#61164986 · 15 Apr 2024, 14:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
FreSH999
QUOTE | ისე ეგ იაკ58 ის ხომ არაა ბიზნეს ჯეტს რო აკეთებდა ვითომ თბილავიამშენი ? |
არა ეგ არაა, ეგ კიდე ცალკე კომედია იყო, მასტმა ვიღაც ჭ კლასის თვით შემოქმედებაში გადავარდნილი სასტავი იპოვა. რომელიც საკუთარი ხელით აწყობდა რაღაც თვითმფრინავს საკუთარი ღადაობისთვის. იმ დონეზე იაფად უნდოდათ გამოძვრომა რომ რეაქტიული ძრავებიც კი, მეორადი ჩინუკის გადაკეთებული ძრავი ედოთ პროექტში. არ ვხუმრობ, ვერტმფრენის აირტურბინულ ძრავაზე აყენებდნენ ლავალის საქშენს რომ რეაქტიულ წევაზე ემუშავებინათ. ისიც 6 კაციანი იყო. ერთი პლიუსი რაც ქონდა მაგ მანქანას მხოლოდ დამ ხოლოდ 1 ცალი, იყო ის რომ კომპოზიტისგან მზადდებოდა. ხო და ამ ხვითომ კოლოსალური ფული ჯერ იმ შარლატანებს მისცა რომ ეგ "პროექტი" ეყიდა, მერე კაი მოშნი მაყუთი ჩადო ვითომ მაგის სამრეწველო ხაზის ასათვისებლად. რაღაც რაღაცეები ჩამოიტანა რომ აქ ვითომ ეგ მანქანა ეწარმოებინა. ცნობისთვის ეს ხდება იმ პერიოდში როცა ხელფასები ძალიან კარგ შემთხვევაში 3 თვის დაგვიანებით იყო და 1998 წლის, მთელი წლის ხელფასი კიდე გაყინული იყო ასე ვთქვათ. მიუხედავად ზაფხულის სიცხეებისა რომ ვერ გადნა ვერანაირად. მაგ პროექტს დაარქვეს ტამჯეტი. იმ დონეზე უგვანი იდიოტიზმი იყო, უკანა ვითომ 3 ადგილიან სავარძელზე 2 ძლივს ეტეოდა. ისიც თავებს თუ მოიჭრიდნენ მომენტ ალბათ დაჯდებოდნენ. არა და 3 ადამიანის დასაბმელი რაღაც უნდა დაეყენებინათ. ეგ კი არა და შასიც ნაგავი მოყვა და საერთოდ მოიფიქრეს იაკ58 ის შასი დაეყენებინათ ზედ. მოკლედ რომ ვთქვათ როგორც თვითმფრინავი სერიოზული ნაგავი იყო. მაგ თემაზე თუ უნდა ვიმუშავოთო, ამ ე.წ. ინიციატივის ჯგუფმა, მეორე ჩვენი ვერსია შევთავაზეთ პანტიკოს. 8 ადგილიანი ბიზნეს ჯეტი. ვიაიპი სალონი გავაკეთოთო იდეაში იყო, როგორც გოლფსტრიმი ისეთი გვინდოდა გაგვეკეთებინა გარეგნულად. ხო ხვდებით როგორ დასრულდა სიტუაცია? ერთ ერთი ასე ვთქვათ ხალხის და ახალგაზრდობის მოხსნის თემა მაშინ როგორ მოხდა იცი? ახალი კორპუსი გაარემონტა. აი ის რაც შესასვლელშივე დგას და ხან თამ აწერია ხან დელტა და ხან კიდე ხრენ ზნაეტ ჩტო. (ცნობისთვის ეგ კორპუსიც სწორედ მაშIნ გარემონტდა როცა ხელფასები ძალიან კარგ შემთხვევაში 3 თვე იგვიანებდა.) ხო და მაგ კორპუსშივე მოინდომა ხვითოთ მენეჯერმა საკონსტრუქტოროს გადაყვანა. ოღონდ შერჩევით. მარტო ასე ვთქვათ... ნუ მოკლედ, დაიბარა იქ ზემოთ ხალხი. გადმოდითო. ავიდა ახლა საკონსტრუქტოროს წარმომადგენლობა სად გვსვავენო რო ენახათ. დახვდათ იქ ეგ შეჩვენებული და ე.წ. დამოძღვრითი საუბრაი გაუშვა ხალხთან. უნდა გენახათ ხალხის დამოკიდებულება, როგორ უყურებდნენ მაგ ხვითოს. თითქოს ბაგრატიონ მუხრანცკი იდგა რა. ხო და ამ ხვითომ, დაიწყო საუბარი, მოკლედ კონტექსტი იყო შემდეგი. ესაო ისაო. თქვენ რა შესანახი ხართო, სხვა გზა რომ არა მაქვს და მეცოდებითო თორე ხვალვე გაგყრიდით სამსახურებიდან ყველასო. ამხელა ფული რაში ჩავხარჯეო... და საერთოდაც ვინც რამის გამკეთებელი იყო ამ ქარხნიდან უკვე წასულიაო, აქ მარტო ის მასა დარჩაო.... აი ზემოთ რომ ტივტივებსო. და მოკეტა. დადგა უხერხული სიჩუმე. იქვე მისი მოადგილე იჯდა, რომელსაც სახე აელეწა... მაგრამ სცადა მაგ იდიოტისთვის პირი მოეწმინდა და სცადა დავარცხნილი საუბარი დაეწყო. აიო ის იგუილისხმაო პანტიკომო რომ კი ბევრი წავიდაო მაგრამ უერთგულესი და ნაღები ხალხია დარჩენილი მარტო ქარხანაშიო. ნაღები ხომ არ იძირებაო, ამ ფრაზის ბოლომდე მიყვანა არ აცალა იმ შეჩვენებულმა და... რაის ნაღები ბლიად. გავნო ნე ტონეტო. შედეგად მაგ ე.წ. თათბირის შემდეგ 7 მა ახალგაზრდა და საკმაოდ პერსპექტიულმა ბიჭმა დაწერა განცხადება და წავიდა სამსახურიდან. თან ისეთი განცხადება დაწერეს, ერთობლივი, და ისეთი ტექსტით, 3 კვირა დაათრევდნენ იქეთ აქეთ და ბოლოს საკუთარი სიტყვებით დაწერეს მაგათI განთავისუფლების დოკუმენტი. მანდედან მალევე წამოვედი მე. იმ ახალ საკონსტრუქტოროში ცოცხალი ტავით არ ავედი. მანდ ამომსვლელის ჩემდა თავადთქო... აი ეგეთი ავია მშენებელია ეგ კაცი. წავლენ წამოვლენ მაგასთან მიდიან დიდის ამბით არიქა... წესიერ სახელმწიფოში რომ ვიყოთ ეგ იდიოტი ახლა კამერას უნდა თელავდეს სამუდამო პატიმრობის მუხლით სახელმწიფოს ღალატის გამო რომ ექნებოდა მირჭობილი...
--------------------
"უძველესი ცივილიზაციების მკვლევართა კლუბი"
|