#53698750 · 31 Oct 2018, 15:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს თემა ბევრჯერ განიხილეს ფორუმზე, მაგრამ როგორც ვნახე ძველი პოსტებიდან ზუსტი ჩამოყალიბებული პასუხი არავინ იცის კითხვაზე : ეკისრება თუ არა საშემოსავლო (20% ) გადასახადი ადამიანებს, რომლებიც თვითდასაქმებულნი არიან ელექტრონული კომერციის (ონლაინ ფულის შოვნა, ონალინ კომერიცა , ა.შ ) ბაზარზე. იყო საუბარი 40 000 ლარიან ზღვარზეც, ბევრს გონია რომ მხოლოდ 40000 წლიური შემოსავლის მერე უწევთ გადახადა.
დავსერჩე და კოდექსში არის ორი მუხლი რომელიც შეიძლება ამ თემას ეხებოდეს (ზუსტი დეფინიცია ამ საკითხზე კოდექსში არ არის):
1. მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება ( "ფ" ქვეპუნქტი)
გადასახადისაგან თავისუფალია რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;
2. მუხლი 104. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი (სადაც განხილულია რა შეიძლება იყოს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები)
ამ მუხლის პუნქტებიდან გამომდინარე, ზოგი მიიჩნევს რომ რადგან ამ დროს მშრომელი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება არ აქ მნიშვნელობა იმას, რომ შემოსავალი უცხოური წყაროებიდან მოდის და შესაბამისად ვალდებულია იხადოს საშემოსავლო.
______
ჩვენ ქვეყანაში უამრავი ადამიანი ფრილანსერობით უცხოური შეკვეთებისთვის, იუთუბით და სხვა მსგავსი შესაძლებლობებით შოულობს ფულს, შეგიძლიათ მეც მათ რიცხვში მომიაზროთ და ბუნებრივია დაინტერესება, რეალურად როგორ ხდება? არის ჩვენთვის რამე ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ და ეს ყველაფერი არ კონტროლდება უბრალოდ თუ არსებობს რაიმე კონკრეტული განსაზღვრებები ამ სამუშაო სფეროში. აქ იმიტომ ვწერ ამ თემას, რომ იურისტების მოსაზრება მაინტერესებს და იქნებ ვინმეს კონკრეტული შეხებაც ქონია ასეთ საკითხებთან. გმადლობთ
--------------------
Never Give Up On Your DREAMS
|