forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (61) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ACCA, ყველაფერი მის შესახებ
makarena
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2328
წევრი No.: 43058
რეგისტრ.: 1-October 07

გამოგზავნილია: 4 Apr 2014, 18:08  #40463212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოვიდა მე-5 ნაწილის დროც და ყველას გილოცავთ ვინც სწავლობთ bis.gif

ამჟამინდელ სტუდენტებს წარმატებით გამოცდების ჩაბარებას გისურვებთ, ხოლო ვინც ახლა ერკვევა უნდა თუ არა ამ კურსების გავლა, იმედი მაქვს ეს თემა დაეხმარება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.

მაშ ასე, მცირე რამ ACCA-ს შესახებ:
The Association of Chartered Certified Accountants (ACCA) გახლავთ გლობალური პროფესიული ბუღალტრული პროგრამა, რომლის მიზანიცაა პროფესიონალი ბუღალტრების, და არა მარტო მათი, მომზადება და შესაბამისი ცოდნის მიცემა, რა თმა უნდა პროგრამა ხანგრძლივია და მოიცავს 3 ეტაპს:

I ეტაპზე (ლეველზე) ხდება 3 წიგნის (პეიპერის) ჩაბარება. ესენია:
Knowledge
F1 Accountant in Business
F2 Management Accounting
F3 Financial Accounting

II ეტაპი შედარებით გრძელი და ხანგრძლივია, შესაბამისად უფრო რთულიც, ჯამში 6 წიგნით იწონებს თავს:
Skills
F4 Corporate and Business Law
F5 Performance Management
F6 Taxation
F7 Financial Reporting
F8 Audit and Assurance
F9 Financial Management

III და ბოლო ეტაპი გახლავთ პროფესიონალური დონე, კიდე უფრო რთული მაგრამ მოქნილი, თუ რატომ ქვემოთ მოგახსენებთ:
Essentials
P1 Governance, Risk and Ethics
P2 Corporate Reporting
P3 Business Analysis
Options (two to be completed)
P4 Advanced Financial Management
P5 Advanced Performance Management
P6 Advanced Taxation
P7 Advanced Audit and Assurance

საგამოცდო სისტემა 100 ქულიანია და გამოდა ჩაბარებულად ითვლება 50% დაგროვების შემთხევაში.
მაშ ასე, დავიწყოთ პირველი ეტაპიდან. სამივე წიგნზე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში გამოცდის ჩაბარება, რაც გულისხმობს მალტიპალ ჩოისებს (ანუ რამდენიმე სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთის მითითებას). გამოცდის შედეგიც იმ წუთშივე ხდება ცნობილი, როცა სრულდება გამოცდა. გამოცდა 2 საათიანია პირველ ეტაპზე.
მეორე ეტაპზე უკვე მოემზადეთ კალიგრაფიის გაუმჯობესებაზე იმუშავოთ, რადგან მოგიწევთ ჰენდ რაითინგი, ანუ თავიდან ბოლომდე გამოცდას წერთ შესაბამის ბლანკზე. გამოცდა 3 საათიანია და პლიუს 15 წუთს რიდინგ თაიმს მოიცავს.
მესამე და დამაგვირგვინებელ ეტაპზე გვაქვს არჩევნების გაკეთების საშუალება. ანუ პირველი 3 წიგნი სავალდებულოა, რომლის ჩაბარების მერეც დარჩენილი 4-დან ირჩევა 2 ჩვენი სურვილის გათვალისწინებით. გამოცდის დრო იგივეა, თუმცა საგამოცდო საკითხებში კვლავ არჩევნის საშუალებაა, ანუ თუ მეორე ეტაპზე კითხვას ვერ გამოტოვებთ და ყველა სავალდებულოა, ბოლო ეტაპზე 4 ამოცანიდან 3 დაწერაა სავალდებულო. პირველი ამოცანა 50 ქულიანია როგორც წესი და იმას ვერ გამოტოვებთ, ხოლო დანარჩენი 3-დან ირჩევთ თქვენთვის სასურველ 2-ს.

და ბოლოს, თუ გამოცდების წარმატებით დაგვირგვინების შემდგომ, გვსურს ACCA-ს წევრობა, აუცილებელია ეთიკის ტრეინინგის ონლაინ ჩაბარება თავად საიტზევე და პლიუს სამსახურის გამოცდილების გრაფის შევსებაც, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენ თუ ბუღალტრად, ან აუდიტორად არა, რაიმე მსგავსთან მაინც გაქვთ შეხება და როგორც ვიცი წევრობისთვის 36 თვიანი სტაჟია საჭირო, როგორც მინიმუმ.

ფასებთან დაკავშირებით, აქ არ დავპოსტავ რადგან ყოველწელს იცვლება და საიტზე ნახეთ თავად ჯობია:
1.დასაწყისში იხდით რეგისტრაციის საფასურს.
2. იმ შემთხევაში თუ მოხდა თქვენი რომელიმე გამოცდიდან განთავისუფლება, თქვენივე ბექგრაუნდიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს უმეტესად პირველი დონის წიგნებიდან, ამ შემთხვევაში მაინც იხდით იმ გამოცდის საფასურს. რა თქმა უნდა გამოცდას არ ესწრებით. (ფულის მახეა რა biggrin.gif)
3. წლიური მოსაკრებელი, რომელიც შესაბამისად წლიური გადასახადია, ყოველი წლის იანვარია შესაბამისად.
4. თავად გამოცდის საფასური, რომელზეც რეგისტრირდებით და აპირებთ ჩააბაროთ.

გამოცდის საფასური დონეების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი დონე უფრო იაფია, შემდეგ ყოველ ახალ დონეზე ძვირდება.
ასევე ფასებში სხვაობაა კალენდრის რომელ მონაკვეთში გააკეთებთ რეგისტრაციას, თუ ადრე დარეგისტრირდებით, იაფია შედარებით, სტანდარტ დროზე სხვა ფასია და თუ გვიან გადაწყვეტთ რეგისტრაციას მაშინ მზად იყავი ორმაგი გადაიხადოთ.

სასწავლო მასალები:
თავად სასწავლებელი არის პასუხიმსგებელი გამოდების ჩატარებაზე, ნაწერების გასწორებაზე, და შესაბამისად შედეგების გამოცხადებაზე. მას არ ეხება თქვენი მომზადების პროცესი. თქვენ თავად უნდა მოიძიოთ მასალები და იმეცადინოთ, ან ნახოთ კერძო ან რომელიმე სასწავლო ტუტორები რაზეც მიგიწვდებათ ხელი.
თუმცა უამრავი მასალების ავტორებიდან, თავად ACCA გვირჩევს შემდეგ გამომცემლებს:
PLATINUM- BPP
GOLD- KAPLAN

როგორც წესი მასალები თითოეული წიგნისთვის იყოფა 2 წიგნად. 1) ეს არის Study text, რომელიც გვიხსნის თემებს და შიგნით პატარა მაგალითებით გვანახებს რა სურდა გადმოეცა და 2) Question kit, revision, რომელშიც მსგავსი საგამოცდო საკითხებია თავმოყრილი და რომლის მიზანიცაა პრაკტიკული უნარები დაგვიხვეწოს smile.gif

დანარჩენი კითხვები თუ გაჩნდება, არიან აქ გამოცდილი უზერები და გაგცემენ სათანადო პასუხს.

აი ესეც ოფიციალური ლინკი:
http://www.accaglobal.com/gb/en/qualificat...a/overview.html

ასევე ვისაც ოქსფორდ ბრუქს დიგრიზე ინფო სურს, მაგ საიტზევე მონახეთ ინფო, ან დასვით შეკითხვა და მზად ვარ მოგეხმაროთ (ეს უკანასკნელი მეც დამაინტერესებს, ვგონებ).

ესეც წინა თემები:
ACCA - I ნაწილი
ACCA - II ნაწილი
ACCA III ნაწილი
ACCA - IV ნაწილი

წინ ACCA-ლებო !!!!! sa.gif

ესეც წინა თემის ტოპ 10 მპოსტავები:
Borris 138
Bo-BuBu 98
Ambitious_Person 85
makarena 78
likani77 71
niana 64
grafinia79 63
ninia11 51
Fluorescent Adolescent 41
chuvak_lexo 36

გითხარი შენ უნდა გაგეხსნა ეს თემა biggrin.gif Borris

მადლობა LOLZ smile.gif

This post has been edited by makarena on 4 Apr 2014, 18:35
Borris
♪♫


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1741
წევრი No.: 154631
რეგისტრ.: 30-September 12

გამოგზავნილია: 4 Apr 2014, 18:32  #40463493      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
makarena
up.gif
ფაქტიურად გაიდი გამოგივიდა ACCA-ს.
mamuka117
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 66
წევრი No.: 136693
რეგისტრ.: 6-October 11

გამოგზავნილია: 4 Apr 2014, 20:35  #40464612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბასს 17 (იჯარის აღრიცხვა) მინდა ქართულად და თუ არსებობს ელექტრონული ვარიანტი ლინკი ჩამიგდეთ რა.
წინასწარ გიხდით მადლობას!
chuvak_lexo
კავკასიის მთების ბალღი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7217
წევრი No.: 52291
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 4 Apr 2014, 21:53  #40465621      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაიხარეთ რომ დამფლუდეთ smile.gif



მადლობა ყოველგვარი ირონიის გარეშე wink.gif

ხო ისევ: თუ ვინმეს ზედმეტი წიგნი გიგდიათ F4-ის და მათხოვებთ, გარანტიის ფურცელს მოგცემთ რომ კარგ ხელში მოხვდება და უკან დაბრუნებისას ვერ იგრძნობთ რომ ვინმე სხვას ქონდა <3


--------------------
- ###ზე დაიკიდე
- რა დავიკიდო 25 წელი მომისაჯეს

ცოლი ისეთი მახინჯი მყავს, ყაჩაღებმა მე მომტყნეს და ცოლი ცემეს

გინდა სურათი გადაგიღო? © კახა
https://www.youtube.com/watch?v=1ERP54s7-2Y#t=43

ზანგი და პიდარასტი დაძმობილდნენ
უქართველო აფხაზეთში ქვასაც უთოვლია
piltakva
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 876
წევრი No.: 101068
რეგისტრ.: 28-September 09

გამოგზავნილია: 4 Apr 2014, 22:05  #40465807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ACCA (ელ)წიგნები(ც) ინგლისურად.

აგერ იქნებ ვინმეს გამოგადგეთ!!! ACCA წიგნებია პა ანგლისკი. ; )
makarena
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2328
წევრი No.: 43058
რეგისტრ.: 1-October 07

გამოგზავნილია: 4 Apr 2014, 22:42  #40466375      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
piltakva
up.gif up.gif უბრალოდ უმეტესობა ძველი ვერსიაა.

chuvak_lexo
QUOTE
მადლობა ყოველგვარი ირონიის გარეშე

არაფრის smile.gif

ელ. ვერსია თუ გაწყობს გამოგიგზავნი



piltakva
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 876
წევრი No.: 101068
რეგისტრ.: 28-September 09

გამოგზავნილია: 5 Apr 2014, 00:56  #40468106      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
makarena
კი ორი-სამი წლისაა მაგრამ მე ამ წიგნებით 70-75 ქულები ავიღე, 99% გამომადგა ანუ პროგრამაში მხოლოდ მცირე-მცირე ცვლილებები შევიდა შემდგომ გამოცემებში...
თუმცა იქნებ ვინმემ ახალი ვერსიები იშოვოს და გაუზიაროს ხალხს, ძალიან კარგი იქნება.
ჭოლო
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2133
წევრი No.: 113980
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 5 Apr 2014, 15:05  #40471728      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა დავფიქსირდეთ
წარმატებები ყველას smile.gif
chuvak_lexo
კავკასიის მთების ბალღი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7217
წევრი No.: 52291
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 6 Apr 2014, 16:02  #40483064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ელ. ვერსია თუ გაწყობს გამოგიგზავნი

ვერა sad.gif

მაქვს დასკანერებული, კეთილმა თანაფორუმელმა ან ფბ-გვერდის მომხმარებელმა მომცა უკვე (არ მახსოვს ზუსტად)

და თუ გაქვს უშუალოდ აწყობილი მაშIნ კდიევ შეიძლება მაგრამ მეეჭვება გავქაჩო :/
Revenant
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1657
წევრი No.: 175655
რეგისტრ.: 29-October 13

გამოგზავნილია: 6 Apr 2014, 23:42  #40488861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს მქონდა პირველი შუალედური f3-ში
Bo-BuBu
Booo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5834
წევრი No.: 98104
რეგისტრ.: 19-August 09

გამოგზავნილია: 7 Apr 2014, 13:11  #40493278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კეთილი იყოს ჩემი ფეხი,

ჩაგვებარებინოს!


--------------------
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია...
Revenant
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1657
წევრი No.: 175655
რეგისტრ.: 29-October 13

გამოგზავნილია: 12 Apr 2014, 08:48  #40551610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
10 დან 8 ავიღე F3 პირველ შუალედურში bis.gif
Borris
♪♫


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1741
წევრი No.: 154631
რეგისტრ.: 30-September 12

გამოგზავნილია: 13 Apr 2014, 21:17  #40570275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Revenant
მეც smile.gif
აბა, რა ხდება? ვინ როგორ წერეთ (თუ წერეთ) შუალედურები?
Ambitious_Person
Ambitious Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8043
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 18 Apr 2014, 22:44  #40633624      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, ივნისში მაქვვს ფ7 გამოცდა ინგლისურ ენაზე
თქვენი რჩევები მჭირდება
როგორც ვიცით 5 თემაა მათგან ძირიტადი სამი საკითხია , ნოუთებად გავაკეთე იმ სამ ძირითად საკითზე (გროუპ ექაუნთი, ბალანსი-მოგება და ქეშ ფლოუ) რა უნდა ვიცოდე მაგრამ რამე რომ არ გამომრჩეს მინდ ადამეხმაროთ (ვინც ჩააბაარა და აბარებს)
როგორ ჩამოწერე ძირიტადი საკითხები და ნოუთები როგორ ააწყვეთ


--------------------
“Keep away from those who try to belittle your ambitions. Small people always do that, but the really great make you believe that you too can become great.”

“Ambition is the path to success. Persistence is the vehicle you arrive in.”

nina1992
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8137
წევრი No.: 133790
რეგისტრ.: 15-July 11

გამოგზავნილია: 20 Apr 2014, 17:48  #40650453      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ambitious_Person
QUOTE
ივნისში მაქვვს ფ7


ეგ F3 ის გაგრძელებაა როგორც ვიცი.
smile.gif
წარმატებები

კომპიუტერულს ვაბარებ წელს, F3, თეორიული თითქმის მოვრჩი და მაისში მაგალითებს ჩავუჯდები ხელახლა
ამათ კიდე ეხლა მოუნდათ გამოცდის სტილის შეცვლა, ეგ 15 ქულიანი სცენარები ძალიან მიშლის ნერვებს,
მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ დედას ვუტირებ ამ წელსაც smile.gif

ქართული მათხოვა ერთმა ფორუმელმა, არავის არ გირჩევთ, საშინელი თარგმანია
ვიფიქრე მაინც დამეხმარება, მაგრამ ერთხელ გადავშალე და მორჩა.
სასტიკადაა დამახინჯებული ტერმინოლოგია.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0267 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]