საიდან მოვიდნენ, ვინ იყვნენ ე.წ. პროტოხეთები და როდის შეიქნმა ცენტრალურ ანატოლიაში მათი უძველესი და კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა ხეთი
ბიბლიის მიხედვით ნოეს (იმ დროის უდიდეს ქურუმ-განმანათლებელს) შუათანა ვაჟიშვილს ქამის ჰყავდა ხუთი ვაჟი: ქუში, მიცრაინი, ფუთი, ქანაანი და ხეთი.
ქართველებმა კარგად ვიცით, რომ ყველა საერთო ქართველური ტომების წინაპრები არიან ბიბლიური სემი, ქამი და იაფეტი (ნოეს შვილები) თუმცა ქართველ ტომთა საერთო დიდ წინაპრად, რატომღაც არ ვაღიარებთ ნოეს, რატომ!.. იმ ხანებში კოლხეთის ხალხმრავალი სახელმწიფო გეგმაზომიერად ითვისებდა მის გარშემო დაუსახლებელი მიწების ტერიტორიულ სივრცეებს. ხეთი თავისი ახლო ნათესავებით გადასახლდა ანატოლიის ნახევარკუნძულის შუაგულის მთიანეთში. იქ დააარსა უძველესი დედაქალაქი ხათუთაში.
ანატოლიაში ხეთის ჩასახლება მოხდა ძვ. წ. ა. დაახლოებით 6000 წ. მათი ქვეყანა უმეტესად მთაგორიანი იყო, ამიტომ ისინი საცხოვრისის, ციხესიმაგრეების და სხვა თავდაცვითი ზღუდვეების ასაშენებლად იყენებდნენ ბუნებრივ სამშენებლო მასალას უზარმაზარი ქვის ლოდების სახით და ამკობდნენ ნატიფი ხუროთმოძღვრული ორნამენტებით, ასევე გამოყენებული აქვთ ხის მასალაც, რადგან მათ ხეც ბლომად ჰქონდათ.
არქეოლოგიური წყაროებიდან ჩანს, რომ ხეთები შეუდარებელი ქვის მთლელი ოსტატები იყვნენ, განცვიფრებას იწვევს მათ მიერ შესრულებული ორნამენტების ნატიფი ფორმების და ჩუქურთმების მშვენიერება, რომელიც დღესაც ნაკლებადაა შესწავლილი. მჯერა, რომ ქართვლეი ახალგაზრდობა ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს ამ საკითხს, როგორც ჩვენი ქვეყნის შორეული წარსულის ერთ-ერთ შემადგენელ კულტურულ ფასეულობას.
ხეთები უძლეველი მეომრები ყოფილან, მათი ნათესავი-პელასგების, დორიელების, ეთრუსკების, მაკრისელების, ანუ მაკრონების, იგივე მარი-გალების, იგივე მეგრელების (კნინობითი ფორმა) და საქართველოს მთიანეთის: თუშ-ფშავ-ხევსურების, სვანების, რაჭველების მსგავსად. ხეთები თავიანთ კულტურულ დაწინაურებას ინარჩუნებენ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში და ამ კულტურულ ზეგავლენას განიცდიდნენ მეზობელი ქვეყნები: სირია, იორდანია, ლიბია, ერაყი, ფინიკია და განსაკუთრებით ეგვიპტე. სწორედ ხეთებს უნდა ვუმადლოდეთ ეგვიპტის ყვითელკანიანი რასის ხალხის დაწინაურებას ძვ. წ. ა. მესამე ათასწლეულიდან.
ძველბერძნული მითოსიდან ვიცით, რომ მზის ღვთაებას რა-ს ანუ ბერძნულად ჰელიოსს სამი ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი ჰყავდა, ყველაზე უფროსს აიეტი ერქვა და იგი კოლხეთის მეფე აიეტი გახლდათ, მომდევნო ძმა ავგიე – აგვიპტეში მოღვაწეობდა, შემდეგი იყო ცირა (ცირცეა) ბერძნულად კირკეად წოდებული, შემდეგი ქალიშვილი პასიფეა (იგი კუნძულ კრეტის მრისხანე გამგებლის ცოლი იყო) და ბოლოს, ძმა ფაეთონი, ანუ ფაეთუსა.
ძვ. წ. ა. დაახლოებით 1450 წელს ავგიეს (მარგალის ენაზე “შუქნათელი ვარსკვლავი”) ეგვიპტელებმა აქცინიუსი – მანათობელი უწოდეს. ხოლო ავგიემ ეგვიპტის მეფეებს შეარქვა კოლხური სახელები: ფა-რა- ონი, ანუ მარიგალის ენაზე ფა – ნიშნავს ფულს, სიმდიდრეს, რა – მზის ღმერთს, ონი – დიდი ნოეს მიერ აშენებული, დედამიწაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლებას ნიშნავს. ასევე სახელი რამზე: “რა” – არის მზე, “მზე” – არის რა.
ავგიე – აქცინიუსი იმდენად საპატივცემულო და დიდი ნდობით აღჭურვილი პიროვნებაა, რომ მან ურჩია ფარაონს მისი სახელისა და სულის მარადიულობისათვის აეგოთ პირამიდა. პირამიდის მშენებლობა იმ დროისათვის დაუჯერებელ მეცნიერულად მაღალ დონეზე გათვალეს კოლხმა, ხეთმა და საისელმა ასტრონომებმა, მათემატიკოსებმა და მშენებლებმა. ხუროებად, ქვის მთლელებად და სამუშაოების შემსრულებელ ზედამხედველებად მუშაობდნენ ხეთები, ხოლო დანარჩენ სამუშაოებს ასრულებდნენ ათეული ათასობით ყვითელი რასის ეგვიპტელი მუშები. სამშენებლო ქვებს მარხილებით ეზიდებოდნენ ხეთების ქვეყნიდან.
ჰეოფსის პირამიდის კედლებზე ამოკვეთილია კოლხური და ხეთური ორნამენტები, ასევე გაოცებას იწვევს მთავარ შესასვლელში ამოკვეთილი ქართული ასომთავრული ასო – რა, ანუ მზის ღმერთის სახელი.
მოგვიანებით კულტურულად და ეკონომიურად დაწინაურებულმა და მოღონიერებულმა ეგვიპტელებმა განიზრახეს თავის დაღწევა ხეთების ზეგავლენისაგან და დაიწყეს ანტი ხეთური მოძრაობა, ხეთის სინონიმად გახადეს სიავის მატარებელი მოძალადე – სეთი. ეგვიპტურ მითებში პატრიოტული ძალები მთელი ეგვიპტისა ებრძვის ამ “ავ ძალას” და იმარჯვებენ ეროვნული სულის ძალზე ახალგაზრდა ქალ-ვაჟის მეთაურობით.
ათასწლეულობის მანძილზე ხეთებმა, კოლხებმა და ყველა სხვა საერთო ქართველური ნათესაური სისხლისა და ერთნაირი გენეტიკური კოდის მატარებელმა ხალხებმა მრავალჯერ სცადეს გაერთიანებული სახელმწიფო შეექმნათ. ამაზე მიგვანიშნებს შემდეგი გაერთიანებების სახელწოდებები: ჯავა-ხეთი, მეს-ხეთი, კა-ხეთი, კუ-ხეთი, სომ-ხეთი, კოლ- ხეთი, ამ უკანასკნელში კი შედიოდა მარიგალების (მეგრელების) ქვეყანა, სადაც დღესაც არსებობს სოფელი ხეთა (ხობის რაიონი), ასევე აღმოსავლეთ საქართველოში სოფელი ხეთა, სადაც მიძინების წინ ღვთისმშობელმა გამოაგზავნა მირონის ხარშვის საიდუმლო და ამის შემდეგ ეწოდა ამ სოფელს მ-ც-ხეთა ანუ მირონ ცხებული ხეთა, და შემდგომ იგი გარდაიქმნა გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად.
ამჟამად, ხეთები ისევ სახლობენ თავიანთ უძველეს ქვეყანაში ცენტრალურ ანატოლიაში. ერთხელ ჩემი მეგობარი, დიდებული ქართველი მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ამ ქვეყანაში, მისმა გამჭრიახმა გონებამ და თვალმა კარგად გამოიცნო ხეთების მკაფიო განსხვავებულობა თურქული წარმოშობის ადამიანებისაგან, მან შეამჩნია ახოვანი, სხარტი მიხვრამოხვრის ადამიანი და შეეკითხა, ვინ იყო იგი, მან თამამად უპასუხა – მე თურქი არა ვარ, მე ხეთი ვარო და თავმომწონედ დაამატა, რომ ხეთები აქ 22 მილიონი ვართო.
დღევანდელ ხეთებს მათი ძალზედ შორეული კოლხური წარმოშობის შესახებ არაფერი ახსოვთ, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ ისტორიულ წარსულში მოხდა მათი ქვეყნის სიძლიერის შესუსტება, რაც კარგად გამოიყენეს აქ მშვიდობიანი გზით შემოსულმა თურქმენულმა ტომებმა და დაიპყრეს დაუძლურებული ქვეყანა, შემდგომ კი ხეთების მეომრული სულის გამოყენებით და ბრძოლებში მოპოვებული ალაფის გულუხვად დარიგებით შესძლეს თანდათანობით მთელი დღევანდელი თურქეთის სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ხალხების დაპყრობა და გაერთიანება, ყოველივე ამასთან თურქმენული ენისა და მუსულმანური რწმენის გავრცელება.
ამჟამად, თურქეთში 22 მილიონი ხეთი ცხოვრობს, 17 მილიონი ლაზი და ჭანი, 4,7 მილიონი “ძია ლენინის” მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის სანაცვლოდ ათათურქისათვის გადაცემული ძირძველი ქართული მიწების ტერიტორიაზე მცხოვრები ქართულად მოლაპარაკე, ქართულ ადათ-წესების მიმდევარი, ყველასგან დავიწყებული და ამჟამად უმწეო მდგომარეობაში მცხოვრები ქართველები. საერთო ჯამში თურქეთში 43,7 მილიონი ჩვენი სისხლ-ხორცით ნათესავი ხალხი ცხოვრობს. ჩვენ დაკარგული გვაქვს მათთან ურთიერთობა, მის აღდგენაზე იქნებ ჩავფიქრდეთ, რათა გავმრავლდეთ, გავძლიერდეთ და ერთად დავდგეთ ანექსიის მოყვარული, ძალმომრეობის მატარებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ.
გაზეთი “განმათავისუფლებელი”
2008, სექტემბერი, N18
მიმაგრებული სურათი