ტოპებს ტრადიციულად არ დავაკოპირებ.
არც წინა თემის ლინკს.
თუ შემთხვევით ვინმე ახალი შემოგვივლით
ის რაც უნდა იცოდე ვიდრე დაპოსტავ:
1. აქ ყავა სულ გვაქვს. უფასოდ.
2. ხო თემას ღამის საუბრები ჰქვია, მაგრამ დღისითაც ვპოსტავთ!!!!
3. ჩვენზე ამბობენ რომ ახალ იუზერებს არასტუმართმოყვარედ ვხვდებით- ეს შეგიძლია გადაამოწმო.
მოგვესალმე : ))
4. ხელცარიელი რომ არ შემოხვიდე შეგიძლია შენთვის ძვირფასი ქმნილებების ლინკები გაგვიზიარო.
ან ფოტოები, შენი კატის, კაქტუსის, ბავშვის, და.ა.შ. : ))
5. ვსაუბრობთ ყველაფერზე, ვიცინით, ვწუწუნებთ, ვტირით, გვიხარია
6. აქ გვყავს იუზერი რომელიც დედამიწაზე აღარ არის, მაგრამ მაინც ყველაზე მაგარი გოგოა და სულ ჩვენთან არის jurnalistka. ❤
7. გამარჯობა
ეს კი უკვე ჩვენთვის.
ტოპები რომ მიდიან და მოდიან, მაგრამ ჩვენ რომ ვრჩებით. ❤♥❤
რა უნდა ვთქვა?
ბევრი რამ შემიძლია ვთქვა და რადგან მცალია ვიტყვი : ))))))))
მერამდენე vol-ია არავინ იცის.
ჯერ კიდევ შემოვრჩით აქ იუზერები ვისთვისაც ბევრს ნიშნავს ეს თემა.
რატომ ნიშნავს ბევრს ჩვენთვის ღამის საუბრები?
ჩვენ ამ თემაში ვიპოვეთ ადამიანები!!!
ზოგი ისევ გვყავს, ზოგი აღარ გვყავს, მაგრამ მოგონებები ხომ არსად მიდის.
აქ ჩვენი წარსულია.
ყველა იუზერს მინდა მადლობა გითხრათ იმ ურთიერთობებისთვის რაც გვქონდა.
მადლობა იმისთვის რომ შეგიძინეთ და მადლობა რომ შემიძინეთ. მადლობა იმისთვის რომ კვალი დატოვეთ.
ჩვენ ისევ აქ ვართ.
ლამაზ დღეებიანი ზაფხული გვქონდეს