forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (12) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> როკ სიმღერების ლირიკა ქართულად
Datvlas_vin_gtxоvs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1788
წევრი No.: 208220
რეგისტრ.: 29-September 15

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 10:33  #49386819      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვიცოდეთ რას ვუსმენთ (დაახლოებით მაინც) biggrin.gif

ჯონ ლენონ - Imagine (წარმოიდგინე)

წარმოიდგინე, არ არსებობს სამოთხე
ადვილია, თუკი ცდი
არ არსებობს ჯოჯოხეთი
მხოლოდ ცაა ჩვენს თავზე

წარმოიდგინე, ყველა
ცხოვრობს დღევანდელი დღისთვის

წარმოიდგინე, არ არსებობოს ქვეყნები
ეს არც ისე რთულია
არც სხვისი მოკვლა ან სიკვდილი მისთვის
და არც რელიგია არსებობს

წარმოიდგინე, ყველა
ცხოვრობს მშვიდ გარემოში

შეიძლება თქვა რომ მეოცნებე ვარ
მაგრამ არა მხოლოდ მე ვარ ასეთი
ვიმედოვნებ ერთ დღესაც შემოგვიერთდები
და მსოფლიო ერთად იცხოვრებს

წარმოიდგინე, არ არსებობს დაპყრობა
მე გავოცდები თუ კი შეძლებ
არც სიხარბე და არც შიმშილი
მხოლოდ ადამიანების ძმობა

წარმოიდგინე, ყველა
ინაწილებს სამყაროს

შეიძლება თქვა რომ მეოცნებე ვარ
მაგრამ არა მხოლოდ მე ვარ ასეთი
ვიმედოვნებ ერთ დღესაც შემოგვიერთდები
და მსოფლიო ერთად იცხოვრებს

გაგრძელება იქნება
Bohemian Rhapsody ს თარგმნა მინდოდა მარა ჩემი ინგლისური არ ყოფნის biggrin.gif

This post has been edited by Datvlas_vin_gtxоvs on 1 Dec 2016, 10:36


--------------------
შინდისფერია ოპელი
Metal_Head
Psychodelon


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2002
წევრი No.: 182871
რეგისტრ.: 8-March 14

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 13:23  #49388050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Datvlas_vin_gtxоvs
რას ვერ თარგმნი ბოჰემიან რაფსოდში?

ერთი ქუინის და რაშის სიმღერები მინდაგადავთარგმნო , რაშის უფრო მეტად , მარა ვერ მოვაბი თავი. cry.gif
Datvlas_vin_gtxоvs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1788
წევრი No.: 208220
რეგისტრ.: 29-September 15

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 13:44  #49388209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Guns'N Roses - Don't Cry (ნუ ტირი)

მომიყევი ნელა
შენს თვალებში რაღაცაა
ნუ წუხხარ
და გთხოვ ნუ ტირი
ვიცი რას გრძნობ შინაგანად
მეც მომსვლია ასე
რაღაც იცვლება შენში
და შენ არ იცი

ნუ ტირი ღამე
მე ისევ მიყვარხარ
ნუ ტირი ღამე
ნუ ტირი ღამე
შენ ზემოთ სამოთხეა
და ნუ ტირი ღამე

მითხარი ჩურჩულით
და მომეცი შვება
მაკოცე სანამ
მეტყვი 'ნახვამდის'
ასე ძაანაც ნუ გაართულებ
და ცუდადაც ნუ მიიღებ
მე კვლავ შენზე ვფიქრობ
და იმ დროზე რაც ჩვენ გვქონდა

და გთხოვ გაიხსენე
მე არასდროს მოვიტყუე
და გთხოვ გაიხსენე
რას ვგრძნობ ახლა შიგნიდან
აქამდე შენით მიხვედი
მაგრამ უკეთ ხარ ახლა
ხვალ უკეთესად იქნები
დაელოდე დილის გათენებას

*რაღაც უზუსტობა იქნება biggrin.gif მარა როგორი ჟღერადია ეს ყველაფერი ინგლისურად

Metal_Head
ბოჰემიან რაფსოდიში რამდენიმე ფრაზა გაუგებარია

This post has been edited by Datvlas_vin_gtxоvs on 1 Dec 2016, 13:48
ტურები-ხევსურეთში
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 204332
რეგისტრ.: 28-June 15

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 14:18  #49388492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
როკ სიმღერების ლირიკა ქართულად

კარგი თემაა
რამდენი უაზრობა ყოფილა თურმე lol.gif
Datvlas_vin_gtxоvs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1788
წევრი No.: 208220
რეგისტრ.: 29-September 15

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 14:22  #49388529      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

Lynyrd Skynyrd - Freebird (უხეშად თავისუფალი ჩიტი)
შეიძლება ნიშნავდეს კაცს რომელიც ქალს მიატოვებს
ან ქალს რომელსაც თავისუფალი კაცი ეძებს



თუ კი ხვალ აქედან წავალ
კვლავ გემახსოვრები
მე უნდა წავიდე ახლავე
რადგან კიდევ ბევრი ადგილი უნდა ვნახო

მაგრამ თუკი დავრჩები შენთან
საქმე იგივენაირად არ წავა
რადგან მე ახლა ჩიტივით თავისუფალი ვარ
და ამ ჩიტს შენ ვერ შეცვლი
და ამ ჩიტს შენ ვერ შეცვლი
და ამ ჩიტს შენ ვერ შეცვლი
ღმერთმა იცის მე ვერ შევიცვლები

მშვიდობით, ეს კარგი რომანი იყო
ამ გრძნობის შეცვლა არ შემიძლია
და გთხოვ ცუდად ნუ მიიღებ,
ღმერთმა იცის რომ თავს ვიდანაშაულებ

მაგრამ თუკი დავრჩები...
ღმერთმა იცის მე ვერ შევიცვლები
ღმერთო მიშველე, მე ვერ შევიცვლები

ღმერთო, მე ვერ შევიცვლები
არ იფრენ მაღლა, თავისუფალო ფრინველო?
zep



*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17112
წევრი No.: 107358
რეგისტრ.: 24-December 09

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 20:06  #49391487      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
God Was Never on Your Side ( Motorhead)


user posted image



თუკი ვარსკვლავი თავს დაგეცემა
თუ მზე ჩაქვრა, ვეღარ ანათებს
ყველა ბეჭედმაც დაკარგა ძალა
და ყველა სიტყვამ დაკარგა რითმა

ცაც კი გაქვავდა
შველაც აღარ ჩანს
რადგან არ არის ცაში სამოთხე
ჯოჯოხეთი კი გელის, დავარდე

თუ მოგინდებ ხმა ამოიღო
თუ მოგინდება სიმართლის ცოდნა
ღმერთი კი არ ჩანს , ვერავინ ხედავს
და ვერცა ჰკითხავ თუ რატომ რისთვის?

ის ხომ არასდროს არ არის შენთან
ღმერთი არასდროს არ არის შენთან
შენ თვითონ წყვიტავ ტყუილს და მართალს
ღმერთი კი არასდროს არ არის შენთან

ხედავ უამრავ სამლოცველოებს
ხედავ უამრავ ვითომ წმინდანებს
გეუბნევა რომ გიმკურნალებო
სინამდვილეში სულს გპარავს, გძარცვავს


თუ ღმერთმა იცის, მაშ რატომ უშვებს
ცრუ მოციქულმა უძახოს მამა
იქნებ ვერ ხედავს, რატოა ჩუმად?
ნუთუ მარტო ვართ , სულ მიგვატოვა?


დაე გაგეხსნას გონება შენი
Gათავისუფლდი უაზრო ლოცვით
ღმერთს სახე არ აქვს, არ გენახვება
მას ხომ არ უთქვავს სიტყვაც არასდროს

ის ხომ არასდროს ყოფილა შენთან
ღმერთი არასდროს არ არის შენკსკენ
იქნებ დაფიქრდე ტყუილ მართალზე
ღმერთი კი არასდროს არ არის შენკსენ


არა, არა , არა !

ის არასდროს არ არის შენსკენ
ღმერთი არასდროს არ არის შენსკენ
არასდროს!
არასდროს!
არასდროს!
არასდროს!
არ არის შენსკენ!
არ არის შენსკენ!
ღმერთი არასდროს არ არის შენსკენ
არასდროს შენსკენ




პრეტენზიები და შენიშვნები არ მიიღება
ეგრევე ბანი boli.gif boli.gif











--------------------
არ გრცხვენიათ გოჭებო?
ღორებივით იქცევით!
Datvlas_vin_gtxоvs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1788
წევრი No.: 208220
რეგისტრ.: 29-September 15

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 21:34  #49392144      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პინკ ფლოიდ - ტვინის დაზიანება (Brain Damage)

შეშლილი ბალახზეა
შეშლილი ბალახზეა
იმახსოვრებს თამაშებს
გვირილებს და იცინის
ის შეშლილობის გზას ადგას

შეშლილი დარბაზშია
შეშლილები ჩემს დარბაზში არიან
ქაღალდზე ნაკეცებიანი სახეები ყრია იატაკზე
და გაზეთის ბიჭს ყოველდღე მოაქ ის

და თუ კი კაშხალი ვადაზე ადრე დაინგრევა
და თუ კი გორაზე ადგილი აღარ დარჩა
და თუ კი შენი თავი გასკდება ცუდი ფიქრისგან
მე მთვარის ბნელ მხარეზე გიხილავ

შეშლილი ჩემს თავშია
შეშლილი ჩემს თავშია
შენ აღმართავ დანას
შეგაქვს ცვლილება
შენ მცვლი მე სანამ ჯანმრთელი ვარ

კეტავ კარს
ისვრი გასაღებს
ჩემს თავში ვიღაცაა
და ეს არ ვარ მე

და თუ კი ღრუბელი დაჭექავს
და მეხის ხმა სმენას წაგიღებს
შენ იყვირებ მაგრამ ვერავინ გაიგებს
და თუ კი ბენდი იწყებს სხვა მუსიკის დაკვრას
მე მთვარის ბნელ მხარეზე გიხილავ

ამის გარდა ვერაფრის თქმას ვერ ვფიქრობ
ეს შესანიშნავია! ჰაჰაჰა

user posted image

kote91 მა თარგმნა პინკ ფლოიდის სიმღერის ტექსტები up.gif ფაქტიურად მას ეკუთვნის ეს პოსტი

zep
არა რატო, კარგია up.gif
Metal_Head
Psychodelon


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2002
წევრი No.: 182871
რეგისტრ.: 8-March 14

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 21:54  #49392302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაი თემაა , თუ არ დაგეზარებათ Alice in Chains ტექსტები გადათარგმნეთ , მეც შემოგიერთდებით...
zep



*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17112
წევრი No.: 107358
რეგისტრ.: 24-December 09

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 22:27  #49392568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთლად გამართულობაზე ვერ ჯდება და ვერც წავუპოეტებ smile.gif

Thin Lizzy



user posted image

Whiskey In The Jar



გადავდიოდი მთებს კოკრი და კერის შორის
და დავინახე ფულს ითვლი კაპიტანი ფარელი
ჯერ დავუმიზნე ჩემი პისტოლი და მერე დანაც
ფული ან სული, თუ არ გსურს ნახო ეშმაკი

ვისკი მხდის სულელს
მაშ ერთსაც დავლევ მამის სახელზე
მაშ ერთსაც დავლევ მამის სახელზე
სანამ ასხია ვისკი ჭიქაში


წავართვი სრულად რაც ქონდა ფული
წავართვი და წავედი მოლისთან
ის მეფიცება რომ ვუყვარ ძლიერ და არასოდეს არ მიმატოვებს
მაგრამ ჯანდაბა ეშმაკს, შენ იცი როგორ მომატყუა

ვისკი მხდის სულელს
მაშ ერთსაც დავლევ მამის სახელზე
მაშ ერთსაც დავლევ მამის სახელზე
სანამ ასხია ვისკი ჭიქაში

მთვრალი დაღლილი შევედი მოლისთან ოთახში
სავსე მაქვს ჯიბე და არცა ვფიქრობ საფრთხეს.
ექვსე ან შვიდზე ვხედავ ფარელის
წამოვხტი სროლით და დავაცალე ორივე პისტო


ვისკი მხდის სულელს
მაშ ერთსაც დავლევ მამის სახელზე
მაშ ერთსაც დავლევ მამის სახელზე
სანამ ასხია ვისკი ჭიქაში


ზოგი კაცია უყვრას თევზაობა, ზოგსაც ნადირობა
ზოგსაც ზარბაზნის ხმა უყვარს
მე კი ძილი მიყვარს, ძილი ჩემი მოლის ლოგინში
მაგრამ ბორკილი მადევს და ვზივარ ციხეში

This post has been edited by zep on 1 Dec 2016, 22:28
Datvlas_vin_gtxоvs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1788
წევრი No.: 208220
რეგისტრ.: 29-September 15

გამოგზავნილია: 1 Dec 2016, 23:15  #49393073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
იმედია მაგრა არ ავცდი biggrin.gif

დიფარფლი ასრულებს სიმღერას - Child in Time (ბავშვობის დროში, ხზ)

ბავშვობის დროში
შენ დაინახავ ხაზს
რომელიც საზღვრავს
ცუდს და კარგს

შეხედე ბრმა კაცს
ნადირობს მსოფლიოზე
ტყვიები დაფრინავენ
აკრიფეთ გადასახადი

თუ ყოფილხარ ცუდად
ო ღმერთო, ვგონებ ყოფილხარ
შენ არ მოგხვედრია
მფრინავი ტყვია

უმჯობესია თუ თვალებს დახუჭავ
რკალი შენს თავზე
და ელი რიკოშეტს

user posted image

zep
სგ სგ სგ up.gif
zep



*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17112
წევრი No.: 107358
რეგისტრ.: 24-December 09

გამოგზავნილია: 2 Dec 2016, 00:10  #49393653      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Datvlas_vin_gtxоvs
ძნელია ზუსტად მოარგო და გაურითმო biggrin.gif







user posted image


Kingdom Come
Janine




ქალაქში დავბოდიალობ
მოგონებები გარს მეხვევიან
რა დრო გასულა ბოლო ნახვიდან
ძველი მეგობარი ჯანინის

მუდამ ვფიქრობდი მასზე
ხომ კარგად არის
ვურეკავ ტელეფონზე
მაგრამ არ ვიცოდი

ჯანინ ...

ეს მოხდა უცბად
ორივეს სუნთქვა გახშირდა ერთად
ვიფიქრე მძინავს და სიზმარია
ყველაზე გიჟი რაც კი მინახავს

მისიმა სითბომ და სავსე სიცოცხლემ
მომნუსხა თითქოს
და ისე ძლიერად შემძრა შოკმა
ფული მომთხოვა როცა

არ მჯერა რა ხდება
შეხედე რა დაგემართა ჯანინ!
მიიხედე უკან და იყავი მზად
ფული მართავს ქვეყანას , ჯანინ!

ის იკეთებს ნიღაბს
და გყვარობს ფულისთვის
გეუბნებოდი :"გთხოვს გამოფხიზლდი"!
ის კი იცინის, მხოლოდ ხმამაღლა

This post has been edited by zep on 2 Dec 2016, 00:11
lilu777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4911
წევრი No.: 44221
რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 2 Dec 2016, 00:31  #49393799      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Datvlas_vin_gtxоvs

რა მაგარია biggrin.gif
სკოლის პერიოდში ინგლისურზე რომ დავიოდი ბითლსის სიმღერებს მათარგმნინებდა და მარითმინებდა biggrin.gif
თუ ვიპოვე დავდებ


--------------------
What separates the winners from the losers is how a person reacts to each new twist of fate.
Money was never a big motivation for me, except as a way to keep score. The real excitement is playing the game.
Everything in life is luck.
Donald Trump
ZSU-23-4
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7466
წევრი No.: 81849
რეგისტრ.: 7-January 09

გამოგზავნილია: 2 Dec 2016, 05:40  #49394782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Queen - Innuendo

user posted image

გ ა დ ა კ რ უ ლ ა დ მ ი ნ ი შ ნ ე ბ ა

სანამ ცხელი მზე კიდია ცაზე და უდაბნოში კვლავ არის ქვიშა
სანამ ზვირთები გრგვინავენ ზღვაში და ეხლებიან მარადჟამს მიწას
სანამ ქრის ქარი, ბრწყინავს ვარსკვლავნი, ცაზე გაშლილა კვლავ ცისარტყელა
სანამდე მთები და მწვერვალები არ ჩამოშლილან ვაკეზე ყველა


ჩვენ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
მივყვებით ცხოვრების მშვენიერ გზას
ჩვენ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
სიცოცხლის ბოლომდე განვაგრძობთ სვლას


ვიდრემდის რასა, ფერი და მრწამსი ყოფნა-არყოფნას განაგებს ჩვენსას
ვიდრე გვიმონებს ბრმა შეშლილობა, სიხარბე ჩვენი ძირს გვითხრის დღესაც
ვიდრე კვლავ გვმართავს ცრუ რელიგია, ტრადიციები, ცრურწმენა ჩვენი
დასაბამიდან მოვდივართ ასე და კვლავ ულმობლად მიჰქრიან დღენი


ჩვენ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
მივყვებით ცხოვრების მშვენიერ გზას
ჩვენ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
სიცოცხლის ბოლომდე განვაგრძობთ სვლას

რადგან დიდებით და მწუხარებით სავსეა გული
ნუ გეწყინება ეს გადაკრულად მინიშნებული

ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ
ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ


და შენ მიაღწევ დასახულ მიზანს,
რისთვისაც იბრძვი, რისკენაც ილტვი,
მხოლოდ იქეცი იმად, რადაც გსურს
და შენ ოდესმე იქნები იგი _

იყავი მარად შენს ტემპთან ლაღად,
განთავისუფლდი, განთავისუფლდი
სიმშვიდე ჰპოვე საკუთარ თავთან
მიიღე კარგი, განაგდე ცუდი



თუ არის ღმერთი ამ ცისქვეშეთში ან სამართალი თუ არის კიდევ
თუ არის არსი ან გამართლება ამ სიცოცხლისა თუ სიკვდილისა
თუ იმ კითხვებზე არის პასუხი, რასაც ოდესმე შენს თავს კითხავდი
ჰპოვე შენი მე, ნუ გეშინია, შორს მოისროლე შენი ნიღაბი


ჩვენ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
მივყვებით ცხოვრების მშვენიერ გზას
ვაგრძელებთ ღიმილს, ვაგრძელებთ სიცილს
და რაც უნდა მოხდეს კიდევ, ვინ იცის
ჩვენ კვლავ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
დასასრულამდე,
დავიწყებამდე,
ამ გზის ბოლომდე განვაგრძობთ სვლას.
HurricaneKat.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1591
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16

გამოგზავნილია: 2 Dec 2016, 10:23  #49395229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
up.gif კარგი თემა

Led ზეპელინგების - Stairway to Heaven

არის ერთი ქალბატონი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქროა
და ასე ცდილობს თანდათან "იყიდოს" ადგილი სამოთხეში
როცა იქ ხვდება, იგებს თუ სამოთხეში ვერ მოხვდება
როგორ უნდა შევიდეს დაკეტილ სამოთხეში დედამიწიდან წამოღებული ნივთებით
ოო და ის ცდილობს იყიდოს ადგილი სამოთხეში

კედელზე ნიშანია, მაგრამ მას უნდა დარწმუნებული იყოს
რადგან ვიცით, რომ ხანდახან სიტყვებს ორი მნიშვნელობა აქვთ
ხის ტოტზე ჩიტი მღერის,
ხანდახან ჩვენი ყველა ფიქრი საეჭვოა.

ოო ეს მაფიქრებს
ოო ეს მაფიქრებს

ჩურჩული ისმის, რომ მალე, თუ სრულყოფილებისკენ ვისწრაფვით,
მიზეზამდეც მივალთ.
და ახალი დღე გათენდება მათთვის, ვინც დიდხანს იცდიდა,
ტყეები სიცილით გამოხმაურდებიან.

თუ არსებობს აურზაური შენს ფიქრებში, არ შეშფოთდე,
ეს გაზაფხულის სისუფთავეა მაისის დედოფლისთვის.
დიახ, არსებობს ორი გზა რომლითაც შეგიძლია წახვიდე, მაგრამ საბოლოოდ
ყოველთვის არის რომ შეცვალო გზა რომელსაც ადგახარ.
და ეს არის ის რაც მაფიქრებს.

ტვინში ყველაფერი ბზუის და თუ არ იცი, ეს ასე არ გაგრძელდება
მესტვირე გიხმობს რომ შეუერთდე
ძვირფასო ქალბატონო, გესმის ქარის ქროლვა? იცი რომ
შენი გზა სამოთხისკენ მოჩურჩულე ქარზე დგას?

და როცა ქარი გზაზეა,
ჩვენი ჩრდილი უფრო დიდია ვიდრე ჩვენი სული.
ის ქალბატონი მოდის, რომელიც ყველამ ვიცით
ასხივებს თეთრ სინათლეს და უნდა ყველას აჩვენოს
თუ როგორ ხდება ყველაფერი ოქრო.
და თუ მოუსმენ გულდასმით
ის ხმა ბოლოსდაბოლოს თქვენამდეც მოვა.
როცა ყველა ერთია და ერთი ყველაა
როცა ხარ ქვა და არ მოძრაობ.

და ის ყიდულობს გზას სამოთხისკენ.


--------------------
... Hugging six rabbits and having pink nightmares ...
Datvlas_vin_gtxоvs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1788
წევრი No.: 208220
რეგისტრ.: 29-September 15

გამოგზავნილია: 2 Dec 2016, 10:26  #49395241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პინკ ფლოიდ - კიდევ ერთი აგური კედელში
Another Brick in the Wall

ჩვენ არ გვჭირდება განათლება
ჩვენ არ გვჭირდება ფიქრის კონტროლი
არა შავ სარკაზმს ჩვენს კლასში
მასწავლებელო, მიუშვი მოსწავლეები თავიანთ ნებაზე

ეს ყველაფერი კიდევ ერთი აგურია კედელში
ეს ყველაფერი უბრალოდ კიდევ ერთი აგურია კედელში

user posted image


zep
up.gif up.gif

ZSU-23-4
სგ სგ იკა კარგი თარგმანია up.gif

lilu777
ლერითბი როგორ ითარგმნება? biggrin.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (12) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0303 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]