forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (15) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არაჩვეულებრივი გამოფენა სამხატვროში : )
SnowFlakes
***


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10449
წევრი No.: 4428
რეგისტრ.: 25-February 04

  გამოგზავნილია: 7 Nov 2006, 14:42  #4111556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არქიტექტურა
არქიტექტურა
სივრცის დიზაინი
მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვა
ინტერიერის დიზაინი
არქიტექტურულ დეკორატიული პლასტიკა

ვინმეს თუ გაქვთ კერძოდ ამ განხრით სამხატვრო აკადემიაში სწავლის გამოცდილება ან იქნებს სულაც სხვაგანაც არსებობს რაიმე უფრო პრიორიტეტული.

მაინც მომიწევს მისვლა და გაგება რა ბარდება,მოსამზადებელი არსებობს თუ არა და ა.შ. მაგრამ იქნებ აქაც გავიგო რამე ხეირიანი.




--------------------
"Whenever I feel the need to exercise, I lie down until it goes away."

— Mark Twain
Natia_N_N
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7924
წევრი No.: 2861
რეგისტრ.: 11-October 03

გამოგზავნილია: 7 Nov 2006, 15:56  #4112121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SnowFlakes
არქიტექტურა თუ გინდა, გეპეიში ჩააბარე, დამიჯერე აკადემიის არქიტექტურის სკოლა ძალიან სუსტია


--------------------
მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ. ვნახოთ რა იქნება, ვნახოთ!
loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 17 Jun 2007, 03:34  #5896418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა, ნახეთ, ხალხო

(ახალი კი არაფერია, მაგრამ მაინც განათლებაა რა . . . )

Georgian Times

სამხატვრო აკადემიაში მომხდარი კორუფციული გარიგებების, თუ უკანონობის შესახებ არაერთხელ და არაორაზროვნად ითქვა. "ჯორჯიან თაიმსს" მოაწოდეს დოკუმენტები, სადაც ასეთი დარღვევებია დაფიქსირებული. ჟურნალისტური მოკვლევის საფუძველზე გამოვლინდა რექტორის საქმიანობაში არსებული სამართალდარღვევები ფინანსურ, სასწავლო პროცესების მართვის და საკადრო ცვლილებების საკითხებში; უფლებამოსილების გადაჭარბება და თანამდებობრივი მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება.

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ გავესაუბრეთ სამხატვრო აკადემიის ყოფილ პრორექტორს, გია ბუღაძის ბავშვობის მეგობარსა და კოლეგას დავით ქოიავას, რომელიც 2005 წელს საეჭვო ვითარებაში გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

"ჯორჯიან თაიმსი": როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ არა მხოლოდ გია ბუღაძის ბავშვობის მეგობარი და კოლეგა ბრძანდებით, არამედ ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიგიძღვით მის რექტორად არჩევაში. რას მივაწეროთ ის გარემოება, რომ თქვენ, ყოვლად დაუმსახურებლად და შეურაცხმყოფელი ფორმით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აღმოჩნდით გათავისუფლებულთა სიაში და თანაც რექტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით?

_ ეს ჩემთვის საკმაოდ არასასიამოვნო თემაა, მითუმეტეს აკადემიის პრორექტორობა და გია ბუღაძის პერსონაც დიდი ხანია წარსულს ჩავაბარე. მასალა, რომელიც თქვენ მოიპოვეთ, ის მოხსენებითი ბარათებია, რომელიც აკადემიის რექტორატებზე უნდა განხილულიყო თუნდაც იმიტომ, რომ საკმაოდ სერიოზული ბრალი დამდეს. მე, რომელიც ვებრძოდი არსებულ კორუფციას, თავგამეტებით ვცდილობდი დამემყარებინა წესრიგი და რეფორმასთან ერთად შემენარჩუნებიან აკადემიის ტრადიციები, ქართული სული, ნივთივით აღმოვჩნდი მოსროლილი.

მე გამაოცა ბუღაძის ფენომენმა, რომელიც ამაყად წარმოსთქვამდა ჩემს სახელს და ჯილდოებსაც არ იშურებდა (მიღებული მაქვს რექტორის სამი და კიდევ სამი მადლობა დეპარტამენტებისაგან). თუ რატომ მაჯილდოებდა, ეს კარგად ჩანს თქვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში. კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ ჩვენი შეწირული მეგობრობა მოხმარებოდა აკადემიის აღმშენებლობას, მაგრამ ვწუხვარ რომ პირიქით…მოხდა.

აქვე მინდა აღვნიშნო ჩემი დანაშაული სამხატვრო აკადემიის წინაშე: არ დავუჯერე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელბს, რომლებიც მარწმუნებდნენ იმაში, რომ ბუღაძის რექტორად მოსვლა დაღუპავდა აკადემიის მომავალს! მე კი ჩემი პირდაპირი რისკისა და ინიციატივის მეოხებით შევძელი რექტორის პირველი არჩევნების დღეს (2005წ.) აზღვავებული, არჩევნების რეალური ჩაშლისათვის მომართული სტუდენტურ-პედაგოგიური ტალღის შეჩერება.

_ არსებობს თუ არა ფაქტი, რის საფუძველზეც გაჩნდა პირველი ბზარი თქვენსა და რექტორს შორის, რაც შესაძლოა თქვენი გათავისუფლების მიზეზი გახდა?

_ რექტორმა ჩამაბარა საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა. თუ როგორ გავართვი თავი, ჯილდოებიდან ჩანს და არ მგონია საერთოდ რომელიმე ორგანიზაციაში მუშაობის დროის ამ მცირე მონაკვეთში ვინმე დაეჯილდოებინოთ ასე უხვად. სწორედ ჩემი თავგამეტებული მუშაობის შედეგი აღმოჩნდა პირველი ბზარი: რექტორი მიკრძალავდა საფინანსო საქმეებში ჩარევას და სწორედ აქ აღმოვაჩინე სერიოზული, ძალიან მძიმე დარღვევები და კანონდარღვევები, რაც ჩემი გათავისუფლების მიზეზიც გახდა.

_ ამ დოკუმენტების საფუძველზე თქვენ რომ სასამართლოში გეჩივლათ, უკანვე დაგაბრუნებდნენ და თავი რატომ შეიკავეთ?

_ სხვათა შორის, ბუღაძესაც მაგისი ეშინოდა (უკვე ჰქონდა მწარე გამოცდილება, როდესაც ორმა სასამართლოს აღმასრულებელმა პირმა არასწორედ განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენაზე ძალით მოაწერინა ხელი). ჩემთვის იმ გაუგებარი დღიდან ერთი კვირის თავზე შევხვდით ერთმანეთს მის სახლში. ბოდიში მომიხადა და მითხრა _ "ჩიხში ვიყავი მომწყვდეული და სხვა გზა არ მქონდაო". დამპირდა აღდგენას და სამი თვის ლოდინის შემდეგ განმიცხადა, რომ ვეღარ ვუჩივლებდი სასამართლოში ორთვიანი (სარჩელის შეტანისათვის) ვადის ამოწურვის გამო. (!)

მაშინ დავრწმუნდი, რომ ბუღაძის ფსიქიკამ საბოლოოდ ვეღარ გაუძლო რექტორის თანამდებობას. შემდეგ ხდება უპრეცედენტო შემთხვევა: ფინანსურ დარღვევებზე მოხსნილი დამნიშნა აკადემიის ქონების მართვის ინსპექტორად. ამით მან საზოგადოდ აღიარა თავისი შეცდომა, რაც საზოგადოებისთვის ბოდიშსაც ნიშნავდა. შემდეგ შემპირდა, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნებს დანიშნავდა და მონაწილეობას მიმაღებინებდა.

ქონების მართვის ინსპექტორად ვიმუშავე ექვსი თვე და ამ პერიოდში დეპარტამენტისაგან სამი მადლობა მაქვს მიღებული. ჩემი მეცადინეობით აკადემიას გავუკეთე 116 ათასი ლარის ღირებულების სასწავლო ინვენტარი - რითაც ჩაშლის პირას მყოფი სასწავლო პროცესი არ გავაჩერე - და ბევრი სხვა რამ. რეალური კანდიდატი ვიყავი არჩევნების მოსაგებად, მაგრამ რექტორმა (რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა) საარჩევნო კომპანია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და რექტორის თანამდებობაზე ისე ჩუმად ჩაატარა, რომ მგონი თვითონაც ვერ გაიგო.

არ მინდა დამინახონ გაბრაზებული, ნაწყენი კაცის პოზიციიდან. გულწრფელად გეტყვით – ბედნიერი ვარ, რომ მე დღეს გია ბუღაძის გვერდით არ ვდგავარ და არ ვარ მონაწილე იმ პროცესების, რომელსაც ჩემი აზრით ისტორია აუცილებლად უარყოფითად შეაფასებს.

_ სამხატვრო აკადემიის ბრძანებებში, სადაც თქვენთან ერთად მადლობები აქვთ გამოცხადებული სხვა თანამშრომლებს, მათ რა ბედი ეწიათ?

_ ბუღაძემ ვისაც მადლობა გამოუცხადა, ძალიან მოკლე დროში დააწერინა განცხადება წასვლაზე და ერთი კაცის გარდა, ყველა მის მიერ მოყვანილი გუნდის წევრებად წოდებული თანამშრომელი გაუყენა ჩემს გზას (არ ჩამოვთვლი მათ გვარებს, რომ არ შევლახო მათი უფლებები).

ერთ საინტერსო გამოფენაზეც მოგიყვებით, რომელიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მოაწყეს და დააფინანსებინეს რექტორს. ბუღაძე ვერც კი წარმოიდგენდა რა საინტერესო გამოფენა მზადდებოდა! გამოფენას დაარქვეს – "სამხატვრო აკადემიაში გატარებული უნაყოფო წლები" და რექტორის კაბინეტიდან საგამოფენო დარბაზამდე ჩამოკიდებული იყო პრეზერვატივები! რქტორმა კი მშვიდად განაცხადა, რომ ის მიჩვეული იყო ბავშვობიდან მის მიმართ უარყოფით გამოხტომებს და მითუმეტეს, უცხოეთში, უარესი ჰქონდა ნანახი.

თუმცა ვის-ვის და გია ბუღაძეს, როგორც ერთ დროს სხვაგვარად მოაზროვნე და სხვაგვარად მხედველ კაცს, ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ადგილი სამყაროში, სადაც ყველა ჩვენი ქმედება ფარდა ახდილია და სწორედ იქ განვიკითხებით!

ირმა ვარსიმაშვილი



ხო. რადიო 105.
Fitzcarraldo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3323
წევრი No.: 33077
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 17 Jun 2007, 04:03  #5896507      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესოა, არა მგონია გია კორუფციაში გაერიოს - ავტორიტეტს ძალიან უფრთხილდება. თუმცა დღეს აღარაფერი მიკვირს, ისე კი ჩემი კურსელის მამაა და დავიცავ biggrin.gif





--------------------
mediocrities everywhere...
тЭмпЁр
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 31530
რეგისტრ.: 16-March 07

გამოგზავნილია: 17 Jun 2007, 04:10  #5896528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
loza

თვითონ ვინ ხარ, ანუ დაინტერესებული პირი ხარ თუ ზოგადად უსამართლობამ აღგაშფოთა?


Fitzcarraldo
QUOTE
საინტერესოა, არა მგონია გია კორუფციაში გაერიოს - ავტორიტეტს ძალიან უფრთხილდება. თუმცა დღეს აღარაფერი მიკვირს, ისე კი ჩემი კურსელის მამაა და დავიცავ


ვითომ რატომ არ გგონია? არადა აშკარად საეჭვოდ იქცევა, აბრეშუმის ქარხანა გაასაღა, პედაგოგებს ხელფასი არა აქვთ, მეასე პრორექტორი გამოცვალა - ვერცერთს ვერ შეეგუა და როცა რამე სერიოზული ხდება, ქრება ხოლმე და მერე აღმოჩნდება რომ წასულია მივლინებით სტამბულში.
Zarathustra
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 363
წევრი No.: 36672
რეგისტრ.: 17-June 07

გამოგზავნილია: 17 Jun 2007, 12:31  #5897405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
საინტერესოა, არა მგონია გია კორუფციაში გაერიოს - ავტორიტეტს ძალიან უფრთხილდება. თუმცა დღეს აღარაფერი მიკვირს, ისე კი ჩემი კურსელის მამაა და დავიცავ

biggrin.gif

ფულის კეთების აპრობირებული მექანიზმი აკადემიაში (მეთოდი ვიცი უახლოესი ნათესავისგან და მეც დანერგვას ვაპირებ): სახელფასო ან სხვა მსხვილი თანხის დროებით სადმე გადარიცხვა - სულ რამდენიმე თვით, საანგარიშო წლის ბოლოს კი თანხა უკან მოდის და ხელუხლებელი ბრუნდება. აი % კი რექტორატისა და ბუღალტერისაა : )

QUOTE
თუ ზოგადად უსამართლობამ აღგაშფოთა?



უსამართლობა არაა, ხალხი მაყუთს აკეთებს, ლოზა - ვერა .... : )
არ გეწყინოს რა, ლოზ. შუტკა - ეტო პო ნაშემუ... : )
тЭмпЁр
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 31530
რეგისტრ.: 16-March 07

გამოგზავნილია: 19 Jun 2007, 23:43  #5920465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნახეთ პროჭმა ბუღაძემ რა ქნა?

49 აბიტურიენტი მოხსნა გამოცდებიდან!!!!!!!!!!!! და პატრულიტ დააშინა, კაცია ეგ???
Zarathustra
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 363
წევრი No.: 36672
რეგისტრ.: 17-June 07

გამოგზავნილია: 19 Jun 2007, 23:51  #5920557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბა ჩემი. ძაან თავი კი მოაქვს ანთროპოსოფიის ცოდნით და ჰუმანიზმით.

საწყალი ბავშვები, ეს კაცი რეკლამას იკეთებს და ყურედღების ცენტრში ექცევა, იმათ რა დააშავეს?
კაცი უნდა კაცად ვარგოდეს. რაც არ უნდა მცოდნე იყოს, რუდოლფ შტაინერი მაგას ვერ გადაარჩენს, უნდა კაცობა ჰქონდეს, მაგრამ რაც ზემოთ წავიკითხეთ (და + რაც გაბაზრებულია და ცვეტში ვიცით), იმის მერე . . .

QUOTE
პროჭმა ბუღაძემ


როგორ გეკადრებათ, ძვირფასო კოლეგა? biggrin.gif
Fitzcarraldo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3323
წევრი No.: 33077
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 19 Jun 2007, 23:51  #5920559      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალი ამბავი, ის აღარავის ახსოვს, საკუთარ ქალიშვილს ლამის ორჯერ მეტი ქულა რომ მოუგროვა მისაღებზე დანარჩენებთან შედარებით?

тЭмпЁр
QUOTE
ნახეთ პროჭმა ბუღაძემ რა ქნა?


ნუ ვიჩქარებთ, დავუცადოთ მოვლენებს, იქნება არც ისე პროჭია ეს კაცი biggrin.gif
Daniel
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8436
წევრი No.: 1492
რეგისტრ.: 15-December 02

გამოგზავნილია: 19 Jun 2007, 23:54  #5920589      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვსეეე მანდ დროის ათვლა დაიწყო (აკადემიაში)

ვინცხა ჩაიხსნებაsmile.gif)
ახლობელი გოგო ჩამიჭრეს ტო smile.gif) თან რა უაზროდ..ვიღაცა არ ევასებოდათ და მაგიტომ

wink.gif

მაგ ბუღაძეს ასე მგონია რომ დაერხაsmile.gif)

This post has been edited by Daniel on 19 Jun 2007, 23:54
Fitzcarraldo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3323
წევრი No.: 33077
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 19 Jun 2007, 23:55  #5920596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Zarathustra
QUOTE
ფულის კეთების აპრობირებული მექანიზმი აკადემიაში (მეთოდი ვიცი უახლოესი ნათესავისგან და მეც დანერგვას ვაპირებ): სახელფასო ან სხვა მსხვილი თანხის დროებით სადმე გადარიცხვა - სულ რამდენიმე თვით, საანგარიშო წლის ბოლოს კი თანხა უკან მოდის და ხელუხლებელი ბრუნდება. აი % კი რექტორატისა და ბუღალტერისაა : )



ეს თუ დადასტურდება, რა, დაიჭერენ ბუთხუზა ლაშიკოს მამას?
loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 20 Jun 2007, 00:02  #5920674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაიგეთ, ხალხო, რა ხდება? დღისით-მზისით? სოროსის მოციქული!!!! ქართული ერის გადაშენება და ამოძირკვა - ქართული პლეიბოი!!!!! იქიდან იეღოველები მოდიან, აქედან ჩინელები შემოდიან. ჩვენ რა ვქნათ? სად წავიდეთ? გადავშენდეთ?

(რას ვერ მოესწრო საწყალი გურამ შარაძე !!!!! lol.gif )
lol.gif

QUOTE
ეს თუ დადასტურდება, რა, დაიჭერენ ბუთხუზა ლაშიკოს მამას?

ეჭვი არ შეგეპაროს, მაგრამ მანდამდე მისვლაა საჭირო (ე. ი. დაინტერესება და დადასტურება), რაც არა მგონია, რომ მოხდეს.
Johnnie Walker



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27287
წევრი No.: 4423
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 20 Jun 2007, 02:44  #5921971      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Fitzcarraldo
QUOTE
ეს თუ დადასტურდება, რა, დაიჭერენ ბუთხუზა ლაშიკოს მამას?

არ დაიჯერო... ეგ ძალიან ღრმად არის ამათ ტრაკში შემძვრალი და თუ გააგდებენ ოდესმე, მხოლოდ ამათთან ერთად biggrin.gif

ისე, ეგ ისეთი მოქნილია, რომ შეიძლება ესენი გააგდონ, ეგ კი დარჩეს gigi.gif



This post has been edited by Johnnie Walker on 20 Jun 2007, 02:52
loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 23 Jun 2007, 01:25  #5949037      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შანსი არაა, მაგის ვარიანტი არაა ტო.
mobi_diki
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 549
წევრი No.: 23021
რეგისტრ.: 9-September 06

გამოგზავნილია: 23 Jun 2007, 02:11  #5949341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
წინათემაშიც დავწერე და აქაც დავწერ რაზე ააგორეს ეგ ამბავი

QUOTE
მეორე- არავის არ აწყობს თავისუფალი და დამოუკიდებელი აკადემია
როგორც უნივერსიტეტი დააჩმორეს ეგრე უნდათ ამ შემთხვევაშიც და რაღაც იდიოტურ მიზეზებს ეძებენ ხელმოსაჭიდად რომ როგორმე რამე შარი ნახოN, ამ საწყალ "მართალ " ბავშვებს კიდევ იარაღად იყენებენ და აზრად არ მოსდის არავის რას აპროტესტებს..





და მეორე , რომელიმე ახლა ტუ სწავლობთ აკადემიაში ,?

და რომელი სწავლობდით წინა რექტორის დროს იქ?


და ორივეს დროს თუ მოესწარით ვააფშემც , დავჯდეთ და ვიჭუკჭუკოთ ტკბილად



სად რა არი გავარკვიოთ

This post has been edited by mobi_diki on 23 Jun 2007, 02:12


--------------------
SABCHOTA SAQARTVELO !!



0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (15) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0226 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]