კომბო მქონდა დროებით სხვაგან წაღებული და რბილად კი შევფუთე, მაგრამ როცა ავაწყვე და ჩავრთე ხმა დაეკარგა. არც ყურსასმენი და არც დინამიკები აღარ მუშაობს.
სავარაუდოდ უკანა შესაერთებლები დაზიანდა.
აიდა64-ით როცა ვამოწმებ ხმის კარტის მოდელს მიჩვენებს.
კეისს წინ აქვს იგივე შესაერთებლები და მაგის კაბელებიც აქვს. ასევე მაზერს რამდენადაც ვიცი აქვს წინა პანელის შესაერთებელი პინები, მაგრამ ვერცერთზე ვერ ვიპოვე რომელი რომელია
ისე 1 ცალი 4 პინიანი შესაერთებელი ვნახე მაზერზე სფიქერი რომელსაც აწერია, მაგრამ ეს მგონი სხვა სპიკერისაა...
თვითონ კეისის კაბელები, რომლებიც კეისის წინა პანელიდან მოდის 3 სხვადასხვა კაბელზეა და რამდენიმე 1, 2 და 3 პინებიან თავებად იყოფა:
ე.ი. 1 კაბელს, რომელიც 2 თავიანია აქვს 1 ცალი 3 პინიანი წარწერით Vcc2, Data2- და data2+ ხოლო მეორე 1 პინიანს აწერია Gnd2
მე-2 კაბელს, რომელიც 2 თავიანია აქვს 1 ცალი 3 პინიანი წარწერით Vcc1, Data1- და data1+ ხოლო მეორე 1 პინიანს აწერია Gnd1
მე-3 კაბელს 4 თავი აქვს, რომელთაგანაც 2 პინიანს აწერია line out fr და line out rr , მეორე 2 პინიანს line out fl, მესამე 2 პინიანს Mic in ® GND და მეოთხე 1 პინიანს Mic power ( L )
დავგუგლე, მაგრამ ვერ გავერკვიე სად რომელი პინი უნდა შევაერთო, რომ ხმა ამოვაღებინო ან აქვს კი აზრი საერთოდ? და საუნდ კარტა ხომ არ ვიყიდო რამე?