https://mod.gov.ge/assets/up-modul/uploads/pdf/SDR-GEO.pdfდიდი დოკუმენტია და მთლიანად აქ არ მოვიყვან
შევეცდები მოვიყვანო ძირითადი და ყველაზე საინტერესო პუნქტები
კარგი იქნება თემით დაინტერესებულები თუ დროს დაუთმობთ, გადახვალთ ბმულზე და სრულად წაიკითხავთ, იქნებ რამე მნიშვნელოვანი გამომეპარა
შესავალში ვხვდებით ცნებას "ტოტალური თავდაცვა" მის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ მოქმედებებს" „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის ფარგლებში უნდა განხორციელდეს:
• კრიზისული/საომარი ვითარების დროს სახელმწიფო რესურსების კონსოლიდაციის მიზნით, უწყებათშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის პროცესის გაღრმავება;
• ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მობილური და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც ეფუძნება მოქმედი და სარეზერვო ძალების ბალანსს;
• შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში სხვადასხვა უწყებების მიერ
გაწვეული პირადი შემადგენლობის საწყის საბრძოლო მომზადებას;
• რეზერვის და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იქნება რეზერვისტების მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესების, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობისაკენ. რეზერვის და მობილიზაციის სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, მათი გამოცდილების გაზიარება;
• საომარი მდგომარეობის დროს, შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სარეზერვო ძალების მობილიზება. რეზერვი, სხვა ძალებთან ერთად, დაკომპლექტდება სამხედრო სავალდებულო სამსახურ გამოვლილი პირებით;
• საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, რაც ასევე ხელს უწყობს სშძ-ს განვითარებას, მოკავშირე ძალებთან სამხედრო თავსებადობის ამაღლებას;
• საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზნით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მხარდაჭერა."
როგორც ხედავთ ეს მონაკვეთი სამინისტროს და შეიარაღებულ ძალებს ავალებს რეზერვის პროგრამის ამოქმედებას და სავალდებულო მოსამსახურეების გაწვრთნას საწყისი საბრძოლო მომზადებით. ეს ორი ერთმანეთთან პირდაპირაა დაკავშირებული. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოამზადებს რეზერვისტს. BCT გავლილი ათასობით მოქალაქე უკვე რეზერვის კარგი საფუძველია
ძირითადად ხაზია გასმული რეზერვის სისტემასა და SNGP-ზე
ამავე ნაწილში ვხვდებით ძალთა მზადყოფნის მიზნებსდაყოფილია 3 ნაწილად, მესამე ნაწილია "აღჭურვა", რომელიც თავის მხრივ შედგება ორი მოქმედებისგან
- მოძველებული აღჭურვილობის უტილიზაცია
- შესაძლებლობების სრული მოდერნიზაცია
ამაში თავის მხრივ შედის შემდეგი:
. საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები
. ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობები
. საინჟინრო შესაძლებლობები
. საარტილერიო შესაძლებლობები
. სადაზვერვო შესაძლებლობები
როგორც ხედავთ, სამწუხაროდ, ჩამონათვალში ვერ მოხვდა ვერც საზღვაო თავდაცვა და გასაგებია რომ ვერ მოხვდა ვერც ფლოტი.
მესამე ნაწილში საუბარი იწყება უსაფრთხოების გარემოზე (3.1) ანუ საფრთხეებზე და დაყოფილია 3 ნაწილად3.1.1 ლოკალური, 3.1.2 რეგიონული (შავი ზღვის რეგიონი) და 3.1.3 გლობალური
როგორც ლოკალურ, ასევე რეგიონულ და გლობალურ ჩარჩოში საფრთხეებში საუბარია რუსეთზე
გლობალურ ჩარჩოში რა თქმა უნდა რუსეთის ფაქტორის გარდა ნახსენებია მიგრაცია (რაც გამოწვეულია პირდაპირ რუსეთის მიერ), ტერორიზმი და ა.შ.
საფრთხეებს მოსდევს დაგეგმვის ვარაუდები (3.2) სადაც ვკითხულობთ საკვანძო ფრაზას"ეკონომიკის განვითარების ტენდენციებიდან გამომდინარე, თავდაცვის დანახარჯებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი და შენარჩუნდება mთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ფარგლებში. თავდაცვის სფეროში ახალი პროექტების (საჰაერო თავდაცვა, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა, საჰაერო სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენები, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობები და სხვა) დაფინანსება შესაძლოა დაემატოს თავდაცვის ბიუჯეტს."
დაგეგმვის ვარაუდებში მეორე პუნქტი (3.2.2) ეთმობა რუსეთს"რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დასუსტების, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებისა და მართვადი დესტაბილიზაციის შექმნის მიმართულებით. კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ ელემენეტების გაძლიერებაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრო-რუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი დისკრედიტაცია."
3.2.3 ა.შ.შ. "საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ის მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა დარჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შეკავების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად."
3.2.4 NATO"საქართველო გეგმავს ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით."
3.2.6. რეგიონული ვითარება"რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხრეთ სამხედრო ოლქის და შავ ზღვაზე საკუთარი სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება შეასუსტებს დასავლეთის წვდომას კავკასიის რეგიონზე და შესაბამისად, შეამცირებს მის მიერ რუსეთის დაბალანსების შესაძლებლობას."
ეს წინადადება პირდაპირ უკავშირდება იმ კამათს, რომელიც მიმდინარეობდა გვერდზე თემაში, სადაც ერთ უზერს უმტკიცებდი რომ კანონერკები ვერ გადაჭრიან ზღვაზე ჩვენს ამოცანებს და ორი კინკილა ქვემეხით ნაპირზე სროლა არ იქნება ჩვენი ფლოტის ამოცანა
ამ წინადადებას ასევე პირდაპირ უკავშირდება წინა ქვეპუნქტში მოყვანილი განცხადება ნატოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით თანამშრომლობის შესახებ
3.4. დაგეგმვის სცენარები
საქართველოს შეიარაღებული ძალების აუცილებელი შესაძლებლობების დასადგენად არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის, ჩატარდა საბრძოლო მოდელირების პროცესი არსებულ დოქტრინებზე დაყრდნობით. საბრძოლო მოდელირების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სამხედრო შესაძლებლობები, რომელთა განვითარებაც აუცილებელია სცენარებში გათვალისწინებულ საფრთხეებზე ადეკვატური და ეფექტური რეაგირებისთვის. ამ პროცესის შედეგად გამოვლენილი სამხედრო შესაძლებლობების ანალიზი საფუძველად დაედო თსმ-ს დოკუმენტს.4. შესაძლებლობების შეფასება
დაგეგმვის სცენარებზე ჩატარებული საბრძოლო მოდილირების შედეგად, დეტალურად განისაზღვრა სშძ-სათვის საჭირო შესაძლებლობები არსებული ძალთა სტრუქტურისა და „ძალთა სტრუქტურა 2020“-სთვის.მეხუთე თავში ძალტა ოპტიმიზაციის შესახებ ისევ ნახსენებია რეზერვი
5.2. ბიუჯეტის სამიზნე მაჩვენებლები და რესურსების განაწილებათავდაცვის ბიუჯეტი 2020 წლამდე იზრდება და ხდება 720 (!!!) მილიონი ლარი (!!!)
პროცენტულად მცირდება პერსონალის ხარჯი (ანუ რაოდენობა დარჩება იგივე, მაგრამ რაკი ბიუჯეტი იზრდება, პროცენტული წილი კლებულობს)
ასევე კლებულობს "ოპერაცია და მხარდაჭერის" წილი და "კვლევა და განვითარების" წილი
2.6-დან 8.5 პროცენტამდე იზრდება შეიარაღების შესყიდვა
და 2.6-იდან 4.4 პროცენტამდე იზრდება მშენებლობა
მორიგი საინტერესო ქვეთავი 5.5. ძალთა სტრუქტურა 2020განხორციელებული ღონისძიებები:
• გაერთიანდა თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი და გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევის და მონიტორინგის დეპარტამენტი და შეიქმნა სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური
მხარდაჭერის დეპარტამენტი;
• გაერთიანდა მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;
• გაერთიანდა თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი და ანალიტიკური დეპარტამენტი. ამ პროცესის შედეგად ჩამოყალიბებულ თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტში მოხდა რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს ინტეგრირება;
• ხარისხის მართვის დეპარტამენტი შეუერთდა ფინანსების მართვის დეპარტამენტს;
• ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო გაერთიანდა იურიდიულ დეპარტამენტში;
• საერთაშორისო სამართლის სამმართველო შეუერთდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტს;
• საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტს დაემატა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის განყოფილება;
• ადმინისტრაციაში შეიქმნა ახალი საჯარო ინფორმაციის სამმართველო;
• განხორციელდა ვარსკვლავიანი შტატების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც შტატების ნაწილი ფუნქციური ანალიზის შედეგად გადაკეთდა სამხედრო, ხოლო ნაწილი
სამოქალაქო თანადებობებად;
• სამოქალაქო პერსონალის ადმინისტრირების ფუნქცია გადავიდა თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტში;
• ოპტიმიზაციის პროცესში განხორციელებული თანამდებობების ანალიზის საფუძველზე მოხდა მათი კლასიფიკაცია ტექნიკურ და ფუნქციურ თანამდებობებად.
აქვე მოცემულია მოქმედი და სამომავლო სტრუქტურაც შეიარაღებული ძალებისა
შეინიშნება საინტერესო ცვლილებები:
1. კერძოდ სამომავლოდ სტრუქტურას ემატება სამხედრო პოლიციის ასეული
2. აღმოსავლეთ სარდლობას უუქმდება უზრუნველყოფის ცენტრი
3. დასავლეთ სარდლობას აკლდება დაზვერვის ცალკეული ბატალიონი
5.5.6. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა
ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ამოცანაა განახორციელოს საქართველოს საჰაერო სივრცის მართვა და კონტროლი, სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების საჰაერო თავდაცვა, სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერა, უზრუნველყოს ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოგისტიკური მხარდაჭერა, სამედიცინო ევაკუაცია, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოება და რეკოგნოსცირება.აქ ჩანს ის რასაც სხვა თემაში ვამბობდი, ავიაციის ამოცანები შემოიფარგლება მხოლოდ სახმელეთო ძალების მხარდაჭერის ფუნქციით და როგორც წესი ასეთი ავიაცია სახმელეთოს სტრუქტურაში შედის ხოლმე, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ავიაცციას ცალკე სახეობად საჰაერო თავდაცვა ასულდგმულებს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ნათლად აჩვენა, რომ შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნია საფრთხეების შესაბამისი საჰაერო თავდაცვის სისტემა,
ხოლო მისი საავიაციო ელემენტები ვერ უზრუნველყოფენ ოპერატიულ მოთხოვნებს ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში. მომავალში აგრესიის ნეიტრალიზებისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის ელემენტების შესაძლებლობების გაუმჯობესება თანამედროვე საჰაერო თვალთვალისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებით.
* * *
აქვე მოკლედ მიმოვიხილავ საქართველოს კანონს თავდაცვის დაგეგმვის შესახებ
ეს კანონი არეგულირებს პროცედურებს, პასუხისმგებლობებს და დოკუმენტებს დაგეგმვის პროცესში
https://mod.gov.ge/assets/up-modul/uploads/...tebi/1_(15).pdfმუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ორგანიზებას, მისი დაგეგმვის არსსა და როლს თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებაში.
მუხლი 2. კანონის სამართლებრივი საფუძვლები
ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
მუხლი 4. თავდაცვის დაგეგმვის ორგანიზება
1. სახელმწიფო დონეზე თავდაცვის დაგეგმვის ორგანიზება განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით“.
მუხლი 6. თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტები
თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტებია:
ა) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
გ) საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია.
მუხლი 7. თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტები
თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებია:
ა) თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო;
ბ) სამხედრო განვითარების ძირითადი პროგრამები;
გ) წლიური პროგრამები;
დ) ოპერატიული გეგმები, კონცეფციები, დოქტრინები, დებულებები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივები;
ე) თავდაცვის დაგეგმვის დებულება.
ახლა კი რომელი დოკუმენტი ემყარება რომელს, და რომელი უწყება გამოსცემს რას
მუხლი 9. თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონე
1. ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების, ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის, მდგრადი განვითარების, ქვეყნის, საზოგადოებისა და პიროვნების უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავდება
„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხო განვითარების ხედვას წარმოადგენს.
(ამ დოკუმენტს უშიშროების საბჭო ამზადებდა)
ლინკი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის
http://www.mfa.gov.ge/MainNav/ForeignPolic...ityConcept.aspx
ეს არის კვალიფიციური სტატია რომელშიც ავტორი აანალიზებს უსაფრთხოების კონცეფციის ავ-კარგს.
http://css.ge/files/Papers/0812pp_macfarlane_georgian.pdf
რახან სტატია მომყავს არ ნიშნავს რომ ვეთანხმები ან არ ვეთანხმები, უბრალოდ საინტერესო სტატიაა.გავაგრძელოთ მუხლი 9
2. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ მრავალწლიანი პერიოდისათვის მიმოიხილავ არსებულ სტრატეგიულ გარემოს და კონკრეტულად ადგენს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ საფუძველზე ხორციელდება შეიარაღებულ ძალებში ოპერატიული გეგმების შემუშავება და ამ დოკუმენტთან დაკავშირებული დაგეგმვის სხვა სფეროების (მატერიალურ-ტექნიკური, ინფორმაციული და უწყებათაშორისი კოორდინაციის) ორგანიზება.
„საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს“ საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ხდება მისი ანალიზი.3. თავდაცვის სფეროში „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით“ გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი
სტრუქტურული ერთეული შეიმუშავებს
„საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას“, რომელიც მრავალწლიანი პერიოდისათვის განსაზღვრავს ეროვნულ სამხედრო მიზნებსა და შეიარაღებული ალების მოთხოვნილებებს, მათი განხორციელების ზოგად გზებს, სტრუქტურასა და სამომავლო ხედვას.
მუხლი 10. თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონე
1. უწყებრივ დონეზე თავდაცვის დაგეგმვის განხორციელების დეტალები და პროცედურები (პასუხისმგებელი რგოლები და ვადები) განისაზღვრება
„თავდაცვის დაგეგმვის დებულებით“, რომელსაც გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაზე“ დაყრდნობითა და „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ დასკვნების გათვალისწინებით ადგენს
„თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“, რომელიც მრავალწლიანი პერიოდისათვის ასახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეიარაღებულ ძალებში სახელმწიფოს თავდაცვისათვის დადგენილ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
„თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული „თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოზე“ დაყრდნობით მრავალწლიანი პერიოდისათვის შეიმუშავებს
„სამხედრო განვითარების ძირითად პროგრამებს“, რომლებიც მოიცავს ყველა იმ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელთა მიზანია შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, აღჭურვა, წვრთნა, მათი ქვედანაყოფების შენარჩუნება, ლოგისტიკური უზრუნველყოფა, რეზერვის ინფრასტრუქტურის შენახვა და გაუმჯობესება, აგრეთვე ნატოსთან თანამშრომლობის გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა. „სამხედრო განვითარების ძირითად პროგრამებს“ გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
4. თავდაცვის დაგეგმვის ბოლო ეტაპსა და „სამხედრო განვითარების ძირითადი პროგრამების“ წლიურ საფეხურებს წარმოადგენს
„წლიური პროგრამების“ შედგენა
This post has been edited by მილიტარისტი on 15 May 2017, 22:44
Si vis pacem, para belum.