Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > კულინარიის კურსები


Posted by: italiashka 25 May 2013, 00:31
11 კლასში რომ გადავედი, დადგა ის მომენტი, როცა ჩემი მომავალი პროფეისია უნდა ამერჩია, ბევრი ფიქრის და მშობლებისგან რჩევის მიღების შემდეგ ავირჩიე ეკონომიკის ფაკულტეტი, მათემატიკა ბავშვობიდან მეხერხებოდა და არც უნდა გამჭირვებოდა ამ ფაკულტეტზე ჩარიცხვა. მართლაც ასე მოხდა 2011 წლის ეროვნულ გამოცდებში საკმაოდ მაღალი ქულები მივიღე და ჩავირიცხე თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტზე. მაგრამ, აი აქ დაიწყო გაორება ჩემში... ელემენტარული, კვერცხის შეწვის შემდეგაც ყყველა იმას მეუბნებოდა, რა კარგი ხელი გაქვსო, მეც გავთამამდი და ნელნელა სულ უფრო და უფრო ხშირად ვტრიალებდი გაზქურასთან... ძირითადად იტალიური სამზარეულო მიტაცებს, პასტა ჩემი რაციონის განუყოფელი ნაწილია, ტირამისუ კი- რჩეული დესერტი... გავიდა 2 წელი და თითქმის ყოველ დღე ინტერნეტ-საიტებზე დავძვრები და ახალ-ახალ რეცეპტებს ვეძებ... ხანდახან ისე ვერთობი სამზარეულოში ტრიალით, უნივერსიტეტიც და ჩემი მომავალი პროფესიაც მავიწყდება და მეორეხარისხოვანი ხდება... ბოლო დროს სერიოზულად დავინტერესდი კულინარიით... ამ განყოფილების ხშირი სტუმარიც ვარ, გაკვირდებით შორიდან. smile.gif) ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა. ვეძებე და მსგავსი ვერაფერი ვნახე თქვენს განყოფილებაში...
საქართველოში არის სადმე კულინარიის კურსები? სერიოზული, რამდენიმე თვიანი კურსები. ბენდუქიძის აკადემიაში ვიცი, კონკურენტი თუ ყავს ამ აკადემიას? ან ამ აკადემიაში რა ხდება? როგორი პირობებია, ფასები?

ძირითადად უფრო საზღვარგარეთ არსებული კურსები მაინტერესებს. არის ამ განყოფილებაში ვინმე, ვისაც ასეთი კურსი გავლილი აქვს? ვისაუბროთ ამ თემაზე, გავუზიაროთ ერთმანეთს სურვილები და რაც მთავარია- გამოცდილება...

დიდი მადლობა, ვინც ამხელა პოსტი წაიკითხა, და უფრო დიდი მადლობა, ვინც გამომეხმაურება smile.gif

Posted by: aschenputell-TARA 25 May 2013, 18:59
ეს მაინტერესებდა მეც და თუ ვინმემ იცით ხალხნოოოოოო გაგვიასნეთ რა!!!!

Posted by: Lieder_Tim 25 May 2013, 20:52
https://www.facebook.com/georgian.culinary.academy?fref=ts

Rtuli მასწავლებელი გეყოლებათ

Posted by: italiashka 25 May 2013, 21:14
Lieder_Tim
ეს კურსები ვიცით sad.gif ძალიან ძვირია...
მეტისმეტად...

Posted by: aloha__ 3 Jun 2013, 00:23
QUOTE
ეს მაინტერესებდა მეც და თუ ვინმემ იცით ხალხნოოოოოო გაგვიასნეთ რა!!!!


+1

მეც მაინტერესებს yes.gif

Posted by: nia4u 3 Jun 2013, 00:31
ამასწინათ მოვისმინე ტვ-ში, არის კიდევ რაღც კურსები, ფაცეზე აქვთ გვერდი,
"კულინარიუმი" ჰქვია და თეკო გაჩეჩილაძე ასწავლის
ოღონდ მეტი არაფერი ვიცი და ფაცეზე შეგიძლიათ მოძებნოთ smile.gif
http://www.culinarium.ge/ka/node/1 - აი, მათი საიტიც ვიპოვე smile.gif

Posted by: vasgogna 2 Jul 2013, 18:31
ძაან ძვირია ეგ კურსები biggrin.gif:D:D:DDD

Posted by: vasovaso92 18 Jul 2013, 12:16
მეც მინდა სწავლა მარა თან მიტყდება გოგოები რო იყვნენ და მარტო მე რო ვიყო ბიჭი და რო დამცინონ user.gif

Posted by: rtuli 18 Jul 2013, 13:25
vasovaso92
QUOTE
მეც მინდა სწავლა მარა თან მიტყდება გოგოები რო იყვნენ და მარტო მე რო ვიყო ბიჭი და რო დამცინონ

ჩემთან ჯგუფში 13 სტუდენტია ,აქედან 4 გოგოა დანარჩენი ბიჭები smile.gif
სხვა ჯგუფებში იგივე სიტუაციაა ..........

Posted by: ალექსანდრა91 18 Jul 2013, 14:07
rtuli
    შეგიძლიათ კონკრეტულად დაწეროთ, რამდენხნიანია კურსი და რა ღირს?
      მივდივარ-მოვდივარ და მაინც ეს არის მგონი ჩემი ბოლო biggrin.gif სამზარეულოში უნდა მოვკვდე yes.gif biggrin.gif

      Posted by: vasovaso92 18 Jul 2013, 14:51
      rtuli
      QUOTE
      ჩემთან ჯგუფში 13 სტუდენტია ,აქედან 4 გოგოა დანარჩენი ბიჭები სხვა ჯგუფებში იგივე სიტუაციაა

      mo.gif
      ალექსანდრა91
      წამო ერთად ვიაროთ user.gif

      Posted by: ალექსანდრა91 18 Jul 2013, 15:07
      vasovaso92
        რავიცი გოგებთან მიტყდებაო და biggrin.gif ისე მგონი ეგ სფერო თანაბრად აინტერესებთ smile.gif ბიჭებსაც და გოგოებსაც smile.gif ვისაც მართლა იზიდავს ეს სფერო მაგის გამო უკან არ უნდა დაიხიო smile.gif
          ვნახოთ აბა რა და როგორ და კი დავფიქრდები smile.gif მართლა ძაან მინდა user.gif თუ ძვირი არ არის ....
            და კიდე ერთი კითხვა... ფეისზე წერია რომ პროფესიონალი მზარეულიო (თუ რაღაც ამდაგვარი) და მოყვარულისო და ეს ხანგრძლივობით განსხვავდება ალბათ ხო? და მოყვარულს რამე დამადასტურებელ საბუტს თუ მისცემენ კურსისას?

            Posted by: vasovaso92 18 Jul 2013, 15:11
            ალექსანდრა91
            კაი პროფესიაა პროფესიონალი თუ ხარ სამსახური გარანტირებული გაქვს bis.gif

            Posted by: Mr Adam 17 Sep 2013, 10:46
            italiashka
            QUOTE
            საქართველოში არის სადმე კულინარიის კურსები? სერიოზული, რამდენიმე თვიანი კურსები. ბენდუქიძის აკადემიაში ვიცი, კონკურენტი თუ ყავს ამ აკადემიას? ან ამ აკადემიაში რა ხდება? როგორი პირობებია, ფასები?


            აი ეს მაინტერესებს მეც და ამოვწიოთ თემა.
            თქვენ გაიგეთ რამე ამ ხნის განმავლობაში?

            Posted by: selina 19 Sep 2013, 01:43
            აკადემია რომ გაიხსნა იქ არის კურსებიო, დეტალური ინორმაცია თუ იცით სამსახურის მერე თუა შესაძლებელი სიარული და სხვა წვრილმანები

            Posted by: vasovaso92 23 Sep 2013, 12:28
            რამდენ ხანში ვისწავლი ამ კულინარიის კურებს?ისე მინდა ვისწავლო რო მერე რესტორანში გავიჩითო რა მანდ რო ვიმუშაო.

            Posted by: ucxo777 24 Nov 2013, 21:29
            საქათველოს კულინარიის აკადემიაში ვინმე დადიხართ?დაწერეთრა და როგორი სიტუაცია ერთი ორი სიტყვით რა და როგორი მგომარეობა,რა ფასებია, კარგად ასწავლიან და ას შ.. რაsmile.gif

            Posted by: Sark 1 Dec 2013, 02:40
            QUOTE (vasovaso92 @ 18 Jul 2013, 12:16 )
            მეც მინდა სწავლა მარა თან მიტყდება გოგოები რო იყვნენ და მარტო მე რო ვიყო ბიჭი და რო დამცინონ user.gif

            მე ვსწავლობ ეხა რესტორანში ვარ უკვე კაი ხანია დამიჯერე 3 ქალია და 12 კაცი : lol.gif უკვე 2.თვეა ვსწავლობ მეც მიყვარს ეს საქმე და საკაიფოთ გამომდის თუ ვინმეს სურვილი აქვს და საშვალება არააქვს უნდა მივიდეს რესტორანში 300-500 ლარის ფარგლებში ყველაფერს ასწავლიან თუ თვითონ მოუნდება მარა ადვილი არარის .......
            * * *
            ხალხო დამიჯერეთ ძვირი არარის 300 ლარი თვეში, მარტო პროდუქტზე რამდენი მიდის რომელსაც ხმარობ ყველას ტავისიფი ფორმა დანა და დაფა ყველა ერთ დონეზე ხარ 100 ლარი რო იყოს კურში ყველანაირად ზარალში იქნება კოლეჯი, არის 200 ლარი გირს 1 თვიანი კურსი გამიგია მარტო გაწერინებს და ბოლოში დიპლომს გაძლევს მარა დიპლომიც არაფერია თუ არ გაქ მუშაობის პრაკტიკა და გამოცდილება
            * * *
            ucxo777
            არ დავდივარ მარა ვიცი სიტუაცია ესეტია გასწავლიან გიგიენას ისტორიას ნაბიჯების პონტია ქარტულიდან ევროპულში და ასე შემდეგ რასაც აკეთებ თვითონ უნდა ჯამო და გაფორმებასაც მარა თუ ფანტაზია არაგაქ მაინც არ გამოგივა :-) , ეხა ისეთი დროა რო გინდ დიპლომი მთავარია ხელი გქონდეს და გემოზე დასვა smile.gif

            Posted by: ucxo777 1 Dec 2013, 14:48
            Sark
            ვერ წარმოიდგენ რამხელა ფანტაზიიზ უნარი მაქვს biggrin.gif
            ესიგი მაგრად ასწავლიან და ღირს მისვლა რა ხო?,მომწონს ეს საქწმე და ძალიან მონდომებულიც ვარ, ცოტა ძვირი კია მაგრამ მთავარია დიპლომს ავიღებ და ხარისხიანადაც მეცოდინება.

            Posted by: lucius_malfoy 14 Jun 2014, 14:00
            http://www.icarus.ge/index.php/en/ smile.gif მე ეს მირჩიეს მეგობრებმა

            Posted by: klatch 16 Jun 2014, 14:24
            ჩემი ჰობია კულინარია! ისე არ მოვკვდები რომ არ ვისწავლო smile.gif

            Posted by: ალექსანდრა91 16 Jun 2014, 16:11
            QUOTE
            http://www.icarus.ge/index.php/en/    მე ეს მირჩიეს მეგობრებმა

            აქ როდიდან იწყება ხოლმე სწავლა? განაცხადი როგორ უნდა შეიტანო? სწავლა რა ღირს და ა.შ? საიტზე არ წერია :ს

            Posted by: sanfol 18 Jun 2014, 20:11
            ალექსანდრა91
            იყო უკვე გაზაფხულზე, მაგრამ შემოდგომით იქნება ალბათ კიდე მიღება და რესურსცენტრში თუ სადღაც დარეგისტრირდები, დაწერენ მოკლედ როცა იქნება და თუ პროფესიულ ტესტირებაზე ზღვარი გადალახე უფასოდ მოხვდები

            Posted by: Sally1 18 Jun 2014, 20:20
            sanfol პროფესიულ ტესტირებაში რა იგულისხმება ? smile.gif

            Posted by: sanfol 18 Jun 2014, 21:36
            QUOTE (Sally1 @ 18 Jun 2014, 20:20 )
            sanfol  პროფესიულ ტესტირებაში რა იგულისხმება ? smile.gif

            http://www.naec.ge/images/doc/SXVA/profesiuli_2014_2003.xls მზარეული იპოვეთ და უწერია რა ტესტებია, მე სულ სხვა პროფესიაზე ვარ, მაგრამ ყველა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში ასეა, ტესტებს აბარებ და თუ ზღვარი გადალახეთ ჩაირიცხებით. ესაა ბოლოს გამოცხადებულ ტესტირებაზე ინფორმაცია http://www.naec.ge/profesiuli-testireba/149-siakhleebi/3301-informacia-profesiuli-testirebis-shesakheb.html?lang=ka-GE

            მარა რასაც ვაკვირდები ყოველთვის რაღაცეებს ცვლიან აუმჯობესებენ და დაკვირვებით გაეცანით მომდევნო გამოცხადებულ რეგისტრაციას ჯერ-ჯერობით ყველაფერი წინ მიიწევს ლაგდება ვითარება, ადრეულ წლებში ბევრად რთულად იყო საქმე

            Posted by: ზურატი96 14 Aug 2014, 13:00
            ყველაზე იაფიანი და კარგი კურსი რომელია? 3 თვეზე მეტიანი რომ არ იყოს თან yes.gif

            Posted by: sanfol 13 Sep 2014, 21:53
            20 სექტემბრამდეა რეგისტრაცია კოლეჯებში ვისაც უნდა დარეგისტრირდეს

            Posted by: ზურატი96 13 Sep 2014, 23:22
            QUOTE (sanfol @ 13 Sep 2014, 22:53 )
            20 სექტემბრამდეა რეგისტრაცია კოლეჯებში ვისაც უნდა დარეგისტრირდეს

            ანუ ეგ როგორ?
            მოყვარულის დონეზე მინდა რა, შიმშილით რომ არ მოვკდე weep.gif

            Posted by: sanfol 14 Sep 2014, 09:46
            QUOTE (ზურატი96 @ 13 Sep 2014, 23:22 )
            QUOTE (sanfol @ 13 Sep 2014, 22:53 )
            20 სექტემბრამდეა რეგისტრაცია კოლეჯებში ვისაც უნდა დარეგისტრირდეს

            ანუ ეგ როგორ?
            მოყვარულის დონეზე მინდა რა, შიმშილით რომ არ მოვკდე weep.gif

            ეს http://www.naec.ge/profesiuli-testireba/149-siakhleebi/3394-profesiuli-programebisathvis-registracia-6-seqtembers-itsyeba.html?lang=ka-GE ნახე და წინა პოსტებსაც გადახედე

            Posted by: small22 20 Oct 2014, 17:46
            საერთოდ კაი სასწავლებელში რა ღირს სწავლა

            Posted by: MasterJC 18 Jan 2015, 18:23
            კულინარიის აკადემია ძვირია
            კულინარიუმი ჰობის დონეზეა და მთლად იაფია რც ეგაა

            სადმე მიდან პროფესიულ დონეზე და ასე ძვირადაც არა sad.gif

            მესმის კარგი ინგრედიენტები კარგი ძვირი ფასებიცაა....
            მაგრამ მაინც არაფერია ?

            ucxo777
            რა ქენი, დაიწყე სწავლა?


            Posted by: nia4u 18 Jan 2015, 19:26
            MasterJC
            შენ უნდა მოძებნო ვინმე კარგი მზარეული და მიებარო კერძო მოსწავლედ და ფასზე შეუთანხმდე...
            ან ჩააბარო ეროვნული გამოცდები და მიიღო სახელმწიფო დაფინანსება...
            სხვა რაღა გირჩიო, არ ვიცი...

            Posted by: MasterJC 18 Jan 2015, 19:48
            nia4u
            QUOTE
            ან ჩააბარო ეროვნული გამოცდები და მიიღო სახელმწიფო დაფინანსება...

            ესეთიც არსებობს?

            რამდენიმე ადგილზე თანაშემწედ გავაგზავნე, ამგრამ აქაური გაგებით
            მზარეულის თანაშემწე ან ჭურჭლის მრეცხავი 50-60 წლის ქალია
            ან დამლაგებელი

            სხვა დეფინიცია არა აქვთ, სულ უფასოდ ვიმუშავებდი თუ მართლა მასწავლიდნენ რამეს
            სუში ბარშI გავაგზავნე ვაკანსია და ზრდილობისთვისაც კია რ დამკავშირებია არავინ, ბონუსად ფოტოები დავურთე სამოტივაციოს, რომდ არწმუდნეთ რომ მართლა მიზიდავს და მართლა ვაკეთებ-თქო

            Posted by: nia4u 18 Jan 2015, 20:02
            MasterJC
            QUOTE
            ესეთიც არსებობს?

            კი, მაგალითად "იკაროსი" ჩვეულებრივი ტექნიკუმია, ცააბარებ გამოცდებს, აიღებ გრანტს და სწავლობ...
            ვაკანსიის დაკავება სხვაა და სწავლა სხვა.
            უნდა გაიკითხო კარგი მზარეული, რომელსაც აყავს მოსწავლეები,
            შეგიზლია რთულის კითხო, შეიძლება გირჩიოს ვინმე...
            და როგორც რეპეტიტორს, მოელაპარაკო ფასზე და ივლი მასტან სამსახურში გაკვეთილებზე,
            ოღონდ არ იუკადრისო თუ ხახვის დაჭრით ან კარტოფილის გაფრცქვნით დაგაწყებინებენ... smile.gif
            რამდენი წლის ხარ შენ?

            Posted by: vasovaso92 21 Jan 2015, 19:33
            დადიხართ ვინმე? user.gif
            -------------------------------

            Posted by: MasterJC 21 Jan 2015, 20:23
            nia4u
            28
            რაც ეგენი მიკეთებია, რა პრობლემაა, რაა მანდ უკადრისობის? smile.gif
            აქ ეგეთი არავინ მოიძებნა რომ აგიხსნას თორე smile.gif

            Posted by: კეთილი 22 Jan 2015, 21:59
            ჩემო კარგებო,პირველად ვწერ ,,კულინარიაში,, ვისაც სურს კულინარიის (მზარეულობის) შესწავლა,კოლეჯი მერმისი აცხადებს მიღებას უფასო კურსებზე ,პრაქტიკებს გაივლით ცნობილ რესტორნებში ,მე თვითონ ვსწავლობ უკვე სამი თვეა და აი ძალიან მაგარია დამიჯერეთ,ასაკი შეუზღუდავია.მინდა გითხრათ რომ იკაროსში და ამ კოლეჯში ერთი და იგივე პროგრამას გავდივართ.
            * * *
            თუ ვინმეს რამე შეკითხვა გექნებათ მომწერეთ და გიპასუხებთ
            * * *
            კოლეჯი არის გურამიშვილის მეტროსთან ახლოს, ვსწავლობთ ჩვეულებრივ ხუთი დღე. დღეში 6 საათი,თეორიასაც გავდივართ და პრაქტიკასაც (ეს საწარმოო პრაქტიკა არ არის,ის უკვე რესტორნებშია პროგრამის მერე0) ,ჩვენი სამზარეულო გვაქვს კარგად მოწყობილი, რასაც ვაკეთებთ პრეზენტაციებს ვაწყობთ და მერე ვაგემოვნებთ. დაგუგლეთ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,მერმისი,, და დაათვალიერეთ .საბუთების მიღება იწყება უკვე და სწავლა მე მგონი 1 მაისიდან .გაცდენებზე დიდი ამბებია,ანუ ვერ გააცდენთ უმიზეზოდ და ისწავლება კიდევ ინგლისური და კომპიუტერი ელემენტარულები.

            Posted by: nia4u 28 Jan 2015, 18:24
            MasterJC
            კეთილის-ს პოსტი ნახე?

            Posted by: MasterJC 28 Jan 2015, 18:46
            nia4u
            კი
            მივწერე და არ მიპასუხა


            Posted by: levvani 30 Jan 2015, 00:09
            კეთილი
            QUOTE
            კოლეჯი არის გურამიშვილის მეტროსთან ახლოს

            რა ადგილასაა კომკრეტულად დაწერე რა. ან გურამიშვილოს რა ნომერია.

            Posted by: კეთილი 30 Jan 2015, 22:25
            პირადში ვეღარ მოგწერეთ და აქ დავწერე ყველა ინფორმაცია,მის.მისამართი: დ. გურამიშვილის 72/ბ
            ტელეფონი: 2 14 78 87; 2 14 76 67 .ძველი ფოსტა იკითხეთ და მანდ არის შესახვევი და ოთხსართულიანი მინის შენობაა ახალი.ვისაც მართლა გაინტერესებთ არ ინანებთ,დღესაც ძალიან მაგარი რაღაცეები ვისწავლეთ,თევზეულის კვირა გვქონდა.რა ვიცი აბა რაღა მოგწეროთ,ისწავლით ქართულ და ევროპულ სამზარეულოს უფასოდ.შეგიძლიათ დარეკოთ კოლეჯშიც და გეტყვიან ყველაფერს.

            Posted by: ucxo777 10 Feb 2015, 13:29
            MasterJC
            არა სამწუხაროდ, ის ფული რაც აკადემიაში სწავლისთვის მქონდა გადადებული რაღაც საქმეში ჩავდე და გადავდე, ვფიქრობ სექტემბერ ოქტომბერში მაინც მოვახერხებ სწავლის დაწყებას.

            შენ რა ქენი ნახე ვინმე კარგი მასწავლებელი?

            * * *
            კეთილი
            მარტო საბუთებს შემოიტან და დაიწყებ სწავლას უფასოდ? თუ რამე გამოცდებია ჩასაბარებელი გრანტის მოსაპოვებლად

            Posted by: MasterJC 10 Feb 2015, 13:56
            კეთილი
            მადლობა
            ucxo777
            ძალიან მინდა და ვერ მოვაბი თავი რა.
            ფული იქით-აქეთ დაფრინავს და მომწოსნ და მინდა გავიგო რამდენად კარგად შევისწავლიდ ა თუ ამას საქმედაც ვაქცევ და გამოვა, მთლად უკეთესი

            Posted by: vasovaso92 10 Feb 2015, 14:27
            მარტო დიპლომი რო გქონდეს და არაფრის აზრზე რო არ იყო შეიძლება სადმე დამხმარედ დაიწყო მუშაობა რო იქ ისწავლო ყველაფერი?

            Posted by: კეთილი 18 Feb 2015, 20:12
            საბუთებს შეიტანთ და მერე ძალიან ადვილი ტესტირება არის.

            Posted by: essen 22 Feb 2015, 09:47
            https://www.facebook.com/pages/International-Training-School/333429253366005

            ეს ვნახე ინტერნეტში,მეც მაინტერესებს ვაპირებ შევიარო და გავიგო პირობები

            Posted by: MasterJC 22 Feb 2015, 11:25
            QUOTE (essen @ 22 Feb 2015, 09:47 )
            https://www.facebook.com/pages/International-Training-School/333429253366005

            ეს ვნახე ინტერნეტში,მეც მაინტერესებს ვაპირებ შევიარო და გავიგო პირობები

            გთხოვ გაგვაგებინო რა და როგორ იქნება რ smile.gif
            წარმატებები

            მემგონი მაინც გავალ კულინარიის აკადემიაში

            Posted by: OKUPANT 9 Mar 2015, 15:52
            აგრუნის კულინაარიის აკადემიაში როგორი პირობები ხომე ვერ მეტყვით?
            აზრზე არ ვარ არაფრის თუმცა მინდა ვისწავლო ეგ საქმე.

            http://agruni.edu.ge/ge/CulinaryAcademy
            აქაა ჩამონათვალი და ვერ გავიგე ამათგან რომელს გავყვე :\
            მზარეულის აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამებს
            მზარეულის სასრტიფიკატო პროფესიულ კურსებს


            პროფ კოლეჯებს ქონიატ მიღება და დავაგვიანე 5 დასრულებულა :S

            Posted by: nia4u 16 Mar 2015, 17:19
            http://myrest.ge/?m=449&news_id=425

            ნახეთ, აბა, ბავშვებო smile.gif

            Posted by: ucxo777 16 Mar 2015, 19:03
            nia4u
            გააძვირეს მაგათაც რა ფასებია :O ანუ პროფეიონალი მზარეული რო გავხდე 4050 უნდა მივიდე თუ 7 თვიანებზე? დავიბენი user.gif

            Posted by: MasterJC 16 Mar 2015, 19:24
            QUOTE (nia4u @ 16 Mar 2015, 17:19 )
            http://myrest.ge/?m=449&news_id=425

            ნახეთ, აბა, ბავშვებო smile.gif

            მადლობა ნიაჩუ

            ღმერთო მეტეორი მესროლე, სად ჯანაბაში ვიშოვო ამხელა ფული თორე გადავვარდებოდი შიგ თავფეხიანად....

            Posted by: nia4u 17 Mar 2015, 21:40
            ucxo777
            MasterJC
            კაცო, რავა თანამდებობები გინდათ თავიდანვე თქვენ?! biggrin.gif
            შეფმზარეულობას რომ მიაღწიონ, ხალხი მთელი ცხოვრება სწავლობს და წვალობს....
            შეგირდობით ან ოსტატობით დაიწყეთ და მერე ცხოვრება თვითონ გაჩვენებთ, რა უნდა ქნათ...
            MasterJC
            დაანებე წუწუნს და მეტეორებს თავი! biggrin.gif

            Posted by: MasterJC 17 Mar 2015, 23:57
            nia4u
            კარგი დავანებებ
            იმედია შევძლებ, ძალიან ძალიან მინდა
            QUOTE
            კაცო, რავა თანამდებობები გინდათ თავიდანვე თქვენ?! 
            შეფმზარეულობას რომ მიაღწიონ, ხალხი მთელი ცხოვრება სწავლობს და წვალობს....
            შეგირდობით ან ოსტატობით დაიწყეთ და მერე ცხოვრება თვითონ გაჩვენებთ, რა უნდა ქნათ...

            აბა ციდან ხომ არ დამეცემა მეტეორის ნაცვლად შეფობა? დაწყება უნდა თორე მერე გამოჩნდება რა ^_^

            Posted by: ucxo777 18 Mar 2015, 12:50
            nia4u
            ხო ანუ ეგ მაინტერესებდა საიდან უნდა დავიწყოთქო არ ვიცოდი რომელი ამერჩია აზრზე არ ვარbiggrin.gif დავიწყებ ამ ოსტატობით და მერე ვნახოთ რა. ემიგრაციაში იმედია გამომადგება ეგ პროფესია სულ არაფრს

            Posted by: giorgi661 21 Mar 2015, 07:36
            კულინარიული აკადემია ხომ არავის გაქვთ დამთავრებული >? რამდენად კარგი არის და ღირს თუ არა მანდ სწავლა.

            Posted by: giorgi661 26 Mar 2015, 17:53
            გაუმარჯოს. მაინტერესებს ხომ არ იცით სწავლის მხრიდან რომელი ჯობია , კულინარიული აკადემის თუ "იკაროსი" .

            Posted by: marrriam 29 Feb 2016, 14:29
            აგრუნის კულინარიის აკადემიის და იკაროსის გარდა სად ასწავლიან ამ პროფესიას ?

            Posted by: MasterJC 29 Feb 2016, 19:38
            მგონი ძველ თვილისში იყო რაღაც კურსები. საოჯაცო პონტში. სახლისთვის რომ გესწავლა

            იკაროსში ფიზიკურად ვერ ვახერხებ მისვლას. ერთი თვეა ვრეკავ და ავტომოპასუხე მპასუხობს. მერე ითიშება არავინ ეპატრონება. ფბ გვერდი უპატრონოდ აქვთ მიგდებული და შესაბამისად რიამე ინფოს მიღება შეუძლებელია.

            აგრუნიში რამდენიმე თვის წინ ჩავეწერე. ერთ წელზე ადრე რიგი არ მოგიწევსო. და ხან უგროვდებათ ხალხი და ხანაც. არა არასდროა იცი როგორ მოგიწევს რიგი. ორჯერ დამირეკეს და არცერთხელ არ შწმეძლო ფიზიკურად რომ დამეწყო სწავლა

            Posted by: marrriam 1 Mar 2016, 04:30
            MasterJC
            იკაროსში როგორც გავიგე მარტო შემოდგომაზე აქვთ მიღება და მანამდე გამოცდები უნდა ჩააბარო მეც ვრეკავდი არავინ მიპასუხა და მერე გავიგე ადამიანისგან რომელიც იქ სწავლობს. კარგად ასწავლიან და ძალიან კარგი ლექტორები გვყავს ჯგუფიც პატარააო და მოსწონს.
            აგრუნიდან 2 კვირის წინ დამირეკეს სავარაუდოდ 1 წლის მერე თებერვალში მოგიწევს რიგიო თუ გაწყობსო აბა რა ვიცი 1 წლის მერე რა იქნებ sleep.gif
            სერტიფიკატი მინდა თორემ ისე მზარეულისგან შემიძლია ვისწავლო

            Posted by: MasterJC 1 Mar 2016, 08:52
            marrriam
            ბიძაშვილს აქვს იკაროსში საკონდიტროზე ნასწავლი. ვერ მოვახერხე რომ დეტალურად გამოვკითხო. ისე რაც ვიცი, ასწავლეს პროპორციები და მსგავსი რამეები,და უშუალოდ ტორტები და ა.შ> მანამდე სხვისგან ჰქონდა ნასწავლი
            ისე მოვკარიი ყური, რომ თეერვალშიც უდნა ჰქონოდათ მიღება

            აგრუნის რაც შეეხება, ზმად იყავი, შეიძლება 4-6 თვეშიც კიდ აგირეკონ
            სექტემბერში შევიტანე და 1 წლის ემრ ეგიწევსო
            და დეკემბერში დამირეკეს მე

            Posted by: marrriam 1 Mar 2016, 20:10
            MasterJC
            დღეს მეც მითხრეს მარტშიც აქვთ მგონი მიღებაო მაგრამ არავინ მპასუხობს იქნებ მივიდე ხვალ და გავარკვიო ზუსტად .
            აგრუნიდან სექტემბრამდე არ დამირეკავენ და მანამდე იმდენ რამეს ვისწავლიდი დრო მენანება თან შემოდგომაზე სხვა გეგმები მაქვს

            Posted by: MasterJC 1 Mar 2016, 22:08
            QUOTE (marrriam @ 1 Mar 2016, 20:10 )
            MasterJC
            დღეს მეც მითხრეს მარტშიც აქვთ მგონი მიღებაო მაგრამ არავინ მპასუხობს იქნებ მივიდე ხვალ და გავარკვიო ზუსტად .
            აგრუნიდან სექტემბრამდე არ დამირეკავენ და მანამდე იმდენ რამეს ვისწავლიდი დრო მენანება თან შემოდგომაზე სხვა გეგმები მაქვს

            მეც ეგ პრობლემა ამქვს
            თუ მიხვალ იქნება გაიგო და მეც გამაგებინო რა.
            მე ზეგამდე მაიცნ ვერ გავთავისუფლდები

            Posted by: marrriam 2 Mar 2016, 01:18
            MasterJC

            თუ რამეს გავიგებ გაგაგებინებ შენც

            Posted by: MasterJC 27 Mar 2016, 13:19
            http://www.radikal.ru


            დღეს ვნახე სამგორში იყო გაკრული

            მე კულინარიის აკადემიაში დავრეგუსტრირდი უკვე.მოგვიანებით დავწერ მეტ ინფოს

            Posted by: MasterJC 29 Mar 2016, 10:00
            საქართვწლოს კულინარიის აკადემია
            თავისუფალი უნივერსიტეტი/ აგრარული უნივერსიტეტი
            ერთი სიტყვით ბენდუქიძის დანატოვარი.

            რეგისტრაცია: რეგისტრაციისთვის უნდა მიხვიდეთ ადგილზე. პირადობის და დიპლომ(ებ)ის ასლევი დაგჭირდებათ. სასურველია სივის მიტანაც ან ადგილზე შევსება.

            წინასწარ გეტყვიან რომ ერთი წელი მაინც მოგიწევთ რიგში დგომა სანამ თქვენი ჯერი მოვა. ჯგუფები წელიწადში ორჯერ ივსება თუმცა დიდი ალბათობით 5-6 თვეში დაგირეკავენ. შემდეგი ჯგუფის შედგენისას რადგანაც ზოგი უარს ამბობსხოლმე.

            რეგისტრაციის მერე დაგირეკავენ და გასაუბრებაზე დაგიბარებენ რომელიც სუფთა ფორმალობაა და შეიძლება ცოტა სულელური კითხვებიც კი დაგისვან.
            ამის შემდეგ მოდის საინფორმაციო შეხვედრა სადაც საკმაოდ დეტალურად გაგაცნობენ აწავლის პირობებს. გადასახადის გრაფიკს. სწავლის გრაფიკს. უფლებებსა და მოვალეობებს და ა.შ. და შწმდეგ დაიწყება სწავლა.

            ფრიად შთამბეჭდავია როგორც სამზარეულო ისე მასწავლებლების ჩამონათვალი და პირობები.

            დასაქმების 100%იანი გარანტია არ აქვთ მაგრამ თუ მონდომებით სწავლობთ ვფიქრობ დასაქმება პრობლემა არ იქნება. და გამორიცხულია ჩაწყობები.


            აბა თქვენ იცით. წარმატებები.
            და სხვა სასწავლებლებშიც თუს წავლობთ ვიბმე, ინფორმაცია დადეთ.ს ხვებს გავუადვილოთ სწავლა

            Posted by: elchi 29 Mar 2016, 10:26
            მინდოდა რაიმე "ადვილით" დავკავებულიყავი.

            წავედი კულინარების აკადემიაში და ერთი კურსი 45K ღირდა.

            შანსი არაა, ვერ გავქაჩავდი მაგდენს.

            სონომა და ნაპა ვალიიში ვიყავი, ძლივს გამომიტანეს იქიდან, ღვინის კერძო ქარხნებია, აქვთ უმარავი სახეობის ყველი და შებოლილ-დაბოლილი ხორცეული.

            მერე მივაკითხე იმ შენობას, აკადემია ჰქვია, იქ ასწავლიან კულინარიას.
            მეთქი მასტერ კლასს ჩაგიტარებთ, ოღონდაც ხარისხი უნდა მომცეთთქო.

            არაო.


            Posted by: MasterJC 1 Apr 2016, 10:25
            elchi
            აქ ჩამო და აწ ისწავლე სჯობს smile.gif.
            გუშინ მამაჩემმა სოკოს ჩაქაფული გააკეთააა. თითები ჩავიკვნიტეთ.


            მერე თუ ვინმეს დააინტერეაება რამე აკადემიაზე,მკითხეთ. სწავლას ვიწყებ და გიპასუხებთ

            marrriam
            რა გაირკვა იკაროსზე?

            Posted by: elchi 1 Apr 2016, 18:21
            MasterJC

            ეჭვი არ მეპარება, მაგარი ბომბა გამოვიდოდა.

            ქამა სოკოთი /მუქი შამპინიონით/ შილა მოსინჯე, მხეცი რამე გამოდის.

            გადავყევი მშენებლობას, კულინარიის კურსების აღება უკვე გვიანია ჩემთვის, არადა ვიცი ეგ ბიზნესი, აქ კიდევ მაგარი სახიფათოა.

            ჯერ ერთი რომ რესტორანში უნდა იცხოვრო 24/7-ზე, მერე კიდევ თუ ვინმეს კუჭი აეშალა, წავა და გიჩივლებს.

            ადრე ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე, კი მაქვს "დიდი თავი", მაგრამ წყნარად ცხოვრება ვარჩიე.

            დიდი ხანია წამოსული ვარ საქართველოდან, არ ვიცი რა სიტუაციაა ამჟამად, მაგრამ ის ვიცი რომ "ჭამა-ყლაპვის" საქმე ყოველთვის აქტუალური იქნება მანდ.

            აქვე უნდა დავამატო, ძალიან ბევრი ქვეყნის სამზარეულოს კერძები მაქვს გასინჯული.

            ჩვენები "იმინნა" გლიჯავენ.

            მეხერხება თითქმის ყველა ქართული კერძის კეთება და მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვი.

            ვარიებისგან შქმერული გავაკეთე და ტიპები გაითიშნენ.

            კაი, მეორეც იყვეს.

            ყაურმა დავუშვი ჩვენებურად მომზადებული.

            მიირთვეს და რომ გაიგეს რისგან იყო გაკეთებული, ცოტა დააკლდათ რომ არ დამბრიდეს, არადა სამ-სამი მათლაფა ურახუნეს.



            Posted by: MasterJC 1 Apr 2016, 18:51
            elchi
            ყაურმაზე და რაღაცაზე მოყევი
            დაქლიავებულები დადიოდნენ და მერე დამსდევდნენო :დ ;დ ;დ

            იცი რა გავიგე? კულინარიის აკადემიაში ცდილობენ სუფთა ქართული კერძებიც გასწავლონ
            მართლადა ქაბაბი-მწვადი-ხინკალი რომ ჰგონია ხალხს ქართულ ისამზარეულო..

            ბარბარე ჯორჯაძის წიგნი თუ გინახავს, ადრე ატვირთეს თემაში ელვერსია, ერთმა ბიჭმა იჯიგრა. მაგისი რეცეპტებიცო user.gif user.gif

            Posted by: elchi 2 Apr 2016, 11:31
            MasterJC

            წაკითხული მაქვს ის თემაც და ჯორჯაძის ჩანაწერებიც.

            სხვანაირადაა რა.

            იმიტომ ამბობენ გემოვნებაზე არ დაობენო.

            უყურე ერთ რამეს.

            გეცოდინება, თურქი მესხები რომ გადაასახლეს აზიაში, ზედ მიაყოლეს ბევრი ისეთი, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რატომ მოხდა ეგ ყველაფერი.

            გავიცანი ერთი კაცი, ვიმუშავეთ ერთად და გავაკეთებ რამეს სადილისთვისო.


            ქართველი ყოფილა.

            დაიწყო ლაპარაკი ჩვენებურად და რაღაცა მოკვდა და გაცოცხლდა ჩემში.

            ფლავი გააკეთა უზბეკურათ.

            ეგეთი გემრიელი ფლავი მე არ გამისინჯავს.

            ზემოთაც დავწერე, თითქმის ყველა სამზარეულო მაქვს დაგემოვნებული და ჩვენები ფავორიტებში იმიტომ ჩავსვი, მართლა გემრიელები არიან.

            ფრანგებს აქვთ ფანტასტიკა მენიუ, ჩინელებს და ჯაპანიზებს ცალკე ენციკლოპედია შეუძლიათ გამოუშვან.

            რატომ მეზარება წერა?

            ჯერ მარტო თევზის მენიუები აიღე, გაგარეკინებენ აზიელები.

            ზღვა გვაქვს ამის დედა ავატირე და გარტყმაში არა ვართ, რა როგორ უნდა გაკეთდეს.

            არ არის შავი ზღვა მდიდარი, მაგრამ იქ არის სახეობები, რომლებისგანაც დელიკატესების დამზადება შეიძლება.

            Posted by: MasterJC 2 Apr 2016, 12:12
            elchi
            ხომ შეიძლება, დელიკატესი არ გააკეთო, მაგრამ კარგი გააკეთO?
            ყოველ ანბიჯზეა სახინკლე და სახინკლეში არასდროს დავდივარ
            ელდეპოო და...
            ერთხელ ვიყავი, ამაშI ფულს როგორ იხდით მეთქი, კინაღამ ვაგინე ჩემს კახელ ძმაკაცს
            ხინკლის სახლია და... ისე რა
            ერთიდ ა იგივეს აკეთებს ყველა და ყველა ერთნაირად ბანძსა და უგემოვნოს.
            ერთი პერიოდი გაყინული ხინკალი მოჰქონდა ვიღაც ბიჭს. ისეთI გემრიელი იყო, განსაკუთრებით ამათ ფონზე. გაყინული ხინკალი რო მოგეწოენბა ხო იცი და ...

            ისევ სახლშI გაკეთEბული რა smile.gif
            განვითარება არ უდანთ
            ყიდულობენ და ვყიდითო
            ყიდიან და ვყიდულობთო
            და პრეტენზია თუ გაქვს და შენიშვნა,ა ქეთ შარს გდებენ

            Posted by: KickOff 2 Apr 2016, 16:45
            ხალხო რომელი ჯობია იკაროსი თუ მერმისი? ნუ რავი მეტნაკლებად რომელია უკეთესი?

            კულინარიის აკადემიის გადასახადს ვერ გავქაჩავ user.gif

            Posted by: MasterJC 2 Apr 2016, 17:20
            KickOff
            მერმისი პირველად გავიგე
            იკაროსში არ ვყოფილვარ
            ყველაფერს სჯობს თავად მიხციდე და გაესაუბრო იქაურებს და გარემოც ნახო

            იკაროსს 100% დაფინანსება აქვს ვიცი

            მარიამის პასუხს ვუცდით ახლა. თუ იყო იქნებ გვიამბოს რა პონტია იქ

            Posted by: KickOff 2 Apr 2016, 17:30
            MasterJC
            მერმისში ვიყავი დღეს, რამოდენიმე წელია არსებობენ, პროფესიული სასწავლებელია გარდა მზარეულის პროფესიისა სხვა პროფესიებიც აქვთ რა. მაგათ კურსდამთავრებულს გაკვრით ვესაუბრე, მივედი დღეს დავრეგისტრირდი გამოცდისთვის. რო რამე იკაროსში მინდოდა , მარა მიგდებული აქვთ საიტიც, ფეისბუქ გვერდიც, ტელეფონსაც რავიცი რა უნდა მოხდეს რომ აიღონ და ვეღარ გავიგე, მეთქი ასეთ უპასუხისმგებლოებს მირჩევნია წავიდე და მერმისში დავრეგისტრირდეთქო.

            დაჟე მერმისში მითხრეს იკაროსის შესახებ თუ იცითო, ამ განხრით ისიც კარგი სასწავლებელიაო და გამიკვირდა ფაქტობრივად კონკურენტზე რომ მიმითითეს biggrin.gif

            ხოდა რავი კი მივალ ორშაბათს იკაროსშიც, უბრალოდ მანამ თუ იცის ვინმემ იქნებ დაწეროს მეთქი


            QUOTE
            მარიამის პასუხს ვუცდით ახლა. თუ იყო იქნებ გვიამბოს რა პონტია იქ

            იკაროსშI უნდა მისულიყო?

            Posted by: marrriam 2 Apr 2016, 18:46
            KickOff

            ჰო იკაროსში უნდა მივსულიყავი და ორშაბათამდე გადავდე
            ეგ ნომერი მგონი საერთოდ აღარ აქვთ
            577200742 ნინო
            ამ ნომერზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ (ზუსტად არ ვიცი რას წარმოადგენს იკაროსში ეს გოგო მაგრამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ)
            ორშაბათს საღამოს დავწერ ყველაფერს რასაც მეტყვიან

            Posted by: MasterJC 2 Apr 2016, 19:14
            marrriam
            აბა შენ იცი, გაგვაგებინე რა
            და ჰკითხე ერთი, საიტი და ელეფონები მიგდებული რატომა ქვთ რა
            KickOff
            ჰო
            აი ეს გოგონაა მარიამი და იკაროსში მიდის smile.gif

            წამო, სამივე სხვადასხვ ადგილას შევიდეთ და მერე კერძები დავატოლოთ givi.gif givi.gif
            მერმისში რა გითხრეს? რა პირობეს გთავაზობენ?

            Posted by: KickOff 2 Apr 2016, 19:34
            marrriam
            გასაგებია, გელოდებით biggrin.gif

            MasterJC
            რავი მერმისში შენობა ახალია, ეხლა მიდის რემონტი კეთილმოწყობა და ამბები
            კონკურსი დიდია და დარწმუნებული ხარ რომ მართლა მანდ მაგ სპეციალობაზე გინდაო? spy.gif biggrin.gif

            რავი სხვა ისეთ არაფერი, არც მინახავ რამე, 21 აპრილსაა ღია კარის დღეო,
            ვნახოთ ორშაბათს მარიამი რა ამბებს მოგვიტანს, თუ დადებითად განეწყობა მივალ მერე მეც დავზვერავ

            Posted by: elchi 2 Apr 2016, 20:37
            MasterJC

            მანდ მქონდა ნახევარფაბრიკატების საქმე, ერთდროულად ალკოჰოლური სასმელებისაც.

            ვაკეთებდით ძეხვეულს, კუპატს, პელმენს, კიევურ კოტლეტებს, ხინკალს. და ა.შ.

            ორი ყველაზე დიდი პრობლემა იყო მაშინ.

            დაასხი-დალიე სასტავი, სუფრა ყოველთვის გაშლილი უნდა გქონოდა და მეორე.

            სინათლე-შუქი არ იყო.

            გაეთიშება რომელიმე მაღაზიას და ღამის ორზე გირეკავენ, ჰარიქა ფუჭდება ყველაფერიო.

            გაგაზავ, წაიღებ საწარმოში, ჩადებ საყინულეში და "კაროჩე" რა, ტანჯვა იყო.

            გაყინულ ხინკალს მთიული ქალბატონები გვიკეთებდნენ.
            ნუ, ახალ მომზადებულზე ბაზარი არაა.

            გაყინულს სხვა მუღამი უნდა.

            საშინლად ადუღებულ წყალში უნდა ჩაყარო, ისიც თუ ქვაბი მინიმუმ ოც ლიტრიანია, სადღაც თხუტმეტიცალი, ჩაყრაა და წარამარა უნდა ურიო ციცხვით.

            მეტს ჩაყრი და არ ამოურევ, გექნება წვნიანის სუპი.

            რავი აბა, ვატყობ რომ მონდომებული ახალგაზრდა ხარ, თუ რაიმე დაგჭირდეს, შეგიძლია შემეკითხო, მე კიდევ პასუხზე არ დაგზარდები.

            წარმატებას გისურვებ.



            Posted by: MasterJC 3 Apr 2016, 12:31
            KickOff
            არ დაიზაროთ რა
            ინფორმაცია რომ მქონოდა დროზე.ეგებ უკვე დამთავრებული მქონოდა რომელიმე სასწავლებელი
            სხვებს დავეხმარებით მაინც
            elchi
            დიდი მადლობა
            შწნი ფანი ვარ smile.gif

            რთული იქ ნება ჩემი ლექტორი smile.gif

            Posted by: marrriam 4 Apr 2016, 23:36
            ვიყავი დღეს იკაროსში
            პირველ სართულზე ზის კაცი რომელიც ინტერესდება რაზე და რატომ გინდა სწავლა, თვითონაც გირჩევს რაღაცებს მოკლედ გეუბნება წესებს და გიშვებს იმ გოგოსთან ვისთანაც უმდა დარეგისტრირდე. რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის მოწმობა. 10 ში მთავრდება რეგისტრაცია დაა რგისტრაციის მერე დამზადდება ბარათები, ბარათის წამოსაღებად რომ მიხვალთ უნდა მიიტანოთ ატესტატი ან დიპლომი და 2 ფოტო 3X4-ზე.
            120 თუ 140 ადამიანის იღებენ მზარეულის კურსებზე პირველი ეტაპი არის 7 თვიანი
            კონდიტერის კურსებზე იღებენ 40 ადამიანს და არის 14 თვიანი.
            გამოცდას აბარებთ ქიმია-ბიოლოგიასა და უნარებში.
            იკაროსი არის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ორი გაჩერების მერე
            14 და 24 ნომერი ავტობუსები გამოივლიან დიღმიდან საპირისპირო მხრიდან თუ მიდიხართ ვეფხვსა და მოყმეს რომ გაცდებით პირელივე გაჩეერებასთან ჩამოხვალთ და ხიდით გადახვალთ მოპირდაპირე მხარეს გალფის ბენზინგასამართთან და ზემოთ ადის გზა იმას აყვებით და მიხვალთ იკაროსთან.
            ააა და აქვთ 2 ცვლა დილის 9-დან 3-მდე და 3-დან 9-მდე

            Posted by: MasterJC 5 Apr 2016, 01:17
            QUOTE (marrriam @ 4 Apr 2016, 23:36 )
            ვიყავი დღეს იკაროსში
            პირველ სართულზე ზის კაცი რომელიც ინტერესდება რაზე და რატომ გინდა სწავლა, თვითონაც გირჩევს რაღაცებს მოკლედ გეუბნება წესებს და გიშვებს იმ გოგოსთან ვისთანაც უმდა დარეგისტრირდე. რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის მოწმობა. 10 ში მთავრდება რეგისტრაცია დაა რგისტრაციის მერე დამზადდება ბარათები, ბარათის წამოსაღებად რომ მიხვალთ უნდა მიიტანოთ ატესტატი ან დიპლომი და 2 ფოტო 3X4-ზე.
            120 თუ 140 ადამიანის იღებენ მზარეულის კურსებზე პირველი ეტაპი არის 7 თვიანი
            კონდიტერის კურსებზე იღებენ 40 ადამიანს და არის 14 თვიანი.
            გამოცდას აბარებთ ქიმია-ბიოლოგიასა და უნარებში.
            იკაროსი არის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ორი გაჩერების მერე
            14 და 24 ნომერი ავტობუსები გამოივლიან დიღმიდან საპირისპირო მხრიდან თუ მიდიხართ ვეფხვსა და მოყმეს რომ გაცდებით პირელივე გაჩეერებასთან ჩამოხვალთ და ხიდით გადახვალთ მოპირდაპირე მხარეს გალფის ბენზინგასამართთან და ზემოთ ადის გზა იმას აყვებით და მიხვალთ იკაროსთან.
            ააა და აქვთ 2 ცვლა დილის 9-დან 3-მდე და 3-დან 9-მდე

            up.gif up.gif up.gif

            შესანიშნავი ინფოა

            დარეგისტრირდი ხო?


            ხვალ დავწერ ყველა შთაბეჭდიელბას რაც კულინარისი აკადემიამ მომიტანა მეც.

            Posted by: marrriam 5 Apr 2016, 02:26
            MasterJC
            ჰო დავრეგისტრირდი
            კონდიტერის და მზარეულის პროფესიებზე თუ 40 ადგილის გამო იქ ვერ მოხვდი მეორეზე ისწავლიო და კაითქო :დდდ
            გარემო ნორმალურია შენობა უცნაურ ადგილასაა და უცნაურად გამოიყურება
            დიდი ხატი თუ ეკლესია იყო და მეთქი უეჭველად სხვაგან მოვხვდი საავადმყოფოა ესთქო facepalm.gif
            გარემო ნორმალურია
            და ჰოო იმ ნომერზე იმიტომ არ ირეკებოდა რომ ტელეფონი გაფუჭებული იყო და ახლა ჩაირთო დღეს მუშაობსო facepalm.gif
            ახლა ასე ჩანს რომ დიდი მინუსებიც აქვთ მაგრამ მჯერა რომ სწავლის ხარისხზე არ აისახება ეგ და მინდა გამართლდეს მოლოდინები :დდდ
            ისე ყურადღებიანები არიან და ყველაფერს კარგად გიხსნიან მაგრამ იმაზე რატომ არ ზრუნავენ რომ მისვლა მოგინდეს არ ვიცი

            Posted by: MasterJC 5 Apr 2016, 09:40
            marrriam
            ძალიანაც კარგი smile.gif
            ეგრე აკადემიაშI იმდენი პლიუსი დამხვდა და...
            პირველივე დღეს ლექცია გამიცდა..
            დაავიწყდა მენეჯერის ახალ თანაშემწეს რომ ლექტორი გაეფრთხილებინა, ბოდიშს გიხდითო, მეგონა თავისით იცოდა ლექტორმაო..
            ჰოდა საათზე ემტი ტყუილად ვიყურყუტეთ

            Posted by: KickOff 5 Apr 2016, 12:48
            marrriam
            აი ეხლა ვეღარ ვხვდები სად ჯობია სწავლა იკაროსში თუ მერმისში, იქაცაა მინუსები რაზეც ჯანდაბას დახუჭავს ადამიანი თვალს და მანდაც.
            იქ შენობა კი ახალია, მაგრამ რემონტი მიმდინარეობს და არეულობაა და down1.gif მაგრამ შენი თქმის არ იყოს მთავარია სწავლა იყოს კარგი.
            აი სწავლების მხრივ ნეტა დონე განსხვავდება? ან თუ განსხვავებაა როგორ რა კუთხით.



            Posted by: marrriam 5 Apr 2016, 13:46
            KickOff
            შენობა გარედან არის უცნაური თორემ შიგნით ნორმალურია.
            აქ სწავლობს ერთი ჩემი ნაცნობი და ძალიან მოსწონს
            მერმისზე არაფერი ვიცი სამწუხაროდ

            Posted by: KickOff 5 Apr 2016, 15:49
            marrriam
            მერმისში უკვე დარეგისტრირებული ვარ და მანდ რომ მივიდე და მანდ რომ დავრეგისტრირდე ნეტა ხო შეიძლება? mad.gif biggrin.gif

            Posted by: MasterJC 5 Apr 2016, 19:04
            KickOff
            როგორ არ შეიძლება, მაგრამ არჩევანი უნდა გააკეთო რომელში ისწავლი

            Posted by: marrriam 5 Apr 2016, 21:28
            KickOff
            რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ?
            შენ დაწერე ჰო მერმისში იკაროსზე მითხრესო ?
            აქაც რომ მივედი სანამ ის გოგო რაღაცებს აკეთებდა ბროშურა იდო მაგიდაზე და ავიღე გადავხედოთქო
            ფლორისტიკაც ისწავლებათქო თქვენთან და არა ეგ სხვა კოლეჯის ბროშურააო და ძალიან გამიკვირდა მეც

            Posted by: ney-ney 5 Apr 2016, 21:30
            კულინარიის სწავლა ძალიან საინტერესო პროცესი იქნება

            Posted by: KickOff 5 Apr 2016, 21:54
            MasterJC
            ხოდა მაგ არჩევანის წინაშე ვარ, არ ვიცი სად როგორი სწავლებაა

            marrriam
            ხო მეც ეგ გამიკვირდა ფაქტობრივად კონკურენტზე რომ მითხრა, თან ეს დაამატა იკაროსიო კონკრეტულად ამ სპეციალობაზეა ორიენტირებულიო, აქ სხვა მიმართულებებიც გვაქვსო და ეს განსხვავებააო,
            ხოდა მარტო ამ მიმართულ;ებით რომაა იკაროსში რაღაც მანდეთ მომიწევს გული, შეიძლება ეს განსხვავება არაფერშუაშია სწავლის მხრივ, მარა გავივლი მაინც

            Posted by: marrriam 6 Apr 2016, 00:24
            KickOff
            ჰო მიდი და დარეგისტრირდი შენი რა მიდის
            ტესტების ნიმუშებს გამოგიგზავნი თუ გინდა

            Posted by: MasterJC 6 Apr 2016, 13:07
            აქ ორი გოგო ზის იკაროს დამთავრებული
            ორივე სტაჟიანია და გამოცდილება ამაღლებული.
            აქაური ლექტორი ყოფილა ცოტა ხნით იკაროსშო რაღაც კონკურსზე და ცოტა საშუალებები აქვთო.
            ამ გოგოწბს ჩავეძიე და ისეთი არაფერია რა
            სწავლა კარგია
            დისციპლინა კარგია
            პროდუქტი კარგია
            ერთი იბსტრუმენტებზე და რამეა მცირე დისკომფორტი ისიც აკადემიასთან შედარებითო
            მაგალითად აკადემიაში მაწსიმალურად ინდივიდუალურია ყველაფერი. ეგ იკაროსში არ იქნება.
            თუმცა სწავლა ვისაც უნდა ყველგანაც იაწავლის

            ამ გოგოებმა თანაშემწე თუ ამგვარი დაამთავრეს და იმუშავეს მერე რამდენიმე წელი ერთმა მგონი წელიწადნახევარი მწორემ უფრო მეტი
            ახლა უფრო მაღალი დონე უნდათ. შეგირდი კი არა მზარეული. სჭირდებათ და ბარემ აქ მოვიდნენ

            მემგონი კარგ ხელში ხარფ

            გამაგებინეთ როგორ იქნება მანდ რა



            აქ ინგლისურს სწავლობ და დღეს გამიცდა. ლექტორს დედამთილი გარდაეცვალაო

            ორ დდეში სამიდან ორი ლეწცია მაქვს გსცდენილი smile.gif

            Posted by: nia4u 7 Apr 2016, 19:08
            MasterJC
            წარმატებები შენ!
            და რთული მოგვიკითხეეეე smile.gif

            Posted by: MasterJC 7 Apr 2016, 19:15
            nia4u
            მადლობა, დედიკო 2kiss.gif
            პარასკევს მაქვს პირველი ლექცია, 1 კვირაში რთულისთან jump.gif jump.gif
            მაგან მიბიძგა აკადემიაში ჩაბარებაზე თავისი რჩევებით
            * * *
            https://www.facebook.com/profesiuli?ref=br_rs
            https://www.facebook.com/icarus.ge/?ref=br_rs
            https://www.facebook.com/www.icarus.ge/?ref=br_rs
            https://www.facebook.com/პროფესიული-კოლეჯი-იკაროსი-107262366294779
            4 გვერდი ჰქონია თუ 5 იკაროსს
            და ბოლოა ნამდვილი, დანარჩენი გაუქმებულია როგორც ჩანს...
            https://www.facebook.com/schoolmermisi?ref=br_rs
            მერმისსაც რამდენიმე ფეიჯი ჰქონია..

            რა სჭირთ დალოცვიელბს, 1 იქონიონ რა

            Posted by: KickOff 9 Apr 2016, 14:44
            marrriam
            naec.ge-ზე რა ნიმუშებიცაა ეგენი ვნახე და თუ კიდე სხვები გაქვს გამომიგზავნე user.gif
            * * *
            MasterJC
            მერმისის ფეისბუქ გვერდი ეგ არ არის, ეგ სკოლა მერმისია

            https://www.facebook.com/%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9E-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-635236039924859/

            Posted by: marrriam 9 Apr 2016, 15:47
            KickOff
            მარტო ეგ მაქვს მეც
            თვითონ
            გამომიგზავნეს ლინკები რომ
            იცოდე როგორი იქნება ნახეო
            დარეგისტრირდი ?

            Posted by: KickOff 9 Apr 2016, 18:33
            marrriam
            არა იკაროსში აღარ დავრეგისტრირდი, რადგან თავიდანვე მერმისი ავირჩიე ჯანდაბას იყოს მერმისი

            Posted by: MasterJC 9 Apr 2016, 20:54
            KickOff
            marrriam
            წარმატებები ორივეს
            ვუცდი სულმოუთქმელად თქვენს შთაბეჭდილებებს

            Posted by: marrriam 9 Apr 2016, 22:56
            MasterJC
            :3 მადლობა
            1 თვეში დაიწყება ალბათ ჩემთან 20-ის მერე გამოცდები დაა მერე აღდგომა და მერე დაიწყება ალბათ :დდ

            Posted by: KickOff 9 Apr 2016, 23:24
            MasterJC
            მოგახსენებთ ემოციებს :დ

            marrriam
            23-შია გამოცდა

            Posted by: marrriam 9 Apr 2016, 23:29
            KickOff
            უი ზუსტად არ ვიცოდი დაგირეკავთ და გეტყვით 12-ის ემრეო ასე მითხრეს
            შენც იმ გამოცდებს აბარებ რასაც მე ?

            Posted by: KickOff 9 Apr 2016, 23:39
            marrriam
            ხო რავი ყველა პროფესიული სასწავლებლისთვის ეხლა ტარდება გამოცდები როგორც მე ვიცი

            http://www.naec.ge/profesiuli-testireba/149-siakhleebi/3792-profesiuli-programebisathvis-registracia-daitsyo.html?lang=ka-GE

            Posted by: nikittta 14 Apr 2016, 11:22
            სად მირჩევნდით კულინარიის კურსების გავლას?
            თბილისში....

            Posted by: nia4u 14 Apr 2016, 12:50
            nikittta
            QUOTE
            სად მირჩევნდით კულინარიის კურსების გავლას?

            ეს თემა, რომელიც მხოლოდ შვიდი გვერდია, მთლიანად მაგ საკითხს ეძღვნება
            და ბოლო გვერდებს მაინც გადაავლე თვალი smile.gif

            Posted by: MasterJC 14 Apr 2016, 12:58
            nikittta
            გააჩნია შენ რა გინდა
            დააკონკრეტე აბა უფრო

            რამდენ ხანში გიდნა დაწყება და რა დრო გაქვს სწავლისთვის
            რისი სწავლა გინდა
            რა ფასში და ა.შ.

            ჯერჯერობით სამი გვაქვს აქ სასწავლებელი
            კულინარიის აკადემია
            იკაროსი
            მერმისი

            პლიუს ზემოთ რაღაც სასწავლებლის რეკლამის ფოტო დავდე. დაუკავშირდი, გაარკვიე პირობებიდ ა გადაწყვიტე, ან რა გიდნა გვითხარიდ აე გებ შეგეშველოთ. ავად ჩვენც - მე ჯერ ახლა ვიწყებ სწავლას, 2 კვირა გადის, მარიამი და კიკოფი ელოდებიან სწავლის დაწყებას

            Posted by: marrriam 21 Apr 2016, 19:53
            KickOff
            ხვალ პრეტესტზე მისვლას აპირებ ?

            Posted by: KickOff 21 Apr 2016, 20:34
            marrriam
            რავი მემგონი მივალ, 5 საათზე მაქვს გეპეიში

            Posted by: marrriam 21 Apr 2016, 20:44
            KickOff
            მეე მეზარება და მერე დაწერე რაა რთული იყო თუ ისეთი როგორიც ნიმუშებშია რა დრო დაგჭირდა დაახლოებით და ა.შ.
            user.gif user.gif

            Posted by: MasterJC 21 Apr 2016, 23:32
            marrriam
            KickOff
            აბა რას აკეთებთ? ვუცდი თქვენს ამბებს
            ჩვენ უკვე დავკარგეთ მთელმა ჯგუფმა 2 ქულა. საკმარისი ყურადღებით არ ვუსმენდით შეფს
            ბევრ რამესაც ვსწავლობთ. როგორ მზადდდება, როცა პროცესს და აზრს იგებ,მერე უკეთესია, უფრო მოდის იდეები თავში და უკეთ იაზრებ რანაირად მზადდება პროდუქტი

            შეყვარებული ვარ ჩემს ლექტორებზე :დ :დ :დ

            Posted by: KickOff 21 Apr 2016, 23:55
            marrriam
            თუ წავედი ჩამოგიწიკწიკებ რაც იქნება mad.gif :დ

            MasterJC
            ხვალ პრეტესტია და ზეგ გამოცდა გვაქვს, მერე დავწერთ ემოციებს biggrin.gif

            Posted by: marrriam 22 Apr 2016, 00:12
            MasterJC
            მინდა რომ ჩვენც შეგვიყვარდეს user.gif
            KickOff
            კარგი ველოდები აბა რასმეს თუ ჩამოაწიკწიკებ user.gif

            Posted by: MasterJC 22 Apr 2016, 00:36
            marrriam
            KickOff
            https://www.facebook.com/events/1011512645585253/

            შემოგვიარეთ. თუ მოვახერხებ ვესტურმები მეც smile.gif
            საინტერესო ჩანს

            Posted by: soffka-86 23 Apr 2016, 07:42
            MasterJC
            შენი მშურს,მეც მინდა აკადემიაში სწავლა. user.gif მინდა კი არა ვოცნებობ love.gif

            Posted by: MasterJC 23 Apr 2016, 09:38
            soffka-86
            2012-13 წლის მერე, რაც გავიგე რომ იუზერი rtuli მანდ ასწავლიდა, დავიწყე ფიქრი აკადემიაზე. მანამდე არც მქოდნა შეხება სამზარეულოს თემასთან. ჩა/კარტოფილი/სოსისის დონეზე ვიყავი. 2 კვირაზე მეტია ჭკუაზე არ ვარ. დამღლელია მაგრამ საოცრად ასწორებს და თავად რთული მასწავლის love.gif love.gif love.gif

            ფინანსები თორე.... აქამდეც დავიწყებდი სწავლას. და ვხვდები რომ ამდენ ხანს არ უნდა მოემცადა. ნეტარებას ვიღებ მანდ სწავლით

            Posted by: soffka-86 23 Apr 2016, 10:01
            QUOTE (MasterJC @ 23 Apr 2016, 09:38 )
            soffka-86
            2012-13 წლის მერე, რაც გავიგე რომ იუზერი rtuli მანდ ასწავლიდა, დავიწყე ფიქრი აკადემიაზე. მანამდე არც მქოდნა შეხება სამზარეულოს თემასთან. ჩა/კარტოფილი/სოსისის დონეზე ვიყავი. 2 კვირაზე მეტია ჭკუაზე არ ვარ. დამღლელია მაგრამ საოცრად ასწორებს და თავად რთული მასწავლის love.gif love.gif love.gif

            ფინანსები თორე.... აქამდეც დავიწყებდი სწავლას. და ვხვდები რომ ამდენ ხანს არ უნდა მოემცადა. ნეტარებას ვიღებ მანდ სწავლით

            რთულის ფორუმიდან იცნობდი შენც? შორიდან ვეთაყვანები მაგ ქალბატონს♡ ძალიან დადებითი პიროვნება ჩანს.აქ რომ იყო ბევრჯერ საჭირო რჩევა მოუცია♡
            კარგია სწავლისგან სიამოვნებას რომ იღებ და რაც შენი ჰობია ის თუ მომავალში შენი საქმე გახდება,ამას არაფერი შეედრება♡
            მე კიდევ ფინანსების გარდა ბევრი წინაღობა მაქვს.მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ აუცილებლად მოვახერხებ..
            ძალიან დიდი წარმატებები შენ,მიყვარს მიზანდასახული ადამიანები ♡

            Posted by: KickOff 23 Apr 2016, 11:47
            marrriam
            გუშინ არ ვიყავი პრეტესტზე, თორე გეტყოდი რამეს, არ დამვიწყებია mo.gif

            წარმატებები, წავედი mad.gif biggrin.gif

            Posted by: MasterJC 23 Apr 2016, 12:07
            soffka-86
            QUOTE
            რთულის ფორუმიდან იცნობდი შენც?

            yes.gif პირადად აქაურს ალბათ მხოლდო ორს ვიცნობ. 1 აქედან გავიცანი, მეორე - გავიცანი და მერე დაიწყო აქ პოსტვა
            მესამე რთულია
            QUOTE
            ე კიდევ ფინანსების გარდა ბევრი წინაღობა მაქვს.მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ აუცილებლად მოვახერხებ..

            ოჯახი/სამუშაო/ბავშვი/ჯანმრთელობა
            ესენია ხოლმე ჩვეუელბრივ პრობლემა ფინანსების მერე :/

            KickOff
            QUOTE
            გუშინ არ ვიყავი პრეტესტზე, თორე გეტყოდი რამეს, არ დამვიწყებია 

            რატომ? მშვიდობაა? აპირებ ჩაბარებას თუ არა?

            Posted by: marrriam 23 Apr 2016, 13:17
            KickOff
            ჰო მივხვდი რომ არ წახვედი :დდდ
            QUOTE
            წავედი

            გამოცდაზე?
            წარმატება :3
            მე ვიყავი ოვედი უკვე :დდდ
            უნარებში 49 ქულა და ბიოლოგიაში 43 (42 და რაღაც რომ არ მოგატყუოთ ) :დდდდ
            მჯერა რომ 40 ადამიანში მოვხვდები და ვისწავლი

            Posted by: MasterJC 23 Apr 2016, 14:21
            marrriam
            QUOTE
            უნარებში 49 ქულა და ბიოლოგიაში 43 (42 და რაღაც რომ არ მოგატყუოთ ) :დდდდ
            მჯერა რომ 40 ადამიანში მოვხვდები და ვისწავლი

            ყოჩაღ. აბა გბალეშიკობ გულიანად.
            რამდენი იყო მაქსიმალური ქულა?
            როდის იქნება პასუხები?

            Posted by: marrriam 23 Apr 2016, 14:58
            MasterJC
            პასუხები 10 დღეში
            მაქსიმალური არ ვიცი რ იყო კითხვები დანომრილი
            მადლობა :3

            Posted by: KickOff 23 Apr 2016, 15:36
            MasterJC
            არა არ გადამიფიქრებია, ვიყავი გამოცდაზე, ეხლა მოვედი


            marrriam
            მაჯობე mad.gif biggrin.gif კარგი ქულები გაქვს.
            მე უნარებში 47.5 და ბიოლოქია-ქიმიაში 40 ავიღე.
            50 ქულაა მაქსიმალურიო.

            ჩემიც ნორმალური ქულებია, მარა ცოტა ადგილი როა რავიცი რავიცი, იმედია მოვხვდები :დ

            Posted by: MasterJC 23 Apr 2016, 15:55
            KickOff
            წარმატებები შენც
            სავარაუდოდ მსგავს ტესტებს ჩააბარებდით. ახლა ვუცდი თქვენს პასუხებს jump.gif

            Posted by: marrriam 23 Apr 2016, 15:59
            KickOff
            კარგი ქულებია ძალიან
            ვიღაცები ჩაიჭრნენ და ბევრს ძალიან დაბალი ჰქონდა
            ჩვენი ადგილი იქნება :დდ
            10 დღის მერე გკითხავ შედეგს
            წარმატება და წარმატება :3

            Posted by: martosuliqali 24 Apr 2016, 16:12
            მეც მინდა ასეთი კურსები,ოღონდ პროფესიონალურად არა ჩემთვის ანუ ოჯახისთვის და სტუმრებისთვის..
            ნუ ბენდუქიძესთან ძალიან ძვირია...
            ხო და რამე მარტივი 3-6 თვიანი კურსები და ცეცხლის ფასი რომ არ ჰქონდეს ხომ არ იცით??

            დიდ კულინარობაზე პრეტენზიები არ მექნება-ნორმალურად რომ ვისწავლო ძირითადი ჩვეულებრივი კერძების დამზადება...
            იქნებ მითხრათ ასეთი კურსები ან ვის მივმართო?

            Posted by: MasterJC 24 Apr 2016, 17:19
            martosuliqali
            წინა გვერდიც ნახე რა, რაღაც კურსების რეკლამის ფოტო მიდევს. არ დავკავშირებივარ ოღOნდ
            ბენდუქიძე ძვირია
            კდიევ არის მერმისი და იკაროსი
            ორივეს ფბ ბმულებიც წინა გვერდებზე დევს 2-3 გვერდი ნახე 2kiss.gif
            მანდ გამოცდას რომ ჩააბარებ, შანსია დაფინანსება აიღო და უფასოდ ისწავლო

            Posted by: soffka-86 25 Apr 2016, 06:35
            QUOTE (MasterJC @ 23 Apr 2016, 12:07 )
            soffka-86

            ოჯახი/სამუშაო/ბავშვი/ჯანმრთელობა
            ესენია ხოლმე ჩვეუელბრივ პრობლემა ფინანსების მერე :/


            ჯანმრთელობის გარდა ყველაფერი უკვე ხელისშემშლელია ფაქტორია რაც ჩამოთვალე..ამას ემატება ჩემი სახცხოვრებელი ადგილი.თბილისში რომ ვიყო კიდევ რაღაცას მოვიხერხებდი მაგრამ ფარხმალს არ დავყრი და ვიცი რომ მაინც მოვახერხებ მანდ სწავლას...♡
            შენ კი ძალიან დიდი წარმატებებიი...
            up.gif

            Posted by: Culinary1 3 May 2016, 19:57
            გამარჯობათ მეგობრებოო <3 პირველ რიგში გილოცავთ ვინც ჩააბარეთ და წარმატებები ყველას <3 სამწუხაროდ მე არ გამიმართლა და 0.5 ქულა დამაკლდა sad.gif ახლა გამწარებული ვეძებ რამეს რო სექტემბრამდე არ გადამიაროს იმ სიყვარულმა რასაც კულინარიის მიმართ ვგრძნობ.. აკადემიაში დავრეკე ეხლა და 2018 წლამდე ადგილები არ იქნებაოო .. მანდაც დავრეგისტრირდები ხვალ ზეგ ყოველი შემთხვევისთვის.. მარა მანამ რაღაც მინდა... რას მირჩევთ ისეთს ცოტა კარგს? ფულიც რომ იყოს გადასახდელი არ აქვს მნიშვნელობა რამდენი იქნება. ერთი ვნახე http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1197 ეს და რაღაც თვალში არ მომდის.. არანაირი ინფორმაცია არაა ინტერნეტში.. იქნებ რამე მირჩიოთ კვირის ბოლომდე თორე აქაც რეგისტრაცია კვირის ბოლომდეა და ამას მაინც არ გაუშვებ ხელიდან.. კულინარიუმი არ მინდა.. სისულელეა.. მადლობთ წინასწარ <3
            * * *
            martosuliqali
            http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1197 აბა ეს ნახე smile.gif) ნუ ოჯახისთვის და სტუმრებისთვის კარგია smile.gif

            Posted by: MasterJC 3 May 2016, 20:15
            Culinary1
            QUOTE
            0.5 ქულა დამაკლდა

            კაი რაა, ტეხავს,
            QUOTE
            2018 წლამდე ადგილები არ იქნებაოო

            არ დაუჯერო, მე სექტემბრამდე არ მიწევდა რიგი, დ აპრილშIდ ავიწყე სწავლა, დაჟე დეკემბერშიც იყო შანსი და თანხა არ მქონდა. აუცილებლად დარეგისტრირდი, იმ ჩაწერილი ხალხიდან აუცილებლად გაიფილტრება და უფრო ადრე მოგიწევს რიგი, 2018 ძალიანბ ევრია, ისე კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება კულინარია smile.gif

            ბოლო 3-4 გვერდი ნახე აბა, შედარებით აქტიური რაც იყო ის ბმულები დავყარეთ და სხვა არაფერი ვიცი ისე

            KickOff
            marrriam
            რა ხდება თქვენსკენ?

            Posted by: Culinary1 3 May 2016, 20:23
            MasterJC
            და მანდ როგორ ხდება? აი მაგალითად პირველი საფეხური რო ვისწავლო მეორესთვისაც დიდიხანი მომიწესლოდინი??? თუ ეგრევე გადავალ?
            * * *
            MasterJC
            ახლა დავრეკე შენ რომ ფოტო დადე იქ.. მგონი ეგ გამომადგება.. დროებით.
            * * *
            და რას მირჩევთ ჯგუფში დავრეგისტრირდე თუ ინდივიდუალურში?

            Posted by: MasterJC 3 May 2016, 22:01
            Culinary1
            Me kulinariis akademiashi vswavlob. Aq jgufshia yvelaferi da vswavlob. Mand AR vici rogoraa
            Shexede Ra pirobebia da rogor gawyobs. Mere chvenic gagviziare informacia

            Posted by: Culinary1 3 May 2016, 22:39
            MasterJC
            კი აუცილებლად.. და მე რა მაინტერესებს. კულინარის აკადემიაში რო პირველ საფეხურს დაავამთავრებ მეორეზე ავტომატურად გადავალ თუ როგორც ეხა უწევს ხალხს ლოდინი ისე უნდა ველოდო?

            Posted by: MasterJC 3 May 2016, 23:27
            Culinary1
            AR vici. Calkea konditeri
            Calkea shegirdi mzareulis meore da mzareulis medamesafexurevi. Shen ichev oneli ginda
            Meore avarchie me

            Lodini giwevs sanam shemdeg jgufebs AR daakompleqteben da AR momiwevs Rigi. Eg yvela shemtxvevashi moqmedebs sulertia ras aarchev. Shegirdi 3 -4 tviania da Rigi male gadis. Mzareulis 7-8 da ufro didi rigicaa

            Posted by: elchi 4 May 2016, 09:39
            MasterJC

            მასტერ, რა თანხა დაჯდება ნორმალური კულინარიული განათლება რომ მიიღო საქართველოში?

            ვგულისხმობ ყველანაირ გადასახადს.

            მარტო სწავლას არა, ახალგაზრდას საცხოვრებელი და ჭამა-სმა სჭირდება, უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო რომ ვინმესთან ერთად გაერთოს, ასევე სპორტით იყვეს დაკავებული და ა.შ.

            აი ჩამოვიდა სოფლიდან გოგო/ბიჭი და უნდა ისწავლოს კულინარის ხელობა, რა პირობები დახვდება?

            არ ვიცი რა მდგომარეობაა მაგ მხრივ, ამიტომ გეკითხები.

            არ დაიზარო და მიპასუხე შენებურად.

            Posted by: MasterJC 4 May 2016, 11:34
            elchi
            AR vici. Sagamos dagiwer vrcel pasuxs. Maqvs varaudebi smile.gif

            Axla leqciaze var

            Posted by: Culinary1 4 May 2016, 12:25
            MasterJC
            აბა მეც გელოდები <3 ოგონდ კულინარიის აკადემიის გარდა.. თუა რამე სხვა მაგალითად ვინმე კარგ მზარეულზე მიბარება ან სვა რამე ეგეთი..

            Posted by: MasterJC 4 May 2016, 14:21
            elchi
            Avigot kulinariis akademia. Mzareulis meore done. Gadasaxadi 2650 lari. Pirveli tve 400, yvela danarcheni 375
            Binis qira da mgzavrobis safasuri ertmanetzea damokidebuli. Didubidan avtobusit asvla wamosvla 1 lari dgeshi. Plius Ra transporter dadixart. Metro AR itvleba.metros mere avtobusit an piriqit ufasoa ragac dro.

            Bina - ubnis mixedvit sxvadasxva fasia. 300 da zemot albat an gareubnebshi kerdzoebshi naklebi samagierod gzas gagidzvirebs.

            Sportdarbazi ufasoa akademia moswavleebistvis. Ufasod sargeblob.
            Auzic.

            Gartoba. Gaachnia rogor ertobi. Sityvaze kinoshi wasvla 10 laris farglebshia. Aris aqciis dgeebi Roca naklebi.
            Teatri 10_15 lari daqxlowbit.
            Swavlis tavidqn 4 dgea kvirashi mere 5
            Sheidzleba 6 dgec gaxdes AR vici.

            Chama - gaachnia survilebs. Magalitad akademiashi aria aseti wesi. 5 Lars gadavixdida dilit. Da dgis ganmavlobashi ramdenjerme ginda shedi da RAC ginda chame iqidanrac studentebma moamzades. Nu gemoze pretebzia AR miigeba. Sheidzleba gawyobdes adamiani. Leqciaze. Varjishi. Chama ert adgilas gigirdes.
            Jafeebi - nayini quchashi 50-60 tetridanaa chamosasxmeli sadgac 1 laridan zemot.
            Sanayineebi magalitad gelato an luka polare poecia 2.50-5 laramdea. Es vinmes tu epatojebi. Mgoni sworad maxsovs faswbi. Jafeebi chai da yava araa iafi. Tu gagimartka sadme 1 lari yava. Ise ki meti girs.

            Saxinkkeshi taviisfasebia. saxachapureshi da kafeebshic. Magalitad Leila. Dzalian magari kafea vegetarianuli. Mand ori adamiani daqxlowbit 35-40 Lara tovebs. Rame kerdzi plius chai an yava Ra.
            Sxvagan cota meti an naklebi.makdonaldsi daqxlowbit 5 laramdea erti shesvla Fri da kola ro aii an meti mebius gaachnia.
            Nu kaci varjishobde fast fudis dedac DD
            Deni gazi wyali gadasaxadi sxvadasxva. Rogor daxarjav.
            Internet. Tu wifi ginda mashin albat 20 laris farglebshia iqneba paketi.mobiluri internet sxva faisa. Magalitad 5 laras 1+GB. Vyidulib da mrcheba xolme.

            Taqsi 3 larianicaa da kerdzowbic. Anu gamodzaxeba 3 girs plius gza Ra dajdeba. Umetes metroebamde misvla 4-6 lari jdeba. Gaachnia ramdenad shoes xar metrodan. Tbilisi's erti bolodan meoreshi gasvla 20*25
            Kide Ra gainteresebs?

            Posted by: elchi 4 May 2016, 14:34
            MasterJC

            შენ გაიხარე.

            კი ვკითხულობ ამ ფორუმს და სხვა ქართულ ენოვანებსაც, მაგრამ არ ვიცოდი ასე დაწვრილებით, როგორც შენ ჩამოთვალე.

            სიმართლე უნდა გითხრა, თუ გავითვალისწინებთ ახალგაზრდის შემოსავალს, ძალიან ძვირი ყოფილა ცხოვრება.

            როგორ არ მაქვს შეკითხვები, შენზე უკეთესი მოპასუხე ვინ იქნება?

            არის რაიმე პროგრამები, რომ ასეთი მოწადინებული ახალგაზრდები დაფინანსდნენ?

            იცი რას ვგულისხმობ, შეტენილი ტიპები რომ არ გაეძრონ მაგ პროგრამებზე და დიდი წურბელები არ გაიზარდნონ?

            ეყოლებათ ვინმე მაკონტროლებელი, რომ "იმინნა" მიაწვნენ და ხელობა შეისწავლონ?

            Posted by: Culinary1 4 May 2016, 16:04
            MasterJC,
            elchi,
            კაროჩე ჩემმა ახლობელმა მითხრა ჩემი ჯგუფელი იყოო.. რუსეთში წასულა რომელიღაც რესტორნის შეფს მიბარებია და ყველაფერი იმას უსწავლებია 16 წლის ასაკიდან მერე სამი თვე ამ შეფს გაუშვია კურსებზე სადღაც კოლეჯში. და ახლა საკუთარი რესტორანიც აქ და შეფიცა რუსეთის ერთ ერთ რესტორანში.. თურმე რუსეთში სულ 17,18,19 და ჰაჰა 20 წლის ბიჭები არიან შეფები კარგ რესტორნებში.. ხოდა რატო ვთქვი ეს... რაგაც კოლეჯის გახსნა მინდაო იმ ბიჭმა ასევე გაცვლითი კურსებითო უცხოეთშიო.. წელს მინდოდაო და არ გამომივიდაო... თან დაბალი ფასებიც იქნებაო... რავი მე ველოდები და თუ გაიხსნა მოხარულიც ვიქნები..

            Posted by: MasterJC 4 May 2016, 16:04
            elchi
            Dafinansebis ambavi AR vici. Mgoni tavisufals tu romeligacas hqonda ufasod aswavlidnenda mere ixdida students turagac. Magrmaeg ucxourebshia aq AR vici. Tavs ver davdeb ROM rsebobs a AR arsebobs. Wlebis win vikitze da magistraturis swaclaze banki idzleva sesxs. Dafinansebis Mata eg aris marazmia. Imis nacvlad je iseavleo da mere gadqixado. Tan gadaxda Anu godzvireben da magistraturis fuli tu gaq banki rad ginda.

            Makontrolebeli shen xar da gamocda

            Dafinansebis kontrolzearaferi vici. Swavlis xarisxs tavad akademia akontroleba.
            Akademiis dafinansebis AR mosula. Ikaross aqvs sqxelmwifo dafinansebis gamocdit tu aigeb
            * * *
            Culinary1
            QUOTE
            აბა მეც გელოდები <3 ოგონდ კულინარიის აკადემიის გარდა.. თუა რამე სხვა მაგალითად ვინმე კარგ მზარეულზე მიბარება ან სვა რამე ეგეთი..
            ბოდიშI, ვერ გიპასუხე. ტელეფონით ვიყავი, თანაც სხვისით და დავიტანჯე ასოების აკრეფაზე smile.gif

            არ ვიცი სამწუხაროდ, თავად ემც ვსწავლობ და არ მეგუელბა ეგეთი ვინმე.
            მაგალითად საზღვარგარეთ, თუდნაც მოსკოვშI ვიცი რომ ხდება ეგეთბიც, ტიპები მიდიან ისე რა რესტორნებშI ან დასტავკებშIდ ა უფასოდ სთოვენ მUშაობას ოღOნდ რაღაცეები გვასწავლეთო, ერთ მხარესაც აწყობს და მეორესაც, თუმცა ისეც ხდება, რომრ აღაც დონის იქით სპეციალურად არ ასწავლიან შეგირდებს. უფასო დამხმარე ან ფასიანი რუჩევნიათ< ვიდრე თავიანთი კონკურენტი გამოზარდონ,ე გეთი ვიწრო ხედვის არეც არსებობს.
            ჩვენთან არ ვიცი რა ხდება მაგ მხრივ

            QUOTE
            კი აუცილებლად.. და მე რა მაინტერესებს. კულინარის აკადემიაში რო პირველ საფეხურს დაავამთავრებ მეორეზე ავტომატურად გადავალ თუ როგორც ეხა უწევს ხალხს ლოდინი ისე უნდა ველოდო?

            https://www.facebook.com/georgian.culinary.academy/?fref=ts
            მისწერე ან დაურეკე და დეტალურად აგიხსნიან.

            Posted by: KickOff 7 May 2016, 23:06
            MasterJC
            QUOTE
            რა ხდება თქვენსკენ?

            ჩავირიცხე, 11-ის ჩათვლით საბუთებია მისატანი და 16-ში იწყება სწავლა.
            ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე 10 დღეში მოგახსენებთ boli.gif

            Posted by: MasterJC 8 May 2016, 00:21
            KickOff
            Yochag.
            Me meore tveshi otxi sagani damimates ertad da male gamocdebic meqneba.

            Auu higienis swavla daviwyeb. Produqtis shenaxvas momzadebis calkea da a.sh. iset rameebs gvixnsian da gvanaxeben. Kursis bolos tavs moviklav. Martla araferi ichmeva Ra...

            Posted by: KickOff 21 Jun 2016, 17:43
            MasterJC
            დავიწყე სწავლა, კულინარებს გვიან დაგვეწყო, 3 კვირაა რაც ვსწავლობ, ჯერ მარტო თეორიულად.
            ამ კვირაში დავიწყეთ პრაქტიკები, ყველას საკუთარი ულუფა გვაქვს და ჩვენით ვაკეთებთ-ვწვალობთ და კაია მომწონს biggrin.gif

            Posted by: MasterJC 21 Jun 2016, 18:10
            KickOff
            ყოჩაღ
            თუ არ დაიზარებ რასაც გააკეთებთ, ფოტო გადაუღე და ატვირთე smile.gif
            ჩვენ უკვე პირველი შუალედურო გვქონდა მომზადების ტექნოლოგოაშო და მალე ქართულ სამზარეულოშოც გვექნება.
            მეტნაკლებად კაი სასტავია. რეცეპტევიც დავაგროვე და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე

            კულინარიის ისტორია
            სერვორება
            კვების ტექნოლოგია
            მომზადების ტექნოლოგია
            ინგლისური ენა
            აიტი - საოფისე პროგრამები
            კალკულაცია
            ჰიგიენა
            ქართული სამზარეულო

            ამწუთას ამ საგნწბს გავდივარ smile.gif

            Posted by: HugoChavez 22 Jun 2016, 22:14
            KickOff
            KickOff
            MasterJC
            გამარჯობათ

            საქართველოში არის რაიმე მოკლევადიანი კურსები?
            ბენდუქიძეს ვერ გავქაჩავ ფულის პონტში
            ან ეს მერმისი და მეორე სასწავლებელი რა ჯდება როდის ჩავეწერები მთელი თემა წავიკითხწე და ამათ გარდა არ არის არაფერი?

            Posted by: MasterJC 22 Jun 2016, 22:57
            HugoChavez
            ბმულებზე გადადი და კონტაქტზე გადი
            ვერ გეტყვი. არ ვიცი

            აკადემიას სამთვიანი კურსებიც აქვს შეგირდის
            ფასი არ ვიცი

            ფბ მიწერე და გეტყვიან


            Posted by: HugoChavez 25 Jun 2016, 00:45
            KickOff
            შენ იკარუსში სწავლობ?

            MasterJC
            მადლობა <3

            Posted by: anamaria77 28 Jun 2016, 01:10
            საზღვარგარეთ უფასო კულინარიის კურსები არსებობს ?

            Posted by: sofleli1991 25 Jul 2016, 18:43
            ვმუშაობ საბანკეტო დარბაზში მტავა მზაეულად დამხმარე ვიყავი და წავიდა ვინციყო მზაეული ახლახანს გავედდი ამ პოზიციაზე სად შეიძლება ომ ავიღო შესაბამისი სერთიფიკატი ისე მჭირდება მომავლისთვის სადაც გაცდენაც შესაძლებელი იქნება და ნაკლებიც იქნება გადასახადი ერთი სიტყვით მხოლოდ სერთიფიკატი რომ მომცენნ დანარჩენიაც მჭირდება მე ვიციი smile.gif

            Posted by: MasterJC 25 Jul 2016, 19:06
            sofleli1991
            კულინარიის აკადემიაში მაგას არ იზავენ. თუ არ ივლი და არ ჩააბარებ ვერაფერს ვერ მიიღებ. მემგონი იკაროსშიც ასეა. სჯობს შეათავსო და ისე ისწავლო.

            აროს აქ ეგეთი ხალხიც თან სწავლობენ და თან მუშაობენ

            anamaria77
            უფასო არა მგონია სადმე იყოს
            შეიძლება რამე სოცპროგრამა არსევოვდეს პროფ გადამზადების

            Posted by: tamuska 26 Jul 2016, 16:41
            და რამდენ ხანს გრძელდება სწავლება აკადემიაში? 1წელი ?

            Posted by: MasterJC 26 Jul 2016, 16:52
            tamuska
            კურსს გააჩნია
            შეგირდი 3 თვე მგონი
            ოსტატი - 6
            მზარეულის მეორე და მესამე საფეხურები 7-8 თვე
            პლიუს თუ დასვენებები დაე თხვა ან რაინე მიზეზით მოხდა რომ გაცდა ლექცია, შესაძლებელია დრომ ცოტა გაიწიოს
            აგვისტოში აუცილებლად დასვენებაა 1 თვე. წელს 20 აგვისტოდან სექტწმბრის შუა რიცხვებამდე და ესეც ზრდის დროს.
            კონდიტერიის დრო არ ვიცი მგონი 6-7 თვე

            Posted by: tamuska 28 Jul 2016, 19:25
            MasterJC
            დიდი მადლობა ,კიდევ ერთი კითხვა მეგობარს უნდა სწავლა და რომელს ურჩევდი როგორც გამოცდილი ამ სფეროში? კერძოდ გემზე წასვლას აპირებს,ანუ იქ დაევალება 10კაციანი ეკიპაჟისთვის საჭმლის მომზადება,ალბათ მზარეულის მეორე საფეხური ხო ? და ეხლა კიდევ საერთოდ აზრზე არ არის მომზადების და ეგეთს მიიღებენ? ))

            Posted by: MasterJC 28 Jul 2016, 19:37
            tamuska
            კულინარიის აკადემიაშI მივიდეს და გაესაუბროს. იქ აუხსნიან რა სჯობს მისთვის და შესაბამისსაც ურჩევენ smile.gif

            ის კი ვიცი, რომ 2 წლის წინ აეროპორტების მომსახურება დაამატეს სწავლებას, მანმადე არავის დასჭირვებია,დ ა ერთხელ ივენთზე მოსთხოვეს აეროპორტშI კურსდამთავრებულების გაგზავნა და არავინ იცოდა იქ რა წესები იყო smile.gif
            ჰოდა გემებზეც ექნებათ რამე ინფო smile.gif

            Posted by: sofleli1991 31 Jul 2016, 08:52
            QUOTE (MasterJC @ 25 Jul 2016, 19:06 )
            sofleli1991
            კულინარიის აკადემიაში მაგას არ იზავენ. თუ არ ივლი და არ ჩააბარებ ვერაფერს ვერ მიიღებ. მემგონი იკაროსშიც ასეა. სჯობს შეათავსო და ისე ისწავლო.

            აროს აქ ეგეთი ხალხიც თან სწავლობენ და თან მუშაობენ

            anamaria77
            უფასო არა მგონია სადმე იყოს
            შეიძლება რამე სოცპროგრამა არსევოვდეს პროფ გადამზადების

            ეს აროსი სად ვნახო საიტი ხომარიცი მათი?

            Posted by: MasterJC 31 Jul 2016, 14:47
            sofleli1991
            იკაროსი
            ფბ გვერდი აქვს რამდებიმე და საირიც
            ოღონდ ფბ გვერდებს დახედე. ერთია აქტიური მარტო და იქ უწერიათ ტელეფონიც რო დარეკო

            ეინა გვერდებზე დავდე სადღაც კოორდინატები. ახლა ტელეფონით ვარ და ვერ გინახავ. იქნებ შენ ნახო ბოლო 4-7 გვერდი. ლინკებიცაა იქ

            Posted by: veko25 22 Aug 2016, 14:11
            საზღვარგარეთ მოკლევადიან კურსებზე თუ იცით რამე???

            Posted by: castiell 8 Sep 2016, 23:44
            QUOTE (KickOff @ 7 May 2016, 23:06 )
            MasterJC
            QUOTE
            რა ხდება თქვენსკენ?

            ჩავირიცხე, 11-ის ჩათვლით საბუთებია მისატანი და 16-ში იწყება სწავლა.
            ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე 10 დღეში მოგახსენებთ boli.gif

            ვინმე მერმისში თუ სწავლობს მომწერეთ რა 555 447 417 :/

            Posted by: nia4u 4 Oct 2016, 00:00
            ა, ბატონო, ისწავლეთ, სწავლის მძებნელნო...
            100 პროცენტიანი გრანტები გაიცემა...
            პროფესიული პროგრამებისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება...
            http://www1.naec.ge/profesiuli-testireba/149-siakhleebi/3901-profesiuli-programebisathvis-registracia-daitsyo.html?lang=ka-GE

            Posted by: Spieler28 2 Dec 2016, 20:04
            იკარუსის დედას ######,პროფესორი უნდა იყო კულინარია რომ ისწავლო ???? 70 ქულა ავიგე ჯამში კარგი ქულა არის,საშუალოზე ბევრად მაღალი და ზღვარი 77 იყო facepalm.gif ვინმემ რამე კურსები ხო არ იცით სადაც მილიონები არ არის გადასახდელი ?

            Posted by: MasterJC 2 Dec 2016, 23:30
            Spieler28
            QUOTE
            იკარუსის დედას ######,პროფესორი უნდა იყო კულინარია რომ ისწავლო ???? 70 ქულა ავიგე ჯამში კარგი ქულა არის,საშუალოზე ბევრად მაღალი და ზღვარი 77 იყო  ვინმემ რამე კურსები ხო არ იცით სადაც მილიონები არ არის გადასახდელი ?

            ეგეთი რამე არასდროს გამიგია

            რისი ქულა, რა ქულა
            ეგებ უფრო მეტად ააკონკრეტო?
            მე კულინარისი აკადემიაში ვამთავრებ უკვე სწავლას დ ამთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ

            ყველა საგანი ცალცალკე ფასდება და გამსვლელი ქულა სტანდარტულია, 51+

            Posted by: nia4u 3 Dec 2016, 16:50
            MasterJC

            როგორ ხარ?
            ეროვნული გამოცდები ჩაბარდა პროფესიულებში მისაღები, მაგის ქულაა ალბათ...

            ისე, მეც მაინტერესებს, შენთან, აკადემიაში რამდენწლიანია თუ თვიანია და რა ღირს?
            6 თვიანები ან სამთვიანები არის?ან ეგ რა ღირს?

            პ.ს. რითი გავერთო აღარ ვიცი...

            Spieler28
            ვერ მოხვდი თუ დაფინანსება ვერ აიღე?
            მანდ რა ღირს ისე, შენ რომ გადაიხადო?


            Posted by: MasterJC 3 Dec 2016, 16:58
            nia4u
            მადლობა, კარგად ვარ
            სწავლსი ბოლოში გავედით და იზმენები მაქვს biggrin.gif

            სამშაბათსაა მსოფლიო სამზარეულოს მეორე შუალედური, აზიურ სამზარეულოში და ყველას გულყრა გვაქვს biggrin.gif
            QUOTE
            ისე, მეც მაინტერესებს, შენთან, აკადემიაში რამდენწლიანია თუ თვიანია და რა ღირს?
            6 თვიანები ან სამთვიანები არის?ან ეგ რა ღირს?

            3 თვიანიდან ზემOთ, მგონი 3 და 6 ან 7 თვიანებია

            წელს რეორგანიზაცია გააკეთეს
            ადრე იყო კონდიტერი, მშეგირდი, ოსტატი, მზარეული-2, ზმარეული-3
            ახლა შეცვალეს და იქნება
            კონდიტერი, სასერტიფიკატო, მზარეული
            ჰოდა ახალი ბუკლეტები ჯერ არ დაუბეჭდიათ
            ფბ-ზე ტელეფონი უდევთ და თუ დაურეკავ, კვირის გარდა ყოველდღე მუშაობენდ ა ჩაგაყენებენ საქმის კრუსშI, ან ფბ-ზეც შეგიძლია რომ მისწერო

            QUOTE
            რითი გავერთო აღარ ვიცი

            რემონტი მორჩა და საქმე გამოგელია? 2kiss.gif

            Posted by: chicharitooo14 13 Jan 2017, 03:35
            KickOff
            MasterJC
            marrriam

            გამარჯობა. მოკლედ კულინარიის აკადემიაში დავრეგისტრიტდი 1 თვის წინ და მითხრეს 2019 წლის მაისამდე მოგიწევს ლოდინიო. ხოდა მანამდე არ მინდა რომ დრო ტყუილად დავკარგო და რამე მირჩიეთ. ან მერმისში, ან იკაროსში როგორ ხდება მოხვედრა? რა გამოცდებია ჩასაბარებელი თუ იცით? მადლობა წინასწარ

            Posted by: MasterJC 24 Mar 2017, 21:18
            ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ 2017 წლის საგაზაფხულო მიღება იწყება ა/წ 27 მარტიდან - 8 აპრილის ჩათვლით შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე :
            • მზარეული - II საფეხური - 7 თვე;
            • მზარეული -III საფეხური-7 თვე;
            • კონდიტერი -III საფეხური- 14 თვე;
            • სასტუმრო საქმის მწარმოებელი -III საფეხური- 9 თვე;
            • სარესტორნო საქმის მწარმოებელი -III საფეხური- 7 თვე;
            • გიდი -III საფეხური-9 თვე;
            • ტურ- ოპერატორი - III საფეხური-9 თვე ;
            • სომელიე- III საფეხური- 7 თვე;
            • ბართენდერი - III საფეხური-13 თვე;
            • კონსულტანტ- გამყიდველი - III საფეხური-13 თვე.
            ⚪⚪⚪⚪⚪⚪⚪⚪⚪⚪⚪⚪⚪⚪⚪⚪⚪
            მისამართი: თბილისი, მარშალ გელოვანის # 4
            რეგისტრაციისთვის თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი.



            https://www.facebook.com/პროფესიული-კოლეჯი-იკაროსი-107262366294779/

            Posted by: nia4u 15 Oct 2017, 17:03
            ონლაინ კურსებს გადავაწყდი, საბაზო საკონდიტრო კურსია,
            უფასო ადგილებიც აქვთ...
            16 ოქტომბრიდან იწყება სწავლა.
            შეიძლება ვინმეს დააინტერესოს...
            http://bakerschool.ru/basic?utm_source=yandex&utm_medium=cpc&utm_campaign=yandex-konditer-shkola-rsy-mir&utm_content=tg-ad&utm_term=%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%B4%D0%B8%D1%82%D0%B5%D1%80%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B5%20%D0%BA%D1%83%D1%80%D1%81%D1%8B%20%D0%BE%D0%BD%D0%BB%D0%B0%D0%B9%D0%BD&yclid=6082192499598958828

            Posted by: mediavenus.com 13 Nov 2017, 19:03
            მოგესალმებით: სად არის კარგი კულ. კურსები?

            Posted by: MasterJC 13 Nov 2017, 22:38
            mediavenus.com
            წინა პოსტებს გადახედე სულ 11 გვერდია
            და დეტალურად გვიწერია ინფო

            ისე საუკეთესო კულინარის აკადემიაა და იკაროსზეც კარგი გამიგია.
            არის კერძი კურსებიც. სამოყვარულოც და პროფესიულიც

            Posted by: nia4u 2 Dec 2017, 15:14
            ხშირად კითხულობენ-ხოლმე მოკლევადიან კურსებს
            და აგერ ვნახე, იქნებ ვინმეს გამოადგეს


            ევროპული განათლების აკადემია ბიდისი
            თბილისი აღმაშენებლის № 172.
            გორი, გარსევანიშვილის 3
            www.bdc-center.ge
            593 25 25 08

            დაიწყო კულინარიის შემსწავლელ კურსზე მსმენელთა რეგისტრაცია.
            ✔ დასაწყისი: 1 დეკემბერი 12:00 საათი.
            ✔ ხანგრძლივობა: 3 თვე.
            ✔ სტაჟირება / დასაქმება.
            დაგვიკავშირდით: 593 25 25 08 / 593 000 684

            და კიდევ უამრავი საინტერესო კურსი აქვთ და რაღაც აქციებიც არის -ხოლმე...
            მოკლედ, საინტერესოა მგონი...

            Posted by: nia4u 9 Sep 2018, 20:49
            QUOTE (nia4u @ 2 Dec 2017, 15:14 )
            ხშირად კითხულობენ-ხოლმე მოკლევადიან კურსებს
            და აგერ ვნახე, იქნებ ვინმეს გამოადგეს


            ევროპული განათლების აკადემია ბიდისი
            თბილისი აღმაშენებლის № 172.
            გორი, გარსევანიშვილის 3
            www.bdc-center.ge
            593 25 25 08

            დაიწყო კულინარიის შემსწავლელ კურსზე მსმენელთა რეგისტრაცია.
            ✔ დასაწყისი: 1 დეკემბერი 12:00 საათი.
            ✔ ხანგრძლივობა: 3 თვე.
            ✔ სტაჟირება / დასაქმება.
            დაგვიკავშირდით: 593 25 25 08 / 593 000 684

            და კიდევ უამრავი საინტერესო კურსი აქვთ და რაღაც აქციებიც არის -ხოლმე...
            მოკლედ, საინტერესოა მგონი...

            ისევ აცხადებენ ესენი მიღებას, თუ ვინმეს აინტერესებს smile.gif

            Posted by: Perfecto_77 29 Sep 2018, 20:45
            nia4u
            QUOTE
            bdc-center.ge

            ვერ შევდივარ, მუშაობს ეს საიტი?
            * * *
            აა, ეს უნდა იყოს ალბათ

            http://bdc-academy.ge/course/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4-%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98/

            Posted by: niakuna 11 Nov 2018, 17:17
            ყველაზე კარგი ბენდუქიძის აკადემიაა?

            Posted by: theodous 24 Jan 2019, 19:18
            ხალხო უფასსო კურსები აქვთ ამსათ?

            Posted by: ucxo777 5 Mar 2019, 12:39
            ამ ცხოვრების დედავატირე, სანამ კულინარიის აკადემიაში სასწავლი ფული შევაგროვე აგერ 29 წელს მივუკაკუნე უკვე:დ მაგრად მინდა მანდ ვისწავლო და ამ ასაკში რომ მივიდე უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ აღმოვჩნდები?sad.gif

            Posted by: Frankens†ein 5 Mar 2019, 15:26
            ucxo777
            არა smile.gif

            Posted by: any_body 5 Mar 2019, 15:45
            ucxo777
            არა, პირიქიით up.gif

            Posted by: MasterJC 5 Mar 2019, 17:21
            QUOTE (ucxo777 @ 5 Mar 2019, 12:39 )
            ამ ცხოვრების დედავატირე, სანამ კულინარიის აკადემიაში სასწავლი ფული შევაგროვე აგერ 29 წელს მივუკაკუნე უკვე:დ მაგრად მინდა მანდ ვისწავლო და ამ ასაკში რომ მივიდე უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ აღმოვჩნდები?sad.gif

            27-28 წლისამ დავამთავრე და გადასარევი იყო. უკან არ დაიხიო smile.gif

            იქ შენზე ორჯერ დიდებსაც ნახავ და ორჯერ პატარებსაც

            Posted by: nia4u 14 Mar 2019, 19:26
            MasterJC
            QUOTE
            27-28 წლისამ დავამთავრე და გადასარევი იყო. უკან არ დაიხიო

            2kiss.gif

            Posted by: MasterJC 15 Mar 2019, 10:27
            nia4u
            როგორ ხარ ნია?
            ფოტოებს აღარ დებ ხოლმე?
            * * *
            https://www.facebook.com/georgian.culinary.academy/photos/a.219379084819891/2080717272019387/?type=3&theater
            » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

            რიგში დგომა მოგიწევთ, მაგრამ ღირს თუ სამზარეულო გაინტერესებთ რა wink.gif

            Posted by: nia4u 20 Mar 2019, 20:24
            MasterJC
            თქვენ როგორ ხართ? რამდენჯერაც მასტერშეფის რეკლამას ვნახავ, თქვენ მახსენდებით... არ ფიქრობთ მონაწილეობაზე?

            Posted by: MasterJC 20 Mar 2019, 21:05
            nia4u
            და შენ როგორ ხარ არ იტყვი? smile.gif
            ჩვენ არა გვიშავს
            სულ მუშაობა და სულ წანწალი smile.gif
            ახლა მეორე ფილიალს გახსნის ჩემი სამსახური და მეტს ვიმუშავებ ;დ


            მანდ წასვლა არც გვიფიქრია. სითამამე ან სითავხედე არ გვყოფნის ალბათ ;დ
            შეიძლება ისიცაა რომ დიდი სურვილი არ გაგვჩენია smile.gif

            Posted by: nia4u 20 Mar 2019, 22:05
            MasterJC
            აუ, მე ვარ ნელნელა, ძირითადად სოფელში ვარ და ცოტა მოვიწყინე, თან წონაში ძაან მოვიმატე და ვცდილობ, გემრიელი არაფერი გავაკეთო biggrin.gif facepalm.gif
            და ვარ ასეთ გაჭირვებაში...
            თან, ძაან თავს ვიკავებდი, მარა რაღაც მიზეზით მომიწია ფაცეზე დარეგისტრირება და მაგან სულ ამომაგდო ფორუმული რეჟიმიდან... biggrin.gif
            აი, ასე ვარ...

            მე თქვენს ადგილზე წავიდოდი, ჯერ ერთი - პირველია სეზონია და მაგიტომ, მერე, საინტერესო გამოცდილება იქნება, ჩემი აზრით...თან ცოლ-ქმარი ერთად იქნება დამაინტრიგებელი...მოკლედ, იფიქრეთ მაგაზე... 2kiss.gif

            Posted by: nia4u 30 May 2019, 13:57
            საკონდიტრო კურსები იწყება 10 ივნისს. აქ ხშირად კითხულობენ ხოლმე და დავდებ ინფოს ყოველი შემთხვევისთვის... smile.gif

            ❗️10 ივნისს იწყება ახალი საკონდიტრო კურსები.
            ☎️ დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით 551392525
            საკონდიტრო „დიდებული“.
            დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა N88.

            Posted by: JubaGr 15 Jun 2019, 12:22
            სალამი მეგობრებო,

            სამოყვარულო დონეზე შესწავლა, როგორც ჰობი, მსურს და რას მირჩევთ?

            ჯერ ჰობად და მერე ვნახოთ biggrin.gif

            » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

            Posted by: Perfecto_77 15 Jun 2019, 15:07
            JubaGr
            QUOTE
            სალამი მეგობრებო,

            სამოყვარულო დონეზე შესწავლა, როგორც ჰობი, მსურს და რას მირჩევთ?

            ჯერ ჰობად და მერე ვნახოთ

            კულინარიის აკადემიაში ქონდათ ეგეთი კურის. ანუ შეგიძლია სამოყვარულო დონეზეც ისწავლო, შეგიძლია პროფესიონალურ დონეზე.

            http://agruni.edu.ge/ge/CulinaryAcademy

            ამჟამად მიღება ამ პროგრამებზე აქვთ:

            საქართველოს კულინარიის აკადემია აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:

            მზარეული
            კონდიტერი-შეფი
            თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის (თითოეული საფეხურის) წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი იღებს სერტიფიკატს.

            სასერტიფიკატო და კონდიტერის პროფესიულ პროგრამებზე ჩაბარების უფლება აქვს ნებისმიერ მსურველს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასი) დასრულების შემდეგ.

            ვისთვის არის განკუთვნილი პროფესიული პროგრამები?

            მზარეულის პროფესიული პროგრამები განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს, საფუძვლიანად შეისწავლოს კულინარია, გახდეს პროფესიონალი მზარეული და მიიღოს პროფესიონალი მზარეულის სერტიფიკატი.

            პროგრამის 60%-ს შეადგენს პრაქტიკული მეცადინეობები (სასწავლო პრაქტიკა, საწარმოო პრაქტიკა)

            საკონტაქტო ინფორმაცია:

            ტელ: 570 105 606
            ელ.ფოსტა: culinaryacademy@agruni.edu.ge


            Posted by: Zestafans 16 Jun 2019, 19:21
            როგორ მინდა და მაინტერესებს პროფესიონალურ დონეზე კულინარიის სწავლა smile.gif
            ჩემ ძირითად პროფესიასთან რანაირად შეთავსებადია (დროის ფაქტორი) ეგ არ ვიცი, მარა.... ჯერ დიდი სიამოვნებით სამოყვარულო დონეზე დავიწყებდი. )

            Posted by: gobisha 28 Aug 2019, 10:22
            იკარუსში და კიდე სხვა პროფ.სასაწავლებებში , მერიის დაფინასებითაა და უფასოა პირველ რიგში ვითვალისწინებთ ვინც სოც,დაუცველი ისადაესაოო ანუ პირველ რიგში ეგეთ კრიტერიუმის ხალხს იღებენ.. და მასე შეიძლება საერთოდ ვერ მოვხდე მანდ..

            კულნარიის აკადემიაში მზარეული
            2 950 ლარიო (თვეში 590 ლარი) 5 თვეა სწავლა

            სხვაგან არაა რამე?

            უფრო იაფად

            Posted by: MasterJC 28 Aug 2019, 16:20
            QUOTE (gobisha @ 28 Aug 2019, 10:22 )
            იკარუსში და კიდე სხვა პროფ.სასაწავლებებში , მერიის დაფინასებითაა და უფასოა პირველ რიგში ვითვალისწინებთ ვინც სოც,დაუცველი ისადაესაოო ანუ პირველ რიგში ეგეთ კრიტერიუმის ხალხს იღებენ.. და მასე შეიძლება საერთოდ ვერ მოვხდე მანდ..

            კულნარიის აკადემიაში მზარეული
            2 950 ლარიო (თვეში 590 ლარი) 5 თვეა სწავლა

            სხვაგან არაა რამე?

            უფრო იაფად

            აკადემია ყველას სჯობს. თუ არადა იკაროსი. მერმისი და რაღაც გაკვეთილებია ზოგჯერ გამოკრული ხოლმე ქუჩაშიც



            Posted by: MasterJC 2 Oct 2019, 10:39
            https://www.facebook.com/107262366294779/posts/917543591933315/

            იკაროსი აცხადებს მიღებას 2-15 ოქტომბერია განცხადებების მიღება

            დეტალურად ინფო ბმულზეა
            სწავლა უფასოა

            Posted by: illuminatiQUEEN 12 Dec 2019, 00:40
            რა ცოტა კულინარიის კურსები ყოფილა
            კულინარიის აკადემია ძაან შორსაა ჩემი სახლიდან აი ზედმეტად და ამის გამო ვამბობ უარს თან ცოტა ძვირიცაა
            უფასო სახელმწიფო კოლეჯებს რაღაც არ ვენდობი მგონია რო ზედმეტად უხარისხოდ ასწავლიან და დასაქმების შანსი არ გაქვს მაქედან
            მინდა პროფესიულ დონეზე სწავლა არის სხვა რამე კერძო კოლეჯები სადაც ასწავლიან?

            Posted by: MANAXH 23 Jan 2020, 14:58
            გამარჯობა

            ჩემი ახლობელი და ერთი ძალიან კარგი ადამიანი ასწავლის ტრადიციული, უგემრიელესი, საოჯახო ტორტების ცხობა-გაფორმებას.

            შესაძლებელია როგორც მხოლოდ ცალკეული კომპონენტების შესწავლა, ასევე მთლიანად სხვადასხვა სახის ტორტის გამოცხობა ყველა ეტაპის გათვალისწინებით.


            ასევე მინდა აღვნიშნო ტორტების ვიზუალური მხარეც, რომლებიც გამოიყურება ძალიან მიმზიდველად და მადისაღმძვრელად.

            აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტორტებს აცხობს და შესაბამისად ასწავლის კიდეც მაქსიმალურად ნატურალური, ხარისხიანი და ჯანსაღი იმ კომპონენტების გამოყენებით, რაც მოიპოვება ჩვენს ბაზარზე. შესაბამისად, ტორტი გამოდის როგორც გემრიელი და ვიზუალურად მიმზიდველი, ასევე მაქსიმალურად ნატურალური.

            --

            გარდა ტორტებისა, ასწავლის ტირამისუს, კრემიანი რულეტისა და სხვადასხვა გემრიელი ნამცხვრების მომზადებას.

            შეკითხვების შემთხვევაში მომწერეთ და დაგაკავშირებთ ამ კარგ ადამიანს.


            Posted by: MasterJC 23 Jan 2020, 16:02
            QUOTE (illuminatiQUEEN @ 12 Dec 2019, 00:40 )
            რა ცოტა კულინარიის კურსები ყოფილა
            კულინარიის აკადემია ძაან შორსაა ჩემი სახლიდან აი ზედმეტად და ამის გამო ვამბობ უარს თან ცოტა ძვირიცაა
            უფასო სახელმწიფო კოლეჯებს რაღაც არ ვენდობი მგონია რო ზედმეტად უხარისხოდ ასწავლიან და დასაქმების შანსი არ გაქვს მაქედან
            მინდა პროფესიულ დონეზე სწავლა არის სხვა რამე კერძო კოლეჯები სადაც ასწავლიან?

            პროფ.კოლეჯები და სასწავლებლები რაცაა, მაგათ მიმართე. სავარაუდოდ რამე ექნებათ

            კულინარიის აკადემია საუკეთესოა ამ წუთას ჩემი აზრით, როგორც ვიცი იკაროსიც კარგია, უბრალოდ აკადემიაში პირობებია უკეთესი და მეტი რამ ისწავლება და კეთდება ინდივიდუალურად.

            რამდენიმე კარგი მზარეული ვიცი ვინც იკაროსი დაამთავრა, და ერთ-ერთი მათგანი ერთ-ერთი საუკეთესო შეფია smile.gif

            სიშორე პრობლემა არაა თუ ძალიან მოინდომებ, შედარებისთვის, ქალაქის მოპირდაპირე ბოლოდან დავდიოდი მანდ, და გზას თითქმის 2 საათი მიჰქონდა smile.gif

            რა თქმა უნდა ყველა კარგი მზარეული და სუპერ შეფი არ დგება, სწავლის გარდა მონდომებასაც გააჩნია.



            Posted by: max-14 26 Jan 2020, 18:27
            QUOTE
            კულინარიის აკადემია საუკეთესოა ამ წუთას ჩემი აზრით

            yes.gif

            Posted by: MasterJC 28 Jan 2020, 14:04
            https://www.hr.ge/announcement/111349/%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98



            კულინარიის კურსები - თბილისი და რეგიონები



            Posted by: scorematus 25 Feb 2022, 18:04
            ვმუშაობ უკვე მზარეულის დამხმარედ 8 თვეა სადღაც ჯერ ბევრი ვერაფერი ვისწავლე მარა განვითარება მაქვს და რომელი სასწავლებლები ჯობია რომ შევიდე და ვისწავლო? :დ

            Posted by: MasterJC 25 Feb 2022, 21:23
            scorematus
            წინა პოსტებს დახედე

            კულინარიის აკადემია საუკეთესოა ჩემი აზრით

            კაი ხანია შეხება აღარ მაწვს სფეროსთან და ვერ გეტყვი ახლა სად და რა ხდება

            Posted by: scorematus 26 Feb 2022, 06:32
            QUOTE (MasterJC @ 25 Feb 2022, 21:23 )
            scorematus
            წინა პოსტებს დახედე

            კულინარიის აკადემია საუკეთესოა ჩემი აზრით

            კაი ხანია შეხება აღარ მაწვს სფეროსთან და ვერ გეტყვი ახლა სად და რა ხდება

            ახლა ეგ აკადემია ძაან ძვირი ჯდება :დ მახსოვდა რომ უფრო იაფი ღირდა ახლა რატომ გააძვირეს ასე?5000 ლარზე უფრო ძვირი ღირს არადა მახსოვს 3700 თუ რაღაც მსგავსი ფასი ღირდა :დ

            Posted by: MasterJC 26 Feb 2022, 11:15
            scorematus
            დაჟე 5000 გახდა?
            არ ვიცი რა ფასებია

            შარშან კოვიდის დროს სრულად გააახლეს პროგრამა, შეცვალეს ბევრი რამე უკეთესობისკენ'
            ჯგუფები დააპატარავეს (30 კაცის მაგიერ 16 კაცია მაქსიმუმ და ერთდროულად 2 მზარეული+1 კონდიტერის მაგიერ 4 თუ 5 მზარეული და 2 კონდიტერი ტარდება და ა.შ.)
            ჩემი მეუღლე მუშაობდა მანდ. არ ვიცი მისი ნამუშევარი პროგრამიდან რა დარჩა, მაგრამ კარგად გააკეთა ყველამ საქმე და ბევრად უკეთესია
            აქამდეც სულ ზარალზე მუშაობდა აკადემია რამდენადაც ვიცი და ფასებიც მაგასთანაა დაკავშირებული. პლიუს სიტუაცია ქვეყანაში, გაუფასურებული ლარი და ა.შ.

            ფოტოებს რაც დავხედე და ვისაც ვიცნობ რომ დაიწყეს მუშაობა, ყველა კარგი მცოდნეა თავისი საქმის
            ახალ ლექტორებზე ვამბობ
            კოვიდის მერე მანდ არ ვყოფილვარ და არ ვიცი რა სიტუაციაა ზუსტად

            მაგრამ თუ საშუალება გაქვს, ღირს მანდ სწავლა

            Posted by: scorematus 27 Feb 2022, 22:28
            QUOTE (MasterJC @ 26 Feb 2022, 11:15 )
            scorematus
            დაჟე 5000 გახდა?
            არ ვიცი რა ფასებია

            შარშან კოვიდის დროს სრულად გააახლეს პროგრამა, შეცვალეს ბევრი რამე უკეთესობისკენ'
            ჯგუფები დააპატარავეს (30 კაცის მაგიერ 16 კაცია მაქსიმუმ და ერთდროულად 2 მზარეული+1 კონდიტერის მაგიერ 4 თუ 5 მზარეული და 2 კონდიტერი ტარდება და ა.შ.)
            ჩემი მეუღლე მუშაობდა მანდ. არ ვიცი მისი ნამუშევარი პროგრამიდან რა დარჩა, მაგრამ კარგად გააკეთა ყველამ საქმე და ბევრად უკეთესია
            აქამდეც სულ ზარალზე მუშაობდა აკადემია რამდენადაც ვიცი და ფასებიც მაგასთანაა დაკავშირებული. პლიუს სიტუაცია ქვეყანაში, გაუფასურებული ლარი და ა.შ.

            ფოტოებს რაც დავხედე და ვისაც ვიცნობ რომ დაიწყეს მუშაობა, ყველა კარგი მცოდნეა თავისი საქმის
            ახალ ლექტორებზე ვამბობ
            კოვიდის მერე მანდ არ ვყოფილვარ და არ ვიცი რა სიტუაციაა ზუსტად

            მაგრამ თუ საშუალება გაქვს, ღირს მანდ სწავლა

            საშუალება ახლა დიდად არ მაქვს თან ჯერ ძაანაც სერიოზულად არ ვფიქრობ რადგან სადაც ვმუშაობ იქ შეფი თან რაღაცეებს ქიმიის დონეზე შიგ და შიგ მიხსნის და თუ რამე ახალი დაამატა მენიუში ან უცხო რამე გააკეთა მიხსნის ხოლმე 3 რეცეპტი ჩემიც ჩასვა უბრალოდ მაგის გამო არ ვიცი ზუზტად შევიდე თუ არა

            Posted by: MasterJC 28 Feb 2022, 14:40
            scorematus
            რახან პრაქტიკული გამოცდილება გაქვს, სჯობს ისწავლო. ბევრად წინ წაგწევს

            ჩემი ცოლი შეფი იყო და იქით ასწავლიდა ხალხს
            მაგრამ დამატებით კონდიტერიის სწავლა მაინც დაეხმარა ახლებურად გაიაზრა ყველაფერი

            ღირს იცოდე

            ვიდეოებს შეგიძლია ჩაუჯდე და ტექნიკები დაამუღამო სხვადასხვა სახის
            რასაც მერე კერძებში გამოიყენებ

            Posted by: scorematus 6 Mar 2022, 13:49
            QUOTE (MasterJC @ 28 Feb 2022, 14:40 )
            scorematus
            რახან პრაქტიკული გამოცდილება გაქვს, სჯობს ისწავლო. ბევრად წინ წაგწევს

            ჩემი ცოლი შეფი იყო და იქით ასწავლიდა ხალხს
            მაგრამ დამატებით კონდიტერიის სწავლა მაინც დაეხმარა ახლებურად გაიაზრა ყველაფერი

            ღირს იცოდე

            ვიდეოებს შეგიძლია ჩაუჯდე და ტექნიკები დაამუღამო სხვადასხვა სახის
            რასაც მერე კერძებში გამოიყენებ

            ვინმეს მიღჩევ იუთუბერებიდან?ისეთი ვინმე არ მინდა რომ აკეთებს რაღაცას და ინფორმაცია არ აქვს რას შეიცავს პროდუქტები :დ (ერთ იუთუბერზე მსმენია რო დიეტური რაღაც გააკეთა ოღონდ არ იცოდა რომ მოვარჯიშეებისთვის იყო :დ)

            Posted by: MasterJC 6 Mar 2022, 14:03
            scorematus
            რა კერძებიც გაინტერესებს, იმათზე მონახე ინფორმაცია. ვიდეოებს უყურე, რეცეპტები წაიკითხე

            მთავარია ტექნიკა დაამუღამო
            იქნება ეს ხახვის დაჭრა და მოთუშვა, სოუსების დამზადება, ხორცის ან ბოსტნეულის შეწვა თუ ცომეულის ცხობა

            ტექნიკას რომ დაამუღამებ როგორ მუშაობს, მერე უმეტესობა კერძებს საკმაოდ ადვილად გაიგებ, 1-2 ცდაში ალბათ


            Posted by: scorematus 8 Mar 2022, 23:23
            ნუ ტექნიკა ძირითადები ვიცი თითები ისე როგორ დავიჭირო სისწრაფით დაჭრისას რო არ მოვიჭრა ფიცრის ქვეშ სველი ტილო რო უნდა რო არ იტრიალოს და ქართული სამზარეულოში რაც პოპულალურია ძირითადები მარტივია :დ მოთუშე წყალი დაასხი და შიგ რაღაც პროდუქტები მოხარშე :დ და ეგაა პს ტომატს როცა დაამატებ ხახვს სუნელებსაც თუ უზავ უფრო მძაფრ გემოზე მიდის და ქართულების უმეტესობა სხვა ქვეყნიდანაა შემოსული და გადაკეთებული :დ

            Posted by: theodous 30 Mar 2022, 16:02
            ხალხო კარგი კულიანრიის კურსები არ გეგეულებათ?

            თუ გუგლს ვენდო?

            Posted by: theodous 5 Jun 2022, 20:29
            რატომ დამიკიდეთ კაცო

            .................................................................

            Posted by: MasterJC 5 Jun 2022, 20:33
            theodous
            იგივე წერია ბოლო რამდენიმე გვერდზე

            კულინარიის აკადემია

            Posted by: theodous 5 Jun 2022, 20:39
            MasterJC
            მე მინდა კულინარი მოვძებნო რომელიც უფასოდ მასწვლის დახმარების სანაცვლოდ

            Posted by: MasterJC 5 Jun 2022, 21:03
            theodous
            ვაკანსიები ნახე მზარეულის
            სადაც წერია რომ დამხმარე უნდათ ან გამოცდილება არაა საჭირო
            და გაგიადვილდება

            Posted by: takuniatako 5 Jun 2022, 23:50
            პოლონეტს აქებენ ძალიან ვინც შემხვდა იქედან ჩამოსული ყველა კმაყოფილია და რა ვიცი აბა

            Posted by: dryade 6 Jun 2022, 00:08
            theodous


            კოლეჯი იკაროსი
            კოლეჯი მერმისი


            3 თვიანი კურსებიც აქვთ და გრძელვადიანიც

            Posted by: lovelock 4 Nov 2023, 18:55
            KickOff
            marrriam
            MasterJC


            ძველი თემაა და რა ქენით? ქართული რეცეპტები გასწავლეს მანდ? გამოცდილება დაწერეთ წლები გავიდა და მაინტერესებს. უბრალდო 10 თვე ძალიან ბევრია თუ მაგ პროფესიას არ მინდა გავყვე და უბრალოდ საჭმელების კეთება ვისწავლო ქართულის.

            Posted by: MasterJC 5 Nov 2023, 22:51
            lovelock
            კარგი გამოცდილება იყო
            მთავარია ტექნიკა/ტექნოლოგია დაამუღამო და პრინციპები
            მერე თუ სისტემატურად აკეთებ, ხელი დაგეხვეწება და უცხო რეცეპტიც არაა პრობლემა

            შეგიძლია მიწერო აკადემიას, აირჩიო რა კერძები გაინტერესებს. გაგიკეთებენ კალკულაციას დაგინიშნავენ დღეს და გამოგიყოფენ შეფს, რომელიც ამ ყველაფერს განახებს და გასწავლის და ბოთლ ღვინოსაც გაგიხსნის

            შეხედავ თუ გაწყობს ფასის და პირობების პონტში
            თუ კურსის გავლა გეზარება, ეგრე იქნებ მოგეწონოს
            ან 1-2 ადამიანი გაიყოლე ვისაც ასევე აინტერესებს. ტურისტები გიჟდებიან ეგეთ კურსზე ხოლმე როცა იგებენ და ბედნიერები მიდიან მერე რაც მინახავს

            ისე კი ნაღდად კარგი და საინტერესო გამოცდილება იყო და ღირს კულინარიის კურსიც და კონდიტერიისაც მაგ დროდ
            ბევრ რამეს გასწავლიან სხვანაირადაც და ახალსაც

            ან შეიარე და უბრალოდ ცოტა ხანი ლექციას უყურე, რომ სთხოვო მოგცემენ ნებას წესით

            Posted by: lovelock 6 Nov 2023, 03:00
            MasterJC
            უბრალოდ ბევრი დროა ფულ თაიმ რეჟიმში თორე ალბათ გავაკეთებდი და ასევე უნარები უნდა ჩავაბარო და რაღაც ტესტები ქიმია ბიოლოგიაში? არ ვიცი მაგას თუ ვიზამ სიმარლე გითხრა. უბრალოდ მინდა ვისწავლო ქართული საჭმელების კეთება. დავუკავშირდები რომ ჩამოვალ.

            მადლობა რომ მომწერე გამოცდილება.

            Posted by: MasterJC 8 Nov 2023, 00:11
            lovelock
            რამდენჯერმე შეცვალეს და გაართულეს მიღების წესები

            ადრე მხოლოდ გასაუბრება იყო და მგონი მერე უნარებიც

            მისაუბრია სამუშიასთან, პრორექტორთან რა
            და ამოვიდა ყელშიო
            მოყრიან უსწავლელ შვილებს და ჰგონიათ რახან სამზარეულოა, არც სწავლა უნდა, არც მოსმენა და არც განათლება
            "რაღაცა დიპლომი" ედება შვილს ჯიბეში და კაცი ერქმევაო

            მე რო ვსწავლობდი 35 ვიყავით ჯგუფში და 7-8 სწავლის დასრულებამდე წავიდა აქედან 4 მაინც ისეთი იყო, ვაბშე არ აინტერესებდა და დანის დაჭერაც კი ვერ ისწავლეს
            ერთი საკუთარ დანაზე წამოეგო და გადარჩა
            არადა ლექტორმა ახსნა რომ დანა ჯიბით და წინსაფრით არ ატაროთო და 20 წუთში შესვენებაზე კიბეზე აუსრიალდა ფეხი და დანაზე წამოერჭო. მაგრად გადარჩა...


            და მერე ეგეთი "ზატო დაამთავრა" ხალხი აუფასურებს რა მზარეულის შრომას და სახელსაც და აკადემიისასაც
            მეც მყოლია ეგეთი ბედოვლათები და ცდილობენ გაფილტრონ

            ახლა პატარა ჯგუფებია 15 კაცი მგონი თუ რააღაც ეგრე
            და ბევრი ჯგუფია რო უფრო ხარისხიანი იყოს სწავლა

            კაი ისაა, რომ ინდივიდუალურად აკეთებ კერძების 90%ზე მეტს
            მაგიდასთან 2 კაცი ხართ

            საკუთარი გაქვს დაფაც, დანაც, მარილიც და პილპილიც
            და მასტერ კლასი ერთეულ კერძებზეა

            იგივე იკაროსში, 5 კაცზე ერთი სამარილე იყო მგონი


            თან კაი პერო=პერო რაღაცებსაც ასწავლიან ქართული სამზარეულოს გარდა

            Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
            © Invision Power Services (http://www.invisionpower.com)