...აი მეც მოვედი:)
მართალი გითხრათ, ბოლო წლის განმავლობაში გამიღვივდა სასტენდო მოდელიზმში სერიოზული ინტერესი. ადრე, ბავშვობაში კი ვაწყობდი თვითმფრინავების, გემების და სხვ. მოდელებს მაგრამ ის სულ სხვა დონე იყო და მოდლებიც არ იშოვებოდა (Ту-144 ეყარა მარტო ყველგან:)).
და ყველაფერი დაიწყო იმით რომ "უსინდისო" თანამFრომლებმა დაბადღეზე მაჩუქეს B-1B-ს მოდელი (ბაბილონში იყიდეს). ხოდა მეც გადავწყვიტე ამეწყო "ყველა წესის დაცვით". 3-4 თვე ვაწყობდი... ვღებავდი... და ბოლოს აი ეს გამოვიდა:
http://www.aircraftresourcecenter.com/Gal2...ili/gal1235.htmმერე მე თვითონ ვიყიდე F-15E მოდელი, ისიც ბაბილონში. სამწუხაროდ თბილისში სხვა ფირმის მოდლელებს ვერ იყიდი (Tamya, Hasegave, Italieri, Academy...) თუ არ შეუკვეთავ ჩამოსატანად:( თუ იცის ვინმემ საიდან შეიძლება ადვილად ჩამოიატანინო მადლობელი ვიქნები.
ეგეც უკვე აწყობილია, ექსპუატაციის კვალი მინდა დავუმატო და ლაქით გადავღებო. თან სურათებიც სულ ორი მაქ ჯერჯერობით ისიც უხარისხო:
http://www.aversi.com.ge/ggm/photos/F-15E/F15E_1.jpghttp://www.aversi.com.ge/ggm/photos/F-15E/F15E_2.jpgრაც შეეხება აწყობის პროცესს. ნუ ეცდებით ყცბად ააწყოთ. ჯერ მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში, საბედნიეროდ ამის პრობლემა დგეს არ დგას, თქვენი მოდელის რეალური პროტოტიპები შესახებ. დაათვალიერეთ ფოტოები, გაეცანით სხვის გამოცდიელბას, შესაძლებელია სწორედ თქვენი კონკრეტული მოდელის შესახებაც. თუ რომელიმე დღეს რამე არ გამოგდით ჯობია თავი დაანებოთ და სხვა დღეს დაიწყოთ/გააგრძელოთ.
მოდლეის შეღებვა ცალკე საუბრის თემაა. რათქმაუნდა შეიძლება ყველაფრის ფუნჯით ღებვა (რასაც ადრე მეც ვაკეთებდი), მაგრამ თუ გინდათ რომ მოდელის "ჩვენება" შეიძლებოდეს სასურველია აეროგრაფის გამოყენება. ვინც არ იცის - აეროგრაფი არის მინიატურული პულვერიზატორი, საღებავის თანაბრად დასაფრქვეად მოდელის ზედაპირზე. აეროგრაფისათვის საჭიროა დაბალი წნევის (ძირითადად 2-3ატმ.) კომპრესორი. მე თავის დროზე ბევრი ვეძებე ბაზრობებზე ეგ დანადგარი, მაგრამ პატარა კომპრესორი ვერსად ვიშოვე (ვინმეს ხომ არ გეგულებათ?). ახლა ნათხოვარი კომპრესორი მაქ, რომელიც ისე ხმაურობს რომ ღებვის ნირს დაგიკარგავს კაცს:) თუმცა არის თურმე საშუალება რომ მაცივრის კომპრესორი იქნეს გამოყენებული მაგ სამეში, მე არ მიცდია (უფრო სწორედ ზედმეტი მაცივარი არ მაქ ჯერ:))
კიდევ ერთი რამ: არ შეღებოთ, მოდელის ყუთზე გამოსახული სურათის მიხედვით, ისევ და ისევ მოძიეთ რეალური პროტოტიპის ფოტოები.
ეხლა რაც შეეხება საღებავებს - ამ მხრივ საქმე გაცილებით უკეთა, ყოველ შემთხვევაში მე ჩემი მოდელებისთვის ბაბილონის Revell-ის არჩევანი ჯერ მაკმაყოფილებს (იყო რათქმაუნდა პერიოდი როცა თეთრი საღებავი არ ქონდათ მაგრამ ეგ ხდება ხოლმე).
ეხლა დეკალების (გადასყვანი "ნაკლეიკები") შესახებ: ყველა მოდელს მოყვება ერთი ან რამოდენიმე დეკალირების ვარიანტი, რომლის არჩევა რათქმაუნდა მოდელისტის პრეროგატივაა.
აქაცუბჯობესია მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში, ასაწყობი მოდელის რეალურ პროტოტიპზე, რადგანაც ხანდახან მოდელის ინსტრუქციაში მოყვანილი დეკალირების სქემები არც ისე ზუსტია ხოლმე. თვით დეკალების გადაყვანაც მოდელზე საკმაოდ საჩალიჩო პროცესია, განსაკუთრებით მრუდ ზედაპირებზე გადაყვანის დროს. აგრეთვე დიდ პრობლემას წარმოადგენს დეკალის გადაყვანის დროს მოდელის ზედაპირსა (განსაკუთრებით არაბზინვარე - "მატოვი" საღებავის დროს) და დეკალს შორის ცარმოქმნილი ჰაერის ბუშტუკების თეთრი ფენა, რომელმაც შეიძლება დუკარგოს დეკალებს მთელი სილამაზე. რათქმაუნდა არსებობს სპეციალური სითხეები ე.წ. DecalFix (დეკლაის დასაფიქსირებლად - რო მიეკროს უჰაეროდ) და DecalSet (გლუვ და ოღრო-ჩოღრო ადგილებში დეკალის ჩაცასმელად), მაგრამ თბილისში ისინი ჯერ ვერ ვიშოვე. თუმცა როგორც ბოლო მოდელის გამოცდილებიდან ვიცი DecalFix-ს საკმაოდ კარგად უბრალო ძმარი ცვლის.
ისე კი სასურველია დეკალის დადება ბზინვარე ან ნახვრად ბზინვარე ზედაპირზე (ზედაპირი ნაკლებად ფაქტურირებულია) და მერე ისევ დავფაროთ შესაბამისი ტიპის ("მატოვი" ან "გლიანცევი") ლაქით.
...დავიღალე:) რამდენი დამიწერია:) დღეს მეყოფა:)
აბა თქვენ იცით, თყ შეკითხვები დაგებადათ აქ ვარ.
P.S. აი კიდე ერთი რესურსი, სადაც ნახავთ შეღებვის და სხვა ტექნოლოგიების ახსნის ფოტოებს/კლიპებს:
http://www.scaleworkshop.com/workshop.htm