forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (14) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> CFA, Chartered Financial Analyst
Ruleli
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 63
წევრი No.: 64157
რეგისტრ.: 11-June 08

გამოგზავნილია: 31 Jul 2014, 12:38  #41808258      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველი დონის წიგნები მომყიდეთ რა ვინმემ, თუნდაც ძველისძველი help.gif
Nobodys Fault but Mine
Real Men Wear Orange


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2696
წევრი No.: 175779
რეგისტრ.: 31-October 13

გამოგზავნილია: 31 Jul 2014, 13:52  #41809025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ACCA რომ მოვრჩები ვიქნები 26-27 წლის და მერე ამას დავიწყებ

თუ საშუალება გაქვს ადამიანს განათლებაზე უკეთესი რა უნდა შეიძინო ვერ ვხვდები

მეგობარმა ჩააბარა პირველი დონე და მეორესთვის ემზადება ახლა მგონი, ჯერ-ჯერობით არც ისე მოთხოვნადია საქართველოში მაგრამ უკვე არის წინსვლა საინვესტიციო ფონდების მხრივ ქვეყანაში და ალბათ 5-10 წელში საკმაოდ მოთხოვნადიც იქნება


--------------------
Well, well, well, so I can die easy
ზეპპ <3
Distortion



******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6528
წევრი No.: 21022
რეგისტრ.: 21-June 06

გამოგზავნილია: 4 Aug 2014, 19:55  #41848848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · icq · aim · yim · msn
Ruleli

ვინც CFA-ს პროგრამაზე სწავლობს, მათზე მოქმედებს CFA-ს ეთიკის კოდექსი, ეს კოდექსი სხვა საკითხებთან ერთად კრძალავს წიგნის გასხვისებას ან კურიკულუმის გადაცემას სხვა პირებზე. ანუ წევრი წიგნს არ მოგყიდით. ვინც ამ პროგრამას თავი გაანება (ჩაიჭრა) ისეთი ადამიანი ნახეთ, ან ebay-ზე ნახეთ იქაც არის ხოლმე.


--------------------
It's all about 0 and 1.
Ruleli
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 63
წევრი No.: 64157
რეგისტრ.: 11-June 08

გამოგზავნილია: 5 Aug 2014, 13:20  #41854464      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნუ მომყიდის მათხოვოს მაშინ და დავუბრუნებ

სად ვეძებო ეხლა "ჩაჭრილები" biggrin.gif

ტაბუ
Taboo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8325
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 31 Oct 2014, 10:30  #42708526      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Distortion
QUOTE
ეს კოდექსი სხვა საკითხებთან ერთად კრძალავს წიგნის გასხვისებას ან კურიკულუმის გადაცემას სხვა პირებზე.

გუშინ ძალიან დამაბნია ამ წინადადებამ და სპეციალურად წავიკითხე მე-7 სტანდარტი (რომელიც CFA-სთან ურთიერთობებს ეხება) - ასეთი არაფერი წერია smile.gif მაგალითად, კოდექსი კრძალავს გამოცდაზე მოსული საკითხების და ტესტების განხილვას. ნუ, 'პირატული' პროდუქციის მოხმარება თავისთავად არაეთიკურია. მაგრამ შენს საკუთრებაში არსებულ წიგნებს რას უზამ - დაიტოვებ, გააჩუქებ თუ გაყიდი, ამაზე სტანდარტები დუმს smile.gif

Ruleli
QUOTE
პირველი დონის წიგნები მომყიდეთ რა ვინმემ
რად გინდა (თუ ისევ გინდა)? რომ რეგისტრირდები, ფაქტიურად მხოლოდ გზის საფასურის გადახდა გიწევს და ჩამოგივა შენი წიგნები...

This post has been edited by ტაბუ on 31 Oct 2014, 10:34


--------------------
Think positive! Do positive! Be positive!
Distortion



******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6528
წევრი No.: 21022
რეგისტრ.: 21-June 06

გამოგზავნილია: 6 Nov 2014, 10:05  #42773045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · icq · aim · yim · msn
ტაბუ
ზუსტად VII სტანდარტის A პუნქტზეა საუბარი:

A) Conduct as Members and Candidates in the CFA Program

Guidance:
* Confidential Program Information
* Additional CFA Program Restrictions
* Expressing the opinion

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება პირველ პუნქტს
რამოდენიმე ციტირებას კიდევ ამოვწერდი წიგნიდან მაგრამ ვფიქრობ რომ ეს უკვე სტანდარტის დარღვევა იქნება.

წიგნის გადაცემა არ შეიძლება იმიტომ რომ პროგრამის მასალა არის კონფიდენციალური. ამ საკითხით დავინტერესდი შედარებით დეტალურად რადგან მინდა რომ წავიკითხო CFA-ს მასალით ლექციები. ამისთვის კი ნებართვებია ასაღები. მიუხედავად იმისა რომ წიგნის პატრონი მე ვარ, პროგრამის პატრონი არ ვარ და ასე უხეშად დაქსეროქსებით ამ წიგნებით სხვისი სწავლება არ არის ნებადართული.

ან ყველაზე მარტივად რომ ნახოთ VitalSource - იდან ერთი გვერდი ამობეჭდეთ და წაიკითხეთ რა ჰედერს უკეთებს.

იმედია დაგეხმარეთ სტანდარტის დაცვაში. ბოლო-ბოლო კოლეგები ვიქნებით (თუ ამ პროგრამის დამთავრებას აპირებთ)
ტაბუ
Taboo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8325
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 7 Nov 2014, 20:02  #42790068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Distortion
QUOTE
Confidential Program Information
პროგრამა არაა კონფიდენციალური. გამოცდაზე მოსული მასალაა კონფიდენციალური. საგამოცდო მასალებზე თუ აქვს ვინმეს წვდომა, მისი გავრცელება რომ აკრძალულია, ესეც მიმოხილულია სტანდარტის განმარტებაში. ელექტრონული წიგნების გადაცემა მეკობრულ ქმედებად ითვლება და უკანონო საქმიანობაა, შესაბამისად. წიგნები კი საკუთრებაა, რომლის გადაცემისას შენ ჰკარგავ მისი გამოყენების საშუალებას.
ამონარიდი Confidential Program Information-ის განმარტებიდან:
CFA Institute program rules, regulations, and policies prohibit candidates from disclosing confidential material gained during the exam process.
Examples of information that cannot be disclosed by candidates sitting for an exam include but are not limited to
* specific details of questions appearing on the exam and
* broad topical areas and formulas tested or not tested on the exam.
და ა. შ.
საგამოცდო ინფორმაციის გავრცელებაზეა ეგ სტანდარტი.
QUOTE
მიუხედავად იმისა რომ წიგნის პატრონი მე ვარ, პროგრამის პატრონი არ ვარ და ასე უხეშად დაქსეროქსებით ამ წიგნებით სხვისი სწავლება არ არის ნებადართული
სწავლებას შეიძლება მართლაც სჭირდება ნებართვა - ეს არ ვიცი.
QUOTE
ბოლო-ბოლო კოლეგები ვიქნებით
ჩაბარებული გაქვთ რამდენიმე დონე?
Borris
♪♫


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1741
წევრი No.: 154631
რეგისტრ.: 30-September 12

გამოგზავნილია: 8 Nov 2014, 22:43  #42801984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტაბუ
QUOTE
ჩაბარებული გაქვთ რამდენიმე დონე?

აწი დაამთავრებს smile.gif)
ისე, ჩემს წინგნებს პირდაპირ აწერია, რომ მისი ნებისმიერი სახით გავრცელება საავტორო უფლების დარღვევაა, დიდი შანსია, რომ თქვენთანაც ასე იყოს, მითუმეტეს ეს CFA მაგარ სტრანნი რამეებს ითხოვს (ხშირად არ ვეთანხმები)

Distortion



******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6528
წევრი No.: 21022
რეგისტრ.: 21-June 06

გამოგზავნილია: 9 Nov 2014, 23:34  #42812516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · icq · aim · yim · msn
ტაბუ
სრულიად გეთანხმებით გამოცდის ასპექტში, მაგრამ წიგნების ასპექტში ვფიქრობ შეცდომაში შედიხართ.
თქვენ ამოწერეთ მარტო ის პუნქტები რომელიც გამოცდის შესახებაა. ზუსტად მაგ პუნქტებთან ერთად წერია ეს პუნქტიც:

* Providing confidential program or exam information to candidates or public.

"წიგნები კი საკუთრებაა, რომლის გადაცემისას შენ ჰკარგავ მისი გამოყენების საშუალებას" - და ანიჭებთ არაკანდიდატს კონფიდენციალურ პროგრამას.

მეკობრეობა კი, ჩემი აზრით, წიგნის თუ ელექტრონული ვერსიის, ორივე მეკობრეობაა. რაც შეეხება თვითონ ჰედერში მოცემულ გაფრთხილებას:
Printing is for personal, private use only. No part of this book may be reproduced or transmitted without publisher's prior permission. Violations will be prosecuted.

ამ წინადადების შემდეგ, ვფიქრობ რომ საეჭვო აღარ უნდა იყოს, პროგრამის (წიგნის, ელ. ვერსიის) გადაცემა დარღვევაა თუ არა.
მიუხედავად იმისა თუ მაინც არ დამეთანხმეთ (ნიშნის მოგებით არ ვწერ), დისკუსია თქვენთან საინტერესო იყო.
გამოცდებს რაც შეეხება, დიახ ჩაბარებული მაქვს რამდენიმე დონე.
ტაბუ
Taboo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8325
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 13 Nov 2014, 06:40  #42845644      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
რაც მე ინტერნეტში ვიქექე, საავტორო უფლებების შესახებ ამერიკული კანონმდებლობაში გასარკვევად smile.gif
პირველ რიგში ორივეს მადლობა გამოხმაურებისათვის, ჩემთვისაც საინტერესო იყო.
Borris
QUOTE
გავრცელება
აქაა ძაღლის თავი დამარხული. Copy, redistribution და ყველა ის ვარიანტი, რაც წიგნის გამრავლებას გულისხმობს საავტორო უფლებებითაა აკრძალული და ამიტომაა მითითებული. რაც შეეხება წიგნის თხოვებას, ამის ლეგალურობის შესახებ ინგლისურენოვან ფორუმებზეც ისმება კითხვები და არგუმენტი სწორედ ისაა, რომ საკუთარი ეგზემპლარის გადაცემა გამრავლების გარეშე სრულიად ლეგალურია. ამ პრინციპზეა აგებული ბიბლიოთეკების მუშაობა. და როგორც არგუმენტებისანჩანს, ეს ქმედება სრულიად ლეგალურია.
QUOTE
CFA მაგარ სტრანნი რამეებს ითხოვს (ხშირად არ ვეთანხმები)
გეთანხმებით smile.gif თუმცა თავიანთი ექსპლიციტური მოთხოვნები საკმაოდ ვრცლად აქვთ ახსნილი.

Distortion
QUOTE
ანიჭებთ არაკანდიდატს კონფიდენციალურ პროგრამას
პროგრამა, თავისთავად, არაა კონფიდენციალური და არ საჭიროებს აუცილებლად CFA-ზე რეგისტრაციას ამ პროგრამის გასაცნობად. არგუმენტად ეს გვერდი იყოს:
http://www.cfainstitute.org/learning/produ...curriculum.aspx
სადაც ჩანს, რომ არამემბერებსითვისაც შესაძლებელია ამ წიგნების შეძენა.
ასევე არ ითხოვს მემბერობას კაპლანის გამომცემლობა, რათა მოგყიდოთ შვესერ ნოუთები.
QUOTE
მეკობრეობა კი, ჩემი აზრით, წიგნის თუ ელექტრონული ვერსიის, ორივე მეკობრეობაა.
კი, თუ გავრცელებას შეეხება საქმე. ანუ წიგნის ასლის შექმნას. წიგნის ასლის შექმნა და ამ ასლის (და არა ორიგინალის) სხვისთის გადაცემა მეკობრეობაა და კანონის დარღვევაა იმის მიუხედავად, აპირებთ აქედან მატერიალური სარგებელი ნახოთ თუ არა.
ინტერნეტში საინტერესო ქეისები იყო განხილული გამომცმელობა Wiley-ს მიერ ამერიკულ სასამართლოში სარჩელის შეტანაზე, მისი წიგნების აზიური ქვეყნებიდან აშშ-ში უნებართვოდ გაყიდვის (და საერთოდ, შეტანის) თაობაზე. ამ წიგნებს Wiley-ს წარწერა ჰქონდათ, რომ არ შეიძლება აშშ-ში მათი ექსპორტირება (აზიის ბაზარზე უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა), თუმცა, ასეთი შემთხვევაც სერიოზული დავის საგანი გახდა და Wiley-ს ამერიკული ბიბლიოთეკები და მეორადი წიგნებით მოვაჭრე რითეილერები დაუპირისპირდნენ. მოკლედ, ასეთი რთული ქეისები ჩვენ არ შეგვეხება, რადგან CFA-ს წიგნებს ევროპაში გაყიდვის აკრძალვა არ ახლავს (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია). წიგნების (ორიგინალების) გათხოვება, გაჩუქება თუ გაყიდვა კი ნებადართულია როგორც კანონებით საავტორო უფლებების შესახებ, ისე CFA-სდან დამატებითი შეზღუდვების არარსებობით.

პ.ს. პოლემიკაში შემოვედი იმ მიზეზით, რომ თავად შევიძინე შვესერის მეორადი (ორიგინალი) სახელმძრვანელოები და პირად მაგალითზე მაინტერესებდა, ხომ არ დავარღვიე რომელიმე კანონი smile.gif თუ გაქვთ სხვა არგუმენტები, სიამოვნებით მოვისმენ და გავაგრძელებ ძიებას.

პ.პ.ს.
QUOTE
ჩაბარებული მაქვს რამდენიმე დონე.
ანუ, მესამე ლეველის კანიდატი? smile.gif ჩემი გულწრფელი აღტაცება მიიღეთ. იმედს გამოვთქვამ, მეც მალე დაგეწევით smile.gif

This post has been edited by ტაბუ on 13 Nov 2014, 07:03
Borris
♪♫


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1741
წევრი No.: 154631
რეგისტრ.: 30-September 12

გამოგზავნილია: 13 Nov 2014, 10:00  #42845980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტაბუ
რა გითხრათ, ვინც გესაუბრებათ ამ საკითხზე (Distortion-ს ვგულისხმობ) ზუსტად ვიცი მისი მაღალი კომპეტენციის დონე, მე თქვენს პროგრამას არ ვიცნობ და არც მის წესებს (რასაც ზემოთ ხსენებული პიროვნება მიყვებოდა მაგით შემოვიფარგლები smile.gif) უბრალოდ ბევრ საკითხებში, რაც წესების გადამეტებულ სიმკაცრეს შეეხება, ჩემი აზრით გადამლაშებულია, თუნდაც კალულატორის მოდელების შეზღუდვა, ფანქრით წერა (?!) და ა. შ. რაც შეეხება ვრცლად ახსნას, ეგ არ გაუჭირდებოდათ biggrin.gif
მე ACCA-ს სექტიდან ვარ. ჩემთანაც აქვთ თავიანთი უჩვეულობები, მაგრამ ეგეთი თვითგვემა არა drug.gif
ტაბუ
Taboo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8325
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 13 Nov 2014, 10:51  #42846284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Borris
QUOTE
მე ACCA-ს სექტიდან ვარ. ჩემთანაც აქვთ თავიანთი უჩვეულობები, მაგრამ ეგეთი თვითგვემა არა
biggrin.gif
QUOTE
ბევრ საკითხებში, რაც წესების გადამეტებულ სიმკაცრეს შეეხება, ჩემი აზრით გადამლაშებულია, თუნდაც კალულატორის მოდელების შეზღუდვა, ფანქრით წერა
არის ასეთი უხერხულობები, კი smile.gif
ტაბუ
Taboo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8325
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 23 Feb 2015, 16:44  #43853494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
როგორ მოეძინა ამ თემას.
ივნისში ვინმე გამოდიხართ გამოცდაზე?
ტაბუ
Taboo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8325
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 5 Jun 2015, 23:08  #44802283      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ხვალ არავინ გამოდის სტამბულში გამოცდაზე?
პ.ს. წარმატებები, ვისთვისაც Big Day-ა 6 ივნისი smile.gif
account66
ashshs shevuertdet


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1289
წევრი No.: 72341
რეგისტრ.: 26-October 08

გამოგზავნილია: 6 Jun 2015, 18:44  #44808325      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინვესტიციო ბანკში მინდა ვიმუშავო.

ამბობენ MBA ჯობიაო მაგ მხრივ. თუმცა CFA-თაც შესაძლებელია ანალიტიკოსის პოზიციიდან დაწყებაო. რას ფიქრობთ?


--------------------
chemi azrit didi mnishvneloba aqvs ashshshi sheertebas. qartuli saxelmwifos gadarchenisatvis. mxolod ase gabrwyindeba saqartvelo (imjamad ukve Georgia 2).
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0231 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]