forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (49) « პირველი ... 47 48 [49]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> წყლის კუები, ყველაფერი მათ შესახებ
AraGviani
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 258
წევრი No.: 153908
რეგისტრ.: 10-September 12

გამოგზავნილია: 5 Oct 2017, 17:12  #51453050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გამარჯობა,

მჭირდება ვეტერინარი წითელყურება კუსთვის.
გაუჩერდა წინა მარცხენა თათი. კუნძულზე ზის. საჭმელს აღარ ჭამს. თავი და ფეხები ოდნავ აქვს გამოყოფილი ბაკნიდან. თვალები არა აქვს დასიებული. სუნთქავს ცხვირით. ტემპერატურა წყალში 22-26 გრადუსის ფარგლებშია. კუნძულის თავზე 40 ვატიანი ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურა მიყენია. ულტრაიისფერი ნათურა ვერ ვიშოვნე. ზომით 5 სანტიმეტრამდეა. აგვისტოში ვიყიდე ზოოპლაზაში. ზრდით სწრაფად იზრდებოდა და ნორმალურად აქტიური იყო აქამდე. ვაჭმევდი ორი სახის მშრალ, კუს საჭმელს, ზოოპლაზაში რომ იყიდება პლასტმასის ცილინდრებში. ფოტოს ვერ მივაგენი.
თუ ვინმემ იცით ვეტერინარის ნომერი, რომელსაც აქვს შეხება წითელყურა კუსთან, მომწერეთ.
წინასწარ გიხდით მადლობას.
* * *
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვნახე ვეტერინარი, რომელიც წითელყურება კუს გასინჯავდა.

თემის კითხვისას წყლის ფილტრზე ვნახე კომენტარი - დიდ დინებას ქმნის აკვარიუმში და რა მოვუხერხოო და მინდა საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ თუ გამოგადგებათ.

ჩემი აკვარიუმი 50 ლიტრიანია. პატარაა. 20-30 ლიტრამდე წყალს ვასხამ ხოლმე. რუსულ ინტერნეტში ყველა ამბობდა ფილტრი უნდა შეიძინოთ გაცილებით მეტი წარმადობის, ვიდრე აკვარიუმიაო. გასაგებია და ლოგიკური - კუ წყალში უშვებს შარდსაც და განავალსაც, თან საკმაოდ ბევრს იგივე ზომის თევზებთან შედარებით. კუს საჭმელიც სხვანაირია და ნამცეცები წყალს საშინლად აბინძურებს. თავდაპირველად შევიძინე ფილტრი 800 ლიტრი საათში წარმადობის. წყალში ისეთი გრიგალი დაატრიალა, არანაირი აზრი არ ჰქონდა დაყენებას. მერე შევიძინე მცირე წარმადობის ფილტრი. 400 ლიტრი საათში უწერია. ფილტრს მოყვა რეზინის მილი წყალში ჰაერის ბუშტუკების წარმოსაქმნელად რაც კუს ნაღდად არ სჭირდება და უფრო ლაყუჩებით წყლიდან ვინც იღებს ჟანგბადს, იმათთვისაა. კუ ფილტვებით სუნთქავს და ჟანგბადს ჰაერიდან იღებს. მოვხსენი და მივიღე გაცილებით სუსტი დინება, მაგრამ აკვარიუმის ზომებიდან გამომდინარე, მაინც მძლავრ დინებას ქმნიდა, რაც კუს არ მოსწონს. ავდექი და ხელოვნური წყალმცენარე ჩავუყენე წინ ისე, რომ წყლის გამოსასვლელი არ ჩაიხერგა, მაგრამ წყალმცენარის ფოთლები და ტოტები დინებას პრაქტიკულად მთლიანად აქრობს და კუებიც კომფორტულად გრძნობდნენ თავს.

ეხლა ფილტრს და კუსთვის საჭირო კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე მაქვს ვარაუდი და რჩევა მჭირდება გამოცდილებისგან:
ფილტრზე რაცაა მასალები ინტერნეტში, უმეტესად ამბობენ, რომ ფილტრის დაყენების შემდეგ კვირაში ერთხელ უნდა გარეცხო ფილტრის გუბკა და წყალი მხოლოდ 1/3 ან 1/4 უნდა დაცალო თვეში ერთხელ. სრულად არაო. დასიფონებით უნდა ამოიღო განავალი და საკვების ნარჩენები რაც გრუნტშია და მორჩა. აკვარიუმის "გაშვებაზეც" წავიკითხე არაერთი სტატია მაგრამ ჩემი აზრით ეგ თევზების აკვარიუმს ეხება. თევზებს სჭირდებათ სხვანაირი მიკროსამყაროს შექმნა პატარა აკვარიუმის წყალში. წყლის წითელყურება კუ არაა თევზი. ამფიბიაა. ბინადრობს სუფთა მტკნარ წყალში ტბებში, ან მდორე დინების თავთხელ მდინარეებში. მდინარე გამდინარე წყალია და ისედაც იწმინდება. ტბა დიდია, უხვადაა დასახლებული სხვადასხვა მიკრო და მაკრო ორგანიზმებით და შესაბამისად სხვანაირად ხდება იქ ნივთიერებათა ცვლა და წყლის ფილტრაცია. პატარა ზომის აკვარიუმში რომ დავტოვო 3/4 კუს შარდით და განავალით დაბინძურებული წყალი, დიდი ალბათობით დაავადდება ამ წყლის სმისას და უამრავ კანის და თვალების დაავადებას აიკიდებს. ამიტომაც 2 დღეში ერთხელ ვუცვლი წყალს მთლიანად და აკვარიუმსაც საგულდაგულოდ ვრეცხავ. უბრალოდ ნადგომ, 24-26 გრადუსიან თბილ წყალში ვუშვებ ონკანის წყალმა ქლორით და მთელი ამბებით თვალები რომ არ გაუღიზიანოთ.... რამდენად სწორად ვიქცევი?


--------------------
http://aragviani.com
http://www.youtube.com/user/AraGviani/videos
PAINKILLER
Turbo Lover


********
ჯგუფი: Members
წერილები: 54514
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 7 Oct 2017, 01:12  #51461797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
რამდენად სწორად ვიქცევი?


AraGviani

სწორად იქცევი, ზემოთ რაც დაწერე ეგ ყველაფერი თევზების აკვარიუმს ეხება, კუებს ბევრად ხშირად სჭირდებათ წყლის გამოცვლა და აუცილებლად მთლიანდ უნდა გამოცვალო, ასევე აკვარიუმიც გამორეცხო შეძლებისდაგვარად

50 ლიტრიანი აკვარიუმი პატარა კუსთვის ნორმალურია, მაგრამ რომ გაიზრდება აღარ ეყოფა, ზოგადად წყლის კუების მოვლა საკმაოდ რთულია, დიდი სივრცე სჭირდებათ და უფრო მეტი ყურადღება ვიდრე თევზებს



ფილტრს რაც შეეხება, ჩემი სუბიექტური შეფასებით და გამოცდილებით, კუებს საერთოდ არ სჭირდებათ აკვარიუმში ფილტრი, რადგან ნებისმიერი ფილტრი მაქსიმუმ 3-4 საათში გასარეცხი გახდება და აზრი არა აქვს სჯობია არც დააყენო და წყალი ხშირად ცვალო ხოლმე...





და საერთოდ მე თუ მკითხავთ წყლის კუ სახლში არც უნდა გყავდეს, ან ეზოში აუზი გააკეთო და იქ გაუშვა, ან უბრალოდ გაუშვა...... სადმე ტბაში, იყოს თავისთვის მშობლიურ გარემოში smile.gif


--------------------
6-ჯერ კი არა, 666-ჯერ გააძვირეთ მარჯვენასაჭიანების განბაჟება, თქვე სატანებო!!!

SUBARU LEGACY 3.0R SI-DRIVE - Crazy MONSTER Wagon !

Intel G4400
Gigabyte Z270X Gaming 5
Corsair Dominator PLATINUM 3200MHz
Samsung 960 EVO M.2 NVMe
Seasonic PLATINUM 1050W
Corsair GRAPHITE 730T
AraGviani
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 258
წევრი No.: 153908
რეგისტრ.: 10-September 12

გამოგზავნილია: 7 Oct 2017, 02:06  #51461981      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
PAINKILLER
QUOTE
და საერთოდ მე თუ მკითხავთ წყლის კუ სახლში არც უნდა გყავდეს, ან ეზოში აუზი გააკეთო და იქ გაუშვა, ან უბრალოდ გაუშვა...... სადმე ტბაში, იყოს თავისთვის მშობლიურ გარემოში


გეთანხმებით, მოვლის სირთულე იმდენად არაა პრობლემა, რამდენადაც უცოდინარობა და უხვი მასალიდან სწორის ამორჩევა. აი გაშვებით კი... წითელყურება კუს ვერ გაუშვებ მშობლიურ გარემოში იმიტომ, რომ მისი მშობლიური გარემო ჩრდილო ამერიკის ქვედა განედებზეა და გავრცელდა მსგავს, თბილ კლიმატურ არეალებში დედამიწის გარშემო, მაგრამ ჩვენთან, სადაც ყინვები იცის, გარანტირებულად დაიღუპება გაშვებიდან მაქსიმუმ 2-3 დღეში. sad.gif

აგვისტოში ვუყიდე ბავშვებს ორი ცალი. სამწუხაროდ, მანამდე არ მქონია შეხება ქართულ ზოომაღაზიებთან და არ ვიცოდი რა კატეგორია მუშაობს. სანამ შევიძენდი, რამდენიმე თვით ადრე შევიარე, გამოვკითხე მოვლის პირობებიდან დაწყებული ფასებით დამთავრებული. პასუხი იყო სტანდარტული და როგორც ეხლა გავარკვიე, როცა ერთი კუ მიკვდება და ვერაფრით ვერ ვშველი, თურმე არა მხოლოდ საქართველოში, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთნაირი მდგომარეობაა ზოომაღაზიებში.
რამდენიმე ზოომაღაზიაში ვიყავი და ყველგან, სადაც წითელყურება კუ ჰყავდათ მითხრეს, რომ ეს არის ჯუჯა ტიპის კუ, არ იზრდება ამაზე დიდი ზომისო (ორლარიანის ხელა იყვნენ რომ შევიძინე), პატარა კონტეინერში შეგიძლია გყავდეს და არ გჭირდება ძვირიანი აკვარიუმიო, არც ფილტრები და და გათბობა გჭირდება, ოთახის ტემპერატურა საკმარისიაო, ცოცხლობს 15 წელს და დღეში ერთხელ თითოს 8 ცალი მარცვალი ჩაგუდეო (12 ლარად რომ იყიდება კუს საჭმელები ეგენი მაჩვენა). ვეტერინარი და ექიმი არ სჭირდება იმიტომ, რომ საერთოდ არ ავადმყოფობენო (!)... აი ამან კი ცოტა დამაეჭვა, მაგრამ ბავშვებს უნდოდათ, ორი შვილი მყავს და ვიფიქრე ვუყიდი, ერთი ერთისა იქნება, მეორე მეორესი თქო. წავიღე რა თქმა უნდა კონტეინერიც.
სახლში რომ მივიყვანე, პირველივე დღეს მივხვდი, რომ არ შეიძლება ბავშვებთან ღია კონტეინერში კუს დატოვება. არც ძალიან პატარები არიან ჩემები, მაგრამ არც იმდენად დიდები, რომ რამე არ ატკინონ. ამიტომაც მეორე დღესვე ამოვიტანე 50 ლიტრიანი აკვარიუმი. ვიფიქრე პატარები რაკი არიან, რაც მეტი სივრცე ექნებათ, მით უკეთ იგრძნობენ თავსო.
წელს საკმაოდ თბილი ზაფხული გვქონდა და რაკი კუს ბაკანი ძვლოვანია, კალციუმი დასჭირდებათ ბევრი თქო. ხოდა დღეში 2 საათი მაინც კონტეინერით გამყავდა ეზოში და საკმაოდ სწრაფად გაიზარდნენ. ზრდა რომ დაიწყეს... მერე დავიწყე ინტერნეტში მასალების მოძებნა ვინ არიან, რა ჯიშისა და....
მოკლედ, მარტო აკვარიუმი რომ ვნახე მაღაზიებში ამათ რომ სჭირდებათ 400 ლიტრიანი.... 4000-6000 ლარი ადევს ფასი. კაი, ვიყიდი შუშას, ელიავაზე შევაკვრევინებ უგოლნიკებისგან კარკასს, აკვარიუმის სილიკონის წებო და ასე შემდეგ, მოკლედ სადღაც 200-300 ლარში ავაწყობ მეთითონ 400 ლიტრიან აკვარიუმს. ფილტრს გამოვიწერ თუ აქ ვერ ვიშოვნე ან ძვირი დამიჯდა, ულტრაიისფერ ნათურასაც გამოვიწერ თავისი 220 ვოლტიდან 127-ზე გადამყვანით იმიტომ რომ ჯერჯერობით ვერ მივაგენი 220 ვოლტიან ნათურებს სანდო საიტებზე რაც მეგულება, რაღაც აქსესუარებს კიდევ, მაგრამ მაგიდა, ან საყრდენი უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი, ამ წონის წყალს და აკვარიუმს რომ გაუძლოს და თან უნდა იყოს ლამაზიც. მაგის დამზადება 400-600 ლარამდე დაჯდება რომ შევუკვეთო... ეგეც ჯანდაბას, ყოველ დღე უმი თევზით უნდა კვებო და მე თუ მკითხავთ, რაკი მტაცებლები არიან, მხოლოდ ლეშზე ცოდონი არიან. ცოცხალი თევზითაც უნდა კვებო თითონ რომ ინადირონ და თავი მაქსიმალურად კარგად იგრძნონ... ამდენს იმიტომ ვწერ, რომ საკმაოდ ძვირიანი შესანახია ზოომაღაზიაში ძალიან იაფად ღირებული წითელყურება წყლის კუ და ალბათ ყველა მსურველი ვერ შეძლებს, რომგორი მონდომებულიც არ უნდა იყოს ფინანსურად გაწვდეს მისთვის ნორმალური პირობების შექმნას. ხოდა სანამ გადაწყვეტთ სახლში იყოლიოთ წითელყურება კუ, გაითვალისინეთ, რომ გჭირდებათ:
1. ისეთი ზომის აკვარიუმი, რომელშიც 1 კუსთვის მინიმუმ 100 ლიტრა წყალი ჩაისხმება;
2. ამ მოცულობის წყლის ხშირი ცვლა სრულად ან ნაწილობრივ;
3. წყლის გამათბობელი ტემპერატურის ავტომატური რეგულატორით, რომელიც საკმაოდ ბევრ დენს დაწვავს 100 ლიტრა წყალში სტაბილური 26 გრადუსის დასაჭერად;
4. ულტრაიისფერი ნათურა uvb მაქს. 12%-იანი;
5. ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურა, 40-60 ვატიანი (ესეც კარგად დაწვავს, დღეში 12 საათი უნდა ენთოს);
6. კუნძულის მოწყობა იმისათვის, რომ კუმ მიიღოს მზის აბაზანები ულტრაიისფერი და ვოლფრამის ნათურით;
7. დიდ აკვარიუმზე სასურველი იქნება გარე ფილტრი, რომელსაც აქვს შიგ აკვარიუმში წყლის ბიოფილტრაციის პაკეტების ჩასადგმელი განყოფილება, ან თუ ფილტრზე უარს ვიტყვით, მაშინ პატარა კუსთვის კვირაში ერთხელ წყალის 1/3-ის გამოცვლა და ფსკერის დასიფონება; დიდი კუსთვის (40 სანტიმეტრამდე იზრდება ის ციცქნა, ორლარიანის ხელა კუ) ორ დღეში ერთხელ 100 ლიტრა წყლის გადაღვრა და შევსება;
8. ცოცხალი თევზები, მოლუსკები, ლოკოკინები, ჭიაყელები და ასე შემდეგ საკვებად...
9. უმი, არაქონიანი თევზი თავისი წვრილად დაჭრილი ფხებით და ძვლებით;
10. ქათმის და საქონლის გული ან ღვიძლი კვირაში ერთხელ მაინც;
და კიდევ უამრავი წვრილმან-მსხვილმანი.
ყველაზე ცუდი და მძიმე მომენტი: ქვეყანა პატარაა და მოსახლეობის დიდ ნაწილს ყავს ძაღლი ან კატა. ნუ ალაგ ალაგ თუთიყუში ან ზაზუნა. ვეტერინარი, რომელიც ერკვევა და შეუძლია წითელყურება კუს გამოკვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა... ალბათ ერთი მაინც არის საქართველოში, მაგრამ მე ჯერ ვერ მივაკვლიე და ჩემი კუ ბოლო საათებს ითვლის. აი ასე კვდება და ვერაფერს ვერ ვშველი!!!
მხოლოდ იმიტომ, რომ ისე მოვიყვანე სახლში, წარმოდგენა არ მქონდა ვინ მომყავდა და როგორ უნდა მომევლო! ამიტომაც, სანამ გადაწყვეტდეთ იყოლიოთ, კარგად დაფიქრდით და განსაზღვრეთ შესაძლებლობები. კუ თევზი არაა. გცნობს, გეთამაშება, უხარია შენი (პატრონის) დანახვა და მეგობრობა იცის. ორგანიზმი ადამიანისას არ ჩამოუვარდება შინაგანი აგებულებით. შესაბამისად ცივდება, ფილტვების ანთება ემართება, აწუხებს კუჭნაწლავი არასწორი კვებისას...
მოკლედ, ცივსისხლიანი და კვერცხისმდებელია, თორემ მოვლა და პატრონობა ისევე უნდა, როგორც ადამიანს.
ამ დროს კი ასეთი სამწუხაროდ ასეთი ლოგიკა მუშაობს: კუ 25 ლარი ღირს. დიაგნოსტიკა და მკურნალობა კი შესაძლოა დაჯდეს სამნიშნა თანხა და უფრო მეტი, ხოდა ხალხი საკუთარ ჯანმრთელობაზე არ დახარჯავს ფულს, თევზი რომ უკვდებათ უნიტაზში აგდებენ ჩასარეცხად და 25 ლარიანი კუსთვის გაიმეტებს მკურნალობის თანხას ვინმე? ამიტომაცაა სპეციალისტი ვეტერინარი სანთლით საძებარი რომაა. sad.gif როგორც ჩანს, არაა მოთხოვნა, თორემ საკმაოდ ბევრი კუ იყიდება ზოომაღაზიებში და საკმაოდ ბევრი ყიდულობს.
ხოდა ალბათ ამაღამ ჩემს კუს ბოლო წუთები აქვს და დილით დამხვდება მკვდარი. სამი დღეა ვეძებ ვინმეს, ვინც გადაარჩენს. არ დავიშურებდი არაფერს. ორი დღე მიყურებდა და ვუყურებდი ნელნელა როგორ იტანჯებოდა. დღეს დახუჭა თვალები, საერთოდ შეწყვიტა მოძრაობა და მხოლოდ იმით ვხვდები ჯერ კიდევ ცოცხალი რომაა - თვალებს სულ ოდნავ ახელს როცა ვეფერები.
PAINKILLER
Turbo Lover


********
ჯგუფი: Members
წერილები: 54514
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 7 Oct 2017, 09:09  #51462372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
წითელყურება კუს ვერ გაუშვებ მშობლიურ გარემოში იმიტომ, რომ მისი მშობლიური გარემო ჩრდილო ამერიკის ქვედა განედებზეა და გავრცელდა მსგავს, თბილ კლიმატურ არეალებში დედამიწის გარშემო, მაგრამ ჩვენთან, სადაც ყინვები იცის, გარანტირებულად დაიღუპება გაშვებიდან მაქსიმუმ 2-3 დღეში.

AraGviani

არ დაიღუპება, წითელყურა კუს აქვს ე.წ. ძილის რეჟიმი, როცა ტემპერატურა საკმაოდ დაეცემა, ჩაყვინთავს წყალში ფსკერზე და დაიძინებს, ეს ხდება დაახლოებით ოქტომბერში, დაახლოებით 4-5 თვე ასე იქნება და მერე გაიღვიძებს smile.gif
la reine
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4199
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12

გამოგზავნილია: 7 Oct 2017, 11:15  #51462706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AraGviani


აუუ კარგით რააsad.gif

ვიტირეsad.gif

ალბათ უკვე მოკვდა ხო?sad.gif
AraGviani
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 258
წევრი No.: 153908
რეგისტრ.: 10-September 12

გამოგზავნილია: 9 Oct 2017, 11:42  #51471891      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
la reine
QUOTE
ალბათ უკვე მოკვდა ხო?

მოკვდა. რამდენიმე თვის იყო.

PAINKILLER
QUOTE
არ დაიღუპება, წითელყურა კუს აქვს ე.წ. ძილის რეჟიმი, როცა ტემპერატურა საკმაოდ დაეცემა, ჩაყვინთავს წყალში ფსკერზე და დაიძინებს, ეს ხდება დაახლოებით ოქტომბერში, დაახლოებით 4-5 თვე ასე იქნება და მერე გაიღვიძებს


ამაზეც ურთიერთგამომრიცხავი ინფოებია ინტერნეტში. ზამთრის ძილი რომ იცის, მაგაზე ყველა თანხმდება, მაგრამ წყლის ტემპერატურაზე ბევრია დამოკიდებული. ზამთრის ძილისას წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 10 გრადუსზე დაბალიო თორემ ძილში გაიპარებაო...
სახლის პირობებში კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წითელყურას ზამთრის ძილზე გადაყვანა იმიტომო, რომ ვერ შეუქმნი სათანადო გარემოს და შეიძლება ნივთიერებათა ცვლის და კიდევ ბევრი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა გამოიწვიოს და ბოლოს მოკვდესო...
PAINKILLER
Turbo Lover


********
ჯგუფი: Members
წერილები: 54514
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 10 Oct 2017, 00:30  #51476188      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ზამთრის ძილისას წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 10 გრადუსზე დაბალიო თორემ ძილში გაიპარებაო...

AraGviani


10 გრადუსზე დაბალი არც იქნება ტბის ფსკერზე, სადაც იძინებენ წყლის კუები smile.gif


QUOTE
სახლის პირობებში კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წითელყურას ზამთრის ძილზე გადაყვანა იმიტომო, რომ ვერ შეუქმნი სათანადო გარემოს და შეიძლება ნივთიერებათა ცვლის და კიდევ ბევრი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა გამოიწვიოს და ბოლოს მოკვდესო...


კი მასეა, ჩემი კუები აღმოჩნდენ ჰიბერნაციის რეჟიმში სრულიად შემთხვევით, თავიდან გამათბობელი არ მქონდა დაყენებული, თბილი ამინდები იყო და არ ჩავთვალე საჭიროდ მაგის ჩართვა, მაგრამ უცბად აცივდა ძალიან (დაახლოებით ეს პერიოდი იყო ოქტომბრის დასაწყისი), ოთახის ტემპერატურა 25-26 გრადუსიდან ძალიან სწრაფად ჩამოვიდა 16-17 გრადუსამდე, შესაბამისად აკვარიუმშიც გაცივდა წყალი, ამის გამო ჭამაზეც უარი თქვეს და ფსკერზე ატარებდნენ უმეტეს დროს გაუნძრევლად, ზემოთ არც ამოდიოდნენ, რომ მივხვდი რაც სჭირდათ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის რომ ნორმალურ რეჟიმში დამებრუნებინა....
tamunia_ch
♥ TA 777 CH ♥


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 13695
წევრი No.: 11213
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 00:37  #51670854      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
მეც მირჩიეთ რა მოვუხერხო ჩემს კუს. დაახლოებით 10 დღეა რაც მოვიყვანე და საერთოდ არ ჭამს. საღამოობით როცა სახლში ვარ ძირითადად თავი აქვს ამოყოფილი წყლიდან ან სძინავს ფსკერზე მცენარეების ქვეშ. გამათბობელი და ფილტრი არ მაქვს. პატარა მრგვალი აკვარიუმია კენჭებით და მცენარეებით...

მშრალზე თუ ამოვიყვანე მშვენივრად დადის მაგრამ ჩვენი ეშინია....


--------------------
}i{ Butterfly }i{
Nickboy
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4000
წევრი No.: 31021
რეგისტრ.: 7-March 07

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 10:47  #51671849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tamunia_ch
QUOTE
მეც მირჩიეთ რა მოვუხერხო ჩემს კუს. დაახლოებით 10 დღეა რაც მოვიყვანე და საერთოდ არ ჭამს. საღამოობით როცა სახლში ვარ ძირითადად თავი აქვს ამოყოფილი წყლიდან ან სძინავს ფსკერზე მცენარეების ქვეშ. გამათბობელი და ფილტრი არ მაქვს. პატარა მრგვალი აკვარიუმია კენჭებით და მცენარეებით...


გამათბობელი და ფილტრი უეჭველი სჭირდება...

თუ პატარა კუა (4 სმ-მდე (კუდიდან თავამდე)), მაშინ 30 გრადუსი უნდა იყოს წყალი... ჩემი ეგრე მყავდა 1 წელი და ახლა ჩამოვწიე ტემპერატურა 27-28 გრადუსზე..

სიცივეში არც ჭამა უნდა და შეიძლება გაცივდეს კიდეც...

ფილტრი კიდე უბრალოდ აუცილებლობაა... ძალიან ბევრს ჯვამენ და ფსამენ კუები და თუ ფილტრი არ ჩაუდგი, ან ხშირად უნდა უცვალო წყალი (ალბათ, ყოველ დღე), ან ბინძურ წყალში უნდა იცურაოს და დაავადდება...

მრგვალი აკვარიუმი ამ ყველაფრისთვის არის მოუხერხებელი... ჩვეულებრივი გაქ საყიდი, სასურველი 40-50 ლიტრი მაინც იყოს თუ პატარაა... ცოტა სივრცე სჭირდება, რომ იცურაოს..

ისე კენჭებზეც წერდნენ, შეიძლება ჭამა ცადონო და ეგ ცუდად მთავრდება...

აგრეთვე სასურველია სპეციალური ნათურა (ულტრაიისფერი ნათებით), რომ ბაქნისთვის საჭირო ვიტამინები მიიღოს (საერთოდაც ჯანმრთელი რომ იყოს)..

თუ არადა რაღაც საჭმელსაც აჭმევენ, სხვები დაწერენ იმედია..

ამოსასვლელი თუ აქვს? სადაც სრული სიმშრალეა და უბრალოდ ნათურას (ჩვეულებრივს მაინც) მიეფიცხება გასათბობად?

QUOTE
მშრალზე თუ ამოვიყვანე მშვენივრად დადის მაგრამ ჩვენი ეშინია....


შიში ჩვეულებრივი მომენტია... ხშირადაც ნუ აიყვან ხელში, ნერვიულობს biggrin.gif

პს
კი კაი დროს ვკითხულობ, მაგრამ.... ხო წითელყურა გყავს? biggrin.gif
PAINKILLER
Turbo Lover


********
ჯგუფი: Members
წერილები: 54514
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 11:41  #51672115      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (tamunia_ch @ 15 Nov 2017, 00:37 )
მეც მირჩიეთ რა მოვუხერხო ჩემს კუს. დაახლოებით 10 დღეა რაც მოვიყვანე და საერთოდ არ ჭამს. საღამოობით როცა სახლში ვარ ძირითადად თავი აქვს ამოყოფილი წყლიდან ან სძინავს ფსკერზე მცენარეების ქვეშ. გამათბობელი და ფილტრი არ მაქვს. პატარა მრგვალი აკვარიუმია კენჭებით და მცენარეებით...

მშრალზე თუ ამოვიყვანე მშვენივრად დადის მაგრამ ჩვენი ეშინია....

წყლის კუს აუცილებლად სჭირდება 2 რამე: თბილი წყალი და ხმელეთზე ამოსასვლელი სადაც ნათურა იქნება დამონტაჟებული (სასურველია ულტრაიისფერი, თუმცა ჩვეულებრივი 40 ვატიანი ნათურაც გამოდგება)



წყლის კუ არის ცივსისხლიანი ცხოველი და სხეულის ტემპერატურის თვითრეგულირება არ შეუძლია....




ასევე კუები წყალს საშინლად აბინძურებენ, ფილტრიც არ შველის მაგ საქმეს, ხშირად უნდა წყლის ცვლა (მთლიანად უნდა გამოცვალო)


ზოგადად წყალი აკვარიუმში უნდა იყოს 1/4-დან 1/3-მდე, რომ კუები კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ღრმა წყალი არ არის საჭირო

This post has been edited by PAINKILLER on 15 Nov 2017, 11:42
Nickboy
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4000
წევრი No.: 31021
რეგისტრ.: 7-March 07

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 13:56  #51672782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PAINKILLER
QUOTE
ზოგადად წყალი აკვარიუმში უნდა იყოს 1/4-დან 1/3-მდე, რომ კუები კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ღრმა წყალი არ არის საჭირო


რა მნიშვნელობა აქვს რამდენზე აავსებ?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (49) « პირველი ... 47 48 [49]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0403 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]