სალამი,
გადავაბრუნე განყოფილება და ვერსად ვერ მივაგენი მსგავს რაღაცაზე საუბარს, დავიჯერო არავის არ დაჭირდა ჩემს გარდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დარეგისტრირებულია განცხადება დაახლოებით თვენახევრის წინ, პირობითის მოხსნაზე, შეწყალების კომისიაში.
მაშინვე მოგვცეს რეგისტრაციის ნომერი და ცხელი ხაზის ტელეფონი
ტელეფონზე სულ ბატონობით და შენი ჭირიმეთი საუბრობენ, მაგრამ ასეთ რაღაცეებზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციაო (?!!!)
აბა, რაზე უნდა დავრეკო ცხელ ხაზზე, როგორ ხართ მეთქი?!
მოკლედ,
ხომ არ იცით სად უნდა მოვიკითხო განცხადების რეგისტრაციის ნომრით, თუ განიხილეს განცხადება, ან რა პასუხია ? ..
ან, ინტერნეტში თუა რამე მაგდაგვარი გვერდი სადმე?
მადლობა წინასწარ!
This post has been edited by picpic on 23 Oct 2018, 14:40