#53764463 · 12 Nov 2018, 12:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ნაკვეთი ვიყიდე რაღაც პერიოდის წინ და მისასვლელი გზა აქვს მარტო ნახაზის სახით, ფიზიკურად გაკეთებული არ არის არაფერი.
საქმე იმაშია რომ სადაც გზა არის დატანილი რუკაზე, ეგ ადგილი არის ციცაბო ფერდობი თითქმის 45 გრადუსიანი დახრით დაგეგმილი გზის გასწვრივ. ანუ პირდაპირ და პატარა მოსწორებით მანდ არაფრის დაგება არ გამოვა.
იმის მიხედვით თუ ამ გზის გაკეთებას ჩავარდნილი მხარის აწევით გადაწყვეტენ თუ შემაღლებულის მოჭრით, განსხვავებას იძლევა 1.5 მეტრს. ანუ მე რომ რამე დავგეგმო, თუნდაც ელემენტარულად ჭიშკარის გაკეთება, მომავალმა გადაწყვეტილებამ გზასთან დაკავშირებით შეიძლება ან ჰაერში ჩამოკიდებული დატოვოს ან რაღაც სიღრმეზე გზის ქვემოთ.
მაინტერესებს რა შემიძლია ამ დროს გავაკეთო? ყველა ორგანო ერთმანეთთან მამისამართებს არა ეგ იმათი პრეროგატივაა არა იმათიო.
გავაკეთო სადაც მინდა და მერე მოერგებიან?
წინასწარ მადლობა.
|