forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (193) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სტუდენტთა მობილობა
826E
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 123600
რეგისტრ.: 12-November 10

  გამოგზავნილია: 13 Nov 2010, 19:53  #22500065      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაინტერესებს როდის ცხადდება მობილობა და დაახლოებით რა პროცესს მოიცავს
Bachanchala
natalia


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 461
წევრი No.: 122501
რეგისტრ.: 14-October 10

გამოგზავნილია: 13 Nov 2010, 20:02  #22500185      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაინტერესებს როდის ცხადდება მობილობა და დაახლოებით რა პროცესს მოიცავს


მე როგორც ვიცი გაზაფხულის სემეტრის ბოლოს ცხადდება ხოლმე. ზუსტად I DON'T know


--------------------
A joke is a very serious thing.
826E
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 123600
რეგისტრ.: 12-November 10

გამოგზავნილია: 13 Nov 2010, 20:04  #22500220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
და რა და როგორ ხდება ამ სტუდენტურ მობილობაზე .. საერთოდ რა პროცედურაა ?

და ეგებ ვინმემ ზუსტად იცის როდის ცხადდება ხოლმე მობილობა ?
* * *
ძალიან მჭირდება ამ კითხვაზე პასუხი და ეგებ ვინმე მომეხმაროს
Keti-Ket
ESTO ES MADRID


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 97390
რეგისტრ.: 7-August 09

გამოგზავნილია: 13 Nov 2010, 21:08  #22501129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
826E
რაღაც საიტი არსებობს, სადაც დაწვრილებითი ინფო იდება ხოლმე მობილობაზე.







ისე კი წესით, შენი უნის საიტზეც უნდა დაიდოს შესაბამისი ინფო როცა მობილობა გაიხსნებაsmile.gif


--------------------
Together We Can!! Juntos podemos

Llevanos a la victoria
826E
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 123600
რეგისტრ.: 12-November 10

გამოგზავნილია: 13 Nov 2010, 22:06  #22502049      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანუ არავინ არ იცის დაახლოებით როდის ცხადდება ხოლმე ეს მობილობა ...... ნდა .
Keti-Ket
ESTO ES MADRID


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 97390
რეგისტრ.: 7-August 09

გამოგზავნილია: 14 Nov 2010, 08:37  #22507055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დაახლოებით

სასწავლო წლის ბოლოს
826E
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 123600
რეგისტრ.: 12-November 10

გამოგზავნილია: 14 Nov 2010, 11:52  #22507890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე კიდე ვიღაცამ მითხრა იანვარშიო. smile.gif ანუ გაზაფხულზე იქნება ან ზაფხულში ხო ?
Keti-Ket
ESTO ES MADRID


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 97390
რეგისტრ.: 7-August 09

გამოგზავნილია: 14 Nov 2010, 13:12  #22508718      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გაზაფხულზე იქნება ან ზაფხულში ხო

ბოლო დროს მასეა. ადრე კი, რამდენადაც ვიცი, სეემსტრის მერეც შესაძლებელი იყო გადასვლა
7903251
SVO-DME-VKO


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2951
წევრი No.: 96811
რეგისტრ.: 29-July 09

გამოგზავნილია: 14 Nov 2010, 13:20  #22508795      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
826E



კი სწორად გაგიგია იანვარში ცხადდება მობილობა ოღონდ ეს განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ 2-3 კურსელთათვის! თუ კი პირველი კურსელი ხარ უნდა დაელოდო სასწავლო წლის დასრულებას, მაისის ბოლოდან დაიყება მობილობა....


მობილობის წესი შემდეგ ნაირია:

ონ-ლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარო განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ვებ გვერდძე ვაკანტურ ადგილებზე....
http://nea.ge/ ---- ეხლა რეკონსტრუქცია უტარდება საიტს და მაგიტომაა გათიშული...

თუ ყველაფერი წარმატებიტ დასრულდება მაშინ გაითვალისწინე რომ უნივერსიტეტს აქვს უფლება შიდა გამოცდების წესიტ მიგიღოს ანუ თუ ვერ დააკმაყოფილებ მათ სტანდარტებს ის მობილობის უფლება ჩამოგერთმევა....
ninicool
Suicided


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11076
წევრი No.: 119119
რეგისტრ.: 3-August 10

გამოგზავნილია: 5 Dec 2010, 20:15  #22832964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ, ზაფხულში, დაახლოებით ივლისის ბოლოს და ზამთარში, თებერვლის თვეში. პირველ ლინკზე წესი და პროცედურებია მოცემული, ხოლო მეორეზე დებულება.
პ.ს. მეორე ლინკის გასახსნელად საჭიროა პროგრამა ADOBE რEADEრ. შეინახეთ ფაილი და მერე შეუცვალეთ ფორმატი, html წაშალეთ და მაგის ნაცვლად pdf დაუწერეთ, თუ გინდათ რომ გახსნა და წაკითხვა შეძლოთ
http://nea.ge/Details.aspx?NewsID=250

http://nea.ge/Details.aspx?NewsID=329
* * *
(სსმ III, 05.02.2010 N 14 მუხ. 165)
რეგისტრირებულია
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი
430.230.000.22.022.014.168
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება N 10/ნ
2010 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის
დამტკიცების შესახებ
”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი
პუნქტის ”პ2” ქვეპუნქტისა და ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის
საფუძველზე ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი ამ ბრძანების დანართის
შესაბამისად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში გადასვლის წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს
სტუდენტის გადასვლას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში - მობილობა).
2. წესი ვრცელდება აკრედიტებულ ან ”უმაღლესი განათლების შესახებ”
საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ
ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე (შემდგომში -
დაწესებულება).
მუხლი 2. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირება
1. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი
(შემდგომში - ცენტრი).
2. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის იქმნება ცენტრის
ელექტრონული პორტალი (შემდგომში - ელექტრონული პორტალი), რომელზეც აისახება
დაწესებულებების მიერ მობილობისათვის რეგისტრირებული ადგილები ფაკულტეტების
ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, მობილობის მსურველთა მონაცემები და
ქვეყნდება დაწესებულებაში მობილობის წესით ჩარიცხვის კანდიდატთა სია.
3. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით დგინდება:
ა) დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა, ფაკულტეტების ან საგანმანათლებლო
პროგრამების შესაბამისად;
ბ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის
ვადა;
გ) მობილობით წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი
აქტების პროექტების ცენტრში წარმოდგენის ვადა;
დ) ელექტრონული პორტალის წარმოების წესი.
მუხლი 3. მობილობის უფლების მქონე პირი
1. მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა
განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ელექტრონულ პორტალზე
მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის:
ა) დაწესებულების სტუდენტი;
ბ) არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი,
რომელსაც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით
დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლება.
2. მობილობის უფლება ასევე აქვთ ამ მუხლის პირველი პუნქტის ”ა”-”ბ”
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომლებსაც ელექტრონულ პორტალზე
რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვთ დაწესებულების სტუდენტის სტატუსი.
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება დაწესებულებისა და სტუდენტის
უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის
შეწყვეტის გარეშე.
4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: აკადემიური შვებულება;
ავადმყოფობა; უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა
გარემოება. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის
სტატუსი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი განისაზღვრება დაწესებულების
წესდებით და შეიძლება უკავშირდებოდეს დაწესებულების საგანმანათლებლო
პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის
შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული
სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან ექვსი თვის შემდეგ. დროის ამ
მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი
უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების
წესდებასთან.
6. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება
დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება
დაწესებულების სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში. სტუდენტთა
რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს
აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და
პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (შემდგომში - რეესტრი) სტუდენტის სტატუსის
შეჩერების რეგისტრაცია.
8. სტუდენტის სტატუსის აღდგენა იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა
სტუდენტის სტატუსი, დასაშვებია აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული სტუდენტთა
საერთო რაოდენობის ფარგლების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო
რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო
წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების
რაოდენობას.
9. სტუდენტები, რომელთა დაწესებულებები ლიკვიდირებულ იქნა
უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის მიიჩნევიან სტუდენტის
სტატუსშეჩერებულ პირებად და მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი პირობები.
მუხლი 4. მობილობის უფლების შეზღუდვა
1. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი
საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის სამედიცინო განათლებისა და
ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი
განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად.
დაუშვებელია მობილობა პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამიდან
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის
საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო,
რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის
განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა აკრედიტაცია, ან დაწესებულების
საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება.
მუხლი 5. დაწესებულების მიერ მობილობისათვის ადგილების რეგისტრაცია
1. სტუდენტების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის
განმავლობაში ორჯერ, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში, ამ წესის მე-9 მუხლის მე-4
პუნქტის გათვალისწინებით.
2. დაწესებულება უფლებამოსილია დაარეგისტრიროს მობილობის ადგილები,
საფეხურებისა და ფაკულტეტების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით,
ელექტრონულ პორტალზე.
3. ცენტრი ამოწმებს დაწესებულების მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი
მონაცემების შესაბამისობას მისთვის აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული
სტუდენტთა საერთო რაოდენობის, არსებული სტუდენტების რაოდენობისა და
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მონაცემებთან. გადამოწმების
პროცესში ცენტრი იყენებს რეესტრში არსებულ ინფორმაციას. დაწესებულების მიერ
რეესტრში ინფორმაციის შეუტანლობა ხარვეზის დადგენის, ხოლო მისი
გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მობილობისათვის ადგილების რეგისტრაციაზე უარის
თქმის საფუძველია.
მუხლი 6. მობილობის მსურველთა რეგისტრაციის პროცედურა
1. მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ
პორტალზე რეგისტრაციით.
2. სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 ფაკულტეტისა ან
საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე ფაკულტეტსა ან საგანმანათლებლო
პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.
მუხლი 7. დაწესებულებაში მობილობით ჩარიცხვის უფლების მოპოვება
1. თუ დაწესებულების ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე
მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების
რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ დაწესებულების
მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა
ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა
მსურველთა შესაბამის შედეგებს. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე
მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ
დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით.
2. თუ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბოლო საკონკურსო ადგილზე
გასულია 2 ან მეტი სტუდენტი, დაწესებულება ცენტრის თანხმობით იღებს
გადაწყვეტილებას ამ საგანმანათლებლო პროგრამისათვის ადგილის/ადგილების
დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში არ არსებობს სტუდენტების
რაოდენობის ფარგლებში ვაკანტური ადგილი, დაწესებულების მიმართვის საფუძველზე
ცენტრი უმატებს მას სტუდენტთა მისაღებ ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია
ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი მობილობის მსურველების ჩასარიცხად. ამ
შემთხვევაში დამატებული ადგილების რაოდენობა გამოაკლდება დაწესებულებისათვის
მომდევნო სასწავლო წელს მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.
3. მობილობის მსურველი მოიპოვებს შესაბამისი დაწესებულების ფაკულტეტზე ან
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მის მიერ ელექტრონულ პორტალზე
რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
დადგენილი წესით.
4. იმ პირთა ერთიანი სია, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი დაწესებულების
შესაბამის ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე,
ქვეყნდება ელექტრონულ პორტალზე, რის შემდეგაც მობილობის მსურველი
უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე.
განცხადებას თან ერთვის საგანმანათლებლო დოკუმენტის, რომლის საფუძველზეც პირი
ჩაირიცხა დაწესებულებაში, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა
დოკუმენტაციის ასლები. დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული ასლების
მიღებაში ხელის შეშლა.
5. მობილობის მსურველი, რომელიც დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ
მიმართავს განცხადებით მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს აღნიშნულ
ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 8. საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა
1. დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან
მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი
კრედიტების აღიარების შესახებ.
2. აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული
კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
3. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის
მიერ გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით
გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული
სხვაობის მიუხედავად.
4. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის
გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.
5. დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით
გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის
შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის
სისტემის შესაბამისად.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც
განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სხვა
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის, გარდა დიპლომირებული სპეციალისტის
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის აღიარებისა.
7. დაწესებულება უფლებამოსილია, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე
დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო
პროგრამასთან თავსებადობა. ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით
ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.
8. აღიარება ფორმდება მიმღები დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს
მოტივირებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი
საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან,
ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.
9. დაწესებულება, ამ წესით გათვალისწინებული პირობებისა და მობილობის
მსურველი სტუდენტის თანხმობის საფუძველზე, შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის
პროექტს სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის თაობაზე.
მუხლი 9. სტუდენტის მობილობასთან დაკავშირებული აქტების გამოცემა
1. მიმღები დაწესებულება ცენტრს წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის
სამართლებრივი აქტის პროექტს, რომლის საფუძველზე ცენტრი ამოწმებს დაწესებულების
ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის
მოთხოვნებთან, რეესტრისა და ელექტრონული პორტალის მონაცემებთან და გასცემს
დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის
შესახებ. ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც არ
არის ასახული რეესტრში.
2. ცენტრის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში
ჩარიცხვის უფლების მქონე პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო
სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე
საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში
ჩაირიცხა, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია.
3. ბრძანების პროექტზე ცენტრის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა
დაწესებულების ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ.
4. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება სტუდენტის მობილობით
ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 1 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 1 მარტამდე გაზაფხულის
სემესტრში. ბრძანება გამოცემიდან 7 დღის ვადაში იგზავნება ცენტრში და შესაბამისი
სტუდენტის მობილობა აისახება რეესტრში.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება
სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების
გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს
დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის
უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
2. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო
პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მიერ მობილობის უფლების მოპოვება
ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების
დაცვით. ამ პირების ჩარიცხვა დასაშვებია მობილობისათვის დარეგისტრირებული
ადგილების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით
ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის
დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.


--------------------
იკითხეთ და აანალიზეთ :jump:
გიო-ჩო
Universal Green


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 339
წევრი No.: 99134
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 17 Apr 2011, 13:42  #25014917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ შენ გაიხარეეე რა პირი დამრჩა ღია :DDDDD
ვივიანა
Start with you


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18609
წევრი No.: 97684
რეგისტრ.: 12-August 09

  გამოგზავნილია: 4 Jun 2011, 21:28  #25820611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმეს ხომ არ გაგიგიათ მობილობა გამოცხადდა თუ არაა??
ხალხი ამბობსოო დაიწყესოო და ვერსად ვნახე ინფო ამაზეე..
ან როდის იწყება ხომ არ იციით??


--------------------
Enjoy life even when it's far from perfect.

I am built from every mistake I have ever made.
zhuzho
✿✰ℒℴνℯ★✿✰ℒℴνℯ★✿


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 284
წევრი No.: 95619
რეგისტრ.: 12-July 09

გამოგზავნილია: 4 Jun 2011, 21:39  #25820793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
მობილობას აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი, ყველა უნივერსიტეტისათვის ერთად, მგონი ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში ცხადდება ხოლმე, მაგაზე ინფორმაცია იდება http://www.nea.ge/Details.aspx?NewsID=250 რომ გამოცხადდება მაგ საიტზე დარეგისტრირდები.
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24121
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 4 Jun 2011, 21:52  #25821034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
vivianna

ვაერთიანებ თემებს. სხვა დროს სანამ ახლის გახსნას დააპირებ ჯერ დასერჩე ხოლმე.


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
uwi-buwi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2978
წევრი No.: 125577
რეგისტრ.: 5-January 11

გამოგზავნილია: 11 Jun 2011, 15:36  #25928318      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმეს ხო არ გაგიგიათ როდის იწყებენ ზუსტად კონკრეტულად? და რა მაინტერსებს კიდე თუ შემჩება იმ უნი ში საგანი სადაც ვსწავლობ პრობლემა მექნება მერე გადასვლაზე? და სხვა ფაკულტეტზე რო გადავიდე რომელ კურსზე დამსვავენ?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (193) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0296 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]