უამრავი ცნობილი კომპანიის მობილური აპლიკაცია მომხმარებლის iPhone-ის ეკრანთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოქმედებას ისე იწერს, რომ ამის შესახებ მომხმარებელს წარმოდგენაც კი არა აქვს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.
მაგალითად ლაპარაკია Air Canada-ს, Expedia-სა და Hollister-ის აპლიკაციებზე, რომელიც მომხმარებლის თითოეულ მოქმედებას თვალს ადევნებს და ამისთვის სმარტფონის მფლობელის ნებართვასაც არ ითხოვს.
რიგითმა მომხმარებელმა შესაძლოა ვერ კი წარმოიდგინონ თუ რამდენად ვრცელია მსგავსი აპლიკაციების ჩამონათვალი. ვრცელ სიაში სასტუმროები, სამოგზაურო ვებგვერდები, ავიაკომპანიები, მობილური ოპერატორები და ფინანსური ორგანიზაციები არიან.
გახშირებული კიბერთავდასხმების ფონზე კომპანიების მხრიდან მსგავსი ქმედებები საფრთხის შემცველია. რამდენიმე კვირის წინ Air Canada-ს მობილური აპლიკაციიდან ინფორმაციის გაჟონვის შედეგად 20 ათასი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა.
სტატია:
https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/95808/...iebi-unebartvod