „თურქმოლისთვის“ გადაბარებაზე განაცხადა. თუმცა, კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკო ლეკიშვილმა გასული კვირის ბოლოს რადიო “კომერსანტთან” აღნიშნა, რომ „თურქმოლისთვის“ პროექტის გადაბარება გადაწყვეტილი არ არის და მოლაპარაკება სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობს.

თავად „თურქმოლის“ სათაო ოფისში “კომერსანტს” დაუდასტურეს, რომ დელისის პროექტის გადაბარების საკითხი გადაწყვეტილი არ არის. თუმცა, მათი თქმით, კომპანია დაინტერესებულია სავაჭრო ცენტრით და ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება. რაც შეეხება „თურქმოლის“ სხვა პროექტებს რუსთავსა და ბათუმში, კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოში ინვესტიციების ჩადების ინტერესი კვლავ აქვთ, თუმცა, ფინანსური უზრუნველყოფისთვის ბანკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

Posted by: Daniel 19 Jan 2013, 18:53
ტემპერა
მშვენიერი სიგნალებია, მომწონს.

ამასთანავე ბათუმშიც არის დიდი ძვრები რამდენადაც ვიცი wink.gif

Posted by: ტემპერა 19 Jan 2013, 19:21
Daniel
QUOTE
ამასთანავე ბათუმშიც არის დიდი ძვრები რამდენადაც ვიცი

ბათმშ რომელ პროექტებზე?

Posted by: ოპტიმისტი 19 Jan 2013, 22:11
რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობა შეჩერებულია, არადა მაკეტზე ძაან ლამაზი შენობა ჩანდა sad.gif

Posted by: zabzu 19 Jan 2013, 22:37
რაც მთავარია ქუთაისში რაც ააშენეს იმის დანგრევას აპირებენ
ორი სასტუმროს მაკეტი გამოფინეს, ერთი პარლამენტის წინ
მეორე ცენტრალური ბაზრის მახლობლად და ორივეს მშენებლობა გაუქმებულია

Posted by: Daniel 20 Jan 2013, 01:55
zabzu
QUOTE
რაც მთავარია ქუთაისში რაც ააშენეს იმის დანგრევას აპირებენ
ორი სასტუმროს მაკეტი გამოფინეს, ერთი პარლამენტის წინ
მეორე ცენტრალური ბაზრის მახლობლად და ორივეს მშენებლობა გაუქმებულია

მაგ რიტორიკის როგორ გჯერა მიკვირს.

ეგრე რომ კითხო გოდერძზეც(სამთ.სათხ. კურორტი) უნდა აშენებულიყო რაღაცეები....და ამბობენ არ აშენებენ ანგრევენოsmile.gif არადა რომ გაიკით გამოიკითხო იქვე..ჯერ არც იყო დაგეგმილიsmile.gif

Posted by: zabzu 20 Jan 2013, 13:22
Daniel
დანგრევაზე კაი ჯანდაბას არ ვლაპარაკობ არაფერს, მაგრამ ბილბორდს რომ გამოფენ და მერე მეტს არაფერს იზამ ეგ არაა კაი ამბავი
ამ მთავრობას კი არ ვერჩი კაცო, 2 წლის უკან უნდა დაეწყოთ და არ დაიწყეს
პლიუს ამას ქუთაისში სტამბის გვერდით უნდა აეშენებინათ სასტუმრო, სადღაც 5 წლის წინ გამოფინეს ბილბორდები, შემოღობეს და ხელი არ გაუნძრევია
დაგეგმილი არ იყოვო ვერ ვიტყვი, მაკეტი რომ გამოეფინება და დამკვეთის ვინაობა გახდება ცნობილი, მგონი ამას დაუგეგმავს ვერ დაარქმევ

Posted by: Daniel 20 Jan 2013, 14:54
zabzu
ხო ვერ მივხვდი, თავიდან რაღაც სხვანაირად თქვი და ვერ გავიგე smile.gif



Posted by: lukako93 20 Jan 2013, 15:00
QUOTE
4 მეტრო „დელისთან“ სავაჭრო ცენტრი


მახსოვს ეს ^_^ 2011 თუ 2012-ში უნდა დასრულებულიყო, 69 სართულიანი შენობა თუ რაღაც მასეთი. მქონი აქსისი აკეთებდა. რავიცი აქვე ვცხოვრობ და არაფერი ეტყობა იმის რომ მუშაობა განახლდა :| ერთი პერიოდი დარაჯი მაინც იდგა და ეხლა ეგეც აღარ დგას

Posted by: Daniel 20 Jan 2013, 15:02
QUOTE
მახსოვს ეს ^_^ 2011 თუ 2012-ში უნდა დასრულებულიყო, 69 სართულიანი შენობა თუ რაღაც მასეთი. მქონი აქსისი აკეთებდა. რავიცი აქვე ვცხოვრობ და არაფერი ეტყობა იმის რომ მუშაობა განახლდა :| ერთი პერიოდი დარაჯი მაინც იდგა და ეხლა ეგეც აღარ დგას

ნიბა-ინვესტი აშენებდა smile.gif დაიჭირეს მისი ერთერთი პარტნიორი და ინვესტორი, თურქ მოლს უნდოდა ...მოკლედ მოლაპრაკებები გრძელდება და ის პარტნიორიც გამოვიდა smile.gif

Posted by: ნიკა 20 Jan 2013, 19:26
Daniel
გოდერძს აზრი რომ ჰქონდეს აუცილებელია გზა აშენდეს ნორმალური. პლიუს სასტუმროებო და ა.შ. მაგრამ გზა თუ არ იქნება იქ არავინ ივლის.

Posted by: Daniel 20 Jan 2013, 19:40
ნიკა
შენი აზრით მანდ გზა არ არის?)))


Posted by: ნიკა 20 Jan 2013, 21:19
Daniel
QUOTE
შენი აზრით მანდ გზა არ არის?)))

ნორმალური არაა. ხულომდე კიდე მეტ ნაკლებად არის (რამდენიმე მონაკვეთია გაფუჭებული ოდნავ) და მერე ძალიან დანგრეულია.

Posted by: akkai 21 Jan 2013, 00:52
კინო რუსთაველის გვერდით (პარლამენტის სენობის წინ} რო დიდი სივრცეა, მანდ არაფერს არ აკეთებენ?


Posted by: lukako93 21 Jan 2013, 00:56
QUOTE
კინო რუსთაველის გვერდით (პარლამენტის სენობის წინ} რო დიდი სივრცეა, მანდ არაფერს არ აკეთებენ?


ეს მეც მაინტერესებს. კაი ხანია შემოღობილია ეგ ტერიტორია :| იმელის შენობაც კაი ხანია მიგდებულია... რა პონტია, თუ ანგრევენ, ააშენონ კიდეც

Posted by: barret09 21 Jan 2013, 01:09
QUOTE (lukako93 @ 21 Jan 2013, 00:56 )
QUOTE
კინო რუსთაველის გვერდით (პარლამენტის სენობის წინ} რო დიდი სივრცეა, მანდ არაფერს არ აკეთებენ?


ეს მეც მაინტერესებს. კაი ხანია შემოღობილია ეგ ტერიტორია :| იმელის შენობაც კაი ხანია მიგდებულია... რა პონტია, თუ ანგრევენ, ააშენონ კიდეც

+ ფოსტის შენობაც მიგდებულია კაი ხანია, მანდ რა დება ნეტა???

Posted by: lukako93 21 Jan 2013, 01:13
barret09

მანდ ხო სმარტი გააკეთეს :| რა ###ობების გამო დაანგრიეს ამდენი რამე რა...

Posted by: barret09 21 Jan 2013, 03:01
QUOTE (lukako93 @ 21 Jan 2013, 01:13 )
barret09

მანდ ხო სმარტი გააკეთეს :| რა ###ობების გამო დაანგრიეს ამდენი რამე რა...

სმარტი კი ვიცი მარა მგონი 1 სართული არის გაკეთებული... ისე რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე მართლაც ბევრი შენობაა ცუდ მდგომარეობაში, განსაკუთრებით იმელის შენობას რო ვუყურებ ხოლმე უკანა მხრიდან გული მისკდება...

Posted by: lukako93 21 Jan 2013, 03:26
QUOTE
იმელის შენობა


მანდ შესვლა როგორ მინდა იცი? პროსტა დაცვა მიშლის თორე აქამდე დავლაშქრავდი მაქაურობას ^^ ისე საჯარო ბიბლიოთეკა როა, მაგასთან ახლოს რაღაც დიდი შენობაა, ეხლა მწვანე რაღაც ჩამოაფარეს. სულ ვამბობდი აქ ფეინთბოლის თამაში მაგრად გაასწორებდა თქო :დ ნეტა რისია?

Posted by: ივანიჩ 21 Jan 2013, 10:36
აი ფეინთბოლი და საღებავებიღა აკლია ისედაც გაუბედურებულ მაგ შენობებს sleep.gif

Posted by: temart 21 Jan 2013, 11:17
ტემპერა
QUOTE
დანარჩენი თქვენ მიამატეთ

ათი გააჩერო და ორის მშენებლობა განაახლო ვერაფერი სასიხარულო ამბავია.

Posted by: Carver 21 Jan 2013, 14:13
QUOTE
ათი გააჩერო და ორის მშენებლობა განაახლო ვერაფერი სასიხარულო ამბავია.

აბა აბაა. ლაზიკის გაჩერება იქნებოდა?! help.gif

Posted by: barret09 21 Jan 2013, 14:54
QUOTE (Carver @ 21 Jan 2013, 14:13 )
QUOTE
ათი გააჩერო და ორის მშენებლობა განაახლო ვერაფერი სასიხარულო ამბავია.

აბა აბაა. ლაზიკის გაჩერება იქნებოდა?! help.gif

აბა აბა, რა გაგუგუნებული მშენებლობა შეჩერდა lol.gif
...........................


დედაქალაქისთვის მართლა ბევრი პროექტებია შეჩერებული, საცოდავათ გამოიყურებიან რო ვუყურებ, იმედია უმეტესობა მაინც განახლდება ახლო მომავალში... user.gif user.gif

Posted by: Daniel 21 Jan 2013, 14:55
ნიკა
QUOTE
ნორმალური არაა. ხულომდე კიდე მეტ ნაკლებად არის (რამდენიმე მონაკვეთია გაფუჭებული ოდნავ) და მერე ძალიან დანგრეულია.

გონდოლა როგორ ააგეს? ტრაილერები როგორ დადიოდნენ? ანუ მისასვლელი გზა არის რეალურად ხომ? როცა თოვლია, თოვლის საფარს რომ წმენდენ (გუდაური აიღე მაგალითისთვის) ჩვეულებრივი გზა არის ხოლმე smile.gif თუმცა მინდა ყველა დავაწყნარო ამ სიახლით, გოდერძის შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის კურორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აჭარის ტელევიზიის კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. იური ფენის განცხადებით, კურორტის განვითარება გაგრძელდება და დაინტერესებულ კომპანიებს იქ ინვესტიციების განხორციელება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეეძლებათ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უღელტეხილზე მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების დასრულებისთვის 2013 წელს 9 მილიონი ლარია გამოყოფილი.

lukako93

QUOTE
ეს მეც მაინტერესებს. კაი ხანია შემოღობილია ეგ ტერიტორია :| იმელის შენობაც კაი ხანია მიგდებულია... რა პონტია, თუ ანგრევენ, ააშენონ კიდეც

იმელის შენობის გამაგრებაზე და ტერიტორიის გაწმენდაზე უკვე კაი ხანია ტენდერია გამოცხადებული, ანუ სამუშაოები მიდის ამ კუთხით.

რაც შეეხება ფოსტის შენობას, პირველ სართულზე სმარტი, სხვა დანარჩენებზე მიდის სამუშაოები მანდ იქნება რედისონის (ოღონდ სხვა ტიპის) სასტუმრო ბოლო სართულებზე.

Posted by: barret09 21 Jan 2013, 15:03
QUOTE (Daniel @ 21 Jan 2013, 14:55 )
QUOTE
რაც შეეხება ფოსტის შენობას, პირველ სართულზე სმარტი, სხვა დანარჩენებზე მიდის სამუშაოები მანდ იქნება რედისონის (ოღონდ სხვა ტიპის) სასტუმრო ბოლო სართულებზე.

კაი ამბავია ეგ არ ვიცოდი yes.gif

Posted by: ტემპერა 21 Jan 2013, 18:30
akkai
QUOTE
კინო რუსთაველის გვერდით (პარლამენტის სენობის წინ} რო დიდი სივრცეა, მანდ არაფერს არ აკეთებენ?

მიწერია პირველ გვერდზე, მხატვრის სახლის ადგილზე ისევ საგამოფენო სივრცე კითდება, ჯოხთაბერიძე აშენებს

Posted by: BceOK 21 Jan 2013, 19:21
Wendy-ს როდის იხსნება რუსთაველზე ?

Posted by: LaSKeN 21 Jan 2013, 20:08
ტემპერა
QUOTE
ჯოხთაბერიძე აშენებს

მაგთი?


სურათი გაქ რას აშენებენ?

Posted by: ტემპერა 21 Jan 2013, 20:53
LaSKeN
QUOTE
სურათი გაქ რას აშენებენ?

არა

Posted by: Daniel 22 Jan 2013, 17:31
იმელის ეზოში 1 სოილმეკი და ერთი ბაუერის ტიპია ჩარჭობილი და ჩალიჩობენ საძირკველს smile.gif


დაფუქ, რუსთაველი 7 -ი მაგთისია? :O

http://tas.ge/?p=publicpage&documentId=70538

Posted by: Maya - Maya 22 Jan 2013, 19:41
რიყეზე "ტრუბების" მშენებლობა გრძელდება.....

Posted by: da_to 22 Jan 2013, 20:47
ერისთავის 2-ში 6 წლის წინ გაჩერებული პროექტი განახლდა .....

http://www.radikal.ru

Posted by: Kublicha 22 Jan 2013, 20:53
15 სართული? ჰმ.
სავარაუდოდ კი.


(გამგები გაიგებს biggrin.gif )

Posted by: polaris 22 Jan 2013, 21:04
Kublicha
QUOTE
15 სართული? ჰმ.
სავარაუდოდ კი.


(გამგები გაიგებს biggrin.gif )


ახალ ამწეს ელოდები? biggrin.gif

Posted by: ტემპერა 22 Jan 2013, 21:45
Daniel
QUOTE
დაფუქ, რუსთაველი 7 -ი მაგთისია? :O

დავწერე უკან ჯოხთაბერიძე აშენებს თქოო სურათების გალერეას, დაახლოებIთ იგივე ფუბქციის შენობა იქნება რაც ადრე..
ეგ ადგილი ეკუთვნოდა მხატვრებს, მერე ედიკას დროს 9 ჯერ გაიყიდა, ათასი სასამართლო პროცესები,
ხოდა მოკლედ დაუბრუნდება მხატვრებს რააა, რაც მისასალემებელია..


http://www.radikal.ru


ქურდიანების დინასტიას დაუკვეთეს და იმედია ისეთ ნაგებობას იზამენ რაც თბილისს ეკადრება

Posted by: Kublicha 22 Jan 2013, 21:51
polaris
QUOTE
ახალ ამწეს ელოდები?

yes.gif
ამწე ყველა ვარიანტში იქნება, ტოპ სლევინგი იქნება თუ არა ეგ მაღელვებს biggrin.gif
ალბათ კი. 14 სართულიანი მინახავს "კაბეთი" აშენებული, მაგრამ 15 არა. თან რადიუსიც დიდი სჭირდებათ სხვა ფლიგელების პონტში

Posted by: ტემპერა 22 Jan 2013, 22:08
ესეც დაძრულა

http://tas.ge/?p=publicpage&documentId=46404

Posted by: Daniel 23 Jan 2013, 02:34
ტემპერა
ვა ვა, სუ კაი ამბები სიმონ biggrin.gif

არ შემიძლია აქაც არ გაგიზიაროთ...


ბათუმი

Semiramida Gardens Batumi


user posted image

აი ეს ძალიან სტრანია!
user posted image


user posted image

პ.ს. მიხარია cry.gif

Posted by: barret09 23 Jan 2013, 03:23
Daniel
პირველ სურათზე ეგ რა შენობაა ხო არ იცი?

მეორეზე კია სტრანი შენობა მარა მაგ მიდამოების სტილში ჯდება მემგონი და ზოგადათ ბათუმის სტილში ))

Posted by: Daniel 23 Jan 2013, 04:26
barret09
Semiramida Gardens Batumi

user posted image

Posted by: bomba2000 23 Jan 2013, 07:29
Daniel
up.gif
მომწონს yes.gif

Posted by: Carver 23 Jan 2013, 16:25
რეზიდი უჟე ორ სართულზეა ასსული up.gif

Posted by: Glenn Quagmire 23 Jan 2013, 16:42
QUOTE
მთავრობის ცვლილების შემდეგ

შეცერებულ თემებზეც თუ იქნება საუბარი უპრიანი იქნება ვფიქრობ, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი რომელიც ბათუმის ბულვარის კვარიათამდე გაგრძელებას ისახავდა მიზნად შეჩერებულია, ხიდი რომელიც ჭოროხზე უნდა აშენებულიყო ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა ახალი მთავრობისთვის, გასწვრივ მშენებლობების ბუმი იქნებოდა, უამრავი აუთვისებელი ტერიტორიის სახით სასტუმროების სახლების და ა.შ აშენების და უამრავი ადამიანის დასაქმების პერსპექტივა ჩნდებოდა მაგრამ...

ორმხრივი გზატკეცილი ზუსტად ჭოროხამდეა მისული
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: barret09 23 Jan 2013, 17:04
Daniel

მადლობა გაიხარე, საერთო ჯამში რავი არაუშავს )

Posted by: ნიკა 23 Jan 2013, 17:47
Glenn Quagmire
ეს თემა პირიქით განახლებულ მშენებლობებზეა.

Posted by: Daniel 23 Jan 2013, 18:07
ნიკა
biggrin.gif მოიცა სხვა თემაა მანდ biggrin.gif

Posted by: lio 28 Jan 2013, 14:24
Carver
QUOTE
რეზიდი უჟე ორ სართულზეა ასსული


ეს რეზიდი სად შენდება და ვინ აშენებს/დამკვეთი ვინაა ხომ არ იცით?

Posted by: GEORGIA007 28 Jan 2013, 14:46
ნიკა
QUOTE
ეს თემა პირიქით განახლებულ მშენებლობებზეა.

როგორც ჩვეულებრივ საქართველოში პირიქითაა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Carver 28 Jan 2013, 21:58
lio
QUOTE
ეს რეზიდი სად შენდება და ვინ აშენებს/დამკვეთი ვინაა ხომ არ იცით?

ალექსიძეზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩანს გორაზე..

მგონი თურქები აშენებენ..

Posted by: lio 31 Jan 2013, 18:18
Carver
მერიის საიტზე ვერ ვნახე ვერაფერი მაგასთან დაკავშირებით... პროექტის ლინკი ან სხვა დამატებითი ინფორმაცია სად შეიძლება მოვიძიო?

Posted by: Daniel 31 Jan 2013, 18:26
QUOTE
ეს რეზიდი სად შენდება და ვინ აშენებს/დამკვეთი ვინაა ხომ არ იცით?

აკადემქალაქში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
აკადემქალაქის ტერიტორიაზე ავსტრიული კომპანია „REZID holding GMBH”–ის მიერ მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი აპარტამენტების, სასტუმროს, საოფისე ცენტრის, სპა–ფიტნეს სალონის, საკონფერენციო დარბაზებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებზე 250 ადამიანი დასაქმდება.კომპანია „REZID holding GMBH”-ის მიერ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციასა და სამშენებლო სამუშაოების დაწყებას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო. ავსტრიულმა კომპანია „REZID holding GMBH”-ი აკადემქალაქის ტერიტორიაზე თანამედროვე კონდომინიმუმის კატეგორიის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 40-45 მილიონი ამერიკული დოლარია. კომპანიამ წინასაპროექტო კონცეფციის შემუშავებაზე საერთაშორისო კონკურსი ჩაატარა, რომელშიც მსოფლიოს ცნობილ არქიტექტურულ სტუდიებთან ერთად, ქართველი არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი პროექტებიდან ინგლისური არქიტექტურული სტუდიის „ელის უილიამს არქიტექტი“-ს მიერ შემოთავაზებული კონცეფცია შეირჩა. პროექტის თანახმად აკადემქალაქში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება, სადაც აპარტამენტები, სასტუმრო, ოფის ცენტრი, სპა, ფიტნეს სალონი, პარკინგები, საკონფერენციო დარბაზები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.მრავალფუნქციური კომპლექსის ოთხი წლის განმავლობაში აშენდება, მშენებლობაზე 250 ადამიანი დასაქმდება, ხოლო ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 150 ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი სამუშაო ადგილით.
გიგი უგულავა: დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ჩვენი ქალაქის, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იქნება. წლების მანძილზე, ბოლო 15 წლის განმავლობვაში, აკადემქალაქი უგემოვნო მშენებლობების სიმბოლოდ ითვლებოდა. ეს მშენებლობა დარწმუნებული ვარ, არამარტო აქ, არამედ თბილისში კონკურენციას გაუწევს ყველა საუკეთესო და თანამედროვე ახალ მშენებლობებს. მინდა ყველა ამ პროცესში ჩართულ ადამიანს მივულოცო მშენებლობის დაწყება და სულმოუთქმელად ველით მშენებლობის დასრულდებას. აქ დამატებით 150-დან 200 გრძელვადიანი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სამშენებლო პერიოდშიც 250-დან 300-მდე ადამიანი იმუშავებს. ესეც, რა თმა უნდა, მნიშვნელოვანი სტიმული და სიახლეა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც სამუშაოს ეძებენ და სამწუხაროდ, მძაფრი კონკურენციის გამო, ხშირად შეუძლებელია სამუშაოს მოძებნა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, წარმატებები გისურვოთ.

Posted by: FourKings 5 Feb 2013, 21:16
ელბაქიძეზე რო დაანგრიეს ყველა სახლი რას აპირებენ ხომ არ იცით?

Posted by: Carver 5 Feb 2013, 23:01
QUOTE
აკადემქალაქში

გაუ..

Posted by: punisher 11 6 Feb 2013, 00:06
ვიშ, ვიშ , ვიშ და მეტი არაფერი .

Posted by: GEORGIA007 6 Feb 2013, 13:01
არსენალზე რა ხდება კალა არ იწყებს ჯერ?

Posted by: m@lish 26 Feb 2013, 15:54
ბათუმი: სერემიდას ბაღები

http://imageshack.us/photo/my-images/809/11271143733905787639964.jpg/


* * *

Axis Towers Tbilisi. ოფიციალური ინფორმაცია არარსებობს მშენებლობის განახლების შესახებ, თუმცა ფაქტია რომ აღმოსავლეთ მხარეს რაღაცას აკეთებენ. იმედია განახლდება. smile.gif

http://imageshack.us/photo/my-images/692/53540114577030558399967.jpg/

* * *
ბათუმი, ორბი ჯგუფი, 32 სართულიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსი.

http://imageshack.us/photo/my-images/209/44274141322622695434138.jpg/


Posted by: ნიკა 26 Feb 2013, 17:14
m@lish
QUOTE
ბათუმი: სერემიდას ბაღები

სერემიდა ვინღაა? gigi.gif

Posted by: m@lish 26 Feb 2013, 17:22
QUOTE (ნიკა @ 26 Feb 2013, 17:14 )
m@lish
QUOTE
ბათუმი: სერემიდას ბაღები

სერემიდა ვინღაა? gigi.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

სემირამიდა უწერია პასპორტში, მარა სერამიდას ეძახიან მეგობრები

Posted by: barret09 26 Feb 2013, 17:43
QUOTE (m@lish @ 26 Feb 2013, 17:22 )
QUOTE (ნიკა @ 26 Feb 2013, 17:14 )
m@lish
QUOTE
ბათუმი: სერემიდას ბაღები

სერემიდა ვინღაა? gigi.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

სემირამიდა უწერია პასპორტში, მარა სერამიდას ეძახიან მეგობრები


როდის ამთავრებენ სერემიდას? givi.gif

Posted by: Daniel 26 Feb 2013, 18:20
m@lish
აქსისი აღმოსავლეთ მხარეს, ირაო არისsmile.gif აქსისთან არანაირი კავშირი არ აქვს..

თუ ასე წავიდა თემა...ბათუმში ჰილტონს უკვე 7 სართული აქვს დაახლოებით(შეიძლება ცოტა მეტი)

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: LUCIUSI 26 Feb 2013, 20:12
ეს რა კოშკია, როგორ გამოუღრუტნიათ ზედა მხარე, რა უბედურებაა.

Posted by: Daniel 26 Feb 2013, 20:53
LUCIUSI
ეს კოშკია, სადაც უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო, წინა მხრიდან ეშმაკის ბორბალი აქვს ზუსტად იგივე დონეზე)

Posted by: m@lish 27 Feb 2013, 00:57
Daniel
QUOTE
აქსისი აღმოსავლეთ მხარეს, ირაო არის აქსისთან არანაირი კავშირი არ აქვს..


მადლობა ინფორმაციისთვის.

Posted by: LUCIUSI 27 Feb 2013, 01:11
Daniel
უნდა ყოფილიყო რას ნიშნავს, აღარ იქნება?
და ალბათ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გულისხმობ ალბათ ხო?

Posted by: Daniel 27 Feb 2013, 01:14
LUCIUSI
ზუსტად არ ვიცი რა იქნება (ალბათ უფრო იქნება) მაგრამ მანდ მარტო უნივერსიტეტისთვის არ არის ადგილები,ოფისები და ა.შ-ც უნდა იყოს (ეს თავიდანვე რკინიგზამ ააშენა, უბრალოდ მერე შეუცვალეს პროექტს მიმართულება) ხოდა იჯარაში ელდონ რომ აიღონ რაღაცეები თორემ ცარიელია.

Posted by: ტემპერა 1 Mar 2013, 01:28
კრისტალ გუმბათი გუდიაშვილზე

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


Posted by: ტემპერა 1 Mar 2013, 01:29
ესეც მხატვრის სახლის ადგილი.

გამალებული მუშაობაა


Posted by: ტემპერა 1 Mar 2013, 01:30
----------------------------------------------------

Posted by: ტემპერა 1 Mar 2013, 01:30
--------------------------------------------------------------------------------------

Posted by: ტემპერა 1 Mar 2013, 01:31
===================================================

Posted by: ტემპერა 1 Mar 2013, 01:32
================================================================================

Posted by: gio-giorgi 1 Mar 2013, 01:34
ტემპერა
ანუ მანდ რაც იყო ის უნდა ააშენონ ხო? თუ რამ=იმე ტანამედროვეს ჩადგავენ?> როგორ იცი? მე მინდა რომ აღადგინონ smile.gif

Posted by: Daniel 1 Mar 2013, 01:50
დღეს წყდება თბილისი პლაზას ბედი smile.gif
ყველაფერი შეთანხმებულია, მთავარია საბოლოო შედეგი გამოვიდეს დღესsmile.gif

Posted by: tsvrkaua 1 Mar 2013, 02:12
QUOTE (ტემპერა @ 22 Jan 2013, 22:08 )
ესეც დაძრულა

http://tas.ge/?p=publicpage&documentId=46404

ვინ არის ეგ ჩხეტიანი, ოფ შორში რეგისტრირებული კომპანია რომ აქვს biggrin.gif

Posted by: Carver 1 Mar 2013, 11:55
ტემპერა
QUOTE
ესეც მხატვრის სახლის ადგილი.

ბოლოს რომელი შენდება?
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: ტემპერა 1 Mar 2013, 21:13
Carver
QUOTE
ბოლოს რომელი შენდება?

პირველი ფოტო

ბოლო ფოტოზე რომ პროექტია დაწყებული იყო ( ტრუბების კონსტრუქცია მაგისა ) მარა, გაიმაზა

Posted by: gia-gia-gia 1 Mar 2013, 23:09
არამგონია ეს პირვანდელი პროექტი ხარისხიანად აშენდეს. ისევ გიფსოკარდონ-იობანავროტი გაკეთდება. მაგას ისევ შუშის აკვარიუმი მირჩევნია.

Posted by: LaSKeN 1 Mar 2013, 23:56
ტემპერა
QUOTE
პირველი ფოტო

პატარა არ არის ეგ მაგ ადგილისთვის? ქუჩის მხარეს ხო მაგრამ უკან? შუშის აკვარიუმი გაცილებით მოცულობითი ჩანს

Posted by: ტემპერა 2 Mar 2013, 01:03
gia-gia-gia
QUOTE
არამგონია ეს პირვანდელი პროექტი ხარისხიანად აშენდეს. ისევ გიფსოკარდონ-იობანავროტი გაკეთდება. მაგას ისევ შუშის აკვარიუმი მირჩევნია.

და რატომ ვითმ??? გიგი უგულავა კი არ აშენებს?? biggrin.gif მაგთია მფლობელი

LaSKeN
QUOTE
პატარა არ არის ეგ მაგ ადგილისთვის? ქუჩის მხარეს ხო მაგრამ უკან? შუშის აკვარიუმი გაცილებით მოცულობითი ჩანს

მე პროქტი არ მ ინახავს, საუბრის დონეზე ვიცი რომ დაახლოებIთ იგიევ შენდება, ალბათ უკან მოუმატებენ

Posted by: ივანიჩ 2 Mar 2013, 01:09
პროექტი შეთანხმდა? ნებართვა გაიცა?

Posted by: GEORGIA007 4 Mar 2013, 11:26
კახი კალაძის სახელთან დაკავშირებული “არსენალ სითის” პროექტი შესაძლოა, განხორციელდეს. ეკონომიკის სამინისტრო კალაძის ყოფილი კომპანიის „არსენალ სითის“ პროექტზე განმარტებებს რადიო „კომერსანტთან“ აკეთებს.

შეგახსენებთ: „კალა კაპიტალმა“ არსენალის მთაზე 15-16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 38 მილიონ დოლარად შეიძინა და 2016 წლამდე მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელება დაევალა. თუმცა, პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერდა და “კალა კაპიტალმა” ბიუჯეტში მხოლოდ 18 მილიონი დოლარი გადარიცხა. ეკონომიკის სამინისტროში რადიო “კომერსანტთან” განაცხადეს, რომ წარსულში აღნიშნულ პროექტზე პოლიტიკური ინტერესები იკვეთებოდა, რაც „არსენალ სითის“ დაგეგმილ ვადებში განუხორციელებლობის მიზეზი გახდა.

მათივე თქმით, ამჟამად ინვესტორი ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პროექტის შესაძლო გაგრძელების შესახებ სხვა ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

დაიწყო მოძრაობები იმედია მალე დაიწყებენ! smile.gif

Posted by: 2012 4 Mar 2013, 12:46
QUOTE
ეს რა კოშკია, როგორ გამოუღრუტნიათ ზედა მხარე, რა უბედურებაა.

biggrin.gif biggrin.gif
ბიძომ მოანგრია, მევიდა ჩვენი დროო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Daniel 4 Mar 2013, 14:40
რა ქვეყანა დაანგირეს...

2013-03-04 14:30:32
„ლოიალ ისთეითმა“ სავაჭრო ცენტრის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5

საინვესტიციო კომპანია „ლოიალ ისთეითმა“ რესტორან არაგვის ყოფილ ტერიტორიაზე “ჰაიათის” ნაცვლად სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის მოლაპარაკებები დაასრულა. როგორც კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი „კომერსანტთან“ აცხადებს, მოლაპარაკებები შემდგარია და კომპანიამ მარკეტინგული კვლევებისთვის გარკვეული დრო მოითხოვა.

მინდია გადაევის განცხადებითვე, სავარაუდოდ 4-6 თვის ვადაში კომპანიას ბიზნეს-პროექტი მზად ექნება, რომელსაც „ლოიალ ისთეითს“ წარუდგენს და შემდეგ გადაწყდება, რა მიმართულებით მოხდება განვითარება. თუმცა, გადაევი უცხოელი პარტნიორის დასახელებისგან თავს იკავებს.

„ლოიალ ისთეითი“ ყოფილი რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე ლუქს კლასის სასტუმროების ბრენდის „ჰაიათის“ სასტუმროს „პარკ–ჰაიათ თბილისს“ აშენებდა, რომლის პროექტიც 2007 წელს დამტკიცდა. თუმცა, რუსეთ–საქართველოს ომის და მსოფლიო კრიზისის შემდეგ ინვესტორებმა პროექტში თანხის ჩადებაზე უარი თქვეს.

Posted by: LUCIUSI 4 Mar 2013, 19:33
QUOTE (GEORGIA007 @ 4 Mar 2013, 11:26 )
კახი კალაძის სახელთან დაკავშირებული “არსენალ სითის” პროექტი შესაძლოა, განხორციელდეს. ეკონომიკის სამინისტრო კალაძის ყოფილი კომპანიის „არსენალ სითის“ პროექტზე განმარტებებს რადიო „კომერსანტთან“ აკეთებს.

შეგახსენებთ: „კალა კაპიტალმა“ არსენალის მთაზე 15-16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 38 მილიონ დოლარად შეიძინა და 2016 წლამდე მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელება დაევალა. თუმცა, პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერდა და “კალა კაპიტალმა” ბიუჯეტში მხოლოდ 18 მილიონი დოლარი გადარიცხა. ეკონომიკის სამინისტროში რადიო “კომერსანტთან” განაცხადეს, რომ წარსულში აღნიშნულ პროექტზე პოლიტიკური ინტერესები იკვეთებოდა, რაც „არსენალ სითის“ დაგეგმილ ვადებში განუხორციელებლობის მიზეზი გახდა.

მათივე თქმით, ამჟამად ინვესტორი ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პროექტის შესაძლო გაგრძელების შესახებ სხვა ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

დაიწყო მოძრაობები იმედია მალე დაიწყებენ! smile.gif

და თუ 38 მილიონი უნდა გადაეხადადა მარტო მიწაში და მხოლოდ 18 გადაიხადა პოლიტიკური ინტერესის კვეთა რა შუაშია? ვერ ვხვდები.
ჩემის აზრით კალაძე კიარა ვინცარუნდა იყოს თუ თავის ვალდებულებას ვერ ასრულებს დიახაც უნდა ჩამოართვა ქონება და გადასცე იმას ვინც განავითარებს, თუნდაც უცხოურ ბრენდებს, გინდ ჰაიატი აიღე და გინდ კემპინსკი თუნდაც. დაანგრიეს ყველაფერი, გადათხარეს და მიატოვეს, ეს რა უბედურებაა. უნდა დააჯარიმო კიდეც ასეთები.

Posted by: GEORGIA007 4 Mar 2013, 21:09
QUOTE
და თუ 38 მილიონი უნდა გადაეხადადა მარტო მიწაში და მხოლოდ 18 გადაიხადა პოლიტიკური ინტერესის კვეთა რა შუაშია? ვერ ვხვდები.

ჩინელებმა 420 ჰექტარში 1 ლარი გადარიცხეს და ამას 70 ჰექტარში ჯერ 18 მილიონი გადააახდევინეს მერე 20 მოუმატეს
QUOTE
ჩემის აზრით კალაძე კიარა ვინცარუნდა იყოს თუ თავის ვალდებულებას ვერ ასრულებს დიახაც უნდა ჩამოართვა ქონება და გადასცე იმას ვინც განავითარებს, თუნდაც უცხოურ ბრენდებს, გინდ ჰაიატი აიღე და გინდ კემპინსკი თუნდაც

ზუსტად ეგენი აღარ შენდება აღარც ჰაიატი და არც კემპინსკი დიდი ამბით კი დაანგრიეს თაბუკაშვილის სახლი და რესტორანი არაგვი

Posted by: Daniel 4 Mar 2013, 21:13
არასწორი გაგება გაქვთ ბრენდებთან მიმართებაში (ჰაიატი-მაიატი და ა.შ.)

აშენებს და ინვესტიციას ანხორციელებს ერთი კომპანია, ხოლო ჰაიატი დ ა.შ. მართვის კომპანიებია smile.gif და ნუ ჰაჰა ქონდეთ რაღაცა წილი პროეტშიsmile.gif

Posted by: GEORGIA007 8 Mar 2013, 11:44
ადრე 2008 თუ 2009 წლებში ძალიან დიდი პიარ კამპანია ააგორეს სამხრეთ კორეულ პროექტზე რომელიც თბილისში უნდა აეშენებინათ, ოფისიც ბარნოვზე ჰქონდათ ამ კორეელებს თუ არ მეშლება, მერე უცებ აორთქლდნენ შარშანდელი თოვლივით! იმედია დასრულდა ის მიუნხაუზენობის ეპოქა უაზრო მეგა პიარ კამპანიებით რომლებიც სულ ცოტა ხანში ორთლდებოდნენ და ქუჩის შარლატანები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე! ვისურვებდი ბიძოს დროს ნაკლები ლაპარაკი და პიარი და მეტი საქმე ეკეთებინოთ თბილისის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად!

Posted by: ტემპერა 8 Mar 2013, 11:47
LUCIUSI
QUOTE
და თუ 38 მილიონი უნდა გადაეხადადა მარტო მიწაში და მხოლოდ 18 გადაიხადა პოლიტიკური ინტერესის კვეთა რა შუაშია?  ვერ ვხვდები.ჩემის აზრით კალაძე კიარა ვინცარუნდა იყოს თუ თავის ვალდებულებას ვერ ასრულებს დიახაც უნდა ჩამოართვა ქონება და გადასცე იმას ვინც განავითარებს, თუნდაც უცხოურ ბრენდებს, გინდ ჰაიატი აიღე და გინდ კემპინსკი თუნდაც.  დაანგრიეს ყველაფერი, გადათხარეს და მიატოვეს, ეს რა უბედურებაა. უნდა დააჯარიმო კიდეც ასეთები.

ომმა გააკეთა ეგ ყვეალ;ფერი, ომის გამო მოხდა ფულის ვერ მ ოძიება და პროექტების შეჩერება,, სხვებს ეპატია, ამას არა..

აი რატომ აპატიეს სხვებს და კალას არაა ამაზე თითონ გამოიტანე დსკვნები

Posted by: tsvrkaua 8 Mar 2013, 12:01
2013-03-07 13:00:55
მაია რჩეულიშვილი: შაბათიდან სამშენებლო პროცესი განახლდება
„ბინებს ყველა მომხმარებელი მიიღებს“

http://www.commersant.ge/index.php?id=15180


spy.gif

Posted by: Laegel 8 Mar 2013, 15:24
პლაზაზე რა გადაწყდა?

___________

Posted by: Carver 8 Mar 2013, 17:27
QUOTE
მაია რჩეულიშვილი: შაბათიდან სამშენებლო პროცესი განახლდება
„ბინებს ყველა მომხმარებელი მიიღებს“

დაიჭირონ ეს ნაძირალა...

Posted by: otarik1977 8 Mar 2013, 22:21
QUOTE
შეჩერებული პროექტები,, რომელიც მთავრობის ცვლილების შემდეგ დაიძრა..

კაით რა რა დაიძრა რაც იყო ისიც გაჩერდა

Posted by: vatman 9 Mar 2013, 10:36
არ ვიცი აქ დაიწერა თუ არა, რაც შევამჩნიე განხლდა მ.დიდუბის თავზე ერისთავზე მშენებლობა, ასევე ახმეტელზე ბაზართან მუხიანის მხარესაც განახლდა მშენებლობა, აი გლდანის 1-ლ მიკროში გზა რო მიდის....

Posted by: ტემპერა 9 Mar 2013, 10:54
otarik1977
QUOTE
კაით რა რა დაიძრა რაც იყო ისიც გაჩერდა

რომელი აბა, დაგვიწერე

Posted by: otarik1977 9 Mar 2013, 16:00
ტემპერა
QUOTE
რომელი აბა, დაგვიწერე

შენი აზრით ეკონომიკის ვარდნა თუნდაც ოფიციალურ 7% იდან 2,5 % მდე რას ნიშნავს?! მაშინ როცა მშპ–ში მნიშვნელოვანი % უჭირავს მშენებლობას ასეთი ვარდნა მშენებლობების განახლებას ნიშნავს თუ გაჩერებას,მარტო სურათების გადება რეალურ სურათს ვერ დაგვანახებს სტატისტიკაა საჭირო და შედეგიც ისაა რაც დავწერე, ამ დარგში კრიზისი ჩემ ოჯახს დააწვა პირადად და პირადად ვიგრძენით რომ სერიოზსული პრობლემებია თითქმის მესამედითაა შეჩერებული მშენებლობის პროცესი და ა,ას გეტყვის ყველა ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს,იმედია ყონული გადნება და სახეროდ შეიცვლება ვიტარება მაგრამ ახლა ეგ მდგომარეობაა სამწუხაროდ
პს. განახლებაში საგაზაფხულოდ მშენებლობების განახლებას ტუ გულისხმობთ არ ვიცი ეგ ზოგადად მასე ხდება აქტიურდება ეს პროცესი ბუნებრივი პირობების გამო

Posted by: ტემპერა 9 Mar 2013, 16:39
otarik1977

QUOTE
შენი აზრით ეკონომიკის ვარდნა თუნდაც ოფიციალურ 7% იდან 2,5 % მდე რას ნიშნავს?! მაშინ როცა მშპ–ში მნიშვნელოვანი % უჭირავს მშენებლობას ასეთი ვარდნა მშენებლობების განახლებას ნიშნავს თუ გაჩერებას,მარტო სურათების გადება რეალურ სურათს ვერ დაგვანახებს სტატისტიკაა  საჭირო და შედეგიც ისაა რაც დავწერე, ამ დარგში კრიზისი ჩემ ოჯახს დააწვა პირადად და პირადად ვიგრძენით რომ სერიოზსული პრობლემებია თითქმის მესამედითაა შეჩერებული მშენებლობის პროცესი და ა,ას გეტყვის ყველა ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს,იმედია ყონული გადნება და სახეროდ შეიცვლება ვიტარება მაგრამ ახლა ეგ მდგომარეობაა სამწუხაროდპს. განახლებაში საგაზაფხულოდ მშენებლობების განახლებას ტუ გულისხმობთ არ ვიცი ეგ ზოგადად მასე ხდება აქტიურდება ეს პროცესი ბუნებრივი პირობების გამო

და აქ რომ ვდებთ წლობით შეჩერებულ პროექტებს, რომლის იმედიც საერთოდ არ ჩანდა და არჩევნების შემდეგ განახლდა სამუშაოები , როგორაა ეგ ამბავი??
თან მსხვილ პროექტებზეა საუბარი, მაგალIთად მხატვირს სახლის ადგილი, თბილისი პლაზა, რიქსონი, კვების მრეწველობის სამინისტორს შენობა და ასე შემდეგ

Posted by: LUCIUSI 9 Mar 2013, 17:57
QUOTE (ტემპერა @ 9 Mar 2013, 10:54 )
otarik1977
QUOTE
კაით რა რა დაიძრა რაც იყო ისიც გაჩერდა

რომელი აბა, დაგვიწერე

ძალიან ბევრი. მაგალითად ქ. რუსთავში თითქმის ყველაფერი თუ აბსოლუტურად ყველაფერი არა შეჩერებულია.
ერთი თვე, მაქსიმუმ 2 თვე რომ რუსთავში არყოფილიყავი უკვე შეცვლილი დაგხვდებოდა.
კონკრეტულად კი რაც შევამჩნიე პირადად მე:
1. ავტოსადგურის ადგილას არაფერი არშენდება, ჩამი-ჩუმი არისმის.
2. სასტუმრო "ვეჯინი" შეჩერებულია.
3. ხიდთან მოედანე რაღაცას რომ აშენებდნენ, გაჩერებულია.
4. მოედნებისა და გზების შეკეთება/გაკეთებე აღარ ხდება.
და ყველა დიდი მშენებლობებიც შეჩერებულია -
5. კულტურისა და დასვენების პარკის განახლება/მშენებლობა შეჩერებულია.
6. სპორტის სასახლე რომ შენდებოდა, მხოლოდ შემოღობილი ეზოა უკვე რამდენიმე თქვე.
და ეს მხოლოდ რუსთავში.
გეყოფა ჩამონათვალი თუ ეს არაფერია და კიდევ ჩამოვთვალო?

Posted by: ტემპერა 9 Mar 2013, 18:18
LUCIUSI
QUOTE
ძალიან ბევრი. მაგალითად ქ. რუსთავში თითქმის ყველაფერი თუ აბსოლუტურად ყველაფერი არა შეჩერებულია.ერთი თვე, მაქსიმუმ 2 თვე რომ რუსთავში არყოფილიყავი უკვე შეცვლილი დაგხვდებოდა.კონკრეტულად კი რაც შევამჩნიე პირადად მე:1. ავტოსადგურის ადგილას არაფერი არშენდება, ჩამი-ჩუმი არისმის.2. სასტუმრო "ვეჯინი" შეჩერებულია.3. ხიდთან მოედანე რაღაცას რომ აშენებდნენ, გაჩერებულია.4. მოედნებისა და გზების შეკეთება/გაკეთებე აღარ ხდება.და  ყველა დიდი მშენებლობებიც შეჩერებულია - 5. კულტურისა და დასვენების პარკის განახლება/მშენებლობა შეჩერებულია.6. სპორტის სასახლე რომ შენდებოდა, მხოლოდ შემოღობილი ეზოა უკვე რამდენიმე თქვე.და ეს მხოლოდ რუსთავში.გეყოფა ჩამონათვალი თუ ეს არაფერია და კიდევ ჩამოვთვალო?

ეს თბილისის განყოფილებაა და თბილისის ჭირვარამს განვიხილავთ

Posted by: Chxikvia 3 Apr 2013, 21:47
იმელს მოუხდებოდა(ცუდსა და უარეს შორის ვაკეთებ არჩევანს) ასეთი სტილის სასტუმრო.

http://pix.ge/

Posted by: iviko18 3 Apr 2013, 22:58
QUOTE
1. ავტოსადგურის ადგილას არაფერი არშენდება, ჩამი-ჩუმი არისმის.

ეგ ადგილი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იყო მიგდებული

Posted by: MISHAB 4 Apr 2013, 00:53
ვინმეს შემთხვევით ნატანებში მშენებარე საკონცერტო დარბაზის ფოტოები ხომ არ მოგეპოვებათ? უმაგრესი პროექტია და მაინტერესებს რა მდგომარეობაშია...

Posted by: barret09 4 Apr 2013, 01:40
MISHAB

აქ ჩამოყევი ქვემოთ და ნახავ http://www.skyscrapercity.com/showthread.php?t=1127689&highlight=batumi&page=58

პ.ს გრანდიოზული ბათუმის სტადიონი რო აეშენებინათ ეგ იქნებოდა sad.gif

Posted by: GEORGIA007 4 Apr 2013, 11:52
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 651 პროექტისთვის 201 მილიონი ლარი დაიხარჯება
11:33 04.04.2013
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 651 პროექტისთვის 201 მილიონი ლარი დაიხარჯება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა 510 პროექტი უკვე დაამტკიცა.

სამინისტროსვე ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან საქართველოს მასშტაბით 271 სხვადასხვა გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. 217 სოფელში მოგვარდება წყლის პრობლემა, აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 45 ხიდს საქართველოს მასშტაბით ნაპირდაცვით სამუშაოები 52 ობიექტზე განხორციელდება, ხოლო 65 ობიექტზე სხვა სამუშაოები ჩატარდება.

გურიის რეგიონისთვის პროექტებზე – 12 466 000 ლარი დაიხარჯება, იმერეთზე – 44 695 000 ლარი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე – 8 316 400 ლარი, სამეგრელო-ზემო სვანეთზე – 35 507 000 ლარი, კახეთზე – 23 995 300 ლარი. მცხეთა-მთიანეთზე – 16 241 250 ლარი, სამცხე-ჯავახეთზე – 14 289 888 ლარი, ქვემო ქართლზე – 26 131 164 ლარი და შიდა ქართლზე – 16 509 155 ლარი.




Posted by: rainbow jeanne 6 Apr 2013, 16:02
გამარჯობა ფორუმელებო smile.gif

ხომ არ იცით რკინიგზის პროექტი რომ იყო- თბილისის შემოვლითი გზა, რა მდგომარეობაშია ეხლა? რკინიგზის საიტზე ძველი მონაცემები დევს.იქნებ დამეხმაროთ smile.gif

Posted by: GEORGIA007 6 Apr 2013, 16:11
rainbow jeanne
QUOTE
გამარჯობა ფორუმელებო

ხომ არ იცით რკინიგზის პროექტი რომ იყო- თბილისის შემოვლითი გზა, რა მდგომარეობაშია ეხლა? რკინიგზის საიტზე ძველი მონაცემები დევს.იქნებ დამეხმაროთ 

არასწორად შემოხვედი აი აქ ნახე http://forum.ge/?f=51&showtopic=34405019&st=0

Posted by: rainbow jeanne 6 Apr 2013, 16:13
GEORGIA007

მადლობა smile.gif

Posted by: bekgog 3 May 2013, 10:33
ახალი თემაა საჭირო ასეთი სახელით - შეჩერებული პროექტები,, რომელიც მთავრობის ცვლილების შემდეგ ნაღდად დაიძრა.

აბა აქედან მგონი არცერთს არაფერი შეტყობია user.gif


ეჰ მიტყდება რო ჩაკვდა ეს განყოფილება ამ ბოლო დროს

Posted by: DIDGORI-GEO 3 May 2013, 15:16
უბრალოდ სასაცილოა განახლებული მშენებლობებზე მსჯელობა,მაშინ როცა წინა ანალოგიურ წელს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა და წელს მხოლოდ 1.7%-ით,ხოლო მარტში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.2% დაფიქსირდა
ასევე ბიუჯეტის შევსებასაც ვერ ახდენენ გეგმით,უკვე 4 თვეში დაახლოებით 250 მილიონიანი გარღვვევა აქვთ ბიუჯეტში
მაშინ როცა ეკონომიკური ზრდა 8%-დან 1.7%-მდე(კვარტალური) ეცემა და მაშინ როცა ეკონომიკის ზრდის მთავარი ბიძგი მშენებლობა იყო,რა განახლ;ებულ მშენებლობებზეა საუბარიlol.gif
ან ეს ერთი-ორი კინკილა მშენებლობის განახლება ვერანირ დადებით ფონს ვერ შექმნის,მაშინ როცა უამრავი ძალიან მსხვილი პროექტია გაჩერებული
და ყველაზე მარტივი არის,გაიკითხეთ მშენებლებში თუ რა ვითარებაა ეხლა და ძალიან ადვილად გაიოგებთ თუ რა კატასტროფული ვითარებაა დღეს სამშენებლო სფეროში


პ.ს
QUOTE
1 თბილისი პლაზა

QUOTE
2 სასტუმრო „ჰაიათის“ ნაცვლად სავაჭრო ცენტრი

QUOTE
4 მეტრო „დელისთან“ სავაჭრო ცენტრი

QUOTE
5  სასტიმრო (სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოსტავაზე)

თემის ავტორს 4 თვის წინ გახსნილ თემაში უწერია რომ ეს პროექტები განახლდა არჩევნების მერეო
ზემოდ აღნიშნული არცერთი პროექტი კი თემის გახსნიდან 4 თვის თავზეც კი ჯერაც არ დაწყებულა

Posted by: MISHAB 3 May 2013, 17:15
კომერციული ფართი შენდებოდა ბელიაშვილზე და ოქტომბრის მერე განახლდა მშენებლობა... ეხლა ფასადს აკეთებდნენ....

http://pix.ge/
* * *
ესეც იქვე "საგას" შოუ რუმი შენდება... და წითელ პარასკევსაც მუშაობდნენ....

http://pix.ge/

Posted by: Daniel 3 May 2013, 18:27
DIDGORI-GEO
შენი ნიკის გამოჩენა და პოლიტიკური ელფერი ხომ ერთი და იგივეა.

QUOTE
1 თბილისი პლაზა

ნებართვა გაგრძელებაზე მერიამ სულ რაღაც 2 თუ 3 კვირი წინ გასცა...ამიტომ უკვე ამ თვიდან ვვარაუდობთ სამუშაოების დაწყებას smile.gif

QUOTE
2 სასტუმრო „ჰაიათის“ ნაცვლად სავაჭრო ცენტრი

ეს გადაიდო შემდეგ წლამდე, ინვესტორთან მოლაპრაკებების გამო.

QUOTE
4 მეტრო „დელისთან“ სავაჭრო ცენტრი

ამის ერთერთი მეწილე სულ ახალხანს გამოუშვეს ციხიდან და ეხლა დაიწყეს ხელახლა მუშაობა პროექტზე ამიტომ რაღაცა დრო დაჭირდებათ ამ ყველაფრისთვის (ნაცბანდამ დაიჭირა, რაზე ღმერთმა იცის)

QUOTE
5  სასტიმრო (სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოსტავაზე)

კომპანია რეტფუნდი არჩევს რომელი სასტუმროს ქსელი შევა (ომის მერე ინტერკონტინენტალი დაფიქრდა საერთოდ აქ შემოსვლაზე, ამიტომ გაიწელა ეს ყველაფერი,)

პ.ს. ერთი პროექტის შეთანხმების მერე პროექტის შეცვლის შემთხვევაში დაახლოებით 1 წელია საჭირო მისი მშენელობის დასაწყებად smile.gif

პ.პ.ს. საუბარი ზედმეტია იმაზე თუ რა ხდება ბათუმში smile.gif როგორი მშენებლობის ბუმია, თუ არ გჯერა შენით ჩადი და ნახე.

barret09
QUOTE
პ.ს გრანდიოზული ბათუმის სტადიონი რო აეშენებინათ ეგ იქნებოდა

არის ასეთი "გრუპოკობრა" ესპანური კომპანია, რომელიც ამ ბათუმის სტადიონს ააშენებს smile.gif. რეალ მადრიდის პრეზიდენტის პერეზის კომპანიაა

http://en.wikipedia.org/wiki/Florentino_P%C3%A9rez

http://www.grupocobra.com/presentacion.html

Posted by: DIDGORI-GEO 3 May 2013, 18:53
Daniel
თემის ავტორმა ეს თემა გახსნა 4 თვის წინ და თემის სახელია არჩევნების მერე განახლებული მშენებლობები,სადაც ჩამოთვლილია ეს ობიექტები
არცერთი მათგანი კი დღემდე არ არის განახლებული,ასე რომ ეს თემა დეზინფორმაციის ნიშნებს შეიცავს

პ.ს რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტებს,ეგ აქ არაფერ შუაშია
შეხედე ოფიციალურ სტატისტიკას თუ რა მდგომარეობაშია ეკონომიკა და განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი
მე არ ვიგონებ მაგ ციფრებს,ეგ არის საქსტატის ოფიციალური სტატისტიკა

Posted by: Daniel 3 May 2013, 18:57
DIDGORI-GEO
შენ ჩამოწერე, მე კიდე გიპასუხე smile.gif რომ ისე არ არის როგორც შენ გგონია თქო, აქ მარტო დაწყებაზე არა ძვრებზეც არის საუბარი.


სხვა დანარჩენი პროექტები უფრო ადრეულ სტადიაზე იყო და მაგიტომ არის უშუალოდ სამუშაოები smile.gif


Posted by: DIDGORI-GEO 3 May 2013, 19:12
Daniel
QUOTE
შენ ჩამოწერე, მე კიდე გიპასუხე  რომ ისე არ არის როგორც შენ გგონია თქო, აქ მარტო დაწყებაზე არა ძვრებზეც არის საუბარი.

მე რაც მგონია ეს კარგად ფიქსირდება საქსტატის ოფიციალურ სტატისტიკაში,რითიც მტკიცდება რომ ეკონომიკა არის საგანგაშო მდგომარეობაში,ხოლო განსაკუთრებით კი სამშენებლო სექტერი კატასტროფულში
QUOTE
სხვა დანარჩენი პროექტები უფრო ადრეულ სტადიაზე იყო და მაგიტომ არის უშუალოდ სამუშაოები

ვიმეორებ,რამდენიმე კინკილა პროექტის განახლება ვერანაირ სადებით ფონს ვერ შექმნის,მაშინ როცა ეკონომიკური ვარდნაა 8%-დან 1.7%-მდე და საბიუჯეტო გარღვევაა მხოლოდ 4 თვეში დაახლოებით 250 მილიონი
ასევე მაშინ როცა უამრავი უმსხვილესი პროექტი გაიყინა არჩევნების მერე

Posted by: Daniel 3 May 2013, 19:14
DIDGORI-GEO
QUOTE
ასევე მაშინ როცა უამრავი უმსხვილესი პროექტი გაიყინა არჩევნების მერე

დაწერე რომლები smile.gif

........

ეკონომიკაზე ვლაპრაკობთ აქ თუ შეჩერებულ მშენებლობებზე?

Posted by: DIDGORI-GEO 3 May 2013, 19:31
Daniel
QUOTE
დაწერე რომლები

1.თბილისის რკინიგზის გადატანა ზღვის ტერიტორიაზე
2.ანაკლიაში რამდენიმე პროექტი
3.ლაზიკა
4.ბათუმში ბულვარის გაგრძელების პროექტი
5.ძველი თბილისის ახალი სიცოხლე
6.ძველი თბილისის განახლება
7.მრავალი რეგიონალური ქალაქის განახლების პროექტი(თელავი,ახალციხე,ყვარელი და ა.შ)
9.ასევე ადგილზე მრავალ ქალაქში შეცერდა უამრავი ადგილობრივი პროექტი
10.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა
და ა.შ

ეს პროექტები კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მაშტაბურობით ვიდრე რამდენიმე კინკილა შენობის განახლება

QUOTE
ეკონომიკაზე ვლაპრაკობთ აქ თუ შეჩერებულ მშენებლობებზე?

მშენებლობები ისე ვერ იქნება,თუ ეკონომიკა სტაგნაციაში წავიდა,რისი აშკარა ნიშნებიც არის ეხლა

Posted by: Daniel 3 May 2013, 19:38
DIDGORI-GEO
საერთოდ თბილისი თემააsmile.gif

QUOTE
1.თბილისის რკინიგზის გადატანა ზღვის ტერიტორიაზე

არასწორე ინფორციას ფლობ))
QUOTE
2.ანაკლიაში რამდენიმე პროექტი

დააკონკრეტე.
QUOTE
3.ლაზიკა

ღადაობაა)))

QUOTE
4.ბათუმში ბულვარის გაგრძელების პროექტი

მოტყუებული ხარ
QUOTE
5.ძველი თბილისის ახალი სიცოხლე

აქაც
QUOTE
6.ძველი თბილისის განახლება

კონკრეტულად რის განახლებაა ნაგულისხმევი?? ისე ეგ მერიის პრეროგატივაა.. რაც სამთავრობო პროექტებია (თბილისის შიგნით)
QUOTE
7.მრავალი რეგიონალური ქალაქის განახლების პროექტი(თელავი,ახალციხე,ყვარელი და ა.შ)

QUOTE
10.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

აქ უკვე ძალიან იტყუილები smile.gif

Posted by: SwaT-2011 3 May 2013, 19:45
DIDGORI-GEO
ლაზღანდარა მეგონე და თურმე მატყუარაც ყოფილხარ ...

Posted by: otokarcobra 3 May 2013, 20:11
SwaT-2011
აფერისტია ტო.....

სამშენებლო სექტორში მაინც არ ვმუშაობდე....2 ოქტომრბიდან რო დაიწყო, იმის მერე არ შეჩერებულა ბინების გაყიდვე, ძლივს ამოვისუნთქეთ...

Posted by: DIDGORI-GEO 3 May 2013, 23:13
Daniel
QUOTE
არასწორე ინფორციას ფლობ))

თბილისის რკინიგზის პროექტი უკვე რამდენიმე ხანია შეჩერებულია,როგორც ჩანს თავად არ გაქვს ინფორმაცია ამის შესახებ
QUOTE
დააკონკრეტე.

ანაკლიაში გაჩერებულია 2 მაშტაბური სასტუმროს მშენებლობა(ერთი ანალოგიური იქნებოდა,როგორიც სოხუმში მდებარე სასტუმრო აფხაზეთია),ასევე გაჩერებულია წყალმომარაგების სისტემისა და კანალიზაციის პროგრამა და ა.შ
QUOTE
ღადაობაა)))

არ ვღადაობ,ლაზიკაში დაწყებული იყო მაშტაბური მშენებლობები აცევნებამდე,ეხლა კი ყველაფერი გაჩერებულია
QUOTE
მოტყუებული ხარ

ბათუმის ბულვარის გაგრძელების პროექტი შეაჩერა ბათუმის მერიამ
ისე ატყობ რომ საერთოდ არ გაქვს არგუმენტები? lol.gif
QUOTE
კონკრეტულად რის განახლებაა ნაგულისხმევი?? ისე ეგ მერიის პრეროგატივაა.. რაც სამთავრობო პროექტებია (თბილისის შიგნით)QUOTE

დინამოს სტადიონის მიდამოებში შენობების განახლება შეჩერებულია,რამდენიმე საერთოდ დაუსრულებელია
ასევე ვარანცოვისაკენ გააჩერეს პროექტი,ამის გარდა ნაცების ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში იგეგემებოდა სხვა პროექტებიც ამ კუთხით
მერიის პრეროგატივაა,მარა თუ ცენტრალურმა ბიუჯეტმა ფული არ გამოუყო მერიას,ის პროექტს ვერ განახორციელებს

პ.ს ამის გარდა სხადასვა ქალაქებში(რუსთავი,თელავი,ახალციხე,მესტია და ა.შ) უამრავი ადგილობრივი პროექტია გაყინული

SwaT-2011
QUOTE
ლაზღანდარა მეგონე და თურმე მატყუარაც ყოფილხარ ...

otokarcobra
QUOTE
აფერისტია ტო.....

როგორც ჩანს ამ თემას მოდერატორი არ ყავს

Posted by: SwaT-2011 3 May 2013, 23:14
otokarcobra
დიდგორა პოლიტგანყის მთავარი ვანო ჯავახიშვილია ალბათ ვხდები რა ვიგულისხმე ამ სიტყვების ქვეშ ...

Posted by: Janiashvili 3 May 2013, 23:15
არა და რო იცოდეთ ეს კაცი სიმართლეს ამბობს -> DIDGORI-GEO

Posted by: ივანიჩ 3 May 2013, 23:23
პოლიტგანყის მთავარი არ ვიცი მარა
აღმაშენებლის და საარბრიუკენის იგივე ვორონცოვის მოედნის მხარეს რომ ჩაკვდა ყველაფერი ეგ ფაქტია.....
მერიაში არაფერს ამბობენ
გამგეობაში ფული არ არისო ბიუჯეტშიო
ცენტრალური მთავრობა რას და როდის მოიფიქრებს არ ვიცი
აგერ ვცხოვრობ მოედანთან და ამ იტალიურ ეზოში უკვე 3 თაობაა ამ სახლის დანგრევას ელოდება, მარა სულ ტყუილად sad.gif

Posted by: polaris 3 May 2013, 23:24
DIDGORI-GEO
QUOTE
1.თბილისის რკინიგზის გადატანა ზღვის ტერიტორიაზე


ეს პროექტი იდიოტიზმია და ძალიან კარგი თუ გაჩერდება. ბინზეს ცენტრების, მაღალი კლასის საცხოვრებელი შენობების, დასასვენებელი კომპლექსების და მსგავსი ბურჟუაზიული დებილობების გამო გამო დეპოების საბჭოთა ბრუტალიზმი არ უნდა განადგურდეს ქალაქის ცენტრში.

Posted by: ტემპერა 3 May 2013, 23:26
DIDGORI-GEO
QUOTE
როგორც ჩანს ამ თემას მოდერატორი არ ყავს

კი აქავარ და რა გავაკეთ ახლაა??
მატყუარა ხარო გეუბნებიან და ბანი დავადო იუზერებს ამის გამო??? : ))))))))))))))))))))
აი შენ რომ გ ახდები მოდერი ეგრე ქენი ხოლე

Posted by: DIDGORI-GEO 3 May 2013, 23:40
SwaT-2011
QUOTE
დიდგორა პოლიტგანყის მთავარი ვანო ჯავახიშვილია ალბათ ვხდები რა ვიგულისხმე ამ სიტყვების ქვეშ ...

იიიიი,მართლა?
შენ ეს იუმორი,ალბათ ჯაჭვლიანმა გასწავლა ან დავითაშვილმა lol.gif

Janiashvili
QUOTE
არა და რო იცოდეთ ეს კაცი სიმართლეს ამბობს -> DIDGORI-GEO

არგუმენტირებულად ვერცერთი ვერ მიწერს საპირისპიროს,არადა მათ ჩემზე უკეთ იციან თუ რა კატასტროფული ვითარებაა სამშენებლო სფეროში,მარა პოლიტიკური სიმპატიები ზოგიერთს არ აძლევს ამის აღიარების საშუალებას
მთავარი კი საქსტატის მონაცემებია,სადაც აშკარად ჩანს ის რასაც მე ვამბობ

IVANICHA
QUOTE
აღმაშენებლის და საარბრიუკენის იგივე ვორონცოვის მოედნის მხარეს რომ ჩაკვდა ყველაფერი ეგ ფაქტია.....მერიაში არაფერს ამბობენგამგეობაში ფული არ არისო ბიუჯეტშიოცენტრალური მთავრობა რას და როდის მოიფიქრებს არ ვიციაგერ ვცხოვრობ მოედანთან და ამ იტალიურ ეზოში უკვე 3 თაობაა ამ სახლის დანგრევას ელოდება, მარა სულ ტყუილად

ზუსტად ამას ვგულისხმობ,რა მდგომარეობაც 1 ოქტომბერს იყო იგივე არის ეხლაც,რამდენიმე სახლი კიდაუმთავრებელია

ტემპერა
QUOTE
კი აქავარ  და  რა  გავაკეთ ახლაა??მატყუარა  ხარო  გეუბნებიან  და  ბანი დავადო  იუზერებს  ამის  გამო??? :  ))))))))))))))))))))აი შენ რომ გ ახდები  მოდერი ეგრე  ქენი ხოლე

შენგან არც მოველი ამას
ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა,რომ რამდენიმე იუზერს(იმის გამო რომ მათი პოზიცია შენსას ემთხვევა) ხელს აფარებ
ასევე ეს თემაც შენი გახსნილია და მყუდროება დაგირღვიე
ისე კიფორუმის წესებს რომ გადაავლო თვალი,პირადი შეურაცხყოფა(აფერისტი,მატყუარა) ისჯება ფორუმის წესებით

Posted by: polaris 3 May 2013, 23:48
არ მინდა პოლიტიზირება, თორემ მეტროს პროექტებს დავდებდი. საკმაოდ კონკრეტულად აჩვენებს, ყველანაირი ინტეპრეტაციის შესაძლებლობების გარეშე, რომელ ეპოქაში რომელი მთავრობა აკეთებდა რეალურ საქმეს გარკვეული პიარის თანხლებით, რომელი აკეთებდა იმ მცირეს რასაც შეეძლო ფაქტიურად პიარის გარეშე და რომელი არ აკეთებდა არაფერს ფუნდამენტალურს, არამედ მხოლოდ კოსმეტიკურ და არასაჭირო პროექტებს საკმაოდ დიდი პიარის თანხლებით და ანადგურებდა უკვე გაკეთებულ ფუნდამენტალურ კონსტრუქციებს. მაგრამ თბილგანყში ვართ და არა ჩემს საძულველ პოლიტგანყში.

Posted by: ივანიჩ 3 May 2013, 23:50
DIDGORI-GEO
ნუ ეხლა 1 ოქტომბრის მერე ხელი არ დაუდიათო ვერ იტყვი
მუსკომედიის მხარე ასე თუ ისე მიახლაფორთეს

და აქეთ, მარჯანიშვილის მხარეს მხოლოდ 1 - ე.წ. ბეტმენის სახლს უტრიალებენ დღესაც

Posted by: SwaT-2011 3 May 2013, 23:59
QUOTE
იიიიი,მართლა?შენ ეს იუმორი,ალბათ ჯაჭვლიანმა გასწავლა ან დავითაშვილმა

ფაქტის კონსტანტირებაა მე არ გამაჩნია სიმპათიები რომელიმე კონკრეტულ პატიის მიმართ სიამრთლეს ვუჭერ მხარს ამ შემთხვევაში მე ჩავთვალე რომ შენსმ იერ წარდგენილი სია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ფორუმულად გამოვხატე ჩემი მოსაზრება yes.gif თუმცა მე რასაც ვხედავ მშენებლობები მიდის აგერ მეტრ კვადრატი მთელ უბანს აშენებს უნივერსიტეტის მეტრო სადგურს ააშენებნე მალე ... თბილისი-ბათუმი გზატკეცილის გაგრძელება მიდის ასე რომ ვერ დაგეთანხმები რომ მშენებლობები არ მიდის ... კი ბევრი მშენებლობა კიდე წინა მთავრობის დროს დაიწყო მაგრამ ასევე ბევრი ახალი მშენებლობა ამ ბოლოდროსაც წამოიწყო ... :ადამიანურადსაუბარისსმაილიკი:

Posted by: DIDGORI-GEO 4 May 2013, 00:10
IVANICHA
QUOTE
ნუ ეხლა 1 ოქტომბრის მერე ხელი არ დაუდიათო ვერ იტყვიმუსკომედიის მხარე ასე თუ ისე მიახლაფორთესდა აქეთ, მარჯანიშვილის მხარეს მხოლოდ 1 - ე.წ. ბეტმენის სახლს უტრიალებენ დღესაც

პროექტი დაუსრულებელია და შეჩერებული შესაბამისად

SwaT-2011
QUOTE
ფაქტის კონსტანტირებაა მე არ გამაჩნია სიმპათიები რომელიმე კონკრეტულ პატიის მიმართ სიამრთლეს ვუჭერ მხარს

აქ პოლიტიკა და პარტიის მხარდაჭერა არაფერ შუაშია
მე და შენ რაც არ უნდა ვისაუბროთ,ოფიციალურ მონაცემებს მაინც ვერ ავუვლით გვერდს
მე რასაც ვამბობ ზურგს მიმაგრებს ოფიციალური სტატისტიკა საქსტატისა და ასევე სხვადასხვა მშენებლობების შეჩერებების ოფიციალური ინფორმაციები
QUOTE
ამ შემთხვევაში მე ჩავთვალე რომ შენსმ იერ წარდგენილი სია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ფორუმულად გამოვხატე ჩემი მოსაზრება

რას ქვია ჩათვალე რომ სიმართლეს არ შეესაბამება
ჩანთვლა ან არჩათვლა რა შუაშია? lol.gif
ოფიციალური ინფორმაციაა მაგაზე და მე ამას არ ვიგონებ
შენ შეიძლება პროგნოზი ჩათვალო სწორად ან მცდარად,მარა რაც უკვე ოფიციალურად დადასტურებულია იმას ვერც მე ვერ შევცვლი და ვერც შენ

Posted by: Daniel 4 May 2013, 04:50
DIDGORI-GEO
QUOTE
თბილისის რკინიგზის პროექტი უკვე რამდენიმე ხანია შეჩერებულია,როგორც ჩანს თავად არ გაქვს ინფორმაცია ამის შესახებ

ეტყობა, ანტიბიძინისტი რაც გახდი მაგის მერე არაფერს აღარ ეცნობი, რკინიგზის თემაში შედი, იქ არის ხოლმე გასვლები ფოტო რეპორტები და ა.შ.smile.gif შემოვლითი გზა თბილისის გარდაუვალია იმიტომ რომ მისი უდიდესი ნაწილი აშენებულია უკვე wink.gif ამიტომ მინდა გითხრა წინ არაფერი უდგას იმას რომ მალე გადავიდეს და ეგ ადგილი გამონთავისუფლდეს wink.gif

QUOTE
ანაკლიაში გაჩერებულია 2 მაშტაბური სასტუმროს მშენებლობა(ერთი ანალოგიური იქნებოდა,როგორიც სოხუმში მდებარე სასტუმრო აფხაზეთია),ასევე გაჩერებულია წყალმომარაგების სისტემისა და კანალიზაციის პროგრამა და ა.შ

უკაცრავად რომელ სასტუმროზე მესაუბრები ?
QUOTE
2013-04-24 09:11:52
ქეთი ბოჭორიშვილი ანაკლიის განვითარების შეფერხებას უარყოფს
ერთ კვირაში კურორტს ინდოელი ინვესტორები ესტუმრებიან

commersant.ge

19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი, რომელიც აქციაზე დასასწრებად დედაქალაქიდან ანაკლიიდან  ჩავიდა, კურორტის დაკარგულ პერსპექტივებზე საუბრობდა. მათი თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ანაკლიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერდა და კურორტი „სოფელს“ დაემსგავსა.

commersant.ge-მ ეს შეფასებები ადგილობრივ  სასტუმრო „ანაკლიაში“ გადაამოწმა, სადაც აცხადებენ, რომ გარკვეული პროექტები შეჩერებულია, თუმცა კურორტის სოფელთან შედარება გადაჭარბებულია. სასტუმროს წარმომადგენლის განცხადებით,  ამ დროისთვის მათთან ტურისტები არ იმყოფებიან, თუმცა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-კომპანიების მიერ არაერთი ღონისძიება იმართება.

ამასთან, „ანაკლიის“ წარმომადგენლის  განმარტებით, ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა სასტუმროში აღნიშნულ ფაქტს ვერ ხსნიან  და აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა პოლიტიკური სიტუაციით იყოს განპირობებული.

„ტურისტების რაოდენობა გასულის წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  შემცირებულია, არ ვიცით ეს რით ავხსნათ, თუმცა იმედი გვაქვს დამსვენებელი ივნისიდან გააქტიურდება,“  – აცხადებენ  სასტუმროში.

მათივე თქმით, მომსახურების ფასები მათთან 80–200 ლარამდე მერყეობს და ამ ღირებულებაში 3–ჯერადი კვებაც შედის.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ანაკლიაში პროექტების შეჩერების შესახებ განცხადება რამდენჯერმე გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა.

როგორც რამდენიმე კვირის წინ commersant.ge წერდა, კურორტზე შეჩერებულია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული სასტუმრო „აფხაზეთის“ მშენებლობა.

რაც შეეხება კიდევ ერთი სასტუმროს პროექტს, რომელსაც ინდოელი ბიზნესმენები ახორციელებენ: ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოში ერთ კვირაში აღნიშნული სასტუმროს ინვესტორები ჩამოდიან.

ამ დროისთვის კი, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი ადგილზე იმყოფება და მიწის სამუშაოებს ახორციელებს.

„როგორც კი შესაბამისი ამინდი გამოვა, კომპანია სამშენებლო სამუშაოებს  დაიწყებს,“ – აცხადებს ბოჭორიშვილი.

სასტუმროს ინდური კომპანია ,,ნექსთლი“ ააშენებს, რომელიც ინდოეთში სასტუმროებისა და რესტორნების მსხვილ  ქსელს აერთიანებს. პირველ ეტაპზე   ინდოელი ინვესტორები  ანაკლიაში 10 მილიონი  დოლარის ინვესტირებას   გეგმავენ.

ქეთი ბოჭორიშვილი ანაკლიაში ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერების შესახებაც აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ ანაკლიის სოფელთან შედარება უსაფუძვლოა, რადგან განვითარებას  გარკვეული პერიოდი სჭირდება.
„ანაკლია მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება და განვითარდება,“ – აცხადებს ბოჭორიშვილი.

მისივე განმარტებით, ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონა დღესაც რჩება როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინვესტორების დაინტერესების ობიექტი.

წყარო: http://commersant.ge/?id=16278

აქვე ანაკლიის თემაში...
QUOTE
მთავრობამ „ანაკლიას" 1 მილიონი ლარი გამოუყო
12 აპრილი 2013 წელი 11:45
თბილისი (GBC) - მთავრობამ კომპანიას „ანაკლია" 1 მლნ ლარი გამოუყო.

შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 1 მლნ ლარი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „ანაკლიის" კაპიტალის გაზრდის მიზნით.

თანხიდან 720 000  ლარი დაიხარჯება შპს „ანაკლიის"  შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე, ხოლო 280 000 ლარი მოხმარდება ანაკლიის ზღვის სანაპიროსათვის გამწმენდი და დასუფთავების მანქანების,  ბალახის საკრეჭი მანქანის, დიდი მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანა-დანადგარის და ნაგვის კონტეინერების შესყიდვას, ამასთან აღნიშნული თანხიდან 10 000 ლარი გამოყენებულ იქნეს ანაკლიის ზღვის სანაპიროსათვის განათების სისტემის შესყიდვისა და მონტაჟისათვი

QUOTE
მთავრობამ შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ს 12,5 მილიონი ლარი გამოუყო
11 აპრილი 2013 წელი 17:47
თბილისი (GBC) - მთავრობამ შპს  ,,ANAKLIA-GANMUKHURI  RESORTS"-ს 12,5 მლნ ლარი გამოუყო. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა.

ცვლილება ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით  ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე" საქართველოს  მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის #370 განკარგულებაში შევიდა.

ცვლილების მიხედვით, თანხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ბულვარის  ცენტრალური პარკის, საველოსიპედო ბილიკების მოწყობისა და მასთან  დაკავშირებული სხვა ხარჯების ასევე შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ის ფუნქციონირებისათვის უნდა დაიხარჯოს.

12,5 მლნ ლარი, შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყოფა.


აქ მოვრჩეთ ანაკლიაზე მემგონი ჯობია smile.gif

QUOTE
არ ვღადაობ,ლაზიკაში დაწყებული იყო მაშტაბური მშენებლობები აცევნებამდე,ეხლა კი ყველაფერი გაჩერებულია

მაშტაბური რომელია? ლაზიკის იუსტიციის სახლი(რომელიც უკვე დასრულდა),პორტი? თუ ის სკულპტურა (რომელიც დასრულდა) დააკონკრეტე რა იყო დაწყებული ისეთი რომ არ დასრულდა. აქვე: ნამყოფი ხარ ლაზიკაში ? ნანახი გაქვს ეგ ტერიტორია ? რა აზრის ხარ მანდ რამის გაშენებაზე?

QUOTE
ბათუმის ბულვარის გაგრძელების პროექტი შეაჩერა ბათუმის მერიამ
ისე ატყობ რომ საერთოდ არ გაქვს არგუმენტები?

კიდე მე გელაპრაკები არგუმენტების გარეშე? ჰა ჰა, დაიცინები და მეტი არაფერი... მაშ ასე ბათუმი და მისი ბულვარი.
QUOTE
მომავალ წელს, ადლიის სანაპირო ზოლში მცხოვრებ ოჯახებს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდებათ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ ბათუმში ჩაასახლებენ. ამ ტერიტორიაზე ბულვარის გაგრძელება იგეგმება. ეკონომიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ გრძელვადიან გეგმაში, ამ პროექტს გონიოს სანაპიროც მიუერთდეს.ბათუმის საკრებულომ აჭარის მთავრობას მერიის საბინაო ფონდიდან ექვსი საცხოვრებელი ბინა გადასცა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა, ეს ბინები მთავრობას იმ ოჯახების დასაკმაყოფილებლად სჭირდება, რომლებიც მომავალი წლიდან, ბულვარის გაგრძელების პროექტის გამო, საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დატოვებენ.საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი, გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხის ირგვლივ დასაბუთებულ ინფორმაციას ითხოვდა: `ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად ამ ოჯახებს გადაეცემა თუ არა ეს ბინები. მოგვეცით ზუსტი ინფორმაცია, რამდენ ოჯახს ეხება განსახლება და არიან თუ არა ისინი თანახმა". ოპოზიციის ამ მოთხოვნას გიორგი კირთაძემ ასე უპასუხა: "ამ ადამიანების განსახლებას აჭარის მთავრობა აპირებს. სიასთან დაკავშირებით მას მიმართეთ". ადლიის ზღვისპირა ზოლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შედის, თუმცა გაფართოების შემდეგ, ის ბათუმის საზღვრებში მოექცევა. ამ ზოლში ათობით ოჯახია დასახლებული. შესაბამისად, ამ ოჯახებს, საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზეც მოუწევთ უარის თქმა. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო კი, ტურიზმია. კახაბრის საკრებულოს თავმჯდომარის (ამ საკრებულოში შედის ადლიაც), თენგიზ თავდგირიძის თქმით, შესაძლებელია, განსასახლებელთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. `პროექტს არ ვიცნობ, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, სანამდე გრძელდება ბულვარის გაფართოებ

წყარო:http://raylighttv.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90/707-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

QUOTE
დინამოს სტადიონის მიდამოებში შენობების განახლება შეჩერებულია,რამდენიმე საერთოდ დაუსრულებელია
ასევე ვარანცოვისაკენ გააჩერეს პროექტი,ამის გარდა ნაცების ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში იგეგემებოდა სხვა პროექტებიც ამ კუთხით
მერიის პრეროგატივაა,მარა თუ ცენტრალურმა ბიუჯეტმა ფული არ გამოუყო მერიას,ის პროექტს ვერ განახორციელებს

პ.ს ამის გარდა სხადასვა ქალაქებში(რუსთავი,თელავი,ახალციხე,მესტია და ა.შ) უამრავი ადგილობრივი პროექტია გაყინული


აი ასე კონკრეტულად როგორც მე დაგიწერე ჩამოწერე რა არ კეთდება და მერე მეკამათე რამეზე, არგუმენტირებულად და არა მარტო სიტყვების სროლით, შენთან მსგავსი დისკუსია მქონდა უკვე ამ განყოფილებაში და სადღაცას აორთქლდი მერე smile.gif ინფრასტუქტურაზე იყო მაშინაც საუბარი... და მოდი ნუ აორთქლდები ეხლა და არგუმენტებით მესაუბრე smile.gif ამ ვადაში რაც გაკეთდა ისიც დიდი პროგრესია, საუბარი აღარ მაქვს გზების მშენელობაზე..ნაწილი გამოსულია ნაწილი კი მალე გამოვა, ასევე წყლის რეაბილიტაციის პროექტიც, ჯერ არ გამოსულა და ამ თვის განმავლობაში გამოვა, ხოდა თბილისში გზებს რომ დედა არ ყავს, და გიგიმ 1 თვეში გავაკეთებო და მერე წლის ბოლომდეო...ეგეც ცენტრალურმა მთავრობამ უნდა მისცეს? გზების მოვლა შენახვისთვის არ იცის რამდენი ჭირდება? კარგი რა smile.gif ბევრი მსმენია შენზე მაგრამ ასეთი არაარგუმენტირებული მართლა არავინ მინახავსsmile.gif წავა გიგიც და მიხედავს მერე დედაქალაქის მერე ქალაქს ისე როგორც საჭიროა და არა გიფსო კარდონით და 1-თ დღეში smile.gif

აქვე ბონუსად გითავაზებ

QUOTE

2013-05-02 09:17:58
კომპანია, რომელმაც რაბათის პროექტი განახორციელა, ახალი ხელისუფლების ინფრასტრუქტურული აქტივობებით კმაყოფილია
сommersant.ge

კომპანია „არტესი“, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს შესრულებული, ახალი მთავრობის პერიოდში პროექტების შემცირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც сommersant.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, „არტესი“ ამ დროისთვის დაწყებულ პროექტებს ასრულებს და  ახალ მშენებლობასაც უახლოეს მომავალში დაიწყებს.

შეგახსენებთ: კომპანია "პენეტონის" დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში მშენებლობები იმ კომპანიებმა შეაჩერეს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდ ნაწილს ახორციელებდნენ. თამაზ ჩიხლაძე ასეთ კომპანიებს შორის „ზიმოსა“ და „არტესს“ ასახელებს.

თუმცა თავად „არტესი“ აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ის მონაწილეობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც იღებს და ახალი პროექტის შესრულებას მარჯანიშვილის ქუჩაზე დაიწყებს, ხოლო  ათონელის ქუჩაზე შეჩერებულ  პროექტს უახლოეს მომავალში განაახლებს.

"ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან, ინფრასტრუქტურული პროექტები ნამდვილად არ შემცირებულა და არც ჩვენ შეგვიჩერებია სამუშაოები, პირიქით, ახალ ხელისუფლებასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ისევე როგორც თბილისის მერიასთან,“ – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის: კომპანია ,,არტესს“ 50 –ზე მეტი პროექტი აქვს დასრულუბული, მათ შორისაა  ახალციხეში რაბათის  ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია,  მცხეთის ნაწილისა  და  თელავის რეაბილიტაცია.

პროექტების დიდ ნაწილს ახორციელებდა კომპანია „ზიმოც“.

მის მიერ  შესრულებულ პროექტებს შორისაა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ოკაცეს კანიონი. ამ უკანასკნელის განხორციელება გრძელდება, თუმცა როგორ აფასებს ახლანდელი ხელისუფლების ინფრასტრუქტურულ აქტივობებს, ამის შესახებ პასუხის მიღება ვერ შევძელით, რადგან კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ნაკადული:http://commersant.ge/?id=16466


ესეც ავადსახსენებელი წინა ხელისუფლება!

QUOTE
2013-05-02 14:20:15
წინა ხელისუფლების ერთ–ერთი ტურისტული პროექტის, ოკაცეს კანიონის განხორციელება განახლდა
commersant.ge

ოკაცეს კანიონის კომპლექსის  მშენებლობა  განახლებულია. ამ დროისთვის  კომპლექსის ტერიტორიაზე ვიზიტორთა სახლისა და ხელოვნური ბილიკების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  როგორც commersant.ge–ს  ხონის გამგებელმა  ირაკლი მახტაძემ განუცხადა, კომპლექსზე სამუშაოები ჯერ კიდევ მარტის თვეში განახლდა. 

შეგახსენებთ: კანიონის გარშემო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაცული ტერიტორიების დეპარტამენტმა 4, 5 მილიონი ლარი გამოყოფო.

სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ ახორციელებს, რომელმაც გამგებლის ინფორმაციით,  თანხის ნახევარი უკვე მიიღო. როგორც მახტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, პირველ ეტაპზე 2–კილომეტრიანი ლითონის ხელოვნური ბილიკებისა და ვიზიტორთა სახლის მშენებლობაა გათვალისწინებული,  რომელიც 2 წელიწადში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში ტყე–პარკში მდებარე დადიანების სასახლის რეაბილიტაცია და მისი გარკვეული ოთახების სასტუმროს ნომრებად გადაკეთება იგეგმება.
წყარო : http://commersant.ge/?id=16464

ტემპერა
QUOTE
მატყუარა ხარო გეუბნებიან და ბანი დავადო იუზერებს ამის გამო??? : ))))))))))))))))))))

თუ მის გულს გაახარებ დაგვბანე smile.gif

Posted by: gia-gia-gia 4 May 2013, 10:33
ამ წუთას მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მეტრო სამგორთან მშენებარე აღმოსავლეთ რკინიგზის სადგურის მშენებლობა შეჩერებულია და ნახევრად აშენებულ შენობაში საბიტუმო მოვაჭრეები შეუშვეს. მოკლედ თათრებს გამწარებული ვაჭრობა აქვთ გამართული ხილ-ბოსტნეულ-მწვანილის.

აი საღოლლ!

Posted by: DIDGORI-GEO 4 May 2013, 12:53
Daniel
QUOTE
ეტყობა, ანტიბიძინისტი რაც გახდი მაგის მერე არაფერს აღარ ეცნობი

მესმის,შენ პოლიტიკის და ეკონომიკის იდენტიფიცირება გიჭირს და შენი პოლიტიკური სიმპატიების გამო 24 საათის რეჟიმში ხარ ამ განყოფილებაში ჩართული,რომ როგორმე გაათეთრო ოცნება,რადგან ოფიციალური სტატისტიკით თუ პირადი შეხედულებებით ყველა ხედავს რომ ეკონომიკას უდგას ძალიან მძიმე დრო,განსაკუთრებით კი სამშენებლო სექტორს
მარა შენი ეს მცდელობები და წვალება ძალიან სასაცილოა
QUOTE
რკინიგზის თემაში შედი, იქ არის ხოლმე გასვლები ფოტო რეპორტები და ა.შ. შემოვლითი გზა თბილისის გარდაუვალია იმიტომ რომ მისი უდიდესი ნაწილი აშენებულია უკვე  ამიტომ მინდა გითხრა წინ არაფერი უდგას იმას რომ მალე გადავიდეს და ეგ ადგილი გამონთავისუფლდეს

შეჩერებულია,როგორც აღმოსავლეთ მიმართულებაზე მშენებარე რკინიგზის შენობაა გაჩერებული,ასევე დასავლეთის მიმართულების რკინიგზის შენიბის მშენებლობაცაა გაჩერებული,ასევე გაჩერებულია რკინიგზის დაგების პროცესი
ამდენ გაპრავებას ჯობია გახვიდე ნავთლუხთან და ნახო თავად ობიექტი
QUOTE
უკაცრავად რომელ სასტუმროზე მესაუბრები ?

გიმეორებ,სასტუმრო რომელიც იქნებოდა ანალოგიური,რომელიც არის სოხუმში სასტუმრო "აფხაზეთი" და მეორე შენდებოდა სასტუმრო ოქროს საწმისის გვერდით,ისისც შეჩერებულია
ასევე გაჩერებულია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტი
შენ რა ინფირმაციაც დადე ანაკლიაზე,რა შუაშია იმ გაჩერებულ პროექტებთან? კომერსანგზეც ოღონდ რამე გენახა და ყველაფერი დადე აქ?lol.gif
QUOTE
მაშტაბური რომელია? ლაზიკის იუსტიციის სახლი(რომელიც უკვე დასრულდა),პორტი? თუ ის სკულპტურა (რომელიც დასრულდა) დააკონკრეტე რა იყო დაწყებული ისეთი რომ არ დასრულდა. აქვე: ნამყოფი ხარ ლაზიკაში ? ნანახი გაქვს ეგ ტერიტორია ? რა აზრის ხარ მანდ რამის გაშენებაზე?

ლაზიკაში დასრულებულია იუსტიციის სახლის მშენებლობა
გეგმის მიხედვით იწყებოდა შემდეგი სახის პროექტები
ჭაობების ამოშრობა,პორტისათვის კანიონის მომზადება,ქუჩების დაგეგმარება,სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მშენებლობა,რასაც შემდგომ უკვე მოყვებოდა განვითარება
ეს ყველაფერი კი გაჩერებულია
ანაკლიაში ბოლოს ვიყავი თებერვალში და ძალიან კარგად ვიცი,როგორც ანაკლიის ასევე ლაზიკას ამბები
QUOTE
აი ასე კონკრეტულად როგორც მე დაგიწერე ჩამოწერე რა არ კეთდება და მერე მეკამათე რამეზე, არგუმენტირებულად და არა მარტო სიტყვების სროლით, შენთან მსგავსი დისკუსია მქონდა უკვე ამ განყოფილებაში და სადღაცას აორთქლდი მერე  ინფრასტუქტურაზე იყო მაშინაც საუბარი... და მოდი ნუ აორთქლდები ეხლა და არგუმენტებით მესაუბრე

ადამიანი დებ სრულიად არალიგიკურ ინფორმაციებს,რომელიც არანაირ კავშირთან არ არის იმასთან თუ რა საც მე ვამბობ
რაც შეეხება აორთქლებას,ვიცი მყუდროობა დაგირღვიეთ ოცნებებში ამ თემაში,მარა ამის გამო ზრდილობა არ უნდა დაკარგო
შენ კი ჯობია გაპრავების კურსები უკეთ აითვისო,თორე ასე ძალიან სუსტი ხარ,ზღაპრები კი ჯობია ოცნების ოფისში მოყვე,იქ ბევრი დაგიჯერებს.აქ კი ტყუილებით ფონს ვერ გახვალ.
ამ განყოფილებაში მე აქტიურად ვაპირებ პოსტვას და შენ ყველა ტყუილზე თუ ოცნებაზე იქნება ადეკვატური რეაქცია ჩემგან,ნამდვილად არ მოიქცემ ტყუილის ტირაჟირეის საშუალებას
როგორ შეიძლება ეკონომიკაში საღად მოაზროვნე ადამიანი ამბობდეს,ოცნებამ იმაზე მეტი გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინაო,მაშინ როცა ეკონომიკის ზრდა 8%-დან 1.7%-მდე დაეცა და საბიუჯეტო გარღვევა მხოლოდ 4 თვეში არის 250 მილიონი


gia-gia-gia
QUOTE
ამ წუთას მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მეტრო სამგორთან მშენებარე აღმოსავლეთ რკინიგზის სადგურის მშენებლობა შეჩერებულია და ნახევრად აშენებულ შენობაში საბიტუმო მოვაჭრეები შეუშვეს. მოკლედ თათრებს გამწარებული ვაჭრობა აქვთ გამართული ხილ-ბოსტნეულ-მწვანილის.აი საღოლლ!

რას ამბობ,ეს დანიელმა არ გაგიგოს,თორე გაუჭირდება გაპრავების მოფიქრება და ამდენი ნევიულობა არ შეიძლება თანაფორუმელის

Posted by: Daniel 4 May 2013, 14:33
DIDGORI-GEO
QUOTE
მესმის,შენ პოლიტიკის და ეკონომიკის იდენტიფიცირება გიჭირს და შენი პოლიტიკური სიმპატიების გამო 24 საათის რეჟიმში ხარ ამ განყოფილებაში ჩართული,რომ როგორმე გაათეთრო ოცნება,რადგან ოფიციალური სტატისტიკით თუ პირადი შეხედულებებით ყველა ხედავს რომ ეკონომიკას უდგას ძალიან მძიმე დრო,განსაკუთრებით კი სამშენებლო სექტორს
მარა შენი ეს მცდელობები და წვალება ძალიან სასაცილოა

მინდა გითხრა წინა მთავრობის დროსაც ვიყავი აქ და ახლაც smile.gif მაშინ როდესაც ბიძინას ხსენებაც არ იყო wink.gif
QUOTE
გიმეორებ,სასტუმრო რომელიც იქნებოდა ანალოგიური,რომელიც არის სოხუმში სასტუმრო "აფხაზეთი" და მეორე შენდებოდა სასტუმრო ოქროს საწმისის გვერდით,ისისც შეჩერებულია
ასევე გაჩერებულია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტი
შენ რა ინფირმაციაც დადე ანაკლიაზე,რა შუაშია იმ გაჩერებულ პროექტებთან? კომერსანგზეც ოღონდ რამე გენახა და ყველაფერი დადე აქ

ზოგადად სულ ვეცნობი ინფორმაციას და ფაქტები დაგიდე. შენ კიდე ვერცერთ ფაქტს ვე მიდებ.
QUOTE
ჭაობების ამოშრობა

ზუსტად 1 თვის წინ მანდ ვერტმფრენით ვიფრინე... მაგ ჭაობის ამოშრობა... facepalm.gif
QUOTE
ადამიანი დებ სრულიად არალიგიკურ ინფორმაციებს,რომელიც არანაირ კავშირთან არ არის იმასთან თუ რა საც მე ვამბობ
რაც შეეხება აორთქლებას,ვიცი მყუდროობა დაგირღვიეთ ოცნებებში ამ თემაში,მარა ამის გამო ზრდილობა არ უნდა დაკარგო
შენ კი ჯობია გაპრავების კურსები უკეთ აითვისო,თორე ასე ძალიან სუსტი ხარ,ზღაპრები კი ჯობია ოცნების ოფისში მოყვე,იქ ბევრი დაგიჯერებს.აქ კი ტყუილებით ფონს ვერ გახვალ.
ამ განყოფილებაში მე აქტიურად ვაპირებ პოსტვას და შენ ყველა ტყუილზე თუ ოცნებაზე იქნება ადეკვატური რეაქცია ჩემგან,ნამდვილად არ მოიქცემ ტყუილის ტირაჟირეის საშუალებას
როგორ შეიძლება ეკონომიკაში საღად მოაზროვნე ადამიანი ამბობდეს,ოცნებამ იმაზე მეტი გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინაო,მაშინ როცა ეკონომიკის ზრდა 8%-დან 1.7%-მდე დაეცა და საბიუჯეტო გარღვევა მხოლოდ 4 თვეში არის 250 მილიონი

კაროჩე გასაგებია შენთან ყველაფერი smile.gif სიტყვების სროლის მეტი და ერთი და იგივე რაღაცა პროცენტული მაჩვენებლების დადება...ადრე ვთქვი რომ ნერვებს შენნაირ ტიპებზე არ მოვიშლიდი და აწი აღაც მოვიშლი smile.gif ფაქტი ვერცერთი ვერ დადე.

gia-gia-gia

QUOTE
ამ წუთას მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მეტრო სამგორთან მშენებარე აღმოსავლეთ რკინიგზის სადგურის მშენებლობა შეჩერებულია და ნახევრად აშენებულ შენობაში საბიტუმო მოვაჭრეები შეუშვეს. მოკლედ თათრებს გამწარებული ვაჭრობა აქვთ გამართული ხილ-ბოსტნეულ-მწვანილის.

აი საღოლლ!

დაახლოებით რამდენი ხანია რაც რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი დანიშნეს?

Posted by: DIDGORI-GEO 4 May 2013, 17:17
Daniel
QUOTE
მინდა გითხრა წინა მთავრობის დროსაც ვიყავი აქ და ახლაც  მაშინ როდესაც ბიძინას ხსენებაც არ იყო

წინა მთავრობის დროს რაღაც ვერ ვატყობდი შენგან ამხელა აქტივობას,მიუხედავად იმისა,რომ ბევრად მეტი სიახლე იყო ინფრასტრუქტურის კუთხით wink.gif
QUOTE
ზოგადად სულ ვეცნობი ინფორმაციას და ფაქტები დაგიდე. შენ კიდე ვერცერთ ფაქტს ვე მიდებ.

შენ რა ინფორმაციაც დადე,საერთოდ არ ეხება იმას რაზეც მე ვსაუბრობ.შემდეგ ვიზიტზე ანაკლიაში,აუცილებლად გადავუღებ 2 სასტუმროს სურათს,რომელთა მშენებლობები გაჩერდა
ასევე სურათს გადავუღებ თუ როგორ არ უვლის ახალი ხელისუფლება იმ ინფრასტრუქტურას,რაც გაკეთდა ანაკლიაში და როგორ ნადგურდება ის
ეხლა კი თუ ჩემი სიტყვის არ გჯერა,მაშინ თავად ჩადი ანაკლიაში და ნახავ რა უმძიმესი ვითარებაა იქ
QUOTE
ზუსტად 1 თვის წინ მანდ ვერტმფრენით ვიფრინე... მაგ ჭაობის ამოშრობა...

21-ე საუკუნეში ანაკლიის ჭაობის ამოშრობა კი არა ფაქტიუირად არაფერია გასაკვირი მშენებლობაში
ეხლა ასე ცდილობ ალბათ გაპრავებას lol.gif
QUOTE
სიტყვების სროლის მეტი და ერთი და იგივე რაღაცა პროცენტული მაჩვენებლების დადება

ეგ სტატისტიკა და ეკონომიკის მაჩვენებლებია ზუსტად მთავარი განსაზღვრელი
მაგას რომ მიხვდები,მერე შემოდი და მეკამათე
ჯერ გაერკვიე თუ რას ნიშნავს მშპ-ს ზრდა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი,ასე გაიგე თუ რა არის საბიუჯეტო კრიზისი და რა შედეგების მომტანია ის
სწორედ ეს არის მთავარიუ განმსაზღვრელი იმისა თუ რა ვითარებაშია დღეს ეკონომიკა
QUOTE
ადრე ვთქვი რომ ნერვებს შენნაირ ტიპებზე არ მოვიშლიდი და აწი აღაც მოვიშლი

თავიდანვე ასე დაგეწყო,თუ ეკონომიკის ელემენტარულ ასპექტებს ვერ არკვევ და არ იცი რა მნიშვნელობა აქვს,რაღას კამათობ? lol.gif
ძალიან სუსტი ხარ გაპრავებაში,გადაეცი ზემოთ ჩაგანაცვლონ ვინმეთი
შენ მხოლოდ სურათების დაყრა და ინფორმაციესბი გადმოკოპირება საიტებიდან თუ გამოგივა, თორე პოლემიკაში ხარ 0

Posted by: Daniel 5 May 2013, 04:47
DIDGORI-GEO
QUOTE
წინა მთავრობის დროს რაღაც ვერ ვატყობდი შენგან ამხელა აქტივობას,მიუხედავად იმისა,რომ ბევრად მეტი სიახლე იყო ინფრასტრუქტურის კუთხით

ეტყობა ბრმაც ხარ,ყველა სიკეთესთან ერთად ^_^

ძირითადი სურათები ინფრასტრუქტურული ახლაც და ადრეც ჩემს მიერ იყო დადებულიsmile.gif

შენგან განსხვავებით არასდროს მიპრავებია და არავინ მყოლია "ზემოთ" smile.gif ამიტომ, ფრთხილად იყავი მომავალი 4 წელი war.gif + ფრთხილად იყავი უახლოესი 4 წელი თავი არ გაგიტეხოს ვინმემ სადმე ან თვალი არ დაგილურჯოს givi.gif

Posted by: Janiashvili 5 May 2013, 12:23
Daniel
QUOTE
ზუსტად 1 თვის წინ მანდ ვერტმფრენით ვიფრინე... მაგ ჭაობის ამოშრობა...

60-იანებში თუ მოახერხეს ახლა რა პრობლემაა?

Posted by: Kublicha 5 May 2013, 12:40
DIDGORI-GEO
მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ მთავრობის შეცვლის მერე მეტი რამე შენდება (ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო მშენებლობები), მაგრამ თუ დამიჯერებ Daniel ყოველთვის განსაკუთრებულად აქტიურობდა, ყოველთვის პირველი გვამცნობდა ხოლმე რამე მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას. და თან ამას ყოვლად აპოლიტიკურ კონტექსტში ახერხებდა.

მე და შენ შეგვიძლია ერთად დავიტიროთ ბევრი პროექტი, დიდუბის ხიდით დაწყებული, ანბანის კოშკით დამთავრებული, რომელსაც ერთადერთი ის ევალება მთავრობას, დენი მიაწოდოს.

ვამბობ ეს თემა გააერთიანეთ ინფრასტრუქტურის თემასთანთქო, მაგრამ ვინ მისმენს.
ერთადერთი რაც განასხვავებს იმ და ამ თემას, ეგაა პოლიტიკური ხედვა.


Posted by: DIDGORI-GEO 6 May 2013, 03:16
Daniel
QUOTE
ეტყობა ბრმაც ხარ,ყველა სიკეთესთან ერთად ^_^

ნუ ამ აღდგომა დღეს რომ ასეთი ტერმინებით საუბრობ,გეტყობა რომ ფსიქოლოგიურად არ ხარ ბოლომდე მდგრადი
QUOTE
ამიტომ, ფრთხილად იყავი მომავალი 4 წელი  + ფრთხილად იყავი უახლოესი 4 წელი თავი არ გაგიტეხოს ვინმემ სადმე ან თვალი არ დაგილურჯოს 

აუფ,ეს განსაკუთრებით ხოხმა პოსტი გამოგივიდა
ამის დაწერაზე დიდი ხანი ფიქრობდი? lol.gif

პ.ს ქრისტე აღსდგა!!!

Kublicha
QUOTE
მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ მთავრობის შეცვლის მერე მეტი რამე შენდება (ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო მშენებლობები), მაგრამ თუ დამიჯერებ Daniel ყოველთვის განსაკუთრებულად აქტიურობდა, ყოველთვის პირველი გვამცნობდა ხოლმე რამე მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას. და თან ამას ყოვლად აპოლიტიკურ კონტექსტში ახერხებდა.

ის რასაც დღეს აკეთებს,არის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოჩენილი აქტიურობა,რასაც სამწუხაროდ ბევრი ტყუილი ახლავს თან
QUOTE
მე და შენ შეგვიძლია ერთად დავიტიროთ ბევრი პროექტი, დიდუბის ხიდით დაწყებული, ანბანის კოშკით დამთავრებული, რომელსაც ერთადერთი ის ევალება მთავრობას, დენი მიაწოდოს.

100%-ით გეთანხმები,მართლა გამაოგნებელ სისულელეებს ჩადის დღევანდელი მთავრობა სამშენებლო კუთხით

Posted by: iviko18 6 May 2013, 14:36
QUOTE
ანბანის კოშკით დამთავრებული

ანბანის კოშკს რაღა დაემართა?

Posted by: Daniel 7 May 2013, 01:19
DIDGORI-GEO
QUOTE
აუფ,ეს განსაკუთრებით ხოხმა პოსტი გამოგივიდა

ბევრმა მომწერა და მირჩია შენთან არ მესაუბრა,იმიტომ რომ არც აზრი აქვს და არც არაფერი, და დიდხანს მინდა გითხრა არ მიფიქრია smile.gif

ჭეშმარიტად აღსდგა და გილოცავ გიორგობას smile.gif


Posted by: MISHAB 7 May 2013, 12:58
http://pix.ge/

მშენებლობა ამბასადორის გვერდით.

Posted by: gia-gia-gia 7 May 2013, 13:05
QUOTE (MISHAB @ 7 May 2013, 12:58 )
http://pix.ge/

მშენებლობა ამბასადორის გვერდით.

მერედა ეს შეჩერებულია? განყოფილება შეგეშალა, ეს მიმდინარე პროექტებში უნდა დაგედო. yes.gif

Posted by: MISHAB 7 May 2013, 13:05
გოთუას ქუჩაზე მშენებლობა. გაჩერებული იყო და ეხლა განახლდა და შემოდგომამდე დასრულდება...

http://pix.ge/

ოკ, წინა ფოტოზე მართAლი ხარ გაჩერებულებში არ უნდა დამედო....

Posted by: DIDGORI-GEO 7 May 2013, 15:17
Daniel
QUOTE
ბევრმა მომწერა და მირჩია შენთან არ მესაუბრა,იმიტომ რომ არც აზრი აქვს და არც არაფერი, და დიდხანს მინდა გითხრა არ მიფიქრია

ბოლომდე ვერ გავიგე ამ წინადადების აზრი
ნუ ნერვიულობ ამდენს,უკვე წერასაც ვერ ახერხებ გამართულად თუ ატყობ lol.gif
QUOTE
ჭეშმარიტად აღსდგა და გილოცავ გიორგობას

დიდი მადლობა

Posted by: MISHAB 7 May 2013, 17:57
რიქსოსის მშენებლობა ბორჯომში... შეჩერებული იყო და ეხლა ისევ განახლდა... ცოტა ძველი ფოტოებია მაგრამ არაუსავს...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

წესით ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს, ჩემი აზრით სექტემბერში უფრო რეალური იქნება მაგის გახსნა...

საბოლოოდ ესეთი სახე უნდა მიიღოს

http://pix.ge/

Posted by: Daniel 7 May 2013, 18:07
MISHAB
ვა რა ლამაზი გამოდის smile.gif


Posted by: VIP Blogger 10 May 2013, 06:46
არ ვიცი რამდენად არის ეს პროექტი შეჩერებული smile.gif


ფორუმზე თუ არის ვინმე ამ საქმის სპეციალისტი იქნებ შემეხმიანოს აქ smile.gif



პანკისის ხეობის და მდინარე ალაზნის ხეობის გავლით და მდინარე თუშეთის ალაზნის ხეობის გავლით რამდენად ხელსაყრელია ბუნებრივ / ლანშაფტური პირობების მხრივ საავტომობილო გზის გაყვანა მანდ ?

და გვირაბის გაჭრა დაახლოებით საყორნე-ს უღელტეხილთან ( ზღ , დ . 2835 მ - ზე ) , გვირაბის სავარაუდო სიგრძე დაახლოებით 2 კმ დან 3 კმ მდე ......

ანუ სოფელი ომალოს და ზოგადად თუშეთის დაკავშირება საავტომობილო გზით დანარჩენ საქართველოსთან ( პანკისის ხეობასთან ) ......

გასაგებია რომ ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული მაგრამ თუ არსებობს მსგავსი პროექტი ან თუ არსებობდა ადრე ???

აბანოს უღელტეხილიდან თუშეთში გადასვლა საკმაოდ მოუხერხებელია .......

რუკაზე მე მოვხაზე გზის სავარაუდო მიმართულება , შავად მოვნიშნე გვირაბი ......


http://imageshack.us/photo/my-images/802/tusheti.png/


Posted by: ნიკა 10 May 2013, 13:09
VIP Blogger
აზრი არა აქვს რადგან თვითონ ამ უღელტეხილთან მისასვლელი გზა იქნება გასაყვანი ქედის ორივე მხარეს 20-20 კმ. პლიუს ამას ომალო-ჯვარბოსელი მონაკვეთი (რომელიც ამჟამადაც არსებობს და ამ მარშუტის შემთხვევაში გასავლელი იქნება) საკმაოდ ვიწრო და ცუდი გზაა.

ჩემი აზრით ბევრად იაფი იქნება სთორის ხიდი სადაცაა (სერპანტინი სადაც იწყება) იქიდან გაიჭრას გვირაბი მეორე მხარეზე. სიმაღლე მაგ ადგილას 1600 მეტრია სამხრეთ პორტალისთვის და 2100 ჩრდილო პორტალისთვის. სიგრძე 6.5 კმ
არის გვირაბის "ეკონომ" ვერსიაც რომელიც უღელტეხილის ქვედა სერპანტინებს არ მოჭრის. პორტალები 2300 და 2500 მეტრზე იქნება. მაგრამ ვფიქრობ რომ ორივე მაინც დიდი ალბათობიშ შეიძლება გადაიკეტოს. მე რომ თუშეთში ივლისში ვიყავი ზვავი იყო ჩამოწოლილი ბევრად უფრო დაბლა.

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=9067abano_tunnel.jpg

თუმცა მაგ გვირაბის აშენებამდე ჯვრის უღელტეხილზე რო ააშენონ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია IMHO.

Posted by: Kublicha 10 May 2013, 14:01
QUOTE
თუმცა მაგ გვირაბის აშენებამდე ჯვრის უღელტეხილზე რო ააშენონ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია IMHO.

თუშეთის მთელი მუღამი ეგ გზა და სერპანტინებია. სტეფანწმინდას გაცილებით სჭირდება.


Posted by: tsuro 10 May 2013, 14:48
QUOTE
სტეფანწმინდას გაცილებით სჭირდება.


არა და ადრე იყო გვირაბის გათხრაზე საუბრები,თითქოს 2013-ში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არჩევნების შემდეგ საერთოდ ჩაკვდა ყველაფერი ამ თემაზე sad.gif

Posted by: VIP Blogger 10 May 2013, 20:57
მე მაენტერესებს სპეციასტის აზრი , კავკასიონზე ( საქართველოს ფარგლებში ) სად არის ყველაზე მოხერხებული ადგილი გზის გასაყვანად და უმოკლესი გვირაბის გასაჭრელად ???

ჯვრის უღელტეხილს გარდა არის სხვა ალტერნატიული გზა მაგალითად გუდამაყრის უღელტეხილი , საყორნეს უღელტეხილი ან სხვა ?

თუშეთის ალაზნი და ალაზნის ხეობებზე იმიტომ გკითხეთ რომ ეგენი არის ორი პარალერული ხეობა რომელიც კავკასიონის ქედი ყოფს და მე როგორც ვიცი გზის გაყვანა ყველასზე ადვილია მდინარის კალაპოტების პარალერულად...


ჩინელებს ან გერმანელებს რომ დავავალოდ გზის გაიყვანა კავკასიონზე 2 ხიდიანი კი არა ოპელ ვექტრათი გადახვალ ჩრდილო კავკასიაში ისეთ გზას გაიყვანენ ...


ქართველებს არ გვაქვს რა მშენებლობის ნიჭი რაღაც ნაირი ამ ჩეფეხება ხალხი ვართ

ქართველებს რაიმე სახლი აუშენებიათ შუა საუკუნეებში ან 18 / 19 საუუკუნეებში ???

ძველი თბილისი სახლები და პლეხანოვი გერმანელების ან რუსების აშენებულია

19 საუკუნეში გერმანელი ინჟინერმა რუსეთის იმპერატორს დეპეშე გაუგზავნია და წერდა ეს რა ხალხია ქართველებიო ღვინოს სმის და სიმღერის და ცეკვის მეტი არაფერი არ იციანო ...

ქართველები აშენებდნენ მხოლოდ ეკლესიებს და ციხე კოშკებს და ხიდებს სხვა რამე შუა საუკუნეების სამოქალაქო ტიპის შენობა შემოგვჩა ? ერთადერთი დადიანების სასახლე გვაქვს ზუგდიდში მეტი არაფერი ...

Posted by: strabo 10 May 2013, 23:12
VIP Blogger

QUOTE
რამე შუა საუკუნეების სამოქალაქო ტიპის შენობა შემოგვჩა ? ერთადერთი დადიანების სასახლე გვაქვს ზუგდიდში მეტი არაფერი ..

ეგ შუასაუკენეების კი არა, მე19 საუკუნის შენობაა. მაგ ეპოქის მუხრანბატონის სასახლეც არის მუხრანში.

როგორ შემოგვრჩებოდა, როდესაც რუსებმა დაანგრიეს რაც იყო, მაგალითად მეფის ორი სასასხლე თბილისში.

მიუხედავად ამისა, რაიონებში ფეოდალური სასახლეები მაინც შემორჩა, მაგალითად, ქვემო ჭალაში, ახალგორში, ჭილაშვილების სასახლე დუშეთში და ა.შ.

Posted by: ნიკა 10 May 2013, 23:40
VIP Blogger
ადრე მთავარი გზა გუდამაყარზე გადადიოდა. მეფის რუსეთმა რომ მოახდინა ქართლის ანექსია მაგის შემდეგ ახალი გზის ძიება დაიწყო და აშენდა ჯვრის უღელტეხილზე გზა. აქ გზის გაყვანა შესაძლებელია (საკიტხავია რამდენად ღირს). აი საქორნეს უღელტეხილზე გზის გაყვანა არანაირად არაა გამართლებული.

Posted by: VIP Blogger 11 May 2013, 03:00
QUOTE (ნიკა @ 10 May 2013, 23:40 )

VIP Blogger

ადრე მთავარი გზა გუდამაყარზე გადადიოდა. მეფის რუსეთმა რომ მოახდინა ქართლის ანექსია მაგის შემდეგ ახალი გზის ძიება დაიწყო და აშენდა ჯვრის უღელტეხილზე გზა. აქ გზის გაყვანა შესაძლებელია (საკიტხავია რამდენად ღირს). აი საქორნეს უღელტეხილზე გზის გაყვანა არანაირად არაა გამართლებული.

ნიკა

გუდამაყარის გავლით ბევრად უფრო მოკლეა ყაზბეგამდე ....


თუშეთში და ხევსურეთში გზის გაყვანა იმიტომაა კარგი რომ მოსახლეობა დაბრუნდეს მაგ რეგიონებში .

პირველი მესაზღვრე არის მოსახლეობა პერპექსტივა რომ გაჩდება და სოფლებში გაიყვანენ ელექტრო ენერგიას , ნორმალურ გზას შეიქმნება პატარა სამუშაო ადგილები ფერმები , სკოლები და სხვა თუშეთში და ხევსურეთში და ხევში მოსახლეობა დაბრუნდება თორემ ეხლა იქ ვინ დაბრუნდება გიჟის მეტი ?

საქართველოს ხელისუფლებას სირზე აქვს დაკიდებული ეგ რეგიონი და იქაურ მოსახლეობა ...
.
გაუსაძლისი მდგომარეობის გამო ხალხი ადგა და ბარში გადმოსახლდა ...

საერთოდ ომალოს და შატილს დაბის სტატუსები თუ მიენიჭება და ცალკე მუნიციპალიტებად ჩამოყალიმდება უფრო უკეთესი იქნება ....

Posted by: ნიკა 11 May 2013, 12:05
VIP Blogger
QUOTE
გუდამაყარის გავლით ბევრად უფრო მოკლეა ყაზბეგამდე ....

შეიძლება მოკლეა მაგრამ რეალურად გზის ძალიან დიდი მონაკვეთი იქნება აღსადგენი. უკვე არსებული გზის 30 კმ იქნება გასაგანიერებელი და ასფალტი დასაგები. პლიუს 10 კმ არის ამ გზებს შორის სადაც ნაწილობრივ ახალი გზა იქნება გასაკეთებელი ნაწილობრივ გვირაბი. ისევ და ისევ უფრო იაფი დაჯდება გუდაური-კობი ან სულაც მლეთა-კობი გვირაბის მშენებლობა.

რაც შეეხება ხევსურეთს და თუშეთს გასაგებია გულისტკივილი, თუმცა მე ვფიქრობ მანდ მარტო გვირაბი არ უშველის საქმეს.

QUOTE

საერთოდ ომალოს და შატილს დაბის სტატუსები თუ მიენიჭება და ცალკე მუნიციპალიტებად ჩამოყალიმდება უფრო უკეთესი იქნება ....

თუ სწორად მახსოვს შატილს თემის სტატუსიც კი არა აქვს. ბარისახოს თემში შედის.

Posted by: JORAMAN 7 Jul 2013, 22:44
სარფში საზღვარზე შემოვლითი გზა გაყავთ ?

http://radikal.ru/fp/5ad6baec08d04bbeb4a396f56f17ea6a

Posted by: lio 11 Jul 2013, 15:08
რიქსოსი ბორჯომში.
ამ მშენებლობის დამკვეთი და შემსრულებელი კომპანიების მონაცემები ხომ არ გაქვთ ვინმეს? დიდად დამავალებდით....

Posted by: ტემპერა 13 Jul 2013, 00:56
დაანებეთ ბორჯომს და ბათUმს თავი. აქ თბილისსზე ვსაუბრობთ..
==================================================================

Posted by: Maiko274 7 Sep 2013, 19:25
გამარჯობა
რეზიდს ვებ გვერდი არა აქვს?

Posted by: internati29 8 Sep 2013, 16:19
QUOTE (strabo @ 10 May 2013, 23:12 )
როგორ შემოგვრჩებოდა, როდესაც რუსებმა დაანგრიეს რაც იყო, მაგალითად მეფის ორი სასასხლე თბილისში.

რუსების დამცველი ნაღდად არ ვარ, მაგრამ სიმართლე ჯობია, რომ ვთქვათ:

1795 წლის 11 სექტემბერს ვანდალ აღა-მაჰმად ხანმა დაანგრია და გადაწვა მთელი თბილისი თავისი სამეფო სასახლეებით.
1801 წლამდე ვეღარ მოხერხდა მათი აღდგენა.
1801 წლის მერე კი სამეფო სასახლეების არსებობის აუცილებლობა აღარ არსებობდა.
ასე რომ, რუსები ვერაფებს დაანგრევდნენ, რადგან არც არაფერი იყო დარჩენილი.

Posted by: strabo 9 Sep 2013, 00:42
internati29
QUOTE

QUOTE (strabo @ 10 May 2013, 23:12 )
როგორ შემოგვრჩებოდა, როდესაც რუსებმა დაანგრიეს რაც იყო, მაგალითად მეფის ორი სასასხლე თბილისში.

რუსების დამცველი ნაღდად არ ვარ, მაგრამ სიმართლე ჯობია, რომ ვთქვათ:

1795 წლის 11 სექტემბერს ვანდალ აღა-მაჰმად ხანმა დაანგრია და გადაწვა მთელი თბილისი თავისი სამეფო სასახლეებით.
1801 წლამდე ვეღარ მოხერხდა მათი აღდგენა.
1801 წლის მერე კი სამეფო სასახლეების არსებობის აუცილებლობა აღარ არსებობდა.
ასე რომ, რუსები ვერაფებს დაანგრევდნენ, რადგან არც არაფერი იყო დარჩენილი.

ძალიან ცდები, თბილისის ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი აღდგენილი იქნა 1795-1801 წლებში.

internati29
QUOTE
1801 წლის მერე კი სამეფო სასახლეების არსებობის აუცილებლობა აღარ არსებობდა.

მაშინ მეფისნაცვლის სასახლე რატომ ააშენეს?

QUOTE
1795 წლის 11 სექტემბერს ვანდალ აღა-მაჰმად ხანმა დაანგრია და გადაწვა მთელი თბილისი თავისი სამეფო სასახლეებით.

როგორ წარმოგიდგენია მთელი თბილისის დანგრევა რამდენიმე დღეში? ბულდოზერებით იყვნენ მოსული სპარსელები? რომც გადაეწვათ, აგურის შენობებს რა დაწვავდა? სიცრუეა ეს რასაც გასწავლიდნენ საბჭოთა ეპოქაში. თუ სერიოზულად გაინტერესებს ეს საკითხი, არსებობს ლიტერატურა და გაეცანი, პლატონ იოსელიანს აქვს აღწერილი. მეფის სასახლეები, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო, დაანგრია რუსეთის ხელისუფლებამ

Posted by: ტემპერა 9 Sep 2013, 10:09
strabo
მაშინდელი "მთელი თბილისი" რა გგონია??? ანჩისხატიდან-აბანოებამდე რაა.. : ))) რაც გალავანში იყო მოქცეული..
ხოდა დაშალეს რაა რაც დაიშალა, მარტო ანჩსხატს, მეტეხს და სიონს ვერ მოერივნენ, თმცა ეგენიც დაარბიეს

Posted by: strabo 10 Sep 2013, 01:08
ტემპერა
QUOTE
strabo
მაშინდელი "მთელი თბილისი" რა გგონია??? ანჩისხატიდან-აბანოებამდე რაა.. : ))) რაც გალავანში იყო მოქცეული..
ხოდა დაშალეს რაა რაც დაიშალა, მარტო ანჩსხატს, მეტეხს და სიონს ვერ მოერივნენ, თმცა ეგენიც დაარბიეს

გარეთუბანშიც იყო განაშენიანება მაგ დროს. ეგ შედარებით დაცული მხარე იყო, მტერი მანდედან თითქმის არასდროს მოდიოდა.
სპარსელებს თუ რამის დანგრევა უდნოდათ, პირველ რიგში ანჩისხატს, მეტეხს და სიონს დაანგრევდნენ.. მაგრამ მითია ეგ ყველაფერი, რუსების მოგონილი.. როსტომის სასახლე იდგა მე-19 საუკუნის დასაწყისშიც, ეს ცნობილი ფაქტია, ახალს არაფერს ვამბობ

Posted by: ტემპერა 10 Sep 2013, 08:54
strabo
გარეთუბანში სახლი იდგა თუ ბოსელი მაგას არააქვს მნიშვნელობა.. თბილისი ერქვა იმას, რაც იყო გალავნის შიგნით!

QUOTE
სპარსელებს თუ რამის დანგრევა უდნოდათ, პირველ რიგში ანჩისხატს, მეტეხს და სიონს დაანგრევდნენ.. მაგრამ მითია ეგ ყველაფერი, რუსების მოგონილი..

ხოდა დაანგრიეს როგორ შეძლეს, გუმბათი მოანგრიეს, სახურავი ახადეს, გამოწვეს.. ისტორიას როგორ იცნობ??? : ))) ნუ ბულდოზერს ვერ მოიყვანდნენ..

შენობები, სახლები ცოტა მარტივი დასანგრევია, შეიძლება მოლომდე მიწასთან გაასწორო, ეკლესია მონასტრებისგან რაღაცა მაინც რჩებოდა, მტკიცედ იყო ნაგები და საუკუნეებს უძლებდა.
რა შუაშია რუსები ?? biggrin.gif
რუსები ცუდი ბიძიები არიან, დამპლები ეგენი. და სპარსები და ოსმალები ჯიგრები!!! ცუდი არაეფფერი უქნიათ საქართველოსთვის biggrin.gif
100 000 მოწამე გაგიგია??? რის გამო აწამეს ისიც ხომ იცი???
აღა გაგიგა?? ბოლოს ვინც გადაწვა თბილისი???
რუსები და პუტინის მოგონილი ყოფილა...
QUOTE
როსტომის სასახლე იდგა მე-19 საუკუნის დასაწყისშიც, ეს ცნობილი ფაქტია, ახალს არაფერს ვამბობ

მაგ როსტომის სასახლე აბანოები ჰქონდა, გოგირდი ჰქონდა მეფეს "გადმოჭიმული" აბანოთუბანიდან.. ხოდა ეგეც გეცოდინება ვინ იყო საჭUრისი, ვის ეგონა რომ ყვერები ამოუვიდოდა ბანაობის მერე და ვინ გადაწვა მაგ აბანოზე გაბრაზებულმა მთელი თბილისი

Posted by: ხორხე 10 Sep 2013, 09:10
ტემპერა
რუსეთუმე !

Posted by: ტემპერა 10 Sep 2013, 09:14
ხორხე
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
============================

Posted by: strabo 10 Sep 2013, 19:32

QUOTE
strabo
გარეთუბანში სახლი იდგა თუ ბოსელი მაგას არააქვს მნიშვნელობა.. თბილისი ერქვა იმას, რაც იყო გალავნის შიგნით!




მთლად მასეც არ არის, მაგ დროისთვის თბილისი ერქვა უფრო ვრცელ ტერიტორიას, რასაც შენ გულისხმობ საკუთრივ თბილისს (ტფილისს) ეძახდნენ.


QUOTE
ისტორიას როგორ იცნობ??? : )))

biggrin.gif ეს ძალიან უცნაური კითხვაა, ცოტა დაკვირვებულ ადამიანს ეს კითხვა არ უნდა გასჩენოდა. შესაბამისად, უადგილოა ქვემოთ დაწერილი ""საბავშვო ბაღი"".

QUOTE
ხოდა დაშალეს რაა რაც დაიშალა, მარტო ანჩსხატს, მეტეხს და სიონს ვერ მოერივნენ, თმცა ეგენიც დაარბიეს

QUOTE
ხოდა დაანგრიეს როგორ შეძლეს, გუმბათი მოანგრიეს, სახურავი ახადეს, გამოწვეს..

ანუ დაანგრიეს სიონი თუ არა ბოლოსდაბოლოს?

QUOTE
მაგ როსტომის სასახლე აბანოები ჰქონდა, გოგირდი ჰქონდა მეფეს "გადმოჭიმული" აბანოთუბანიდან.. ხოდა ეგეც გეცოდინება ვინ იყო საჭUრისი, ვის ეგონა რომ ყვერები ამოუვიდოდა ბანაობის მერე და ვინ გადაწვა მაგ აბანოზე გაბრაზებულმა მთელი თბილისი

ერთია ზღაპრები, მეორეა ისტორიული ფაქტები. ფაქტი შემდეგია: მე-19 საუკუნის დასაწყისში როსტომის სასახლე კვლავ იდგა. ძალიან სამწუხაროა, რომ თბილისის ისტორიით დაინტერესებულმა ადამიანმა ეს არ იცის

Posted by: მერკუციო 10 Sep 2013, 19:50
QUOTE
100 000 მოწამე გაგიგია??? რის გამო აწამეს ისიც ხომ იცი???

lol.gif facepalm.gif

strabo
QUOTE
ერთია ზღაპრები, მეორეა ისტორიული ფაქტები. ფაქტი შემდეგია: მე-19 საუკუნის დასაწყისში როსტომის სასახლე კვლავ იდგა. ძალიან სამწუხაროა, რომ თბილისის ისტორიით დაინტერესებულმა ადამიანმა ეს არ იცის

რას იზამ, ბევრმა საკუთარი ქვეყნის ისტორია ძირითადად "უქარქაშო ხმლებიდან" იცის.

Posted by: ტემპერა 11 Sep 2013, 09:21
მერკუციო
QUOTE
100 000 მოწამე გაგიგია??? რის გამო აწამეს ისიც ხომ იცი???

აი აქ, სასაცილოს რას ხედავ გაფიცებ.. მომწერე რააა, გამანათლე

QUOTE
რას იზამ, ბევრმა საკუთარი ქვეყნის ისტორია ძირითადად "უქარქაშო ხმლებიდან" იცის.

სანამ ჩემს შეფასებას გადაწყეტ, ჯერ გაიგე ვინ ვარ და მერე შემაფასე!
თუ არადა წორნი წამოვა ჩემი შეურაცყოფისთვის!
დიახ ! "უქარქაშო ხმლები" ჩემთვის შეურაცყოფაა

strabo

QUOTE
ერთია ზღაპრები, მეორეა ისტორიული ფაქტები. ფაქტი შემდეგია: მე-19 საუკუნის დასაწყისში როსტომის სასახლე კვლავ იდგა. ძალიან სამწუხაროა, რომ თბილისის ისტორიით დაინტერესებულმა ადამიანმა ეს არ იცის


როსტომის სასახლე თავისი აბანოებით დაანგრია აღამ!!
ნუ უგულავს ეგონა ( და ბევრსაც ) რომ ქართული ოცნების ოფისი როსტომის სასახლე იყო biggrin.gif მარა ეგრე აარაა biggrin.gif biggrin.gif
და რომელი ზღაპარი?? აღამ რომ დაანგრია და საჭურისი რომ იყო? თუ ცხელი წყალი რომ ჰქონდა გადმოჭიმული ?? biggrin.gif აბა შენი ვერსია რა არის? სასახლის წინ იპოვა ადუღებული წყალი ???? საჭურისი არ იყო და 2 კილოიანი ყვერები ება??? biggrin.gif

Posted by: Ramo_s5 11 Sep 2013, 11:36
QUOTE
მე-19 საუკუნის დასაწყისში როსტომის სასახლე კვლავ იდგა


ზარაფხანა იყო ეგ, როსტომის სასახლის ნაწილი (უფრო სწორად სასახლის აბანო). სასახლე დაანგრია აღა მახმად ხანმა

QUOTE
ძალიან სამწუხაროა, რომ თბილისის ისტორიით დაინტერესებულმა ადამიანმა ეს არ იცის



Posted by: strabo 11 Sep 2013, 12:26
ტემპერა
QUOTE
strabo

QUOTE
ერთია ზღაპრები, მეორეა ისტორიული ფაქტები. ფაქტი შემდეგია: მე-19 საუკუნის დასაწყისში როსტომის სასახლე კვლავ იდგა. ძალიან სამწუხაროა, რომ თბილისის ისტორიით დაინტერესებულმა ადამიანმა ეს არ იცის


როსტომის სასახლე თავისი აბანოებით დაანგრია აღამ!!
ნუ უგულავს ეგონა ( და ბევრსაც ) რომ ქართული ოცნების ოფისი როსტომის სასახლე იყო  მარა ეგრე აარაა   
და რომელი ზღაპარი?? აღამ რომ დაანგრია და საჭურისი რომ იყო? თუ ცხელი წყალი რომ ჰქონდა გადმოჭიმული ??  აბა შენი ვერსია რა არის? სასახლის წინ იპოვა ადუღებული წყალი ???? საჭურისი არ იყო და 2 კილოიანი ყვერები ება???



Ramo_s5
QUOTE
QUOTE
მე-19 საუკუნის დასაწყისში როსტომის სასახლე კვლავ იდგა


ზარაფხანა იყო ეგ, როსტომის სასახლის ნაწილი (უფრო სწორად სასახლის აბანო). სასახლე დაანგრია აღა მახმად ხანმა

QUOTE
ძალიან სამწუხაროა, რომ თბილისის ისტორიით დაინტერესებულმა ადამიანმა ეს არ იცის


მოდი ორივეს გიპასუხებთ ერთი-ორი სიტყვით და მეტს ამ საკითხს არ დავუბრუნდები (ამდენი დრო არ მაქვს, ბიბლიოთეკა არსებობს და მიმართეთ). ის, რომ აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი გადაწვა, გაძარცვა და ნაწილობრივ დაანგრია კიდევაც, საკამათო არ არის. მაგრამ, აღა-მაჰმად ხანის ჯარი თბილისში დარჩა სულ 10 დღე. ამ დროში კი სურილი რომც ჰქონოდა, მთელ ქალაქს ვერ დაანგრევდა. ეს ერთი, და მეორე, არსებობს უამრავი ისტოიული საბუთი და წყარო, რაც ადასტურებს, რომ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ან საერთოდ გადაურჩა აღას რისხვას, ან უმნიშვნელოდ იყო დაზიანებული და შეაკეთეს გიორგი მეცამეტის (მეთორმეტის) მეფობის ხანაში.

რაც შეეხება სასახლეებს. თბილისში დიდი და მცირე 11 სასახლე იდგა. აქედან დღემდე მოაღწია დარეჯან დედოფლის სასახლემ, რომელიც მის სიცოცხლეშივე (დაახლ 1804) გადაეცა მონასტერს. რა ბედი ეწია დანარჩენ სასახლეებს? საბავშო ბაღში, სკოლაში თუ კიდევ სხვაგან გასწავლიდნენ, რომ ყველაფერი დაანგრიეს სპარსელებმა 1795 წელს. მაგრამ ვინც საბავშვო ბაღის თუ სკოლიც მერე დაინტერესდებოდა ამ საკითხით, ადვილად გაარკვევდა, რომ ასე არ ყოფილა.

ფაქტი არის შემდეგი: ის რასაც როსტომის სასახლეს ვეძახით, რეალურად მოიცავდა რამდენიმე სასახლეს. ამათგან ერთი უშუალოდ როსტომის მიერ იყო აშენებული (ძველი სასახლის ნანგრევებზე) 1638 წელს. ეს სასახლე ყველაზე მეტად დაზიანდა 1795 წელს, თუმცა ნაგებობა კვლავ იდგა. მეფე გიორგი ატარებდა სარესტავრაციო სამუშაობს. რუსეთის ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ციციანოვმა დაანგრევინა (უკვე დანგრეული, მაგრამ ჯერ კიდევ არსებული) აბანო, ასევე მეფის სასახლის მარმარილოს შადრევანი და მარმარილოს ფილების შესწირა სიონის ტაძარს, სადაც ის გამოიყენეს რეკონსტრუქციის დროს. რაც შეეხება უშუალოდ სასახლის ტერიტორიას, ის გაყიდეს 1840-იან წლებში და სასახლის დაშლის შედეგად მიღებული აგურით ააშენეს ორი საცხოვრებელი სახლი. ამავე ტორიტორიაზე არსებული სიმონ მეფის (ჯანიშინის) სასახლე აღადგინა გიორგი მეფემ და იქ ცხოვრობდა თვითონ. გიორგის სასახლე რუსეთის ხელისუფლებამ მიყიდა ვინმე ვაჭარს, რომელმაც ის გადააკეთა (სახეცვლილი ამ შენობის ნაწილი დღესაც დგას). აღსანიშნავია, რომ დღეს შემორჩენილი კარის ეკლესიის გარდა მანდ კიდევ იდგა 2 ტაძარი, რომლებიც ასევე დაანგრია რუსეთის ხელისუფლებამ. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, 1824 წელს.
დანარჩენი სასახლეები ბედ-იღბალი ვრცელი თემაა, მაგრამ ყველა მათგანი რუსეთის ხელისუფლები დროს აღიგავა პირისაგან მიწისა. რაც შეეხება თბილისის ციხის (დღეს ნარიყალად წოდებული) ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობებს და სასახლეს, ესენი სპარსელებს საერთოდ არ დაუნგრევიათ და დაანგირეს რუსებმა.
ამაზე გულისტკივილით აღნიშნავდა პლატონ იოსელიანი, რომ გენერალ ერმოლოვის ბრძანებით აგურ-აგურ დაშალეს შენობები ციხის ტერიტორიაზე, მათ შორის სასახლე. თვითმხილვევლი პლატონ იოსელიანი ამას აფასებს როგორც ბოროტებას ქართველი ერის წინაშე, მისი სტორიის განადგურების მცდელობას.

Posted by: vasovaso92 11 Sep 2013, 12:51
რუსთავში სპორტის სასახლეს აშენებდნენ და რატო აღარ აშენებენ?ან თუ გააგრძელებენ მშენებლობას?

Posted by: Ramo_s5 11 Sep 2013, 14:30
strabo

ფრიად საინტერესო პოსტია, რამდენიმე ჩემთვის აქამდე უცნობი ფაქტით up.gif

თუმცა მე არაფერი მაგისი საწინააღმდეგო არ დამიწერია (პირიქით, მე რაც დავწერე იგივე გაიმეორე ფაქტიურად) და ბაღის მოსწავლეს რატომ შემადარე ვერ ვხვდები spy.gif

Posted by: LUCIUSI 11 Sep 2013, 22:29
QUOTE (vasovaso92 @ 11 Sep 2013, 12:51 )
რუსთავში სპორტის სასახლეს აშენებდნენ და რატო აღარ აშენებენ?ან თუ გააგრძელებენ მშენებლობას?

მაგ ტერიტორიას ღობეებიც მოხსნეს და ვაგონიც გაიტანეს, ასე რომ დაივიწყე რუსთავში ეგ სპორტის სასახლე. აღარ აშენდება.
სამაგიეროდ გაზგასამართი სადგური ააშენეს შიგ ქალაქის ცენტრში, მაგის ამშენებლის და ნებართვის გამცემს მოხვდეს უკან ყველა ის ბალონი იბიომატ!
რომელ ნორმალურ ქალაქში აშენებენ კორპუსიდან 50 მეტრში გაზის კალონკას?
დედას ###### რუსთავის არქიტექტორის!!!

Posted by: vasovaso92 12 Sep 2013, 10:54
LUCIUSI
ხო ღობეები მოხსნეს არადა რა მაგრად მინდოდა ეგ რო აეშენებინათ ცოტა ხანიც ყოფილიყო მიშა ხო ააშენებდა mad.gif

Posted by: Daniel 25 Sep 2013, 19:15
ამაზე მაგარი სიახლე რა შეიძლება იყოს? smile.gif

„აქსის თაუერის" მშენებლობა უახლოეს პერიოდში განახლდება
25 სექტემბერი 2013 წელი 17:41


თბილისი (GBC) - „აქსის თაუერის" მშენებლობა უახლოეს პერიოდში განახლდება.
დეველოპერული კომპანია „აქსისმა" აქტივი „თიბისი ბანკისგან" გადმოიფორმა და მშენებლობას შემოდგომაზე განაახლებს.

როგორც „აქსისი" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ GBC -ს განუცხადა, პირველი კოშკის მშენებლობა 2015 წელს, მეორე კოშკის მშენებლობა კი, 2016 წელს დასრულდება.
„აქსის თაუერის" პროექტი ვიზუალურად შენარჩუნებულია. თუმცა შესაძლოა ფუნქციური დატვირთვა შეეცვალოს. კოშკებში საოფისე ფართების განთავსება იგეგმებოდა, მაგრამ ოფისებზე მოთხოვნა დღეს შემცირებულია. პროექტი დაფინანსდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციით, რაც ასე სჭირდება ქვეყანას, დეტალებზე მოგვიანებით სპეციალურ პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა კაპანაძემ.

Posted by: ტემპერა 25 Sep 2013, 19:22
Daniel
15-ში და 16 კი დამთავრდება მაგრამ, როდის დაიწყება??? ხვალვე??

Posted by: Carver 25 Sep 2013, 20:16
QUOTE
როგორც „აქსისი" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ GBC -ს განუცხადა, პირველი კოშკის მშენებლობა 2015 წელს, მეორე კოშკის მშენებლობა კი, 2016 წელს დასრულდება.

QUOTE
„აქსის თაუერის" პროექტი ვიზუალურად შენარჩუნებულია

მაგრად გამიხარდა )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))


QUOTE
მაგრამ, როდის  დაიწყება???  ხვალვე??

?

Posted by: Daniel 25 Sep 2013, 23:59
ტემპერა
მათალი ხარ დღე დღეებზე...ეხლა დაიწყებენ..მერიის საიტზე როგორც იქნა "ლეიერი" დაედო მაგ შენობას, ნებართვა მშენებლობაზე გაუგრძელეს ეგრევე.....აგერ მშენებლობის წარმოების გრაფიკი.

http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=417635

რენდერები

http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=421041

Posted by: Accident 26 Sep 2013, 00:29
QUOTE (Daniel @ 25 Sep 2013, 23:59 )
ეხლა დაიწყებენ..მერიის საიტზე როგორც იქნა "ლეიერი" დაედო მაგ შენობას, ნებართვა მშენებლობაზე გაუგრძელეს ეგრევე.....აგერ მშენებლობის წარმოების გრაფიკი.

http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=417635

რენდერები

http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=421041

user posted image

Posted by: otokarcobra 26 Sep 2013, 00:30
ვაა მაგარი სიახლეა საღოლ.....ჰილტონი და ეგ ერტად მართლა გაალამაზებს ჭავჭავაძეს

Posted by: NVIDIA MAN 26 Sep 2013, 00:31
Daniel
აუ მაგააზე მაგარ რამეს ვერც წავიკითხავდი აქ
მაგარია ისე გამიხარდა....

Posted by: gio-giorgi 26 Sep 2013, 00:55
სააღოოლლ მაგარიაა Daniel

Posted by: x360Soulja 26 Sep 2013, 17:54
რავი მე მახსოვს რომ რამდენჯერმე უთქვამთ ვაგრძელებთო user.gif



იმედია ამჯერად მართალი იქნება :დ



თავიდანვე ძალიან მომწონდა ეს პროექტი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)